ედტრექსი 765 იმპლანტი
ADDTREX 765 IMPLANT
ალკოჰოლური დამოკიდებულების სამკურნალოდ და ეგზოგენურად გამოყენებული ოპიოიდების ეფექტის ბლოკირებისთვის. ფარმაკოლოგია ნალტრექსონი 765 მგ ტაბლეტი იმპლანტი წარმოადგენს გახანგრძლივებული მოქმედების კომბინირებულ პრეპარატს (12-14 კვირამდე). იგი შეიცავს ნალტრექსონს - ოპიოიდური რეცეპტორების სპეციფიკურ ანტაგონისტს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ნალტრექსონი (naltrexone)
- ფორმა და შეფუთვა
- 765მგ/2 საიმპლანტაციო სტერილური ტაბლეტი №2 შპრიცში
- მწარმოებელი
- Rusan Pharma Ltd, ინდოეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ნერვული სისტემის სამკურნალო სხვა პრეპარატები, ალკოჰოლზე დამოკიდებულების სამკურნალო პრეპარატები
- ATC კოდი
- N07BB04
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-030801
- რეგისტრირებულია
- 18 სექტემბერი 2020, მოქმედებს 18 ნოემბერი 2026-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Rusan Pharma Ltd (ინდოეთი)
- განმცხადებელი
- შპს „დსმც - დამოკიდებულების სამედიცინო მართვის ცენტრი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ედტრექსი 765 იმპლანტი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ალკოჰოლური დამოკიდებულების სამკურნალოდ და ეგზოგენურად გამოყენებული ოპიოიდების ეფექტის ბლოკირებისთვის.
ფარმაკოლოგია
ნალტრექსონი 765 მგ ტაბლეტი იმპლანტი წარმოადგენს გახანგრძლივებული მოქმედების კომბინირებულ პრეპარატს (12-14 კვირამდე). იგი შეიცავს ნალტრექსონს - ოპიოიდური რეცეპტორების სპეციფიკურ ანტაგონისტს.
ნალტრექსონი არის ძირითადი აქტიური ნივთიერება, რომელიც კონკურენტულად აბლოკირებს აგონისტების კავშირს ან ახდენს მათ ჩანაცვლებას ოპიოიდური რეცეპტორებიდან. იგი მოქმედებს ყველა ტიპის ოპიოიდურ რეცეპტორზე და ახდენს ეგზოგენური ოპიოიდების - ოპიოიდური ანალგეზიური საშუალებების და მათი სუროგატების (მათ შრის მორფინი, ჰეროინი) ეფექტების მოხსნას ან პრევენციას. იგი ამცირებს ან ანეიტრალებს ოპიოიდების მიღებით გამოწვეულ სიმპტომებს. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება არ იწვევს დამოკიდებულების ან ტოლერანტობის განვითარებას.
მიღების წესი და დოზირება
ექიმის გადაწყვეტილების მიხედვით ნალტრექსონი 765 მგ ტაბლეტი იმპლანტით ოპიოიდური დამოკიდებულების მკურნალობა უნდა დაიწყოს ოპიოიდის გამოყენებიდან 7-10 აბსტინენციური დღის შემდეგ, ან ოპიოიდური დეტოქსიფიკაციის ნებისმიერი სახის მეთოდის და აბსტინენციური სინდრომიდან გამოსვლის შემდეგ: შარდში ოპიოიდების არარსებობა და ნალოქსონით მაპროვოცირებელი სინჯის უარყოფითი შედეგი.
მიღების წესი
ექიმის გადაწყვეტილების მიხედვით ედტრექსი 765 იმპლანტით (ნალტრექსონი 765 მგ ტაბლეტი იმპლანტი) ოპიოიდური დამოკიდებულების მკურნალობა უნდა დაიწყოს ოპიოიდის გამოყენებიდან 7-10 აბსტინენციური დღის შემდეგ, ან ოპიოიდური დეტოქსიფიკაციის ნებისმიერი სახის მეთოდის და აბსტინენციური სინდრომიდან გამოსვლის შემდეგ: შარდში ოპიოიდების არარსებობა და ნალოქსონით მაპროვოცირებელი სინჯის უარყოფითი შედეგი.
როგორ ხდება ედტრექსი 765 იმპლანტის (ნალტრექსონი 765 მგ ტაბლეტი იმპლანტი) ჩასმა.
პროცედურის ჩატარებამდე სხეულის იმ ნაწილზე, სადაც პრეპარატის იმპლანტაცია უნდა განხორციელდეს გამოიყენება სტანდარტული სტერილური ხსნარი.
სასურველია იმპლანტაცია განხორციელდეს საზარდულის მიდამოს კანქვეშა ქსოვილში (მუცლის ქვედა ლატერალური ნაწილი). ამ ადგილას ასეპტიურ პირობებში ანესთეზიის ჩატარების შემდეგ უნდა გაკეთდეს 1.5 სმ სიგრძის ჭრილობა.
გააკეთეთ დაახლოებით 5 სმ სიგრძის ბრმა არხი ბილროტის ჰემოსტატიკური პინცეტით იმპლანტის ჩასასმელად. ჩასვით შპრიცი არხში ვიდრე არ მიაღწევს დისტალურ ბოლოს.
მიაწექით დგუშს, იმისათვის რომ გამოათავისუფლოთ იმპლანტი კონტეინერიდან კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში. ამის შემდეგ დახურეთ ჭრილობა 1-2 ნაკერით არაგაწოვადი ძაფით. დაამუშავეთ ჭრილობა ანტისეპტიკური ხსნარით და დაადეთ სტერილური პლასტირი.
ცვალეთ პლასტირი ყოველ მეორე დღეს და დაამუშავეთ ჭრილობა ანტისეპტიკური ხსნარით.
იმპლანტაციიდან 7-10 დღეში მოხსენით ნაკერები. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია იმპლანტაციის პროცედურის გამეორება.
მკურნალობის ხანგრძლივობა და იმპლანტაციის პროცედურის გამეორების რაოდენობა განისაზღვრება ექიმის მიერ.
იმპლანტის ჩასმის შემდეგ მისი არსებობა დასტურდება პალპაციით. გაითვალისწინეთ რომ იმპლანტის არსებობის 100% გარანტიას პალპაცია არ იძლევა.
იმ შემთხვევაში, თუ იმპლანტი არ პალპილირებს ან საეჭვოა მისი არსებობა, საჭიროა იმპლანტის არსებობის დასადასტურებლად სხვა მეთოდის გამოყენება.
სისხლჩაქცევების განვითარების მინიმუმამდე დასაყვანად ჭრილობის შეხვევა ხდება მჭიდრო სტერილური სახვევით. სახვევის მოხსნა შესაძლებელია 7-10 დღის ან ჭრილობის სრული შეხორცების შემდეგ.
ედტრექსი 765 იმპლანტის (ნალტრექსონი 765 მგ ტაბლეტი იმპლანტი) მოშორება არ არის საჭირო, რადგან იგი გაიწოვება ორგანიზმში, თუმცა მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია მისი მოშორება ან ჩანაცვლება იმპლანტაციიდან 3 თვემდე დროის განმავლობაში.
იმისათვის რომ გახსოვდეთ სად და როდის მოხდა ედტრექსი 765 იმპლანტის (ნალტრექსონი 765 მგ ტაბლეტი იმპლანტი) ჩასმა და როდის უნდა განხორციელდეს მისი მოშორება, თქვენი ექიმი გადმოგცემთ ბარათს, სადაც მითითებული იქნება ეს ინფორმაცია. შეინახეთ ბარათი საიმედო ადგილას!
ედტრექსი 765 იმპლანტის (ნალტრექსონი 765მგ ტაბლეტი იმპლანტი) ჩანაცვლების სურვილის შემთხვევაში, ახალი იმპლანტის ჩასმა უნდა განხორციელდეს მაშინვე, როდესაც მოხდება ძველის მოშორება. ახალი იმპლანტის ჩასმა ხდება იმავე ადგილას სადაც ჩასმული იყო ძველი იმპლანტი. ექიმი გაგიწევთ შესაბამის კონსულტაციას.
ედტრექსი 765 იმპლანტის (ნალტრექსონი 765 მგ ტაბლეტი იმპლანტი) გამოყენების შეწყვეტა.
სთხოვეთ ექიმს იმპლანტის მოცილება ნებისმიერ დროს მის საბოლოო გაწოვამდე.
როგორ ხდება ედტრექსი 765 იმპლანტის მოცილება.
იმპლანტის მოცილება ხდება სამედიცინო პერსონალის მიერ, რომელსაც აქვს ამ პროცედურის ჩატარების გამოცდილება.
ინფორმაცია იმპლანტის ჩასმის ადგილმდებარეობის შესახებ მითითებულია თქვენს ბარათზე.
ექიმი დაადგენს იმპლანტის ადგილმდებარეობას.
იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდება იმპლანტის ადგილმდებარეობის დადგენა, შესაძლებელია რენტგენის, ულტრასონოგრაფიის ან მაგნიტურ-რეზონანსული მეთოდის გამოყენება.
უნდა მოხდეს თქვენი საზარდულის მიდამოს დეზინფექცია და ანესთეზია.
საზარდულის მიდამოში გაკეთდება მცირე ზომის ჭრილობა იმპლანტთან ახლოს.
ფრთხილად მოხდება იმპლანტის ჭრილობიდან ამოღება ერთჯერადი შპრიცის მეშვეობით.
იშვიათად შესაძლებელია იმპლანტის გარშემო განვითარდეს უხეში ქსოვილი. მსგავს შემთხვევაში, უნდა მოხდეს ქსოვილის გაჭრა იმპლანტის ამოსაღებად.
ედტრექსი 765 იმპლანტის ჩანაცვლების სურვილის შემთხვევაში ახალი იმპლანტის ჩასმა ხდება იმავე ჭრილობაში.
ამის შემდეგ უნდა მოხდეს ჭრილობის დახურვა 1-2 ნაკერით არაგაწოვადი ძაფით. ჭრილობა უნდა დამუშავდეს ანტისეპტიკური ხსნარით და მოხდეს მასზე სტერილური პლასტირის დადება.
შეცვალეთ პლასტირი ყოველ მეორე დღეს და დაიმუშავეთ ჭრილობა ანტისეპტიკური ხსნარით.
ნაკერების მოხსნა ხდება იმპლანტაციიდან 7-10 დღეში.
უკუჩვენებები
ოპიოიდური აბსტინენციის სინდრომი
ნალოქსონით მაპროვოცირებელი სინჯის შესახებ მონაცემების არარსებობა
დადებითი ტესტი შარდში ოპიატების არსებობაზე
მწვავე ჰეპატიტი
ღვიძლის უკმარისობა
იცენკო-კუშინგის სინდრომი
სისტემური მიკოზი
გლაუკომა
ოსტეოპოროზი
სიფრთხილის ზომები
როდესაც საჭიროა ნალტრექსონი 765 მგ ტაბლეტი იმპლანტის ბლოკადა: პაციენტებში ნალტრექსონი 765 მგ ტაბლეტი იმპლანტის მთლიანი მაბლოკირებელი დოზის მიღებისას, გადაუდებელ სიტუაციებში რეკომენდებულია რეგიონალური ანესთეზია, ბენზოდიაზეპინით სედაციური ეფექტის გამოწვევა, არაოპიოიდური ანალგეზიური საშუალებების ან ზოგადი საანესთეზიო საშუალებების გამოყენება.
ისეთი მდგომარეობების დროს, როდესაც საჭიროა ოპიოიდური ანალგეზიური საშუალებების გამოყენება, შესაძლებელია საჭირო გახდეს მათი დოზების ჩვეულზე მეტი დოზებით გამოყენება და შედეგად, შესაძლებელია სუნთქვის დათრგუნვა იყოს უფრო ღრმა და ხანგრძლივი. სასურველია სწრაფად მოქმედი ოპიოიდური ანალგეზიური საშუალების გამოყენება, რომელიც მინიმუმამდე ამცირებს სუნთქვის დათრგუნვის ხანგრძლივობას. გამოყენებული ანალგეზიური საშუალების დოზის ტიტრირება უნდა მოხდეს პაციენტის საჭიროების მიხედვით. შეიძლება განვითარდეს არარეცეპტორის შუამავლობით მოქმედება (მაგ. სახის შეშუპება, ქავილი, გენერალიზებული ერითემა ან ბრონქოსპაზმი) სავარაუდოდ ჰისტამინის გამოთავისუფლების მეშვეობით. მიუხედავად იმისა, თუ რა სახის პრეპარატი იქნება ამორჩეული, პაციენტის მონიტორინგი უნდა განხორციელდეს სათანადოდ მომზადებული სამედიცინო პერსონალის მიერ გულ-ფილტვის რეანიმაციული აღჭურვილობით დაკომპლექტებულ გარემოში.
გაფრთხილება
ნალტრექსონი 765 მგ ტაბლეტი იმპლანტის ჭარბი დოზებით გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ჰეპატოცელულალური დაზიანება.
საჭიროა პაციენტების გაფრთხილება ღვიძლის დაზიანების რისკის არსებობის შესახებ და იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება მწვავე ჰეპატიტის სიმპტომებს, უნდა შეწყვიტონ ნალტრექსონი 765 მგ ტაბლეტი იმპლანტის გამოყენება და მიმართონ ექიმს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
პაციენტებში, რომლებიც იღებენ ნალტრექსონი 765 მგ ტაბლეტი იმპლანტს, ვერ მიიღებენ ეფექტს ოპიოიდის შემცველი პრეპარატებისგან. ნალტრექსონს გააჩნია ანტაგონისტური ეფექტი ოპიოიდების შემცველი პრეპარატების მიმართ, როგორიცაა ხველის და გაციების პრეპარატები, დიარეის საწინააღმდეგო პრეპარატები და ოპიოიდური ანალგეზიური საშუალებები.
მეძუძური დედები
ცხოველებში ჩატარებულ კვლევებში ნალტრექსონის პერორალური დოზის მიღებისას, გამოვლინდა ნალტრექსონის და 6-ბეტა-ნელტრექსონის გადასვლა ვირთაგვების რძეში. უცნობია გადადის თუ არა ნალტრექსონის ტაბლეტი დედის რძეში. ვინაიდან, ბევრი პრეპარატი გადადის დედის რძეში, სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო ნალტრექსონის 765 მგ ტაბლეტი იმპლანტის მეძუძურ დედებში გამოყენებისას.
გამოყენება პედიატრიაში
არ დადგენილა ნალტრექსონი 765 მგ ტაბლეტი იმპლანტის 18 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოება.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევები
უკუნაჩვენებია პაციენტებში მწვავე ჰეპატიტის ან ღვიძლის უკმარისობის დროს.
სიფრთხილით უნდა მოხდეს გამოყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.
პერორალური მიღებისას შესაძლებელია პრეპარატის სისტემური ექსპოზიციის გაზრდა.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
სიფრთხილით უნდა მოხდეს გამოყენება თირკმლის ფუნქციის საშუალოდან მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში.
შეფუთვის ფორმა
ჰერმეტულად დალუქული სტერილური ჩანთა, რომელიც შეიცავს ნალტრექსონის ტაბლეტს წაკვეთილთავიან 5 მლ შპრიცში.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ლაქტაცია
6 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვები
ავადმყოფების ანამნეზში ოპიოიდური რეცეპტორების ბლოკატორების (ნალოქსონი და ნალოქსონის პრეპარატების) და პრეპარატის სხვა ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი სისტემა: მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, დიარეა ან ყაბზობა, მუცლის ტკივილი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები.
გულსისხლძარღვთა სისტემა: ტაქიკარდია, არტერიული წნევის მომატება, ფლებიტი.
ცენტრალური ნერვული სისტემა: თავის ტკივილი, სისუსტე, ძილის დარღვევა, შფოთვა, თავბრუსხვევა, დისფორული რეაქციები.
სასუნთქი სისტემა: ცხვირის დახშობა, ხველა, სუნთქვის გართულება.
სასქესო სისტემა: ზოგჯერ - ეაკულაციის შეყოვნება, პოტენციის დაქვეითება; იშვიათად - ლიბიდოს გაძლიერება ან შესუსტება.
დერმატოლოგიური რეაქციები: კანის შეწითლება, აკნე, პრურიტი, ადგილობრივი ასეპტური ანთება.
სხვა: შემცივნება, ტრემორი, სახსრების ტკივილი, ლიმფური ჯირკვლების გადიდება, ბუასილის გამწვავება.
ჭარბი დოზა
არ არსებობს მონაცემები ჭარბი დოზირების შესახებ.
შეუსაბამობა
არ არსებობს.
შემადგენლობა
თითოეული 2 ტაბლეტი იმპლანტი შეიცავს:
ნალტრექსონი 765 მგ
დამხმარე ნივთიერებები q.s.
ათქ კოდი: N07BB04
აღწერა
ნალტრექსონი არის ოპიოიდური რეცეპტორის სპეციფიური ანტაგონისტი და გამოიყენება ალკოჰოლური და ოპიოიდური დამოკიდებულების სამართავად.
ნალტრექსონი 765 მგ ტაბლეტი იმპლანტი წარმოადგენს ნელი გამოთავისუფლების კოპოლიმერზე დაფუძნებულ პრეპარატს, რომლის ჩასმაც ხდება ქირურგიული მეთოდით საზარდულის მიდამოს კანქვეშა ქსოვილში.
ნალტრექსონი არის ოპიოიდური ანტაგონისტი მცირედით ოპიოიდური აგონისტური მოქმედებით.
ნალტრექსონის ქიმიური ფორმულაა მორფინან-6-1, 17 (ციკლოპროპილმეთილ) 4,5 - ეპოქსი-3, 14-დიჰიდროქსი-(5). მოლეკულური ფორმულაა C20H23NO4 და მისი უწყლო ფორმის მოლეკულური მასაა 341.41. სტრუქტურული ფორმულაა:
ნალტრექსონის უწყლო ბაზა არის მოთეთროდან ღია მოყავისფრო ფერის ფხვნილი, რომლის ლღვობის ტემპერატურაა 168-170°C. არ იხსნება წყალში და ხსნადია ეთანოლში.
ნალტრექსონი 765 მგ ტაბლეტი იმპლანტი არის სტერილური, თეთრიდან ღია ფერის მომწვანო შეფერილობის, ცილინდრული ფორმის, ორმხრივამობურცული შემოუგარსავი ტაბლეტი დოზირებით - 765მგ ნალტრექსონი.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25◦C ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლისგან.
ვარგისობის ვადა: 3 წელი
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ნალტრექსონი და მისი აქტიური მეტაბოლიტი 6-ბეტა-ნალტრექსონი წარმოადგენენ µ და k- და შედარებით ნაკლებად δ-ოპიოიდური რეცეპტორების კონკურენტულ ანტაგონისტებს. ოპიოიდური რეცეპტორების ბლოკირება წარმოადგენს მის ძირითად მოქმედებას ოპიოიდური დამოკიდებულების მართვისას.
ფარმაკოკინეტიკა
ნალტრექსონის მოქმედება განპირობებულია როგორც ძირითადი ნივთიერებით, ასევე მისი მეტაბოლიტი - 6-ბეტა-ნალტრექსონით. ძირითადი ნივთიერება და მისი მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით (დოზის 53-79%).
აბსორბცია
ნალტრექსონი 765 მგ ტაბლეტის იმპლანტის კანქვეშა იმპლანტაციის შემდეგ ნალტრექსონი აღწევს სისხლის მიმოქცევაში და თითქმის 100%-ით ბიოშეღწევადია.
პერორალური მიღებისას ნალტრექსონი განიცდის ნელ და თითქმის სრულ აბსორბციას დოზის თითქმის 96%-ის აბსორბციით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ. ნალტრექსონის და მისი მეტაბოლიტის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა დოზის მიღებიდან ერთ საათში.
დისტრიბუცია
ნალტრექსონის დისტრიბუციის მოცულობა ინტრავენური მიღების შემდეგ დაახლოებით 1350 ლ-ია. ადამიანებში ინ ვიტრო კვლევების მიხედვით ნალტრექსონის პლაზმურ ცილებთან კავშირი 21%-ია.
მეტაბოლიზმი
ნალტრექსონის სისტემური კლირენსი (ინტრავენური მიღების შემდეგ) არის ~3.5 ლ/წთ, რაც აჭარბებს ღვიძლის სისხლის ნაკადს (~1.2 ლ/წთ). ეს მოწმობს რომ, ნალტრექსონი ძლიერად ექსტრაგირებადი პრეპარატია (მეტაბოლიზდება >98%) და მეტაბოლიზდება არაღვიძლისმიერ ადგილებში. ნალტრექსონის ძირითადი მეტაბოლიტია 6-ბეტა-ნალტრექსონი. ორი სხვა უმნიშვნელო მეტაბოლიტებია 2-ჰიდროქსი-3-მეთოქსი-6-ბეტა-ნალტრექსონი და 2-ჰიდროქსი-3-მეთილ-ნალტრექსონი. ნალტრექსონი და მისი მეტაბოლიტები ერთობლივად ახდენენ დამატებითი მეტაბოლიტების წარმოქმნას.
ელიმინაცია
ნალტრექსონის და 6-ბეტა-ნალტრექსონის ელიმინაციის საშუალო ნახევარ-გამოყოფის პერიოდი (T1/2) არის შესაბამისად 4 საათი და 13 საათი.
ნალტრექსონის თირკმლის კლირენსი მერყეობს 30-127 მლ/წთ-ს ფარგლებში; თირკმლის ელიმინაცია ძირითადად ხდება გორგლოვანი ფილტრაციით. 6-ბეტა-ნალტრექსონის თირკლმის კლირენსი მერყეობს 230-369 მლ/წთ-ს ფარგლებში და მიუთითებს თირკმლის მილაკების დამატებით სეკრეტორულ მექანიზმზე. შარდში პერორალური დოზის <2% უცვლელი ნალტრექსონი გამოიყოფა შარდში; უცვლელი და კონიუგირებული 6-ბეტა-ნალტრექსონის შარდით გამოყოფა შეადგენს პერორალური დოზის 43%. ნალტრექსონის ფარმაკოკინეტიკური პროფილი მიუთითებს რომ ნალტრექსონი და მისი მეტაბოლიტები შესაძლოა გადიოდნენ ღვიძლშიდა რეცირკულაციას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ნალტრექსონი 765 მგ ტაბლეტი იმპლანტი
ედტრექსი 765 იმპლანტი
ADDTREX 765 IMPLANT
შემადგენლობა
თითოეული 2 ტაბლეტი იმპლანტი შეიცავს:
ნალტრექსონი 765 მგ
დამხმარე ნივთიერებები q.s.
ათქ კოდი: N07BB04
აღწერა
ნალტრექსონი არის ოპიოიდური რეცეპტორის სპეციფიური ანტაგონისტი და გამოიყენება ალკოჰოლური და ოპიოიდური დამოკიდებულების სამართავად.
ნალტრექსონი 765 მგ ტაბლეტი იმპლანტი წარმოადგენს ნელი გამოთავისუფლების კოპოლიმერზე დაფუძნებულ პრეპარატს, რომლის ჩასმაც ხდება ქირურგიული მეთოდით საზარდულის მიდამოს კანქვეშა ქსოვილში.
ნალტრექსონი არის ოპიოიდური ანტაგონისტი მცირედით ოპიოიდური აგონისტური მოქმედებით.
ნალტრექსონის ქიმიური ფორმულაა მორფინან-6-1, 17 (ციკლოპროპილმეთილ) 4,5 - ეპოქსი-3, 14-დიჰიდროქსი-(5). მოლეკულური ფორმულაა C20H23NO4 და მისი უწყლო ფორმის მოლეკულური მასაა 341.41. სტრუქტურული ფორმულაა:
ნალტრექსონის უწყლო ბაზა არის მოთეთროდან ღია მოყავისფრო ფერის ფხვნილი, რომლის ლღვობის ტემპერატურაა 168-170°C. არ იხსნება წყალში და ხსნადია ეთანოლში.
ნალტრექსონი 765 მგ ტაბლეტი იმპლანტი არის სტერილური, თეთრიდან ღია ფერის მომწვანო შეფერილობის, ცილინდრული ფორმის, ორმხრივამობურცული შემოუგარსავი ტაბლეტი დოზირებით - 765მგ ნალტრექსონი.
ჩვენებები
ალკოჰოლური დამოკიდებულების სამკურნალოდ და ეგზოგენურად გამოყენებული ოპიოიდების ეფექტის ბლოკირებისთვის.
ფარმაკოლოგია
ნალტრექსონი 765 მგ ტაბლეტი იმპლანტი წარმოადგენს გახანგრძლივებული მოქმედების კომბინირებულ პრეპარატს (12-14 კვირამდე). იგი შეიცავს ნალტრექსონს - ოპიოიდური რეცეპტორების სპეციფიკურ ანტაგონისტს.
ნალტრექსონი არის ძირითადი აქტიური ნივთიერება, რომელიც კონკურენტულად აბლოკირებს აგონისტების კავშირს ან ახდენს მათ ჩანაცვლებას ოპიოიდური რეცეპტორებიდან. იგი მოქმედებს ყველა ტიპის ოპიოიდურ რეცეპტორზე და ახდენს ეგზოგენური ოპიოიდების - ოპიოიდური ანალგეზიური საშუალებების და მათი სუროგატების (მათ შრის მორფინი, ჰეროინი) ეფექტების მოხსნას ან პრევენციას. იგი ამცირებს ან ანეიტრალებს ოპიოიდების მიღებით გამოწვეულ სიმპტომებს. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება არ იწვევს დამოკიდებულების ან ტოლერანტობის განვითარებას.
ფარმაკოდინამიკა
ნალტრექსონი და მისი აქტიური მეტაბოლიტი 6-ბეტა-ნალტრექსონი წარმოადგენენ µ და k- და შედარებით ნაკლებად δ-ოპიოიდური რეცეპტორების კონკურენტულ ანტაგონისტებს. ოპიოიდური რეცეპტორების ბლოკირება წარმოადგენს მის ძირითად მოქმედებას ოპიოიდური დამოკიდებულების მართვისას.
ფარმაკოკინეტიკა
ნალტრექსონის მოქმედება განპირობებულია როგორც ძირითადი ნივთიერებით, ასევე მისი მეტაბოლიტი - 6-ბეტა-ნალტრექსონით. ძირითადი ნივთიერება და მისი მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით (დოზის 53-79%).
აბსორბცია
ნალტრექსონი 765 მგ ტაბლეტის იმპლანტის კანქვეშა იმპლანტაციის შემდეგ ნალტრექსონი აღწევს სისხლის მიმოქცევაში და თითქმის 100%-ით ბიოშეღწევადია.
პერორალური მიღებისას ნალტრექსონი განიცდის ნელ და თითქმის სრულ აბსორბციას დოზის თითქმის 96%-ის აბსორბციით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ. ნალტრექსონის და მისი მეტაბოლიტის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა დოზის მიღებიდან ერთ საათში.
დისტრიბუცია
ნალტრექსონის დისტრიბუციის მოცულობა ინტრავენური მიღების შემდეგ დაახლოებით 1350 ლ-ია. ადამიანებში ინ ვიტრო კვლევების მიხედვით ნალტრექსონის პლაზმურ ცილებთან კავშირი 21%-ია.
მეტაბოლიზმი
ნალტრექსონის სისტემური კლირენსი (ინტრავენური მიღების შემდეგ) არის ~3.5 ლ/წთ, რაც აჭარბებს ღვიძლის სისხლის ნაკადს (~1.2 ლ/წთ). ეს მოწმობს რომ, ნალტრექსონი ძლიერად ექსტრაგირებადი პრეპარატია (მეტაბოლიზდება >98%) და მეტაბოლიზდება არაღვიძლისმიერ ადგილებში. ნალტრექსონის ძირითადი მეტაბოლიტია 6-ბეტა-ნალტრექსონი. ორი სხვა უმნიშვნელო მეტაბოლიტებია 2-ჰიდროქსი-3-მეთოქსი-6-ბეტა-ნალტრექსონი და 2-ჰიდროქსი-3-მეთილ-ნალტრექსონი. ნალტრექსონი და მისი მეტაბოლიტები ერთობლივად ახდენენ დამატებითი მეტაბოლიტების წარმოქმნას.
ელიმინაცია
ნალტრექსონის და 6-ბეტა-ნალტრექსონის ელიმინაციის საშუალო ნახევარ-გამოყოფის პერიოდი (T1/2) არის შესაბამისად 4 საათი და 13 საათი.
ნალტრექსონის თირკმლის კლირენსი მერყეობს 30-127 მლ/წთ-ს ფარგლებში; თირკმლის ელიმინაცია ძირითადად ხდება გორგლოვანი ფილტრაციით. 6-ბეტა-ნალტრექსონის თირკლმის კლირენსი მერყეობს 230-369 მლ/წთ-ს ფარგლებში და მიუთითებს თირკმლის მილაკების დამატებით სეკრეტორულ მექანიზმზე. შარდში პერორალური დოზის <2% უცვლელი ნალტრექსონი გამოიყოფა შარდში; უცვლელი და კონიუგირებული 6-ბეტა-ნალტრექსონის შარდით გამოყოფა შეადგენს პერორალური დოზის 43%. ნალტრექსონის ფარმაკოკინეტიკური პროფილი მიუთითებს რომ ნალტრექსონი და მისი მეტაბოლიტები შესაძლოა გადიოდნენ ღვიძლშიდა რეცირკულაციას.
უკუჩვენებები
ოპიოიდური აბსტინენციის სინდრომი
ნალოქსონით მაპროვოცირებელი სინჯის შესახებ მონაცემების არარსებობა
დადებითი ტესტი შარდში ოპიატების არსებობაზე
მწვავე ჰეპატიტი
ღვიძლის უკმარისობა
იცენკო-კუშინგის სინდრომი
სისტემური მიკოზი
გლაუკომა
ოსტეოპოროზი
ორსულობა
ლაქტაცია
6 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვები
ავადმყოფების ანამნეზში ოპიოიდური რეცეპტორების ბლოკატორების (ნალოქსონი და ნალოქსონის პრეპარატების) და პრეპარატის სხვა ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი სისტემა: მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, დიარეა ან ყაბზობა, მუცლის ტკივილი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები.
გულსისხლძარღვთა სისტემა: ტაქიკარდია, არტერიული წნევის მომატება, ფლებიტი.
ცენტრალური ნერვული სისტემა: თავის ტკივილი, სისუსტე, ძილის დარღვევა, შფოთვა, თავბრუსხვევა, დისფორული რეაქციები.
სასუნთქი სისტემა: ცხვირის დახშობა, ხველა, სუნთქვის გართულება.
სასქესო სისტემა: ზოგჯერ - ეაკულაციის შეყოვნება, პოტენციის დაქვეითება; იშვიათად - ლიბიდოს გაძლიერება ან შესუსტება.
დერმატოლოგიური რეაქციები: კანის შეწითლება, აკნე, პრურიტი, ადგილობრივი ასეპტური ანთება.
სხვა: შემცივნება, ტრემორი, სახსრების ტკივილი, ლიმფური ჯირკვლების გადიდება, ბუასილის გამწვავება.
სიფრთხილის ზომები
როდესაც საჭიროა ნალტრექსონი 765 მგ ტაბლეტი იმპლანტის ბლოკადა: პაციენტებში ნალტრექსონი 765 მგ ტაბლეტი იმპლანტის მთლიანი მაბლოკირებელი დოზის მიღებისას, გადაუდებელ სიტუაციებში რეკომენდებულია რეგიონალური ანესთეზია, ბენზოდიაზეპინით სედაციური ეფექტის გამოწვევა, არაოპიოიდური ანალგეზიური საშუალებების ან ზოგადი საანესთეზიო საშუალებების გამოყენება.
ისეთი მდგომარეობების დროს, როდესაც საჭიროა ოპიოიდური ანალგეზიური საშუალებების გამოყენება, შესაძლებელია საჭირო გახდეს მათი დოზების ჩვეულზე მეტი დოზებით გამოყენება და შედეგად, შესაძლებელია სუნთქვის დათრგუნვა იყოს უფრო ღრმა და ხანგრძლივი. სასურველია სწრაფად მოქმედი ოპიოიდური ანალგეზიური საშუალების გამოყენება, რომელიც მინიმუმამდე ამცირებს სუნთქვის დათრგუნვის ხანგრძლივობას. გამოყენებული ანალგეზიური საშუალების დოზის ტიტრირება უნდა მოხდეს პაციენტის საჭიროების მიხედვით. შეიძლება განვითარდეს არარეცეპტორის შუამავლობით მოქმედება (მაგ. სახის შეშუპება, ქავილი, გენერალიზებული ერითემა ან ბრონქოსპაზმი) სავარაუდოდ ჰისტამინის გამოთავისუფლების მეშვეობით. მიუხედავად იმისა, თუ რა სახის პრეპარატი იქნება ამორჩეული, პაციენტის მონიტორინგი უნდა განხორციელდეს სათანადოდ მომზადებული სამედიცინო პერსონალის მიერ გულ-ფილტვის რეანიმაციული აღჭურვილობით დაკომპლექტებულ გარემოში.
გაფრთხილება
ნალტრექსონი 765 მგ ტაბლეტი იმპლანტის ჭარბი დოზებით გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ჰეპატოცელულალური დაზიანება.
საჭიროა პაციენტების გაფრთხილება ღვიძლის დაზიანების რისკის არსებობის შესახებ და იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება მწვავე ჰეპატიტის სიმპტომებს, უნდა შეწყვიტონ ნალტრექსონი 765 მგ ტაბლეტი იმპლანტის გამოყენება და მიმართონ ექიმს.
ურთიერთქმედება
პაციენტებში, რომლებიც იღებენ ნალტრექსონი 765 მგ ტაბლეტი იმპლანტს, ვერ მიიღებენ ეფექტს ოპიოიდის შემცველი პრეპარატებისგან. ნალტრექსონს გააჩნია ანტაგონისტური ეფექტი ოპიოიდების შემცველი პრეპარატების მიმართ, როგორიცაა ხველის და გაციების პრეპარატები, დიარეის საწინააღმდეგო პრეპარატები და ოპიოიდური ანალგეზიური საშუალებები.
მეძუძური დედები
ცხოველებში ჩატარებულ კვლევებში ნალტრექსონის პერორალური დოზის მიღებისას, გამოვლინდა ნალტრექსონის და 6-ბეტა-ნელტრექსონის გადასვლა ვირთაგვების რძეში. უცნობია გადადის თუ არა ნალტრექსონის ტაბლეტი დედის რძეში. ვინაიდან, ბევრი პრეპარატი გადადის დედის რძეში, სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო ნალტრექსონის 765 მგ ტაბლეტი იმპლანტის მეძუძურ დედებში გამოყენებისას.
გამოყენება პედიატრიაში
არ დადგენილა ნალტრექსონი 765 მგ ტაბლეტი იმპლანტის 18 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოება.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევები
უკუნაჩვენებია პაციენტებში მწვავე ჰეპატიტის ან ღვიძლის უკმარისობის დროს.
სიფრთხილით უნდა მოხდეს გამოყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.
პერორალური მიღებისას შესაძლებელია პრეპარატის სისტემური ექსპოზიციის გაზრდა.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
სიფრთხილით უნდა მოხდეს გამოყენება თირკმლის ფუნქციის საშუალოდან მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში.
შეფუთვის ფორმა
ჰერმეტულად დალუქული სტერილური ჩანთა, რომელიც შეიცავს ნალტრექსონის ტაბლეტს წაკვეთილთავიან 5 მლ შპრიცში.
დოზირება და მიღების წესი
ექიმის გადაწყვეტილების მიხედვით ნალტრექსონი 765 მგ ტაბლეტი იმპლანტით ოპიოიდური დამოკიდებულების მკურნალობა უნდა დაიწყოს ოპიოიდის გამოყენებიდან 7-10 აბსტინენციური დღის შემდეგ, ან ოპიოიდური დეტოქსიფიკაციის ნებისმიერი სახის მეთოდის და აბსტინენციური სინდრომიდან გამოსვლის შემდეგ: შარდში ოპიოიდების არარსებობა და ნალოქსონით მაპროვოცირებელი სინჯის უარყოფითი შედეგი.
მიღების წესი
ექიმის გადაწყვეტილების მიხედვით ედტრექსი 765 იმპლანტით (ნალტრექსონი 765 მგ ტაბლეტი იმპლანტი) ოპიოიდური დამოკიდებულების მკურნალობა უნდა დაიწყოს ოპიოიდის გამოყენებიდან 7-10 აბსტინენციური დღის შემდეგ, ან ოპიოიდური დეტოქსიფიკაციის ნებისმიერი სახის მეთოდის და აბსტინენციური სინდრომიდან გამოსვლის შემდეგ: შარდში ოპიოიდების არარსებობა და ნალოქსონით მაპროვოცირებელი სინჯის უარყოფითი შედეგი.
როგორ ხდება ედტრექსი 765 იმპლანტის (ნალტრექსონი 765 მგ ტაბლეტი იმპლანტი) ჩასმა.
პროცედურის ჩატარებამდე სხეულის იმ ნაწილზე, სადაც პრეპარატის იმპლანტაცია უნდა განხორციელდეს გამოიყენება სტანდარტული სტერილური ხსნარი.
სასურველია იმპლანტაცია განხორციელდეს საზარდულის მიდამოს კანქვეშა ქსოვილში (მუცლის ქვედა ლატერალური ნაწილი). ამ ადგილას ასეპტიურ პირობებში ანესთეზიის ჩატარების შემდეგ უნდა გაკეთდეს 1.5 სმ სიგრძის ჭრილობა.
გააკეთეთ დაახლოებით 5 სმ სიგრძის ბრმა არხი ბილროტის ჰემოსტატიკური პინცეტით იმპლანტის ჩასასმელად. ჩასვით შპრიცი არხში ვიდრე არ მიაღწევს დისტალურ ბოლოს.
მიაწექით დგუშს, იმისათვის რომ გამოათავისუფლოთ იმპლანტი კონტეინერიდან კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში. ამის შემდეგ დახურეთ ჭრილობა 1-2 ნაკერით არაგაწოვადი ძაფით. დაამუშავეთ ჭრილობა ანტისეპტიკური ხსნარით და დაადეთ სტერილური პლასტირი.
ცვალეთ პლასტირი ყოველ მეორე დღეს და დაამუშავეთ ჭრილობა ანტისეპტიკური ხსნარით.
იმპლანტაციიდან 7-10 დღეში მოხსენით ნაკერები. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია იმპლანტაციის პროცედურის გამეორება.
მკურნალობის ხანგრძლივობა და იმპლანტაციის პროცედურის გამეორების რაოდენობა განისაზღვრება ექიმის მიერ.
იმპლანტის ჩასმის შემდეგ მისი არსებობა დასტურდება პალპაციით. გაითვალისწინეთ რომ იმპლანტის არსებობის 100% გარანტიას პალპაცია არ იძლევა.
იმ შემთხვევაში, თუ იმპლანტი არ პალპილირებს ან საეჭვოა მისი არსებობა, საჭიროა იმპლანტის არსებობის დასადასტურებლად სხვა მეთოდის გამოყენება.
სისხლჩაქცევების განვითარების მინიმუმამდე დასაყვანად ჭრილობის შეხვევა ხდება მჭიდრო სტერილური სახვევით. სახვევის მოხსნა შესაძლებელია 7-10 დღის ან ჭრილობის სრული შეხორცების შემდეგ.
ედტრექსი 765 იმპლანტის (ნალტრექსონი 765 მგ ტაბლეტი იმპლანტი) მოშორება არ არის საჭირო, რადგან იგი გაიწოვება ორგანიზმში, თუმცა მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია მისი მოშორება ან ჩანაცვლება იმპლანტაციიდან 3 თვემდე დროის განმავლობაში.
იმისათვის რომ გახსოვდეთ სად და როდის მოხდა ედტრექსი 765 იმპლანტის (ნალტრექსონი 765 მგ ტაბლეტი იმპლანტი) ჩასმა და როდის უნდა განხორციელდეს მისი მოშორება, თქვენი ექიმი გადმოგცემთ ბარათს, სადაც მითითებული იქნება ეს ინფორმაცია. შეინახეთ ბარათი საიმედო ადგილას!
ედტრექსი 765 იმპლანტის (ნალტრექსონი 765მგ ტაბლეტი იმპლანტი) ჩანაცვლების სურვილის შემთხვევაში, ახალი იმპლანტის ჩასმა უნდა განხორციელდეს მაშინვე, როდესაც მოხდება ძველის მოშორება. ახალი იმპლანტის ჩასმა ხდება იმავე ადგილას სადაც ჩასმული იყო ძველი იმპლანტი. ექიმი გაგიწევთ შესაბამის კონსულტაციას.
ედტრექსი 765 იმპლანტის (ნალტრექსონი 765 მგ ტაბლეტი იმპლანტი) გამოყენების შეწყვეტა.
სთხოვეთ ექიმს იმპლანტის მოცილება ნებისმიერ დროს მის საბოლოო გაწოვამდე.
როგორ ხდება ედტრექსი 765 იმპლანტის მოცილება.
იმპლანტის მოცილება ხდება სამედიცინო პერსონალის მიერ, რომელსაც აქვს ამ პროცედურის ჩატარების გამოცდილება.
ინფორმაცია იმპლანტის ჩასმის ადგილმდებარეობის შესახებ მითითებულია თქვენს ბარათზე.
ექიმი დაადგენს იმპლანტის ადგილმდებარეობას.
იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდება იმპლანტის ადგილმდებარეობის დადგენა, შესაძლებელია რენტგენის, ულტრასონოგრაფიის ან მაგნიტურ-რეზონანსული მეთოდის გამოყენება.
უნდა მოხდეს თქვენი საზარდულის მიდამოს დეზინფექცია და ანესთეზია.
საზარდულის მიდამოში გაკეთდება მცირე ზომის ჭრილობა იმპლანტთან ახლოს.
ფრთხილად მოხდება იმპლანტის ჭრილობიდან ამოღება ერთჯერადი შპრიცის მეშვეობით.
იშვიათად შესაძლებელია იმპლანტის გარშემო განვითარდეს უხეში ქსოვილი. მსგავს შემთხვევაში, უნდა მოხდეს ქსოვილის გაჭრა იმპლანტის ამოსაღებად.
ედტრექსი 765 იმპლანტის ჩანაცვლების სურვილის შემთხვევაში ახალი იმპლანტის ჩასმა ხდება იმავე ჭრილობაში.
ამის შემდეგ უნდა მოხდეს ჭრილობის დახურვა 1-2 ნაკერით არაგაწოვადი ძაფით. ჭრილობა უნდა დამუშავდეს ანტისეპტიკური ხსნარით და მოხდეს მასზე სტერილური პლასტირის დადება.
შეცვალეთ პლასტირი ყოველ მეორე დღეს და დაიმუშავეთ ჭრილობა ანტისეპტიკური ხსნარით.
ნაკერების მოხსნა ხდება იმპლანტაციიდან 7-10 დღეში.
ჭარბი დოზირება
არ არსებობს მონაცემები ჭარბი დოზირების შესახებ.
შეუსაბამობა
არ არსებობს.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25◦C ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლისგან.
ვარგისობის ვადა: 3 წელი
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
მწარმოებელი
შ.პ.ს. რუსან ფარმა
პლოტ N 59-65, მე-2 სექტორი, კ.ს.ე.ზ.,
განდჰიდჰამ, კუტჩ - 370230, ინდოეთი
ჰ.ო: 58-დ, გოვტ, ინდ. ისთეით, ჩარკოპ,
კანდივალი (უესტ), მუმბაი - 400 067, ინდოეთი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



