ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ვიტამინები

ელევიტ პრონატალი

elevit® Pronatal

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

ორსულობის დაგეგმვისა და ორსულობისას, ძუძუთი კვების დროს ვიტამინებისა და მინერალების უკმარისობის საპროფილაქტიკოდ და შევსების მიზნით, რაც დაკავშირებულია ამ დროს ვიტამინებისა და მინერალების მაღალ მოთხოვნილებასთან, არაბალანსირებული და/ან არასრულფასოვანი კვების დროს. …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №100 (5X20)
მწარმოებელი
Dragenopharm Apotheker Püschl GmbH, გერმანია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ვიტამინები, მულტივიტამინები მინერალებთან ერთად
ATC კოდი
A11AA03
რეგისტრაციის ნომერი
რ-046039
რეგისტრირებულია
30 ივლისი 2026, მოქმედებს 21 სექტემბერი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Bayer Consumer Care AG (შვეიცარია)
განმცხადებელი
Bayer Consumer Care AG-ის მინდობილი პირი სალომე მესხი
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაელევიტ პრონატალი და სხვა წამალი ერთად

ელევიტ პრონატალი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ორსულობის დაგეგმვისა და ორსულობისას, ძუძუთი კვების დროს ვიტამინებისა და მინერალების უკმარისობის საპროფილაქტიკოდ და შევსების მიზნით, რაც დაკავშირებულია ამ დროს ვიტამინებისა და მინერალების მაღალ მოთხოვნილებასთან, არაბალანსირებული და/ან არასრულფასოვანი კვების დროს.

გამოყენების მეთოდი და დოზირება

გამოყენების წინ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

ქალებს ორსულობამდე (დაგეგმვისას, ერთი თვით ადრე ჩასახვამდე), ორსულობის პერიოდში, მშობიარობის შემდეგ და ძუძუთი კვების დროს რეკომენდებულია 1 ტაბლეტის შიგნით მიღება, უმჯობესია საკვებთან ერთად, მთლიანად გადაყლაპვით და ჭიქა წყლის მიყოლებით (დაახლოებით 250 მლ). დილის გულისრევის დროს რეკომენდებულია პრეპარატის მიღება დღისით ან საღამოს.

ნერვული მილის დეფექტების პროფილაქტიკისთვის: მიღება უნდა დაიწყოთ ორსულობის დაგეგმვამდე მინიმუმ 1 თვით ადრე. თუ ორსულობა არ დადგება 2-3 თვის შემდეგ, დოზა შეიძლება განახევრდეს: ½ ტაბლეტი დღეში ან 1 ტაბლეტი დღეგამოშვებით.

ბავშვები და მოზარდები:

გოგო-მოზარდები 12-18 წლამდე ასაკის, რომლებიც ორსულად არიან, გეგმავენ ორსულობას ან ძუძუთი კვებავენ: 1 ტაბლეტი დღეღამეში.

პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით:

ელევიტ პრონატალი უკუნაჩვენებია თირკმელების ფუნქციის დარღვერვის დროს. პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით:

ელევიტ პრონატალის მიღება რეკომენდებულია სიფრთხილით ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

უკუჩვენებები

მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, A ან/და D ვიტამინების ჰიპერვიტამინოზი, ვიტამინ A-სთან ან სინთეზურ იზომერებთან - იზოტრეტინოინით და ეტრეტინატით (ბეტა კაროტინი განიხილება როგორც ვიტამინი A-ს დამატებითი მიღების წყარო) ერთობლივი მკურნალობა, ჰიპერფოსფატემია, ჰიპერმაგნიემია, ჰიპერკალციემია, შარდით კალციუმის გამოყოფის გაძლიერება, თირკმლების ფუნქციის მოშლა, რკინის და სპილენძის მეტაბოლიზმის დარღვევა.

სიფრთხილის ზომები

არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზირებას. ზოგიერთი კომპონენტის ძალიან მაღალი დოზები, განსაკუთრებით ვიტამინი A-ს და ვიტამინ D-ს, რკინის და სპილენძის - შეიძლება იყოს ჯანმრთელობისათვის სახიფათო. ფოლიუმის მჟავას, ვიტამინ B12-ის და რკინის მომატებულმა დოზებმა შეიძლება შენიღბოს ანემიის ზოგიერთი ფორმები.

პაციენტები, რომლებიც იღებენ ვიტამინების შემცველ სხვა პრეპარატებს, ელევიტ პრონატალის გამოყენების დაწყებამდე კონსულტაცია უნდა გაიარონ მკურნალ ექიმთან.

პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, რაც გასათვალისწინებელია გალაქტოზის აუტანლობის, ლაქტოზის უკმარისობისას ან გლუკოზა-გალაქტოზის შეწოვის დარღვევის დროს.

პრეპარატი არ შეიცავს იოდს. იოდის დამატებითი წყაროს აუცილებლობისას საკითხი უნდა შეთანხმდეს ექიმთან.

პრეპარატი შეიცავს მანიტოლს (E421), რომელმაც შესაძლი სუსტი საფაღარათო მოქმედება იქონიოს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

პრეპარატი შეიცავს რკინას, ამიტომ აფერხებს ნაწლავში ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკების შეწოვას და ეს იწვევს ანტიბიოტიკის და რკინის შრატისმიერი კონცენტრაციების შემცირებას. თუ აუცილებელია ამ პრეპარატების ერთდროული მიღება, პაციენტებმა ტეტრაციკლინი უნდა მიიღონ პრეპარატის მიღებამდე 2 საათით ადრე ან მიღებიდან 2 საათის შემდეგ.

ანტაციდების და რკინის შემცველი პრეპარატების ერთდოულმა მიღებამ შეიძლება შეამციროს რკინის შეწოვა, ამიტომ ამ პრეპარატების მიღებებს შორის აუცილებელია სამსაათიანი შუალედის დაცვა.

კალციუმის, მაგნიუმი, სპილენძის ან თუთიის შემცველმა პრეპარატებმა შეიძლება გააუარესოს ანტიბიოტიკების და ანტივირუსული პრეპარატების შეწოვა და როგორც შედეგი, შეამციროს მათი სისტემური კონცენტრაცია. პაციენტებმა, რომლებიც იღებენ ორივე პრეპარატს, უნდა გააკეთონ 2 საათიანი შუალედი.

ვიტამინი E-ს შემცველი პრეპარატების გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით, პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს ან წამლებს, რომლებიც ზემოქმედებენ თრომბოციტების აგრეგაციაზე.

საფაღარათე საშუალებებით ერთდროულმა მკურნალობამ, როგორიც არის პარაფინის ზეთი, შეიძლება შეამციროს ვიტამინ D-ს შეწოვა საჭმლის მომნელებელ ტრაქტში.

ფოლიუმის მჟავას მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს ანტიეპილეფსიური/კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებების ეფექტის შემცირება, მაგალითად კარბამაზეპინის, ფენიტოინის, პრიმიდონის და ბარბიტურატების.

თიაზიდურ დიურეტიკებთან ერთობლივმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალციემია, ვინაიდან, თიაზიდური დიურეტიკები ამცირებს კალციუმის გამოყოფას შარდთან ერთად.

ზოგიერთ სამკურნალო საშუალებასთან ერთდროული მიღების დროს შეიძლება ადგილი ჰქონდეს მათი თერაპიული მოქმედების შემცირებას: ლევოდოპა, ბისფოსფონატები, ფტორქინოლონები, პენიცილამინები, თიროქსინი, სათითურას პრეპარატები.

ამ პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის 2 საათის განმავლობაში ისეთი საკვების მიღების შემდეგ, რომლებიც შეიცავენ მჟაუნმჟავას (ისპანახი და რევანდი) და ფიტინის მჟავას (დაუფქვავი მარცვლეული) მაღალ კონცენტრაციას, რომელმაც შეიძლება დათრგუნოს კალციუმის შეწოვა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ელევიტ პრონატალის მიღება შეიძლება ორსულობისას მიღების წესისა და დოზების დაცვით. 1 ტაბლეტი შეიცავს ვიტამინი A-ს რაოდენობას, რომელიც შეესაბამება სადღეღამისო საჭიროებას. 2100 ქალის მონაწილეობით ჩატარებულმა კონტროლირებადმა კლინიკურმა კვლევებმა, რომლებშიც ხდებოდა ნერვული მილის დეფექტების ვიტამინების დახმარებით პროფილაქტიკის შესწავლა, აჩვენა, რომ პირველი ტრიმესტრის განმავლობაში ნაყოფისთვის არავითარი რისკი არაა მოსალოდნელი. შემდგომ ტრიმესტრებში რისკის მანიშნებელი გამოვლინებები არაა და ნაყოფისთვის ზიანის მიყენების შესაძლებლობა ნაკლებ სავარაუდოა.

დღეღამეში ვიტამინი A-ს ჭარბი მიღება ორსულობის პირველი ტრიმესტრში 10000 სე-ზე მეტი დოზის შემთხვევაში იწვევს ნაყოფის თანდაყოლილი მანკების განვითარებას. ამიტომ ქალებმა, რომლებიც გეგმავენ დაორსულებას, ორსულებმა პირველ ტრიმესტრში არ უნდა გადააჭარბონ ვიტამინი A-ს სადღეღამისო 10000 სე დოზას.

ასევე გასათვალისწინებელია, ვიტამინი A და D-ს წყაროს წარმოადგენს პროდუქტები (მაგალითად, A ვიტამინით მდიდარია ღვიძლის პროდუქტები და მისგან წარმოებულები) და სასმელები ამ ვიტამინების მაღალი შემცველობით.

ვიტამინი D-ს ქრონიკული ჭარბი დოზირება შეიძლება უარყოფითად აისახოს ნაყოფზე.

ძუძუთი კვება

ვიტამინი D და კალციუმი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად, არ შეიძლება მისი ზემოქმედების რისკის გაუთვალისწინებლობა ბავშვის ძუძუთი კვების დროს, იმ შემთხვევაში თუ ბავშვი იღებს სხვა საკვებ დანამატსაც.

მეძუძური დედებისთვის სამედიცინო ინსტიტუტმა (აშშ) დაამტკიცა ვიტამინი D-ს მიღების უსაფრთხო ზღვარი 4000 სე (100 მკგ) დღეღამეში. ელევიტ პრონატალი შეიცავს 500 სე (12.5 მკგ) ვიტამინ D-ს ერთ ტაბლეტში.

სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვაზე ზეგავლენა

არ მოქმედებს.

გვერდითი მოვლენები

კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები: ხშირად: ღებინება, ყაბზობა; არახშირად: დისკომფორტი კუჭში, დისპეფსია, მეტეორიზმი, ღებინება, დიარეა, კბილების ფერის გამოსწორებადი შეცვლა.

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: ძალზე იშვიათად: ანაფილაქსიური/ალერგიული რეაქციები, ჭინჭრის ციება, ასთმა. ალერგიული რეაქციები შესაძლოა მოიცავდეს სახის შეშუპებას, მსტვინავ სუნთქვას, ჰიპერემიას, ქოშინს, კანის გაღიზიანებას, გამონაყარს კანზე, ბუშტუკოვან გამონაყარს, შოკს. ასეთ სიტუაციაში აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: არახშირად: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა; ძალზე იშვიათად: მომატებული აგზნებადობა. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია პრეპარატის მიღება საღამოს.

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევა: სიხშირე უცნობია: ჰიპერკალციურია.

დარღვევები თირკმელების და შარდგამომყოფი გზების მხრივ: ყვითელი ან მუქი შარდი (ეს დაკავშირებულია შემადგენლობაში B2 ვიტამინის არსებობასთან).

პრეპარატი შეიცავს რკინას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს განავლის შეფერილობის შეცვლა. ეს ეფექტი უვნებელია და კლინიკური მნიშვნელობა არ გააჩნია.

ლაბორატორიული მონაცემები: ბიოტინმა შეიძლება გავლენა იქონიოს ლაბორატორიულ ტესტებზე, რომლებიც დაფუძნებულია ბიოტინსა და სტრეპტავიდინს შორის ურთიერთქმედებაზე, და გამოკვლევის მეთოდის მიხედვით შესაძლოა გამოიწვიოს შედეგების ცრუ დაწევა ან ცრუ მატება. ლაბორატორიის პერსონალი ინფორმირებულ უნდა იქნას პაციენტებზე, რომლებიც ბიოტინს იღებენ.

შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ

თუ გამოგივლინდათ რაიმე არასასურველი რეაქცია, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან აფთიაქის მუშაკთან, ან ექთანთან. მოცემული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის იმაზეც, რომელიც არაა ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართში. არასასურველი რეაქციების შესახებ ასევე შეგიძლიათ აცნობოთ პირდაპირ: www.rceth.by. არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით თქვენ დახმარებას უწევთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ცნობების მიღებას.

ჭარბი დოზა

ელევიტ პრონატალის რეკომენდებული დოზებით მიღების შემთხვევაში ვიტამინებით და მინერალებით ჭარბი დოზირების დამადასტურებელი მონაცემები არ არსებობს.

ჭარბი დოზირების შემთხვევების უმეტესობა გამოწვებულია ვიტამინების შემცველი სხვა საშუალებების დიდი დოზების ერთდროული მიღებით. მწვავე და ხანგრძლივმა ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს A და D ჰიპერვიტამინოზი, ჰიპერკალციემია, რკინის და სპილენძის ტოქსიკურობა.

მწვავე ჭარბი დოზირების სიმპტომებად შეიძლება ჩაითვალოს: თავის ტკივილი, ცნობიერების დაბინდვა, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ დარღვევები - ყაბზობა, დიარეა, გულისრევა, ღებინება.

ამ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.

შემადგენლობა

1 ტაბლეტი შეიცავს:

მოქმედი ნივთიერებები:

ვიტამინები:

ვიტამინი A (პალმიტატი)

3600 სე

ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი)

500 სე

ვიტამინი E (-ტოკოფერილის აცეტატი)

15 მგ

ვიტამინი C (კალციუმის ასკორბატ დიჰიდრატი)

100 მგ

ფოლიუმის მჟავა (ვიტამინ B9)

  • 8 მგ

ვიტამინი B1 (თიამინის ნიტრატი)

  • 6 მგ

ვიტამინი B2 (რიბოფლავინი)

  • 8 მგ

ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი)

  • 6 მგ

ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი)

4 მკგ

ნიკოტინამიდი (ვიტამინ PP)

19 მგ

ბიოტინი

200 მკგ

კალციუმის პანთოტენატი (ვიტამინ B5)

10 მგ

მინერალური ნივთიერებები და მიკროელემენტები:

კალციუმი (კალციუმის უწყლო ჰიდროფოსფატი, კალციუმის პანთოტენატი, კალციუმის ასკორბატ დიჰიდრატი)

125 მგ

მაგნიუმი (მაგნიუმის მსუბუქი ოქსიდი, მაგნიუმის ჰიდროფოსფატის ტრიჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი)

100 მგ

ფოსფორი (კალციუმის უწყლო ჰიდროფოსფატი, მაგნიუმის ჰიდროფოსფატის ტრიჰიდრატი)

125 მგ

რკინა (რკინის ფუმარატი)

60 მგ

თუთია (თუთიის სულფატის მონოჰიდრატი)

  • 5 მგ

სპილენძი (სპილენძის უწყლო სულფატი)

1 მგ

მანგანუმი (მანგანუმის სულფატის მონოჰიდრატი, რკინის ფუმარატი)

1 მგ

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მანიტოლი (E421), მაკროგოლი 400, მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), ნატრიუმის სახამებელ გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი (E572), პოვიდონი K90.

გარსი: ჰიპრომელოზა, ეთილცელულოზის წყლიანი დისპერსია (ეთილცელულოზა, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ცეტილის სპირტი), მაკროგოლი 6000, ტალკი (E553b), ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172).

დამხმარე ნივთიერებები, რომლებიც შედის ვიტამინების პრემიქსებში: DL-α-ტოკოფეროლი, ჟელატინი (თევზის), საქაროზა, ნატრიუმის ასკორბატი, საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები, სილიციუმის დიოქსიდი, მოდიფიცირებული საკვები სახამებელი, გლუკოზის მშრალი სიროფი.

შენახვის პირობები

არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

2 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

შეფუთვა

15 ტაბლეტი პვქ/პე/პვდქ/ალუ ბლისტერში. 20 ტაბლეტი ბლისტერში პერფორაციით.

2 ბლისტერი, თითოში 15 ტაბლეტით ან 5 ბლისტერი, თითოში 20 ტაბლეტით ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

განმცხადებელი/მწარმოებელი ფირმის დასახელება, მისამართი

ბაიერ ქონსუმერ ქეარ აგ

პეტერ მერიან-შტრასე 84, 4052 ბაზელი, შვეიცარია

წარმოებულია:

დრაგენოფარმ აპოტეკერ პიუშლ გმბჰ,

გელლშტრასე 1, 84529 თითმონინგი, გერმანია

ფარმაკოლოგიური თვისებები

პოლივიტამინურ-მინერალური კომპლექსი. ათქ კოდი: A11AA03

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ელევიტ პრონატალი წარმოადგენს ვიტამინების, მინერალების და მიკროელემენტების კომპლექსს, რომელიც გამოიყენება ორსულობის დაგეგმვისას, ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში. ამ კომპონენტების დოზები შეესაბამება დოზებს, რომელიც რეკომენდებულია ორსული და მეძუძური ქალების საკვების რაციონისთვის. ელევიტ პრონატალი ავსებს ორსულობის ნორმალური მიმდინარეობისთვის აუცილებელი ვიტამინების და მიკროელემენტების მოთხოვნილებას.

ვიტამინები და მინერალები აუცილებელია ნაყოფის სწორი განვითარებისა და ზრდისთვის, მეტაბოლიზმის სწორი მიმდინარეობისათვის (ლიპიდების, ნუკლეინის მჟავების და პროტეინების ფორმირება; ამინომჟავების, კოლაგენის და ნეირომედიატორების სინთეზი).

პრეპარატის ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებით.

ვიტამინი A მონაწილეობს სხვადასხვა ნივთიერებების სინთეზში (ცილები, ლიპიდები, მუკოპოლისაქარიდები) და უზრუნველყოფს კანის, ლორწოვანი გარსების, ასევე მხედველობის ორგანოს ნორმალურ ფუნქციონირებას.

ვიტამინი B1 მონაწილეობას იღებს გულის მოქმედების ნორმალიზაციის პროცესში, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.

ვიტამინი B2 ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციის პროცესს, მათ შორის კანის უჯრედების.

ვიტამინი B6 ხელს უწყობს ძვლების, კბილების, ღრძილების სტრუქტურისა და ფუნქციის შენარჩუნებას; ასევე, მოქმედებს ერითროპოეზზე, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.

ვიტამინი B12 მონაწილეობს ერითროპოეზში, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.

B ჯგუფის ვიტამინები მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ფერმენტის წარმოქმნაში, რომლებიც არეგულირებენ ორგანიზმში სხვადასხვა სახის ნივთიერებათა ცვლას, ორსულ ქალებში ტოქსიკოზის დროს ამცირებს გულისრევის შეტევების რაოდენობას და ღებინებას.

ვიტამინი С მონაწილეობას იღებს მთელი რიგი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების დაჟანგვის პროცესებში, შემაერთებელი ქსოვილის ცვლის რეგულაციაში, ნახშირწყლოვან ცვლაში, სისხლის შედედებაში და ქსოვილების რეგენერაციაში, ასტიმულირებს სტეროიდული ჰორმონების წარმოქმნას, ანორმალიზებს კაპილარების შეღწევადობას. ვიტამინი С აძლიერებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციების მიმართ, ამცირებს რა ანთებით პროცესებს.

ვიტამინი D3 დიდ როლს თამაშობს ორგანიზმში ორსულ ქალებში კალციუმისა და ფოსფორის დაბალანსებაში. მისი ნაკლებობის დროს ბავშვებში თავს იჩენს რაქიტი, ხოლო მოზრდილებში ძვლის ქსოვილში მცირდება კალციუმის შემცველობა (ოსტეოპოროზი).

ვიტამინი E - ბუნებრივი ანტიოქსიდანტი, ხელს უშლის სისხლის მომატებულ შედედებას და დადებითად მოქმედებს პერიფერიულ სისხლის მიმოქცევაზე. მონაწილეობას იღებს ცილების და ჰემოგლობინის სინთეზში, უჯრედების ზრდის პროცესში, ჩონჩხის კუნთების, გულისა და სისხლძარღვების, სქესობრივი ჯირკვლების ფუნქციებში. ვიტამინი E-ს ნაკლებობა ორსულობის ადრეულ პერიოდში შეიძლება გახდეს ნაყოფის მოშლის მიზეზი.

ბიოტინი მონაწილეობას იღებს ცვლის პროცესებში, ხელს უწყობს ცილების მონელებას.

კალციუმის პანთოტენატი მონაწილეობას იღებს ცხიმების, ცილების და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში.

ფოლიუმის მჟავა მონაწილეობს ამინომჟავების მეტაბოლიზმში, პურინისა და პირიმიდინის ფუძეების სინთეზში. ფოლიუმის მჟავას დეფიციტი ამცირებს დნმ-ის ბიოსინთეზს და იწვევს უჯრედოვანი რეპლიკაციის დარღვევას. ამის შედეგად, ორსულობისას შესაძლებელია სისხლწარმოქმნის პროცესისა და ნაყოფის ნერვული მილის განვითარების დარღვევა.

ნიკოტინამიდი მონაწილეობას იღებს ჟანგვა-აღდგენით პროცესებში, უზრუნველყოფს წყალბადისა და ფოსფატის გადატანას.

კალციუმი მონაწილეობს ძვლოვანი ქსოვილის წარმოქმნაში, სისხლის შედედებაში, ნერვული იმპულსების გადაცემაში, ჩონჩხისა და გლუვი კუნთების შეკუმშვაში, გულის ნორმალურ ფუნქციონირებაში. ის, ასევე, ხელს უწყობს რკინის აბსორბციას.

მაგნიუმი მონაწილეობას იღებს კუნთებისა და ძვლოვანი ქსოვილების ფორმირებაში, ასევე, მონაწილეობას იღებს ცილების სინთეზში.

რკინა წარმოადგენს ჰემოგლობინის მოლეკულის ნაწილს, მონაწილეობს ორგანიზმში ჟანგბადის გადატანაში და ხელს უშლის ანემიის განვითარებას ორსულ ქალებში, განსაკუთრებით II და III ტრიმესტრში.

მანგანუმი მონაწილეობს ძვლების მინერალიზაციის პროცესში.

სპილენძი აუცილებელია ერითროციტების ნორმალური ფუნქციონირებისათვის და რკინის ცვლისთვის.

თუთია აუცილებელია ნაყოფის ჩონჩხის ნორმალური ფორმირებისათვის და ქსოვილების რეგენერაციისთვის, შედის რამოდენიმე ჰორმონის შემადგენლობაში, ინსულინის ჩათვლით, ამცირებს მთელ რიგ საშვილოსნოსშიდა ანომალიების განვითარების რისკს.

ფოსფორი მონაწილეობას იღებს ნერვული სისტემის მოქმედების ნორმალიზაციაში, წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს კომპონენტს ორგანიზმის ენერგეტიკული სისტემისათვის. ასტიმულირებს ძვლოვანი ქსოვილის ზრდას და განვითარებას, ააქტიურებს სისხლწარმოქმნას.

ფარმაკოკინეტიკა

მოქმედი ნივთიერებების ფარმაკოკინეტიკური თვისებები ფართოდ არის აღწერილი ლიტერატურაში.

აღნიშნული პრეპარატის მოქმედი ნივთიერებები-ვიტამინები, მინერალები და მიკროელემენტები - წარმოადგენს ჩაუნაცვლებელ კვების ელემენტებს, რომელიც ფართოდაა წარმოდგენილი ადამიანის ორგანიზმში.

საკვები ელემენტების შემადგენლობა პლაზმაში და ქსოვილში ჰომეოსტატიკური გზით რეგულირდება და დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, ისეთებზე როგორიცაა სადღაღამისო რყევები, კვების მდგომარეობა, ზრდა, ორსულობა და ლაქტაცია.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია

ელევიტ პრონატალი

ფურცელ-ჩანართი

(პაციენტებისთვის)

სავაჭრო დასახელება

ელევიტ პრონატალი

გამოშვების ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

აღწერილობა

წაგრძელებული, მონაცისფრო-ყვითელი ფერის ტაბლეტები, ცალ მხარეს ნაზოლით.

გამოყენების ჩვენებები

ორსულობის დაგეგმვისა და ორსულობისას, ძუძუთი კვების დროს ვიტამინებისა და მინერალების უკმარისობის საპროფილაქტიკოდ და შევსების მიზნით, რაც დაკავშირებულია ამ დროს ვიტამინებისა და მინერალების მაღალ მოთხოვნილებასთან, არაბალანსირებული და/ან არასრულფასოვანი კვების დროს.

გამოყენების მეთოდი და დოზირება

გამოყენების წინ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

ქალებს ორსულობამდე (დაგეგმვისას, ერთი თვით ადრე ჩასახვამდე), ორსულობის პერიოდში, მშობიარობის შემდეგ და ძუძუთი კვების დროს რეკომენდებულია 1 ტაბლეტის შიგნით მიღება, უმჯობესია საკვებთან ერთად, მთლიანად გადაყლაპვით და ჭიქა წყლის მიყოლებით (დაახლოებით 250 მლ). დილის გულისრევის დროს რეკომენდებულია პრეპარატის მიღება დღისით ან საღამოს.

ნერვული მილის დეფექტების პროფილაქტიკისთვის: მიღება უნდა დაიწყოთ ორსულობის დაგეგმვამდე მინიმუმ 1 თვით ადრე. თუ ორსულობა არ დადგება 2-3 თვის შემდეგ, დოზა შეიძლება განახევრდეს: ½ ტაბლეტი დღეში ან 1 ტაბლეტი დღეგამოშვებით.

ბავშვები და მოზარდები:

გოგო-მოზარდები 12-18 წლამდე ასაკის, რომლებიც ორსულად არიან, გეგმავენ ორსულობას ან ძუძუთი კვებავენ: 1 ტაბლეტი დღეღამეში.

პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით:

ელევიტ პრონატალი უკუნაჩვენებია თირკმელების ფუნქციის დარღვერვის დროს. პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით:

ელევიტ პრონატალის მიღება რეკომენდებულია სიფრთხილით ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

არასასურველი რეაქციები

კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები: ხშირად: ღებინება, ყაბზობა; არახშირად: დისკომფორტი კუჭში, დისპეფსია, მეტეორიზმი, ღებინება, დიარეა, კბილების ფერის გამოსწორებადი შეცვლა.

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: ძალზე იშვიათად: ანაფილაქსიური/ალერგიული რეაქციები, ჭინჭრის ციება, ასთმა. ალერგიული რეაქციები შესაძლოა მოიცავდეს სახის შეშუპებას, მსტვინავ სუნთქვას, ჰიპერემიას, ქოშინს, კანის გაღიზიანებას, გამონაყარს კანზე, ბუშტუკოვან გამონაყარს, შოკს. ასეთ სიტუაციაში აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: არახშირად: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა; ძალზე იშვიათად: მომატებული აგზნებადობა. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია პრეპარატის მიღება საღამოს.

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევა: სიხშირე უცნობია: ჰიპერკალციურია.

დარღვევები თირკმელების და შარდგამომყოფი გზების მხრივ: ყვითელი ან მუქი შარდი (ეს დაკავშირებულია შემადგენლობაში B2 ვიტამინის არსებობასთან).

პრეპარატი შეიცავს რკინას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს განავლის შეფერილობის შეცვლა. ეს ეფექტი უვნებელია და კლინიკური მნიშვნელობა არ გააჩნია.

ლაბორატორიული მონაცემები: ბიოტინმა შეიძლება გავლენა იქონიოს ლაბორატორიულ ტესტებზე, რომლებიც დაფუძნებულია ბიოტინსა და სტრეპტავიდინს შორის ურთიერთქმედებაზე, და გამოკვლევის მეთოდის მიხედვით შესაძლოა გამოიწვიოს შედეგების ცრუ დაწევა ან ცრუ მატება. ლაბორატორიის პერსონალი ინფორმირებულ უნდა იქნას პაციენტებზე, რომლებიც ბიოტინს იღებენ.

შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ

თუ გამოგივლინდათ რაიმე არასასურველი რეაქცია, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან აფთიაქის მუშაკთან, ან ექთანთან. მოცემული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის იმაზეც, რომელიც არაა ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართში. არასასურველი რეაქციების შესახებ ასევე შეგიძლიათ აცნობოთ პირდაპირ: www.rceth.by. არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით თქვენ დახმარებას უწევთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ცნობების მიღებას.

უკუჩვენებები

მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, A ან/და D ვიტამინების ჰიპერვიტამინოზი, ვიტამინ A-სთან ან სინთეზურ იზომერებთან - იზოტრეტინოინით და ეტრეტინატით (ბეტა კაროტინი განიხილება როგორც ვიტამინი A-ს დამატებითი მიღების წყარო) ერთობლივი მკურნალობა, ჰიპერფოსფატემია, ჰიპერმაგნიემია, ჰიპერკალციემია, შარდით კალციუმის გამოყოფის გაძლიერება, თირკმლების ფუნქციის მოშლა, რკინის და სპილენძის მეტაბოლიზმის დარღვევა.

ჭარბი დოზირება

ელევიტ პრონატალის რეკომენდებული დოზებით მიღების შემთხვევაში ვიტამინებით და მინერალებით ჭარბი დოზირების დამადასტურებელი მონაცემები არ არსებობს.

ჭარბი დოზირების შემთხვევების უმეტესობა გამოწვებულია ვიტამინების შემცველი სხვა საშუალებების დიდი დოზების ერთდროული მიღებით. მწვავე და ხანგრძლივმა ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს A და D ჰიპერვიტამინოზი, ჰიპერკალციემია, რკინის და სპილენძის ტოქსიკურობა.

მწვავე ჭარბი დოზირების სიმპტომებად შეიძლება ჩაითვალოს: თავის ტკივილი, ცნობიერების დაბინდვა, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ დარღვევები - ყაბზობა, დიარეა, გულისრევა, ღებინება.

ამ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.

განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები

არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზირებას. ზოგიერთი კომპონენტის ძალიან მაღალი დოზები, განსაკუთრებით ვიტამინი A-ს და ვიტამინ D-ს, რკინის და სპილენძის - შეიძლება იყოს ჯანმრთელობისათვის სახიფათო. ფოლიუმის მჟავას, ვიტამინ B12-ის და რკინის მომატებულმა დოზებმა შეიძლება შენიღბოს ანემიის ზოგიერთი ფორმები.

პაციენტები, რომლებიც იღებენ ვიტამინების შემცველ სხვა პრეპარატებს, ელევიტ პრონატალის გამოყენების დაწყებამდე კონსულტაცია უნდა გაიარონ მკურნალ ექიმთან.

პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, რაც გასათვალისწინებელია გალაქტოზის აუტანლობის, ლაქტოზის უკმარისობისას ან გლუკოზა-გალაქტოზის შეწოვის დარღვევის დროს.

პრეპარატი არ შეიცავს იოდს. იოდის დამატებითი წყაროს აუცილებლობისას საკითხი უნდა შეთანხმდეს ექიმთან.

პრეპარატი შეიცავს მანიტოლს (E421), რომელმაც შესაძლი სუსტი საფაღარათო მოქმედება იქონიოს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

პრეპარატი შეიცავს რკინას, ამიტომ აფერხებს ნაწლავში ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკების შეწოვას და ეს იწვევს ანტიბიოტიკის და რკინის შრატისმიერი კონცენტრაციების შემცირებას. თუ აუცილებელია ამ პრეპარატების ერთდროული მიღება, პაციენტებმა ტეტრაციკლინი უნდა მიიღონ პრეპარატის მიღებამდე 2 საათით ადრე ან მიღებიდან 2 საათის შემდეგ.

ანტაციდების და რკინის შემცველი პრეპარატების ერთდოულმა მიღებამ შეიძლება შეამციროს რკინის შეწოვა, ამიტომ ამ პრეპარატების მიღებებს შორის აუცილებელია სამსაათიანი შუალედის დაცვა.

კალციუმის, მაგნიუმი, სპილენძის ან თუთიის შემცველმა პრეპარატებმა შეიძლება გააუარესოს ანტიბიოტიკების და ანტივირუსული პრეპარატების შეწოვა და როგორც შედეგი, შეამციროს მათი სისტემური კონცენტრაცია. პაციენტებმა, რომლებიც იღებენ ორივე პრეპარატს, უნდა გააკეთონ 2 საათიანი შუალედი.

ვიტამინი E-ს შემცველი პრეპარატების გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით, პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს ან წამლებს, რომლებიც ზემოქმედებენ თრომბოციტების აგრეგაციაზე.

საფაღარათე საშუალებებით ერთდროულმა მკურნალობამ, როგორიც არის პარაფინის ზეთი, შეიძლება შეამციროს ვიტამინ D-ს შეწოვა საჭმლის მომნელებელ ტრაქტში.

ფოლიუმის მჟავას მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს ანტიეპილეფსიური/კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებების ეფექტის შემცირება, მაგალითად კარბამაზეპინის, ფენიტოინის, პრიმიდონის და ბარბიტურატების.

თიაზიდურ დიურეტიკებთან ერთობლივმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალციემია, ვინაიდან, თიაზიდური დიურეტიკები ამცირებს კალციუმის გამოყოფას შარდთან ერთად.

ზოგიერთ სამკურნალო საშუალებასთან ერთდროული მიღების დროს შეიძლება ადგილი ჰქონდეს მათი თერაპიული მოქმედების შემცირებას: ლევოდოპა, ბისფოსფონატები, ფტორქინოლონები, პენიცილამინები, თიროქსინი, სათითურას პრეპარატები.

ამ პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის 2 საათის განმავლობაში ისეთი საკვების მიღების შემდეგ, რომლებიც შეიცავენ მჟაუნმჟავას (ისპანახი და რევანდი) და ფიტინის მჟავას (დაუფქვავი მარცვლეული) მაღალ კონცენტრაციას, რომელმაც შეიძლება დათრგუნოს კალციუმის შეწოვა.

ორსულობა და ლაქტაცია

ელევიტ პრონატალის მიღება შეიძლება ორსულობისას მიღების წესისა და დოზების დაცვით. 1 ტაბლეტი შეიცავს ვიტამინი A-ს რაოდენობას, რომელიც შეესაბამება სადღეღამისო საჭიროებას. 2100 ქალის მონაწილეობით ჩატარებულმა კონტროლირებადმა კლინიკურმა კვლევებმა, რომლებშიც ხდებოდა ნერვული მილის დეფექტების ვიტამინების დახმარებით პროფილაქტიკის შესწავლა, აჩვენა, რომ პირველი ტრიმესტრის განმავლობაში ნაყოფისთვის არავითარი რისკი არაა მოსალოდნელი. შემდგომ ტრიმესტრებში რისკის მანიშნებელი გამოვლინებები არაა და ნაყოფისთვის ზიანის მიყენების შესაძლებლობა ნაკლებ სავარაუდოა.

დღეღამეში ვიტამინი A-ს ჭარბი მიღება ორსულობის პირველი ტრიმესტრში 10000 სე-ზე მეტი დოზის შემთხვევაში იწვევს ნაყოფის თანდაყოლილი მანკების განვითარებას. ამიტომ ქალებმა, რომლებიც გეგმავენ დაორსულებას, ორსულებმა პირველ ტრიმესტრში არ უნდა გადააჭარბონ ვიტამინი A-ს სადღეღამისო 10000 სე დოზას.

ასევე გასათვალისწინებელია, ვიტამინი A და D-ს წყაროს წარმოადგენს პროდუქტები (მაგალითად, A ვიტამინით მდიდარია ღვიძლის პროდუქტები და მისგან წარმოებულები) და სასმელები ამ ვიტამინების მაღალი შემცველობით.

ვიტამინი D-ს ქრონიკული ჭარბი დოზირება შეიძლება უარყოფითად აისახოს ნაყოფზე.

ძუძუთი კვება

ვიტამინი D და კალციუმი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად, არ შეიძლება მისი ზემოქმედების რისკის გაუთვალისწინებლობა ბავშვის ძუძუთი კვების დროს, იმ შემთხვევაში თუ ბავშვი იღებს სხვა საკვებ დანამატსაც.

მეძუძური დედებისთვის სამედიცინო ინსტიტუტმა (აშშ) დაამტკიცა ვიტამინი D-ს მიღების უსაფრთხო ზღვარი 4000 სე (100 მკგ) დღეღამეში. ელევიტ პრონატალი შეიცავს 500 სე (12.5 მკგ) ვიტამინ D-ს ერთ ტაბლეტში.

სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვაზე ზეგავლენა

არ მოქმედებს.

შენახვის პირობები

არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

2 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

შეფუთვა

15 ტაბლეტი პვქ/პე/პვდქ/ალუ ბლისტერში. 20 ტაბლეტი ბლისტერში პერფორაციით.

2 ბლისტერი, თითოში 15 ტაბლეტით ან 5 ბლისტერი, თითოში 20 ტაბლეტით ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

განმცხადებელი/მწარმოებელი ფირმის დასახელება, მისამართი

ბაიერ ქონსუმერ ქეარ აგ

პეტერ მერიან-შტრასე 84, 4052 ბაზელი, შვეიცარია

წარმოებულია:

დრაგენოფარმ აპოტეკერ პიუშლ გმბჰ,

გელლშტრასე 1, 84529 თითმონინგი, გერმანია

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა