ემპაფლომინი 10
EMPAFLOMIN 10
ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი: ემპაგლიფლოზინის 10 მგ ტაბლეტები გამოიყენება არასათანადოდ კონტროლირებადი ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ მოზრდილებსა და 10 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში, შესაბამის დიეტასთან და ფიზიკურ აქტივობასთან ერთად. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ემპაგლიფლოზინი (empagliflozin)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
- მწარმოებელი
- BASE MEDICO PRIVATE LIMITED, ინდოეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, ნატრიუმ-გლუკოზის კო-ტრანსპორტერ 2-ის (SGLT 2) ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- A10BK03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044353
- რეგისტრირებულია
- 18 ნოემბერი 2025, მოქმედებს 18 ნოემბერი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- New Pharma Ltd (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „ნიუ ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ემპაფლომინი 10 — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი: ემპაგლიფლოზინის 10 მგ ტაბლეტები გამოიყენება არასათანადოდ კონტროლირებადი ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ მოზრდილებსა და 10 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში, შესაბამის დიეტასთან და ფიზიკურ აქტივობასთან ერთად.
- მონოთერაპიის სახით, როდესაც მეტფორმინის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი აუტანლობის გამო
- დიაბეტის სამკურნალო სხვა მედიკამენტებთან კომპბინაციაში
კომბინირებული თერაპიის კვლევების შედეგების, გლიკემიურ კონტროლზე ზემოქმედების, გულ-სისხლძარღვთა და თირკმლის დაავადებების და შესწავლილი პოპულაციების გათვალისწინებით.
გულის უკმარისობა: ემპაგლიფლოზინის 10მგ ტაბლეტები ნაჩვენებია მოზრდილებში სიმპტომური ქრონიკული გულის უკმარისობის სამკურნალოდ.
თირკმლის ქრონიკული დაავადება: ემპაგლიფლოზინის 10მგ ტაბლეტები ნაჩვენებია მოზრდილებში თირკმლის ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ.
მიღების წესი და დოზირება
ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი: ემპაგლიფლოზინის რეკომენდებული საწყისი დოზაა 10 მგ დღეში ერთხელ მონოთერაპიის სახით და შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად კომბინინაციაში. პაციენტებში, რომლებიც კარგად იტანენ ემპაგლიფლოზინის 10მგ დოზას დღეში ერთხელ (eGFR ≥60 მლ/წთ/1.73 მ2) და საჭიროებენ გლიკემიის უფრო მკაცრ კონტროლს, დოზა შეიძლება გაიზარდოს 25 მგ-მდე დღეში ერთხელ. მაქსიმალური დღიური დოზაა 25 მგ.
გულის უკმარისობა: ემპაგლიფლოზინის რეკომენდებული დოზაა 10 მგ დღეში ერთხელ.
თირკმლის ქრონიკული დაავადება: ემპაგლიფლოზინის რეკომენდებული დოზაა 10 მგ დღეში ერთხელ.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები:
თირკმლის ფუნქციის დარღვევა: გამოყენების არასაკმარისი გამოცდილების გამო, არ არის რეკომენდებული ემპაგლიფლოზინით მკურნალობის დაწყება პაციენტებში, რომელთა eGFR <20 მლ/წთ/1.73 მ2. პაციენტებში, რომელთა eGFR <60 მლ/წთ/1.73 მ2, ემპაგლიფლოზინის დღიური დოზა შეადგენს 10 მგ-ს.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის. ემპაგლიფლოზინის ექსპოზიცია იზრდება ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის დროს. ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტების მკურნალობის გამოცდილება არასაკმარისია, ამიტომ პრეპარატის გამოყენება აღნიშნულ პოპულაციაში რეკომენდებული არ არის.
ხანდაზმულები: ასაკის მიხედვით დოზის კორექცია რეკომენდებული არ არის. 75 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში გასათვალისწინებელია უჯრედგარე სითხის მოცულობის შემცირების გაზრდილი რისკი.
ბავშვები: ემპაგლიფლოზინის რეკომენდებული საწყისი დოზაა 10მგ დღეში ერთხელ. პაციენტებში, რომლებიც კარგად იტანენ ემპაგლიფლოზინის 10 მგ-ს დღეში ერთხელ და საჭიროებენ გლიკემიის დამატებით კონტროლს, დოზა შეიძლება გაიზარდოს 25 მგ-მდე დღეში ერთხელ. არ არსებობს მონაცემები იმ პაციენტების შესახებ, რომელთა GFR <60 მლ/წთ/1.73 მ2, და 10 წლამდე ასაკის ბავშვების შესახებ. ემპაგლიფლოზინის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წლამდე ასაკის ბავშვებში გულის უკმარისობის ან თირკმლის ქრონიკული დაავადების მკურნალობისას დადგენილი არ არის. მონაცემები არ არის.
მიღების წესი
მიიღება პერორალურად.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე შემავსებლის მიმართ.
სიფრთხილის ზომები
ზოგადი: ემპაგლიფლოზინი არ გამოიყენება ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში.
კეტოაციდოზი: შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, SGLT2 ინჰიბიტორების, მათ შორის ემპაგლიფლოზინის მიღებისას აღინიშნა კეტოაციდოზის შემთხვევები, მათ შორის სიცოცხლისთვის საშიში და ფატალური შემთხვევები. რიგ შემთხვევებში, დაავადება მიმდინარეობდა ატიპიურად, სისხლში გლუკოზის დონის უმნიშვნელო მატების ფონზე, რომელიც არ აჭარბებდა 14 მმოლ/ლ-ს (250 მგ/დლ). უცნობია, იზრდება თუ არა კეტოაციდოზის განვითარების რისკი ემპაგლიფლოზინის დიდი დოზებით მიღებისას.
საშარდე გზების გართულებული ინფექციები: ემპაგლიფლოზინის მიღების ფონზე აღინიშნა საშარდე გზების გართულებული ინფექციების შემთხვევები, მათ შორის პიელონეფრიტი და უროსეფსი.
ქვედა კიდურების ამპუტაციები: სხვა SGL T2 ინჰიბიტორის გამოყენების ხანგრძლივ კლინიკურ კვლევებში დაფიქსირდა ქვედა კიდურების (ძირითადად ფეხის თითების) ამპუტაციების შემთხვევების ზრდა. როგორც ყველა დიაბეტით დაავადებული პირის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია პაციენტებისთვის რეგულარული პრევენციული ტერფის მოვლის შესახებ კონსულტაციის გაწევა.
ღვიძლის დაზიანება: ემპაგლიფლოზინის კლინიკური კვლევების დროს დაფიქსირდა ღვიძლის დაზიანების შემთხვევები. ემპაგლიფლოზინსა და ღვიძლის დაზიანებას შორის მიზეზობრივი კავშირი დადგენილი არ არის.
ჰემატოკრიტის მომატება: ემპაგლიფლოზინით მკურნალობის დროს დაფიქსირდა ჰემატოკრიტის მომატება. პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ მკვეთრად მომატებული ჰემატოკრიტი, უნდა ჩაუტარდეთ მონიტორინგი და კვლევები ძირითადი ჰემატოლოგიური დაავადების არსებობაზე.
თირკმლის ქრონიკული დაავადება: ალბუმინურიის მქონე პაციენტებისთვის ემპაგლიფლოზინით მკურნალობა შესაძლოა უფრო მეტად სასარგებლო იყოს.
გავლენა შარდის ანალიზებზე: ემპაგლიფლოზინის მოქმედების მექანიზმის გამო, პაციენტებს, რომლებიც იღებენ ემპაგლიფლოზინის 10 მგ ტაბლეტებს, შარდის ანალიზი გლუკოზაზე დადებითი იქნება.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
შარდმდენები: ემპაგლიფლოზინს შეუძლია გააძლიეროს თიაზიდური და მარყუჟოვანი შარდმდენების შარდმდენი ეფექტი და გაზარდოს დეჰიდრატაციისა და ჰიპოტენზიის განვითარების რისკი.
ინსულინი და ინსულინის სეკრეტაგოგები: ინსულინმა და ინსულინის სეკრეტაგოგებმა, როგორიცაა სულფონილშარდოვანა, შეიძლება გაზარდონ ჰიპოგლიკემიის რისკი. ამიტომ, ემპაგლიფლოზინთან კომბინაციაში გამოყენებისას ჰიპოგლიკემიის რისკის შემცირების მიზნით შესაძლოა საჭირო გახდეს ინსულინის ან ინსულინის სეკრეტაგოგების უფრო დაბალი დოზის მიღება.
სხვა სამკურნალო საშუალებების გავლენა ემპაგლიფლოზინზე: In vitro მონაცემები მიუთითებს, რომ ადამიანებში ემპაგლიფლოზინის მეტაბოლიზმის პირველადი გზაა გლუკურონიდაცია ურიდინ 5'-დიფოსფო-გლუკურონოზილ-ტრანსფერაზებით UGT1A3, UGT1A8, UGT1A9 და UGT2B7. ემპაგლიფლოზინი არის ადამიანის ტრანსპორტერების OAT3, OATP1B1 და OATP1B3 სუბსტრატი, მაგრამ არა OAT1 და OCT2. ემპაგლიფლოზინი არის P-გლიკოპროტეინის (P-gp) და ძუძუს კიბოს მიმართ რეზისტენტული ცილის (BCRP) სუბსტრატი. ურთიერთქმედების კვლევები აჩვენებს, რომ მეტფორმინი, გლიმეპირიდი, პიოგლიტაზონი, სიტაგლიპტინი, ლინაგლიპტინი, ვარფარინი, ვერაპამილი, რამიპრილი, სიმვასტატინი, ტორასემიდი და ჰიდროქლოროთიაზიდი გავლენას არ ახდენს ემპაგლიფლოზინის ფარმაკოკინეტიკაზე.
ემპაგლიფლოზინის გავლენა სხვა სამკურნალო საშუალებებზე: ემპაგლიფლოზინმა შეიძლება გაზარდოს ლითიუმის თირკმლისმიერი გამოყოფა და შეამციროს სისხლში ლითიუმის დონე. ჯანმრთელ მოხალისეებზე ჩატარებულმა ურთიერთქმედების კვლევებმა აჩვენა, რომ ემპაგლიფლოზინს არ ჰქონდა კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა მეტფორმინის, გლიმეპირიდის, პიოგლიტაზონის, სიტაგლიპტინის, ლინაგლიპტინის, სიმვასტატინის, ვარფარინის, რამიპრილის, დიგოქსინის, შარდმდენების და პერორალური კონტრაცეპტივების ფარმაკოკინეტიკაზე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
არ არსებობს მონაცემები ემპაგლიფლოზინის ორსულ ქალებში გამოყენების შესახებ. სიფრთხილის მიზნით, არ არის რეკომენდებული ემპაგლიფლოზინის 10მგ ტაბლეტების გამოყენება ორსულობის დროს.
ლაქტაცია: არ არსებობს მონაცემები ემპაგლიფლოზინის ადამიანის რძეში გამოყოფის შესახებ. ახალშობილებისთვის/ჩვილებისთვის შესაძლო რისკების გამორიცხვა არ შეიძლება. ემპაგლიფლოზინის 10 მგ ტაბლეტების გამოყენება არ არის რეკომენდებული ლაქტაციის დროს.
ფერტილობა: ემპაგლიფლოზინის 10მგ ტაბლეტების ეფექტი ადამიანების ფერტილობაზე შესწავლილი არ არის.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ემპაგლიფლოზინის 10მგ ტაბლეტებს შეიძლება ჰქონდეს მცირე გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 - <1/10), არხშირი (≥1/1,000 - <1/100), იშვიათი (≥1/10,000 - <1/1,000), ძალიან იშვიათი (<1/10,000) და უცნობი სიხშირის გვერდითი რეაქციები (მათი გამოვლენის ზუსტი სიხშირე ვერ დგინდება არსებული მონაცემებით).
ინფექციები და ინვაზიები:
ხშირი: ვაგინალური მონილიოზი, ვულვოვაგინიტი, ბალანიტი და სხვა სასქესო ორგანოების ინფექციები, საშარდე გზების ინფექციები (მათ შორის პიელონეფრიტი და უროსეფსი).
იშვიათი: შორისის ნეკროზული ფასციიტი (ფურნიეს განგრენა).
მეტაბოლური და კვებითი დარღვევები:
ძალიან ხშირი: ჰიპოგლიკემია (სულფონილშარდოვანასთან ან ინსულინთან ერთად გამოყენებისას)
ხშირი: წყურვილი
არახშირი: კეტოაციდოზი
გასტროინტესტინალური დარღვევები:
ხშირი: ყაბზობა
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ:
ხშირი: ქავილი (გენერალიზებული), გამონაყარი
არახშირი: ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება
სისხლძარღვოვანი დარღვევები: ძალიან ხშირი: უჯრედგარე სითხის მოცულობის შემცირება
დარღვევები თირკმლის და საშარდე გზების მხრივ:
ხშირი: გახშირებული შარდვა
არახშირი: დიზურია
ძალიან იშვიათი: ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი
გამოკვლევები:
ხშირი: შრატში ლიპიდების დონის მომატება
არახშირი: სისხლში კრეატინინის დონის მატება/გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის დაქვეითება, ჰემატოკრიტის მომატება.
ჭარბი დოზა
სიმპტომები: კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, ჯანმრთელ მოხალისეებში ემპაგლიფლოზინის 800 მგ-მდე ერთჯერადი დოზებისა და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ემპაგლიფლოზინის 100 მგ-მდე მრავალჯერადი დღიური დოზების გამოყენებისას არ გამოვლინდა ტოქსიკურობა.
თერაპია: დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, მკურნალობა უნდა დაიწყოს პაციენტის კლინიკური მდგომარეობის შესაბამისად. ემპაგლიფლოზინის ჰემოდიალიზის გზით გამოყოფა შესწავლილი არ არის.
შემადგენლობა
თითო შემოგარსული ტაბლეტის შემადგენლობაში შედის:
ემპაგლიფლოზინი……………………....10 მგ
შემავსებლები……………………………. Q.S.
ფერი: რკინის ოქსიდი, ყვითელი და ტიტანის დიოქსიდი
წამლის ფორმა
შემოგარსული ტაბლეტი
კლინიკური თავისებურებები
შენახვის პირობები
ინახება 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, სინათლისა და ნესტისგან დაცულ ადგილას.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დიაბეტის სამკურნალო საშუალებები, ნატრიუმ-გლუკოზის კოტრანსპორტერ 2-ის (SGLT2) ინჰიბიტორები.
ათქ კოდი: A10BK03.
ემპაგლიფლოზინი არის ნატრიუმ-გლუკოზის კოტრანსპორტერ 2-ის (SGLT2) შექცევადი, ძალიან ძლიერი (IC5O 1.3 ნმ) და სელექციური კონკურენტული ინჰიბიტორი. ემპაგლიფლოზინი არ აინჰიბირებს სხვა გლუკოზის ტრანსპორტერებს, რომლებიც მნიშვნელოვანია გლუკოზის ტრანსპორტირებისთვის პერიფერიულ ქსოვილებში და 5000-ჯერ უფრო შერჩევითია SGLT2-ის მიმართ, SGLT1-თან შედარებით, რომელიც ნაწლავში გლუკოზის შეწოვაზე პასუხისმგებელი მთავარი ტრანსპორტერია. SGLT2 მაღალი ექსპრესიით ხასიათდება თირკმელში, მაშინ როდესაც სხვა ქსოვილებში ექსპრესია არ არის ან ძალიან დაბალია.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია: ემპაგლიფლოზინის ფარმაკოკინეტიკა შესწავლილია ჯანმრთელ მოხალისეებსა და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში. პერორალური მიღების შემდეგ, ემპაგლიფლოზინი სწრაფად შეიწოვება, მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია (Tmax) მიიღწევა მიღებიდან 1.5 საათის შემდეგ.
განაწილება: პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზის საფუძველზე, სტაბილურ მდგომარეობაში განაწილების საშუალო მოცულობა შეადგენს 73.8 ლიტრს. ჯანმრთელ მოხალისეებში [14C]-ემპაგლიფლოზინის ხსნარის პერორალური მიღების შემდეგ, სისხლის წითელი უჯრედების დაყოფა დაახლოებით 37% იყო, ხოლო პლაზმის ცილებთან შეკავშირება - 86%.
ელიმინაცია: პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზის საფუძველზე, ემპაგლიფლოზინის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 12.4 საათს, ხოლო მისი პერორალური კლირენსი - 10.6 ლ/სთ.
შეფუთვა
3x10 ტაბლეტი დაფასოებულია Alu-Alu ბლისტერში, რომელიც ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ემპაგლიფლოზინის /EMPAGLIFLOZIN/ 10 მგ ტაბლეტები
ემპაფლომინი /EMPAFLOMIN/
შემადგენლობა
თითო შემოგარსული ტაბლეტის შემადგენლობაში შედის:
ემპაგლიფლოზინი……………………....10 მგ
შემავსებლები……………………………. Q.S.
ფერი: რკინის ოქსიდი, ყვითელი და ტიტანის დიოქსიდი
წამლის ფორმა
შემოგარსული ტაბლეტი
კლინიკური თავისებურებები
თერაპიული ჩვენებები
ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი: ემპაგლიფლოზინის 10 მგ ტაბლეტები გამოიყენება არასათანადოდ კონტროლირებადი ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ მოზრდილებსა და 10 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში, შესაბამის დიეტასთან და ფიზიკურ აქტივობასთან ერთად.
- მონოთერაპიის სახით, როდესაც მეტფორმინის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი აუტანლობის გამო
- დიაბეტის სამკურნალო სხვა მედიკამენტებთან კომპბინაციაში
კომბინირებული თერაპიის კვლევების შედეგების, გლიკემიურ კონტროლზე ზემოქმედების, გულ-სისხლძარღვთა და თირკმლის დაავადებების და შესწავლილი პოპულაციების გათვალისწინებით.
გულის უკმარისობა: ემპაგლიფლოზინის 10მგ ტაბლეტები ნაჩვენებია მოზრდილებში სიმპტომური ქრონიკული გულის უკმარისობის სამკურნალოდ.
თირკმლის ქრონიკული დაავადება: ემპაგლიფლოზინის 10მგ ტაბლეტები ნაჩვენებია მოზრდილებში თირკმლის ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ.
დოზირება და მიღების წესი
დოზირება
ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი: ემპაგლიფლოზინის რეკომენდებული საწყისი დოზაა 10 მგ დღეში ერთხელ მონოთერაპიის სახით და შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად კომბინინაციაში. პაციენტებში, რომლებიც კარგად იტანენ ემპაგლიფლოზინის 10მგ დოზას დღეში ერთხელ (eGFR ≥60 მლ/წთ/1.73 მ2) და საჭიროებენ გლიკემიის უფრო მკაცრ კონტროლს, დოზა შეიძლება გაიზარდოს 25 მგ-მდე დღეში ერთხელ. მაქსიმალური დღიური დოზაა 25 მგ.
გულის უკმარისობა: ემპაგლიფლოზინის რეკომენდებული დოზაა 10 მგ დღეში ერთხელ.
თირკმლის ქრონიკული დაავადება: ემპაგლიფლოზინის რეკომენდებული დოზაა 10 მგ დღეში ერთხელ.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები:
თირკმლის ფუნქციის დარღვევა: გამოყენების არასაკმარისი გამოცდილების გამო, არ არის რეკომენდებული ემპაგლიფლოზინით მკურნალობის დაწყება პაციენტებში, რომელთა eGFR <20 მლ/წთ/1.73 მ2. პაციენტებში, რომელთა eGFR <60 მლ/წთ/1.73 მ2, ემპაგლიფლოზინის დღიური დოზა შეადგენს 10 მგ-ს.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის. ემპაგლიფლოზინის ექსპოზიცია იზრდება ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის დროს. ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტების მკურნალობის გამოცდილება არასაკმარისია, ამიტომ პრეპარატის გამოყენება აღნიშნულ პოპულაციაში რეკომენდებული არ არის.
ხანდაზმულები: ასაკის მიხედვით დოზის კორექცია რეკომენდებული არ არის. 75 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში გასათვალისწინებელია უჯრედგარე სითხის მოცულობის შემცირების გაზრდილი რისკი.
ბავშვები: ემპაგლიფლოზინის რეკომენდებული საწყისი დოზაა 10მგ დღეში ერთხელ. პაციენტებში, რომლებიც კარგად იტანენ ემპაგლიფლოზინის 10 მგ-ს დღეში ერთხელ და საჭიროებენ გლიკემიის დამატებით კონტროლს, დოზა შეიძლება გაიზარდოს 25 მგ-მდე დღეში ერთხელ. არ არსებობს მონაცემები იმ პაციენტების შესახებ, რომელთა GFR <60 მლ/წთ/1.73 მ2, და 10 წლამდე ასაკის ბავშვების შესახებ. ემპაგლიფლოზინის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წლამდე ასაკის ბავშვებში გულის უკმარისობის ან თირკმლის ქრონიკული დაავადების მკურნალობისას დადგენილი არ არის. მონაცემები არ არის.
მიღების წესი
მიიღება პერორალურად.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე შემავსებლის მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები
ზოგადი: ემპაგლიფლოზინი არ გამოიყენება ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში.
კეტოაციდოზი: შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, SGLT2 ინჰიბიტორების, მათ შორის ემპაგლიფლოზინის მიღებისას აღინიშნა კეტოაციდოზის შემთხვევები, მათ შორის სიცოცხლისთვის საშიში და ფატალური შემთხვევები. რიგ შემთხვევებში, დაავადება მიმდინარეობდა ატიპიურად, სისხლში გლუკოზის დონის უმნიშვნელო მატების ფონზე, რომელიც არ აჭარბებდა 14 მმოლ/ლ-ს (250 მგ/დლ). უცნობია, იზრდება თუ არა კეტოაციდოზის განვითარების რისკი ემპაგლიფლოზინის დიდი დოზებით მიღებისას.
საშარდე გზების გართულებული ინფექციები: ემპაგლიფლოზინის მიღების ფონზე აღინიშნა საშარდე გზების გართულებული ინფექციების შემთხვევები, მათ შორის პიელონეფრიტი და უროსეფსი.
ქვედა კიდურების ამპუტაციები: სხვა SGL T2 ინჰიბიტორის გამოყენების ხანგრძლივ კლინიკურ კვლევებში დაფიქსირდა ქვედა კიდურების (ძირითადად ფეხის თითების) ამპუტაციების შემთხვევების ზრდა. როგორც ყველა დიაბეტით დაავადებული პირის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია პაციენტებისთვის რეგულარული პრევენციული ტერფის მოვლის შესახებ კონსულტაციის გაწევა.
ღვიძლის დაზიანება: ემპაგლიფლოზინის კლინიკური კვლევების დროს დაფიქსირდა ღვიძლის დაზიანების შემთხვევები. ემპაგლიფლოზინსა და ღვიძლის დაზიანებას შორის მიზეზობრივი კავშირი დადგენილი არ არის.
ჰემატოკრიტის მომატება: ემპაგლიფლოზინით მკურნალობის დროს დაფიქსირდა ჰემატოკრიტის მომატება. პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ მკვეთრად მომატებული ჰემატოკრიტი, უნდა ჩაუტარდეთ მონიტორინგი და კვლევები ძირითადი ჰემატოლოგიური დაავადების არსებობაზე.
თირკმლის ქრონიკული დაავადება: ალბუმინურიის მქონე პაციენტებისთვის ემპაგლიფლოზინით მკურნალობა შესაძლოა უფრო მეტად სასარგებლო იყოს.
გავლენა შარდის ანალიზებზე: ემპაგლიფლოზინის მოქმედების მექანიზმის გამო, პაციენტებს, რომლებიც იღებენ ემპაგლიფლოზინის 10 მგ ტაბლეტებს, შარდის ანალიზი გლუკოზაზე დადებითი იქნება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
შარდმდენები: ემპაგლიფლოზინს შეუძლია გააძლიეროს თიაზიდური და მარყუჟოვანი შარდმდენების შარდმდენი ეფექტი და გაზარდოს დეჰიდრატაციისა და ჰიპოტენზიის განვითარების რისკი.
ინსულინი და ინსულინის სეკრეტაგოგები: ინსულინმა და ინსულინის სეკრეტაგოგებმა, როგორიცაა სულფონილშარდოვანა, შეიძლება გაზარდონ ჰიპოგლიკემიის რისკი. ამიტომ, ემპაგლიფლოზინთან კომბინაციაში გამოყენებისას ჰიპოგლიკემიის რისკის შემცირების მიზნით შესაძლოა საჭირო გახდეს ინსულინის ან ინსულინის სეკრეტაგოგების უფრო დაბალი დოზის მიღება.
სხვა სამკურნალო საშუალებების გავლენა ემპაგლიფლოზინზე: In vitro მონაცემები მიუთითებს, რომ ადამიანებში ემპაგლიფლოზინის მეტაბოლიზმის პირველადი გზაა გლუკურონიდაცია ურიდინ 5'-დიფოსფო-გლუკურონოზილ-ტრანსფერაზებით UGT1A3, UGT1A8, UGT1A9 და UGT2B7. ემპაგლიფლოზინი არის ადამიანის ტრანსპორტერების OAT3, OATP1B1 და OATP1B3 სუბსტრატი, მაგრამ არა OAT1 და OCT2. ემპაგლიფლოზინი არის P-გლიკოპროტეინის (P-gp) და ძუძუს კიბოს მიმართ რეზისტენტული ცილის (BCRP) სუბსტრატი. ურთიერთქმედების კვლევები აჩვენებს, რომ მეტფორმინი, გლიმეპირიდი, პიოგლიტაზონი, სიტაგლიპტინი, ლინაგლიპტინი, ვარფარინი, ვერაპამილი, რამიპრილი, სიმვასტატინი, ტორასემიდი და ჰიდროქლოროთიაზიდი გავლენას არ ახდენს ემპაგლიფლოზინის ფარმაკოკინეტიკაზე.
ემპაგლიფლოზინის გავლენა სხვა სამკურნალო საშუალებებზე: ემპაგლიფლოზინმა შეიძლება გაზარდოს ლითიუმის თირკმლისმიერი გამოყოფა და შეამციროს სისხლში ლითიუმის დონე. ჯანმრთელ მოხალისეებზე ჩატარებულმა ურთიერთქმედების კვლევებმა აჩვენა, რომ ემპაგლიფლოზინს არ ჰქონდა კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა მეტფორმინის, გლიმეპირიდის, პიოგლიტაზონის, სიტაგლიპტინის, ლინაგლიპტინის, სიმვასტატინის, ვარფარინის, რამიპრილის, დიგოქსინის, შარდმდენების და პერორალური კონტრაცეპტივების ფარმაკოკინეტიკაზე.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა: არ არსებობს მონაცემები ემპაგლიფლოზინის ორსულ ქალებში გამოყენების შესახებ. სიფრთხილის მიზნით, არ არის რეკომენდებული ემპაგლიფლოზინის 10მგ ტაბლეტების გამოყენება ორსულობის დროს.
ლაქტაცია: არ არსებობს მონაცემები ემპაგლიფლოზინის ადამიანის რძეში გამოყოფის შესახებ. ახალშობილებისთვის/ჩვილებისთვის შესაძლო რისკების გამორიცხვა არ შეიძლება. ემპაგლიფლოზინის 10 მგ ტაბლეტების გამოყენება არ არის რეკომენდებული ლაქტაციის დროს.
ფერტილობა: ემპაგლიფლოზინის 10მგ ტაბლეტების ეფექტი ადამიანების ფერტილობაზე შესწავლილი არ არის.
ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე
ემპაგლიფლოზინის 10მგ ტაბლეტებს შეიძლება ჰქონდეს მცირე გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოვლენების განვითარების სიხშირე განისაზღვრა შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 - <1/10), არხშირი (≥1/1,000 - <1/100), იშვიათი (≥1/10,000 - <1/1,000), ძალიან იშვიათი (<1/10,000) და უცნობი სიხშირის გვერდითი რეაქციები (მათი გამოვლენის ზუსტი სიხშირე ვერ დგინდება არსებული მონაცემებით).
ინფექციები და ინვაზიები:
ხშირი: ვაგინალური მონილიოზი, ვულვოვაგინიტი, ბალანიტი და სხვა სასქესო ორგანოების ინფექციები, საშარდე გზების ინფექციები (მათ შორის პიელონეფრიტი და უროსეფსი).
იშვიათი: შორისის ნეკროზული ფასციიტი (ფურნიეს განგრენა).
მეტაბოლური და კვებითი დარღვევები:
ძალიან ხშირი: ჰიპოგლიკემია (სულფონილშარდოვანასთან ან ინსულინთან ერთად გამოყენებისას)
ხშირი: წყურვილი
არახშირი: კეტოაციდოზი
გასტროინტესტინალური დარღვევები:
ხშირი: ყაბზობა
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ:
ხშირი: ქავილი (გენერალიზებული), გამონაყარი
არახშირი: ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება
სისხლძარღვოვანი დარღვევები: ძალიან ხშირი: უჯრედგარე სითხის მოცულობის შემცირება
დარღვევები თირკმლის და საშარდე გზების მხრივ:
ხშირი: გახშირებული შარდვა
არახშირი: დიზურია
ძალიან იშვიათი: ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი
გამოკვლევები:
ხშირი: შრატში ლიპიდების დონის მომატება
არახშირი: სისხლში კრეატინინის დონის მატება/გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის დაქვეითება, ჰემატოკრიტის მომატება.
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები: კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, ჯანმრთელ მოხალისეებში ემპაგლიფლოზინის 800 მგ-მდე ერთჯერადი დოზებისა და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ემპაგლიფლოზინის 100 მგ-მდე მრავალჯერადი დღიური დოზების გამოყენებისას არ გამოვლინდა ტოქსიკურობა.
თერაპია: დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, მკურნალობა უნდა დაიწყოს პაციენტის კლინიკური მდგომარეობის შესაბამისად. ემპაგლიფლოზინის ჰემოდიალიზის გზით გამოყოფა შესწავლილი არ არის.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დიაბეტის სამკურნალო საშუალებები, ნატრიუმ-გლუკოზის კოტრანსპორტერ 2-ის (SGLT2) ინჰიბიტორები.
ათქ კოდი: A10BK03.
ემპაგლიფლოზინი არის ნატრიუმ-გლუკოზის კოტრანსპორტერ 2-ის (SGLT2) შექცევადი, ძალიან ძლიერი (IC5O 1.3 ნმ) და სელექციური კონკურენტული ინჰიბიტორი. ემპაგლიფლოზინი არ აინჰიბირებს სხვა გლუკოზის ტრანსპორტერებს, რომლებიც მნიშვნელოვანია გლუკოზის ტრანსპორტირებისთვის პერიფერიულ ქსოვილებში და 5000-ჯერ უფრო შერჩევითია SGLT2-ის მიმართ, SGLT1-თან შედარებით, რომელიც ნაწლავში გლუკოზის შეწოვაზე პასუხისმგებელი მთავარი ტრანსპორტერია. SGLT2 მაღალი ექსპრესიით ხასიათდება თირკმელში, მაშინ როდესაც სხვა ქსოვილებში ექსპრესია არ არის ან ძალიან დაბალია.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია: ემპაგლიფლოზინის ფარმაკოკინეტიკა შესწავლილია ჯანმრთელ მოხალისეებსა და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში. პერორალური მიღების შემდეგ, ემპაგლიფლოზინი სწრაფად შეიწოვება, მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია (Tmax) მიიღწევა მიღებიდან 1.5 საათის შემდეგ.
განაწილება: პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზის საფუძველზე, სტაბილურ მდგომარეობაში განაწილების საშუალო მოცულობა შეადგენს 73.8 ლიტრს. ჯანმრთელ მოხალისეებში [14C]-ემპაგლიფლოზინის ხსნარის პერორალური მიღების შემდეგ, სისხლის წითელი უჯრედების დაყოფა დაახლოებით 37% იყო, ხოლო პლაზმის ცილებთან შეკავშირება - 86%.
ელიმინაცია: პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზის საფუძველზე, ემპაგლიფლოზინის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 12.4 საათს, ხოლო მისი პერორალური კლირენსი - 10.6 ლ/სთ.
შეფუთვა
3x10 ტაბლეტი დაფასოებულია Alu-Alu ბლისტერში, რომელიც ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, სინათლისა და ნესტისგან დაცულ ადგილას.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
მწარმოებელი:
BASE MEDICO PRIVATE LIMITED
ინდოეთი, ვადოდარა, 391775, ტალუკა სავლი, სოფელი ტუნდავი, Essar ბენზინგასამართ სადგურთან ახლოს, Survey No. 570
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
RIVECA PHARMACEUTICALS PVT. LTD
ინდოეთი, გუჯარათი, აჰმადაბადი - 380054, ბოდაკდევი, Judges Bunglow, Primate, 203/C
ელ-ფოსტა: [email protected]
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


