რას წარმოადგენს ემპაფელი ემპაფელი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას ემპაგლიფლოზინს. ემპაფელი წარმოადგენს პრეპარატების ჯგუფის წევრს, რომლებსაც ეწოდება ნატრიუმ-გლუკოზის კოტრანსპორტერ 2-ის (SGLT2) ინჰიბიტორები. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ემპაგლიფლოზინი (empagliflozin)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
- მწარმოებელი
- NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, ნატრიუმ - გლუკოზის კო-ტრანსპორტერ 2-ის (SGLT 2) ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- A10BK03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043972
- რეგისტრირებულია
- 12 სექტემბერი 2025, მოქმედებს 12 სექტემბერი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- NOBEL ILAC SANAYII ve TICARET A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- სოფია შუბლაძე
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ემპაფელი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
რას წარმოადგენს ემპაფელი
ემპაფელი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას ემპაგლიფლოზინს.
ემპაფელი წარმოადგენს პრეპარატების ჯგუფის წევრს, რომლებსაც ეწოდება ნატრიუმ-გლუკოზის კოტრანსპორტერ 2-ის (SGLT2) ინჰიბიტორები.
რისთვის გამოიყენება ემპაფელი
ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი
ემპაფელი გამოიყენება ტიპი 2 დიაბეტის სამკურნალოდ მოზრდილ პაციენტებში (18 წლის და უფროსი ასაკის), როდესაც არ ხდება მდგომარეობის კონტროლი მხოლოდ დიეტითა და ვარჯიშით.
ემპაფელი შეიძლება გამოყენებული იქნას სხვა პრეპარატების გარეშე პაციენტებში, რომლებსაც არ შეუძლიათ მეტფორმინის მიღება (დიაბეტის სამკურნალო სხვა პრეპარატები).
ემპაფელის გამოყენება ასევე, შეიძლება დიაბეტის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან ერთად. ეს შეიძლება იყოს პრეპარატები, რომლებიც მიიღება პერორალურად ან შეიყვანება ინექციის სახით, როგორიცაა ინსულინი.
ემპაფელი მოქმედებს თქვენს თირკმელებში SGLT2-ის ცილის დაბლოკვით. ეს იწვევს სისხლის შაქრის (გლუკოზის) გადასვლას თქვენს შარდში. შესაბამისად, ემპაფელი ამცირებს შაქრის რაოდენობას თქვენს სისხლში.
მოცემულ პრეპარატს შეუძლია ასევე, ხელი შეუწყოს გულის დაავადების პროფილაქტიკას ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში.
მნიშვნელოვანია, გააგრძელოთ დიეტის და ვარჯიშის რეჟიმი, რომელიც დანიშნული გაქვთ თქვენი ექიმის, ფარმაცევტის ან მედდის მიერ.
გულის უკმარისობა
ემპაფელი გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ მოზრდილ პაციენტებში გულის ფუნქციის დარღვევით გამოწვეული სიმპტომებით.
თირკმელების ქრონიკული დაავადება
ემპაფელი გამოიყენება თირკმელების ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ მოზრდილ პაციენტებში.
რა არის ტიპი 2 დიაბეტი?
ტიპი 2 დიაბეტი არის დაავადება, რომელიც ვითარდება როგორც გენეტიკურად, ასევე თქვენი ცხოვრების რეჟიმიდან გამომდინარე. თუ გაქვთ ტიპი 2 დიაბეტი, თქვენი კუჭქვეშა ჯირკვალი არ გამოყოფს საკმარის ინსულინს თქვენს სისხლში გლუკოზის დონის კონტროლისთვის, და თქვენს ორგანიზმს არ შეუძლია საკუთარი ინსულინის სათანადოდ გამოყენება. ეს იწვევს თქვენს სისხლში გლუკოზის მაღალ დონეებს, რაც შეიძლება იწვევდეს ისეთ სამედიცინო პრობლემებს, როგორიცაა გულის დაავადება, თირკმელების დაავადება, სიბრმავე და კიდურებში სისხლის ცუდი ცირკულაცია.
რა არის გულის უკმარისობა?
გულის უკმარისობას ადგილი აქვს, როდესაც გული არის ძალიან სუსტი ან დაჭიმული და არ ფუნქციონირებს სათანადოდ. ეს შეიძლება იწვევდეს მძიმე სამედიცინო პრობლემას და საჭიროებდეს მკურნალობას სტაციონარში. გულის უკმარისობის ყველაზე ხშირ სიმპტომებს წარმოადგენს ჰაერის უკმარისობის შეგრძნება, დაღლილობის შეგრძნება ან მუდმივი დაღლილობის შეგრძნება და კოჭების შეშუპება.
ემპაფელი ხელს უწყობს თქვენს გულს, რომ არ დასუსტდეს, და აუმჯობესებს თქვენს სიმპტომებს.
რა არის თირკმელების ქრონიკული დაავადება?
თირკმელების ქრონიკული დაავადება არის ხანგრძლივი მდგომარეობა. ის შეიძლება გამოწვეული იყოს სხვა დაავადებით, როგორიცაა დიაბეტი და მაღალი არტერიული წნევა, ან თირკმელების დაზიანებით თქვენი იმუნური სისტემის მიერ. თირკმელების ქრონიკული დაავადების შემთხვევაში თქვენმა თირკმელებმა შეიძლება თანდათანობით დაკარგოს სისხლის სათანადოდ გაწმენდისა და გაფილტვრის უნარი. ეს შეიძლება იწვევდეს მძიმე სამედიცინო პრობლემებს, როგორიცაა ფეხების შეშუპება, გულის უკმარისობა, და საჭიროებდეს სტაციონარულ მკურნალობას.
ემპაფელი იცავს თქვენს თირკმელებს, რომ არ დაკარგოს მათი ფუნქციები.
მიღების წესი და დოზირება
ეს პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის დანიშნულების ზუსტად დაცვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
დოზირება
ემპაფელის რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ 10 მგ-იან ტაბლეტს ერთხელ დღე-ღამეში. თუ გაქვთ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი, თქვენმა ექიმმა შეიძლება გაზარდოს თქვენი დოზა 25 მგ-მდე ერთხელ დღე-ღამეში, თუ საჭიროა სისხლში შაქრის შემცველობის კონტროლი.
თქვენმა ექიმმა შეიძლება შეამციროს თქვენი დოზა 10 მგ-მდე ერთხელ დღე-ღამეში, თუ გაქვთ თირკმელების დაავადება.
თქვენი ექიმი დაგინიშნავთ თქვენთვის შესაფერის დოზას. არ შეცვალოთ დოზა თქვენს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
მოცემული პრეპარატის მიღება
ტაბლეტი გადაყლაპეთ მთლიანად წყლის მიყოლებით
ტაბლეტის მიღება შეგიძლიათ საკვებთან ერთად ან მის გარეშე
ტაბლეტის მიღება შეგიძლიათ დღის ნებისმიერ დროს. თუმცა, სასურველია მიიღოთ ის ყოველდღე ერთსა და იმავე დროს. ეს დაგეხმარებათ, გაიხსენოთ მისი მიღების შესახებ.
თუ გაქვთ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი, თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ემპაფელი დიაბეტის სამკურნალო სხვა პრეპარატთან ერთად. თქვენი ჯანმრთელობისთვის საუკეთესო შედეგის მისაღწევად ყველა პრეპარატი უნდა მიიღოთ ექიმის დანიშნულების დაცვით.
სათანადო დიეტა და ვარჯიში დაეხმარება თქვენს ორგანიზმს სისხლის შაქრის უკეთესად გამოყენებაში. მნიშვნელოვანია თქვენი ექიმის მიერ რეკომენდებული დიეტისა და ვარჯიშის სქემის დაცვის გაგრძელება ემპაფელით მკურნალობის პერიოდში.
თუ მიიღეთ ემპაფელის საჭიროზე მეტი დოზა
თუ მიიღეთ ემპაფელის საჭიროზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს. თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა.
თუ დაგავიწყდათ ემპაფელის მიღება
ტაბლეტის მიღების გომოტოვების შემთხვევაში მისაღები ზომები დამოკიდებულია შემდეგი დოზის მიღებამდე დარჩენილ დროზე.
თუ მომდევნო დოზის მიღებამდე დარჩენილია 12 საათი ან მეტი, მიიღეთ ემპაფელი როგორც კი გაგახსენდებათ. შემდეგ მიიღეთ მომდევნო დოზა ჩვეულებრივ დროს.
თუ მომდევნო დოზის მიღებამდე დარჩენილია 12 საათზე ნაკლები დრო, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა. შემდეგ მიიღეთ მომდევნო დოზა ჩვეულებრივ დროს.
არ მიიღოთ ემპაფელის ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოთ.
თუ შეწყვიტეთ ემპაფელის მიღება
არ შეწყვიტოთ ემპაფელის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. თუ გაქვთ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი, სისხლში შაქრის დონე შეიძლება გაიზარდოს ემპაფელის მიღების შეწყვეტისას.
მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
უკუჩვენებები
თუ ხართ ალერგიული ემპაგლიფლოზინის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 6).
სიფრთხილის ზომები
დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს:
კეტოაციდოზი
თუ აღგენიშნებათ წონის სწრაფი კლება, სისუსტის შეგრძნება ან სისუსტე, კუჭის ტკივილი, ძლიერი წყურვილი, სწრაფი და ღრმა სუნთქვა, დაბნეულობა, უჩვეულო ძილიანობა ან დაღლილობა, მოტკბო სუნი სუნთქვისას, მოტკბო ან რკინის გემო პირში ან შარდის ან ოფლის განსხვავებული სუნი, დაუყოვნებლივ დაუკავშრიდით ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს. ეს სიმპტომები შეიძლება იყოს „კეტოაციდოზის“ ნიშანი, რომელიც არის მძიმე, ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, რომელიც შეიძლება განვითარდეს თქვენს შარდსა თუ სისხლში „კეტონური სხეულების“ დონის მომატების გამო და ვლინდება ანალიზებით.
კეტოაციდოზის განვითარების რისკი შეიძლება გაიზარდოს ალკოჰოლის ხანგრძლივად უზმოდ ჭარბი მოხმარების, გაუწყლოების, ინსულინის დოზის მოულოდნელად შემცირების ან ინსულინის მაღალი მოთხოვნილების შემთხვევაში მნიშვნელოვანი ოპერაციის ან მძიმე დაავადებოს გამო.
მოცემული პრეპარატის მიღებამდე და მკურნალობის პერიოდში აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას:
თუ გაქვთ „ტიპი 1 დიაბეტი“. ეს ტიპი, ჩვეულებრივ, ვითარდება, როდესაც ხართ ახალგაზრდა და თქვენი ორგანიზმი არ გამოიმუშავებს ინსულინს. ემპაფელი არ უნდა მიიღოთ, თუ გაქვთ ტიპი 1 დიაბეტი.
თუ გაქვთ თირკმელების მძიმე პრობლემები - თქვენმა ექიმმა შეიძლება შეამციროს თქვენი დოზა 10 მგ-მდე ერთხელ დღე-ღამეში ან დაგინიშნოთ სხვა პრეპარატი (ასევე, იხ. პარაგრაფი 3 „როგორ მიიღება ემპაფელი“).
თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე პრობლემები - თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სხვა პრეპარატი.
შეიძლება გქონდეთ გაუწყლოების რისკი, მაგალითად:
თუ ხართ შეუძლოთ, გაქვთ დიარეა ან ცხელება, ან არ შეგიძლიათ საკვების ან სასმელის მიღება
თუ იღებთ პრეპარატებს, რომლებიც ზრდის შარდის გამომუშავებას [დიურეზულები] ან აქვეითებს არტერიულ წნევას.
თუ ხართ 75 წლის ან უფროსი ასაკის პირი.
შესაძლო ნიშნები ჩამოთვლილია მე-4 პარაგრაფის პუნქტში „გაუწყლოება“. თქვენმა ექიმმა შეიძლება მოგიხსნათ ემპაფელი მდგომარეობის სტაბილიზაციამდე ორგანიზმის მიერ ძალიან დიდი რაოდენობის სითხის დაკარგვის თავიდან ასაცილებლად. მიიღეთ კონსულტაცია გაუწყლოების თავიდან აცილების საკითხზე.
თუ გაქვთ თირკმელების ან საშარდე გზების მძიმე ინფექცია ცხელების თანხლებით. თქვენმა ექიმმა შეიძლება მოგიხსნათ ემპაფელი მდგომარეობის სტაბილიზაციამდე.
დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს გენიტალიების ან გენიტალიებსა და ანუსის არეში ცხელებით მიმდინარე ტკივილის, მგრძნობელობის, სიწითლის ან შეშუპების კომბინირებული სიმპტომების განვითარების ან ზოგადად შეუძლოდ ყოფნის შეგრძნების შემთხვევაში. ეს სიმპტომები შეიძლება იყოს იშვიათი, მაგრამ მძიმე, ან სიცოცხლისთვის საშიშიც კი ინფექციის სიმპტომები, რომელსაც ეწოდება შორისის მანეკროზებელი ფასციიტი ან ფურნიეს განგრენა, რომელიც აზიანებს კანქვეშა ქსოვილს. ფურნიეს განგრენა სასწრაფო სამკურნალო დაავადებაა.
ფეხების მოვლა
როგორც დიაბეტის მქონე ყველა პაციენტში, მნიშვნელოვანია ფეხების რეგულარულად შემოწმება და ფეხების მოვლასთან დაკავშირებით თქვენი ექიმის მიერ მოცემული ნებისმიერი სხვა რეკომენდაციის დაცვა.
თირკმელების ფუნქცია
მოცემული პრეპარატის მიღების დაწყებამდე და მკურნალობის პერიოდში საჭიროა თქვენი თირკმელების შემოწმება.
გლუკოზა შარდში
მოცემული პრეპარატის მოქმედების გამო მისი მიღების პერიოდში შარდში შაქრის განმსაზღვრელი ანალიზი იქნება დადებითი.
ბავშვები და მოზარდები
ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში ემპაფელის გამოყენება რეკომენდებული არ არის, რადგან ამ ჯგუფის პაციენტებში პრეპარატის გამოყენება შესწავლილი არ არის.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიგეღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
სხვა პრეპარატები და ემპაფელი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახანს იღებდით ან შეიძლება მიგეღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
მნიშვნელოვანია აცნობოთ თქვენს ექიმს:
თუ იღებთ პრეპარატებს, რომლებიც ზრდის შარდის გამომუშავებას (დიურეზულებს). თქვენმა ექიმმა შეიძლება მოგიხსნათ ემპაფელი. ორგანიზმში ძალიან დიდი რაოდენობის სითხის დაკარგვის შესაძლო ნიშნები ჩამოთვლილია მე-4 პარაგრაფში.
თუ იღებთ სისხლში შაქრის შემცველობის დამწევ სხვა პრეპარატებს, როგორიცაა ინსულინი ან „სულფონილშარდოვანას“ პრეპარატები. თქვენმა ექიმმა შეიძლება შეამციროს ასეთი სხვა პრეპარატების დოზა, სისხლში შაქრის დონის ძალიან დაქვეითების (ჰიპოგლიკემია) თავიდან ასაცილებლად.
თუ იღებთ ლითიუმს, რადგან ემპაფელს შეუძლია შეამციროს თქვენს სისხლში ლითიუმის რაოდენობა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. არ გამოიყენოთ ემპაფელი, თუ ხართ ორსულად. უცნობია, აქვს თუ არა ემპაფელს დამაზიანებელი მოქმედება ნაყოფზე. არ გამოიყენოთ ემპაფელი, თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ. უცნობია, გამოიყოფა თუ არა ემპაფელი დედის რძეში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ემპაფელი უმნიშვნელო გავლენას ახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
მოცემული პრეპარატის მიღება სულფონილშარდოვანას პრეპარატებთან ან ინსულინთან კომბინაციაში შეიძლება იწვევდეს სისხლში შაქრის დონის ძალიან დაცემას (ჰიპოგლიკემია), რაც შეიძლება იწვევდეს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა კანკალი, ოფლიანობა და მხედველობის შეცვლა, და შეიძლება გავლენას ახდენდეს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები და იმუშაოთ მექანიზმებთან, თუ ემპაფელის მიღების პერიოდში გრძნობთ თავბრუსხვევას.
ემპაფელი შეიცავს ლაქტოზას
ემპაფელი შეიცავს ლაქტოზას (რძის შაქარს). თუ თქვენთვის ექიმისგან ცნობილია, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, მოცემული პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
ემპაფელი შეიცავს ნატრიუმს
მოცემული პრეპარატის ერთი ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ანუ შეიძლება ჩაითვალოს, რომ პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.
დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, თუ აღგენიშნებათ ქვემოთ მითითებული ნებისმიერი გვერდითი მოქმედება:
მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც აღინიშნება არც ისე ხშირად (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანში)
მძიმე ალერგიული რეაქციის შესაძლო ნიშნები შეიძლება ითვალისწინებდეს:
სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ყელის შეშუპებას, რაც შეიძლება იწვევდეს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელებას
კეტოაციდოზი, რომელიც აღინიშნება არც ისე ხშირად (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანში)
დიაბეტური კეტოაციდოზის ნიშნებია (ასევე, იხილეთ პარაგრაფი 2 „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“):
შარდში ან სისხლში „კეტონური სხეულების“ მომატებული დონე
წონის სწრაფად კლება
სისუსტის შეგრძნება ან სისუსტე
კუჭის ტკივილი
ძლიერი წყურვილი
სწრაფი და ღრმა სუნთქვა
დაბნეულობა
უჩვეულო ძილიანობა ან დაღლილობა
მოტკბო სუნი სუნთქვისას, მოტკბო ან რკინის გემო პირში ან შარდის ან ოფლის განსხვავებული სუნი.
ეს შეიძლება განვითარდეს სისხლში გლუკოზის დონის მიუხედავად. თქვენმა ექიმმა შეიძლება დროებით ან საერთოდ მოგიხსნათ ემპაფელით მკურნალობა.
დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ შენიშნავთ ქვემოთ მითითებულ გვერდით მოვლენებს:
სისხლში შაქრის დაბალი შემცველობა (ჰიპოგლიკემია), რომელიც აღინიშნება ძალიან ხშირად (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში)
თუ ემპაფელს იღებთ სისხლში შაქრის შემცველობის დამაქვეითებელ სხვა პრეპარატთან ერთად, როგორიცაა სულფონილშარდოვანას პრეპარატი ან ინსულინი, სისხლში შაქრის დაბალი შემცველობის რისკი უფრო მაღალია. სისხლში შაქრის დაბალი შეცველობის ეს ნიშნები შეიძლება იყოს:
კანკალი, ოფლიანობა, მოუსვენრობის ან დაბნეულობის ძლიერი შეგრძნება, ძლიერი გულისცემა
ძლიერი შიმშილი, თავის ტკივილი
თქვენი ექიმისგან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია სისხლში შაქრის დაბალი შემცველობის მკურნალობისას და ზემოთ მითითებული ნებისმიერი ნიშნის განვითარებისას მისაღები ზომების შესახებ. თუ გაქვთ სისხლში შაქრის დაბალი შემცველობის სიმპტომები, მიიღეთ გლუკოზის ტაბლეტები, მსუბუქი ხემსი შაქრის მაღალი შემცველობით ან ხილის წვენი. თუ შესაძლებელია, გაიზომეთ სისხლში შაქრის შემცველობა და დაისვენეთ.
საშარდე გზების ინფექცია, რომელიც აღინიშნება ხშირად (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანში)
საშარდე გზების ინფექციის ნიშნებია:
წვის შეგრძნება შარდვისას
შარდის შემღვრევა
ტკივილი მენჯის ან წელის არეში (როდესაც დაზიანებულია თირკმელები)
შარდვის სურვილი ან უფრო ხშირი შარდვა შეიძლება გამოწვეული იყოს ემპაფელის მოქმედებით, მაგრამ ეს ასევე, შეიძლება იყოს საშარდე გზების ინფექციის ნიშნები. ასევე, დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ შენიშნავთ ასეთი სიმპტომების გაძლიერებას.
გაუწყლოება, რომელიც აღინიშნება ძალიან ხშირად (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში)
გაუწყლოების ნიშნები არ არის კონკრეტულად განსაზღვრული, მაგრამ შეიძლება მოიცავდეს:
უჩვეულო წყურვილს
გონების დაკარგვის წინა მდგომარეობას ან თავბრუსხვევას ფეხზე წამოდგომისას
გულის წასვლას ან ცნობიერების დაკარგვას
ემპაგლიფლოზინის მიღებისას გამოვლენილი სხვა გვერდითი მოვლენები:
ხშირი
სასქესო ორგანოების სოკოვანი ინფექცია (კანდიდოზი)
ჩვეულებრივზე ხშირი შარდვა ან შარდვის მოთხოვნილება
ქავილი
კანზე გამონაყარი და სიწითლე - შესაძლოა, მიმდინარეობდეს ქავილით და ითვალისწინებდეს კანის ზედაპრიზე განვითარებულ გამონაყარს წყლიანი ბუშტუკებით
წყურვილი
სისხლის ანალიზებმა შეიძლება აჩვენოს სისხლის ცხიმების (ქოლესტერინი) შემცველობის მომატება თქვენს სისხლში
შეკრულობა
არც ისე ხშირი
ჭინჭრის ციება
დაჭიმულობა ან ტკივილი შარდვისას
სისხლის ანალიზებმა შეიძლება აჩვენოს თირკმელების ფუნქციის დაქვეითება (კრეატინინი ან შარდოვანა)
სისხლის ანალიზებმა შეიძლება აჩვენოს სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის გაზრდა თქვენს სისხლში (ჰემატოკრიტი)
იშვიათი
შორისის მანეკროზებელი ფასციიტი ან ფურნიეს განგრენა, გენიტალიების ან გენიტალიებსა და ანუსის არეში რბილი ქსოვილის მძიმე ინფექცია
ძალიან იშვიათი
თირკმელების ანთება (ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი)
ჭარბი დოზა
სიმპტომები
კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში ჯანმრთელ მოხალისეებში ემპაგლიფლოზინის 800 მგ-მდე ერთჯერადმა დოზებმა და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ემპაგლიფლოზინის 100 მგ-მდე მრავალჯერადმა სადღეღამისო დოზებმა არ გამოავლინა ტოქსიკურობა. ემპაგლიფლოზინმა გაზარდა შარდში გლუკოზის გამოყოფა, რამაც გამოიწვია შარდის მოცულობის გაზრდა. შარდის მოცულობის აღნიშნული გაზრდა არ იყო დოზადამოკიდებული და არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი. ადამიანებში 800 მგ-ზე მეტი დოზით გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.
მკურნალობა
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მკურნალობა უნდა დაიწყოთ პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მიხედვით. ჰემოდიალიზის მეთოდით ემპაგლიფლოზინის გამოყოფა შესწავლილი არ არის.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერებაა ემპაგლიფლოზინი.
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ემპაგლიფლოზინს.
დამხმარე ნივთიერებებია:
ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა pH 102, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა-L, ნატრიუმის კროსკარმელოზა (AC-DI-SOL), კოლოიდური სილიციუმი 200 უწყლო, მაგნიუმის სტეარატი
აპკიანი გარსი: ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა 2910/ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი/პეგ, ლაქტოზის მონოჰიდრატი, რკინის ყვითელი ოქსიდი.
რას შეიცავს ემპაფელი 25 მგ
მოქმედი ნივთიერებაა ემპაგლიფლოზინი.
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 25 მგ ემპაგლიფლოზინს.

ემპაფელის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
ღია ყვითელი ფერის, მრგვალი, ამობურცული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
მოთავსებულია გამჭვირვალე პვქ/პე/პვდქ და ალუმინის ფოლგის ბლისტერებში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
შენახვის პირობები
მოცემული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერზე და მუყაოს შეფუთვაზე წარწერა “ვარგისია“-ს შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
შეინახეთ 25˚C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
მოცემული პრეპარატი არ გამოიყენოთ, თუ შენიშნავთ, რომ შეფუთვა დაზიანებულია ან აღენიშნება არასანქცირებული გახსნის ნიშნები.
არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალებები კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. არასაჭირო პრეპარატების უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება დიაბეტის დროს, ნატრიუმ-გლუკოზის კოტრანსპორტერ 2-ის (SGLT2) ინჰიბიტორები, ათქ-კოდი: A10BK03
მოქმედების მექანიზმი
ემპაგლიფლოზინი - ნატრიუმ-გლუკოზის კოტრანსპორტერ 2-ის (SGLT2) შექცევადი, მაღალი სიმძლავრის (IC50 1,3 ნმოლი) და სელექციური კონკურენტული ინჰიბიტორია. ემპაგლიფლოზინი არ აინჰიბირებს გლუკოზის სხვა ტრანსპორტერებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლუკოზის გადატანაში პერიფერიულ ქსოვილებში, და 5000-ჯერ მეტად სელექციურია SGLT2-ის მიმართ, SGLT1-თან შედარებით, რომელიც წარმოადგენს ძირითად ტრანსპორტერს ნაწლავში გლუკოზის შეწოვისას. SGLT2 ექსპრესია მნიშვნელოვანი ხარისხით მიმდინარეობს თირკმელებში, ხოლო სხვა ქსოვილებში მისი ექსპრესია არ აღინიშნება ან ძალიან დაბალია. როგორც ძირითადი ტრანსპორტერი, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლუკოზის რეაბსორბციაში გორგლოვანი ფილტრატიდან უკან სისხლის მიმოქცევაში. ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის და ჰიპერგლიკემიის მქონე პაციენტებში ადგილი აქვს დიდი რაოდენობის გლუკოზის გაფილტვრას და რეაბსორბციას.
ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ემპაგლიფლოზინი აუმჯობესებს გლიკემიურ კონტროლს გლუკოზის თირკმლისმიერი რეაბსორბციის შემცირებით. ამ გლუკოურეზული მექანიზმის საშუალებით თირკმელებით გამოყოფილი გლუკოზის რაოდენობა დამოკიდებულია სისხლში გლუკოზის კონცენტრაციაზე და გორგლოვანი ფილტრაციის მაჩვენებელზე. ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის და ჰიპერგლიკემიის მქონე პაციენტებში SGLT2-ის ინჰიბირება იწვევს შარდში გლუკოზის ჭარბი რაოდენობით გამოყოფას. გარდა ამისა, ემპაგლიფლოზინის მიღების დაწყება ზრდის ნატრიუმის ექსკრეციას, რაც იწვევს ოსმოსურ დიურეზს და სისხლძარღვშიდა მოცულობის შემცირებას.
ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში შარდში გლუკოზის გამოყოფა გაიზარდა ემპაგლიფლოზინის პირველივე დოზის მიღების შემდეგ და გაგრძელდა პრეპარატის მიღებებს შორის 24 საათიან ინტერვალში. შარდში გლუკოზის გაძლიერებული გამოყოფა შენარჩუნდა მკურნალობის 4 კვირიანი პერიოდის ბოლომდე და შეადგენდა საშუალოდ დაახლოებით 78 გ/დღე-ღამეში. ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში შარდში გლუკოზის გამოყოფის გაძლიერება იწვევდა სისხლის პლაზმაში გლუკოზის დონის დაუყოვნებლივ შემცირებას.
ემპაგლიფლოზინი აუმჯობესებს გლუკოზის დონეს სისხლის პლაზმაში, როგორც უზმოზე, ასევე ჭამის შემდეგ. ემპაგლიფლოზინის მოქმედების მექანიზმი არ არის დამოკიდებული ბეტა-უჯრედულ ფუნქციაზე და ინსულინის გზაზე, რაც ხელს უწყობს ჰიპოგლიკემიის დაბალ რისკს. აღინიშნა ბეტა-უჯრედების ფუნქციის სუროგატული მარკერების, მათ შორის ჰომეოსტაზი-β (HOMA-β) მოდელის შეფასების გაუმჯობესება. გარდა ამისა, შარდში გლუკოზის გამოყოფა იწვევს კალორიების დაკარგვის პროვოცირებას, რაც უკავშირდება ორგანიზმში ცხიმის დაკარგვას და წონის კლებას. გლუკოზურიას, რომელიც აღინიშნება ემპაგლიფლოზინის მიღებისას, თან ახლავს დიურეზი, რაც შეიძლება ხელს უწყობდეს არტერიული წნევის ხანგრძლივ და ზომიერ დაქვეითებას.
ემპაგლიფლოზინი ასევე ამცირებს ნატრიუმის რეაბსორბციას და ზრდის ნატრიუმის მიწოდებას დისტალურ არხებში. ეს შეიძლება გავლენას ახდენდეს რიგ ფიზიოლოგიურ ფუნქციაზე, მათ შორის, შეზღუდვების გარეშე, ტუბულოგლომერულ უკუკავშირზე და ინტრაგლომერული წნევის შემცირებაზე, გულზე პრე- და პოსტდატვირთვის შემცირებაზე, სიმპათიკური აქტივობის შემცირებაზე და მარცხენა პარკუჭის კედლის დაძაბვის შემცირებაზე, რაზეც მიუთითებს NT-proBNP დონის შემცირებაზე შესაძლო სასიკეთო ზემოქმედებით გულის რემოდელირებაზე, შევსების წნევასა და დიასტოლურ ფუნქციაზე, ასევე თირკმელების სტრუქტურისა და ფუნქციის შენარჩუნებაზე. სხვა ეფექტები, როგორიცაა ჰემატოკრიტის მომატება, წონისა და არტერიული წნევის შემცირება, შეიძლება დამატებით ხელს უწყობდეს გულსა და თირკმელებზე სასიკეთო ზემოქმედებაზე.
კლინიკური ეფექტიანობა და უსაფრთხოება
ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი
ტიპი 2 დიაბეტის მკურნალობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს როგორც გლიკემიური კონტროლის გაუმჯობესება, ასევე გულ-სისხლძარღვთა ავადობისა და მათი მიზეზით სიკვდილიანობის შემცირება.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
ემპაგლიფლოზინის ფარმაკოკინეტიკა დეტალურად შესწავლილია ჯანმრთელ მოხალისეებსა და ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში. პერორალური მიღების შემდეგ ემპაგლიფლოზინი სწრაფად შეიწოვებოდა, სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციებით, რომლებიც მიიღწეოდა პრეპარატის მიღებიდან საშუალო tmax 1.5 საათში. ამის შემდეგ, პლაზმაში კონცენტრაცია შემცირდა ორი ფაზის სახით - სწრაფი განაწილების ფაზით და შედარებით ნელი საბოლოო ფაზით. სტაბილურ მდგომარეობაში სისხლის პლაზმაში AUC და Cmax საშუალო მნიშვნელობები შეადგენდა 1870 ნმოლ.სთ/ლ და 259 ნმოლ/ლ 10 მგ ემპაგლიფლოზინის მიღებისას და 4740 ნმოლ.სთ/ლ და 687 ნმოლ/ლ მიღებისას 25 მგ ემპაგლიფლოზინის მიღებისას ერთხელ დღე-ღამეში. ემპაგლიფლოზინის სისტემური ექსპოზიცია გაიზარდა დოზის პროპორციულად. ერთჯერადი დოზით და სტაციონარულ მდგომარეობაში ემპაგლიფლოზინის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები მსგავსი იყო, რაც მიუთითებს ხაზოვან ფარმაკოკინეტიკაზე დროის მიმართ. ემპაგლიფლოზინის ფარმაკოკინეტიკაში კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები ჯანმრთელ მოხალისეებსა და ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებს შორის არ აღინიშნა.
ცხიმების მაღალი შემცველობით მაღალკალორიული საკვების მიღების შემდეგ 25 მგ ემპაგლიფლოზინის მიღება იწვევდა ექსპოზიციის უმნიშვნელო შემცირებას; AUC შემცირდა დაახლოებით 16%-ით და Cmax - დაახლოებით 37%-ით, უზმოდ მიღებასთან შედარებით. საკვების აღნიშნული გავლენა ემპაგლიფლოზინის ფარმაკოკინეტიკაზე არ ჩაითვალა კლინიკური მნიშვნელობის მქონედ და ემპაგლიფლოზინის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
განაწილება
განაწილების პირობითი სტაბილური მოცულობა შეფასებული იქნა, როგორც 73,8 ლ პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზის საფუძველზე. [14C]-ემპაგლიფლოზინის ხსნარის პერორალური მიღების შემდეგ ჯანმრთელ მოხალისეებში ერითროციტების დაშლა შეადგენდა დაახლოებით 37%-ს, ხოლო კავშირი პლაზმის ცილებთან - 86%-ს.
ბიოტრანსფორმაცია
ადამიანის სისხლის პლაზმაში ემპაგლიფლოზინის ძირითადი მეტაბოლიტები არ არის გამოვლენილი, ხოლო ყველაზე მეტად გავრცელებული მეტაბოლიტები იყო სამი გლუკურონიდული კონიუგატი (2-, 3- და 6-О-გლუკურონიდი). თითოეული მეტაბოლიტის სისტემური ზემოქმედება შეადგენდა პრეპარატთან დაკავშირებული საერთო მასალის 10%-ზე ნაკლებს. in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანის ორგანიზმში ემპაგლიფლოზინის მეტაბოლიზმის ძირითად გზას წარმოადგენს გლუკურონიდაცია ურიდინ-5’-დიფოსფოგლუკურონოზილტრანსფერაზა UGT2B7, UGT1A3, UGT1A8 და UGT1A9-ით.
გამოყოფა
პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზის საფუძველზე ემპაგლიფლოზინის ნახევარგამოყოფის სავარაუდო საბოლოო პერიოდი შეადგენდა 12.4 საათს, ხოლო სავარაუდო პერორალური კლირენსი - 10.6 ლ/სთ. სუბიექტთაშორისი და ნარჩენი ვარიაბელურობა ემპაგლიფლოზინის პერორალური კლირენსისთვის შეადგენდა შესაბამისად 39.1% და 35.8%-ს. ერთხელ დღე-ღამეში მიღებისას ემპაგლიფლოზინის სტაბილური კონცენტრაციები პლაზმაში მიიღწეოდა მეხუთე დოზისთვის. ნახევარგამოყოფის პერიოდის შესაბამისად, სტაბილურ მდგომარეობაში აღინიშნა დაგროვება 22%-მდე პლაზმური AUC-ის მიმართ. ჯანმრთელი მოხალისეების მიერ [14C]-ემპაგლიფლოზინის პერორალურად მიღების შემდეგ პრეპარატთან დაკავშირებული რადიოაქტივობის დაახლოებით 96% გამოიყო განავალში (41%) ან შარდში (54%). განავალში გამოვლენილი პრეპარატთან დაკავშირებული რადიოაქტივობის დიდი ნაწილი წარმოადგენდა უცვლელ საწყის პრეპარატს, ხოლო შარდში გამოყოფილი პრეპარატთან დაკავშირებული რადიოაქტივობის დაახლოებით ნახევარი წარმოადგენდა უცვლელ საწყის პრეპარატს.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
თირკმელების ფუნქციის დარღვევა
თირკმელების ფუნქციის მსუბუქი, ზომიერი ან მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში (გორგლოვანი ფილტრაციის შეფასებითი მაჩვენებელი <30-<90 მლ/წთ/1.73მ2) და თირკმელების უკმარისობის/თირკმელების ბოლო სტადიის დაავადების (ESRD) მქონე პაციენტებში, ემპაგლიფლოზინის AUC გაიზარდა შესაბამისად დაახლოებით 18%, 20%, 66% და 48%-ით, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებსაც აქვთ თირკმელების ნორმალური ფუნქცია. თირკმელების ფუნქციის ზომიერი დარღვევების და თირკმელების უკმარისობის/ESRD მქონე პაციენტებში სისხლის პლაზმაში ემპაგლიფლოზინის მაქსიმალური დონეები ერთნაირი იყო თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით. სისხლის პლაზმაში ემპაგლიფლოზინის მაქსიმალური დონე დაახლოებით 20%-ით მაღალი იყო თირკმელების ფუნქციის მსუბუქი და მძიმე ხარისხის დარღვევის მქონე პაციენტებში თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით. პოპულაციურმა ფარმაკოკინეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ემპაგლიფლოზინის აშკარა პერორალური კლირენსი მცირდება გორგლოვანი ფილტრაციის შეფასებითი მაჩვენებლის შემცირებასთან ერთად, რაც იწვევს პრეპარატის ექსპოზიციის გაზრდას.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ღვიძლის ფუნქციის ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციის შესაბამისად მსუბუქი, ზომიერი და მძიმე უკმარისობის მქონე პირებში ემპაგლიფლოზინის AUC გაიზარდა დაახლოებით 23%-ით, 47%-ით და 75%-ით, Cmax კი შესაბამისად დაახლოებით 4%, 23% და 48%-ით, ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით.
სხეულის მასის ინდექსი
პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზის შესაბამისად სხეულის მასის ინდექსს არ ჰქონდა კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა ემპაგლიფლოზინის ფარმაკოკინეტიკაზე. ამ ანალიზში AUC შეფასდა, როგორც 5.82%, 10.4% და 17.3%-ზე დაბალი შესაბამისად 30, 35 და 45 კგ/მ2 სხეულის მასის ინდექსის მქონე პირებში, იმ პირებთან შედარებით, რომელთა სხეულის მასის ინდექსი შეადგენს 25 კგ/მ2-ს.
სქესი
პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზის შესაბამისად სქესს არ ჰქონდა კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა ემპაგლიფლოზინის ფარმაკოკინეტიკაზე.
რასა
პოპულაციურ ფარმაკოკინეტიკურ ანალიზში AUC შეფასდა, როგორც 13.5%-ით უფრო მაღალი აზიელებში სხეულის მასის ინდექსით 25კგ/მ2, არააზიელებთან შედარებით, რომელთა სხეულის მასის ინდექსი შეადგენდა 25 კგ/მ2-ს.
ხანდაზმულები
პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზის შესაბამისად ასაკს არ ჰქონდა კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა ემპაგლიფლოზინის ფარმაკოკინეტიკაზე.
პედიატრიული პოპულაცია
I ფაზის პედიატრიულ კვლევაში ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე >10-<18 წლის ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში შეფასდა ემპაგლიფლოზინის (5 მგ, 10 მგ და 25 მგ) ფარმაკოკინეტიკა და ფარმაკოდინამიკა. აღნიშნული ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური შედეგები შეესაბამებოდა მოზრდილებში დაფიქსირებულ შედეგებს.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ემპაფელი 10 მგ
ემპაფელი 25 მგ
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი
ემპაგლიფლოზინი
მოცემული პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ მოცემული ჩანართი. შეიძლება, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
მოცემული პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ეს შეიძლება საზიანო იყოს მათთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენსას ემთხვევა.
ნებისმიერი გვერდითი მოქმედების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის მითითებული მოცემულ ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.
ჩანართის შინაარსი:
- რას წარმოადგენს ემპაფელი და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ ემპაფელის მიღებამდე
- როგორ მიიღება ემპაფელი
- შესაძლო გვერდითი მოქმედება
- ემპაფელის შენახვის პირობები
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
- რას წარმოადგენს ემპაფელი და რისთვის გამოიყენება
რას წარმოადგენს ემპაფელი
ემპაფელი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას ემპაგლიფლოზინს.
ემპაფელი წარმოადგენს პრეპარატების ჯგუფის წევრს, რომლებსაც ეწოდება ნატრიუმ-გლუკოზის კოტრანსპორტერ 2-ის (SGLT2) ინჰიბიტორები.
რისთვის გამოიყენება ემპაფელი
ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი
ემპაფელი გამოიყენება ტიპი 2 დიაბეტის სამკურნალოდ მოზრდილ პაციენტებში (18 წლის და უფროსი ასაკის), როდესაც არ ხდება მდგომარეობის კონტროლი მხოლოდ დიეტითა და ვარჯიშით.
ემპაფელი შეიძლება გამოყენებული იქნას სხვა პრეპარატების გარეშე პაციენტებში, რომლებსაც არ შეუძლიათ მეტფორმინის მიღება (დიაბეტის სამკურნალო სხვა პრეპარატები).
ემპაფელის გამოყენება ასევე, შეიძლება დიაბეტის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან ერთად. ეს შეიძლება იყოს პრეპარატები, რომლებიც მიიღება პერორალურად ან შეიყვანება ინექციის სახით, როგორიცაა ინსულინი.
ემპაფელი მოქმედებს თქვენს თირკმელებში SGLT2-ის ცილის დაბლოკვით. ეს იწვევს სისხლის შაქრის (გლუკოზის) გადასვლას თქვენს შარდში. შესაბამისად, ემპაფელი ამცირებს შაქრის რაოდენობას თქვენს სისხლში.
მოცემულ პრეპარატს შეუძლია ასევე, ხელი შეუწყოს გულის დაავადების პროფილაქტიკას ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში.
მნიშვნელოვანია, გააგრძელოთ დიეტის და ვარჯიშის რეჟიმი, რომელიც დანიშნული გაქვთ თქვენი ექიმის, ფარმაცევტის ან მედდის მიერ.
გულის უკმარისობა
ემპაფელი გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ მოზრდილ პაციენტებში გულის ფუნქციის დარღვევით გამოწვეული სიმპტომებით.
თირკმელების ქრონიკული დაავადება
ემპაფელი გამოიყენება თირკმელების ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ მოზრდილ პაციენტებში.
რა არის ტიპი 2 დიაბეტი?
ტიპი 2 დიაბეტი არის დაავადება, რომელიც ვითარდება როგორც გენეტიკურად, ასევე თქვენი ცხოვრების რეჟიმიდან გამომდინარე. თუ გაქვთ ტიპი 2 დიაბეტი, თქვენი კუჭქვეშა ჯირკვალი არ გამოყოფს საკმარის ინსულინს თქვენს სისხლში გლუკოზის დონის კონტროლისთვის, და თქვენს ორგანიზმს არ შეუძლია საკუთარი ინსულინის სათანადოდ გამოყენება. ეს იწვევს თქვენს სისხლში გლუკოზის მაღალ დონეებს, რაც შეიძლება იწვევდეს ისეთ სამედიცინო პრობლემებს, როგორიცაა გულის დაავადება, თირკმელების დაავადება, სიბრმავე და კიდურებში სისხლის ცუდი ცირკულაცია.
რა არის გულის უკმარისობა?
გულის უკმარისობას ადგილი აქვს, როდესაც გული არის ძალიან სუსტი ან დაჭიმული და არ ფუნქციონირებს სათანადოდ. ეს შეიძლება იწვევდეს მძიმე სამედიცინო პრობლემას და საჭიროებდეს მკურნალობას სტაციონარში. გულის უკმარისობის ყველაზე ხშირ სიმპტომებს წარმოადგენს ჰაერის უკმარისობის შეგრძნება, დაღლილობის შეგრძნება ან მუდმივი დაღლილობის შეგრძნება და კოჭების შეშუპება.
ემპაფელი ხელს უწყობს თქვენს გულს, რომ არ დასუსტდეს, და აუმჯობესებს თქვენს სიმპტომებს.
რა არის თირკმელების ქრონიკული დაავადება?
თირკმელების ქრონიკული დაავადება არის ხანგრძლივი მდგომარეობა. ის შეიძლება გამოწვეული იყოს სხვა დაავადებით, როგორიცაა დიაბეტი და მაღალი არტერიული წნევა, ან თირკმელების დაზიანებით თქვენი იმუნური სისტემის მიერ. თირკმელების ქრონიკული დაავადების შემთხვევაში თქვენმა თირკმელებმა შეიძლება თანდათანობით დაკარგოს სისხლის სათანადოდ გაწმენდისა და გაფილტვრის უნარი. ეს შეიძლება იწვევდეს მძიმე სამედიცინო პრობლემებს, როგორიცაა ფეხების შეშუპება, გულის უკმარისობა, და საჭიროებდეს სტაციონარულ მკურნალობას.
ემპაფელი იცავს თქვენს თირკმელებს, რომ არ დაკარგოს მათი ფუნქციები.
- რა უნდა იცოდეთ ემპაფელის მიღებამდე
არ მიიღოთ ემპაფელი
თუ ხართ ალერგიული ემპაგლიფლოზინის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 6).
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს:
კეტოაციდოზი
თუ აღგენიშნებათ წონის სწრაფი კლება, სისუსტის შეგრძნება ან სისუსტე, კუჭის ტკივილი, ძლიერი წყურვილი, სწრაფი და ღრმა სუნთქვა, დაბნეულობა, უჩვეულო ძილიანობა ან დაღლილობა, მოტკბო სუნი სუნთქვისას, მოტკბო ან რკინის გემო პირში ან შარდის ან ოფლის განსხვავებული სუნი, დაუყოვნებლივ დაუკავშრიდით ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს. ეს სიმპტომები შეიძლება იყოს „კეტოაციდოზის“ ნიშანი, რომელიც არის მძიმე, ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, რომელიც შეიძლება განვითარდეს თქვენს შარდსა თუ სისხლში „კეტონური სხეულების“ დონის მომატების გამო და ვლინდება ანალიზებით.
კეტოაციდოზის განვითარების რისკი შეიძლება გაიზარდოს ალკოჰოლის ხანგრძლივად უზმოდ ჭარბი მოხმარების, გაუწყლოების, ინსულინის დოზის მოულოდნელად შემცირების ან ინსულინის მაღალი მოთხოვნილების შემთხვევაში მნიშვნელოვანი ოპერაციის ან მძიმე დაავადებოს გამო.
მოცემული პრეპარატის მიღებამდე და მკურნალობის პერიოდში აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას:
თუ გაქვთ „ტიპი 1 დიაბეტი“. ეს ტიპი, ჩვეულებრივ, ვითარდება, როდესაც ხართ ახალგაზრდა და თქვენი ორგანიზმი არ გამოიმუშავებს ინსულინს. ემპაფელი არ უნდა მიიღოთ, თუ გაქვთ ტიპი 1 დიაბეტი.
თუ გაქვთ თირკმელების მძიმე პრობლემები - თქვენმა ექიმმა შეიძლება შეამციროს თქვენი დოზა 10 მგ-მდე ერთხელ დღე-ღამეში ან დაგინიშნოთ სხვა პრეპარატი (ასევე, იხ. პარაგრაფი 3 „როგორ მიიღება ემპაფელი“).
თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე პრობლემები - თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სხვა პრეპარატი.
შეიძლება გქონდეთ გაუწყლოების რისკი, მაგალითად:
თუ ხართ შეუძლოთ, გაქვთ დიარეა ან ცხელება, ან არ შეგიძლიათ საკვების ან სასმელის მიღება
თუ იღებთ პრეპარატებს, რომლებიც ზრდის შარდის გამომუშავებას [დიურეზულები] ან აქვეითებს არტერიულ წნევას.
თუ ხართ 75 წლის ან უფროსი ასაკის პირი.
შესაძლო ნიშნები ჩამოთვლილია მე-4 პარაგრაფის პუნქტში „გაუწყლოება“. თქვენმა ექიმმა შეიძლება მოგიხსნათ ემპაფელი მდგომარეობის სტაბილიზაციამდე ორგანიზმის მიერ ძალიან დიდი რაოდენობის სითხის დაკარგვის თავიდან ასაცილებლად. მიიღეთ კონსულტაცია გაუწყლოების თავიდან აცილების საკითხზე.
თუ გაქვთ თირკმელების ან საშარდე გზების მძიმე ინფექცია ცხელების თანხლებით. თქვენმა ექიმმა შეიძლება მოგიხსნათ ემპაფელი მდგომარეობის სტაბილიზაციამდე.
დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს გენიტალიების ან გენიტალიებსა და ანუსის არეში ცხელებით მიმდინარე ტკივილის, მგრძნობელობის, სიწითლის ან შეშუპების კომბინირებული სიმპტომების განვითარების ან ზოგადად შეუძლოდ ყოფნის შეგრძნების შემთხვევაში. ეს სიმპტომები შეიძლება იყოს იშვიათი, მაგრამ მძიმე, ან სიცოცხლისთვის საშიშიც კი ინფექციის სიმპტომები, რომელსაც ეწოდება შორისის მანეკროზებელი ფასციიტი ან ფურნიეს განგრენა, რომელიც აზიანებს კანქვეშა ქსოვილს. ფურნიეს განგრენა სასწრაფო სამკურნალო დაავადებაა.
ფეხების მოვლა
როგორც დიაბეტის მქონე ყველა პაციენტში, მნიშვნელოვანია ფეხების რეგულარულად შემოწმება და ფეხების მოვლასთან დაკავშირებით თქვენი ექიმის მიერ მოცემული ნებისმიერი სხვა რეკომენდაციის დაცვა.
თირკმელების ფუნქცია
მოცემული პრეპარატის მიღების დაწყებამდე და მკურნალობის პერიოდში საჭიროა თქვენი თირკმელების შემოწმება.
გლუკოზა შარდში
მოცემული პრეპარატის მოქმედების გამო მისი მიღების პერიოდში შარდში შაქრის განმსაზღვრელი ანალიზი იქნება დადებითი.
ბავშვები და მოზარდები
ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში ემპაფელის გამოყენება რეკომენდებული არ არის, რადგან ამ ჯგუფის პაციენტებში პრეპარატის გამოყენება შესწავლილი არ არის.
სხვა პრეპარატები და ემპაფელი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიგეღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
სხვა პრეპარატები და ემპაფელი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახანს იღებდით ან შეიძლება მიგეღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
მნიშვნელოვანია აცნობოთ თქვენს ექიმს:
თუ იღებთ პრეპარატებს, რომლებიც ზრდის შარდის გამომუშავებას (დიურეზულებს). თქვენმა ექიმმა შეიძლება მოგიხსნათ ემპაფელი. ორგანიზმში ძალიან დიდი რაოდენობის სითხის დაკარგვის შესაძლო ნიშნები ჩამოთვლილია მე-4 პარაგრაფში.
თუ იღებთ სისხლში შაქრის შემცველობის დამწევ სხვა პრეპარატებს, როგორიცაა ინსულინი ან „სულფონილშარდოვანას“ პრეპარატები. თქვენმა ექიმმა შეიძლება შეამციროს ასეთი სხვა პრეპარატების დოზა, სისხლში შაქრის დონის ძალიან დაქვეითების (ჰიპოგლიკემია) თავიდან ასაცილებლად.
თუ იღებთ ლითიუმს, რადგან ემპაფელს შეუძლია შეამციროს თქვენს სისხლში ლითიუმის რაოდენობა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. არ გამოიყენოთ ემპაფელი, თუ ხართ ორსულად. უცნობია, აქვს თუ არა ემპაფელს დამაზიანებელი მოქმედება ნაყოფზე. არ გამოიყენოთ ემპაფელი, თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ. უცნობია, გამოიყოფა თუ არა ემპაფელი დედის რძეში.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ემპაფელი უმნიშვნელო გავლენას ახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
მოცემული პრეპარატის მიღება სულფონილშარდოვანას პრეპარატებთან ან ინსულინთან კომბინაციაში შეიძლება იწვევდეს სისხლში შაქრის დონის ძალიან დაცემას (ჰიპოგლიკემია), რაც შეიძლება იწვევდეს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა კანკალი, ოფლიანობა და მხედველობის შეცვლა, და შეიძლება გავლენას ახდენდეს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები და იმუშაოთ მექანიზმებთან, თუ ემპაფელის მიღების პერიოდში გრძნობთ თავბრუსხვევას.
ემპაფელი შეიცავს ლაქტოზას
ემპაფელი შეიცავს ლაქტოზას (რძის შაქარს). თუ თქვენთვის ექიმისგან ცნობილია, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, მოცემული პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
ემპაფელი შეიცავს ნატრიუმს
მოცემული პრეპარატის ერთი ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ანუ შეიძლება ჩაითვალოს, რომ პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“.
- როგორ მიიღება ემპაფელი
ეს პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის დანიშნულების ზუსტად დაცვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
დოზირება
ემპაფელის რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ 10 მგ-იან ტაბლეტს ერთხელ დღე-ღამეში. თუ გაქვთ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი, თქვენმა ექიმმა შეიძლება გაზარდოს თქვენი დოზა 25 მგ-მდე ერთხელ დღე-ღამეში, თუ საჭიროა სისხლში შაქრის შემცველობის კონტროლი.
თქვენმა ექიმმა შეიძლება შეამციროს თქვენი დოზა 10 მგ-მდე ერთხელ დღე-ღამეში, თუ გაქვთ თირკმელების დაავადება.
თქვენი ექიმი დაგინიშნავთ თქვენთვის შესაფერის დოზას. არ შეცვალოთ დოზა თქვენს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
მოცემული პრეპარატის მიღება
ტაბლეტი გადაყლაპეთ მთლიანად წყლის მიყოლებით
ტაბლეტის მიღება შეგიძლიათ საკვებთან ერთად ან მის გარეშე
ტაბლეტის მიღება შეგიძლიათ დღის ნებისმიერ დროს. თუმცა, სასურველია მიიღოთ ის ყოველდღე ერთსა და იმავე დროს. ეს დაგეხმარებათ, გაიხსენოთ მისი მიღების შესახებ.
თუ გაქვთ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი, თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ემპაფელი დიაბეტის სამკურნალო სხვა პრეპარატთან ერთად. თქვენი ჯანმრთელობისთვის საუკეთესო შედეგის მისაღწევად ყველა პრეპარატი უნდა მიიღოთ ექიმის დანიშნულების დაცვით.
სათანადო დიეტა და ვარჯიში დაეხმარება თქვენს ორგანიზმს სისხლის შაქრის უკეთესად გამოყენებაში. მნიშვნელოვანია თქვენი ექიმის მიერ რეკომენდებული დიეტისა და ვარჯიშის სქემის დაცვის გაგრძელება ემპაფელით მკურნალობის პერიოდში.
თუ მიიღეთ ემპაფელის საჭიროზე მეტი დოზა
თუ მიიღეთ ემპაფელის საჭიროზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს. თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა.
თუ დაგავიწყდათ ემპაფელის მიღება
ტაბლეტის მიღების გომოტოვების შემთხვევაში მისაღები ზომები დამოკიდებულია შემდეგი დოზის მიღებამდე დარჩენილ დროზე.
თუ მომდევნო დოზის მიღებამდე დარჩენილია 12 საათი ან მეტი, მიიღეთ ემპაფელი როგორც კი გაგახსენდებათ. შემდეგ მიიღეთ მომდევნო დოზა ჩვეულებრივ დროს.
თუ მომდევნო დოზის მიღებამდე დარჩენილია 12 საათზე ნაკლები დრო, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა. შემდეგ მიიღეთ მომდევნო დოზა ჩვეულებრივ დროს.
არ მიიღოთ ემპაფელის ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოთ.
თუ შეწყვიტეთ ემპაფელის მიღება
არ შეწყვიტოთ ემპაფელის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. თუ გაქვთ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი, სისხლში შაქრის დონე შეიძლება გაიზარდოს ემპაფელის მიღების შეწყვეტისას.
მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
- შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.
დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, თუ აღგენიშნებათ ქვემოთ მითითებული ნებისმიერი გვერდითი მოქმედება:
მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც აღინიშნება არც ისე ხშირად (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანში)
მძიმე ალერგიული რეაქციის შესაძლო ნიშნები შეიძლება ითვალისწინებდეს:
სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ყელის შეშუპებას, რაც შეიძლება იწვევდეს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელებას
კეტოაციდოზი, რომელიც აღინიშნება არც ისე ხშირად (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანში)
დიაბეტური კეტოაციდოზის ნიშნებია (ასევე, იხილეთ პარაგრაფი 2 „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“):
შარდში ან სისხლში „კეტონური სხეულების“ მომატებული დონე
წონის სწრაფად კლება
სისუსტის შეგრძნება ან სისუსტე
კუჭის ტკივილი
ძლიერი წყურვილი
სწრაფი და ღრმა სუნთქვა
დაბნეულობა
უჩვეულო ძილიანობა ან დაღლილობა
მოტკბო სუნი სუნთქვისას, მოტკბო ან რკინის გემო პირში ან შარდის ან ოფლის განსხვავებული სუნი.
ეს შეიძლება განვითარდეს სისხლში გლუკოზის დონის მიუხედავად. თქვენმა ექიმმა შეიძლება დროებით ან საერთოდ მოგიხსნათ ემპაფელით მკურნალობა.
დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ შენიშნავთ ქვემოთ მითითებულ გვერდით მოვლენებს:
სისხლში შაქრის დაბალი შემცველობა (ჰიპოგლიკემია), რომელიც აღინიშნება ძალიან ხშირად (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში)
თუ ემპაფელს იღებთ სისხლში შაქრის შემცველობის დამაქვეითებელ სხვა პრეპარატთან ერთად, როგორიცაა სულფონილშარდოვანას პრეპარატი ან ინსულინი, სისხლში შაქრის დაბალი შემცველობის რისკი უფრო მაღალია. სისხლში შაქრის დაბალი შეცველობის ეს ნიშნები შეიძლება იყოს:
კანკალი, ოფლიანობა, მოუსვენრობის ან დაბნეულობის ძლიერი შეგრძნება, ძლიერი გულისცემა
ძლიერი შიმშილი, თავის ტკივილი
თქვენი ექიმისგან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია სისხლში შაქრის დაბალი შემცველობის მკურნალობისას და ზემოთ მითითებული ნებისმიერი ნიშნის განვითარებისას მისაღები ზომების შესახებ. თუ გაქვთ სისხლში შაქრის დაბალი შემცველობის სიმპტომები, მიიღეთ გლუკოზის ტაბლეტები, მსუბუქი ხემსი შაქრის მაღალი შემცველობით ან ხილის წვენი. თუ შესაძლებელია, გაიზომეთ სისხლში შაქრის შემცველობა და დაისვენეთ.
საშარდე გზების ინფექცია, რომელიც აღინიშნება ხშირად (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანში)
საშარდე გზების ინფექციის ნიშნებია:
წვის შეგრძნება შარდვისას
შარდის შემღვრევა
ტკივილი მენჯის ან წელის არეში (როდესაც დაზიანებულია თირკმელები)
შარდვის სურვილი ან უფრო ხშირი შარდვა შეიძლება გამოწვეული იყოს ემპაფელის მოქმედებით, მაგრამ ეს ასევე, შეიძლება იყოს საშარდე გზების ინფექციის ნიშნები. ასევე, დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ შენიშნავთ ასეთი სიმპტომების გაძლიერებას.
გაუწყლოება, რომელიც აღინიშნება ძალიან ხშირად (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში)
გაუწყლოების ნიშნები არ არის კონკრეტულად განსაზღვრული, მაგრამ შეიძლება მოიცავდეს:
უჩვეულო წყურვილს
გონების დაკარგვის წინა მდგომარეობას ან თავბრუსხვევას ფეხზე წამოდგომისას
გულის წასვლას ან ცნობიერების დაკარგვას
ემპაგლიფლოზინის მიღებისას გამოვლენილი სხვა გვერდითი მოვლენები:
ხშირი
სასქესო ორგანოების სოკოვანი ინფექცია (კანდიდოზი)
ჩვეულებრივზე ხშირი შარდვა ან შარდვის მოთხოვნილება
ქავილი
კანზე გამონაყარი და სიწითლე - შესაძლოა, მიმდინარეობდეს ქავილით და ითვალისწინებდეს კანის ზედაპრიზე განვითარებულ გამონაყარს წყლიანი ბუშტუკებით
წყურვილი
სისხლის ანალიზებმა შეიძლება აჩვენოს სისხლის ცხიმების (ქოლესტერინი) შემცველობის მომატება თქვენს სისხლში
შეკრულობა
არც ისე ხშირი
ჭინჭრის ციება
დაჭიმულობა ან ტკივილი შარდვისას
სისხლის ანალიზებმა შეიძლება აჩვენოს თირკმელების ფუნქციის დაქვეითება (კრეატინინი ან შარდოვანა)
სისხლის ანალიზებმა შეიძლება აჩვენოს სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის გაზრდა თქვენს სისხლში (ჰემატოკრიტი)
იშვიათი
შორისის მანეკროზებელი ფასციიტი ან ფურნიეს განგრენა, გენიტალიების ან გენიტალიებსა და ანუსის არეში რბილი ქსოვილის მძიმე ინფექცია
ძალიან იშვიათი
თირკმელების ანთება (ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი)
- ემპაფელის შენახვის პირობები
მოცემული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერზე და მუყაოს შეფუთვაზე წარწერა “ვარგისია“-ს შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
შეინახეთ 25˚C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
მოცემული პრეპარატი არ გამოიყენოთ, თუ შენიშნავთ, რომ შეფუთვა დაზიანებულია ან აღენიშნება არასანქცირებული გახსნის ნიშნები.
არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალებები კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. არასაჭირო პრეპარატების უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ემპაფელი 10 მგ
მოქმედი ნივთიერებაა ემპაგლიფლოზინი.
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ემპაგლიფლოზინს.
დამხმარე ნივთიერებებია:
ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა pH 102, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა-L, ნატრიუმის კროსკარმელოზა (AC-DI-SOL), კოლოიდური სილიციუმი 200 უწყლო, მაგნიუმის სტეარატი
აპკიანი გარსი: ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა 2910/ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი/პეგ, ლაქტოზის მონოჰიდრატი, რკინის ყვითელი ოქსიდი.
რას შეიცავს ემპაფელი 25 მგ
მოქმედი ნივთიერებაა ემპაგლიფლოზინი.
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 25 მგ ემპაგლიფლოზინს.
დამხმარე ნივთიერებებია:
ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა pH 102, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა-L, ნატრიუმის კროსკარმელოზა (AC-DI-SOL), კოლოიდური სილიციუმი 200 უწყლო, მაგნიუმის სტეარატი
აპკიანი გარსი: ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა 2910/ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი/პეგ, ლაქტოზის მონოჰიდრატი, რკინის ყვითელი ოქსიდი.
ემპაფელის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
ღია ყვითელი ფერის, მრგვალი, ამობურცული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
მოთავსებულია გამჭვირვალე პვქ/პე/პვდქ და ალუმინის ფოლგის ბლისტერებში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
NOBEL İLAÇ SANAYİİ VE TİCARET A. Ş.
Saray Mahallesi Dr. Adnan Büyükdeniz Caddesi No: 14
უმრანიე 34768 სტამბოლი/თურქეთი
ტელეფონი: (216) 633 60 00
ფაქსი: (216) 633 60 01-02
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.