პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ძვალ-კუნთოვანი სისტემის დაავადებების სამკურნალო სხვა პრეპარატები

ევრისდი

Evrysdi®

რეცეპტით5მგინსტრუქცია ქართულადშვეიცარია
რისთვის გამოიყენება

ევრისდი შეიცავს აქტიურ ნივთიერება რისდიპლამს. ის შედის მედიკამენტების ჯგუფში, რომლებიც ცნობილია, როგორც „პრე-ირნმ სპლაისინგის მოდიფიკატორები“. ევრისდი გამოიყენება სპინალური კუნთოვანი ატროფიის (სკა) სამკურნალოდ მოზრდილებსა და ბავშვებში. სკა არის ოჯახური, ანუ გენეტიკური დაავადება. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
რისდიპლამი (risdiplam)
ფორმა და შეფუთვა
5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (4X7) კალენდარული შეფუთვით
მწარმოებელი
F.Hoffmann-La Roche Ltd, შვეიცარია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ძვალ-კუნთოვანი სისტემის დაავადებების სამკურნალო სხვა პრეპარატები
ATC კოდი
M09AX10
რეგისტრაციის ნომერი
რ-044730
რეგისტრირებულია
5 თებერვალი 2026, მოქმედებს 5 თებერვალი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
F.Hoffmann-La Roche Ltd. (შვეიცარია)
განმცხადებელი
შპს „როშ ჯორჯია“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაევრისდი და სხვა წამალი ერთად

ევრისდი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ევრისდი შეიცავს აქტიურ ნივთიერება რისდიპლამს. ის შედის მედიკამენტების ჯგუფში, რომლებიც ცნობილია, როგორც „პრე-ირნმ სპლაისინგის მოდიფიკატორები“.

ევრისდი გამოიყენება სპინალური კუნთოვანი ატროფიის (სკა) სამკურნალოდ მოზრდილებსა და ბავშვებში.

სკა არის ოჯახური, ანუ გენეტიკური დაავადება.

მას იწვევს ორგანიზმში ცილის ნაკლებობა, რომელსაც „გადარჩენის მოტონეირონი“ (SMN) ეწოდება.

თუ თქვენ არ გაქვთ საკმარისი რაოდენობით გადარჩენის მოტონეირონის ცილა, თქვენ კარგავთ მამოძრავებელ ნეირონებს. მოტონეირონები არის ნერვული უჯრედები, რომლებიც აკონტროლებს კუნთებს.

ეს იწვევს კუნთების სისუსტეს და განლევას.

ამან შესაძლოა გააძნელოს ყოველდღიური მოძრაობები, მაგალითად, თავის და კისრის კონტროლი, ჯდომა, ცოცვა და სიარული.

შესაძლოა ასევე დასუსტდეს სუნთქვასა და ყლაპვაში გამოყენებული კუნთები.

როგორ მოქმედებს ევრისდი

ევრისდი მოქმედება გამოიხატება იმაში, რომ ის ეხმარება ორგანიზმს მოტონეირონის გადარჩენის ცილის უფრო დიდი რაოდენობით წარმოქმნაში.

ეს ნიშნავს, რომ თქვენ მოტონეირონების ნაკლებ რაოდენობას კარგავთ - ამან შესაძლოა სკა-თი დაავადებული ადამიანების კუნთების მუშაობა გააუმჯობესოს.

1-ლი ტიპის სკა-ს მქონე ჩვილებში ევრისდიმ შესაძლოა:

გაზარდოს თქვენი სიცოცხლის ხანგრძლიობა

შეამციროს ხელოვნური სუნთქვის საჭიროება სუნთქვაში დასახმარებლად

დაეხმაროს მათ პირის გზით კვების უნარის შენარჩუნებაში.

მე-2 და მე-3 ტიპის სკა-თი დაავადებულ ბავშვებში (მცირეწლოვანებიდან მოზარდებამდე) და ზრდასრულებში ევრისდიმ შესაძლოა:

შეაჩეროს კუნთებზე კონტროლის გაუარესების პროცესი

გააუმჯობესოს კუნთებზე კონტროლი.

მიღების წესი და დოზირება

თუ ევრისდის ტაბლეტების სახით ღებულობთ, დღიური დოზაა 1 ტაბლეტი.

დალიეთ მთელი ტაბლეტი წყლის მიყოლებით, ან სითხის სახით - ამისათვის გახსენით 1 ტაბლეტი მინიმუმ 1 ჩაის კოვზ (5 მლ) ოთახის ტემპერატურის წყალში.

არ დაღეჭოთ, არ გატეხოთ ან არ დაფხვნათ ტაბლეტები.

არ შეურიოთ ევრისდი სხვა სითხეებს, გარდა წყლისა.

არ მიიღოთ ევრისდის ტაბლეტის ნარევი, თუ ტაბლეტზე წყლის დამატების შემდეგ 10 წუთზე მეტი გავიდა. გადაასხით ნარევი ადგილობრივი მოთხოვნების მიხედვით და მოამზადეთ ახალი დოზა.

არ მიიღოთ დამატებით დოზა, თუ გაქვთ გულისრევა (ღებინება) ნებისმიერ დროს ევრისდის მიღების შემდეგ.

მოემზადეთ ევრისდის ტაბლეტის მისაღებად

ნაბიჯი 1. დაიბანეთ ხელები. (სურათი A).

სურათი A

ნაბიჯი 2. ამოიღეთ ევრისდის 1 ტაბლეტი ბლისტერიდან (სურათი B).

სურათი B

ვარიანტი A: ჩაყლაპეთ ევრისდის ტაბლეტი მთლიანად

ნაბიჯი A1

ჩაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებით.

არ დაღეჭოთ, არ გატეხოთ ან არ დაფხვნათ ტაბლეტი

არ გადაყლაპოთ სხვა რომელიმე სითხის მიყოლებით, გარდა წყლისა.

ნაბიჯი A2

დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით.

ვარიანტი b: მიიღეთ წყალთან შერეული ევრისდის ტაბლეტი

რა არის საჭირო ევრისდის წყალთან შესარევად.

1 ტაბლეტი ევრისდი

პატარა, სუფთა ცარიელი ფინჯანი

მინიმუმ 1 ჩაის კოვზი (5 მლ) ოთახის ტემპერატურის წყალი შესარევად

მინიმუმ 1 სუფრის კოვზი (15 მლ) წყალი გამოსავლებად

ნაბიჯი B1

ჭიქაში ჩაასხით მინიმუმ 1 ჩაის კოვზი (5 მლ) წყალი – და დაამატეთ 1 ტაბლეტი.

არ გამოიყენოთ რაიმე სხვა სითხე, გარდა წყლისა.

მოარიდეთ ნარევი მზის შუქს.

სურათი C

ნაბიჯი B2

ფრთხილად დაატრიალეთ ფინჯანი ტაბლეტის სრულ გახსნამდე - ამას შესაძლოა დაახლოებით 3 წუთი დასჭირდეს. წრიული მოძრაობით მორევის შემდეგ ხსნარში შეიძლება მცირე ნაწილაკები დარჩეს (სურათი C).

პერორალურად მისაღებად იხ. ნაბიჯი C1

კვების მილით მისაღებად იხ. ნაბიჯი D1

მიიღეთ ევრისდი პერორალურად

ნაბიჯი C1

დალიეთ დაუყოვნებლივ სრულად შერევის შემდეგ.

დალიეთ ტაბლეტისთვის წყლის დამატებიდან 10 წუთის განმავლობაში (სურათი D).

სურათი D

ნაბიჯი C2

თავიდან ჩაასხით ფინჯანში მინიმუმ 1 სუფრის კოვზი (15 მლ) წყალი და დაატრიალეთ, რომ გაიხსნას ფინჯანში დარჩენილი პრეპარატი

(სურათი E).

სურათი E

ნაბიჯი C3

დალიეთ დაუყოვნებლივ (სურათი F).

გასუფთავების ინსტრუქციების მისაღებად იხილეთ ნაბიჯი E1

სურათი F

შეყვანა უნდა მოხდეს გასტროსტომიული ან ნაზოგასტრალური მილის გამოყენებით

ნაზავის მიღება ან პაციენტისთვის მიცემა შესაძლებელია გასტროსტომიული ან ნაზოგასტრალური მილის საშუალებით, რომელსაც სამედიცინო სპეციალისტი მოათავსებს. იხილეთ მწარმოებლის ინსტრუქციები ენტერალური მილის ზომისა და პარამეტრების შესახებ. დარწმუნდით, რომ მილის ზომა მინიმუმ 8 შარიერი (French) ან მეტია, რათა თავიდან აიცილოთ დაცობა (გაჭედვა).

დაგჭირდებათ შემდეგი:

პატარა, სუფთა, ცარიელი ჭიქა

1 შპრიცი (მოცულობა 5 მლ-დან 20 მლ-მდე), რომელიც თავსებადია კვების მილთან (პერორალური ან ენტერალური). სწორი ზომის შერჩევაში დახმარებისთვის მიმართეთ ფარმაცევტს.

შპრიცი და მედიკამენტის ჭიქა შეფუთვაში არ შედის; მათი შეძენა შესაძლებელია აფთიაქში.

შპრიცისა და ჭიქის ხელახლა გამოყენება დასაშვებია, თუ მწარმოებლის ინსტრუქციით ეს გათვალისწინებულია.

ნაბიჯი D1

პრეპარატი შეიყვანეთ სრულად შერევისთანავე.

პრეპარატი შეიყვანეთ ტაბლეტზე წყლის დამატებიდან 10 წუთის განმავლობაში.

მოათავსეთ შპრიცის წვერი ჭიქაში და ნელა ამოქაჩეთ დგუში, რათა მთლიანი ნაზავი შპრიცში ამოიღოთ (სურათი G).

სურათი G

ნაბიჯი D2

მოათავსეთ შპრიცის წვერი გასტროსტომიულ/ნაზოგასტრალურ მილში. ნელა დააწექით დგუშს ბოლომდე, რათა შეიყვანოთ ევრისდის სრული დოზა (სურათი H1 და H2).

სურათი H1

სურათი H2

ნაბიჯი D3

დარწმუნდით, რომ შპრიცში მედიკამენტი არ დარჩენილა (სურათი I).

სურათი I

ნაბიჯი D4

ჭიქა ხელახლა შეავსეთ მინიმუმ 1 სუფრის კოვზი (15 მლ) წყლით და წრიულად შეანჯღრიეთ, ჭიქაში დარჩენილი მედიკამენტის გასახსნელად (სურათი J).

მოათავსეთ შპრიცი ჭიქაში და ამოქაჩეთ დგუში, რათა მთლიანი სითხე ამოიღოთ.

სურათი J

ნაბიჯი D5

მიღებული ნაზავით გამორეცხეთ გასტროსტომიული ან ნაზოგასტრალური მილი (სურათი K1 და K2).

გასუფთავების ინსტრუქციების მისაღებად იხილეთ ნაბიჯი E1.

სურათი K1

სურათი K2

შეყვანის შემდეგ:

ნაბიჯი E1

დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით.

გადაამოწმეთ ფარმაცევტთან, აფთიაქიდან მიღებული შპრიცი და/ან ჭიქა განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის, თუ მისი მრავალჯერადი გამოყენებაც დასაშვებია.

ერთჯერადი გამოყენებისთვის განკუთვნილი შპრიცები ან ჭიქები გამოყენების შემდეგ უნდა გადაყაროთ.

მრავალჯერადი გამოყენების შპრიცები ან ჭიქები გამოყენებისთანავე უნდა გაასუფთაოთ. მწარმოებლის ინსტრუქციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს.

ერთჯერადი ნივთები გადააგდეთ ადგილობრივი რეგულაციების მოთხოვნების შესაბამისად.

ევრისდის შენახვა

ეს სამედიცინო პროდუქტი არ მოითხოვს შენახვის რაიმე სპეციალურ ტემპერატურულ პირობებს.

შეინახეთ ქარხნულ შეფუთვაში ნესტისგან დაცვის მიზნით.

შეინახეთ ევრისდი და ყველა მედიკამენტი ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილზე.

უკუჩვენებები

თუ ალერგიული ხართ რისდიპლამის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ინგრედიენტები ჩამოთვლილია ქვეთავში 6).

თუ არ ხართ დარწმუნებული, ევრისდის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს/პროვიზორს ან ექთანს.

სიფრთხილის ზომები

პოტენციური ემბრიო-ფეტალური ტოქსიკურობა

ემბრიო-ფეტალური ტოქსიკურობა აღნიშნული იქნა ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში (იხ. ქვეთავი 5.3). საჭიროა რეპროდუქციული პოტენციალის მქონე პაციენტების ინფორმირება არსებული რისკების შესახებ; ასეთ პაციენტებში გამოყენებული უნდა იყოს კონტრაცეფციის მაღალეფექტური მეთოდები, მკურნალობის პერიოდში და ბოლო დოზის მიღებიდან არანაკლებ 1 თვის განმავლობაში, პაციენტ ქალებში, და ბოლო დოზის მიღებიდან 4 თვის განმავლობაში პაციენტ მამაკაცებში. რეპროდუქციული პოტენციალის მქონე პაციენტი ქალების ორსულობის სტატუსი დადასტურებული უნდა იყო რისდიპლამით მკურნალობის დაწყებამდე (იხ. ქვეთავი 4.6).

პოტენციური გავლენა მამაკაცის ფერტილობაზე

ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგების საფუძველზე, პაციენტი მამაკაცი არ უნდა გახდეს სპერმის დონორი, მკურნალობის პერიოდში და რისდიპლამის ბოლო დოზის მიღებიდან 4 თვის განმავლობაში. რეპროდუქციული პოტენციალის მქონე მამაკაც პაციენტებთან მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ფერტილობის შენარჩუნების სტრატეგიების განხილვა (ქვეთავები 4.6 და 5.3). რისდიპლამის გავლენა მამაკაცის ფერტილობაზე, ადამიანებში გამოკვლეული არ არის.

შემავსებლები

ნატრიუმი

ევრისდი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს ყოველ 5 მგ დოზაზე, ანუ ფაქტიურად ის ნატრიუმს არ შეიცავს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

სხვა სამედიცინო პროდუქტების გავლენა რისდიპლამზე

ომეპრაზოლს ტაბლეტის ფორმით მიღებული რისდიპლამის ფარმაკოკინეტიკაზე გავლენა არ ჰქონდა. შესაბამისად, რისდიპლამის ტაბლეტების მიღება შესაძლებელია იმ წამლებთან ერთად, რომლებიც ზრდის კუჭის pH-ს (პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორები, H2-ის ანტაგონისტები და ანტაციდები).

200 მგ იტრაკონაზოლის (CYP3A-ს ძლიერი ინჰიბიტორი) დღეში ორჯერ მიღებამ 6 მგ რისდიპლამის ერთ დოზასთან ერთად, არ გამოამჟღავნა კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა რისდიპლამის ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებზე (ფართობი მრუდის ქვეშ (AUC) გაიზარდა 11%-ით, მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) შემცირდა 9%-ით). რისდიპლამის CYP3A-ს ინჰიბიტორთან ერთად მიღების შემთხვევაში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

წამალთა შორის ურთიერთქმედებები FMO1 და FMO3 გზის საშუალებით მოსალოდნელი არ არის.

რისდიპლამის გავლენა სხვა სამედიცინო პროდუქტებზე

რისდიპლამი CYP3A-ს სუსტი ინჰიბიტორია. ჯანმრთელ მოზრდილ სუბიექტებში რისდიპლამის პერორალურმა მიღებამ დღეში ერთხელ 2 კვირის განმავლობაში მცირედ გაზარდა შრატში CYP3A-ს სენსიტიური სუბსტრატის, მიდაზოლამის ზემოქმედება, (ფართობი მრუდის ქვეშ (AUC) გაიზარდა 11%-ით, მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) გაიზარდა 16 %-ით). ეს ურთიერთქმედების ხარისხი არ ითვლება კლინიკურად მნიშვნელოვნად, და ამიტომ CYP3A-ს სუბსტრატებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის.

In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ რისდიპლამი და ადამიანის ორგანიზმში მისი მთავარი მეტაბოლიტი M1 არ არიან ადამიანის MDR1-ის, ორგანული ანიონების გადამტანი პოლიპეპტიდის (OATP)1B1, OATP1B3, ორგანული ანიონის ტრანსპორტიორის 1 და 3 (OAT 1 და 3) ძლიერი ინჰიბიტორები. მიუხედავად ამისა, რისდიპლამი და მისი მეტაბოლიტი არიან ადამიანის ორგანული კატიონების ტრანსპორტიორი 2-ის (OCT2) და მრავალი წამლის და ტოქსინის ექსტრუზიის (MATE)1 და MATE2K გადამტანების in vitro ინჰიბიტორები. თერაპიულ კონცენტრაციებში OCT2-ის სუბსტრატებთან ურთიერთქმედება მოსალოდნელი არ არის. ერთობლივად მიღებისას რისდიპლამის გავლენა MATE1 და MATE2K-ის სუბსტრატების ფარმაკოკინეტიკაზე ადამიანებში ცნობილი არ არის. In vitro მონაცემების საფუძველზე რისდიპლამმა შესაძლოა გაზარდოს MATE1 ან MATE2K-ს საშუალებით გამოყოფილი სამედიცინო პრეპარატების, მაგალითად მეთფორმინის კონცენტრაციები. თუ ერთობლივად მიღების თავიდან აცილება შეუძლებელია, საჭიროა წამალზე დამოკიდებული ტოქსიკური გავლენების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში - ერთობლივად მიღებული სამედიცინო პრეპარატის დოზის შემცირება.

არ არსებობს ეფექტიანობის ან უსაფრთხოების მონაცემები რისდიპლამის და ნუსინერსენის ერთობლივად გამოყენების მხარდასაჭერად.

ორსულობა და ძუძუთი კვება

რეპროდუქციული პოტენციალის მქონე პაციენტები

კონტრაცეფცია პაციენტ მამაკაცებსა და ქალებში

რეპროდუქციული პოტენციალის მქონე პაციენტი ქალებისა და მამაკაცებისთვის აუცილებელია კონტრაცეფციის შემდეგი მოთხოვნების დაცვა:

  • შვილოსნობის პოტენციალის მქონე ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის მაღალეფექტური მეთოდები მკურნალობის პერიოდში და პრეპარატის ბოლო დოზის მიღებიდან არანაკლებ ერთი თვის განმავლობაში.
  • როგორც პაციენტმა მამაკაცებმა, ისე მათმა რეპროდუქციული პოტენციალის მქონე პარტნიორმა ქალებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მიღწეული იყოს მაღალეფექტური კონტრაცეფცია მკურნალობის განმავლობაში და პრეპარატის ბოლო დოზის მიღებიდან არანაკლებ 4 თვის განმავლობაში.

ორსულობის ტესტირება

რეპროდუქციული პოტენციალის მქონე პაციენტი ქალების ორსულობის სტატუსი დადასტურებული უნდა იყო რისდიპლამით მკურნალობის დაწყებამდე. ორსულ ქალებს მკაფიო რჩევები უნდა მიეცეთ ნაყოფისთვის არსებული პოტენციური რისკის შესახებ.

ორსულობა

არ არსებობს ორსულ ქალებში რისდიპლამის გამოყენების მონაცემები. ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით გამოვლინდა რეპროდუქციული ტოქსიკურობა (იხ. ქვეთავი 5.3).

რისდიპლამი არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს და შვილოსნობის უნარის მქონე ქალებში, რომლებიც კონტრაცეპციით არ სარგებლობენ (იხ. ქვეთავი 4.4).

ძუძუთი კვება

უცნობია, ხდება თუ არა რისდიპლამის ექსკრეცია დედის რძეში. ვირთხებზე ჩატარებული კვლევებით გამოვლინდა, რომ ხდება რისდიპლამის ექსკრეცია რძეში (იხ. ქვეთავი5.3). ვინაიდან ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვისთვის არსებული საფრთხე უცნობია, ძუძუთი კვება მკურნალობის პერიოდში რეკომენდებული არ არის.

ფერტილობა

მამაკაცი პაციენტები

არაკლინიკური კვლევების საფუძველზე ცნობილია, რომ მკურნალობის პერიოდში მამაკაცის ფერტილობას შესაძლოა ზიანი მიადგეს. ვირთხის და მაიმუნის რეპროდუქციული ორგანოებში გამოვლინდა სპერმის დეგენერაცია და სპერმატოზოიდების რაოდენობის შემცირება (იხ. ქვეთავი 5.3). ცხოველებზე ჩატარებული კვლევების საფუძველზე მოსალოდნელია, რომ გავლენა სპერმის უჯრედებზე იყოს შექცევადი რისდიპლამით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

მამაკაცი პაციენტებისთვის სპერმის შენახვა დასაშვებია მკურნალობის დაწყებამდე ან პრეპარატის ბოლო დოზის მიღებიდან არანაკლებ 4 თვის შემდეგ. თუკი მამაკაც პაციენტს სურს იყოლიოს ბავშვი, მან უნდა შეწყვიტოს მკურნალობა არანაკლებ 4 თვის განმავლობაში. მკურნალობის ხელახლა დაწყება შესაძლებელია ბავშვის ჩასახვის შემდეგ.

ქალი პაციენტები

არაკლინიკური მონაცემების საფუძველზე (იხ. ქვეთავი 5.3) რისდიპლამის გავლენა ქალის ფერტილობაზე მოსალოდნელი არ არის.

  • 7 გავლენა ავტომანქანის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე

რისდიპლამს არ აქვს, ან უმნიშვნელო გავლენა აქვს ავტომანქანის მართვასა და მექანიზმების გამოყენების უნარზე.

გვერდითი მოვლენები

უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

მცირეწლოვან ასაკში დაწყებული სკა-ს მქონე პაციენტებში რისდიპლამის კლინიკურ კვლევებში გამოვლენილი ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები იყო: ცხელება (54.8%), გამონაყარი (29.0%) და დიარეა (19.4%).

მოგვიანებით დაწყებული სკა-ს მქონე პაციენტებში რისდიპლამის კლინიკურ კვლევებში გამოვლენილი ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები იყო ცხელება (21.7%), თავის ტკივილი (20.0%), დიარეა (16.7%) და გამონაყარი (16.7%)

ზემოთ ჩამოთვლილი გვერდით მოვლენები არ უკავშირდებოდა რაიმე განსაზღვრულ კლინიკურ თავისებურებას ან დროს, და ძირითად შემთხვევებში მიმდინარე მკურნალობის მიუხედავად უკუგანვითარდა მცირეწლოვან ასაკში დაწყებული და მოგვიანებით დაწყებული სკა-ს მქონე პაციენტებში.

გვერდითი მოვლენების სია ცხრილის სახით

შესაბამისი სიხშირის კატეგორია წამლის თითოეული გვერდითი მოვლენისთვის დამყარებულია შემდეგ პირობაზე: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 - <1/10), ნაკლებად ხშირი (≥1/1,000 - <1/100), იშვიათი (≥1/10,000 - <1/1,000), ძალიან იშვიათი (<1/10,000), უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია). კლინიკური კვლევებიდან მიღებული პრეპარატის გვერდით მოვლენები (ცხრილი 1) ჩამოთვლილია ნორმატიულ-სამართლებრივი საქმიანობის სამედიცინო ლექსიკონის (MedDRA) სისტემის ორგანოთა კლასის მიხედვით.

ცხრილი 1. პრეპარატის გვერდითი მოვლენები, რომლებიც ვითარდება მცირეწლოვან ასაკში დაწყებული და მოგვიანებით დაწყებული სკა-ს მქონე პაციენტებში რისდიპლამის კლინიკური კვლევებისა და პოსტმარკეტინგული გამოცდილების საფუძველზე

სისტემის ორგანოთა კლასი

მცირეწლოვან ასაკში დაწყებული სკა

(ტიპი 1)

მოგვიანებით დაწყებული სკა

(ტიპი 2 და 3)

ინფექციები და ინვაზიები

საშარდე გზების ინფექცია (ცისტიტის ჩათვლით)

ხშირი

ხშირი

ნერვული სისტემის დარღვევები

თავის ტკივილი

არ გამოიყენება

ძალიან ხშირი

გასტრო-ინტესტინური დარღვევები

დიარეა

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

გულისრევა

არ შეესაბამება

ხშირი

პირის ღრუს წყლულები და აფთოზური წყლულები

ხშირი

ხშირი

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

გამონაყარი*

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

კანის ვასკულიტი**

უცნობია

დარღვევები ძვალკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

ართრალგია

არ შეესაბამება

ხშირი

ზოგადი დარღვევები და გართულებები პრეპარატის შეყვანის ადგილზე

პირექსია (ჰიპეპირექსიის ჩათვლით)

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

  • მოიცავს დერმატიტს, აკნეს ფორმის დერმატიტს, ალერგიულ დერმატიტს, ერითემას, ფოლიკულიტს, გამონაყარს, ერითემულ გამონაყარს, მაკულო-პაპულურ გამონაყარს, პაპულურ გამონაყარს
  • *პოსტ-მარკეტინგულ პერიოდში მოხსენებული იყო კანის ვასკულიტი. სიმპტომები ალაგდა რისდიპლამის სამუდამოდ მოხსნის შემდეგ. არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია.

უსაფრთხოების პროფილი პრესიმპტომურ პაციენტებში

RAINBOWFISH-ის პირველადი ანალიზის საფუძველზე, ევრისდის უსაფრთხოების პროფილი პრესიმპტომურ პაციენტებში შეესაბამება ინფანტილურ ასაკში და მოგვიანებით დაწყებული ზურგის კუნთოვანი ატროფიის (SMA) მქონე პაციენტების უსაფრთხოების პროფილს. RAINBOWFISH-ის კვლევაში ჩართული იყო 26 პაციენტი, რომელსაც ჰქონდა პრესიმპტომური ზურგის კუნთოვანი ატროფია (SMA); პირველი დოზის მიღების დროს მათი ასაკობრივი დიაპაზონი იყოს 16-დან 41 დღემდე (წონის დიაპაზონი: 3.1 კგ-დან 5.7 კგ-მდე). ზემოქმედების მედიანური ხანგრძლიობა იყო 20.4 თვე (დიაპაზონი: 10.6 - 41.9 თვე). პოსტმარკეტინგული მონაცემების რაოდენობა <20 დღის ასაკის ახალშობილებისთვის შეზღუდულია.

იმ პაციენტების უსაფრთხოების პროფილი, რომელთაც წარსულში მკურნალობა ჩაუტარდათ სკა-ს მოდიფიკაციის სხვა მედიკამენტებით

რისდიპლამის უსაფრთხოების პროფილი ზურგის კუნთოვანი ატროფიის (SMA) მკურნალობის გამოცდილების მქონე პაციენტებში (მათ შორის, ისინი, ვინც ადრე იღებდნენ ნუსინერსენს ან ონასემნოგენ აბეპარვოვეკს) შეესაბამება FIREFISH-ის, SUNFISH-ის და RAINBOWFISH-ის კლინიკურ კვლევებში რისდიპლამით მკურნალობის გამოცდილების არმქონე პაციენტებში ზურგის კუნთოვანი ატროფიის (SMA) უსაფრთხოების პროფილს (იხ. ნაწილი 5.1).

საეჭვო გვერდითი მოვლენების მოხსენება

სამკურნალო საშუალების ავტორიზაციის შემდეგ მნიშვნელოვანია საეჭვო გვერდითი მოვლენების მოხსენება. მისი საშუალებით შესაძლებელია სამკურნალო საშუალების სარგებლიანობისა და რისკის წონასწორობის უწყვეტი მონიტორინგი. ჯანდაცვის პროფესიონალებს მოეთხოვებათ მოახსენონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი მოვლენა მოხსენების ეროვნული სისტემის საშუალებით.

ჭარბი დოზა

რისდიპლამის გადაჭარბებული დოზით მიღების საწინააღმდეგო ანტიდოტი ცნობილი არ არის. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა პაციენტზე მკაცრი ზედამხედველობა და სიმპტომური მკურნალობის დაწყება.

  • ფარმაკოლოგიური თავისებურებები

შემადგენლობა

ტაბლეტში აქტიური ნივთიერებაა რისდიპლამი.

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ რისდიპლამს.

დანარჩენი ინგრედიენტებია ღვინის მჟავა (E 334), მანიტოლი (E 421), მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის ორჟანგი, კოლოიდური უწყლო დიოქსიდი(E 551),კროსპოვიდონი, მარწყვის არომატი [ნატურალური არომატული ნივთიერება (ნივთიერებები), არომატიზატორი პრეპარატ(ებ)ი, სიმინდის მალტოდექსტრინი, მოდიფიცირებული ცვილისებრი სიმინდის სახამებელი (E1450)] და ნატრიუმის სტეარილფუმარატი, პოლივინილალკოჰოლი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), მაკროგოლი 3350 (E 1521), ტალკი (E 553b) და ყვეითელი რკინის ოქსიდი (E 172).

როგორ გამოიყურება ევრისდი და პაკეტის შემადგენლობა

ევრისდის ტაბლეტები არის ბაცი ყვითელი ფერის აპკით დაფარული ტაბლეტები, მრგვალი და ამობურცული, რომლის ერთ მხარეს ამოტვიფრულია EVR.

ევრისდი გამოდის პაკეტებში, რომლებიც შეიცავს 28 x 1 ტაბლეტს. შეფუთვაში დევს 4 ალუმინის პერფორირებული ერთდოზიანი ბლისტერი, თითოეულში 7 ტაბლეტით.

  • ბლისტერის სტრიპებს შემოკლებით აწერია დღეების სახელები, როგორც შეხსენება დღიური დოზის მისაღებად:

Mon. Tue. Wed. Thu. Fri. Sat. Sun

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფარმაკოლოგიური თვისებები

სხვა პრეპარატები ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის მხრივ დარღვევების სამკურნალოდ

ანატომიურ-თერაპიულ-ქიმიური (ATC) კოდი: M09AX10

მოქმედების მექანიზმი

რისდიპლამი არის მოტონეირონი 2-ის (SMN2) გადარჩენის პრე-რნმ სფლაისინგის მოდიფიკატორი, მოწოდებული სკა-ს სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია SMN1 გენის მუტაციით ქრომოსომაში 5q, რაც იწვევს სკა-ს ცილის დეფიციტს. მოტონეირონების გადარჩენის (SMN) ფუნქციური ცილის დეფიციტი პირდაპირ უკავშირდება სკა-ს პათოფიზიოლოგიას, რომელიც გულისხმობს მოტონეირონების პროგრესულ კარგვას და კუნთების სისუსტეს. რისდიპლამი აკორექტირებს SMN2-ის სფლაისინგს, რათა წონასწორობა ირნმ-ს ტრანსკრიპტში ეგზონ-7-ის გამორიცხვიდან ეგზონ-7-ის ჩართვაზე გადაიტანოს, რაც იწვევს მოტონეირონების გადარჩენის (SMN) ფუნქციური და სტაბილური ცილის პროდუქციის ზრდას. ამგვარად, რისდიპლამი მკურნალობს სკა-ს მოტონეირონების გადარჩენის (SMN) ფუნქციური ცილის დონის მომატებით და ამ დონის შენარჩუნებით.

ფარმაკოდინამიკური გავლენები

კვლევებში FIREFISH (პაციენტების ასაკი ჩართვისას - 27 თვე), SUNFISH (პაციენტების ასაკი ჩართვისას - 225 წელი) და JEWELFISH (პაციენტების ასაკი ჩართვისას - 160 წელი) მცირეწლოვან ასაკში დაწყებულ სკა-ს და მოგვიანებით დაწყებულ სკა-ს შემთხვევაში, რისდიპლამი იწვევდა სისხლში SMN-ცილის რაოდენობის ზრდას 2-ჯერადზე უფრო მეტი მედიანური ცვლილებით კვლევის საწყის ეტაპთან შედარებით, მკურნალობის დაწყებიდან 4 კვირის განმალობაში სკა-ს ყველა გამოკვლეული ტიპისთვის. ეს ზრდა იყო სტაბილური მთელი მკურნალობის პერიოდის განმავლობაში (რაც მინიმუმ 24 თვეს შეადგენდა).

გულის ელექტროფიზიოლოგია

კვლევაში რისდიპლამის გავლენა QTc ინტერვალზე შეფასდა 47 ზრდასრულ ჯანმრთელ სუბიექტში. თერაპიული დოზის ზემოქმედებისას რისდიპლამმა QTc ინტერვალის გახანგრძლივება არ გამოიწვია.

კლინიკური ეფექტიანობა და უსაფრთხოება

რისდიპლამის ეფექტიანობა სკა-ს მქონე პაციენტების მკურნალობისას მცირეწლოვან ასაკში დაწყებული სკა-ს (სკა, ტიპი 1) და მოგვიანებით დაწყებული სკა-ს (სკა, ტიპი 2 და 3) შემთხვევაში შეფასდა 2 ბაზისური კლინიკური კვლევით - FIREFISH და SUNFISH. რისდიპლამის ეფექტიანობის მონაცემები პრე-სიმპტომური სკა-ს მქონე პაციენტებში შეფასდა კლინიკურ კვლევაში RAINBOWFISH. პაციენტები მე-4 ტიპის სკა-ს კლინიკური დიაგნოზით კლინიკურ კვლევებში შესწავლილი არ ყოფილა.

მცირეწლოვან ასაკში დაწყებული სკა

კვლევა BP39056 (FIREFISH) არის ღიაეტიკეტიანი, 2ნაწილიანი კვლევა რისდიპლამის ეფექტიანობის, უსაფრთხოების, ფარმაკოკინეტიკის და ფარმაკოდინამიკის გამოსაკვლევად ტიპი 1 სკა-ს მქონე სიმპტომურ პაციენტებში (ყველა პაციენტს ჰქონდა გენეტიკურად დადასტურებული დაავადება SMN2 გენის 2 ასლით). კვლევის FIREFISH ნაწილი 1 შემუშავდა, როგორც კვლევის დოზისდამდგენი ნაწილი. კვლევის FIREFISH კონფირმატორულ ნაწილში 2 შეფასდა რისდიპლამის ეფექტიანობა. კვლევის 1-ლ ნაწილში მონაწილე პაციენტები კვლევის მე-2 ნაწილში არ მონაწილეობდნენ.

ეფექტიანობის ძირითადი საბოლოო წერტილი იყო დაუხმარებლად ჯდომის უნარი მინიმუმ 5 წამის განმავლობაში, რაც გაზომილი იქნა ბეილის ჩვილების და ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების სკალების (მესამე რედაქცია - BSIDIII) მსხვილი მოტორიკის სკალის 22-ე პუნქტით, 12-თვიანი მკურნალობის შემდეგ.

FIREFISH, ნაწილი 2

კვლევის FIREFISH მე-2 ნაწილში ჩართული იყო 1-ლი ტიპის სკა-ს მქონე 41 პაციენტი. 1-ლი ტიპის სკა-ს კლინიკური ნიშნების და სიმპტომების დაწყების მედიანური ასაკი იყო 1.5 თვე (დიაპაზონი: 1.03.0 თვე), 54% პაციენტი იყო მდედრობითი სქესის, 54% - კავკასიური რასის და 34% - აზიური რასის. მედიანური ასაკი კვლევაში ჩართვისას იყო 5.3 თვე (დიაპაზონი: 2.26.9 თვე), ხოლო მედიანური დრო სიმპტომების დაწყებასა და პირველ დოზას შორის იყო 3.4 თვე (დიაპაზონი: 1.06.0 თვე). კვლევის საწყის ეტაპზე ფილადელფიის ბავშვთა საავადმყოფოს ჩვილებში ნერვ-კუნთოვანი დარღვევების ტესტის (CHOPINTEND) მედიანური მაჩვენებელი იყო 22.0 ქულა (დიაპაზონი: 8.037.0), ხოლო ჰამერსმიტის ჩვილების ნევროლოგიური გასინჯვის (HINE2) მოდული 2-ის მედიანური მაჩვენებელი იყო 1.0 (დიაპაზონი: 0.05.0).

პირველადი საბოლოო წერტილი იყო მინიმუმ 5 წამის განმავლობაში საყრდენის გარეშე ჯდომის უნარის მქონე პაციენტების წილი მკურნალობიდან 12 თვის შემდეგ (ბეილის ჩვილების და ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების სკალების (BSIDIII) მსხვილი მოტორიკის სკალა, პუნქტი 22). ეფექტიანობის ძირითადი საბოლოო წერტილები რისდიპლამით ნამკურნალევ პაციენტებში ნაჩვენებია ცხრილში 2.

ცხრილი 2. ეფექტიანობის ძირითადი შედეგების შეჯამება მე-12 თვეზე და 24-ე თვეზე (FIREFISH ნაწილი 2)

ეფექტიანობის საბოლოო წერტილები

პაციენტების წილი

N=41 (90% CI)

თვე 12

თვე 24

მოტორული ფუნქცია და განვითარების ეტაპები

ბეილის ჩვილების და ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების სკალები (BSID)III: ჯდომა საყრდენის გარეშე მინიმუმ 5 წამის განმავლობაში

  • 3%

(17.8%, 43.1%)

p <0.0001a

  • 0%

(46.9%, 73.8%)

CHOPINTEND: 40 ქულა ან მეტი

  • 1%

(42.1%, 69.4%)

  • 6%

(62.2%, 86.1%)

CHOPINTEND: ≥4 ქულით ზრდა კვლევის საწყისი ეტაპთან შედარებით

  • 2%

(79.1%, 96.6%)

  • 2%

(79.1%, 96.6%)

HINE2: მოტორული განვითარების ეტაპებზე მორეაგირე პაციენტებიb

  • 0%

(64.8%, 88.0%)

  • 4%

(73.2%, 93.4%)

HINE2: ჯდომა საყრდენის გარეშეc

  • 4%

(13.9%, 37.9%)

  • 7%

(39.8%, 67.1%)

გადარჩენა და გადარჩენა მოვლენების გარეშე

გადარჩენა მოვლენების გარეშეd

  • 4%

(73.4%, 92.2%)

  • 9%

(70.5%, 90.4%)

ცოცხალი

  • 7%

(82.2%, 97.1%)

  • 7%

(82.2%, 97.1%)

კვება

საკვების პერორალურად მიღების უნარიe

  • 9%

(70.3%, 91.7%)

  • 4%

(73.2%, 93.4%)

აბრევიატურები: CHOPINTENDფილადელფიის ბავშვთა საავადმყოფოს ჩვილების ნერვ-კუნთოვანი დარღვევების ტესტი; HINE2ჰამერსმიტის ჩვილების ნევროლოგიური გასინჯვის მოდული 2

a pმნიშვნელობა ემყარება ცალმხრივ ზუსტ ბინომურ ტესტს. ხდება შედეგის შედარება 5%-იან ზღვართან.

b ჰამერსმიტის ჩვილების ნევროლოგიური გასინჯვის (HINE)2 მიხედვით: დარტყმის მაჩვენებლის ≥2 ქულიანი ზრდა [ან მაქსიმალური მაჩვენებელი], ან მოტორული განვითარების ეტაპების ≥1 ქულიანი ზრდა შემდეგი მოძრაობებისთვის: თავის კონტროლი, გადაბრუნება, ჯდომა, ცოცვა, დგომა ან სიარული; და ამ ანალიზისთვის მოტორული განვითარების ეტაპების უფრო მეტი კატეგორიების გაუმჯობესება, ვიდრე გაუარესება განისაზღვრა, როგორც მკურნალობაზე რეაგირება.

c ჯდომა საყრდენის გარეშე მოიცავს პაციენტებს, რომლებმაც მიაღწიეს „სტაბილურ ჯდომას“ (24%, 10/41) და „ბრუნვებს“ (როტაციას)” (29%, 12/41), რაც შეფასდა ჰამერსმიტის ჩვილების ნევროლოგიური გასინჯვით (HINE)2 24-ე თვეზე.

d მოვლენა შეესაბამება პერმანენტული ვენტილაციის საბოლოო წერტილს, განსაზღვრულს, როგორც ტრაქეოსტომია, ან დღეში ≥16 საათი არაინვაზიური ვენტილაცია, ან ინტუბაცია 21-ზე მეტი თანმიმდევრული დღის განმავლობაში მწვავე შექცევადი მოვლენის არარსებობისას, ან ამ მოვლენის ალაგების შემდეგ. კვლევაში ჩართვიდან პირველი 3 თვის განმავლობაში სამი პაციენტი მოკვდა, ხოლო 4 პაციენტი შეესაბამებოდა პერმანენტული ვენტილაციის საბოლოო წერტილს 24-ე თვის დადგომამდე. ამ 4-მა პაციენტმა მიაღწია მინიმუმ 4-ქულიან ზრდას ფილადელფიის ბავშვთა საავადმყოფოს ჩვილებში ნერვ-კუნთოვანი დარღვევების ტესტის (CHOPINTEND) მაჩვენებელში კვლევის საწყის ეტაპთან შედარებით.

e მოიცავს პაციენტებს, რომლებსაც კვებავდნენ მხოლოდ პერორალურად (სულ 29 პაციენტი) და მათ, ვისაც კვებავდნენ პერორალურად საკვებ ზონდთან კომბინაციაში (სულ 6 პაციენტი) 24-ე თვეზე.

24-ე თვეზე პაციენტების 44%-ს შეეძლო ჯდომა საყრდენის გარეშე 20 წამის განმავლობაში (ბეილის ჩვილების და ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების სკალები (BSID)III, პუნქტი 26). პაციენტები აგრძელებდნენ მოტორული განვითარების დამატებითი შედეგების მიღწევას, რაც იზომებოდა ჰამერსმიტის ჩვილების ნევროლოგიური გასინჯვით (HINE)2: 80.5%-ს ჰქონდა გადაბრუნების უნარი, ხოლო პაციენტების 27%-მა მიაღწია დგომის მაჩვენებელს (12% იკავებდა წონას, ხოლო 15% იდგა საყრდენის დახმარებით).

არანამკურნალევი პაციენტები მცირეწლოვან ასაკში დაწყებული სკა-თი ვერასოდეს შეძლებდნენ საყრდენის გარეშე დაჯდომას და მხოლოდ 25%-ის შემთხვევაში იქნებოდა მათი პერმანენტული ვენტილაციის გარეშე გადარჩენის მოლოდინი 14 თვის ასაკის შემდეგ.

სურათი 1. კაპლანმეიერის მოვლენების გარეშე გადარჩენის დიაგრამა (FIREFISH ნაწილი 1 და ნაწილი 2)

  • 6731082550

+ ცენზურირებული: ორი პაციენტი იყო ცენზურირებული ნაწილში 2, რადგან პაციენტები ადრე მივიდნენ 24-ე თვის ვიზიტზე; ერთი პაციენტი იყო ცენზურირებული ნაწილში 1 მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ და ის მოკვდა 3.5 თვის შემდეგ.

სურათი 2. საშუალო ცვლილება კვლევის საწყისი ეტაპიდან ტესტის CHOPINTEND ჯამურ მაჩვენებელში (FIREFISH ნაწილი 2)

FIREFISH, ნაწილი 1

რისდიპლამის ეფექტიანობას 1-ლი ტიპის სკა-ს მქონე პაციენტებში ადასტურებს ასევე კვლევის FIREFISH ნაწილი 1-ის შედეგები. 1-ლ ნაწილში მონაწილე 21 პაციენტის კვლევის საწყისი ეტაპის მახასიათებლები შეესაბამებოდა 1-ლი ტიპის სკა-ს მქონე სიმპტომურ პაციენტებს. მედიანური ასაკი კვლევაში ჩართვისას იყო 6.7 თვე (დიაპაზონი: 3.3-6.9 თვე), ხოლო მედიანური დრო სიმპტომების დაწყებას და პირველ დოზას შორის - 4.0 თვე (დიაპაზონი: 2.0-5.8 თვე).

რისდიპლამის თერაპიული დოზა სულ 17-მა პაციენტმა მიიღო (დოზა შერჩეულია ნაწილი 2-სთვის). 12-თვიანი მკურნალობის შემდეგ ამ პაციენტების 41%-ს (7/17) ჰქონდა დამოუკიდებლად ჯდომის უნარი მინიმუმ 5 წამის განმავლობაში (BSIDIII, პუნქტი 22). 24-თვიანი მკურნალობის შემდეგ თერაპიული დოზით მკურნალობაზე მყოფმა კიდევ სამმა პაციენტმა შეძლო დამოუკიდებლად დაჯდომა მინიმუმ 5 წამის განმავლობაში, ანუ მოტორული განვითარების ამ ეტაპს სულ 10-მა პაციენტმა (59%) მიაღწია.

12-თვიანი მკურნალობის შემდეგ პაციენტების 90% (19/21) იყო ცოცხალი და მოვლენების გარეშე (პერმანენტული ვენტილაციის გარეშე), და მათ მიაღწიეს 15 თვის ან მეტ ასაკს. მინიმუმ 33-თვიანი მკურნალობის შემდეგ პაციენტების 81% (17/21) იყო ცოცხალი და მოვლენების გარეშე, და მათ მიაღწიეს 37 თვის ან მეტ ასაკს (მედიანური მაჩვენებელი - 41 თვე; დიაპაზონი: 37 - 53 თავე), იხ. სურ. 1. მკურნალობის განმავლობაში მოკვდა სამი პაციენტი, ხოლო ერთი პაციენტი მოკვდა მკურნალობის შეწყვეტიდან 3.5 თვის შემდეგ.

მოგვიანებით დაწყებული სკა

კვლევა BP39055 (SUNFISH) არის 2-ნაწილიანი მულტიცენტრული კვლევა, რომელიც შეისწავლის რისდიპლამის ეფექტიანობას, უსაფრთხოებას, ფარმაკოკინეტიკას და ფარმაკოდინამიკას სკა-ს მე-2 და მე-3 ტიპით დაავადებულ 225 წლის ასაკის პაციენტებში. ნაწილი 1 იყო კვლევითი, დოზის დამდგენი მონაკვეთი, ხოლო ნაწილი 2 იყო რანდომიზებული, ორმაგადბრმა, პლაცებოთი კონტროლირებული კონფირმატორული მონაკვეთი. კვლევის 1-ლ ნაწილში მონაწილე პაციენტები კვლევის მე-2 ნაწილში არ მონაწილეობდნენ.

პირველადი საბოლოო წერტილი იყო ცვლილება კვლევის საწყისი ეტაპის მაჩვენებელთან შედარებით მე-12 თვეზე მოტორული ფუნქციების გაზომვის 32-პუნქტიანი ინსტრუმენტით (MFM32). MFM32-ს აქვს უნარი შეაფასოს მოტორული ფუნქციების ფართო სპექტრი სკა-თი დაავადებული პაციენტების დიდ დიაპაზონში. ჯამური MFM32 მაჩვენებელი გამოიხატება, როგორც მაქსიმალური შესაძლო მაჩვენებლის პროცენტი (დიაპაზონი: 0100), სადაც უფრო მაღალი პროცენტი უკეთეს მოტორულ ფუნქციაზე მიუთითებს.

SUNFISH ნაწილი 2

SUNFISH ნაწილი 2 არის SUNFISH კვლევის რანდომიზებული, ორმაგადბრმა, პლაცებოთი-კონტროლირებული მონაკვეთი 180 პაციენტში, რომელთაც არ შეუძლიათ სიარული; კვლევაში ჩართული იყვნენ მე-2 ტიპის (71%) ან მე-3 ტიპის (29%) სკა-თი დაავადებული პაციენტები. ისინი რანდომიზებულები იყვნენ 2:1 პროპორციით რისდიპლამის თერაპიული დოზის (იხ. ქვეთავი 4.2) ან პლაცებოს მისაღებად. რანდომიზაცია სტრატიფიცირებული იყო ასაკობრივი ჯგუფების მიხედით (2 - 5, 6 - 11, 12 - 17, 18 - 25 წლის ასაკი).

პაციენტების მედიანური ასაკი მკურნალობის დაწყებისას იყო 9.0 წელი (დიაპაზონი 225 წელი ), ხოლო მედიანური დრო სკა-ს პირველი სიმპტომების დაწყებიდან პირველ მკურნალობამდე - 102.6 (1275) თვე. მთლიანობაში, კვლევაში ჩართვის დროს პაციენტების 30% იყო 2 - 5 წლის, 32% იყო 6 - 11 წლის, 26% ოყო 1217 წლის, ხოლო 12% იყო 18 - 25 წლის ასაკის. კვლევაში ჩართული 180 პაციენტიდან 51% იყო მდედრობითი სქესის, 67% - კავკასიური რასის, ხოლო 19% - აზიური რასის. კვლევის საწყის ეტაპზე პაციენტების 67%-ს ჰქონდა სქოლიოზი (პაციენტების 32%-ს ჰქონდა მძიმე ფორმის სქოლიოზი). პაციენტების კვლევის საწყისი ეტაპის საშუალო MFM32 მაჩვენებელი იყო 46.1, ხოლო შესწორებული ზედა კიდური მოდულის (RULM) მაჩვენებელი - 20.1. კვლევის საწყისი ეტაპის დემოგრაფიული მონაცემები რისდიპლამის და პლაცებოს ჯგუფებს შორის იყო დაბალანსებული, სკოლიოზის გამოკლებით (პაციენტების 63% რისდიპლამის ჯგუფში და პაციენტების 73% პლაცებოს საკონტროლო ჯგუფში).

SUNFISH ნაწილი 2-ის პირველადი ანალიზით კვლევის საწყისი ეტაპიდან MFM32-ის ჯამური მაჩვენებლის ცვლილებამ მე-12 თვეზე აჩვენა კლინიკურად საგულისხმო და სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება რისდიპლამით და პლაცებოთი ნამკურნალევ პაციენტებს შორის. პირველადი ანალიზის და ძირითადი მეორადი საბოლოო წერტილების შედეგები ნაჩვენებია ცხრილში 3, სურათზე 3 და სურათზე 4.

ცხრილი 3. ეფექტიანობა შეჯამებული სახით პაციენტებში მოგვიანებით დაწყებული სკა-თი მკურნალობის მე-12 თვეზე (SUNFISH ნაწილი 2)

საბოლოო წერტილი

რისდიპლამი

(N = 120)

პლაცებო

(N = 60)

პირველადი საბოლოო წერტილი:

MFM32-ის ჯამური მაჩვენებელის1 ცვლილება კვლევის საწყისი ეტაპიდან მე-12 თვეზე

საშუალო უმცირეს კვადრატთა მეთოდი (LS mean) - (95%, CI)

  • 36

(0.61, 2.11)

  • 0.19

(-1.22, 0.84)

განსხვავება პლაცებოსგან

შეფასება (95% CI)

pმნიშვნელობა2

  • 55

(0.30, 2.81)

  • 0156

მეორადი საბოლოო წერტილები:

პაციენტების წილი, რომელთა კვლევის საწყისი ეტაპის MFM32 ჯამური მაჩვენებელი1 შეიცვალა 3 ან მეტი ქულით მე-12 თვეზე (95% CI)1

  • 3%

(28.9, 47.6)

  • 7%

(12.0, 35.4)

შანსების შეფარდება მთლიანი პასუხისთვის (95% CI)

კორექტირებული (არაკორექტირებული) p-მნიშვნელობა3,4

  • 35 (1.01, 5.44)
  • 0469 (0.0469)

შესწორებული ზედა კიდური მოდულის (RULM) ჯამური მაჩვენებელის1 ცვლილება კვლევის საწყისი ეტაპიდან მე-12 თვეზე

  • 61

(1.00, 2.22)

  • 02

(-0.83, 0.87)

განსხვავება პლაცებოს შეფასებიდან (95% CI)

კორექტირებული (არაკორექტირებული) p-მნიშვნელობა2,4

  • 59 (0.55, 2.62)
  • 0469 (0.0028)

LSუმცირეს კვადრატთა მეთოდი

  • გამოტოვებულ მონაცემთა წესის საფუძველზე MFM32-სთვის, ანალიზიდან გამოირიცხა 6 პაციენტი (რისდიპლამი n=115; პლაცებო-კონტროლი n=59).
  • მონაცემები გაანალიზდა განმეორებითი გაზომვების შერეული მოდელის გამოყენებით შემდეგი პარამეტრების გათვალისწინებით: საწყისი ჯამური მაჩვენებელი, მკურნალობა, ვიზიტი, ასაკობრივი ჯგუფი, მკურნალობა ვიზიტების მიხედვით და საწყისი მაჩვენებლები ვიზიტების მიხედვით.
  • მონაცემები გაანალიზდა ლოგისტიკური რეგრესიის მეთოდით შემდეგი პარამეტრების გათვალისწინებით: საწყისი ჯამური მაჩვენებელი, მკურნალობა და ასაკობრივი ჯგუფი.
  • კორექტირებული pმნიშვნელობა მიღებული იქნა საბოლოო წერტილებისთვის, რომლებიც შეტანილი იყო მრავალდონიან ტესტირებაში და მიღებული იყო საბოლოო წერტილების ყველა p-მაჩვენებლის საფუძველზე დონის რიგითობის მიხედვით მიმდინარე საბოლო წერტილამდე
  • გამოტოვებული მონაცემების წესის საფუძველზე შესწორებული ზედა კიდურის მოდულისთვის (RULM), ანალიზიდან გამორიცხა 3 პაციენტი (რისდიპლამი n=119; პლაცებო-კონტროლი n=58).

12-თვიანი მკურნალობის დამთავრების შემდეგ რისდიპლამის მიღება გააგრძელა 117-მა პაციენტმა. 24 თვის ანალიზის დროს ამ პაციენტებში, რომელთაც რისდიპლამით მკურნალობა ჩაუტარდათ 24 თვის განმავლობაში, მთლიანობაში შენარჩუნებული იყო მოტორული ფუნქციების გაუმჯობესება მე-12 თვესა და 24 თვეს შორის პერიოდში. საშუალო ცვლილება საწყისი მაჩვენებლიდან MFM32-ისთვის იყო 1.83 (95% CI: 0.74, 2.92), ხოლო RULM-ისთვის - 2.79 (95% CI: 1.94, 3.64).

სურათი 3. MFM32-ის ჯამური მაჩვენებლის საშუალო ცვლილება საწყის ეტაპთან შედარებით 12 თვის განმავლობაში კვლევაში SUNFISH, ნაწილი 21

1უმცირეს კვადრატთა მეთოდით (LS) საშუალო განსხვავება ცვლილებისთვის MFM32 მაჩვენებელში [95% CI] საწყის ეტაპთან შედარებით

სურათი 4. საშუალო ცვლილება კვლევის საწყისი ეტაპიდან შესწორებული ზედა კიდური მოდულის (RULM) ჯამურ მაჩვენებელში 12 თვის განმავლობაში კვლევაში SUNFISH, ნაწილი 21

1უმცირეს კვადრატთა მეთოდით (LS) საშუალო განსხვავება ცვლილებისთვის RULM მაჩვენებელში [95% CI] საწყის ეტაპთან შედარებით

SUNFISH, ნაწილი 1

ეფექტიანობა მოგვიანებით დაწყებული სკა-ს მქონე პაციენტებში ასევე დაადასტურა კვლევის SUNFISH 1-ლი ნაწილის, ანუ დოზის დამდგენი ნაწილის შედეგებმა. კვლევის 1-ლ ნაწილში ჩართული იყო 2-დან 25 წლამდე ასაკის 51 პაციენტი ტიპი 2 და 3 სკა-თი (მათ შორის - 7 ამბულატორიული პაციენტი). 1-წლიანი მკურნალობის შემდეგ აღინიშნა მოტორული ფუნქციის კლინიკურად საგულისხმო გაუმჯობესება, რაც გაზომილი იქნა მოტორული ფუნქციების გაზომვის 32-პუნქტიანი ინსტრუმენტით (MFM32), სადაც საშუალო ცვლილება საწყისი მაჩვენებლიდან იყო 2.7 ქულა (95% CI: 1.5, 3.8). MFM32-ის გაუმჯობესება შენარჩუნდა 2 წლამდე ვადით მკურნალობის პირობებში (საშუალო ცვლილებ 2.7 ქულა [95% CI: 1.2, 4.2]).

გამოყენება პაციენტებში, ვისაც წარსულში ჩაუტარდა მკურნალობა სკა-ს მოდიფიკაციის სხვა თერაპიული რეჟიმებით (JEWELFISH)

კვლევა BP39054 (JEWELFISH, n = 174) არის ერთ ჯგუფში ჩატარებული, ღია კვლევა რისდიპლამის უსაფრთხოების, ასატანობის, ფარმაკოკინეტიკის და ფარმაკოდინამიკის შესასწავლად პაციენტებში მცირეწლოვან ასაკში დაწყებული და მოგვიანებით დაწყებული სკა-თი (მედიანური ასაკი 14 წელი [დიაპაზონი 160 წელი]), ვისაც წარსულში ჩატარებული ჰქონდა მკურნალობა სხვა დამტკიცებული (ნუსინერსენი n = 76, ონასემნოგენ აბეპარვოვეკი n = 14) ან სკა-ს მოდიფიკაციის საკვლევი თერაპიული რეჟიმებით. კვლევის საწყის ეტაპზე 260 წლამდე ასაკის 168 პაციენტიდან 83%-ს ჰქონდა სქოლიოზი, ხოლო პაციენტების 63%-ს ჰამერსმიტის საავადმყოფოს მოტორული ფუნქციების შეფასების გაფართოებული სკალის (HFMSE) მაჩვენებლით - < 10 ქულა.

24-თვიანი მკურნალობის ანალიზით 260 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებში აღინიშნა მოტორული ფუნქციების ზოგადი სტაბილიზაცია MFM-32-ის და RULM-ის მიხედვით (შესაბამისად, n = 137 და n = 133). 2 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტებმა (n = 6) შეინარჩუნეს ან მიაღწიეს მოტორული განვითარების ეტაპებს, როგორიცაა თავის კონტროლი, გადაბრუნება და დამოუკიდებლად ჯდომა. ყველა ამბულატორიულმა პაციენტმა (546 წლის ასაკის, n = 15) შეინარჩუნა სიარულის უნარი.

პრესიმპტომური სკა (RAINBOWFISH)

კვლევა BN40703 (RAINBOWFISH) არის ღიაეტიკეტიანი, ერთ ჯგუფში ჩატარებული, მულტიცენტრული კლინიკური კვლევა რისდიპლამის ეფექტიანობის, უსაფრთხოების, ფარმაკოკინეტიკის და ფარმაკოდინამიკის შესასწავლად ჩვილებში დაბადებიდან 6 კვირის ასაკამდე (პირველი დოზის მიღებისას), რომლებსაც გენეტიკურად დაუდგინდათ სკა-ს დიაგნოზი, მაგრამ დაავადების სიმპტომები ჯერ გამოვლენილი არა აქვთ.

ეფექტიანობა სკა-თი დაავადებულ პრესიმპტომურ პაციენტებში შეფასდა მე-12 თვეზე რისდიპლამით ნამკურნალევ 26 პაციენტში [რანდომიზებული პაციენტების (ITT) პოპულაცია]: რვა პაციენტს, 13 პაციენტს და 5 პაციენტს ჰქონდა, შესაბამისად, SMN2 გენის 2, 3, და ≥4 ასლი. ამ პაციენტების მედიანური ასაკი პირველი დოზის მიღების დროს იყო 25 დღე (დიაპაზონი: 16 - 41 დღე), 62% იყო მდედრობითი სქესის, ხოლო 85% - კავკასიური რასის. კვლევის საწყის ეტაპზე ტესტის CHOPINTEND მედიანური მაჩვენებელი იყო 51.5 (დიაპაზონი: 35.0 - 62.0), ტესტის HINE2 მედიანური მაჩვენებელი - 2.5 (დიაპაზონი: 0 - 6.0), ხოლო იდაყვის ნერვის კუნთის სუმარული მოქმედების პოტენციალის (CMAP) მედიანური ამპლიტუდა იყო 3.6 მილივოლტი (მვ) (დიაპაზონი: 0.5 - 6.7 მვ).

პირველადი ეფექტიანობის პოპულაცია (N=5) მოიცავდა პაციენტებს, რომელთაც ჰქონდათ SMN2 გენის ორი ასლი და კვლევის საწყისი ეტაპის CMAP-ამპლიტუდა 1.5 მვ. ამ პაციენტებში ტესტის CHOPINTEND მედიანური მაჩვენებელი იყო 48.0 (დიაპაზონი: 36.0 - 52.0), ტესტის HINE2 მედიანური მაჩვენებელი - 2.0 (დიაპაზონი: 1.0 - 3.0), ხოლო მედიანური CMAP-ამპლიტუდა იყო 2.6 მილივოლტი (მვ) (დიაპაზონი: 1.6 - 3.8 მვ).

პირველადი საბოლოო წერტილი იყო იმ პაციენტების წილი პირველადი ეფექტიანობის პოპულაციაში, რომელსაც ჰქონდა საყრდენის გარეშე ჯდომის უნარი მინიმუმ 5 წამის განმავლობაში (BSIDIII მსხვილი მოტორიკის სკალა, პუნქტი 22) მე-12 თვეზე; პაციენტების სტატისტიკურად მნიშვნელოვანმა და კლინიკურად საგულისხმო წილმა მიაღწია მოტორული განვითარების ეტაპს წინასწარ განსაზღვრულ 5%-იან ფუნქციონირების მაჩვენებელთან შედარებით.

ეფექტიანობის ძირითადი საბოლოო წერტილები რისდიპლამით ნამკურნალევ პაციენტებში ნაჩვენებია ცხრილში 4 და 5, და სურათზე 5.

ცხრილი 4. ჯდომის უნარი, განსაზღვრული BSIDIII-ის 22-ე პუნქტით პრესიმპტომური პაციენტებისთვის მე-12 თვეზე

ეფექტიანობის საბოლოო წერტილი

პოპულაცია

პირველადი ეფექტიანობა (N=5)

პაციენტები SMN2 გენის 2 ასლითa (N=8)

ყველა რანდომიზებული პაციენტი

(N=26)

პაციენტების წილი, რომელთაც ჰქონდათ საყრდენის გარეშე ჯდომის უნარი მინიმუმ 5 წამის განმავლობაში (BSID-III, პუნქტი 22); (90% CI)

80%

(34.3%, 99.0%) p < 0.0001b

  • 5%

(52.9%, 99.4%)

  • 2%

(83.0%, 99.8%)

აბრევიატურები: BSIDIII = ბეილის ჩვილების და ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების სკალები – მესამე რედაქცია; CI=ნდობის ინტერვალი; ITT=ყველა რანდომიზებული პაციენტი.

a კვლევის საწყის ეტაპზე პაციენტებს SMN2 გენის 2 ასლით მედიანური CMAP ამპლიტუდა ჰქონდათ 2.0 (დიაპაზონი 0.5 – 3.8).

b p-მნიშვნელობა ემყარება ცალმხრივ ზუსტ ბინომურ ტესტს. ხდება შედეგის შედარება 5%-იან ზღვართან.

გარდა ამისა, პირველადი ეფექტიანობის პოპულაციის 80%-მა (4/5), SMN2 გენის 2 ასლის მქონე პაციენტების 87.5%-მა (7/8) და ITT პოპულაციის პაციენტთა 80.8%-მა (21/26) შეძლო ჯდომა საყრდენის გარეშე 30 წამის განმავლობაში (BSID-III, პუნქტი 26).

ITT პოპულაციის პაციენტებმა ასევე მიაღწიეს მოტორული განვითარების ეტაპს, რაც გაზომილი იქნა ტესტით HINE-2 მე-12 თვეზე 12 (N=25). ამ პოპულაციაში პაციენტების 96.0%-მა, რომელთაც შეეძლოთ ჯდომა [1 პაციენტი (1/8 პაციენტი SMN2 გენის 2 ასლით), მიაღწიეს სტაბილურ ჯდომას, ხოლო 23 პაციენტმა (6/8, 13/13, 4/4 პაციენტი 2, 3, და ≥4 SMN2 …

ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)

სამკურნალო პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია

  • სამკურნალო საშუალების დასახელება

ევრისდი 5 მგ აპკით დაფარული ტაბლეტები

  • ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

თითოეული აპკით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ რისდიპლამს.

შემავსებლების სრული ჩამონათვალი იხილეთ ქვეთავში 6.1.

  • ფარმაცევტული ფორმა

აპკით დაფარული ტაბლეტი (ტაბლეტი).

ბაცი ყვითელი, მრგვალი, ამობურცული ზედაპირის და დაახლოებით 6.5 მმ დიამეტრის მქონე აპკით დაფარული ტაბლეტები, რომლებსაც ერთ მხარეს ამოტვიფრული აქვს EVR.

  • კლინიკური მახასიათებლები
  • 1 სამკურნალო ჩვენებები

ევრისდი ნაჩვენებია 5q სპინალური კუნთოვანი ატროფიის (სკა) სამკურნალოდ პაციენტებში, კლინიკური დიაგნოზით სპინალური კუნთოვანი ატროფია (სკა) ტიპი 1, ტიპი 2 ან ტიპი 3, ან SMN2-ის ერთიდან ოთხამდე ასლით.

  • 2 დოზირება და მიღების მეთოდი

რისდიპლამით მკურნალობა უნდა დაიწყოს ექიმმა, რომელსაც აქვს სპინალური კუნთოვანი ატროფიის მართვის გამოცდილება.

დოზირება

რისდიპლამის აპკით დაფარული ტაბლეტის რეკომენდებული დღეში ერთხელ მისაღები დოზა პაციენტებისთვის, რომელთა ასაკია ≥ 2 წელი, ხოლო სხეულის წონა ≥ 20 კგ, არის 5 მგ.

არსებობს ალტერნატიული პერორალური ხსნარი ყველა ასაკობრივი ჯგუფის პაციენტისთვის. იხილეთ პრეპარატის მოკლე დახასიათება ევრისდის პერორალური ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილისთვის.

ექიმმა უნდა დანიშნოს პრეპარატის შესაბამისი ფარმაცევტული ფორმა, საჭირო დოზის და პაციენტის საჭიროებების საფუძველზე, მათ შორის პაციენტის ყლაპვის უნარის გათვალისწინებით. თუ პაციენტს უჭირს მთლიანი ტაბლეტის გადაყლაპვა ან საჭიროა პრეპარატის შეყვანა გასტროსტომიული ან ნაზოგასტრალური მილის გამოყენებით, აპკით დაფარული ტაბლეტი შეიძლება გაიხსნას წყალში, ან დაინიშნოს პერორალური ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი.

მკურნალობა 5 მგ-ზე მეტი დღიური დოზით შესწავლილი არ არის.

დაგვიანებით მიღებული ან გამოტოვებული დოზები

თუ მოხდა გეგმიური დოზის გამოტოვება, საჭიროა მისი მიღება დაუყოვნებლივ, თუ დაგეგმილი დოზის მიღების დროიდან 6 საათი ჯერ არ არის გასული. სხვა შემთხვევაში გამოტოვებული დოზის მიღება დაუშვებელია, ხოლო პაციენტს შემდეგი დოზა უნდა მიეცეს მომდევნო დღეს ჩვეულებრივ დაგეგმილ დროს.

თუ დოზა არ არის მთლიანად გადაყლაპული, ან რისდიპლამის დოზის მიღების შემდეგ განვითარდა ღებინება, არასრული დოზის შესავსებად სხვა დოზის მიღება საჭირო არ არის. შემდეგი დოზის მიღება საჭიროა ჩვეულებრივ დაგეგმილ დროს.

ხანდაზმულები

65 წლის და მეტი ასაკის სუბიექტების შესახებ არსებული შეზღუდული მონაცემების საფუძველზე, (იხ. ქვეთავი 5.2) ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

რისდიპლამი ამ პოპულაციაში შესწავლილი არ არის. მოსალოდნელია, რომ თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია არ იქნება საჭირო (იხ. ქვეთავი 5.2).

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ღვიძლის ფუნქციების მსუბუქი ან ზომიერი დარღვევის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია არ არის საჭირო. მკურნალობა ღვიძლის ფუნქციების მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში არ არის შესწავლილი; ასეთ პაციენტებში შეიძლება აღინიშნოს რისდიპლამის მომატებული ექსპოზიცია (იხ. ქვეთავები 5.1 და 5.2).

პედიატრიული პოპულაცია

რისდიპლამის აპკით დაფარული ტაბლეტები 2 წლამდე ასაკის და 20 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებში არ გამოიყენება.

მიღების მეთოდი

გამოყენება პერორალურად.

რეკომენდებულია პირველი დოზის მიღებამდე ჯანდაცვის პროფესიონალმა მშობელთან ან მომვლელთან განიხილოს დანიშნული დღიური დოზის გამოყენების წესი.

ევრისდი მიიღება პერორალურად დღეში ერთხელ, საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე, ყოველდღე დაახლოებით ერთსა და იმავე დროს.

საჭიროა აპკით დაფარული ტაბლეტების გადაყლაპვა ამ მათი დისპერსია მცირე რაოდენობით ოთახის ტემპერატურის წყალში (იხ. ქვეთავი 6.6). არ დაღეჭოთ, არ გატეხოთ ან არ დაფხვნათ ტაბლეტები.

თუ მოხდა ევრისდის დისპერსია წყალში, მიიღეთ ის დაუყოვნებლივ. ევრისდის დისპერსია უნდა მოხდეს მხოლოდ წყალში, და არავითარ სხვა სითხეში. გადაასხით მომზადებული ნარევი, თუ ის არ იქნა გამოყენებული წყლის დამატებიდან 10 წუთის განმავლობაში. მოარიდეთ მომზადებული ნარევი მზის შუქს.

თუ ევრისდის მომზადებული ნარევი დაიღვარა ან მოხვდა კანზე, საჭიროა ამ ადგილის ჩამობანა საპნით და წყლით.

თუ საჭიროა პრეპარატის შეყვანა ნაზოგასტრალური ან გასტროსტომიული მილის გამოყენებით, მომზადებული ევრისდის ნარევის შეყვანისთვის, დისპერგირების დასრულების შემდეგ, გამოყენებული უნდა იყოს 8 შარიერი (French) ან უფრო დიდი ზომის მილი. ევრისდის ნაზავის შეყვანის შემდეგ მილი უნდა გამოირეცხოს საზომი ჭიქის გამოსავლებად გამოყენებული წყლით (არანაკლებ 15 მლ-ის ჯერადი მოცულობით).

ნაზავის სახით მომზადებული ტაბლეტის მიღების დეტალური ინსტრუქციები მოცემულია გამოყენების სახელმძღვანელოში, რომელიც განთავსებულია ჩანართი ფურცლის ბოლოში.

  • 3 უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, ან ქვეთავში 6.1 ჩამოთვლილი რომელიმე შემავსებლის მიმართ.

  • 4 განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

პოტენციური ემბრიო-ფეტალური ტოქსიკურობა

ემბრიო-ფეტალური ტოქსიკურობა აღნიშნული იქნა ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში (იხ. ქვეთავი 5.3). საჭიროა რეპროდუქციული პოტენციალის მქონე პაციენტების ინფორმირება არსებული რისკების შესახებ; ასეთ პაციენტებში გამოყენებული უნდა იყოს კონტრაცეფციის მაღალეფექტური მეთოდები, მკურნალობის პერიოდში და ბოლო დოზის მიღებიდან არანაკლებ 1 თვის განმავლობაში, პაციენტ ქალებში, და ბოლო დოზის მიღებიდან 4 თვის განმავლობაში პაციენტ მამაკაცებში. რეპროდუქციული პოტენციალის მქონე პაციენტი ქალების ორსულობის სტატუსი დადასტურებული უნდა იყო რისდიპლამით მკურნალობის დაწყებამდე (იხ. ქვეთავი 4.6).

პოტენციური გავლენა მამაკაცის ფერტილობაზე

ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგების საფუძველზე, პაციენტი მამაკაცი არ უნდა გახდეს სპერმის დონორი, მკურნალობის პერიოდში და რისდიპლამის ბოლო დოზის მიღებიდან 4 თვის განმავლობაში. რეპროდუქციული პოტენციალის მქონე მამაკაც პაციენტებთან მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ფერტილობის შენარჩუნების სტრატეგიების განხილვა (ქვეთავები 4.6 და 5.3). რისდიპლამის გავლენა მამაკაცის ფერტილობაზე, ადამიანებში გამოკვლეული არ არის.

შემავსებლები

ნატრიუმი

ევრისდი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს ყოველ 5 მგ დოზაზე, ანუ ფაქტიურად ის ნატრიუმს არ შეიცავს.

  • 5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

სხვა სამედიცინო პროდუქტების გავლენა რისდიპლამზე

ომეპრაზოლს ტაბლეტის ფორმით მიღებული რისდიპლამის ფარმაკოკინეტიკაზე გავლენა არ ჰქონდა. შესაბამისად, რისდიპლამის ტაბლეტების მიღება შესაძლებელია იმ წამლებთან ერთად, რომლებიც ზრდის კუჭის pH-ს (პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორები, H2-ის ანტაგონისტები და ანტაციდები).

200 მგ იტრაკონაზოლის (CYP3A-ს ძლიერი ინჰიბიტორი) დღეში ორჯერ მიღებამ 6 მგ რისდიპლამის ერთ დოზასთან ერთად, არ გამოამჟღავნა კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა რისდიპლამის ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებზე (ფართობი მრუდის ქვეშ (AUC) გაიზარდა 11%-ით, მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) შემცირდა 9%-ით). რისდიპლამის CYP3A-ს ინჰიბიტორთან ერთად მიღების შემთხვევაში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

წამალთა შორის ურთიერთქმედებები FMO1 და FMO3 გზის საშუალებით მოსალოდნელი არ არის.

რისდიპლამის გავლენა სხვა სამედიცინო პროდუქტებზე

რისდიპლამი CYP3A-ს სუსტი ინჰიბიტორია. ჯანმრთელ მოზრდილ სუბიექტებში რისდიპლამის პერორალურმა მიღებამ დღეში ერთხელ 2 კვირის განმავლობაში მცირედ გაზარდა შრატში CYP3A-ს სენსიტიური სუბსტრატის, მიდაზოლამის ზემოქმედება, (ფართობი მრუდის ქვეშ (AUC) გაიზარდა 11%-ით, მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) გაიზარდა 16 %-ით). ეს ურთიერთქმედების ხარისხი არ ითვლება კლინიკურად მნიშვნელოვნად, და ამიტომ CYP3A-ს სუბსტრატებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის.

In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ რისდიპლამი და ადამიანის ორგანიზმში მისი მთავარი მეტაბოლიტი M1 არ არიან ადამიანის MDR1-ის, ორგანული ანიონების გადამტანი პოლიპეპტიდის (OATP)1B1, OATP1B3, ორგანული ანიონის ტრანსპორტიორის 1 და 3 (OAT 1 და 3) ძლიერი ინჰიბიტორები. მიუხედავად ამისა, რისდიპლამი და მისი მეტაბოლიტი არიან ადამიანის ორგანული კატიონების ტრანსპორტიორი 2-ის (OCT2) და მრავალი წამლის და ტოქსინის ექსტრუზიის (MATE)1 და MATE2K გადამტანების in vitro ინჰიბიტორები. თერაპიულ კონცენტრაციებში OCT2-ის სუბსტრატებთან ურთიერთქმედება მოსალოდნელი არ არის. ერთობლივად მიღებისას რისდიპლამის გავლენა MATE1 და MATE2K-ის სუბსტრატების ფარმაკოკინეტიკაზე ადამიანებში ცნობილი არ არის. In vitro მონაცემების საფუძველზე რისდიპლამმა შესაძლოა გაზარდოს MATE1 ან MATE2K-ს საშუალებით გამოყოფილი სამედიცინო პრეპარატების, მაგალითად მეთფორმინის კონცენტრაციები. თუ ერთობლივად მიღების თავიდან აცილება შეუძლებელია, საჭიროა წამალზე დამოკიდებული ტოქსიკური გავლენების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში - ერთობლივად მიღებული სამედიცინო პრეპარატის დოზის შემცირება.

არ არსებობს ეფექტიანობის ან უსაფრთხოების მონაცემები რისდიპლამის და ნუსინერსენის ერთობლივად გამოყენების მხარდასაჭერად.

  • 6 ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

რეპროდუქციული პოტენციალის მქონე პაციენტები

კონტრაცეფცია პაციენტ მამაკაცებსა და ქალებში

რეპროდუქციული პოტენციალის მქონე პაციენტი ქალებისა და მამაკაცებისთვის აუცილებელია კონტრაცეფციის შემდეგი მოთხოვნების დაცვა:

  • შვილოსნობის პოტენციალის მქონე ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის მაღალეფექტური მეთოდები მკურნალობის პერიოდში და პრეპარატის ბოლო დოზის მიღებიდან არანაკლებ ერთი თვის განმავლობაში.
  • როგორც პაციენტმა მამაკაცებმა, ისე მათმა რეპროდუქციული პოტენციალის მქონე პარტნიორმა ქალებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მიღწეული იყოს მაღალეფექტური კონტრაცეფცია მკურნალობის განმავლობაში და პრეპარატის ბოლო დოზის მიღებიდან არანაკლებ 4 თვის განმავლობაში.

ორსულობის ტესტირება

რეპროდუქციული პოტენციალის მქონე პაციენტი ქალების ორსულობის სტატუსი დადასტურებული უნდა იყო რისდიპლამით მკურნალობის დაწყებამდე. ორსულ ქალებს მკაფიო რჩევები უნდა მიეცეთ ნაყოფისთვის არსებული პოტენციური რისკის შესახებ.

ორსულობა

არ არსებობს ორსულ ქალებში რისდიპლამის გამოყენების მონაცემები. ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით გამოვლინდა რეპროდუქციული ტოქსიკურობა (იხ. ქვეთავი 5.3).

რისდიპლამი არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს და შვილოსნობის უნარის მქონე ქალებში, რომლებიც კონტრაცეპციით არ სარგებლობენ (იხ. ქვეთავი 4.4).

ძუძუთი კვება

უცნობია, ხდება თუ არა რისდიპლამის ექსკრეცია დედის რძეში. ვირთხებზე ჩატარებული კვლევებით გამოვლინდა, რომ ხდება რისდიპლამის ექსკრეცია რძეში (იხ. ქვეთავი5.3). ვინაიდან ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვისთვის არსებული საფრთხე უცნობია, ძუძუთი კვება მკურნალობის პერიოდში რეკომენდებული არ არის.

ფერტილობა

მამაკაცი პაციენტები

არაკლინიკური კვლევების საფუძველზე ცნობილია, რომ მკურნალობის პერიოდში მამაკაცის ფერტილობას შესაძლოა ზიანი მიადგეს. ვირთხის და მაიმუნის რეპროდუქციული ორგანოებში გამოვლინდა სპერმის დეგენერაცია და სპერმატოზოიდების რაოდენობის შემცირება (იხ. ქვეთავი 5.3). ცხოველებზე ჩატარებული კვლევების საფუძველზე მოსალოდნელია, რომ გავლენა სპერმის უჯრედებზე იყოს შექცევადი რისდიპლამით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

მამაკაცი პაციენტებისთვის სპერმის შენახვა დასაშვებია მკურნალობის დაწყებამდე ან პრეპარატის ბოლო დოზის მიღებიდან არანაკლებ 4 თვის შემდეგ. თუკი მამაკაც პაციენტს სურს იყოლიოს ბავშვი, მან უნდა შეწყვიტოს მკურნალობა არანაკლებ 4 თვის განმავლობაში. მკურნალობის ხელახლა დაწყება შესაძლებელია ბავშვის ჩასახვის შემდეგ.

ქალი პაციენტები

არაკლინიკური მონაცემების საფუძველზე (იხ. ქვეთავი 5.3) რისდიპლამის გავლენა ქალის ფერტილობაზე მოსალოდნელი არ არის.

  • 7 გავლენა ავტომანქანის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე

რისდიპლამს არ აქვს, ან უმნიშვნელო გავლენა აქვს ავტომანქანის მართვასა და მექანიზმების გამოყენების უნარზე.

  • 8 არასასურველი მოვლენები

უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

მცირეწლოვან ასაკში დაწყებული სკა-ს მქონე პაციენტებში რისდიპლამის კლინიკურ კვლევებში გამოვლენილი ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები იყო: ცხელება (54.8%), გამონაყარი (29.0%) და დიარეა (19.4%).

მოგვიანებით დაწყებული სკა-ს მქონე პაციენტებში რისდიპლამის კლინიკურ კვლევებში გამოვლენილი ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები იყო ცხელება (21.7%), თავის ტკივილი (20.0%), დიარეა (16.7%) და გამონაყარი (16.7%)

ზემოთ ჩამოთვლილი გვერდით მოვლენები არ უკავშირდებოდა რაიმე განსაზღვრულ კლინიკურ თავისებურებას ან დროს, და ძირითად შემთხვევებში მიმდინარე მკურნალობის მიუხედავად უკუგანვითარდა მცირეწლოვან ასაკში დაწყებული და მოგვიანებით დაწყებული სკა-ს მქონე პაციენტებში.

გვერდითი მოვლენების სია ცხრილის სახით

შესაბამისი სიხშირის კატეგორია წამლის თითოეული გვერდითი მოვლენისთვის დამყარებულია შემდეგ პირობაზე: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 - <1/10), ნაკლებად ხშირი (≥1/1,000 - <1/100), იშვიათი (≥1/10,000 - <1/1,000), ძალიან იშვიათი (<1/10,000), უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია). კლინიკური კვლევებიდან მიღებული პრეპარატის გვერდით მოვლენები (ცხრილი 1) ჩამოთვლილია ნორმატიულ-სამართლებრივი საქმიანობის სამედიცინო ლექსიკონის (MedDRA) სისტემის ორგანოთა კლასის მიხედვით.

ცხრილი 1. პრეპარატის გვერდითი მოვლენები, რომლებიც ვითარდება მცირეწლოვან ასაკში დაწყებული და მოგვიანებით დაწყებული სკა-ს მქონე პაციენტებში რისდიპლამის კლინიკური კვლევებისა და პოსტმარკეტინგული გამოცდილების საფუძველზე

სისტემის ორგანოთა კლასი

მცირეწლოვან ასაკში დაწყებული სკა

(ტიპი 1)

მოგვიანებით დაწყებული სკა

(ტიპი 2 და 3)

ინფექციები და ინვაზიები

საშარდე გზების ინფექცია (ცისტიტის ჩათვლით)

ხშირი

ხშირი

ნერვული სისტემის დარღვევები

თავის ტკივილი

არ გამოიყენება

ძალიან ხშირი

გასტრო-ინტესტინური დარღვევები

დიარეა

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

გულისრევა

არ შეესაბამება

ხშირი

პირის ღრუს წყლულები და აფთოზური წყლულები

ხშირი

ხშირი

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

გამონაყარი*

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

კანის ვასკულიტი**

უცნობია

დარღვევები ძვალკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

ართრალგია

არ შეესაბამება

ხშირი

ზოგადი დარღვევები და გართულებები პრეპარატის შეყვანის ადგილზე

პირექსია (ჰიპეპირექსიის ჩათვლით)

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

  • მოიცავს დერმატიტს, აკნეს ფორმის დერმატიტს, ალერგიულ დერმატიტს, ერითემას, ფოლიკულიტს, გამონაყარს, ერითემულ გამონაყარს, მაკულო-პაპულურ გამონაყარს, პაპულურ გამონაყარს
  • *პოსტ-მარკეტინგულ პერიოდში მოხსენებული იყო კანის ვასკულიტი. სიმპტომები ალაგდა რისდიპლამის სამუდამოდ მოხსნის შემდეგ. არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია.

უსაფრთხოების პროფილი პრესიმპტომურ პაციენტებში

RAINBOWFISH-ის პირველადი ანალიზის საფუძველზე, ევრისდის უსაფრთხოების პროფილი პრესიმპტომურ პაციენტებში შეესაბამება ინფანტილურ ასაკში და მოგვიანებით დაწყებული ზურგის კუნთოვანი ატროფიის (SMA) მქონე პაციენტების უსაფრთხოების პროფილს. RAINBOWFISH-ის კვლევაში ჩართული იყო 26 პაციენტი, რომელსაც ჰქონდა პრესიმპტომური ზურგის კუნთოვანი ატროფია (SMA); პირველი დოზის მიღების დროს მათი ასაკობრივი დიაპაზონი იყოს 16-დან 41 დღემდე (წონის დიაპაზონი: 3.1 კგ-დან 5.7 კგ-მდე). ზემოქმედების მედიანური ხანგრძლიობა იყო 20.4 თვე (დიაპაზონი: 10.6 - 41.9 თვე). პოსტმარკეტინგული მონაცემების რაოდენობა <20 დღის ასაკის ახალშობილებისთვის შეზღუდულია.

იმ პაციენტების უსაფრთხოების პროფილი, რომელთაც წარსულში მკურნალობა ჩაუტარდათ სკა-ს მოდიფიკაციის სხვა მედიკამენტებით

რისდიპლამის უსაფრთხოების პროფილი ზურგის კუნთოვანი ატროფიის (SMA) მკურნალობის გამოცდილების მქონე პაციენტებში (მათ შორის, ისინი, ვინც ადრე იღებდნენ ნუსინერსენს ან ონასემნოგენ აბეპარვოვეკს) შეესაბამება FIREFISH-ის, SUNFISH-ის და RAINBOWFISH-ის კლინიკურ კვლევებში რისდიპლამით მკურნალობის გამოცდილების არმქონე პაციენტებში ზურგის კუნთოვანი ატროფიის (SMA) უსაფრთხოების პროფილს (იხ. ნაწილი 5.1).

საეჭვო გვერდითი მოვლენების მოხსენება

სამკურნალო საშუალების ავტორიზაციის შემდეგ მნიშვნელოვანია საეჭვო გვერდითი მოვლენების მოხსენება. მისი საშუალებით შესაძლებელია სამკურნალო საშუალების სარგებლიანობისა და რისკის წონასწორობის უწყვეტი მონიტორინგი. ჯანდაცვის პროფესიონალებს მოეთხოვებათ მოახსენონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი მოვლენა მოხსენების ეროვნული სისტემის საშუალებით.

  • 9 დოზის გადაჭარბება

რისდიპლამის გადაჭარბებული დოზით მიღების საწინააღმდეგო ანტიდოტი ცნობილი არ არის. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა პაციენტზე მკაცრი ზედამხედველობა და სიმპტომური მკურნალობის დაწყება.

  • ფარმაკოლოგიური თავისებურებები
  • 1 ფარმაკოდინამიკური თავისებურებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სხვა პრეპარატები ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის მხრივ დარღვევების სამკურნალოდ

ანატომიურ-თერაპიულ-ქიმიური (ATC) კოდი: M09AX10

მოქმედების მექანიზმი

რისდიპლამი არის მოტონეირონი 2-ის (SMN2) გადარჩენის პრე-რნმ სფლაისინგის მოდიფიკატორი, მოწოდებული სკა-ს სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია SMN1 გენის მუტაციით ქრომოსომაში 5q, რაც იწვევს სკა-ს ცილის დეფიციტს. მოტონეირონების გადარჩენის (SMN) ფუნქციური ცილის დეფიციტი პირდაპირ უკავშირდება სკა-ს პათოფიზიოლოგიას, რომელიც გულისხმობს მოტონეირონების პროგრესულ კარგვას და კუნთების სისუსტეს. რისდიპლამი აკორექტირებს SMN2-ის სფლაისინგს, რათა წონასწორობა ირნმ-ს ტრანსკრიპტში ეგზონ-7-ის გამორიცხვიდან ეგზონ-7-ის ჩართვაზე გადაიტანოს, რაც იწვევს მოტონეირონების გადარჩენის (SMN) ფუნქციური და სტაბილური ცილის პროდუქციის ზრდას. ამგვარად, რისდიპლამი მკურნალობს სკა-ს მოტონეირონების გადარჩენის (SMN) ფუნქციური ცილის დონის მომატებით და ამ დონის შენარჩუნებით.

ფარმაკოდინამიკური გავლენები

კვლევებში FIREFISH (პაციენტების ასაკი ჩართვისას - 27 თვე), SUNFISH (პაციენტების ასაკი ჩართვისას - 225 წელი) და JEWELFISH (პაციენტების ასაკი ჩართვისას - 160 წელი) მცირეწლოვან ასაკში დაწყებულ სკა-ს და მოგვიანებით დაწყებულ სკა-ს შემთხვევაში, რისდიპლამი იწვევდა სისხლში SMN-ცილის რაოდენობის ზრდას 2-ჯერადზე უფრო მეტი მედიანური ცვლილებით კვლევის საწყის ეტაპთან შედარებით, მკურნალობის დაწყებიდან 4 კვირის განმალობაში სკა-ს ყველა გამოკვლეული ტიპისთვის. ეს ზრდა იყო სტაბილური მთელი მკურნალობის პერიოდის განმავლობაში (რაც მინიმუმ 24 თვეს შეადგენდა).

გულის ელექტროფიზიოლოგია

კვლევაში რისდიპლამის გავლენა QTc ინტერვალზე შეფასდა 47 ზრდასრულ ჯანმრთელ სუბიექტში. თერაპიული დოზის ზემოქმედებისას რისდიპლამმა QTc ინტერვალის გახანგრძლივება არ გამოიწვია.

კლინიკური ეფექტიანობა და უსაფრთხოება

რისდიპლამის ეფექტიანობა სკა-ს მქონე პაციენტების მკურნალობისას მცირეწლოვან ასაკში დაწყებული სკა-ს (სკა, ტიპი 1) და მოგვიანებით დაწყებული სკა-ს (სკა, ტიპი 2 და 3) შემთხვევაში შეფასდა 2 ბაზისური კლინიკური კვლევით - FIREFISH და SUNFISH. რისდიპლამის ეფექტიანობის მონაცემები პრე-სიმპტომური სკა-ს მქონე პაციენტებში შეფასდა კლინიკურ კვლევაში RAINBOWFISH. პაციენტები მე-4 ტიპის სკა-ს კლინიკური დიაგნოზით კლინიკურ კვლევებში შესწავლილი არ ყოფილა.

მცირეწლოვან ასაკში დაწყებული სკა

კვლევა BP39056 (FIREFISH) არის ღიაეტიკეტიანი, 2ნაწილიანი კვლევა რისდიპლამის ეფექტიანობის, უსაფრთხოების, ფარმაკოკინეტიკის და ფარმაკოდინამიკის გამოსაკვლევად ტიპი 1 სკა-ს მქონე სიმპტომურ პაციენტებში (ყველა პაციენტს ჰქონდა გენეტიკურად დადასტურებული დაავადება SMN2 გენის 2 ასლით). კვლევის FIREFISH ნაწილი 1 შემუშავდა, როგორც კვლევის დოზისდამდგენი ნაწილი. კვლევის FIREFISH კონფირმატორულ ნაწილში 2 შეფასდა რისდიპლამის ეფექტიანობა. კვლევის 1-ლ ნაწილში მონაწილე პაციენტები კვლევის მე-2 ნაწილში არ მონაწილეობდნენ.

ეფექტიანობის ძირითადი საბოლოო წერტილი იყო დაუხმარებლად ჯდომის უნარი მინიმუმ 5 წამის განმავლობაში, რაც გაზომილი იქნა ბეილის ჩვილების და ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების სკალების (მესამე რედაქცია - BSIDIII) მსხვილი მოტორიკის სკალის 22-ე პუნქტით, 12-თვიანი მკურნალობის შემდეგ.

FIREFISH, ნაწილი 2

კვლევის FIREFISH მე-2 ნაწილში ჩართული იყო 1-ლი ტიპის სკა-ს მქონე 41 პაციენტი. 1-ლი ტიპის სკა-ს კლინიკური ნიშნების და სიმპტომების დაწყების მედიანური ასაკი იყო 1.5 თვე (დიაპაზონი: 1.03.0 თვე), 54% პაციენტი იყო მდედრობითი სქესის, 54% - კავკასიური რასის და 34% - აზიური რასის. მედიანური ასაკი კვლევაში ჩართვისას იყო 5.3 თვე (დიაპაზონი: 2.26.9 თვე), ხოლო მედიანური დრო სიმპტომების დაწყებასა და პირველ დოზას შორის იყო 3.4 თვე (დიაპაზონი: 1.06.0 თვე). კვლევის საწყის ეტაპზე ფილადელფიის ბავშვთა საავადმყოფოს ჩვილებში ნერვ-კუნთოვანი დარღვევების ტესტის (CHOPINTEND) მედიანური მაჩვენებელი იყო 22.0 ქულა (დიაპაზონი: 8.037.0), ხოლო ჰამერსმიტის ჩვილების ნევროლოგიური გასინჯვის (HINE2) მოდული 2-ის მედიანური მაჩვენებელი იყო 1.0 (დიაპაზონი: 0.05.0).

პირველადი საბოლოო წერტილი იყო მინიმუმ 5 წამის განმავლობაში საყრდენის გარეშე ჯდომის უნარის მქონე პაციენტების წილი მკურნალობიდან 12 თვის შემდეგ (ბეილის ჩვილების და ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების სკალების (BSIDIII) მსხვილი მოტორიკის სკალა, პუნქტი 22). ეფექტიანობის ძირითადი საბოლოო წერტილები რისდიპლამით ნამკურნალევ პაციენტებში ნაჩვენებია ცხრილში 2.

ცხრილი 2. ეფექტიანობის ძირითადი შედეგების შეჯამება მე-12 თვეზე და 24-ე თვეზე (FIREFISH ნაწილი 2)

ეფექტიანობის საბოლოო წერტილები

პაციენტების წილი

N=41 (90% CI)

თვე 12

თვე 24

მოტორული ფუნქცია და განვითარების ეტაპები

ბეილის ჩვილების და ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების სკალები (BSID)III: ჯდომა საყრდენის გარეშე მინიმუმ 5 წამის განმავლობაში

  • 3%

(17.8%, 43.1%)

p <0.0001a

  • 0%

(46.9%, 73.8%)

CHOPINTEND: 40 ქულა ან მეტი

  • 1%

(42.1%, 69.4%)

  • 6%

(62.2%, 86.1%)

CHOPINTEND: ≥4 ქულით ზრდა კვლევის საწყისი ეტაპთან შედარებით

  • 2%

(79.1%, 96.6%)

  • 2%

(79.1%, 96.6%)

HINE2: მოტორული განვითარების ეტაპებზე მორეაგირე პაციენტებიb

  • 0%

(64.8%, 88.0%)

  • 4%

(73.2%, 93.4%)

HINE2: ჯდომა საყრდენის გარეშეc

  • 4%

(13.9%, 37.9%)

  • 7%

(39.8%, 67.1%)

გადარჩენა და გადარჩენა მოვლენების გარეშე

გადარჩენა მოვლენების გარეშეd

  • 4%

(73.4%, 92.2%)

  • 9%

(70.5%, 90.4%)

ცოცხალი

  • 7%

(82.2%, 97.1%)

  • 7%

(82.2%, 97.1%)

კვება

საკვების პერორალურად მიღების უნარიe

  • 9%

(70.3%, 91.7%)

  • 4%

(73.2%, 93.4%)

აბრევიატურები: CHOPINTENDფილადელფიის ბავშვთა საავადმყოფოს ჩვილების ნერვ-კუნთოვანი დარღვევების ტესტი; HINE2ჰამერსმიტის ჩვილების ნევროლოგიური გასინჯვის მოდული 2

a pმნიშვნელობა ემყარება ცალმხრივ ზუსტ ბინომურ ტესტს. ხდება შედეგის შედარება 5%-იან ზღვართან.

b ჰამერსმიტის ჩვილების ნევროლოგიური გასინჯვის (HINE)2 მიხედვით: დარტყმის მაჩვენებლის ≥2 ქულიანი ზრდა [ან მაქსიმალური მაჩვენებელი], ან მოტორული განვითარების ეტაპების ≥1 ქულიანი ზრდა შემდეგი მოძრაობებისთვის: თავის კონტროლი, გადაბრუნება, ჯდომა, ცოცვა, დგომა ან სიარული; და ამ ანალიზისთვის მოტორული განვითარების ეტაპების უფრო მეტი კატეგორიების გაუმჯობესება, ვიდრე გაუარესება განისაზღვრა, როგორც მკურნალობაზე რეაგირება.

c ჯდომა საყრდენის გარეშე მოიცავს პაციენტებს, რომლებმაც მიაღწიეს „სტაბილურ ჯდომას“ (24%, 10/41) და „ბრუნვებს“ (როტაციას)” (29%, 12/41), რაც შეფასდა ჰამერსმიტის ჩვილების ნევროლოგიური გასინჯვით (HINE)2 24-ე თვეზე.

d მოვლენა შეესაბამება პერმანენტული ვენტილაციის საბოლოო წერტილს, განსაზღვრულს, როგორც ტრაქეოსტომია, ან დღეში ≥16 საათი არაინვაზიური ვენტილაცია, ან ინტუბაცია 21-ზე მეტი თანმიმდევრული დღის განმავლობაში მწვავე შექცევადი მოვლენის არარსებობისას, ან ამ მოვლენის ალაგების შემდეგ. კვლევაში ჩართვიდან პირველი 3 თვის განმავლობაში სამი პაციენტი მოკვდა, ხოლო 4 პაციენტი შეესაბამებოდა პერმანენტული ვენტილაციის საბოლოო წერტილს 24-ე თვის დადგომამდე. ამ 4-მა პაციენტმა მიაღწია მინიმუმ 4-ქულიან ზრდას ფილადელფიის ბავშვთა საავადმყოფოს ჩვილებში ნერვ-კუნთოვანი დარღვევების ტესტის (CHOPINTEND) მაჩვენებელში კვლევის საწყის ეტაპთან შედარებით.

e მოიცავს პაციენტებს, რომლებსაც კვებავდნენ მხოლოდ პერორალურად (სულ 29 პაციენტი) და მათ, ვისაც კვებავდნენ პერორალურად საკვებ ზონდთან კომბინაციაში (სულ 6 პაციენტი) 24-ე თვეზე.

24-ე თვეზე პაციენტების 44%-ს შეეძლო ჯდომა საყრდენის გარეშე 20 წამის განმავლობაში (ბეილის ჩვილების და ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების სკალები (BSID)III, პუნქტი 26). პაციენტები აგრძელებდნენ მოტორული განვითარების დამატებითი შედეგების მიღწევას, რაც იზომებოდა ჰამერსმიტის ჩვილების ნევროლოგიური გასინჯვით (HINE)2: 80.5%-ს ჰქონდა გადაბრუნების უნარი, ხოლო პაციენტების 27%-მა მიაღწია დგომის მაჩვენებელს (12% იკავებდა წონას, ხოლო 15% იდგა საყრდენის დახმარებით).

არანამკურნალევი პაციენტები მცირეწლოვან ასაკში დაწყებული სკა-თი ვერასოდეს შეძლებდნენ საყრდენის გარეშე დაჯდომას და მხოლოდ 25%-ის შემთხვევაში იქნებოდა მათი პერმანენტული ვენტილაციის გარეშე გადარჩენის მოლოდინი 14 თვის ასაკის შემდეგ.

სურათი 1. კაპლანმეიერის მოვლენების გარეშე გადარჩენის დიაგრამა (FIREFISH ნაწილი 1 და ნაწილი 2)

  • 6731082550

+ ცენზურირებული: ორი პაციენტი იყო ცენზურირებული ნაწილში 2, რადგან პაციენტები ადრე მივიდნენ 24-ე თვის ვიზიტზე; ერთი პაციენტი იყო ცენზურირებული ნაწილში 1 მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ და ის მოკვდა 3.5 თვის შემდეგ.

სურათი 2. საშუალო ცვლილება კვლევის საწყისი ეტაპიდან ტესტის CHOPINTEND ჯამურ მაჩვენებელში (FIREFISH ნაწილი 2)

FIREFISH, ნაწილი 1

რისდიპლამის ეფექტიანობას 1-ლი ტიპის სკა-ს მქონე პაციენტებში ადასტურებს ასევე კვლევის FIREFISH ნაწილი 1-ის შედეგები. 1-ლ ნაწილში მონაწილე 21 პაციენტის კვლევის საწყისი ეტაპის მახასიათებლები შეესაბამებოდა 1-ლი ტიპის სკა-ს მქონე სიმპტომურ პაციენტებს. მედიანური ასაკი კვლევაში ჩართვისას იყო 6.7 თვე (დიაპაზონი: 3.3-6.9 თვე), ხოლო მედიანური დრო სიმპტომების დაწყებას და პირველ დოზას შორის - 4.0 თვე (დიაპაზონი: 2.0-5.8 თვე).

რისდიპლამის თერაპიული დოზა სულ 17-მა პაციენტმა მიიღო (დოზა შერჩეულია ნაწილი 2-სთვის). 12-თვიანი მკურნალობის შემდეგ ამ პაციენტების 41%-ს (7/17) ჰქონდა დამოუკიდებლად ჯდომის უნარი მინიმუმ 5 წამის განმავლობაში (BSIDIII, პუნქტი 22). 24-თვიანი მკურნალობის შემდეგ თერაპიული დოზით მკურნალობაზე მყოფმა კიდევ სამმა პაციენტმა შეძლო დამოუკიდებლად დაჯდომა მინიმუმ 5 წამის განმავლობაში, ანუ მოტორული განვითარების ამ ეტაპს სულ 10-მა პაციენტმა (59%) მიაღწია.

12-თვიანი მკურნალობის შემდეგ პაციენტების 90% (19/21) იყო ცოცხალი და მოვლენების გარეშე (პერმანენტული ვენტილაციის გარეშე), და მათ მიაღწიეს 15 თვის ან მეტ ასაკს. მინიმუმ 33-თვიანი მკურნალობის შემდეგ პაციენტების 81% (17/21) იყო ცოცხალი და მოვლენების გარეშე, და მათ მიაღწიეს 37 თვის ან მეტ ასაკს (მედიანური მაჩვენებელი - 41 თვე; დიაპაზონი: 37 - 53 თავე), იხ. სურ. 1. მკურნალობის განმავლობაში მოკვდა სამი პაციენტი, ხოლო ერთი პაციენტი მოკვდა მკურნალობის შეწყვეტიდან 3.5 თვის შემდეგ.

მოგვიანებით დაწყებული სკა

კვლევა BP39055 (SUNFISH) არის 2-ნაწილიანი მულტიცენტრული კვლევა, რომელიც შეისწავლის რისდიპლამის ეფექტიანობას, უსაფრთხოებას, ფარმაკოკინეტიკას და ფარმაკოდინამიკას სკა-ს მე-2 და მე-3 ტიპით დაავადებულ 225 წლის ასაკის პაციენტებში. ნაწილი 1 იყო კვლევითი, დოზის დამდგენი მონაკვეთი, ხოლო ნაწილი 2 იყო რანდომიზებული, ორმაგადბრმა, პლაცებოთი კონტროლირებული კონფირმატორული მონაკვეთი. კვლევის 1-ლ ნაწილში მონაწილე პაციენტები კვლევის მე-2 ნაწილში არ მონაწილეობდნენ.

პირველადი საბოლოო წერტილი იყო ცვლილება კვლევის საწყისი ეტაპის მაჩვენებელთან შედარებით მე-12 თვეზე მოტორული ფუნქციების გაზომვის 32-პუნქტიანი ინსტრუმენტით (MFM32). MFM32-ს აქვს უნარი შეაფასოს მოტორული ფუნქციების ფართო სპექტრი სკა-თი დაავადებული პაციენტების დიდ დიაპაზონში. ჯამური MFM32 მაჩვენებელი გამოიხატება, როგორც მაქსიმალური შესაძლო მაჩვენებლის პროცენტი (დიაპაზონი: 0100), სადაც უფრო მაღალი პროცენტი უკეთეს მოტორულ ფუნქციაზე მიუთითებს.

SUNFISH ნაწილი 2

SUNFISH ნაწილი 2 არის SUNFISH კვლევის რანდომიზებული, ორმაგადბრმა, პლაცებოთი-კონტროლირებული მონაკვეთი 180 პაციენტში, რომელთაც არ შეუძლიათ სიარული; კვლევაში ჩართული იყვნენ მე-2 ტიპის (71%) ან მე-3 ტიპის (29%) სკა-თი დაავადებული პაციენტები. ისინი რანდომიზებულები იყვნენ 2:1 პროპორციით რისდიპლამის თერაპიული დოზის (იხ. ქვეთავი 4.2) ან პლაცებოს მისაღებად. რანდომიზაცია სტრატიფიცირებული იყო ასაკობრივი ჯგუფების მიხედით (2 - 5, 6 - 11, 12 - 17, 18 - 25 წლის ასაკი).

პაციენტების მედიანური ასაკი მკურნალობის დაწყებისას იყო 9.0 წელი (დიაპაზონი 225 წელი ), ხოლო მედიანური დრო სკა-ს პირველი სიმპტომების დაწყებიდან პირველ მკურნალობამდე - 102.6 (1275) თვე. მთლიანობაში, კვლევაში ჩართვის დროს პაციენტების 30% იყო 2 - 5 წლის, 32% იყო 6 - 11 წლის, 26% ოყო 1217 წლის, ხოლო 12% იყო 18 - 25 წლის ასაკის. კვლევაში ჩართული 180 პაციენტიდან 51% იყო მდედრობითი სქესის, 67% - კავკასიური რასის, ხოლო 19% - აზიური რასის. კვლევის საწყის ეტაპზე პაციენტების 67%-ს ჰქონდა სქოლიოზი (პაციენტების 32%-ს ჰქონდა მძიმე ფორმის სქოლიოზი). პაციენტების კვლევის საწყისი ეტაპის საშუალო MFM32 მაჩვენებელი იყო 46.1, ხოლო შესწორებული ზედა კიდური მოდულის (RULM) მაჩვენებელი - 20.1. კვლევის საწყისი ეტაპის დემოგრაფიული მონაცემები რისდიპლამის და პლაცებოს ჯგუფებს შორის იყო დაბალანსებული, სკოლიოზის გამოკლებით (პაციენტების 63% რისდიპლამის ჯგუფში და პაციენტების 73% პლაცებოს საკონტროლო ჯგუფში).

SUNFISH ნაწილი 2-ის პირველადი ანალიზით კვლევის საწყისი ეტაპიდან MFM32-ის ჯამური მაჩვენებლის ცვლილებამ მე-12 თვეზე აჩვენა კლინიკურად საგულისხმო და სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება რისდიპლამით და პლაცებოთი ნამკურნალევ პაციენტებს შორის. პირველადი ანალიზის და ძირითადი მეორადი საბოლოო წერტილების შედეგები ნაჩვენებია ცხრილში 3, სურათზე 3 და სურათზე 4.

ცხრილი 3. ეფექტიანობა შეჯამებული სახით პაციენტებში მოგვიანებით დაწყებული სკა-თი მკურნალობის მე-12 თვეზე (SUNFISH ნაწილი 2)

საბოლოო წერტილი

რისდიპლამი

(N = 120)

პლაცებო

(N = 60)

პირველადი საბოლოო წერტილი:

MFM32-ის ჯამური მაჩვენებელის1 ცვლილება კვლევის საწყისი ეტაპიდან მე-12 თვეზე

საშუალო უმცირეს კვადრატთა მეთოდი (LS mean) - (95%, CI)

  • 36

(0.61, 2.11)

  • 0.19

(-1.22, 0.84)

განსხვავება პლაცებოსგან

შეფასება (95% CI)

pმნიშვნელობა2

  • 55

(0.30, 2.81)

  • 0156

მეორადი საბოლოო წერტილები:

პაციენტების წილი, რომელთა კვლევის საწყისი ეტაპის MFM32 ჯამური მაჩვენებელი1 შეიცვალა 3 ან მეტი ქულით მე-12 თვეზე (95% CI)1

  • 3%

(28.9, 47.6)

  • 7%

(12.0, 35.4)

შანსების შეფარდება მთლიანი პასუხისთვის (95% CI)

კორექტირებული (არაკორექტირებული) p-მნიშვნელობა3,4

  • 35 (1.01, 5.44)
  • 0469 (0.0469)

შესწორებული ზედა კიდური მოდულის (RULM) ჯამური მაჩვენებელის1 ცვლილება კვლევის საწყისი ეტაპიდან მე-12 თვეზე

საშუალო უმცირეს კვადრატთა მეთოდი (LS mean) - (95%, CI)

  • 61

(1.00, 2.22)

  • 02

(-0.83, 0.87)

განსხვავება პლაცებოს შეფასებიდან (95% CI)

კორექტირებული (არაკორექტირებული) p-მნიშვნელობა2,4

  • 59 (0.55, 2.62)
  • 0469 (0.0028)

LSუმცირეს კვადრატთა მეთოდი

  • გამოტოვებულ მონაცემთა წესის საფუძველზე MFM32-სთვის, ანალიზიდან გამოირიცხა 6 პაციენტი (რისდიპლამი n=115; პლაცებო-კონტროლი n=59).
  • მონაცემები გაანალიზდა განმეორებითი გაზომვების შერეული მოდელის გამოყენებით შემდეგი პარამეტრების გათვალისწინებით: საწყისი ჯამური მაჩვენებელი, მკურნალობა, ვიზიტი, ასაკობრივი ჯგუფი, მკურნალობა ვიზიტების მიხედვით და საწყისი მაჩვენებლები ვიზიტების მიხედვით.
  • მონაცემები გაანალიზდა ლოგისტიკური რეგრესიის მეთოდით შემდეგი პარამეტრების გათვალისწინებით: საწყისი ჯამური მაჩვენებელი, მკურნალობა და ასაკობრივი ჯგუფი.
  • კორექტირებული pმნიშვნელობა მიღებული იქნა საბოლოო წერტილებისთვის, რომლებიც შეტანილი იყო მრავალდონიან ტესტირებაში და მიღებული იყო საბოლოო წერტილების ყველა p-მაჩვენებლის საფუძველზე დონის რიგითობის მიხედვით მიმდინარე საბოლო წერტილამდე
  • გამოტოვებული მონაცემების წესის საფუძველზე შესწორებული ზედა კიდურის მოდულისთვის (RULM), ანალიზიდან გამორიცხა 3 პაციენტი (რისდიპლამი n=119; პლაცებო-კონტროლი n=58).

12-თვიანი მკურნალობის დამთავრების შემდეგ რისდიპლამის მიღება გააგრძელა 117-მა პაციენტმა. 24 თვის ანალიზის დროს ამ პაციენტებში, რომელთაც რისდიპლამით მკურნალობა ჩაუტარდათ 24 თვის განმავლობაში, მთლიანობაში შენარჩუნებული იყო მოტორული ფუნქციების გაუმჯობესება მე-12 თვესა და 24 თვეს შორის პერიოდში. საშუალო ცვლილება საწყისი მაჩვენებლიდან MFM32-ისთვის იყო 1.83 (95% CI: 0.74, 2.92), ხოლო RULM-ისთვის - 2.79 (95% CI: 1.94, 3.64).

სურათი 3. MFM32-ის ჯამური მაჩვენებლის საშუალო ცვლილება საწყის ეტაპთან შედარებით 12 თვის განმავლობაში კვლევაში SUNFISH, ნაწილი 21

1უმცირეს კვადრატთა მეთოდით (LS) საშუალო განსხვავება ცვლილებისთვის MFM32 მაჩვენებელში [95% CI] საწყის ეტაპთან შედარებით

სურათი 4. საშუალო ცვლილება კვლევის საწყისი ეტაპიდან შესწორებული ზედა კიდური მოდულის (RULM) ჯამურ მაჩვენებელში 12 თვის განმავლობაში კვლევაში SUNFISH, ნაწილი 21

1უმცირეს კვადრატთა მეთოდით (LS) საშუალო განსხვავება ცვლილებისთვის RULM მაჩვენებელში [95% CI] საწყის ეტაპთან შედარებით

SUNFISH, ნაწილი 1

ეფექტიანობა მოგვიანებით დაწყებული სკა-ს მქონე პაციენტებში ასევე დაადასტურა კვლევის SUNFISH 1-ლი ნაწილის, ანუ დოზის დამდგენი ნაწილის შედეგებმა. კვლევის 1-ლ ნაწილში ჩართული იყო 2-დან 25 წლამდე ასაკის 51 პაციენტი ტიპი 2 და 3 სკა-თი (მათ შორის - 7 ამბულატორიული პაციენტი). 1-წლიანი მკურნალობის შემდეგ აღინიშნა მოტორული ფუნქციის კლინიკურად საგულისხმო გაუმჯობესება, რაც გაზომილი იქნა მოტორული ფუნქციების გაზომვის 32-პუნქტიანი ინსტრუმენტით (MFM32), სადაც საშუალო ცვლილება საწყისი მაჩვენებლიდან იყო 2.7 ქულა (95% CI: 1.5, 3.8). MFM32-ის გაუმჯობესება შენარჩუნდა 2 წლამდე ვადით მკურნალობის პირობებში (საშუალო ცვლილებ 2.7 ქულა [95% CI: 1.2, 4.2]).

გამოყენება პაციენტებში, ვისაც წარსულში ჩაუტარდა მკურნალობა სკა-ს მოდიფიკაციის სხვა თერაპიული რეჟიმებით (JEWELFISH)

კვლევა BP39054 (JEWELFISH, n = 174) არის ერთ ჯგუფში ჩატარებული, ღია კვლევა რისდიპლამის უსაფრთხოების, ასატანობის, ფარმაკოკინეტიკის და ფარმაკოდინამიკის შესასწავლად პაციენტებში მცირეწლოვან ასაკში დაწყებული და მოგვიანებით დაწყებული სკა-თი (მედიანური ასაკი 14 წელი [დიაპაზონი 160 წელი]), ვისაც წარსულში ჩატარებული ჰქონდა მკურნალობა სხვა დამტკიცებული (ნუსინერსენი n = 76, ონასემნოგენ აბეპარვოვეკი n = 14) ან სკა-ს მოდიფიკაციის საკვლევი თერაპიული რეჟიმებით. კვლევის საწყის ეტაპზე 260 წლამდე ასაკის 168 პაციენტიდან 83%-ს ჰქონდა სქოლიოზი, ხოლო პაციენტების 63%-ს ჰამერსმიტის საავადმყოფოს მოტორული ფუნქციების შეფასების გაფართოებული სკალის (HFMSE) მაჩვენებლით - < 10 ქულა.

24-თვიანი მკურნალობის ანალიზით 260 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებში აღინიშნა მოტორული ფუნქციების ზოგადი სტაბილიზაცია MFM-32-ის და RULM-ის მიხედვით (შესაბამისად, n = 137 და n = 133). 2 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტებმა (n = 6) შეინარჩუნეს ან მიაღწიეს მოტორული განვითარების ეტაპებს, როგორიცაა თავის კონტროლი, გადაბრუნება და დამოუკიდებლად ჯდომა. ყველა ამბულატორიულმა პაციენტმა (546 წლის ასაკის, n = 15) შეინარჩუნა სიარულის უნარი.

პრესიმპტომური სკა (RAINBOWFISH)

კვლევა BN40703 (RAINBOWFISH) არის ღიაეტიკეტიანი, ერთ ჯგუფში ჩატარებული, მულტიცენტრული კლინიკური კვლევა რისდიპლამის ეფექტიანობის, უსაფრთხოების, ფარმაკოკინეტიკის და ფარმაკოდინამიკის შესასწავლად ჩვილებში დაბადებიდან 6 კვირის ასაკამდე (პირველი დოზის მიღებისას), რომლებსაც გენეტიკურად დაუდგინდათ სკა-ს დიაგნოზი, მაგრამ დაავადების სიმპტომები ჯერ გამოვლენილი არა აქვთ.

ეფექტიანობა სკა-თი დაავადებულ პრესიმპტომურ პაციენტებში შეფასდა მე-12 თვეზე რისდიპლამით ნამკურნალევ 26 პაციენტში [რანდომიზებული პაციენტების (ITT) პოპულაცია]: რვა პაციენტს, 13 პაციენტს და 5 პაციენტს ჰქონდა, შესაბამისად, SMN2 გენის 2, 3, და ≥4 ასლი. ამ პაციენტების მედიანური ასაკი პირველი დოზის მიღების დროს იყო 25 დღე (დიაპაზონი: 16 - 41 დღე), 62% იყო მდედრობითი სქესის, ხოლო 85% - კავკასიური რასის. კვლევის საწყის ეტაპზე ტესტის CHOPINTEND მედიანური მაჩვენებელი იყო 51.5 (დიაპაზონი: 35.0 - 62.0), ტესტის HINE2 მედიანური მაჩვენებელი - 2.5 (დიაპაზონი: 0 - 6.0), ხოლო იდაყვის ნერვის კუნთის სუმარული მოქმედების პოტენციალის (CMAP) მედიანური ამპლიტუდა იყო 3.6 მილივოლტი (მვ) (დიაპაზონი: 0.5 - 6.7 მვ).

პირველადი ეფექტიანობის პოპულაცია (N=5) მოიცავდა პაციენტებს, რომელთაც ჰქონდათ SMN2 გენის ორი ასლი და კვლევის საწყისი ეტაპის CMAP-ამპლიტუდა 1.5 მვ. ამ პაციენტებში ტესტის CHOPINTEND მედიანური მაჩვენებელი იყო 48.0 (დიაპაზონი: 36.0 - 52.0), ტესტის HINE2 მედიანური მაჩვენებელი - 2.0 (დიაპაზონი: 1.0 - 3.0), ხოლო მედიანური CMAP-ამპლიტუდა იყო 2.6 მილივოლტი (მვ) (დიაპაზონი: 1.6 - 3.8 მვ).

პირველადი საბოლოო წერტილი იყო იმ პაციენტების წილი პირველადი ეფექტიანობის პოპულაციაში, რომელსაც ჰქონდა საყრდენის გარეშე ჯდომის უნარი მინიმუმ 5 წამის განმავლობაში (BSIDIII მსხვილი მოტორიკის სკალა, პუნქტი 22) მე-12 თვეზე; პაციენტების სტატისტიკურად მნიშვნელოვანმა და კლინიკურად საგულისხმო წილმა მიაღწია მოტორული განვითარების ეტაპს წინასწარ განსაზღვრულ 5%-იან ფუნქციონირების მაჩვენებელთან შედარებით.

ეფექტიანობის ძირითადი საბოლოო წერტილები რისდიპლამით ნამკურნალევ პაციენტებში ნაჩვენებია ცხრილში 4 და 5, და სურათზე 5.

ცხრილი 4. ჯდომის უნარი, განსაზღვრული BSIDIII-ის 22-ე პუნქტით პრესიმპტომური პაციენტებისთვის მე-12 თვეზე

ეფექტიანობის საბოლოო წერტილი

პოპულაცია

პირველადი ეფექტიანობა (N=5)

პაციენტები SMN2 გენის 2 ასლითa (N=8)

ყველა რანდომიზებული პაციენტი

(N=26)

პაციენტების წილი, რომელთაც ჰქონდათ საყრდენის გარეშე ჯდომის უნარი მინიმუმ 5 წამის განმავლობაში (BSID-III, პუნქტი 22); (90% CI)

80%

(34.3%, 99.0%) p < 0.0001b

  • 5%

(52.9%, 99.4%)

  • 2%

(83.0%, 99.8%)

აბრევიატურები: BSIDIII = ბეილის ჩვილების და ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების სკალები – მესამე რედაქცია; CI=ნდობის ინტერვალი; ITT=ყველა რანდომიზებული პაციენტი.

a კვლევის საწყის ეტაპზე პაციენტებს SMN2 გენის 2 ასლით მედიანური CMAP ამპლიტუდა ჰქონდათ 2.0 (დიაპაზონი 0.5 – 3.8).

b p-მნიშვნელობა ემყარება ცალმხრივ ზუსტ ბინომურ ტესტს. ხდება შედეგის შედარება 5%-იან ზღვართან.

გარდა ამისა, პირველადი ეფექტიანობის პოპულაციის 80%-მა (4/5), SMN2 გენის 2 ასლის მქონე პაციენტების 87.5%-მა (7/8) და ITT პოპულაციის პაციენტთა 80.8%-მა (21/26) შეძლო ჯდომა საყრდენის გარეშე 30 წამის განმავლობაში (BSID-III, პუნქტი 26).

ITT პოპულაციის პაციენტებმა ასევე მიაღწიეს მოტორული განვითარების ეტაპს, რაც გაზომილი იქნა ტესტით HINE-2 მე-12 თვეზე 12 (N=25). ამ პოპულაციაში პაციენტების 96.0%-მა, რომელთაც შეეძლოთ ჯდომა [1 პაციენტი (1/8 პაციენტი SMN2 გენის 2 ასლით), მიაღწიეს სტაბილურ ჯდომას, ხოლო 23 პაციენტმა (6/8, 13/13, 4/4 პაციენტი 2, 3, და ≥4 SMN2 ასლით, შესაბამისად) შეძლო ტრიალი/გადაბრუნება]. გარდა ამისა, პაციენტების 84%-ს შეეძლო დგომა; პაციენტების 32%-ს (N=8) შეეძლო დგომა საყრდენის დახმარებით (3/8, 3/13 და 2/4 პაციენტი 2, 3, და ≥4 SMN2 ასლით, შესაბამისად), ხოლო პაციენტების 52%-ს (N=13) შეეძლო დაუხმარებლად დგომა (1/8, 10/13 და 2/4 პაციენტი 2, 3, და ≥4 SMN2 ასლით, შესაბამისად). გარდა ამისა, პაციენტების 72%-ს შეეძლო ჩაბუქნა, დახმარებით სიარული, ან სიარული; პაციენტების 8%-ს (N=2) შეეძლო ჩაბუქნა (2/8 პაციენტი SMN2 გენის 2 ასლით), 16%-ს (N=4) შეეძლო დახმარებით სიარული (3/13 და 1/4 პაციენტი SMN2 გენის 3 და ≥4 ასლით, შესაბამისად) და 48%-ს (N=12) შეეძლო დამოუკიდებლად სიარული (1/8, 9/13 და 2/4 პაციენტი SMN2 გენის 2, 3, და ≥4 ასლით, შესაბამისად). შვიდ პაციენტს მე-12 თვეზე სიარულზე ტესტირება არ გაუვლია.

ცხრილი 5. ეფექტიანობის ძირითადი საბოლოო წერტილების შეჯამება პრესიმპტომური პაციენტებისთვის მე-12 თვეზე

ეფექტიანობის საბოლოო წერტილები

ITT პოპულაცია (N=26)

მოტორული ფუნქცია

პაციენტების წილი, რომელმაც მიაღწია 50 ან მეტ ჯამურ ქულას ტესტში CHOPINTEND (90 CI%)

92%a

(76.9%, 98.6%)

პაციენტების წილი, რომელმაც მიაღწია 60 ან მეტ ჯამურ ქულას ტესტში CHOPINTEND (90 CI%)

80%a

(62.5%, 91.8%)

კვება

პაციენტების წილი, რომელსაც აქვს საკვების პერორალურად მიღების უნარი (90 CI%)

  • 2%b

(83.0%, 99.8%)

ჯანდაცვის რესურსების გამოყენება

პაციენტების წილი, რომელიც არ ყოფილა ჰოსპიტალიზებულიc (90 CI%)

  • 3%

(77.7%, 98.6%)

გადარჩენა მოვლენების გარეშეd

პაციენტების წილი მოვლენების გარეშე გადარჩენით (90 CI%)

100%

(100%, 100%)

აბრევიატურები: CHOPINTENDფილადელფიის ბავშვთა საავადმყოფოს ჩვილებში ნერვ-კუნთოვანი დარღვევების ტესტი; CI=ნდობის ინტერვალი

a საფუძველი N=25

b ერთი პაციენტის შეფასება არ ჩატარებულა.

c ჰოსპიტალიზაცია მოიცავს ყველა მიღებას საავადმყოფოში მინიმუმ ორი დღის ხანგრძლიობით, რომლებიც არ არის აუცილებელი კვლევის მოთხოვნების მიხედვით.

d მოვლენა გულისხმობს სიკვდილს ან პერმანენტულ ვენტილაციას; პერმანენტული ვენტილაცია განისაზღვრება, როგორც ტრაქეოსტომია, ან დღეში ≥16 საათი არაინვაზიური ვენტილაცია, ან ინტუბაცია 21-ზე მეტი თანმიმდევრული დღის განმავლობაში მწვავე შექცევადი მოვლენის არარსებობისას, ან ამ მოვლენის ალაგების შემდეგ.

  • 889062017200სურათი 5. მედიანური ჯამური CHOPINTEND მაჩვენებლები ვიზიტის მიხედვით და გენის SMN2 ასლების რაოდენობა (ყველა რანდომიზებული პაციენტისგან შემდგარი პოპულაცია)

აბრევიატურები: IQR კვარტილთაშორისი დიაპაზონი; SMN2 გადარჩენის მოტონეირონი 2.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თავისებურებები

ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები შეფასდა ჯანმრთელ მოზრდილებსა და სკა-ს მქონე პაციენტებში.

სამკურნალოდ პერორალური ხსნარის მიცემის შემდეგ რისდიპლამის ფარმაკოკინეტიკა იყო დაახლოებით წრფივი 0.6 და 18 მგ-ს შორის. რისდიპლამის ფარმაკოკინეტიკა საუკეთესოდ იქნა აღწერილი პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური მოდელით PK სამ-ტრანზიტულკამერიანი აბსორბციით, ორკამერიანი განაწილებით და პირველი ხარისხის ელიმინაციით. აღმოჩნდა, რომ ფარმაკოკინეტიკაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სხეულის წონა და ასაკი.

სავარაუდო ზემოქმედება (საშუალო AUC0-24h) მცირეწლოვან ასაკში დაწყებული სკა-ს მქონე პაციენტებისთვის (ასაკი 27 თვე კვლევაში ჩართვისას) 0.2 მგ/კგ თერაპიულ დოზაზე დღეში ერთხელ იყო 1930 ნგ.სთ/მლ. სავარაუდო საშუალო ზემოქმედება პრესიმპტომურ ჩვილებში (ასაკი - 16 დღიდან <2 თვემდე) კვლევაში RAINBOWFISH იყო 2020 ნგ.სთ/მლ 0.15 მგ/კგ-ზე დღეში ერთხელ მიღებისას 2 კვირის შემდეგ. სავარაუდო ზემოქმედება მოგვიანებით დაწყებული სკა-ს მქონე პაციენტებში (ასაკი - 225 წელი კვლევაში ჩართვისას) კვლევაში SUNFISH (ნაწილი 2) თერაპიულ დოზაზე (0.25 მგ/კგ დღეში ერთხელ პაციენტებისთვის სხეულის წონით <20 კგ; 5 მგ დღეში ერთხელ პაციენტებისთვის სხეულის წონით ≥20 კგ) იყო 2070 ნგ.სთ/მლ 1-წლიანი მკურნალობის შემდეგ და 1940 ნგ.სთ/მლ 5-წლიანი მკურნალობის შემდეგ. სავარაუდო ზემოქმედება (საშუალო AUC0-24h) სკა-ს მქონე ადრე ნამკურნალევი პაციენტებისთვის (ასაკი 160 წელი კვლევაში ჩართვისას) იყო 1700 ნგ.სთ/მლ 0.25 მგ/კგ ან 5 მგ თერაპიულ დოზაზე. დაკვირვებით მიღებული მაქსიმალური კონცენტრაცია (საშუალო Cmax) იყო 194 ნგ/მლ 0.2 მგ/კგ-ზე კვლევაში FIREFISH, 140 ნგ/მლ კვლევაში SUNFISH ნაწილი 2, 129 ნგ/მლ კვლევაში JEWELFISH, ხოლო სავარაუდო მაქსიმალური კონცენტრაცია 0.15 მგ/კგ-ზე კვლევაში RAINBOWFISH არის 111 ნგ/მლ.

აბსორბცია

რისდიპლამის უსწრაფესი აბსორბცია ხდებოდა უზმოდ, როდესაც პლაზმის tmax იყო დიაპაზონში 2-დან 4.5 საათამდე აპკით დაფარული ტაბლეტის მთლიანად ან წყალში გახსნილის პერორალურად მიღების შემდეგ. რისდიპლამის ზემოქმედება აპკით დაფარული ტაბლეტის მთლიანად ან წყალში გახსნილის პერორალურად მიღების შემდეგ იყო პერორალური ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილის ბიოეკვივალენტური. საკვებს (ცხიმის მაღალი შემცველობის, მაღალკალორიული საუზმე) არ ჰქონდა სათანადო გავლენა რისდიპლამის ზემოქმედებაზე. კლინიკურ კვლევებში რისდიპლამის მიღება ხდებოდა დილის საკვებთან ერთად ან ძუძუთი კვების შემდეგ.

განაწილება

რისდიპლამი თანაბრად ნაწილდება ორგანიზმის ყველა ნაწილში, მათ შორის ცენტრალურ ნერვულ სისტემაში (ცნს) ჰემატო-ენცეფალური ბარიერის გავლით, რითაც იწვევს სკა-ს ცილის რაოდენობის ზრდას ცნს-სა და მთელ ორგანიზმში. პლაზმაში რისდიპლამის და სისხლში სკა-ს ცილის კონცენტრაციები ასახავს პრეპარატის განაწილებას და ფარმაკოდინამიკურ გავლენას ისეთ ქსოვილებში, როგორიცაა თავის ტვინი და კუნთები.

პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების შეფასებები იყო 98 ლ განაწილების ხილული ცენტრალური მოცულობისთვის, 93 ლ პერიფერიული მოცულობისთვის, და 0.68 ლ/სთ კამერათაშორისი კლირენსისთვის.

რისდიპლამი უპირატესად ებმის შრატის ალბუმინს, და საერთოდ არ ებმის ალფა1 მჟავე გლიკოპროტეინს, 11%-იანი თავისუფალი ფრაქციით.

ბიოტრასნფორმაცია

რისდიპლამის მეტაბოლიზმს უპირატესად აწარმოებს FMO1 და FMO3, და ასევე CYPs 1A1, 2J2, 3A4 და 3A7.

200 მგ იტრაკონაზოლის (CYP3A-ს ძლიერი ინჰიბიტორი) დღეში ორჯერ მიღებამ 6 მგ რისდიპლამის ერთ დოზასთან ერთად არ გამოამჟღავნა კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა რისდიპლამის ფარმაკოკინეტიკაზე (ფართობი მრუდის ქვეშ (AUC) გაიზარდა 11-%ით, მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) შემცირდა 9%-ით).

ელიმინაცია

პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზებით გამოვლინდა, რომ რისდიპლამის ხილული კლირენსი (CL/F) შეადგენდა 2.6 ლ/სთ-ს. რისდიპლამის ეფექტური ნახევარდაშლის პერიოდი სკა-თი დაავადებულ პაციენტებში იყო დაახლოებით 50 საათი.

რისდიპლამი არ წარმოადგენს ადამიანის მულტი-წამალრეზისტენტობის ცილა 1-ის (MDR1) სუბსტრატს.

დოზის დაახლოებით 53%-ის გამოყოფა (14% უცვლელი რისდიპლამი) მოსალოდნელი იყო განავალში და 28%-ის - შარდში (8% უცვლელი რისდიპლამი). საწყისი სამკურნალო პრეპარატი იყო პლაზმაში ნანახი ძირითადი კომპონენტი, რომელიც შეადგენდა პრეპარატთან დაკავშირებული მოცირკულირე მასალის 83%-ს. ფარმაკოლოგიურად არააქტიური მეტაბოლიტი M1 განისაზღვრა, როგორც მთავარი მოცირკულირე მეტაბოლიტი.

ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ პოპულაციებში

პედიატრიული პოპულაცია

პოპულაციის ფარმაკოკინეტიკურ ანალიზში სხეულის წონა და ასაკი განისაზღვრა, როგორც კოვარიატები. ამდენად, ამგვარი მოდელის საფუძველზე დოზის კორექცია ხდება ასაკის (2 თვის და 2 წლის ასაკის ქვემოთ და ზემოთ) და სხეულის წონის (20 კგ-მდე) საფუძველზე, რათა მიღებული იქნეს ერთნაირი ზემოქმედება მთელ ასაკობრივ და სხეულის წონის დიაპაზონში. შეზღუდულად არის ხელმისაწვდომი 20 დღეზე ნაკლები ასაკის პაციენტების მონაცემები, რადგან კლინიკურ კვლევებში რისდიპლამი დაბალი დოზით (0.04 მგ/კგ) მიიღო მხოლოდ ერთმა 16დღის ასაკის ახალშობილმა.

ხანდაზმული პოპულაცია

სპეციალური კვლევები ფარმაკოკინეტიკის გამოსაკვლევად სკა-ს მქონე პაციენტებში 60 წლის ასაკს ზემოთ არ ჩატარებულა, კლინიკურ ფარმაკოკინეტიკურ კვლევებში მონაწილეობდნენ 69 წლამდე ასაკის პაციენტები, რომელთაც არ ჰქონდათ სკა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დოზის კორექცია 69 წლის ასაკამდე პაციენტებში საჭირო არ არის.

თირკმლის ფუნქციის მოშლა

პაციენტებში თირკმლის ფუნქციის მოშლით კვლევები რისდიპლამის ფარმაკოკინეტიკის შესასწავლად არ ჩატარებულა. რისდიპლამის მცირე რაოდენობა (8%) გამოიყოფა უცვლელად თირკმლის ექსკრეციის საშუალებით.

ღვიძლის ფუნქციის მოშლა

ღვიძლის ფუნქციის მსუბუქ და ზომიერ მოშლას მნიშვნელოვანი გავლენა რისდიპლამის ფარმაკოკინეტიკაზე არ ჰქონდა. 5 მგ რისდიპლამის ერთი პერორალური დოზის მიღების შემდეგ საშუალო შეფარდებები Cmax-ისა და AUC-ისთვის იყო 0.95 და 0.80 სუბიექტებში ღვიძლის მსუბუქი (n=8), და 1.20 და1.08 - ზომიერი (n=8) დაზიანებით, შესაბამის ჯანმრთელ საკონტროლო პაციენტებთან შედარებით (n=10). უსაფრთხოება და ფარმაკოკინეტიკა პაციენტებში ღვიძლის მძიმე დაზიანებით შესწავლილი არ ყოფილა.

ეთნიკურობა

რისდიპლამის ფარმაკოკინეტიკაში იაპონელ და კავკასიური რასის პაციენტებში განსხვავება არ არის.

  • 3 პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

ფერტილობის დარღვევა

რისდიპლამის მკურნალობა უკავშირდებოდა მამაკაცის სასქესო უჯრედების დათრგუნვას ვირთხებსა და მაიმუნებში უსაფრთხოების რეზერვების გაუთვალისწინებლად, სისტემური ზემოქმედების საფუძველზე, იმ დონეზე, რომელიც არ იწვევს აშკარა არასასურველ გავლენას (NOAEL). ამის შედეგად მოხდა სპერმატოციტების დეგენერაცია, სპერმატოგენური ეპითელის დეგენერაცია/ნეკროზი და ოლიგო/ასპერმია სათესლე დანამატში. რისდიპლამის გავლენა სპერმატოზოიდებზე სავარაუდოდ უკავშირდება რისდიპლამის ჩარევას უჯრედების გაყოფის უჯრედულ ციკლში, რაც დამოკიდებულია ეტაპზე და სავარაუდოდ შექცევადია. რისდიპლამით მკურნალობის შემდეგ გავლენა მდედრობითი სქესის რეპროდუქციულ ორგანოებზე ვირთხებსა და მაიმუნებში არ აღინიშნა.

ფერტილობის და ადრეული ემბრიონული განვითარების კვლევები რისდიპლამის ერთდროული მიღებით არ ჩატარებულა, ვინაიდან სპემატოზოიდების დათრგუნვა და ემბრიოტოქსიკური პოტენციალი მკურნალობის პირობებში უკვე გამოვლენილი იყო ვირთხების და მაიმუნების მკურნალობისას ტოქსიკურობის სხვა კვლევებში. მამაკაცის ფერტილობის ან ქალის ფერტილობის დარღვევა არ იყო აღნიშნული ორ კლინიკურ კვლევაში, რომლებშიც ვირთხები შეაწყვილეს ძუძუდან მოშორების შემდეგ დაწყებული მკურნალობის 13კვირიანი პერიოდის დამთავრების შემდეგ, ან 4 დღის ასაკში დაწყებული მკურნალობის 4-კვირიანი პერიოდის დამთავრებიდან 8 კვირის შემდეგ.

გავლენა ბადურის სტრუქტურაზე

რისდიპლამით მაიმუნების ქრონიკულმა მკურნალობამ წარმოშვა მტკიცებულება ბადურაზე გავლენის შესახებ, რაც გამოიხატებოდა ბადურის პერიფერიიდან დაწყებული ფოტორეცეპტორების დეგენერაციაში. მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში გავლენა რეტინოგრამაზე იყო ნაწილობრივ შექცევადი, მაგრამ ფოტორეცეპტორების დეგენერაციის უკუგანვითარება არ მოხდა. გავლენის მონიტორინგი ჩატარდა ოპტიკურ-კოჰერენტული ტომოგრაფიით (OCT) და ელექტრორეტინოგრაფიით (ERG). გავლენები აღნიშნული იყო ზემოქმედებაზე, რომლებიც 2-ჯერ აღემატებოდა ზემოქმედებას ადამიანებში თერაპიულ დოზაზე უსაფრთხოების რეზერვების გარეშე, რაც დაფუძნებული იყო სისტემურ ზემოქმედებაზე იმ დონეზე, რომელიც არ იწვევს აშკარა არასასურველ გავლენას (NOAEL). მსგავსი შედეგები არ იყო მიღებული ალბინოს ან პიგმენტირებულ ვირთხებში, როდესაც მათ ქრონიკულად ეძლეოდათ რისდიპლამი იმ ზემოქმედებით, რომელიც აღმატებოდა ზემოქმედებას მაიმუნებში. მსგავსი შედეგები არ იყო მიღებული კლინიკურ კვლევებში სკა-თი დაავადებული პაციენტების რეგულარული ოფთალმოლოგიური მონიტორინგის პირობებში (მათ შორის სპექტრული ოპტიკურ-კოჰერენტული ტომოგრაფიით და მხედველობის ფუნქციის შეფასებით).

გავლენა ეპითელურ ქსოვილებზე

რისდიპლამით ნამკურნალევ ვირთხებში და მაიმუნებში გამოვლინდა გავლენები კანის, ხორხის და ქუთუთოს ჰისტოლოგიაზე და გასტრო-ინტესტინურ ტრაქტზე. ცვლილებების გამოვლინება დაიწყო მაღალი დოზებით 2 კვირის განმავლობაში და უფრო ხანგრძლივად მკურნალობის შემდეგ. მაიმუნებში ქრონიკული მკურნალობის 39 კვირის განმავლობაში დონე, რომელიც არ იწვევს აშკარა არასასურველ გავლენას (NOAEL) იყო იმ ზემოქმედებაზე, რომელიც 2-ჯერ აღემატებოდა საშუალო ზემოქმედებას ადამიანებში თერაპიულ დოზაზე.

გავლენა ჰემატოლოგურ პარამეტრებზე

ვირთხების ძვლის ტვინის უჯრედების მწვავე მიკრობირთვების ტესტში პოლიქრომატული (ახალგაზრდა) და ნორმოქრომატული (ზრდასრული) ერითროციტების თანაფარდობის 50%-ზე მეტად შემცირება, რაც ძვლის ტვინის მნიშვნელოვან ტოქსიკურობაზე მიუთითებს, აღინიშნა მაღალ დოზებზე, როდესაც ზემოქმედება 15ჯერ აღემატებოდა საშუალო ზემოქმედებას ადამიანებში თერაპიულ დოზებზე. ვირთხების უფრო ხანგრძლივი, 26-კვირიანი მკურნალობით ზემოქმედების ზღვრები დონემდე, რომელიც არ იწვევს აშკარა არასასურველ გავლენას (NOAEL), დაახლოებით 4-ჯერ აღემატებოდა საშუალო ზემოქმედებას ადამიანებში თერაპიულ დოზებზე.

გენ-ტოქსიკურობა

რისდიპლამი ბაქტერიების შებრუნებითი მუტაციების ანალიზში მუტაგენური არ არის. რისდიპლამი ზრდის მიკრობირთვული უჯრედების სიხშირეს in vitro ძუძუმწოვრების უჯრედებში და ვირთხების ძვლის ტვინში. მიკრობირთვების ფორმირება ძვლის ტვინში აღინიშნა ვირთხების ტოქსიკურობის რამდენიმე კვლევაში (ზრდასრული და ახალგაზრდა ცხოველები). დონე, რომელიც არ იწვევს აშკარა არასასურველ გავლენას (NOAEL), ყველა კვლევაში უკავშირდება ზემოქმედებას, რომელიც დაახლოებით 1.5-ჯერ აღემატება ზემოქმედებას ადამიანებში თერაპიულ დოზებზე. მონაცემები მიუთითებდა, რომ ეს ეფექტი იყო არაპირდაპირი და მეორადი უჯრედების გაყოფისას რისდიპლამის უჯრედულ ციკლში ჩარევის შემდეგ. რისდიპლამს არა აქვს დნმ-ს პირდაპირი დაზიანების პოტენციალი.

რეპროდუქციული ტოქსიკურობა

რისდიპლამით ნამკურნალევ ორსულ ვირთხებზე ჩატარებული კვლევებში მკაფიოდ გამოვლინდა ემბრიო-ფეტალური ტოქსიკურობა ნაყოფის წონის შემცირებით და განვითარების შეფერხებით. ამ ეფექტისთვის დონე, რომელიც არ იწვევს აშკარა არასასურველ გავლენას (NOAEL), დაახლოებით 2-ჯერ აღემატებოდა ზემოქმედების დონეებს, რომელთა მიღწევა ხდებოდა პაციენტებში რისდიპლამის თერაპიულ დოზებზე. ორსულ ბოცვრებზე ჩატარებულ კვლევებში დისმორფოგენური ეფექტები აღინიშნა იმ ზემოქმედებაზე, რომლებიც ასევე დედის ტოქსიკურობას უკავშირდებოდა. ეს კვლევები მოიცავდა ოთხ ნაყოფს (4%) ჰიდროცეფალიის მქონე 4 ნაყარიდან (22%). დონე, რომელიც არ იწვევს აშკარა არასასურველ გავლენას (NOAEL) დაახლოებით 4ჯერ აღემატებოდა ზემოქმედების დონეებს, რომელთა მიღწევა ხდებოდა პაციენტებში რისდიპლამის თერაპიულ დოზებზე. პრე- და პოსტნატალური განვითარების კვლევაში ვირთხებში, რომლებსაც ყოველდღიურად მკურნალობდნენ რისდიპლამით, რისდიპლამმა გამოიწვია გესტაციური ვადის უმნიშვნელო გახანგრძლივება. ორსული და მეძუძური ვირთხების კვლევებმა უჩვენა, რომ რისდიპლამი გადის პლაცენტის ბარიერში და გამოიყოფა რძეში.

კანცეროგენობა

რისდსიპლამმა არ გამოავლინა კარცინოგენული პოტენციალი ტრანსგენურ rasH2 თაგვებში 6 თვის განმავლობაში და ვირთხების 2-წლიან კვლევაში ისეთ ზემოქმედებაზე, რომლებიც ეკვივალენტური იყო ზემოქმედებისა ადამიანებში, რომლებიც ღებულობდნენ ადამიანისთვის რეკომენდებულ მაქსიმალურ დოზას (MRHD). მამალ ვირთხებში ჩუჩის ჯირკვლის და დედალ ვირთხებში კლიტორის ჯირკვლის სიმსივნეების მნიშვნელოვანი ზრდა ადამიანისთვის რეკომენდებულ მაქსიმალურ დოზასთან (MRHD) შედარებით 4-ჯერ მაღალ ზემოქმედებაზე ადამიანებისთვის არარელევანტიურია, რადგან ეს ორგანოები მხოლოდ მღრღნელებისთვის არის სპეციფიური.

კვლევები ახალგაზრდა ცხოველებში

ახალგაზრდა ცხოველებზე ჩატარებული კვლევების მონაცემები არ ავლენს განსაკუთრებულ საფრთხეებს ადამიანებისთვის.

  • ფარმაცევტული მახასიათებლები
  • 1 შემავსებლების სია

ტაბლეტის შიდა ბირთვი

ტარტარმჟავა (E 334)

მანიტოლი (E 421)

მიკროკრისტალური ცელულოზა (E460)

სილიციუმის ორჟანგი, კოლოიდური უწყლო დიოქსიდი (E 551)

კროსპოვიდონი

ნატრიუმის სტერილფუმარატი

მარწყვის არომატი: ნატურალური არომატული ნივთიერება (ნივთიერებები), არომატიზატორი პრეპარატ(ებ)ი, სიმინდის მალტოდექსტრინი, მოდიფიცირებული ცვილისებრი სიმინდის სახამებელი (E1450)

ტაბლეტის აპკი

პოლივინილალკოჰოლი

ტიტანის დიოქსიდი (E 171)

მაკროგოლი 3350 (E 1521)

ტალკი (E 553b)

ყვითელი რკინის ოქსიდი (E 172)

  • 2 შეუთავსებლობა

არ შეესაბამება.

  • 3 გამოყენების ვადა

3 წელი

  • 4 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

აპკით დაფარული ტაბლეტები.

ეს სამედიცინო პროდუქტი არ მოითხოვს შენახვის რაიმე სპეციალურ ტემპერატურულ პირობებს. შეინახეთ ქარხნულ შეფუთვაში ნესტისგან დაცვის მიზნით.

  • 5 კონტეინერი და მისი შიგთავსი

ევრისდის აპკით დაფარული ტაბლეტები გამოდის ალუმინის/პერფორირებული ალუმინის ერთდოზიან ბლისტერებში, რომლებიც შეიცავს 7 აპკით დაფარულ ტაბლეტს. შეფუთვაში დევს 28 x 1 აპკით დაფარული ტაბლეტი (7 x 1 ტაბლეტის შემცველი 4 ბლისტერი).

  • 6 სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები გადაყრისას და სხვა სახის მოპყრობისთვის

იხილეთ გამოყენების ინსტრუქციები შეფუთვაში არსებული ბუკლეტის ბოლოს, რათა სრულად გაეცნოთ დეტალურ ინფორმაციას ევრისდის აპკით დაფარული ტაბლეტების მომზადების და მიღების შესახებ.

ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო საშუალება ან ნარჩენები უნდა გადაიყაროს ადგილობრივი მოთხოვნების მიხედვით.

  • სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

Roche Pharma (Schweiz) AG

Grenzacherstrasse 124

4058 Basel, შვეიცარია

ან

F. Hoffmann-La Roche Ltd.

Grenzacherstrasse 124, CH-4058

Basel, შვეიცარია

  • სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი (ნომრები)

EU/1/21/1531/002

  • პირველი რეგისტრაციის/რეგისტრაციის განახლების თარიღი

პირველი რეგისტრაციის თარიღი: 2021 წლის 26 მარტი

ბოლო განახლების თარიღი: 2026 წლის 08 იანვარი

  • ტექსტის შემოწმების თარიღი

2026 წლის 26 თებერვალი

დეტალური ინფორმაცია ამ სამკურნალო საშუალების შესახებ ხელმისაწვდომია ევროპის წამლის სააგენტოს ვებსაიტზე https://www.ema.europa.eu.

პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის

ევრისდი 5 მგ აპკით დაფარული ტაბლეტები

რისდიპლამი

თავიდან ბოლომდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ბროშურა ამ პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე, რადგან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

შეინახეთ ეს ბროშურა. შესაძლოა, თქვენ მისი განმეორებით წაკითხვა დაგჭირდეთ.

თუ გაქვთ დამატებითი კითხვები, დაუსვით ისინი თქვენს ექიმს ან პროვიზორს/ფარმაცევტს.

ეს მედიკამენტი დაგინიშნეს მხოლოდ თქვენ ან თქვენს ბავშვს. არ გადასცეთ ის სხვებს. მან სხვებს შესაძლოა ზიანი მიაყენოს, თუნდაც თქვენი და მათი დაავადების სიმპტომები იყოს ერთი და იგივე.

თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს გაგივითარდებათ რაიმე სახის გვერდითი მოვლენა, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, პროვიზორს/ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ასევე მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც ამ ბროშურაში ჩამოთვლილი არ არის. იხ. ქვეთავი 4.

ინფორმაცია ამ ბროშურაში განკუთვნილია თქვენთვის, თქვენზე მზრუნველი პირის და თქვენი ბავშვისთვის - მაგრამ ბროშურაში ჩვენ მხოლოდ „თქვენ“ მოგმართავთ.

ამ ბროშურაში არსებული ინფორმაცია

  • რა არის ევრისდი და რისთვის გამოიყენება ის
  • რა უნდა იცოდეთ ევრისდის მიღებამდე
  • როგორ უნდა მიიღოთ ევრისდი
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • ევრისდის შენახვის წესები
  • ამ პაკეტის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
  • რა არის ევრისდი და რისთვის გამოიყენება ის

ევრისდი შეიცავს აქტიურ ნივთიერება რისდიპლამს. ის შედის მედიკამენტების ჯგუფში, რომლებიც ცნობილია, როგორც „პრე-ირნმ სპლაისინგის მოდიფიკატორები“.

ევრისდი გამოიყენება სპინალური კუნთოვანი ატროფიის (სკა) სამკურნალოდ მოზრდილებსა და ბავშვებში.

სკა არის ოჯახური, ანუ გენეტიკური დაავადება.

მას იწვევს ორგანიზმში ცილის ნაკლებობა, რომელსაც „გადარჩენის მოტონეირონი“ (SMN) ეწოდება.

თუ თქვენ არ გაქვთ საკმარისი რაოდენობით გადარჩენის მოტონეირონის ცილა, თქვენ კარგავთ მამოძრავებელ ნეირონებს. მოტონეირონები არის ნერვული უჯრედები, რომლებიც აკონტროლებს კუნთებს.

ეს იწვევს კუნთების სისუსტეს და განლევას.

ამან შესაძლოა გააძნელოს ყოველდღიური მოძრაობები, მაგალითად, თავის და კისრის კონტროლი, ჯდომა, ცოცვა და სიარული.

შესაძლოა ასევე დასუსტდეს სუნთქვასა და ყლაპვაში გამოყენებული კუნთები.

როგორ მოქმედებს ევრისდი

ევრისდი მოქმედება გამოიხატება იმაში, რომ ის ეხმარება ორგანიზმს მოტონეირონის გადარჩენის ცილის უფრო დიდი რაოდენობით წარმოქმნაში.

ეს ნიშნავს, რომ თქვენ მოტონეირონების ნაკლებ რაოდენობას კარგავთ - ამან შესაძლოა სკა-თი დაავადებული ადამიანების კუნთების მუშაობა გააუმჯობესოს.

1-ლი ტიპის სკა-ს მქონე ჩვილებში ევრისდიმ შესაძლოა:

გაზარდოს თქვენი სიცოცხლის ხანგრძლიობა

შეამციროს ხელოვნური სუნთქვის საჭიროება სუნთქვაში დასახმარებლად

დაეხმაროს მათ პირის გზით კვების უნარის შენარჩუნებაში.

მე-2 და მე-3 ტიპის სკა-თი დაავადებულ ბავშვებში (მცირეწლოვანებიდან მოზარდებამდე) და ზრდასრულებში ევრისდიმ შესაძლოა:

შეაჩეროს კუნთებზე კონტროლის გაუარესების პროცესი

გააუმჯობესოს კუნთებზე კონტროლი.

  • რა უნდა იცოდეთ ევრისდის მიღებამდე

არ მიიღოთ ევრისდი:

თუ ალერგიული ხართ რისდიპლამის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ინგრედიენტები ჩამოთვლილია ქვეთავში 6).

თუ არ ხართ დარწმუნებული, ევრისდის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს/პროვიზორს ან ექთანს.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

ევრისდის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს/პროვიზორს ან ექთანს.

ევრისდით მკურნალობამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს თქვენს მუცლად მყოფ ბავშვს ან შესაძლოა გავლენა იქონიოს მამაკაცის ფერტილობაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ „ორსულობა“, „კონტრაცეფცია“, და „მამაკაცის ფერტილობა“.

სხვა მედიკამენტების და ევრისდი

უთხარით თქვენს ექიმს, ფარმაცევტს/პროვიზორს ან ექთანს, თუ ღებულობთ, ახლახან მიიღეთ ან შეიძლება მომავალში მიიღოთ ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.

კერძოდ, უთხარით თქვენს ექიმს, ფარმაცევტს/პროვიზორს ან ექთანს, თუ ღებულობთ ან ოდესმე მიგიღიათ რომელიმე მედიკამენტი ქცემოთ ჩამოთვლილიდან:

მეთფორმინი – მე-2 ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტი

სკა-ს სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები

ორსულობა

ამ მედიკამენტით მკურნალობის დაწყებამდე თქვენმა ექიმმა ორსულობის ტესტი უნდა ჩაგიტაროთ. ეს აუცილებელია, რადგან ევრისდიმ შესაძლოა ზიანი მიაყენოს თქვენს მუცლად მყოფ ბავშვს.

არ მიიღოთ ეს მედიკამენტი, თუ ხართ ორსულად.

არ დაორსულდეთ:

  • ევრისდით თქვენი მკურნალობის პერიოდში და
  • ერთი თვის განმავლობაში მას შემდეგ, რა შეწყვეტთ ევრისდით მკურნალობას.

თუ მკურნალობის განმავლობაში დაორსულდებით, დაუყოვნებლივ უთხარით ამის შესახებ თქვენს ექიმს. თქვენ და თქვენი ექიმი მიიღებთ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რა არის ყველაზე უკეთესი თქვენთვის და თქვენი მუცლად მყოფი ბავშვისთვის.

კონტრაცეფცია

ქალებისთვის

თქვენ უნდა ისარგებლოთ მაღალეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდით:

ამ მედიკამენტით მკურნალობის განმავლობაში და

ერთი თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც შეწყვეტთ ამ მედიკამენტის მიღებას.

გაესაუბრეთ თქვენს ექიმს მაღალეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდების შესახებ, რომლებიც შეიძლება თქვენ და თქვენმა პარტნიორმა გამოიყენოთ.

მამაკაცებისთვის

თუ თქვენი პარტნიორი შვილოსნობის უნარის მქონე ქალია, ის არ უნდა დაორსულდეს.

გამოიყენეთ კონდომები:

ამ მედიკამენტით მკურნალობის პერიოდში და

4 თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც შეწყვეტთ ამ მედიკამენტის მიღებას.

გაესაუბრეთ თქვენს ექიმს მაღალეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდების შესახებ, რომლებიც შეიძლება თქვენ და თქვენმა პარტნიორმა გამოიყენოთ.

ძუძუთი კვება

არ კვებოთ ბავშვი ძუძუთი ამ მედიკამენტით მკურნალობის პერიოდში. ეს მედიკამენტი შესაძლოა გადავიდეს დედის რძეში და ზიანი მიაყენოს თქვენს ბავშვს.

გაესაუბრეთ თქვენს ექიმს იმის შესახებ, უნდა შეწყვიტოთ თუ არა ძუძუთი კვება, ან თქვენ ხომ არ უნდა შეწყვიტოთ ევრისდის მიღება.

მამაკაცის ფერტილობა

ევრისდიმ შესაძლოა შეამციროს მამაკაცის ფერტილობა მკურნალობის პერიოდში და ბოლო დოზის მიღებიდან 4 თვის განმავლობაში.

თუ გეგმავთ, რომ იყოლიოთ ბავშვი, ჰკითხეთ რჩევა თქვენს ექიმს.

არ გახდეთ სპერმის დონორი თქვენი მკურნალობის პერიოდში და ამ მედიკამენტის ბოლო დოზის მიღებიდან 4 თვის განმავლობაში.

ავტომანქანის მართვა და მექანიზმების გამოყენება

სავარაუდოდ, ეს მედიკამენტი არ იმოქმედებს თქვენს მიერ ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე.

ევრისდი შეიცავს ნატრიუმს

ევრისდი შეიცავს მცირე რაოდენობით ნატრიუმს (მარილს) - 1 მმოლ-ზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს. ეს ნიშნავს, რომ ის ნატრიუმს ფაქტიურად არ შეიცავს და მისი გამოყენება შეიძლება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც დანიშნული აქვთ ნატრიუმის შემზღუდველი დიეტა.

  • როგორ უნდა მიიღოთ ევრისდი

ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა/პროვიზორმა გითხრათ. თუ ეჭვი გეპარებათ, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან/პროვიზორთან.

თქვენ მიიღებთ ევრისდის ბლისტერის შეფუთვაში აპკით დაფარული ტაბლეტების სახით, რომელსაც ამ ბროშურაში „ტაბლეტი“ ეწოდება. ეს მედიკამენტი გამოდის ასევე პერორალური ხსნარის სახით. თქვენი ექიმი დაგეხმარებათ აირჩიოთ პრეპარატის თქვენთვის შესაბამისი ფორმა.

რა რაოდენობით უნდა მიიღოთ ევრისდი

ევრისდის აპკით დაფარული ტაბლეტები გამოიყენება 2 წლის ან მეტი ასაკის და 20 კგ ან მეტი სხეულის წონის მქონე პაციენტებში.

ევრისდის აპკით დაფარული ტაბლეტების შემთხვევაში დოზა შეადგენს 5 მგ (ერთი ტაბლეტი) დღეში ერთხელ.

თქვენი დღიური დოზა უნდა მიიღოთ ექიმის მიერ მოცემული ინსტრუქციის მიხედვით.

არ შეცვალოთ დოზა თქვენს ექიმთან გასაუბრების გარეშე.

როდის და როგორ უნდა მიიღოთ ევრისდი

წაიკითხეთ „გამოყენების ინსტრუქციები“ ამ ბროშურის ბოლოს. ზუსტად დაიცავით ინსტრუქციები. ისინი ზუსტად გიჩვენებთ, როგორ მოამზადოთ და მიიღოთ ევრისდის ნარევი.

მიიღეთ ევრისდი:

დღეში ერთხელ დაახლოებით ერთსა და იმავე დროს - ეს დაგეხმარებათ იმის დამახსოვრებაში, თუ როდის უნდა მიიღოთ ეს მედიკამენტი

საკვებთან ერთად ამ მის გარეშე.

არსებობს ორი გზა ევრისდის ტაბლეტების მისაღებად, რომელთა შესახებ გეტყვით თქვენი ექიმი:

მიიღეთ ევრისდი პერორალურად. ჩაყლაპეთ თითოეული ტაბლეტი მთლიანად წყლის მიყოლებით.

  • არ გატეხოთ, არ დაფხვნათ ან არ დაღეჭოთ ტაბლეტები.

ან

მიიღეთ ევრისდი პერორალურად ან 8 შარიერი (French) ან უფრო დიდი ზომის კვებითი მილის მეშვეობით, მისი მცირე რაოდენობით ოთახის ტემპერატურის წყალში გახსნის შემდეგ.

  • არ შეურიოთ ევრისდი სხვა სითხეებს, გარდა წყლისა.
  • მიიღეთ ევრისდის ტაბლეტი უშუალოდ წყალთან სრულად შერევის შემდეგ. თუ მას არ მიიღებთ წყლის დამატებიდან 10 წუთის განმავლობაში, გადაასხით ნარევი და მოამზადეთ ახალი დოზა.
  • მოარიდეთ ევრისდის ტაბლეტისგან მომზადებული ნარევი მზის შუქს.
  • მოერიდეთ ევრისდის ნარევის კანზე ან თვალებში მოხვედრას. თუ ევრისდი მოგხვდებათ კანზე, ჩამოიბანეთ ეს ადგილი საპნით და წყლით. თუ ევრისდი მოგხვდებათ თვალებში, ამოირეცხეთ თვალები წყლით.

რამდენი ხნის განმავლობაში უნდა მიიღოთ ევრისდი

თქვენი ექიმი გეტყვით, რამდენ ხანს უნდა გააგრძელოთ ევრისდის მიღება. არ შეწყვიტოთ ევრისდით მკურნალობა, სანამ თქვენი ექიმი ამას არ გეტყვით.

თუ მიიღეთ იმაზე მეტი ევრისდი, ვიდრე უნდა მიგეღოთ

თუ მიიღეთ იმაზე მეტი ევრისდი, ვიდრე უნდა მიგეღოთ, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან დაუყოვნებლივ მიმართეთ საავადმყოფოს.

თან წაიღეთ ამ მედიკამენტი პაკეტი და ეს ბროშურა.

თუ ევრისდის მიღება დაგავიწყდათ, ან დოზის მიღების შემდეგ გქონდათ ღებინება

თუ დოზის მიღება დაგავიწყდათ:

თუ ჯერ 6 საათი არ გასულა იმ დროიდან, როდესაც ჩვეულებრივ ღებულობთ ევრისდის - დაუყოვნებლივ მიიღეთ გამოტოვებული დოზა.

თუ გასულია 6 საათი იმ დროიდან, როდესაც ჩვეულებრივ ღებულობთ ევრისდის - აღარ მიიღოთ გამოტოვებული დოზა, შემდეგ კი მიიღეთ თქვენი მომდევნო დოზა ჩვეულებრივ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.

თუ გაქვთ გულისრევა (ღებინება) ევრისდის მიღების შემდეგ:

არ მიიღოთ დამატებითი დოზა. მიიღეთ მომდევნო დოზა მეორე დღეს ჩვეულებრივ დროს.

თუ ევრისდი დაგეღვარათ

თუ ევრისდის ტაბლეტისგან მომზადებული ნარევი დაგეღვარათ, მოამშრალეთ ეს ადგილი მშრალი ქაღალდის ხელსახოცით და მერე გაწმინდეთ საპნით და წყლით. გადააგდეთ ქაღალდის ხელსახოცი ნაგავში და კარგად დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, ჰკითხეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს/პროვიზორს ან ექთანს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ისევე, როგორც ყველა მედიკამენტმა, ამ წამალმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდით მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ძალიან ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10 ადამიანიდან 1-ზე მეტ ადამიანში

დიარეა

გამონაყარი

თავის ტკივილი

ცხელება

ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10 ადამიანიდან 1-მდე ადამიანში

გულისრევის შეგრძნება

წყლულები პირის ღრუში

შარდის ბუშტის ინფექცია

სახსრების ტკივილი

უცნობია: უცნობია, თუ რა სიხშირით ვითარდება ეს გვერდით მოვლენები

წვრილი სისხლძარღვების ანთება ძირითადად კანში (კანის ვასკულიტი)

გვერდითი მოვლენების მოხსენება

გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში გაესაუბრეთ ექიმს, ფარმაცევტს/პროვიზორს ან ექთანს. ეს მოიცავს ასევე ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც ამ ბროშურაში ჩამოთვლილი არ არის. თქვენ ასევე შეგიძლიათ უშუალოდ მოახსენოთ გვერდითი მოვლენები მოხსენების ეროვნული სისტემის საშუალებით. გვერდითი მოვლენების მოხსენებით თქვენ დაეხმარებით დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ.

  • ევრისდის შენახვის წესები

შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილზე.

ეს სამედიცინო პროდუქტი არ მოითხოვს შენახვის რაიმე სპეციალურ ტემპერატურულ პირობებს.

შეინახეთ ქარხნულ შეფუთვაში ნესტისგან დაცვის მიზნით.

არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე წარწერის „EXP“ შემდეგ. ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ გადაყაროთ არც ერთი მედიკამენტი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს/პროვიზორს, თუ როგორ უნდა გადაყაროთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ამ ზომების გატარება ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • ამ პაკეტის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ევრისდი

ტაბლეტში აქტიური ნივთიერებაა რისდიპლამი.

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ რისდიპლამს.

დანარჩენი ინგრედიენტებია ღვინის მჟავა (E 334), მანიტოლი (E 421), მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის ორჟანგი, კოლოიდური უწყლო დიოქსიდი(E 551),კროსპოვიდონი, მარწყვის არომატი [ნატურალური არომატული ნივთიერება (ნივთიერებები), არომატიზატორი პრეპარატ(ებ)ი, სიმინდის მალტოდექსტრინი, მოდიფიცირებული ცვილისებრი სიმინდის სახამებელი (E1450)] და ნატრიუმის სტეარილფუმარატი, პოლივინილალკოჰოლი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), მაკროგოლი 3350 (E 1521), ტალკი (E 553b) და ყვეითელი რკინის ოქსიდი (E 172).

როგორ გამოიყურება ევრისდი და პაკეტის შემადგენლობა

ევრისდის ტაბლეტები არის ბაცი ყვითელი ფერის აპკით დაფარული ტაბლეტები, მრგვალი და ამობურცული, რომლის ერთ მხარეს ამოტვიფრულია EVR.

ევრისდი გამოდის პაკეტებში, რომლებიც შეიცავს 28 x 1 ტაბლეტს. შეფუთვაში დევს 4 ალუმინის პერფორირებული ერთდოზიანი ბლისტერი, თითოეულში 7 ტაბლეტით.

  • ბლისტერის სტრიპებს შემოკლებით აწერია დღეების სახელები, როგორც შეხსენება დღიური დოზის მისაღებად:

Mon. Tue. Wed. Thu. Fri. Sat. Sun

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

Roche Pharma (Schweiz) AG

Grenzacherstrasse 124

4058 Basel, შვეიცარია

ან

F. Hoffmann-La Roche Ltd.

Grenzacherstrasse 124, CH-4058

Basel, შვეიცარია

მწარმოებელი

წარმოებულია კომპანიისთვის F. Hoffmann-La Roche Ltd., შვეიცარია, კომპანიის მიერ F. Hoffmann-La Roche Ltd. Kaiseraugst, შვეიცარია

მედიკამენტის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის წარმომადგენელს.

წინამდებარე ბროშურის ბოლო შესწორება მოხდა 2026 წლის თებერვალში

ინფორმაციის სხვა წყაროები

დეტალური ინფორმაცია ამ მედიკამენტის შესახებ ხელმისაწვდომია ევროპის წამლის სააგენტოს ვებსაიტზე:

https://www.ema.europa.eu.

გამოყენების ინსტრუქციები – მიღება

ევრისდი აპკით დაფარული ტაბლეტები

ეს გამოყენების ინსტრუქციები შეიცავს ინფორმაციას ევრისდის მომზადების და მიღების შესახებ.

ინფორმაცია ამ გამოყენების ინსტრუქციებში გულისხმობს, თუ როგორ უნდა მივიღოთ ან მივცეთ პაციენტს ეს მედიკამენტი - მაგრამ აქ ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ ტერმინს „მიღება“.

მკურნალობის დაწყებამდე

წაიკითხეთ ეს გამოყენების ინსტრუქციები ევრისდის აპკით დაფარული ტაბლეტების პირველად მიღებამდე და ყოველთვის, როდესაც პრეპარატის ახალ რაოდენობას ღებულობთ. ინსტრუქციებში შესაძლოა ახალი ინფორმაცია იყოს შეტანილი.

ევრისდის აპკით დაფარული ტაბლეტის გადაყლაპვა შეიძლება მთლიანად ან მისი მცირე რაოდენობით ოთახის ტემპერატურის წყალში გახსნით და პერორალურად მიღებით ან ნაზოგასტრალური (NG მილი) ან გასტროსტომიული (G მილი) მილის მეშვეობით შეყვანით.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

თქვენი ექიმი, ფარმაცევტი/პროვიზორი, ან ექთანი გიჩვენებენ, როგორ მოამზადოთ და მიიღოთ ევრისდის ტაბლეტები. ყოველთვის მიიღეთ ევრისდის ტაბლეტები ზუსტად ისე, როგორც თქვენი მედიცინის მუშაკი გეუბნებათ.

არ მიიღოთ ან არ მისცეთ პაციენტს ეს მედიკამენტი, სანამ არ გიჩვენებენ ევრისდის სათანადოდ მომზადების და მიღების წესს.

დაიბანეთ ხელები ევრისდის მომზადების ან მიღების წინ და შემდეგ.

გამოყენებამდე შეამოწმეთ ვადის გასვლის თარიღი და ხომ არ არის პროდუქტი დაზიანებული. არ გამოიყენოთ, თუ ვადა გასულია ან პროდუქტი დაზიანებულია.

მოერიდეთ ევრისდის ტაბლეტების ნარევის კანზე ან თვალებში მოხვედრას. თუ ევრისდის ტაბლეტის ნარევი მოგხვდებათ კანზე, ჩამოიბანეთ ეს ადგილი საპნით და წყლით. თუ ევრისდის ტაბლეტის ნარევი მოგხვდებათ თვალებში, ამოირეცხეთ თვალები წყლით.

მოარიდეთ ევრისდის ტაბლეტის ნარევი მზის შუქს.

თუ ევრისდის ტაბლეტისგან მომზადებული ნარევი დაგეღვარათ, მოამშრალეთ ეს ადგილი მშრალი ქაღალდის ხელსახოცით და მერე გაწმინდეთ საპნით და წყლით. გადააგდეთ ქაღალდის ხელსახოცი ნაგავში და დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით.

როგორ უნდა მიიღოთ ევრისდის ტაბლეტები

თუ ევრისდის ტაბლეტების სახით ღებულობთ, დღიური დოზაა 1 ტაბლეტი.

დალიეთ მთელი ტაბლეტი წყლის მიყოლებით, ან სითხის სახით - ამისათვის გახსენით 1 ტაბლეტი მინიმუმ 1 ჩაის კოვზ (5 მლ) ოთახის ტემპერატურის წყალში.

არ დაღეჭოთ, არ გატეხოთ ან არ დაფხვნათ ტაბლეტები.

არ შეურიოთ ევრისდი სხვა სითხეებს, გარდა წყლისა.

არ მიიღოთ ევრისდის ტაბლეტის ნარევი, თუ ტაბლეტზე წყლის დამატების შემდეგ 10 წუთზე მეტი გავიდა. გადაასხით ნარევი ადგილობრივი მოთხოვნების მიხედვით და მოამზადეთ ახალი დოზა.

არ მიიღოთ დამატებით დოზა, თუ გაქვთ გულისრევა (ღებინება) ნებისმიერ დროს ევრისდის მიღების შემდეგ.

მოემზადეთ ევრისდის ტაბლეტის მისაღებად

ნაბიჯი 1. დაიბანეთ ხელები. (სურათი A).

სურათი A

ნაბიჯი 2. ამოიღეთ ევრისდის 1 ტაბლეტი ბლისტერიდან (სურათი B).

სურათი B

ვარიანტი A: ჩაყლაპეთ ევრისდის ტაბლეტი მთლიანად

ნაბიჯი A1

ჩაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებით.

არ დაღეჭოთ, არ გატეხოთ ან არ დაფხვნათ ტაბლეტი

არ გადაყლაპოთ სხვა რომელიმე სითხის მიყოლებით, გარდა წყლისა.

ნაბიჯი A2

დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით.

ვარიანტი b: მიიღეთ წყალთან შერეული ევრისდის ტაბლეტი

რა არის საჭირო ევრისდის წყალთან შესარევად.

1 ტაბლეტი ევრისდი

პატარა, სუფთა ცარიელი ფინჯანი

მინიმუმ 1 ჩაის კოვზი (5 მლ) ოთახის ტემპერატურის წყალი შესარევად

მინიმუმ 1 სუფრის კოვზი (15 მლ) წყალი გამოსავლებად

ნაბიჯი B1

ჭიქაში ჩაასხით მინიმუმ 1 ჩაის კოვზი (5 მლ) წყალი – და დაამატეთ 1 ტაბლეტი.

არ გამოიყენოთ რაიმე სხვა სითხე, გარდა წყლისა.

მოარიდეთ ნარევი მზის შუქს.

სურათი C

ნაბიჯი B2

ფრთხილად დაატრიალეთ ფინჯანი ტაბლეტის სრულ გახსნამდე - ამას შესაძლოა დაახლოებით 3 წუთი დასჭირდეს. წრიული მოძრაობით მორევის შემდეგ ხსნარში შეიძლება მცირე ნაწილაკები დარჩეს (სურათი C).

პერორალურად მისაღებად იხ. ნაბიჯი C1

კვების მილით მისაღებად იხ. ნაბიჯი D1

მიიღეთ ევრისდი პერორალურად

ნაბიჯი C1

დალიეთ დაუყოვნებლივ სრულად შერევის შემდეგ.

დალიეთ ტაბლეტისთვის წყლის დამატებიდან 10 წუთის განმავლობაში (სურათი D).

სურათი D

ნაბიჯი C2

თავიდან ჩაასხით ფინჯანში მინიმუმ 1 სუფრის კოვზი (15 მლ) წყალი და დაატრიალეთ, რომ გაიხსნას ფინჯანში დარჩენილი პრეპარატი

(სურათი E).

სურათი E

ნაბიჯი C3

დალიეთ დაუყოვნებლივ (სურათი F).

გასუფთავების ინსტრუქციების მისაღებად იხილეთ ნაბიჯი E1

სურათი F

შეყვანა უნდა მოხდეს გასტროსტომიული ან ნაზოგასტრალური მილის გამოყენებით

ნაზავის მიღება ან პაციენტისთვის მიცემა შესაძლებელია გასტროსტომიული ან ნაზოგასტრალური მილის საშუალებით, რომელსაც სამედიცინო სპეციალისტი მოათავსებს. იხილეთ მწარმოებლის ინსტრუქციები ენტერალური მილის ზომისა და პარამეტრების შესახებ. დარწმუნდით, რომ მილის ზომა მინიმუმ 8 შარიერი (French) ან მეტია, რათა თავიდან აიცილოთ დაცობა (გაჭედვა).

დაგჭირდებათ შემდეგი:

პატარა, სუფთა, ცარიელი ჭიქა

1 შპრიცი (მოცულობა 5 მლ-დან 20 მლ-მდე), რომელიც თავსებადია კვების მილთან (პერორალური ან ენტერალური). სწორი ზომის შერჩევაში დახმარებისთვის მიმართეთ ფარმაცევტს.

შპრიცი და მედიკამენტის ჭიქა შეფუთვაში არ შედის; მათი შეძენა შესაძლებელია აფთიაქში.

შპრიცისა და ჭიქის ხელახლა გამოყენება დასაშვებია, თუ მწარმოებლის ინსტრუქციით ეს გათვალისწინებულია.

ნაბიჯი D1

პრეპარატი შეიყვანეთ სრულად შერევისთანავე.

პრეპარატი შეიყვანეთ ტაბლეტზე წყლის დამატებიდან 10 წუთის განმავლობაში.

მოათავსეთ შპრიცის წვერი ჭიქაში და ნელა ამოქაჩეთ დგუში, რათა მთლიანი ნაზავი შპრიცში ამოიღოთ (სურათი G).

სურათი G

ნაბიჯი D2

მოათავსეთ შპრიცის წვერი გასტროსტომიულ/ნაზოგასტრალურ მილში. ნელა დააწექით დგუშს ბოლომდე, რათა შეიყვანოთ ევრისდის სრული დოზა (სურათი H1 და H2).

სურათი H1

სურათი H2

ნაბიჯი D3

დარწმუნდით, რომ შპრიცში მედიკამენტი არ დარჩენილა (სურათი I).

სურათი I

ნაბიჯი D4

ჭიქა ხელახლა შეავსეთ მინიმუმ 1 სუფრის კოვზი (15 მლ) წყლით და წრიულად შეანჯღრიეთ, ჭიქაში დარჩენილი მედიკამენტის გასახსნელად (სურათი J).

მოათავსეთ შპრიცი ჭიქაში და ამოქაჩეთ დგუში, რათა მთლიანი სითხე ამოიღოთ.

სურათი J

ნაბიჯი D5

მიღებული ნაზავით გამორეცხეთ გასტროსტომიული ან ნაზოგასტრალური მილი (სურათი K1 და K2).

გასუფთავების ინსტრუქციების მისაღებად იხილეთ ნაბიჯი E1.

სურათი K1

სურათი K2

შეყვანის შემდეგ:

ნაბიჯი E1

დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით.

გადაამოწმეთ ფარმაცევტთან, აფთიაქიდან მიღებული შპრიცი და/ან ჭიქა განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის, თუ მისი მრავალჯერადი გამოყენებაც დასაშვებია.

ერთჯერადი გამოყენებისთვის განკუთვნილი შპრიცები ან ჭიქები გამოყენების შემდეგ უნდა გადაყაროთ.

მრავალჯერადი გამოყენების შპრიცები ან ჭიქები გამოყენებისთანავე უნდა გაასუფთაოთ. მწარმოებლის ინსტრუქციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს.

ერთჯერადი ნივთები გადააგდეთ ადგილობრივი რეგულაციების მოთხოვნების შესაბამისად.

ევრისდის შენახვა

ეს სამედიცინო პროდუქტი არ მოითხოვს შენახვის რაიმე სპეციალურ ტემპერატურულ პირობებს.

შეინახეთ ქარხნულ შეფუთვაში ნესტისგან დაცვის მიზნით.

შეინახეთ ევრისდი და ყველა მედიკამენტი ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილზე.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა