პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კორტიკოსტეროიდები

ელოკონი

ELOCON

ურეცეპტოდ0,1%ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

ელოკონი, ეს არის თეთრი-მოთეთრო ფერის, გლუვი და ჰომოგენური შესახედაობის (ერთგვაროვანი) კრემი, რომელიც 30 გრამის ოდენობით ალუმინის ტუბშია მოთვსებული და რომელიც უცხო ნივთიერებას არ შეიცავს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
მომეტაზონი (mometasone)
ფორმა და შეფუთვა
0,1% 30გ კრემი ტუბი №1
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კორტიკოსტეროიდები, დერმატოლოგიური პრეპარატები, კორტიკოსტეროიდები მაღალი აქტივობით (ჯგუფი III)
ATC კოდი
D07AC13
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0433
რეგისტრირებულია
30 დეკემბერი 2022, მოქმედებს 30 დეკემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაელოკონი და სხვა წამალი ერთად

ელოკონი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ელოკონი, ეს არის თეთრი-მოთეთრო ფერის, გლუვი და ჰომოგენური შესახედაობის (ერთგვაროვანი) კრემი, რომელიც 30 გრამის ოდენობით ალუმინის ტუბშია მოთვსებული და რომელიც უცხო ნივთიერებას არ შეიცავს.

ელოკონი, ეს არის კორტიზონის შემცველი ჰორმონალური წამალი, რომელიც განკუთვნილია კანზე გარეგანი გამოყენებისთვის, საჭიროა კრემის კანზე გადატანა და დაზელა. ელოკონი შედის ძლიერი კორტიკოსტეროიდების ჯგუფში.

ეს წამალი გამოიყენება კანის განსაზღვრული პრობლემებით გამოწვეული სიწითლის, ქავილის შესამცირებლად, კრემი, კანის ზედაპირზე დაიტანება.

ელოკონი, გამოიყენება ფსორიაზის, ატოპიური დერმატიტის, გამაღიზიანებელ ნივთიერებებთან დაკავშირებული კანის რეაქციების და/და ან ალერგიული დერმატიტების მსგავსი კანის ზოგიერთი ანთებითი(ჩირქოვანი) დაავადებების სამკურნალოდ მაშინ, როცა მომეტაზონის ფუროატით მკურნალობაზე კარგი შედეგი მიიღება.

ფსორიაზი ეს არის კანის დაავადება, რომელიც უფრო მეტად იდაყვის, მუხლის, თავის თმიან ნაწილსა და სხეულის დანარჩენ მიდამოებში ვლინდება და ხასიათდება ქავილით, კანზე ვარდისფერი ბალთების და ლაქების განვითარებით. დერმატიტი, კანის გარე გამღიზიანებლების (მაგ.სარეცხი ფხვნილი) მიმართ რეაქციის გამოხატვით ვლინდება და იწვევს კანის სიწითლესა და ქავილს.

  • ელოკონის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ელოკონი, არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:

თუ:

მომეტაზონის ფუროატის და ან წამლის შემადგენლობაში არსებული დამხმარე ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ და ან სხვა ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) გაქვთ,

აცრის შემდეგ ვლინდება კანის რეაქციები,

ჩუტყვავილა გაქვთ,

ტუჩის ჰერპესი გაქვთ,

როზაცეა (სახეზე გამოვლენილი კანის დაავადება) გაქვთ,

აკნე გაქვთ,

მეჭეჭები გაქვთ,

პირის ღრუს ირგვლივი დერმატიტი გაქვთ,

პერიანალური (ანუსის ირგვლივ) ქავილი გაქვთ,

გენიტალური (სასქესო მიდამოს)ქავილი გაქვთ,

ბავშვებში კანის გამოწვა ვლინდება,

ჰერპეს ზოსტერის ვირუსით გამოწვეული კანის დაავადება გაქვთ,

კანის სხვა ინფექციები გაქვთ,

პარაზიტული და სოკოვანი ინფექცია გაქვთ,

ჭლექი (ტუბერკულოზი) გაქვთ,

სიფილისი (სქესობრივი გზით გადამცემი დაავადება) გაქვთ,

დაზიანებული და ან დაწყლულებული კანის ზედაპირი გაქვთ,

კანის ატროფია (ზოგიერთი დაავადების დროს კანის გათხელება) გაქვთ

ელოკონი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:

თუ;

მკურნალობის პროცესში გაღიზიანება და ან მომატებული მგრძნობელობა განვითარდება, ელოკონის გამოყენება შეაჩერეთ და საჭირო მკურნალობაზე გადადით,

მხედველობის შემღვრევა და ან სხვა პრობლემები შეგექმნებათ, სასწრაფოდ ექიმს მიმართეთ.

მკურნალობის პროცესში ინფექცია განვითარდება, თქვენი ექიმი თქვენთვის შესაბამის ანტიფუნგალური (სოკოვანი დაავადების სამკურნალოდ გამოყენებული წამალი) და ან ანტიბაქტერიული წამლით მკურნალობას დაიწყებს.

კანის ვრცელ დაზიანებულ უბანზე და ან ერთმანეთთან შეხებაში მყოფ კანის მონაკვეთებში მალამოს აპლიკაციის ხანგრძლივი გამოყენებისას, როცა პარალელურად დახურული ტიპის შეხვევებიც კეთდება, შეიძლება ლოკალური და ან სისტემური (ზოგადი, გავრცელებული, მთელ სხეულზე მოქმედი) ტოქსიკური ეფექტები გამოვლინდეს.

ძლიერი ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების შეწოვის გზით სისხლში მოხვედრამ შეიძლება გამოიწვიოს კუშინგის სინდრომის ნიშნები (კისრის უკანა ნაწილში კუზის მსგავსი ცხიმის დაგროვება, სახის დამრგვალება, ჭარბთმიანობა და წელის და მენჯის ძვლების გათხელება, დაშლა), აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის მომატება და შარდში შაქრის გამოვლინება.

განსაკუთრებით ბავშვებში, კანზე ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენების შედეგად შეიძლება გამოვლინდეს იგივე გვერდითი ეფექტები, რომელიც ვლინდებოდეს ორალური და ინჰალაციური კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას.

თუ კრემს, ზედმეტი რაოდენობით და/და ან რეკომენდირებულ დროზე უფრო მეტი ხანგრძლივობით გამოიყენებთ, აღნიშნულმა მდგომარეობამ, განსაკუთრებით ბავშვებში, შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს სხეულის განსაზღვრულ ჰორმონალურ მაჩვენებლებზე.

ზრდასრულებში, ჰორმონალური დონის ცვლილებამ იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს სახის შეშუპება და ან დამრგვალება, ჯდომის ანდა ფეხზე დგომის დროს სისუსტე, დაღლილობა და თავბრუსხვევა.

გლუკოკორტიკოიდებმა,ზოგიერთი დაავადებული ქსოვილების ფერის ცვლილება შეიძლება გამოიწვიოს, ეს კი სწორი დიაგნოზის დასმას ართულებს და შესაბამისად გამოჯანმრთელების პროცესს აგვიანებს.

თუ ფსორიზი გართულდება და ან კანქვეშ ჩირქით სავსე შესივებები განვითარდება, ექიმს მიმართეთ.

სიგარეტი არ მოწიოთ და შიშველი სხეულით ცეცხლს არ დაუახლოვდეთ-არსებობს დამწვრობის სერიოზული რისკი. ამ პროდუქტთან კონტაქტის მქონე მასალა, მატერია (მაგ. ტანისამოსი, საწოლის გადასაფარებელი, კაბები და ა.შ.) უფრო ადვილად იწვის და დამწვრობის სერიოზულ საშიშროებას ქმნის. ტანისამოსის და ან საწოლის გადასაფარებელის გარეცხვა წამლის დაგროვებას შეამცირებს, მაგრამ სრულად ვერ აღმოფხვრის.

თუ, კრემის გამოყენების პროცესში მდგომარეობის გაუარესება გამოვლინდება, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ. ამ დროს შეიძლება აღინიშნებოდეს ალერგიული რეაქცია, ბაქტერიული ინფექცია და მკურნალობის მიზნით შეიძლება საჭირო გახდეს სხვა, განსხვავებული მკურნალობის ჩატარება.

მკურნალობის შეწყვეტიდან ხანმოკლე დროის, 2 კვირის შემდეგ რეციდივის განვითარებისას, მკურნალი ექიმის კონსულტაციის და რეკომენდაციის გარეშე კრემის გამოყენება განმეორებით არ დაიწყოთ. თუ, მდგომარეობა გაუმჯობესდა, რეციდივის შემთხვევაში კანის დაზიანებული, სიწითლის მქონე მიდამო პირველად საზღვრებს (დაავადების პირველი გამოვლინებისას სიწითლის საზღვრები) სცილდება და წვის შეგრძნებაც გაქვთ, მკურნალობის განმეორებით დაწყებამდე გთხოვთ სამედიცინო დახმარება მიიღეთ, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.

ელოკონის გამოყენება არ შეიძლება თვალის შიგნით და თვალის ირგვლივ მიდამოებში.

ბავშვები

მალამოს საჭიროზე უფრო მეტის რაოდენობის გამოყენების შემთხვევაში და/და ან რეკომენდირებულ დროზე უფრო ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში, პრეპარატმა შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს ბავშვების ჰორმონალურ ფონზე. აღნიშნულმა მდგომარეობამ კი შეიძლება ქვემოთ ჩამოთვლილი პრობლემები გამოიწვიოს:

ზრდის და განვითარების შეფერხება

სახის შეშუპება და ან დამრგვალება

ელოკონის გამოყენების დროს აუცილებლად უნდა იცოდეთ :

ეს წამალი კანის დაავადებების დროს გარეგანი გამოყენებისთვისაა განკუთვნილი. მალამოს თვალში მოხვედრას მოერიდეთ.

ეს წამალი, მხოლოდ ექიმის მიერ რეკომენდირებული კანის დაავადებების სამკურალოდ გამოიყენეთ.

ექიმის რეკომენდაციის გარეშე, მკურნალობის ქვეშ მყოფი კანის მიდამოები სახვევით ან სხვა სახის საფენებით არ დაიფაროთ.

თუ აღნიშნული გაფრთხილებებიდან ნებისმიერი მდგომარეობა წარსულში ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ.

ელოკონის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

წამლის გამოყენების მეთოდიდან გამომდინარე, საკვებთან და სასმელთან ზემოქმედება არ აღინიშნება.

მიღების წესი და დოზირება

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

ელოკონი, დღეში ერთხელ კანის დაავადებულ მიდამოში დაიტანეთ (წაისვით).

ელოკონი, ექიმის რეკომენდაციის გარეშე კანის ფართო მონაკვეთში და ან კანის ერთმანეთთან კონტაქტის მქონე მიდამოებში (საზარდული, იღლიის მიდამო) ხანგრძლივად არ გამოიყენოთ, მკურნალობის მიდამო სახვევით ანდა სხვა ნებისმიერი საფენით არ დაფაროთ. მკურნალობა უეცრად არ შეწყვიტოთ. მალამო თვალებში არ მოახვედროთ.

ელოკონი სახეზე 5 დღეზე მეტი დროით არ გამოოიყენოთ.

ბავშვებში 5 დღეზე მეტი დროით არ გამოიყენოთ.

კრემის, სხეულის დიდ ფართზე დიდი რაოდენობით და ხანგრძლივად გამოყენებას თავი აარიდეთ.

გამოყენების გზა და მეთოდი:

ელოკონი, კანის დაავადებულ მიდამოში თხელი ფენის სახით დაიტანეთ, შემდეგ კი წამლის შეწოვამდე მსუბუქად დაიზილეთ.

სიფრთხილის ზომები

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება: ძუძუთი კვებაზე მყოფ და პატარა ბავშვებში, აბსოლუტური საჭიროების გარეშე ელოკონის გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

2 წლამდე ასაკის ბავშვებში ელოკონის გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

ბავშვებში, კანზე გარეგანი გზით გამოყენებული კორტიკოსტეროიდებით მკურნალობაზე შედეგის მიღებისთვის, რეკომენდირებულია მალამოს ყველაზე მცირე რაოდენობის გამოყენება. ქრონიკულმა კორტიკოსტეროიდულმა მკურნალობამ შეიძლება ბავშვის ზრდა-განვითარებაზე გავლენა მოახდინოს.

ხანდაზმულებში გამოყენება:

დოზის რეგულირებას არ საჭიროებს.

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:

თირკმლების/ღვიძლის უკმარისობა

გამოყენების განსაკუთრებული მითითება არ არსებობს.

თუ ფიქრობთ, რომ ელოკონის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

თუ, ელოკონის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

ელოკონი, ყოველთვის ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად გამოიყენეთ. თუ, კრემს სხეულის უფრო ვრცელ მონაკვეთზე და ან უფრო მეტ რაოდენობას გამოიყენებთ, აღნიშნულმა შეიძლება ჰორმონალურ ფონზე ზემოქმედება მოახდინოს. ბავშვებში შეიძლება ზრდა-განვითარების შეფერხება განაპირობოს.

იმის გამო, რომ თითოეულ ტუბში სტეროიდის შემადგენლობა ძალიან დაბალია, შემთხვევით პირში მოხვედრისას, ტოქსიკური ეფექტი ძალიან მცირეა და ან საერთოდ არ ვლინდება.

ელოკონის, საჭიროზე უფრო მეტი რაოდენობის გამოყენების შემთვევაში, ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ ელოკონის მიღება დაგავიწყდებათ:

თუ, ელოკონის გამოყენება დაგავიწყდებათ, როგორც კი გაიხსენებთ გამოიყენეთ, შემდეგ კი მკურნალობა ჩვეული რეჟიმით გააგრძელეთ.

დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ გამოიყენოთ.

ელოკონით მკურნალობის დასრულების შემთხვევაში შესაძლო გვერდითი ეფექტები:

თუ, ელოკონს დიდი ხანია იყენებთ და პრობლემური კანის მდგომარეობა გაუმჯობესდა, მალამოს გამოყენება უეცრად არ უნდა შეწყვიტოთ. თუ, უეცრად შეწყვეტთ, შეიძლება კანის სიწითლე შეამჩნიოთ, ასევე შეიძლება იგრძნოთ წვის ანდა ჩხვლეტის შეგრძნება. აღნიშნულის თავიდან აცილების მიზნით, ექიმს გაესაუბრეთ, ექიმის მითითების გარეშე მკურნალობა სრულად არ შეწყვიტოთ, მკურნალობის შეწყვეტა ეტაპობრივად ხდება, გამოყენების სიხშირის თანდათან შემცირებით.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის შემთვევაში, ელოკონში არსებული ნივთიერების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.

ელოკონის გამოყენების შემდეგ ავადმყოფთა მცირე ჯგუფში შეიძლება გამოვლინდეს ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტებიდან ზოგიერთი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

წამლის მიღებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ელოკონი, აბსოლუტური აუცილებლობის გარეშე ორსულობის დროს არ გამოიყენოთ.

თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, სასწრაფოდ ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის გამოყენებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ელოკონი, აბსოლუტური აუცილებლობის გარეშე ძუძუთი კვების პერიოდში არ გამოიყენოთ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ელოკონი, ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედებას არ ახდენს.

ელოკონის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია

ელოკონი, სიფრთხილის განმაპირობებელ რაიმე სახის ნივთიერებას არ შეიცავს.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

ელოკონის, სხვა წამლებთან ურთიერთქმედება არ ვლინდება.

თუ, რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

გვერდითი მოვლენები

ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 1000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი:1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფში ვლინდება, მაგრამ 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

ძალიან იშვიათი:

თმის ფესვების ანთება (ალოპეცია)

წვის შეგრძნება

ქავილი

უცნობი:

კანის ალერგიული რეაქციები

ბაქტერიული წარმოშობის და მეორადი კანის ინფექცია

აკნე

თმის ფესვების ინფექცია

კანის გათხელება

გამონაყარის მსგავსი წითელი წერტილები

კანის ფერის გაღიავება

ჩხვლეტის შეგრძნება

დაბუჟება

თმიანობის მომატება

კანის დარბილება და ნახეთქები

მხედველობის შემღვრევა

აპლიკაციის მიდამოში ტკვილი

აპლიკაციის მიდამოში რეაქციები

სტეროიდების მოხსნის რეაცია:

თუ, სტეროიდული პრეპარატები ხანგრძლივად, დიდი რაოდენობით იქნება გამოყენებული, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე და ან მკურნალობის სრული შეწყვეტის შედეგად სტეროიდების მოხსნის რეაქცია შეიძლება გამოვლინდეს: მკურნალობის ქვეშ არსებული პირველადი კერის საზღვრების გავრცელება-გაფართოება და კანის სიწითლე, წვის და ან ჩხვლეტის შეგრძნება, ძლიერი ქავილი, კანის აშრევება, კანის ღია დაზიანებები.

ადგილობრივი კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის დროს დაფიქსირებული სხვა არასასურველი ეფექტებია: კანის სიმშრალე, კანის გაღიზიანება, დერმატიტი (კანის დაავადების სახეობა), პირის ირგვლივ დერმატიტი და პატარა, გაგანიერებული სისხლძარღვები.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის და ან არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ანდა არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

  • ელოკონის შენახვა

ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას და ორიგინალურ შეფუთვაში შეინახეთ.

ელოკონი <300 C ოთახის ტემპერატურაზე შეინახეთ. არ გაყინოთ.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

კოლოფის შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ელოკონი არ გამოიყენოთ.

ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ლიცენზიის მფლობელი: შპს. ორგანონ თურქიე ილაჩლარი

შიშლი-სტამბული

წარმოების ადგილი: ს.ს სანოფის წამლის წარმოება და ვაჭრობა

ბუიუქქარიშთირან. 39780 ლულებურგაზი-ქირქლარელი

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 12.01.2023-ში დამოწმებულია.

ორგანონ

თარჯიმანი ნაილა იდნოევი

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ელოკონი 0,1% კრემი

განკუთვნილია (კანზე) გარეგანი გამოყენებისთვის

მოქმედი ნივთიერებები: მომეტაზონის ფუროატი.

დამხმარე ნივთიერებები: ჰექსილენ გლიკოლი, ფოსფორმჟავა, ჰიდროგენირებული ფოსფატიდინ ქოლინი, ალუმინის ოქტენილ სუქცინატის სახამებელი, ტიტანის დიოქსიდი, თეთრი ცვილი (ფუტკრისგან წარმოებული), თეთრი ვაზელინი, სუფთა წყალი.

აღნიშნული წამლის გამოყენებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.

დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ.

აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.

აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.

წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი ანდა დაბალი დოზა არ მიიღოთ.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:

რა არის და რისთვის გამოიყენება ელოკონი?

ელოკონის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

როგორ გამოიყენება ელოკონი?

რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?

ელოკონის შენახვა

  • რა არის და რისთვის გამოიყენება ელოკონი?

ელოკონი, ეს არის თეთრი-მოთეთრო ფერის, გლუვი და ჰომოგენური შესახედაობის (ერთგვაროვანი) კრემი, რომელიც 30 გრამის ოდენობით ალუმინის ტუბშია მოთვსებული და რომელიც უცხო ნივთიერებას არ შეიცავს.

ელოკონი, ეს არის კორტიზონის შემცველი ჰორმონალური წამალი, რომელიც განკუთვნილია კანზე გარეგანი გამოყენებისთვის, საჭიროა კრემის კანზე გადატანა და დაზელა. ელოკონი შედის ძლიერი კორტიკოსტეროიდების ჯგუფში.

ეს წამალი გამოიყენება კანის განსაზღვრული პრობლემებით გამოწვეული სიწითლის, ქავილის შესამცირებლად, კრემი, კანის ზედაპირზე დაიტანება.

ელოკონი, გამოიყენება ფსორიაზის, ატოპიური დერმატიტის, გამაღიზიანებელ ნივთიერებებთან დაკავშირებული კანის რეაქციების და/და ან ალერგიული დერმატიტების მსგავსი კანის ზოგიერთი ანთებითი(ჩირქოვანი) დაავადებების სამკურნალოდ მაშინ, როცა მომეტაზონის ფუროატით მკურნალობაზე კარგი შედეგი მიიღება.

ფსორიაზი ეს არის კანის დაავადება, რომელიც უფრო მეტად იდაყვის, მუხლის, თავის თმიან ნაწილსა და სხეულის დანარჩენ მიდამოებში ვლინდება და ხასიათდება ქავილით, კანზე ვარდისფერი ბალთების და ლაქების განვითარებით. დერმატიტი, კანის გარე გამღიზიანებლების (მაგ.სარეცხი ფხვნილი) მიმართ რეაქციის გამოხატვით ვლინდება და იწვევს კანის სიწითლესა და ქავილს.

  • ელოკონის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ელოკონი, არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:

თუ:

მომეტაზონის ფუროატის და ან წამლის შემადგენლობაში არსებული დამხმარე ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ და ან სხვა ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) გაქვთ,

აცრის შემდეგ ვლინდება კანის რეაქციები,

ჩუტყვავილა გაქვთ,

ტუჩის ჰერპესი გაქვთ,

როზაცეა (სახეზე გამოვლენილი კანის დაავადება) გაქვთ,

აკნე გაქვთ,

მეჭეჭები გაქვთ,

პირის ღრუს ირგვლივი დერმატიტი გაქვთ,

პერიანალური (ანუსის ირგვლივ) ქავილი გაქვთ,

გენიტალური (სასქესო მიდამოს)ქავილი გაქვთ,

ბავშვებში კანის გამოწვა ვლინდება,

ჰერპეს ზოსტერის ვირუსით გამოწვეული კანის დაავადება გაქვთ,

კანის სხვა ინფექციები გაქვთ,

პარაზიტული და სოკოვანი ინფექცია გაქვთ,

ჭლექი (ტუბერკულოზი) გაქვთ,

სიფილისი (სქესობრივი გზით გადამცემი დაავადება) გაქვთ,

დაზიანებული და ან დაწყლულებული კანის ზედაპირი გაქვთ,

კანის ატროფია (ზოგიერთი დაავადების დროს კანის გათხელება) გაქვთ

ელოკონი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:

თუ;

მკურნალობის პროცესში გაღიზიანება და ან მომატებული მგრძნობელობა განვითარდება, ელოკონის გამოყენება შეაჩერეთ და საჭირო მკურნალობაზე გადადით,

მხედველობის შემღვრევა და ან სხვა პრობლემები შეგექმნებათ, სასწრაფოდ ექიმს მიმართეთ.

მკურნალობის პროცესში ინფექცია განვითარდება, თქვენი ექიმი თქვენთვის შესაბამის ანტიფუნგალური (სოკოვანი დაავადების სამკურნალოდ გამოყენებული წამალი) და ან ანტიბაქტერიული წამლით მკურნალობას დაიწყებს.

კანის ვრცელ დაზიანებულ უბანზე და ან ერთმანეთთან შეხებაში მყოფ კანის მონაკვეთებში მალამოს აპლიკაციის ხანგრძლივი გამოყენებისას, როცა პარალელურად დახურული ტიპის შეხვევებიც კეთდება, შეიძლება ლოკალური და ან სისტემური (ზოგადი, გავრცელებული, მთელ სხეულზე მოქმედი) ტოქსიკური ეფექტები გამოვლინდეს.

ძლიერი ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების შეწოვის გზით სისხლში მოხვედრამ შეიძლება გამოიწვიოს კუშინგის სინდრომის ნიშნები (კისრის უკანა ნაწილში კუზის მსგავსი ცხიმის დაგროვება, სახის დამრგვალება, ჭარბთმიანობა და წელის და მენჯის ძვლების გათხელება, დაშლა), აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის მომატება და შარდში შაქრის გამოვლინება.

განსაკუთრებით ბავშვებში, კანზე ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენების შედეგად შეიძლება გამოვლინდეს იგივე გვერდითი ეფექტები, რომელიც ვლინდებოდეს ორალური და ინჰალაციური კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას.

თუ კრემს, ზედმეტი რაოდენობით და/და ან რეკომენდირებულ დროზე უფრო მეტი ხანგრძლივობით გამოიყენებთ, აღნიშნულმა მდგომარეობამ, განსაკუთრებით ბავშვებში, შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს სხეულის განსაზღვრულ ჰორმონალურ მაჩვენებლებზე.

ზრდასრულებში, ჰორმონალური დონის ცვლილებამ იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს სახის შეშუპება და ან დამრგვალება, ჯდომის ანდა ფეხზე დგომის დროს სისუსტე, დაღლილობა და თავბრუსხვევა.

გლუკოკორტიკოიდებმა,ზოგიერთი დაავადებული ქსოვილების ფერის ცვლილება შეიძლება გამოიწვიოს, ეს კი სწორი დიაგნოზის დასმას ართულებს და შესაბამისად გამოჯანმრთელების პროცესს აგვიანებს.

თუ ფსორიზი გართულდება და ან კანქვეშ ჩირქით სავსე შესივებები განვითარდება, ექიმს მიმართეთ.

სიგარეტი არ მოწიოთ და შიშველი სხეულით ცეცხლს არ დაუახლოვდეთ-არსებობს დამწვრობის სერიოზული რისკი. ამ პროდუქტთან კონტაქტის მქონე მასალა, მატერია (მაგ. ტანისამოსი, საწოლის გადასაფარებელი, კაბები და ა.შ.) უფრო ადვილად იწვის და დამწვრობის სერიოზულ საშიშროებას ქმნის. ტანისამოსის და ან საწოლის გადასაფარებელის გარეცხვა წამლის დაგროვებას შეამცირებს, მაგრამ სრულად ვერ აღმოფხვრის.

თუ, კრემის გამოყენების პროცესში მდგომარეობის გაუარესება გამოვლინდება, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ. ამ დროს შეიძლება აღინიშნებოდეს ალერგიული რეაქცია, ბაქტერიული ინფექცია და მკურნალობის მიზნით შეიძლება საჭირო გახდეს სხვა, განსხვავებული მკურნალობის ჩატარება.

მკურნალობის შეწყვეტიდან ხანმოკლე დროის, 2 კვირის შემდეგ რეციდივის განვითარებისას, მკურნალი ექიმის კონსულტაციის და რეკომენდაციის გარეშე კრემის გამოყენება განმეორებით არ დაიწყოთ. თუ, მდგომარეობა გაუმჯობესდა, რეციდივის შემთხვევაში კანის დაზიანებული, სიწითლის მქონე მიდამო პირველად საზღვრებს (დაავადების პირველი გამოვლინებისას სიწითლის საზღვრები) სცილდება და წვის შეგრძნებაც გაქვთ, მკურნალობის განმეორებით დაწყებამდე გთხოვთ სამედიცინო დახმარება მიიღეთ, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.

ელოკონის გამოყენება არ შეიძლება თვალის შიგნით და თვალის ირგვლივ მიდამოებში.

ბავშვები

მალამოს საჭიროზე უფრო მეტის რაოდენობის გამოყენების შემთხვევაში და/და ან რეკომენდირებულ დროზე უფრო ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში, პრეპარატმა შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს ბავშვების ჰორმონალურ ფონზე. აღნიშნულმა მდგომარეობამ კი შეიძლება ქვემოთ ჩამოთვლილი პრობლემები გამოიწვიოს:

ზრდის და განვითარების შეფერხება

სახის შეშუპება და ან დამრგვალება

ელოკონის გამოყენების დროს აუცილებლად უნდა იცოდეთ :

ეს წამალი კანის დაავადებების დროს გარეგანი გამოყენებისთვისაა განკუთვნილი. მალამოს თვალში მოხვედრას მოერიდეთ.

ეს წამალი, მხოლოდ ექიმის მიერ რეკომენდირებული კანის დაავადებების სამკურალოდ გამოიყენეთ.

ექიმის რეკომენდაციის გარეშე, მკურნალობის ქვეშ მყოფი კანის მიდამოები სახვევით ან სხვა სახის საფენებით არ დაიფაროთ.

თუ აღნიშნული გაფრთხილებებიდან ნებისმიერი მდგომარეობა წარსულში ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ.

ელოკონის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

წამლის გამოყენების მეთოდიდან გამომდინარე, საკვებთან და სასმელთან ზემოქმედება არ აღინიშნება.

ორსულობა

წამლის მიღებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ელოკონი, აბსოლუტური აუცილებლობის გარეშე ორსულობის დროს არ გამოიყენოთ.

თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, სასწრაფოდ ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის გამოყენებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ელოკონი, აბსოლუტური აუცილებლობის გარეშე ძუძუთი კვების პერიოდში არ გამოიყენოთ.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება

ელოკონი, ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედებას არ ახდენს.

ელოკონის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია

ელოკონი, სიფრთხილის განმაპირობებელ რაიმე სახის ნივთიერებას არ შეიცავს.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

ელოკონის, სხვა წამლებთან ურთიერთქმედება არ ვლინდება.

თუ, რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

  • როგორ გამოიყენება ელოკონი?

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

ელოკონი, დღეში ერთხელ კანის დაავადებულ მიდამოში დაიტანეთ (წაისვით).

ელოკონი, ექიმის რეკომენდაციის გარეშე კანის ფართო მონაკვეთში და ან კანის ერთმანეთთან კონტაქტის მქონე მიდამოებში (საზარდული, იღლიის მიდამო) ხანგრძლივად არ გამოიყენოთ, მკურნალობის მიდამო სახვევით ანდა სხვა ნებისმიერი საფენით არ დაფაროთ. მკურნალობა უეცრად არ შეწყვიტოთ. მალამო თვალებში არ მოახვედროთ.

ელოკონი სახეზე 5 დღეზე მეტი დროით არ გამოოიყენოთ.

ბავშვებში 5 დღეზე მეტი დროით არ გამოიყენოთ.

კრემის, სხეულის დიდ ფართზე დიდი რაოდენობით და ხანგრძლივად გამოყენებას თავი აარიდეთ.

გამოყენების გზა და მეთოდი:

ელოკონი, კანის დაავადებულ მიდამოში თხელი ფენის სახით დაიტანეთ, შემდეგ კი წამლის შეწოვამდე მსუბუქად დაიზილეთ.

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება: ძუძუთი კვებაზე მყოფ და პატარა ბავშვებში, აბსოლუტური საჭიროების გარეშე ელოკონის გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

2 წლამდე ასაკის ბავშვებში ელოკონის გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

ბავშვებში, კანზე გარეგანი გზით გამოყენებული კორტიკოსტეროიდებით მკურნალობაზე შედეგის მიღებისთვის, რეკომენდირებულია მალამოს ყველაზე მცირე რაოდენობის გამოყენება. ქრონიკულმა კორტიკოსტეროიდულმა მკურნალობამ შეიძლება ბავშვის ზრდა-განვითარებაზე გავლენა მოახდინოს.

ხანდაზმულებში გამოყენება:

დოზის რეგულირებას არ საჭიროებს.

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:

თირკმლების/ღვიძლის უკმარისობა

გამოყენების განსაკუთრებული მითითება არ არსებობს.

თუ ფიქრობთ, რომ ელოკონის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

თუ, ელოკონის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

ელოკონი, ყოველთვის ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად გამოიყენეთ. თუ, კრემს სხეულის უფრო ვრცელ მონაკვეთზე და ან უფრო მეტ რაოდენობას გამოიყენებთ, აღნიშნულმა შეიძლება ჰორმონალურ ფონზე ზემოქმედება მოახდინოს. ბავშვებში შეიძლება ზრდა-განვითარების შეფერხება განაპირობოს.

იმის გამო, რომ თითოეულ ტუბში სტეროიდის შემადგენლობა ძალიან დაბალია, შემთხვევით პირში მოხვედრისას, ტოქსიკური ეფექტი ძალიან მცირეა და ან საერთოდ არ ვლინდება.

ელოკონის, საჭიროზე უფრო მეტი რაოდენობის გამოყენების შემთვევაში, ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ ელოკონის მიღება დაგავიწყდებათ:

თუ, ელოკონის გამოყენება დაგავიწყდებათ, როგორც კი გაიხსენებთ გამოიყენეთ, შემდეგ კი მკურნალობა ჩვეული რეჟიმით გააგრძელეთ.

დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ გამოიყენოთ.

ელოკონით მკურნალობის დასრულების შემთხვევაში შესაძლო გვერდითი ეფექტები:

თუ, ელოკონს დიდი ხანია იყენებთ და პრობლემური კანის მდგომარეობა გაუმჯობესდა, მალამოს გამოყენება უეცრად არ უნდა შეწყვიტოთ. თუ, უეცრად შეწყვეტთ, შეიძლება კანის სიწითლე შეამჩნიოთ, ასევე შეიძლება იგრძნოთ წვის ანდა ჩხვლეტის შეგრძნება. აღნიშნულის თავიდან აცილების მიზნით, ექიმს გაესაუბრეთ, ექიმის მითითების გარეშე მკურნალობა სრულად არ შეწყვიტოთ, მკურნალობის შეწყვეტა ეტაპობრივად ხდება, გამოყენების სიხშირის თანდათან შემცირებით.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის შემთვევაში, ელოკონში არსებული ნივთიერების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.

ელოკონის გამოყენების შემდეგ ავადმყოფთა მცირე ჯგუფში შეიძლება გამოვლინდეს ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტებიდან ზოგიერთი.

გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა მოცემული:

ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 1000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი:1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფში ვლინდება, მაგრამ 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

ძალიან იშვიათი:

თმის ფესვების ანთება (ალოპეცია)

წვის შეგრძნება

ქავილი

უცნობი:

კანის ალერგიული რეაქციები

ბაქტერიული წარმოშობის და მეორადი კანის ინფექცია

აკნე

თმის ფესვების ინფექცია

კანის გათხელება

გამონაყარის მსგავსი წითელი წერტილები

კანის ფერის გაღიავება

ჩხვლეტის შეგრძნება

დაბუჟება

თმიანობის მომატება

კანის დარბილება და ნახეთქები

მხედველობის შემღვრევა

აპლიკაციის მიდამოში ტკვილი

აპლიკაციის მიდამოში რეაქციები

სტეროიდების მოხსნის რეაცია:

თუ, სტეროიდული პრეპარატები ხანგრძლივად, დიდი რაოდენობით იქნება გამოყენებული, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე და ან მკურნალობის სრული შეწყვეტის შედეგად სტეროიდების მოხსნის რეაქცია შეიძლება გამოვლინდეს: მკურნალობის ქვეშ არსებული პირველადი კერის საზღვრების გავრცელება-გაფართოება და კანის სიწითლე, წვის და ან ჩხვლეტის შეგრძნება, ძლიერი ქავილი, კანის აშრევება, კანის ღია დაზიანებები.

ადგილობრივი კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის დროს დაფიქსირებული სხვა არასასურველი ეფექტებია: კანის სიმშრალე, კანის გაღიზიანება, დერმატიტი (კანის დაავადების სახეობა), პირის ირგვლივ დერმატიტი და პატარა, გაგანიერებული სისხლძარღვები.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის და ან არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ანდა არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

  • ელოკონის შენახვა

ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას და ორიგინალურ შეფუთვაში შეინახეთ.

ელოკონი <300 C ოთახის ტემპერატურაზე შეინახეთ. არ გაყინოთ.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

კოლოფის შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ელოკონი არ გამოიყენოთ.

ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ლიცენზიის მფლობელი: შპს. ორგანონ თურქიე ილაჩლარი

შიშლი-სტამბული

წარმოების ადგილი: ს.ს სანოფის წამლის წარმოება და ვაჭრობა

ბუიუქქარიშთირან. 39780 ლულებურგაზი-ქირქლარელი

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 12.01.2023-ში დამოწმებულია.

ორგანონ

თარჯიმანი ნაილა იდნოევი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა