პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ნერვული სისტემის სამკურნალო სხვა პრეპარატები

ედნოკი-N

Addnok-N

რეცეპტით2მგ+0.5მგინსტრუქცია ქართულადინდოეთი
რისთვის გამოიყენება

ედნოკი-N ნაჩვენებია ოპიოიდური დამოკიდებულების სამკურნალოდ.

სრულად
ფორმა და შეფუთვა
2მგ+0.5მგ სუბლინგვალური ტაბლეტი №10 (1X10)
მწარმოებელი
Rusan Pharma Limited, ინდოეთი
გაცემის წესი
I ჯგუფი, გაიცემა ფორმა №1 რეცეპტით, ჩანაცვლებითი თერაპიის ფარგლებში
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ნერვული სისტემის სამკურნალო სხვა პრეპარატები, ოპიოიდური დამოკიდებულების დროს გამოსაყენებელი პრეპარატები
ATC კოდი
N07BC51
რეგისტრაციის ნომერი
რ-039719
რეგისტრირებულია
12 დეკემბერი 2023, მოქმედებს 12 დეკემბერი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Rusan Pharma Limited (ინდოეთი)
განმცხადებელი
შპს „დსმც - დამოკიდებულების სამედიცინო მართვის ცენტრი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაედნოკი-N და სხვა წამალი ერთად

ედნოკი-N — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ედნოკი-N ნაჩვენებია ოპიოიდური დამოკიდებულების სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება

ედნოკი-N ტაბლეტები უნდა მოთავსდეს ენის ქვეშ სრულ გახსნამდე.

იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა ორზე მეტი ტაბლეტის მიღება, რეკომენდებულია ყველა ტაბლეტის ერთად მიღება.

ენისქვეშ: 16 წლის ზემოთ მოზარდები და უფოსები: ოპიოიდური დამოკიდებულება: შენიშვნა: ამ კომბინაციური პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ინდუქციის პერიოდში; საწყისი მკურნალობა უნდა დაიწყოს ბუპრენორფინის პერორალური ტაბლეტებით. შემანარჩუნებელი და არაკონტროლირებული თერაპიისათვის ხდება პაციენტების გადაყვანა კომბინაციურ პრეპარატზე.

შემანარჩუნებელი მკურნალობა: სამიზნე დოზა (ბუპრენორფინის შემადგენლობაზე დაფუძნებით): 16 მგ/დღეში: 4-24 მგ/დღეში. ედნოკი-N –ის დოზირება პროგრესულად უნდა დაკორექტირდეს შემცირებით/მომატებით 2 მგ ან 4 მგ-ით დონემდე, რომელიც თრგუნავს ოპიოიდური მოხსნის ეფექტებს. ეს სავარაუდოდ იქნება დღეში 4-24 მგ ფარგლებში.

დოზის შემცირება და მკურნალობის შეწვეტა:

შემანარჩუნებელი პერიოდის ან ხანმოკლე სტაბილიზაციის შემდეგ ედნოკი-N –ით მკურნალობის შეყვეტის გადაწყვეტილება მიიღება მკურნალობის სქემის ნაწილის სახით. გამოიყენება თანდათანობითი და უეცარი შეწყვეტა, თუმცა მკურნალობის დასასრულს დოზის შემცირების საუკეთესო მეთოდის დადგენის კონტროლირებული კვლევები არ ჩატარებულა.

ბავშვები

ედნოკი-N ტაბლეტების გამოყენება ბავშვებში არ არის რეკომენდებული. 16 წლამდე ასაკის ბავშვებში ედნოკი-N ტაბლეტების ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის.

უკუჩვენებები

  • ჰიპერმგრძნობელობა
  • მძიმე რესპირატორული დაავადება

სიფრთხილის ზომები

ედნოკი-N სიფრთხილით გამოიყენება ხანდაზმულებში ან დაუძლურებულ პაციენტებში და პაციენტებში შემდეგი დაავადებებით: ღვიძლის, ფილტვების ან თირკმლის ფუნქციის დარღვევები; მიქსედემა ან ჰიპოთიროიდიზმი, თირკმლისზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობა (მაგ. ადისონის დაავადება); ცნს-ის დათრგუნვა ან კომა, ტოქსიური ფსიქოზი; წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია ან შარდსაწვეთის შევიწროება, მწვავე ალკოჰოლიზმი, დელირიუმი ან კიფოსკოლიოზი.

ღვიძლის დარღვევის ზეგავლენა ნალოქსონისა და ბუპრენორფინის ფარმაკოკინეტიკაზე უცნობია. ვინაიდან ორივე პრეპარატი ინტენსიურად მეტაბოლიზდება, პლაზმური დონეები უფრო მაღალი იქნება პაციენტებში ღვიძლის ზომიერი ან მძიმე დარღვევებით. თუმცა, ორივე პრეპარატი ერთნაირად განიცდის თუ არა ზეგავლენას ცნობილი არ არის. ამიტომ, აუცილებელია დოზის კორექცია და პაციენტების კონტროლი ოპიოიდური მოხსნის მოსალოდნელ სიმპტომებზე.

ბუპრენორფინი ზრდის წნევას სანაღვლე გზებში სხვა ოპიოიდების მსგავსად, და ამიტომ პაციენტებში სანაღვლე გზების დისფუნქციით სიფრთხილეა საჭირო.

სხვა µ-ოპიოიდური რეცეპტორების აგონისტების მსგავსად, ედნოკი-N-ს გამოყენებამ შეიძლება შენიღბოს მუცლის მწვავე მოვლენების მქონე პაციენტების დიაგნოზი ან კლინიკური მიმდინარეობა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ენისქვეშა ბუპრენორფინის მაღალი დოზების გამოყენება ორსულებში უჩვენებს, რომ ბუპრენორფინი გადადის დედის რძეში. ამიტომ ედნოკი-N –თი მკურნალობისას ძუძუთი კვება რეკომენდებული არ არის.

გვერდითი მოვლენები

ედნოკი-N-ს გვერდითი მოვლენები დამოკიდებულია დოზაზე. ხშირი გვერდითი მოვლენებია:

ნერვულის სისტემის მხრივ მოვლენები: მოდუნება, თავბრუსხვევა, აშლილობა, ეიფორია და თავის ტკივილი.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება.

გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის მხრივ: ჰიპოტენზია პაციენტების 1-5%-ში.

სასუნთქი სისტემის მხრივ: შეიძლება ზოგჯერ განვითარდეს სუნთქვის დათრგუნვა.

სუნთქვის დათრგუნვა, რომელიც აქტიურ მკურნალობას საჭიროებს, ვითარდება პაციენტების <1%-ში.

მხედველობის მხრივ: მიოზი პაციენტების 1-5%-ში.

ჭარბი დოზა

წერტილოვანი გუგები, ჰიპოტენზია, სედაცია, სუნთქვის დათრგუნვა და სიკვდილი. მკურნალობა შემანარჩუნებელია.

შეფუთვა:

ბლისტერი 10 ტაბლეტით

შენახვა:

ინახება არა უმეტეს 250C-ზე, მშრალ და ბნელ ადგილას.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - I ჯგუფი, გაიცემა ფორმა №1 რეცეპტით, ჩანაცვლებითი თერაპიის ფარგლებში

შემადგენლობა

1 სუბლინგვალური ტაბლეტი შეიცავს:

ბუპრენორფინის ჰიდროქლორიდი B.P.

2 მგ ბუპრენორფინის ექვივალენტი

ნალოქსონი ჰიდროქლორიდი B.P.

  • 5 მგ ნალოქსონის ექვივალენტი

დამხმარე ნივთიერებები ს.მ.

  • შემადგენლობა:

1 სუბლინგვალურიტაბლეტი შეიცავს:

ბუპრენორფინის ჰიდროქლორიდი B.P.

4 მგ ბუპრენორფინის ექვივალენტი

ნალოქსონი ჰიდროქლორიდი B.P.

1 მგ ნალოქსონის ექვივალენტი

დამხმარე ნივთიერებები ს.მ.

  • შემადგენლობა:

1 სუბლინგვალურიტაბლეტი შეიცავს:

ბუპრენორფინის ჰიდროქლორიდი B.P.

8 მგ ბუპრენორფინის ექვივალენტი

ნალოქსონი ჰიდროქლორიდი B.P.

2 მგ ნალოქსონის ექვივალენტი

დამხმარე ნივთიერებები ს.მ.

კლინიკური ფარმაკოლოგია

ფარმაკოლოგიური თვისებები

ბუპრენორფინი არის ოპიოიდური პრეპარატის. ბუპრენორფინი მსგავსია სხვა ოპიოიდებისა, როგორებიცაა მორფინი, კოდეინი და ჰეროინი, თუმცა ის იწვევს ნაკლებად ეიფორიულ (“მაღალ”) ეფექტებს და ამიტომაც მისი შეწყვეტა უფრო მარტივია.

ნალოქსონი აბლოკირებს ოპიოიდების (მორფინი, კოდეინი და ჰეროინი) ეფექტებს. ბუპრენორფინისა და ნალოქსონის ინიექციის შემთხვევაში, ნალოქსონი აბლოკირების ბუპრენორფინის ეფექტებს და იწვევს მოხსნის სიმპტომებს პაციენტებში ოპიოიდური ადიქციით (ავადმყოფური მიჩვევა). ენის ქვეშ გამოყენებისას, ნალოქსონი არ ახდენს ზეგავლენას ბუპრენორფინის მოქმედებაზე.

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა

ბუპრენორფინისა და ნალოქსონის პლაზმური დონეები გაიზარდა ედნოკი-N-ს სუბლინგვალური დოზით. აღინიშნებოდა ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვალური შეწოვის ფართო პაციენტთაშორისი განსხვავევება, თუმცა სუბიექტებს შორის ცვალებადობა იყო დაბალი. ბუპრენორფინის Cmax და AUC გაიზარდა ხაზოვანი წესით დოზის მატებასთან ერთად (4-16 მგ ფარგლებში), თუმცა ეს მომატება პირდაპირ დოზა-პროპორციული არ იყო.

ნალოქსონი არ ახდენს ზეგავლენას ბუპრენორფინის ფარმაკოკინეტიკაზე. დოზაპროპორციულობის შესაფასებლად ნალოქსონის დონე იყო ძალიან დაბალი. ნალოქსონის სამ დოზაზე 1 მგ, 2 მგ და 4 მგ, რაოდენობრივ ზღვარზე (0.05 ნგ/მლ) მაღალი დონეები არ ვლინდებოდა 2 საათზე ადრე რვა პაციენტიდან შვიდში. ერთ პაციენტში, 4 მგ დოზაზე, უკანასკნელი გასაზომი კონცენტრაცია აღინიშნებოდა 8 საათზე. ყველა ინდივიდში აღინიშნებოდა ნალოქსონის კონცენტრაციის მომატება დოზის მატებასთან ერთად. ნალოქსონის მაქსიმალური საშუალო დონე აღწევდა 0.11-0.28 ნგ/მლ-ს 1-4 მგ დოზის ფარგლებში.

განაწილება:

ბუპრენორფინის დაახლოებით 96% შეკავშირებულია ცილებთან, უპირატესად ალფა და ბეტა გლობულინთან.

ნალოქსონის დაახლოებით 45% არის ცილებთან შეკავშირებული, უპირატესად ალბუმინთან.

მეტაბოლიზმი:

ბუპრენორფინი განიცდის N-დეალიკილირებას ნორბუპრენორფინად და გლუკურონიდაციას. N-დეალიკილირების პროცესი ხორციელდება ციტოქრომ P-450 3A4 იზოფერმენტით. ნორბუპრენორფინს, აქტიურ მეტაბოლიტს, შეუძლია შემდეგი გლუკურონიდაცია.

ნალოქსონი განიცდის პირდაპირ გლუკურონიდაციას ნალოქსონ 3-გლუკურონიდად, ისევე როგორც N-დეალიკილირებას, და 6-ოქსო ჯგუფის შემცირებას.

გამოყოფა:

ბუპრენორფინის პლაზმიდან ნახევრად დაშლის პერიოდი არის 37 სთ.

ნალოქსონის პლაზმიდან ნახევრად დაშლის პერიოდი არის 1.1 სთ.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოიყენება მედპერსონალის ან საავადმყოფოს ან ლაბორატორიის მიერ

ედნოკი-N ტაბლეტები

ADDNOK-N

(ბუპრენორფინი ჰიდროქლორიდის და ნალოქსონი ჰიდროქლორიდის ტაბლეტები)

ედნოკი-N სუბლინგვალური ტაბლეტი შეიცავს ბუპრენორფინი HCl -სა და ნალოქსონი HCl-ის დიჰიდრატს თანაფარდობით 4:1 ბუპრენორფინი: ნალოქსონი (თავისუფალი ფუძეების თანაფარდობა).

  • შემადგენლობა:

1 სუბლინგვალური ტაბლეტი შეიცავს:

ბუპრენორფინის ჰიდროქლორიდი B.P.

2 მგ ბუპრენორფინის ექვივალენტი

ნალოქსონი ჰიდროქლორიდი B.P.

  • 5 მგ ნალოქსონის ექვივალენტი

დამხმარე ნივთიერებები ს.მ.

  • შემადგენლობა:

1 სუბლინგვალურიტაბლეტი შეიცავს:

ბუპრენორფინის ჰიდროქლორიდი B.P.

4 მგ ბუპრენორფინის ექვივალენტი

ნალოქსონი ჰიდროქლორიდი B.P.

1 მგ ნალოქსონის ექვივალენტი

დამხმარე ნივთიერებები ს.მ.

  • შემადგენლობა:

1 სუბლინგვალურიტაბლეტი შეიცავს:

ბუპრენორფინის ჰიდროქლორიდი B.P.

8 მგ ბუპრენორფინის ექვივალენტი

ნალოქსონი ჰიდროქლორიდი B.P.

2 მგ ნალოქსონის ექვივალენტი

დამხმარე ნივთიერებები ს.მ.

კლინიკური ფარმაკოლოგია

ფარმაკოდინამიკა

ბუპრენორფინი არის ოპიოიდური პრეპარატის. ბუპრენორფინი მსგავსია სხვა ოპიოიდებისა, როგორებიცაა მორფინი, კოდეინი და ჰეროინი, თუმცა ის იწვევს ნაკლებად ეიფორიულ (“მაღალ”) ეფექტებს და ამიტომაც მისი შეწყვეტა უფრო მარტივია.

ნალოქსონი აბლოკირებს ოპიოიდების (მორფინი, კოდეინი და ჰეროინი) ეფექტებს. ბუპრენორფინისა და ნალოქსონის ინიექციის შემთხვევაში, ნალოქსონი აბლოკირების ბუპრენორფინის ეფექტებს და იწვევს მოხსნის სიმპტომებს პაციენტებში ოპიოიდური ადიქციით (ავადმყოფური მიჩვევა). ენის ქვეშ გამოყენებისას, ნალოქსონი არ ახდენს ზეგავლენას ბუპრენორფინის მოქმედებაზე.

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა

ბუპრენორფინისა და ნალოქსონის პლაზმური დონეები გაიზარდა ედნოკი-N-ს სუბლინგვალური დოზით. აღინიშნებოდა ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვალური შეწოვის ფართო პაციენტთაშორისი განსხვავევება, თუმცა სუბიექტებს შორის ცვალებადობა იყო დაბალი. ბუპრენორფინის Cmax და AUC გაიზარდა ხაზოვანი წესით დოზის მატებასთან ერთად (4-16 მგ ფარგლებში), თუმცა ეს მომატება პირდაპირ დოზა-პროპორციული არ იყო.

ნალოქსონი არ ახდენს ზეგავლენას ბუპრენორფინის ფარმაკოკინეტიკაზე. დოზაპროპორციულობის შესაფასებლად ნალოქსონის დონე იყო ძალიან დაბალი. ნალოქსონის სამ დოზაზე 1 მგ, 2 მგ და 4 მგ, რაოდენობრივ ზღვარზე (0.05 ნგ/მლ) მაღალი დონეები არ ვლინდებოდა 2 საათზე ადრე რვა პაციენტიდან შვიდში. ერთ პაციენტში, 4 მგ დოზაზე, უკანასკნელი გასაზომი კონცენტრაცია აღინიშნებოდა 8 საათზე. ყველა ინდივიდში აღინიშნებოდა ნალოქსონის კონცენტრაციის მომატება დოზის მატებასთან ერთად. ნალოქსონის მაქსიმალური საშუალო დონე აღწევდა 0.11-0.28 ნგ/მლ-ს 1-4 მგ დოზის ფარგლებში.

განაწილება:

ბუპრენორფინის დაახლოებით 96% შეკავშირებულია ცილებთან, უპირატესად ალფა და ბეტა გლობულინთან.

ნალოქსონის დაახლოებით 45% არის ცილებთან შეკავშირებული, უპირატესად ალბუმინთან.

მეტაბოლიზმი:

ბუპრენორფინი განიცდის N-დეალიკილირებას ნორბუპრენორფინად და გლუკურონიდაციას. N-დეალიკილირების პროცესი ხორციელდება ციტოქრომ P-450 3A4 იზოფერმენტით. ნორბუპრენორფინს, აქტიურ მეტაბოლიტს, შეუძლია შემდეგი გლუკურონიდაცია.

ნალოქსონი განიცდის პირდაპირ გლუკურონიდაციას ნალოქსონ 3-გლუკურონიდად, ისევე როგორც N-დეალიკილირებას, და 6-ოქსო ჯგუფის შემცირებას.

გამოყოფა:

ბუპრენორფინის პლაზმიდან ნახევრად დაშლის პერიოდი არის 37 სთ.

ნალოქსონის პლაზმიდან ნახევრად დაშლის პერიოდი არის 1.1 სთ.

ჩვენებები:

ედნოკი-N ნაჩვენებია ოპიოიდური დამოკიდებულების სამკურნალოდ.

უკუჩვენებები:

  • ჰიპერმგრძნობელობა
  • მძიმე რესპირატორული დაავადება

გვერდითი მოვლენები

ედნოკი-N-ს გვერდითი მოვლენები დამოკიდებულია დოზაზე. ხშირი გვერდითი მოვლენებია:

ნერვულის სისტემის მხრივ მოვლენები: მოდუნება, თავბრუსხვევა, აშლილობა, ეიფორია და თავის ტკივილი.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება.

გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის მხრივ: ჰიპოტენზია პაციენტების 1-5%-ში.

სასუნთქი სისტემის მხრივ: შეიძლება ზოგჯერ განვითარდეს სუნთქვის დათრგუნვა.

სუნთქვის დათრგუნვა, რომელიც აქტიურ მკურნალობას საჭიროებს, ვითარდება პაციენტების <1%-ში.

მხედველობის მხრივ: მიოზი პაციენტების 1-5%-ში.

განსაკუთრებული მითითებანი:

ედნოკი-N სიფრთხილით გამოიყენება ხანდაზმულებში ან დაუძლურებულ პაციენტებში და პაციენტებში შემდეგი დაავადებებით: ღვიძლის, ფილტვების ან თირკმლის ფუნქციის დარღვევები; მიქსედემა ან ჰიპოთიროიდიზმი, თირკმლისზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობა (მაგ. ადისონის დაავადება); ცნს-ის დათრგუნვა ან კომა, ტოქსიური ფსიქოზი; წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია ან შარდსაწვეთის შევიწროება, მწვავე ალკოჰოლიზმი, დელირიუმი ან კიფოსკოლიოზი.

ღვიძლის დარღვევის ზეგავლენა ნალოქსონისა და ბუპრენორფინის ფარმაკოკინეტიკაზე უცნობია. ვინაიდან ორივე პრეპარატი ინტენსიურად მეტაბოლიზდება, პლაზმური დონეები უფრო მაღალი იქნება პაციენტებში ღვიძლის ზომიერი ან მძიმე დარღვევებით. თუმცა, ორივე პრეპარატი ერთნაირად განიცდის თუ არა ზეგავლენას ცნობილი არ არის. ამიტომ, აუცილებელია დოზის კორექცია და პაციენტების კონტროლი ოპიოიდური მოხსნის მოსალოდნელ სიმპტომებზე.

ბუპრენორფინი ზრდის წნევას სანაღვლე გზებში სხვა ოპიოიდების მსგავსად, და ამიტომ პაციენტებში სანაღვლე გზების დისფუნქციით სიფრთხილეა საჭირო.

სხვა µ-ოპიოიდური რეცეპტორების აგონისტების მსგავსად, ედნოკი-N-ს გამოყენებამ შეიძლება შენიღბოს მუცლის მწვავე მოვლენების მქონე პაციენტების დიაგნოზი ან კლინიკური მიმდინარეობა.

დოზირება და გამოყენების წესი:

ედნოკი-N ტაბლეტები უნდა მოთავსდეს ენის ქვეშ სრულ გახსნამდე.

იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა ორზე მეტი ტაბლეტის მიღება, რეკომენდებულია ყველა ტაბლეტის ერთად მიღება.

ენისქვეშ: 16 წლის ზემოთ მოზარდები და უფოსები: ოპიოიდური დამოკიდებულება: შენიშვნა: ამ კომბინაციური პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ინდუქციის პერიოდში; საწყისი მკურნალობა უნდა დაიწყოს ბუპრენორფინის პერორალური ტაბლეტებით. შემანარჩუნებელი და არაკონტროლირებული თერაპიისათვის ხდება პაციენტების გადაყვანა კომბინაციურ პრეპარატზე.

შემანარჩუნებელი მკურნალობა: სამიზნე დოზა (ბუპრენორფინის შემადგენლობაზე დაფუძნებით): 16 მგ/დღეში: 4-24 მგ/დღეში. ედნოკი-N –ის დოზირება პროგრესულად უნდა დაკორექტირდეს შემცირებით/მომატებით 2 მგ ან 4 მგ-ით დონემდე, რომელიც თრგუნავს ოპიოიდური მოხსნის ეფექტებს. ეს სავარაუდოდ იქნება დღეში 4-24 მგ ფარგლებში.

დოზის შემცირება და მკურნალობის შეწვეტა:

შემანარჩუნებელი პერიოდის ან ხანმოკლე სტაბილიზაციის შემდეგ ედნოკი-N –ით მკურნალობის შეყვეტის გადაწყვეტილება მიიღება მკურნალობის სქემის ნაწილის სახით. გამოიყენება თანდათანობითი და უეცარი შეწყვეტა, თუმცა მკურნალობის დასასრულს დოზის შემცირების საუკეთესო მეთოდის დადგენის კონტროლირებული კვლევები არ ჩატარებულა.

ბავშვები

ედნოკი-N ტაბლეტების გამოყენება ბავშვებში არ არის რეკომენდებული. 16 წლამდე ასაკის ბავშვებში ედნოკი-N ტაბლეტების ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის.

ორსულობა და ლაქტაცია

ენისქვეშა ბუპრენორფინის მაღალი დოზების გამოყენება ორსულებში უჩვენებს, რომ ბუპრენორფინი გადადის დედის რძეში. ამიტომ ედნოკი-N –თი მკურნალობისას ძუძუთი კვება რეკომენდებული არ არის.

ჭარბი დოზირება/ტოქსიკოლოგია:

ჭარბი დოზირების სიმპტომები შეიძლება იყოს: წერტილოვანი გუგები, ჰიპოტენზია, სედაცია, სუნთქვის დათრგუნვა და სიკვდილი. მკურნალობა შემანარჩუნებელია.

შეფუთვა:

ბლისტერი 10 ტაბლეტით

შენახვა:

ინახება არა უმეტეს 250C-ზე, მშრალ და ბნელ ადგილას.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - I ჯგუფი, გაიცემა ფორმა №1 რეცეპტით, ჩანაცვლებითი თერაპიის ფარგლებში

მწარმოებელი

შპს რუსან ფარმა

58-D, Govt. Indl.Estate, ჩარკოფი,

კანდივლი (დასავლეთი), მუმბაი-400067, ინდოეთი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა