პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ძვალ-კუნთოვანი სისტემის დაავადებების სამკურნალო სხვა პრეპარატები

ევრისდი

Evrysdi®

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადშვეიცარია
რისთვის გამოიყენება

ევრისდი შეიცავს აქტიურ ნივთიერება რისდიპლამს. იგი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს სახელად „პრე-ი-რნმ სპლაისინგის მოდიფიკატორები“. ევრისდი გამოიყენება ზრდასრულებში და ბავშვებში სპინალური კუნთვანი ატროფიის (SMA) სამკურნალოდ. SMA არის დაავადება, რომელსაც ოჯახური მიდრეკილება ახასიათებს - გენეტიკური დაავადება. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
რისდიპლამი (risdiplam)
ფორმა და შეფუთვა
ფხვნილი 60მგ/80მლ (0.75მგ/მლ) 80მლ შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად ქარვისფერი მინის ბოთლი №1 ადაპტერთან ერთად + 1მლ-იანი შპრიცი №2 + 6მლ-იანი შპრიცი №2 +12მლ-იანი შპრიცი №1
მწარმოებელი
F.Hoffmann-La Roche Ltd (Kaiseraugst), შვეიცარია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ძვალ-კუნთოვანი სისტემის დაავადებების სამკურნალო სხვა პრეპარატები
ATC კოდი
M09AX10
რეგისტრაციის ნომერი
რ-042686
რეგისტრირებულია
28 იანვარი 2025, მოქმედებს 28 იანვარი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
F.Hoffmann-La Roche Ltd (შვეიცარია)
განმცხადებელი
შპს „როშ ჯორჯია“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაევრისდი და სხვა წამალი ერთად

ევრისდი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ევრისდი შეიცავს აქტიურ ნივთიერება რისდიპლამს. იგი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს სახელად „პრე-ი-რნმ სპლაისინგის მოდიფიკატორები“.

ევრისდი გამოიყენება ზრდასრულებში და ბავშვებში სპინალური კუნთვანი ატროფიის (SMA) სამკურნალოდ.

SMA არის დაავადება, რომელსაც ოჯახური მიდრეკილება ახასიათებს - გენეტიკური დაავადება.

გამოწვეულია ორგანიზმში ცილის ნაკლებობით, რომელსაც „მოტორული ნეირონის გადარჩენის“ ცილა (SMN) ეწოდება.

თუ არ გაქვთ საკმარისი SMN პროტეინი, თქვენ დაკარგავთ მმოტორულ ნეირონებს. მოტორული ნეირონები არიან უჯრედები, რომლებიც კუნთებს აკონტორლებენ.

ეს გამოიწვევს კუნთის სისუსტეს და განლევას.

ეს გაართულებს ყოველდღიურ მოძრაობებს, როგორიცაა თავის და კისრის კონტროლი, ჯდომა, ხოხვა და სიარული.

შესაძლოა ასევე დასუსტდეს სუნთქვაში და ყლაპვაში მონაწილე კუნთები.

როგორ მოქმედებს ევრისდი

ევრისდი მოქმედებს ორგანიზმის SMN ცილის წარმოქმნაში დახმარებით.

ეს ნიშნავს, რომ თქვენ დაკარგავთ შედარებით ნაკლებ მოტორულ ნეირონებს - ამან შესაძლოა გააუმჯობესოს SMA მქონე ადამიანების კუნთების მუშაობა.

პირველი ტიპის SMA-ით დაავადებულ ახალშობილებში, ევრისდიმ შესაძლოა:

გაზარდოს მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა

შეამციროს მათი მექანიკური ვენტილაციის საჭიროება სუნთქვის დასახმარებლად.

დაეხმაროს მათ პერორალური კვების შენარჩუნებაში.

მეორე და მესამე ტიპის SMA-ით დაავადებულ ბავშვებში (ახალფეხადგმული ბავშვებდან მოზარდების ჩათვლით), ევრისდიმ შესაძლოა:

შეაჩეროს კუნთებზე კონტროლის გაუარესება

გააუმჯობესოს კუნთებზე კონტროლი

მიღების წესი და დოზირება

ევრისდით მკურნალობა უნდა დაიწყოს ექიმის მიერ, რომელსაც გამოცდილება აქვს SMA– ს მართვაში.

პოზოლოგია

პრეპარატი EVRYSDI მიიღება დღეში ერთხელ. რეკომენდებული დოზირება განისაზღვრება ასაკით და სხეულის წონით. (იხ. ცრილი 1).

ცხრილი 1. ევრისდი ფხვნილის პერორალური ხსნარის დოზირების რეჟიმი ასაკის და სხეულის წონის მიხედვით

ასაკი და სხეულის წონა

რეკომენდებული დღიური დოზა

< 2 თვემდე ასაკის

  • 15მგ/კგ

2 თვიდან < 2 წელზე ნაკლებ ასაკამდე

  • 20მგ/კგ

≥ 2 წლის და მეტი ასაკი(< 20 კგ)

  • 25 მგ/კგ

≥ 2 წლის და მეტი ასაკი (≥20 კგ )

5 მგ

  • ჩვილების შესწორებული ასაკის მიხედვით

არსებობს ალტერნატიული შემოგარსული ტაბლეტის დოზირების ფორმა 2 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებისთვის, რომელთა სხეულის წონა 20 კგ-ზე მეტია. იხილეთ ევრისდის შემოგარსული ტაბლეტის პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება (SmPC). ტაბლეტი ან ტაბლეტების ნარევი არ უნდა იქნას მიღებული ნაზოგასტრალური (NG-მილი) ან გასტროსტომიური მილის (G-მილი) მეშვეობით, მაგრამ პერორალური ხსნარის ფხვნილის მიღება შესაძლებელია ნაზოგასტრალური ან გასტროსტომიური მილის მეშვეობით. ექიმმა უნდა დანიშნოს შესაბამისი ფარმაცევტული ფორმა საჭირო დოზისა და პაციენტის საჭიროებების, მათ შორის პაციენტის გადაყლაპვის უნარის მიხედვით. პაციენტებისთვის, რომლებსაც უჭირთ მთლიანი ტაბლეტის გადაყლაპვა, შესაძლებელია ტაბლეტის დისპერსირება ან პერორალური ხსნარის ფხვნილის დანიშვნა.

დღიური დოზით მკურნალობა 5 მგ-ზე მეტი დოზირებით, არ არის შესწავლილი.

დაგვიანებული ან გამოტოვებული დოზები

თუ მოხდა პრეპარატის EVRYSDI დოზის გამოტოვება, საჭიროა მისი მიღება დაუყოვნებლივ, თუ გამოტოვებული დოზის მიღების დროიდან ჯერ არ არის გასული 6 საათი, ხოლო მომდევნო დღეს განახლდება მიღება დოზირების ჩვეულებრივი სქემით. სხვა შემთხვევაში არ არის საჭირო გამოტოვებული დოზის კომპენსაცია და მომდევნო დოზის მიღება უნდა მოხდეს მეორე დღეს ჩვეულებრივად დაგეგმილ დროს.

თუ დოზა არ არის ბოლომდე გადაყლაპული, ან პრეპარატის EVRYSDI დოზის მიღების შემდეგ ვითარდება ღებინება, არ უნდა მოხდეს სხვა დოზის შეყვანა დაკარგული დოზის საკომპენსაციოდ. პაციენტმა უნდა მოიცადოს მეორე დღემდე და მიიღოს მომდევნო დოზა ჩვეულებრივად დაგეგმილ დროს.

ხანდაზმულები

დოზის კორექცია არ არის საჭირო ხანდაზმულ პაციენტებში, 65 წლის და უფროსი ასაკის სუბიექტების შეზღუდული მონაცემების საფუძველზე (იხ. თავი 5.2).

თირკმლის უკმარისობა

რისდიპლამი არ არის შესწავლილი ამ პოპულაციაში. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია არ არის საჭირო. (ი. თავი 5.2).

ღვიძლის უკმარისობა

დოზის კორექცია არ არის საჭირო ღვიძლის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტებში. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტები არ არის შესწავლილი და შესაძლოა გაიზარდოს რისდიპლამის ზემოქმედება (იხ. თავები 5.1 და 5.2).

ბავშვები

ევრისდის გამოყენება SMA-სთვის 2 თვის და უმცროსი ასაკის პაციენტებში მხარდაჭერილია 16 დღის და უფროსი ასაკის პედიატრიული პაციენტების ფარმაკოკინეტიკური და უსაფრთხოების მონაცემებით (იხ. განყოფილებები 4.8, 5.1 და 5.2). არ არსებობს მონაცემები რისდიპლამის ფარმაკოკინეტიკის შესახებ 16 დღეზე ნაკლები ასაკის პაციენტებში.

მიღების მეთოდი

პერორალური გამოყენება

ევრისდის ფხვნილი პერორალური ხსნარისთვის უნდას მომზადდეს ჯანდაცვის პროფესიონალის/სპეციალისტის (მაგალითად. ფარმაცევტი) მიერ, უშუალოდ პაციენტის მიერ მიღებამდე.

რეკომენდებულია ექიმმა (HCP) განიხილოს პაციენტთან ან მომვლელთან, თუ როგორ უნდა მოამზადოს დადგენილი დღიური დოზა პირველი დოზის მიღებამდე.

ევრისდი მიიღება პერორალურად დღეში ერთხელ, საკვებთან ერთად ან მის გარეშე, დაახლოებით ერთსა და იმავე დროს, თანდართული მრავალჯერადი გამოყენების ორალური შპრიცის გამოყენებით. ევრისდი არ უნდა შეერიოს რძეს ან ხელოვნურ რძეს.

ევრისდის მიღება აუცილებელია მისი პერორალურ შპრიცში ამოღებისთანავე. თუ ევრისდის მიღება არ მოხდა 5 წუთის განმავლობაში, საჭიროა ევრისდის გადასხმა პერორალური შპრიციდან და ახალი დოზის მომზადება. თუ ევრისდის წვეთები მოხვდება კანზე, ის ადგილები აუცილებლად უნდა დაიბანოთ წყლით და საპნით.

მიეცით პაციენტებს ინსტრუქცია დალიონ წყალი ევრისდის მიღების შემდეგ წამლის ბოლომდე გადაყლაპვის უზრუნველსაყოფად. თუ პაციენტს არ შეუძლია ყლაპვა და ჩადგმული აქვს ნაზო-გასტრალური ზონდი ან გასტროსტომის მილი, შესაძლებელია ევრისდის შეყვანა ზონდის საშუალებით. ევრისდის მიცემის შემდეგ საჭიროა ზონდის/მილის ჩარეცხვა წყლით

ორალური შპრიცის შერჩევა დადგენილი დღიური დოზისთვის:

შპრიცის ზომა

დოზის სიდიდე

შპრიცის დანაყოფები

1 მლ

  • 3 მლ დან 1 მლ
  • 01 მლ

6 მლ

1 მლ დან 6 მლ

  • 1 მლ

12 მლ

  • 2 მლ დან 6.6 მლ
  • 2 მლ

დოზირების მოცულობის გამოსათვლელად, გასათვალისწინებელია შპრიცის დანაყოფები(ნამატები). დოზის მოცულობა უნდა დამრგვალდეს უახლოეს დანაყოფამდე, რომელიც აღნიშნულია შერჩეულ ორალურ შპრიცზე.

უკუჩვენებები

არ დაორსულდეთ:

ევრისდით მკურნალობის პერიოდში და

ევრისდის მიღების შეწყვეტიდან ერთი თვის განმავლობაში.

თუ მკურნალობის პერიოდსი დაორსულდებით, დაუყოვნებლივ უთხარით თქვენს ექიმს. თქვენ და თქვენი ექიმი გადაწყვეტთ რა არის უმჯობესი თქვენთვის და თქვენი მუცლადმყოფი ბავშვისთვის.

კონტრაცეფცია

ქალებისთვის

უნდა გამოიყენოთ მაღალეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება:

ამ მედიკამენტით მკურნალობის პერიოდში და

ამ მედიკამენტის შეწყვეტიდან ერთი თვის განმავლობაში.

გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ჩასახვის საწინააღმდეგო სარწმუნო მეთოდების შესახებ, რომლებიც თქვენ და თქვენმა პარტნიორმა უნდა გამოიყენოთ.

მამაკაცებისთვის

თუ თქვენს პარტნიორ ქალს აქვს შვილოსნობის უნარი, ის არ უნდა დაორსულდეს.

გამოიყენეთ კონდომი:

ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს და

ამ მედიკამენტის მიღების შეწყვეტიდან 4 თვის განმავლობაში.

გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ჩასახვის საწინააღმდეგო სარწმუნო მეთოდების შესახებ, რომლებიც თქვენ და თქვენმა პარტნიორმა უნდა გამოიყენოთ

ძუძუთი კვება

არ კვებოთ ბავშვი ძუძუთი ამ წამლის მიღების პერიოდში. ეს მედიკამენტი შესაძლოა გადავიდეს დედის რძეში და ამის შედეგად ბავშვს ზიანი მიაყენოს.

განიხილეთ თქვენს ექიმთან, ძუძუთი კვება უნდა შეწყვიტოთ, თუ ევრისდის მიღება.

მამაკაცის ფერტილობა

ევრისდიმ შესაძლოა დააქვეითოს მამაკაცის ფერტილობის ფუნქცია მკურნალობის დროს და ბოლო დოზის მიღებიდან დაახლოებით 4 თვემდე პერიოდის განმავლობაში.

თუ გეგმავთ ბავშვის გაჩენას, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.

არ შეიძლება გახდეთ სპერმის დონორი მკურნალობის დროს და ამ მედიკამენტის ბოლო დოზის მიღებიდან 4 თვის განმავლობაში.

ავტომანქანის მართვა და მანქანა-დანადგარების გამოყენება

ეს მედიკამენტი ნაკლებსავარაუდოა რომ მოქმედებდეს ავტომანქანის მართვის და მანქანა-დანადგარების გამოყენების უნარზე.

ევრისდი შეიცავს ნატრიუმს

ევრისდი შეიცავს ნატრიუმის (მარილის) მცირე რაოდენობას - 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს. ეს ნიშნავს, რომ ის ფაქტიურად „ნატრიუმის გარეშეა“ და შესაძლოა გამოყენებულ იქნას ნატრიუმის შემზღუდავ დიეტაზე მყოფ ადამიანებთან.

ევრისდი შეიცავს 0.375 მგ ნატრიუმის ბენზოატს თითოეულ მლ-ზე. ნატრიუმის ბენზოატმა შესაძლოა გააძლიეროს სიყვითლე (კანის და თვალების გაყვითლება) ახალშობილებში (4 კვირის ასაკამდე).

ევრისდი შეიცავს იზომალტს

ევრისდი შეიცავს 2.97 მგ იზომალტს ერთ მლ-ზე. თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი ტიპის შაქრის აუტანლობა, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ამ წამლის მიღებამდე.

სიფრთხილის ზომები

ემბრიონ-ნაყოფის პოტენციური ტოქსიკურობა

ემბრიო-ნაყოფის ტოქსიკურობა დაფიქსირდა ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში (იხ. თავი 5.3). რეპროდუქციული პოტენციალის მქონე პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი რისკების შესახებ და ქლაებმა უნდა გამოიყენონ მაღალეფექტური კონტრაცეფცია მკურნალობის დროს და ბოლო დოზის მიღებიდან არანაკლებ 1 თვისა, ხოლო კაცებმა ბოლო დოზის მიღებიდან არანაკლებ 4 თვის განმავლობაში. რეპროდუქციული პოტენციალის ქალი პაციენტების ორსულობის სტატუსი უნდა გადამოწმდეს ევრისდის თერაპიის დაწყებამდე (იხ. თავი 4.6).

პოტენციური ზემოქმედება მამაკაცის ნაყოფიერებაზე

ცხოველებზე ჩატარებული კვლევების საფუძველზე, მამრობითი სქესის პაციენტები ვერ იქნებიან სპერმის დონორი ევრისდით მკურნალობის დროს და ასევე ევრისდის ბოლო დოზის მიღებიდან 4 თვის განმავლობაში. მკურნალობის დაწყებამდე ნაყოფიერების შენარჩუნების სტრატეგიები უნდა განიხილებოდეს რეპროდუქციული პოტენციალის მამაკაც პაციენტებთან (იხ. ქვეთავები 4.6 და 5.3). ევრისდის გავლენა მამაკაცთა ნაყოფიერებაზე არ არის გამოკვლეული ადამიანებში.

დამხმარე ნივთიერებები

იზომალტი

ევრისდი შეიცავს იზომალტს (2,97 მგ / მლ). პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ფრუქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემები, არ უნდა მიიღონ ეს წამალი.

ნატრიუმი

ევრისდი შეიცავს 0.375 მგ ნატრიუმის ბენზოატს თითო მლ ევრისდიზე. ნატრიუმის ბენზოატმა შეიძლება გაზარდოს სიყვითლის რისკი (კანისა და თვალების გაყვითლება) ახალშობილებში (4 კვირამდე ასაკის).

ევრისდი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ყოველ 5 მგ დოზაზე, ანუ არსებითად "თავისუფალია ნატრიუმისაგან".

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

რისდიპლამი ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლის ფერმენტებით, ფლავინ მონოოქსიგენაზა 1 და 3 (FMO1 და 3), ასევე ციტოქრომ P450 ფერმენტებით (CYPs) 1A1, 2J2, 3A4 და 3A7. რისდიპლამი არ არის ადამიანის მრავალწამლისმიერი რეზისტენტობის ცილა 1-ის (MDR1) სუბსტრატი.

სხვა სამკურნალო პროდუქტების გავლენა რისდიპლამზე

ომეპრაზოლს არ მოუხდენია გავლენა ტაბლეტის სახით მიღებული რისდიპლამის ფარმაკოკინეტიკაზე. ამიტომ, რისდიპლამის ტაბლეტის მიღება შესაძლებელია მედიკამენტებთან ერთად რომლებიც იწვევენ კუჭის pH-ის მომატებას (პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები, H2 ანტაგონისტები და ანტაციდები).

200 მგ იტრაკონაზოლის, CYP3A-ს ძლიერი ინჰიბიტორის, დღეში ორჯერ მიღებამ 6 მგ რისდიპლამის ერთჯერად პერორალურ დოზასთან ერთად არ გამოავლინა კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა რისდიპლამის ფარმაკოკინეტიკულ პარამეტრებზე (AUC-ის 11%-იანი ზრდა, Cmax-ის 9%-იანი შემცირება). დოზის კორექცია საჭირო არ არის, როდესაც ევრისდი მიიღება CYP3A ინჰიბიტორთან ერთად.

FMO1 და FMO3 გზებით წამლისმიერი ურთიერთქმედება მოსალოდნელი არ არის.

რისდიპლამის გავლენა სხვა სამკურნალო პროდუქტებზე

რისდიპლამი არის CYP3A-ს სუსტი ინჰიბიტორი. ჯანმრთელ ზრდასრულ სუბიექტებში, რისდიპლამის პერორალური მიღება დღეში ერთხელ 2 კვირის განმავლობაში ოდნავ ზრდიდა მიდაზოლამის, მგრძნობიარე CYP3A სუბსტრატის, ექსპოზიციას (AUC-ის 11%-იანი ზრდა, Cmax-ის 16%-იანი ზრდა). ურთიერთქმედების ხარისხი კლინიკურად მნიშვნელოვნად არ ითვლება და შესაბამისად, CYP3A სუბსტრატებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ინ ვიტრო კვლევებმა აჩვენა, რომ რისდიპლამი და მისი ძირითადი ადამიანის მეტაბოლიტი M1 არ წარმოადგენენ ადამიანის MDR1-ის, ორგანული ანიონ-ტრანსპორტირების პოლიპეპტიდის (OATP)1B1-ის, OATP1B3-ის, ორგანული ანიონ-ტრანსპორტერის 1 და 3-ის (OAT 1 და 3) მნიშვნელოვან ინჰიბიტორებს. თუმცა, რისდიპლამი და მისი მეტაბოლიტი წარმოადგენენ ადამიანის ორგანული კათიონ-ტრანსპორტერის 2-ის (OCT2) და მრავალწამლისა და ტოქსინის ექსტრუზიის (MATE)1 და MATE2-K ტრანსპორტიორების ინჰიბიტორებს. ინ ვიტრო მონაცემებზე დაყრდნობით რისდიპლამს შეუძლია გაზარდოს MATE1 or MATE2‑K-ის მეშვეობით ელიმინირებული თერაპიული პრეპარატების კონცენტრაციები, კერძოდ როგორიცაა მელფორმინი. თუ ერთდროული მიღების თავიდან აცილება შეუძლებელია, უნდა მოხდეს პრეპარატთან დაკავშირებული ტოქსიკურობის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში, განხილული იქნას ერთდროულად მისაღები სამკურნალო პროდუქტის დოზის შემცირება.

არ არსებობს ეფექტურობის ან უსაფრთხოების მონაცემები, რომლებიც ადასტურებს და ემხრობა რისდიპლამის და ნუსინერსენის ერთდროულ გამოყენებას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

რეპროდუქციული პოტენციალის მქონე პაციენტები

ონტრაცეფცია მამაკაც და ქალ პაციენტებში

რეპროდუქციული პოტენციალის მქონე მამაკაც და ქალ პაციენტებმა უნდა დაიცვან შემდეგი კონტრაცეფციის მოთხოვნები:

  • რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალმა პაციენტებმა მკურნალობის დროს და ბოლო დოზის მიღებიდან სულ მცირე 1 თვის განმავლობაში უნდა გამოიყენონ მაღალეფექტური კონტრაცეფცია.
  • მამრობითი სქესის პაციენტებმა და მათმა რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალმა პარტნიორებმა უნდა გამოიყენონ მაღალეფექტური კონტრაცეფცია მკურნალობის დროს და ბოლო დოზის მიღებიდან სულ მცირე 4 თვის განმავლობაში.

ორსულობის ტესტირება

რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალი პაციენტების ორსულობის სტატუსი უნდა გადამოწმდეს ევრისდითი თერაპიის დაწყებამდე. ორსულ ქალებს მკაფიოდ უნდა ეცნობოთ ნაყოფისთვის პოტენციური რისკის შესახებ.

ორსულობა

არ არსებობს მონაცემები ევრისდის ორსულ ქალებში გამოყენების შესახებ. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა (იხ. ნაწილი 5.3).

ევრისდი არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს და რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებისთვის, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეფციას (იხ. ქვეთავი 4.4).

ძუძუთი კვება

უცნობია, გამოიყოფა თუ არა რისდიპლამი ადამიანის დედის რძეში. ვირთხებზე ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ რისდიპლამი გამოიყოფა რძეში (იხ. ნაწილი 5.3). რადგან ძუძუთი კვებაზე მყოფი ჩვილისთვის ზიანის პოტენციალი უცნობია, მკურნალობის დროს რეკომენდებულია არ მოხდეს ძუძუთი კვება.

ნაყოფიერება

მამაკაცი პაციენტები

არაკლინიკური მონაცემების საფუძველზე, მკურნალობის დროს, შესაძლოა, დაქვეითდეს მამაკაცის ნაყოფიერება. ვირთხებისა და მაიმუნების რეპროდუქციულ ორგანოებში დაფიქსირდა სპერმის დეგენერაცია და სპერმის რაოდენობის შემცირება (იხ. ნაწილი 5.3). ცხოველებზე ჩატარებული კვლევების დაკვირვების საფუძველზე, სპერმატოზოიდებზე ზემოქმედება, სავარაუდოდ, შექცევადი იქნება რისდიპლამის შეწყვეტის შემდეგ.

მამაკაც პაციენტებს შეუძლიათ მიმართონ სპერმის შენახვა-კონსერვაციას მკურნალობის დაწყებამდე ან მკურნალობისგან მინიმუმ 4 თვის განმავლობაში მკურნალობისგან თავისუფალი პერიოდის შემდეგ. მამრობითი სქესის პაციენტებმა, რომლებსაც სურთ შვილის ყოლა, უნდა შეწყვიტონ მკურნალობა მინიმუმ 4 თვის განმავლობაში. მკურნალობა შეიძლება განახლდეს ჩასახვის შემდეგ.

მდედრობითი სქესის პაციენტები

არაკლინიკური მონაცემების საფუძველზე (იხ. ნაწილი 5.3), რისდიპლამის გავლენა ქალის ნაყოფიერებაზე მოსალოდნელი არ არის.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ევრისდის არანაირი ან უმნიშვნელო გავლენა აქვს ავტომობილების მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

ახალშობილებში დაწყებული SMA-ს მქონე პაციენტებში ყველაზე ხშირი წამლის გვერდითი რეაქციები, რომელიც დაფიქსირდა ევრისდის კლინიკურ კვლევებში არის: პირექსია (54,8%), გამონაყარი (29,0%) და დიარეა (19,4%).

მოგვიანებით დაწყებული SMA-ს მქონე პაციენტებში ევრიდის კლინიკურ კვლევებში ყველაზე ხშირად დაფიქსირებული გვერდითი რეაქციებია: პირექსია/ცხელება (21,7%), თავის ტკივილი (20,0%), დიარეა (16,7%) და გამონაყარი (16,7%).

ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციები გამოვლინდა იდენტიფიცირებადი კლინიკური ნიშნების ან დროის მონაკვეთის გარეშე; მათი ალაგება ხდება ჩვილ ბავშვთა (ახალშობილებში დაწყებული ) და მოგვიანებით დაწყებული SMA პაციენტებში მიმდინარე მკურნალობის მიუხედავად.

RAINBOWFISH-ის პირველადი ანალიზის საფუძველზე, ევრისდის უსაფრთხოების პროფილი პრესიმპტომურ

პაციენტებში შეესაბამება სიმპტომატური ჩვილ ასაკში და მოგვიანებით დაწყებული SMA-ს მქონე პაციენტებისუსაფრთხოების პროფილს.

RAINBOWFISH კვლევაში ჩაერთო 26 პაციენტი პრესიმპტომური SMA-ით, რომელთა ასაკი პირველი დოზის მიღების დროს იყო 16 და 41 დღე (წონის დიაპაზონი 3,1-დან 5,7 კგ-მდე). ექსპოზიციის საშუალო ხანგრძლივობა იყო 20,4 თვე (დიაპაზონი: 10,6-დან 41,9 თვემდე). ახალშობილებში, 20 დღემდე ნაკლები ასაკით, შეზღუდული პოსტმარკეტინგული მონაცემებია ხელმისაწვდომი

ევრისდის არაკლინიკურ კვლევებში გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აგრეთვე ქვეთავში 5.3.

გვერდითი რეაქციების დაჯგუფება

ამ თავში ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები ჯგუფდება შემდეგი სიხშირის კატეგორიების მიხედვით: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100 to <1/10); არახშირი (≥1/1,000 to <1/100); იშვიათი (≥1/10,000 to <1/1,000); ძალიან იშვიათი (<1/10,000). კლინიკური კვლევებიდან მიღებული წამლის გვერდითი რეაქციები (ცხრილი 2) ჩამოთვლილია MedDRA სისტემის ორგანოთა კლასიფიკაციის მიხედვით.

ცხრილი 2 წამლის გვერდითი რეაქციები(Adr), რომლებიც გვხვდება ჩვილობის (ბავშვებში) ასაკში და მოგვიანებით დაწყებული SMA პაციენტებში, ევრისდის კლინიკური კვლევების საფუძველზე

ორგანოთა სისტემის კლასი

ჩვილობის(ბავშვობის) ასაკში დაწყებული SMA

(ტიპი 1)

მოგვიანებით დაწყებული SMA

(ტიპი 2 და 3)

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

დიარეა

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

გულისრევა

არაშესაბამისი (N/A)

ხშირი

პირის ღრუს ლორწოვანის დაწყლულება

ხშირი

ხშირი

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

გამონაყარი*

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

თავის ტკივილი

არაშესაბამისი (N/A)

ძალიან ხშირი

ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილის მდგომარეობა

ჰიპერთერმია (მათ შორის ჰიპერპირექსია )

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

ინფექციები და ინფესტაციები

საშარდე გზების ინფექცია (მათ შორის ცისტიტი)

ხშირი

ხშირი

დარღვევები ძვალკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

ართრალგია

არაშესაბამისი (N/A)

ხშირი

  • მოიცავს დერმატიტს, აკნეს ფორმის დერმატიტს, ალერგიულ დერმატიტს, ფოლიკულიტს, გამონაყარი, გამონაყარი ერითემატოზული, გამონაყარი მაკულო-პაპულური, გამონაყარი პაპულური

უსაფრთხოების პროფილი პაციენტებში, რომლებიც ადრე მკურნალობდნენ სხვა SMA-მოდიფიცირებული თერაპიებით

JEWELFISH კვლევის პირველადი ანალიზის საფუძველზე, ევრისდის უსაფრთხოების პროფილი სპინალური კუნთოვანი ატროფიის მქონე პაციენტების (SMA-ით დაავადებული) მკურნალობისას უკვე ნამკურნალებ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ევრსიდის 59 თვემდე (მათ შორის, ვინც ადრე მკურნალობდა nusinersen [n=76] ან ონასემნოგენი abeparvovec [n=14 ]) შეესაბამება უსაფრთხოების პროფილს იმ პაციენტებში, რომლებსაც არ მიუღიათ SMA-თვის განკუთვნილი თერაპიული კურსი, და რომლებიც მკურნალობდნენ Evrysdi-ით FIREFISH, SUNFISH და RAINBOWFISH კვლევებში (იხ. ქვეთავი 5.1).

პოსტმარკეტინგული გამოცდილება

კანის ვასკულიტი დაფიქსირდა პოსტმარკეტინგული გამოცდილების დროს. სიმპტომები ალაგდა ევრისდის სამუდამოდ შეწყვეტის შემდეგ. სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე.

საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება

მნიშვნელოვანია საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება წამლის ნებართვის (ავტორიზაციის) მიღების შემდეგ. ეს საშუალებას იძლევა გააკონტროლონ სამკურნალო საშუალების სარგებელი / რისკის შეფარდება. ჯანდაცვის პროფესიონალებს მოეთხოვებათ შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ ანგარიშგების ეროვნული სისტემის მეშვეობით, რომელიც ჩამოთვლილია დანართ V-ში.

ჭარბი დოზა

ცნობილი არ არის ევრისდის დოზის გადაჭარბების საწინააღმდეგო ანტიდოტი. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში პაციენტი უნდა იყოს მჭიდრო მეთვალყურეობის ქვეშ და საჭიროების შემთხვევაში უმალ აღმოვუჩინოთ დახმარება.

შემადგენლობა

პერორალური ხსნარის აქტიური ნივთიერებაა რისდიპლამი.

პერორალური ხსნარის თითოეული მილილიტრი შეიცავს 0.75 მგ რისდიპლამს.

დანარჩენი ინგრედიენტებია მანიტოლი (E421), იზომალტი (E 953), ხენდროს არომატი, ღვინომჟავა (E334), ნატრიუმის ბენზოატი (E211), მაკროგოლი 6000 (E 1521), სუკრალოზა, ასკორბინის მჟავა (E300), დინატრიუმის ედეტატის დიჰიდრატი. (იხილეთ ქვეთავი 2 „ევრისდი შეიცავს ნატრიუმს“ და „ევრისდი შეიცავს იზომალტს“).

როგორ გამოიყურება ევრისდი და პაკეტების შემადგენლობა

ევრისდის ფხვნილი პერორალური ხსნარისთვის გადმოგეცემათ პერორალური ხსნარის სახით, მას შემდგომ რაც მას პროვიზპრო მოამზადებს.

ხსნარი წარმოადგენს მომწვანო ყვითელ ან ყვითელ, ხენდროს არომატის მქონე პერორალურ ხსნარს, რომლის მოცულობაა 80 მლ.

თითოეულ მუყაოს კოლოფში დევს 1 ფლაკონი, 1 ფლაკონის სპეციალური ადაპტერი, ორი 1 მლ, ორი 6 მლ და ორი 12 მლ-იანი მრავალჯერადი გამოყენების ქარვისფერი პერორალური შპრიცი ნიშნულებით, რომლებიც სათანადო დოზის ამოღებაში დაგეხმარებათ.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შენახვის პირობები

ფხვნილი პერორალური ხსნარისთვის

2 წელი

პერორალური ხსნარი

64 დღე ინახება მაცივარში (2-დან8°C-მდე).

საჭიროების შემთხვევაში, პაციენტმა ან მისმა მომვლელმა შეიძლება შეინახოს პერორალური გზით მისაღები ხსნარი ოთახის ტემპერატურაზე (40˚C-ზე ქვემოთ) არა უმეტეს 120 საათის (5 დღე) განმავლობაში. პერორალური ხსნარი უნდა დაბრუნდეს მაცივარში, როდესაც ბოთლის ოთახის ტემპერატურაზე შენახვის საჭიროება აღარ იქნება. აკონტროლეთ მაცივრის გარეთ ბოთლის დაყოვნების მთლიანი დროის მონაკვეთი (40˚C-ზე ქვემოთ).

პერორალური ხსნარი უნდა განადგურდეს, თუ ის ინახება ოთახის ტემპერატურაზე (40°C-ზე ქვემოთ) ჯამში 120 საათზე მეტი (5 დღე) ან 40°C-ზე ზევით შენახული დროის ნებისმიერი პერიოდის განმავლობაში.

  • 4 შენახვის განსაკუთრებული სიფრთხილე

ფხვნილი პერორალური ხსნარისთვის

შეინახეთ თავდაპირველ ყვითელი ფერის ბოთლში სინათლისგან დასაცავად.

პერორალური ხსნარი

მომზადების შემდეგ მედიკამენტის შენახვის პირობები იხილეთ ქვეთავში 6.3. შეინახეთ პრეპარატის EVRYSDI მომზადებული პერორალური ხსნარი თავდაპირველ ყვითელი ფერის ბოთლში, მის დასაცავად სინათლისგან.

  • 5 ჭურჭლის ბუნება და აგებულება

ქარვისფერი III ტიპის შუშის ბოთლი ბავშვისთვის რეზისტენტული(რომ ვერ გახსნას) ხრახნიანი თავსახურით.

თითოეული მუყაოს კოლოფი შეიცავს: ერთ ბოთლს, 1 დამჭერის მქონე ბოთლის ადაპტერს, ორ მრავალჯერადი გამოყენების 1 მლ, ორ მრავალჯერადი გამოყენების 6 მლ და ერთი მრავალჯერადი გამოყენების 12 მლ გრადუირებულ ქარვის ორალურ შპრიცს.

  • 6 განკარგვისა და სხვა დამუშავების განსაკუთრებული სიფრთხილე

პრეპარატის EVRYSDI ფხვნილი უნდა გახსნას ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელმა (HCP (მაგ.: ფარმაცევტი) პერორალური ხსნარის მოსამზადებლად პაციენტისთვის გადაცემამდე.

მომზადება

პრეპარატის EVRYSDI პერორალური ხსნარის ფხვნილთან მუშაობისას საჭიროა სიფრთხილე. (იხ. თავი 4.4). თავი აარიდეთ მშრალი ფხვნილის და მომზადებული ხსნარის შესუნთქვას და უშუალო კონტაქტს კანთან ან ლორწოვან გარსებთან. თუ ამგვარი კონტაქტი მაინც მოხდა, საგულდაგულოდ დაიბანეთ საპნით და წყლით; გამოირეცხეთ თვალები წყლით. გამოიყენეთ ერთჯერადი ხელთათმანები მომზადების და გაწმენდის პროცედურების დროს.

ინსტრუქციები ხსნარის მოსამზადებლად:

  • მსუბუქად დააკაკუნეთ დახურული მინის ფლაკონის ძირით ფხვნილის გასაფხვიერებლად.
  • მოხადეთ ხუფი. ხუფი არ გადააგდოთ..
  • ფრთხილად ჩაასხით 79 მლ დისტილირებული წყალი პრეპარატის EVRYSDI ფლაკონში 0.75 მგ/მლ პერორალური ხსნარის მისაღებად.
  • ჩაარჭეთ ფლაკონის ადაპტერი ფლაკონის ყელში ფლაკონის პირზე ზემოდან ქვემოთ დაწოლით. დარწმუნდით, რომ ის მჭიდროდ არის მიკრული ფლაკონის პირზე.
  • ფლაკონს ისევ მჭიდროდ დაახურეთ ხუფი და კარგად შეანჯღრიეთ 15 წამის განმავლობაში. დაელოდეთ 10 წუთი. უნდა მიიღოთ გამჭვირვალე ხსნარი. თუ ხსნარი არ არის გამჭვირვალე, კიდევ ერთხელ კარგად შეანჯღრიეთ 15 წამის განმავლობაში.
  • გარეთა კოლოფს და ბოთლის იარლიყს დააწერეთ ,, გაანადგურეთ“’ მომზადებული ხსნარის ვადის გასვლის შემდეგ და დააწერეთ აღნიშნული თარიღი (ეს თარიღი გამოითვლება, როგორც 64 დღე ხსნარის მომზადებიდან, წამლის მომხადების დღე მიჩნეულია დღე 0-ად) . ბოთლი კვლავ ჩადეთ კარდონის თავდაპირველ კოლოფში შპრიცებთან და (შალითაში გახვეული), წამლის ინსტრუქციასა და გამოყენების ინსტრუქცია/ბუკლეტთან ერთად. შეინახეთ მუყაო მაცივარში (2-დან 8°C-მდე).

გადააგდეთ ნებისმიერი გამოუყენებელი ნაწილი კონსტიტუციიდან 64 დღის შემდეგ.

ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტი ან ნარჩენები უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

  • მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი

Roche Registration GmbH

Emil-Barell-Strasse 1

79639 Grenzach-Wyhlen,

გერმანია

  • მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელის ნომერი

EU/1/21/1531/001

  • ავტოირიზაციის პირველი თარიღი / ავტორიზაციის განახლება

პირველი ავტორიზაციის თარიღი: 2021 წლის 26 მარტი

  • ტექსტის განახლების/გადახედვის თარიღი

აღნიშნული მედიკამენტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია ევროპის წამლის სააგენტოს ვებგვერდზე https://www.ema.europa.eu/.

ეს სამკურნალო პროდუქტი დამატებით მონიტორინგს ექვემდებარება. ეს საშუალებას იძლევა სწრაფად მოხდეს უსაფრთხოების ახალი ინფორმაციის იდენტიფიცირება. ჯანდაცვის სპეციალისტებს მოეთხოვებათ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესისთვის იხილეთ 4.8 პუნქტი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

სხვა სამკურნალო საშუალებები ძვალ-კუნთოვანი სისტემის დარღვევებისთვის

ATC კოდი: M09AX10

მოქმედების მექანიზმი

რისდიპლამი არის მოტონეირონ 2-ის გადარჩენის (SMN2) pre-mRNA სფლაისინგის მოდიფიკატორი, შექმნილი იმ პაციენტების სამკურნალოდ, რომელთაც აქვთ სპინალური კუნთოვანი ატროფია (SMA), გამოწვეული 5q ქრომოსომის SMN1 გენის მუტაციით, რაც თავის მხრივ იწვევს მოტონეირონის გადარჩენის პროტეინის (SMN) დეფიციტს. ფუნქციური SMN ცილის უკმარისობა პირდაპირ კავშირშია SMA პათოფიზიოლოგიასთან, რომელიც მოიცავს მოტორული ნეირონების პროგრესულ დაკარგვას და კუნთების სისუსტეს. რისდიპლამი აწესრიგებს SMN2– ის შეკვრას რათა დაბალანსდეს mRNA– ს ტრანსკრიპტებში აქსონ 7-ის ჩართვაში (და პირიქით შემცირდეს აქსონ- 7–ის ამოვარდნა), რაც იწვევს ფუნქციური და სტაბილური SMN ცილის წარმოების(პროდუქციის) გაზრდას. ამრიგად, რისდიპლამი მკურნალობს SMA– ს ფუნქციური SMN ცილის დონის გაზრდისა და საჭირო დონის შენარჩუნების გზით.

ფარმაკოდინამიკა

კვლევებში FIREFISH (2-7 თვის ასაკის პაციენტები კვლევაში ჩართვისას), SUNFISH (2-25 წლის ასაკის პაციენტები კვლევაში ჩართვისას) და JEWELFISH (1-60 წლის პაციენტები კვლევაში ჩართვისას) ჩვილობის ასაკში დაწყებული SMA-ს და მოგვიანებით დაწყებული SMA პაციენტებში. პრეპარატი EVRYSDI მკურნალობის დაწყებიდან 4 კვირის განმავლობაში იწვევდა მოტონეირონის გადარჩენის პროტეინის რაოდენობის მომატებას უფრო მეტი, ვიდრე 2ჯერადი მედიანური ცვლილებით საწყისი მაჩვენებლიდან- ყველა შესწავლილი სპინალური კუნთოვანი ატროფიის ტიპის მიხედვით. მომატება სტაბილური იყო მთელი მკურნალობის პერიოდის განმავლობაში (მინიმუმ 24 თვე).

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

ევრისდის ეფექტურობა SMA-ის მქონე პაციენტებში, კერძოდ 1)ჩვილობის ასაკიდან დაწყებული ფორმით (SMA ტიპი 1) და მოგვიანებით დაწყებული SMA-ის ფორმით (SMA ტიპი 2 და 3) შეფასებული იყო 2 ძირითად კლინიკურ კვლევაში, FIREFISH და SUNFISH. Evrysdi-ს ეფექტურობის მონაცემები პრესიმპტომური SMA პაციენტების სამკურნალოდ შეფასებული იყო RAINBOWFISH კლინიკურ კვლევაში. მე-4 ტიპის SMA-ის კლინიკური დიაგნოზის მქონე პაციენტები არ ყოფილან შესწავლილი კლინიკურ კვლევებში.

ჩვილობის ასაკში (ახალშობილებში) დაწყებული SMA

კვლევა BP39056 (FIREFISH) არის ღია, ორნაწილიანი კვლევა, რომელიც იკვლევს ევრისდის ეფექტურობას, უსაფრთხოებას, PK-ს და ფარმაკოდინამიკას (PD) სიმპტომური 1ტიპის SMA –ს მქონე პაციენტებში (ყველა პაციენტს ჰქონდა გენეტიკურად დადასტურებული დაავადება SMN2 გენის 2 ასლით). FIREFISH– ის პირველ ნაწილში დაგეგმილია დოზის განსაზღვრა. FIREFISH კვლევის მე-2 ნაწილში შეფასდა ევრისდის ეფექტურობა. პაციენტები 1 ნაწილიდან მონაწილეობას არ იღებდნენ კვლევის მე-2 ნაწილში.

ეფექტურობის სამიზნე (ძირითადი) წერტილი იყო, 12 თვის მკურნალობის შემდეგ, დამოუკიდებლად დაჯდომის შესაძლებლობა მინიმუმ 5 წამის განმავლობაში; მაჩვენებელი შეადგენს 22-ს, რომელიც იზომება ახალშობილების ,,Bayley-ის შკალით და Toddler -ის განვითარების სტანდარტით - რაც წარმოადგენს საერთო მოტორული შკალის მესამე გამოცემას (BSID-III) .

FIREFISH ნაწილი 2

FIREFISH– ის მეორე ნაწილში ჩაერთო, 1 SMA– ის ტიპით დაავადებული 41 პაციენტი. ტიპი 1 SMA– ს კლინიკური ნიშნებისა და სიმპტომების დაწყების საშუალო ასაკი იყო 1,5 თვე (დიაპაზონი: 1,0–3,0 თვე), 54% მდედრობითი ქსესის, 54% თეთრკანიანი და 34% აზიელი. პაციენტთა საშუალო ასაკი კვლევაში ჩართვის დროს იყო 5.3 თვე (დიაპაზონი: 2.2-6.9 თვე) და საშუალო დრო სიმპტომების დაწყებიდან პირველი დოზის მიღებამდე იყო 3.4 თვე (დიაპაზონი: 1.0-6.0 თვე). საწყის ეტაპზე, ფილადელფიის ბავშვთა საავადმყოფოს საშუალო ნეირომუსკულარული დაავადების ტესტირების შედეგად მიღებული (CHOP-INTEND) ქულა(ნიშნული) შეადგენდა 22.0-ს (დიაპაზონი: 8.0-37.0), ხოლო ჰამერსმითის ჩვილ ბავშვთა ნევროლოგიური გამოკვლევის მოდული 2 (HINE-2) საშუალო ქულა იყო 1.0 (დიაპაზონი: 0,0-5,0).

პირველადი სამიზნე წერტილი იყო პაციენტების წილი, რომელთაც 12 თვის მკურნალობის შემდეგ შეეძლოთ მინიმუმ 5 წამის განმავლობაში დახმარების გარეშე/დამოუკიდებლად ჯდომა (BSID-III საერთო მოტორული შკალა, ნიშნული 22). ევრისდის მკურნალობის შედეგად მიღებული პაციენტების ძირითადი ეფექტურობის წერტილები ნაჩვენებია ცხრილში 3 .

ცხრილი 3 ეფექტიანობის ძირითადი შედეგების შეჯამება პაციენტებში მკურნალობის მე-12 და 24-ე თვეზე (FIREFISH, ნაწილი 2)

ეფექტურობის საბოლოო წერტილები

პაციენტების პროპორცია

N41 (90% CI)

თვე 12

თვე 24

მოტორული ფუნქცია და განვითარების ეტაპები

BSID-III: ჯდომა მხარდაჭერის გარეშე მინიმუმ 5 წამის განმავლობაში

  • 3%

(17.8%, 43.1%)

p <0.0001a

  • 0%

(46.9%, 73.8%)

CHOP-INTEND: ქულა 40 ან მეტი

  • 1%

(42.1%, 69.4%)

  • 6%

(62.2%, 86.1%)

CHOP-INTEND: ზრდა ≥4 ქულით საწყისიდან

  • 2%

(79.1%, 96.6%)

  • 2%

(79.1%, 96.6%)

HINE-2: მოტორული ეტაპების მოპასუხეები b

  • 0%

(64.8%, 88.0%)

  • 4%

(73.2%, 93.4%)

HINE-2: ჯდომა მხარდაჭერის გარეშე C

  • 4%

(13.9%, 37.9%)

  • 7%

(39.8%, 67.1%)

გადარჩენა და მოვლენის გარეშე გადარჩენა

მოვლენის გარეშე გადარჩენაd

  • 4%

(73.4%, 92.2%)

  • 9%

(70.5%, 90.4%)

ცოცხალი

  • 7%

(82.2%, 97.1%)

  • 7%

(82.2%, 97.1%)

კვება

პერორალური კვების უნარიe

  • 9%

(70.3%, 91.7%)

  • 4%

(73.2%, 93.4%)

აბრევიატურები: CHOPINTENDChildren’s Hospital of Philadelphia Infant Test of Neuromuscular Disorders; HINE-2Module 2 of the Hammersmith Infant Neurological Examination.

a p- მნიშვნელობა ეყრდნობა ცალმხრივ ზუსტ ბინომურ ტესტს. შედეგი შედარებულია 5% -ის ბარიერთან.

b HINE-2-ზე დაყრდნობით: ≥2 ქულა იზრდება [ან მაქსიმალური ქულა]თუ აქვს მკვეთრი მოძრაობის გაკეთების უნარი, OR ≥1 ქულა იზრდება ტუ მოტორული ნიშნები როგორიცაა თავის დაჭერა, ტრიალი, ჯდომა, ცოცვა ან სიარული შეუძლია, AND გაუმჯობესება ვლინდება მოტორული კატეგორიების უმეტეს ნაწილში, ხოლო გაუარება ითვლება პპასუხად ამ ანალიზების დროს.

c დახმარების გარეშე ჯდომა შეუძლიათ პაციენტებს, რომლებმაც მიაღწიეს "სტაბილურ ჯდომას" (24%, 10/41) და "ბრუნვას (ბრუნავს)" (29%, 12/41), შეფასებული HINE-2- ის მიერ 24 თვეში.

d მოვლენა პასუხობს მუდმივი ვენტილაციის საბოლოო წერტილს, რომელიც განისაზღვრება როგორც ტრაქეოსტომია ან ≥16 საათი არაინვაზიური ვენტილაცია დღეში ან ინტუბაცია ზედიზედ> 21 დღის განმავლობაში მწვავე შექცევადი მოვლენის არარსებობის გამო, ან მისი ალაგების შემდეგ. სამი პაციენტი გარდაიცვალა კვლევაში ჩარიცხვიდან პირველი 3 თვის განმავლობაში და 4 პაციენტში დაფიქსირდა მუდმივი ვენტილაციის საბოლოო წერტილზე პასუხი 24 თვემდე დროის მონაკვეთში. ოთხივე პაციენტმა მიაღწია CHOP-INTEND ქულას საწყისი მაჩვენებელიდან მინიმუმ 4 პუნქტით.

e მოიცავს პაციენტებს რომლებიც იკვებებოდნენ მხოლოდ პერორალურად (29 სულ პაციენტი) და ასევე პაციენტებეს რომლებიც საკვებს ირებდნენ კომბინაციური სახით : პერორალუს დამატებული ზონდიტ კვება (6პაციენტი საერთო ჯამში) მე-24 თვეზე.

24 თვეში, პაციენტების 44%-მა მიაღწია ჯდომის უნარს მხარდაჭერის გარეშე 30 წამის განმავლობაში (BSID-III, პუნქტი 26). პაციენტები განაგრძობდნენ დამატებითი მოტოტული ეტაპების მიღწევას, როგორც შეფასებული/გაზომილი იყო HINE 2-ით: 80.5%-ს შეეძლო ტრიალი, ხოლო პაციენტების 27%-მა მიაღწია ფეხზე დგომის საზომს (12% საყრდენი წონა და 15% მხარდაჭერით დგომა).

არანამკურნალევი პაციენტები ჩვილობის ასაკში დაწყებული SMA-თი ვერასდროს შეძლებდნენ ჯდომას დახმარების გარეშე და მხოლოდ 25% -ში არის მოსალოდნელი სიცოცხლის შენარჩუნება (გადარჩენადოაბა) ფილტვის მუდმივი ვენტილაციის გარეშე 14 თვის ასაკში და ზემოთ.

სურათი 1. მოვლენებისგან თავისუფალი გადარჩენის ამსახველი კაპლან-მეიერის მრუდი (FIREFISH ნაწილი 1 და ნაწილი 2)

29019530607000

+ კვლევიდან გამოთიშვა: ერთი პაციენტი გამოეთიშა Part 2-ში რადგან პაციენტი მივიდა მე- 12 თვის ვიზიტზე ნაადრევად, ერთი პაციენტი Part 1-დან გამოეთიშა მკურნალობის შეწყვეტის და 3.5 თვის თავზე გარდაცვალების შემდეგt

1898655645150024168102929890Time (months)

Time (months)

სურათი 2. საშუალო ცვლილება საწყისი წერტილიდან CHOP-INTEND მთლიან ქულაში (FIREFISH ნაწილი 2)

FIREFISH ნარილი 1

ევრისდის ეფექტურობა ტიპი 1 SMA პაციენტებში ასევე ფასდებოდა კვლევის FIREFISH 1-ლი ნაწილის შედეგების საფუძველზე. ნაწილი 1–ის 21 პაციენტისთვის, საწყისი მახასიათებლები ზუსტად შეესაბამებოდა 1-ლი ტიპის SMA– ს მქონე სიმპტომური პაციენტებისათვის დამახასიათებელ სურათს. კვლევაში ჩართვის მომენტისთვის პაციენტის საშუალო ასაკი იყო 6.7 თვე (დიაპაზონი: 3.3-6.9 თვე) და საშუალო დრო სიმპტომების დაწყებასა და პირველი დოზის მიღებას შორის იყო 4.0 თვე (დიაპაზონი: 2.0-5.8 თვე).

სულ 17 პაციენტმა მიიღო ევრისდის თერაპიული დოზა (დოზა შერჩეულია მე -2 ნაწილისთვის). 12 თვის მკურნალობის შემდეგ, ამ პაციენტთა 41% -მა (7/17) შეძლო დამოუკიდებლად ჯდომა მინიმუმ 5 წამის განმავლობაში (BSID-III, პუნქტი 22). 24 თვის მკურნალობის შემდეგ, კიდევ 3 პაციენტს, რომლებიც იღებდნენ თერაპიულ დოზას, შეეძლოთ დამოუკიდებლად ჯდომა მინიმუმ 5 წამის განმავლობაში, რაც ჯამში 10 პაციენტს (59%) შეადგენდა, რომელთაც დაუფიქსირდათ მოტორული სამიზნე წერტილის მიაღწევა.

12 თვიანი მკურნალობის შემდეგ, პაციენტების 90% (19/21) იყო ცოცხალი და მოვლენებისგან თავისუფალი (მუდმივი ვენტილაციის გარეშე) და მიაღწიეს 15 თვის ან მეტ ასაკს. მინიმუმ 33 თვის მკურნალობის შემდეგ, პაციენტების 81% (17/21) იყო ცოცხალი და თავისუფალი მოვლენებისგან და მიაღწია 37 თვის ან უფროს ასაკს (საშუალო 41 თვე; დიაპაზონი 37-დან 53 თვემდე), იხილეთ სურათი 1. სამი პაციენტი გარდაიცვალა მკურნალობის დროს და ერთი პაციენტი გარდაიცვალა მკურნალობის შეწყვეტიდან 3.5 თვის შემდეგ.

SMA-ს გვიანი დასაწყისი

კვლევა BP39055 (SUNFISH) წარმოადგენს ორ ნაწილად ჩატარებულ კვლევას, რომელიც შეისწავლის ევრისდის ეფექტურობას, უსაფრთხოებას, PK და PD– ს 2-25 წლის ასაკის SMA ტიპის 2 ან მე-3 ტიპის პაციენტებში. ნაწილი 1 იყო დოზის საძიებო/განმსაზღვრელი ნაწილი და ნაწილი 2 იყო რანდომიზებული, ორმაგი ბრმა, პლაცებო კონტროლირებადი დადასტურების ნაწილი. პაციენტები 1 ნაწილიდან მონაწილეობას არ იღებდნენ მე -2 ნაწილში.

ძირითადი საბოლოო წერტილი იყო ცვლილება საბაზისო ქულიდან მკურნალობის მე-12 თვის ბოლოს მოტორული ქულის საზომ-32-მდე (MFM32). MFM32- ს აქვს შესაძლებლობა შეაფასოს მოტორული ფუნქციის ფართო დიაპაზონი SMA პაციენტების ფართო სპექტრში. მთლიანი MFM32 ქულა გამოხატულია მაქსიმალური შესაძლო ქულის პროცენტული მაჩვენებლის სახით (დიაპაზონი: 0-100), აღსანიშნავია, რომ მაღალი ქულები მიუთითებს უფრო მეტ მოტორულ ფუნქციაზე.

SUNFISH ნაწილი 2

SUNFISH ნაწილი 2 არის SUNFISH კვლევის რანდომიზებული, ორმაგად ბრმა, პლაცებო კონტროლირებადი ნაწილი, რომელშიც ჩართულია ტიპი 2 (71%) ან ტიპი 3 (29%) SMA– ით დაავადებული 180 არაამბულატორული პაციენტი. პაციენტები რანდომიზებულნი იყვნენ 2: 1 თანაფარდობით, რომ მიეღოთ ევრისდი თერაპიული დოზით (იხ. ქვეთავი 4.2) ან პლაცებო. რანდომიზება მოხდა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით (2 – დან 5 – მდე, 6 – დან 11 – მდე, 12 – დან 17 – მდე, 18 – დან 25 წლამდე).

პაციენტთა საშუალო ასაკი მკურნალობის დასაწყისში იყო 9.0 წელი (2-25 წლის დიაპაზონი), საშუალო დრო თავდაპირველი SMA სიმპტომების გამოვლინებიდან პირველი სამკურნალო დოზის მიღებამდე იყო 102,6 (1-275) თვე. საერთო ჯამში, კვლევაში ჩართვამდე 30% იყო 2-დან 5 წლამდე ასაკის, 32% იყო 6-დან 11 წლამდე ასაკის, 26% იყო 12-17 წლის ასაკში და 12% იყო 18-დან 25 წლამდე . კვლევაში ჩართული 180 პაციენტიდან 51% იყო მდედრობითი, 67% თეთრკანიანი და 19% აზიელი. საწყის ეტაპზე პაციენტების 67% -ს ჰქონდა სქოლიოზი (32% -ს აღენიშნებოდა მძიმე სქოლიოზი). პაციენტებს ჰქონდათ საშუალო საბაზისო ქულა MFM32 - 46.1 და ზედა კიდურის განახლებული მოდულის ქულა (RULM- Revised Upper Limb Module) -20.1. საბაზისო დემოგრაფიული მახასიათებლები დაბალანსებული იყო ევრისდისა და პლაცებოს ჯგუფებს შორის, გარდა სქოლიოზისა (ევრისდის ჯგუფში პაციენტების 63% აღენიშნებოდა და პლაცებო კონტროლის ჯგუფში პაციენტთა 73%-ს).

SUNFISH–ის მე –2 ნაწილის პირველადი ანალიზის შედეგად, მკურნალობის მე-12 თვეზე, გამოვლინდა MFM32–ის მთლიანი ქულის საწყისი დონიდან კლინიკურად მნიშვნელოვანი და სტატისტიკურად ძალზედ ღირებული განსხვავება ევრისდით და პლაცებოთი ნამკურნალებ პაციენტებს შორის. პირველადი ანალიზის შედეგები და ძირითადი მეორადი საბოლოო წერტილების მაჩვენებლები ნაჩვენებია ცხრილში 4, სურათი 3 და სურათი 4.

ცხრილი 4 ეფექტურობის შეჯამება მოგვიანებით დაწყებული სპინალური კუნთოვანი ატროფიით (SMA) დაავადებულ პაციენტებში მკურნალობის მე-12 თვეზე (SUNFISH ნაწილი 2)

ენდპოინტი (სამიზნე წერტილი)

Evrysdi

(N = 120)

პლაცებო (N = 60)

პირველადი ენდპოინტი:

ცვლილება კვლევის საწყისი ეტაპიდან MFM32 ჯამურ ქულაში მე-12 თვეზე

LS mean (95%, CI)

  • 36

(0.61, 2.11)

  • 0.19

(-1.22, 0.84)

განსხვავება პლაცებოსგან,

მაჩვენებელი(95% CI)

p-მნიშვნელობა2

  • 55

(0.30, 2.81)

  • 0156

მეორადი ენდპოინტები:

პაციენტების წილი, რომელთა კვლევის საწყისი ეტაპის MFM32 ჯამური ქულის ცვლილება1 არის 3 ან მეტი მე-12 თვეზე (95% CI)1

  • 3%

(28.9, 47.6)

  • 7%

(12.0, 35.4)

რისკების თანაფარდობა ზოგადი პასუხისთვის (95%CI)

შესწორებული (შეუსწორებელი)

p-მნიშვნელობა3,4

  • 35 (1.01, 5.44)
  • 0469 (0.0469)

ცვლილება კვლევის საწყისი ეტაპიდან RULM ჯამურ ქულაში 5 მე-12 თვეზე

LS mean (95% CI)

  • 61

(1.00, 2.22)

  • 02

(-0.83, 0.87)

განსხვავება პლაცებოსგან, სავარაუდო მაჩვენებელი (95% CI)

შესწორებული (შეუსწორებელი) p-მნიშვნელობა2,4

  • 59 (0.55, 2.62)
  • 0469 (0.0028)

LSleast squares

არასრული მონაცემების წესის საფუძველზე MFM32-თვის, ანალიზიდან გამოირიცხა 6 პაციენტი (Evrysdi n=115; პლაცებოს კონტროლის n=59).

2 მონაცემების ანალიზი მოხდა შერეული მოდელის განმეორებითი ზომის გამოყენებით, საბაზისო ქულის, მკურნალობის, ვიზიტის, ასაკობრივი ჯგუფის, მკურნალობის მიხედვით ვიზიტის და საწყისი ვიზიტის მიხედვით

3 ლოგისტიკური რეგრესიის ანალიზი მოიცავდა კვლევის საწყისი ეტაპის ჯამურ ქულას, მკურნალობას და ასაკობრივ ჯგუფს

4 შესწორებული p-მნიშვნელობა მიღებული იქნა იერარქიულ ტესტირებაში შეტანილი ენდპოინტებისთვის, და გამოყვანილი იქნა ენდპოინტებიდან გამომდინარე ყველა p-მნიშვნელობის საფუძველზე იერარქიული თანმიმდევრობით არსებულ ენდპოინტამდე.

5 არასრული მონაცემების წესის საფუძველზე ზედა კიდურის შესწორებული მოდულისთვის (RULM), ანალიზიდან გამოირიცხა 3 პაციენტი (EVRYSDI n = 119; პლაცებოს კონტროლის n = 58).

2 თვის მკურნალობის დასრულების შემდეგ, 117 პაციენტმა განაგრძო ევრისდის მიღება. 24-თვიანი ანალიზის დროს, ამ პაციენტებს, რომლებიც მკურნალობდნენ ევრისდით 24 თვის განმავლობაში, აღენიშნათ მოტორული ფუნქციის გაუმჯობესების შენარჩუნება 12 თვიდან 24 თვის ჩათვლით. MFM32– სთვის ცვლილების სშუალო მაჩვენებელი იყო 1.83 (CI 95%: 0.74, 2.92 ) და RULM– სთვის იყო 2.79 (95% CI: 1.94, 3.64).

სურათი 3. საშუალო ცვლილება კვლევის საწყისი ეტაპიდან MFM32 -ის (მოტორული ფუნქციის მაჩვენებელი 32) ჯამურ ქულაში 12 თვის განმავლობაში კვლევაში SUNFISH ნაწილი 21

1მინიმალური კვადრატების (LS) საშუალო სხვაობა MFM32 ქულაში საწყისიდან ცვლილებისთვის [95% CI]

სურათი 4. საშუალო ცვლილება კვლევის საწყისი ეტაპიდან RULM -ის ჯამურ ქულაში 12 თვის განმავლობაში კვლევაში SUNFISH ნაწილი 21

1 მინიმალური კვადრატების (LS) საშუალო განსხვავება საწყისი მდგომარეობიდან RULM ქულაში ცვლილებისთვის [95% CI]

SUNFISH ნაწილი 1

მოგვიანებით დაწყებულ SMA პაციენტებში ეფექტურობის შესწავლისთვის ასევე გამოიყენეს SUNFISH– ის დოზის შემცველი 1-ლი ნაწილის შედეგები. კვლევის პირველ ნაწილში ჩაერთო, 2 – დან 25 წლამდე ასაკის 51 პაციენტი 2 და 3 ტიპის SMA– თი (მათ შორის 7 ამბულატორიული პაციენტი). მკურნალობის 1 წლის შემდეგ გამოვლინდა მოტორული ფუნქციის კლინიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, რომელიც იზომება MFM32– ით, ამასთან, საწყის მონაცემთან შედარებით საშუალო ცვლილება შეადგენდა 2,7 პუნქტს (95% CI: 1,5, 3,8). MFM32– ის გაუმჯობესება შენარჩუნდა 2 წლამდე მკურნალობის კურსზე (საშუალო ცვლილება 2.7 პუნქტით [95% CI: 1.2, 4.2]).

გამოყენება პაციენტებში, რომლებიც ადრე მკურნალობდნენ SMA-ს მამოდიფიცირებელი სხვა თერაპიული რეჟიმებით (JEWELFISH)

კვლევა BP39054 (JEWELFISH, n = 174) არის ერთჯგუფიანი, ღია ეტიკეტირების კვლევა, რომელიც იკვლევს ევრისდის უსაფრთხოებას, ტოლერანტობას, PK-ს და PD-ს ჩვილობაში დაწყებული და გვიან დაწყებული სპინალური კუნთოვანი ატროფიის (SMA) მქონე პაციენტებში (საშუალო ასაკი 14 წელი [დიაპაზონი 1 - 60 წელი]), რომლებსაც უკვე( ადრე) ჩატარებული ქონდათ სხვა დამტკიცებული (nusinersen n = 76, onasemnogene abeparvovec n = 14) ან საკვლევი SMA-ს მამოდიფიცირებელი თერაპიების კურსები. საწყის ეტაპზე, 2 60 წლის ასაკის 168 პაციენტიდან, პაციენტების 83%-ს ჰქონდა სქოლიოზი, ხოლო 63%-ს ჰქონდა ჰამერსმიტის ფუნქციური მოტორული სასწორის მომატებული (HFMSE) ქულა 10 ქულა

მკურნალობის 24 თვის ანალიზზე, 2 - 60 წლის პაციენტებმა აჩვენეს მოტორული ფუნქციის საერთო სტაბილიზაცია MFM-32 და RULM-ში (n = 137 და n = 133, შესაბამისად). 2 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტებმა (n = 6) შეინარჩუნეს ან მიაღწიეს მოტორული განვითარების საკვანძო ეტაპებს, როგორიცაა თავის დაჭერის კონტროლი, გორვა(გადაკოტრიალება) და დამოუკიდებლად ჯდომა. ყველა ამბულატორიულმა პაციენტმა (5 46 წლის, n = 15) შეინარჩუნა სიარულის უნარი.

პრესიმპტომური SMA (RAINBOWFISH)

კვლევა BN40703 (RAINBOWFISH) არის ღია, ერთ ჯგუფიანი, მულტიცენტრული კლინიკური კვლევა, რომლის მიზანია გამოიკვლიოს ევრისდის ეფექტურობა, უსაფრთხოება, ფარმაკოკინეტიკა და ფარმაკოდინამიკა ახალშობილებში დაბადებიდან 6 კვირამდე ასაკის (პირველი დოზა),რომლებსაც გენეტიკურად დიაგნოზირებული აქვთ SMA-ი, მაგრამ სიმპტომები ჯერ არ აღენიშნებათ.

ეფექტურობა პრესიმპტომურ SMA პაციენტებში შეფასებული იყო მე-12 თვეში 26 პაციენტში [კვლევაში ჩართულ პოპულაციაში(ITT) ], რომლებიც მკურნალობდნენ ევრისდით: რვა პაციენტს, 13 პაციენტს და 5 პაციენტს ჰქონდათ SMN2 გენი-ის 2, 3 და ≥4 ასლი შესაბამისად. ამ პაციენტების საშუალო ასაკი პირველი დოზის მიღებისას იყო 25 დღე (დიაპაზონი: 16-დან 41 დღემდე), 62% იყო მდედრობითი სქესის და 85% თეთრკანიანი. საწყის ეტაპზე, CHOP-INTEND-ის მედიანური ქულა იყო 51.5 (დიაპაზონი: 35.0-დან 62.0-მდე), HINE-2-ის მედიანური ქულა იყო 2.5 (დიაპაზონი: 0-დან 6.0-მდე), ხოლო იდაყვის ნერვის ნაერთის კუნთის მოქმედების პოტენციალის მედიანური (CMAP) ამპლიტუდა იყო 3.6. mV (დიაპაზონი: 0,5-დან 6,7 მვ-მდე).

პირველადი ეფექტურობის პოპულაცია (N=5) მოიცავდა პაციენტებს 2 SMN2 ასლით და საწყისი/საბაზისო CMAP

ამპლიტუდ-ით ≥ 1,5 mV. ამ პაციენტებში, CHOP-INTEND-ის მედიანური ქულა იყო 48.0 (დიაპაზონი: 36.0-დან 52.0), მედიანური HINE-2 ქულა იყო 2.0 (დიაპაზონი 1.0-დან 3.0-მდე), ხოლო CMAP-ის მედიანური ამპლიტუდა იყო 2.6 mV (დიაპაზონი: 1.6-დან 3.8 mV -მდე) საწყის ეტაპზე.

პირველადი საბოლოო წერტილი იყო პაციენტთა რაოდენობა (%) პირველადი ეფექტურობის პოპულაციაში, რომლებსაც შეეძლოთ დახმარების გარეშე ჯდომა მინიმუმ 5 წამის განმავლობაში (BSID-III მთლიანი მოტორული შკალა, პუნქტი 22) მე-12 თვეზე; სტატისტიკურად და კლინიკურად მნიშვნელოვანმა პაციენტთა პროპორციამ მიაღწია ამ ეტაპს წინასწარ განსაზღვრულ შესრულების კრიტერიუმების მაჩვენებელთან შედარებთ, რაც შეადგენდა 5%-ს.

ევრისდიით ნამკურნალები პაციენტების ეფექტურობის ძირითადი საბოლოო წერტილები ნაჩვენებია ცხრილში 5 და 6 და სურათზე 5.

ცხრილი 5. ჯდომის უნარი, როგორც განსაზღვრულია BSID-III პუნქტით 22, პრესიმპტომური პაციენტებისთვის მე-12 თვეზე

საბოლოო წერტილი

პოპულაცია

პირველადი ეფექტურობა (N=5)

პაციენტები 2 SMN2 ასლითa (N8)

ITT

(N=26)

პაციენტთა რაოდენობა(%), რომლებიც სხედან დახმარების გარეშე მინიმუმ 5 წამის განმავლობაში(BSID-III, Item 22); (90% CI)

80%

(34.3%, 99.0%) p 0.0001b

  • 5%

(52.9%, 99.4%)

  • 2%

(83.0%, 99.8%)

აბრევიატურები: BSID-III = ჩვილთა და პატარების განვითარების ბეილის შკალები – მესამე გამოცემა; CI=სარწმუნოობის ინტერვალი; ITTIntent to treat.

ა პაციენტებს 2 SMN2 ასლით ჰქონდათ CMAP-ის მედიანური ამპლიტუდა 2.0 (დიაპაზონი 0.5 - 3.8) საწყის ეტაპზე.

ბ p-მაჩვენებელი ეფუძნება ცალმხრივ ზუსტ ბინომიალურ ტესტს. შედეგი შედარებულია 5%-იან ზღურბლთან.

გარდა ამისა, პირველადი ეფექტურობის პოპულაციის 80%-მა (4/5), 2 SMN2 ასლის მქონე პაციენტთა 87.5%-მა (7/8) და 80.8%-მა (21/26) ITT პოპულაციაში მიაღწია ჯდომას დახმარების გარეშე 30 წამის განმავლობაში. (BSID-III, პუნქტი 26).

ITT პოპულაციის პაციენტებმა ასევე მიაღწიეს მოტორულ გაუმჯობესებას, რომლებიც გაზომილია HINE-2-ით 12 თვეზე (N=25). ამ პოპულაციაში პაციენტების 96.0%-ს შეეძლო ჯდომა [1 პაციენტმა (1/8 პაციენტმა 2 SMN2 ასლით) მიაღწია სტაბილურ ჯდომას და 23 პაციენტს შეეძლო (6/8, 13/13, 4/4 პაციენტთა 2, 3 და ≥4 SMN2 ასლები, შესაბამისად) ტრიალი/როტაცია]. გარდა ამისა, პაციენტების 84%-ს შეეძლო დგომა; 32% (N=8) პაციენტს შეეძლო დგომა მხარდაჭერით (3/8, 3/13 და 2/4 პაციენტი 2, 3 და ≥4 SMN2 ასლით, შესაბამისად) და 52% (N=13) პაციენტს შეეძლო დგომა დაუხმარებლად (პაციენტთა 1/8, 10/13 და 2/4 2, 3 და ≥4 SMN2 ასლით, შესაბამისად). გარდა ამისა, პაციენტების 72%-ს შეეძლო გადახტომა, სეირნობა ან სიარული; 8%-ს (N=2) პაციენტს შეეძლო გადახტომა (2/8 პაციენტს 2 SMN2 ასლით), 16%-ს (N=4) შეეძლო სეირნობა (3/13 და 1/4 პაციენტს 3 და ≥4 SMN2 ასლით, შესაბამისად) და 48%-ს (N=12) შეეძლო დამოუკიდებლად სიარული (1/8, 9/13 და 2/4 პაციენტი 2, 3 და ≥4 SMN2 ასლით, შესაბამისად). შვიდ პაციენტს არ ჩაუტარდა ტესტირება სიარულის უნარის შესამოწმებლად მე-12 თვეზე.

ცხრილი 6. ეფექტურობის ძირითადი საბოლოო წერტილების შეჯამება პრესიმპტომური პაციენტებისთვის მე-12 თვეში

საბოლოო წერტილები

ITT პოპულაცია (N=26)

მოტორული ფუნქცია

პაციენტთა პროპორცია, რომლებმაც მიაღწიეს საერთო ქულას 50 ან უფრო მაღალ ქულას CHOP-INTEND (90 CI%)-ში

92%a

(76.9%, 98.6%)

პაციენტთა პროპორცია, რომლებმაც მიაღწიეს საერთო ქულას 60 ან უფრო მაღალ ქულას CHOP-INTEND (90 CI%)-ში

80%a

(62.5%, 91.8%)

კვება

პერორალური კვების უნარის მქონე პაციენტების პროპორცია (90 CI%)

  • 2%b

(83.0%, 99.8%)

ჯანდაცვის უტილიზაცია

პაციენტების პროპორცია ჰოსპიტალიზაციის გარეშეc (90 CI%)

  • 3%

(77.7%, 98.6%)

მოვლენის …

ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)

დანართი I

პროდუქტის მახასიათებლები

აღნიშნული მედიკამენტი ექვემდებარება დამატებით მონიტორინგს, რაც შესაძლებობას იძლევა დროულად მოხდეს უსაფრთხოების ახალი ინფორმაციის იდენტიფიცირება. ექიმებმა უნდა მოახდინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი მოვლენის შეტყობინება. იხ. ქვეთავი 4.8 ინფორმაციისათვის თუ როგორ უნდა გადასცეთ გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება.

  • სამკურნალო პროდუქტის დასახელება

ევრისდი 0.75 მგ / მლ ფხვნილი პერორალური ხსნარისთვის

  • რაოდენობრივი და თვისობრივი შემადგენლობა

თითოეული ბოთლი შეიცავს 60 მგ რისდიპლამის 2 გ ფხვნილს პერორალური ხსნარისთვის.

მომზადებული ხსნარის თითოეული მლ შეიცავს 0,75 მგ რისდიპლამს.

დამხმარე ნივთიერებები ცნობილი ეფექტებით

თითოეული მლ შეიცავს 0,38 მგ ნატრიუმის ბენზოატს (E211) და 2,97 მგ იზომალტს (E953).

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალისთვის იხილეთ თავი 6.1.

  • ფარმაცევტული ფორმა

ფხვნილი პერორალური ხსნარისთვის. ღია ყვითელი, ყვითელი, მონაცრისფრო ყვითელი, მომწვანო ყვითელი ან ღია მწვანე ფხვნილი.

  • კლინიკური მონაცემები
  • 1 თერაპიული ჩვენებები

პრეპარატი EVRYSDI, ნაჩვენებია 5q სპინალური კუნთოვანი ატროფიის (SMA/სკა) სამკურნალოდ SMA ტიპის 1, ტიპი 2 ან ტიპი 3 კლინიკური დიაგნოზით ან ინიშნება ერთიდან ოთხამდე SMN2 (მოტონეირონის 2 გადარჩენის სფლაისინგის მოდიფიკატორი) ასლის მქონე პაციენტებში.

  • 2 დოზირება და მიღების მეთოდი

ევრისდით მკურნალობა უნდა დაიწყოს ექიმის მიერ, რომელსაც გამოცდილება აქვს SMA– ს მართვაში.

პოზოლოგია

პრეპარატი EVRYSDI მიიღება დღეში ერთხელ. რეკომენდებული დოზირება განისაზღვრება ასაკით და სხეულის წონით. (იხ. ცრილი 1).

ცხრილი 1. ევრისდი ფხვნილის პერორალური ხსნარის დოზირების რეჟიმი ასაკის და სხეულის წონის მიხედვით

ასაკი და სხეულის წონა

რეკომენდებული დღიური დოზა

< 2 თვემდე ასაკის

  • 15მგ/კგ

2 თვიდან < 2 წელზე ნაკლებ ასაკამდე

  • 20მგ/კგ

≥ 2 წლის და მეტი ასაკი(< 20 კგ)

  • 25 მგ/კგ

≥ 2 წლის და მეტი ასაკი (≥20 კგ )

5 მგ

  • ჩვილების შესწორებული ასაკის მიხედვით

არსებობს ალტერნატიული შემოგარსული ტაბლეტის დოზირების ფორმა 2 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებისთვის, რომელთა სხეულის წონა 20 კგ-ზე მეტია. იხილეთ ევრისდის შემოგარსული ტაბლეტის პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება (SmPC). ტაბლეტი ან ტაბლეტების ნარევი არ უნდა იქნას მიღებული ნაზოგასტრალური (NG-მილი) ან გასტროსტომიური მილის (G-მილი) მეშვეობით, მაგრამ პერორალური ხსნარის ფხვნილის მიღება შესაძლებელია ნაზოგასტრალური ან გასტროსტომიური მილის მეშვეობით. ექიმმა უნდა დანიშნოს შესაბამისი ფარმაცევტული ფორმა საჭირო დოზისა და პაციენტის საჭიროებების, მათ შორის პაციენტის გადაყლაპვის უნარის მიხედვით. პაციენტებისთვის, რომლებსაც უჭირთ მთლიანი ტაბლეტის გადაყლაპვა, შესაძლებელია ტაბლეტის დისპერსირება ან პერორალური ხსნარის ფხვნილის დანიშვნა.

დღიური დოზით მკურნალობა 5 მგ-ზე მეტი დოზირებით, არ არის შესწავლილი.

დაგვიანებული ან გამოტოვებული დოზები

თუ მოხდა პრეპარატის EVRYSDI დოზის გამოტოვება, საჭიროა მისი მიღება დაუყოვნებლივ, თუ გამოტოვებული დოზის მიღების დროიდან ჯერ არ არის გასული 6 საათი, ხოლო მომდევნო დღეს განახლდება მიღება დოზირების ჩვეულებრივი სქემით. სხვა შემთხვევაში არ არის საჭირო გამოტოვებული დოზის კომპენსაცია და მომდევნო დოზის მიღება უნდა მოხდეს მეორე დღეს ჩვეულებრივად დაგეგმილ დროს.

თუ დოზა არ არის ბოლომდე გადაყლაპული, ან პრეპარატის EVRYSDI დოზის მიღების შემდეგ ვითარდება ღებინება, არ უნდა მოხდეს სხვა დოზის შეყვანა დაკარგული დოზის საკომპენსაციოდ. პაციენტმა უნდა მოიცადოს მეორე დღემდე და მიიღოს მომდევნო დოზა ჩვეულებრივად დაგეგმილ დროს.

ხანდაზმულები

დოზის კორექცია არ არის საჭირო ხანდაზმულ პაციენტებში, 65 წლის და უფროსი ასაკის სუბიექტების შეზღუდული მონაცემების საფუძველზე (იხ. თავი 5.2).

თირკმლის უკმარისობა

რისდიპლამი არ არის შესწავლილი ამ პოპულაციაში. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია არ არის საჭირო. (ი. თავი 5.2).

ღვიძლის უკმარისობა

დოზის კორექცია არ არის საჭირო ღვიძლის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტებში. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტები არ არის შესწავლილი და შესაძლოა გაიზარდოს რისდიპლამის ზემოქმედება (იხ. თავები 5.1 და 5.2).

ბავშვები

ევრისდის გამოყენება SMA-სთვის 2 თვის და უმცროსი ასაკის პაციენტებში მხარდაჭერილია 16 დღის და უფროსი ასაკის პედიატრიული პაციენტების ფარმაკოკინეტიკური და უსაფრთხოების მონაცემებით (იხ. განყოფილებები 4.8, 5.1 და 5.2). არ არსებობს მონაცემები რისდიპლამის ფარმაკოკინეტიკის შესახებ 16 დღეზე ნაკლები ასაკის პაციენტებში.

მიღების მეთოდი

პერორალური გამოყენება

ევრისდის ფხვნილი პერორალური ხსნარისთვის უნდას მომზადდეს ჯანდაცვის პროფესიონალის/სპეციალისტის (მაგალითად. ფარმაცევტი) მიერ, უშუალოდ პაციენტის მიერ მიღებამდე.

რეკომენდებულია ექიმმა (HCP) განიხილოს პაციენტთან ან მომვლელთან, თუ როგორ უნდა მოამზადოს დადგენილი დღიური დოზა პირველი დოზის მიღებამდე.

ევრისდი მიიღება პერორალურად დღეში ერთხელ, საკვებთან ერთად ან მის გარეშე, დაახლოებით ერთსა და იმავე დროს, თანდართული მრავალჯერადი გამოყენების ორალური შპრიცის გამოყენებით. ევრისდი არ უნდა შეერიოს რძეს ან ხელოვნურ რძეს.

ევრისდის მიღება აუცილებელია მისი პერორალურ შპრიცში ამოღებისთანავე. თუ ევრისდის მიღება არ მოხდა 5 წუთის განმავლობაში, საჭიროა ევრისდის გადასხმა პერორალური შპრიციდან და ახალი დოზის მომზადება. თუ ევრისდის წვეთები მოხვდება კანზე, ის ადგილები აუცილებლად უნდა დაიბანოთ წყლით და საპნით.

მიეცით პაციენტებს ინსტრუქცია დალიონ წყალი ევრისდის მიღების შემდეგ წამლის ბოლომდე გადაყლაპვის უზრუნველსაყოფად. თუ პაციენტს არ შეუძლია ყლაპვა და ჩადგმული აქვს ნაზო-გასტრალური ზონდი ან გასტროსტომის მილი, შესაძლებელია ევრისდის შეყვანა ზონდის საშუალებით. ევრისდის მიცემის შემდეგ საჭიროა ზონდის/მილის ჩარეცხვა წყლით

ორალური შპრიცის შერჩევა დადგენილი დღიური დოზისთვის:

შპრიცის ზომა

დოზის სიდიდე

შპრიცის დანაყოფები

1 მლ

  • 3 მლ დან 1 მლ
  • 01 მლ

6 მლ

1 მლ დან 6 მლ

  • 1 მლ

12 მლ

  • 2 მლ დან 6.6 მლ
  • 2 მლ

დოზირების მოცულობის გამოსათვლელად, გასათვალისწინებელია შპრიცის დანაყოფები(ნამატები). დოზის მოცულობა უნდა დამრგვალდეს უახლოეს დანაყოფამდე, რომელიც აღნიშნულია შერჩეულ ორალურ შპრიცზე.

  • 3 უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ. ჩამოთვლილი 6.1 ქვეთავში

  • 4 გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ემბრიონ-ნაყოფის პოტენციური ტოქსიკურობა

ემბრიო-ნაყოფის ტოქსიკურობა დაფიქსირდა ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში (იხ. თავი 5.3). რეპროდუქციული პოტენციალის მქონე პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი რისკების შესახებ და ქლაებმა უნდა გამოიყენონ მაღალეფექტური კონტრაცეფცია მკურნალობის დროს და ბოლო დოზის მიღებიდან არანაკლებ 1 თვისა, ხოლო კაცებმა ბოლო დოზის მიღებიდან არანაკლებ 4 თვის განმავლობაში. რეპროდუქციული პოტენციალის ქალი პაციენტების ორსულობის სტატუსი უნდა გადამოწმდეს ევრისდის თერაპიის დაწყებამდე (იხ. თავი 4.6).

პოტენციური ზემოქმედება მამაკაცის ნაყოფიერებაზე

ცხოველებზე ჩატარებული კვლევების საფუძველზე, მამრობითი სქესის პაციენტები ვერ იქნებიან სპერმის დონორი ევრისდით მკურნალობის დროს და ასევე ევრისდის ბოლო დოზის მიღებიდან 4 თვის განმავლობაში. მკურნალობის დაწყებამდე ნაყოფიერების შენარჩუნების სტრატეგიები უნდა განიხილებოდეს რეპროდუქციული პოტენციალის მამაკაც პაციენტებთან (იხ. ქვეთავები 4.6 და 5.3). ევრისდის გავლენა მამაკაცთა ნაყოფიერებაზე არ არის გამოკვლეული ადამიანებში.

დამხმარე ნივთიერებები

იზომალტი

ევრისდი შეიცავს იზომალტს (2,97 მგ / მლ). პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ფრუქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემები, არ უნდა მიიღონ ეს წამალი.

ნატრიუმი

ევრისდი შეიცავს 0.375 მგ ნატრიუმის ბენზოატს თითო მლ ევრისდიზე. ნატრიუმის ბენზოატმა შეიძლება გაზარდოს სიყვითლის რისკი (კანისა და თვალების გაყვითლება) ახალშობილებში (4 კვირამდე ასაკის).

ევრისდი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ყოველ 5 მგ დოზაზე, ანუ არსებითად "თავისუფალია ნატრიუმისაგან".

  • 5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

რისდიპლამი მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლის ფერმენტებით, ფლავინ მონოოქსიგენაზა 1 და 3-ით (FMO1 და 3), აგრეთვე ციტოქრომ P450 ფერმენტებით (CYP) 1A1, 2J2, 3A4 და 3A7. რისდიპლამი არ არის ადამიანის მულტირეზისტენტული ცილა 1-ის (MDR1) სუბსტრატი.

სხვა სამკურნალო საშუალებების გავლენა რისდიპლამზე

200 მგ იტრაკონაზოლის მიღება დღეში ორჯერ, რომელიც არის ძლიერი CYP3A ინჰიბიტორი, ერთჯერად პერორალურ დოზა 6 მგ რისდიპლამთან ერთდ არ ახდენს კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას რისდიპლამის PK პარამეტრებზე (AUC– ს 11% –ით გაზრდა, Cmax 9% –ით შემცირება). დოზის კორექცია არ არის საჭირო, როდესაც ევრისდი ერთდროულად მიიღება CYP3A ინჰიბიტორთან.

არ არის მოსალოდნელი წამალსა და წამალს შორის ურთიერთქმედება FMO1 და FMO3 გზის გავლით.

რისდიპლამის ზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებზე

რისდიპლამი არის CYP3A-ს სუსტი ინჰიბიტორი. ჯანმრთელ მოზრდილებში რისდისპლამის დღეში ერთხელ მიღებამ 2 კვირის განმავლობაში ოდნავ გაზარდა მიდაზოლამის ექსპოზიცია, რომელიც წარმოადგენს მგრძნობიარე CYP3A სუბსტრატს (11%-იანი ზრდა AUC ; 16%-იანი ზრდა Cmax). ურთიერთზემოქმედების მასშტაბი არ განიხილება კლინიკურად მნიშვნელოვნად და ამიტომ CYP3A სუბსტრატებისთვის დოზის კორექცია არ არის საჭირო.

In vitro გამოკვლევებმა აჩვენა, რომ რისდიპლამი და მისი მთავარი მეტაბოლიტი M1 არ წარმოადგენს ადამიანის MDR10-ის, ორგანული ანიონის ტრანსპორტირების პოლიპეპტიდის (OATP) 1B1-ის, OATP1B3-ის, ორგანული ანიონის გადამტანების 1 და 3 -ის (OAT 1 და 3) მნიშვნელოვან ინჰიბიტორებს. ამასთან, რისდიპლამი და მისი მეტაბოლიტი არის ადამიანის ორგანული კათიონის ტრანსპორტიორი 2-ის (OCT2) და მულტი- პრეპარატული და ტოქსინის შემბოჭველი (MATE)-1 და MATE2-K გადამყვანების In vitro ინჰიბიტორები. პრეპარატების სამკურნალო კონცენტრაციის შემთხვევაში, OCT2 სუბსტრატებთან ურთიერთქმედება არ არის მოსალოდნელი. რისდიპლამის ერთდროული გამოყენების ეფექტი ადამიანებში MATE1 და MATE2-K სუბსტრატების ფარმაკოკინეტიკაზე უცნობია. In vitro მონაცემების საფუძველზე, გამოვლინდა რომ, რისდიპლამმა შეიძლება გაზარდოს მედიკამენტების პლაზმური კონცენტრაცია, რომლებიც ელიმინირდება MATE1 ან MATE2-K გზით, როგორიცაა მაგალითად მეტფორმინი. თუ ერთდროული მიღების თავიდან აცილება შეუძლებელია, საჭიროა მედიკამენტებთან დაკავშირებული ტოქსიკურობის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნას დოზირების შემცირება..

რისდიპლამის და ნუსინერსენის ერთდროული გამოყენების დასადასტურებლად არ არსებობს ეფექტურობის ან უსაფრთხოების მონაცემები.

  • 6 ნაყოფიერება, ორსულობა და ლაქტაცია

რეპროდუქციული პოტენციალის მქონე პაციენტები

კონტრაცეპცია ქალ და მამაკაც პაციენტებში

რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალმა და მამაკაცმა პაციენტებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი კონტრაცეფციის მოთხოვნები:

  • რეპროდუქციული პოტენციალის მქონე პაციენტ ქალებმა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფცია პრეპარატით EVRYSDI მკურნალობის დროს და მინიმუმ 1 თვის განმავლობაში მისი ბოლო დოზის მიღებიდან.
  • მამრობითი სქესის პაციენტებმა და მათმა რეპროდუქციული პოტენციალის მქონე მდედრობითი სქესის პარტნიორებმა უნდა დაიცვან/უზრუნველყონ მაღალ ეფექტური კონტრაცეფცია მკურნალობის დროს და ბოლო დოზის მიღებიდან სულ მცირე 4 თვის განმავლობაში.

ორსულობის ტესტი

ორსულობის ტესტის ჩატარება რეკომენდებულია რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებში პრეპარატის EVRYSDI დაწყებამდე. ორსულ ქალებს მკაფიოდ უნდა ეცნობოს ნაყოფის შესაძლო რისკის შესახებ.

ორსულობა

ორსულ ქალებში არ არსებობს მონაცემები ევრისდის გამოყენების შესახებ. ცხოველებზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა (იხ. თავი 5.3).

ევრიდისი არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს და მშობიარობის პერიოდში ქალებში, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეფციას (იხილეთ თავი 4.4).

ძუძუთი კვება

არ არის ცნობილი, გამოიყოფა თუ არა რისდიპლამი ადამიანის დედის რძეში. ვირთხებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ რისდიპლამი გამოიყოფა რძეში (იხ. თავი5.3). მკურნალობის დროს რეკომენდებულია ბავშვი არ გვყავდეს ძუძუთი კვებაზე, რადგან უცნობია ძუძუთი კვების ახალშობილებისთვის ზიანის მიყენების პოტენციალი.

ნაყოფიერება

მამაკაცი პაციენტები

არაკლინიკური დასკვნების საფუძველზე, პრეპარატით EVRYSDI მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს მამაკაცის განაყოფიერების უნარის დარღვევა. ვირთხების და მაიმუნების რეპროდუქციულ ორგანოებში დაფიქსირდა სპერმის გადაგვარება და სპერმის შემცირებული რაოდენობა (იხ. თავი 5.3). ცხოველებზე ჩატარებული დაკვირვების საფუძველზე, სპერმის უჯრედებზე გავლენა შეიძლება შეიცვალოს რისდიპლამის შეწყვეტისთანავე.

მამაკაცმა პაციენტებმა შეიძლება მიიღონ სპერმის შენახვის გადაწყვეტილება მკურნალობამდე ან მკურნალობის შემდეგ მინიმუმ 4 თვის განმავლობაში. მამაკაცმა პაციენტებმა, რომელთაც სურთ იყოლიონ შვილი, უნდა შეაჩერონ მკურნალობა მინიმუმ 4 თვის განმავლობაში. მკურნალობა შეიძლება თავიდან დაიწყოს ბავშვის ჩასახვის შემდეგ.

ქალი პაციენტები

არაკლინიკური მონაცემების საფუძველზე (იხ. თავი 5.3), რისდიპლამის გავლენა ქალის ნაყოფიერებაზე მოსალოდნელი არ არის.

  • 7 გავლენა ავტომობილის მართვისა და მანქანა-დანადგარების გამოყენების უნარზე

ევრისდის არანაირი ან უმნიშვნელო გავლენა აქვს ავტომობილების მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე.

  • 8 არასასურველი ეფექტები

უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

ახალშობილებში დაწყებული SMA-ს მქონე პაციენტებში ყველაზე ხშირი წამლის გვერდითი რეაქციები, რომელიც დაფიქსირდა ევრისდის კლინიკურ კვლევებში არის: პირექსია (54,8%), გამონაყარი (29,0%) და დიარეა (19,4%).

მოგვიანებით დაწყებული SMA-ს მქონე პაციენტებში ევრიდის კლინიკურ კვლევებში ყველაზე ხშირად დაფიქსირებული გვერდითი რეაქციებია: პირექსია/ცხელება (21,7%), თავის ტკივილი (20,0%), დიარეა (16,7%) და გამონაყარი (16,7%).

ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციები გამოვლინდა იდენტიფიცირებადი კლინიკური ნიშნების ან დროის მონაკვეთის გარეშე; მათი ალაგება ხდება ჩვილ ბავშვთა (ახალშობილებში დაწყებული ) და მოგვიანებით დაწყებული SMA პაციენტებში მიმდინარე მკურნალობის მიუხედავად.

RAINBOWFISH-ის პირველადი ანალიზის საფუძველზე, ევრისდის უსაფრთხოების პროფილი პრესიმპტომურ

პაციენტებში შეესაბამება სიმპტომატური ჩვილ ასაკში და მოგვიანებით დაწყებული SMA-ს მქონე პაციენტებისუსაფრთხოების პროფილს.

RAINBOWFISH კვლევაში ჩაერთო 26 პაციენტი პრესიმპტომური SMA-ით, რომელთა ასაკი პირველი დოზის მიღების დროს იყო 16 და 41 დღე (წონის დიაპაზონი 3,1-დან 5,7 კგ-მდე). ექსპოზიციის საშუალო ხანგრძლივობა იყო 20,4 თვე (დიაპაზონი: 10,6-დან 41,9 თვემდე). ახალშობილებში, 20 დღემდე ნაკლები ასაკით, შეზღუდული პოსტმარკეტინგული მონაცემებია ხელმისაწვდომი

ევრისდის არაკლინიკურ კვლევებში გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აგრეთვე ქვეთავში 5.3.

გვერდითი რეაქციების დაჯგუფება

ამ თავში ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები ჯგუფდება შემდეგი სიხშირის კატეგორიების მიხედვით: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100 to <1/10); არახშირი (≥1/1,000 to <1/100); იშვიათი (≥1/10,000 to <1/1,000); ძალიან იშვიათი (<1/10,000). კლინიკური კვლევებიდან მიღებული წამლის გვერდითი რეაქციები (ცხრილი 2) ჩამოთვლილია MedDRA სისტემის ორგანოთა კლასიფიკაციის მიხედვით.

ცხრილი 2 წამლის გვერდითი რეაქციები(Adr), რომლებიც გვხვდება ჩვილობის (ბავშვებში) ასაკში და მოგვიანებით დაწყებული SMA პაციენტებში, ევრისდის კლინიკური კვლევების საფუძველზე

ორგანოთა სისტემის კლასი

ჩვილობის(ბავშვობის) ასაკში დაწყებული SMA

(ტიპი 1)

მოგვიანებით დაწყებული SMA

(ტიპი 2 და 3)

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

დიარეა

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

გულისრევა

არაშესაბამისი (N/A)

ხშირი

პირის ღრუს ლორწოვანის დაწყლულება

ხშირი

ხშირი

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

გამონაყარი*

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

თავის ტკივილი

არაშესაბამისი (N/A)

ძალიან ხშირი

ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილის მდგომარეობა

ჰიპერთერმია (მათ შორის ჰიპერპირექსია )

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

ინფექციები და ინფესტაციები

საშარდე გზების ინფექცია (მათ შორის ცისტიტი)

ხშირი

ხშირი

დარღვევები ძვალკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

ართრალგია

არაშესაბამისი (N/A)

ხშირი

  • მოიცავს დერმატიტს, აკნეს ფორმის დერმატიტს, ალერგიულ დერმატიტს, ფოლიკულიტს, გამონაყარი, გამონაყარი ერითემატოზული, გამონაყარი მაკულო-პაპულური, გამონაყარი პაპულური

უსაფრთხოების პროფილი პაციენტებში, რომლებიც ადრე მკურნალობდნენ სხვა SMA-მოდიფიცირებული თერაპიებით

JEWELFISH კვლევის პირველადი ანალიზის საფუძველზე, ევრისდის უსაფრთხოების პროფილი სპინალური კუნთოვანი ატროფიის მქონე პაციენტების (SMA-ით დაავადებული) მკურნალობისას უკვე ნამკურნალებ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ევრსიდის 59 თვემდე (მათ შორის, ვინც ადრე მკურნალობდა nusinersen [n=76] ან ონასემნოგენი abeparvovec [n=14 ]) შეესაბამება უსაფრთხოების პროფილს იმ პაციენტებში, რომლებსაც არ მიუღიათ SMA-თვის განკუთვნილი თერაპიული კურსი, და რომლებიც მკურნალობდნენ Evrysdi-ით FIREFISH, SUNFISH და RAINBOWFISH კვლევებში (იხ. ქვეთავი 5.1).

პოსტმარკეტინგული გამოცდილება

კანის ვასკულიტი დაფიქსირდა პოსტმარკეტინგული გამოცდილების დროს. სიმპტომები ალაგდა ევრისდის სამუდამოდ შეწყვეტის შემდეგ. სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე.

საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება

მნიშვნელოვანია საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება წამლის ნებართვის (ავტორიზაციის) მიღების შემდეგ. ეს საშუალებას იძლევა გააკონტროლონ სამკურნალო საშუალების სარგებელი / რისკის შეფარდება. ჯანდაცვის პროფესიონალებს მოეთხოვებათ შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ ანგარიშგების ეროვნული სისტემის მეშვეობით, რომელიც ჩამოთვლილია დანართ V-ში.

  • 9 დოზის გადაჭარბება

ცნობილი არ არის ევრისდის დოზის გადაჭარბების საწინააღმდეგო ანტიდოტი. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში პაციენტი უნდა იყოს მჭიდრო მეთვალყურეობის ქვეშ და საჭიროების შემთხვევაში უმალ აღმოვუჩინოთ დახმარება.

  • ფარმაკოლოგიური თვისებები
  • 1 ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სხვა სამკურნალო საშუალებები ძვალ-კუნთოვანი სისტემის დარღვევებისთვის

ATC კოდი: M09AX10

მოქმედების მექანიზმი

რისდიპლამი არის მოტონეირონ 2-ის გადარჩენის (SMN2) pre-mRNA სფლაისინგის მოდიფიკატორი, შექმნილი იმ პაციენტების სამკურნალოდ, რომელთაც აქვთ სპინალური კუნთოვანი ატროფია (SMA), გამოწვეული 5q ქრომოსომის SMN1 გენის მუტაციით, რაც თავის მხრივ იწვევს მოტონეირონის გადარჩენის პროტეინის (SMN) დეფიციტს. ფუნქციური SMN ცილის უკმარისობა პირდაპირ კავშირშია SMA პათოფიზიოლოგიასთან, რომელიც მოიცავს მოტორული ნეირონების პროგრესულ დაკარგვას და კუნთების სისუსტეს. რისდიპლამი აწესრიგებს SMN2– ის შეკვრას რათა დაბალანსდეს mRNA– ს ტრანსკრიპტებში აქსონ 7-ის ჩართვაში (და პირიქით შემცირდეს აქსონ- 7–ის ამოვარდნა), რაც იწვევს ფუნქციური და სტაბილური SMN ცილის წარმოების(პროდუქციის) გაზრდას. ამრიგად, რისდიპლამი მკურნალობს SMA– ს ფუნქციური SMN ცილის დონის გაზრდისა და საჭირო დონის შენარჩუნების გზით.

ფარმაკოდინამიკა

კვლევებში FIREFISH (2-7 თვის ასაკის პაციენტები კვლევაში ჩართვისას), SUNFISH (2-25 წლის ასაკის პაციენტები კვლევაში ჩართვისას) და JEWELFISH (1-60 წლის პაციენტები კვლევაში ჩართვისას) ჩვილობის ასაკში დაწყებული SMA-ს და მოგვიანებით დაწყებული SMA პაციენტებში. პრეპარატი EVRYSDI მკურნალობის დაწყებიდან 4 კვირის განმავლობაში იწვევდა მოტონეირონის გადარჩენის პროტეინის რაოდენობის მომატებას უფრო მეტი, ვიდრე 2ჯერადი მედიანური ცვლილებით საწყისი მაჩვენებლიდან- ყველა შესწავლილი სპინალური კუნთოვანი ატროფიის ტიპის მიხედვით. მომატება სტაბილური იყო მთელი მკურნალობის პერიოდის განმავლობაში (მინიმუმ 24 თვე).

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

ევრისდის ეფექტურობა SMA-ის მქონე პაციენტებში, კერძოდ 1)ჩვილობის ასაკიდან დაწყებული ფორმით (SMA ტიპი 1) და მოგვიანებით დაწყებული SMA-ის ფორმით (SMA ტიპი 2 და 3) შეფასებული იყო 2 ძირითად კლინიკურ კვლევაში, FIREFISH და SUNFISH. Evrysdi-ს ეფექტურობის მონაცემები პრესიმპტომური SMA პაციენტების სამკურნალოდ შეფასებული იყო RAINBOWFISH კლინიკურ კვლევაში. მე-4 ტიპის SMA-ის კლინიკური დიაგნოზის მქონე პაციენტები არ ყოფილან შესწავლილი კლინიკურ კვლევებში.

ჩვილობის ასაკში (ახალშობილებში) დაწყებული SMA

კვლევა BP39056 (FIREFISH) არის ღია, ორნაწილიანი კვლევა, რომელიც იკვლევს ევრისდის ეფექტურობას, უსაფრთხოებას, PK-ს და ფარმაკოდინამიკას (PD) სიმპტომური 1ტიპის SMA –ს მქონე პაციენტებში (ყველა პაციენტს ჰქონდა გენეტიკურად დადასტურებული დაავადება SMN2 გენის 2 ასლით). FIREFISH– ის პირველ ნაწილში დაგეგმილია დოზის განსაზღვრა. FIREFISH კვლევის მე-2 ნაწილში შეფასდა ევრისდის ეფექტურობა. პაციენტები 1 ნაწილიდან მონაწილეობას არ იღებდნენ კვლევის მე-2 ნაწილში.

ეფექტურობის სამიზნე (ძირითადი) წერტილი იყო, 12 თვის მკურნალობის შემდეგ, დამოუკიდებლად დაჯდომის შესაძლებლობა მინიმუმ 5 წამის განმავლობაში; მაჩვენებელი შეადგენს 22-ს, რომელიც იზომება ახალშობილების ,,Bayley-ის შკალით და Toddler -ის განვითარების სტანდარტით - რაც წარმოადგენს საერთო მოტორული შკალის მესამე გამოცემას (BSID-III) .

FIREFISH ნაწილი 2

FIREFISH– ის მეორე ნაწილში ჩაერთო, 1 SMA– ის ტიპით დაავადებული 41 პაციენტი. ტიპი 1 SMA– ს კლინიკური ნიშნებისა და სიმპტომების დაწყების საშუალო ასაკი იყო 1,5 თვე (დიაპაზონი: 1,0–3,0 თვე), 54% მდედრობითი ქსესის, 54% თეთრკანიანი და 34% აზიელი. პაციენტთა საშუალო ასაკი კვლევაში ჩართვის დროს იყო 5.3 თვე (დიაპაზონი: 2.2-6.9 თვე) და საშუალო დრო სიმპტომების დაწყებიდან პირველი დოზის მიღებამდე იყო 3.4 თვე (დიაპაზონი: 1.0-6.0 თვე). საწყის ეტაპზე, ფილადელფიის ბავშვთა საავადმყოფოს საშუალო ნეირომუსკულარული დაავადების ტესტირების შედეგად მიღებული (CHOP-INTEND) ქულა(ნიშნული) შეადგენდა 22.0-ს (დიაპაზონი: 8.0-37.0), ხოლო ჰამერსმითის ჩვილ ბავშვთა ნევროლოგიური გამოკვლევის მოდული 2 (HINE-2) საშუალო ქულა იყო 1.0 (დიაპაზონი: 0,0-5,0).

პირველადი სამიზნე წერტილი იყო პაციენტების წილი, რომელთაც 12 თვის მკურნალობის შემდეგ შეეძლოთ მინიმუმ 5 წამის განმავლობაში დახმარების გარეშე/დამოუკიდებლად ჯდომა (BSID-III საერთო მოტორული შკალა, ნიშნული 22). ევრისდის მკურნალობის შედეგად მიღებული პაციენტების ძირითადი ეფექტურობის წერტილები ნაჩვენებია ცხრილში 3 .

ცხრილი 3 ეფექტიანობის ძირითადი შედეგების შეჯამება პაციენტებში მკურნალობის მე-12 და 24-ე თვეზე (FIREFISH, ნაწილი 2)

ეფექტურობის საბოლოო წერტილები

პაციენტების პროპორცია

N41 (90% CI)

თვე 12

თვე 24

მოტორული ფუნქცია და განვითარების ეტაპები

BSID-III: ჯდომა მხარდაჭერის გარეშე მინიმუმ 5 წამის განმავლობაში

  • 3%

(17.8%, 43.1%)

p <0.0001a

  • 0%

(46.9%, 73.8%)

CHOP-INTEND: ქულა 40 ან მეტი

  • 1%

(42.1%, 69.4%)

  • 6%

(62.2%, 86.1%)

CHOP-INTEND: ზრდა ≥4 ქულით საწყისიდან

  • 2%

(79.1%, 96.6%)

  • 2%

(79.1%, 96.6%)

HINE-2: მოტორული ეტაპების მოპასუხეები b

  • 0%

(64.8%, 88.0%)

  • 4%

(73.2%, 93.4%)

HINE-2: ჯდომა მხარდაჭერის გარეშე C

  • 4%

(13.9%, 37.9%)

  • 7%

(39.8%, 67.1%)

გადარჩენა და მოვლენის გარეშე გადარჩენა

მოვლენის გარეშე გადარჩენაd

  • 4%

(73.4%, 92.2%)

  • 9%

(70.5%, 90.4%)

ცოცხალი

  • 7%

(82.2%, 97.1%)

  • 7%

(82.2%, 97.1%)

კვება

პერორალური კვების უნარიe

  • 9%

(70.3%, 91.7%)

  • 4%

(73.2%, 93.4%)

აბრევიატურები: CHOPINTENDChildren’s Hospital of Philadelphia Infant Test of Neuromuscular Disorders; HINE-2Module 2 of the Hammersmith Infant Neurological Examination.

a p- მნიშვნელობა ეყრდნობა ცალმხრივ ზუსტ ბინომურ ტესტს. შედეგი შედარებულია 5% -ის ბარიერთან.

b HINE-2-ზე დაყრდნობით: ≥2 ქულა იზრდება [ან მაქსიმალური ქულა]თუ აქვს მკვეთრი მოძრაობის გაკეთების უნარი, OR ≥1 ქულა იზრდება ტუ მოტორული ნიშნები როგორიცაა თავის დაჭერა, ტრიალი, ჯდომა, ცოცვა ან სიარული შეუძლია, AND გაუმჯობესება ვლინდება მოტორული კატეგორიების უმეტეს ნაწილში, ხოლო გაუარება ითვლება პპასუხად ამ ანალიზების დროს.

c დახმარების გარეშე ჯდომა შეუძლიათ პაციენტებს, რომლებმაც მიაღწიეს "სტაბილურ ჯდომას" (24%, 10/41) და "ბრუნვას (ბრუნავს)" (29%, 12/41), შეფასებული HINE-2- ის მიერ 24 თვეში.

d მოვლენა პასუხობს მუდმივი ვენტილაციის საბოლოო წერტილს, რომელიც განისაზღვრება როგორც ტრაქეოსტომია ან ≥16 საათი არაინვაზიური ვენტილაცია დღეში ან ინტუბაცია ზედიზედ> 21 დღის განმავლობაში მწვავე შექცევადი მოვლენის არარსებობის გამო, ან მისი ალაგების შემდეგ. სამი პაციენტი გარდაიცვალა კვლევაში ჩარიცხვიდან პირველი 3 თვის განმავლობაში და 4 პაციენტში დაფიქსირდა მუდმივი ვენტილაციის საბოლოო წერტილზე პასუხი 24 თვემდე დროის მონაკვეთში. ოთხივე პაციენტმა მიაღწია CHOP-INTEND ქულას საწყისი მაჩვენებელიდან მინიმუმ 4 პუნქტით.

e მოიცავს პაციენტებს რომლებიც იკვებებოდნენ მხოლოდ პერორალურად (29 სულ პაციენტი) და ასევე პაციენტებეს რომლებიც საკვებს ირებდნენ კომბინაციური სახით : პერორალუს დამატებული ზონდიტ კვება (6პაციენტი საერთო ჯამში) მე-24 თვეზე.

24 თვეში, პაციენტების 44%-მა მიაღწია ჯდომის უნარს მხარდაჭერის გარეშე 30 წამის განმავლობაში (BSID-III, პუნქტი 26). პაციენტები განაგრძობდნენ დამატებითი მოტოტული ეტაპების მიღწევას, როგორც შეფასებული/გაზომილი იყო HINE 2-ით: 80.5%-ს შეეძლო ტრიალი, ხოლო პაციენტების 27%-მა მიაღწია ფეხზე დგომის საზომს (12% საყრდენი წონა და 15% მხარდაჭერით დგომა).

არანამკურნალევი პაციენტები ჩვილობის ასაკში დაწყებული SMA-თი ვერასდროს შეძლებდნენ ჯდომას დახმარების გარეშე და მხოლოდ 25% -ში არის მოსალოდნელი სიცოცხლის შენარჩუნება (გადარჩენადოაბა) ფილტვის მუდმივი ვენტილაციის გარეშე 14 თვის ასაკში და ზემოთ.

სურათი 1. მოვლენებისგან თავისუფალი გადარჩენის ამსახველი კაპლან-მეიერის მრუდი (FIREFISH ნაწილი 1 და ნაწილი 2)

29019530607000

+ კვლევიდან გამოთიშვა: ერთი პაციენტი გამოეთიშა Part 2-ში რადგან პაციენტი მივიდა მე- 12 თვის ვიზიტზე ნაადრევად, ერთი პაციენტი Part 1-დან გამოეთიშა მკურნალობის შეწყვეტის და 3.5 თვის თავზე გარდაცვალების შემდეგt

1898655645150024168102929890Time (months)

Time (months)

სურათი 2. საშუალო ცვლილება საწყისი წერტილიდან CHOP-INTEND მთლიან ქულაში (FIREFISH ნაწილი 2)

FIREFISH ნარილი 1

ევრისდის ეფექტურობა ტიპი 1 SMA პაციენტებში ასევე ფასდებოდა კვლევის FIREFISH 1-ლი ნაწილის შედეგების საფუძველზე. ნაწილი 1–ის 21 პაციენტისთვის, საწყისი მახასიათებლები ზუსტად შეესაბამებოდა 1-ლი ტიპის SMA– ს მქონე სიმპტომური პაციენტებისათვის დამახასიათებელ სურათს. კვლევაში ჩართვის მომენტისთვის პაციენტის საშუალო ასაკი იყო 6.7 თვე (დიაპაზონი: 3.3-6.9 თვე) და საშუალო დრო სიმპტომების დაწყებასა და პირველი დოზის მიღებას შორის იყო 4.0 თვე (დიაპაზონი: 2.0-5.8 თვე).

სულ 17 პაციენტმა მიიღო ევრისდის თერაპიული დოზა (დოზა შერჩეულია მე -2 ნაწილისთვის). 12 თვის მკურნალობის შემდეგ, ამ პაციენტთა 41% -მა (7/17) შეძლო დამოუკიდებლად ჯდომა მინიმუმ 5 წამის განმავლობაში (BSID-III, პუნქტი 22). 24 თვის მკურნალობის შემდეგ, კიდევ 3 პაციენტს, რომლებიც იღებდნენ თერაპიულ დოზას, შეეძლოთ დამოუკიდებლად ჯდომა მინიმუმ 5 წამის განმავლობაში, რაც ჯამში 10 პაციენტს (59%) შეადგენდა, რომელთაც დაუფიქსირდათ მოტორული სამიზნე წერტილის მიაღწევა.

12 თვიანი მკურნალობის შემდეგ, პაციენტების 90% (19/21) იყო ცოცხალი და მოვლენებისგან თავისუფალი (მუდმივი ვენტილაციის გარეშე) და მიაღწიეს 15 თვის ან მეტ ასაკს. მინიმუმ 33 თვის მკურნალობის შემდეგ, პაციენტების 81% (17/21) იყო ცოცხალი და თავისუფალი მოვლენებისგან და მიაღწია 37 თვის ან უფროს ასაკს (საშუალო 41 თვე; დიაპაზონი 37-დან 53 თვემდე), იხილეთ სურათი 1. სამი პაციენტი გარდაიცვალა მკურნალობის დროს და ერთი პაციენტი გარდაიცვალა მკურნალობის შეწყვეტიდან 3.5 თვის შემდეგ.

SMA-ს გვიანი დასაწყისი

კვლევა BP39055 (SUNFISH) წარმოადგენს ორ ნაწილად ჩატარებულ კვლევას, რომელიც შეისწავლის ევრისდის ეფექტურობას, უსაფრთხოებას, PK და PD– ს 2-25 წლის ასაკის SMA ტიპის 2 ან მე-3 ტიპის პაციენტებში. ნაწილი 1 იყო დოზის საძიებო/განმსაზღვრელი ნაწილი და ნაწილი 2 იყო რანდომიზებული, ორმაგი ბრმა, პლაცებო კონტროლირებადი დადასტურების ნაწილი. პაციენტები 1 ნაწილიდან მონაწილეობას არ იღებდნენ მე -2 ნაწილში.

ძირითადი საბოლოო წერტილი იყო ცვლილება საბაზისო ქულიდან მკურნალობის მე-12 თვის ბოლოს მოტორული ქულის საზომ-32-მდე (MFM32). MFM32- ს აქვს შესაძლებლობა შეაფასოს მოტორული ფუნქციის ფართო დიაპაზონი SMA პაციენტების ფართო სპექტრში. მთლიანი MFM32 ქულა გამოხატულია მაქსიმალური შესაძლო ქულის პროცენტული მაჩვენებლის სახით (დიაპაზონი: 0-100), აღსანიშნავია, რომ მაღალი ქულები მიუთითებს უფრო მეტ მოტორულ ფუნქციაზე.

SUNFISH ნაწილი 2

SUNFISH ნაწილი 2 არის SUNFISH კვლევის რანდომიზებული, ორმაგად ბრმა, პლაცებო კონტროლირებადი ნაწილი, რომელშიც ჩართულია ტიპი 2 (71%) ან ტიპი 3 (29%) SMA– ით დაავადებული 180 არაამბულატორული პაციენტი. პაციენტები რანდომიზებულნი იყვნენ 2: 1 თანაფარდობით, რომ მიეღოთ ევრისდი თერაპიული დოზით (იხ. ქვეთავი 4.2) ან პლაცებო. რანდომიზება მოხდა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით (2 – დან 5 – მდე, 6 – დან 11 – მდე, 12 – დან 17 – მდე, 18 – დან 25 წლამდე).

პაციენტთა საშუალო ასაკი მკურნალობის დასაწყისში იყო 9.0 წელი (2-25 წლის დიაპაზონი), საშუალო დრო თავდაპირველი SMA სიმპტომების გამოვლინებიდან პირველი სამკურნალო დოზის მიღებამდე იყო 102,6 (1-275) თვე. საერთო ჯამში, კვლევაში ჩართვამდე 30% იყო 2-დან 5 წლამდე ასაკის, 32% იყო 6-დან 11 წლამდე ასაკის, 26% იყო 12-17 წლის ასაკში და 12% იყო 18-დან 25 წლამდე . კვლევაში ჩართული 180 პაციენტიდან 51% იყო მდედრობითი, 67% თეთრკანიანი და 19% აზიელი. საწყის ეტაპზე პაციენტების 67% -ს ჰქონდა სქოლიოზი (32% -ს აღენიშნებოდა მძიმე სქოლიოზი). პაციენტებს ჰქონდათ საშუალო საბაზისო ქულა MFM32 - 46.1 და ზედა კიდურის განახლებული მოდულის ქულა (RULM- Revised Upper Limb Module) -20.1. საბაზისო დემოგრაფიული მახასიათებლები დაბალანსებული იყო ევრისდისა და პლაცებოს ჯგუფებს შორის, გარდა სქოლიოზისა (ევრისდის ჯგუფში პაციენტების 63% აღენიშნებოდა და პლაცებო კონტროლის ჯგუფში პაციენტთა 73%-ს).

SUNFISH–ის მე –2 ნაწილის პირველადი ანალიზის შედეგად, მკურნალობის მე-12 თვეზე, გამოვლინდა MFM32–ის მთლიანი ქულის საწყისი დონიდან კლინიკურად მნიშვნელოვანი და სტატისტიკურად ძალზედ ღირებული განსხვავება ევრისდით და პლაცებოთი ნამკურნალებ პაციენტებს შორის. პირველადი ანალიზის შედეგები და ძირითადი მეორადი საბოლოო წერტილების მაჩვენებლები ნაჩვენებია ცხრილში 4, სურათი 3 და სურათი 4.

ცხრილი 4 ეფექტურობის შეჯამება მოგვიანებით დაწყებული სპინალური კუნთოვანი ატროფიით (SMA) დაავადებულ პაციენტებში მკურნალობის მე-12 თვეზე (SUNFISH ნაწილი 2)

ენდპოინტი (სამიზნე წერტილი)

Evrysdi

(N = 120)

პლაცებო (N = 60)

პირველადი ენდპოინტი:

ცვლილება კვლევის საწყისი ეტაპიდან MFM32 ჯამურ ქულაში მე-12 თვეზე

LS mean (95%, CI)

  • 36

(0.61, 2.11)

  • 0.19

(-1.22, 0.84)

განსხვავება პლაცებოსგან,

მაჩვენებელი(95% CI)

p-მნიშვნელობა2

  • 55

(0.30, 2.81)

  • 0156

მეორადი ენდპოინტები:

პაციენტების წილი, რომელთა კვლევის საწყისი ეტაპის MFM32 ჯამური ქულის ცვლილება1 არის 3 ან მეტი მე-12 თვეზე (95% CI)1

  • 3%

(28.9, 47.6)

  • 7%

(12.0, 35.4)

რისკების თანაფარდობა ზოგადი პასუხისთვის (95%CI)

შესწორებული (შეუსწორებელი)

p-მნიშვნელობა3,4

  • 35 (1.01, 5.44)
  • 0469 (0.0469)

ცვლილება კვლევის საწყისი ეტაპიდან RULM ჯამურ ქულაში 5 მე-12 თვეზე

LS mean (95% CI)

  • 61

(1.00, 2.22)

  • 02

(-0.83, 0.87)

განსხვავება პლაცებოსგან, სავარაუდო მაჩვენებელი (95% CI)

შესწორებული (შეუსწორებელი) p-მნიშვნელობა2,4

  • 59 (0.55, 2.62)
  • 0469 (0.0028)

LSleast squares

არასრული მონაცემების წესის საფუძველზე MFM32-თვის, ანალიზიდან გამოირიცხა 6 პაციენტი (Evrysdi n=115; პლაცებოს კონტროლის n=59).

2 მონაცემების ანალიზი მოხდა შერეული მოდელის განმეორებითი ზომის გამოყენებით, საბაზისო ქულის, მკურნალობის, ვიზიტის, ასაკობრივი ჯგუფის, მკურნალობის მიხედვით ვიზიტის და საწყისი ვიზიტის მიხედვით

3 ლოგისტიკური რეგრესიის ანალიზი მოიცავდა კვლევის საწყისი ეტაპის ჯამურ ქულას, მკურნალობას და ასაკობრივ ჯგუფს

4 შესწორებული p-მნიშვნელობა მიღებული იქნა იერარქიულ ტესტირებაში შეტანილი ენდპოინტებისთვის, და გამოყვანილი იქნა ენდპოინტებიდან გამომდინარე ყველა p-მნიშვნელობის საფუძველზე იერარქიული თანმიმდევრობით არსებულ ენდპოინტამდე.

5 არასრული მონაცემების წესის საფუძველზე ზედა კიდურის შესწორებული მოდულისთვის (RULM), ანალიზიდან გამოირიცხა 3 პაციენტი (EVRYSDI n = 119; პლაცებოს კონტროლის n = 58).

2 თვის მკურნალობის დასრულების შემდეგ, 117 პაციენტმა განაგრძო ევრისდის მიღება. 24-თვიანი ანალიზის დროს, ამ პაციენტებს, რომლებიც მკურნალობდნენ ევრისდით 24 თვის განმავლობაში, აღენიშნათ მოტორული ფუნქციის გაუმჯობესების შენარჩუნება 12 თვიდან 24 თვის ჩათვლით. MFM32– სთვის ცვლილების სშუალო მაჩვენებელი იყო 1.83 (CI 95%: 0.74, 2.92 ) და RULM– სთვის იყო 2.79 (95% CI: 1.94, 3.64).

სურათი 3. საშუალო ცვლილება კვლევის საწყისი ეტაპიდან MFM32 -ის (მოტორული ფუნქციის მაჩვენებელი 32) ჯამურ ქულაში 12 თვის განმავლობაში კვლევაში SUNFISH ნაწილი 21

1მინიმალური კვადრატების (LS) საშუალო სხვაობა MFM32 ქულაში საწყისიდან ცვლილებისთვის [95% CI]

სურათი 4. საშუალო ცვლილება კვლევის საწყისი ეტაპიდან RULM -ის ჯამურ ქულაში 12 თვის განმავლობაში კვლევაში SUNFISH ნაწილი 21

1 მინიმალური კვადრატების (LS) საშუალო განსხვავება საწყისი მდგომარეობიდან RULM ქულაში ცვლილებისთვის [95% CI]

SUNFISH ნაწილი 1

მოგვიანებით დაწყებულ SMA პაციენტებში ეფექტურობის შესწავლისთვის ასევე გამოიყენეს SUNFISH– ის დოზის შემცველი 1-ლი ნაწილის შედეგები. კვლევის პირველ ნაწილში ჩაერთო, 2 – დან 25 წლამდე ასაკის 51 პაციენტი 2 და 3 ტიპის SMA– თი (მათ შორის 7 ამბულატორიული პაციენტი). მკურნალობის 1 წლის შემდეგ გამოვლინდა მოტორული ფუნქციის კლინიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, რომელიც იზომება MFM32– ით, ამასთან, საწყის მონაცემთან შედარებით საშუალო ცვლილება შეადგენდა 2,7 პუნქტს (95% CI: 1,5, 3,8). MFM32– ის გაუმჯობესება შენარჩუნდა 2 წლამდე მკურნალობის კურსზე (საშუალო ცვლილება 2.7 პუნქტით [95% CI: 1.2, 4.2]).

გამოყენება პაციენტებში, რომლებიც ადრე მკურნალობდნენ SMA-ს მამოდიფიცირებელი სხვა თერაპიული რეჟიმებით (JEWELFISH)

კვლევა BP39054 (JEWELFISH, n = 174) არის ერთჯგუფიანი, ღია ეტიკეტირების კვლევა, რომელიც იკვლევს ევრისდის უსაფრთხოებას, ტოლერანტობას, PK-ს და PD-ს ჩვილობაში დაწყებული და გვიან დაწყებული სპინალური კუნთოვანი ატროფიის (SMA) მქონე პაციენტებში (საშუალო ასაკი 14 წელი [დიაპაზონი 1 - 60 წელი]), რომლებსაც უკვე( ადრე) ჩატარებული ქონდათ სხვა დამტკიცებული (nusinersen n = 76, onasemnogene abeparvovec n = 14) ან საკვლევი SMA-ს მამოდიფიცირებელი თერაპიების კურსები. საწყის ეტაპზე, 2 60 წლის ასაკის 168 პაციენტიდან, პაციენტების 83%-ს ჰქონდა სქოლიოზი, ხოლო 63%-ს ჰქონდა ჰამერსმიტის ფუნქციური მოტორული სასწორის მომატებული (HFMSE) ქულა 10 ქულა

მკურნალობის 24 თვის ანალიზზე, 2 - 60 წლის პაციენტებმა აჩვენეს მოტორული ფუნქციის საერთო სტაბილიზაცია MFM-32 და RULM-ში (n = 137 და n = 133, შესაბამისად). 2 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტებმა (n = 6) შეინარჩუნეს ან მიაღწიეს მოტორული განვითარების საკვანძო ეტაპებს, როგორიცაა თავის დაჭერის კონტროლი, გორვა(გადაკოტრიალება) და დამოუკიდებლად ჯდომა. ყველა ამბულატორიულმა პაციენტმა (5 46 წლის, n = 15) შეინარჩუნა სიარულის უნარი.

პრესიმპტომური SMA (RAINBOWFISH)

კვლევა BN40703 (RAINBOWFISH) არის ღია, ერთ ჯგუფიანი, მულტიცენტრული კლინიკური კვლევა, რომლის მიზანია გამოიკვლიოს ევრისდის ეფექტურობა, უსაფრთხოება, ფარმაკოკინეტიკა და ფარმაკოდინამიკა ახალშობილებში დაბადებიდან 6 კვირამდე ასაკის (პირველი დოზა),რომლებსაც გენეტიკურად დიაგნოზირებული აქვთ SMA-ი, მაგრამ სიმპტომები ჯერ არ აღენიშნებათ.

ეფექტურობა პრესიმპტომურ SMA პაციენტებში შეფასებული იყო მე-12 თვეში 26 პაციენტში [კვლევაში ჩართულ პოპულაციაში(ITT) ], რომლებიც მკურნალობდნენ ევრისდით: რვა პაციენტს, 13 პაციენტს და 5 პაციენტს ჰქონდათ SMN2 გენი-ის 2, 3 და ≥4 ასლი შესაბამისად. ამ პაციენტების საშუალო ასაკი პირველი დოზის მიღებისას იყო 25 დღე (დიაპაზონი: 16-დან 41 დღემდე), 62% იყო მდედრობითი სქესის და 85% თეთრკანიანი. საწყის ეტაპზე, CHOP-INTEND-ის მედიანური ქულა იყო 51.5 (დიაპაზონი: 35.0-დან 62.0-მდე), HINE-2-ის მედიანური ქულა იყო 2.5 (დიაპაზონი: 0-დან 6.0-მდე), ხოლო იდაყვის ნერვის ნაერთის კუნთის მოქმედების პოტენციალის მედიანური (CMAP) ამპლიტუდა იყო 3.6. mV (დიაპაზონი: 0,5-დან 6,7 მვ-მდე).

პირველადი ეფექტურობის პოპულაცია (N=5) მოიცავდა პაციენტებს 2 SMN2 ასლით და საწყისი/საბაზისო CMAP

ამპლიტუდ-ით ≥ 1,5 mV. ამ პაციენტებში, CHOP-INTEND-ის მედიანური ქულა იყო 48.0 (დიაპაზონი: 36.0-დან 52.0), მედიანური HINE-2 ქულა იყო 2.0 (დიაპაზონი 1.0-დან 3.0-მდე), ხოლო CMAP-ის მედიანური ამპლიტუდა იყო 2.6 mV (დიაპაზონი: 1.6-დან 3.8 mV -მდე) საწყის ეტაპზე.

პირველადი საბოლოო წერტილი იყო პაციენტთა რაოდენობა (%) პირველადი ეფექტურობის პოპულაციაში, რომლებსაც შეეძლოთ დახმარების გარეშე ჯდომა მინიმუმ 5 წამის განმავლობაში (BSID-III მთლიანი მოტორული შკალა, პუნქტი 22) მე-12 თვეზე; სტატისტიკურად და კლინიკურად მნიშვნელოვანმა პაციენტთა პროპორციამ მიაღწია ამ ეტაპს წინასწარ განსაზღვრულ შესრულების კრიტერიუმების მაჩვენებელთან შედარებთ, რაც შეადგენდა 5%-ს.

ევრისდიით ნამკურნალები პაციენტების ეფექტურობის ძირითადი საბოლოო წერტილები ნაჩვენებია ცხრილში 5 და 6 და სურათზე 5.

ცხრილი 5. ჯდომის უნარი, როგორც განსაზღვრულია BSID-III პუნქტით 22, პრესიმპტომური პაციენტებისთვის მე-12 თვეზე

საბოლოო წერტილი

პოპულაცია

პირველადი ეფექტურობა (N=5)

პაციენტები 2 SMN2 ასლითa (N8)

ITT

(N=26)

პაციენტთა რაოდენობა(%), რომლებიც სხედან დახმარების გარეშე მინიმუმ 5 წამის განმავლობაში(BSID-III, Item 22); (90% CI)

80%

(34.3%, 99.0%) p 0.0001b

  • 5%

(52.9%, 99.4%)

  • 2%

(83.0%, 99.8%)

აბრევიატურები: BSID-III = ჩვილთა და პატარების განვითარების ბეილის შკალები – მესამე გამოცემა; CI=სარწმუნოობის ინტერვალი; ITTIntent to treat.

ა პაციენტებს 2 SMN2 ასლით ჰქონდათ CMAP-ის მედიანური ამპლიტუდა 2.0 (დიაპაზონი 0.5 - 3.8) საწყის ეტაპზე.

ბ p-მაჩვენებელი ეფუძნება ცალმხრივ ზუსტ ბინომიალურ ტესტს. შედეგი შედარებულია 5%-იან ზღურბლთან.

გარდა ამისა, პირველადი ეფექტურობის პოპულაციის 80%-მა (4/5), 2 SMN2 ასლის მქონე პაციენტთა 87.5%-მა (7/8) და 80.8%-მა (21/26) ITT პოპულაციაში მიაღწია ჯდომას დახმარების გარეშე 30 წამის განმავლობაში. (BSID-III, პუნქტი 26).

ITT პოპულაციის პაციენტებმა ასევე მიაღწიეს მოტორულ გაუმჯობესებას, რომლებიც გაზომილია HINE-2-ით 12 თვეზე (N=25). ამ პოპულაციაში პაციენტების 96.0%-ს შეეძლო ჯდომა [1 პაციენტმა (1/8 პაციენტმა 2 SMN2 ასლით) მიაღწია სტაბილურ ჯდომას და 23 პაციენტს შეეძლო (6/8, 13/13, 4/4 პაციენტთა 2, 3 და ≥4 SMN2 ასლები, შესაბამისად) ტრიალი/როტაცია]. გარდა ამისა, პაციენტების 84%-ს შეეძლო დგომა; 32% (N=8) პაციენტს შეეძლო დგომა მხარდაჭერით (3/8, 3/13 და 2/4 პაციენტი 2, 3 და ≥4 SMN2 ასლით, შესაბამისად) და 52% (N=13) პაციენტს შეეძლო დგომა დაუხმარებლად (პაციენტთა 1/8, 10/13 და 2/4 2, 3 და ≥4 SMN2 ასლით, შესაბამისად). გარდა ამისა, პაციენტების 72%-ს შეეძლო გადახტომა, სეირნობა ან სიარული; 8%-ს (N=2) პაციენტს შეეძლო გადახტომა (2/8 პაციენტს 2 SMN2 ასლით), 16%-ს (N=4) შეეძლო სეირნობა (3/13 და 1/4 პაციენტს 3 და ≥4 SMN2 ასლით, შესაბამისად) და 48%-ს (N=12) შეეძლო დამოუკიდებლად სიარული (1/8, 9/13 და 2/4 პაციენტი 2, 3 და ≥4 SMN2 ასლით, შესაბამისად). შვიდ პაციენტს არ ჩაუტარდა ტესტირება სიარულის უნარის შესამოწმებლად მე-12 თვეზე.

ცხრილი 6. ეფექტურობის ძირითადი საბოლოო წერტილების შეჯამება პრესიმპტომური პაციენტებისთვის მე-12 თვეში

საბოლოო წერტილები

ITT პოპულაცია (N=26)

მოტორული ფუნქცია

პაციენტთა პროპორცია, რომლებმაც მიაღწიეს საერთო ქულას 50 ან უფრო მაღალ ქულას CHOP-INTEND (90 CI%)-ში

92%a

(76.9%, 98.6%)

პაციენტთა პროპორცია, რომლებმაც მიაღწიეს საერთო ქულას 60 ან უფრო მაღალ ქულას CHOP-INTEND (90 CI%)-ში

80%a

(62.5%, 91.8%)

კვება

პერორალური კვების უნარის მქონე პაციენტების პროპორცია (90 CI%)

  • 2%b

(83.0%, 99.8%)

ჯანდაცვის უტილიზაცია

პაციენტების პროპორცია ჰოსპიტალიზაციის გარეშეc (90 CI%)

  • 3%

(77.7%, 98.6%)

მოვლენის გარეშე გადარჩენადობა d

მოვლენის გარეშე გადარჩენის მქონე პაციენტების პროპორცია (90 CI%)

100%

(100%, 100%)

აბრევიატურები: CHOP INTEND= Children’s Hospital of Philadelphia Infant Test of Neuromuscular Disorders; CI = ნდობის ინტერვალი

ა დაფუძნებულია N=25

ბ ერთი პაციენტი არ იყო შეფასებული.

გ ჰოსპიტალიზაცია მოიცავს ჰოსპიტალიზაციის ყველა შემთხვევა, რომელიც გაგრძელდა სულ მცირე ორი დღის განმავლობაში და რომელიც არ არის განპირობებული კვლევის მოთხოვნებით.

დ მოვლენა ეხება სიკვდილს ან მუდმივ ვენტილაციას; მუდმივი ვენტილაცია განისაზღვრება, როგორც ტრაქეოსტომია ან ≥16 საათი არაინვაზიური ვენტილაცია დღეში ან ინტუბაცია > ზედიზედ 21 დღის განმავლობაში მწვავე შექცევადი მოვლენის არარსებობის ან მოგვარების შემდეგ.

სურათი 5. CHOP-INTEND ქულების მედიანა ვიზიტებისა და SMN2 ასლის რაოდენობის მიხედვით (ITT პოპულაცია)

018351500

აბრევიატურები: IQR = Interquartile range; SMN2 = Survival of Motor Neuron 2

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

პრეპარატის EVRYSDI ფარმაკოკინეტიკა დახასიათებული იქნა ჯანმრთელ ზრდასრულ სუბიექტებში და პაციენტებში სპინალური კუნთოვანი ატროფიით.

პრეპარატის EVRYSDI შეყვანის შემდეგ პერორალური ხსნარის სახით, რისდიპლამის ფარმაკოკინეტიკა იყო დაახლოებით წრფივი 0.6 და 18 მგ-ს შორის. რისდიპლამის PK საუკეთესოდ აღწერილი იქნა პოპულაციური PK მოდელის მიერ სამი სატრანზიტო განყოფილების აბსორბციით, ორი განყოფილების განლაგებით და პირველი რიგის ელიმინაციით. აღმოჩნდა, რომ სხეულის წონასა და ასაკს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს PK- ზე.

სავარაუდო ექსპოზიცია (საშუალო AUC0-24 სთ) ჩვილ ბავშვთა ასაკში დაწყებული SMA პაციენტებისთვის (2-7 თვის ასაკის ჩართვის მომენტისთვის) თერაპიული დოზის- 0.2 მგ / კგ დღეში ერთხელ მიღებისას შეადგენდა 1930 ნგ.სთ / მლ. სავარაუდო საშუალო ექსპოზიცია პრესიმპტომურ ჩვილებში (16 დღიდან <2 თვემდე ასაკის) RAINBOWFISH კვლევაში იყო 2020 ნგ.სთ/მლ 0.15 მგ/კგ 2 კვირის შემდეგ, დღეში ერთხელ მიღების შემდეგ. მოგვიანებით დაწყებული SMA პაციენტებისთვის სავარაუდო ექსპოზიცია კვლევაში- SUNFISH (ნაწილი 2) თერაპიული დოზით მედიკამენტის მიღებისას (0,25 მგ / კგ დღეში ერთხელ პაციენტებისთვის სხეულის წონით <20 კგ; 5 მგ დღეში ერთხელ პაციენტებისთვის სხეულის წონით ≥20 კგ) იყო 2070 ნგ.სთ / მლ. მკურნალობის დაწყებიდან 1 წლის შემდეგ და 1940 ნგ.სთ/მლ მკურნალობის 5 წლის შემდეგ. სავარაუდო ექსპოზიცია (საშუალო AUC0-24 სთ) SMA-ს მკურნალობისთვის უკვე ნამკურნალები პაციენტებისთვის (1-60 წლის კლევაში ჩართვის მომენტში) იყო 1700 ნგ.სთ/მლ თერაპიული დოზით 0.25 მგ/კგ ან 5 მგ. დაფიქსირებული მაქსიმალური კონცენტრაცია (საშუალო Cmax) იყო 194 მგ / მლ 0.2 მგ / კგ FIREFISH– ში, 140 ნგ / მლ SUNFISH– ის მე -2 ნაწილში და 129 ნგ/მლ JEWELFISH-ში და სავარაუდო მაქსიმალური კონცენტრაცია 0.15 მგ/კგ-ს შემთხვევაში RAINBOWFISH-ში არის 111 ნგ/მლ.

.

აბსორბცია

რისდიპლამი სწრაფად შეიწოვებოდა უზმოზე, როდესაც პლაზმის tmax მერყეობდა 1-დან 5 საათამდე პერორალური ხსნარისთვის განკუთვნილი ფხვნილის მიღებიდან. 47 ჯანმრთელი სუბიექტის მონაცემების საფუძველზე, საკვებს (ცხიმიანი, მაღალკალორიული საუზმე) არ ჰქონდა მნიშვნელოვანი გავლენა რისდიპლამის ექსპოზიციაზე. კლინიკურ კვლევებში, რისდიპლამი მიიღებოდა დილის კვებასთან ერთად ან ძუძუთი კვების შემდეგ.

განაწილება

რისდიპლამი თანაბრად ნაწილდება სხეულის ყველა ნაწილში, მათ შორის ცენტრალურ ნერვულ სისტემაში (ცნს) ჰემატო-ენცეფალური ბარიერის გადალახვით და ამით იწვევს SMN ცილის მატებას ცნს-სა და მთელ ორგანიზმში. რისდიპლამის კონცენტრაცია პლაზმაში და SMN ცილის კონცენტრაცია სისხლში ასახავს მის განაწილებას და ფარმაკოდინამიკურ მოქმედებას ისეთ ქსოვილებში, როგორიცაა ტვინი და კუნთები.

პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრის შეფასება იყო 98 ლ განაწილების ცენტრალური მოცულობისთვის, 93 ლ პერიფერიული მოცულობისთვის და 0,68 ლ / საათში შუალედური( inter-compartment) კლირენსისთვის.

რისდიპლამი უპირატესად უერთდება შრატის ალბუმინს, ალფა-1 მჟავა გლიკოპროიტეინთან რაიმე მიერთების გარეშე, 11% თავისუფალი ფრაქციით.

მეტაბოლიზმი

რისდიპლამი უპირატესად მეტაბოლიზდება ფლავინმონოოქსიგენაზა 1 და 3-ის (FMO1 და FMO3) და ასევე CYPs 1A1, 2J2, 3A4 და 3A7-ის მიერ.

200 მგ იტრაკონაზოლის, რომელიც არის ძლიერი CYP3A ინჰიბიტორი დღეში ორჯერ მიღება, რისდიპლამთან ერთად, ერთჯერადი პერორალური დოზით 6 მგ, კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს რისდიპლამის PK– ზე (11% –იანი ზრდა AUC– ში, 9% –იანი შემცირება Cmax).

ელიმინაცია

პოპულაციური PKაანალიზებს კლირენსს (CL / F) 2.6 ლ / სთ რისდიპლამისთვის.

რისდიპლამის ნახევარდაშლის ტერმინალური ელიმინაცია ჯანმრთელ მოზრდილებში იყო დაახლოებით 50 საათი.

რისდიპლამი არ არის ადამიანის მულტირეზისტენტული ცილა 1 -ის (MDR1) სუბსტრატი.

დოზის დაახლოებით 53% (14% უცვლელი რისდიპლამი) გამოიყოფა განავლით და 28% შარდით (8% უცვლელი რისდიპლამი). ,,ძირი“ პრეპარატი იყო პლაზმაში ნაპოვნი - ძირითადი კომპონენტი, რომელიც სისხლის მიმოქცევაში მყოფი მედიკამენტის 83% -ს შეადგენდა. ფარმაკოლოგიურად არააქტიური მეტაბოლიტი M1 გამოვლინდა, როგორც მთავარი მოცირკულირე მეტაბოლიტი.

ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ პოპულაციებში

პედიატრიული პაციენტები

აღმოჩნდა, რომ სხეულის წონას და ასაკს ჰქონდა მნიშვნელოვანი გავლენა რისდიპლამის ფარმაკოკინეტიკაზე. ასეთი მოდელის საფუძველზე, დოზა კორექტირდება ასაკის (თვემდე და 2 წლამდე და ზემოთ) და სხეულის წონის მიხედვით (20 კგ-მდე) მსგავსი ზემოქმედების მისაღებად ასაკისა და სხეულის წონის დიაპაზონში.

შეზღუდული PK მონაცემები ხელმისაწვდომია 20 დღეზე ნაკლები ასაკის პაციენტებში, ვინაიდან კლინიკურ კვლევებში მხოლოდ 16 დღის ახალშობილმა მიიღო რისდიპლამი უფრო დაბალი დოზით (0.04 მგ/კგ).

ხანდაზმულები

არ ჩატარებულა სპეციალური გამოკვლევები PK- ს გამოსაკვლევად 60 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში. 69 წლამდე ასაკის პაციენტები ჩაერთვნენ PK კლინიკურ კვლევებში, რაც მიუთითებს, რომ 69 წლამდე პაციენტებისთვის დოზის კორექცია არ არის საჭირო.

თირკმლის უკმარისობა

არ ჩატარებულა კვლევები რისდიპლამის PK- ს გამოსაკვლევად თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. რისდიპლამის, როგორც უცვლელი კომპონენტის, ელიმინაცია თირკმლისმიერი ექსკრეციით ძალზედ მცირეა (8%).

ღვიძლის უკმარისობა

მსუბუქი და ზომიერი სახით გამოხატულ ღვიძლის უკმარისობას მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია რისდიპლამის PK- ზე. რისდიპლამის 5 მგ დოზის ერთჯერადი პერორალური მიღების შემდეგ, Cmax და AUC– ს საშუალო კოეფიციენტები იყო 0,95 და 0,80 მსუბუქი (n = 8) და 1,20 და 1,08 ზომიერი ღვიძლის უკმარისობის მქონე პირებში (n = 8) ჯანმრთელ საკონტროლო პაციენტებთან შედარებით (n = 10). ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში მედიკამენტის უსაფრთხოება და PK მაჩვენებელი არ არის შესწავლილი.

ეთნიკურობა

რისდიპლამის PK არ განსხვავდება იაპონელ და თეთრკანიან სუბიექტებში.

  • 3 პრეკლინიკური უსაფრთხოება

ნაყოფიერების დაქვეითება

რისდიპლამით მკურნალობას ახლდა მამრობითი სასქესო უჯრედების დათრგუნვა ვირთხებსა და მაიმუნებში უსაფრთხოების პროფილის ცვლილების გარეშე, სისტემური ზემოქმედების საფუძველზე, რომელიც არ ითვლება გვერდითი ეფექტის შესატყვისად (NOAEL). ამ ეფექტებმა გამოიწვია სპერმატოციტების გადაგვარება, სპერმატოგენური (სათესლე) ეპითელიუმის გადაგვარება / ნეკროზი, და ოლიგო / ასპერმია ეპიდიდიმისში . რისდიპლამის სპერმის უჯრედებზე ზემოქმედება სავარაუდოდ უკავშირდება რისდიპლამის ჩარევას გამყოფი უჯრედების უჯრედულ ციკლში, რაც სპეციფიკური ეტაპისთვისაა დამახასიათებელი და მოსალოდნელია შექცევადი იყოს. რისდიპლამით მკურნალობის შემდეგ არანაირი გავლენა არ დაფიქსირდა ქალის რეპროდუქციულ ორგანოებზე ვირთხებსა და მაიმუნებში.

ფერტილობის და ემბრიონის ადრეულ ეტაპზე განვითარების კვლევები არ ჩატარებულა რისდიპლამის ერთდროული მიღებისას, რადგან სპერმის უჯრედების დათრგუნვა და ემბრიოტოქსიკური პოტენციალი რისდიპლამით მკურნალობის დროს უკვე გამოვლენილია ვირთხებსა და მაიმუნებზე ჩატარებულ სხვა ტოქსიკურობის კვლევებში. მამაკაცთა ნაყოფიერების ან ქალის ნაყოფიერების დარღვევა არ დაფიქსირებულა ორ კვლევაში, რომელშიც ვირთხები შეწყვილდნენ, ან მათი კვლევა ხდებოდა მშობიარობიდან 13 კვირიანი მკურნალობის პერიოდის დასრულების შემდეგ, ან 4 კვირიანი მკურნალობის პერიოდის დასრულებიდან 8 კვირის შემდეგ, 4 წლის ასაკში.

გავლენა ბადურის სტრუქტურაზე

რისდიპლამით მაიმუნების ქრონიკულმა მკურნალობამ აჩვენა, რომ ბადურაზე გავლენას ახდენს ბადურის პერიფერიაზე დაწყებული ფოტორეცეპტორების გადაგვარება. მკურნალობის შეწყვეტისთანავე, რეტინოგრამზე გამოვლენილი სურათი ნაწილობრივ შექცევადი იყო, მაგრამ ფოტორეცეპტორების გადაგვარება არ შეცვლილა. ცვლილების მონიტორინგი განხორციელდა ოპტიკური თანმიმდევრულობის ტომოგრაფიით (OCT) და ელექტრორეტინოგრაფიით (ERG). ცვლილება შეინიშნებოდა ადამიანებში მედიკამენტის 2 – ჯერ მეტი დოზთ გამოყენებისას თერაპიულ დოზასთან შედარებით უსაფრთხოების პროფილის ცვლილების გარეშე, NOAEL– თან შესაბამისი სისტემური ზემოქმედების საფუძველზე. ალბინოს ან პიგმენტურ ვირთაგვებში მსგავსი ცვლილებები არ დაფიქსირებულა, რისდიპლამის ქრონიკული მიღებისას მაიმუნების შემთხვევაში შედარებით მეტი დოზით წამლის მიღებისას. ასეთი მონაცემები არ დაფიქსირებულა კლინიკურ კვლევებში ჩართულ სკა პაციენტებში რეგულარული ოფთალმოლოგიური მონიტორინგის დროს (მათ შორის SD OCT და მხედველობის ფუნქციის შეფასება).

გავლენა ეპითელურ ქსოვილზე

კანის, ხორხისა და ქუთუთოების ჰისტოლოგიასა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე გავლენა აშკარა იყო ვირთხებსა და მაიმუნებში, რომლებიც მკურნალობდნენ რისდიპლამით. ცვლილებები შეინიშნებოდა მაღალი დოზებით 2 კვირის განმავლობაში მკურნალობისას და უფრო ხანგრძლივი მკურნალობის დროს. მაიმუნებში 39 კვირის განმავლობაში ქრონიკული მკურნალობის დროს NOAEL დაფიქსირდა ადამიანებში 2 – ჯერ მეტი დიზით მიღებისას, ადამიანებში საშუალო თერაპიულ დოზასთან შედარებით.

გავლენა ჰემატოლოგიურ პარამეტრებზე

ვირთხებზე ჩატარებულ ძვლის ტვინის მწვავე მიკრონუკლეოტიდურ ტესტში, დაფიქსირდა პოლიქრომატული და (ახალგაზრდა) ნორმოქრომატული (ზრდასრული) ერითროციტების თანაფარდობის 50%-ზე მეტით შემცირება, რაც ძვლის ტვინის მნიშვნელოვანი ტოქსიკურობის მაჩვენებელია; ეს ცვლილება განვითარდა რისდიპლამის მაღალი დოზით მიღებისას(თაგვებში), რაც 15-ჯერ აღემატებოდა ადამიანებში მიღებულ საშუალო თერაპიულ დოზას. ვირთხების ხანგრძლივი მკურნალობისას 26 კვირის განმავლობაში, NOAEL– ის შემთხვევაში ექსპოზიციის საზღვარი იყო დაახლოებით 4 – ჯერ მეტი ადამიანებში მიღებულ თერაპიულ დოზასთან შედარებით.

გენოტოქსიკურობა

ბაქტერიული საპირისპირო მუტაციის ანალიზით დგინდება, რომ რისდიპლამი არ არის მუტაგენური პროდუქტი. in vitro გარემოში, ძუძუმწოვრების უჯრედებსა და ვირთხების ძვლის ტვინში რისდიპლამი ზრდის მიკრონუკლეოტირებული უჯრედების სიხშირეს. მიკრო - ნუკლეოზიდური ინდუქცია ძვლის ტვინში დაფიქსირდა ვირთხებზე ჩატარებულ (მოზრდილ და არასრულწლოვან ცხოველებზე) ტოქსიკურობის რამდენიმე კვლევაში. კვლევებში NOAEL ასოცირდება ისეთი დოზის ექსპოზიციასთან რაც ადამიანებში მიღებულ თერაპიული დოზას დაახლოებით 1,5-ჯერ აღემატება. მონაცემებმა აჩვენა, რომ ეს ეფექტი არის ირიბი და მეორადი, და უკავშირდება რისდიპლამის ჩარევას გამყოფი უჯრედების უჯრედულ ციკლში. რისდიპლამს არ გააჩნია დნმ-ის დაზიანების პოტენციალი.

რეპროდუქციული ტოქსიკურობა

ორსულ ვირთაგვებზე ჩატარებულ კვლევებში, რომლებიც მკურნალობდნენ რისდიპლამით, გამოვლინდა ემბრიოფეტალური ტოქსიკურობა ნაყოფის დაბალი წონით და განვითარების შეფერხებით. NOAEL ამ ეფექტისთვის დაახლოებით 2-ჯერ აღემატებოდა პაციენტებში რისდიპლამის თერაპიული დოზით მიღწეული ზემოქმედების დონეს. ორსულ კურდღლებზე ჩატარებული გამოკვლევების დროს დისმორფოგენული მოქმედება დაფიქსირდა დედისთვის ტოქსიკურ დოზაზე, რაც მოიცავდა ოთხ ნაყოფს (4%) 4 ლიტრიდან (22%) და ზემოთ ჰიდროცეფალიით. NOAEL დაახლოებით 4-ჯერ აღემატებოდა პაციენტებში რისდიპლამის თერაპიული დოზით მიღწეული ზემოქმედების დონეს.

რისდიპლამით ყოველდღიურად ნამკურნალებ ვირთაგვებზე წინა და მშობიარობის შემდგომი განვითარების კვლევისას, რისდიპლამმა გამოიწვია ორსულობის ხანგრძლივობის მცირე შეფერხება. ორსულ და მეძუძურ ვირთხებზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ რისდიპლამი გადალახავს პლაცენტის ბარიერს და გამოიყოფა რძეში.

კანცეროგენულობა

მიმდინარეობს 2 წლიანი კანცეროგენული კვლევები ვირთხებზე. rasH2 ტრანსგენული თაგვების გამოყენებით მიმდინარე კვლევაში, რომელშიც მკურნალობა მიმდინარეობდა 6 თვის ხანგრძლივობით, არ გამოავლინა სიმსივნური(კანცეროგენული) პოტენციალის რაიმე მტკიცებულება.

არასრულწლოვან ცხოველებზე ჩატარებული კვლევები

არასრულწლოვან ცხოველთა მონაცემები არ აჩვენებს რაიმე განსაკუთრებულ საფრთხეს ადამიანისთვის.

  • ფარმაცევტული მონაცემები
  • 1 დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

მანიტოლი (E421)

იზომალტი (E953)

მარწყვის არომატის მიმცემი ღვინის მჟავა (E334)

ნატრიუმის ბენზოატი (E211)

მაკროგოლ 6000(E 1521)

სუკრალოზა

ასკორბინის მჟავა (E300)

ნატრიუმის ედეტატის დიჰიდრატი

  • 2 შეუთავსებლობა

არ შეესაბამება.

  • 3 შენახვის ვადა

ფხვნილი პერორალური ხსნარისთვის

2 წელი

პერორალური ხსნარი

64 დღე ინახება მაცივარში (2-დან8°C-მდე).

საჭიროების შემთხვევაში, პაციენტმა ან მისმა მომვლელმა შეიძლება შეინახოს პერორალური გზით მისაღები ხსნარი ოთახის ტემპერატურაზე (40˚C-ზე ქვემოთ) არა უმეტეს 120 საათის (5 დღე) განმავლობაში. პერორალური ხსნარი უნდა დაბრუნდეს მაცივარში, როდესაც ბოთლის ოთახის ტემპერატურაზე შენახვის საჭიროება აღარ იქნება. აკონტროლეთ მაცივრის გარეთ ბოთლის დაყოვნების მთლიანი დროის მონაკვეთი (40˚C-ზე ქვემოთ).

პერორალური ხსნარი უნდა განადგურდეს, თუ ის ინახება ოთახის ტემპერატურაზე (40°C-ზე ქვემოთ) ჯამში 120 საათზე მეტი (5 დღე) ან 40°C-ზე ზევით შენახული დროის ნებისმიერი პერიოდის განმავლობაში.

  • 4 შენახვის განსაკუთრებული სიფრთხილე

ფხვნილი პერორალური ხსნარისთვის

შეინახეთ თავდაპირველ ყვითელი ფერის ბოთლში სინათლისგან დასაცავად.

პერორალური ხსნარი

მომზადების შემდეგ მედიკამენტის შენახვის პირობები იხილეთ ქვეთავში 6.3. შეინახეთ პრეპარატის EVRYSDI მომზადებული პერორალური ხსნარი თავდაპირველ ყვითელი ფერის ბოთლში, მის დასაცავად სინათლისგან.

  • 5 ჭურჭლის ბუნება და აგებულება

ქარვისფერი III ტიპის შუშის ბოთლი ბავშვისთვის რეზისტენტული(რომ ვერ გახსნას) ხრახნიანი თავსახურით.

თითოეული მუყაოს კოლოფი შეიცავს: ერთ ბოთლს, 1 დამჭერის მქონე ბოთლის ადაპტერს, ორ მრავალჯერადი გამოყენების 1 მლ, ორ მრავალჯერადი გამოყენების 6 მლ და ერთი მრავალჯერადი გამოყენების 12 მლ გრადუირებულ ქარვის ორალურ შპრიცს.

  • 6 განკარგვისა და სხვა დამუშავების განსაკუთრებული სიფრთხილე

პრეპარატის EVRYSDI ფხვნილი უნდა გახსნას ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელმა (HCP (მაგ.: ფარმაცევტი) პერორალური ხსნარის მოსამზადებლად პაციენტისთვის გადაცემამდე.

მომზადება

პრეპარატის EVRYSDI პერორალური ხსნარის ფხვნილთან მუშაობისას საჭიროა სიფრთხილე. (იხ. თავი 4.4). თავი აარიდეთ მშრალი ფხვნილის და მომზადებული ხსნარის შესუნთქვას და უშუალო კონტაქტს კანთან ან ლორწოვან გარსებთან. თუ ამგვარი კონტაქტი მაინც მოხდა, საგულდაგულოდ დაიბანეთ საპნით და წყლით; გამოირეცხეთ თვალები წყლით. გამოიყენეთ ერთჯერადი ხელთათმანები მომზადების და გაწმენდის პროცედურების დროს.

ინსტრუქციები ხსნარის მოსამზადებლად:

  • მსუბუქად დააკაკუნეთ დახურული მინის ფლაკონის ძირით ფხვნილის გასაფხვიერებლად.
  • მოხადეთ ხუფი. ხუფი არ გადააგდოთ..
  • ფრთხილად ჩაასხით 79 მლ დისტილირებული წყალი პრეპარატის EVRYSDI ფლაკონში 0.75 მგ/მლ პერორალური ხსნარის მისაღებად.
  • ჩაარჭეთ ფლაკონის ადაპტერი ფლაკონის ყელში ფლაკონის პირზე ზემოდან ქვემოთ დაწოლით. დარწმუნდით, რომ ის მჭიდროდ არის მიკრული ფლაკონის პირზე.
  • ფლაკონს ისევ მჭიდროდ დაახურეთ ხუფი და კარგად შეანჯღრიეთ 15 წამის განმავლობაში. დაელოდეთ 10 წუთი. უნდა მიიღოთ გამჭვირვალე ხსნარი. თუ ხსნარი არ არის გამჭვირვალე, კიდევ ერთხელ კარგად შეანჯღრიეთ 15 წამის განმავლობაში.
  • გარეთა კოლოფს და ბოთლის იარლიყს დააწერეთ ,, გაანადგურეთ“’ მომზადებული ხსნარის ვადის გასვლის შემდეგ და დააწერეთ აღნიშნული თარიღი (ეს თარიღი გამოითვლება, როგორც 64 დღე ხსნარის მომზადებიდან, წამლის მომხადების დღე მიჩნეულია დღე 0-ად) . ბოთლი კვლავ ჩადეთ კარდონის თავდაპირველ კოლოფში შპრიცებთან და (შალითაში გახვეული), წამლის ინსტრუქციასა და გამოყენების ინსტრუქცია/ბუკლეტთან ერთად. შეინახეთ მუყაო მაცივარში (2-დან 8°C-მდე).

გადააგდეთ ნებისმიერი გამოუყენებელი ნაწილი კონსტიტუციიდან 64 დღის შემდეგ.

ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტი ან ნარჩენები უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

  • მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი

Roche Registration GmbH

Emil-Barell-Strasse 1

79639 Grenzach-Wyhlen,

გერმანია

  • მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელის ნომერი

EU/1/21/1531/001

  • ავტოირიზაციის პირველი თარიღი / ავტორიზაციის განახლება

პირველი ავტორიზაციის თარიღი: 2021 წლის 26 მარტი

  • ტექსტის განახლების/გადახედვის თარიღი

აღნიშნული მედიკამენტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია ევროპის წამლის სააგენტოს ვებგვერდზე https://www.ema.europa.eu/.

ეს სამკურნალო პროდუქტი დამატებით მონიტორინგს ექვემდებარება. ეს საშუალებას იძლევა სწრაფად მოხდეს უსაფრთხოების ახალი ინფორმაციის იდენტიფიცირება. ჯანდაცვის სპეციალისტებს მოეთხოვებათ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესისთვის იხილეთ 4.8 პუნქტი.

სამკურნალო პროდუქტის დასახელება

ევრისდი 5 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები

ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

თითოეული აპკით შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ რისდიპლამს.

დამხმარე ნითიერებების სრული ჩამონათვალი იხილეთ 6.1 პუნქტი.

ფარმაცევტული ფორმა

აპკით შემოგარსული ტაბლეტი.

ღია ყვითელი აპკით შემოგარსული ტაბლეტი, მრგვალი და ამობურცული, დაახლოებით 6.5 მმ დიამეტრის, ერთ მხარეს ამოტვიფრული EVR-ით.

კლინიკური მახასიათებლები

  • 1 თერაპიული ჩვენებები

ევრისდი ნაჩვენებია 5q სპინალური კუნთოვანი ატროფიის (სკა) სამკურნალოდ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ სკა ტიპი 1, ტიპი 2 ან ტიპი 3 კლინიკური დიაგნოზი ან აქვთ SMN2-ის ერთიდან ოთხამდე ასლი.

  • 2 დოზირება და მიღების მეთოდი

ევრისდით მკურნალობა უნდა დაიწყოს ექიმმა, რომელსაც აქვს SMA-ს მართვის გამოცდილება.

დოზირება

ევრისდის აპკით შემოგარსული ტაბლეტის რეკომენდებული დღიური დოზა ≥ 2 წლის და ≥ 20 კგ სხეულის წონის მქონე პაციენტებისთვის არის 5 მგ.

არსებობს ალტერნატიული პერორალური ხსნარი ყველა ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებისთვის ან მათთვის, ვისაც შეიძლება დასჭირდეს ნაზოგასტრალური ან გასტროსტომიური მილის გამოყენება. იხილეთ ევრისდის ფხვნილის პერორალური ხსნარის SmPC. ექიმმა უნდა დანიშნოს შესაბამისი ფარმაცევტული ფორმა, საჭირო დოზისა და პაციენტის საჭიროებების, მათ შორის პაციენტის გადაყლაპვის უნარის მიხედვით. პაციენტებისთვის, რომლებსაც უჭირთ მთლიანი ტაბლეტის გადაყლაპვა, შესაძლებელია ტაბლეტის გახსნა ან პერორალური ხსნარის ფხვნილის დანიშვნა.

5 მგ-ზე მეტი დღიური დოზით მკურნალობა არ არის შესწავლილი.

დაგვიანებული ან გამოტოვებული დოზები

თუ დაგეგმილი დოზა გამოტოვებულია, ის უნდა მიიღოთ რაც შეიძლება მალე, თუ ჯერ კიდევ არ გასულა 6 საათი. წინააღმდეგ შემთხვევაში, დოზა უნდა გამოტოვოთ და შემდეგი დოზა უნდა მიიღოთ ჩვეულებრივ დაგეგმილ დროს მეორე დღეს.

თუ დოზა სრულად არ არის გადაყლაპული ან ევრისდის დოზის მიღების შემდეგ ღებინება განვითარდა, არასრული დოზის კომპენსაციისთვის სხვა დოზის მიღება არ შეიძლება. შემდეგი დოზა უნდა მიიღოთ ჩვეულებრივ დაგეგმილ დროს.

ხანდაზმულები

შეზღუდული მონაცემების საფუძველზე. 65 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის (იხ. ნაწილი 5.2).

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

რიზდიპლამი ამ პოპულაციაში არ არის შესწავლილი. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია მოსალოდნელი არ არის (იხ. ნაწილი 5.2).

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ღვიძლის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის. ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტები არ არიან შესწავლილი და შესაძლოა, რისდიპლამის ექსპოზიციის მომატება ჰქონდეთ (იხ. ნაწილები 5.1 და 5.2).

პედიატრიული პოპულაცია

ევრისდის აპკით შემოგარსული ტაბლეტების გამოყენება 2 წლამდე ასაკის და 20 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებში არ არის რეკომენდებული.

მიღების მეთოდი

პერორალური გამოყენება.

რეკომენდებულია, რომ ჯანდაცვის სპეციალისტმა (HCP) პაციენტთან ან მომვლელთან განიხილოს დანიშნული დღიური დოზის მომზადების წესი პირველი დოზის მიღებამდე.

ევრისდი მიიღება პერორალურად დღეში ერთხელ, საკვებთან ერთად ან მის გარეშე, დაახლოებით ერთსა და იმავე დროს.

აპკით დაფარული ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად ან გაიხსნას ოთახის ტემპერატურის მცირე რაოდენობით წყალში (იხ. ნაწილი 6.6). არ დაღეჭოთ, არ გაჭრათ და არ დაფშვნათ ტაბლეტები.

თუ ევრისდი წყალშია გახსნილი, დაუყოვნებლივ მიიღეთ. ევრისდი არ უნდა გაიხსნას წყლის გარდა სხვა სითხეში. გადააგდეთ მომზადებული ნარევი, თუ ის არ გამოიყენება წყლის დამატებიდან 10 წუთის განმავლობაში. არ დატოვოთ მომზადებული ნარევი მზის სხივების ქვეშ.

თუ ევრისდის მომზადებული ნარევი დაიღვრება ან მოხვდება კანზე, ეს ადგილი უნდა დაიბანოთ საპნითა და წყლით.

არ მიიღოთ მომზადებული ნარევი ნაზოგასტრალური ან გასტროსტომიური მილის მეშვეობით. თუ საჭიროა ნაზოგასტრალური ან გასტროსტომიური მილის მეშვეობით მიღება, უნდა გამოიყენოთ ევრისდის ფხვნილი პერორალური ხსნარისთვის.

  • 3 უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან 6.1 პუნქტში ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

  • 4 განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

ემბრიო-ფეტალური პოტენციური ტოქსიკურობა

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში დაფიქსირდა ემბრიო-ფეტალური ტოქსიკურობა (იხ. პუნქტი 5.3). რეპროდუქციული პოტენციალის მქონე პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი რისკების შესახებ და უნდა გამოიყენებოდეს მაღალეფექტური კონტრაცეფცია მკურნალობის და ბოლო დოზის მიღებიდან სულ მცირე 1 თვის განმავლობაში ქალ პაციენტებში და ასევე, ბოლო დოზის მიღებიდან 4 თვის განმავლობაში მამაკაც პაციენტებში. რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალი პაციენტების ორსულობის სტატუსი უნდა გადამოწმდეს ევრისდით თერაპიის დაწყებამდე (იხ. პუნქტი 4.6).

პოტენციური ზემოქმედება მამაკაცის ფერტილობაზე

ცხოველებზე ჩატარებული კვლევების დაკვირვების საფუძველზე, მამრობითი სქესის პაციენტებისთვის დაუშვებელია სპერმის დონაცია მკურნალობის დროს და ევრისდის ბოლო დოზის მიღებიდან 4 თვის განმავლობაში. მკურნალობის დაწყებამდე, ნაყოფიერების შენარჩუნების სტრატეგიები განიხილულ უნდა იქნას რეპროდუქციული პოტენციალის მქონე მამრობითი სქესის პაციენტებთან (იხილეთ ნაწილები 4.6 და 5.3). ევრისდის გავლენა მამაკაცის ფერტილობაზე ადამიანებში არ არის შესწავლილი.

დამხმარე ნივთიერებები

ნატიუმი

ევრისდი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) 5 მგ დოზაზე, ანუ არსებითად „ნატრიუმის გარეშეა“.

  • 5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

რისდიპლამი ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლის ფერმენტებით, ფლავინ მონოოქსიგენაზა 1 და 3 (FMO1 და 3), ასევე ციტოქრომ P450 ფერმენტებით (CYPs) 1A1, 2J2, 3A4 და 3A7. რისდიპლამი არ არის ადამიანის მრავალწამლისმიერი რეზისტენტობის ცილა 1-ის (MDR1) სუბსტრატი.

სხვა სამკურნალო პროდუქტების გავლენა რისდიპლამზე

ომეპრაზოლს არ მოუხდენია გავლენა ტაბლეტის სახით მიღებული რისდიპლამის ფარმაკოკინეტიკაზე. ამიტომ, რისდიპლამის ტაბლეტის მიღება შესაძლებელია მედიკამენტებთან ერთად რომლებიც იწვევენ კუჭის pH-ის მომატებას (პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები, H2 ანტაგონისტები და ანტაციდები).

200 მგ იტრაკონაზოლის, CYP3A-ს ძლიერი ინჰიბიტორის, დღეში ორჯერ მიღებამ 6 მგ რისდიპლამის ერთჯერად პერორალურ დოზასთან ერთად არ გამოავლინა კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა რისდიპლამის ფარმაკოკინეტიკულ პარამეტრებზე (AUC-ის 11%-იანი ზრდა, Cmax-ის 9%-იანი შემცირება). დოზის კორექცია საჭირო არ არის, როდესაც ევრისდი მიიღება CYP3A ინჰიბიტორთან ერთად.

FMO1 და FMO3 გზებით წამლისმიერი ურთიერთქმედება მოსალოდნელი არ არის.

რისდიპლამის გავლენა სხვა სამკურნალო პროდუქტებზე

რისდიპლამი არის CYP3A-ს სუსტი ინჰიბიტორი. ჯანმრთელ ზრდასრულ სუბიექტებში, რისდიპლამის პერორალური მიღება დღეში ერთხელ 2 კვირის განმავლობაში ოდნავ ზრდიდა მიდაზოლამის, მგრძნობიარე CYP3A სუბსტრატის, ექსპოზიციას (AUC-ის 11%-იანი ზრდა, Cmax-ის 16%-იანი ზრდა). ურთიერთქმედების ხარისხი კლინიკურად მნიშვნელოვნად არ ითვლება და შესაბამისად, CYP3A სუბსტრატებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ინ ვიტრო კვლევებმა აჩვენა, რომ რისდიპლამი და მისი ძირითადი ადამიანის მეტაბოლიტი M1 არ წარმოადგენენ ადამიანის MDR1-ის, ორგანული ანიონ-ტრანსპორტირების პოლიპეპტიდის (OATP)1B1-ის, OATP1B3-ის, ორგანული ანიონ-ტრანსპორტერის 1 და 3-ის (OAT 1 და 3) მნიშვნელოვან ინჰიბიტორებს. თუმცა, რისდიპლამი და მისი მეტაბოლიტი წარმოადგენენ ადამიანის ორგანული კათიონ-ტრანსპორტერის 2-ის (OCT2) და მრავალწამლისა და ტოქსინის ექსტრუზიის (MATE)1 და MATE2-K ტრანსპორტიორების ინჰიბიტორებს. ინ ვიტრო მონაცემებზე დაყრდნობით რისდიპლამს შეუძლია გაზარდოს MATE1 or MATE2‑K-ის მეშვეობით ელიმინირებული თერაპიული პრეპარატების კონცენტრაციები, კერძოდ როგორიცაა მელფორმინი. თუ ერთდროული მიღების თავიდან აცილება შეუძლებელია, უნდა მოხდეს პრეპარატთან დაკავშირებული ტოქსიკურობის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში, განხილული იქნას ერთდროულად მისაღები სამკურნალო პროდუქტის დოზის შემცირება.

არ არსებობს ეფექტურობის ან უსაფრთხოების მონაცემები, რომლებიც ადასტურებს და ემხრობა რისდიპლამის და ნუსინერსენის ერთდროულ გამოყენებას.

  • 6 ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

რეპროდუქციული პოტენციალის მქონე პაციენტები

ონტრაცეფცია მამაკაც და ქალ პაციენტებში

რეპროდუქციული პოტენციალის მქონე მამაკაც და ქალ პაციენტებმა უნდა დაიცვან შემდეგი კონტრაცეფციის მოთხოვნები:

  • რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალმა პაციენტებმა მკურნალობის დროს და ბოლო დოზის მიღებიდან სულ მცირე 1 თვის განმავლობაში უნდა გამოიყენონ მაღალეფექტური კონტრაცეფცია.
  • მამრობითი სქესის პაციენტებმა და მათმა რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალმა პარტნიორებმა უნდა გამოიყენონ მაღალეფექტური კონტრაცეფცია მკურნალობის დროს და ბოლო დოზის მიღებიდან სულ მცირე 4 თვის განმავლობაში.

ორსულობის ტესტირება

რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალი პაციენტების ორსულობის სტატუსი უნდა გადამოწმდეს ევრისდითი თერაპიის დაწყებამდე. ორსულ ქალებს მკაფიოდ უნდა ეცნობოთ ნაყოფისთვის პოტენციური რისკის შესახებ.

ორსულობა

არ არსებობს მონაცემები ევრისდის ორსულ ქალებში გამოყენების შესახებ. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა (იხ. ნაწილი 5.3).

ევრისდი არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს და რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებისთვის, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეფციას (იხ. ქვეთავი 4.4).

ძუძუთი კვება

უცნობია, გამოიყოფა თუ არა რისდიპლამი ადამიანის დედის რძეში. ვირთხებზე ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ რისდიპლამი გამოიყოფა რძეში (იხ. ნაწილი 5.3). რადგან ძუძუთი კვებაზე მყოფი ჩვილისთვის ზიანის პოტენციალი უცნობია, მკურნალობის დროს რეკომენდებულია არ მოხდეს ძუძუთი კვება.

ნაყოფიერება

მამაკაცი პაციენტები

არაკლინიკური მონაცემების საფუძველზე, მკურნალობის დროს, შესაძლოა, დაქვეითდეს მამაკაცის ნაყოფიერება. ვირთხებისა და მაიმუნების რეპროდუქციულ ორგანოებში დაფიქსირდა სპერმის დეგენერაცია და სპერმის რაოდენობის შემცირება (იხ. ნაწილი 5.3). ცხოველებზე ჩატარებული კვლევების დაკვირვების საფუძველზე, სპერმატოზოიდებზე ზემოქმედება, სავარაუდოდ, შექცევადი იქნება რისდიპლამის შეწყვეტის შემდეგ.

მამაკაც პაციენტებს შეუძლიათ მიმართონ სპერმის შენახვა-კონსერვაციას მკურნალობის დაწყებამდე ან მკურნალობისგან მინიმუმ 4 თვის განმავლობაში მკურნალობისგან თავისუფალი პერიოდის შემდეგ. მამრობითი სქესის პაციენტებმა, რომლებსაც სურთ შვილის ყოლა, უნდა შეწყვიტონ მკურნალობა მინიმუმ 4 თვის განმავლობაში. მკურნალობა შეიძლება განახლდეს ჩასახვის შემდეგ.

მდედრობითი სქესის პაციენტები

არაკლინიკური მონაცემების საფუძველზე (იხ. ნაწილი 5.3), რისდიპლამის გავლენა ქალის ნაყოფიერებაზე მოსალოდნელი არ არის.

  • 7 გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე

ევრისდი არ ახდენს ან უმნიშვნელო გავლენას ახდენს ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე.

  • 8 არასასურველი ეფექტები

უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

ჩვილობის პერიოდში დაწყებული სკა პაციენტებში, ევრიდის კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებული ყველაზე გავრცელებული გვერდითი რეაქციები იყო პირექსია (54.8%), გამონაყარი (29.0%) და დიარეა (19.4%).

მოგვიანებით დაწყებული მკურნალობის სკა-ს მქონე პაციენტებში, ევრისდის კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებული ყველაზე გავრცელებული გვერდითი რეაქციები იყო პირექსია (21.7%), თავის ტკივილი (20.0%), დიარეა (16.7%) და გამონაყარი (16.7%).

ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციები გამოვლინდა იდენტიფიცირებადი კლინიკური ან დროის სტრუქტურის გარეშე და ზოგადად გაქრა მკურნალობის მიუხედავად, ჩვილებში და გვიანი დაწყების SMA პაციენტებში.

RAINBOWFISH-ის პირველადი ანალიზის საფუძველზე, ევრისდის უსაფრთხოების პროფილი პრესიმპტომურ პაციენტებში შეესაბამება სიმპტომური- ჩვილობის პერიოდში დაწყებული და გვიანი დაწყების სკა პაციენტების უსაფრთხოების პროფილს. RAINBOWFISH კვლევაში ჩართული იყო 26 პაციენტი პრესიმპტომური სკა-თი, რომელთა ასაკი პირველი დოზის მიღების დროს იყო16-დან 41 დღემდე (წონის დიაპაზონი 3.1-დან 5.7 კგ-მდე). ექსპოზიციის საშუალო ხანგრძლივობა იყო 20.4 თვე (დიაპაზონი: 10.6-დან 41.9 თვემდე). 20 დღის ასაკის ახალშობილებში შეზღუდული პოსტმარკეტინგული მონაცემებია ხელმისაწვდომი.

ასევე იხილეთ ქვეთავი 5.3 ევრისდის არაკლინიკურ კვლევებში დაფიქსირებული ეფექტებისთვის.

გვერდითი რეაქციების შემაჯამებელი ცხრილი

თითოეული გვერდითი რეაქციის შესაბამისი სიხშირის კატეგორია ეფუძნება შემდეგ კონვენციას: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე), არახშირი (≥1/1,000-დან <1/100-მდე), იშვიათი (≥1/10,000-დან <1/1,000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10,000). კლინიკური კვლევებიდან (ცხრილი 1) აღებული გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია MedDRA სისტემური ორგანოს კლასის მიხედვით.

ცხრილი 1. ევრისდის კლინიკური კვლევებში გამოვლენილი, წამლისმიერი გვერდითი მოვლენები, რომლებიც დაფიქსირდა, ჩვილობის პერიოდში და გვიანი დაწყების სკა პაციენტებში,

სისტემური ორგანოს კლასი

ჩვილობის პერიოდის დაწყების სკა

(ტიპი 1)

გვიანი დაწყების სკა

(ტიპი 2 და3)

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

დიარეა

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

გულისრევა

არ არის დადგენილი

ხშირი

პირის ღრუს წყლულები და აფთოზური წყლულები

ხშირი

ხშირი

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

გამონაყარი *

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

ნერვული სისტემის დარღვევები

თავის ტკივილი

არ არის დადგენილი

ძალიან ხშირი

ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილის მდგომარეობები

პირექსია (ჰიპერპირექსიის ჩათვლით)

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

ინფექციები და ინვაზიები

საშარდე გზების ინფექცია (მათ შორის ცისტიტი)

ხშირი

ხშირი

კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები

ართრალგია

არ არის დადგენილი

ხშირი

  • მოიცავს დერმატიტს, აკნეს მსგავს დერმატიტს, ალერგიულ დერმატიტს, ერითემას, ფოლიკულიტს, გამონაყარს, ერითემატოზულ გამონაყარს, მაკულოპაპულურ გამონაყარს, პაპულურ გამონაყარს

უსაფრთხოების პროფილი პაციენტებში, რომლებიც ადრე იღებდნენ სკა-ს სხვა მოდიფიცირებადი თერაპიებით მკურნალობას

JEWELFISH კვლევის პირველადი ანალიზის საფუძველზე, ევრისდის უსაფრთხოების პროფილი პაციენტებში რომელთაც აქვთ სკა-ს მკურნალობის გამოცდილება და რომლებიც იღებდნენ ევრისდის იღებდნენ 59 თვის მმანძილზე (მათ შორის, ისინი, ვინც ადრე იღებდნენ ნუსინერსენს [n=76] ან ონასემნოგენ აბეპარვოვეკს [n=14]) შეესაბამება იმპაციენტების უსაფრთხოების პროფილს რომლეთაც SMA-ს მკურნალობის არანაირ გამოცდილება არ ქონიათ ევრისდის მირებამდე FIREFISH, SUNFISH და RAINBOWFISH კვლევებში (იხ. ნაწილი 5.1).

პოსტმარკეტინგული გამოცდილება

პოსტმარკეტინგული გამოცდილების დროს დაფიქსირდა კანის ვასკულიტის შემთხვევები. სიმპტომები გაქრა ევრისდის მიღების სამუდამოდ შეწყვეტის შემდეგ. სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე.

საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება

სამკურნალო პროდუქტის ავტორიზაციის შემდეგ საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვანია. ეს საშუალებას იძლევა სამკურნალო პროდუქტის სარგებლის/რისკის ბალანსის მუდმივი მონიტორინგის. ჯანდაცვის სპეციალისტებს მოეთხოვებათ, ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ შეატყობინონ დანართ V-ში მითითებული ეროვნული ანგარიშგების სისტემის მეშვეობით.

  • 9 დოზის გადაჭარბება

ევრისდის დოზის გადაჭარბების საწინააღმდეგო ცნობილი ანტიდოტი არ არსებობს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პაციენტი უნდა იმყოფებოდეს მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ და დაინიშნოს დამხმარე მკურნალობა.

ფარმაკოლოგიური თვისებები

  • 1 ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სხვა პრეპარატები კუნთოვანი სისტემის დარღვევებისთვის

ATC კოდი: M09AX10

მოქმედების მექანიზმი

რისდიპლამი არის მოტორული ნეირონ 2-ის გადარჩენის (SMN2) პრე-mRNA შერწყმის/შეერთების მოდიფიკატორი, რომელიც მოწოდებულია სკა-ს სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია SMN1 გენის მუტაციებით ქრომოსომაში 5q, რაც იწვევს SMN ცილის დეფიციტს. ფუნქციური SMN ცილის დეფიციტი პირდაპირ კავშირშია SMA-ს პათოფიზიოლოგიასთან, რომელიც მოიცავს მოტორული ნეირონების პროგრესულ დაკარგვას და კუნთების სისუსტეს. რისდიპლამი აკორექტირებს SMN2-ის შერწყმა/შეერთებას, რათა შეცვალოს ბალანსი აქსო 7-ის გამორიცხვიდან აქსონ 7-ის ჩართვაზე mRNA ტრანსკრიპტში, რაც იწვევს ფუნქციური და სტაბილური SMN ცილის წარმოების ზრდას. ამრიგად, რისდიპლამის სკა-ს სამკურნალო ეფექტი მდგომარეობს ფუნქციური SMN ცილის დონის გაზრდასა და შენარჩუნებაში.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

კვლევებში FIREFISH (კვლევაში ჩართვის დროს 2-7 თვის ასაკის პაციენტები), SUNFISH (კვლევაში ჩართვის დროს 2-25 წლის პაციენტები) და JEWELFISH (კვლევაში ჩართვის დროს 1-60 წლის პაციენტები) ჩვილობის პერიოდის და დაავადების გვიანი დაწყების SMA პაციენტებში, რისდიპლამმა გამოიწვია სისხლში SMN ცილის საშუალოდ 2-ჯერზე მეტით მომატება, მკურნალობის დაწყებიდან 4 კვირის განმავლობაში, საწყის დონესთან შედარებით, ყველა შესწავლილ სკა ტიპში. ზრდა შენარჩუნდა მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში (მინიმუმ 24 თვის განმავლობაში).

გულის ელექტროფიზიოლოგია

რისდიპლამის QTc ინტერვალზე გავლენა შეფასდა 47 ჯანმრთელ ზრდასრულ სუბიექტზე ჩატარებულ კვლევაში. თერაპიული ზემოქმედების დროს, რისდიპლამმა არ გაახანგრძლივა QTc ინტერვალი.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

ევრისდის ეფექტურობა ინფანტილური(ჩვილობის ასაკში) დაწყებით (სკა ტიპი 1) და გვიანი დაწყებით (სკა ტიპი 2 და 3) სკა პაციენტების სამკურნალოდ შეფასდა 2 ძირითად კლინიკურ კვლევაში, FIREFISH-სა და SUNFISH-ში. ევრისდის ეფექტურობის მონაცემები პრესიმპტომური სკა პაციენტების სამკურნალოდ შეფასდა RAINBOWFISH კლინიკურ კვლევაში. მე-4 ტიპის სკა კლინიკური დიაგნოზის მქონე პაციენტები კლინიკურ კვლევებში არ შესწავლილა.

ინფანტილური დაწყებითი SMA

BP39056 (FIREFISH) არის ღია, 2-ნაწილიანი კვლევა, რომელიც იკვლევს ევრისდის ეფექტურობას, უსაფრთხოებას, ფარმაკოკინეტიკას და ფარმაკოდინამიკას (PD) სიმპტომურ 1 ტიპის სკა პაციენტებში (ყველა პაციენტს ჰქონდა გენეტიკურად დადასტურებული დაავადება SMN2 გენის 2 ასლით). FIREFISH-ის პირველი ნაწილი შექმნილი იყო, როგორც კვლევის დოზის განსაზღვრის ნაწილი. FIREFISH კვლევის დამადასტურებელი მე-2 ნაწილი აფასებდა ევრისდის ეფექტურობას. პირველი ნაწილის პაციენტები მეორე ნაწილში არ მონაწილეობდნენ.

ეფექტურობის ძირითადი საბოლოო წერტილი იყო მინიმუმ 5 წამის განმავლობაში საყრდენის გარეშე ჯდომის უნარი, რაც იზომებოდა მკურნალობის 12-თვიანი პერიოდის შემდეგ, ჩვილებისა და პატარა ბავშვების განვითარების განმსაზღვრელი ბეილის შკალის 22-ე პუნქტით - უხეში მოტორული შკალის მესამე გამოცემის (BSID-III) .

FIREFISH ნაწილი 2

FIREFISH-ის მე-2 ნაწილში ჩართული იყო 1-ლი ტიპის სკა-ს მქონე 41 პაციენტი. 1 -ლი ტიპის სკა-ს კლინიკური ნიშნებისა და სიმპტომების გამოვლენის საშუალო ასაკი იყო 1.5 თვე (დიაპაზონი: 1.0-3.0 თვე), 54% იყო ქალი, 54% თეთრკანიანი და 34% აზიელი. კვლევაში ჩართვის დროს საშუალო ასაკი იყო 5.3 თვე (დიაპაზონი: 2.2-6.9 თვე) და სიმპტომების გამოვლენიდან პირველ დოზამდე საშუალო დრო იყო 3.4 თვე (დიაპაზონი: 1.0-6.0 თვე). საწყის ეტაპზე, ფილადელფიის ბავშვთა საავადმყოფოს ჩვილ ბავშვთა ნეირომუსკულური დაავადების ტესტის (CHOP-INTEND) საშუალო ქულა იყო 22.0 ქულა (დიაპაზონი: 8.0-37.0), ხოლო ჰამერსმიტის ჩვილ ბავშვთა ნევროლოგიური გამოკვლევის მოდული 2-ის (HINE-2) საშუალო ქულა იყო 1.0 (დიაპაზონი: 0.0-5.0).

პირველადი საბოლოო წერტილი იყო იმ პაციენტების წილი, რომლებსაც 12-თვიანი მკურნალობის შემდეგ საყრდენის გარეშე მინიმუმ 5 წამის განმავლობაში ჯდომის უნარი ჰქონდათ (BSID-III უხეში მოტორული შკალა, პუნქტი 22). ევრისდით ნამკურნალები პაციენტების ძირითადი ეფექტურობის საბოლოო წერტილები ნაჩვენებია ცხრილში 2.

ცხრილი 2. ეფექტურობის ძირითადი შედეგების შეჯამება მე-12 და 24-ე თვის მდგომარეობით (FIREFISH, ნაწილი 2)

ეფექტურობის საბოლოო წერტილები

პაციენტების პროპორცია

N41 (90% CI)

თვე 12

თვე 24

მოტორული ფუნქცია და განვითარების ეტაპები

BSID‑III: საყრდენის გარეშე ჯდომა მინიმუმ 5 წამის განმავლობაში

  • 3%

(17.8%, 43.1%)

p <0.0001a

  • 0%

(46.9%, 73.8%)

CHOP‑INTEND: 40 ან მეტი ქულა

  • 1%

(42.1%, 69.4%)

  • 6%

(62.2%, 86.1%)

CHOP‑INTEND: საწყისი მაჩვენებლიდან ≥4 ქულით ზრდა

  • 2%

(79.1%, 96.6%)

  • 2%

(79.1%, 96.6%)

HINE‑2: მოტორული ეტაპის რეაგირების სისტემებიb

  • 0%

(64.8%, 88.0%)

  • 4%

(73.2%, 93.4%)

HINE‑2: საყრდენის გარეშე ჯდომაc

  • 4%

(13.9%, 37.9%)

  • 7%

(39.8%, 67.1%)

გადარჩენა და მოვლენების გარეშე გადარჩენა

მოვლენების გარეშე გადარჩენაd

  • 4%

(73.4%, 92.2%)

  • 9%

(70.5%, 90.4%)

ცოცხალი

  • 7%

(82.2%, 97.1%)

  • 7%

(82.2%, 97.1%)

კვება

პერორალურად კვების უნარიe

  • 9%

(70.3%, 91.7%)

  • 4%

(73.2%, 93.4%)

აბრევიატურები: CHOP-INTENDფილადელფიის ბავშვთა საავადმყოფოს ნეიროკუნთოვანი დარღვევების ჩვილთა ტესტი; HINE-2ჰამერსმიტის ჩვილთა ნევროლოგიური გამოკვლევის მე-2 მოდული.

a p-მაჩვენებელი ეფუძნება ცალმხრივ ზუსტ ბინომურ ტესტს. შედეგი შედარებულია 5%-იან ზღურბლთან.

b HINE-2-ის მიხედვით: დარტყმის უნარის ≥2 პუნქტიანი ზრდა [ან მაქსიმალური ქულა], ან მოტორული ეტაპების ≥1 პუნქტიანი ზრდა თავის დაჭერის, გადაბრუნების, ჯდომის, ხოხვის, დგომის ან სიარულის მხრივ, და მოტორული ეტაპების უფრო მეტ კატეგორიაში გაუმჯობესება, ვიდრე გაუარესება, განისაზღვრება, როგორც რეაგირების ფაქტორი ამ ანალიზისთვის.

c მხარდაჭერის გარეშე ჯდომა მოიცავს პაციენტებს, რომლებმაც მიაღწიეს „სტაბილურ ჯდომას“ (24%, 10/41) და „მბრუნავ“ პოზიციას (29%, 12/41), როგორც ეს შეფასებულია HINE-2-ის მიერ 24-ე თვეში.

d მოვლენა აკმაყოფილებს მუდმივი ვენტილაციის საბოლოო წერტილს, რომელიც განისაზღვრება, როგორც ტრაქეოსტომია ან არაინვაზიური ვენტილაციის ≥16 საათი დღეში ან ინტუბაცია > 21 დღის განმავლობაში ზედიზედ მწვავე შექცევადი მოვლენის არარსებობის ან მისი გაქრობის შემდეგ. კვლევაში ჩარიცხვიდან პირველი 3 თვის განმავლობაში სამი პაციენტი გარდაიცვალა და 4 პაციენტმა 24-ე თვემდე დააკმაყოფილა მუდმივი ვენტილაციის საბოლოო წერტილი. ამ 4 პაციენტში CHOP-INTEND ქულა საწყისთან შედარებით მინიმუმ 4 ქულით გაიზარდა.

e მოიცავს პაციენტებს, რომლებიც მხოლოდ პერორალურად იკვებებოდნენ (სულ 29 პაციენტი) და მათ, ვინც 24-ე თვეში პერორალურად იკვებებოდა კვების მილით (სულ 6 პაციენტი).

24-ე თვის მონაცემებით, პაციენტების 44%-მა შეძლო 30 წამის განმავლობაში საყრდენის გარეშე ჯდომა (BSID-III, პუნქტი 26). პაციენტებმა კვლავ მიაღწიეს დამატებით მოტორულ ეტაპებს, რაც HINE-2-ის მიხედვით გაიზომა: 80.5%-ს შეეძლო გადაბრუნება, ხოლო პაციენტების 27%-მა მიაღწია ფეხზე დგომის საზომს (12% საყრდენი წონა და 15% საყრდენით დგომა).

ჩვილობის პერიოდის სკა-ს მქონე მკურნალობის გარეშე მყოფ პაციენტებს არასდროს შეეძლებათ საყრდენის გარეშე ჯდომა და მხოლოდ 25%-ს შეუძლია გადარჩეს მუდმივი ვენტილაციის გარეშე 14 თვის ასაკზე მეტი ხნის განმავლობაში.

ნახატი 1. Kaplan‑Meier-ის მოვლენების გარეშე გადარჩენის დიაგრამა (FIREFISH, ნაწილი 1 და ნაწილი 2)

  • 6731082550

+ მე-2 ნაწილში ორი პაციენტი გამოეთიშნენ, რადგან პაციენტები 24-ე თვის ვიზიტს ადრე დაესწრნენ, პირველ ნაწილში ერთი პაციენტი გამოეთიშა მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ და გარდაიცვალა 3.5 თვის შემდეგ.

ნახატი 2. CHOP‑INTEND-ის საერთო ქულის საშუალო ცვლილება საწყის ეტაპთან შედარებით (FIREFISH, ნაწილი 2)

FIREFISH Part 1

პირველი ტიპის სკა პაციენტებში ევრისდის ეფექტურობას ასევე ადასტურებს FIREFISH-ის პირველი ნაწილის შედეგები. პირველი ნაწილის 21 პაციენტისთვის საწყისი მახასიათებლები შეესაბამებოდა პირველი ტიპის სკა-ს მქონე სიმპტომურ პაციენტებს. კვლევაში ჩართვის დროს საშუალო ასაკი იყო 6.7 თვე (დიაპაზონი: 3.3-6.9 თვე) და სიმპტომების დაწყებასა და პირველ დოზას შორის საშუალო დრო იყო 4.0 თვე (დიაპაზონი: 2.0-5.8 თვე).

ევრიდის თერაპიული დოზა სულ 17 პაციენტმა მიიღო (დოზა შერჩეულია მეორე ნაწილისთვის). მკურნალობის 12 თვის შემდეგ, ამ პაციენტების 41%-ს (7/17) შეეძლო დამოუკიდებლად ჯდომა მინიმუმ 5 წამის განმავლობაში (BSID-III, პუნქტი 22). მკურნალობის 24 თვის შემდეგ, თერაპიული დოზის მიმღებ კიდევ 3 პაციენტს შეეძლო დამოუკიდებლად ჯდომა მინიმუმ 5 წამის განმავლობაში; საერთო ჯანში სულ 10 პაციენტმა (59%) მიაღწია ამ მოტორულ ეტაპს.

12-თვიანი მკურნალობის შემდეგ, პაციენტების 90% (19/21) ცოცხალი იყო და არ აღენიშნებოდათ გართულებები (მუდმივი ვენტილაციის გარეშე) და მიაღწია 15 თვის ან მეტ ასაკს. მინიმუმ 33-თვიანი მკურნალობის შემდეგ, პაციენტების 81% (17/21) ცოცხალი იყო და არ აღენიშნებოდა გართულებები და მიაღწია 37 თვის ან მეტ ასაკს (საშუალო 41 თვე; დიაპაზონი 37-დან 53 თვემდე), იხილეთ სურათი 1. მკურნალობის დროს გარდაიცვალა სამი პაციენტი, ხოლო ერთი პაციენტი გარდაიცვალა მკურნალობის შეწყვეტიდან 3.5 თვის შემდეგ.

სკა გვიანი დაწყებით

BP39055 (SUNFISH) არის 2-ნაწილიანი, მულტიცენტრული კვლევა, რომელიც იკვლევს ევრისდის ეფექტურობას, უსაფრთხოებას, ფარმაკოკინეტიკას და ფარმაკოდინამიკას 1-ლი ან მე-2 ტიპის, 2-დან 25 წლამდე ასაკის სკა -ს მქონე პაციენტებში. პირველი ნაწილი იყო დოზის შერჩევის საკვლევი ნაწილი, ხოლო მეორე ნაწილი - რანდომიზებული, ორმაგი ბრმა, პლაცებო-კონტროლირებადი დამადასტურებელი ნაწილი. პირველი ნაწილის პაციენტები არ მონაწილეობდნენ მეორე ნაწილში.

ძირითადი საბოლოო წერტილი იყო Motor Function Measure-32-ის (MFM32) ცვლილება საბაზისო ქულასთან შედარებით მე-12 თვეში. MFM32-ით ხდება სკა პაციენტების ფართო სპექტრის მოტორული ფუნქციის შეფასება. MFM32-ის საერთო ქულა გამოიხატება მაქსიმალური შესაძლო ქულის პროცენტულად (დიაპაზონი: 0-100), სადაც უფრო მაღალი ქულები მიუთითებს უკეთეს მოტორულ ფუნქციაზე.

SUNFISH ნაწილი 2

SUNFISH-ის მე-2 ნაწილი წარმოადგენს SUNFISH კვლევის რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად ნაწილს, რომელშიც მონაწილეობდა 180 არაამბულატორიული პაციენტი მე-2 ტიპის (71%) ან მე-3 ტიპის (29%) სკა-თი. პაციენტები რანდომიზებულნი იყვნენ 2:1 თანაფარდობით, რათა მიეღოთ ევრისდი თერაპიული დოზით (იხ. ნაწილი 4.2) ან პლაცებო. რანდომიზაცია სტრატიფიცირებული იყო ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით (2-დან 5 წლამდე, 6-დან 11 წლამდე, 12-დან 17 წლამდე, 18-დან 25 წლამდე).

მკურნალობის დაწყებისას პაციენტების საშუალო ასაკი იყო 9.0 წელი (დიაპაზონი 2-25 წელი), სკა-ს საწყისი სიმპტომების დაწყებიდან პირველ მკურნალობამდე საშუალო დრო იყო 102.6 (1-275) თვე. საერთო ჯამში, კვლევაში ჩართვისას 30% 2-დან 5 წლამდე ასაკის იყო, 32% 6-დან 11 წლამდე, 26% 12-17 წლამდე, ხოლო 12% 18-დან 25 წლამდე. კვლევაში ჩართული 180 პაციენტიდან 51% ქალი იყო, 67% თეთრკანიანი და 19% აზიელი. საწყის ეტაპზე პაციენტების 67%-ს ჰქონდა სქოლიოზი (მძიმე სქოლიოზის მქონე პაციენტების 32%-ს). პაციენტებს აღენიშნებოდათ MFM32-ის საშუალო საწყისი ქულა - 46.1 და ზედა კიდურების განახლებული მოდულის (RULM) ქულა შეადგენდა 20.1. საწყისი დემოგრაფიული მახასიათებლები დაბალანსებული იყო ევრისდისა და პლაცებოს ჯგუფებს შორის, სქოლიოზის გარდა (ევრისდის ჯგუფში პაციენტების 63% და პლაცებო კონტროლის ჯგუფში პაციენტების 73%).

SUNFISH-ის მე-2 ნაწილის პირველადმა ანალიზმა, MFM32-ის საერთო ქულის ცვლილებამ საწყის ნიშნულთან შედარებით მე-12 თვეში, აჩვენა კლინიკურად მნიშვნელოვანი და სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება ევრისდით ნამკურნალებ და პლაცებოთი ნამკურნალებ პაციენტებს შორის. პირველადი ანალიზის შედეგები და ძირითადი მეორადი საბოლოო წერტილები ნაჩვენებია ცხრილში 3, სურათი 3 და სურათი 4.

ცხრილი 3. მკურნალობის მე-12 თვეში სკა-ს გვიანი დაწყების მქონე პაციენტებში ეფექტურობის შეჯამება (SUNFISH, ნაწილი 2)

საბოლოო წერტილი

ევრისდი

(N = 120)

პლაცებო

(N = 60)

პირველადი საბოლოო წერტილი:

ცვლილება MFM32 საერთო ქულაში1 საწყისთან შედარებით მე-12 თვეში

LS საშუალო (95%, CI)

  • 36

(0.61, 2.11)

  • 0.19

(-1.22, 0.84)

პლაცებოსგან განსხვავება

შეფასება (95% CI)

p-მაჩვენებელი2

  • 55

(0.30, 2.81)

  • 0156

მეორადი საბოლოო წერტილები:

პაციენტების პროპორცია, რომელთა MFM32 საერთო ქულაში ცვლილება საწყის დონესთან შედარებით 3 ან მეტი იყო მე-12 თვეში (95% CI)1

  • 3%

(28.9, 47.6)

  • 7%

(12.0, 35.4)

საერთო პასუხის შანსების თანაფარდობა (95% CI)

კორექტირებული (არაკორექტირებული) p-მაცვენებელი3,4

  • 35 (1.01, 5.44)
  • 0469 (0.0469)

ცვლილება RULM-ის საერთო ქულაში 5 საწყის დონესთან შედარებით მე-12 თვეში

LS საშუალო (95% CI)

  • 61

(1.00, 2.22)

  • 02

(-0.83, 0.87)

პლაცებოს შეფასებასთან სხვაობა (95% CI)

კორექტირებული (არაკორექტირებული) p-მაჩვენებელი2,4

  • 59 (0.55, 2.62)
  • 0469 (0.0028)

LS უმცირესი კვადრატები

  • MFM32-ის გამოტოვებული მონაცემების წესის საფუძველზე, ანალიზიდან გამოირიცხა 6 პაციენტი (Evrysdi n=115; პლაცებო კონტროლი n=59).
  • მონაცემები გაანალიზდა შერეული მოდელის განმეორებითი საზომის გამოყენებით საწყისი ჯამური ქულით, მკურნალობით, ვიზიტით, ასაკობრივი ჯგუფით, მკურნალობა ვიზიტის მიხედვით და საწყისი მონაცემი ვიზიტის მიხედვით.
  • მონაცემები გაანალიზდა ლოგისტიკური რეგრესიის გამოყენებით, ასევე საწყისი ჯამური ქულით, მკურნალობით და ასაკობრივი ჯგუფით.
  • კორექტირებული p-მაჩვენებელი მიღებული იქნა იერარქიულ ტესტირებაში შემავალი საბოლოო წერტილებისთვის და მიღებული იქნა საბოლოო წერტილებიდან ყველა p-მაჩვენებლის საფუძველზე იერარქიის მიხედვით მიმდინარე საბოლოო წერტილამდე.
  • RULM-ის გამოტოვებული მონაცემების წესის საფუძველზე, ანალიზიდან გამოირიცხა 3 პაციენტი (ევრისდი n=119; პლაცებო კონტროლი n=58).

12-თვიანი მკურნალობის დასრულების შემდეგ, 117 პაციენტმა განაგრძო ევრისდის მიღება. 24-თვიანი ანალიზის დროს, ამ პაციენტებს, რომლებიც ევრისდით 24 თვის განმავლობაში მკურნალობდნენ, საერთო ჯამში აღენიშნებოდათ მოტორული ფუნქციის გაუმჯობესების შენარჩუნება 12-დან 24-ე თვემდე პერიოდში. MFM32-ის საშუალო ცვლილება საწყის დონესთან შედარებით იყო 1.83 (95% CI: 0.74, 2.92), ხოლო RULM-ის შემთხვევაში - 2.79 (95% CI: 1.94, 3.64).

სურათი 3. SUNFISH-ის 21 ნაწილში MFM32 საერთო ქულის საშუალო ცვლილება საწყის მაჩვენებელთან შედარებით 12 თვის განმავლობაში

029591000

1MFM32 ქულის საწყისთან შედარებით ცვლილების უმცირესი კვადრატების (LS) საშუალო სხვაობა [95% CI]

SUNFISH-ის 21 ნაწილში RULM-ის საერთო ქულის საშუალო ცვლილება საწყის ნიშნულთან შედარებით 12 თვის განმავლობაში

390-340

1RULM ქულის საწყის ნიშნულთან შედარებით ცვლილების საშუალო სხვაობა უმცირესი კვადრატების (LS) მიხედვით [95% CI]

SUNFISH ნაწილი 1

ეფექტურობა გვიანი დაწყების სკა პაციენტებში ასევე დადასტურდა SUNFISH-ის პირველი ნაწილის, კერძოდ დოზის განსაზღვრის ნაწილის, შედეგებით. პირველ ნაწილში ჩართული იყო 2-დან 25 წლამდე ასაკის 51 პაციენტი მე-2 და მე-3 ტიპის SMA-თი (მათ შორის 7 ამბულატორიული პაციენტი). მკურნალობის 1 წლის შემდეგ, MFM32-ით გაზომილი, მოტორული ფუნქციის კლინიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება დაფიქსირდა, საწყის დონესთან შედარებით საშუალო ცვლილე

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა