ბუპრექსონი-ZN
BUPREXONE-ZN
ოპიოიდური დამოკიდებულების მკურნალობა სპეციალისტების მიერ სამედიცინო, სოციალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის კომპლექსში.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ბუპრენორფინის (buprenorphine) + ნალოქსონი (naloxone)
- ფორმა და შეფუთვა
- 8მგ + 2მგ სუბლინგვალური ტაბლეტი №50 (5X10)
- მწარმოებელი
- «Xarkov Pharmaceutical Factory «Zdorovie Narodu» LTD, უკრაინა
- გაცემის წესი
- I ჯგუფი, გაიცემა ფორმა №1 რეცეპტით, ჩანაცვლებითი თერაპიის ფარგლებში
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ნერვული სისტემის სამკურნალო სხვა საშუალებები, ოპოიდური დამოკიდებულების დროს გამოსაყენებელი პრეპარატები
- ATC კოდი
- N07BC51
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-033106
- რეგისტრირებულია
- 19 აგვისტო 2021, მოქმედებს 29 სექტემბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- «Xarkov Pharmaceutical Factory «Zdorovie Narodu» LTD (უკრაინა)
- განმცხადებელი
- შპს „საბა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ბუპრექსონი-ZN — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ოპიოიდური დამოკიდებულების მკურნალობა სპეციალისტების მიერ სამედიცინო, სოციალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის კომპლექსში.
მიღების წესი და დოზირება
ბუპრექსონი-ზნ ინიშნება ოპიატური დამოკიდებულების მკურნალობაში გამოცდილი ექიმის მიერ, საერთო თერაპიული დოზების მიცემით ოპიოიდებზე დამოკიდებულების მქონე პაციენტებისათვის, მაგრამ მხოლოდ სამედიცინო შემოწმებისა და ამ დამოკიდებულების მკურნალობის ცენტრის რეკომენდაციით. დოზა ინიშნება ინდივიდუალურად, პაციენტის მდგომარეობის მიხედვით
პრეპარატი არის სუბლინგვალური – ტაბლეტი თავსდება ენის ქვეშ საწუწნად, სრულ გახსნამდე. პაციენტს უნდა მიეცეს გაფრთხილება, რომ ტაბლეტის გაწოვა ენის ქვეშ, არის ბუპრენორფინისა და ნალოქსონის კომბინაციის შეყვანის ერთადერთი უსაფრთხო გზა.
პრეპარატი სიფრთხილის ზომების დაცვით უნდა დაენიშნოს პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნება თირკმლის, ღვიძლის და სასუნთქი გზების გამოკვეთილი უკმარისობა, ასევე მიქსედემას და ჰიპოთირეოზის, თირკმლის ზედა ქერქის უკმარისობის, ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვის, ქალა-ტვინის ტრავმის, ალკოჰოლიზმისა და სუნთქვის დამთრგუნველ სხვა წამლებთან ერთობლივად მიღების შემთხვევებში.
ეს პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ოპიოიდური დამოკიდებულების სამკურნალოდ. მკურნალობა ინიშნება ექიმის მიერ, რომელმაც უნდა უზრუნველყოს პრეპარატის ჯეროვანი მიცემა დამოკიდებულების მქონე პაციენტებისათვის.
შეცდომით მიცემისა და დოზასთან ადაპტაცის პროცესის რისკი დგინდება მკურნალობის საწყის პერიოდში, დოზის ხანმოკლე პერიოდით მიცემისა და შეძლებისდაგვარი კონტროლით, რაც ხელს უწყობს მკურნალობის რეჟიმის დაცვას. პრეპარატის შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს აბსტინენტური სინდრომი, ზოგჯერ – დროში დაყოვნებით.YY
ბუპრენორფინით მკურნალობის დაწყებისას, ექიმმა უნდა გააფრთხილოს პაციენტები, განსაკუთრებით პაციენტები, რომლებიც ოპიოიდურ დამოკიდებულებაზე მკურნალობენ, ბუპრენორფინის ნაწილობრივი აგონისტური პროფილის შესახებ 6 საათზე ნაკლებ დროში ჰეროინის ან მოკლევადიანი ეფექტის მქონე ოპიოიდების ბოლო შეყვანიდან, ან 24 საათზე ნაკლებ დროში მეტადონის ბოლო დოზის შეყვანიდან. და პირიქით, მოხსნის სიმპტომები შესაძლოა ასევე უკავშირდებოდეს არასწორ დოზას.
საწყისი თერაპია
რეკომენდირებული საწყისი დოზა ზრდასრული და 16 წელზე მეტი ასაკის პაციენტებისათვის შეადგენს პრეპარატის 2მგ/0,5მგ-ს, სუბლინგვალურად. პრეპარატის დამატებითი 2მგ/0,5მგ შეიძლება მიეცეს პაციენტს მკურნალობის პირველ დღეს, კონკრეტული კლინიკური სიტუაციის გათვალისწინებით.
ოპიოიდების მოხსნის სინდრომის კლინიკური გამოვლინების არმქონე პაციენტებს ბუპრექსონი-ზნ შეიძლება დაენიშნოს არაუადრეს 6 საათის შემდეგ ნარკოტიკული ნივთიერების ბოლო მიღებიდან.
პაციენტებს, რომლებიც მეთადონს ღებულობენ, მეთადონის დოზა უნდა შეუმცირდეთ მაქსიმუმ 30მგ/დღე-მდე, ბუპრექსონი-ზნ-ითYმკურნალობის დაწყებამდე. ამასთანავე, ბუპრექსონი-ზნ-ითYმკურნალობის დაწყებისას, გასათვალისწინებელია მეთადონის ნახევარდაშლის ხანგრძლივი პერიოდი. პირველი დოზები პაციენტს უნდა მიეცეს მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ჩნდება გამოყოფის ნიშნები, მაგრამ არაუადრეს 24 სააათისა მეტადონის ბოლო მიღებიდან. ბუპრენორფინმა შეიძლება დააჩქაროს მოხსნის სიმპტომები მეთადონ-დამოკიდებულების მქონე პაციენტებში.
დამხმარე თერაპია
ფიქსირებული კომბინაციის რეკომენდირებული დღიური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 16მგ-ს (ბუპრენორფინის შემცველობის მიხედვით). დღიური დოზების დასაშვებ ზღვრებს ადგენს ექიმი ინდივიდუალურად, პაციენტის სომატოზური მდგომარეობის, დაავადების სიმძიმის ხარისხისა და კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით (რეკომენდირებული დოზებია 4მგ-დან 16მგ-მდე). შემდგომი მკურნალობისას, ბუპრექსონი-ზნ-ს დოზა უნდა დაკორექტირდეს (გაიზარდოს ან შემცირდეს) ოპტიმალურ თერაპიულ დოზამდე, რომელიც უზრუნველყოფს ოპიოიდების შეწყვეტის სინდრომის ძირითადი კლინიკური გამოვლინებების ეფექტურ კუპირებას. ფიქსირებული კომბინაციის დღიური დოზის გაზრდა ან შემცირება ხდება თანდათანობით, არანაკლებ 2-4 მგ-ით დღის განმავლობაში (ავადმყოფის ინდივიდუალური მდგომარეობის მიხედვით).
დოზის შემცირება და მკურნალობის შეწყვეტა
ბუპრექსონი-ზნ-ით მკურნალობის შეწყვეტის გადაწყვეტილება დამხმარე თერაპიის ჩატარების ან პაციენტის მდგომარეობის ხანმოკლე სტაბილიზაციის შემდეგ, დასაბუთებული უნდა იყოს როგორც ნარკოდამოკიდებული პაციენტის მკურნალობის კომპლექსური გეგმის ნაწილი. დასაშვებია ფიქსირებული კომბინაციის როგორც თანდათანობითი, ისე უეცარი შეწყვეტა. ბუპრექსონი-ზნ-ის მსგავსი პრეპარატების ზოგიერთი არაკონტროლირებადი კლინიკური კვლევის შედეგების მიხედვით, მკურნალობის ბოლო ეტაპზე უპირატესობა უნდა მიეცეს დოზის თანდათანობით შემცირებას, მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ კი აუცილებელია პაციენტის კონტროლი, რეციდივის რისკის გამო.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
ხანდაზმული ასაკის პაციენტები:
ბუპრენორფინი/ნალოქსონის კომბინაცის უსაფრთხოება და ეფექტურობა 65 წელზე მეტი ხნის პაციენტებისათვის, დადგენილი არ არის.
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები
ჰეპატიტის ვირუსის მატარებელი და/ან ღვიძლის დისფუნქციის მქონე პაციენტები ექვემდებარებიან ღვიძლის დაშლის დაჩქარების რისკს, ამიტომ, რეკომენდირებულია ღვიძლის ფუნქციის რეგულარული კონტროლი.
ღვიძლის უკმარისობის გავლენა ბუპრენორფინისა და ნალოქსონის ფარმაკოკინეტიკაზე უცნობია. იმის გამო, რომ ამ პრეპარატს აქტიური ნივთიერებები მნიშვნელოვანი ხარისხით მეტაბოლიზირდებიან, მოსალოდნელია, რომ ზომიერი და მძიმე ხარისხის ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში პლაზმური დონეები იქნება მაღალი.
ფარმაკოკინეტიკა შეიძლება შეიცვალოს ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში, ამიტომ, მსუბუქი და ზომიერი ხარისხის ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში რეკომენდირებულია დაბალი საწყისი დოზების დანიშვნა და მათი გულდასმითი გატიტვრა.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
თირკმლის მძიმე უკმარისობის (კლირინსი <30მლ/წთ) პაცენტებში აუცილებელია, რომ დოზების დანიშვნა მოხდეს დიდი სიფრთხილით
ბავშვები
ბუპრექსონი-ზნ, ისევე როგორც ანალოგიური კომბინირებული პრეპარატები, რომლებიც ბუპრენორფინს და ნალოქსონს შეიცავენ, არაა რეკომენდირებული 16 წლამდე ასაკის პაციენტების სამკურნალოდ, ამ პრეპარატის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის კლინიკური მონაცემების ნაკლებობის გამო
უკუჩვენებები
- მომეტებული მგრძნობელობა ბუპრენორფინის, ნალოქსონის ან ფიქსირებული კომბინაციის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ;
- სუნთქვის უკმარისობის მძიმე ხარისხი;
- ღვიძლის უკმარისობის მძიმე ხარისხი;
- მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაცია ან ალკოჰოლური თრობის მდგომარეობა;
- შეყვანა ოპიოიდურ ანტაგობისტებტან ერთად (ნალტრექსონი, ნაალმეფენი), ალკოჰოლური ან ოპიოიდური დამოკიდებულების სამკურნალოდ.
სიფრთხილის ზომები

ეს პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ოპიოიდური დამოკიდებულების სამკურნალოდ. მკურნალობა ინიშნება ექიმის მიერ, რომელმაც უნდა უზრუნველყოს პრეპარატის ჯეროვანი მიცემა წამალდამოკიდებულების მქონე პაციენტებისათვის.
შეცდომით მიცემისა და დოზასთან ადაპტაციის პროცესის რისკი დგინდება მკურნალობის საწყის პერიოდში, დოზის ხანმოკლე პერიოდით მიცემისა და შეძლებისდაგვარი კონტროლით, რაც ხელს უწყობს მკურნალობის რეჟიმის დაცვას. პრეპარატის შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს აბსტინენტური სინდრომი, ზოგჯერ – დროში დაყოვნებით.
ბუპრენორფინით მკურნალობის დაწყებისას, ექიმმა უნდა გააფრთხილოს პაციენტები, განსაკუთრებით პაციენტები, რომლებიც ოპიოიდურ დამოკიდებულებაზე მკურნალობენ, ბუპრენორფინის ნაწილობრივი აგონისტური პროფილის შესახებ 6 საათზე ნაკლებ დროში ჰეროინის ან მოკლევადიანი ეფექტის მქონე ოპიოიდების ბოლო შეყვანიდან, ან 24 საათზე ნაკლებ დროში მეთადონის ბოლო დოზის შეყვანიდან. და პირიქით, მოხსნის სიმპტომები შესაძლოა ასევე უკავშირდებოდეს არასწორ დოზას.
სერიოზული გვერდითი ეფექტების რისკი, როგორებიცაა ჭარბი დოზა და მკურნალობის შეწყვეტა, უფრო მაღალია იმ პაციენტებში, რომლებიც ბუპრენორფინით მკურნალობის დროს დამოუკიდებლად აგრძელებენ მოხსნის სინდრომის მკურნალობას ოპიოიდებით, ალკოჰოლითY ან სხვა სედატიური და ჰიპნოტური პრეპარატებით, განსაკუთრებით ბენზოდიაზეპამებით.
სუნთქვა
ეს პრეპარატი სიფრთხილის ზომების დაცვით უნდა მიეცეს ასთმის ან სუნთქვის უკმარისობის მქონე პაციენტებს (მაგ. ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, რესპირატორული რეზერვის შემცირება, ჰიპოქსია, ჰიპერკაპნია, კიფოსქოლიოზი)
ბუპრენორფინმა / ნალოქსონმა შეიძლება სუნთქვის დათრგუნვის სერიოზული შედეგები (მათ შორის ლეტალური) გამოიწვიოს ბავშვებსა და ნარკოტიკებზე არა-დამოკიდებულ პირებში, შემთხვევით ან განზრახ მიღებისას. Aამიტომ, პაციენტებმა უსაფრთხოდ უნდა შეინახონ ტაბლეტებიანი ბლისტერი და არ უნდა გახსნან იგი წინასწარ, რათა ტაბლეტები არ გახდეს ხელმისაწავდომი ბავშვებისა და ოჯახის სხვა წევრებისათვის.
წამალდამოკიდებულება
ბუპრენორფინი არის ოპიატური რეცეპტორების ნაწილობრივი ანტაგონისტი, რომლის მუდმივად მიღება იწვევს ოპიოდური ტიპის წამალდამოკიდებულებას, და მკურნალობის შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს მოხსნის სინდრომი.
სუნთქვის დათრგუნვა
არსებობს მონაცემები რამდენიმე ლეტალური შედეგის შესახებ, სუნთქვის დათრგუნვის გამო, განსაკუთებით ბუპრენორფინის მიღებისას ბენზოდიაზეპამებთან ერთად ან მისი არადანიშნულებისამებრ მიღებისას.
სეროტონინული სინდრომი
ბუპრენორფინისა და სხვა სეროტონინერგიული საშუალებების კომბინირებულმა გამოყენებამ, როგორებიცაა მაო ინჰიბიტორები, სეროტონინის უკუდაჭერის სელექტიური ინჰიბიტორები, სეროტონინისა და ნორადრენალინის უკუდაჭერის ინჰიბიტორები ან ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, შეიძლება გამოიწვიოს სეროტონინული სინდრომი - სიცოცხლისათვის პოტენციურად სახიფათო მდგომარეობა (იხ. ნაწილი “ურთიერთქმედება სხვა წამლებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეები”).
თუ სხვა სეროტონინერგიული საშუალებებით თანმხლები მკურნალობა კლინკურად დასაბუთებულია, ასეთ შემთხვევაში რეკომენდირებულია პაციენტების მკაცრი მეთვალყურეობა, განსაკუთრებით - მკურნალობის დაწყებისას და დოზების მომატებისას.
სეროტონინული სინდრომის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილებებს, ვეგეტაციურ არტასტაბილურობას, ნერვულ-კუნთოვან დარღვევებს და/ან კუჭ-ნაწლავის სიმპტომებს.
სეროტონინული სინდრომზე ეჭვის შემთხვევაში, განხილული უნდა იქნას დოზის შემცირების ან მკურნალობის შეწყვეტის შესაძლებლობა, სიმპტომების სიმძიმის გათვალისწინებით.
ჰეპატიტი, ღვიძლის რეაქციები
როგორც კლინიკური კვლევების, ისე რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში, აღნიშნულია ღვიძლის მძიმე დაზიანების შემთხვევები. გამოვლენილია ღვიძლის ტრანსმინაზას ტრანზიტორული ასიმპტომური დონის ღვიძლის უკმარისობის დონემდე ზრდის ანომალიების სპექტრი. შესაძლოა, რომ ბევრ შემთხვევაში, ამის მიზეზს ან დამატებით ფაქტორს წარმოადგენდა ღვიძლის ფერმენტების ანომალიები, დასნებოვნება В ან С ვირუსული ჰეპატიტით, პოტენციურად ჰეპატოტოქსიკურ სხვა პრეპარატებთან ერთად მიღება და ნარკოტიკების მუდმივად მოხმარება მათი ვენაში შეყვანის გზით. ეს ძირითადი ფაქტორები გათვალისწინებული უნდა იყოს ბუპრენორფინის დანიშვნისა და ამ პრეპარატით მკურნალობის მთელ პერიოდში. ღვიძლის რეაქციაზე დაეჭვების შემთხვევაში, რაიმე უცნობი მიზეზით, საჭიროა შეფასდეს, წარმოადგენს თუ არა ბუპრენორფინი ღვიძლის ნეკროზის ან სიყვითლის მიზეზს, ხოლო მკურნალობა უნდა შეწყდეს, როგორც კი პაციენტის კლინიკური მდგომარეობა მოგვცემს ამის საშუალებას. ღვიძლის ფუნქციის ტესტი რეგულარულად უნდა ჩაუტარდეს ყველა პაციენტს.
ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, რაც ცენტრალური მოქმედების სხვა საშუალებებით ძლიერდება, როგორებიცაა მაგალითად ალკოჰოლი, ტრანკვილიზატორები, სედატიური და ჰიპნოზური საშუალებები.
ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა ორთოსტატიკური ჰიპოტენზია. ეს პრეპარატი სიფრთხილის ზომების დაცვით ენიშნება პაციენტებს, რომლებსაც აქვთ არტერიული ჰიპოტენზია, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია ან ურეთრის სტენოზი, აგრეთვე ნაღვლის სადინარის ფუნქციის მოშლილობის პაციენტებს.
ბუპრექსონი-ზნ სიფრთხილის ზომების დაცვით ენიშნება ხანდაზმული ასაკის ან დასუსტებულ პაციენტებს.
ოპიოდების მოხსნის სინდრომი
სიმპტომების წარმოშობა შეიძლება უკავშირდებოდეს არაოპტიმალურ დოზებს.
თირკმლის უკმარისობა
იმის გამო, რომ მიღებული დოზის 30% თირკმელებით გამოიყოფა, თირკმელებში ელიმინაცია შეიძლება უფრო გახანგრძლივდეს.
ბუპრენორფინის მეტაბოლიტები გროვდება თირკმლის უკმარისობის პაციენტებში.
მიცემა 16-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებში
16-დან 18 წლამდე ასაკის მოზარებისათვის მონაცემების არარსებობის გამო, მათ ეს პრეპარატი უნდა მიეცეს განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვით.
CYP 3A ინჰიბიტორები
პრეპარატებმა, რომლებიც თრგუნავენ ჩYP3A4 ფერმენტს, შეიძლება გამოიწვიონ ბუპრენორფინის მაღალი კონცენტრაციები. პაციენტებისათვის, რომლებიც უკვე ღებულობდნენ ჩYP3A4 ინჰიბიტორებს, შეიძლება აუცილებელი გახდეს ბუპრენორფინის/ნალოქსონის დოზის შემცირება.
ბუპრენორფინს შეუძლია შეასუსტოს ტკივილის სიმპტომები რიგ პათოლოგიებში. ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტები და კლინიკური გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ბუპრენორფინს ასევე შეუძლია გამოიწვიოს ფარმაკოდამოკიდებულება, მაგრამ უფრო დაბალი ხარისხით, ვიდრე მორფინს. ამგვარად, მკურნალობისას ძალზე მნიშვნელოვანია ყველა ფაქტორის გათვალისწინება და დანიშნული დოზების დაცვის კონტროლი.
სპორტსმენ პაციენტებს აუცილებლად უნდა ეცნობოს, რომ ბუპრენორფინი შეტანილია დოპინგების (სტიმულატორების) სიაში.
პრეპარატში ლაქტოზას არსებობის გამო, იგი უკუნაჩვენებია თანდაყოლილი გალაქტოზემიის, მალაბსორბციის სინდრომის, გლუკოზა-გალაქტოზის ან ლაქტოზას ფერმენტის უკმარისობის შემთხვევებში. ამ პრეპარატის შემადგენლობაში ასპარტამის შემცველობის გათვალისწინებით, მისი მიცემა ფენილკეტონურიით დაავადებული პაციენტებისათვის არ შეიძლება.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ბუპრექსონი-ზნ-ს მიღება ალკოჰოლურ სასმელებთან ან ალკოჰოლის შემცველ სხვა წამლებთან ერთად, არ შეიძლება. ალკოჰოლი აძლიერებს ბუპრენოფინის სედატიურ ეფექტს. ეს პრეპარატი სიფრთხილის ზომების დაცვით უნდა დაინიშნოს, თუკი იგი პაციენტს უნდა მიეცეს შემდეგ წამლებთან ერთად:
- ბენზოდიაზეპამებთან, რადგან ამ კომბინაციამ შეიძლება გააძლიეროს ცენტრალური წარმოშობის სუნთქვის დათრგუნვა ლეტალური შედეგის რისკით; დოზის გატიტვრა აუცილებელია მოხდეს ინდივიდუალურად და პაციენტის მდგომარეობის სერიოზული კონტროლით. გასათვალისწინებელია ასევე პრეპარატის ბოროტად გამოყენების რისკიც.
- ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) დამთრგუნავ სხვა საშუალებებთან; ოპიოიდების სხვა წარმოებულებთან (ანალგეტიკური და ხველის საწინააღმდეგო სხვა საშუალებები); ცალკეულ ანტიდეპრესანტებთან, , H1 – რეცეპტორების ანტაგონისტებთან, ბარბიტურატებთან, სხვა ანქსიოლიტური საშუალებებთან, ნეიროლეპტიკებთან, კლონიდინთან და მის მონათესავე ნივთიერებებთან; ეს კომბინაციები აძლიერებენ ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვას;
- მონოამინოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორებთან, რადგან : მორფინის გამოყენების გამოცდილებიდან ცნობილია, რომ ამ კომბინაციამ შესაძლოა გააძლიეროს ოპიოიდების ეფექტი.
დღეის მდგომარეობით, მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები კოკაინთან - ნივთერებასთან, რომელსაც წამალდამოკიდებული პირები ყველაზე ხშირად ხმარობენ ოპიოიდებთან ერთად, გამოვლენილი არ არის.
არსებობს ვარაუდი ბუპრენორფინისა და ფენპროკუმონის სავარაუდო ურთიერთქმედების შესახებ ბუპრენორფინის ვენაში შეყვანისას, რაც ჩხვლეტის ადგილის შეწითლებას იწვევდა.
ბუპრენორფინი სიფრთხილის დაცვით უნდა მიეცეს პაციენტებს მისი გამოყენებისას სეროტონინერგიულ წამლებთან ერთად, როგოორებიცაა მაო-ს ინჰიობიტორები, სეროტონინის უკუდაჭერის სელექტიური ინჰიბიტორები, სეროტონინისა და ნორადრენალინის უკუდაჭერის ინჰიბიტორები ან ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, რადგან, იზრდება სეროტონინული სინდრომის – სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში მდგომარეობის - რისკი (იხ. ნაწილი “გამოყენების თავისებურებები”)
ბუპრენორფინის ურთიერთქმედება კეტოკონაზოლთან (CYP 3A4-ის ძლიერი ინგჰიბიტორი) იწვევს ბუპრენორფინის Cmax და AUC (დაახლოებით 70%-ით და 50%-ით, შესაბამისად) და უფრო ნაკლები ხარისხით – მისი მეტაბოლიტის ნორბუპრენოფრინის მომატებას. ამ შემთხვევაში პაციენტის მდგომარეობა ყურადღებით უნდა კონტროლდებოდეს და შეიძლება საჭირო გახდეს ბუპრექსონი-ზნ-ს დოზის შემცირება ჩYP 3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორებთან (მაგალითად პროტეაზას ინჰიბიტორებთან ან სოკოს საწინააღმდეგო აზოლებთან) ერთად მიცემისას.
ბუპრენორფინის დოზის შემდგომი გატიტვრა უნდა მოხდეს კლინიკური მაჩვენებლების მიხედვით.
CYP 3A4-ის სხვა ინჰიბიტორების (მაგალითად გესტოდენი, ტროლეანდომიცინი, აივ-პროტეაზები, რიტონავირი, ინდინავირი და საკვინავირი) გამოყენებამ შესაძლოა ასევე აამაღლოს ბუპრენორფინის კონცენტრაცია, ამიტომ, მკურნალობის დაწყებისას, განხილული უნდა იქნას ბუპრენორფინის დოზის შემცირების მიზანშეწონილობა.
CYP3A4 ინდუქტორები: ჩYP3A4 ინდუქტორების მიღებამ ბუპრენოფრინთან ერთად, შეიძლება შეამციროს ბუპრენორფინის კონცენტრაცია პლაზმაში. ფერმენტების ინდუქტორებთან (როგორებიცაა მაგალითად ფენობარბიტალი, კარბამაზეპინი, ფენიტოინი, რიფამპიცინი) ერთად მიღებისას, რეკომენდირებულია რომ გულდასმით გაკონტროლდეს იმ პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც ბუპრენორფინით მკურნალობენ. ამ პრეპარატების გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს ბუპრენორფინის მეტაბოლიზმი, ამიტომ, პაციენტებისათვის, რომლებსაც ჩივილები აქვთ ბუპრენორფინის ეფექტურობის კლების ან ნარკოტიკებისადმი ლტოლვის გაძლიერების გამო, ბუპრენორფინის დოზა უნდა დაკორექტირდეს.
ადექვატური ანალგეზიის მიღწევა შეიძლება გართულდეს ოპიოიდური აგონისტის შეყვანისას პაციენტებში, რომლებიც ბუპრენორფინს / ნალოქსონს ღებლობენ. ამიტომ, არსებობს ჭარბი დოზის რისკი, განსაკუთრებით მცდელობებისას, რომ გადაილახოს ბუპრენორფინის გვერდითი აგონისტური ეფექტები ან როდესაც მცირდება ბუპრენორფინის კონცენტრაცია პლაზმაში.
ნალტრექსონი და ნალმეფენი - ოპიოიდური რეცეპტორების ანტაგონისტები, ბლოკავენ ბუპრენორფინის ფარმაკოლოგიურ ეფექტებს, ამიტომ, საჭიროა თავიდან ავიცილოთ ბუპრექსონი-ზნ-სა და ნალტრექსონის ან ნალმეფენის ერთდროულად მიცემა პაციენტისათვის, ამ პრეპარატების პოტენციურად სახიფათო ურთიერთქმედების გამო, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ოპიოიდების მოხსნის უეცარი ხანგრძლივი და ინტენსიური სინდრომის დაწყება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის პერიოდში ბუპრექსონი-ზნ-ს გამოყენების ადეკვატური მონაცემები არ მოიპოვება, და ადამიანისათვის პოტენციური რისკები უცნობია. ორსულობის ბოლო ფაზაში ბუპრენორფინმა შეიძლება გამოიწვიოს ახალშობილის სუნთქვის დათრგუნვა ამ პრეპარატის შეყვანიდან თუნდაც მოკლე პერიოდის შემდეგ. ბუპრენორფინის ხანგრძლივმა მიღებამ ორსულობის ბოლო სამ თვეში, შეიძლება გამოიწვიოს მოხსნის სინდრომი ახალშობილებში (მაგალითად არტერილი ჰიპერტენზია, კანკალი, ნეონატალური აჟიტაცია, მიოკლონუსი ან კრუნჩხვები). როგორც წესი, სინდრომი ვლინდება დაბადების შემდეგ რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე პერიოდის განმავლობაში.
ბუპრენორფინის ნახევარდაშლის ხანგრძლივი პერიოდის გამო, საჭიროა ახალშობილების რამდენიმე-დღიანი მონიტორინგი, რათა თავიდან ავიცილოთ სუნთქვის დათრგუნვა ან მოხსნის სინდრომი.
პრეპარატის გამოყენება ორსულობის პერიოდში, უნდა შეფასდეს ექიმის მიერ. ბუპრექსონი-ზნ ორსულ პაციენტს უნდა მიეცეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი ახალშობილისათვის, პოტენციურ რისკს სჭარბობს
ძუძუთი კვების პერიოდი
ნალოქსინის, ბუპრენორფინისა და მისი მეტაბოლიტების არსებობა დედის რძეში უცნობია, ამიტომ, ლაქტაციის პერიოდში ამ პრეპარატის მიღება პაციენტს უნდა შეუწყდეს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ბუპრენორფინისა და ნალოქსონის შემცველმა პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიონ ძილიანობა, თავბრუსხვევა, გონების დაბინდვა, განსაკუთრებით მათი მიღებისას ალკოჰოლთან ან ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესანტებთან ერთად, ამიტომ, პაციენტებს უნდა ეცნობოს, რომ ამ პრეპარატებმა შეიძლება ზეგავლენა იქონიონ რეაქციის სისწრაფეზე ავტოტრანსპორტის მართვისას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას.
გვერდითი მოვლენები
შეტყობინებები გვერდითი რეაქციების შესახებ, უმეტეს შემთხვევებში უკავშირდებოდა მოხსნის სინდრომს (ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, კუნთების ტკივილი, შფოთვა, ოფლიანობა და ა.შ.)
ბუპრექსონი-ზნ-ს ანალოგების გვერდითი მოქმედებები განისაზღვრება როგორც დოზაზე დამოკიდებული.
ტიპიური გვერდთი რეაქციებია:
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, შაკიკი, თავბრუსხვევა, ჰიპერტონია, პარესტეზია, ძილიანობა, ამნეზია, კრუნჩხვები, ჰიპერკინეზი, მეტყველების დარღვევები, კანკალი.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ჰიპერტონია, სისხლძარღვების გაფართოება, სტენოკარდია, ბრადიკარდია, მიოკარდის ინფარქტი, გულის რითმის აჩქარება, ტაქიკარდია, ჰიპოტონია, პალპიტაცია, ორგანოსტატიკური ჰიპოტენზია
სასუნთქი სისტემის მხრივ: ხველა, სუნთქვის დათრგუნვა, ქოშინი, მთქნარება, ასთმა, ბრონქოსპაზმა.
კუჭნაწლავის სისტემის მხრივ: შეკრულობა, გულისრევა, მუცლის ტკივილი, დიარეა, დისპეპსია, მეტეორიზმი, პირღებინება, წყლულები პირის ღრუში, ენის გაუფერულება.
მხედველობის ორგანოების მხრივ: ამბლიოპია, თვალის საცრემლე აპარატის დაავადება, კონიუნქტივიტი, მიოზი.
ინფექციები და ინვაზიები: გრიპი, ფარინგიტი, რინიტი, შარდმდენი გზების ინფექციები, ვაგინალური ინფექციები.
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ანემია, ლეიკოციტოზი, ლეიკოპენია, ლიმფადენოპათია, თრომბოციტოპენია.
იმუნური სისტემის მხრივ: მგრძნობელობის მომატება (მაგ. გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ქავილი, ბრონქოსპაზმები) ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქტიკური შოკი.
მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები: მადის დაკარგვა, ჰიპერგლიკემია, ჰიპერლიპიდემია, ჰიპოგლიკემია.
ფსიქიური მოშლილობები: უძილობა, შფოთვა, დეპრესია, ლიბიდოს დაქვეითება, ნერვიული მდგომარეობა, პათოლოგიური აზროვნება, ანომალური ოცნებები, მღელვარება, აპათია, დეპერსონალიზაცია, ნარკოტიკული დამოკიდებულება, ეიფორია, მტრული განწყობა, ჰალუცინაციები.
კანისა და კანქვეშა უჯრედების მხრივ: ჰიპერჰიდროზი, ქავილი, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, აკნე, ალოპედია, ექსფოლიატური დერმატიტი, კანის სიმშრალე, ანგიოდერმა.
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატისა და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ: ტკივილი ზურგის არეში, ართრალგია, კრუნჩხვები კუნთებში, კუნთებს ტკივილი, ართრიტი.
სმენის ორგანოებისა და წონასწორობის მხრივ: ვერტიგო
თირკმელებისა და შარდსადენი სისტემის მხრივ: ანომალური მაჩვენებლები შარდში, ალბუმინურია, შარდგამოშვების დარღვევები, ჰემატურია, ნეფროლიტიაზი, შარდის შეკავება.
რეპროდუქციული სისტემის მხრივ: ერექციული დისფუნქცია, ამენორეა, ეაკულაციის დარღვევები, მენორაგია, მეტრორაგია.
ზოგადი დარღვევები: პრეპარატის მოხსნის სინდრომი, ასტენია, ტკივილი გულმკერდის არეში, შემცივნება, ციებ-ცხელება, ზოგადი სისუსტე, ტკივილები, პერიფერიული შეშუპებები, ჰიპოთერია, მომეტებული ოფლიანობა.
გამოკვლევები: ნორმიდან გადახრილი ღვიძლის სინჯები, წონის დაკარგვა, ქრეატინინის მომატება სისხლში.
ჰეპატობილიალური დარღვევები: ღვიძლის ტრანსამინაზას მომატება და სიყვითლე, ჩვეულებრივ – დადებითი კლინიკური მიმდინარეობით, ღვიძლის ნეკროზი.
ნარკოტიკების ბოროტად მოხმარების შემთხვევებში, შიდა შეყვანისას აღნიშნულია ადგილობრივი რეაქციები, ზოგჯერ სეპტიკური (აბსცესი, ცელულიტი) და პოტენციურად სერიოზული მწვავე ჰეპატიტები და სხვა ინფექციური დავადებები, როგორებიცაა პნევმონია, ენდოკარდიტი. გამოხატული ნარკოდამოკიდებულების პაციენტებში, ბუპრნორფინის/ნალოქსონის თავდაპირველმა შეყვანამ შეიძლება ხელი შეუწყოს პრეპარატის მოხსნის სინდრომის წარმოშობას. შეწყვეტის ნეონატალური სინდრომი აღინიშნა ახალშობილებში, როდესაც დედები ღებულობდნენ ბუპრენორფინს ორსულობის პერიოდში. სინდრომის ხასიათი შეიძლება ცვალებადობდეს მოხმარებული ნარკოტიკული ნივთიერებების ტიპების მიხედვით.
სინკოპე განსაზღვრული არ ყოფილა.
ჭარბი დოზა
სიმპტომები: ფიქსირებული კომბინაციის სუბლინგვალური მიღებისას, ჭარბი დოზა ნაკლებად სავარაუდოა. შემთხვევითი ჭარბი პერორალური მიღებისას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ისეთ სიმპტომებს, როგორებიცაა გულისრევა, პირღებინება და/ან მეტყველების დარღვევა, ძილიანობა, ამბლიოპია, მიოზი, არტერიული ჰიპოტენზია.
სუნთქვის დეპრესია ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესიის გამო წარმოადგენს ძირითად სიმპტომს, რომელიც ჩარევას საჭიროებს პრეპარატის ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში, რადგან ამან შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის შეჩერება და ლეტალური შედეგი.
მკურნალობა. პირველი დახმარება ითვალისწინებს კუჭის დაუყოვნებლივ ამორეცხვას, ზოგადი რეანიმაციული ღონისძიებების გატარებას, მათ შორის სასუნთქი გზებისა და გულის გულდასმით მონიტორინგს.
ოპიატების სპეციფიურ ანტაგონისტს წარმოადგენს ნალოქსონი, რომელიც პარენტერალურად შეიყვანება. გასათვალისწინებელია, რომ ნალოქსონი უფრო სწრაფად გამოიყოფა ორგანიზმიდან, ვიდრე ბუპრენორფინი, ამიტომ აუცილებელია უზრუნველყოფილი იქნას ნალოქსონის განმეორებითი ინფუზია ჭარბი დოზების სიმპტომების წარმოშობის რისკის გამო. ნალოქსონის საწყისმა დოზებმა შეიძლება მიაღწიოს 2მგ-ს (არაუმეტეს 10-მგ) და განმეორდეს ყოველ 2-3 წუთში ერთხელ, დამაკმაყოფილებელი ეფექტის მიღწევამდე.
აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა გამოვიყენოთ სუნთქვის ანალგეტიკები.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: 1 ტაბლეტი შეიცავს ბუპრენორფინის ჰიდროქლორიდს 2,0მგ ბუპრენორფინზე გადაანგარიშებით და ნალოქსონის ჰიდროქლორიდის დიჰიდრატს 0,5მგ ნალოქსონზე გადაანგარიშებით, ან ბუპრენორფინის ჰიდროქლორიდს 8,0მგ ბუპრენორფინზე გადაანგარიშებით და ნალოქსონის ჰიდროქლორიდის დიჰიდრატს 2,0მგ ნალოქსონზე გადაანგარიშებით;
დამხმარე ნივთიერებები: ცელლაქტოზა 80 (ლაქტოზას მონოჰიდრატისა და ფხვნილისებური ცელულოზას ნარევი (75:25)), სიმინდის სახამებელი, კროსპოვიდონი, ლიმნის მჟავა უწყლო, მანიტი (E 421), ასპარტამი (E 951), მაგნიუმის სტერეატი
წამლის ფორმა: სუბლინგვალური ტაბლეტები
შენახვის პირობები
3 წელი
შენახვის პირობები: ინახება თავდაპირველ შეფუთვაში, არაუმეტეს 250ჩ ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვომელ ადგილზე
შეფუთვა
10 ტაბლეტი ბლისტერზე, 5 ბლისტერი კოლოფში
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - I, გაიცემა ფორმა №1 რეცეპტით, ჩანაცვლებითი თერაპიის ფარგლებში
ფარმაკოლოგიური თვისებები
ოპიოიდური დამოკიდებულების სამკურნალო საშუალებები. ბუპრენორფინი, კომბინაციები
ATC კოდი N07B C51
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა.
ბუპრენორფინის ჰიდროქლორიდი არის ცენტრალური მოქმედების ანალგეტიკი, იგი აღაგზნებს ოპიატურ კ–რეცეპტორებს, რითაც აიხსნება მისი მაღალი ანალგეტიკური აქტივობა, და ამავდროულად ბლოკავს µ–რეცეპტორებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ეიფორიული მდგომარეობის განვითარებაზე. ანალგეტიკური მოქმედებით, ბუპრენორფინი მორფინზე 2-2,5-ჯერ სუსტია. ცენტრალური მოქმედების სხვა ნარკოტიკული ანალგეტიკებისაგან განსხვავებით, ეს პრეპარატი ეიფორიას არ იწვევს, ამიტომ, უფრო ნაკლებად სახიფათოა როგორც საშუალება, რომლის მიმართაც წამალდამოკიდებულება წარმოიშობა.
ნალოქსონი ბლოკავს ისეთი ოპიოიდების ეფექტებს, როგორებიცაა მორფინი, კოდეინი და ჰეროინი. როდესაც ბუპრენორფინი და ნალოქსონი ინექციის სახით გამოიყენება, ნალოქსონი ბლოკავს ბუპრენორფინის ეფექტებს, რაც აბსტინენციის სიმპტომების წარმოშობას იწვევს ნარკოდამოკიდებულ პაციენტებში, ხოლო ჩვეულებრივი დოზებით სუბლინგვალური მიცემისას, ნალოქსონის ეფექტი ნაკლებად ვლინდება, პირველადი გავლისას მისი თითქმის სრული მეტაბოლიზმის გამო.
ფარმაკოკინეტიკა.
სუბლინგვალური მიღებისას, ბუპრენორფინი შეიწოვება ძალიან ნელა, მისი მაქსიმალური დონეები სისხლის პლაზმაში აღინიშნება 90 წუთის შემდეგ.
პერორალური მიღების შემდეგ, ნალოქსონის არსებობა პლაზმაში თითქმმის შეუმჩნეველია.
ბუპრენორფინი და ნალოქსონი თანაბრად ნაწილდებიან ორგანიზმის ქსოვილებში, ლახავენ რა ჰემატოენცეფალურ ბარიერს.
ბუპრენორფინი დაახლოებით 96%-ით უკავშირდება ცილებს, უპირატესად α– და β-გლობულინებით. ნალოქსონი დაახლოებით 45%-ით უკავშირდება ცილებს, უპირატესად ალბუმინებით.
ფიქსირებული კომბინაციის აქტიური კომპონენტები მეტაბოლიზირდება ღვიძლში, ორგანიზმიდან გამოიყოფა უპირატესად სანაღვლე სადინარით, მაგრამ, შეყვანილი დოზის უმნიშვნელო რაოდენობა თირკმელებიდან გამოიყოფა.
ბუპრენორფინი მეტაბოლიზირდება როგორც N-დეზალკილირების გზით ნორბუპრენორფინამდე, ასევე გლუკორონიზაციით. N-დეზალკილირება გასაშუალებულია P450 ციტოქრომას ფერმენტული სისტემით. ნორბუპრენორფინი არის აქტიური მეტაბოლიტი, რომელიც შემდგომში გლუკორონიზაციას ექვემდებარება. ნალოქსონი გლუკორონიზაციას ექვემდებარება ნალოქსინი-3-გლუკორონიდამდე, ასევე ექვემდებარება N-დეზალკილიზაციასა და 6-ოქსო-ჯგუფამდე შემცირებას.
ბუპრენორფინს აქვს სისხლის შრატიდან ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი – 37 საათი. ნალოქსონისათვის სისხლის შრატიდან ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს 1 საათს.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
პრეპარატის სამედიცინო გამოყენების
ინსტრუქცია
`ბუპრექსონი-ზნ”
(BUPREXONE-ZN)
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: 1 ტაბლეტი შეიცავს ბუპრენორფინის ჰიდროქლორიდს 2,0მგ ბუპრენორფინზე გადაანგარიშებით და ნალოქსონის ჰიდროქლორიდის დიჰიდრატს 0,5მგ ნალოქსონზე გადაანგარიშებით, ან ბუპრენორფინის ჰიდროქლორიდს 8,0მგ ბუპრენორფინზე გადაანგარიშებით და ნალოქსონის ჰიდროქლორიდის დიჰიდრატს 2,0მგ ნალოქსონზე გადაანგარიშებით;
დამხმარე ნივთიერებები: ცელლაქტოზა 80 (ლაქტოზას მონოჰიდრატისა და ფხვნილისებური ცელულოზას ნარევი (75:25)), სიმინდის სახამებელი, კროსპოვიდონი, ლიმნის მჟავა უწყლო, მანიტი (E 421), ასპარტამი (E 951), მაგნიუმის სტერეატი
წამლის ფორმა: სუბლინგვალური ტაბლეტები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ოპიოიდური დამოკიდებულების სამკურნალო საშუალებები. ბუპრენორფინი, კომბინაციები
ATC კოდი N07B C51
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა.
ბუპრენორფინის ჰიდროქლორიდი არის ცენტრალური მოქმედების ანალგეტიკი, იგი აღაგზნებს ოპიატურ კ–რეცეპტორებს, რითაც აიხსნება მისი მაღალი ანალგეტიკური აქტივობა, და ამავდროულად ბლოკავს µ–რეცეპტორებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ეიფორიული მდგომარეობის განვითარებაზე. ანალგეტიკური მოქმედებით, ბუპრენორფინი მორფინზე 2-2,5-ჯერ სუსტია. ცენტრალური მოქმედების სხვა ნარკოტიკული ანალგეტიკებისაგან განსხვავებით, ეს პრეპარატი ეიფორიას არ იწვევს, ამიტომ, უფრო ნაკლებად სახიფათოა როგორც საშუალება, რომლის მიმართაც წამალდამოკიდებულება წარმოიშობა.
ნალოქსონი ბლოკავს ისეთი ოპიოიდების ეფექტებს, როგორებიცაა მორფინი, კოდეინი და ჰეროინი. როდესაც ბუპრენორფინი და ნალოქსონი ინექციის სახით გამოიყენება, ნალოქსონი ბლოკავს ბუპრენორფინის ეფექტებს, რაც აბსტინენციის სიმპტომების წარმოშობას იწვევს ნარკოდამოკიდებულ პაციენტებში, ხოლო ჩვეულებრივი დოზებით სუბლინგვალური მიცემისას, ნალოქსონის ეფექტი ნაკლებად ვლინდება, პირველადი გავლისას მისი თითქმის სრული მეტაბოლიზმის გამო.
ფარმაკოკინეტიკა.
სუბლინგვალური მიღებისას, ბუპრენორფინი შეიწოვება ძალიან ნელა, მისი მაქსიმალური დონეები სისხლის პლაზმაში აღინიშნება 90 წუთის შემდეგ.
პერორალური მიღების შემდეგ, ნალოქსონის არსებობა პლაზმაში თითქმმის შეუმჩნეველია.
ბუპრენორფინი და ნალოქსონი თანაბრად ნაწილდებიან ორგანიზმის ქსოვილებში, ლახავენ რა ჰემატოენცეფალურ ბარიერს.
ბუპრენორფინი დაახლოებით 96%-ით უკავშირდება ცილებს, უპირატესად α– და β-გლობულინებით. ნალოქსონი დაახლოებით 45%-ით უკავშირდება ცილებს, უპირატესად ალბუმინებით.
ფიქსირებული კომბინაციის აქტიური კომპონენტები მეტაბოლიზირდება ღვიძლში, ორგანიზმიდან გამოიყოფა უპირატესად სანაღვლე სადინარით, მაგრამ, შეყვანილი დოზის უმნიშვნელო რაოდენობა თირკმელებიდან გამოიყოფა.
ბუპრენორფინი მეტაბოლიზირდება როგორც N-დეზალკილირების გზით ნორბუპრენორფინამდე, ასევე გლუკორონიზაციით. N-დეზალკილირება გასაშუალებულია P450 ციტოქრომას ფერმენტული სისტემით. ნორბუპრენორფინი არის აქტიური მეტაბოლიტი, რომელიც შემდგომში გლუკორონიზაციას ექვემდებარება. ნალოქსონი გლუკორონიზაციას ექვემდებარება ნალოქსინი-3-გლუკორონიდამდე, ასევე ექვემდებარება N-დეზალკილიზაციასა და 6-ოქსო-ჯგუფამდე შემცირებას.
ბუპრენორფინს აქვს სისხლის შრატიდან ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი – 37 საათი. ნალოქსონისათვის სისხლის შრატიდან ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს 1 საათს.
კლინიკური მახასიათებლები
ჩვენებები
ოპიოიდური დამოკიდებულების მკურნალობა სპეციალისტების მიერ სამედიცინო, სოციალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის კომპლექსში.
უკუჩვენებები
- მომეტებული მგრძნობელობა ბუპრენორფინის, ნალოქსონის ან ფიქსირებული კომბინაციის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ;
- სუნთქვის უკმარისობის მძიმე ხარისხი;
- ღვიძლის უკმარისობის მძიმე ხარისხი;
- მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაცია ან ალკოჰოლური თრობის მდგომარეობა;
- შეყვანა ოპიოიდურ ანტაგობისტებტან ერთად (ნალტრექსონი, ნაალმეფენი), ალკოჰოლური ან ოპიოიდური დამოკიდებულების სამკურნალოდ.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეები
ბუპრექსონი-ზნ-ს მიღება ალკოჰოლურ სასმელებთან ან ალკოჰოლის შემცველ სხვა წამლებთან ერთად, არ შეიძლება. ალკოჰოლი აძლიერებს ბუპრენოფინის სედატიურ ეფექტს. ეს პრეპარატი სიფრთხილის ზომების დაცვით უნდა დაინიშნოს, თუკი იგი პაციენტს უნდა მიეცეს შემდეგ წამლებთან ერთად:
- ბენზოდიაზეპამებთან, რადგან ამ კომბინაციამ შეიძლება გააძლიეროს ცენტრალური წარმოშობის სუნთქვის დათრგუნვა ლეტალური შედეგის რისკით; დოზის გატიტვრა აუცილებელია მოხდეს ინდივიდუალურად და პაციენტის მდგომარეობის სერიოზული კონტროლით. გასათვალისწინებელია ასევე პრეპარატის ბოროტად გამოყენების რისკიც.
- ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) დამთრგუნავ სხვა საშუალებებთან; ოპიოიდების სხვა წარმოებულებთან (ანალგეტიკური და ხველის საწინააღმდეგო სხვა საშუალებები); ცალკეულ ანტიდეპრესანტებთან, , H1 – რეცეპტორების ანტაგონისტებთან, ბარბიტურატებთან, სხვა ანქსიოლიტური საშუალებებთან, ნეიროლეპტიკებთან, კლონიდინთან და მის მონათესავე ნივთიერებებთან; ეს კომბინაციები აძლიერებენ ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვას;
- მონოამინოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორებთან, რადგან : მორფინის გამოყენების გამოცდილებიდან ცნობილია, რომ ამ კომბინაციამ შესაძლოა გააძლიეროს ოპიოიდების ეფექტი.
დღეის მდგომარეობით, მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები კოკაინთან - ნივთერებასთან, რომელსაც წამალდამოკიდებული პირები ყველაზე ხშირად ხმარობენ ოპიოიდებთან ერთად, გამოვლენილი არ არის.
არსებობს ვარაუდი ბუპრენორფინისა და ფენპროკუმონის სავარაუდო ურთიერთქმედების შესახებ ბუპრენორფინის ვენაში შეყვანისას, რაც ჩხვლეტის ადგილის შეწითლებას იწვევდა.
ბუპრენორფინი სიფრთხილის დაცვით უნდა მიეცეს პაციენტებს მისი გამოყენებისას სეროტონინერგიულ წამლებთან ერთად, როგოორებიცაა მაო-ს ინჰიობიტორები, სეროტონინის უკუდაჭერის სელექტიური ინჰიბიტორები, სეროტონინისა და ნორადრენალინის უკუდაჭერის ინჰიბიტორები ან ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, რადგან, იზრდება სეროტონინული სინდრომის – სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში მდგომარეობის - რისკი (იხ. ნაწილი “გამოყენების თავისებურებები”)
ბუპრენორფინის ურთიერთქმედება კეტოკონაზოლთან (CYP 3A4-ის ძლიერი ინგჰიბიტორი) იწვევს ბუპრენორფინის Cmax და AUC (დაახლოებით 70%-ით და 50%-ით, შესაბამისად) და უფრო ნაკლები ხარისხით – მისი მეტაბოლიტის ნორბუპრენოფრინის მომატებას. ამ შემთხვევაში პაციენტის მდგომარეობა ყურადღებით უნდა კონტროლდებოდეს და შეიძლება საჭირო გახდეს ბუპრექსონი-ზნ-ს დოზის შემცირება ჩYP 3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორებთან (მაგალითად პროტეაზას ინჰიბიტორებთან ან სოკოს საწინააღმდეგო აზოლებთან) ერთად მიცემისას.
ბუპრენორფინის დოზის შემდგომი გატიტვრა უნდა მოხდეს კლინიკური მაჩვენებლების მიხედვით.
CYP 3A4-ის სხვა ინჰიბიტორების (მაგალითად გესტოდენი, ტროლეანდომიცინი, აივ-პროტეაზები, რიტონავირი, ინდინავირი და საკვინავირი) გამოყენებამ შესაძლოა ასევე აამაღლოს ბუპრენორფინის კონცენტრაცია, ამიტომ, მკურნალობის დაწყებისას, განხილული უნდა იქნას ბუპრენორფინის დოზის შემცირების მიზანშეწონილობა.
CYP3A4 ინდუქტორები: ჩYP3A4 ინდუქტორების მიღებამ ბუპრენოფრინთან ერთად, შეიძლება შეამციროს ბუპრენორფინის კონცენტრაცია პლაზმაში. ფერმენტების ინდუქტორებთან (როგორებიცაა მაგალითად ფენობარბიტალი, კარბამაზეპინი, ფენიტოინი, რიფამპიცინი) ერთად მიღებისას, რეკომენდირებულია რომ გულდასმით გაკონტროლდეს იმ პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც ბუპრენორფინით მკურნალობენ. ამ პრეპარატების გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს ბუპრენორფინის მეტაბოლიზმი, ამიტომ, პაციენტებისათვის, რომლებსაც ჩივილები აქვთ ბუპრენორფინის ეფექტურობის კლების ან ნარკოტიკებისადმი ლტოლვის გაძლიერების გამო, ბუპრენორფინის დოზა უნდა დაკორექტირდეს.
ადექვატური ანალგეზიის მიღწევა შეიძლება გართულდეს ოპიოიდური აგონისტის შეყვანისას პაციენტებში, რომლებიც ბუპრენორფინს / ნალოქსონს ღებლობენ. ამიტომ, არსებობს ჭარბი დოზის რისკი, განსაკუთრებით მცდელობებისას, რომ გადაილახოს ბუპრენორფინის გვერდითი აგონისტური ეფექტები ან როდესაც მცირდება ბუპრენორფინის კონცენტრაცია პლაზმაში.
ნალტრექსონი და ნალმეფენი - ოპიოიდური რეცეპტორების ანტაგონისტები, ბლოკავენ ბუპრენორფინის ფარმაკოლოგიურ ეფექტებს, ამიტომ, საჭიროა თავიდან ავიცილოთ ბუპრექსონი-ზნ-სა და ნალტრექსონის ან ნალმეფენის ერთდროულად მიცემა პაციენტისათვის, ამ პრეპარატების პოტენციურად სახიფათო ურთიერთქმედების გამო, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ოპიოიდების მოხსნის უეცარი ხანგრძლივი და ინტენსიური სინდრომის დაწყება.
გამოყენების თავისებურებები
პრეპარატი სიფრთხილის ზომების დაცვით უნდა დაენიშნოს პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნება თირკმლის, ღვიძლის და სასუნთქი გზების გამოკვეთილი უკმარისობა, ასევე მიქსედემას და ჰიპოთირეოზის, თირკმლის ზედა ქერქის უკმარისობის, ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვის, ქალა-ტვინის ტრავმის, ალკოჰოლიზმისა და სუნთქვის დამთრგუნველ სხვა წამლებთან ერთობლივად მიღების შემთხვევებში.
ეს პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ოპიოიდური დამოკიდებულების სამკურნალოდ. მკურნალობა ინიშნება ექიმის მიერ, რომელმაც უნდა უზრუნველყოს პრეპარატის ჯეროვანი მიცემა წამალდამოკიდებულების მქონე პაციენტებისათვის.
შეცდომით მიცემისა და დოზასთან ადაპტაციის პროცესის რისკი დგინდება მკურნალობის საწყის პერიოდში, დოზის ხანმოკლე პერიოდით მიცემისა და შეძლებისდაგვარი კონტროლით, რაც ხელს უწყობს მკურნალობის რეჟიმის დაცვას. პრეპარატის შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს აბსტინენტური სინდრომი, ზოგჯერ – დროში დაყოვნებით.
ბუპრენორფინით მკურნალობის დაწყებისას, ექიმმა უნდა გააფრთხილოს პაციენტები, განსაკუთრებით პაციენტები, რომლებიც ოპიოიდურ დამოკიდებულებაზე მკურნალობენ, ბუპრენორფინის ნაწილობრივი აგონისტური პროფილის შესახებ 6 საათზე ნაკლებ დროში ჰეროინის ან მოკლევადიანი ეფექტის მქონე ოპიოიდების ბოლო შეყვანიდან, ან 24 საათზე ნაკლებ დროში მეთადონის ბოლო დოზის შეყვანიდან. და პირიქით, მოხსნის სიმპტომები შესაძლოა ასევე უკავშირდებოდეს არასწორ დოზას.
სერიოზული გვერდითი ეფექტების რისკი, როგორებიცაა ჭარბი დოზა და მკურნალობის შეწყვეტა, უფრო მაღალია იმ პაციენტებში, რომლებიც ბუპრენორფინით მკურნალობის დროს დამოუკიდებლად აგრძელებენ მოხსნის სინდრომის მკურნალობას ოპიოიდებით, ალკოჰოლითY ან სხვა სედატიური და ჰიპნოტური პრეპარატებით, განსაკუთრებით ბენზოდიაზეპამებით.
სუნთქვა
ეს პრეპარატი სიფრთხილის ზომების დაცვით უნდა მიეცეს ასთმის ან სუნთქვის უკმარისობის მქონე პაციენტებს (მაგ. ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, რესპირატორული რეზერვის შემცირება, ჰიპოქსია, ჰიპერკაპნია, კიფოსქოლიოზი)
ბუპრენორფინმა / ნალოქსონმა შეიძლება სუნთქვის დათრგუნვის სერიოზული შედეგები (მათ შორის ლეტალური) გამოიწვიოს ბავშვებსა და ნარკოტიკებზე არა-დამოკიდებულ პირებში, შემთხვევით ან განზრახ მიღებისას. Aამიტომ, პაციენტებმა უსაფრთხოდ უნდა შეინახონ ტაბლეტებიანი ბლისტერი და არ უნდა გახსნან იგი წინასწარ, რათა ტაბლეტები არ გახდეს ხელმისაწავდომი ბავშვებისა და ოჯახის სხვა წევრებისათვის.
წამალდამოკიდებულება
ბუპრენორფინი არის ოპიატური რეცეპტორების ნაწილობრივი ანტაგონისტი, რომლის მუდმივად მიღება იწვევს ოპიოდური ტიპის წამალდამოკიდებულებას, და მკურნალობის შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს მოხსნის სინდრომი.
სუნთქვის დათრგუნვა
არსებობს მონაცემები რამდენიმე ლეტალური შედეგის შესახებ, სუნთქვის დათრგუნვის გამო, განსაკუთებით ბუპრენორფინის მიღებისას ბენზოდიაზეპამებთან ერთად ან მისი არადანიშნულებისამებრ მიღებისას.
სეროტონინული სინდრომი
ბუპრენორფინისა და სხვა სეროტონინერგიული საშუალებების კომბინირებულმა გამოყენებამ, როგორებიცაა მაო ინჰიბიტორები, სეროტონინის უკუდაჭერის სელექტიური ინჰიბიტორები, სეროტონინისა და ნორადრენალინის უკუდაჭერის ინჰიბიტორები ან ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, შეიძლება გამოიწვიოს სეროტონინული სინდრომი - სიცოცხლისათვის პოტენციურად სახიფათო მდგომარეობა (იხ. ნაწილი “ურთიერთქმედება სხვა წამლებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეები”).
თუ სხვა სეროტონინერგიული საშუალებებით თანმხლები მკურნალობა კლინკურად დასაბუთებულია, ასეთ შემთხვევაში რეკომენდირებულია პაციენტების მკაცრი მეთვალყურეობა, განსაკუთრებით - მკურნალობის დაწყებისას და დოზების მომატებისას.
სეროტონინული სინდრომის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილებებს, ვეგეტაციურ არტასტაბილურობას, ნერვულ-კუნთოვან დარღვევებს და/ან კუჭ-ნაწლავის სიმპტომებს.
სეროტონინული სინდრომზე ეჭვის შემთხვევაში, განხილული უნდა იქნას დოზის შემცირების ან მკურნალობის შეწყვეტის შესაძლებლობა, სიმპტომების სიმძიმის გათვალისწინებით.
ჰეპატიტი, ღვიძლის რეაქციები
როგორც კლინიკური კვლევების, ისე რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში, აღნიშნულია ღვიძლის მძიმე დაზიანების შემთხვევები. გამოვლენილია ღვიძლის ტრანსმინაზას ტრანზიტორული ასიმპტომური დონის ღვიძლის უკმარისობის დონემდე ზრდის ანომალიების სპექტრი. შესაძლოა, რომ ბევრ შემთხვევაში, ამის მიზეზს ან დამატებით ფაქტორს წარმოადგენდა ღვიძლის ფერმენტების ანომალიები, დასნებოვნება В ან С ვირუსული ჰეპატიტით, პოტენციურად ჰეპატოტოქსიკურ სხვა პრეპარატებთან ერთად მიღება და ნარკოტიკების მუდმივად მოხმარება მათი ვენაში შეყვანის გზით. ეს ძირითადი ფაქტორები გათვალისწინებული უნდა იყოს ბუპრენორფინის დანიშვნისა და ამ პრეპარატით მკურნალობის მთელ პერიოდში. ღვიძლის რეაქციაზე დაეჭვების შემთხვევაში, რაიმე უცნობი მიზეზით, საჭიროა შეფასდეს, წარმოადგენს თუ არა ბუპრენორფინი ღვიძლის ნეკროზის ან სიყვითლის მიზეზს, ხოლო მკურნალობა უნდა შეწყდეს, როგორც კი პაციენტის კლინიკური მდგომარეობა მოგვცემს ამის საშუალებას. ღვიძლის ფუნქციის ტესტი რეგულარულად უნდა ჩაუტარდეს ყველა პაციენტს.
ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, რაც ცენტრალური მოქმედების სხვა საშუალებებით ძლიერდება, როგორებიცაა მაგალითად ალკოჰოლი, ტრანკვილიზატორები, სედატიური და ჰიპნოზური საშუალებები.
ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა ორთოსტატიკური ჰიპოტენზია. ეს პრეპარატი სიფრთხილის ზომების დაცვით ენიშნება პაციენტებს, რომლებსაც აქვთ არტერიული ჰიპოტენზია, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია ან ურეთრის სტენოზი, აგრეთვე ნაღვლის სადინარის ფუნქციის მოშლილობის პაციენტებს.
ბუპრექსონი-ზნ სიფრთხილის ზომების დაცვით ენიშნება ხანდაზმული ასაკის ან დასუსტებულ პაციენტებს.
ოპიოდების მოხსნის სინდრომი
სიმპტომების წარმოშობა შეიძლება უკავშირდებოდეს არაოპტიმალურ დოზებს.
თირკმლის უკმარისობა
იმის გამო, რომ მიღებული დოზის 30% თირკმელებით გამოიყოფა, თირკმელებში ელიმინაცია შეიძლება უფრო გახანგრძლივდეს.
ბუპრენორფინის მეტაბოლიტები გროვდება თირკმლის უკმარისობის პაციენტებში.
მიცემა 16-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებში
16-დან 18 წლამდე ასაკის მოზარებისათვის მონაცემების არარსებობის გამო, მათ ეს პრეპარატი უნდა მიეცეს განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვით.
CYP 3A ინჰიბიტორები
პრეპარატებმა, რომლებიც თრგუნავენ ჩYP3A4 ფერმენტს, შეიძლება გამოიწვიონ ბუპრენორფინის მაღალი კონცენტრაციები. პაციენტებისათვის, რომლებიც უკვე ღებულობდნენ ჩYP3A4 ინჰიბიტორებს, შეიძლება აუცილებელი გახდეს ბუპრენორფინის/ნალოქსონის დოზის შემცირება.
ბუპრენორფინს შეუძლია შეასუსტოს ტკივილის სიმპტომები რიგ პათოლოგიებში. ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტები და კლინიკური გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ბუპრენორფინს ასევე შეუძლია გამოიწვიოს ფარმაკოდამოკიდებულება, მაგრამ უფრო დაბალი ხარისხით, ვიდრე მორფინს. ამგვარად, მკურნალობისას ძალზე მნიშვნელოვანია ყველა ფაქტორის გათვალისწინება და დანიშნული დოზების დაცვის კონტროლი.
სპორტსმენ პაციენტებს აუცილებლად უნდა ეცნობოს, რომ ბუპრენორფინი შეტანილია დოპინგების (სტიმულატორების) სიაში.
პრეპარატში ლაქტოზას არსებობის გამო, იგი უკუნაჩვენებია თანდაყოლილი გალაქტოზემიის, მალაბსორბციის სინდრომის, გლუკოზა-გალაქტოზის ან ლაქტოზას ფერმენტის უკმარისობის შემთხვევებში. ამ პრეპარატის შემადგენლობაში ასპარტამის შემცველობის გათვალისწინებით, მისი მიცემა ფენილკეტონურიით დაავადებული პაციენტებისათვის არ შეიძლება.
მიღება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდებში
ორსულობა
ორსულობის პერიოდში ბუპრექსონი-ზნ-ს გამოყენების ადეკვატური მონაცემები არ მოიპოვება, და ადამიანისათვის პოტენციური რისკები უცნობია. ორსულობის ბოლო ფაზაში ბუპრენორფინმა შეიძლება გამოიწვიოს ახალშობილის სუნთქვის დათრგუნვა ამ პრეპარატის შეყვანიდან თუნდაც მოკლე პერიოდის შემდეგ. ბუპრენორფინის ხანგრძლივმა მიღებამ ორსულობის ბოლო სამ თვეში, შეიძლება გამოიწვიოს მოხსნის სინდრომი ახალშობილებში (მაგალითად არტერილი ჰიპერტენზია, კანკალი, ნეონატალური აჟიტაცია, მიოკლონუსი ან კრუნჩხვები). როგორც წესი, სინდრომი ვლინდება დაბადების შემდეგ რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე პერიოდის განმავლობაში.
ბუპრენორფინის ნახევარდაშლის ხანგრძლივი პერიოდის გამო, საჭიროა ახალშობილების რამდენიმე-დღიანი მონიტორინგი, რათა თავიდან ავიცილოთ სუნთქვის დათრგუნვა ან მოხსნის სინდრომი.
პრეპარატის გამოყენება ორსულობის პერიოდში, უნდა შეფასდეს ექიმის მიერ. ბუპრექსონი-ზნ ორსულ პაციენტს უნდა მიეცეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი ახალშობილისათვის, პოტენციურ რისკს სჭარბობს
ძუძუთი კვების პერიოდი
ნალოქსინის, ბუპრენორფინისა და მისი მეტაბოლიტების არსებობა დედის რძეში უცნობია, ამიტომ, ლაქტაციის პერიოდში ამ პრეპარატის მიღება პაციენტს უნდა შეუწყდეს.
რეაქციის სისწრაფეზე ზემოქმედება ავტოტრანსპორტის მართვისას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას
ბუპრენორფინისა და ნალოქსონის შემცველმა პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიონ ძილიანობა, თავბრუსხვევა, გონების დაბინდვა, განსაკუთრებით მათი მიღებისას ალკოჰოლთან ან ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესანტებთან ერთად, ამიტომ, პაციენტებს უნდა ეცნობოს, რომ ამ პრეპარატებმა შეიძლება ზეგავლენა იქონიონ რეაქციის სისწრაფეზე ავტოტრანსპორტის მართვისას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას.
მიღების წესი და დოზები
ბუპრექსონი-ზნ ინიშნება ოპიატური დამოკიდებულების მკურნალობაში გამოცდილი ექიმის მიერ, საერთო თერაპიული დოზების მიცემით ოპიოიდებზე დამოკიდებულების მქონე პაციენტებისათვის, მაგრამ მხოლოდ სამედიცინო შემოწმებისა და ამ დამოკიდებულების მკურნალობის ცენტრის რეკომენდაციით. დოზა ინიშნება ინდივიდუალურად, პაციენტის მდგომარეობის მიხედვით
პრეპარატი არის სუბლინგვალური – ტაბლეტი თავსდება ენის ქვეშ საწუწნად, სრულ გახსნამდე. პაციენტს უნდა მიეცეს გაფრთხილება, რომ ტაბლეტის გაწოვა ენის ქვეშ, არის ბუპრენორფინისა და ნალოქსონის კომბინაციის შეყვანის ერთადერთი უსაფრთხო გზა.
პრეპარატი სიფრთხილის ზომების დაცვით უნდა დაენიშნოს პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნება თირკმლის, ღვიძლის და სასუნთქი გზების გამოკვეთილი უკმარისობა, ასევე მიქსედემას და ჰიპოთირეოზის, თირკმლის ზედა ქერქის უკმარისობის, ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვის, ქალა-ტვინის ტრავმის, ალკოჰოლიზმისა და სუნთქვის დამთრგუნველ სხვა წამლებთან ერთობლივად მიღების შემთხვევებში.
ეს პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ოპიოიდური დამოკიდებულების სამკურნალოდ. მკურნალობა ინიშნება ექიმის მიერ, რომელმაც უნდა უზრუნველყოს პრეპარატის ჯეროვანი მიცემა დამოკიდებულების მქონე პაციენტებისათვის.
შეცდომით მიცემისა და დოზასთან ადაპტაცის პროცესის რისკი დგინდება მკურნალობის საწყის პერიოდში, დოზის ხანმოკლე პერიოდით მიცემისა და შეძლებისდაგვარი კონტროლით, რაც ხელს უწყობს მკურნალობის რეჟიმის დაცვას. პრეპარატის შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს აბსტინენტური სინდრომი, ზოგჯერ – დროში დაყოვნებით.YY
ბუპრენორფინით მკურნალობის დაწყებისას, ექიმმა უნდა გააფრთხილოს პაციენტები, განსაკუთრებით პაციენტები, რომლებიც ოპიოიდურ დამოკიდებულებაზე მკურნალობენ, ბუპრენორფინის ნაწილობრივი აგონისტური პროფილის შესახებ 6 საათზე ნაკლებ დროში ჰეროინის ან მოკლევადიანი ეფექტის მქონე ოპიოიდების ბოლო შეყვანიდან, ან 24 საათზე ნაკლებ დროში მეტადონის ბოლო დოზის შეყვანიდან. და პირიქით, მოხსნის სიმპტომები შესაძლოა ასევე უკავშირდებოდეს არასწორ დოზას.
საწყისი თერაპია
რეკომენდირებული საწყისი დოზა ზრდასრული და 16 წელზე მეტი ასაკის პაციენტებისათვის შეადგენს პრეპარატის 2მგ/0,5მგ-ს, სუბლინგვალურად. პრეპარატის დამატებითი 2მგ/0,5მგ შეიძლება მიეცეს პაციენტს მკურნალობის პირველ დღეს, კონკრეტული კლინიკური სიტუაციის გათვალისწინებით.
ოპიოიდების მოხსნის სინდრომის კლინიკური გამოვლინების არმქონე პაციენტებს ბუპრექსონი-ზნ შეიძლება დაენიშნოს არაუადრეს 6 საათის შემდეგ ნარკოტიკული ნივთიერების ბოლო მიღებიდან.
პაციენტებს, რომლებიც მეთადონს ღებულობენ, მეთადონის დოზა უნდა შეუმცირდეთ მაქსიმუმ 30მგ/დღე-მდე, ბუპრექსონი-ზნ-ითYმკურნალობის დაწყებამდე. ამასთანავე, ბუპრექსონი-ზნ-ითYმკურნალობის დაწყებისას, გასათვალისწინებელია მეთადონის ნახევარდაშლის ხანგრძლივი პერიოდი. პირველი დოზები პაციენტს უნდა მიეცეს მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ჩნდება გამოყოფის ნიშნები, მაგრამ არაუადრეს 24 სააათისა მეტადონის ბოლო მიღებიდან. ბუპრენორფინმა შეიძლება დააჩქაროს მოხსნის სიმპტომები მეთადონ-დამოკიდებულების მქონე პაციენტებში.
დამხმარე თერაპია
ფიქსირებული კომბინაციის რეკომენდირებული დღიური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 16მგ-ს (ბუპრენორფინის შემცველობის მიხედვით). დღიური დოზების დასაშვებ ზღვრებს ადგენს ექიმი ინდივიდუალურად, პაციენტის სომატოზური მდგომარეობის, დაავადების სიმძიმის ხარისხისა და კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით (რეკომენდირებული დოზებია 4მგ-დან 16მგ-მდე). შემდგომი მკურნალობისას, ბუპრექსონი-ზნ-ს დოზა უნდა დაკორექტირდეს (გაიზარდოს ან შემცირდეს) ოპტიმალურ თერაპიულ დოზამდე, რომელიც უზრუნველყოფს ოპიოიდების შეწყვეტის სინდრომის ძირითადი კლინიკური გამოვლინებების ეფექტურ კუპირებას. ფიქსირებული კომბინაციის დღიური დოზის გაზრდა ან შემცირება ხდება თანდათანობით, არანაკლებ 2-4 მგ-ით დღის განმავლობაში (ავადმყოფის ინდივიდუალური მდგომარეობის მიხედვით).
დოზის შემცირება და მკურნალობის შეწყვეტა
ბუპრექსონი-ზნ-ით მკურნალობის შეწყვეტის გადაწყვეტილება დამხმარე თერაპიის ჩატარების ან პაციენტის მდგომარეობის ხანმოკლე სტაბილიზაციის შემდეგ, დასაბუთებული უნდა იყოს როგორც ნარკოდამოკიდებული პაციენტის მკურნალობის კომპლექსური გეგმის ნაწილი. დასაშვებია ფიქსირებული კომბინაციის როგორც თანდათანობითი, ისე უეცარი შეწყვეტა. ბუპრექსონი-ზნ-ის მსგავსი პრეპარატების ზოგიერთი არაკონტროლირებადი კლინიკური კვლევის შედეგების მიხედვით, მკურნალობის ბოლო ეტაპზე უპირატესობა უნდა მიეცეს დოზის თანდათანობით შემცირებას, მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ კი აუცილებელია პაციენტის კონტროლი, რეციდივის რისკის გამო.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
ხანდაზმული ასაკის პაციენტები:
ბუპრენორფინი/ნალოქსონის კომბინაცის უსაფრთხოება და ეფექტურობა 65 წელზე მეტი ხნის პაციენტებისათვის, დადგენილი არ არის.
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები
ჰეპატიტის ვირუსის მატარებელი და/ან ღვიძლის დისფუნქციის მქონე პაციენტები ექვემდებარებიან ღვიძლის დაშლის დაჩქარების რისკს, ამიტომ, რეკომენდირებულია ღვიძლის ფუნქციის რეგულარული კონტროლი.
ღვიძლის უკმარისობის გავლენა ბუპრენორფინისა და ნალოქსონის ფარმაკოკინეტიკაზე უცნობია. იმის გამო, რომ ამ პრეპარატს აქტიური ნივთიერებები მნიშვნელოვანი ხარისხით მეტაბოლიზირდებიან, მოსალოდნელია, რომ ზომიერი და მძიმე ხარისხის ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში პლაზმური დონეები იქნება მაღალი.
ფარმაკოკინეტიკა შეიძლება შეიცვალოს ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში, ამიტომ, მსუბუქი და ზომიერი ხარისხის ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში რეკომენდირებულია დაბალი საწყისი დოზების დანიშვნა და მათი გულდასმითი გატიტვრა.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
თირკმლის მძიმე უკმარისობის (კლირინსი <30მლ/წთ) პაცენტებში აუცილებელია, რომ დოზების დანიშვნა მოხდეს დიდი სიფრთხილით
ბავშვები
ბუპრექსონი-ზნ, ისევე როგორც ანალოგიური კომბინირებული პრეპარატები, რომლებიც ბუპრენორფინს და ნალოქსონს შეიცავენ, არაა რეკომენდირებული 16 წლამდე ასაკის პაციენტების სამკურნალოდ, ამ პრეპარატის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის კლინიკური მონაცემების ნაკლებობის გამო
ჭარბი დოზა
სიმპტომები: ფიქსირებული კომბინაციის სუბლინგვალური მიღებისას, ჭარბი დოზა ნაკლებად სავარაუდოა. შემთხვევითი ჭარბი პერორალური მიღებისას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ისეთ სიმპტომებს, როგორებიცაა გულისრევა, პირღებინება და/ან მეტყველების დარღვევა, ძილიანობა, ამბლიოპია, მიოზი, არტერიული ჰიპოტენზია.
სუნთქვის დეპრესია ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესიის გამო წარმოადგენს ძირითად სიმპტომს, რომელიც ჩარევას საჭიროებს პრეპარატის ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში, რადგან ამან შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის შეჩერება და ლეტალური შედეგი.
მკურნალობა. პირველი დახმარება ითვალისწინებს კუჭის დაუყოვნებლივ ამორეცხვას, ზოგადი რეანიმაციული ღონისძიებების გატარებას, მათ შორის სასუნთქი გზებისა და გულის გულდასმით მონიტორინგს.
ოპიატების სპეციფიურ ანტაგონისტს წარმოადგენს ნალოქსონი, რომელიც პარენტერალურად შეიყვანება. გასათვალისწინებელია, რომ ნალოქსონი უფრო სწრაფად გამოიყოფა ორგანიზმიდან, ვიდრე ბუპრენორფინი, ამიტომ აუცილებელია უზრუნველყოფილი იქნას ნალოქსონის განმეორებითი ინფუზია ჭარბი დოზების სიმპტომების წარმოშობის რისკის გამო. ნალოქსონის საწყისმა დოზებმა შეიძლება მიაღწიოს 2მგ-ს (არაუმეტეს 10-მგ) და განმეორდეს ყოველ 2-3 წუთში ერთხელ, დამაკმაყოფილებელი ეფექტის მიღწევამდე.
აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა გამოვიყენოთ სუნთქვის ანალგეტიკები.
გვერდითი რეაქციები
შეტყობინებები გვერდითი რეაქციების შესახებ, უმეტეს შემთხვევებში უკავშირდებოდა მოხსნის სინდრომს (ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, კუნთების ტკივილი, შფოთვა, ოფლიანობა და ა.შ.)
ბუპრექსონი-ზნ-ს ანალოგების გვერდითი მოქმედებები განისაზღვრება როგორც დოზაზე დამოკიდებული.
ტიპიური გვერდთი რეაქციებია:
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, შაკიკი, თავბრუსხვევა, ჰიპერტონია, პარესტეზია, ძილიანობა, ამნეზია, კრუნჩხვები, ჰიპერკინეზი, მეტყველების დარღვევები, კანკალი.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ჰიპერტონია, სისხლძარღვების გაფართოება, სტენოკარდია, ბრადიკარდია, მიოკარდის ინფარქტი, გულის რითმის აჩქარება, ტაქიკარდია, ჰიპოტონია, პალპიტაცია, ორგანოსტატიკური ჰიპოტენზია
სასუნთქი სისტემის მხრივ: ხველა, სუნთქვის დათრგუნვა, ქოშინი, მთქნარება, ასთმა, ბრონქოსპაზმა.
კუჭნაწლავის სისტემის მხრივ: შეკრულობა, გულისრევა, მუცლის ტკივილი, დიარეა, დისპეპსია, მეტეორიზმი, პირღებინება, წყლულები პირის ღრუში, ენის გაუფერულება.
მხედველობის ორგანოების მხრივ: ამბლიოპია, თვალის საცრემლე აპარატის დაავადება, კონიუნქტივიტი, მიოზი.
ინფექციები და ინვაზიები: გრიპი, ფარინგიტი, რინიტი, შარდმდენი გზების ინფექციები, ვაგინალური ინფექციები.
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ანემია, ლეიკოციტოზი, ლეიკოპენია, ლიმფადენოპათია, თრომბოციტოპენია.
იმუნური სისტემის მხრივ: მგრძნობელობის მომატება (მაგ. გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ქავილი, ბრონქოსპაზმები) ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქტიკური შოკი.
მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები: მადის დაკარგვა, ჰიპერგლიკემია, ჰიპერლიპიდემია, ჰიპოგლიკემია.
ფსიქიური მოშლილობები: უძილობა, შფოთვა, დეპრესია, ლიბიდოს დაქვეითება, ნერვიული მდგომარეობა, პათოლოგიური აზროვნება, ანომალური ოცნებები, მღელვარება, აპათია, დეპერსონალიზაცია, ნარკოტიკული დამოკიდებულება, ეიფორია, მტრული განწყობა, ჰალუცინაციები.
კანისა და კანქვეშა უჯრედების მხრივ: ჰიპერჰიდროზი, ქავილი, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, აკნე, ალოპედია, ექსფოლიატური დერმატიტი, კანის სიმშრალე, ანგიოდერმა.
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატისა და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ: ტკივილი ზურგის არეში, ართრალგია, კრუნჩხვები კუნთებში, კუნთებს ტკივილი, ართრიტი.
სმენის ორგანოებისა და წონასწორობის მხრივ: ვერტიგო
თირკმელებისა და შარდსადენი სისტემის მხრივ: ანომალური მაჩვენებლები შარდში, ალბუმინურია, შარდგამოშვების დარღვევები, ჰემატურია, ნეფროლიტიაზი, შარდის შეკავება.
რეპროდუქციული სისტემის მხრივ: ერექციული დისფუნქცია, ამენორეა, ეაკულაციის დარღვევები, მენორაგია, მეტრორაგია.
ზოგადი დარღვევები: პრეპარატის მოხსნის სინდრომი, ასტენია, ტკივილი გულმკერდის არეში, შემცივნება, ციებ-ცხელება, ზოგადი სისუსტე, ტკივილები, პერიფერიული შეშუპებები, ჰიპოთერია, მომეტებული ოფლიანობა.
გამოკვლევები: ნორმიდან გადახრილი ღვიძლის სინჯები, წონის დაკარგვა, ქრეატინინის მომატება სისხლში.
ჰეპატობილიალური დარღვევები: ღვიძლის ტრანსამინაზას მომატება და სიყვითლე, ჩვეულებრივ – დადებითი კლინიკური მიმდინარეობით, ღვიძლის ნეკროზი.
ნარკოტიკების ბოროტად მოხმარების შემთხვევებში, შიდა შეყვანისას აღნიშნულია ადგილობრივი რეაქციები, ზოგჯერ სეპტიკური (აბსცესი, ცელულიტი) და პოტენციურად სერიოზული მწვავე ჰეპატიტები და სხვა ინფექციური დავადებები, როგორებიცაა პნევმონია, ენდოკარდიტი. გამოხატული ნარკოდამოკიდებულების პაციენტებში, ბუპრნორფინის/ნალოქსონის თავდაპირველმა შეყვანამ შეიძლება ხელი შეუწყოს პრეპარატის მოხსნის სინდრომის წარმოშობას. შეწყვეტის ნეონატალური სინდრომი აღინიშნა ახალშობილებში, როდესაც დედები ღებულობდნენ ბუპრენორფინს ორსულობის პერიოდში. სინდრომის ხასიათი შეიძლება ცვალებადობდეს მოხმარებული ნარკოტიკული ნივთიერებების ტიპების მიხედვით.
სინკოპე განსაზღვრული არ ყოფილა.
ვარგისიანობის ვადა. 3 წელი
შენახვის პირობები: ინახება თავდაპირველ შეფუთვაში, არაუმეტეს 250ჩ ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვომელ ადგილზე
შეფუთვა
10 ტაბლეტი ბლისტერზე, 5 ბლისტერი კოლოფში
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - I, გაიცემა ფორმა №1 რეცეპტით, ჩანაცვლებითი თერაპიის ფარგლებში
მწარმოებელი:
შპს `ხარკოვის ფარმაცევტული საწარმო `ზდოროვიე ნაროდუ~,
ადგილმდებარეობა:
უკრაინა, 61002, ხარკოვის ოლქი, ქალაქი ხარკოვი, კულიკოვსკაიას ქ. 41
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.