პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ბეტა ბლოკატორები

ეგილოკი

Egilok®

რეცეპტით25მგინსტრუქცია ქართულადუნგრეთი
რისთვის გამოიყენება

ეგილოკის® ტაბლეტების მოქმედი ნივთიერება – მეტოპროლოლი მიეკუთვნება იმ სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, რომლებიც გავლენას ახდენენ სიმპათიკურ ნერვულ სისტემაზე (ნერვული სისტემის ნაწილი, რომელიც არეგულირებს სასიცოცხლო ფუნქციებს), ბეტა-ბლოკატორების სახელწოდებით. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
მეტოპროლოლი (metoprolol)
ფორმა და შეფუთვა
25მგ ტაბლეტი №60 ქარვისფერ მინის ფლაკონში
მწარმოებელი
EGIS Pharmaceuticals PLC (Kormend, matyas Kiraly) (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -EGIS Pharmaceuticals PLC (Budapest, Bökényföldi)(უნგრეთი)), უნგრეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ბეტა ბლოკატორები, სელექციური ბეტა ბლოკატორები
ATC კოდი
C07AB02
რეგისტრაციის ნომერი
რ-042564
რეგისტრირებულია
24 დეკემბერი 2024, მოქმედებს 24 დეკემბერი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
EGIS Pharmaceuticals PLC (უნგრეთი)
განმცხადებელი
დსს „ეგის ფარმაცეუტიკალს“ წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაეგილოკი და სხვა წამალი ერთად

ეგილოკი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ეგილოკის® ტაბლეტების მოქმედი ნივთიერება – მეტოპროლოლი მიეკუთვნება იმ სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, რომლებიც გავლენას ახდენენ სიმპათიკურ ნერვულ სისტემაზე (ნერვული სისტემის ნაწილი, რომელიც არეგულირებს სასიცოცხლო ფუნქციებს), ბეტა-ბლოკატორების სახელწოდებით. ისინი გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის ხანგრძლივი მკურნალობისა და გულის არეში ტკივილის პროფილაქტიკისათვის სტენოკარდიის დროს.

მეტოპროლოლი აგრეთვე გამოიყენება არითმიების სამკურნალოდ (გულის რითმის დარღვევა ან აჩქარება), შემანარჩუნებელი თერაპიის სახით მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ, შაკიკის შეტევების პროფილაქტიკისათვის და ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქციის ხანგრძლივი მკურნალობისათვის (გულის მუშაობის შენელების მიზნით). მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ მდგომარეობებისას პრეპარატი გამოიყენება შემდგომი ინფარქტის თავიდან აცლების მიზნით.

პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება გულის მიდამოში მოჭერითი ტკივილის (სტენოკარდიის შეტევა) მოსახსნელად.

გამოყენების ჩვენებები

ჰიპერტენზია - გამოიყენება მონოთერაპიის სახით ან (აუცილობლობის შემთხვევაში) სხვა ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებთან კომბინაციაში; ჰიპერტენზიით დაავადებულებში ამცირებს სიკვდილიანობას გამოწვეულს გულ-სისხლძარღვთა და კორონარული დაავადებებით (მათ შორის უეცარი სიკვდილის სიხშირეს). სტენოკარდია. პრეპარატის გამოყენება შეიძლება მონოთერაპიის სახით და სხვა ანტიანგინალურ საშუალებებთან ერთად.

შემანარჩუნებელი თერაპია მეორადი პროფილაქტიკისათვის მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ.

გულის რითმის დარღვევები (სინუსური ტაქიკარდია, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია, პარკუჭოვანი ექსტრასისტოლები).

ჰიპერთირეოზი (გულის რითმის სიხშირის შესამცირებლად).

შაკიკის შეტევების პროფილაქტიკისათვის.

გულის ფუნქციური დარღვევები გულისცემით.

მიღების წესი და დოზირება

ეს პრეპარატი მიიღება ზუსტად თქვენი მკურნალი ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ თქვენ გაგიჩნდებათ კითხვები, მიმართეთ ექიმს.

დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება თქვენი მკურნალი ექიმის მიერ ინდივიდუალურად თქვენი მდგომარეობის, ასაკისა და სხვა დაავადებების გათვალისწინებით.

რეკომენდებული დოზები სხვადასხვა ჩვენებების დროს:

მომატებული არტერიული წნევა (ჰიპერტონია):

რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 25-50 მგ-ს დღეში ორჯერ (დილით და საღამოს). აუცილებლობის შემთხვევაში თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება თანადათან გაზარდოს სადღეღამისო დოზა 2X100 მგ-მდე ან დაამატოს სხვა ჰიპოტენზიული საშუალება.

კორონარული არტერიების შევიწროვებასთან დაკავშირებული ჩივილები (სტენოკარდია):

რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 25-50 მგ-ს დღე-ღამეში ორჯერ-სამჯერ. ეფექტიდან გამომდინარე, თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება თანადათან გაზარდოს ეს დოზა 2 X 100 მგ-მდე დღე-ღამეში ან დაამატოს სხვა ანტიანგინალური პრეპარატი.

შემანარჩუნებელი თერაპია მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ:

ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზა შეადგენს 50-100 მგ-ს დღეში ორჯერ (დილით და საღამოს).

არითმიები:

რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 25-50 მგ-ს დღეში ორჯერ ან სამჯერ, დილით (შუადღეს) და საღამოს. აუცილებლობის შემთხვევაში თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება თანადათან გაზარდოს სადღეღამისო დოზა 2X100 მგ-მდე ან დაამატოს სხვა არითმიის საწინააღმდეგო საშუალება.

ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქციის (ჰიპერთირეოზის) დამატებითი მკურნალობა:

რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 50 მგ-ს დღე-ღამეში 3-4-ჯერ (დილით, შუადღეს და საღამოს/აუცილებლობისას ძილის წინაც).

გულის ფუნქციური დარღვევა გულისცემით:

ჩვეულებრივი რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 2 X 50 მგ-ს (დილით და საღამოს); აუცილებლობის შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 2 X 100 მგ-მდე.

შაკიკის შეტევების პროფილაქტიკა:

ჩვეულებრივი რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 2 X 50 მგ-ს (დილით და საღამოს); აუცილებლობისას დოზა შეიძლება გაიზარდოს 2 X 100 მგ-მდე.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები:

  • თირკმლის დაავადებების დროს პრეპარატის დოზის დაზუსტება საჭირო არ არის.
  • ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების დროს შეიძლება წარმოიშვას მეტოპროლოლის დოზის შემცირების აუცილებლობა.
  • ხანდაზმულ პაციენტებში დოზის დაზუსტება საჭირო არ არის.

18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები

პრეპარატის გამოყენების კლინიკური გამოცდილება ბავშვებსა და მოზარდებში არ არსებობს.

გამოყენების წესი

ტაბლეტების მიღება შეიძლება საკვებთან ან საკვების მიღების მიუხედავად.

ტაბლეტის გამყოფი ხაზი ემსახურება იმას, რომ მისი მიღება იყოს მოხერხებული. ამ ხაზის მეშვეობით არ შეიძლება ტაბლეტის ორ თანაბარ დოზად გაყოფა.

თუ თქვენ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ ეგილოკი® ახდენს ძალიან ძლიერ ან ძალიან სუსტ ეფექტს, რჩევისათვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ მიიღეთ იმაზე მეტი ეგილოკის® ტაბლეტები, ვიდრე იყო დანიშნული, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!

თუ თქვენ დაგავიწყდათ ეგილოკის® ტაბლეტის მიღება

თუ თქვენ დაგავიწყდათ ეგილოკის® ტაბლეტის მიღება, მიიღეთ რაც შეიძლება სწრაფად.

თუ მოახლოებულია შემდეგი ტაბლეტის მიღების დრო, არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა გამოტოვებული დოზების კომპენსირების მიზნით, ვინაიდან თქვენ ვერ შესძლებთ გამოტოვებული დოზის კომპენსირებას, მაგრამ შეიძლება გაზარდოთ დოზის გადაჭარბების განვითარების რისკი.

თუ თქვენ დროზე ადრე შეწყვიტეთ ეგილოკის® ტაბლეტების მიღება

თუ თქვენ იღებთ ეგილოკის® ტაბლეტებს, არ შეწყვიტოთ მკურნალობა უცბათ. პრეპარატის მოხსნა უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის მითითებით, თანდათან, რამოდენიმე ფაზის განმავლობაში.

თუ თქვენ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები მოცემული სამკურნალო საშუალების შესახებ, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

ალერგია მეტოპროლოლის, სხვა ბეტა-ბლოკატორების, აგრეთვე მე-8 პუნქტში ჩამოთვლილი ნებისმიერი დამხმარე საშუალების მიმართ

გულის უკმარისობა ჩივილებით, რომლებიც ძლიერდება

კარდიოგენური შოკი (გულისმიერი წარმომავალობის შოკი)

გულის რითმის ან გამტარობის მძიმე დარღვევა

პერიფერიული არტერიული სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევები (არტერიების შევიწროვება)

თუ თქვენ იღებთ ეგრეთ წოდებულ ბეტა-სტიმულატორებს გულის მძიმე დაავადების გამო

მეტოპროლოლის გამოყენება არ შეიძლება მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს, თუ:

  • გულის შეკუმშვების სიხშირე არის წუთში 45 დარტყმაზე ნაკლები
  • ეკგ-ზე განსაზღვრული ცვლილებებისას
  • ზედა (სისტოლური) არტერიული წნევა ვერცხლისწყლის სვეტის 100 მმ ვერცხ.წყ.სვ-ზე დაბალია.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატი ეგილოკის® ტაბლეტების გამოყენების დაწყებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ გაქვთ გულის გამტარობის დარღვევა ან გულის რითმის დარღვევა

თუ თქვენ აღმოგაჩნდათ მსუბუქი-საშუალო ხარისხის გულის უკმარისობა

თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები

თუ თქვენ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი

თუ თქვენ გაქვთ ასთმა ან სასუნთქი გზების სხვა ნებისმიერი ქრონიკული დაავადება

თუ თქვენ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს

თუ თქვენ დაგიგეგმეს ქირურგიული ოპერაცია (ზოგადი ნარკოზით)

მოცემული სამკურნალო საშუალების მიღებისას გამოიჩინეთ განსაკუთრებული ყურადღება შემდეგი მდგომარეობების განვითარების შემთხვევაში:

დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს გულის უკმარისობის სიმპტომების გაუარესების დროს (ქოშინი, ქვემო კიდურების შეშუპება)

პრეპარატის გამოყენებისას პულსის სიხშირე შეიძლება შემცირდეს – ეს ნორმალური მოვლენაა. თუმცა, ჩივილების არსებობისას ან ჩივილების არარსებობის ფონზე თუ პულსის სიხშირე მუდმივად წუთში 55 დარტყმაზე ნაკლებია, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს.

დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ თქვენ გაქვთ სტენოკარდია ან მკერდის არეში უფრო ხშირად ვითარდება მოჭერითი ტკივილი, ვლინდება უჩვეულო სტიმულების პასუხად, ხდება უფრო ხანგრძლივი და არ ცხრება ჩვეული პრეპარატების მიღების შემდეგ.

თუ თქვენ მოხვდით საავადმყოფოში ალერგიის მკურნალობის მიზეზით, რომელიც მოითხოვს გადაუდებელ ჩარევას, სასწრაფოდ გააფრთხილეთ სამედიცინო პერსონალი, რომ თქვენ იღებთ ეგილოკის® ტაბლეტებს.

18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები

ბავშვებსა და მოზარდებში პრეპარატ ეგილოკის® ტაბლეტები არ გამოიყენება ამ ასაკობრივ ჯგუფში მისი გამოყენების გამოცდილების არარსებობის გამო.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ყველა იმ სამკურნალო საშუალების შესახებ, რომლებსაც თქვენ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან გეგმავთ მიღებას, ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით.

აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ იღებთ:

ანტიარითმულ პრეპარატებს, გულის დაავადებების და მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატებს. პრეპარატი ეგილოკისა® და ასეთი სამკურნალო საშუალებების ეფექტი ჩვეულებრივ ჯამდება (ძლიერდება არტერიული წნევის დაწევის ან გულის შეკუმშვების შენელების ეფექტი)

დამამშვიდებელ საშუალებებს (ძლიერდება არტერიული წნევის დაწევის ეფექტი)

ზოგიერთ ბრონქების გამაფართოვებელი პრეპარატებს (ტერბუტალინი, სალბუტამოლი, ფენოტეროლი, სალმეტეროლი). ეგილოკმა® შეიძლება შეასუსტოს ამ პრეპარატების ეფექტი.

საშვილოსნოს შეკუმშვის გამაძლიერებელ ზოგიერთ პრეპარატს (მაგალითად, ერგოტამინი, ვინაიდან პრეპარატმა ეგილოკმა® შეიძლება გააძლიეროს მათი სისხლძარღვების შემავიწროებელი ეფექტი).

ზოგიერთ ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატს და სახსრების ანთების სამკურნალო საშუალებებს, როგორიცაა, მაგალითად: დიკლოფენაკი, პიროქსიკამი, ფლურბიპროფენი (შესაძლებელია ეგილოკის® ტაბლეტების ჰიპოტენზიური ეფექტის შესუსტება).

ქალის სასქესო ჰორმონების შემცველ ზოგიერთ პრეპარატს, მაგალითად: ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს, ქალის სასქესო ჰორმონების ჩამანაცვლებელ პრეპარატებს (შესაძლებელია ეგილოკის® ტაბლეტების ჰიპოტენზიური ეფექტის შესუსტება)

შიგნით მისაღებ პერორალურ ანტიდიაბეტურ პრეპარატებს და ინსულინს (ეგილოკმა® შეიძლება გააძლიეროს მათი ჰიპოგლიკემიური ეფექტები და შენიღბოს სისხლში შაქრის დონის დაწევის გარკვეული სიმპტომები, ისეთები, როგორიცაა გულის შეკუმშვების გახშირება ან კანკალი).

პრეპარატებს, რომლებიც გავლენას ახდენენ მეტოპროლოლის (პრეპარატი ეგილოკის® მოქმედი ნივთიერების) დაშლაზე, მაგალითად ციმეტიდინს, ჰიდრალაზინს, პაროქსეტინს, ფლუოქსეტინს, სერტრალინს, რიფამპიცინს ან ბარბიტურატებს). ამ პრეპარატებს შეუძლიათ ეგილოკის® ტაბლეტების ეფექტების გაძლიერება ან შესუსტება.

ბეტა-ბლოკატორების შემცველი თვალის წვეთებს, მაგალითად, თიმოლოლს, ბეტაქსოლოლს, ლევობუნოლოლს. ამ პრეპარატებს შეუძლიათ ეგილოკის® ტაბლეტების ეფექტის გაძლიერება.

ზოგიერთ ანტიდეპრესანტს და პარკინსონის დაავადების სამკურნალო პრეპარატებს (ეგრეთ წოდებული “მაოს ინჰიბიტორებს”). ამ პრეპარატებს შეუძლიათ ეგილოკის® ტაბლეტების ეფექტის გაძლიერება.

ეგილოკის® ტაბლეტების მიღება საკვებთან და ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად

ეგილოკის® მიღება შეიძლება საკვების მიღების მიუხედავად, ვინაიდან საკვები გავლენას არ ახდენს მეტოპროლოლის შეწოვაზე ან ეფექტიანობაზე.

ალკოჰოლთან ერთდროული მიღებისას პრეპარატ ეგილოკის® ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ თქვენ ხართ ორსულად, ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე.

ორსულობა

მეტოპროლოლის ცხოველებში შეყვანისას არ გამოვლენილა მავნე ეფექტები ნაყოფზე.

ადამიანებში ჩატარებული კვლევები

კლინიკური გამოცდილების არარსებობის გამო, ორსულობის დროს ამ პრეპარატის გამოყენება მოითხოვს რისკისა და სარგებლის გულდასმით ინდივიდუალურ სამედიცინო შეფასებას. ამიტომ აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს შესაძლო ორსულობისა ან ბავშვის გაჩენის სურვილის შესახებ.

შესაძლებლობიდან გამომდინარე, ეგილოკის® ტაბლეტები უნდა მოიხსნას მშობიარობის მოსალოდნელ დრომდე 2-3 დღით ადრე. თუ პრეპარატის გამოყენება გარდაუვალია, უნდა ტარდებოდეს გულდასმითი დაკვირვება ნაყოფზე და ახალშობილზე მშობიარობის შემდეგ 2-3 დღის განმავლობაში.

ძუძუთი კვება

ეგილოკის® ტაბლეტების მოქმედი ნივთიერება გამოიყოფა დედის რძეში.

შესაბამისი კლინიკური გამოცდილების არარსებობის გამო ძუძუთი კვების დროს ამ პრეპარატის გამოყენება მოითხოვს რისკისა და სარგებლის გულდასმით ინდივიდუალურ სამედიცინო შეფასებას.

თუ თქვენ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პრეპარატი ეგილოკის® ტაბლეტები არასახარბიელო ზემოქმედებას ახდენს პაციენტის მიერ სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და უბედური შემთხვევების მომატებული რისკის მქონე სამუშაოს შესრულების უნარზე, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში და ალკოჰოლთან ერთდროული მიღების შემთხვევაში (შესაძლებელია თავბრუსხვევისა და დაღლილობის განვითარება). ამიტომ დოზას, რომლიც მიღებისას დაშვებულია ავტომობილების მართვა და სახიფათო სამუშაოების შესრულება, თქვენი ექიმი განსაზღვრავს ინდივიდუალურად.

ნატრიუმის შემცველობა

ეგილოკის ტაბლეტები შეიცავენ 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ესე იგი პრაქტიკულად არ შეიცავენ ნატრიუმს.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სხვა სამკურნალო საშუალებებმა, მოცემულმა პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი არ ვლინდება ყველა პაციენტში.

ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენის განვითარებისას, კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს:

ძალიან ხშირი (შეიძლება განუვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს):

დაღლილობის შეგრძნება.

ხშირი (შეიძლება განუვითარდეს 10 ადამიანიდან არაუმეტეს 1-ს):

თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ბრადიკარდია (გულის რითმის შენელება), ორთოსტატიული ჰიპოტენზია (არტერიული წნევის დაცემა სხეულის მდებარეობის ცვლილებისას ჰორიზონტალური მდგომარეობიდან დაჯდომისას ან ადგომისას), რომელსაც თან ახლავს თავბრუსხვევა (ძალიან იშვიათ შემთხვევაში გონების დაკარგვით), ცივი კიდურები (ხელები და/ან ფეხები), გულისრევა, ტკივილი მუცელში, დიარეა, ყაბზობა, ქოშინი დატვირთვისას, ძლიერი გულისცემის შეგრძნება.

არც ისე ხშირი (შეიძლება განუვითარდეს 100 ადამიანიდან არაუმეტეს 1-სა):

წვის, ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნება, კუნთების სპაზმი, გულის უკმარისობის სიმპტომების გაუარესება (ჰაერის უკმარისობის, დაღლილობის შეგრძნება ან კოჭ-წვივის სახსრების/ ტერფის შეშუპება), ეკგ-ზე უმნიშვნელო ცვლილებები, რომლებიც გავლენას არ ახდენენ გულის მუშაობაზე, შეშუპება, ტკივილი გულ-მკერდის არეში, დეპრესია, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დარღვევა, ძილიანობა, უძილობა (ჩაძინების გაძნელება), კოშმარები ძილის დროს, კანისმიერი გამონაყარი, მოჭერის შეგრძნება სასუნთქ გზებში, ღებინება, ოფლიანობა, სხეულის მასის მომატება.

იშვიათი (შეიძლება განუვითარდეს 1000 ადამიანიდან არაუმეტეს 1-ს):

ეკგ-ზე გულის გამტარობის დარღვევების გამოვლენა, არარეგულარული გულის შეკუმშვები, ნერვოზულობა, შფოთვა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები ლაბორატორიული სინჯების საფუძველზე, თმის ცვენა, სურდო ალერგიული რეაქციების შედეგად, მხედველობის დარღვევა, თვალების სიმშრალე (გათვალისწინებული უნდა იყოს იმ პირებში, რომლებიც ატარებენ კონტაქტურ ლინზებს) და/ან თვალების გაღიზიანება, კონიუნქტივიტი (თვალის ლორწოვანი გარსის ანთება), პირის სიმშრალე, ცრემლდენა/თვალების გაწითლება ალერგიული რეაქციის შედეგად, იმპოტენცია/სქესობრივი ფუნქციის დარღვევა.

ძალიან იშვიათი (შეიძლება განუვითარდეს 10000 ადამიანიდან არაუმეტეს 1-ს):

სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში – სისხლის მიმოქცევის გაუარესება კიდურებში, სახსრების ტკივილი, მეხსიერების დარღვევა, გონების არევა, ჰალუცინაციები, კანისმიერი რეაქციები, რომლებიც გამოწვეულია სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობით, პროგრესირებადი ფსორიაზი, ხმაური ყურებში, გემოს შეგრძნებების დარღვევები, სისხლის ფორმულის ცვლილება (სისხლში სისხლის ფირფიტების რაოდენობის შემცირება).

შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი ეფექტების აღმოჩენისას, რომლებიც ნახსენები არ არის მოცემულ ინსტრუქციაში, გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თქვენ ასევე შეგიძლიათ გვერდითი ეფექტების შესახებ უშუალოდ აცნობოთ გვერდითი ეფექტების რეგისტრაციის ეროვნულ სისტემას. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

ჭარბი დოზა

ჰიპოტენზია, სინუსური ბრადიკარდია, წინაგულ-პარკუჭოვანი ბლოკადა, გულის უკმარისობა, კარდიოგენული შოკი, ასისტოლია, გულისრევა, ღებინება, ბრონქოსპაზმი, ციანოზი, ჰიპოგლიკემია, გონების დაკარგვა, კომა.

ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები შეიძლება გამწვავდეს ალკოჰოლის, ჰიპოტენზიური პრეპარატების, ქინიდინის და ბარბიტურატების ერთდროულად შეყვანისას.

დოზის გადაჭარბების პირველი სიმპტომები ვლინდება პრეპარატის მიღებიდან 20 წუთის-2 საათის შემდეგ.

მკურნალობა: დოზის გადაჭარბების სხვა სამკურნალო ღონისძიებებთან ერთად აუცილებელია ინტენსიური თერაპია და პაციენტზე საგულდაგულო დაკვირვევა (სისხლის მიმოქცევის და სუნთქვის პარამეტრები, თირკმელების ფუნქცია, სისხლში გლუკოზის დონე, შრატის ელექტროლიტები).

თუ პრეპარატი მიღებულია არც ისე დიდი ხნის წინ, კუჭის ამორეცხვამ (თუ ამორეცხვა შეუძლებელია, შეიძლება გულისრევის გამოწვევა კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის არსებობის შემთხვევაში და თუ პაციენტი გონზეა) აქტივირებული ნახშირის შეყვანით შესაძლოა შეამციროს პრეპარატის შემდგომი შეწოვა.

მძიმე ჰიპოტენზიის, ბრადიკარდიის და გულის უკმარისობის საშიშროების დროს უნდა მოხდეს β1-აგონისტების ინტრავენური შეყვანა 2-5 წუთიანი ინტერვალით ან ინფუზიის გზით, სასურველი ეფექტის მიღწევამდე. სელექციური β1-აგონისტების არქონის შემთხვევაში, შესაძლებელია ატროპინის ან დოფამინის ინტრავენური შეყვანა. თუ ვერ მიაღწიეთ სასურველ ეფექტს საჭიროა სხვა სიმპატომიმეტიკების გამოყენება (დობუტამინი ან ნორადრენალინი). ბეტა-რეცეპტორების ძლიერი ბლოკადის ეფექტების შექცევადობის მისაღწევად შეიძლება სასარგებლო იყოს გლუკაგონის შეყვანა დოზებში 1-10 მგ. ფარმაკოთერაპიის მიმართ რეზისტენტული გამოხატული ბრადიკარდიის დროს შესაძლოა საჭირო გახდეს გულის რითმის ხელოვნური მატარებლის იმპლანტაცია. ბრონქოსპაზმის კუპირება შეიძლება β2-აგონისტის ინტრავენური შეყვანით (მაგალითად, ტერბუტალინის). ეს ანტიდოტები შეიძლება იქნას გამოყენებული დოზებში, რომლებიც აჭარბებენ თერაპიულს. მეტოპროლოლი არ შეიძლება ეფექტურად იქნას გამოდევნილი ჰემოდიალიზით.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: ყოველი ტაბლეტი შეიცავს 25 მგ, 50 მგ ან 100 მგ აქტიურ ნივთიერებას მეტოპროლოლის ტარტრატს.

დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი (K-90), სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი (ტიპი A), მიკროკრისტალური ცელულოზა.

პრეპარატ ეგილოკის® ტაბლეტების გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

გარეგნული სახე:

ტაბლეტები 25 მგ – თეთრი ან თითქმის თეთრი, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები ჯვარედინი გამყოფი ხაზით და ორმაგი დახრით (“ორმაგი სნეპი”) ერთ მხარეს და სტილიზებული ასო “E”-სა და 435 ნომრის გრავირებით მეორე მხარეს, სუნის გარეშე ან თითქმის უსუნო.

ტაბლეტის გამყოფი ხაზი ემსახურება მხოლოდ იმას, რომ მოსახერხებელი იყოს მისი მიღება. გამყოფი ხაზის მეშვეობით არ შეიძლება ტაბლეტის თანაბარ დოზებად გაყოფა.

ტაბლეტები 50 მგ – თეთრი ან თითქმის თეთრი ფერი, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები ერთ მხარეს ნაჭდევით და სტილიზებული ასო “E”-სა და ნომრის 434 გრავირებით მეორე მხარეს, სუნის გარეშე ან თითქმის უსუნო.

ტაბლეტები 100 მგ – თეთრი ან თითქმის თეთრი, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები ერთ მხარეს ჩამოთლილი გვერდით და ნაჭდევით და სტილიზებული ასო “E”-სა და ნომრის 432 გრავირებით მეორე მხარეს, სუნის გარეშე ან თითქმის უსუნო.

შეფუთვა

30 ტაბლეტი (პრეპარატი ეგილოკის® ტაბლეტები 100 მგ-ს შემთხვევაში) ან 60 ტაბლეტი ყავისფერი შუშის ფლაკონებში, რომლებიც შეფუთულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 25˚ C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწდომელ ადგილას!

პრეპარატი ეგილოკის® ტაბლეტების გამოყენება არ შეიძლება ხარისხის გაუარესების აშკარა ნიშნების გამოვლენისას (მაგალითად, ფერის შეცვლა).

  • ვარგისობის ვადა

ვარგისობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადის ამოწურვის თარიღად მიიჩნევა მითითებული თვის ბოლო დღე.

სამკურნალი საშუალებები არ უნდა გადაიყაროს საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად ან კანალიზაციაში. თუ აუცილებელია პრეპარატის ნარჩენების სახით თავიდან მოცილება,როდესაც აღარ გჭირდებათ, კონსულტაციისათვის მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებას.

  • აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)

ფარმაკოლოგიური თვისებები

სელექციური ბეტა-ადრენობლოკატორები, ცელექციური ბეტა1-ადრენობლოკატორები, მეტოპროლოლი.

ათქ კოდი: C07AB02

მეტოპროლოლი არის კარდიოსელექციური β1–ბლოკატორი, რომელსაც მნიშვნელოვნად უფრო დაბალ დოზებში შეუძლია β1–რეცეპტორების ბლოკირება β2-რეცეპტორებთან შედარებით. მეტოპროლოლს არ გააჩნია საკუთარი სიმპატომიმეტიკური ან მემბრანომასტაბილიზირებელი ეფექტი.

მოქმედების მექანიზმი და ფარმაკოდინამიკური ეფექტები

მეტოპროლოლი თრგუნავს სიმპატიკური ნერვული სისტემის მომატებული აქტივობის გავლენას გულზე, ასევე იწვევს გულის რიტმის სიხშირის, შეკუმშვის, წუთმოცულობის და არტერიული წნევის სწრაფ შემცირებას ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის და სტრესის დროს.

ენდოგენური ადრენალინის მომატებული დონისას მეტოპროლოლი უფრო ნაკლები ხარისხით მოქმედებს არტერიულ წნევაზე, ვიდრე არასელექციური ბეტა-ბლოკატორები. აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია ფილტვის ობსტრუქციული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის მეტოპროლოლის დანიშვნა β2-აგონისტთან კომბინაციაში. თერაპიულ დოზებში მეტოპროლოლი უფრო ნაკლები ხარისხით მოქმედებს β2-აგონისტების ბრონქების გამაფართოებელ ეფექტზე, ვიდრე არასელექციური β–ბლოკატორები.

არასელექციურ ბეტა-ბლოკატორებთან შედარებით მეტოპროლოლი ნაკლებად მოქმედებს ინსულინის გამომუშავებასა და ნახშირწყლოვან ცვლაზე. პრეპარატი მნიშვნელოვნად არ ცვლის გულ-სისხლძარღვთა რეაქციებს ჰიპოგლიკემიაზე და არ ზრდის ჰიპოგლიკემიის შეტევების ხანგრძლივობას.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

მოკლევადიან კლინიკურ კვლევებში იქნა დადგენილი, რომ მეტოპროლოლი უმნიშვნელოდ ზრდის ტრიგლიცერიდების დონეს და უმნიშვნელოდ ამცირებს თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების დონეს სისხლის პლაზმაში. ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნებოდა მსლ-ს დონის უმნიშვნელო შემცირება. ეს შემცირება იყო ნაკლებად გამოხატული, ვიდრე არასელექციური β–ბლოკატორების გამოყენების შემთხვევაში. მიუხედავადად ამისა, გრძელვადიან კვლევებში შეინიშნებოდა ქოლესტერინის დონის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შემცირება მეტოპროლოლით რამოდენიმე წლიანი მკურნალობის შემდეგ. მეტოპროლოლით მკურნალობის ფონზე სიცოცხლის ხარისხი არ შეცვლილა ან გაუმჯობესებულა. მეტოპროლოლით მკურნალობა მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ აუმჯობესებდა სიცოცხლის ხარისხს.

არტერიული ჰიპერტენზიის დროს იგი ამცირებს არტერიულ წნევას პაციენტებში მდგომარე და მწოლიარე მდგომარეობაში. მეტოპროლოლით მკურნალობის დაწყებისას აღინიშნებოდა პერიფერიულ სისხლძარღვთა წინააღმდეგობის მოკლევადიანი (რომელიც გრძელდებოდა რამოდენიმე საათის განმავლობაში) კლინიკურად უმნიშვნელო მომატება. პრეპარატის ხანგრძლივი ჰიპოტენზიური ეფექტი დაკავშირებულია საერთო პერიფერიულ სისხლძარღვთა წინააღმდეგობის თანდათან შემცირებასთან.

არტერიული ჰიპერტენზიის დროს პრეპარატის ხანგრძლივი მიღება იწვევს მარცხენა პარკუჭის სტატისტიკურად დადასტურებულ მასის შემცირებას და მისი შევსებადობისა და დიასტოლური ფუნქციის გაუმჯობესებას.

საშუალო ან ზომიერი ჰიპერტენზიის მქონე მამაკაცებში მეტოპროლოლი ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დარღვევებით გამოწვეულ სიკვდილიანობას (უპირველეს ყოვლისა უეცარ გარდაცვალებას, სასისკვდილო და არასასიკვდილო მიოკარდიუმის ინფარქტებს და ინსულტებს).

ისევე როგორც სხვა ბეტა-ბლოკატორები, მეტოპროლოლი აქვეითებს მიოკარდიუმის მოთხოვნილებას ჟანგბადზე სისტემური არტერიული წნევის, გულის შეკუმშვათა სიხშირის და მიოკარდის შეკუმშვის შემცირების მეშვეობით. გულის შეკუმშვათა სიხშირის შემცირების და დიასტოლის შესაბამისი გახანგრძლივების გზით მეტოპროლოლი აუმჯობესებს დარღვეული სისხლის მიმოქცევის მქონე მიოკარდის უბნებისთვის სისხლის მიწოდებას და ოქსიგენაციას.

სტენოკარდიის დროს, ზემოთ მოცემული მონაცემების საფუძველზე, პრეპარატი ამცირებს იშემიის რაოდენობას, ხანგრძლივობას, შეტევის სიმძიმეს და უსიმპტომო გამოვლენას, ასევე, აუმჯობესებს პაციენტის ფიზიკურ შრომისუნარიანობას.

მიოკარდის ინფარქტის დროს მეტოპროლოლი ამცირებს სიკვდილიანობას, უეცარი გარდაცვალების რისკის შემცირების ხარჯზე. ეს ეფექტი, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია პარკუჭთა ფიბრილაციის ეპიზოდების პრევენციასთან. ამ მოქმედების მექანიზმი არის ორმაგი: (1) ცდომილი ნერვის ცენტრალური აღგზნება ახდენს დადებით ეფექტს მიოკარდის ელექტრულ სტაბილურობაზე, (2) სიმპატიკური ნერვული სისტემის ეფექტების ბლოკირება ამცირებს მიოკარდის შეკუმშვას, გულის შეკუმშვათა სიხშირეს და არტერიულ წნევას. სიკვდილიანობის შემცირება აღინიშნება როგორც მეტიპროლოლის ადრეულ ფაზაში, ასევე მიგვიანებით ფაზაში შეყვანის შემთხვევაშიც, აგრეთვე მაღალი რისკის მქონე პაციეტებში (გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე) და დიაბეტით დაავადებულებშიც. მიოკარდის ინფარქტის შემდეგ, პრეპარატის გამოყენება ამცირებს არასასიკვდილო განმეორებითი ინფაქტის ალბათობას.

არითმიების (სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიის, მოციმციმე არითმიის და პარკუჭოვანი ექსტრასისტოლების) შემთხვევაში, მეტოპროლოლი ამცირებს პარკუჭთა შეკუმშვის სიხშირეს და პარკუჭოვანი ექსტრასისტოლების რაოდენობას.

მეტოპროლოლის გამოყენება შესაძლებელია გულის გულისცემით მიმდინარე ფუნქციური დარღვევების სამკურნალოდ.

მეტოპროლოლის გამოყენება შესაძლებელია შაკიკის შეტევების პროფილაქტიკისთვის.

ჰიპერთირეოზის დროს, მეტოპროლოლი ამცირებს დაავადების კლინიკურ გამოვლენას, ამიტომ მისი გამოყენება შესაძლებელია დამატებითი თერაპიის სახით.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

მეტოპროლოლი სწრაფად და სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საკვებთან ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გაზარდოს მეტოპროლოლის ბიოშეღწევადობა 30-40%-ით.

განაწილება

მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა მიღებიდან 1,5-2 საათის შემდეგ. მიუხედავად სისხლის პლაზმაში პრეპარტის დონის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ინდივიდუალური განსხვავებებისა, ყოველ ცალკეულ პაციენტში ეს სხვაობა ვლინდება უმნიშვნელოდ. შეწოვის შემდეგ მეტოპროლოლი მნიშვნელოვნად ექვემდებარება ღვიძლში პირველადი გავლის მეტაბოლიზმს. მეტოპროლოლის ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 50%-ს ერთჯერადად მიღების შემდეგ, ხოლო განმეორებით მიღების შემდეგ - 70%-ს. მეტოპროლოლი უმნიშვნელო დონით (დაახლოებით 5-10%-ით) უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს.

მეტოპროლოლი ფართოდ ნაწილდება ქსოვილებში და აქვს განაწილების მაღალი მოცულობა (5,6 ლ/კგ).

ბიოტრანსფორმაცია

მეტოპროლოლი მეტაბოლიზირდება ღვიძლში ციტოქრომ P-450 CYP2D6 იზოფერმენტით. მეტაბოლიტებს არ გააჩნიათ კლინიკური მნიშვნელობა.

გამოყოფა

ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდია (t1/2) 3,5 საათი (1-დან 9 საათამდე). პრეპარატის საერთო კლირენსი შეადგენს დაახლოებით 1 ლ/წთ-ში.

შეყვანილი დოზის დაახლოებით 95% გამოიყოფა შარდთან ერთად, 5%- უცვლელი მეტოპროლოლის სახით. ზოგიერთ შემთხვევაში ამ ბოლო მაჩვენებელმა, შეიძლება მიაღწიოს 30%-ს.

მეტოპროლოლის ფარმაკოკინეტიკის არსებითი ცვლილებები ხანდაზმულ პაციენტებში არ გამოვლენილა.

ხაზოვნება/არახაზოვნება

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

პრეპარატის სამდიცინო გამოყენების

ინსტრუქცია

(ინფორმაცია პაციენტისათვის)

ეგილოკი®

ტაბლეტები 25 მგ, 50 მგ, 100 მგ

(მეტოპროლოლი)

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით და მთლიანად წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია, მოცემული პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე, ვინაიდან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ფურცელი, შესაძლოა დაგჭირდეთ მისი კიდევ ერთხელ წაკითხვა.

თუ თქვენ გაგიჩნდათ დამატები კითხვები მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს სამკურნალო საშუალება განკუთვნილია პირადად თქვენთვის, და თქვენ არ უნდა გადასცეთ ის სხვა პირებს. მან შესაძლოა ზიანი მოუტანოს მათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ დაავადების იგივე სიმტომები აქვთ.

თუ თქვენ აღმოგაჩნდათ რომელიმე გვერდითი ეფექტი ან შეამჩნიეთ ისეთ გვერდით ეფექტები, რომლებიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს (იხ. ნაწილი 4).

წინამდებარე ფურცელ-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის პრეპარატი ეგილოკი® ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება ის
  • რა უნდა იცოდეთ პრეპარატი ეგილოკის® ტაბლეტების გამოყენების დაწყებამდე
  • როგორ უნდა მიიღოთ პრეპარატი ეგილოკის® ტაბლეტები
  • შესაძლო გვერდითი ეფექტები
  • როგორ ინახება პრეპარატი ეგილოკის® ტაბლეტები
  • ვარგისობის ვადა
  • აფთიაქიდან გაცემის პირობები
  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
  • რა არის პრეპარატი ეგილოკის® ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება ის

ეგილოკის® ტაბლეტების მოქმედი ნივთიერება – მეტოპროლოლი მიეკუთვნება იმ სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, რომლებიც გავლენას ახდენენ სიმპათიკურ ნერვულ სისტემაზე (ნერვული სისტემის ნაწილი, რომელიც არეგულირებს სასიცოცხლო ფუნქციებს), ბეტა-ბლოკატორების სახელწოდებით. ისინი გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის ხანგრძლივი მკურნალობისა და გულის არეში ტკივილის პროფილაქტიკისათვის სტენოკარდიის დროს.

მეტოპროლოლი აგრეთვე გამოიყენება არითმიების სამკურნალოდ (გულის რითმის დარღვევა ან აჩქარება), შემანარჩუნებელი თერაპიის სახით მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ, შაკიკის შეტევების პროფილაქტიკისათვის და ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქციის ხანგრძლივი მკურნალობისათვის (გულის მუშაობის შენელების მიზნით). მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ მდგომარეობებისას პრეპარატი გამოიყენება შემდგომი ინფარქტის თავიდან აცლების მიზნით.

პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება გულის მიდამოში მოჭერითი ტკივილის (სტენოკარდიის შეტევა) მოსახსნელად.

გამოყენების ჩვენებები

ჰიპერტენზია - გამოიყენება მონოთერაპიის სახით ან (აუცილობლობის შემთხვევაში) სხვა ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებთან კომბინაციაში; ჰიპერტენზიით დაავადებულებში ამცირებს სიკვდილიანობას გამოწვეულს გულ-სისხლძარღვთა და კორონარული დაავადებებით (მათ შორის უეცარი სიკვდილის სიხშირეს). სტენოკარდია. პრეპარატის გამოყენება შეიძლება მონოთერაპიის სახით და სხვა ანტიანგინალურ საშუალებებთან ერთად.

შემანარჩუნებელი თერაპია მეორადი პროფილაქტიკისათვის მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ.

გულის რითმის დარღვევები (სინუსური ტაქიკარდია, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია, პარკუჭოვანი ექსტრასისტოლები).

ჰიპერთირეოზი (გულის რითმის სიხშირის შესამცირებლად).

შაკიკის შეტევების პროფილაქტიკისათვის.

გულის ფუნქციური დარღვევები გულისცემით.

  • რა უნდა იცოდეთ პრეპარატი ეგილოკის® ტაბლეტების მიღების დაწყებამდე

არ მიიღოთ ეგილოკის® ტაბლეტები, თუ თქვენ გაქვთ:

ალერგია მეტოპროლოლის, სხვა ბეტა-ბლოკატორების, აგრეთვე მე-8 პუნქტში ჩამოთვლილი ნებისმიერი დამხმარე საშუალების მიმართ

გულის უკმარისობა ჩივილებით, რომლებიც ძლიერდება

კარდიოგენური შოკი (გულისმიერი წარმომავალობის შოკი)

გულის რითმის ან გამტარობის მძიმე დარღვევა

პერიფერიული არტერიული სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევები (არტერიების შევიწროვება)

თუ თქვენ იღებთ ეგრეთ წოდებულ ბეტა-სტიმულატორებს გულის მძიმე დაავადების გამო

მეტოპროლოლის გამოყენება არ შეიძლება მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს, თუ:

  • გულის შეკუმშვების სიხშირე არის წუთში 45 დარტყმაზე ნაკლები
  • ეკგ-ზე განსაზღვრული ცვლილებებისას
  • ზედა (სისტოლური) არტერიული წნევა ვერცხლისწყლის სვეტის 100 მმ ვერცხ.წყ.სვ-ზე დაბალია.

სიფრთხილის ზომები სამედიცინო გამოყენებისას

პრეპარატი ეგილოკის® ტაბლეტების გამოყენების დაწყებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ გაქვთ გულის გამტარობის დარღვევა ან გულის რითმის დარღვევა

თუ თქვენ აღმოგაჩნდათ მსუბუქი-საშუალო ხარისხის გულის უკმარისობა

თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები

თუ თქვენ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი

თუ თქვენ გაქვთ ასთმა ან სასუნთქი გზების სხვა ნებისმიერი ქრონიკული დაავადება

თუ თქვენ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს

თუ თქვენ დაგიგეგმეს ქირურგიული ოპერაცია (ზოგადი ნარკოზით)

მოცემული სამკურნალო საშუალების მიღებისას გამოიჩინეთ განსაკუთრებული ყურადღება შემდეგი მდგომარეობების განვითარების შემთხვევაში:

დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს გულის უკმარისობის სიმპტომების გაუარესების დროს (ქოშინი, ქვემო კიდურების შეშუპება)

პრეპარატის გამოყენებისას პულსის სიხშირე შეიძლება შემცირდეს – ეს ნორმალური მოვლენაა. თუმცა, ჩივილების არსებობისას ან ჩივილების არარსებობის ფონზე თუ პულსის სიხშირე მუდმივად წუთში 55 დარტყმაზე ნაკლებია, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს.

დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ თქვენ გაქვთ სტენოკარდია ან მკერდის არეში უფრო ხშირად ვითარდება მოჭერითი ტკივილი, ვლინდება უჩვეულო სტიმულების პასუხად, ხდება უფრო ხანგრძლივი და არ ცხრება ჩვეული პრეპარატების მიღების შემდეგ.

თუ თქვენ მოხვდით საავადმყოფოში ალერგიის მკურნალობის მიზეზით, რომელიც მოითხოვს გადაუდებელ ჩარევას, სასწრაფოდ გააფრთხილეთ სამედიცინო პერსონალი, რომ თქვენ იღებთ ეგილოკის® ტაბლეტებს.

18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები

ბავშვებსა და მოზარდებში პრეპარატ ეგილოკის® ტაბლეტები არ გამოიყენება ამ ასაკობრივ ჯგუფში მისი გამოყენების გამოცდილების არარსებობის გამო.

სხვა სამკურნალო საშუალებები და პრეპარატი ეგილოკის® ტაბლეტები

შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ყველა იმ სამკურნალო საშუალების შესახებ, რომლებსაც თქვენ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან გეგმავთ მიღებას, ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით.

აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ იღებთ:

ანტიარითმულ პრეპარატებს, გულის დაავადებების და მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატებს. პრეპარატი ეგილოკისა® და ასეთი სამკურნალო საშუალებების ეფექტი ჩვეულებრივ ჯამდება (ძლიერდება არტერიული წნევის დაწევის ან გულის შეკუმშვების შენელების ეფექტი)

დამამშვიდებელ საშუალებებს (ძლიერდება არტერიული წნევის დაწევის ეფექტი)

ზოგიერთ ბრონქების გამაფართოვებელი პრეპარატებს (ტერბუტალინი, სალბუტამოლი, ფენოტეროლი, სალმეტეროლი). ეგილოკმა® შეიძლება შეასუსტოს ამ პრეპარატების ეფექტი.

საშვილოსნოს შეკუმშვის გამაძლიერებელ ზოგიერთ პრეპარატს (მაგალითად, ერგოტამინი, ვინაიდან პრეპარატმა ეგილოკმა® შეიძლება გააძლიეროს მათი სისხლძარღვების შემავიწროებელი ეფექტი).

ზოგიერთ ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატს და სახსრების ანთების სამკურნალო საშუალებებს, როგორიცაა, მაგალითად: დიკლოფენაკი, პიროქსიკამი, ფლურბიპროფენი (შესაძლებელია ეგილოკის® ტაბლეტების ჰიპოტენზიური ეფექტის შესუსტება).

ქალის სასქესო ჰორმონების შემცველ ზოგიერთ პრეპარატს, მაგალითად: ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს, ქალის სასქესო ჰორმონების ჩამანაცვლებელ პრეპარატებს (შესაძლებელია ეგილოკის® ტაბლეტების ჰიპოტენზიური ეფექტის შესუსტება)

შიგნით მისაღებ პერორალურ ანტიდიაბეტურ პრეპარატებს და ინსულინს (ეგილოკმა® შეიძლება გააძლიეროს მათი ჰიპოგლიკემიური ეფექტები და შენიღბოს სისხლში შაქრის დონის დაწევის გარკვეული სიმპტომები, ისეთები, როგორიცაა გულის შეკუმშვების გახშირება ან კანკალი).

პრეპარატებს, რომლებიც გავლენას ახდენენ მეტოპროლოლის (პრეპარატი ეგილოკის® მოქმედი ნივთიერების) დაშლაზე, მაგალითად ციმეტიდინს, ჰიდრალაზინს, პაროქსეტინს, ფლუოქსეტინს, სერტრალინს, რიფამპიცინს ან ბარბიტურატებს). ამ პრეპარატებს შეუძლიათ ეგილოკის® ტაბლეტების ეფექტების გაძლიერება ან შესუსტება.

ბეტა-ბლოკატორების შემცველი თვალის წვეთებს, მაგალითად, თიმოლოლს, ბეტაქსოლოლს, ლევობუნოლოლს. ამ პრეპარატებს შეუძლიათ ეგილოკის® ტაბლეტების ეფექტის გაძლიერება.

ზოგიერთ ანტიდეპრესანტს და პარკინსონის დაავადების სამკურნალო პრეპარატებს (ეგრეთ წოდებული “მაოს ინჰიბიტორებს”). ამ პრეპარატებს შეუძლიათ ეგილოკის® ტაბლეტების ეფექტის გაძლიერება.

ეგილოკის® ტაბლეტების მიღება საკვებთან და ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად

ეგილოკის® მიღება შეიძლება საკვების მიღების მიუხედავად, ვინაიდან საკვები გავლენას არ ახდენს მეტოპროლოლის შეწოვაზე ან ეფექტიანობაზე.

ალკოჰოლთან ერთდროული მიღებისას პრეპარატ ეგილოკის® ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს.

ფერტილობა, ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ თქვენ ხართ ორსულად, ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე.

ორსულობა

მეტოპროლოლის ცხოველებში შეყვანისას არ გამოვლენილა მავნე ეფექტები ნაყოფზე.

ადამიანებში ჩატარებული კვლევები

კლინიკური გამოცდილების არარსებობის გამო, ორსულობის დროს ამ პრეპარატის გამოყენება მოითხოვს რისკისა და სარგებლის გულდასმით ინდივიდუალურ სამედიცინო შეფასებას. ამიტომ აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს შესაძლო ორსულობისა ან ბავშვის გაჩენის სურვილის შესახებ.

შესაძლებლობიდან გამომდინარე, ეგილოკის® ტაბლეტები უნდა მოიხსნას მშობიარობის მოსალოდნელ დრომდე 2-3 დღით ადრე. თუ პრეპარატის გამოყენება გარდაუვალია, უნდა ტარდებოდეს გულდასმითი დაკვირვება ნაყოფზე და ახალშობილზე მშობიარობის შემდეგ 2-3 დღის განმავლობაში.

ძუძუთი კვება

ეგილოკის® ტაბლეტების მოქმედი ნივთიერება გამოიყოფა დედის რძეში.

შესაბამისი კლინიკური გამოცდილების არარსებობის გამო ძუძუთი კვების დროს ამ პრეპარატის გამოყენება მოითხოვს რისკისა და სარგებლის გულდასმით ინდივიდუალურ სამედიცინო შეფასებას.

თუ თქვენ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

პრეპარატი ეგილოკის® ტაბლეტები არასახარბიელო ზემოქმედებას ახდენს პაციენტის მიერ სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და უბედური შემთხვევების მომატებული რისკის მქონე სამუშაოს შესრულების უნარზე, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში და ალკოჰოლთან ერთდროული მიღების შემთხვევაში (შესაძლებელია თავბრუსხვევისა და დაღლილობის განვითარება). ამიტომ დოზას, რომლიც მიღებისას დაშვებულია ავტომობილების მართვა და სახიფათო სამუშაოების შესრულება, თქვენი ექიმი განსაზღვრავს ინდივიდუალურად.

ნატრიუმის შემცველობა

ეგილოკის ტაბლეტები შეიცავენ 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ესე იგი პრაქტიკულად არ შეიცავენ ნატრიუმს.

  • როგორ მიიღება პრეპარატი ეგილოკის® ტაბლეტები

ეს პრეპარატი მიიღება ზუსტად თქვენი მკურნალი ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ თქვენ გაგიჩნდებათ კითხვები, მიმართეთ ექიმს.

დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება თქვენი მკურნალი ექიმის მიერ ინდივიდუალურად თქვენი მდგომარეობის, ასაკისა და სხვა დაავადებების გათვალისწინებით.

რეკომენდებული დოზები სხვადასხვა ჩვენებების დროს:

მომატებული არტერიული წნევა (ჰიპერტონია):

რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 25-50 მგ-ს დღეში ორჯერ (დილით და საღამოს). აუცილებლობის შემთხვევაში თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება თანადათან გაზარდოს სადღეღამისო დოზა 2X100 მგ-მდე ან დაამატოს სხვა ჰიპოტენზიული საშუალება.

კორონარული არტერიების შევიწროვებასთან დაკავშირებული ჩივილები (სტენოკარდია):

რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 25-50 მგ-ს დღე-ღამეში ორჯერ-სამჯერ. ეფექტიდან გამომდინარე, თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება თანადათან გაზარდოს ეს დოზა 2 X 100 მგ-მდე დღე-ღამეში ან დაამატოს სხვა ანტიანგინალური პრეპარატი.

შემანარჩუნებელი თერაპია მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ:

ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზა შეადგენს 50-100 მგ-ს დღეში ორჯერ (დილით და საღამოს).

არითმიები:

რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 25-50 მგ-ს დღეში ორჯერ ან სამჯერ, დილით (შუადღეს) და საღამოს. აუცილებლობის შემთხვევაში თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება თანადათან გაზარდოს სადღეღამისო დოზა 2X100 მგ-მდე ან დაამატოს სხვა არითმიის საწინააღმდეგო საშუალება.

ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქციის (ჰიპერთირეოზის) დამატებითი მკურნალობა:

რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 50 მგ-ს დღე-ღამეში 3-4-ჯერ (დილით, შუადღეს და საღამოს/აუცილებლობისას ძილის წინაც).

გულის ფუნქციური დარღვევა გულისცემით:

ჩვეულებრივი რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 2 X 50 მგ-ს (დილით და საღამოს); აუცილებლობის შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 2 X 100 მგ-მდე.

შაკიკის შეტევების პროფილაქტიკა:

ჩვეულებრივი რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 2 X 50 მგ-ს (დილით და საღამოს); აუცილებლობისას დოზა შეიძლება გაიზარდოს 2 X 100 მგ-მდე.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები:

  • თირკმლის დაავადებების დროს პრეპარატის დოზის დაზუსტება საჭირო არ არის.
  • ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების დროს შეიძლება წარმოიშვას მეტოპროლოლის დოზის შემცირების აუცილებლობა.
  • ხანდაზმულ პაციენტებში დოზის დაზუსტება საჭირო არ არის.

18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები

პრეპარატის გამოყენების კლინიკური გამოცდილება ბავშვებსა და მოზარდებში არ არსებობს.

გამოყენების წესი

ტაბლეტების მიღება შეიძლება საკვებთან ან საკვების მიღების მიუხედავად.

ტაბლეტის გამყოფი ხაზი ემსახურება იმას, რომ მისი მიღება იყოს მოხერხებული. ამ ხაზის მეშვეობით არ შეიძლება ტაბლეტის ორ თანაბარ დოზად გაყოფა.

თუ თქვენ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ ეგილოკი® ახდენს ძალიან ძლიერ ან ძალიან სუსტ ეფექტს, რჩევისათვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ მიიღეთ იმაზე მეტი ეგილოკის® ტაბლეტები, ვიდრე იყო დანიშნული, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!

თუ თქვენ დაგავიწყდათ ეგილოკის® ტაბლეტის მიღება

თუ თქვენ დაგავიწყდათ ეგილოკის® ტაბლეტის მიღება, მიიღეთ რაც შეიძლება სწრაფად.

თუ მოახლოებულია შემდეგი ტაბლეტის მიღების დრო, არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა გამოტოვებული დოზების კომპენსირების მიზნით, ვინაიდან თქვენ ვერ შესძლებთ გამოტოვებული დოზის კომპენსირებას, მაგრამ შეიძლება გაზარდოთ დოზის გადაჭარბების განვითარების რისკი.

თუ თქვენ დროზე ადრე შეწყვიტეთ ეგილოკის® ტაბლეტების მიღება

თუ თქვენ იღებთ ეგილოკის® ტაბლეტებს, არ შეწყვიტოთ მკურნალობა უცბათ. პრეპარატის მოხსნა უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის მითითებით, თანდათან, რამოდენიმე ფაზის განმავლობაში.

თუ თქვენ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები მოცემული სამკურნალო საშუალების შესახებ, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები

როგორც ყველა სხვა სამკურნალო საშუალებებმა, მოცემულმა პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი არ ვლინდება ყველა პაციენტში.

ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენის განვითარებისას, კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს:

ძალიან ხშირი (შეიძლება განუვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს):

დაღლილობის შეგრძნება.

ხშირი (შეიძლება განუვითარდეს 10 ადამიანიდან არაუმეტეს 1-ს):

თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ბრადიკარდია (გულის რითმის შენელება), ორთოსტატიული ჰიპოტენზია (არტერიული წნევის დაცემა სხეულის მდებარეობის ცვლილებისას ჰორიზონტალური მდგომარეობიდან დაჯდომისას ან ადგომისას), რომელსაც თან ახლავს თავბრუსხვევა (ძალიან იშვიათ შემთხვევაში გონების დაკარგვით), ცივი კიდურები (ხელები და/ან ფეხები), გულისრევა, ტკივილი მუცელში, დიარეა, ყაბზობა, ქოშინი დატვირთვისას, ძლიერი გულისცემის შეგრძნება.

არც ისე ხშირი (შეიძლება განუვითარდეს 100 ადამიანიდან არაუმეტეს 1-სა):

წვის, ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნება, კუნთების სპაზმი, გულის უკმარისობის სიმპტომების გაუარესება (ჰაერის უკმარისობის, დაღლილობის შეგრძნება ან კოჭ-წვივის სახსრების/ ტერფის შეშუპება), ეკგ-ზე უმნიშვნელო ცვლილებები, რომლებიც გავლენას არ ახდენენ გულის მუშაობაზე, შეშუპება, ტკივილი გულ-მკერდის არეში, დეპრესია, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დარღვევა, ძილიანობა, უძილობა (ჩაძინების გაძნელება), კოშმარები ძილის დროს, კანისმიერი გამონაყარი, მოჭერის შეგრძნება სასუნთქ გზებში, ღებინება, ოფლიანობა, სხეულის მასის მომატება.

იშვიათი (შეიძლება განუვითარდეს 1000 ადამიანიდან არაუმეტეს 1-ს):

ეკგ-ზე გულის გამტარობის დარღვევების გამოვლენა, არარეგულარული გულის შეკუმშვები, ნერვოზულობა, შფოთვა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები ლაბორატორიული სინჯების საფუძველზე, თმის ცვენა, სურდო ალერგიული რეაქციების შედეგად, მხედველობის დარღვევა, თვალების სიმშრალე (გათვალისწინებული უნდა იყოს იმ პირებში, რომლებიც ატარებენ კონტაქტურ ლინზებს) და/ან თვალების გაღიზიანება, კონიუნქტივიტი (თვალის ლორწოვანი გარსის ანთება), პირის სიმშრალე, ცრემლდენა/თვალების გაწითლება ალერგიული რეაქციის შედეგად, იმპოტენცია/სქესობრივი ფუნქციის დარღვევა.

ძალიან იშვიათი (შეიძლება განუვითარდეს 10000 ადამიანიდან არაუმეტეს 1-ს):

სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში – სისხლის მიმოქცევის გაუარესება კიდურებში, სახსრების ტკივილი, მეხსიერების დარღვევა, გონების არევა, ჰალუცინაციები, კანისმიერი რეაქციები, რომლებიც გამოწვეულია სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობით, პროგრესირებადი ფსორიაზი, ხმაური ყურებში, გემოს შეგრძნებების დარღვევები, სისხლის ფორმულის ცვლილება (სისხლში სისხლის ფირფიტების რაოდენობის შემცირება).

შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი ეფექტების აღმოჩენისას, რომლებიც ნახსენები არ არის მოცემულ ინსტრუქციაში, გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თქვენ ასევე შეგიძლიათ გვერდითი ეფექტების შესახებ უშუალოდ აცნობოთ გვერდითი ეფექტების რეგისტრაციის ეროვნულ სისტემას. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

  • როგორ ინახება პრეპარატი ეგილოკის® ტაბლეტები

შეინახეთ არაუმეტეს 25˚ C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწდომელ ადგილას!

პრეპარატი ეგილოკის® ტაბლეტების გამოყენება არ შეიძლება ხარისხის გაუარესების აშკარა ნიშნების გამოვლენისას (მაგალითად, ფერის შეცვლა).

  • ვარგისობის ვადა

ვარგისობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადის ამოწურვის თარიღად მიიჩნევა მითითებული თვის ბოლო დღე.

სამკურნალი საშუალებები არ უნდა გადაიყაროს საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად ან კანალიზაციაში. თუ აუცილებელია პრეპარატის ნარჩენების სახით თავიდან მოცილება,როდესაც აღარ გჭირდებათ, კონსულტაციისათვის მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებას.

  • აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს პრეპარატი ეგილოკის® ტაბლეტები

მოქმედი ნივთიერება: ყოველი ტაბლეტი შეიცავს 25 მგ, 50 მგ ან 100 მგ აქტიურ ნივთიერებას მეტოპროლოლის ტარტრატს.

დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი (K-90), სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი (ტიპი A), მიკროკრისტალური ცელულოზა.

პრეპარატ ეგილოკის® ტაბლეტების გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

გარეგნული სახე:

ტაბლეტები 25 მგ – თეთრი ან თითქმის თეთრი, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები ჯვარედინი გამყოფი ხაზით და ორმაგი დახრით (“ორმაგი სნეპი”) ერთ მხარეს და სტილიზებული ასო “E”-სა და 435 ნომრის გრავირებით მეორე მხარეს, სუნის გარეშე ან თითქმის უსუნო.

ტაბლეტის გამყოფი ხაზი ემსახურება მხოლოდ იმას, რომ მოსახერხებელი იყოს მისი მიღება. გამყოფი ხაზის მეშვეობით არ შეიძლება ტაბლეტის თანაბარ დოზებად გაყოფა.

ტაბლეტები 50 მგ – თეთრი ან თითქმის თეთრი ფერი, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები ერთ მხარეს ნაჭდევით და სტილიზებული ასო “E”-სა და ნომრის 434 გრავირებით მეორე მხარეს, სუნის გარეშე ან თითქმის უსუნო.

ტაბლეტის გამყოფი ხაზი ემსახურება მხოლოდ იმას, რომ მოსახერხებელი იყოს მისი მიღება. გამყოფი ხაზის მეშვეობით არ შეიძლება ტაბლეტის თანაბარ დოზებად გაყოფა.

ტაბლეტები 100 მგ – თეთრი ან თითქმის თეთრი, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები ერთ მხარეს ჩამოთლილი გვერდით და ნაჭდევით და სტილიზებული ასო “E”-სა და ნომრის 432 გრავირებით მეორე მხარეს, სუნის გარეშე ან თითქმის უსუნო.

ტაბლეტის გამყოფი ხაზი ემსახურება მხოლოდ იმას, რომ მოსახერხებელი იყოს მისი მიღება. გამყოფი ხაზის მეშვეობით არ შეიძლება ტაბლეტის თანაბარ დოზებად გაყოფა.

შეფუთვა

30 ტაბლეტი (პრეპარატი ეგილოკის® ტაბლეტები 100 მგ-ს შემთხვევაში) ან 60 ტაბლეტი ყავისფერი შუშის ფლაკონებში, რომლებიც შეფუთულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”

1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქ., 30-38,

უნგრეთი

საწარმოო მოედანი

დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”

9900 კიორმენდი, მატიაშ კირაის ქ., 65

1165 ბუდაპეშტი, ბიოკენფელდის ქ., 118-120

უნგრეთი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა