პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტინეოპლაზური საშუალებები

ევეროზი ტაბ. 10მგ

Everose® tab. 10mg

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადკორეა
რისთვის გამოიყენება

1. ეგზემესტანთან ერთად მიღება პოსტ-მენოპაუზურ ქალებში, რომლებსაც აღენიშნებათ არასტეროიდული არომატაზა ინჰიბიტორის-რეფრაქტორული, ესტროგენ რეცეპტორ პოზიტიური, HER-2 ნეგატიური, ლოკალურად გავრცელებული ან მეტასტაზირებული ძუძუს კიბო. 2. პანკრეასისგან წარმოშობილ გავრცელებული, ნეიროენდოკრინული სიმსივნე (pNET) 3. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ევეროლიმუსი (everolimus)
ფორმა და შეფუთვა
10მგ ტაბლეტი №30
მწარმოებელი
CTCBIO INC, კორეა
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, რაპამიცინის ძუძუმწოვართა სამიზნე კინაზას (mTOR) ინჰიბიტორები
ATC კოდი
L01EG02
რეგისტრაციის ნომერი
რ-037061
რეგისტრირებულია
27 დეკემბერი 2022, მოქმედებს 27 დეკემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „მერმისი“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაევეროზი ტაბ. 10მგ და სხვა წამალი ერთად

ევეროზი ტაბ. 10მგ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

  • ეგზემესტანთან ერთად მიღება პოსტ-მენოპაუზურ ქალებში, რომლებსაც აღენიშნებათ არასტეროიდული არომატაზა ინჰიბიტორის-რეფრაქტორული, ესტროგენ რეცეპტორ პოზიტიური, HER-2 ნეგატიური, ლოკალურად გავრცელებული ან მეტასტაზირებული ძუძუს კიბო.
  • პანკრეასისგან წარმოშობილ გავრცელებული, ნეიროენდოკრინული სიმსივნე (pNET)
  • GI ტრაქტის ან ფილტვისგან წარმოშობილი, გავრცელებული, (არარეზექტირებადი, ლოკალურად გავრცელებული ან მეტასტაზირებული) კარგად დიფერენცირებული არა-ფუნქციონალური ნეიროენდოკრინული სიმსივნე (GI/ფილტვი NET)
  • გავრცელებული, თირკმლის უჯრედოვანი კარცინომა, რომლის მკურნალობაც წარუმატებელი იყო VEGF (ვასკულური ენდოთელური ზრდის ფაქტორი)-მიმართული თერაპიით (სუნიტინიბი ან სორაფენიბი).
  • ტუბეროზულ სკლეროზთან (TSC)-დაკავშირებული სუბეპენდიმური გიგანტურუჯრედოვანი ასტროციტომა (SEGA), რომელიც საჭიროებს თერაპიულ ინტერვენციას, მაგრამ არ არის სამკურნალო რეზექციის კანდიდატი. ამ პროდუქტის ეფექტურობა ეფუძნებოდა SEGA მოცულობის ცვლილებას.
  • ტუბეროზულ სკლეროზთან (TSC)-დაკავშირებული თირკმლის ანგიომიოლიპომა, რომელიც არ საჭიროებს გადაუდებელ ოპერაციას. ამ პასუხის ეფექტურობა დაფუძნებული იყო პასუხის სიხშირეზე.

მიღების წესი და დოზირება

პროდუქტი გამოიყენება ორალურად, დღე-ღამეში ერთხელ, დღის ერთსა და იმავე დროს, მუდმივად საკვებთან ერთად ან უზმოდ. ეს პროდუქტი სრულად უნდა გადაიყლაპოს ერთ ჭიქა წყალთან ერთად, მაგრამ არ შეიძლება დაღეჭვა ან დაფხვნა. პაციენტისთვის, რომელსაც უჭირს პრეპარატის გადაყლაპვა, პროდუქტი უნდა მოთავსდეს წყალში (დაახლოებით 30მლ), კარგად უნდა მოურიონ გახსნისთვის (დაახლოებით 7წთ) და პაციენტმა უნდა დალიოს მაშინვე. დალევის შემდეგ, წყლის იგივე რაოდენობა უნდა ჩაასხან ჭიქაში და ბოლომდე უნდა დალიონ სრული დოზის მისაღებად.

ამ პროდუქტის გამოყენება უნდა დაიწყოს ექიმმა, რომელსაც აქვს კიბოსსაწინააღმდეგო თერაპიის გამოყენების გამოცდილება.

პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს კლინიკური სარგებლის ან დაუშვებელი ტოქსიურობის გამოვლენამდე.

ძუძუს კიბო, ნეიროენდოკრინული სიმსივნე, თირკმლის უჯრედოვანი კარცინომა და ტუბეროზული სკლეროზთან (TSC)-დაკავშირებული თირკმლის ანგიომიოლიპომები.

რეკომენდებული დოზა

მოზრდილი პაციენტები

ამ პროდუქტის რეკომენდებული დოზაა 10მგ ორალურად, დღე-ღამეში ერთხელ.

ტუბეროზულ სკლეროზთან (TSC)-დაკავშირებული სუბეპენდიმალური გიგანტურუჯრედოვანი ასტროციტომა (SEGA)

დოზის ინდივიდუალიზაცია ხდება დუბუას ფორმულით, სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით (BSA, მ2) (W: სხეულის წონა (კგ), H: სიმაღლე (სმ)).BSA=(w0.425xH0.725)x0.007184.

საწყისი დოზა და სისხლში კონცენტრაცია

TSC-დაკავშირებული SEGA მკურნალობისთვის პროდუქტის რეკომენდებული საწყისი დოზაა 4,5მგ/მ2 (გამოიყენეთ უახლოესი დოზის ტაბლეტი (n)). ტოტალური დოზის მიღწევა შეიძლება პროდუქტის სხვადასხვა დოზების შერევით.

დოზის ტიტრაცია უნდა მოხდეს იმგვარად, რომ სისხლში კონცენტრაციამ მიაღწიოს 5-15ნგ/მლ-ს.

დოზის ტიტრაცია საჭიროა მისი 2.5მგ-თი ზრდით, რათა სისხლში მიღწეული იყოს კონცენტრაცია, რომელიც გამოიწვევს ოპტიმალურ კლინიკურ პასუხს.დოზის ტიტრაციისას უნდა გაითვალისწინონ ეფექტურობა, უსაფრთხოება, თანმხლები მედიკამენტები და სისხლში არსებული კონცენტრაცია. დოზის ტიტრაციის გამოთვლა შესაძლებელია მარტივი პროპორციული ფორმულით:

ევეროლიმუსის ახალი დოზა=მიმდინარე დოზა x (სამიზნე კონცენტრაცია/მიმდინარე კონცენტრაცია).

მაგალითად, იმ შემთხვევაში თუ დოზა არის 2.5მგ პაციენტისთვის, რომლისთვისაც მყარი სტატუსის მდგომარეობაში კონცენტრაციაა 4ნგ/მლ მიმდინარე BSA საფუძველზე,ევეროლიმუსის ახალი დოზა, რომელიც საჭიროა ≥5ნგ/მლ (მაგ. 8ნგ/მლ) კონცენტრაციის მისაღწევად არის 5მგ (2.5მგ დოზის ზრდა მიმდინარე სადღეღამისო დოზიდან). დოზის ცვლილების შემდეგ, სისხლში კონცენტრაცია უნდა შეფასდეს 1-2 კვირის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ შეცვლილი დოზა არ არის 2.5მგ-ს ნამრავლი, გამოიყენეთ უახლოესი დოზა.

დოზის მონიტორინგი

სისხლში ევეროლიმუსის ჯამური კონცენტრაცია უნდა შეფასდეს დაახლოებით 1-2 კვირის განმავლობაში მკურნალობის დაწების ან დოზის ცვლილების შემდეგ.

SEGA მოცულობა შეაფასეთ პროდუქტის გამოყენების დაწყებიდან დაახლოებით 3 თვის შემდეგ და დოზის ცვლილება მოახდინეთ SEGA მოცულობის შეცვლის გათვალისწინებით, მხედველობაში მიიღეთ სისხლში კონცენტრაცია და ტოლერანტობა.

სტაბილური დოზის მიღწევის შემდეგ, სისხლში კონცენტრაციის მონიტორინგი საჭიროა 3-6 თვეში ერთხელ პაციენტებში, რომელთა სხეულის ზედაპირის ფართობიც შეიცვალა და 6-12 საათში ერთხელ პაციენტებში, რომელთა სხეულის ზედაპირის ფართობიც სტაბილური რჩება.

  • დოზის ცვლილება

(1) გვერდითი მოვლენები: დოზის დროებით შემცირება ან დოზირების შეწყვეტა შეიძლება საჭირო იყოს პრეპარატის მწვავე ან აუტანელი გვერდითი რეაქციების შემთხვევაში. თუ საჭიროა დოზის შემცირება, რეკომენდებულია წინა დოზის დაახლოებით 50%. დოზის შემცირებისას პროდუქტის 1 ტაბლეტამდე (უმცირესი დოზა)გაითვალისწინეთ დღეგამოშვებით დოზირება.

შემდეგი ცხრილი აჯამებს დოზის შემცირებას და პროდუქტის დოზის მოხსნას რაც რეკომენდებულია პრეპარატის გვერდითი რეაქციების მენეჯმენტისთვის. ის აგრეთვე იძლევა რეკომენდაციებს რუტინის მენეჯმენტისთვის. მენეჯმენტის გეგმა დამტკიცებული უნდა იყოს ექიმის კლინიკური შეხედულების მიხედვით ინდივიდისთვის სარგებლის/რისკის შეფასების საფუძველზე.

[ცხრილი] დოზის ცვლილება და რეკომენდებული მენეჯმენტი პრეპარატის გვერდითი რეაქციის შემთხვევაში

პრეპარატის გვერდითი რეაქცია

სიმძიმეa

დოზის ცვლილებაბ და რეკომენდებული მენეჯმენტი

არა-ინფექციური პნევმონია

1 ხარისხი

ასიმპტომური, მხოლოდ კლინიკური ან დიაგნოსტიკური აღმოჩენები საჭიროებს ინტერვენციას

დოზის ცვლილება საჭირო არ არის, დაიწყეთ მონიტორინგი სათანადოდ

2 ხარისხი

სიმპტომები, რომლებიც არ მოქმედებს ყოველდღიურ აქტივობებზე (ADLc)

გაითვალისწინეთ დოზირების მოხსნა, გამორიცხეთ ინფექცია და გაითვალისწინეთ კორტიკოსტეროიდით მკურნალობა სიმპტომების ≤1 ხარისხამდე გაუმჯობესებამდე

დოზირება ხელახლა დაიწყეთ უფრო დაბალი დოზით

დოზირება შეწყვიტეთ თუ გაუმჯობესება არ მოხდა 4 კვირაში

3 ხარისხი

მწვავე სიმპტომები, რომლებიც მოქმედებს ყოველდღიურ აქტივობაზე (ADLc) და ინიშნება ჟანგბადი

დოზირება შეწყვიტეთ სიმპტომების <1 ხარისხამდე შემსუბუქებამდე, გამორიცხეთ ინფექცია და განიხილეთ კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა <1 ხარისხამდე შემსუბუქებამდე

დოზირება განაახლეთ უფრო დაბალი დოზით

განიხილეთ დოზირების შეჩერება არაინფექციური პნევმონიის მე-3 ხარისხამდე რეციდივისას

4 ხარისხი

სიცოცხლისთვის საშიში რესპირატორული სიმპტომები, რაც საჭიროებს სასწრაფო ინტერვენციას (მაგ. ტრაქეოტომია ან ინტუბაცია)

შეწყვიტეთ დოზირება, გამორიცხეთ ინფექცია და გაითვალისწინეთ კორტიკოსტეროიდებით თერაპია

სტომატიტი

1 ხარისხი

ასიმპტომური ან მსუბუქი სიმპტომები, რაც საჭიროებს ინტერვენციას

დოზის ცვლილება საჭირო არ არის.

პირის ღრუში დღე-ღამეში რამდენჯერმე გამოივლეთ არა-ალკოჰოლური წყალი ან მარილიანი ხსნარი (0.9%)

2 ხარისხი

საშუალო ტკივილი, რაც არ მოქმედებს ორალურ მიღებაზე და არ საჭიროებს წინასწარ დანიშნულ დიეტას

დოზირება შეწყვიტეთ სიმპტომების ≤1 ხარისხამდე შემსუბუქებამდე,

დოზირება განაახლეთ იგივე დოზით

დოზირება შეწყვიტეთ თუ კვლავ გაჩნდება მე-2 ხარისხის სტომატიტი, ≤1 ხარისხამდე შემსუბუქებამდე. დოზირება განაახლეთ უფრო დაბალი დოზით. უმკურნალეთ ადგილობრივი ორალური ანალგეზური საშუალებებით (მაგ. ბენზოკაინი (ბუტილამინი) ბენზოატი, ტეტრაკაინი HCL, მენთოლი ან ფენოლი) მარტო ან ადგილობრივ კორტიკოსტეროიდებთან კომბინაციაში (ტრიამცინოლონის ორალური მალამო)d

3 ხარისხი

მწვავე ტკივილი, რომელიც მოქმედებს ორალურ მიღებაზე

დოზირება დროებით შეაჩერეთ ≤1 ხარისხამდე შემსუბუქებამდე.

დოზირება განაახლეთ უფრო დაბალი დოზით. უმკურნალეთ ადგილობრივი ორალური ანალგეზური საშუალებებით (მაგ. ბენზოკაინი (ბუტილამინი) ბენზოატი, ტეტრაკაინი HCL, მენთოლი ან ფენოლი) მარტო ან ადგილობრივ კორტიკოსტეროიდებთან კომბინაციაში (ტრიამცინოლონის ორალური მალამო)d

4 ხარისხი

სიცოცხლისთვის საშიში გამოსავალი, რომელიც საჭიროებს სასწრაფო ინტერვენციას

შეწყვიტეთ დოზირება დაიწყეთ შესაბამისი მკურნალობა

სხვა არაჰემატოლოგიური ტოქსიურობა (მეტაბოლური პასუხის გარდა)

1 ხარისხი

თუ ტოქსიურობა აიტანება, დოზის ცვლილება საჭირო არ არის. დაიწყეთ სათანადო მკურნალობა და მონიტორინგი

თუ ტოქსიურობა არ აიტანება, დოზირება შეწყვიტეთ ≤1 ხარისხამდე შემსუბუქებამდე და განაახლეთ იგივე დოზით.

თუ ტოქსიურობა კვლავ ჩნდება 2 ხარისხით, დოზირება შეწყვიტეთ ≤1 ხარისხამდე შემსუბუქებამდე, განაახლეთ უფრო დაბალი დოზით.

3 ხარისხი

დოზირება დროებით შეწყვიტეთ ≤1 ხარისხამდე შემსუბუქებამდე, დაიწყეთ შესაბამისი მკურნალობა და მონიტორინგი.

დოზირება განაახლეთ უფრო დაბალი დოზით,

დოზირება შეწყვიტეთ თუ აღინიშნება მე-3 ხარისხის სხვა არაჰემატოლოგიური ტოქსიურობა

4 ხარისხი

შეწყვიტეთ დოზირება და დაიწყეთ სათანადო მკურნალობა

მეტაბოლური პასუხები (მაგ. ჰიპერგლიკემია, დისპლიპიდემია)

1 ხარისხი

დოზის ცვლილება საჭირო არ არის.დაიწყეთ შესაბამისი მკურნალობა და მონიტორინგი.

2 ხარისხი

დოზის ცვლილება საჭირო არ არის. დაიწყეთ შესაბამისი მკურნალობა და მონიტორინგი.

3 ხარისხი

დოზირება დროებით შეწყვიტეთ

დოზირება განაახლეთ უფრო დაბალი დოზით.

დაიწყეთ შესაბამისი მკურნალობა და მონიტორინგი.

4 ხარისხი

შეწყვიტეთ დოზირება და დაიწყეთ შესაბამისი მკურნალობა

თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება)

1 ხარისხი

(<ნორმის ქვედა ზღვარიe-75,000/მმ3;

<ნორმის ქვედა ზღვარიe-75.0x109/L)

დოზის ცვლილება საჭირო არ არის

2 ხარისხი

(<75.000-50.000/მმ3;

  • 0-50.0x109/L)

დოზირება დროებით შეწყვიტეთ 1 ხარისხამდე შემსუბუქებამდე.

დოზირება განაახლეთ იგივე დოზით

3 ხარისხი

(50,000-25,000/მმ3;

<50.0-25.0x109/L)

ან

4 ხარისხი

(<25,000/მმ3; <25.0x109/L)

ნეითროპენია (ნეიტროფილების რაოდენობის დაქვეითება)

1 ხარისხი

(<ნორმის ქვედა ზღვარიe-1500/მმ3;

<ნორმის ქვედა ზღვარიe-1,5x109/L)

ან

2 ხარისხი

(<1,500-1000/მმ3;

<1,5 – 1.0x109/L)

დოზის ცვლილება საჭირო არ არის

3 ხარისხი

(<1,000-500/მმ3;

<1.0-0,5x109/L)

დოზირება დროებით შეწყვიტეთ 2 ხარისხამდე შემსუბუქებამდე.

დოზირება განაახლეთ იგივე დოზით

4 ხარისხი

(<500/მმ3; <0,5x109/L)

ფებრილური ნეითროპენია

3 ხარისხი

ორგანიზმის ერთჯერადი ტემპერატურა >38,3°C ან სხეულის ტემპერატურა

≥38°C რომელიც პერსისტირებს ≥1სთ, ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობით <1,000/მმ3

დოზირება დროებით შეწყვიტეთ 2 ხარისხამდე შემსუბუქებამდე ან ცხელების გაქრობამდე.

დოზირება განაახლეთ უფრო დაბალი დოზით

4 ხარისხი

სიცოცხლისთვის სახიფათო გამოსავალი, რომელიც საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო ჩარევას

დოზირება შეწყვიტეთ

a სიმძიმის ხარისხების აღწერა:1=მსუბუქი სიმპტომი; 2=საშუალო სიმპტომი; 3=მწვავე სიმპტომი; 4=სიცოცხლისთვის სახიფათო სიმპტომი. ხარისხები NCI-CTCAE მიხედვით.

b თუ საჭიროა დოზის შემცირება, რეკომენდებულია წინა დოზის დაახლოებით 50%

cყოველდღიური ცხოვრების აქტივობები (ADL)

dსტომატიტის სამკურნალოდ აგენტის გამოყენება რომელიც შეიცავს სპირტს, წყალბადის ზეჟანგს, იოდს, პიტნის წარმოებულს უნდა მოერიდონ, რადგან შეიძლება გააუარესოს პირის ღრუს წყლული.

eნორმის ქვედა ზღვარი (LLN)

fნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა (ANC)

პედიატრიული პაციენტები

  • ძუძუს კიბო, ნეიროენდოკრინული სიმსივნე, თირკმლის უჯრედოვანი კარცინომა და ტუბეროზული სკლეროზთან (TSC)-დაკავშირებული თირკმლის ანგიომიოლიპომები; ამ პროდუქტის უსაფრთხოება და ეფექტურობა <18 წლამდე ასაკის პედიატრიულ პაციენტებში დადგენილი არ არის.
  • ტუბეროზული სკლეროზთან (TSC)-დაკავშირებული სუბეპენდიმური გიგანტურუჯრედოვანი ასტროციტომა (SEGA): ≥1 წლის პაციენტებში პროდუქტის რეკომენდებული დოზად განიხილება იგივე, რაც მოზრდილ პაციენტებში. პროდუქტის გამოყენება რეკომენდებული არ არის, რადგან შესწავლილი არ არის 1წლამდე ასაკის TSC დაკავშირებულ SEGA პაციენტებში და <18 წლამდე ასაკის TSC დაკავშირებულ SEGA პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის დაზიანებაც.

ხანდაზმული პაციენტები (≥65წელი)

ხანდაზმულ პაციენტებში დოზის ცვლილება საჭირო არ არის.

თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტები

თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტებში დოზის ცვლილება საჭირო არ არის.

ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტები

  • ძუძუს კიბო, ნეიროენდოკრინული სიმსივნე, თირკმლის უჯრედოვანი კარცინომა და ტუბეროზული სკლეროზთან (TSC)-დაკავშირებული თირკმლის ანგიომიოლიპომები:

ღვიძლის მსუბუქი უკმარისობა (ჩაილდ-პიუს შკალით A): რეკომენდებული დოზაა 7,5მგ/დღე-ღამეში. თუ ვერ აიტანება, დოზა შეიძლება 5მგ-მდე შემცირდეს.

ღვიძლის საშუალო უკმარისობა (ჩაილდ-პიუს შკალით B): რეკომენდებული დოზაა 5მგ/დღე-ღამეში. თუ ვერ აიტანება, დოზა შეიძლება 2.5მგ-მდე შემცირდეს.

ღვიძლის მწვავე უკმარისობა (ჩაილდ-პიუს შკალით C): გამოყენება რეკომენდებული არ არის. უნდა გამოიყენონ მხოლოდ მაშინ, როა თერაპიული სარგებელი აჭარბებს რისკებს, მაგრამ დოზამ არ უნდა გადააჭარბოს დღე-ღამეში 2.5მგ-ს.

დოზა უნდა შეიცვალოს, თუ მკურნალობის განმავლობაში იცვლება პაციენტის ღვიძლის მდგომარეობა (ჩაილდ-პიუ)

  • ტუბეროზული სკლეროზთან (TSC)-დაკავშირებული სუბეპენდიმური გიგანტურუჯრედოვანი ასტროციტომა (SEGA):

(1)≥18 წლის პაციენტები:

ღვიძლის მსუბუქი უკმარისობა (ჩაილდ-პიუს შკალით A): რეკომენდებული დოზაა BSA-ს მიხედვით გამოთვლილი დოზის 75% (მიიღეთ უახლესი დოზა (1 ტაბლეტი)).

ღვიძლის საშუალო უკმარისობა (ჩაილდ-პიუს შკალით B): რეკომენდებული დოზაა BSA-ს მიხედვით გამოთვლილი დოზის 50% (მიიღეთ უახლესი დოზა (1 ტაბლეტი)).

ღვიძლის მწვავე უკმარისობა (ჩაილდ-პიუს შკალით C): გამოყენება რეკომენდებული არ არის.

სისხლში ევეროლიმუსის ტოტალური კონცენტრაცია უნდა გაიზომოს დოზირების დაწყებიდან 1-2 კვირის შემდეგ ან ღვიძლის მდგომარეობის ცვლილების შემდეგ (ჩაილდ-პიუს შკალით). თუ პაციენტის ღვიძლის მდგომარეობა (ჩაილდ-პიუს შკალით) იცვლება მკურნალობის განმავლობაში, დოზა უნდა შეიცვალოს.

(2) პაციენტების ასაკი <18 წელი

ეს პროდუქტი რეკომენდებული არ არის <18 წლის, TSC დაკავშირებული SEGA პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის დაზიანება.

უკუჩვენებები

  • პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პროდუქტის აქტიური ინგრედიენტების ან ამ პროდუქტის რაპამიცინის წარმოებულების სხვა ინგრედიენტების მიმართ.
  • ვინაიდან ეს პროდუქტი შეიცავს ლაქტოზა, ის უნდა არ უნდა გამოიყენონ ისეთი გენეტიკური პრობლემის მქონე პაციენტებში, როგორიცაა გალაქტოზა აუტანლობა, ლაპ-ლაქტაზის დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია.

სიფრთხილის ზომები

  • არა-ინფექციური პნევმონია: არა-ინფექციური პნევმონია არის პასუხი, რომელიც შეიძლება აღინიშნოს პრეპარატებისას, რომლებიც არის რიფამპიცინის წარმოებულების კლასი. დამატებით, არა-ინფექციური პნევმონიის შემთხვევები ფილტვის ინტერსტიციალური დაავადების ჩათვლით, აღწერილია პაციენტებში, რომლებმაც მიიღეს ეს პროდუქტი (იხ. პარაგრაფი 3, გვერდით მოვლენები). ზოგიერთი მათგანი იყო მწვავე და იშვიათად იყო აღწერილი ფატალური გამოსავალი.

თუ პაციენტს აღენიშნება არა-სპეციფიური რესპირატორული ნიშნები და სიმპტომები როგორიცაა ჰიპოქსია, პლევრული გამონაჟონი, ხველა ან ქოშინი, დიაგნოსტირებულია როგორც არა-ინფექციური პნევმონია და ამ შემთხვევაში, დიაგნოზის განმავლობაში გამორიცხულია ინფექციური, ნეოპლაზიური ან სხვა არა-სამედიცინო მიზეზების ნიშნები და სიმპტომები.ოპორტუნისტული ინფექციები, როგორიცაა Pneumocystis jerovicii პნევმონია (PJP) უნდა განასხვავონ არა-ინფექციური ინფექციისგან დიფერენციული დიაგნოზით. პაციენტებს ურჩიონ დაუყოვნებლივ აცნობონ ექიმს ახალი ან გაუარესებული რესპირატორული სიმპტომის შესახებ.

იმ რადიოლოგიური ცვლილების შემთხვევაშიც კი, რომელიც მიუთითებს არა-ინფექციურ პნევმონიაზე, პაციენტმა რომელსაც არ აღენიშნება ან აღენიშნება მცირე სიმპტომები,ამ პროდუქტის მიღება შეიძლება გააგრძელოს დოზის ცვლილების გარეშე. საშუალო (2 ხარისხის) სიმპტომებისთვის, დოზირების შეწყვეტა უნდა განიხილონ სიმპტომების გაუმჯობესებამდე. შეიძლება საჭირო იყოს კორტიკოსტეროიდების გამოყენება. განაახლეთ წინა დოზის დაახლოებით 50%-ით.

მე-3 ხარისხის არა-ინფექციური პნევმონიისთვის, ეს პროდუქტი მოხსენით 1 ხარისხამდე ან უფრო დაბალ დონემდე გაუმჯობესებამდე. ინდივიდის კლინიკური საკითხების მიხედვით, გამოყენება შეიძლება განახლდეს წინა დოზის 50%-ით. თუ არა-ინფექციური პნევმონია კვლავ ჩნდება მე-3 ხარისხით, განიხილეთ დოზის შეწყვეტა. მე-4 ხარისხის არა-ინფექციური პნევმონიის შემთხვევაში დოზირება შეწყვიტეთ.კლინიკური სიმპტომეის გაუმჯობესებამდე შეიძლება საჭირო იყოს კორტიკოსტეროიდებით თერაპია. იმ შემთხვევაში, თუ არა-ინფექციური პნევმონიის სამკურნალოდ საჭიროა კორტიკოსტეროიდები, უნდა განიხილონ Pneumocystis jirovecii პნევმონიის (PJP) პროფილაქტიკა. პნევმონიის განვითარება ასევე აღწერილი იყო დოზის შემცირების შემთხვევაშიც.

  • ინფექცია: რადგან ამ პროდუქტს გააჩნია იმუნიტეტის ფუნქციის დათრგუნვის თვისება,პაციენტი მიდრეკილია ბაქტერიული, სოკოვანი, ვირუსული ან პროტოზოული ინფექციებისკენ ოპორტუნისტული ინფექციური პათოგენით გამოწვეული ინფექციის ჩათვლით (იხ. პარაგრაფი 3; გვერდითი მოვლენები).ლოკალური და სისტემური ინფექციები განვითარდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პროდუქტს, პნევმონიის, სხვა ბაქტერიული ინფექციის, ინვაზიური სოკოვანი ინფექციების ჩათვლით როგორიცაა ასპერგილოზი, კანდიდოზი ან Pneumocystis jirovecii პნევმონია (PJP) და ვირუსული ინფექციები, B ჰეპატიტის ვირუსის რეაქტივაციის ჩათვლით. ზოგი ეს ინფექცია იყო მწვავე (მაგალითად: სეფსისის გამომწვევი სეპტიური შოკის ჩათვლით, სუნთქვის უკმარისობა ან ღვიძლის უკმარისობა) და ზოგჯერ გამოიწვია ფატალური გამოსავალი მოზრდილებში და ბავშვებში (იხ. პარაგრაფი 3; გვერდითი მოვლენები). ექიმმა და პაციენტმა უნდა იცოდნენ, რომ ეს პროდუქტი ზრდის ინფექციის რისკს.ამ პროდუქტით მკურნალობის დაწყებამდე უნდა უმკურნალონ უკვე არსებულ ინფექციებს. ყურადღება უნდა მიაქციონ ინფექციის ნიშნებს და სიმპტომებს ამ პროდუქტის მიღებისას და ინფექციის დიაგნოზის შემთხვევაში უნდა დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა და უნდა განიხილონ პროდუქტის მიღების შეწყვეტა ან სრული მოხსნა. იმ შემთხვევაში თუ ამ პროდუქტით მკურნალობის პერიოდში პაციენტს აღენიშნება ინვაზიური სისტემური სოკოვანი ინფექცია, ამ პროდუქტის მიღება უნდა შეწყდეს და უნდა დაიწყოს შესაბამისი სოკოსსაწინააღმდეგო თერაპია. Pneumocystis jirovecii პნევმონია (PJP) აღწერილი იყო პაციენტებში, რომლებიც ევეროლიმუსს იღებდნენ, ზოგჯერ ფატალური შედეგით.ეს სავარაუდოდ დაკავშირებულია კორტიკოსტეროიდების და სხვა იმუნოსურპესიული საშუალებების კომბინაციასთან. იმ შემთხვევაში თუ საჭიროა კორტიკოსტეროიდებთან ან სხვა იმუნოსუპრესიულ საშუალებებთან კომბინაცია, საჭიროა Pneumocystis jirovecii პნევმონიის პროფილაქტიკის გათვალისწინება.
  • მომატებული მგრძნობელობის რეაქციები: მომატებული მგრძნობელობის რეაქციები აღინიშნა ევეროლიმუსის გამოყენებისას, ვლინდებოდა სიმპტომები როგორიცაა ანაფილაქსია, დისპნოე, ალები, გულმკერდის ტკივილი ან ანგიოედემა (მაგალითი; სასუნთქი გზების ან ენის შეშუპება რესპირატორული დარღვევით ან მის გარეშე).
  • სტომატიტი: სტომატიტი ორალური წყლულით ან ორალური მუკოზიტით არის ყველაზე ხშირად აღწერილი გვერდითი მოვლენა პაციენტებში, რომლებმაც ეს პროდუქტი მიიღეს (იხ. პარაგრაფი 3; გვერდითი მოვლენები). სტომატიტი ყველაზე ხშირად ვითარდება ამ პროდუქტის მიღებიდან 8 კვირის განმავლობაში. მაშინ როდესაც სტომატიტისთვის რეკომენდებულია ადგილობრივი მკურნალობა, უნდა მოერიდონ ალკოჰოლის ან წყალბადის ზეჟანგის, იოდის ან პიტნის შემცველ პროდუქტებს, რადგან ისინი შეიძლება აუარესებდეს სიმპტომებს (იხ. პარაგრაფი დოზირება და გამოყენება 3; დოზის ცვლილება). სოკოსსაწინააღმდეგო საშუალებები არ უნდა გამოიყენონ, თუ პაციენტს არ აქვს სოკოვანი ინფექციის დიაგნოზი (იხ. პარაგრაფი 4; ურთიერთქმედება)
  • თირკმლის უკმარისობა: თირკმლის უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით, აღწერილი იყო პაციენტებში, რომლებიც ამ პროდუქტს იღებდნენ და ზოგი შემთხვევა იყო ფატალური. დამატებით, პაციენტებში, რომლებსაც აქვთ დამატებითი რისკ-ფაქტორი, როგორიცაა თირკმლის ფუნქციის დარღვევა, საჭიროა მონიტორინგი თირკმლის ფუნქციისთვის (იხ. პარაგრაფი 3; გვერდითი მოვლენები)
  • ლაბორატორიული ტესტები და მონიტორინგი

(1) თირკმლის ფუნქცია: შრატის კრეატინინის მომატება (ჩვეულებრივ მსუბუქი) და პროტეინური აღწერილი იყო პაციენტებში, რომლებიც ამ პროდუქტს იღებდნენ (იხ.პარაგრაფი 3, გვერდით მოვლენები).თირკმლის ფუნქციის პერიოდული მონიტორინგი, სისხლში შარდოვანა აზოტის (BUN), შარდში ცილის ან შრატის კრეატინინის ჩათვლით, რეკომენდებულია ამ პროდუქტის მიღების დაწყებამდე და მის შემდეგ.

(2) სისხლში შაქრის დონე: ჰიპერგლიკემია აღწერილი იყო პაციენტებში, რომლებიც ამ პროდუქტს იღებდნენ (იხ. პარაგრაფი 3; გვერდით მოვლენები). უზმოდ შარდში გლუკოზის დონის მონიტორინგი რეკომენდებულია სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, რომლებიც ზრდის სისხლში შაქრის დონეს. სანამ პაციენტი ამ პროდუქტის გამოყენებას დაიწყებს, მიღწეული უნდა იყოს ოპტიმალური გლიკემიური კონტროლი

(3)შრატში ლიპიდები: დისლიპიდემიის შემთხვევები ჰიპერქოლესტეროლემიის და ჰიპერტრიგლიცერიდემიის ჩათვლით აღწერილი იყო პაციენტებში, რომლებიც ამ პროდუქტს იღებდნენ. სისხლში ქოლესტეროლის და ტრიგლიცერიდების პერიოდული მონიტორინგი საჭიროა მკურნალობის დაწყებამდე და მის შემდეგ და რეკომენდებულია შესაბამისი მკურნალობა.

(4)ჰემატოლოგიური ინდექსები: დაქვეითებული ჰემოგლობინი, ლიმფოპენია, ნეითროპენია და თრომბოციტოპენია აღწერილი იყო პაციენტებში, რომლებიც ამ პროდუქტს იღებდნენ (იხ. პარაგრაფი 3; გვერდითი მოვლენები). სისხლის საერთო ანალიზის პერიოდული მონიტორინგი რეკომენდებულია ამ პროდუქტის გამოყენების დაწყებამდე და მის შემდეგ.

  • წამალთაშორისი ურთიერთქმედება: უნდა მოერიდონ CYP3A4 ძლიერი ინჰიბიტორის ან P-გლიკოპროტეინის (Pgp) ინჰიბიტორის ერთად გამოყენებას (იხ. პარაგრაფი 4; ურთიერთქმედება).

უნდა მოერიდონ CYP3A4 ძლიერ ინდუქტორთან ან Pgp ინდუქტორთან ერთად გამოყენებას. (იხ. პარაგრაფი 4; ურთიერთქმედება).იმ შემთხვევაში, თუ ეს პროდუქტი უნდა გამოიყენონ CYP3A4 ძლიერ ინდუქტორთან ან Pgp ინდუქტორთან ერთად, საჭიროა პაციენტის კლინიკური პასუხის ფრთხილი მონიტორინგი. თუ არ არსებობს ხელმისაწვდომი ალტერნატიული მკურნალობა,ამ პროდუქტის დოზის მომატება უნდა გაითვალისწინონ CYP3A4 ძლიერ ინდუქტორთან ან Pgp ინდუქტორთან ერთად გამოყენებისას (იხ. პარაგრაფი დოზირება და გამოყენება და 4 ურთიერთქმედება).

წამალთაშორისი ურთიერთქმედების შესაძლებლობის გამო, შესაბამისი ზომები უნდა მიიღონ მაშინ, როდესაც ამ პროდუქტის ორალურ დოზას იღებენ მცირე თერაპიული ფანჯრის CYP3A4 სუბსტრატთან ერთად.იმ შემთხვევაში, თუ ეს პროდუქტი გამოიყენება ვიწრო თერაპიული ფანჯრის მქონე CYP3A4 სუბსტრატთან ერთად,საჭიროა იმ გვერდითი მოვლენების ფრთხილი მონიტორინგი, რომლებიც ჩამოთვლილია CYP3A4 სუბსტრატი პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციაში.

  • ღვიძლის დაზიანება: ევეროლიმუსისადმი სისტემური ექსპოზიცია იზრდება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის მსუბუქი (ჩაილდ-პიუ A), საშუალო (ჩაილდ-პიუ B) და მძიმე უკმარისობა (ჩაილდ-პიუ C).

პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ ძუძუს კიბო, ნეიროენდოკრინული სიმსივნე, თირკმლის უჯრედოვანი კარცინომა და ტუბეროზული სკლეროზთან (TSC)-დაკავშირებული თირკმლის ანგიომიოლიპომები და ასევე ღვიძლის მწვავე უკმარისობა (ჩაილდ-პიუ C), ამ პროდუქტის გამოყენება რეკომენდებული არ არის თუ თერაპიული სარგებელი არ აჭარბებს რისკებს (იხ. პარაგრაფი დოზირება და გამოყენება).

TSC-დაკავშირებულ SEGA, <18 წლის პაციენტებში, რომლებსაც ასევე აღენიშნებათ ღვიძლის დაზიანება (ჩაილდ-პიუ ხარისხი A,B ან С) ან TSC-დაკავშირებულ SEGA ≥18 წლის პაციენტებში, რომლებსაც ასევე აღენიშნებათ ღვიძლის მწვავე უკმარისობა (ჩაილდ-პიუ C), ამ პროდუქტის გამოყენება რეკომენდებული არ არის (იხ. პარაგრაფი დოზირება და გამოყენება).

  • იმუნიზაცია: ამ პროდუქტის გამოყენებისას, უნდა მოერიდონ ცოცხალი ვაქცინის გამოყენებას ან იმ პირთან ახლო კონტაქტს, რომელმაც გაიკეთა ცოცხალი ვაქცინა. პედიატრიულ SEGA პაციენტებში რუტინული იმუნიზაციის დრო უნდა გაითვალისწინონ ამ პროდუქტით მკურნალობის დაწყებამდე (იხ. პარაგრაფი 4, ურთიერთქმედება).
  • ანგიოედემა ანგიოტენზინ გარდამქმნელი ენზიმის (ACE) ინჰიბიტორის კომბინირებული გამოყენების გამო: პაციენტებში ანგიოედემის რისკი შეიძლება გაიზარდოს ანგიოტენზინ გარდამქმნელი ენზიმის (ACE) ინჰიბიტორის კომბინირებული გამოყენებისას (მაგ. სასუნთქი გზების ან ენის შეშუპება რესპირატორული დარღვევით ან მის გარეშე).
  • ჭრილობების მკურნალობის გართულებები; ჭრილობის შეხორცების დაზიანება არის პასუხი, რომელიც შეიძლება აღინიშნოს რაპამიცინის წარმოებულების კლასის პრეპარატების გამოყენებისას, ევეროლიმუსის ჩათვლით. სიფრთხილეა საჭირო ამ პროდუქტის პერიპროცედურული გამოყენებისას.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ევეროლიმუსი არის CYP3A4 სუბსტრატი და p-გლიკოპროტეინის (PgP)-სუბსტრატი და საშუალო ინჰიბიტორი, მრავალი პრეპარატის ეფლუქსის ტუმბო.აქედან გამომდინარე, ევეროლიმუსის აბსორბციაზე და შემდგომ ელიმინაციაზე შეიძლება გავლენა მოახდინოს პრეპარატებმა, რომლებიც მოქმედებს CYP3A4 და/ან PgP-ზე.In vitro ევეროლიმუსი არის CYP3A4 კონკურენტული ინჰიბიტორი და CYP2D6-ის შერეული ინჰიბიტორი.

  • პრეპარატები,რომლებიც ზრდის სისხლში ევეროლიმუსის კონცენტრაციას

(1) სისხლში ევეროლიმუსის კონცენტრაცია შეიძლება გაიზარდოს ნივთიერებით, რომელიც ამცირებს ევეროლიმუსის მეტაბოლიზმს CYP3A4 აქტივობის ინჰიბირებით.

(2) სისხლში ევეროლიმუსის კონცენტრაცია შეიძლება გაიზარდოს PgP ინჰიბიტორით, რომელიც ამცირებს ენტეროციტებიდან ევეროლიმუსის ეფლუქსს.

(3) ამ პროდუქტის ერთდროული გამოყენება CYP3A4 ან PgP ძლიერ ინჰიბიტორთან ერთად (მაგ. კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, რიტონავირი, კლარიტრომიცინი, ტელიტრომიცინი) თავიდან უნდა იქნას აცილებული.

(4) ევეროლიმუსის და კეტოკონაზოლის ერთად გამოყენებისას (CYP3A4 ძლიერი ინჰიბიტორი და PgP ინჰიბიტორი) ჯანმრთელ ინდივიდებში, აღინიშნა ევეროლიმუსის ექსპოზიციის მნიშვნელოვანი ზრდა (Cmax და AUC გაიზარდა 3.9 და 15.0 პუნქტით).

(5) სიფრთხილეა საჭირო ამ პროდუქტის გამოყენებისას CYP3A4 საშუალო (მაგ. ერითრომიცინი, ვერაპამილი, ციკლოსპორინი, ფლუკონაზოლი. დილთიაზემი, ამპრენავირი, ფოზამპრენავირი ან აპრეპიტანტი) და PgP ინჰიბიტორის გამოყენებისას. CYP3A4/PgP საშუალო ინჰიბიტორთან ერთად გამოყენებისას, ამ პროდუქტის დოზა უნდა შემცირდეს დაახლოებით წინა დოზის 50%-მდე. დოზის დამატებითი შემცირება შეიძლება საჭირო გახდეს პრეპარატის გვერდითი რეაქციების მენეჯმენტისთვის და დოზის შემცირებისას პროდუქტის შემცველობაზე მცირე დონემდე (2.5მგ)გაითვალისწინეთ დღეგამოშვებით მიღება (იხ. პარაგრაფი 1, გაფრთხილებები).

ძუძუს კიბო, ნეიროენდოკრინული სიმსივნე, თირკმლის უჯრედოვანი კარცინომა და ტუბეროზულ სკლეროზთან (TSC) დაკავშირებული თირკმლის ანგიომიოლიპომები: CYP3A4 საშუალო ან PgP ინჰიბიტორის მოხსნის შემდეგ, 2-3 დღიანი გამორიცხვის პერიოდი უნდა გაითვალისწინონ თანმხლებ გამოყენებამდე არსებულ დოზამდე დაბრუნებამდე

ტუბეროზულ სკლეროზთან (TSC) დაკავშირებული სუბეპენდიმური გიგანტურუჯრედოვანი ასტროციტომა (SEGA): ევეროლიმუსის კონცენტრაცია ფასდება CYP3A4 საშუალო ან PgP ინჰიბიტორის გამოყენებიდან დაახლოებით 1-2 კვირის შემდეგ. საშუალო ინჰიბიტორის მოხსნის შემდეგ, ამ პროდუქტის დოზა უნდა დაუბრუნდეს CYP3A4 საშუალო ან PgP ინჰიბიტორის გამოყენებამდე არსებულ დონეს და ევეროლიმუსის კონცენტრაცია ხელახლა ფასდება 2 კვირის შემდეგ.

(6)ჯანმრთელ მოხალისეებში შემდეგ პრეპარატებთან ერთად ევეროლიმუსის გამოყენები შემდეგ გაიზარდა მისი ექსპოზიცია:

ერითრომიცინი (CYP3A4 საშუალო და PgP ინჰიბიტორი, Cmax და AUC გაიზარდა 2.0 და 4.4 პუნქტით)

ვერაპამილი (CYP3A4 საშუალო და PgP ინჰიბიტორი, Cmax და AUC გაიზარდა 2.3 და 3.5 პუნქტით)

ციკლოსპორინი (CYP3A4 სუბსტრატი და PgP ინჰიბიტორი, Cmax და AUC გაიზარდა 1.8 და 2.7 პუნქტით)

(7) CYP3A4 საშუალო და PgP სხვა ინჰიბიტორები, რომლებსაც შეუძლიათ სისხლში ევეროლიმუსის კონცენტრაციის გაზრდა მოიცავს სოკოსსაწინააღმდეგო აგენტებს (მაგ: ფლუკონაზოლი) და კალციუმის არხების ბლოკერებს (მაგალითი: დილთიაზემი)

(8) გრეიპფრუტი, გრეიპფრუტის წვენი, კარამბოლა, სევილიური ფორთოხალი და სხვა საკვები, რომელიც მოქმედებს ციტოქრომ P450 და PgP აქტივობებზე თავიდან უნდა იქნას აცილებული ამ პროდუქტის მიღებისას.

(9) ევეროლიმუსის მიღებისას დღე-ღამეში 10 ან 5მგ დოზით, არ აღინიშნა ევეროლიმუსის Cmin განსხვავება CYP3A4 და/ან PgP სუბსტრატის არსებობისას ან არ არსებობისას.

(10) დღე-ღამეში ევეროლიმუსის 5 ან 10მგ გამოყენების შემდეგ CYP3A4 სუსტ ინჰიბიტორთთან ერთად გამოყენება PgP ინჰიბიტორთან გამოყენებით ან მის გარეშე აშკარა გავლენას არ ახდენს ევეროლიმუსის Cmin-ზე.

  • პრეპარატები, რომლებიც ამცირებს სისხლში ევეროლიმუსის კონცენტრაციას

(1) ნივთიერება, რომელიც არის CYP3A4 ან PgP ინდუქტორი, შეიძლება აქვეითებდეს სისხლში ევეროლიმუსის კონცენტრაციას ენტეროციტებიდან ევეროლიმუსის ეფლუქსის გაზრდის ან მეტაბოლიზმის გაძლიერების შედეგად.

(2) თუ ხელმისაწვდომია ალტერნატიული მკურნალობა, ამ პროდუქტის და CYP3A4 ან PgP ძლიერი ინდუქტორის ერთდროულ გამოყენებას უნდა მოერიდონ. თუ CYP3A4 ან PgP ძლიერ ინდუქტორთნ ერთად გამოყენება (რიფამპიცინი, რიფაბუტინი) აუცილებელია, შეიძლება საჭირო გახდეს ამ პროდუქტის დოზის ცვლილება (იხ. პარაგრაფი 1, გაფრთხილებები).

ძუძუს კიბო, ნეიროენდოკრინული სიმსივნე, თირკმლის უჯრედოვანი კარცინომა და ტუბეროზულ სკლეროზთან (TSC) დაკავშირებული თირკმლის ანგიომიოლიპომები: თუ აუცილებელია ამ პროდუქტის CYP3A4 ძლიერ ინდუქტორთან ერთად (მაგ. ფენიტოინი, კარბამაზეპინი, რიფამპინი, რიფაბუტინი, რიფაპენტინი, ფენობარბიტალი) გამოყენება, უნდა გაითვალისწინონ ამ პროდუქტის დოზის თანდათან, 2 პუნქტით მომატება (ფარმაკოკინეტიკური მონაცემების მიხედვით).მოსალოდნელია, რომ დოზის ასეთი მომატება გამოიწვევს სისხლში ამ პროდუქტის კონცენტრაციის ცვლილებას, რომელიც იქნება იმ AUC ფარგლებში, რომელიც არის მაშინ, როდესაც არ ხდება CYP3A4 ძლიერი ინდუქტორის გამოყენება. თუმცა არ არის ამ დოზის ცვლილების კლინიკური მონაცემები პაციენტებში, რომლებმაც CYP3A4 ძლიერი ინდუქტორი მიიღეს. CYP3A4 ძლიერი ინდუქტორის მოხსნის შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინონ 3-5 დღიანი გამორიცხვის პერიოდი (ძლიერი ენზიმის დე-ინდუქციის დრო) პროდუქტის დოზის იმ დონემდე დაბრუნებამდე, რომელიც აღინიშნებოდა ინდუქტორის გამოყენებამდე.

ტუბეროზულ სკლეროზთან (TSC) დაკავშირებული-სუბეპენდიმური გიგანტურუჯრედოვანი ასტროციტომა (SEGA): CYP3A4 ძლიერი ინდუქტორის მიღების შემთხვევაში, ამ პროდუქტის დოზის მომატება შეიძლება საჭირო იყოს 5-15ნგ/მლ კონცენტრაციის მისაღწევად.გააორმაგეთ ამ პროდუქტის სადღეღამისო დოზა, შეაფასეთ ტოლერანტობა და 2 კვირის შემდეგ შეაფასეთ ევეროლიმუსის კონცენტრაცია. დანერგეთ დოზის შემდგომი ცვლილება, თუ აუცილებელია კონცენტრაციის შენარჩუნება.

მას შემდეგ რაც ძლიერი ინდუქტორი მოიხსნება, პროდუქტის დოზა უნდა დაბრუნდეს დონეზე, რომელიც აღინიშნებოდა CYP3A4 ძლიერი ინდუქტორის გამოყენებამდე და ევეროლიმუსის კონცენტრაცია ხელახლა ფასდება დაახლოებით 2 კვირის შემდეგ (იხ. პარაგრაფი 1, გაფრთხილებები)

(3) ჯანმრთელი ინდივიდების რიფამპინით პრემედიკაციის შემდეგ (CYP3A4 და PgP ინდუქტორი) დღე-ღამეში 600მგ მრავლობითი დოზით 8 დღის განმავლობაში, რასაც მოყვება ევეროლიმუსის ერთჯერადი დოზის მიღება, ევეროლიმუსის ორალური დოზის კლირენსი გაიზარდა 3 პუნქტით და Cmax და AUC დაქვეითდა 58% და 63%-ით.

(4) სხვა CYP3A4 ძლიერი ინდუქტორები, რომლებმაც შეიძლება შეამციროს სისხლში კონცენტრაცია ევეროლიმუსის მეტაბოლიზმის გაზრდით მოიცავს კრაზანას (Hypericum perforatum), ანტიკონვულსანტებს (მაგალითი: კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი), და ანტი-HIV აგენტები (მაგ. ეფავირენცი, ნევირაპინი) კრაზანის (Hypericum perforatum) პარალელური გამოყენება უნდა აიცილონ, რადგან იწვევს პროდუქტის ექსპოზიციის მოულოდნელ შემცირებას.

  • პრეპარატები, სისხლში რომელთა კონცენტრაციაც შეიძლება შეიცვალოს ევეროლიმუსის

(1) ჯანმრთელი ინდივიდების კვლევებში კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება არ აღინიშნა ამ პროდუქტს და HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორებს (CYP3A4 სუბსტრატი ატორვასტატინი, არა- CYP3A4სუბსტრატის პრავასტატინი) შორის და პოპულაციის ფარმაკოკინეტიკურმა ანალიზმა ასევე აჩვენა რომ სიმვასტატინი, CYP3A4 სუბსტრატი,არ მოქმედებდა ამ პროდუქტის კლირენსზე.

(2) In Vitro, ევეროლიმუსი კონკურენტულად აინჰიბირებდა CYP3A4 სუბსტრატის-ციკლოსპორინის მეტაბოლიზმს და იყო CYP2D6 სუბსტრატის-დექსტრომეტორფანის შერეული ინჰიბიტორი. თუმცა, კლინიკური კვლევების შედეგებმა არ აჩვენა ევეროლიმუსის სუფთა ეფექტი CYP3A4 და CYP2D6 სუბსტრატების მეტაბოლიზმზე.

(3) ჯანმრთელ სუბიექტებში ევეროლიმუსის და მიდაზოლამის (CYP3A4 სუბსტრატი) ერთად გამოყენების კვლევაში, ორი პრეპარატის ერთად გამოყენებამ მიდაზოლამის Cmax გაზარდა 25%-ით და AUC(0-inf) გაზარდა 30%-ით, მაშინ როდესაც არ იყო გავლენა AUC შეფარდებაზე მეტაბოლიტთან (1-ჰიდროქსი-მიდაზოლამ/მიდაზოლამი) და მიდაზოლამის ნახევარგამოყოფის პერიოდთან (t 1/2).

(4) ევეროლიმუსმა გაზარდა ანტიკონვულსანტების დოზამდელი კონცენტრაცია (კონცენტრაცია ანტიკონვულსანტების დოზებს შორის) (კარბამაზეპინი, კლობაზამი, N-დესმეთილ კლობაზამი, რომელიც არის კლობაზამის მეტაბოლიტი) დაახლოებით 10%-ით.მაშინ როდესაც ანტიკონვულსანტების დოზამდელი კონცენტრაციის ასეთ მომატებას შეიძლება კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი არ ჰქონდეს, დოზის მომატება შეიძლება არ განიხილებოდეს იმ ანტიკონვულსანტებისთვის, რომლებსაც ვიწრო თერაპიული ფანჯარა აქვთ, მაგ-კარბამაზეპინი. ევეროლიმუსი არ მოქმედებდა ანტიკონვულსანტების დოზამდელ კონცენტრაციებზე (კლონაზეპამი, დიაზეპამი, ფელბამატი, ზონისამიდი), რომლებიც იყო CYP3A4 სუბსტრატები.

(5) ევეროლიმუსის ოქტრეოტიდ დეპოსთან ერთად გამოყენებამ ოქტრეოტიდის Cmin გაზარდა ოქტრეოტიდის არითმეტიკულ საშუალო შეფარდებამდე (ევეროლიმუსი/პლაცებო) 1,47%. არ ითვლება, რომ ამას კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი აქვს შორსწასული ნეიროენდოკრინული სიმსივნის მქონე პაციენტებში ევეროლიმუსის პასუხის ეფექტურობაზე.

(6) ევეროლიმუსის ეგზემესტანთან ერთად გამოყენებამ ეგზემესტანის Cmin და C2h 45 და 71%-ამდე გაზარდა. თუმცა, არ იყო ჯგუფებს შორის განსხვავება ესტრადიოლის შესაბამის დონეზე მყარ მდგომარეობაში (კვირა 4). ჰორმონ რეცეპტორ დადებითი ძუძუს შორსწასული კიბოთი დაავადებულ პაციენტებში ერთდროული გამოყენების შემდეგ არ აღინიშნა ეგზემესტანთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების ზრდა.

  • იმუნიზაცია

იმუნოსუპრესანტებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ვაქცინაზე პასუხზე და ამ მკურნალობის განმავლობაში მიღებული ვაქცინის ეფექტი შეიძლება უფრო დაბალი იყოს ვიდრე ჩვეულებრივ. ამ პროდუქტის გამოყენებისას უნდა მოერიდონ ცოცხალი ვაქცინის გაკეთებას (იხ. პარაგრაფი 1, გაფრთხილებები). ცოცხალი ვაქცინების მაგალითები შემდეგია: ინტრანაზალური ინფლუენზას ვაქცინა, წითელას, ყბაყურას, წითურას, ორალური პოლიომიელიტის ვაქცინა, BCG, ყვითელი ცხელების, ჩუტყვავილას,TY21a ტიფის ვაქცინები.

  • გამოყენება ორსულ ქალებში და მეძუძურ დედებში
  • ორსული ქალები:არ არსებობს ორსულ ქალებში ამ პრეპარატის გამოყენების შესაბამისი მონაცემები.მაშინ როდესაც ცხოველების კლევებში აღწერილი იყო რეპროდუქციული ტოქსიურობა ემბრიო და ფეტალური ტოქსიურობის ჩათვლით,ადამიანისთვის პოტენციური რისკი უცნობია.ორსულ ქალებში პროდუქტი არ უნდა გამოიყენონ თუ ამ პროდუქტის გამოყენების პოტენციური სარგებელი არ აჭარბებს ნაყოფის პოტენციურ რისკს.

ევეროლიმუსი აღწევდა პლაცენტაში და გამოიწვია ტოქსიურობა ჩასახვის პროდუქტზე.ვირთხებში ევეროლიმუსმა გამოიწვია ემბრიო/ფეტალური ტოქსიურობა თერაპიულ დონეზე დაბალი სისტემური ექსპოზიციისას.ეს ნაჩვენები იყო სიკვდილიანობით და ნაყოფის წონის დაკარგვით. ძვალ-კუნთოვანი ცვლილებების და მალფორმაციების სიხშირე (მაგალითად: მკერდის ნაპრალი) გაიზარდა 0.3მგ/კგ და 0.9მგ/კგ დოზისას. კურდღლებში ემბრიონულმა ტოქსიურობამ აჩვენა აშკარა ზრდა გვიანი რეზორპციისას.

  • მეძუძური დედები: უცნობია გამოიყოფა თუ არა ევეროლიმუსი რძეში. მეძუძურ დედებში ევეროლიმუსის ექსპოზიციის შემთხვევები აღწერილი არ არის.

თუმცა, ცხოველების კვლევებში და/ან მისი მეტაბოლიტები ადვილად გამოიყოფოდა მეძუძური ვირთხების რძეში და პრეპარატის კონცენტრაცია 3-5 პუნქტით მაღალი იყო ვიდრე პლაზმაში.

აქედან გამომდინარე, ქალებმა, რომლებიც ამ პროდუქტს იღებენ, მკურნალობის დროს და ბოლო დოზის მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში ძუძუთი კვებისგან თავი უნდა შეიკავონ.

  • კონტრაცეფცია: შვილოსნობის უნარის მქონე ქალებს უნდა ურჩიონ კონტრაცეფციის მაღალეფექტური მეთოდების გამოყენება (მეთოდები ორსულობის ყოველწლიური სიხშირით-<1%, სათანადო გამოყენებისას) პრეპარატის გამოყენებისას და პროდუქტის მიღების დასრულებიდან 8 კვირის განმავლობაში.
  • ფერტილობა: ევეროლიმუსის გამოყენებას შეიძლება გავლენა ჰქონდეს მამაკაცების და ქალების ფერტილობაზე. არაკლინიკური აღმოჩენების საფუძველზე, მამაკაცების და ქალების ფერტილობაზე მოქმედებდა ამ პროდუქტის მიღება. ქალ პაციენტებში, რომლებიც ევეროლიმუსს იღებდნენ, აღინიშნა მენსტრუალური დარღვევები და მალუთეინიზებელი ჰორმონის (LH)/ფოლიკულო-მასტიმულირებელი ჰორმონის (FSH) დისბალანსი. მამაკაც პაციენტებში, რომლებიც ევეროლიმუსს იღებდნენ, გაიზარდა სისხლში FSH და LH, შემცირდა სისხლში ტესტოსტერონი და აღინიშნა აზოსპერმია.

მამრ ვირთხებში ტესტიკულარულ მორფოლოგიაზე გავლენა დაფიქსირდა ≥0.5მგ/კგ დოზისას და სპერმის მობილობა, სპერმის რაოდენობა და შრატში ტესტოსტერონის დონე დაქვეითდა 5მგ/კგ დოზისას, რომელიც იყო თერაპიული ექსპოზიციის ფარგლებში, რამაც გამოიწვია მამრებში ფერტილობის დაქვეითება; ასეთი აღმოჩენები იყო შექცევადი. მდედრი ვირთხების ფერტილობაში ≥0.1მგ/კგ ორალურმა მიღებამ (დაახლოებით ექსპოზიციის 4% პაციენტებში დღე-ღამეში 10მგ-ს მიღების შემდეგ) გამოიწვია პრო-იმპლანტაციური დანაკარგების ზრდა.

გვერდითი მოვლენები

  • ძუძუს კიბო, ნეიროენდოკრინული სიმსივნე ან თირკმლის უჯრედოვანი კარცინომა.

ინფორმაცია პრეპარატის გვერდითი რეაქციების შესახებ (მკვლევარის მიერ ეჭვი საკვლევ პრეპარატთან კავშირზე) დაფუძნებულია კლინიკური კვლევებიდან მიღებულ უსაფრთხოების მონაცემებზე (N=2672) რანდომიზებული, ორმაგად-ბრმა, პლაცებო ან აქტიურად კონტროლირებადი მე-3 ან მე-2 ფაზის კლინიკური კვლევების ჩათვლით, რაც დაკავშირებულია დამტკიცებულ ჩვენებებთან პაციენტებში, რომლებიც ამ პროდუქტს იღებენ.

პრეპარატის ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები (სიხშირე ≥1/10 და მკვლევარის მიერ ეჭვი საკვლევ პრეპარატთან კავშირზე) იყო შემდეგი და ჩამოთვლილია კლებადი სიხშირით: სტომატიტი, გამონაყარი, დაღლილობა, დიარეა, ინფექცია, გულისრევა, მადის დაქვეითება, ანემია, დისგევზია, პნევმონია, პერიფერიული შეშუპება,ჰიპერგლიკემია, ასთენია, ქავილი, წონაში კლება,ჰიპერქოლესტეროლემია, ეპისტაქსისი, ხველა და თავის ტკივილი. ყველაზე ხშირი 3-4 ხარისხის გვერდითი რეაქციები (სიხშირე ≥1/100~<1/10 და მკვლევარის მიერ ეჭვია საკვლევ პრეპარატთან კავშირზე) იყო სტომატიტი, ანემია, ჰიპერგლიკემია, დაღლილობა, ინფექცია, პნევმონია, დიარეა, ასთენია, თრომბოციტოპენია, ნეითროპენია, დისპნოე, ლიმფოციტოპენია, პროტეინურია, სისხლდენა, ჰიპოფოსფატემია, გამონაყარი, ჰიპერტენზია, ასპარტატამინოტრანსფერაზას (AST) მომატება, ალანინამინოტრანსფერაზას (ALT) მომატება, პნევმონია და დიაბეტი.

(ცხრილი-1) ჩამოთვლილია პრეპარატის გვერდითი რეაქციები, რომლებიც აღწერილია უსაფრთხოების ანალიზიდან, სიხშირის მიხედვით. პრეპარატის გვერდით რეაქციები ჩამოთვლილი იყო სიხშირის და ორგანოთა სისტემის MedDRA კლასის მიხედვით, პირველად წარმოდგენილია ყველაზე ხშირი რეაქციები. დამატებით, პრეპარატის ინდივიდუალური გვერდითი რეაქციებისთვის გამოიყენებოდა შემდეგი მიდგომის სიხშირის კატეგორიები (CIOMS III): ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 ~ <1/10); ნაკლებად ხშირი (≥1/1000 ~ <1/100), იშვიათი (≥1/10,000 ~ <1/1,000),ძალიან იშვიათი (<1/10,000)

(ცხრილი -1)

ინფექცია

ძალიან ხშირი

ინფექციაa

სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები

ძალიან ხშირი

ხშირი

ნაკლებად ხშირი

იშვიათი

ანემია

თრომბოციტოპენია,ნეითროპენია, ლეიკოციტოპენია, ლიმფოციტოპენია

პანციტოპენია

სუფთა წითელუჯრედოვანი აპლაზია

იმუნური სისტემის დარღვევები

ნაკლებად ხშირი

მომატებული მგრძნობელობა

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები

ძალიან ხშირი

ხშირი

მადის დაქვეითება, ჰიპერგლიკემია, ჰიპერქოლესტეროლემია

ჰიპერტრიგლიცერიდემია, ჰიპოფოსფატემია, დიაბეტი, ლიპიდემია, ჰიპოკალემია, დეჰიდრატაცია

ფსიქიატრული დარღვევები

ხშირი

უძილობა

ნერვული სისტემის დარღვევები

ძალიან ხშირი

ნაკლებად ხშირი

დისგევზია, თავის ტკივილი

გემოს დაკარგვა

გულის დარღვევები

ნაკლებად ხშირი

გულის შეგუბებითი უკმარისობა

ვასკულური დარღვევები

ხშირი

ნაკლებად ხშირი

სისხლდენაბ,ჰიპერტენზია

ღრმა ვენების თრომბოზი

რესპირატორული, თორაკალური და შუასაყრის დარღვევები

ძალიან ხშირი

ხშირი

ნაკლებად ხშირი

იშვიათი

პნევმონიაc, ეპისტაქსისი, ხველა

ქოშინი

ჰემოპტოზი, ფილტვის ემბოლია

მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი

გასტროინტესტინური დარღვევები

ძალიან ხშირი

ხშირი

სტომატიტიd,,დიარეა, გულისრევა

ღებინება, პირის სიმშრალე, მუცლის ტკივილი, პირის ღრუს ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევა, დისფაგია

კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

ძალიან ხშირი

იშვიათი

გამონაყარი, ქავილი

კანის სიმშრალე, ფრჩხილის ანომალიები, აკნე, ერითემა, ხელის-ფეხის სინდრომიe, ანგიოედემა

ძვალკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები

ხშირი

ართრალგია

თირკმლის და საშარდე სისტემის დარღვევები

ხშირი

ნაკლებად ხშირი

პროტეინურია, თირკმლის უკმარისობა

დღის განმავლობაში მიქტურიის ზრდა, თირკმლის მწვავე უკმარისობა

რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის დარღვევები

ხშირი

ნაკლებად ხშირი

მენსტრუაციის დარღვევაf

ამენორეაf

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა შეყვანის ადგილას

ძალიან ხშირი

ხშირი

ნაკლებად ხშირი

დაღლილობა, ასთენია, პერიფერიული ედემა

პირექსია, ლორწოვანის ანთება

გულმკერდის არაკარდიოგენური ტკივილი, ჭრილობების შეხორცების პრობლემა

კვლევები

ძალიან ხშირი

ხშირი

წონაში კლება

ასპარტატამინოტრანსფერაზას (AST) მომატება, ალანინამინოტრანსფერაზას (ALT) მომატება, სისხლში კრეატინინის მომატება

a მოიცავს ინფექციის ყველა სიმპტომს ორგანოთა სისტემის კლასიდან. ხშირი: პნევმონია, საშარდე ტრაქტის ინფექცია. ნაკლებად ხშირი: ბრონქიტი, ჰერპეს ზოსტერი, სეფსისი, აბსცესი, ოპორტუნისტული ინფექციის იზოლირებული შემთხვევები (მაგალითი: ასპერგილოზი, კანდიდოზი, B ჰეპატიტი). იშვიათად: ვირუსული მიოკარდიტი.

b სისხლდენის სხვა სიმპტომების ჩათვლით, როგორიცაა სხვა ცენტრების ჩათვლით, რომლებიც ინდივიდუალურად ჩამოთვლილი არ არის.

c საზოგადოებაში განვითარებული პნევმონიის, ფილტვის ინტერსტიციალური დაავადების, ფილტვის ინფილტრაციის, იშვიათად ალვეოლიტის, ალვეოლური სისხლდენის, ფილტვის ტოქსიურობის ჩათვლით

d ძალიან ხშირად სტომატიტის, ხშირად აფტოზური სტომატიტის, პირის და ენის წყლულის, ნაკლებად ხშირად გლოსიტის, გლოსსოდინიის ჩათვლით

e პალმარ-პლანტარული ერითროდიზესთეზიის სინდრომი

f ეს სიხშირე დაფუძნებულია 10-55 წლის ასაკის ქალების რაოდენობაზე.

კლინიკურად მნიშვნელოვანი ანომალური ლაბორატორიული აღმოჩენები

ამათგან, ახალი ან გაუარესებული ლაბორატორიული აღმოჩენები აღწერილი იყო ≥1/10 სიხშირით (ძალიან ხშირი), მე-3 ფაზის ორმაგად-ბრმა კვლევების უსაფრთხოების მონაცემები და და ისინი ჩამოთვლილია ქვემოთ შემდეგნაირად:

ჰემატოლოგია: ჰემოგლობინის დაქვეითება, ლიმფოციტოპენია, ლეიკოციტოპენია, თრომბოციტოპენია, ნეითროპენია (ან კოლექტიურად, პანციტოპენია)

კლინიკური ქიმია: გლუკოზის (უზმოდ) მომატება, ქოლესტეროლის მომატება, ტრიგლიცერიდების მომატება, ასპარტატამინოტრანსფერაზას (AST) მომატება, ფოსფატის დაქვეითება, ალანინამინოტრანსფერაზას (ALT) მომატება, კრეატინინის მომატება, კალიუმის დაქვეითება, ალბუმინის დაქვეითება.

ანომალური მაჩვენებლების უმრავლესობა (≥1/100) იყო მსუბუქი (1 ხარისხის) ან საშუალო ხარისხის (ხარისხი 2), 3/4 ხარისხის ჰემატოლოგიური და კლინიკური ქიმიის ანომალიები იყო შემდეგი:

ჰემატოლოგია: ლიმფოციტოპენია, ჰემოგლობინის დაქვეითება (ძალიან ხშირად),ნეითროპენია, თრომბოციტოპენია, ლეიკოციტოპენია (ყველა ხშირად)

კლინიკური ქიმია: გლუკოზის (უზმოდ) მომატება (ძალიან ხშირად), ფოსფატის დაქვეითება, კალიუმის დაქვეითება, ასპარტატამინოტრანსფერაზას (AST) მომატება, ალანინამინოტრანსფერაზას (ALT) მომატება, კრეატინინის მომატება (ტოტალური), ქოლესტეროლის მომატება, ტრიგლიცერიდების მომატება, ალუმინის დაქვეითება (ხშირად)

ტუბეროზულ სკლეროზთან (TSC)-დაკავშირებული თირკმლის ანიგომიოლიპომა და სუბეპენდიმური გიგანტურუჯრედოვანი ასტროციტომა (SEGA).

ინფორმაცია პრეპარატის გვერდითი რეაქციების შესახებ (მკვლევარის მიერ ეჭვი საკვლევ პრეპარატთან კავშირზე0 დაფუძნებული იყო 3 რანდომიზებულ, ორმაგად-ბრმა, პლაცებო-კონტროლირებულ, მე-3 ფაზის კვლევებზე, ბრმა და ღია-ეტიკეტიანი მკურნალობის ფაზების ჩათვლით და 1 არა-რანდომიზებულ, ღია, ერთცენტრიან, მე-2 ფაზის კვლევაზე, რომელშიც ეს პროდუქტი გამოიყენებოდა პაციენტებში,რომლებსაც აღენიშნებოდათ )ტუბეროზულ სკლეროზთან (TSC)-დაკავშირებული თირკმლის ანიგომიოლიპომა და სუბეპენდიმური გიგანტურუჯრედოვანი ასტროციტომა (SEGA) (N=612, 409 <18 წლის პაციენტის ჩათვლით).

უსაფრთხოების მონაცემებიდან პრეპარატის ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები (სიხშირე ≥1/10) (ჩამოთვლილი კლებადი სიხშირით): სტომატიტი, პირექსია, ნაზოფარინგიტი, დიარეა, ზემო რესპირატორული ტრაქტის ინფექცია, ღებინება, ხველა, გამონაყარი, თავის ტკივილი, ამენორეა, აკნე, პნევმონია, საშარდე ტრაქტის ინფექცია, სინუსიტი, მენსტრუალური დარღვევები, ფარინგიტი, მადის დაქვეითება, დაღლილობა, ჰიპერქოლესტეროლემია და ჰიპერტენზია. პრეპარატის ყველაზე ხშირი 3/4 ხარისხის რეაქციები იმ პაციენტების მონაცემების საფუძველზე, რომლებიც ევეროლიმუსს იღებდნენ TSC კლინიკურ კვლევებში, (ორმაგად-ბრმა, ღია, ექსტენსიური კვლევების ჩათვლით). პრეპარატის გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილი იყო MedDRA ორგანოთა სისტემის კლასის მიხედვით. სიხშირე შემდეგია: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 ~ <1/10), ნაკლებად ხშირი (≥1/1,000 ~ <1/100), იშვიათი (≥1/10,000 ~ <1/1,000), ძალიან იშვიათი (<1/10,000), სიხშირე უცნობია (შეფასება შეუძლებელია მონაცემებიდან). პრეპარატის გვერდით რეაქციები ჩამოთვლილი იყო კლებადი სიხშირით

(ცხრილი-2)

ინფექცია

ძალიან ხშირი

ხშირი

ნაკლებად ხშირი

ნაზოფარინგიტი, ზემო რესპირატორული ტრაქტის ინფექცია, პნევმონია, საშარდე ტრაქტის ინფექცია, სინუსიტი, ფარინგიტი

შუა ოტიტი, ცელულიტი, სტრეპტოკოკური ფარინგიტი, ვირუსული გასტროენტერიტი, გინგივიტი

ჰერპეს ზოსტერი, სეფსისი, ვირუსული ბრონქიტი

სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები

ხშირი

ანემია, ნეითროპენია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ლიმფოციტოპენია

იმუნური სისტემის დარღვევები

ნაკლებად ხშირი

მომატებული მგრძნობელობა

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები

ძალიან ხშირი

ხშირი

მადის დაქვეითება, ჰიპერქოლესტეროლემია

ჰიპერტრიგლიცერიდემია, ლიპიდემია, ჰიპოფოსფატემია, ჰიპერგლიკემია

ფსიქიატრული დარღვევები

ხშირი

უძილობა, აგრესიულობა, მომატებული მგრძნობელობა

ნერვული სისტემის დარღვევები

ძალიან ხშირი

ნაკლებად ხშირი

თავის ტკივილი

დისგევზია

ვასკულური დარღვევები

ძალიან ხშირი

ხშირი

ჰიპერტენზია

ლიმფედემა

ხველა

ეპისტაქსისი, პნევმონია

გასტროინტესტინური დარღვევები

ძალიან ხშირი

ხშირი

სტომატიტიa, დიარეა, ღებინება

ყაბზობა, გულისრევა, მუცლის ტკივილი, მუცლის შებერილობა, პირის ღრუს ტკივილი, გასტრიტი

კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

ძალიან ხშირი

ხშირი

ნაკლებად ხშირი

გამონაყარიბ, აკნე

კანის სიმშრალე, აკნეს ფორმის დერმატიტი, ქავილი, ალოპეცია

ანგიოედემა

რაბდომიოლიზი

თირკმლის და საშარდე ტრაქტის დარღვევები

ხშირი

პროტეინურია

ამენორეა c, მენსტრუალური დარღვევები c

მენორაგია, საკვერცხის კისტა, ვაგინალური სისხლდენა

გადავადებული მენსტრუაციაc

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა გამოყენების ადგილას

ძალიან ხშირი

პირექსია, დაღლილობა

კვლევები

ხშირი

ნაკლებად ხშირი

სისხლში ლაქტატდეჰიდროგენაზას მომატება, სისხლში ლუთეალური ჰორმონის მომატება

სისხლში ფოლიკულ-მასტიმულირებელი ჰორმონის მომატება

aძალიან ხშირად სტომატიტის, პირის ღრუს წყლულის, აფტოზური წყლულის, ხშირად ენის წყლულის, ტუჩის წყლულის, ნაკლებად ხშირად ღრძილების ტკივილის და გლოსიტის ჩათვლით.

bძალიან ხშირად გამონაყარის, ხშირად ერითემატოზული ერუპციის, ერითემის, ნაკლებად ხშირად სისტემური გამონაყარის, მაკულოპაპულური გამონაყარის, მაკულარული ერუპციის ჩათვლით.

cეს სიხშირე დაფუძნებულია 10-55 წლის ასაკის ქალების რაოდენობაზე მკურნალობის განმავლობაში.

TSC უსაფრთხოების მონაცემებიდან აღწერილია შემდეგი ახალი ან გაუარესებული ანომალური ლაბორატორიული აღმოჩენები ≥1/10 სიხშირით (ძალიან ხშირი) და ჩამოთვლილია შემდეგნაირად კლებადი სიხშირით.

ჰემატოლოგია: თრომბოპლასტინის ნაწილობირივი დროის მომატება, ნეითროპენია, ჰემოგლობინის დაქვეითება, ლეიკოციტოპენია, თრომბოციტოპენია,ლიმფოციტოპენია.

კლინიკური ქიმია: ქოლესტეროლის მომატება, ტრიგლიცერიდების მომატება, ასპარტატამინოტრანსფერაზას (AST) მომატება, ალანინამინოტრანსფერაზას (ALT) მომატება, ფოსფატის დაქვეითება, ტუტე ფოსფატაზას (ALP) მომატება, გლუკოზის (უზმოდ) მომატება.

ყველაზე ხშირი ლაბორატორიული ანომალიები იყო მსუბუქი (1 ხარისხი), საშუალო (2 ხარისხი). 3/4 ხარისხის ყველაზე ხშირი ჰემატოლოგიური, კლინიკურ ქიმიური ანომალიები იყო შემდეგი:

ჰემატოლოგია: ნეითროპენია, თრომბოპლასტინის ნაწილობრივი დროის მომატება, ჰემოგლობინის დაქვეითება (ხშირად), ლიმფოციტოპენია, თრომბოციტოპენია, ლეიკოციტოპენია (ნაკლებად ხშირი).

კლინიკური ქიმია: ფოსფატის დაქვეითება, ტრიგლიცერიდების მომატება, ტუტე ფოსფატაზას (ALP) მომატება, ალანინამინოტრანსფერაზას (ALT) მომატება, ასპარტატამინოტრანსფერაზას (AST) მომატება, ქოლესტეროლის მომატება (ხშირად), გლუკოზის (უზმოდ) მომატება (ნაკლებად ხშირად).

სპეციფიური გვერდითი მოვლენების აღწერა

კლინიკური კვლევების და პოსტ-მარკეტინგული მოხალისეობრივი ანგარიშების მიხედვით, ევეროლიმუსი დაკავშირებული იყო B ჰეპატიტის ვირუსის რეაქტივაციის მწვავე შემთხვევებთან (ფატალური გამოსავლის ჩათვლით).ინფექციის რეაქტივაცია არის შემთხვევა, რომლის განვითარებაც მოსალოდნელია იმუნიტეტის დათრგუნვის დროს.

კლინიკური კვლევების და პოსტ-მარკეტინგული მოხალისეობრივი ანგარიშების მიხედვით, ევეროლიმუსი დაკავშირებული იყო თირკმლის უკმარისობასთან (ფატალური გამოსავლის ჩათვლით) და პროტეინურიასთან და რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი.

კლინიკური კვლევების და პოსტ-მარკეტინგული მოხალისეობრივი ანგარიშების მიხედვით, ევეროლიმუსი დაკავშირებული იყო Pneumocystis jirovecii პნევმონიასთან (PJP), რამაც ზოგ შემთხვევაში გამოიწვია ფატალური გამოსავლები.

კლინიკური კვლევების და პოსტ-მარკეტინგული მოხალისეობრივი დაკვირვებების ანგარიშების მიხედვით, ევეროლიმუსი დაკავშირებული იყო ანგიოედემასთან ACE ინჰიბიტორის თანმხლები მიღებისგან დამოუკიდებლად.

საშინაო, პოსტ-მარკეტინგული დაკვირვების შედეგები

შორსწასული თირკმლის უჯრედოვანი კარცინომა, როდესაც წარუმატებელი იყო VEGF (ვასკულური ენდოთელური ზრდის ფაქტორი) წარმართული თერაპია (სუნიტინიბი ან სორაფენიბი).

4 წლიანი შიდა, პოსტ-მარკეტინგული დაკვირვების შედეგებით 266 პაციენტის განხილვისთვის, რომლებსაც აღენიშნებოდათ შორსწასული თირკმლის უჯრედოვანი კარცინომა,როდესაც წარუმატებელი იყო VEGF (ვასკულური ენდოთელური ზრდის ფაქტორი) წარმართული თერაპია (სუნიტინიბი ან სორაფენიბი), გვერდით მოვლენების სიხშირე იყო 79,70% (212/266 პაციენტი, 849 მოვლენა), მიზეზობრივი კავშირის მიუხედავად.

სერიოზული გვერდითი მოვლენების სიხშირე იყო 22.93% (61/266 პაციენტი,129 მოვლენა) მიზეზობრივი კავშირის მიუხედავად, ასთენიის ჩათვლით 3.76%-ით (10/266 პაციენტი, 10 მოვლენა), პნევმონია და ქოშნი 3.38% (9/266 პაციენტი, 9 მოვლენა), პირექსია და მუცლის ტკივილი თითოეული 1.88% (5/266 პაციენტი, 5 მოვლენა), პლევრული გამონაჟონი 1,50% (4/266 პაციენტი, 4 მოვლენა), კონფუზიური მდგომარეობა 1.13% (3/266 პაციენტი, 4 მოვლენა), ფილტვის ინტერსტიციალური დაავადება, ჰემოპტოზი, ავთვისებიანი ნეოპლაზმა, პნევმონიტი და სისხლში კრეატინინის მომატება 1.13% (3/266 პაციენტი, 3 მოვლენა).ამათგან, პრეპარატის სერიოზული გვერდით რეაქციების სიხშირე, რომლებისთვისაც გამორიცხული არ არის ამ პრეპარატთან მიზეზობრივი კავშირი იყო 9.02% (24/266 პაციენტი, 37 მოვლენა), ფილტვის ინტერსტიციალური დაავადება 1,13% (3/266 პაციენტი, 3 მოვლენა), ჰიპერგლიკემია, ასთენია, პირის ღრუს დაწყლულება, პნევმონიტი, სისხლში შარდოვანას მომატება, სისხლში კრეატინინის მომატება, ქოშინი და კონფუზიური მდგომარეობა 0.75% (2/266 პაციენტი, 2 მოვლენა), ატიპიური პნევმონია ან ფილტვის ტოქსიურობა თითოეული 0.38% (1/266 პაციენტი, 2 მოვლენა), პარესთეზია, ჰემოპტოზი, პირექსია, მუცლის ტკივილი, ანემია, მადის დაქვეითება, ქოშინი დატვირთვის დროს, აზოტემია, წონის კლება, ცირკუმტონზილარული აბსცესი, ფილტვის ტუბერკულოზი, პნევმონია, ფილტვის შეშუპება და თრომბოციტოპენია, თითოეული 0.38% (1/266 პაციენტი, 1 მოვლენა).

მოულოდნელი გვერდითი მოვლენების სიხშირე იყო 38.72% (103/266 პაციენტი, 191 მოვლენა), მიზეზობრივი კავშირის მიუხედავად, ზურგის ტკივილი 4.14% (11/266 პაციენტი, 11 მოვლენა), კიდურების ტკივილი 3.38%, (9/266 პაციენტი, 9 მოვლენა), ყელის ტკივილი 3.01% (8/266 პაციენტი, 8 მოვლენა), ძვალ-კუნთოვანი ტკივილი, გვერდის ტკივილი და აზოტემია თითოეული 2.26% (6/266 პაციენტი, 6 მოვლენა), მიალგია და ჰეილიტი თითოეული 1.88% (5/266 პაციენტი, 5 მოვლენა), ჰიპერკალციემია, რინორეა და კანის დაზიანება თითოეული 1.50% (4/266 პაციენტი, 4 მოვლენა) კონფუზიური მდგომარეობა 1.13% (3/266 პაციენტი, 4 მოვლენა), გლიკოზირებული ჰემოგლობინის მომატება, ბუშტუკები, ავთვისებიანი ნეოპლაზმა და ჰიპონატრიემია თითოეული 1.13% (3/266 პაციენტი, 3 მოვლენა). ამათგან პრეპარატის მოულოდნელი გვერდითი მოვლენების რეაქციები, რომლისთვისაც გამორიცხული არ არის პრეპარატთან მიზეზობრივი კავშირი იყო 16.92% (45/266 პაციენტი, 57 მოვლენა), ყელის ტკივილი 1.88% (5/266 პაციენტი, 5 მოვლენა), ჰეილიტი, აზოტემია და კანის დაზიანება თითოეული 1.50%(4/266 პაციენტი, 4 მოვლენა), პარესთეზია, ჰიპოესთეზია, გლიკოზირებული ჰემოგლობინის მომატება, ბუშტუკები, თავბრუსხვევა, კანის ჰიპერპიგმენტაცია, კანის ტოქსიურობა, კონფუზიური მდგომარეობა და სისხლში შარდოვანას მომატება, თითოეული 0.75% (2/266 პაციენტი, 2 მოვლენა), ჰიპოთირეოზი, ჯანმრთელობის გაუარესება, კონვულსია, ჰიპერურიკემია, მიალგია, ბლეფარედემა, დამბლა, პერიფერიული ნეიროპათია, ეპიგასტრალური დისკომფორტი, გორგლოვანი ფილტრაციის სისწრაფის დაქვეითება, მხედველობის დაბინდვა, გულის უკმარისობა, სახის შეშუპება, გარე ოტიტი, კომუნიკაციის დარღვევა, სისტემური შეშუპება, ნაზალური ანთება, ტუჩების დახეთქვა, ფილტვის შეშუპება, სისხლში ნატრიუმის დაქვეითება, სისხლში ალბუმინის დაქვეითება და სისხლში კრეატინის მომატება თითოეული 0,38% (1/266 პაციენტი, 1 მოვლენა).

ეგზემესტაზონთან ერთად გამოყენება პოსტ-მენოპაუზურ ქალებში, რომლებსაც აღენიშნებათ არასტეროიდულ არომატაზა ინჰიბიტორ-რეფრაქტორული, ესტროგენ რეცეპტორ დადებითი, HER-2 ნეგატიური ლოკალურად გავრცელებული ან მეტასტაზირებული ძუძუს კიბო.

შიდა, პოსტ-მარკეტინგული დაკვირვების შედეგებიდან, რომლებშიც ხელახლა განიხილეს 26 პოსტ-მენოპაუზური ქალი პაციენტი, რომლებსაც აღენიშნებოდათ არასტეროიდულ არომატაზა ინჰიბიტორ-რეფრაქტორული, ესტროგენ რეცეპტორ დადებითი, HER-2 ნეგატიური ლოკალურად გავრცელებული ან მეტასტაზირებული ძუძუს კიბო, რომლებიც პარალელურად იღებდნენ ეგზემესტაზონს, გვერდითი მოვლენების სიხშირე აღწერილი იყო 65.38%-ში (17/26 პაციენტი, საერთო ჯამში 55 მოვლენა)მიზეზობრივი კავშირის მიუხედავად. სერიოზული გვერდითი მოვლენების სიხშირე იყო 19.23% (5/26 პაციენტი, 7 მოვლენა) მიზეზობრივი კავშირის მიუხედავად, პირექსია 3.85% (1/26 პაციენტი, 2 მოვლენა), ბრონქოპნევმონია, ატიპიური პნევმონია, ჰიდრონეფროზი, პერიკარდიული გამონაჟონი და პნევმონია თითოეული 3.85% (1/26 პაციენტი, 1 მოვლენა). ამათგან, სერიოზული გვერდითი რეაქციების სიხშირე,რომლისთვისაც პროდუქტთან მიზეზობრივი კავშირი გამორიცხული არ არის, იყო 11.54% (3/26 პაციენტი, 3 მოვლენა), ბრონქოპნევმონია, ატიპიური პნევმონია, და პნევმონია 3.85% (1/26 პაციენტი, 1 მოვლენა).

მოულოდნელი გვერდითი მოვლენების სიხშირე იყო 42.31% (11/26 პაციენტი, 15 მოვლენა), მიზეზობრივი კავშირის მიუხედავად, ეფექტურობის ნაკლებობით 15.38% (4/26 პაციენტი, 4 მოვლენა), დიაბეტური ნეიროპათია, ჰიდრონეფროზი, პერიკარდიული გამონაჟონი, ინექცია, RBC რაოდენობის დაქვეითება, ჰემატოკრიტის დაქვეითება, წითელი უჯრედების განაწილების ფართობის დაქვეითება, საერთო ცილის დაქვეითება, სისხლში შარდის მჟავას დაქვეითება,სისხლში ლაქტატდეჰიდროგენაზას მომატება და სისხლში კალციუმის დაქვეითება თითოეული 3.85% (1/26 პაციენტი, 1 მოვლენა). ამათგან, მოვლენა).ამათგან, სერიოზული გვერდითი რეაქციების სიხშირე,რომლისთვისაც პროდუქტთან მიზეზობრივი კავშირი გამორიცხული არ არის, იყო 23.08% (6/26 პაციენტი, 10 მოვლენა), ეფექტურობის ნაკლებობით 11.54% (3/26 პაციენტი, 3 მოვლენა).RBC რაოდენობის დაქვეითება, ჰემატოკრიტის დაქვეითება, სისხლის წითელი უჯრედების განაწილების ფართობის დაქვეითება, საერთო ცილის დაქვეითება, სისხლში შარდის მჟავას დაქვეითება,სისხლში ლაქტატდეჰიდროგენაზას მომატება და სისხლში კალციუმის დაქვეითება, თითოეული 3.85% (1/26 პაციენტი, 1 მოვლენა).

პანკრეასისგან წარმოებული შორსწასული ნეიროენდოკრინული სიმსივნე (pNET)

შიდა, პოსტ-მარკეტინგული დაკვირვების შედეგებიდან, რომლებშიც ხელახლა განიხილეს 14 პაციენტი, რომლებსაც აღენიშნებოდათ პანკრეასისგან წარმოებული შორსწასული ნეიროენდოკრინული სიმსივნე (pNET), გვერდითი მოვლენების სიხშირე იყო 78.57% (11/14 პაციენტი, საერთო ჯამში 20 მოვლენა) მიზეზობრივი კავშირის მიუხედავად.

სერიოზული გვერდითი მოვლენების სიხშირე იყო 7.14% (1/14 პაციენტი, 1 მოვლენა), მიზეზობრივი კავშირის მიუხედავად, აღწერილია თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულიდან სისხლდენა და აღინიშნა პრეპარატის სერიოზული გვერდითი რეაქციები, რომლებთან მიზეზობრივი კავშირის გამორიცხვაც შეუძლებელია.

მოულოდნელი გვერდითი მოვლენების სიხშირე იყო 28.57% (4/14 პაციენტი, 5 მოვლენა)მიზეზობრივი კავშირის მიუხედავად,, ჰეპატობილიარული დარღვევები, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულიდან სისხლდენა, კანის წყლული, ჰემატურია და ეფექტურობის ნაკლებობა თითოეული 7.14% (1/14 პაციენტი). ამათგან, სერიოზული გვერდითი რეაქციების სიხშირე,რომლისთვისაც პროდუქტთან მიზეზობრივი კავშირი გამორიცხული არ არის, იყო 21.43% (3/14 პაციენტი,4 მოვლენა), ჰეპატობილიარული დარღვევები, კანის წყლული, ჰემატურია და ეფექტურობის ნაკლებობა, თითოეული 7.14% (1/14 პაციენტი).

ტუბეროზულ სკლეროზთან (TSC) -დაკავშირებული სუბეპენდიმური გიგანტურუჯრედოვანი ასტროციტომა (SEGA) და თირკმლის ანგიომიოლიპომები, რომელიც საჭიროებს თერაპიულ ინტერვენციას, მაგრამ არ არის სამკურნალო რეზექციის კანდიდატი.

შიდა, პოსტ-მარკეტინგული დაკვირვების შედეგებიდან, რომლებშიც ხელახლა განიხილეს 3 პაციენტი, რომლებსაც აღენიშნებოდათ ტუბეროზულ სკლეროზთან (TSC) -დაკავშირებული სუბეპენდიმური გიგანტურუჯრედოვანი ასტროციტომა (SEGA) და თირკმლის ანგიომიოლიპომები, რომელიც საჭიროებს თერაპიულ ინტერვენციას, მაგრამ არ არის სამკურნალო რეზექციის კანდიდატი, გვერდითი მოვლენების სიხშირე იყო 33.33% (1/3 პაციენტი, ჯამში 1 მოვლენა), მიზეზობრივი კავშირის მიუხედავად., აღწერილია სტომატიტი.არ აღინიშნა სერიოზული გვერდითი მოვლენები ან მოულოდნელი გვერდითი მოვლენა.

  • გვერდითი მოვლენების ყოვლისმომცველი შეფასებებისგან, რომლებიც დაფიქსირდა შიდა ხელახალი განხილვის შემდეგ და გვერდითი მოვლენების ნებაყოფლობით ანგარიშებიდან, გვერდით მოვლენების შეტყობინების მონაცემებით, ყველა პრეპარატისთვის, რომლებმაც მიიღეს შიდა ბაზრის ნებართვა ხელახალი განხილვის ბოლოს, შემდეგი არის ახალიდენტიფიცირებული გვერდითი მოვლენები ამ პროდუქტისთვის, რომლებმაც …

ჭარბი დოზა

  • ცხოველების კვლევებში ევეროლიმუსმა აჩვენა მწვავე ტოქსიურობის დაბალი პოტენციალი. ცხოველების სიკვდილი ან მწვავე ტოქსიურობა არ აღინიშნა 2,000მგ/კგ (კვლევის შეზღუდვა) გამოყენებისას თაგვებში და ვირთხებში.
  • მაშინ, როდესაც ადამიანებში აღწერილი დოზის გადაჭარბების გამოცდილება ძალიან შეზღუდულია, დასაშვები მწვავე ტოლერანტობა აღინიშნა 70მგ-მდე ერთჯერადი დოზის გამოყენების შემდეგ.
  • დოზის გადაჭარბების ყველა შემთხვევაში, უნდა გამოიყენონ რუტინული მხარდაჭერა.

შენახვის პირობები

  • რადგან პრეპარატის ორიგინალური კონტეინერიდან ამოღებამ და სხვა კონტეინერში შენახვამ შეიძლება გამოიწვიოს უბედური შემთხვევა ან პრეპარატის ხარისხის დაქვეითება არასწორი გამოყენების გამო, შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში.
  • შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
  • ინფორმაცია ფარმაცევტული ეკვივალენტობის კვლევებიდან

A.სისხლში ევეროლიმუსის დონის გაზომვებიდან 37 პაციენტში საკვლევი პრეპარატი 1 ტაბლეტის ერთჯერადი ორალური დოზის მიღების შემდეგ-ევეროზი ტაბ. 10მგ (ევეროლიმუსი)[Samyang Biopharmaceuticals Corporation] და შესადარებელი პრეპარატის-აფინიტორი ტაბ.10მგ (ევეროლიმუსი) [Novartis Korea Ltd] მიღებისას ჯანმრთელ მოზრდილებში, უზმოდ 2X2 ჯვარედინ კვლევაში და log-ტრანსფორმაციაში და პარამეტრების (AUCt, Cmax) შედარებით შეფასებებში, 90%-იანი სანდოობის ინტერვალი საშუალო განსხვავებისთვის იყო log 0.8-1.25 ფარგლებში, რაც აჩვენებდა ბიოლოგიურ ეკვივალენტობას.

კლასიფიკაცია

შედარებითი შეფასების პარამეტრი

მითითების შეფასების პარამეტრი

AUC0~120სთ

(ნგ.სთ/მლ)

Cmax

(ნგ/მლ)

Tmax (სთ)

t 1/2 (სთ)

შესადარებელი

აფინიტორი ტაბ.10მგ

(ევეროლიმუსი)

[Novartis Korea Ltd]

589.4±176.7

  • 09±18.61
  • 67

(0.50~3,00)

  • 40±4.20

საკვლევი პრეპარატი

ევეროზი ტაბ.10მგ

(ევეროლიმუსი

[Samyang Biopharmaceuticals Corporation]

587.3±170.5

  • 67±22.19

1,00

(0.50~3,00)

  • 71±5,10

90% სანდოობის ინტერვალი*

(კრიტერიუმი: log 0.8~ log1.25)

log 0.9518~

log 1,0504

log 0,8569 ~

log 1,0241

_

_

(AUCt, Cmax, t1/2; საშუალო±სტანდარტული გადახრა, Tmax, საშუალო (მასშტაბი), n=37)

AUCt,: სისხლში კონცენტრაცია-დროის მრუდს არეალი დოზირების დროიდან სისხლში კონცენტრაციის გამოთვლის ბოლო დრომდე

Cmax“ სისხლში პიკური კონცენტრაცია

Tmax: სისხლში პიკური კონცენტრაციის მისაღწევი დრო

t1/2: ტერმინალური ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი

  • 90% log-ტრანსფორმირებული საშუალო განსხვავების სანდოობის ინტერვალი შესადარებელი შეფასების პარამეტრისთვის

ბიოეკვივალენტობის კვლევის სტატიის 7, 2 პარაგრაფის გაიდლაინი დოკუმენტის მიხედვით,საკვლევი პრეპარატი ევეროზისთვის ტაბ.5მგ (ევეროლიმუსი) [Samyang Biopharmaceuticals Corporation] შედარებითი ხსნადობის ტესტის მონაცემები ევეროზთან ტაბ.10 (ევეროლიმუსი) [Samyang Biopharmaceuticals Corporation] -თან შედარებით, იყო წარდგენილი და საკვლევ პრეპარატს ქონდა შესადარებელთან ეკვივალენტური ხსნადობის პროფილი. აქედან გამომდინარე, ბიოლოგიური ეკვივალენტობა გამოვლინდა შესაბამისი მონაცემებით.

  • სხვები
  • ევეროლიმუსის პრეკლინიკური უსაფრთხოების პროფილი შეფასდა თაგვებში, ვირთხებში, მინი ღორებში, მაიმუნებში და კურდღლებში. მთავარი სამიზნე ორგანოები იყო მამრების და მდედრების რეპროდუქციული ორგანოები სხვადასხვა სახეობაში (სათესლე სადინრის დეგენერაცია, სპერმის რაოდენობის დაქვეითება ეპიდიდიმისში, საშვილოსნოს ატროფია, ფილტვები ვირთხებში და თაგვებში (ალვეოლური მაკროფაგების ზრდა),და თვალები კურდღლებში (განვითარებითი ხაზის შემღვრეულობა ლინზების წინ). თირკმლის მსუბუქი ცვლილებები აღინიშნა ვირთხებში (თირკმლის მილაკებში ლიპოფუსცინის ასაკთან დაკავშირებული გაუარესება, ჰიდრონეფროზის ზრდა), და თაგვებში (მიმდინარე დაზიანებების გაუარესება). თირკმლის ტოქსიურობის ნიშნები არ აღნიშნებოდა მაიმუნებში და მინი ღორებში.
  • გამოვლინდა, რომ ევეროლიმუსი აუარესებდა ბუნებრივ ფონურ დაავადებებს (ქრონიკული მიოკარდიტი ვირთხებში, კოქსაკის ვირუსული ინფექცია მაიმუნების პლაზმაში და გულში, Pneumocystis jirovecii ინფექცია მინი ღორების გასტროინტესტინურ ტრაქტში, კანის დაზიანება თაგვებში და მაიმუნებში).ამგვარი აღმოჩენები დაფიქსირდა თერაპიული ექსპოზიციისას ან სისტემური ექსპოზიციისას უფრო მაღალი მასშტაბის ფარგლებში,ვირთხების გარდა,რომლებშიც გამოვლინდა სისტემურ ექსპოზიციაზე დაბალი დონისას, ქსოვილებში მაღალი განაწილების გამო.
  • გენეტიკური ტოქსიურობის კვლევიდან, რომელიც მოიცავდა შესაბამისი გენეტიკური ტოქსიურობის ენდპოინტებს, ქრომოსომული აბერაციების ან მუტაგენობის მტკიცებულებები არ აღმოჩნდა. დღე-ღამეში 10მგ ევეროლიმუსის მიღების შემდეგ 2 წლის განმავლობაში, კარცინოგენური პოტენციალი აღმოჩენილი არ იყო, რაც შეესაბამებოდა 3.9 პუნქტს და 0.2 პუნქტს, მოსალოდნელი კლინიკური ექსპოზიციიდან თაგვებში და ვირთხებში.

[შენახვა] შეინახეთ მჭიდროდ დახურულ კონტეინერში 1-30°C-ზე, ნესტისგან და სინათლისგან დაცულ ადგილას.

[შეფუთვის ზომა] 30 ტაბლეტი.

ეს წამალი საჭიროებს ხარისხის მკაცრ კონტროლს. თუ შეიძენთ წამალს, რომელიც ვადაგასულია, შეფუთვა გახეულია, შეცვლილია, დაბინძურებულია ან დაზიანებულია, მას შეგიცვლიან აფთიაქში ან მომწოდებელ კომპანიაში.

თანდართული დოკუმენტის შედგენის შემდეგ (10 ივლისი, 2020წ) შესული ცვლილებების ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე (www.samyangbiopharma.com )

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სარეკომენდაციო ვერსია

Samyang

Biopharm

Rx (მხოლოდ რეცეპტით)

კლასიფიკაციის N: 421 (ანტისეპტიკური სიმსივნისსაწინააღმდეგო აგენტი)

ევეროზი ® ტაბლეტი

ევეროლიმუსი 2.5მგ 5მგ 10მგ

[პრეპარატის შემადგენლობა და რაოდენობა]

აქტიური ინგრედიენტი: ევეროლიმუსი

ევეროზის ყოველი ტაბლეტი შეიცავს:

ევეროზი ტაბლეტი 2,5მგ: ევეროლიმუსი (შიდა).........2,5მგ

ევეროზი ტაბლეტი 5მგ: ევეროლიმუსი (შიდა).........5მგ

ევეროზი ტაბლეტი 10მგ: ევეროლიმუსი (შიდა).........10მგ

ინგრედიენტი, რომელიც დაკავშირებულია უსაფრთხოების ზომებთან შემავსებლებისთვის: ლაქტოზა უწყლო

სხვა შემავსებლები:ბუტილირებული ჰიდროქსიტოლუენი, მაგნიუმის სტეარატი, კროსპოვიდონი, ჰიპრომელოზა

[აღწერა]

თეთრი-ღია ყვითელი, წაგრძელებული ტაბლეტები.

[გამოყენების ჩვენება]

  • ეგზემესტანთან ერთად მიღება პოსტ-მენოპაუზურ ქალებში, რომლებსაც აღენიშნებათ არასტეროიდული არომატაზა ინჰიბიტორის-რეფრაქტორული, ესტროგენ რეცეპტორ პოზიტიური, HER-2 ნეგატიური, ლოკალურად გავრცელებული ან მეტასტაზირებული ძუძუს კიბო.
  • პანკრეასისგან წარმოშობილ გავრცელებული, ნეიროენდოკრინული სიმსივნე (pNET)
  • GI ტრაქტის ან ფილტვისგან წარმოშობილი, გავრცელებული, (არარეზექტირებადი, ლოკალურად გავრცელებული ან მეტასტაზირებული) კარგად დიფერენცირებული არა-ფუნქციონალური ნეიროენდოკრინული სიმსივნე (GI/ფილტვი NET)
  • გავრცელებული, თირკმლის უჯრედოვანი კარცინომა, რომლის მკურნალობაც წარუმატებელი იყო VEGF (ვასკულური ენდოთელური ზრდის ფაქტორი)-მიმართული თერაპიით (სუნიტინიბი ან სორაფენიბი).
  • ტუბეროზულ სკლეროზთან (TSC)-დაკავშირებული სუბეპენდიმური გიგანტურუჯრედოვანი ასტროციტომა (SEGA), რომელიც საჭიროებს თერაპიულ ინტერვენციას, მაგრამ არ არის სამკურნალო რეზექციის კანდიდატი. ამ პროდუქტის ეფექტურობა ეფუძნებოდა SEGA მოცულობის ცვლილებას.
  • ტუბეროზულ სკლეროზთან (TSC)-დაკავშირებული თირკმლის ანგიომიოლიპომა, რომელიც არ საჭიროებს გადაუდებელ ოპერაციას. ამ პასუხის ეფექტურობა დაფუძნებული იყო პასუხის სიხშირეზე.

[დოზირება და გამოყენება]

პროდუქტი გამოიყენება ორალურად, დღე-ღამეში ერთხელ, დღის ერთსა და იმავე დროს, მუდმივად საკვებთან ერთად ან უზმოდ. ეს პროდუქტი სრულად უნდა გადაიყლაპოს ერთ ჭიქა წყალთან ერთად, მაგრამ არ შეიძლება დაღეჭვა ან დაფხვნა. პაციენტისთვის, რომელსაც უჭირს პრეპარატის გადაყლაპვა, პროდუქტი უნდა მოთავსდეს წყალში (დაახლოებით 30მლ), კარგად უნდა მოურიონ გახსნისთვის (დაახლოებით 7წთ) და პაციენტმა უნდა დალიოს მაშინვე. დალევის შემდეგ, წყლის იგივე რაოდენობა უნდა ჩაასხან ჭიქაში და ბოლომდე უნდა დალიონ სრული დოზის მისაღებად.

ამ პროდუქტის გამოყენება უნდა დაიწყოს ექიმმა, რომელსაც აქვს კიბოსსაწინააღმდეგო თერაპიის გამოყენების გამოცდილება.

პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს კლინიკური სარგებლის ან დაუშვებელი ტოქსიურობის გამოვლენამდე.

ძუძუს კიბო, ნეიროენდოკრინული სიმსივნე, თირკმლის უჯრედოვანი კარცინომა და ტუბეროზული სკლეროზთან (TSC)-დაკავშირებული თირკმლის ანგიომიოლიპომები.

რეკომენდებული დოზა

მოზრდილი პაციენტები

ამ პროდუქტის რეკომენდებული დოზაა 10მგ ორალურად, დღე-ღამეში ერთხელ.

ტუბეროზულ სკლეროზთან (TSC)-დაკავშირებული სუბეპენდიმალური გიგანტურუჯრედოვანი ასტროციტომა (SEGA)

დოზის ინდივიდუალიზაცია ხდება დუბუას ფორმულით, სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით (BSA, მ2) (W: სხეულის წონა (კგ), H: სიმაღლე (სმ)).BSA=(w0.425xH0.725)x0.007184.

საწყისი დოზა და სისხლში კონცენტრაცია

TSC-დაკავშირებული SEGA მკურნალობისთვის პროდუქტის რეკომენდებული საწყისი დოზაა 4,5მგ/მ2 (გამოიყენეთ უახლოესი დოზის ტაბლეტი (n)). ტოტალური დოზის მიღწევა შეიძლება პროდუქტის სხვადასხვა დოზების შერევით.

დოზის ტიტრაცია უნდა მოხდეს იმგვარად, რომ სისხლში კონცენტრაციამ მიაღწიოს 5-15ნგ/მლ-ს.

დოზის ტიტრაცია საჭიროა მისი 2.5მგ-თი ზრდით, რათა სისხლში მიღწეული იყოს კონცენტრაცია, რომელიც გამოიწვევს ოპტიმალურ კლინიკურ პასუხს.დოზის ტიტრაციისას უნდა გაითვალისწინონ ეფექტურობა, უსაფრთხოება, თანმხლები მედიკამენტები და სისხლში არსებული კონცენტრაცია. დოზის ტიტრაციის გამოთვლა შესაძლებელია მარტივი პროპორციული ფორმულით:

ევეროლიმუსის ახალი დოზა=მიმდინარე დოზა x (სამიზნე კონცენტრაცია/მიმდინარე კონცენტრაცია).

მაგალითად, იმ შემთხვევაში თუ დოზა არის 2.5მგ პაციენტისთვის, რომლისთვისაც მყარი სტატუსის მდგომარეობაში კონცენტრაციაა 4ნგ/მლ მიმდინარე BSA საფუძველზე,ევეროლიმუსის ახალი დოზა, რომელიც საჭიროა ≥5ნგ/მლ (მაგ. 8ნგ/მლ) კონცენტრაციის მისაღწევად არის 5მგ (2.5მგ დოზის ზრდა მიმდინარე სადღეღამისო დოზიდან). დოზის ცვლილების შემდეგ, სისხლში კონცენტრაცია უნდა შეფასდეს 1-2 კვირის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ შეცვლილი დოზა არ არის 2.5მგ-ს ნამრავლი, გამოიყენეთ უახლოესი დოზა.

დოზის მონიტორინგი

სისხლში ევეროლიმუსის ჯამური კონცენტრაცია უნდა შეფასდეს დაახლოებით 1-2 კვირის განმავლობაში მკურნალობის დაწების ან დოზის ცვლილების შემდეგ.

SEGA მოცულობა შეაფასეთ პროდუქტის გამოყენების დაწყებიდან დაახლოებით 3 თვის შემდეგ და დოზის ცვლილება მოახდინეთ SEGA მოცულობის შეცვლის გათვალისწინებით, მხედველობაში მიიღეთ სისხლში კონცენტრაცია და ტოლერანტობა.

სტაბილური დოზის მიღწევის შემდეგ, სისხლში კონცენტრაციის მონიტორინგი საჭიროა 3-6 თვეში ერთხელ პაციენტებში, რომელთა სხეულის ზედაპირის ფართობიც შეიცვალა და 6-12 საათში ერთხელ პაციენტებში, რომელთა სხეულის ზედაპირის ფართობიც სტაბილური რჩება.

  • დოზის ცვლილება

(1) გვერდითი მოვლენები: დოზის დროებით შემცირება ან დოზირების შეწყვეტა შეიძლება საჭირო იყოს პრეპარატის მწვავე ან აუტანელი გვერდითი რეაქციების შემთხვევაში. თუ საჭიროა დოზის შემცირება, რეკომენდებულია წინა დოზის დაახლოებით 50%. დოზის შემცირებისას პროდუქტის 1 ტაბლეტამდე (უმცირესი დოზა)გაითვალისწინეთ დღეგამოშვებით დოზირება.

შემდეგი ცხრილი აჯამებს დოზის შემცირებას და პროდუქტის დოზის მოხსნას რაც რეკომენდებულია პრეპარატის გვერდითი რეაქციების მენეჯმენტისთვის. ის აგრეთვე იძლევა რეკომენდაციებს რუტინის მენეჯმენტისთვის. მენეჯმენტის გეგმა დამტკიცებული უნდა იყოს ექიმის კლინიკური შეხედულების მიხედვით ინდივიდისთვის სარგებლის/რისკის შეფასების საფუძველზე.

[ცხრილი] დოზის ცვლილება და რეკომენდებული მენეჯმენტი პრეპარატის გვერდითი რეაქციის შემთხვევაში

პრეპარატის გვერდითი რეაქცია

სიმძიმეa

დოზის ცვლილებაბ და რეკომენდებული მენეჯმენტი

არა-ინფექციური პნევმონია

1 ხარისხი

ასიმპტომური, მხოლოდ კლინიკური ან დიაგნოსტიკური აღმოჩენები საჭიროებს ინტერვენციას

დოზის ცვლილება საჭირო არ არის, დაიწყეთ მონიტორინგი სათანადოდ

2 ხარისხი

სიმპტომები, რომლებიც არ მოქმედებს ყოველდღიურ აქტივობებზე (ADLc)

გაითვალისწინეთ დოზირების მოხსნა, გამორიცხეთ ინფექცია და გაითვალისწინეთ კორტიკოსტეროიდით მკურნალობა სიმპტომების ≤1 ხარისხამდე გაუმჯობესებამდე

დოზირება ხელახლა დაიწყეთ უფრო დაბალი დოზით

დოზირება შეწყვიტეთ თუ გაუმჯობესება არ მოხდა 4 კვირაში

3 ხარისხი

მწვავე სიმპტომები, რომლებიც მოქმედებს ყოველდღიურ აქტივობაზე (ADLc) და ინიშნება ჟანგბადი

დოზირება შეწყვიტეთ სიმპტომების <1 ხარისხამდე შემსუბუქებამდე, გამორიცხეთ ინფექცია და განიხილეთ კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა <1 ხარისხამდე შემსუბუქებამდე

დოზირება განაახლეთ უფრო დაბალი დოზით

განიხილეთ დოზირების შეჩერება არაინფექციური პნევმონიის მე-3 ხარისხამდე რეციდივისას

4 ხარისხი

სიცოცხლისთვის საშიში რესპირატორული სიმპტომები, რაც საჭიროებს სასწრაფო ინტერვენციას (მაგ. ტრაქეოტომია ან ინტუბაცია)

შეწყვიტეთ დოზირება, გამორიცხეთ ინფექცია და გაითვალისწინეთ კორტიკოსტეროიდებით თერაპია

სტომატიტი

1 ხარისხი

ასიმპტომური ან მსუბუქი სიმპტომები, რაც საჭიროებს ინტერვენციას

დოზის ცვლილება საჭირო არ არის.

პირის ღრუში დღე-ღამეში რამდენჯერმე გამოივლეთ არა-ალკოჰოლური წყალი ან მარილიანი ხსნარი (0.9%)

2 ხარისხი

საშუალო ტკივილი, რაც არ მოქმედებს ორალურ მიღებაზე და არ საჭიროებს წინასწარ დანიშნულ დიეტას

დოზირება შეწყვიტეთ სიმპტომების ≤1 ხარისხამდე შემსუბუქებამდე,

დოზირება განაახლეთ იგივე დოზით

დოზირება შეწყვიტეთ თუ კვლავ გაჩნდება მე-2 ხარისხის სტომატიტი, ≤1 ხარისხამდე შემსუბუქებამდე. დოზირება განაახლეთ უფრო დაბალი დოზით. უმკურნალეთ ადგილობრივი ორალური ანალგეზური საშუალებებით (მაგ. ბენზოკაინი (ბუტილამინი) ბენზოატი, ტეტრაკაინი HCL, მენთოლი ან ფენოლი) მარტო ან ადგილობრივ კორტიკოსტეროიდებთან კომბინაციაში (ტრიამცინოლონის ორალური მალამო)d

3 ხარისხი

მწვავე ტკივილი, რომელიც მოქმედებს ორალურ მიღებაზე

დოზირება დროებით შეაჩერეთ ≤1 ხარისხამდე შემსუბუქებამდე.

დოზირება განაახლეთ უფრო დაბალი დოზით. უმკურნალეთ ადგილობრივი ორალური ანალგეზური საშუალებებით (მაგ. ბენზოკაინი (ბუტილამინი) ბენზოატი, ტეტრაკაინი HCL, მენთოლი ან ფენოლი) მარტო ან ადგილობრივ კორტიკოსტეროიდებთან კომბინაციაში (ტრიამცინოლონის ორალური მალამო)d

4 ხარისხი

სიცოცხლისთვის საშიში გამოსავალი, რომელიც საჭიროებს სასწრაფო ინტერვენციას

შეწყვიტეთ დოზირება დაიწყეთ შესაბამისი მკურნალობა

სხვა არაჰემატოლოგიური ტოქსიურობა (მეტაბოლური პასუხის გარდა)

1 ხარისხი

თუ ტოქსიურობა აიტანება, დოზის ცვლილება საჭირო არ არის. დაიწყეთ სათანადო მკურნალობა და მონიტორინგი

2 ხარისხი

თუ ტოქსიურობა აიტანება, დოზის ცვლილება საჭირო არ არის. დაიწყეთ სათანადო მკურნალობა და მონიტორინგი

თუ ტოქსიურობა არ აიტანება, დოზირება შეწყვიტეთ ≤1 ხარისხამდე შემსუბუქებამდე და განაახლეთ იგივე დოზით.

თუ ტოქსიურობა კვლავ ჩნდება 2 ხარისხით, დოზირება შეწყვიტეთ ≤1 ხარისხამდე შემსუბუქებამდე, განაახლეთ უფრო დაბალი დოზით.

3 ხარისხი

დოზირება დროებით შეწყვიტეთ ≤1 ხარისხამდე შემსუბუქებამდე, დაიწყეთ შესაბამისი მკურნალობა და მონიტორინგი.

დოზირება განაახლეთ უფრო დაბალი დოზით,

დოზირება შეწყვიტეთ თუ აღინიშნება მე-3 ხარისხის სხვა არაჰემატოლოგიური ტოქსიურობა

4 ხარისხი

შეწყვიტეთ დოზირება და დაიწყეთ სათანადო მკურნალობა

მეტაბოლური პასუხები (მაგ. ჰიპერგლიკემია, დისპლიპიდემია)

1 ხარისხი

დოზის ცვლილება საჭირო არ არის.დაიწყეთ შესაბამისი მკურნალობა და მონიტორინგი.

2 ხარისხი

დოზის ცვლილება საჭირო არ არის. დაიწყეთ შესაბამისი მკურნალობა და მონიტორინგი.

3 ხარისხი

დოზირება დროებით შეწყვიტეთ

დოზირება განაახლეთ უფრო დაბალი დოზით.

დაიწყეთ შესაბამისი მკურნალობა და მონიტორინგი.

4 ხარისხი

შეწყვიტეთ დოზირება და დაიწყეთ შესაბამისი მკურნალობა

თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება)

1 ხარისხი

(<ნორმის ქვედა ზღვარიe-75,000/მმ3;

<ნორმის ქვედა ზღვარიe-75.0x109/L)

დოზის ცვლილება საჭირო არ არის

2 ხარისხი

(<75.000-50.000/მმ3;

  • 0-50.0x109/L)

დოზირება დროებით შეწყვიტეთ 1 ხარისხამდე შემსუბუქებამდე.

დოზირება განაახლეთ იგივე დოზით

3 ხარისხი

(50,000-25,000/მმ3;

<50.0-25.0x109/L)

ან

4 ხარისხი

(<25,000/მმ3; <25.0x109/L)

დოზირება დროებით შეწყვიტეთ 1 ხარისხამდე შემსუბუქებამდე.

დოზირება განაახლეთ იგივე დოზით

ნეითროპენია (ნეიტროფილების რაოდენობის დაქვეითება)

1 ხარისხი

(<ნორმის ქვედა ზღვარიe-1500/მმ3;

<ნორმის ქვედა ზღვარიe-1,5x109/L)

ან

2 ხარისხი

(<1,500-1000/მმ3;

<1,5 – 1.0x109/L)

დოზის ცვლილება საჭირო არ არის

3 ხარისხი

(<1,000-500/მმ3;

<1.0-0,5x109/L)

დოზირება დროებით შეწყვიტეთ 2 ხარისხამდე შემსუბუქებამდე.

დოზირება განაახლეთ იგივე დოზით

4 ხარისხი

(<500/მმ3; <0,5x109/L)

დოზირება დროებით შეწყვიტეთ 2 ხარისხამდე შემსუბუქებამდე.

დოზირება განაახლეთ უფრო დაბალი დოზით

ფებრილური ნეითროპენია

3 ხარისხი

ორგანიზმის ერთჯერადი ტემპერატურა >38,3°C ან სხეულის ტემპერატურა

≥38°C რომელიც პერსისტირებს ≥1სთ, ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობით <1,000/მმ3

დოზირება დროებით შეწყვიტეთ 2 ხარისხამდე შემსუბუქებამდე ან ცხელების გაქრობამდე.

დოზირება განაახლეთ უფრო დაბალი დოზით

4 ხარისხი

სიცოცხლისთვის სახიფათო გამოსავალი, რომელიც საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო ჩარევას

დოზირება შეწყვიტეთ

a სიმძიმის ხარისხების აღწერა:1=მსუბუქი სიმპტომი; 2=საშუალო სიმპტომი; 3=მწვავე სიმპტომი; 4=სიცოცხლისთვის სახიფათო სიმპტომი. ხარისხები NCI-CTCAE მიხედვით.

b თუ საჭიროა დოზის შემცირება, რეკომენდებულია წინა დოზის დაახლოებით 50%

cყოველდღიური ცხოვრების აქტივობები (ADL)

dსტომატიტის სამკურნალოდ აგენტის გამოყენება რომელიც შეიცავს სპირტს, წყალბადის ზეჟანგს, იოდს, პიტნის წარმოებულს უნდა მოერიდონ, რადგან შეიძლება გააუარესოს პირის ღრუს წყლული.

eნორმის ქვედა ზღვარი (LLN)

fნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა (ANC)

პედიატრიული პაციენტები

  • ძუძუს კიბო, ნეიროენდოკრინული სიმსივნე, თირკმლის უჯრედოვანი კარცინომა და ტუბეროზული სკლეროზთან (TSC)-დაკავშირებული თირკმლის ანგიომიოლიპომები; ამ პროდუქტის უსაფრთხოება და ეფექტურობა <18 წლამდე ასაკის პედიატრიულ პაციენტებში დადგენილი არ არის.
  • ტუბეროზული სკლეროზთან (TSC)-დაკავშირებული სუბეპენდიმური გიგანტურუჯრედოვანი ასტროციტომა (SEGA): ≥1 წლის პაციენტებში პროდუქტის რეკომენდებული დოზად განიხილება იგივე, რაც მოზრდილ პაციენტებში. პროდუქტის გამოყენება რეკომენდებული არ არის, რადგან შესწავლილი არ არის 1წლამდე ასაკის TSC დაკავშირებულ SEGA პაციენტებში და <18 წლამდე ასაკის TSC დაკავშირებულ SEGA პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის დაზიანებაც.

ხანდაზმული პაციენტები (≥65წელი)

ხანდაზმულ პაციენტებში დოზის ცვლილება საჭირო არ არის.

თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტები

თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტებში დოზის ცვლილება საჭირო არ არის.

ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტები

  • ძუძუს კიბო, ნეიროენდოკრინული სიმსივნე, თირკმლის უჯრედოვანი კარცინომა და ტუბეროზული სკლეროზთან (TSC)-დაკავშირებული თირკმლის ანგიომიოლიპომები:

ღვიძლის მსუბუქი უკმარისობა (ჩაილდ-პიუს შკალით A): რეკომენდებული დოზაა 7,5მგ/დღე-ღამეში. თუ ვერ აიტანება, დოზა შეიძლება 5მგ-მდე შემცირდეს.

ღვიძლის საშუალო უკმარისობა (ჩაილდ-პიუს შკალით B): რეკომენდებული დოზაა 5მგ/დღე-ღამეში. თუ ვერ აიტანება, დოზა შეიძლება 2.5მგ-მდე შემცირდეს.

ღვიძლის მწვავე უკმარისობა (ჩაილდ-პიუს შკალით C): გამოყენება რეკომენდებული არ არის. უნდა გამოიყენონ მხოლოდ მაშინ, როა თერაპიული სარგებელი აჭარბებს რისკებს, მაგრამ დოზამ არ უნდა გადააჭარბოს დღე-ღამეში 2.5მგ-ს.

დოზა უნდა შეიცვალოს, თუ მკურნალობის განმავლობაში იცვლება პაციენტის ღვიძლის მდგომარეობა (ჩაილდ-პიუ)

  • ტუბეროზული სკლეროზთან (TSC)-დაკავშირებული სუბეპენდიმური გიგანტურუჯრედოვანი ასტროციტომა (SEGA):

(1)≥18 წლის პაციენტები:

ღვიძლის მსუბუქი უკმარისობა (ჩაილდ-პიუს შკალით A): რეკომენდებული დოზაა BSA-ს მიხედვით გამოთვლილი დოზის 75% (მიიღეთ უახლესი დოზა (1 ტაბლეტი)).

ღვიძლის საშუალო უკმარისობა (ჩაილდ-პიუს შკალით B): რეკომენდებული დოზაა BSA-ს მიხედვით გამოთვლილი დოზის 50% (მიიღეთ უახლესი დოზა (1 ტაბლეტი)).

ღვიძლის მწვავე უკმარისობა (ჩაილდ-პიუს შკალით C): გამოყენება რეკომენდებული არ არის.

სისხლში ევეროლიმუსის ტოტალური კონცენტრაცია უნდა გაიზომოს დოზირების დაწყებიდან 1-2 კვირის შემდეგ ან ღვიძლის მდგომარეობის ცვლილების შემდეგ (ჩაილდ-პიუს შკალით). თუ პაციენტის ღვიძლის მდგომარეობა (ჩაილდ-პიუს შკალით) იცვლება მკურნალობის განმავლობაში, დოზა უნდა შეიცვალოს.

(2) პაციენტების ასაკი <18 წელი

ეს პროდუქტი რეკომენდებული არ არის <18 წლის, TSC დაკავშირებული SEGA პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის დაზიანება.

[უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის]

  • გაფრთხილებები
  • არა-ინფექციური პნევმონია: არა-ინფექციური პნევმონია არის პასუხი, რომელიც შეიძლება აღინიშნოს პრეპარატებისას, რომლებიც არის რიფამპიცინის წარმოებულების კლასი. დამატებით, არა-ინფექციური პნევმონიის შემთხვევები ფილტვის ინტერსტიციალური დაავადების ჩათვლით, აღწერილია პაციენტებში, რომლებმაც მიიღეს ეს პროდუქტი (იხ. პარაგრაფი 3, გვერდით მოვლენები). ზოგიერთი მათგანი იყო მწვავე და იშვიათად იყო აღწერილი ფატალური გამოსავალი.

თუ პაციენტს აღენიშნება არა-სპეციფიური რესპირატორული ნიშნები და სიმპტომები როგორიცაა ჰიპოქსია, პლევრული გამონაჟონი, ხველა ან ქოშინი, დიაგნოსტირებულია როგორც არა-ინფექციური პნევმონია და ამ შემთხვევაში, დიაგნოზის განმავლობაში გამორიცხულია ინფექციური, ნეოპლაზიური ან სხვა არა-სამედიცინო მიზეზების ნიშნები და სიმპტომები.ოპორტუნისტული ინფექციები, როგორიცაა Pneumocystis jerovicii პნევმონია (PJP) უნდა განასხვავონ არა-ინფექციური ინფექციისგან დიფერენციული დიაგნოზით. პაციენტებს ურჩიონ დაუყოვნებლივ აცნობონ ექიმს ახალი ან გაუარესებული რესპირატორული სიმპტომის შესახებ.

იმ რადიოლოგიური ცვლილების შემთხვევაშიც კი, რომელიც მიუთითებს არა-ინფექციურ პნევმონიაზე, პაციენტმა რომელსაც არ აღენიშნება ან აღენიშნება მცირე სიმპტომები,ამ პროდუქტის მიღება შეიძლება გააგრძელოს დოზის ცვლილების გარეშე. საშუალო (2 ხარისხის) სიმპტომებისთვის, დოზირების შეწყვეტა უნდა განიხილონ სიმპტომების გაუმჯობესებამდე. შეიძლება საჭირო იყოს კორტიკოსტეროიდების გამოყენება. განაახლეთ წინა დოზის დაახლოებით 50%-ით.

მე-3 ხარისხის არა-ინფექციური პნევმონიისთვის, ეს პროდუქტი მოხსენით 1 ხარისხამდე ან უფრო დაბალ დონემდე გაუმჯობესებამდე. ინდივიდის კლინიკური საკითხების მიხედვით, გამოყენება შეიძლება განახლდეს წინა დოზის 50%-ით. თუ არა-ინფექციური პნევმონია კვლავ ჩნდება მე-3 ხარისხით, განიხილეთ დოზის შეწყვეტა. მე-4 ხარისხის არა-ინფექციური პნევმონიის შემთხვევაში დოზირება შეწყვიტეთ.კლინიკური სიმპტომეის გაუმჯობესებამდე შეიძლება საჭირო იყოს კორტიკოსტეროიდებით თერაპია. იმ შემთხვევაში, თუ არა-ინფექციური პნევმონიის სამკურნალოდ საჭიროა კორტიკოსტეროიდები, უნდა განიხილონ Pneumocystis jirovecii პნევმონიის (PJP) პროფილაქტიკა. პნევმონიის განვითარება ასევე აღწერილი იყო დოზის შემცირების შემთხვევაშიც.

  • ინფექცია: რადგან ამ პროდუქტს გააჩნია იმუნიტეტის ფუნქციის დათრგუნვის თვისება,პაციენტი მიდრეკილია ბაქტერიული, სოკოვანი, ვირუსული ან პროტოზოული ინფექციებისკენ ოპორტუნისტული ინფექციური პათოგენით გამოწვეული ინფექციის ჩათვლით (იხ. პარაგრაფი 3; გვერდითი მოვლენები).ლოკალური და სისტემური ინფექციები განვითარდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პროდუქტს, პნევმონიის, სხვა ბაქტერიული ინფექციის, ინვაზიური სოკოვანი ინფექციების ჩათვლით როგორიცაა ასპერგილოზი, კანდიდოზი ან Pneumocystis jirovecii პნევმონია (PJP) და ვირუსული ინფექციები, B ჰეპატიტის ვირუსის რეაქტივაციის ჩათვლით. ზოგი ეს ინფექცია იყო მწვავე (მაგალითად: სეფსისის გამომწვევი სეპტიური შოკის ჩათვლით, სუნთქვის უკმარისობა ან ღვიძლის უკმარისობა) და ზოგჯერ გამოიწვია ფატალური გამოსავალი მოზრდილებში და ბავშვებში (იხ. პარაგრაფი 3; გვერდითი მოვლენები). ექიმმა და პაციენტმა უნდა იცოდნენ, რომ ეს პროდუქტი ზრდის ინფექციის რისკს.ამ პროდუქტით მკურნალობის დაწყებამდე უნდა უმკურნალონ უკვე არსებულ ინფექციებს. ყურადღება უნდა მიაქციონ ინფექციის ნიშნებს და სიმპტომებს ამ პროდუქტის მიღებისას და ინფექციის დიაგნოზის შემთხვევაში უნდა დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა და უნდა განიხილონ პროდუქტის მიღების შეწყვეტა ან სრული მოხსნა. იმ შემთხვევაში თუ ამ პროდუქტით მკურნალობის პერიოდში პაციენტს აღენიშნება ინვაზიური სისტემური სოკოვანი ინფექცია, ამ პროდუქტის მიღება უნდა შეწყდეს და უნდა დაიწყოს შესაბამისი სოკოსსაწინააღმდეგო თერაპია. Pneumocystis jirovecii პნევმონია (PJP) აღწერილი იყო პაციენტებში, რომლებიც ევეროლიმუსს იღებდნენ, ზოგჯერ ფატალური შედეგით.ეს სავარაუდოდ დაკავშირებულია კორტიკოსტეროიდების და სხვა იმუნოსურპესიული საშუალებების კომბინაციასთან. იმ შემთხვევაში თუ საჭიროა კორტიკოსტეროიდებთან ან სხვა იმუნოსუპრესიულ საშუალებებთან კომბინაცია, საჭიროა Pneumocystis jirovecii პნევმონიის პროფილაქტიკის გათვალისწინება.
  • მომატებული მგრძნობელობის რეაქციები: მომატებული მგრძნობელობის რეაქციები აღინიშნა ევეროლიმუსის გამოყენებისას, ვლინდებოდა სიმპტომები როგორიცაა ანაფილაქსია, დისპნოე, ალები, გულმკერდის ტკივილი ან ანგიოედემა (მაგალითი; სასუნთქი გზების ან ენის შეშუპება რესპირატორული დარღვევით ან მის გარეშე).
  • სტომატიტი: სტომატიტი ორალური წყლულით ან ორალური მუკოზიტით არის ყველაზე ხშირად აღწერილი გვერდითი მოვლენა პაციენტებში, რომლებმაც ეს პროდუქტი მიიღეს (იხ. პარაგრაფი 3; გვერდითი მოვლენები). სტომატიტი ყველაზე ხშირად ვითარდება ამ პროდუქტის მიღებიდან 8 კვირის განმავლობაში. მაშინ როდესაც სტომატიტისთვის რეკომენდებულია ადგილობრივი მკურნალობა, უნდა მოერიდონ ალკოჰოლის ან წყალბადის ზეჟანგის, იოდის ან პიტნის შემცველ პროდუქტებს, რადგან ისინი შეიძლება აუარესებდეს სიმპტომებს (იხ. პარაგრაფი დოზირება და გამოყენება 3; დოზის ცვლილება). სოკოსსაწინააღმდეგო საშუალებები არ უნდა გამოიყენონ, თუ პაციენტს არ აქვს სოკოვანი ინფექციის დიაგნოზი (იხ. პარაგრაფი 4; ურთიერთქმედება)
  • თირკმლის უკმარისობა: თირკმლის უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით, აღწერილი იყო პაციენტებში, რომლებიც ამ პროდუქტს იღებდნენ და ზოგი შემთხვევა იყო ფატალური. დამატებით, პაციენტებში, რომლებსაც აქვთ დამატებითი რისკ-ფაქტორი, როგორიცაა თირკმლის ფუნქციის დარღვევა, საჭიროა მონიტორინგი თირკმლის ფუნქციისთვის (იხ. პარაგრაფი 3; გვერდითი მოვლენები)
  • ლაბორატორიული ტესტები და მონიტორინგი

(1) თირკმლის ფუნქცია: შრატის კრეატინინის მომატება (ჩვეულებრივ მსუბუქი) და პროტეინური აღწერილი იყო პაციენტებში, რომლებიც ამ პროდუქტს იღებდნენ (იხ.პარაგრაფი 3, გვერდით მოვლენები).თირკმლის ფუნქციის პერიოდული მონიტორინგი, სისხლში შარდოვანა აზოტის (BUN), შარდში ცილის ან შრატის კრეატინინის ჩათვლით, რეკომენდებულია ამ პროდუქტის მიღების დაწყებამდე და მის შემდეგ.

(2) სისხლში შაქრის დონე: ჰიპერგლიკემია აღწერილი იყო პაციენტებში, რომლებიც ამ პროდუქტს იღებდნენ (იხ. პარაგრაფი 3; გვერდით მოვლენები). უზმოდ შარდში გლუკოზის დონის მონიტორინგი რეკომენდებულია სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, რომლებიც ზრდის სისხლში შაქრის დონეს. სანამ პაციენტი ამ პროდუქტის გამოყენებას დაიწყებს, მიღწეული უნდა იყოს ოპტიმალური გლიკემიური კონტროლი

(3)შრატში ლიპიდები: დისლიპიდემიის შემთხვევები ჰიპერქოლესტეროლემიის და ჰიპერტრიგლიცერიდემიის ჩათვლით აღწერილი იყო პაციენტებში, რომლებიც ამ პროდუქტს იღებდნენ. სისხლში ქოლესტეროლის და ტრიგლიცერიდების პერიოდული მონიტორინგი საჭიროა მკურნალობის დაწყებამდე და მის შემდეგ და რეკომენდებულია შესაბამისი მკურნალობა.

(4)ჰემატოლოგიური ინდექსები: დაქვეითებული ჰემოგლობინი, ლიმფოპენია, ნეითროპენია და თრომბოციტოპენია აღწერილი იყო პაციენტებში, რომლებიც ამ პროდუქტს იღებდნენ (იხ. პარაგრაფი 3; გვერდითი მოვლენები). სისხლის საერთო ანალიზის პერიოდული მონიტორინგი რეკომენდებულია ამ პროდუქტის გამოყენების დაწყებამდე და მის შემდეგ.

  • წამალთაშორისი ურთიერთქმედება: უნდა მოერიდონ CYP3A4 ძლიერი ინჰიბიტორის ან P-გლიკოპროტეინის (Pgp) ინჰიბიტორის ერთად გამოყენებას (იხ. პარაგრაფი 4; ურთიერთქმედება).

უნდა მოერიდონ CYP3A4 ძლიერ ინდუქტორთან ან Pgp ინდუქტორთან ერთად გამოყენებას. (იხ. პარაგრაფი 4; ურთიერთქმედება).იმ შემთხვევაში, თუ ეს პროდუქტი უნდა გამოიყენონ CYP3A4 ძლიერ ინდუქტორთან ან Pgp ინდუქტორთან ერთად, საჭიროა პაციენტის კლინიკური პასუხის ფრთხილი მონიტორინგი. თუ არ არსებობს ხელმისაწვდომი ალტერნატიული მკურნალობა,ამ პროდუქტის დოზის მომატება უნდა გაითვალისწინონ CYP3A4 ძლიერ ინდუქტორთან ან Pgp ინდუქტორთან ერთად გამოყენებისას (იხ. პარაგრაფი დოზირება და გამოყენება და 4 ურთიერთქმედება).

წამალთაშორისი ურთიერთქმედების შესაძლებლობის გამო, შესაბამისი ზომები უნდა მიიღონ მაშინ, როდესაც ამ პროდუქტის ორალურ დოზას იღებენ მცირე თერაპიული ფანჯრის CYP3A4 სუბსტრატთან ერთად.იმ შემთხვევაში, თუ ეს პროდუქტი გამოიყენება ვიწრო თერაპიული ფანჯრის მქონე CYP3A4 სუბსტრატთან ერთად,საჭიროა იმ გვერდითი მოვლენების ფრთხილი მონიტორინგი, რომლებიც ჩამოთვლილია CYP3A4 სუბსტრატი პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციაში.

  • ღვიძლის დაზიანება: ევეროლიმუსისადმი სისტემური ექსპოზიცია იზრდება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის მსუბუქი (ჩაილდ-პიუ A), საშუალო (ჩაილდ-პიუ B) და მძიმე უკმარისობა (ჩაილდ-პიუ C).

პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ ძუძუს კიბო, ნეიროენდოკრინული სიმსივნე, თირკმლის უჯრედოვანი კარცინომა და ტუბეროზული სკლეროზთან (TSC)-დაკავშირებული თირკმლის ანგიომიოლიპომები და ასევე ღვიძლის მწვავე უკმარისობა (ჩაილდ-პიუ C), ამ პროდუქტის გამოყენება რეკომენდებული არ არის თუ თერაპიული სარგებელი არ აჭარბებს რისკებს (იხ. პარაგრაფი დოზირება და გამოყენება).

TSC-დაკავშირებულ SEGA, <18 წლის პაციენტებში, რომლებსაც ასევე აღენიშნებათ ღვიძლის დაზიანება (ჩაილდ-პიუ ხარისხი A,B ან С) ან TSC-დაკავშირებულ SEGA ≥18 წლის პაციენტებში, რომლებსაც ასევე აღენიშნებათ ღვიძლის მწვავე უკმარისობა (ჩაილდ-პიუ C), ამ პროდუქტის გამოყენება რეკომენდებული არ არის (იხ. პარაგრაფი დოზირება და გამოყენება).

  • იმუნიზაცია: ამ პროდუქტის გამოყენებისას, უნდა მოერიდონ ცოცხალი ვაქცინის გამოყენებას ან იმ პირთან ახლო კონტაქტს, რომელმაც გაიკეთა ცოცხალი ვაქცინა. პედიატრიულ SEGA პაციენტებში რუტინული იმუნიზაციის დრო უნდა გაითვალისწინონ ამ პროდუქტით მკურნალობის დაწყებამდე (იხ. პარაგრაფი 4, ურთიერთქმედება).
  • ანგიოედემა ანგიოტენზინ გარდამქმნელი ენზიმის (ACE) ინჰიბიტორის კომბინირებული გამოყენების გამო: პაციენტებში ანგიოედემის რისკი შეიძლება გაიზარდოს ანგიოტენზინ გარდამქმნელი ენზიმის (ACE) ინჰიბიტორის კომბინირებული გამოყენებისას (მაგ. სასუნთქი გზების ან ენის შეშუპება რესპირატორული დარღვევით ან მის გარეშე).
  • ჭრილობების მკურნალობის გართულებები; ჭრილობის შეხორცების დაზიანება არის პასუხი, რომელიც შეიძლება აღინიშნოს რაპამიცინის წარმოებულების კლასის პრეპარატების გამოყენებისას, ევეროლიმუსის ჩათვლით. სიფრთხილეა საჭირო ამ პროდუქტის პერიპროცედურული გამოყენებისას.
  • არ გამოიყენოთ შემდეგ პაციენტებში
  • პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პროდუქტის აქტიური ინგრედიენტების ან ამ პროდუქტის რაპამიცინის წარმოებულების სხვა ინგრედიენტების მიმართ.
  • ვინაიდან ეს პროდუქტი შეიცავს ლაქტოზა, ის უნდა არ უნდა გამოიყენონ ისეთი გენეტიკური პრობლემის მქონე პაციენტებში, როგორიცაა გალაქტოზა აუტანლობა, ლაპ-ლაქტაზის დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია.
  • გვერდითი მოვლენები
  • ძუძუს კიბო, ნეიროენდოკრინული სიმსივნე ან თირკმლის უჯრედოვანი კარცინომა.

ინფორმაცია პრეპარატის გვერდითი რეაქციების შესახებ (მკვლევარის მიერ ეჭვი საკვლევ პრეპარატთან კავშირზე) დაფუძნებულია კლინიკური კვლევებიდან მიღებულ უსაფრთხოების მონაცემებზე (N=2672) რანდომიზებული, ორმაგად-ბრმა, პლაცებო ან აქტიურად კონტროლირებადი მე-3 ან მე-2 ფაზის კლინიკური კვლევების ჩათვლით, რაც დაკავშირებულია დამტკიცებულ ჩვენებებთან პაციენტებში, რომლებიც ამ პროდუქტს იღებენ.

პრეპარატის ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები (სიხშირე ≥1/10 და მკვლევარის მიერ ეჭვი საკვლევ პრეპარატთან კავშირზე) იყო შემდეგი და ჩამოთვლილია კლებადი სიხშირით: სტომატიტი, გამონაყარი, დაღლილობა, დიარეა, ინფექცია, გულისრევა, მადის დაქვეითება, ანემია, დისგევზია, პნევმონია, პერიფერიული შეშუპება,ჰიპერგლიკემია, ასთენია, ქავილი, წონაში კლება,ჰიპერქოლესტეროლემია, ეპისტაქსისი, ხველა და თავის ტკივილი. ყველაზე ხშირი 3-4 ხარისხის გვერდითი რეაქციები (სიხშირე ≥1/100~<1/10 და მკვლევარის მიერ ეჭვია საკვლევ პრეპარატთან კავშირზე) იყო სტომატიტი, ანემია, ჰიპერგლიკემია, დაღლილობა, ინფექცია, პნევმონია, დიარეა, ასთენია, თრომბოციტოპენია, ნეითროპენია, დისპნოე, ლიმფოციტოპენია, პროტეინურია, სისხლდენა, ჰიპოფოსფატემია, გამონაყარი, ჰიპერტენზია, ასპარტატამინოტრანსფერაზას (AST) მომატება, ალანინამინოტრანსფერაზას (ALT) მომატება, პნევმონია და დიაბეტი.

(ცხრილი-1) ჩამოთვლილია პრეპარატის გვერდითი რეაქციები, რომლებიც აღწერილია უსაფრთხოების ანალიზიდან, სიხშირის მიხედვით. პრეპარატის გვერდით რეაქციები ჩამოთვლილი იყო სიხშირის და ორგანოთა სისტემის MedDRA კლასის მიხედვით, პირველად წარმოდგენილია ყველაზე ხშირი რეაქციები. დამატებით, პრეპარატის ინდივიდუალური გვერდითი რეაქციებისთვის გამოიყენებოდა შემდეგი მიდგომის სიხშირის კატეგორიები (CIOMS III): ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 ~ <1/10); ნაკლებად ხშირი (≥1/1000 ~ <1/100), იშვიათი (≥1/10,000 ~ <1/1,000),ძალიან იშვიათი (<1/10,000)

(ცხრილი -1)

ინფექცია

ძალიან ხშირი

ინფექციაa

სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები

ძალიან ხშირი

ხშირი

ნაკლებად ხშირი

იშვიათი

ანემია

თრომბოციტოპენია,ნეითროპენია, ლეიკოციტოპენია, ლიმფოციტოპენია

პანციტოპენია

სუფთა წითელუჯრედოვანი აპლაზია

იმუნური სისტემის დარღვევები

ნაკლებად ხშირი

მომატებული მგრძნობელობა

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები

ძალიან ხშირი

ხშირი

მადის დაქვეითება, ჰიპერგლიკემია, ჰიპერქოლესტეროლემია

ჰიპერტრიგლიცერიდემია, ჰიპოფოსფატემია, დიაბეტი, ლიპიდემია, ჰიპოკალემია, დეჰიდრატაცია

ფსიქიატრული დარღვევები

ხშირი

უძილობა

ნერვული სისტემის დარღვევები

ძალიან ხშირი

ნაკლებად ხშირი

დისგევზია, თავის ტკივილი

გემოს დაკარგვა

გულის დარღვევები

ნაკლებად ხშირი

გულის შეგუბებითი უკმარისობა

ვასკულური დარღვევები

ხშირი

ნაკლებად ხშირი

სისხლდენაბ,ჰიპერტენზია

ღრმა ვენების თრომბოზი

რესპირატორული, თორაკალური და შუასაყრის დარღვევები

ძალიან ხშირი

ხშირი

ნაკლებად ხშირი

იშვიათი

პნევმონიაc, ეპისტაქსისი, ხველა

ქოშინი

ჰემოპტოზი, ფილტვის ემბოლია

მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი

გასტროინტესტინური დარღვევები

ძალიან ხშირი

ხშირი

სტომატიტიd,,დიარეა, გულისრევა

ღებინება, პირის სიმშრალე, მუცლის ტკივილი, პირის ღრუს ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევა, დისფაგია

კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

ძალიან ხშირი

იშვიათი

გამონაყარი, ქავილი

კანის სიმშრალე, ფრჩხილის ანომალიები, აკნე, ერითემა, ხელის-ფეხის სინდრომიe, ანგიოედემა

ძვალკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები

ხშირი

ართრალგია

თირკმლის და საშარდე სისტემის დარღვევები

ხშირი

ნაკლებად ხშირი

პროტეინურია, თირკმლის უკმარისობა

დღის განმავლობაში მიქტურიის ზრდა, თირკმლის მწვავე უკმარისობა

რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის დარღვევები

ხშირი

ნაკლებად ხშირი

მენსტრუაციის დარღვევაf

ამენორეაf

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა შეყვანის ადგილას

ძალიან ხშირი

ხშირი

ნაკლებად ხშირი

დაღლილობა, ასთენია, პერიფერიული ედემა

პირექსია, ლორწოვანის ანთება

გულმკერდის არაკარდიოგენური ტკივილი, ჭრილობების შეხორცების პრობლემა

კვლევები

ძალიან ხშირი

ხშირი

წონაში კლება

ასპარტატამინოტრანსფერაზას (AST) მომატება, ალანინამინოტრანსფერაზას (ALT) მომატება, სისხლში კრეატინინის მომატება

a მოიცავს ინფექციის ყველა სიმპტომს ორგანოთა სისტემის კლასიდან. ხშირი: პნევმონია, საშარდე ტრაქტის ინფექცია. ნაკლებად ხშირი: ბრონქიტი, ჰერპეს ზოსტერი, სეფსისი, აბსცესი, ოპორტუნისტული ინფექციის იზოლირებული შემთხვევები (მაგალითი: ასპერგილოზი, კანდიდოზი, B ჰეპატიტი). იშვიათად: ვირუსული მიოკარდიტი.

b სისხლდენის სხვა სიმპტომების ჩათვლით, როგორიცაა სხვა ცენტრების ჩათვლით, რომლებიც ინდივიდუალურად ჩამოთვლილი არ არის.

c საზოგადოებაში განვითარებული პნევმონიის, ფილტვის ინტერსტიციალური დაავადების, ფილტვის ინფილტრაციის, იშვიათად ალვეოლიტის, ალვეოლური სისხლდენის, ფილტვის ტოქსიურობის ჩათვლით

d ძალიან ხშირად სტომატიტის, ხშირად აფტოზური სტომატიტის, პირის და ენის წყლულის, ნაკლებად ხშირად გლოსიტის, გლოსსოდინიის ჩათვლით

e პალმარ-პლანტარული ერითროდიზესთეზიის სინდრომი

f ეს სიხშირე დაფუძნებულია 10-55 წლის ასაკის ქალების რაოდენობაზე.

კლინიკურად მნიშვნელოვანი ანომალური ლაბორატორიული აღმოჩენები

ამათგან, ახალი ან გაუარესებული ლაბორატორიული აღმოჩენები აღწერილი იყო ≥1/10 სიხშირით (ძალიან ხშირი), მე-3 ფაზის ორმაგად-ბრმა კვლევების უსაფრთხოების მონაცემები და და ისინი ჩამოთვლილია ქვემოთ შემდეგნაირად:

ჰემატოლოგია: ჰემოგლობინის დაქვეითება, ლიმფოციტოპენია, ლეიკოციტოპენია, თრომბოციტოპენია, ნეითროპენია (ან კოლექტიურად, პანციტოპენია)

კლინიკური ქიმია: გლუკოზის (უზმოდ) მომატება, ქოლესტეროლის მომატება, ტრიგლიცერიდების მომატება, ასპარტატამინოტრანსფერაზას (AST) მომატება, ფოსფატის დაქვეითება, ალანინამინოტრანსფერაზას (ALT) მომატება, კრეატინინის მომატება, კალიუმის დაქვეითება, ალბუმინის დაქვეითება.

ანომალური მაჩვენებლების უმრავლესობა (≥1/100) იყო მსუბუქი (1 ხარისხის) ან საშუალო ხარისხის (ხარისხი 2), 3/4 ხარისხის ჰემატოლოგიური და კლინიკური ქიმიის ანომალიები იყო შემდეგი:

ჰემატოლოგია: ლიმფოციტოპენია, ჰემოგლობინის დაქვეითება (ძალიან ხშირად),ნეითროპენია, თრომბოციტოპენია, ლეიკოციტოპენია (ყველა ხშირად)

კლინიკური ქიმია: გლუკოზის (უზმოდ) მომატება (ძალიან ხშირად), ფოსფატის დაქვეითება, კალიუმის დაქვეითება, ასპარტატამინოტრანსფერაზას (AST) მომატება, ალანინამინოტრანსფერაზას (ALT) მომატება, კრეატინინის მომატება (ტოტალური), ქოლესტეროლის მომატება, ტრიგლიცერიდების მომატება, ალუმინის დაქვეითება (ხშირად)

ტუბეროზულ სკლეროზთან (TSC)-დაკავშირებული თირკმლის ანიგომიოლიპომა და სუბეპენდიმური გიგანტურუჯრედოვანი ასტროციტომა (SEGA).

ინფორმაცია პრეპარატის გვერდითი რეაქციების შესახებ (მკვლევარის მიერ ეჭვი საკვლევ პრეპარატთან კავშირზე0 დაფუძნებული იყო 3 რანდომიზებულ, ორმაგად-ბრმა, პლაცებო-კონტროლირებულ, მე-3 ფაზის კვლევებზე, ბრმა და ღია-ეტიკეტიანი მკურნალობის ფაზების ჩათვლით და 1 არა-რანდომიზებულ, ღია, ერთცენტრიან, მე-2 ფაზის კვლევაზე, რომელშიც ეს პროდუქტი გამოიყენებოდა პაციენტებში,რომლებსაც აღენიშნებოდათ )ტუბეროზულ სკლეროზთან (TSC)-დაკავშირებული თირკმლის ანიგომიოლიპომა და სუბეპენდიმური გიგანტურუჯრედოვანი ასტროციტომა (SEGA) (N=612, 409 <18 წლის პაციენტის ჩათვლით).

უსაფრთხოების მონაცემებიდან პრეპარატის ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები (სიხშირე ≥1/10) (ჩამოთვლილი კლებადი სიხშირით): სტომატიტი, პირექსია, ნაზოფარინგიტი, დიარეა, ზემო რესპირატორული ტრაქტის ინფექცია, ღებინება, ხველა, გამონაყარი, თავის ტკივილი, ამენორეა, აკნე, პნევმონია, საშარდე ტრაქტის ინფექცია, სინუსიტი, მენსტრუალური დარღვევები, ფარინგიტი, მადის დაქვეითება, დაღლილობა, ჰიპერქოლესტეროლემია და ჰიპერტენზია. პრეპარატის ყველაზე ხშირი 3/4 ხარისხის რეაქციები იმ პაციენტების მონაცემების საფუძველზე, რომლებიც ევეროლიმუსს იღებდნენ TSC კლინიკურ კვლევებში, (ორმაგად-ბრმა, ღია, ექსტენსიური კვლევების ჩათვლით). პრეპარატის გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილი იყო MedDRA ორგანოთა სისტემის კლასის მიხედვით. სიხშირე შემდეგია: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 ~ <1/10), ნაკლებად ხშირი (≥1/1,000 ~ <1/100), იშვიათი (≥1/10,000 ~ <1/1,000), ძალიან იშვიათი (<1/10,000), სიხშირე უცნობია (შეფასება შეუძლებელია მონაცემებიდან). პრეპარატის გვერდით რეაქციები ჩამოთვლილი იყო კლებადი სიხშირით

(ცხრილი-2)

ინფექცია

ძალიან ხშირი

ხშირი

ნაკლებად ხშირი

ნაზოფარინგიტი, ზემო რესპირატორული ტრაქტის ინფექცია, პნევმონია, საშარდე ტრაქტის ინფექცია, სინუსიტი, ფარინგიტი

შუა ოტიტი, ცელულიტი, სტრეპტოკოკური ფარინგიტი, ვირუსული გასტროენტერიტი, გინგივიტი

ჰერპეს ზოსტერი, სეფსისი, ვირუსული ბრონქიტი

სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები

ხშირი

ანემია, ნეითროპენია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ლიმფოციტოპენია

იმუნური სისტემის დარღვევები

ნაკლებად ხშირი

მომატებული მგრძნობელობა

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები

ძალიან ხშირი

ხშირი

მადის დაქვეითება, ჰიპერქოლესტეროლემია

ჰიპერტრიგლიცერიდემია, ლიპიდემია, ჰიპოფოსფატემია, ჰიპერგლიკემია

ფსიქიატრული დარღვევები

ხშირი

უძილობა, აგრესიულობა, მომატებული მგრძნობელობა

ნერვული სისტემის დარღვევები

ძალიან ხშირი

ნაკლებად ხშირი

თავის ტკივილი

დისგევზია

ვასკულური დარღვევები

ძალიან ხშირი

ხშირი

ჰიპერტენზია

ლიმფედემა

რესპირატორული, თორაკალური და შუასაყრის დარღვევები

ძალიან ხშირი

ხშირი

ხველა

ეპისტაქსისი, პნევმონია

გასტროინტესტინური დარღვევები

ძალიან ხშირი

ხშირი

სტომატიტიa, დიარეა, ღებინება

ყაბზობა, გულისრევა, მუცლის ტკივილი, მუცლის შებერილობა, პირის ღრუს ტკივილი, გასტრიტი

კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

ძალიან ხშირი

ხშირი

ნაკლებად ხშირი

გამონაყარიბ, აკნე

კანის სიმშრალე, აკნეს ფორმის დერმატიტი, ქავილი, ალოპეცია

ანგიოედემა

ძვალკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები

ნაკლებად ხშირი

რაბდომიოლიზი

თირკმლის და საშარდე ტრაქტის დარღვევები

ხშირი

პროტეინურია

რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის დარღვევები

ძალიან ხშირი

ხშირი

ნაკლებად ხშირი

ამენორეა c, მენსტრუალური დარღვევები c

მენორაგია, საკვერცხის კისტა, ვაგინალური სისხლდენა

გადავადებული მენსტრუაციაc

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა გამოყენების ადგილას

ძალიან ხშირი

პირექსია, დაღლილობა

კვლევები

ხშირი

ნაკლებად ხშირი

სისხლში ლაქტატდეჰიდროგენაზას მომატება, სისხლში ლუთეალური ჰორმონის მომატება

სისხლში ფოლიკულ-მასტიმულირებელი ჰორმონის მომატება

aძალიან ხშირად სტომატიტის, პირის ღრუს წყლულის, აფტოზური წყლულის, ხშირად ენის წყლულის, ტუჩის წყლულის, ნაკლებად ხშირად ღრძილების ტკივილის და გლოსიტის ჩათვლით.

bძალიან ხშირად გამონაყარის, ხშირად ერითემატოზული ერუპციის, ერითემის, ნაკლებად ხშირად სისტემური გამონაყარის, მაკულოპაპულური გამონაყარის, მაკულარული ერუპციის ჩათვლით.

cეს სიხშირე დაფუძნებულია 10-55 წლის ასაკის ქალების რაოდენობაზე მკურნალობის განმავლობაში.

კლინიკურად მნიშვნელოვანი ანომალური ლაბორატორიული აღმოჩენები

TSC უსაფრთხოების მონაცემებიდან აღწერილია შემდეგი ახალი ან გაუარესებული ანომალური ლაბორატორიული აღმოჩენები ≥1/10 სიხშირით (ძალიან ხშირი) და ჩამოთვლილია შემდეგნაირად კლებადი სიხშირით.

ჰემატოლოგია: თრომბოპლასტინის ნაწილობირივი დროის მომატება, ნეითროპენია, ჰემოგლობინის დაქვეითება, ლეიკოციტოპენია, თრომბოციტოპენია,ლიმფოციტოპენია.

კლინიკური ქიმია: ქოლესტეროლის მომატება, ტრიგლიცერიდების მომატება, ასპარტატამინოტრანსფერაზას (AST) მომატება, ალანინამინოტრანსფერაზას (ALT) მომატება, ფოსფატის დაქვეითება, ტუტე ფოსფატაზას (ALP) მომატება, გლუკოზის (უზმოდ) მომატება.

ყველაზე ხშირი ლაბორატორიული ანომალიები იყო მსუბუქი (1 ხარისხი), საშუალო (2 ხარისხი). 3/4 ხარისხის ყველაზე ხშირი ჰემატოლოგიური, კლინიკურ ქიმიური ანომალიები იყო შემდეგი:

ჰემატოლოგია: ნეითროპენია, თრომბოპლასტინის ნაწილობრივი დროის მომატება, ჰემოგლობინის დაქვეითება (ხშირად), ლიმფოციტოპენია, თრომბოციტოპენია, ლეიკოციტოპენია (ნაკლებად ხშირი).

კლინიკური ქიმია: ფოსფატის დაქვეითება, ტრიგლიცერიდების მომატება, ტუტე ფოსფატაზას (ALP) მომატება, ალანინამინოტრანსფერაზას (ALT) მომატება, ასპარტატამინოტრანსფერაზას (AST) მომატება, ქოლესტეროლის მომატება (ხშირად), გლუკოზის (უზმოდ) მომატება (ნაკლებად ხშირად).

სპეციფიური გვერდითი მოვლენების აღწერა

კლინიკური კვლევების და პოსტ-მარკეტინგული მოხალისეობრივი ანგარიშების მიხედვით, ევეროლიმუსი დაკავშირებული იყო B ჰეპატიტის ვირუსის რეაქტივაციის მწვავე შემთხვევებთან (ფატალური გამოსავლის ჩათვლით).ინფექციის რეაქტივაცია არის შემთხვევა, რომლის განვითარებაც მოსალოდნელია იმუნიტეტის დათრგუნვის დროს.

კლინიკური კვლევების და პოსტ-მარკეტინგული მოხალისეობრივი ანგარიშების მიხედვით, ევეროლიმუსი დაკავშირებული იყო თირკმლის უკმარისობასთან (ფატალური გამოსავლის ჩათვლით) და პროტეინურიასთან და რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი.

კლინიკური კვლევების და პოსტ-მარკეტინგული მოხალისეობრივი ანგარიშების მიხედვით, ევეროლიმუსი დაკავშირებული იყო Pneumocystis jirovecii პნევმონიასთან (PJP), რამაც ზოგ შემთხვევაში გამოიწვია ფატალური გამოსავლები.

კლინიკური კვლევების და პოსტ-მარკეტინგული მოხალისეობრივი დაკვირვებების ანგარიშების მიხედვით, ევეროლიმუსი დაკავშირებული იყო ანგიოედემასთან ACE ინჰიბიტორის თანმხლები მიღებისგან დამოუკიდებლად.

საშინაო, პოსტ-მარკეტინგული დაკვირვების შედეგები

შორსწასული თირკმლის უჯრედოვანი კარცინომა, როდესაც წარუმატებელი იყო VEGF (ვასკულური ენდოთელური ზრდის ფაქტორი) წარმართული თერაპია (სუნიტინიბი ან სორაფენიბი).

4 წლიანი შიდა, პოსტ-მარკეტინგული დაკვირვების შედეგებით 266 პაციენტის განხილვისთვის, რომლებსაც აღენიშნებოდათ შორსწასული თირკმლის უჯრედოვანი კარცინომა,როდესაც წარუმატებელი იყო VEGF (ვასკულური ენდოთელური ზრდის ფაქტორი) წარმართული თერაპია (სუნიტინიბი ან სორაფენიბი), გვერდით მოვლენების სიხშირე იყო 79,70% (212/266 პაციენტი, 849 მოვლენა), მიზეზობრივი კავშირის მიუხედავად.

სერიოზული გვერდითი მოვლენების სიხშირე იყო 22.93% (61/266 პაციენტი,129 მოვლენა) მიზეზობრივი კავშირის მიუხედავად, ასთენიის ჩათვლით 3.76%-ით (10/266 პაციენტი, 10 მოვლენა), პნევმონია და ქოშნი 3.38% (9/266 პაციენტი, 9 მოვლენა), პირექსია და მუცლის ტკივილი თითოეული 1.88% (5/266 პაციენტი, 5 მოვლენა), პლევრული გამონაჟონი 1,50% (4/266 პაციენტი, 4 მოვლენა), კონფუზიური მდგომარეობა 1.13% (3/266 პაციენტი, 4 მოვლენა), ფილტვის ინტერსტიციალური დაავადება, ჰემოპტოზი, ავთვისებიანი ნეოპლაზმა, პნევმონიტი და სისხლში კრეატინინის მომატება 1.13% (3/266 პაციენტი, 3 მოვლენა).ამათგან, პრეპარატის სერიოზული გვერდით რეაქციების სიხშირე, რომლებისთვისაც გამორიცხული არ არის ამ პრეპარატთან მიზეზობრივი კავშირი იყო 9.02% (24/266 პაციენტი, 37 მოვლენა), ფილტვის ინტერსტიციალური დაავადება 1,13% (3/266 პაციენტი, 3 მოვლენა), ჰიპერგლიკემია, ასთენია, პირის ღრუს დაწყლულება, პნევმონიტი, სისხლში შარდოვანას მომატება, სისხლში კრეატინინის მომატება, ქოშინი და კონფუზიური მდგომარეობა 0.75% (2/266 პაციენტი, 2 მოვლენა), ატიპიური პნევმონია ან ფილტვის ტოქსიურობა თითოეული 0.38% (1/266 პაციენტი, 2 მოვლენა), პარესთეზია, ჰემოპტოზი, პირექსია, მუცლის ტკივილი, ანემია, მადის დაქვეითება, ქოშინი დატვირთვის დროს, აზოტემია, წონის კლება, ცირკუმტონზილარული აბსცესი, ფილტვის ტუბერკულოზი, პნევმონია, ფილტვის შეშუპება და თრომბოციტოპენია, თითოეული 0.38% (1/266 პაციენტი, 1 მოვლენა).

მოულოდნელი გვერდითი მოვლენების სიხშირე იყო 38.72% (103/266 პაციენტი, 191 მოვლენა), მიზეზობრივი კავშირის მიუხედავად, ზურგის ტკივილი 4.14% (11/266 პაციენტი, 11 მოვლენა), კიდურების ტკივილი 3.38%, (9/266 პაციენტი, 9 მოვლენა), ყელის ტკივილი 3.01% (8/266 პაციენტი, 8 მოვლენა), ძვალ-კუნთოვანი ტკივილი, გვერდის ტკივილი და აზოტემია თითოეული 2.26% (6/266 პაციენტი, 6 მოვლენა), მიალგია და ჰეილიტი თითოეული 1.88% (5/266 პაციენტი, 5 მოვლენა), ჰიპერკალციემია, რინორეა და კანის დაზიანება თითოეული 1.50% (4/266 პაციენტი, 4 მოვლენა) კონფუზიური მდგომარეობა 1.13% (3/266 პაციენტი, 4 მოვლენა), გლიკოზირებული ჰემოგლობინის მომატება, ბუშტუკები, ავთვისებიანი ნეოპლაზმა და ჰიპონატრიემია თითოეული 1.13% (3/266 პაციენტი, 3 მოვლენა). ამათგან პრეპარატის მოულოდნელი გვერდითი მოვლენების რეაქციები, რომლისთვისაც გამორიცხული არ არის პრეპარატთან მიზეზობრივი კავშირი იყო 16.92% (45/266 პაციენტი, 57 მოვლენა), ყელის ტკივილი 1.88% (5/266 პაციენტი, 5 მოვლენა), ჰეილიტი, აზოტემია და კანის დაზიანება თითოეული 1.50%(4/266 პაციენტი, 4 მოვლენა), პარესთეზია, ჰიპოესთეზია, გლიკოზირებული ჰემოგლობინის მომატება, ბუშტუკები, თავბრუსხვევა, კანის ჰიპერპიგმენტაცია, კანის ტოქსიურობა, კონფუზიური მდგომარეობა და სისხლში შარდოვანას მომატება, თითოეული 0.75% (2/266 პაციენტი, 2 მოვლენა), ჰიპოთირეოზი, ჯანმრთელობის გაუარესება, კონვულსია, ჰიპერურიკემია, მიალგია, ბლეფარედემა, დამბლა, პერიფერიული ნეიროპათია, ეპიგასტრალური დისკომფორტი, გორგლოვანი ფილტრაციის სისწრაფის დაქვეითება, მხედველობის დაბინდვა, გულის უკმარისობა, სახის შეშუპება, გარე ოტიტი, კომუნიკაციის დარღვევა, სისტემური შეშუპება, ნაზალური ანთება, ტუჩების დახეთქვა, ფილტვის შეშუპება, სისხლში ნატრიუმის დაქვეითება, სისხლში ალბუმინის დაქვეითება და სისხლში კრეატინის მომატება თითოეული 0,38% (1/266 პაციენტი, 1 მოვლენა).

ეგზემესტაზონთან ერთად გამოყენება პოსტ-მენოპაუზურ ქალებში, რომლებსაც აღენიშნებათ არასტეროიდულ არომატაზა ინჰიბიტორ-რეფრაქტორული, ესტროგენ რეცეპტორ დადებითი, HER-2 ნეგატიური ლოკალურად გავრცელებული ან მეტასტაზირებული ძუძუს კიბო.

შიდა, პოსტ-მარკეტინგული დაკვირვების შედეგებიდან, რომლებშიც ხელახლა განიხილეს 26 პოსტ-მენოპაუზური ქალი პაციენტი, რომლებსაც აღენიშნებოდათ არასტეროიდულ არომატაზა ინჰიბიტორ-რეფრაქტორული, ესტროგენ რეცეპტორ დადებითი, HER-2 ნეგატიური ლოკალურად გავრცელებული ან მეტასტაზირებული ძუძუს კიბო, რომლებიც პარალელურად იღებდნენ ეგზემესტაზონს, გვერდითი მოვლენების სიხშირე აღწერილი იყო 65.38%-ში (17/26 პაციენტი, საერთო ჯამში 55 მოვლენა)მიზეზობრივი კავშირის მიუხედავად. სერიოზული გვერდითი მოვლენების სიხშირე იყო 19.23% (5/26 პაციენტი, 7 მოვლენა) მიზეზობრივი კავშირის მიუხედავად, პირექსია 3.85% (1/26 პაციენტი, 2 მოვლენა), ბრონქოპნევმონია, ატიპიური პნევმონია, ჰიდრონეფროზი, პერიკარდიული გამონაჟონი და პნევმონია თითოეული 3.85% (1/26 პაციენტი, 1 მოვლენა). ამათგან, სერიოზული გვერდითი რეაქციების სიხშირე,რომლისთვისაც პროდუქტთან მიზეზობრივი კავშირი გამორიცხული არ არის, იყო 11.54% (3/26 პაციენტი, 3 მოვლენა), ბრონქოპნევმონია, ატიპიური პნევმონია, და პნევმონია 3.85% (1/26 პაციენტი, 1 მოვლენა).

მოულოდნელი გვერდითი მოვლენების სიხშირე იყო 42.31% (11/26 პაციენტი, 15 მოვლენა), მიზეზობრივი კავშირის მიუხედავად, ეფექტურობის ნაკლებობით 15.38% (4/26 პაციენტი, 4 მოვლენა), დიაბეტური ნეიროპათია, ჰიდრონეფროზი, პერიკარდიული გამონაჟონი, ინექცია, RBC რაოდენობის დაქვეითება, ჰემატოკრიტის დაქვეითება, წითელი უჯრედების განაწილების ფართობის დაქვეითება, საერთო ცილის დაქვეითება, სისხლში შარდის მჟავას დაქვეითება,სისხლში ლაქტატდეჰიდროგენაზას მომატება და სისხლში კალციუმის დაქვეითება თითოეული 3.85% (1/26 პაციენტი, 1 მოვლენა). ამათგან, მოვლენა).ამათგან, სერიოზული გვერდითი რეაქციების სიხშირე,რომლისთვისაც პროდუქტთან მიზეზობრივი კავშირი გამორიცხული არ არის, იყო 23.08% (6/26 პაციენტი, 10 მოვლენა), ეფექტურობის ნაკლებობით 11.54% (3/26 პაციენტი, 3 მოვლენა).RBC რაოდენობის დაქვეითება, ჰემატოკრიტის დაქვეითება, სისხლის წითელი უჯრედების განაწილების ფართობის დაქვეითება, საერთო ცილის დაქვეითება, სისხლში შარდის მჟავას დაქვეითება,სისხლში ლაქტატდეჰიდროგენაზას მომატება და სისხლში კალციუმის დაქვეითება, თითოეული 3.85% (1/26 პაციენტი, 1 მოვლენა).

პანკრეასისგან წარმოებული შორსწასული ნეიროენდოკრინული სიმსივნე (pNET)

შიდა, პოსტ-მარკეტინგული დაკვირვების შედეგებიდან, რომლებშიც ხელახლა განიხილეს 14 პაციენტი, რომლებსაც აღენიშნებოდათ პანკრეასისგან წარმოებული შორსწასული ნეიროენდოკრინული სიმსივნე (pNET), გვერდითი მოვლენების სიხშირე იყო 78.57% (11/14 პაციენტი, საერთო ჯამში 20 მოვლენა) მიზეზობრივი კავშირის მიუხედავად.

სერიოზული გვერდითი მოვლენების სიხშირე იყო 7.14% (1/14 პაციენტი, 1 მოვლენა), მიზეზობრივი კავშირის მიუხედავად, აღწერილია თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულიდან სისხლდენა და აღინიშნა პრეპარატის სერიოზული გვერდითი რეაქციები, რომლებთან მიზეზობრივი კავშირის გამორიცხვაც შეუძლებელია.

მოულოდნელი გვერდითი მოვლენების სიხშირე იყო 28.57% (4/14 პაციენტი, 5 მოვლენა)მიზეზობრივი კავშირის მიუხედავად,, ჰეპატობილიარული დარღვევები, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულიდან სისხლდენა, კანის წყლული, ჰემატურია და ეფექტურობის ნაკლებობა თითოეული 7.14% (1/14 პაციენტი). ამათგან, სერიოზული გვერდითი რეაქციების სიხშირე,რომლისთვისაც პროდუქტთან მიზეზობრივი კავშირი გამორიცხული არ არის, იყო 21.43% (3/14 პაციენტი,4 მოვლენა), ჰეპატობილიარული დარღვევები, კანის წყლული, ჰემატურია და ეფექტურობის ნაკლებობა, თითოეული 7.14% (1/14 პაციენტი).

ტუბეროზულ სკლეროზთან (TSC) -დაკავშირებული სუბეპენდიმური გიგანტურუჯრედოვანი ასტროციტომა (SEGA) და თირკმლის ანგიომიოლიპომები, რომელიც საჭიროებს თერაპიულ ინტერვენციას, მაგრამ არ არის სამკურნალო რეზექციის კანდიდატი.

შიდა, პოსტ-მარკეტინგული დაკვირვების შედეგებიდან, რომლებშიც ხელახლა განიხილეს 3 პაციენტი, რომლებსაც აღენიშნებოდათ ტუბეროზულ სკლეროზთან (TSC) -დაკავშირებული სუბეპენდიმური გიგანტურუჯრედოვანი ასტროციტომა (SEGA) და თირკმლის ანგიომიოლიპომები, რომელიც საჭიროებს თერაპიულ ინტერვენციას, მაგრამ არ არის სამკურნალო რეზექციის კანდიდატი, გვერდითი მოვლენების სიხშირე იყო 33.33% (1/3 პაციენტი, ჯამში 1 მოვლენა), მიზეზობრივი კავშირის მიუხედავად., აღწერილია სტომატიტი.არ აღინიშნა სერიოზული გვერდითი მოვლენები ან მოულოდნელი გვერდითი მოვლენა.

  • გვერდითი მოვლენების ყოვლისმომცველი შეფასებებისგან, რომლებიც დაფიქსირდა შიდა ხელახალი განხილვის შემდეგ და გვერდითი მოვლენების ნებაყოფლობით ანგარიშებიდან, გვერდით მოვლენების შეტყობინების მონაცემებით, ყველა პრეპარატისთვის, რომლებმაც მიიღეს შიდა ბაზრის ნებართვა ხელახალი განხილვის ბოლოს, შემდეგი არის ახალიდენტიფიცირებული გვერდითი მოვლენები ამ პროდუქტისთვის, რომლებმაც აჩვენა სტატისტიკურად მნიშვნელოვნად მაღალი სიხშირე ვიდრე ყველა სხვა პრეპარატის გვერდითმა მოვლენებმა. გაითვალისწინეთ, რომ ეს აღმოჩენები არ გულისხმობს რომ მიზეზობრივი კავშირი ნაჩვენები იყო მნიშვნელოვან ინგრედიენტს და შემდეგ გვერდით მოვლენებს შორის.

რესპირატორული სისტემის დარღვევები: ნახველის დარღვევა

ზოგადი დარღვევები: ფეხის ტკივილი

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები: ჰიპერკალციემია, ჰიპონატრიემია

WBC და რეტიკულოენდოთელური სისტემის დარღვევები: ლეიკოციტოზი

ენდოკრინული დარღვევები: ჰიპოთირეოზი

გასტროინტესტინური დარღვევები: მელენა

ვასკულური დარღვევები: თვალებიდან სისხლდენა

  • ურთიერთქმედება

ევეროლიმუსი არის CYP3A4 სუბსტრატი და p-გლიკოპროტეინის (PgP)-სუბსტრატი და საშუალო ინჰიბიტორი, მრავალი პრეპარატის ეფლუქსის ტუმბო.აქედან გამომდინარე, ევეროლიმუსის აბსორბციაზე და შემდგომ ელიმინაციაზე შეიძლება გავლენა მოახდინოს პრეპარატებმა, რომლებიც მოქმედებს CYP3A4 და/ან PgP-ზე.In vitro ევეროლიმუსი არის CYP3A4 კონკურენტული ინჰიბიტორი და CYP2D6-ის შერეული ინჰიბიტორი.

  • პრეპარატები,რომლებიც ზრდის სისხლში ევეროლიმუსის კონცენტრაციას

(1) სისხლში ევეროლიმუსის კონცენტრაცია შეიძლება გაიზარდოს ნივთიერებით, რომელიც ამცირებს ევეროლიმუსის მეტაბოლიზმს CYP3A4 აქტივობის ინჰიბირებით.

(2) სისხლში ევეროლიმუსის კონცენტრაცია შეიძლება გაიზარდოს PgP ინჰიბიტორით, რომელიც ამცირებს ენტეროციტებიდან ევეროლიმუსის ეფლუქსს.

(3) ამ პროდუქტის ერთდროული გამოყენება CYP3A4 ან PgP ძლიერ ინჰიბიტორთან ერთად (მაგ. კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, რიტონავირი, კლარიტრომიცინი, ტელიტრომიცინი) თავიდან უნდა იქნას აცილებული.

(4) ევეროლიმუსის და კეტოკონაზოლის ერთად გამოყენებისას (CYP3A4 ძლიერი ინჰიბიტორი და PgP ინჰიბიტორი) ჯანმრთელ ინდივიდებში, აღინიშნა ევეროლიმუსის ექსპოზიციის მნიშვნელოვანი ზრდა (Cmax და AUC გაიზარდა 3.9 და 15.0 პუნქტით).

(5) სიფრთხილეა საჭირო ამ პროდუქტის გამოყენებისას CYP3A4 საშუალო (მაგ. ერითრომიცინი, ვერაპამილი, ციკლოსპორინი, ფლუკონაზოლი. დილთიაზემი, ამპრენავირი, ფოზამპრენავირი ან აპრეპიტანტი) და PgP ინჰიბიტორის გამოყენებისას. CYP3A4/PgP საშუალო ინჰიბიტორთან ერთად გამოყენებისას, ამ პროდუქტის დოზა უნდა შემცირდეს დაახლოებით წინა დოზის 50%-მდე. დოზის დამატებითი შემცირება შეიძლება საჭირო გახდეს პრეპარატის გვერდითი რეაქციების მენეჯმენტისთვის და დოზის შემცირებისას პროდუქტის შემცველობაზე მცირე დონემდე (2.5მგ)გაითვალისწინეთ დღეგამოშვებით მიღება (იხ. პარაგრაფი 1, გაფრთხილებები).

ძუძუს კიბო, ნეიროენდოკრინული სიმსივნე, თირკმლის უჯრედოვანი კარცინომა და ტუბეროზულ სკლეროზთან (TSC) დაკავშირებული თირკმლის ანგიომიოლიპომები: CYP3A4 საშუალო ან PgP ინჰიბიტორის მოხსნის შემდეგ, 2-3 დღიანი გამორიცხვის პერიოდი უნდა გაითვალისწინონ თანმხლებ გამოყენებამდე არსებულ დოზამდე დაბრუნებამდე

ტუბეროზულ სკლეროზთან (TSC) დაკავშირებული სუბეპენდიმური გიგანტურუჯრედოვანი ასტროციტომა (SEGA): ევეროლიმუსის კონცენტრაცია ფასდება CYP3A4 საშუალო ან PgP ინჰიბიტორის გამოყენებიდან დაახლოებით 1-2 კვირის შემდეგ. საშუალო ინჰიბიტორის მოხსნის შემდეგ, ამ პროდუქტის დოზა უნდა დაუბრუნდეს CYP3A4 საშუალო ან PgP ინჰიბიტორის გამოყენებამდე არსებულ დონეს და ევეროლიმუსის კონცენტრაცია ხელახლა ფასდება 2 კვირის შემდეგ.

(6)ჯანმრთელ მოხალისეებში შემდეგ პრეპარატებთან ერთად ევეროლიმუსის გამოყენები შემდეგ გაიზარდა მისი ექსპოზიცია:

ერითრომიცინი (CYP3A4 საშუალო და PgP ინჰიბიტორი, Cmax და AUC გაიზარდა 2.0 და 4.4 პუნქტით)

ვერაპამილი (CYP3A4 საშუალო და PgP ინჰიბიტორი, Cmax და AUC გაიზარდა 2.3 და 3.5 პუნქტით)

ციკლოსპორინი (CYP3A4 სუბსტრატი და PgP ინჰიბიტორი, Cmax და AUC გაიზარდა 1.8 და 2.7 პუნქტით)

(7) CYP3A4 საშუალო და PgP სხვა ინჰიბიტორები, რომლებსაც შეუძლიათ სისხლში ევეროლიმუსის კონცენტრაციის გაზრდა მოიცავს სოკოსსაწინააღმდეგო აგენტებს (მაგ: ფლუკონაზოლი) და კალციუმის არხების ბლოკერებს (მაგალითი: დილთიაზემი)

(8) გრეიპფრუტი, გრეიპფრუტის წვენი, კარამბოლა, სევილიური ფორთოხალი და სხვა საკვები, რომელიც მოქმედებს ციტოქრომ P450 და PgP აქტივობებზე თავიდან უნდა იქნას აცილებული ამ პროდუქტის მიღებისას.

(9) ევეროლიმუსის მიღებისას დღე-ღამეში 10 ან 5მგ დოზით, არ აღინიშნა ევეროლიმუსის Cmin განსხვავება CYP3A4 და/ან PgP სუბსტრატის არსებობისას ან არ არსებობისას.

(10) დღე-ღამეში ევეროლიმუსის 5 ან 10მგ გამოყენების შემდეგ CYP3A4 სუსტ ინჰიბიტორთთან ერთად გამოყენება PgP ინჰიბიტორთან გამოყენებით ან მის გარეშე აშკარა გავლენას არ ახდენს ევეროლიმუსის Cmin-ზე.

  • პრეპარატები, რომლებიც ამცირებს სისხლში ევეროლიმუსის კონცენტრაციას

(1) ნივთიერება, რომელიც არის CYP3A4 ან PgP ინდუქტორი, შეიძლება აქვეითებდეს სისხლში ევეროლიმუსის კონცენტრაციას ენტეროციტებიდან ევეროლიმუსის ეფლუქსის გაზრდის ან მეტაბოლიზმის გაძლიერების შედეგად.

(2) თუ ხელმისაწვდომია ალტერნატიული მკურნალობა, ამ პროდუქტის და CYP3A4 ან PgP ძლიერი ინდუქტორის ერთდროულ გამოყენებას უნდა მოერიდონ. თუ CYP3A4 ან PgP ძლიერ ინდუქტორთნ ერთად გამოყენება (რიფამპიცინი, რიფაბუტინი) აუცილებელია, შეიძლება საჭირო გახდეს ამ პროდუქტის დოზის ცვლილება (იხ. პარაგრაფი 1, გაფრთხილებები).

ძუძუს კიბო, ნეიროენდოკრინული სიმსივნე, თირკმლის უჯრედოვანი კარცინომა და ტუბეროზულ სკლეროზთან (TSC) დაკავშირებული თირკმლის ანგიომიოლიპომები: თუ აუცილებელია ამ პროდუქტის CYP3A4 ძლიერ ინდუქტორთან ერთად (მაგ. ფენიტოინი, კარბამაზეპინი, რიფამპინი, რიფაბუტინი, რიფაპენტინი, ფენობარბიტალი) გამოყენება, უნდა გაითვალისწინონ ამ პროდუქტის დოზის თანდათან, 2 პუნქტით მომატება (ფარმაკოკინეტიკური მონაცემების მიხედვით).მოსალოდნელია, რომ დოზის ასეთი მომატება გამოიწვევს სისხლში ამ პროდუქტის კონცენტრაციის ცვლილებას, რომელიც იქნება იმ AUC ფარგლებში, რომელიც არის მაშინ, როდესაც არ ხდება CYP3A4 ძლიერი ინდუქტორის გამოყენება. თუმცა არ არის ამ დოზის ცვლილების კლინიკური მონაცემები პაციენტებში, რომლებმაც CYP3A4 ძლიერი ინდუქტორი მიიღეს. CYP3A4 ძლიერი ინდუქტორის მოხსნის შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინონ 3-5 დღიანი გამორიცხვის პერიოდი (ძლიერი ენზიმის დე-ინდუქციის დრო) პროდუქტის დოზის იმ დონემდე დაბრუნებამდე, რომელიც აღინიშნებოდა ინდუქტორის გამოყენებამდე.

ტუბეროზულ სკლეროზთან (TSC) დაკავშირებული-სუბეპენდიმური გიგანტურუჯრედოვანი ასტროციტომა (SEGA): CYP3A4 ძლიერი ინდუქტორის მიღების შემთხვევაში, ამ პროდუქტის დოზის მომატება შეიძლება საჭირო იყოს 5-15ნგ/მლ კონცენტრაციის მისაღწევად.გააორმაგეთ ამ პროდუქტის სადღეღამისო დოზა, შეაფასეთ ტოლერანტობა და 2 კვირის შემდეგ შეაფასეთ ევეროლიმუსის კონცენტრაცია. დანერგეთ დოზის შემდგომი ცვლილება, თუ აუცილებელია კონცენტრაციის შენარჩუნება.

მას შემდეგ რაც ძლიერი ინდუქტორი მოიხსნება, პროდუქტის დოზა უნდა დაბრუნდეს დონეზე, რომელიც აღინიშნებოდა CYP3A4 ძლიერი ინდუქტორის გამოყენებამდე და ევეროლიმუსის კონცენტრაცია ხელახლა ფასდება დაახლოებით 2 კვირის შემდეგ (იხ. პარაგრაფი 1, გაფრთხილებები)

(3) ჯანმრთელი ინდივიდების რიფამპინით პრემედიკაციის შემდეგ (CYP3A4 და PgP ინდუქტორი) დღე-ღამეში 600მგ მრავლობითი დოზით 8 დღის განმავლობაში, რასაც მოყვება ევეროლიმუსის ერთჯერადი დოზის მიღება, ევეროლიმუსის ორალური დოზის კლირენსი გაიზარდა 3 პუნქტით და Cmax და AUC დაქვეითდა 58% და 63%-ით.

(4) სხვა CYP3A4 ძლიერი ინდუქტორები, რომლებმაც შეიძლება შეამციროს სისხლში კონცენტრაცია ევეროლიმუსის მეტაბოლიზმის გაზრდით მოიცავს კრაზანას (Hypericum perforatum), ანტიკონვულსანტებს (მაგალითი: კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი), და ანტი-HIV აგენტები (მაგ. ეფავირენცი, ნევირაპინი) კრაზანის (Hypericum perforatum) პარალელური გამოყენება უნდა აიცილონ, რადგან იწვევს პროდუქტის ექსპოზიციის მოულოდნელ შემცირებას.

  • პრეპარატები, სისხლში რომელთა კონცენტრაციაც შეიძლება შეიცვალოს ევეროლიმუსის

(1) ჯანმრთელი ინდივიდების კვლევებში კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება არ აღინიშნა ამ პროდუქტს და HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორებს (CYP3A4 სუბსტრატი ატორვასტატინი, არა- CYP3A4სუბსტრატის პრავასტატინი) შორის და პოპულაციის ფარმაკოკინეტიკურმა ანალიზმა ასევე აჩვენა რომ სიმვასტატინი, CYP3A4 სუბსტრატი,არ მოქმედებდა ამ პროდუქტის კლირენსზე.

(2) In Vitro, ევეროლიმუსი კონკურენტულად აინჰიბირებდა CYP3A4 სუბსტრატის-ციკლოსპორინის მეტაბოლიზმს და იყო CYP2D6 სუბსტრატის-დექსტრომეტორფანის შერეული ინჰიბიტორი. თუმცა, კლინიკური კვლევების შედეგებმა არ აჩვენა ევეროლიმუსის სუფთა ეფექტი CYP3A4 და CYP2D6 სუბსტრატების მეტაბოლიზმზე.

(3) ჯანმრთელ სუბიექტებში ევეროლიმუსის და მიდაზოლამის (CYP3A4 სუბსტრატი) ერთად გამოყენების კვლევაში, ორი პრეპარატის ერთად გამოყენებამ მიდაზოლამის Cmax გაზარდა 25%-ით და AUC(0-inf) გაზარდა 30%-ით, მაშინ როდესაც არ იყო გავლენა AUC შეფარდებაზე მეტაბოლიტთან (1-ჰიდროქსი-მიდაზოლამ/მიდაზოლამი) და მიდაზოლამის ნახევარგამოყოფის პერიოდთან (t 1/2).

(4) ევეროლიმუსმა გაზარდა ანტიკონვულსანტების დოზამდელი კონცენტრაცია (კონცენტრაცია ანტიკონვულსანტების დოზებს შორის) (კარბამაზეპინი, კლობაზამი, N-დესმეთილ კლობაზამი, რომელიც არის კლობაზამის მეტაბოლიტი) დაახლოებით 10%-ით.მაშინ როდესაც ანტიკონვულსანტების დოზამდელი კონცენტრაციის ასეთ მომატებას შეიძლება კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი არ ჰქონდეს, დოზის მომატება შეიძლება არ განიხილებოდეს იმ ანტიკონვულსანტებისთვის, რომლებსაც ვიწრო თერაპიული ფანჯარა აქვთ, მაგ-კარბამაზეპინი. ევეროლიმუსი არ მოქმედებდა ანტიკონვულსანტების დოზამდელ კონცენტრაციებზე (კლონაზეპამი, დიაზეპამი, ფელბამატი, ზონისამიდი), რომლებიც იყო CYP3A4 სუბსტრატები.

(5) ევეროლიმუსის ოქტრეოტიდ დეპოსთან ერთად გამოყენებამ ოქტრეოტიდის Cmin გაზარდა ოქტრეოტიდის არითმეტიკულ საშუალო შეფარდებამდე (ევეროლიმუსი/პლაცებო) 1,47%. არ ითვლება, რომ ამას კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი აქვს შორსწასული ნეიროენდოკრინული სიმსივნის მქონე პაციენტებში ევეროლიმუსის პასუხის ეფექტურობაზე.

(6) ევეროლიმუსის ეგზემესტანთან ერთად გამოყენებამ ეგზემესტანის Cmin და C2h 45 და 71%-ამდე გაზარდა. თუმცა, არ იყო ჯგუფებს შორის განსხვავება ესტრადიოლის შესაბამის დონეზე მყარ მდგომარეობაში (კვირა 4). ჰორმონ რეცეპტორ დადებითი ძუძუს შორსწასული კიბოთი დაავადებულ პაციენტებში ერთდროული გამოყენების შემდეგ არ აღინიშნა ეგზემესტანთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების ზრდა.

  • იმუნიზაცია

იმუნოსუპრესანტებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ვაქცინაზე პასუხზე და ამ მკურნალობის განმავლობაში მიღებული ვაქცინის ეფექტი შეიძლება უფრო დაბალი იყოს ვიდრე ჩვეულებრივ. ამ პროდუქტის გამოყენებისას უნდა მოერიდონ ცოცხალი ვაქცინის გაკეთებას (იხ. პარაგრაფი 1, გაფრთხილებები). ცოცხალი ვაქცინების მაგალითები შემდეგია: ინტრანაზალური ინფლუენზას ვაქცინა, წითელას, ყბაყურას, წითურას, ორალური პოლიომიელიტის ვაქცინა, BCG, ყვითელი ცხელების, ჩუტყვავილას,TY21a ტიფის ვაქცინები.

  • გამოყენება ორსულ ქალებში და მეძუძურ დედებში
  • ორსული ქალები:არ არსებობს ორსულ ქალებში ამ პრეპარატის გამოყენების შესაბამისი მონაცემები.მაშინ როდესაც ცხოველების კლევებში აღწერილი იყო რეპროდუქციული ტოქსიურობა ემბრიო და ფეტალური ტოქსიურობის ჩათვლით,ადამიანისთვის პოტენციური რისკი უცნობია.ორსულ ქალებში პროდუქტი არ უნდა გამოიყენონ თუ ამ პროდუქტის გამოყენების პოტენციური სარგებელი არ აჭარბებს ნაყოფის პოტენციურ რისკს.

ევეროლიმუსი აღწევდა პლაცენტაში და გამოიწვია ტოქსიურობა ჩასახვის პროდუქტზე.ვირთხებში ევეროლიმუსმა გამოიწვია ემბრიო/ფეტალური ტოქსიურობა თერაპიულ დონეზე დაბალი სისტემური ექსპოზიციისას.ეს ნაჩვენები იყო სიკვდილიანობით და ნაყოფის წონის დაკარგვით. ძვალ-კუნთოვანი ცვლილებების და მალფორმაციების სიხშირე (მაგალითად: მკერდის ნაპრალი) გაიზარდა 0.3მგ/კგ და 0.9მგ/კგ დოზისას. კურდღლებში ემბრიონულმა ტოქსიურობამ აჩვენა აშკარა ზრდა გვიანი რეზორპციისას.

  • მეძუძური დედები: უცნობია გამოიყოფა თუ არა ევეროლიმუსი რძეში. მეძუძურ დედებში ევეროლიმუსის ექსპოზიციის შემთხვევები აღწერილი არ არის.

თუმცა, ცხოველების კვლევებში და/ან მისი მეტაბოლიტები ადვილად გამოიყოფოდა მეძუძური ვირთხების რძეში და პრეპარატის კონცენტრაცია 3-5 პუნქტით მაღალი იყო ვიდრე პლაზმაში.

აქედან გამომდინარე, ქალებმა, რომლებიც ამ პროდუქტს იღებენ, მკურნალობის დროს და ბოლო დოზის მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში ძუძუთი კვებისგან თავი უნდა შეიკავონ.

  • კონტრაცეფცია: შვილოსნობის უნარის მქონე ქალებს უნდა ურჩიონ კონტრაცეფციის მაღალეფექტური მეთოდების გამოყენება (მეთოდები ორსულობის ყოველწლიური სიხშირით-<1%, სათანადო გამოყენებისას) პრეპარატის გამოყენებისას და პროდუქტის მიღების დასრულებიდან 8 კვირის განმავლობაში.
  • ფერტილობა: ევეროლიმუსის გამოყენებას შეიძლება გავლენა ჰქონდეს მამაკაცების და ქალების ფერტილობაზე. არაკლინიკური აღმოჩენების საფუძველზე, მამაკაცების და ქალების ფერტილობაზე მოქმედებდა ამ პროდუქტის მიღება. ქალ პაციენტებში, რომლებიც ევეროლიმუსს იღებდნენ, აღინიშნა მენსტრუალური დარღვევები და მალუთეინიზებელი ჰორმონის (LH)/ფოლიკულო-მასტიმულირებელი ჰორმონის (FSH) დისბალანსი. მამაკაც პაციენტებში, რომლებიც ევეროლიმუსს იღებდნენ, გაიზარდა სისხლში FSH და LH, შემცირდა სისხლში ტესტოსტერონი და აღინიშნა აზოსპერმია.

მამრ ვირთხებში ტესტიკულარულ მორფოლოგიაზე გავლენა დაფიქსირდა ≥0.5მგ/კგ დოზისას და სპერმის მობილობა, სპერმის რაოდენობა და შრატში ტესტოსტერონის დონე დაქვეითდა 5მგ/კგ დოზისას, რომელიც იყო თერაპიული ექსპოზიციის ფარგლებში, რამაც გამოიწვია მამრებში ფერტილობის დაქვეითება; ასეთი აღმოჩენები იყო შექცევადი. მდედრი ვირთხების ფერტილობაში ≥0.1მგ/კგ ორალურმა მიღებამ (დაახლოებით ექსპოზიციის 4% პაციენტებში დღე-ღამეში 10მგ-ს მიღების შემდეგ) გამოიწვია პრო-იმპლანტაციური დანაკარგების ზრდა.

  • დოზის გადაჭარბების მკურნალობა
  • ცხოველების კვლევებში ევეროლიმუსმა აჩვენა მწვავე ტოქსიურობის დაბალი პოტენციალი. ცხოველების სიკვდილი ან მწვავე ტოქსიურობა არ აღინიშნა 2,000მგ/კგ (კვლევის შეზღუდვა) გამოყენებისას თაგვებში და ვირთხებში.
  • მაშინ, როდესაც ადამიანებში აღწერილი დოზის გადაჭარბების გამოცდილება ძალიან შეზღუდულია, დასაშვები მწვავე ტოლერანტობა აღინიშნა 70მგ-მდე ერთჯერადი დოზის გამოყენების შემდეგ.
  • დოზის გადაჭარბების ყველა შემთხვევაში, უნდა გამოიყენონ რუტინული მხარდაჭერა.
  • უსაფრთხოების ზომები შენახვის და მუშაობისთვის
  • რადგან პრეპარატის ორიგინალური კონტეინერიდან ამოღებამ და სხვა კონტეინერში შენახვამ შეიძლება გამოიწვიოს უბედური შემთხვევა ან პრეპარატის ხარისხის დაქვეითება არასწორი გამოყენების გამო, შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში.
  • შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
  • ინფორმაცია ფარმაცევტული ეკვივალენტობის კვლევებიდან

A.სისხლში ევეროლიმუსის დონის გაზომვებიდან 37 პაციენტში საკვლევი პრეპარატი 1 ტაბლეტის ერთჯერადი ორალური დოზის მიღების შემდეგ-ევეროზი ტაბ. 10მგ (ევეროლიმუსი)[Samyang Biopharmaceuticals Corporation] და შესადარებელი პრეპარატის-აფინიტორი ტაბ.10მგ (ევეროლიმუსი) [Novartis Korea Ltd] მიღებისას ჯანმრთელ მოზრდილებში, უზმოდ 2X2 ჯვარედინ კვლევაში და log-ტრანსფორმაციაში და პარამეტრების (AUCt, Cmax) შედარებით შეფასებებში, 90%-იანი სანდოობის ინტერვალი საშუალო განსხვავებისთვის იყო log 0.8-1.25 ფარგლებში, რაც აჩვენებდა ბიოლოგიურ ეკვივალენტობას.

კლასიფიკაცია

შედარებითი შეფასების პარამეტრი

მითითების შეფასების პარამეტრი

AUC0~120სთ

(ნგ.სთ/მლ)

Cmax

(ნგ/მლ)

Tmax (სთ)

t 1/2 (სთ)

შესადარებელი

აფინიტორი ტაბ.10მგ

(ევეროლიმუსი)

[Novartis Korea Ltd]

589.4±176.7

  • 09±18.61
  • 67

(0.50~3,00)

  • 40±4.20

საკვლევი პრეპარატი

ევეროზი ტაბ.10მგ

(ევეროლიმუსი

[Samyang Biopharmaceuticals Corporation]

587.3±170.5

  • 67±22.19

1,00

(0.50~3,00)

  • 71±5,10

90% სანდოობის ინტერვალი*

(კრიტერიუმი: log 0.8~ log1.25)

log 0.9518~

log 1,0504

log 0,8569 ~

log 1,0241

_

_

(AUCt, Cmax, t1/2; საშუალო±სტანდარტული გადახრა, Tmax, საშუალო (მასშტაბი), n=37)

AUCt,: სისხლში კონცენტრაცია-დროის მრუდს არეალი დოზირების დროიდან სისხლში კონცენტრაციის გამოთვლის ბოლო დრომდე

Cmax“ სისხლში პიკური კონცენტრაცია

Tmax: სისხლში პიკური კონცენტრაციის მისაღწევი დრო

t1/2: ტერმინალური ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი

  • 90% log-ტრანსფორმირებული საშუალო განსხვავების სანდოობის ინტერვალი შესადარებელი შეფასების პარამეტრისთვის

ბიოეკვივალენტობის კვლევის სტატიის 7, 2 პარაგრაფის გაიდლაინი დოკუმენტის მიხედვით,საკვლევი პრეპარატი ევეროზისთვის ტაბ.5მგ (ევეროლიმუსი) [Samyang Biopharmaceuticals Corporation] შედარებითი ხსნადობის ტესტის მონაცემები ევეროზთან ტაბ.10 (ევეროლიმუსი) [Samyang Biopharmaceuticals Corporation] -თან შედარებით, იყო წარდგენილი და საკვლევ პრეპარატს ქონდა შესადარებელთან ეკვივალენტური ხსნადობის პროფილი. აქედან გამომდინარე, ბიოლოგიური ეკვივალენტობა გამოვლინდა შესაბამისი მონაცემებით.

  • სხვები
  • ევეროლიმუსის პრეკლინიკური უსაფრთხოების პროფილი შეფასდა თაგვებში, ვირთხებში, მინი ღორებში, მაიმუნებში და კურდღლებში. მთავარი სამიზნე ორგანოები იყო მამრების და მდედრების რეპროდუქციული ორგანოები სხვადასხვა სახეობაში (სათესლე სადინრის დეგენერაცია, სპერმის რაოდენობის დაქვეითება ეპიდიდიმისში, საშვილოსნოს ატროფია, ფილტვები ვირთხებში და თაგვებში (ალვეოლური მაკროფაგების ზრდა),და თვალები კურდღლებში (განვითარებითი ხაზის შემღვრეულობა ლინზების წინ). თირკმლის მსუბუქი ცვლილებები აღინიშნა ვირთხებში (თირკმლის მილაკებში ლიპოფუსცინის ასაკთან დაკავშირებული გაუარესება, ჰიდრონეფროზის ზრდა), და თაგვებში (მიმდინარე დაზიანებების გაუარესება). თირკმლის ტოქსიურობის ნიშნები არ აღნიშნებოდა მაიმუნებში და მინი ღორებში.
  • გამოვლინდა, რომ ევეროლიმუსი აუარესებდა ბუნებრივ ფონურ დაავადებებს (ქრონიკული მიოკარდიტი ვირთხებში, კოქსაკის ვირუსული ინფექცია მაიმუნების პლაზმაში და გულში, Pneumocystis jirovecii ინფექცია მინი ღორების გასტროინტესტინურ ტრაქტში, კანის დაზიანება თაგვებში და მაიმუნებში).ამგვარი აღმოჩენები დაფიქსირდა თერაპიული ექსპოზიციისას ან სისტემური ექსპოზიციისას უფრო მაღალი მასშტაბის ფარგლებში,ვირთხების გარდა,რომლებშიც გამოვლინდა სისტემურ ექსპოზიციაზე დაბალი დონისას, ქსოვილებში მაღალი განაწილების გამო.
  • გენეტიკური ტოქსიურობის კვლევიდან, რომელიც მოიცავდა შესაბამისი გენეტიკური ტოქსიურობის ენდპოინტებს, ქრომოსომული აბერაციების ან მუტაგენობის მტკიცებულებები არ აღმოჩნდა. დღე-ღამეში 10მგ ევეროლიმუსის მიღების შემდეგ 2 წლის განმავლობაში, კარცინოგენური პოტენციალი აღმოჩენილი არ იყო, რაც შეესაბამებოდა 3.9 პუნქტს და 0.2 პუნქტს, მოსალოდნელი კლინიკური ექსპოზიციიდან თაგვებში და ვირთხებში.

[შენახვა] შეინახეთ მჭიდროდ დახურულ კონტეინერში 1-30°C-ზე, ნესტისგან და სინათლისგან დაცულ ადგილას.

[შეფუთვის ზომა] 30 ტაბლეტი.

ეს წამალი საჭიროებს ხარისხის მკაცრ კონტროლს. თუ შეიძენთ წამალს, რომელიც ვადაგასულია, შეფუთვა გახეულია, შეცვლილია, დაბინძურებულია ან დაზიანებულია, მას შეგიცვლიან აფთიაქში ან მომწოდებელ კომპანიაში.

თანდართული დოკუმენტის შედგენის შემდეგ (10 ივლისი, 2020წ) შესული ცვლილებების ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე (www.samyangbiopharma.com )

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

[მწარმოებელი სპონსორი და სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი]

Samyang Biopharm / სამიანგ ბიოფარმი, 79, Sinildong-Ro, Daedeok – Gu, Daejeon

[მწარმოებელი]

CTCBIO, 228–16 Ganchon-ro, Darwon–gu, Ansan-si, Gyeonggi-do

199328V00

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა