ელომეტი არის კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელიც შეიცავს მოქმედ ნივთიერებას ევეროლიმუსს. ევეროლიმუსი ამცირებს სიმსივნისთვის სისხლის მიწოდებას და ანელებს კიბოს უჯრედების ზრდას და გავრცელებას. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ევეროლიმუსი (everolimus)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ ტაბლეტი №30 (3X10)
- მწარმოებელი
- Synthon Hispania, S.L. (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Synthon Chile Ltda.(ჩილე)), ესპანეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტინეოპლაზური საშუალებები, რაპამიცინის ძუძუმწოვართა სამიზნე კინაზას (mTOR) ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- L01EG02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-036758
- რეგისტრირებულია
- 3 ნოემბერი 2022, მოქმედებს 3 ნოემბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- “AVERSI-PHARMA” LLC (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ელომეტი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ელომეტი არის კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელიც შეიცავს მოქმედ ნივთიერებას ევეროლიმუსს. ევეროლიმუსი ამცირებს სიმსივნისთვის სისხლის მიწოდებას და ანელებს კიბოს უჯრედების ზრდას და გავრცელებას.
ელომეტი გამოიყენება ზრდასრული პაციენტების სამკურნალოდ:
ჰორმონ-რეცეპტორ-დადებითი შორსწასული ძუძუს კიბოს მქონე პოსტმენოპაუზურ პერიოდში მყოფ ქალებში, რომლებშიც სხვა მკურნალობა (ე.წ. „არასტეროიდული არომატაზას ინჰიბიტორები“) ვეღარ აკონტროლებს დაავადებას. იგი ინიშნება პრეპარატთან ერთად, რომელსაც ეწოდება ექსემესტანი, სტეროიდული არომატაზას ინჰიბიტორი, რომელიც გამოიყენება ჰორმონალური კიბოს საწინააღმდეგო თერაპიისთვის.
შორსწასული სიმსივნეები, რომელსაც ეწოდება ნეიროენდოკრინული სიმსივნეები, რომლებიც წარმოიქმნება კუჭიდან, ნაწლავებიდან, ფილტვებიდან ან პანკრეასიდან. იგი ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ სიმსივნე არაოპერირებადია და არ გამოიმუშავებს ჭარბად სპეციფიკურ ჰორმონებს ან სხვა დაკავშირებულ ბუნებრივ ნივთიერებებს.
თირკმლის შორსწასული კიბო (თირკმლის შორსწასული უჯრედოვანი კარცინომა), როდესაც სხვა მკურნალობა (ე.წ. „VEGF (სისხლძარღვების ენდოთელური ზრდის ფაქტორი) - მიზნობრივი თერაპია“) ვერ უწყობს ხელს დაავადების შეჩერებას.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზაა 10 მგ დღეში ერთხელ. თქვენი ექიმი გეტყვით, ელომეტის რამდენი ტაბლეტი უნდა მიიღოთ.
თუ გაქვთ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ელომეტის უფრო დაბალი დოზა (2.5, 5 ან 7.5 მგ დღეში).
თუ ელომეტის მიღებისას აღგენიშნებათ გარკვეული გვერდითი მოვლენები (იხ. პარაგრაფი 4), თქვენმა ექიმმა შეიძლება შეამციროს დოზა ან შეწყვიტოს მკურნალობა, ხანმოკლე პერიოდით ან სამუდამოდ.
მიიღეთ ელომეტი დღეში ერთხელ, დაახლოებით ერთსა და იმავე დროს ყოველდღე, მუდმივად, საკვებთან ერთად ან მის გარეშე. გადაყლაპეთ ტაბლეტ(ებ)ი მთლიანად ჭიქა წყლის დაყოლებით. არ ჩაღეჭოთ ან დაქუცმაცოთ ტაბლეტები.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ელომეტი
თუ მიიღეთ ელომეტი ჭარბი რაოდენობით ან თუ ვინმემ შემთხვევით მიიღო თქვენი ტაბლეტები, სასწრაფოდ მიმართეთ თქვენს ექიმს ან წადით საავადმყოფოში. შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო მკურნალობა.
თან წაიღეთ წამლის კოლოფი და ეს ფურცელი-ჩანართი, რათა ექიმმა იცოდეს, რა მიიღეთ.
თუ დაგავიწყდათ ელომეტის მიღება
თუ გამოტოვეთ დოზა, მიიღეთ შემდეგი დოზა დაგეგმილის მიხედვით. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ტაბლეტების ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვეტთ ელომეტის მიღებას
არ შეწყვიტოთ ელომეტის მიღება, სანამ თქვენი ექიმი არ გეტყვით.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია ევეროლიმუსის, მონათესავე ნივთიერებების, როგორიცაა სიროლიმუსი ან ტემსიროლიმუსი, ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში).
თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ ალერგია, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.
სიფრთხილის ზომები
ელომეტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს
თუ გაქვთ ღვიძლთან დაკავშირებული რაიმე პრობლემა ან თუ ოდესმე გქონიათ რაიმე დაავადება, რომელმაც შესაძლოა გავლენა იქონია თქვენს ღვიძლზე. თუ ეს ასეა, თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს ელომეტის სხვა დოზის დანიშვნა.
თუ გაქვთ დიაბეტი (სისხლში შაქრის მაღალი დონე). ელომეტმა შეიძლება გაზარდოს სისხლში შაქრის დონე და გააუარესოს შაქრიანი დიაბეტი. ამან შეიძლება გამოიწვიოს ინსულინით და/ან პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებებით თერაპიის საჭიროება. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ აღგენიშნებათ ძლიერი წყურვილი ან გახშირებული შარდვა.
თუ დაგჭირდებათ ვაქცინა ელომეტის მიღებისას.
თუ გაქვთ მაღალი ქოლესტერინი. ელომეტმა შეიძლება გაზარდოს ქოლესტერინის და/ან სისხლის სხვა ცხიმების დონე.
თუ ბოლო დროს გაგიკეთდათ სერიოზული ოპერაცია, ან თუ ოპერაციის შემდეგ ჯერ კიდევ გაქვთ მოუშუშებელი ჭრილობა. ელომეტმა შეიძლება გაზარდოს ჭრილობის შეხორცების პრობლემებთან დაკავშირებული რისკი.
თუ გაქვთ ინფექცია. შესაძლოა საჭირო გახდეს თქვენი ინფექციის მკურნალობა ელომეტის დაწყებამდე.
თუ ადრე გქონიათ B ჰეპატიტი, რადგან ის შეიძლება ხელახლა გააქტიურდეს ელომეტით მკურნალობის დროს (იხ. პარაგრაფი 4 „შესაძლო გვერდითი მოვლენები“).
თუ გაიარეთ ან აპირებთ გაიაროთ სხივური თერაპია.
ელომეტმა, ასევე, შეიძლება:
დაასუსტოს თქვენი იმუნური სისტემა. ამიტომ, თქვენ შეიძლება გქონდეთ ინფექციის რისკი ელომეტის მიღებისას. თუ გაქვთ ცხელება ან ინფექციის სხვა ნიშნები, მიმართეთ თქვენს ექიმს. ზოგიერთი ინფექცია შეიძლება იყოს მძიმე და გამოიწვიოს ლეტალური შედეგები.
იმოქმედოს თირკმელების ფუნქციონირებაზე ამიტომ, თქვენი ექიმი მონიტორინგს გაუწევს თქვენი თირკმელების ფუნქციას ელომეტის მიღებისას.
გამოიწვიოს ქოშინი, ხველა და ცხელება.
გამოიწვიოს პირის ღრუს წყლულების და წყლულების განვითარება. თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს ელომეტით მკურნალობის შეჩერება ან შეწყვეტა. შეიძლება დაგჭირდეთ მკურნალობა პირის ღრუს სავლებით, გელით ან სხვა პროდუქტებით. ზოგიერთმა პირის ღრუს სავლებებმა და გელებმა შეიძლება გაამწვავონ წყლულების მდგომარეობა, ამიტომ არ გამოიყენოთ არაფერი თქვენს ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე. თქვენმა ექიმმა შესაძლოა განაახლოს ელომეტით მკურნალობა იმავე დოზით ან უფრო დაბალი დოზით.
იწვევს სხივური თერაპიის გართულებებს. რადიოთერაპიის მძიმე გართულებები (როგორიცაა: ქოშინი, გულისრევა, დიარეა, კანისმიერი გამონაყარი და ტკივილი პირის ღრუში, ღრძილებსა და ყელში), ლეტალური შემთხვევების ჩათვლით, დაფიქსირდა ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც იღებდნენ ევეროლიმუსს სხივურ თერაპიასთან ერთად ან რომლებიც იღებდნენ ევეროლიმუსს სხივური თერაპიის შემდეგ მალევე. გარდა ამისა, ეგრეთ წოდებული რადიაციის გახსენების სინდრომი (რომელიც მოიცავს კანის სიწითლეს ან ფილტვების ანთებას წინა სხივური თერაპიის ადგილზე) დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებსაც წარსულში ჩაუტარდათ სხივური თერაპია.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გეგმავთ სხივური თერაპიის გავლას უახლოეს მომავალში, ან თუ ადრე გქონდათ გავლილი სხივური თერაპია.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ აღგენიშნებათ ეს სიმპტომები.
მკურნალობის დროს რეგულარულად ჩაგიტარდებათ სისხლის ანალიზი. აღნიშნულით შემოწმდება სისხლის უჯრედების რაოდენობა (სისხლის თეთრი უჯრედები, სისხლის წითელი უჯრედები და თრომბოციტები) თქვენს სხეულში, რათა დადგინდეს, აქვს თუ არა ელომეტს არასასურველი გავლენა ამ უჯრედებზე. ასევე ჩატარდება სისხლის ანალიზი თქვენი თირკმლის ფუნქციის (კრეატინინის დონე) და ღვიძლის ფუნქციის (ტრანსამინაზების დონე) და სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონის შესამოწმებლად. ეს იმიტომ ხდება, რომ მათზე ასევე შეიძლება გავლენა იქონიოს ელომეტმა.
ბავშვები და მოზარდები
ელომეტი არ გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში (18 წლამდე ასაკის).
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ელომეტმა შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთი სხვა პრეპარატის მოქმედებაზე. თუ იღებთ სხვა პრეპარატებს ელომეტთან ერთად, თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს ელომეტის ან სხვა პრეპარატების დოზის შეცვლა.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
შემდეგმა სამკურნალო საშუალებებმა შეიძლება გაზარდონ ელომეტის გვერდითი მოვლენების რისკი:
კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი ან ფლუკონაზოლი და სხვა სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ;
კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი ან ერითრომიცინი, ანტიბიოტიკები, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ;
რიტონავირი და სხვა მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება აივ ინფექციის/შიდსის სამკურნალოდ;
ვერაპამილი ან დილთიაზემი, რომლებიც გამოიყენება გულის დაავადებების ან მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ;
დრონედარონი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება გულისცემის დასარეგულირებლად;
ციკლოსპორინი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ორგანოს გადანერგილის ორგანოს უარყოფის თავიდან ასაცილებლად;
იმატინიბი, გამოიყენება პათოლოგიური უჯრედების ზრდის დასათრგუნად;
ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები (როგორიცაა რამიპრილი), რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის ან გულ-სისხლძარღვთა სხვა პრობლემების სამკურნალოდ;
ნეფაზოდონი, გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ.
შემდეგმა სამკურნალო საშუალებებმა შეიძლება შეამცირონ ელომეტის ეფექტურობა:
რიფამპიცინი, რომელიც გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ;
ეფავირენცი ან ნევირაპინი, რომლებიც გამოიყენება აივ ინფექციის/შიდსის სამკურნალოდ;
კრაზანა (Hypericum perforatum), მცენარეული საშუალება, რომელიც გამოიყენება დეპრესიისა და სხვა მდგომარეობების სამკურნალოდ;
დექსამეტაზონი, კორტიკოსტეროიდი, რომელიც გამოიყენება მრავალი დაავადების, მათ შორის ანთებითი ან იმუნური პრობლემების სამკურნალოდ;
ფენიტოინი, კარბამაზეპინი ან ფენობარბიტალი და სხვა ანტიეპილეფსიური საშუალებები, რომლებიც გამოიყენება კრუნჩხვების ან გულყრების შესაჩერებლად.
ამ პრეპარატების გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული ელომეტით მკურნალობის დროს. თუ თქვენ იღებთ რომელიმე მათგანს, თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაგიყვანოთ სხვა პრეპარატზე ან შეცვალოს ელომეტის დოზა.
ელომეტი საკვებთან და სასმელთან ერთად
მოერიდეთ გრეიპფრუტის და გრეიპფრუტის წვენის მიღებას, ელომეტის გამოყენების დროს. მას შეუძლია გაზარდოს ელომეტის რაოდენობა სისხლში, შესაძლო საზიანო დონემდე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ელომეტმა შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს ჯერ არ დაბადებულ ბავშვს და არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად. თქვენი ექიმი განიხილავს თქვენთან ერთად, უნდა მიიღოთ თუ არა ეს პრეპარატი ორსულობის დროს.
ფერტილური ასაკის ქალებმა უნდა გამოიყენონ მაღალეფექტური კონტრაცეფცია მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან 8 კვირის განმავლობაში. თუ ამ ზომების მიუხედავად, ფიქრობთ, რომ შესაძლოა დაორსულდით მიმართეთ ექიმს რჩევისთვის.
ძუძუთი კვება
ელომეტმა შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვს. არ შეიძლება ბავშვის ძუძუთი კვება მკურნალობის დროს და ევეროლიმუსის ბოლო დოზის მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს.
ქალის ფერტილობაზე გავლენა
მენსტრუაციის არარსებობა (ამენორეა) დაფიქსირდა ზოგიერთ ქალ პაციენტში, რომლებიც იღებდნენ ელომეტს.
ელომეტმა შეიძლება გავლენა იქონიოს ქალის ფერტილობაზე. გაიარეთ კონსუტაცია თქვენს ექიმთან, თუ გეგმავს ბავშვის გაჩენას.
მამაკაცის ფერტილობაზე გავლენა
ელომეტმა შეიძლება გავლენა იქონიოს კაცის ფერტილობაზე. გაიარეთ კონსუტაცია თქვენს ექიმთან, თუ გსურთ იყოლიოთ ბავშვები.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
თუ გრძნობთ უჩვეულო დაღლილობას (დაღლილობა ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენაა), განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ სატრანსპორტო საშუალებების მართვისას ან მექანიზმებთან მუშაობისას.
ელომეტი შეიცავს ლაქტოზას
თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ ზოგიერთი შაქრის მიმართ გაქვთ აუტანლობა, ამ სამკურნალო საშუალების მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.
გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ სამკურნალო საშუალებასაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.
შეწყვიტეთ ელომეტის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ ალერგიული რეაქციის რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშანი გამოგივლინდებათ:
სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება;
სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება;
ძლიერი ქავილი კანზე, წითელი გამონაყარი.
ელომეტის სერიოზული გვერდითი მოვლენები მოიცავს: ძალიან ხშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანზე)
ტემპერატურის მომატება, შემცივნება (ინფექციის ნიშნები) • ცხელება, ხველა, სუნთქვის გაძნელება, ხიხინი (ფილტვის ანთების ნიშნები, ასევე ცნობილი როგორც პნევმონიტი).
ხშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანზე)
ძლიერი წყურვილი, შარდის ჭარბი გამოყოფა, მადის მომატება წონის კლებით, დაღლილობა (დიაბეტის ნიშნები) • სისხლდენა (ჰემორაგია), მაგალითად ნაწლავის კედელიდან • შარდის გამოყოფის მკვეთრი შემცირება (თირკმელების უკმარისობის ნიშანი).
არახშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანზე)
ცხელება, კანისმიერი გამონაყარი, სახსრების ტკივილი და ანთება, ასევე დაღლილობა, მადის დაკარგვა, გულისრევა, სიყვითლე (კანის გაყვითლება), ტკივილი მუცლის ზედა მარჯვენა ნაწილში, ღია ფერის განავალი, მუქი შარდი (შეიძლება იყოს B ჰეპატიტის რეაქტივაციის ნიშნები) • ქოშინი, სუნთქვის გაძნელება წოლის დროს, ტერფების ან ფეხების შეშუპება (გულის უკმარისობის ნიშნები) • შეშუპება და/ან ტკივილი ერთ-ერთ ფეხში, ჩვეულებრივ წვივის უკანა ნაწილში, სიწითლე ან თბილი კანი დაზიანებულ არეში (ფეხებში სისხლძარღვის (ვენის) ბლოკირების ნიშნები, გამოწვეული სისხლის შედედების შედეგად) • ქოშინის უეცარი გამოვლენა, ტკივილი გულმკერდის არეში ან სისხლიანი ხველა (ფილტვის ემბოლიის პოტენციური ნიშნები, მდგომარეობა, რომელიც ვლინდება ფილტვებში ერთი ან მეტი არტერიის დაბლოკვისას) • შარდის გამოყოფის მკვეთრი შემცირება, ფეხების შეშუპება, დაბნეულობის შეგრძნება, ტკივილი ზურგის არეში (თირკმლის უეცარი უკმარისობის ნიშნები) • გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება, თავბრუსხვევა (სერიოზული ალერგიული რეაქციის ნიშნები, ასევე ცნობილი როგორც მომატებული მგრძნობელობა).
იშვიათი (შეიძლება გავლენა იქონიოს 1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანზე)
ქოშინი ან სწრაფი სუნთქვა (მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის ნიშნები).
თუ აღგენიშნებათ ამ გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში შედეგები.
ელომეტის სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები მოიცავს: ძალიან ხშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანზე)
დაღლილობა, ქოშინი, თავბრუსხვევა, ფერმკრთალი კანი, სისხლის წითელი უჯრედების დაბალი დონის ნიშნები (ანემია) • სისხლში შაქრის მაღალი დონე (ჰიპერგლიკემია) • მადის დაკარგვა, სისხლში ლიპიდების (ცხიმების) მაღალი დონე (ჰიპერქოლესტერინემია) • გემოს დარღვევა (დისგევზია), თავის ტკივილი • ცხვირიდან სისხლდენა (ეპისტაქსია) • ხველა • პირის ღრუს წყლულები • კუჭის აშლილობა, მათ შორის შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება (გულისრევა) ან დიარეა • კანისმიერი გამონაყარი • ქავილი • სისუსტის ან დაღლილობის შეგრძნება, მკლავების, ხელების, ტერფების, კოჭების ან სხეულის სხვა ნაწილის შეშუპება (შეშუპების ნიშნები) • წონის დაკლება.
ხშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანზე)
სპონტანური სისხლდენა ან სისხლჩაქცევები (თრომბოციტების დაბალი დონის ნიშნები, ასევე ცნობილი როგორც თრომბოციტოპენია), ცხელება, ყელის ტკივილი, პირის ღრუს წყლულები ინფექციების გამო (სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი დონის ნიშნები, ლეიკოპენია, ლიმფოპენია და/ან ნეიტროპენია) • ქოშინი (დისპნოე) • წყურვილი, შარდის შემცირებული გამოყოფა, მუქი შარდი, მშრალი გაწითლებული კანი, გაღიზიანებადობა (დეჰიდრატაციის ნიშნები) • ძილის დარღვევა (უძილობა) • თავის ტკივილი, თავბრუსხვევა (მაღალი არტერიული წნევის ნიშანი, ასევე ცნობილი როგორც ჰიპერტენზია), მკლავის ნაწილის ან მთლიანად (თითების ჩათვლით) ან ფეხის (ფეხის თითების ჩათვლით) შეშუპება, სიმძიმის შეგრძნება, მოძრაობის შეზღუდვა, დისკომფორტი (ლიმფედემის შესაძლო სიმპტომები) • ცხელება • პირის ღრუს, კუჭის, ნაწლავის შიდა ლორწოვანი გარსის ანთება • პირის სიმშრალე • გულძმარვა (დისპეფსია) • შეუძლოდ ყოფნა (ღებინება) • ყლაპვის გაძნელება (დისფაგია) • ტკივილი მუცლის არეში • აკნე • გამონაყარი და ტკივილი ხელების მტევნებზე ან ფეხის გულებზე (ხელ-ფეხის სინდრომი) • კანის სიწითლე (ერითემა) • სახსრების ტკივილი • პირის ღრუს ტკივილი • მენსტრუალური დარღვევები, როგორიცაა არარეგულარული პერიოდები • სისხლში ლიპიდების (ცხიმების) მაღალი დონე (ჰიპერლიპიდემია, მომატებული ტრიგლიცერიდები) • სისხლში კალიუმის დაბალი დონე (ჰიპოკალიემია) • სისხლში ფოსფატის დაბალი დონე (ჰიპოფოსფატემია) • სისხლში კალციუმის დაბალი დონე (ჰიპოკალციემია) • კანის სიმშრალე, კანის აქერცვლა, კანის დაზიანებები • დარღვევა ფრჩხილების მხრივ, ფრჩხილების მსხვრევა • თმის მსუბუქი ცვენა • სისხლში ღვიძლის ფურქციური სინჯების დარრვევა(ალანინ და ასპარტატ ამინოტრანსფერაზას მომატება) • თირკმლის ფურქციური ცვლილების დარღვევა (კრეატინინის მომატება) • ქუთუთოს შეშუპება • ცილა შარდში.
არახშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანზე)
სისუსტე, სპონტანური სისხლდენა ან სისხლჩაქცევები და ხშირი ინფექციები ისეთი ნიშნებით, როგორიცაა: ცხელება, შემცივნება, ყელის ტკივილი ან პირის ღრუს წყლულები (სისხლის უჯრედების დაბალი დონის ნიშნები, ასევე ცნობილი როგორც პანციტოპენია) • გემოვნების შეგრძნების დაკარგვა (აგევზია) • სისხლიანი ნახველი (ჰემოპტიზი) • მენსტრუალური დარღვევები, როგორიცაა მენსტრუაციის არარსებობა (ამენორეა) • შარდის უფრო ხშირი გამოყოფა დღის განმავლობაში • ტკივილი გულმკერდის არეში • ჭრილობის პათოლოგიური შეხორცება • ალები • თვალიდან გამონადენი ქავილით და სიწითლით, ვარდისფერი თვალი ან წითელი თვალი (კონიუნქტივიტი).
იშვიათი (შეიძლება გავლენა იქონიოს 1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანზე)
დაღლილობა, ქოშინი, თავბრუსხვევა, ფერმკრთალი კანი (სისხლის წითელი უჯრედების შემცირება, შესაძლოა გამოწვეული ანემიის ტიპით, რომელსაც ეწოდება სუფთა წითელუჯრედოვანი აპლაზია) • სახის, თვალების ირგვლივ, პირის ღრუში. ყელის, ასევე ენის შეშუპება და სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება (ასევე ცნობილი როგორც ანგიონევროზული შეშუპება), შეიძლება იყოს ალერგიული რეაქციის ნიშნები.
უცნობი (სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით)
რეაქცია სხივური თერაპიის წინა ადგილზე, მაგ. კანის სიწითლე ან ფილტვების ანთება (ე.წ. რადიაციის გახსენების სინდრომი), სხივური მკურნალობის გვერდითი მოვლენების გაუარესება.
თუ ეს გვერდითი მოვლენები ძლიერდება, აცნობეთ თქვენს ექიმს და/ან ფარმაცევტს. გვერდითი მოვლენების უმეტესობა არის მსუბუქი და ზომიერი და ჩვეულებრივ გაქრება, თუ მკურნალობა შეწყდება რამდენიმე დღით.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ აღგენიშნებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ პირდაპირ V დანართში მითითებული შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ დაგვეხმარებით მივიღოთ მეტი ინფორმაცია ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
ჭარბი დოზა
შეტყობინებები დოზის გადაჭარბების შესახებ ადამიანებში ძალიან შეზღუდულია. მიღებულია 70 მგ-მდე ერთჯერადი დოზა მისაღები მწვავე ტოლერანტობით. დოზის გადაჭარბების ყველა შემთხვევაში უნდა იქნას მიღებული ზოგადი დამხმარე ზომები.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერებაა ევეროლიმუსი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ევეროლიმუსს.
სხვა ინგრედიენტებია: ბუტილჰიდროქსიტოლუენი (E321), ჰიპრომელოზა (E464), ლაქტოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, კროსპოვიდონი (E1202) და მაგნიუმის სტეარატი (E470b).
ელომეტის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი
ევეროლიმუსის ტაბლეტები ხელმისაწვდომია სამი დოზით:
ელომეტი 10 მგ არის თეთრი ან მოთეთრო ფერის ოვალური და ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები (დაახლოებით 16 x 8 მმ), ერთ მხარეს ამოტვიფრულია E9VS 10.
[იხ. ამ ძირითადი პაციენტის ფურცელი-ჩანართის პროცედურა-სპეციფიკური დანართები, შეფუთვის პროცედურა-სპეციფიკური შიგთავსისთვის.]
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მარკეტინგული ავტორიზაციის და ლიცენზიის მფლობელი საქართველოში
შპს „ავერსი-ფარმა“
აღმაშენებლის გამზ. 148
0112 თბილისი. საქართველო
შენახვის პირობები
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპატატი მუყაოს კოლოფზე და ბლისტერის ფოლგაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დასაცავად.
ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ ტემპერატურულ პირობებს.
არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ მოახდინოთ პრეპარატების უტილიზაცია, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტინეოპლასტიკური საშუალებები, სხვა ანტინეოპლასტიკური საშუალებები, პროტეინ კინაზას ინჰიბიტორები, ათქ კოდი: L01EG02
მოქმედების მექანიზმი
ევეროლიმუსი არის mTOR-ის (რაპამიცინის სამიზნე ძუძუმწოვრებში) შერჩევითი ინჰიბიტორი. mTOR არის ძირითადი სერინ-თრეონინკინაზა, რომლის აქტივობა, როგორც ცნობილია, იმატებს ადამიანის რიგი კიბოების დროს. ევეროლიმუსი უკავშირდება უჯრედშიდა ცილას FKBP-12-ს, აყალიბებს კომპლექსს, რომელიც თრგუნავს mTOR კომპლექს-1-ის (mTORC1) აქტივობას. mTORC1-ის სასიგნალო გზის დათრგუნვა აფერხებს ცილების გადატანას და სინთეზს, S6 რიბოსომური პროტეინკინაზას (S6K1) და ევკარიოტული გახანგრძლივების ფაქტორის 4E-შემაკავშირებელი ცილის (4EBP-1) აქტივობის შემცირებით, რომელიც არეგულირებს უჯრედულ ციკლში ჩართულ ცილებს, ანგიოგენეზს და გლიკოლიზს. ითვლება, რომ S6K1 აფოსფორილირებს ესტროგენის რეცეპტორის აქტივაციის ფუნქციის 1 დომენს, რომელიც პასუხისმგებელია ლიგანდისგან დამოუკიდებელი რეცეპტორების აქტივაციაზე. ევეროლიმუსი ამცირებს სისხლძარღვთა ენდოთელური ზრდის ფაქტორის (VEGF) დონეს, რომელიც აძლიერებს სიმსივნის ანგიოგენურ პროცესებს. ევეროლიმუსი არის სიმსივნური უჯრედების, ენდოთელური უჯრედების, ფიბრობლასტების და სისხლძარღვებთან დაკავშირებული გლუვკუნთოვანი უჯრედების ზრდისა და პროლიფერაციის ძლიერი ინჰიბიტორი და ნაჩვენებია, რომ ამცირებს გლიკოლიზს მყარ სიმსივნეებში in vitro და in vivo.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
ჰორმონ-რეცეპტორ-დადებითი შორს წასული ძუძუს კიბო
BOLERO-2 (კვლევა CRAD001Y2301), რანდომიზებული, ორმაგი-ბრმა, მულტიცენტრული III ფაზის კვლევა ევეროლიმუს + ექსემესტანი, პლაცებო + ექსემესტანის წინააღმდეგ, ჩატარდა პოსტმენოპაუზურ პერიოდში მყოფ ქალებში ესტროგენ-რეცეპტორ-დადებითი, HER2/neu უარყოფითი შორსწასული ძუძუს კიბოს რეციდივით ან პროგრესირებით, ლეტროზოლით ან ანასტროზოლით მანამდე გავლილი თერაპიის შემდეგ. რანდომიზაცია სტრატიფიცირებული იყო წინა ჰორმონალური თერაპიის მიმართ დადასტურებული მგრძნობელობით და ვისცერული მეტასტაზების არსებობით. წინა ჰორმონალური თერაპიის მიმართ მგრძნობელობა განისაზღვრა როგორც (1) დოკუმენტირებული კლინიკური სარგებელი (სრული პასუხი [CR], ნაწილობრივი პასუხი [PR], სტაბილური დაავადება ≥24 კვირა) მიღებული მინიმუმ ერთი წინა ჰორმონალური თერაპიისგან შორსწასულ პირობებში ან (2) მინიმუმ 24-თვიანი ადიუვანტური ჰორმონალური თერაპია რეციდივის დაწყებამდე.
კვლევის პირველადი საბოლოო წერტილი იყო პროგრესირების გარეშე გადარჩენა (PFS), შეფასებული RECIST-ით (პასუხის შეფასების კრიტერიუმები მყარ სიმსივნეებში), მკვლევარის შეფასების საფუძველზე (ადგილობრივი რადიოლოგია). დამხმარე PFS ანალიზები ეფუძნებოდა დამოუკიდებელ ცენტრალურ რადიოლოგიურ მიმოხილვას.
მეორადი საბოლოო წერტილები მოიცავდა მთლიან გადარჩენას (OS), ობიექტური პასუხის მაჩვენებელს, კლინიკური სარგებლის მაჩვენებელს, უსაფრთხოებას, ცხოვრების ხარისხის ცვლილებას (QoL) და დროს ECOG PS (აღმოსავლეთის კოოპერატივის ონკოლოგიური ჯგუფის მუშაობის სტატუსი) გაუარესებამდე.
სულ 724 პაციენტი რანდომიზირდა 2:1 თანაფარდობით კომბინაციებად - ევეროლიმუსს (10 მგ დღეში) + ექსემესტანი (25 მგ დღეში) (n=485) ან პლაცებოს + ექსემესტანის ჯგუფი (25 მგ დღეში) (n=239). საბოლოო OS ანალიზის დროს, ევეროლიმუსით მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა იყო 24.0 კვირა (დიაპაზონი 1.0-199.1 კვირა). ექსემესტანით მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა უფრო ხანგრძლივი იყო ევეროლიმუსს + ექსემესტანის ჯგუფში, რაც შეადგენდა 29.5 კვირას (1.0-199.1), პლაცებოს + ექსემესტანის ჯგუფთან შედარებით, სადაც ეს მაჩვენებელი შეადგენდა 14.1 კვირას (1.0-156.0).
პირველადი საბოლოო წერტილის ეფექტურობის შედეგები მიღებული იყო საბოლოო PFS ანალიზიდან (იხ. ცხრილი 4 და სურათი 1). პაციენტები პლაცებოს + ექსემესტანის ჯგუფიდან არ გადადიოდნენ ევეროლიმუსზე პროგრესირების დროს.
ცხრილი 4 BOLERO-2-ის ეფექტურობის შედეგები
ანალიზი
ევეროლიმუსია
n=485
პლაცებოა
n=239
რისკების თანაფარდობა
p მნიშვნელობა
საშუალო პროგრესირების გარეშე გადარჩენა (თვეები) (95% ნი)
მკვლევარის რადიოლოგიური მიმოხილვა
- 8
(6.9 - 8.5)
- 2
(2.8 - 4.1)
- 45
(0.38 - 0.54)
<0.0001
დამოუკიდებელი რადიოლოგიური მიმოხილვა
- 0
(9.7 - 15.0)
- 1
(2.9 - 5.6)
- 38
(0.31 - 0.48)
<0.0001
საშუალო საერთო გადარჩენა (თვეები) (95% ნი)
საშუალო საერთო გადარჩენა
- 0
(28.0 - 34.6)
- 6
(22.6 - 33.1)
- 89
(0.73 - 1.10)
- 1426
საუკეთესო საერთო პასუხი (%) (95% ნი)
ობიექტური პასუხის მაჩვენებელიბ
- 6%
(9.8 - 15.9)
- 7%
(0.5 - 4.2)
არ გამოიყენებად
<0.0001ე
კლინიკური სარგებლის მაჩვენებელიგ
- 3%
(46.8 - 55.9)
- 4%
(20.9 - 32.4)
არ გამოიყენებად
<0.0001ე
ა პლუს ექსემესტანი.
ბ ობიექტური პასუხის მაჩვენებელი = სრული ან ნაწილობრივი პასუხის მქონე პაციენტების პროპორცია.
გ კლინიკური სარგებლის მაჩვენებელი = სრული ან ნაწილობრივი პასუხის ან სტაბილური დაავადების (≥24 კვირა) მქონე პაციენტების პროპორცია
დ არ გამოიყენება
ე p მნიშვნელობა მიღებულია ზუსტი კოხრან-მანტელ-ჰაენზელის ტესტიდან, რომელიც იყენებს კოხრან-არმიტაჟის გადანაცვლების ტესტის სტრატიფიცირებულ ვერსიას.
სურათი 1 BOLERO-2 კაპლან-მეიერის პროგრესირების გარეშე გადარჩენის მრუდები (მკვლევარის რადიოლოგიური მიმოხილვა)
PFS მკურნალობის სავარაუდო ეფექტი გამყარებული იყო PFS-ის დაგეგმილი ქვეჯგუფური ანალიზით, მკვლევარის შეფასების საფუძველზე. ყველა განხილული ქვეჯგუფისთვის (ასაკი, მგრძნობელობა წინა ჰორმონალური თერაპიის მიმართ, ჩართული ორგანოების რაოდენობა, მხოლოდ ძვლის დაზიანებების მდგომარეობა საწყის ეტაპზე და ვისცერული მეტასტაზების არსებობა ძირითად დემოგრაფიულ და პროგნოზულ ქვეჯგუფებში) დადებითი მკურნალობის ეფექტი ვლინდებოდა ევეროლიმუს + ექსემესტანით, სავარაუდო რისკების თანაფარდობით პლაცებოს + ექსემესტანთან შედარებისას, რომელიც მერყეობდა 0.25-დან 0.60-მდე.
არანაირი განსხვავება დროში ≥5%-მდე გაუარესების QLQ-C30-ის გლობალური და ფუნქციური დომენის ქულებში არ დაფიქსირებულა ორ ჯგუფში.
BOLERO-6 (კვლევა CRAD001Y2201), სამჯგუფიანი, რანდომიზებული, ღია-ეტიკეტის, II ფაზის კვლევა ევეროლიმუსის ექსმესტანთან კომბინაციით, შედარებული ევეროლიმუსის მონოთერაპიასთან და შედარებული კაპეციტაბინის კომბინაციასთან, ჩატარდა პოსტმენოპაუზურ პერიოდში მყოფ ქალებში, ესტროგენ-რეცეპტორ-დადებითი, HER2/neu უარყოფითი, ლოკალურად შორსწასული მორეციდივე ან მეტასტაზური ძუძუს კიბოს რეციდივით ან პროგრესირებით, ლეტროზოლით ან ანასტროზოლით მანამდე გავლილი თერაპიის შემდეგ.
კვლევის პირველადი მიზანი იყო PFS-ის HR-ის შეფასება ევეროლიმუს + ექსემესტანისთვის და ევეროლიმუსის მონოთერაპიისთვის. ძირითადი მეორადი მიზანი იყო PFS-ის HR-ის შეფასება ევეროლიმუს + ექსემესტანისთვის და კაპეციტაბინისთვის.
სხვა მეორადი მიზნები მოიცავდა OS-ის შეფასებას, ობიექტური პასუხის მაჩვენებელს, კლინიკური სარგებლის მაჩვენებელს, უსაფრთხოებას, დროს ECOG მუშაობის გაუარესებამდე, დროს QoL-ის გაუარესებამდე და მკურნალობით დაკმაყოფილებას (TSQM). არ იყო დაგეგმილი ოფიციალური სტატისტიკური შედარება.
სულ 309 პაციენტი რანდომიზირდა 1:1:1 თანაფარდობით, კომბინაციებად - ევეროლიმუსს (10 მგ დღეში) + ექსემესტანი (25 მგ დღეში) (n=104), ევეროლიმუსის მონოთერაპია (10 მგ დღეში) (n=103), ან კაპეციტაბინი (1250 მგ/მ2 დოზა ორჯერ დღეში 2 კვირის განმავლობაში, რასაც მოჰყვებოდა ერთკვირიანი შესვენება, 3-კვირიანი ციკლი) (n=102). მონაცემთა შეგროვების შეწყვეტის დროს, მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა იყო 27.5 კვირა (დიაპაზონი 2.0-165.7) ევეროლიმუს + ექსემესტანის ჯგუფში, 20 კვირა (1.3-145.0) ევეროლიმუსის ჯგუფში და 26.7 კვირა (1.4-177.1) კაპეციტაბინის ჯგუფში.
საბოლოო PFS-ის ანალიზის შედეგი, PFS-ის 154 მოვლენით, რომელიც გამოვლინდა ადგილობრივი მკვლევარის შეფასების საფუძველზე, აჩვენებდა სავარაუდო HR-ს 0.74-ს (90% CI: 0.57, 0.97) ევეროლიმუს + ექსემესტანის ჯგუფის სასარგებლოდ ევეროლიმუსის ჯგუფთან შედარებით. მედიანური PFS იყო 8.4 თვე (90% ნი: 6.6, 9.7) და 6.8 თვე (90% ნი: 5.5, 7.2), შესაბამისად.
სურათი 2 BOLERO-6 კაპლან-მეიერის პროგრესირების გარეშე გადარჩენის მრუდები (მკვლევარის რადიოლოგიური მიმოხილვა)
PFS-ის ძირითადი მეორადი საბოლოო წერტილისთვის შეფასებული HR იყო 1.26 (90% ნი: 0.96, 1.66) კაპეციტაბინის სასარგებლოდ ევეროლიმუს + ექსემესტანის კომბინირებული ჯგუფთან შედარებით, სულ 148 PFS მოვლენის საფუძველზე.
მეორადი საბოლოო წერტილის OS-ის შედეგები არ შეესაბამებოდა PFS-ის პირველად საბოლოო წერტილს; დაფიქსირდა ტენდენცია ევეროლიმუსის მონოთერაპიის სასარგებლოდ. სავარაუდო HR იყო 1.27 (90% CI: 0.95, 1.70) OS-ის შედარებისთვის ევეროლიმუსის მონოთერაპიის ჯგუფში, ევეროლიმუს + ექსემესტანის ჯგუფთან შედარებით. სავარაუდო HR OS-ის შედარებისთვის ევეროლიმუს + ექსემესტანის კომბინირებულ ჯგუფში, კაპეციტაბინის ჯგუფთან შედარებით იყო 1.33 (90% ნი: 0.99, 1.79).
პანკრეასული წარმოშობის შორსწასული ნეიროენდოკრინული სიმსივნეები (pNET)
RADIANT-3-ის (კვლევა CRAD001C2324), III ფაზის, მულტიცენტრულ, რანდომიზებულ, ორმაგ-ბრმა კვლევაში შედარდა ევეროლიმუსს პლუს საუკეთესო დამხმარე მოვლა (BSC) და პლაცებოს პლუს BSC, პაციენტებში შორსწასული pNET-ით, რომელმაც აჩვენა ევეროლიმუსის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კლინიკური სარგებელი პლაცებოსთან შედარებით, მედიანური პროგრესირების გარეშე გადარჩენის (PFS) 2.4-ჯერ გახანგრძლივებით (11.04 თვე 4.6 თვესთან შედარებით), (HR 0.35; 95% ნი: 0.27, 0.45; p<0.0001) (იხ. ცხრილი 5 და სურათი 3).
RADIANT-3-ში ჩაერთვნენ პაციენტები კარგად და ზომიერად დიფერენცირებული შორსწასული pNET-ით, რომელთა დაავადება პროგრესირებდა წინა 12 თვის განმავლობაში. სომატოსტატინის ანალოგებით მკურნალობა დაშვებული იყო BSC-ის ფარგლებში.
კვლევის პირველადი საბოლოო წერტილი იყო PFS, შეფასებული RECIST-ით (პასუხის შეფასების კრიტერიუმები მყარ სიმსივნეებში). დოკუმენტირებული რენტგენოლოგიური პროგრესირების შემდეგ, მკვლევარს შეეძლო პაციენტის მოხსნა ბრმა მკურნალობიდან. პლაცებოს ჯგუფში რანდომიზებულებს შეეძლოთ ღია-ეტიკეტური ევეროლიმუსის მიღება.
მეორადი საბოლოო წერტილები მოიცავდა: უსაფრთხოებას, ობიექტური პასუხის მაჩვენებელს, პასუხის ხანგრძლივობას და საერთო გადარჩენას (OS).
მთლიანობაში 410 პაციენტი რანდომიზირდა 1:1, რათა მიეღოთ ევეროლიმუსი 10 მგ/დღეში (n=207) ან პლაცებო (n=203). დემოგრაფია კარგად იყო დაბალანსებული (საშუალო ასაკი 58 წელი, 55% მამაკაცი, 78.5% კავკასიელი). ორივე ჯგუფის პაციენტების ორმოცდათვრამეტმა პროცენტმა მიიღო წინასწარი სისტემური თერაპია. ბრმა კვლევისას მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა იყო 37.8 კვირა (დიაპაზონი 1.1-129.9 კვირა) პაციენტებისთვის, რომლებიც იღებდნენ ევეროლიმუსს და 16.1 კვირა (დიაპაზონი 0.4-147.0 კვირა) მათთვის, ვინც იღებდა პლაცებოს.
დაავადების პროგრესირების ან კვლევიდან მოხსნის შემდეგ, თავდაპირველად პლაცებოზე რანდომიზირებული 203 პაციენტიდან 172 (84.7%) გადავიდა ღია-ეტიკეტურ ევეროლიმუსზე. ღია-ეტიკეტური მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა იყო 47.7 კვირა ყველა პაციენტისთვის; 67.1 კვირა - ევეროლიმუსზე რანდომიზირებული 53 პაციენტისთვის, რომლებიც გადავიდნენ ღია-ეტიკეტურ ევეროლიმუსზე და 44.1 კვირა - პლაცებოზე რანდომიზირებული 172 პაციენტისთვის, რომლებიც გადავიდნენ ღია-ეტიკეტურ ევეროლიმუსზე.
ცხრილი 5 RADIANT-3 - ეფექტურობის შედეგები
პოპულაცია
ევეროლიმუსი
n=207
პლაცებო
n=203
რისკების თანაფარდობა (95% ნი)
p მნიშვნელობა
საშუალო პროგრესირების გარეშე გადარჩენა (თვეები) (95% ნი)
მკვლევარის რადიოლოგიური მიმოხილვა
- 04
(8.41, 13.86)
- 60
(3.06, 5.39)
- 35
(0.27, 0.45)
<0.0001
დამოუკიდებელი რადიოლოგიური მიმოხილვა
- 67
(11.17, 18.79)
- 68
(5.39, 8.31)
- 38
(0.28, 0.51)
<0.0001
საშუალო საერთო გადარჩენა (თვეები) (95% ნი)
საშუალო საერთო გადარჩენა
- 02
(35.61, 51.75)
- 68
(29.14, 45.77)
- 94
(0.73, 1.20)
- 300
სურათი 3 RADIANT-3 - კაპლან-მეიერის პროგრესირების გარეშე გადარჩენის მრუდები (მკვლევარის რადიოლოგიური მიმოხილვა)
კუჭ-ნაწლავთან ან ფილტვთან დაკავშირებული ნეიროენდოკრინული სიმსივნეები
RADIANT-4-ის (კვლევა CRAD001T2302), რანდომიზებულ, ორმაგ-ბრმა, მულტიცენტრულ, III ფაზის კვლევაში შედარდა ევეროლიმუსს პლუს საუკეთესო დამხმარე მოვლა (BSC) და პლაცებოს პლუს BSC, პაციენტებში შორსწასული კარგად დიფერენცირებული (1-ლი ხარისხი ან მე-2 ხარისხი) კუჭ-ნაწლავთან ან ფილტვთან დაკავშირებული არაფუნქციური ნეიროენდოკრინული სიმსივნეებით, კარცინოიდულ სინდრომთან დაკავშირებული აქტიური სიმპტომების და ანამნეზის გარეშე.
კვლევის პირველადი საბოლოო წერტილი იყო პროგრესირების გარეშე გადარჩენა (PFS), რომელიც შეფასდა პასუხის შეფასების კრიტერიუმებით მყარ სიმსივნეებში (RECIST) და ეფუძნებოდა დამოუკიდებელ რადიოლოგიურ შეფასებას. დამხმარე PFS ანალიზი დაფუძნებული იყო ადგილობრივი მკვლევარის მიმოხილვაზე. მეორადი საბოლოო წერტილები მოიცავდა მთლიან გადარჩენას (OS), საერთო პასუხის მაჩვენებელს, დაავადების კონტროლის მაჩვენებელს, უსაფრთხოებას, ცხოვრების ხარისხის ცვლილებას (FACT-G) და დროს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მუშაობის სტატუსის (WHO PS) გაუარესებამდე.
სულ 302 პაციენტი რანდომიზირდა 2:1 თანაფარდობით, რათა მიეღოთ ევეროლიმუსი (10 მგ დღეში) (n=205) ან პლაცებო (n=97). დემოგრაფია და დაავადების მახასიათებლები ზოგადად დაბალანსებული იყო (საშუალო ასაკი 63 წელი [დიაპაზონი 22-დან 86 წლამდე], 76% კავკასიელი, სომატოსტატინის ანალოგის [SSA] წინა გამოყენება ანამნეზში). ბრმად მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა იყო 40.4 კვირა პაციენტებისთვის, რომლებიც იღებდნენ ევეროლიმუსს და 19.6 კვირა - მათთვის, ვინც იღებდა პლაცებოს. პირველადი PFS ანალიზის შემდეგ, 6 პაციენტი პლაცებოს ჯგუფიდან გადავიდა ღია-ეტიკეტურ ევეროლიმუსზე.
PFS-ის პირველადი საბოლოო წერტილის ეფექტურობის შედეგები (დამოუკიდებელი რადიოლოგიური მიმოხილვა) მიღებული იყო საბოლოო PFS ანალიზიდან (იხ. ცხრილი 6 და სურათი 4). PFS-ის ეფექტურობის შედეგები (მკვლევარის რადიოლოგიური მიმოხილვა) მიღებული იყო OS-ის საბოლოო ანალიზიდან (იხ. ცხრილი 6).
ცხრილი 6 RADIANT-4 - პროგრესირების გარეშე გადარჩენის შედეგები
პოპულაცია
ევეროლიმუსი
n=205
პლაცებო
n=97
რისკების თანაფარდობა (95% ნი)
p მნიშვნელობაა
საშუალო პროგრესირების გარეშე გადარჩენა (თვეები) (95% ნი)
მკვლევარის რადიოლოგიური მიმოხილვა
- 01
(9.2, 13.3)
- 91
(3.6, 7.4)
- 48
(0.35, 0.67)
<0.001
დამოუკიდებელი რადიოლოგიური მიმოხილვა
- 39
(11.24, 17.97)
- 45
(3.71, 7.39)
- 40
(0.29, 0.55)
<0.001
ა ცალმხრივი p-მნიშვნელობა სტრატიფიცირებული ლოგ-რანკის ტესტიდან
სურათი 4 RADIANT-4 - კაპლან-მეიერის პროგრესირების გარეშე გადარჩენის მრუდები (დამოუკიდებელი რადიოლოგიური მიმოხილვა)
დამხმარე ანალიზებში, დადებითი თერაპიული ეფექტი დაფიქსირდა ყველა ქვეჯგუფში, გარდა იმ პაციენტთა ქვეჯგუფისა, რომლებსაც ჰქონდათ ილეუმი, როგორც სიმსივნის წარმოშობის პირველადი წყარო (ილეუმი: HR=1.22 [95% ნი: 0.56-დან 2.65-მდე]; არაილეუმი: HR. =0.34 [95% ნი: 0.22-დან 0.54-მდე]; ფილტვები: HR=0.43 [95% ნი: 0.24-დან 0.79-მდე]) (იხ. სურათი 5).
სურათი 5 RADIANT-4 - პროგრესირების გარეშე გადარჩენის შედეგები წინასწარ განსაზღვრული პაციენტების ქვეჯგუფის მიხედვით (დამოუკიდებელი რადიოლოგიური მიმოხილვა)
- არაილეუმი: კუჭი, მსხვილი ნაწლავი, სწორი ნაწლავი, აპენდიქსი, ბრმა ნაწლავი, თორმეტგოჯა ნაწლავი, მლივი ნაწლავი, უცნობი პირველადი წარმოშობის კარცინომა და სხვა კუჭ-ნაწლავური წარმოშობა.
ULN: ნორმალური ზედა ზღვარი
CgA: ქრომოგრანინი A
NSE: ნეირონის სპეციფიკური ენოლაზა
რისკების თანაფარდობა (95% ნი) სტრატიფიცირებული კოქსის მოდელიდან
საბოლოო საერთო გადარჩენის (OS) ანალიზმა არ აჩვენა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება იმ პაციენტებს შორის, რომლებიც იღებდნენ ევეროლიმუსს ან პლაცებოს კვლევის ბრმა მკურნალობის პერიოდში (HR= 0.90 [95% ნი: 0.66-დან 1.22-მდე]).
განსხვავება WHO-ს PS HR=1.02 დროში [95% ნი: 0.65, 1.61]) და ცხოვრების ხარისხის საბოლოო გაუარესებამდე დროში (FACT-G საერთო ქულა HR=0.74; [95% ნი: 0.50, 1.10]) არ დაფიქსირებულა ორ ჯგუფს შორის.
შორსწასული თირკმელუჯრედოვანი კარცინომა
RECORD-1 (კვლევა CRAD001C2240), III ფაზის, საერთაშორისო, მულტიცენტრული, რანდომიზირებული, ორმაგი-ბრმა კვლევა, სადაც ერთმანეთს დარდებოდა ევეროლიმუსი 10 მგ/დღეში და პლაცებო, ორივე საუკეთესო დამხმარე მოვლასთან ერთად, ჩატარდა მეტასტაზური თირკმელუჯრედოვანი კარცინომის მქონე პაციენტებში, რომელთა დაავადება პროგრესირებდა VEGFR-TKI-ით (სისხლძარღვთა ენდოთელური ზრდის ფაქტორის რეცეპტორის ტიროზინკინაზას ინჰიბიტორი) მკურნალობის დროს ან შემდეგ (სუნიტინიბი, სორაფენიბი, ან ორივე სუნიტინიბი და სორაფენიბი). ასევე, დასაშვები იყო ბევაციზუმაბით და ინტერფერონ-α-თი წინასწარი თერაპია. პაციენტები სტრატიფიცირებულნი იყვნენ მემორიალ სლოან-კეტერინგის კიბოს ცენტრის (MSKCC) პროგნოზული ქულის მიხედვით (ხელსაყრელი- vs. საშუალო- vs. სუსტი რისკ-ჯგუფების) და მანამდე გავლილი კიბოს საწინააღმდეგო თერაპიის მიხედვით (1 vs. 2 წინა VEGFR-TKIs).
პროგრესირების გარეშე გადარჩენა, რომელიც დოკუმენტირებული იყო RECIST-ის (რეაქციის შეფასების კრიტერიუმები მყარ სიმსივნეებში) გამოყენებით და შეფასებული - ბრმა, დამოუკიდებელი ცენტრალური მიმოხილვის მეშვეობით, წარმოადგენდა პირველად საბოლოო წერტილს. მეორადი საბოლოო წერტილები მოიცავდა: უსაფრთხოებას, სიმსივნის ობიექტური პასუხის მაჩვენებელს, საერთო გადარჩენას, დაავადებასთან დაკავშირებულ სიმპტომებს და ცხოვრების ხარისხს. დადასტურებული დოკუმენტირებული რენტგენოლოგიური პროგრესირების შემდეგ, მკვლევარს შეეძლო პაციენტის მოხსნა ბრმა მკურნალობიდან: პლაცებოზე რანდომიზირებულებს შეეძლოთ მიეღოთ ღია-ეტიკეტური ევეროლიმუსი 10 მგ/დღეში. მონაცემთა მონიტორინგის დამოუკიდებელმა კომიტეტმა რეკომენდაცია გაუწია ამ კვლევის შეწყვეტას მეორე შუალედური ანალიზის დროს, რადგან პირველადი საბოლოო წერტილი დაკმაყოფილდა.
მთლიანობაში, 416 პაციენტი რანდომიზირდ 2:1 თანაფარდობით ევეროლიმუსის (n=277) ან პლაცებოს (n=139) მისაღებად. დემოგრაფია კარგად იყო დაბალანსებული (გაერთიანებული საშუალო ასაკი [61 წელი; დიაპაზონი 27-85], 78% მამაკაცი, 88% კავკასიელი, წინა VEGFR-TKI თერაპიის რაოდენობა [1-74%, 2-26%]). ბრმა კვლევისას მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა იყო 141 დღე (დიაპაზონი 19-451 დღე) პაციენტებისთვის, რომლებიც იღებდნენ ევეროლიმუსს და 60 დღე (დიაპაზონი 21-295 დღე) მათთვის, ვინც იღებდა პლაცებოს.
ევეროლიმუსის მაჩვენებელი აღემატებოდა პლაცებოსას პროგრესირების გარეშე გადარჩენის პირველადი საბოლოო წერტილის თვალსაზრისით, პროგრესირების ან სიკვდილის რისკის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი 67%-ით შემცირებით (იხ. ცხრილი 7 და სურათი 6).
ცხრილი 7 RECORD-1 - პროგრესირების გარეშე გადარჩენის შედეგები
პოპულაცია
n
ევეროლიმუსი
n=277
პლაცებო
n=139
რისკების თანაფარდობა (95% ნი)
p მნიშვნელობა
საშუალო პროგრესირების გარეშე გადარჩენა (თვეები) (95% ნი)
პირველადი ანალიზი
ყველა (ბრმა დამოუკიდებელი ცენტრალური მიმოხილვა)
416
- 9
(4.0-5.5)
- 9
(1.8-1.9)
- 33
(0.25-0.43)
<0.0001ა
დამხმარე/მგრძნობიარობის ანალიზები
ყველა (ადგილობრივი მიმოხილვა მკვლევარის მიერ)
416
- 5
(4.6-5.8)
- 9
(1.8-2.2)
- 32
(0.25-0.41)
<0.0001ა
MSKCC პროგნოზული ქულა (ბრმა დამოუკიდებელი ცენტრალური მიმოხილვა)
ხელსაყრელი რისკი
120
- 8
(4.0-7.4)
- 9
(1.9-2.8)
- 31
(0.19-0.50)
<0.0001
შუალედური რისკი
235
- 5
(3.8-5.5)
- 8
(1.8-1.9)
- 32
(0.22-0.44)
<0.0001
სუსტი რისკი
61
- 6
(1.9-4.6)
- 8
(1.8-3.6)
- 44
(0.22-0.85)
- 007
ა სტრატიფიცირებული ლოგ-რანკის ტესტი
სურათი 6 RECORD-1 – კაპლან-მეიერის პროგრესირების გარეშე გადარჩენის მრუდები (დამოუკიდებელი ცენტრალური მიმოხილვა)
ექვსთვიანი PFS მაჩვენებლები იყო 36% ევეროლიმუსით თერაპიისთვის, ხოლო პლაცებოსთვის 9%.
დადასტურებული ობიექტური სიმსივნური პასუხი დაფიქსირდა 5 პაციენტში (2%), რომლებიც იღებდნენ ევეროლიმუსს, ხოლო არცერთი არ დაფიქსირებულა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს. ამიტომ, პროგრესირების გარეშე გადარჩენის უპირატესობა პირველ რიგში ასახავს დაავადების სტაბილიზაციის მქონე მოსახლეობას (შეესაბამება ევეროლიმუსის მკურნალობის ჯგუფის 67%-ს).
არ აღინიშნა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება მკურნალობასთან დაკავშირებულ საერთო გადარჩენაში (რისკების თანაფარდობა 0.87; ნდობის ინტერვალი: 0.65-1.17; p=0.177). გადასვლა ღია-ეტიკეტურ ევეროლიმუსზე დაავადების პროგრესირების შემდეგ პაციენტებისთვის, რომლებიც განაწილდნენ პლაცებოს ჯგუფში, ართულებდა მკურნალობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვაობის გამოვლენას საერთო გადარჩენის თვალსაზრისით.
სხვა კვლევები
სტომატიტი არის ყველაზე ხშირად მოხსენებული გვერდითი მოვლენა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ევეროლიმუსით (იხ. პარაგრაფები 4.4 და 4.8). პოსტ-მარკეტინგულ კვლევაში პოსტმენოპაუზურ პერიოდში მყოფ ქალებში, რომლებსაც ჰქონდათ შორსწასული ძუძუს კიბო (N=92), ადგილობრივი მკურნალობა 0.5 მგ დექსამეტაზონით/5 მლ უსპირტო პერორალური ხსნარით გამოიყენებოდა პირის ღრუს სავლების სახით (4-ჯერ დღეში მკურნალობის საწყისი 8 კვირის განმავლობაში) პაციენტებში, რომლებიც ამავე დროს იწყებდნენ მკურნალობას ევეროლიმუსს (10 მგ/დღეში) პლუს ექსემესტანით (25 მგ/დღეში), სტომატიტის სიხშირისა და სიმძიმის შესამცირებლად. ≥მე-2 ხარისხის სტომატიტის სიხშირე მე-8 კვირისთვის იყო 2.4% (n=2/85 შესაფასებელი პაციენტი), რაც უფრო ნაკლები იყო ვიდრე ისტორიული შეტყობინებები. 1-ლი ხარისხის სტომატიტის სიხშირე იყო 18.8% (n=16/85), ხოლო მე-3 ან მე-4 ხარისხის სტომატიტის შემთხვევები არ გამოვლენილა. საერთო უსაფრთხოების პროფილი ამ კვლევაში შეესაბამებოდა ევეროლიმუსისთვის დადგენილ ონკოლოგიური და ტუბეროზული სკლეროზის კომპლექსის (TSC) პარამეტრებს, გარდა პერორალური კანდიდოზის ოდნავ გაზრდილი სიხშირისა, რომელიც აღინიშნა პაციენტების 2.2%-ში (n=2/92).
ბავშვთა ასაკი
ევროპის მედიკამენტების სააგენტომ უარი თქვა ევეროლიმუსის შემცველი რეფერენს სამკურნალო პროდუქტებით ჩატარებული კვლევების შედეგების წარდგენის ვალდებულებაზე პედიატრიული პოპულაციის ყველა ქვეჯგუფში პანკრეასული წარმოშობის ნეიროენდოკრინული სიმსივნეებით, გულმკერდის ნეიროენდოკრინული სიმსივნეებით და თირკმელუჯრეოვანი კარცინომით (იხ. პარაგრაფი 4.2 ინფორმაცია პედიატრიული გამოყენებისთვის).
- 2 ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები
შეწოვა
შორს წასული მყარი სიმსივნეების …
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
- 3.1 შეფუთვის ფურცელი-ჩანართი - ძირითადი
შეფუთვის ფურცელი ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
ელომეტი 10 მგ ტაბლეტები
ევეროლიმუსი
ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე სრულად და ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ფურცელი-ჩანართი, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს სამკურნალო საშუალება გამოგეწერათ პირადად თქვენ. არ გადასცეთ იგი სხვა პირებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები ისეთივეა, როგორიც თქვენი.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომელიც მოცემული არ არის წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.
წინამდებარე ფურცელი-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
რას წარმოადგენს ელომეტი და რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ ელომეტის გამოყენებამდე
როგორ გამოიყენება ელომეტი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორ ინახება ელომეტი
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას წარმოადგენს ელომეტი და რისთვის გამოიყენება
ელომეტი არის კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელიც შეიცავს მოქმედ ნივთიერებას ევეროლიმუსს. ევეროლიმუსი ამცირებს სიმსივნისთვის სისხლის მიწოდებას და ანელებს კიბოს უჯრედების ზრდას და გავრცელებას.
ელომეტი გამოიყენება ზრდასრული პაციენტების სამკურნალოდ:
ჰორმონ-რეცეპტორ-დადებითი შორსწასული ძუძუს კიბოს მქონე პოსტმენოპაუზურ პერიოდში მყოფ ქალებში, რომლებშიც სხვა მკურნალობა (ე.წ. „არასტეროიდული არომატაზას ინჰიბიტორები“) ვეღარ აკონტროლებს დაავადებას. იგი ინიშნება პრეპარატთან ერთად, რომელსაც ეწოდება ექსემესტანი, სტეროიდული არომატაზას ინჰიბიტორი, რომელიც გამოიყენება ჰორმონალური კიბოს საწინააღმდეგო თერაპიისთვის.
შორსწასული სიმსივნეები, რომელსაც ეწოდება ნეიროენდოკრინული სიმსივნეები, რომლებიც წარმოიქმნება კუჭიდან, ნაწლავებიდან, ფილტვებიდან ან პანკრეასიდან. იგი ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ სიმსივნე არაოპერირებადია და არ გამოიმუშავებს ჭარბად სპეციფიკურ ჰორმონებს ან სხვა დაკავშირებულ ბუნებრივ ნივთიერებებს.
თირკმლის შორსწასული კიბო (თირკმლის შორსწასული უჯრედოვანი კარცინომა), როდესაც სხვა მკურნალობა (ე.წ. „VEGF (სისხლძარღვების ენდოთელური ზრდის ფაქტორი) - მიზნობრივი თერაპია“) ვერ უწყობს ხელს დაავადების შეჩერებას.
რა უნდა იცოდეთ ელომეტის გამოყენებამდე
ელომეტი ინიშნება მხოლოდ კიბოს მკურნალობაში გამოცდილების მქონე ექიმის მიერ. ყურადღებით დაიცავით ექიმის ყველა ინსტრუქცია. ისინი შეიძლება განსხვავდებოდეს წინამდებარე ფურცელ-ჩანართში მოცემული ზოგადი ინფორმაციისგან. თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ელომეტის შესახებ ან გაგიჩნდათ კითხვა თუ რატომ დაგინიშნეს ის, მიმართეთ თქვენს ექიმს.
არ მიიღოთ ელომეტი:
თუ გაქვთ ალერგია ევეროლიმუსის, მონათესავე ნივთიერებების, როგორიცაა სიროლიმუსი ან ტემსიროლიმუსი, ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში).
თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ ალერგია, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ელომეტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს
თუ გაქვთ ღვიძლთან დაკავშირებული რაიმე პრობლემა ან თუ ოდესმე გქონიათ რაიმე დაავადება, რომელმაც შესაძლოა გავლენა იქონია თქვენს ღვიძლზე. თუ ეს ასეა, თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს ელომეტის სხვა დოზის დანიშვნა.
თუ გაქვთ დიაბეტი (სისხლში შაქრის მაღალი დონე). ელომეტმა შეიძლება გაზარდოს სისხლში შაქრის დონე და გააუარესოს შაქრიანი დიაბეტი. ამან შეიძლება გამოიწვიოს ინსულინით და/ან პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებებით თერაპიის საჭიროება. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ აღგენიშნებათ ძლიერი წყურვილი ან გახშირებული შარდვა.
თუ დაგჭირდებათ ვაქცინა ელომეტის მიღებისას.
თუ გაქვთ მაღალი ქოლესტერინი. ელომეტმა შეიძლება გაზარდოს ქოლესტერინის და/ან სისხლის სხვა ცხიმების დონე.
თუ ბოლო დროს გაგიკეთდათ სერიოზული ოპერაცია, ან თუ ოპერაციის შემდეგ ჯერ კიდევ გაქვთ მოუშუშებელი ჭრილობა. ელომეტმა შეიძლება გაზარდოს ჭრილობის შეხორცების პრობლემებთან დაკავშირებული რისკი.
თუ გაქვთ ინფექცია. შესაძლოა საჭირო გახდეს თქვენი ინფექციის მკურნალობა ელომეტის დაწყებამდე.
თუ ადრე გქონიათ B ჰეპატიტი, რადგან ის შეიძლება ხელახლა გააქტიურდეს ელომეტით მკურნალობის დროს (იხ. პარაგრაფი 4 „შესაძლო გვერდითი მოვლენები“).
თუ გაიარეთ ან აპირებთ გაიაროთ სხივური თერაპია.
ელომეტმა, ასევე, შეიძლება:
დაასუსტოს თქვენი იმუნური სისტემა. ამიტომ, თქვენ შეიძლება გქონდეთ ინფექციის რისკი ელომეტის მიღებისას. თუ გაქვთ ცხელება ან ინფექციის სხვა ნიშნები, მიმართეთ თქვენს ექიმს. ზოგიერთი ინფექცია შეიძლება იყოს მძიმე და გამოიწვიოს ლეტალური შედეგები.
იმოქმედოს თირკმელების ფუნქციონირებაზე ამიტომ, თქვენი ექიმი მონიტორინგს გაუწევს თქვენი თირკმელების ფუნქციას ელომეტის მიღებისას.
გამოიწვიოს ქოშინი, ხველა და ცხელება.
გამოიწვიოს პირის ღრუს წყლულების და წყლულების განვითარება. თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს ელომეტით მკურნალობის შეჩერება ან შეწყვეტა. შეიძლება დაგჭირდეთ მკურნალობა პირის ღრუს სავლებით, გელით ან სხვა პროდუქტებით. ზოგიერთმა პირის ღრუს სავლებებმა და გელებმა შეიძლება გაამწვავონ წყლულების მდგომარეობა, ამიტომ არ გამოიყენოთ არაფერი თქვენს ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე. თქვენმა ექიმმა შესაძლოა განაახლოს ელომეტით მკურნალობა იმავე დოზით ან უფრო დაბალი დოზით.
იწვევს სხივური თერაპიის გართულებებს. რადიოთერაპიის მძიმე გართულებები (როგორიცაა: ქოშინი, გულისრევა, დიარეა, კანისმიერი გამონაყარი და ტკივილი პირის ღრუში, ღრძილებსა და ყელში), ლეტალური შემთხვევების ჩათვლით, დაფიქსირდა ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც იღებდნენ ევეროლიმუსს სხივურ თერაპიასთან ერთად ან რომლებიც იღებდნენ ევეროლიმუსს სხივური თერაპიის შემდეგ მალევე. გარდა ამისა, ეგრეთ წოდებული რადიაციის გახსენების სინდრომი (რომელიც მოიცავს კანის სიწითლეს ან ფილტვების ანთებას წინა სხივური თერაპიის ადგილზე) დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებსაც წარსულში ჩაუტარდათ სხივური თერაპია.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გეგმავთ სხივური თერაპიის გავლას უახლოეს მომავალში, ან თუ ადრე გქონდათ გავლილი სხივური თერაპია.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ აღგენიშნებათ ეს სიმპტომები.
მკურნალობის დროს რეგულარულად ჩაგიტარდებათ სისხლის ანალიზი. აღნიშნულით შემოწმდება სისხლის უჯრედების რაოდენობა (სისხლის თეთრი უჯრედები, სისხლის წითელი უჯრედები და თრომბოციტები) თქვენს სხეულში, რათა დადგინდეს, აქვს თუ არა ელომეტს არასასურველი გავლენა ამ უჯრედებზე. ასევე ჩატარდება სისხლის ანალიზი თქვენი თირკმლის ფუნქციის (კრეატინინის დონე) და ღვიძლის ფუნქციის (ტრანსამინაზების დონე) და სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონის შესამოწმებლად. ეს იმიტომ ხდება, რომ მათზე ასევე შეიძლება გავლენა იქონიოს ელომეტმა.
ბავშვები და მოზარდები
ელომეტი არ გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში (18 წლამდე ასაკის).
სხვა სამკურნალო საშუალებები და ელომეტი
ელომეტმა შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთი სხვა პრეპარატის მოქმედებაზე. თუ იღებთ სხვა პრეპარატებს ელომეტთან ერთად, თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს ელომეტის ან სხვა პრეპარატების დოზის შეცვლა.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
შემდეგმა სამკურნალო საშუალებებმა შეიძლება გაზარდონ ელომეტის გვერდითი მოვლენების რისკი:
კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი ან ფლუკონაზოლი და სხვა სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ;
კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი ან ერითრომიცინი, ანტიბიოტიკები, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ;
რიტონავირი და სხვა მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება აივ ინფექციის/შიდსის სამკურნალოდ;
ვერაპამილი ან დილთიაზემი, რომლებიც გამოიყენება გულის დაავადებების ან მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ;
დრონედარონი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება გულისცემის დასარეგულირებლად;
ციკლოსპორინი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ორგანოს გადანერგილის ორგანოს უარყოფის თავიდან ასაცილებლად;
იმატინიბი, გამოიყენება პათოლოგიური უჯრედების ზრდის დასათრგუნად;
ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები (როგორიცაა რამიპრილი), რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის ან გულ-სისხლძარღვთა სხვა პრობლემების სამკურნალოდ;
ნეფაზოდონი, გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ.
შემდეგმა სამკურნალო საშუალებებმა შეიძლება შეამცირონ ელომეტის ეფექტურობა:
რიფამპიცინი, რომელიც გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ;
ეფავირენცი ან ნევირაპინი, რომლებიც გამოიყენება აივ ინფექციის/შიდსის სამკურნალოდ;
კრაზანა (Hypericum perforatum), მცენარეული საშუალება, რომელიც გამოიყენება დეპრესიისა და სხვა მდგომარეობების სამკურნალოდ;
დექსამეტაზონი, კორტიკოსტეროიდი, რომელიც გამოიყენება მრავალი დაავადების, მათ შორის ანთებითი ან იმუნური პრობლემების სამკურნალოდ;
ფენიტოინი, კარბამაზეპინი ან ფენობარბიტალი და სხვა ანტიეპილეფსიური საშუალებები, რომლებიც გამოიყენება კრუნჩხვების ან გულყრების შესაჩერებლად.
ამ პრეპარატების გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული ელომეტით მკურნალობის დროს. თუ თქვენ იღებთ რომელიმე მათგანს, თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაგიყვანოთ სხვა პრეპარატზე ან შეცვალოს ელომეტის დოზა.
ელომეტი საკვებთან და სასმელთან ერთად
მოერიდეთ გრეიპფრუტის და გრეიპფრუტის წვენის მიღებას, ელომეტის გამოყენების დროს. მას შეუძლია გაზარდოს ელომეტის რაოდენობა სისხლში, შესაძლო საზიანო დონემდე.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
ორსულობა
ელომეტმა შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს ჯერ არ დაბადებულ ბავშვს და არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად. თქვენი ექიმი განიხილავს თქვენთან ერთად, უნდა მიიღოთ თუ არა ეს პრეპარატი ორსულობის დროს.
ფერტილური ასაკის ქალებმა უნდა გამოიყენონ მაღალეფექტური კონტრაცეფცია მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან 8 კვირის განმავლობაში. თუ ამ ზომების მიუხედავად, ფიქრობთ, რომ შესაძლოა დაორსულდით მიმართეთ ექიმს რჩევისთვის.
ძუძუთი კვება
ელომეტმა შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვს. არ შეიძლება ბავშვის ძუძუთი კვება მკურნალობის დროს და ევეროლიმუსის ბოლო დოზის მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს.
ქალის ფერტილობაზე გავლენა
მენსტრუაციის არარსებობა (ამენორეა) დაფიქსირდა ზოგიერთ ქალ პაციენტში, რომლებიც იღებდნენ ელომეტს.
ელომეტმა შეიძლება გავლენა იქონიოს ქალის ფერტილობაზე. გაიარეთ კონსუტაცია თქვენს ექიმთან, თუ გეგმავს ბავშვის გაჩენას.
მამაკაცის ფერტილობაზე გავლენა
ელომეტმა შეიძლება გავლენა იქონიოს კაცის ფერტილობაზე. გაიარეთ კონსუტაცია თქვენს ექიმთან, თუ გსურთ იყოლიოთ ბავშვები.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება
თუ გრძნობთ უჩვეულო დაღლილობას (დაღლილობა ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენაა), განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ სატრანსპორტო საშუალებების მართვისას ან მექანიზმებთან მუშაობისას.
ელომეტი შეიცავს ლაქტოზას
თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ ზოგიერთი შაქრის მიმართ გაქვთ აუტანლობა, ამ სამკურნალო საშუალების მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.
როგორ გამოიყენება ელომეტი
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზაა 10 მგ დღეში ერთხელ. თქვენი ექიმი გეტყვით, ელომეტის რამდენი ტაბლეტი უნდა მიიღოთ.
თუ გაქვთ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ელომეტის უფრო დაბალი დოზა (2.5, 5 ან 7.5 მგ დღეში).
თუ ელომეტის მიღებისას აღგენიშნებათ გარკვეული გვერდითი მოვლენები (იხ. პარაგრაფი 4), თქვენმა ექიმმა შეიძლება შეამციროს დოზა ან შეწყვიტოს მკურნალობა, ხანმოკლე პერიოდით ან სამუდამოდ.
მიიღეთ ელომეტი დღეში ერთხელ, დაახლოებით ერთსა და იმავე დროს ყოველდღე, მუდმივად, საკვებთან ერთად ან მის გარეშე. გადაყლაპეთ ტაბლეტ(ებ)ი მთლიანად ჭიქა წყლის დაყოლებით. არ ჩაღეჭოთ ან დაქუცმაცოთ ტაბლეტები.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ელომეტი
თუ მიიღეთ ელომეტი ჭარბი რაოდენობით ან თუ ვინმემ შემთხვევით მიიღო თქვენი ტაბლეტები, სასწრაფოდ მიმართეთ თქვენს ექიმს ან წადით საავადმყოფოში. შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო მკურნალობა.
თან წაიღეთ წამლის კოლოფი და ეს ფურცელი-ჩანართი, რათა ექიმმა იცოდეს, რა მიიღეთ.
თუ დაგავიწყდათ ელომეტის მიღება
თუ გამოტოვეთ დოზა, მიიღეთ შემდეგი დოზა დაგეგმილის მიხედვით. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ტაბლეტების ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვეტთ ელომეტის მიღებას
არ შეწყვიტოთ ელომეტის მიღება, სანამ თქვენი ექიმი არ გეტყვით.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ სამკურნალო საშუალებასაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.
შეწყვიტეთ ელომეტის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ ალერგიული რეაქციის რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშანი გამოგივლინდებათ:
სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება;
სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება;
ძლიერი ქავილი კანზე, წითელი გამონაყარი.
ელომეტის სერიოზული გვერდითი მოვლენები მოიცავს: ძალიან ხშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანზე)
ტემპერატურის მომატება, შემცივნება (ინფექციის ნიშნები) • ცხელება, ხველა, სუნთქვის გაძნელება, ხიხინი (ფილტვის ანთების ნიშნები, ასევე ცნობილი როგორც პნევმონიტი).
ხშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანზე)
ძლიერი წყურვილი, შარდის ჭარბი გამოყოფა, მადის მომატება წონის კლებით, დაღლილობა (დიაბეტის ნიშნები) • სისხლდენა (ჰემორაგია), მაგალითად ნაწლავის კედელიდან • შარდის გამოყოფის მკვეთრი შემცირება (თირკმელების უკმარისობის ნიშანი).
არახშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანზე)
ცხელება, კანისმიერი გამონაყარი, სახსრების ტკივილი და ანთება, ასევე დაღლილობა, მადის დაკარგვა, გულისრევა, სიყვითლე (კანის გაყვითლება), ტკივილი მუცლის ზედა მარჯვენა ნაწილში, ღია ფერის განავალი, მუქი შარდი (შეიძლება იყოს B ჰეპატიტის რეაქტივაციის ნიშნები) • ქოშინი, სუნთქვის გაძნელება წოლის დროს, ტერფების ან ფეხების შეშუპება (გულის უკმარისობის ნიშნები) • შეშუპება და/ან ტკივილი ერთ-ერთ ფეხში, ჩვეულებრივ წვივის უკანა ნაწილში, სიწითლე ან თბილი კანი დაზიანებულ არეში (ფეხებში სისხლძარღვის (ვენის) ბლოკირების ნიშნები, გამოწვეული სისხლის შედედების შედეგად) • ქოშინის უეცარი გამოვლენა, ტკივილი გულმკერდის არეში ან სისხლიანი ხველა (ფილტვის ემბოლიის პოტენციური ნიშნები, მდგომარეობა, რომელიც ვლინდება ფილტვებში ერთი ან მეტი არტერიის დაბლოკვისას) • შარდის გამოყოფის მკვეთრი შემცირება, ფეხების შეშუპება, დაბნეულობის შეგრძნება, ტკივილი ზურგის არეში (თირკმლის უეცარი უკმარისობის ნიშნები) • გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება, თავბრუსხვევა (სერიოზული ალერგიული რეაქციის ნიშნები, ასევე ცნობილი როგორც მომატებული მგრძნობელობა).
იშვიათი (შეიძლება გავლენა იქონიოს 1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანზე)
ქოშინი ან სწრაფი სუნთქვა (მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის ნიშნები).
თუ აღგენიშნებათ ამ გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში შედეგები.
ელომეტის სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები მოიცავს: ძალიან ხშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანზე)
დაღლილობა, ქოშინი, თავბრუსხვევა, ფერმკრთალი კანი, სისხლის წითელი უჯრედების დაბალი დონის ნიშნები (ანემია) • სისხლში შაქრის მაღალი დონე (ჰიპერგლიკემია) • მადის დაკარგვა, სისხლში ლიპიდების (ცხიმების) მაღალი დონე (ჰიპერქოლესტერინემია) • გემოს დარღვევა (დისგევზია), თავის ტკივილი • ცხვირიდან სისხლდენა (ეპისტაქსია) • ხველა • პირის ღრუს წყლულები • კუჭის აშლილობა, მათ შორის შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება (გულისრევა) ან დიარეა • კანისმიერი გამონაყარი • ქავილი • სისუსტის ან დაღლილობის შეგრძნება, მკლავების, ხელების, ტერფების, კოჭების ან სხეულის სხვა ნაწილის შეშუპება (შეშუპების ნიშნები) • წონის დაკლება.
ხშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანზე)
სპონტანური სისხლდენა ან სისხლჩაქცევები (თრომბოციტების დაბალი დონის ნიშნები, ასევე ცნობილი როგორც თრომბოციტოპენია), ცხელება, ყელის ტკივილი, პირის ღრუს წყლულები ინფექციების გამო (სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი დონის ნიშნები, ლეიკოპენია, ლიმფოპენია და/ან ნეიტროპენია) • ქოშინი (დისპნოე) • წყურვილი, შარდის შემცირებული გამოყოფა, მუქი შარდი, მშრალი გაწითლებული კანი, გაღიზიანებადობა (დეჰიდრატაციის ნიშნები) • ძილის დარღვევა (უძილობა) • თავის ტკივილი, თავბრუსხვევა (მაღალი არტერიული წნევის ნიშანი, ასევე ცნობილი როგორც ჰიპერტენზია), მკლავის ნაწილის ან მთლიანად (თითების ჩათვლით) ან ფეხის (ფეხის თითების ჩათვლით) შეშუპება, სიმძიმის შეგრძნება, მოძრაობის შეზღუდვა, დისკომფორტი (ლიმფედემის შესაძლო სიმპტომები) • ცხელება • პირის ღრუს, კუჭის, ნაწლავის შიდა ლორწოვანი გარსის ანთება • პირის სიმშრალე • გულძმარვა (დისპეფსია) • შეუძლოდ ყოფნა (ღებინება) • ყლაპვის გაძნელება (დისფაგია) • ტკივილი მუცლის არეში • აკნე • გამონაყარი და ტკივილი ხელების მტევნებზე ან ფეხის გულებზე (ხელ-ფეხის სინდრომი) • კანის სიწითლე (ერითემა) • სახსრების ტკივილი • პირის ღრუს ტკივილი • მენსტრუალური დარღვევები, როგორიცაა არარეგულარული პერიოდები • სისხლში ლიპიდების (ცხიმების) მაღალი დონე (ჰიპერლიპიდემია, მომატებული ტრიგლიცერიდები) • სისხლში კალიუმის დაბალი დონე (ჰიპოკალიემია) • სისხლში ფოსფატის დაბალი დონე (ჰიპოფოსფატემია) • სისხლში კალციუმის დაბალი დონე (ჰიპოკალციემია) • კანის სიმშრალე, კანის აქერცვლა, კანის დაზიანებები • დარღვევა ფრჩხილების მხრივ, ფრჩხილების მსხვრევა • თმის მსუბუქი ცვენა • სისხლში ღვიძლის ფურქციური სინჯების დარრვევა(ალანინ და ასპარტატ ამინოტრანსფერაზას მომატება) • თირკმლის ფურქციური ცვლილების დარღვევა (კრეატინინის მომატება) • ქუთუთოს შეშუპება • ცილა შარდში.
არახშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანზე)
სისუსტე, სპონტანური სისხლდენა ან სისხლჩაქცევები და ხშირი ინფექციები ისეთი ნიშნებით, როგორიცაა: ცხელება, შემცივნება, ყელის ტკივილი ან პირის ღრუს წყლულები (სისხლის უჯრედების დაბალი დონის ნიშნები, ასევე ცნობილი როგორც პანციტოპენია) • გემოვნების შეგრძნების დაკარგვა (აგევზია) • სისხლიანი ნახველი (ჰემოპტიზი) • მენსტრუალური დარღვევები, როგორიცაა მენსტრუაციის არარსებობა (ამენორეა) • შარდის უფრო ხშირი გამოყოფა დღის განმავლობაში • ტკივილი გულმკერდის არეში • ჭრილობის პათოლოგიური შეხორცება • ალები • თვალიდან გამონადენი ქავილით და სიწითლით, ვარდისფერი თვალი ან წითელი თვალი (კონიუნქტივიტი).
იშვიათი (შეიძლება გავლენა იქონიოს 1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანზე)
დაღლილობა, ქოშინი, თავბრუსხვევა, ფერმკრთალი კანი (სისხლის წითელი უჯრედების შემცირება, შესაძლოა გამოწვეული ანემიის ტიპით, რომელსაც ეწოდება სუფთა წითელუჯრედოვანი აპლაზია) • სახის, თვალების ირგვლივ, პირის ღრუში. ყელის, ასევე ენის შეშუპება და სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება (ასევე ცნობილი როგორც ანგიონევროზული შეშუპება), შეიძლება იყოს ალერგიული რეაქციის ნიშნები.
უცნობი (სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით)
რეაქცია სხივური თერაპიის წინა ადგილზე, მაგ. კანის სიწითლე ან ფილტვების ანთება (ე.წ. რადიაციის გახსენების სინდრომი), სხივური მკურნალობის გვერდითი მოვლენების გაუარესება.
თუ ეს გვერდითი მოვლენები ძლიერდება, აცნობეთ თქვენს ექიმს და/ან ფარმაცევტს. გვერდითი მოვლენების უმეტესობა არის მსუბუქი და ზომიერი და ჩვეულებრივ გაქრება, თუ მკურნალობა შეწყდება რამდენიმე დღით.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ აღგენიშნებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ პირდაპირ V დანართში მითითებული შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ დაგვეხმარებით მივიღოთ მეტი ინფორმაცია ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
როგორ ინახება ელომეტი
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპატატი მუყაოს კოლოფზე და ბლისტერის ფოლგაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დასაცავად.
ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ ტემპერატურულ პირობებს.
არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ მოახდინოთ პრეპარატების უტილიზაცია, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ელომეტი
მოქმედი ნივთიერებაა ევეროლიმუსი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ევეროლიმუსს.
სხვა ინგრედიენტებია: ბუტილჰიდროქსიტოლუენი (E321), ჰიპრომელოზა (E464), ლაქტოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, კროსპოვიდონი (E1202) და მაგნიუმის სტეარატი (E470b).
ელომეტის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი
ევეროლიმუსის ტაბლეტები ხელმისაწვდომია სამი დოზით:
ელომეტი 10 მგ არის თეთრი ან მოთეთრო ფერის ოვალური და ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები (დაახლოებით 16 x 8 მმ), ერთ მხარეს ამოტვიფრულია E9VS 10.
[იხ. ამ ძირითადი პაციენტის ფურცელი-ჩანართის პროცედურა-სპეციფიკური დანართები, შეფუთვის პროცედურა-სპეციფიკური შიგთავსისთვის.]
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მარკეტინგული ავტორიზაციის და ლიცენზიის მფლობელი საქართველოში
შპს „ავერსი-ფარმა“
აღმაშენებლის გამზ. 148
0112 თბილისი. საქართველო
მწარმოებელი:
Synthon Hispania, S.L. (სინტონ ჰისპანია, ს.ლ.)
C/Castelló, Nº1, (C/კასტელო)
სანტ ბოი დე ლობრეგატი,
08830 ბარსელონა, ესპანეთი
პროდუქტის ლიცენზიის მფლობელი
BioOrganics BV (ბიოორგანიკს ბვ)
მიკროვეგი 22
6545 CM ნიჯმეგენი,
ნიდერლანდები, სინტონი
- ტექსტის გადახედვის თარიღი
- 06.2022
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


