პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ნერვული სისტემის სამკურნალო სხვა პრეპარატები

ედტრექსი 765 იმპლანტი

ADDTREX 765 IMPLANT

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადინდოეთი
რისთვის გამოიყენება

ალკოჰოლური დამოკიდებულების სამკურნალოდ და ეგზოგენურად გამოყენებული ოპიოიდების ეფექტის ბლოკირებისთვის.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ნალტრექსონი (naltrexone)
ფორმა და შეფუთვა
765მგ/2 საიმპლანტაციო სტერილური ტაბლეტი №2 აპლიკატორში
მწარმოებელი
Rusan Pharma Limited, ინდოეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ნერვული სისტემის სამკურნალო სხვა პრეპარატები, ალკოჰოლზე დამოკიდებულების სამკურნალო პრეპარატები
ATC კოდი
N07BB04
რეგისტრაციის ნომერი
რ-044343
რეგისტრირებულია
18 ნოემბერი 2025, მოქმედებს 18 ნოემბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Rusan Pharma Limited (ინდოეთი)
განმცხადებელი
შპს „დსმც - დამოკიდებულების სამედიცინო მართვის ცენტრი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაედტრექსი 765 იმპლანტი და სხვა წამალი ერთად

ედტრექსი 765 იმპლანტი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ალკოჰოლური დამოკიდებულების სამკურნალოდ და ეგზოგენურად გამოყენებული ოპიოიდების ეფექტის ბლოკირებისთვის.

მიღების წესი და დოზირება

ექიმის გადაწყვეტილების მიხედვით ედტრექსი 765 იმპლანტით ოპიოიდური დამოკიდებულების მკურნალობა უნდა დაიწყოს ოპიოიდების ან მათი ფორმულაციების გამოყენებიდან 7-10 აბსტინენციური დღის შემდეგ, ან ოპიოიდური დეტოქსიფიკაციის ნებისმიერი სახის მეთოდის და აბსტინენციური სინდრომიდან გამოსვლის დადასტურების შემდეგ; შარდში ოპიოიდების არარსებობა და ნალოქსონით მაპროვოცირებელი სინჯის უარყოფითი შედეგი.

როგორ ხდება ედტრექსი 765 იმპლანტის ჩასმა.

პროცედურის ჩატარებამდე სხეულის იმ ნაწილზე, სადაც პრეპარატის იმპლანტაცია უნდა განხორციელდეს გამოიყენება სტანდარტული სტერილური ხსნარი.

სასურველია იმპლანტაცია განხორციელდეს საზარდულის მიდამოს კანქვეშა ქსოვილში (მუცლის ქვედა ლატერალური ნაწილი). ამ ადგილას ასეპტურ პირობებში ანესთეზიის ჩატარების შემდეგ უნდა გაკეთდეს 1.5 სმ სიგრძის ჭრილობა.

გააკეთეთ დაახლოებით 5 სმ სიგრძის ბრმა არხი ბილროტის ჰემოსტატიკური პინცეტით იმპლანტის ჩასასმელად. ჩასვით აპლიკატორი არხში ვიდრე არ მიაღწევს დისტალურ ბოლოს.

მიაწექით დგუშს, იმისათვის რომ გამოათავისუფლოთ იმპლანტი კონტეინერიდან კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში. ამის შემდეგ დახურეთ ჭრილობა 1-2 ნაკერით არაგაწოვადი ძაფით. დაამუშავეთ ჭრილობა ანტისეპტიკური ხსნარით და დაადეთ სტერილური პლასტირი.

ცვალეთ პლასტირი ყოველ მეორე დღეს და დაამუშავეთ ჭრილობა ანტისეპტიკური ხსნარით.

იმპლანტაციიდან 7-10 დღეში მოხსენით ნაკერები. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია იმპლანტაციის პროცედურის გამეორება.

მკურნალობის ხანგრძლივობა და იმპლანტაციის პროცედურის გამეორების რაოდენობა განისაზღვრება ექიმის მიერ.

იმპლანტის ჩასმის შემდეგ მისი არსებობა დასტურდება შეხებით (პალპაციით) ჩასმისთანავე.

გაითვალისწინეთ რომ იმპლანტის არსებობის 100% გარანტიას პალპაცია არ იძლევა.

იმ შემთხვევაში, თუ იმპლანტი არ პალპილირებს ან საეჭვოა მისი არსებობა, საჭიროა იმპლანტის არსებობის დასადასტურებლად სხვა მეთოდის გამოყენება.

სისხლჩაქცევების განვითარების მინიმუმამდე დასაყვანად ჭრილობის შეხვევა ხდება მჭიდრო სტერილური სახვევით. სახვევის მოხსნა შესაძლებელია 7-10 დღის ან ჭრილობის სრული შეხორცების შემდეგ.

ედტრექსი 765 იმპლანტის მოშორება არ არის საჭირო, რადგან იგი გაიწოვება ორგანიზმში, თუმცა მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია მისი მოშორება ან ჩანაცვლება იმპლანტაციიდან 3 თვემდე დროის განმავლობაში.

იმისათვის რომ გახსოვდეთ სად და როდის მოხდა ედტრექსი 765 იმპლანტის ჩასმა და როდის უნდა განხორციელდეს ედტრექსი 765 იმპლანტის მოშორება, თქვენი ექიმი გადმოგცემთ ბარათს, სადაც მითითებული იქნება ეს ინფორმაცია. შეინახეთ ბარათი საიმედო ადგილას!

ედტრექსი 765 იმპლანტის ჩანაცვლების სურვილის შემთხვევაში, ახალი იმპლანტის ჩასმა უნდა განხორციელდეს მაშინვე, როდესაც მოხდება ძველის მოშორება. ახალი იმპლანტის ჩასმა ხდება იმავე ადგილას სადაც ჩასმული იყო ძველი იმპლანტი. ექიმი გაგიწევთ შესაბამის კონსულტაციას. ეს პიქტოგრამები მიზნად ისახავს მხოლოდ იმპლანტის ჩასმის და მოცილების პროცედურების ილუსტრაციას იმ პირებისთვის, ვინც იღებს იმპლანტს.

როდესაც წყვეტთ ედტრექსი 765 იმპლანტის გამოყენებას.

თქვენ შეგიძლიათ სთხოვოთ თქვენს ექიმს იმპლანტის მოცილება ნებისმიერ დროს როცა თქვენ გინდათ, მაგრამ მანამდე სანამ ის მთლიანად გაიწოვება.

როგორ ხდება ედტრექსი 765 იმპლანტის მოცილება.

იმპლანტის მოცილება ხდება სამედიცინო პერსონალის მიერ, რომელსაც აქვს ამ პროცედურის ჩატარების გამოცდილება.

ინფორმაცია იმპლანტის ჩასმის ადგილმდებარეობის შესახებ მითითებულია თქვენს ბარათზე.

ექიმი დაადგენს იმპლანტის ადგილმდებარეობას. იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდება იმპლანტის ადგილმდებარეობის დადგენა, შესაძლებელია რენტგენის, ულტრასონოგრაფიის ან მაგნიტურ -რეზონანსული მეთოდის გამოყენება.

უნდა მოხდეს თქვენი საზარდულის მიდამოს დეზინფექცია და ანესთეზია.

საზარდულის მიდამოში გაკეთდება მცირე ზომის ჭრილობა იმპლანტთან ახლოს.

ფრთხილად მოხდება იმპლანტის ჭრილობიდან ამოღება ერთჯერადი შპრიცის მეშვეობით.

იშვიათად შესაძლებელია იმპლანტის გარშემო განვითარდეს უხეში ქსოვილი. მსგავს შემთხვევაში, უნდა მოხდეს ქსოვილის გაჭრა იმპლანტის ამოსაღებად.

ედტრექსი 765 იმპლანტის ჩანაცვლების სურვილის შემთხვევაში ახალი იმპლანტის ჩასმა ხდება იმავე ჭრილობაში.

ამის შემდეგ უნდა მოხდეს ჭრილობის დახურვა 1-2 ნაკერით არაგაწოვადი ძაფით. ჭრილობა უნდა დამუშავდეს ანტისეპტიკური ხსნარით და მოხდეს მასზე სტერილური პლასტირის დადება.

შეცვალეთ პლასტირი ყოველ მეორე დღეს და დაიმუშავეთ ჭრილობა ანტისეპტიკური ხსნარით.

ნაკერების მოხსნა ხდება იმპლანტაციიდან 7-10 დღეში.

უკუჩვენებები

ედტრექსი 765 იმპლანტი უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

ოპიოიდური აბსტინენციის სინდრომი

ნალოქსონით მაპროვოცირებელი სინჯის შესახებ მონაცემების არარსებობა, აბსტინენციის სინდრომიდან გამოჯანმრთელების დასადასტურებლად.

დადებითი ტესტი შარდში ოპიატების არსებობაზე.

მწვავე ჰეპატიტი

ღვიძლის უკმარისობა

იცენკო-კუშინგის სინდრომი

სისტემური მიკოზი

გლაუკომა

ოსტეოპოროზი

სიფრთხილის ზომები

უჩვეულო არ არის ოპიოიდების არამიზნობრივი გამოყენების მქონე პირებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. გარდა ამისა, ასევე არ არის იშვითი ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებისას ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. ღვიძლის ფუნქციის ტესტების ცვლილებები აღწერილია ჭარბწონიან ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ნალტრექსონს რეკომენდებულზე მაღალი დოზებით (300 მგ / დღეში) ალკოჰოლიზმის სამკურნალოდ. ღვიძლის ფუნქციის ანალიზები უნდა გაკეთდეს მკურნალობის დაწყებამდე და პერიოდულად მთელი მკურნალობის განმავლობაში.

ღვიძლის ფუნქციის ნორმიდან გადახრილი ანალიზები დაფიქსირებულია ჭარბწონიან და ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ნალტრექსონს და არ აქვთ ნარკოტიკების ბოროტად გამოყენების ანამნეზი. ღვიძლის ფუნქციის ტესტები უნდა ჩატარდეს როგორც მკურნალობამდე, ისე მკურნალობის დროს.

ვინაიდან ედტრექსი 765 იმპლანტი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლის მიერ და გამოიყოფა ძირითადად შარდთან ერთად, საჭიროა სიფრთხილის დაცვა ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.

ედტრექსი 765 იმპლანტმა შეიძლება დააჩქაროს აბსტინენციის სინდრომი ოპიოიდ დამოკიდებულ პაციენტებში; ნიშნები და სიმპტომები შეიძლება განვითარდეს 5 წუთში და გაგრძელდეს 48 საათამდე. მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური და შეიძლება მოიცავდეს ოპიოიდების გამოყენებას.

ნალოქსონ-პროვოკაციული ტესტი რეკომენდებულია ოპიოიდების გამოყენების მონიტორინგისათვის. ნალოქსონის ჰიდროქლორიდით გამოწვეული აბსტინენციის სინდრომი უფრო ხანმოკლე იქნება, ვიდრე ედტრექსი 765 იმპლანტით გამოწვეული.

ნალოქსონ-პროვოკაციული ტესტი არ უნდა ჩატარდეს როგორც კლინიკურად მნიშვნელოვანი აბსტინენციის სიმპტომების მქონე პაციენტებში და ასევე პაციენტებში, რომლებსაც აქვთ დადებითი ტესტები ოპიოიდებზე შარდში.

ნალტრექსონით მკურნალობა უნდა დაიწყოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ოპიოიდის მიღება შეწყვეტილია საკმარისად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (ჰეროინისთვის 7-დან 10 დღემდე და მეტადონისთვის მინიმუმ 10 დღე).

პაციენტები უნდა იქნენ გაფრთხილებულნი, რომ ბლოკადის დაძლევის მცდელობებმა ოპიოიდების დიდი დოზების გამოყენებით, შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ოპიოიდური ინტოქსიკაცია ნალტრექსონის ეფექტის დასრულების შემდეგ, რაც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს. ოპიოიდების დიდი დოზის მიღებამ, ნალტრექსონის მკურნალობასთან ერთად, შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში ინტოქსიკაცია ოპიოიდებით რესპირატორული და სისხლის მიმოქცევის დარღვევის მხრივ.

პაციენტები უნდა იყვნენ გაფრთხილებული ოპიოიდების ერთდროული გამოყენების შესახებ (მაგ. ოპიოიდები ხველის პრეპარატებთან ერთად, ოპიოიდები გაციების სიმპტომური მკურნალობისთვის ან ოპიოიდები ანტიდიარეული პრეპარატების დროს და ა.შ.) ნალტრექსონით მკურნალობის დროს.

ისეთი მდგომარეობების დროს, როდესაც საჭიროა ოპიოიდური ანალგეზიური საშუალებების გამოყენება პაციენტებში რომლებიც იღებენ ედტრექსი 765 იმპლანტს, შესაძლებელია საჭირო გახდეს მათი დოზების ჩვეულზე მეტი დოზებით გამოყენება იგივე თერაპიული ეფექტის მისაღებად. შედეგად, შესაძლებელია სუნთქვის დათრგუნვა იყოს უფრო ღრმა და ხანგრძლივი და ასევე შეიძლება განვითარდეს არარეცეპტორის შუამავლობით მოქმედება (მაგ. სახის შეშუპება, ქავილი, გენერალიზებული ერითემა, დიაფორეზი და კანის და ლორწოვანი გარსის სხვა სიმპტომები, სავარაუდოდ ჰისტამინის გამოთავისუფლების გამო). ასეთ შემთხვევებში პაციენტის მონიტორინგი უნდა განხორციელდეს სათანადოდ მომზადებული სამედიცინო პერსონალის მიერ საავადმყოფოში.

როგორც ცნობილია, სუიციდის რისკი მატულობს ნივთიერებების ბოროტად მომხმარებლებში თანმხლები დეპრესიით ან მის გარეშე. მკურნალობა ედტრექსი 765 იმპლანტით არ გამორიცხავს ამ რისკს.

ედტრექსი 765 იმპლანტის უსაფრთხო გამოყენება 18 წელზე ნაკლები ასაკის პედიატრიულ პაციენტებში დადგენილი არ არის.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

თავიდან უნდა იქნას აცილებული ედტრექსი 765 მგ იმპლანტის ერთდროული მიღება ოპიოიდების შემცველ მედიკამენტებთან ერთად. პაციენტები უნდა იყვნენ გაფრთხილებული, რომ ბლოკადის დაძლევის მცდელობამ შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ოპიოიდური ინტოქსიკაცია, რაც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს. გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა ოპიოიდური ანალგეზია, საჭიროა ოპიოიდის გაზრდილი დოზა ტკივილის გასაკონტროლებლად. საჭიროა პაციენტის მჭიდრო კონტროლი სუნთქვის დათრგუნვაზე ან სხვა არასასურველ სიმპტომებსა და ნიშნებზე.

დღეისათვის, შეზღუდულია კლინიკური გამოცდილება და ექსპერიმენტული მონაცემები ნალტრექსონის გავლენის შესახებ სხვა ნივთიერებების ფარმაკოკინეტიკაზე. ნალტრექსონთან და სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული მკურნალობა უნდა განხორციელდეს სიფრთხილით და ყურადღებით. ურთიერთქმედების არანაირი კვლევა არ არის ჩატარებული.

ინ ვიტრო კვლევებმა აჩვენა, რომ არც ნალტრექსონი და არც მისი მთავარი მეტაბოლიტი 6-ß-ნალტრექსოლი არ მეტაბოლიზდება ადამიანის CYP450 ფერმენტების საშუალებით. ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნალტრექსონის ფარმაკოკინეტიკაზე გავლენას ახდენს ციტოქრომ P450 ფერმენტის მაინჰიბირებელი მედიკამენტები.

გაერთიანება არ არის რეკომენდებული: ოპიოიდური წარმოებულები (ანალგეტიკები, ტკივილგამაყუჩებლები, ჩანაცვლებითი მკურნალობა), ცენტრალური ანტიჰიპერტენზიული საშალებები, (ალფა-მეთილდოპა).

თავიდან უნდა იქნას აცილებული ნალტრექსონის ერთდროული მიღება ოპიოიდების შემცველ მედიკამენტებთან ერთად.

მეტადონი ჩანაცვლების მკურნალობაში. არსებობს აბსტინენციის სინდრომის განვითარების რისკი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ცხოველებში ჩატარებულ კვლევებში ნალტრექსონის პერორალური დოზის მიღებისას, გამოვლინდა ნალტრექსონის და 6-ბეტა-ნელტრექსონის გადასვლა ვირთხების რძეში. გადადის თუ არა ედტრექსი 765 იმპლანტი დედის რძეში, უცნობია.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

გავლენა ავტომანქანის მართვისა და მექანიმზმების გამოყენების უნარზე

ედტრექსი 765 იმპლანტმა შესაძლოა ხელი შეუშალოს ფსიქიკურ და / ან ფიზიკურ შესაძლებლობებს, რაც საჭიროა პოტენციურად საშიში ამოცანების შესასრულებლად, როგორიცაა ავტომობილის მართვა ან ტექნიკის გამოყენება.

გვერდითი მოვლენები

საჭმლის მომნელებელი სისტემა: მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, დიარეა ან ყაბზობა, მუცლის ტკივილი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები.

გულსისხლძარღვთა სისტემა: არტერიული წნევის ცვალებადობა, ფლებიტი.

ცენტრალური ნერვული სისტემა: თავის ტკივილი, სისუსტე, ძილის დარღვევა, შფოთვა, თავბრუსხვევა, დეპრესიული განწყობა, დისფორული რეაქციები.

სასუნთქი სისტემა: ცხვირის დახშობა, ხველა, სუნთქვის უკმარისობა.

რეპროდუქციული სისტემა: შესაძლებელია - ეაკულაციის შეყოვნება, პოტენციის დაქვეითება; იშვიათად - ლიბიდოს გაძლიერება ან შესუსტება.

დერმატოლოგიური რეაქციები: კანის სიწითლე, აკნე, ქავილი, ადგილობრივი ასეპტური ანთება.

სხვა: შემცივნება, ტრემორი, სახსრების ტკივილი, ლიმფური ჯირკვლების გადიდება, ბუასილის გამწვავება.

საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება

სამკურნალო პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია. ეს იძლევა სამკურნალო პროდუქტის სარგებლისა და რისკის ბალანსის მუდმივი მონიტორინგის საშუალებას.

ჯანდაცვის სპეციალისტებს მოეთხოვებათ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ შეტყობინება შემდეგ მისამართზე: [email protected].

ჭარბი დოზა

სიმპტომები

არ არსებობს მონაცემები პაციენტებშ ნალტრექსონის გადაჭარბებული დოზით გამოყენების შესახებ.

მკურნალობა

დოზის გადაჭარბების შემთხვევაშ საჭიროა პაციენტების კონტროლი და სიმპტომურად მკურნალობა მკაცრად კონტროლირებულ გარემოში.

შემადგენლობა

თითოეული იმპლანტი შეიცავს 2 შემოუგარსავ ტაბლეტს

(1 აპლიკატორში):

ნალტრექსონი IH ……………. 765.0 მგ

დამხმარე ნივთიერებები …… ს.მ.

პროდუქტის აღწერა

თითოეული აპლიკატორი შეიცავს ორ შემოუგარსავ ტაბლეტს, რომელსაც აქვს მოყვითალო, მომწვანო ელფერი, ცილინდრული და ბიკონვექსური ფორმა.

შენახვის პირობები

3 წელი

შეფუთვა

2 ტაბლეტი მოთავსებული აპლიკატორში. 1 ასეთი აპლიკატორი მოთავსებული დალუქულ სტერილიზებულ ჩანთაში რომელიც მოთავსებულია სამმხრივ ლამინირებულ ჩანთაში.

1 ასეთი სამმხრივ ლამინირებული ჩანთა მოთავსებული მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფარმაკოლოგიური თვისებები

ნარკოდამოკიდებულების სამკურნალო პრეპარატები;

ალკოჰოლური დამოკიდებულების სამკურნალო პრეპარატები;

ATC კოდი: N07BB04

ნალტრექსონი და მისი აქტიური მეტაბოლიტი 6-ბეტა-ნალტრექსონი წარმოადგენენ µ და k-და შედარებით ნაკლებად δ-ოპიოიდური რეცეპტორების კონკურენტულ ანტაგონისტებს. ოპიოიდური რეცეპტორების ბლოკირება წარმოადგენს მის ძირითად მოქმედებას ოპიოიდური დამოკიდებულების მართვისას, იგი შექცევადად ბლოკავს ან ასუსტებს ოპიოიდების მოქმედებას.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ნალტრექსონის მოქმედება განპირობებულია როგორც ძირითადი ნივთიერებით, ასევე მისი მეტაბოლიტი - 6-ბეტა-ნალტრექსონით. ძირითადი ნივთიერება და მისი მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფა თირკმელებში (დოზის 53-79%).

აბსორბცია

ნალტრექსონი 765 მგ ტაბლეტის იმპლანტის კანქვეშა იმპლანტაციის შემდეგ ნალტრექსონი აღწევს სისხლის მიმოქცევაში და თითქმის 100%-ით ბიოშეღწევადია.

პერორალური მიღებისას ნალტრექსონი განიცდის ნელ და თითქმის სრულ აბსორბციას დოზის თითქმის 96%-ის აბსორბციით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ. ნალტრექსონის და 6-ბეტა-ნალტრექსონის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა დოზის მიღებიდან ერთ საათში.

დისტრიბუცია

ნალტრექსონის დისტრიბუციის მოცულობა ინტრავენური მიღების შემდეგ დაახლოებით 1350 ლ-ია. ადამიანებში ინ ვიტრო კვლევების მიხედვით ნალტრექსონის პლაზმურ ცილებთან კავშირი 21%-ია თერაპიული დოზის დიაპაზონში.

მეტაბოლიზმი

ნალტრექსონის სისტემური კლირენსი (ინტრავენური მიღების შემდეგ) არის ~3.5ლ/წთ, რაც აჭარბებს ღვიძლის სისხლის ნაკადს (~1.2 ლ/წთ). ეს მოწმობს რომ, ნალტრექსონი ძლიერად ექსტრაგირებადი პრეპარატია (მეტაბოლიზდება >98%) და მეტაბოლიზდება არაღვიძლისმიერ ადგილებში. ნალტრექსონის ძირითადი მეტაბოლიტია 6-ბეტა-ნალტრექსონი. ორი სხვა უმნიშვნელო მეტაბოლიტებია 2-ჰიდროქსი-3-მეთოქსი-6-ბეტა-ნალტრექსონი და 2-ჰიდროქსი-3-მეთილ-ნალტრექსონი. ნალტრექსონი და მისი მეტაბოლიტები ერთობლივად ახდენენ დამატებითი მეტაბოლიტების წარმოქმნას.

ელიმინაცია

ნალტრექსონის და 6-ბეტა-ნალტრექსონის ელიმინაციის საშუალო ნახევარ-გამოყოფის პერიოდი (T1/2) არის შესაბამისად 4 საათი და 13 საათი.

ნალტრექსონის თირკმლის კლირენსი მერყეობს 30-127 მლ/წთ-ს ფარგლებში; თირკმლის ელიმინაცია ძირითადად ხდება გორგლოვანი ფილტრაციით. 6-ბეტა-ნალტრექსონის თირკლმის კლირენსი მერყეობს 230-369 მლ/წთ-ს ფარგლებში და მიუთითებს თირკმლის მილაკების დამატებით სეკრეტორულ მექანიზმზე. შარდში პერორალური დოზის <2% უცვლელი ნალტრექსონი გამოიყოფა შარდში; უცვლელი და კონიუგირებული 6-ბეტა-ნალტრექსონის შარდით გამოყოფა შეადგენს პერორალური დოზის 43%. ნალტრექსონის ფარმაკოკინეტიკური პროფილი მიუთითებს რომ ნალტრექსონი და მისი მეტაბოლიტები შესაძლოა გადიოდნენ ღვიძლშიგა რეცირკულაციას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

მხოლოდ ექიმის ან საავადმყოფოს ან

ლაბორატორიის მიერ გამოყენებისთვის

ნალტრექსონი 765მგ იმპლანტი ტაბლეტები

ედტრექსი 765 იმპლანტი

შემადგენლობა

თითოეული იმპლანტი შეიცავს 2 შემოუგარსავ ტაბლეტს

(1 აპლიკატორში):

ნალტრექსონი IH ……………. 765.0 მგ

დამხმარე ნივთიერებები …… ს.მ.

პროდუქტის აღწერა

თითოეული აპლიკატორი შეიცავს ორ შემოუგარსავ ტაბლეტს, რომელსაც აქვს მოყვითალო, მომწვანო ელფერი, ცილინდრული და ბიკონვექსური ფორმა.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ნარკოდამოკიდებულების სამკურნალო პრეპარატები;

ალკოჰოლური დამოკიდებულების სამკურნალო პრეპარატები;

ATC კოდი: N07BB04

ნალტრექსონი და მისი აქტიური მეტაბოლიტი 6-ბეტა-ნალტრექსონი წარმოადგენენ µ და k-და შედარებით ნაკლებად δ-ოპიოიდური რეცეპტორების კონკურენტულ ანტაგონისტებს. ოპიოიდური რეცეპტორების ბლოკირება წარმოადგენს მის ძირითად მოქმედებას ოპიოიდური დამოკიდებულების მართვისას, იგი შექცევადად ბლოკავს ან ასუსტებს ოპიოიდების მოქმედებას.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ნალტრექსონის მოქმედება განპირობებულია როგორც ძირითადი ნივთიერებით, ასევე მისი მეტაბოლიტი - 6-ბეტა-ნალტრექსონით. ძირითადი ნივთიერება და მისი მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფა თირკმელებში (დოზის 53-79%).

აბსორბცია

ნალტრექსონი 765 მგ ტაბლეტის იმპლანტის კანქვეშა იმპლანტაციის შემდეგ ნალტრექსონი აღწევს სისხლის მიმოქცევაში და თითქმის 100%-ით ბიოშეღწევადია.

პერორალური მიღებისას ნალტრექსონი განიცდის ნელ და თითქმის სრულ აბსორბციას დოზის თითქმის 96%-ის აბსორბციით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ. ნალტრექსონის და 6-ბეტა-ნალტრექსონის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა დოზის მიღებიდან ერთ საათში.

დისტრიბუცია

ნალტრექსონის დისტრიბუციის მოცულობა ინტრავენური მიღების შემდეგ დაახლოებით 1350 ლ-ია. ადამიანებში ინ ვიტრო კვლევების მიხედვით ნალტრექსონის პლაზმურ ცილებთან კავშირი 21%-ია თერაპიული დოზის დიაპაზონში.

მეტაბოლიზმი

ნალტრექსონის სისტემური კლირენსი (ინტრავენური მიღების შემდეგ) არის ~3.5ლ/წთ, რაც აჭარბებს ღვიძლის სისხლის ნაკადს (~1.2 ლ/წთ). ეს მოწმობს რომ, ნალტრექსონი ძლიერად ექსტრაგირებადი პრეპარატია (მეტაბოლიზდება >98%) და მეტაბოლიზდება არაღვიძლისმიერ ადგილებში. ნალტრექსონის ძირითადი მეტაბოლიტია 6-ბეტა-ნალტრექსონი. ორი სხვა უმნიშვნელო მეტაბოლიტებია 2-ჰიდროქსი-3-მეთოქსი-6-ბეტა-ნალტრექსონი და 2-ჰიდროქსი-3-მეთილ-ნალტრექსონი. ნალტრექსონი და მისი მეტაბოლიტები ერთობლივად ახდენენ დამატებითი მეტაბოლიტების წარმოქმნას.

ელიმინაცია

ნალტრექსონის და 6-ბეტა-ნალტრექსონის ელიმინაციის საშუალო ნახევარ-გამოყოფის პერიოდი (T1/2) არის შესაბამისად 4 საათი და 13 საათი.

ნალტრექსონის თირკმლის კლირენსი მერყეობს 30-127 მლ/წთ-ს ფარგლებში; თირკმლის ელიმინაცია ძირითადად ხდება გორგლოვანი ფილტრაციით. 6-ბეტა-ნალტრექსონის თირკლმის კლირენსი მერყეობს 230-369 მლ/წთ-ს ფარგლებში და მიუთითებს თირკმლის მილაკების დამატებით სეკრეტორულ მექანიზმზე. შარდში პერორალური დოზის <2% უცვლელი ნალტრექსონი გამოიყოფა შარდში; უცვლელი და კონიუგირებული 6-ბეტა-ნალტრექსონის შარდით გამოყოფა შეადგენს პერორალური დოზის 43%. ნალტრექსონის ფარმაკოკინეტიკური პროფილი მიუთითებს რომ ნალტრექსონი და მისი მეტაბოლიტები შესაძლოა გადიოდნენ ღვიძლშიგა რეცირკულაციას.

ჩვენებები

ალკოჰოლური დამოკიდებულების სამკურნალოდ და ეგზოგენურად გამოყენებული ოპიოიდების ეფექტის ბლოკირებისთვის.

დოზირება და მიღების წესი

ექიმის გადაწყვეტილების მიხედვით ედტრექსი 765 იმპლანტით ოპიოიდური დამოკიდებულების მკურნალობა უნდა დაიწყოს ოპიოიდების ან მათი ფორმულაციების გამოყენებიდან 7-10 აბსტინენციური დღის შემდეგ, ან ოპიოიდური დეტოქსიფიკაციის ნებისმიერი სახის მეთოდის და აბსტინენციური სინდრომიდან გამოსვლის დადასტურების შემდეგ; შარდში ოპიოიდების არარსებობა და ნალოქსონით მაპროვოცირებელი სინჯის უარყოფითი შედეგი.

როგორ ხდება ედტრექსი 765 იმპლანტის ჩასმა.

პროცედურის ჩატარებამდე სხეულის იმ ნაწილზე, სადაც პრეპარატის იმპლანტაცია უნდა განხორციელდეს გამოიყენება სტანდარტული სტერილური ხსნარი.

სასურველია იმპლანტაცია განხორციელდეს საზარდულის მიდამოს კანქვეშა ქსოვილში (მუცლის ქვედა ლატერალური ნაწილი). ამ ადგილას ასეპტურ პირობებში ანესთეზიის ჩატარების შემდეგ უნდა გაკეთდეს 1.5 სმ სიგრძის ჭრილობა.

გააკეთეთ დაახლოებით 5 სმ სიგრძის ბრმა არხი ბილროტის ჰემოსტატიკური პინცეტით იმპლანტის ჩასასმელად. ჩასვით აპლიკატორი არხში ვიდრე არ მიაღწევს დისტალურ ბოლოს.

მიაწექით დგუშს, იმისათვის რომ გამოათავისუფლოთ იმპლანტი კონტეინერიდან კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში. ამის შემდეგ დახურეთ ჭრილობა 1-2 ნაკერით არაგაწოვადი ძაფით. დაამუშავეთ ჭრილობა ანტისეპტიკური ხსნარით და დაადეთ სტერილური პლასტირი.

ცვალეთ პლასტირი ყოველ მეორე დღეს და დაამუშავეთ ჭრილობა ანტისეპტიკური ხსნარით.

იმპლანტაციიდან 7-10 დღეში მოხსენით ნაკერები. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია იმპლანტაციის პროცედურის გამეორება.

მკურნალობის ხანგრძლივობა და იმპლანტაციის პროცედურის გამეორების რაოდენობა განისაზღვრება ექიმის მიერ.

იმპლანტის ჩასმის შემდეგ მისი არსებობა დასტურდება შეხებით (პალპაციით) ჩასმისთანავე.

გაითვალისწინეთ რომ იმპლანტის არსებობის 100% გარანტიას პალპაცია არ იძლევა.

იმ შემთხვევაში, თუ იმპლანტი არ პალპილირებს ან საეჭვოა მისი არსებობა, საჭიროა იმპლანტის არსებობის დასადასტურებლად სხვა მეთოდის გამოყენება.

სისხლჩაქცევების განვითარების მინიმუმამდე დასაყვანად ჭრილობის შეხვევა ხდება მჭიდრო სტერილური სახვევით. სახვევის მოხსნა შესაძლებელია 7-10 დღის ან ჭრილობის სრული შეხორცების შემდეგ.

ედტრექსი 765 იმპლანტის მოშორება არ არის საჭირო, რადგან იგი გაიწოვება ორგანიზმში, თუმცა მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია მისი მოშორება ან ჩანაცვლება იმპლანტაციიდან 3 თვემდე დროის განმავლობაში.

იმისათვის რომ გახსოვდეთ სად და როდის მოხდა ედტრექსი 765 იმპლანტის ჩასმა და როდის უნდა განხორციელდეს ედტრექსი 765 იმპლანტის მოშორება, თქვენი ექიმი გადმოგცემთ ბარათს, სადაც მითითებული იქნება ეს ინფორმაცია. შეინახეთ ბარათი საიმედო ადგილას!

ედტრექსი 765 იმპლანტის ჩანაცვლების სურვილის შემთხვევაში, ახალი იმპლანტის ჩასმა უნდა განხორციელდეს მაშინვე, როდესაც მოხდება ძველის მოშორება. ახალი იმპლანტის ჩასმა ხდება იმავე ადგილას სადაც ჩასმული იყო ძველი იმპლანტი. ექიმი გაგიწევთ შესაბამის კონსულტაციას. ეს პიქტოგრამები მიზნად ისახავს მხოლოდ იმპლანტის ჩასმის და მოცილების პროცედურების ილუსტრაციას იმ პირებისთვის, ვინც იღებს იმპლანტს.

როდესაც წყვეტთ ედტრექსი 765 იმპლანტის გამოყენებას.

თქვენ შეგიძლიათ სთხოვოთ თქვენს ექიმს იმპლანტის მოცილება ნებისმიერ დროს როცა თქვენ გინდათ, მაგრამ მანამდე სანამ ის მთლიანად გაიწოვება.

როგორ ხდება ედტრექსი 765 იმპლანტის მოცილება.

იმპლანტის მოცილება ხდება სამედიცინო პერსონალის მიერ, რომელსაც აქვს ამ პროცედურის ჩატარების გამოცდილება.

ინფორმაცია იმპლანტის ჩასმის ადგილმდებარეობის შესახებ მითითებულია თქვენს ბარათზე.

ექიმი დაადგენს იმპლანტის ადგილმდებარეობას. იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდება იმპლანტის ადგილმდებარეობის დადგენა, შესაძლებელია რენტგენის, ულტრასონოგრაფიის ან მაგნიტურ -რეზონანსული მეთოდის გამოყენება.

უნდა მოხდეს თქვენი საზარდულის მიდამოს დეზინფექცია და ანესთეზია.

საზარდულის მიდამოში გაკეთდება მცირე ზომის ჭრილობა იმპლანტთან ახლოს.

ფრთხილად მოხდება იმპლანტის ჭრილობიდან ამოღება ერთჯერადი შპრიცის მეშვეობით.

იშვიათად შესაძლებელია იმპლანტის გარშემო განვითარდეს უხეში ქსოვილი. მსგავს შემთხვევაში, უნდა მოხდეს ქსოვილის გაჭრა იმპლანტის ამოსაღებად.

ედტრექსი 765 იმპლანტის ჩანაცვლების სურვილის შემთხვევაში ახალი იმპლანტის ჩასმა ხდება იმავე ჭრილობაში.

ამის შემდეგ უნდა მოხდეს ჭრილობის დახურვა 1-2 ნაკერით არაგაწოვადი ძაფით. ჭრილობა უნდა დამუშავდეს ანტისეპტიკური ხსნარით და მოხდეს მასზე სტერილური პლასტირის დადება.

შეცვალეთ პლასტირი ყოველ მეორე დღეს და დაიმუშავეთ ჭრილობა ანტისეპტიკური ხსნარით.

ნაკერების მოხსნა ხდება იმპლანტაციიდან 7-10 დღეში.

უკუჩვენებები

ედტრექსი 765 იმპლანტი უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

ოპიოიდური აბსტინენციის სინდრომი

ნალოქსონით მაპროვოცირებელი სინჯის შესახებ მონაცემების არარსებობა, აბსტინენციის სინდრომიდან გამოჯანმრთელების დასადასტურებლად.

დადებითი ტესტი შარდში ოპიატების არსებობაზე.

მწვავე ჰეპატიტი

ღვიძლის უკმარისობა

იცენკო-კუშინგის სინდრომი

სისტემური მიკოზი

გლაუკომა

ოსტეოპოროზი

ორსულობა

ლაქტაცია

6 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვები

ავადმყოფების ანამნეზში ოპიოიდური რეცეპტორების ბლოკატორების (ნალოქსონის და ნალტრექსონის პრეპარატების) და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

სპეციალური გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

უჩვეულო არ არის ოპიოიდების არამიზნობრივი გამოყენების მქონე პირებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. გარდა ამისა, ასევე არ არის იშვითი ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებისას ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. ღვიძლის ფუნქციის ტესტების ცვლილებები აღწერილია ჭარბწონიან ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ნალტრექსონს რეკომენდებულზე მაღალი დოზებით (300 მგ / დღეში) ალკოჰოლიზმის სამკურნალოდ. ღვიძლის ფუნქციის ანალიზები უნდა გაკეთდეს მკურნალობის დაწყებამდე და პერიოდულად მთელი მკურნალობის განმავლობაში.

ღვიძლის ფუნქციის ნორმიდან გადახრილი ანალიზები დაფიქსირებულია ჭარბწონიან და ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ნალტრექსონს და არ აქვთ ნარკოტიკების ბოროტად გამოყენების ანამნეზი. ღვიძლის ფუნქციის ტესტები უნდა ჩატარდეს როგორც მკურნალობამდე, ისე მკურნალობის დროს.

ვინაიდან ედტრექსი 765 იმპლანტი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლის მიერ და გამოიყოფა ძირითადად შარდთან ერთად, საჭიროა სიფრთხილის დაცვა ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.

ედტრექსი 765 იმპლანტმა შეიძლება დააჩქაროს აბსტინენციის სინდრომი ოპიოიდ დამოკიდებულ პაციენტებში; ნიშნები და სიმპტომები შეიძლება განვითარდეს 5 წუთში და გაგრძელდეს 48 საათამდე. მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური და შეიძლება მოიცავდეს ოპიოიდების გამოყენებას.

ნალოქსონ-პროვოკაციული ტესტი რეკომენდებულია ოპიოიდების გამოყენების მონიტორინგისათვის. ნალოქსონის ჰიდროქლორიდით გამოწვეული აბსტინენციის სინდრომი უფრო ხანმოკლე იქნება, ვიდრე ედტრექსი 765 იმპლანტით გამოწვეული.

ნალოქსონ-პროვოკაციული ტესტი არ უნდა ჩატარდეს როგორც კლინიკურად მნიშვნელოვანი აბსტინენციის სიმპტომების მქონე პაციენტებში და ასევე პაციენტებში, რომლებსაც აქვთ დადებითი ტესტები ოპიოიდებზე შარდში.

ნალტრექსონით მკურნალობა უნდა დაიწყოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ოპიოიდის მიღება შეწყვეტილია საკმარისად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (ჰეროინისთვის 7-დან 10 დღემდე და მეტადონისთვის მინიმუმ 10 დღე).

პაციენტები უნდა იქნენ გაფრთხილებულნი, რომ ბლოკადის დაძლევის მცდელობებმა ოპიოიდების დიდი დოზების გამოყენებით, შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ოპიოიდური ინტოქსიკაცია ნალტრექსონის ეფექტის დასრულების შემდეგ, რაც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს. ოპიოიდების დიდი დოზის მიღებამ, ნალტრექსონის მკურნალობასთან ერთად, შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში ინტოქსიკაცია ოპიოიდებით რესპირატორული და სისხლის მიმოქცევის დარღვევის მხრივ.

პაციენტები უნდა იყვნენ გაფრთხილებული ოპიოიდების ერთდროული გამოყენების შესახებ (მაგ. ოპიოიდები ხველის პრეპარატებთან ერთად, ოპიოიდები გაციების სიმპტომური მკურნალობისთვის ან ოპიოიდები ანტიდიარეული პრეპარატების დროს და ა.შ.) ნალტრექსონით მკურნალობის დროს.

ისეთი მდგომარეობების დროს, როდესაც საჭიროა ოპიოიდური ანალგეზიური საშუალებების გამოყენება პაციენტებში რომლებიც იღებენ ედტრექსი 765 იმპლანტს, შესაძლებელია საჭირო გახდეს მათი დოზების ჩვეულზე მეტი დოზებით გამოყენება იგივე თერაპიული ეფექტის მისაღებად. შედეგად, შესაძლებელია სუნთქვის დათრგუნვა იყოს უფრო ღრმა და ხანგრძლივი და ასევე შეიძლება განვითარდეს არარეცეპტორის შუამავლობით მოქმედება (მაგ. სახის შეშუპება, ქავილი, გენერალიზებული ერითემა, დიაფორეზი და კანის და ლორწოვანი გარსის სხვა სიმპტომები, სავარაუდოდ ჰისტამინის გამოთავისუფლების გამო). ასეთ შემთხვევებში პაციენტის მონიტორინგი უნდა განხორციელდეს სათანადოდ მომზადებული სამედიცინო პერსონალის მიერ საავადმყოფოში.

როგორც ცნობილია, სუიციდის რისკი მატულობს ნივთიერებების ბოროტად მომხმარებლებში თანმხლები დეპრესიით ან მის გარეშე. მკურნალობა ედტრექსი 765 იმპლანტით არ გამორიცხავს ამ რისკს.

ედტრექსი 765 იმპლანტის უსაფრთხო გამოყენება 18 წელზე ნაკლები ასაკის პედიატრიულ პაციენტებში დადგენილი არ არის.

ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან და და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

თავიდან უნდა იქნას აცილებული ედტრექსი 765 მგ იმპლანტის ერთდროული მიღება ოპიოიდების შემცველ მედიკამენტებთან ერთად. პაციენტები უნდა იყვნენ გაფრთხილებული, რომ ბლოკადის დაძლევის მცდელობამ შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ოპიოიდური ინტოქსიკაცია, რაც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს. გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა ოპიოიდური ანალგეზია, საჭიროა ოპიოიდის გაზრდილი დოზა ტკივილის გასაკონტროლებლად. საჭიროა პაციენტის მჭიდრო კონტროლი სუნთქვის დათრგუნვაზე ან სხვა არასასურველ სიმპტომებსა და ნიშნებზე.

დღეისათვის, შეზღუდულია კლინიკური გამოცდილება და ექსპერიმენტული მონაცემები ნალტრექსონის გავლენის შესახებ სხვა ნივთიერებების ფარმაკოკინეტიკაზე. ნალტრექსონთან და სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული მკურნალობა უნდა განხორციელდეს სიფრთხილით და ყურადღებით. ურთიერთქმედების არანაირი კვლევა არ არის ჩატარებული.

ინ ვიტრო კვლევებმა აჩვენა, რომ არც ნალტრექსონი და არც მისი მთავარი მეტაბოლიტი 6-ß-ნალტრექსოლი არ მეტაბოლიზდება ადამიანის CYP450 ფერმენტების საშუალებით. ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნალტრექსონის ფარმაკოკინეტიკაზე გავლენას ახდენს ციტოქრომ P450 ფერმენტის მაინჰიბირებელი მედიკამენტები.

გაერთიანება არ არის რეკომენდებული: ოპიოიდური წარმოებულები (ანალგეტიკები, ტკივილგამაყუჩებლები, ჩანაცვლებითი მკურნალობა), ცენტრალური ანტიჰიპერტენზიული საშალებები, (ალფა-მეთილდოპა).

თავიდან უნდა იქნას აცილებული ნალტრექსონის ერთდროული მიღება ოპიოიდების შემცველ მედიკამენტებთან ერთად.

მეტადონი ჩანაცვლების მკურნალობაში. არსებობს აბსტინენციის სინდრომის განვითარების რისკი.

ორსულობა და ლაქტაცია

ცხოველებში ჩატარებულ კვლევებში ნალტრექსონის პერორალური დოზის მიღებისას, გამოვლინდა ნალტრექსონის და 6-ბეტა-ნელტრექსონის გადასვლა ვირთხების რძეში. გადადის თუ არა ედტრექსი 765 იმპლანტი დედის რძეში, უცნობია.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

გავლენა ავტომანქანის მართვისა და მექანიმზმების გამოყენების უნარზე

ედტრექსი 765 იმპლანტმა შესაძლოა ხელი შეუშალოს ფსიქიკურ და / ან ფიზიკურ შესაძლებლობებს, რაც საჭიროა პოტენციურად საშიში ამოცანების შესასრულებლად, როგორიცაა ავტომობილის მართვა ან ტექნიკის გამოყენება.

გვერდითი მოვლენები

საჭმლის მომნელებელი სისტემა: მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, დიარეა ან ყაბზობა, მუცლის ტკივილი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები.

გულსისხლძარღვთა სისტემა: არტერიული წნევის ცვალებადობა, ფლებიტი.

ცენტრალური ნერვული სისტემა: თავის ტკივილი, სისუსტე, ძილის დარღვევა, შფოთვა, თავბრუსხვევა, დეპრესიული განწყობა, დისფორული რეაქციები.

სასუნთქი სისტემა: ცხვირის დახშობა, ხველა, სუნთქვის უკმარისობა.

რეპროდუქციული სისტემა: შესაძლებელია - ეაკულაციის შეყოვნება, პოტენციის დაქვეითება; იშვიათად - ლიბიდოს გაძლიერება ან შესუსტება.

დერმატოლოგიური რეაქციები: კანის სიწითლე, აკნე, ქავილი, ადგილობრივი ასეპტური ანთება.

სხვა: შემცივნება, ტრემორი, სახსრების ტკივილი, ლიმფური ჯირკვლების გადიდება, ბუასილის გამწვავება.

საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება

სამკურნალო პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია. ეს იძლევა სამკურნალო პროდუქტის სარგებლისა და რისკის ბალანსის მუდმივი მონიტორინგის საშუალებას.

ჯანდაცვის სპეციალისტებს მოეთხოვებათ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ შეტყობინება შემდეგ მისამართზე: [email protected].

ჭარბი დოზირების მართვა

სიმპტომები

არ არსებობს მონაცემები პაციენტებშ ნალტრექსონის გადაჭარბებული დოზით გამოყენების შესახებ.

მკურნალობა

დოზის გადაჭარბების შემთხვევაშ საჭიროა პაციენტების კონტროლი და სიმპტომურად მკურნალობა მკაცრად კონტროლირებულ გარემოში.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25◦C ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლისგან.

დამხმარე ნივთიერებების სია

მაგნიუმის სტეარატი, 50/50 DL-ლაქტიდი/გლიკოლიდის კოპოლიმერი,

ეუდრაგიტი NE 30 D.

შეუთავსებლობა

არ გამოიყენება.

ვარგისიანობის ვადა

3 წელი

შეფუთვა

2 ტაბლეტი მოთავსებული აპლიკატორში. 1 ასეთი აპლიკატორი მოთავსებული დალუქულ სტერილიზებულ ჩანთაში რომელიც მოთავსებულია სამმხრივ ლამინირებულ ჩანთაში.

1 ასეთი სამმხრივ ლამინირებული ჩანთა მოთავსებული მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი

შ.პ.ს. რუსან ფარმა

პლოტ N 59-65, მე-2 სექტორი, კანდლას სპეციალური ეკონომიკური ზონა (კასეზ)

განდჰიდჰამი, რაიონი: კუტჩი - 370 230, გუჯარათი, ინდოეთი

ჰ.ო: 58-დ, გავემენთ ინდუსთრიალ ისთეით, ჩარკოპი,

კანდივალი (დასავლეთი), მუმბაი - 400 067, ინდოეთი,

მაჰარაშტრა, ინდოეთი.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა