პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
უროლოგიური საშუალებები

დუტასტერიდი/ტამსულოზინი ნორმოგენი 0,5მგ/0,4მგ მყარი კაფსულები EFG

Dutasterida/Tamsulosina Normogen 0,5mg/0,4mg cápsulas duras EFG

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

დუტასტერიდი/ტამსულოზინი ნორმოგენი მამაკაცებში გამოიყენება გადიდებული პროსტატის ჯირკვლის (პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის) სამკურნალოდ – პროსტატის ჯირკვლის კეთილთვისებიანი ზრდა, რომელიც გამოწვეულია ჰორმონ დიჰიდროტესტოსტერონის დიდი რაოდენობით წარმოქმნით.. …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
მყარი კაფსულა (0,5მგ დუტასტერიდის რბილი კაფსულა + 0,4მგ ტამსულოზინის მოდიფიცირებული გამოთავისუფლების პელეტები) №30
მწარმოებელი
Laboratorios LEÓN FARMA, S.A., ესპანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
უროლოგიური საშუალებები, ალფა-ადრენორეცეპტორების ანტაგონისტები
ATC კოდი
G04CA52
რეგისტრაციის ნომერი
რ-044410
რეგისტრირებულია
1 დეკემბერი 2025, მოქმედებს 1 დეკემბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
ურთიერთქმედების შემოწმებადუტასტერიდი/ტამსულოზინი ნორმოგენი 0,5მგ/0,4მგ მყარი კაფსულები EFG და სხვა წამალი ერთად

დუტასტერიდი/ტამსულოზინი ნორმოგენი 0,5მგ/0,4მგ მყარი კაფსულები EFG — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

დუტასტერიდი/ტამსულოზინი ნორმოგენი მამაკაცებში გამოიყენება გადიდებული პროსტატის ჯირკვლის (პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის) სამკურნალოდ – პროსტატის ჯირკვლის კეთილთვისებიანი ზრდა, რომელიც გამოწვეულია ჰორმონ დიჰიდროტესტოსტერონის დიდი რაოდენობით წარმოქმნით..

დუტასტერიდი/ტამსულოზინი ნორმოგენი წარმოადგენს ორი განსხვავებული მედიკამენტის, დუტასტერიდისა და ტამსულოზინის, კომბინაციას. დუტასტერიდი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. 5-ალფა რედუქტაზის ინჰიბიტორებს და ტამსულოზინი მიეკუთვნება მედიკამნტების ჯგუფს, ე.წ. ალფა-ბლოკატორებს.

პროსტატის ზრდა იწვევს შარდვის პრობლემებს, როგორიცაა: შარდვის გაძნელება და შარდვის გახშირება. მან ასევე შეიძლება გამოიწვიოს შარდის ნაკადის და სიძლიერის დაქვეითება. პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის მკურნალობის გარეშე დატოვების შემთხვევაში იზრდება შარდის შეკავების (შარდის მწვავე შეკავების) განვითარების რისკი. ეს მდგომარეობა მოითხოვს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას. ხანდახან საჭიროა ქირურგიული ჩარევა პროსტატის ჯირკვლის ამოსაღებად ან მისი ზომის შესამცირებლად.

დუტასტერიდი აქვეითებს დიჰიდროტესტოსტერონის პროდუქციას, რაც ხელს უწყობს პროსტატის ზომაში შემცირებას და სიმპტომების შემსუბუქებას. ის ასევე აქვეითებს შარდის მწვავე შეკავების რისკს და ოპერაციის საჭიროებას. ტამსულოზინი ადუნებს პროსტატის ჯირკვლის კუნთებს, რაც აადვილებს შარდის გამოყოფას და იწვევს სიმპტომების სწრაფად გაუმჯობესებას.

მიღების წესი და დოზირება

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. მედიკამენტის არარეგულარულად მიღებამ შეიძლება გავლენა იქონიოს პსა-ს დონის მონიტორინგზე. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

რეკომენდებული დოზა

რეკომენდებული დოზაა ერთი კაფსულა ერთხელ დღეში, 30 წუთით ადრე ჭამამდე, ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს.

მიღების წესი

კაფსულა უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყალთან ერთად. დაუშვებელია კაფსულის დაღეჭვა ან გატეხვა. კაფსულის შიგთავსთან კონტაქტმა შეიძლება გამოიწვიოს პირის და ხახის გაღიზიანება.

დუტასტერიდი/ტამსულოზინის დოზის გადაჭარბებისას

დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევით გადაყლაპვისას საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა, ტელ.: +34 91 562 04 20, მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.

დუტასტერიდი/ტამსულოზინის მიღების დავიწყებისას

დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ, შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს ჩვეულ დროს.

არ უნდა შეწყდეს დუტასტერიდი/ტამსულოზინით თერაპია ექიმთან კონსულტაციის გარეშე

არ უნდა შეწყდეს დუტასტერიდი/ტამსულოზინით თერაპია ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ქალია (რადგან ეს მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ მამაკაცებისათვის);

თუ პაციენტი ბავშვი ან 18 წლამდე ასაკის მოზარდია;

თუ პაციენტი ალერგიულია დუტასტერიდის, სხვა 5-ალფა რედუქტაზის ინჰიბიტორის, ტამსულოზინის, სოიოს, არაქისის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათალი იხ. მე-6 პარაგრაფში);

თუ პაციენტს აღენიშნება დაბალი არტერიული წნევა, რაც იწვევს თავბრუსხვევას, გაბრუებას ან გულისწასვლას (ორთოსტატიკული ჰიპოტენზია);

თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის მძიმე დაავადება;

ეს მედიკამენტი შეიძლება შეიცავდეს სოიოს ზეთს. ის არ უნდა იქნეს გამოყენებული არაქისის ან სოიოს მიმართ ალერგიის შემთხვევაში.

თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ეხება მას, არ უნდა მიიღოს მედიკამენტი ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

სიფრთხილის ზომები

მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია:

ზოგიერთ კლინიკურ კვლევაში მონაწილე უფრო მეტ პაციენტში, რომლებიც იღებდნენ დუტასტერიდსა და ტამსულოზინის მსგავს სხვა ალფა-ბლოკატორს, აღინიშნა გულის უკმარისობა იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც იღებდნენ მხოლოდ დუტასტერიდს ან მხოლოდ ალფა-ბლოკატორს. გულის უკმარისობა ნიშნავს, რომ გულის არ შეუძლია საკმარისი რაოდენობით სისხლის გადატუმბვა.

ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის პრობლემები. თუ პაციენტს აღენიშნება რაიმე დაავადება, რომელიც აზიანებს ღვიძლს, შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი გამოკვლევების ჩატარება დუტასტერიდი/ტამსულოზინით მკურნალობის დროს;

ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის მძიმე პრობლემები;

კატარაქტის (ბროლის შემღვრევა) ოპერაცია: თუ პაციენტი გეგმავს კატარაქტის ოპერაციას, ექიმმა შეიძლება შეუწყვიტოს დუტასტერიდი/ტამსულოზინის ჰიდროქლოორიდით მკურნალობა ოპერაციამდე გარკვეული ხნით ადრე. ოფთალმოლოგს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს დუტასტერიდი/ტამსულოზინს ან ტამსულოზინს (ან ადრე იღებდა). ამ შემთხვევაში ოფთალმოლოგმა უნდა მიიღოს შესაბამისი სიფრთხილის ზომები ოპერაციის დროს გართულებების თავიდან ასაცილებლად;

ქალები, ბაშვები და მოზარდები უნდა მოერიდონ დუტასტერიდი/ტამსულოზინის კაფსულების ხელში დაჭერას, რადგან კაფსულებიდან აქტიური ნივთიერების გაჟონვისას მისი შეწოვა შეიძლება მოხდეს კანიდან. კანთან კონტაქტის შემთხვევაში დაზიანებული ადგილის ჩამობანა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს საპნითა და წყლით;

სექსუალური კავშირის დროს გამოყენებულ უნდა იქნეს პრეზერვატივი. დუტასტერიდი ნანახი იქნა მამაკაცების სათესლე სითხეში, რომლებიც იღებენ დუტასტერიდს/ტამსულოზინს. პარტნიორის ორსულობის ან შესაძლო ორსულობის შემთხვევაში თავიდან უნდა იქნეს აცილებული სპერმასთან კონტაქტი, რადგან დუტასტერიდმა შეიძლება გავლენა იქონიოს მამრობითი სქესის ნაყოფის ნორმალურ განვითარებაზე. დუტასტერიდი აქვეითებს სპერმატოზოიდების რაოდენობას, სათესლე სითხის მოცულობას და სპერმატოზოიდების მოძრაობას, რამაც შეიძლება დააქვეითოს ნაყოფიერება;

დუტასტერიდი/ტამსულოზინი გავლენას ახდენს პსა-ის (პროსტატის სპეციფიური ანტიგენის) სისხლის ანალიზზე, რომელიც გამოიყენება პროსტატის კიბოს აღმოსაჩენად. ექიმმა უნდა იცოდეს ამ ეფექტის შესახებ და ეს ანალიზი მაინც უნდა გამოიყენოს პროსტატის კიბოს აღმოსაჩენად. თუ პაციენტს ესაჭიროება პსა-ის ანალიზი, ექიმს უნდა ეცნობოს, რომ იღებს დუტასტერიდ/ტამსულოზინს. მამაკაცებმა, რომლებიც მკურნალობენ დუტასტერიდი/ტამსულოზინით, რეგულარულად უნდა ჩაიტარონ პსა ტესტი;

კლინიკურ კვლევაში, რომელიც ჩატარდა პროსტატის კიბოს გაზრდილი რისკის მქონე მამაკაცებში, მამაკაცებს, რომლებიც იღებდნენ დუტასტერიდს, უფრო ხშირად აღენიშნებოდათ პროსტატის კიბოს მძიმე ფორმა იმ მამაკაცებთან შედარებით, რომლებიც არ იღებდნენ დუტასტერიდს. დუტასტერიდის ეფექტი პროსტატის კიბოს მძიმე ფორმაზე უცნობია;

დუტასტერიდი/ტამსულოზინმა შეიძლება გამოიწვიოს სარძევე ჯირკვლების გადიდება და მტკივნეულობა. თუ ეს შემაწუხებელია, ან სარძევე ჯირკვალში აღინიშნება კვანძები ან გამონადენი, უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს, რადგან ეს შეიძლება სერიოზული მდგომარეობის, სარძევე ჯირკვლის კიბოს ნიშნები იყოს.

საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ პაციენტს კითხვები აქვს დუტასტერიდი/ტამსულოზინის მიღებასთნ დაკავშირებით.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უკანასკნელ პერიოდში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.

დაუშვებელია დუტასტერიდი/ტამსულოზინის მიღება შემდეგ მედიკამენტებთან ერთად:

სხვა ალფა-ბლოკატორები (ინიშნება პროსტატის გადიდების ან მაღალი არტერიული წნევის დროს).

არ არის რეკომენდებული დუტასერიდი/ტამსულოზინის მიღება შემდეგ მედიკამენტებთან ერთად:

კეტოკონაზოლი (ინიშნება სოკოვანი ინფექციების დროს).

ზოგიერთი მედიკამენტი ურთიერთქმედებს დუტასტერიდ/ტამსულოზინთან და შეიძლება უფრო ხშირად გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები. ეს მედიკამენტებია:

PDE5 ინჰიბიტორები (გამოიყენება ერექციის მისაღწევად ან შესანარჩუნებლად), როგორიცაა ვარდენაფილი, სილდენაფილის ციტრატი და ტადალაფილი;

ვერაპამილი ან დილტიაზემი (ინიშნება მაღალი არტერიული წნევის დროს);

რიტონავირი ან ინდინავირი (ინიშნება აივ ინფექციის სამკურნალოდ);

იტრაკონაზოლი ან კეტოკონაზოლი (ინიშნება სოკოვანი ინფექციების დროს);

ნეფაზოდონი (ანტიდეპრესანტი);

ციმეტიდინი (ინიშნება კუჭის წყლულების დროს);

ვარფარინი (ანტითთრომბოზული მედიკამენტი);

ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი, გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ);

პაროქსეტინი (ანტიდეპრესანტი);

ტერბინაფინი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ);

დიკლოფენაკი (გამოიყენება ტკივილის და ანთების დროს).

მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ამ მედიკამენტებს.

დუტასტერიდი/ტამსულოზინის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

დუტასტერიდი/ტამსულოზინის მიღება უნდა მოხდეს ჭამამდე 30 წუთით ადრე ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ქალებმა არ უნდა მიიღონ ეს მედიკამენტი..

ორსულობის (ან შესაძლო ორსულობის) დროს ქალები უნდა მოერიდონ დაზიანებული კაფსულების ხელში დაჭერას, რადგან დუტასტერიდი შეიწოვება კანიდან და შეიძლება გავლენა იქონიოს მამრობითი სქესის ნაყოფის ნორმალურ განვითარებაზე. ეს რისკი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულობის პირველ 16 კვირაში.

სექსუალური კავშირის დროს გამოყენებულ უნდა იქნეს პრეზერვატივი. დუტასტერიდი ნანახი იქნა მამაკაცების სათესლე სითხეში, რომლებიც იღებენ დუტასტერიდს/ტამსულოზინს. პარტნიორის ორსულობის ან შესაძლო ორსულობის შემთხვევაში თავიდან უნდა იქნეს აცილებული სპერმასთან კონტაქტი.

ნაჩვენები იქნა, რომ დუტასტერიდი/ტამსულოზინი აქვეითებს სპერმატოზოიდების რაოდენობას, სათესლე სითხის მოცულობასა და სპერმატოზოიდების მოძრაობას, რამაც შეიძლება დააქვეითოს ნაყოფიერება.

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ ორსულ ქალს ჰქონდა დუტასტერიდ/ტამსულოზინთან კონტაქტი.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ზოგიერთ პაციენტში დუტასტერიდი/ტამსულოზინით მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, თუ პაციენტს აღენიშნება ამ უნარებზე გავლენა.

დუტასტერიდი/ტამსულოზინი ნორმოგენი შეიცავს პროპილენგლიკოლს და პროპილენგლიკოლი მონოკაპრილატს

ეს მედიკამენტი შეიცავს 299.46 მგ პროპილენგლიკოლს თითოეულ კაფსულაში, რომელიც ექვივალენტურია 4.27 მგ/კგ წონის.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ალერგიული რეაქცია

ალერგიული რეაქციის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:

გამონაყარი კანზე (შეიძლება ქავილით)

ჭინჭრის ციება (კვანძოვანი გამონაყარის მსგავსი)

ქუთუთოების, სახის, ტუჩების, ხელების ან ფეხების შეშუპება

საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა და დუტასტერიდი/ტამსულოზინის მიღების შეწყვეტა, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი.

თავბრუსხვევა, გაბრუება და გულისწასვლა

ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, გაბრუება და იშვიათ შემთხვევებში, გულისწასვლა. სიფრთხილეა საჭირო წოლითი ან მჯდომარე პოზიციიდან ადგომისას, განსაკუთრებით, ღამით გაღვიძებისას, სანამ პაციენტს არ ეცოდინება, თუ როგორ მოქმედებს მასზე მედიკამენტი. მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე თავბრუსხვევის ან გაბრუების განვითარების შემთხვევაში, პაციენტი უნდა დაჯდეს ან წამოწვეს სიმპტომების უკუგანვითარებამდე.

კანის სერიოზული რეაქციები

კანის სერიოზული რექციები შეიძლება მოიცავდეს:

გავრცელებული გამონაყარი ბუშტუკების განვითარებით და კანის აქერცვლით, განსაკუთრებით პირის ირგვლივ, ცხვირში, თვალებზე და სასქესო ორგანოებზე (სტივენს-ჯონსონის სინდრომი).

ხშირი გვერდითი მოვლენები

შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, რომელბიც იღებენ დუტასტერიდ/ტამსულოზინს:

იმპოტენცია (ერექციის მიუღწევლობა ან შენარჩუნების შეუძლებლობა)*

სექსუალური ლტოლვის (ლიბიდოს) დაქვეითება*

ეაკულაციის დარღვევა, როგორცაა სათესლე სითხის რაოდენობის დაქვეითება სექსუალური აქტის დროს*

სარძევე ჯირკვლების გადიდება და მტკივნეულობა (გინეკომასტია)

თავბრუსხვევა

  • მცირე რაოდენობით პაციენტებში ეს მოვლენები შეიძლება აღინიშნოს დუტასტერიდი/ტამსულოზინი ნორმოგენის მიღების შეწყვეტის შემდეგაც.

არახშირი გვერდითი მოვლენები

შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში:

გულის უკმარისობა (გულს არ შეუძლია საკმარისი რაოდენობით სისხლის გადატუმბვა ორგანიზმში. შეიძლება აღინიშნოს შემდეგი სიმპტომები: ქოშინი, უკიდურესი დაღლილობა და კოჭებისა და ფეხების შეშუპება);

დაბალი არტერიული წნევა ადგომისას;

აჩქარებული გულისცემა (გულის ფრიალი);

ყაბზობა, დიარეა, ღებინება, გულისრევა;

სისუსტე ან უღონობა;

თავის ტკივილი;

ცხვირის ქავილი, გაჭედვა ან გამონადენი ცხვირიდან (რინიტი);

გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ქავილი

თმის ცვენა (ჩვეულებრივ სხეულიდან) ან თმიანობის ზრდა.

იშვიათი გვერდითი მოვლენები

შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში:

ქუთუთოების, სახის, ტუჩების, ხელების ან ფეხების შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება);

გულისწასვლა.

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები

შეიძლება აღინიშნოს 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში:

პერსისტენტული მტკივნეული ერექცია (პრიაპიზმი);

კანის მძიმე რეაქციები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი).

სხვა გვერდითი მოვლენები

სხვა გვერდითი მოვლენები განვითარდა მცირე რაოდენობით მამაკაცებში, მაგრამ მათი ზუსტი სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე):

გულის რითმის დარღვევა ან აჩქარებული გულისცემა (არითმია, ტაქიკარდია ან წინაგულების ფიბრილაცია);

სუნთქვის გაძნელება (ქოშინი);

დეპრესია;

სათესლე ჯირკვლების ტკივილი და შეშუპება;

ცხვირიდან სისხლდენა;

კანის ძლიეირ გამონაყარი;

მხედველობის ცვლილება (მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის დაზიანება);

პირის სიმშრალე.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება პირდაპირ შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალებების ფარმაკოზედამხედევლობის სისტემის საშუალებით: https://www.noificaram.es

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებებია დუტასტერიდი და ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი. თითოეული კაფსულა შეიცავს 0.5 მგ დუტასტერიდს და 0.4 მგ ტამსულოზინის ჰიდროქლორიდს;

სხვა დამხმარე ნივთიერებებია:

მყარი კაფსულის გარსი:

რკინის შავი ოქსიდი (E172)

რკინის წითელი ოქსიდი (E172)

ტიტანის დიოქსიდი (E171)

რკინის ყვითელი ოქსიდი (E172)

ჟელატინი.

დუტასტერიდის რბილი კაფსულა:

რბილი კაფსულის შემადგენლობა:

პროპილენგლიკოლის მონოკაპრილატი

II ტიპის ბუტილჰიდროქსიტოლუენი (E321).

რბილი კაფსულის გარსი:

ჟელატინი

გლიცეროლი (E422)

ტიტანის დიოქსიდი (E171)

ტრიგლიცერიდები (საშუალო ჯაჭვის)

ლეციტინი (E322) (შეიძლება შეიცავდეს სოიოს ზეთს)

ტამსულოზინის გრანულები:

მეთილაკრილატის და ეთილაკრილატის კოპოლიმერი (1:1) 30%-იანი დისპერსიით (ის ასევე შეიცავს პოლისორბატ 80-ს და ნატრიუმის ლაურილსულფატს)

მიკროკრისტალური ცელულოზა (E460)

დიბუტილის სებაკატი

პოლისორბატი 80 (E433)

კოლოიდური ჰიდრატირებული სილიციუმის დიოქსიდი

კალციუმის სტეარატი.

შავი მელანი:

შელაკი (E904),

რკინის შავი ოქსიდი (E172)

პროპილენგლიკოლი (E1520)

კონცენტრირებული ამომიუმის ხსნარი (E527)

ნატრიუმის ჰიდროქსიდი (E525).

პროდუქტის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა

მედიკამენტი წარმოადგენს მოგრძო ფორმის მყარ კაფსულებს, ზომა 0, ყავისფერი კორპუსითა და კრემისფერი თავსახურით, რომელზეც შავი მელნით დაბეჭდილია C001.

ხელმისაწვდომია 7, 30 და 90 მყარი კაფსულით შეფუთვაში.

ყველა შეფუთვა შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი ყველა ქვეყნის ბაზარზე.

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის მიღება კოლოფსა და ფლაკონზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს. შენახვის ვადა შეფუთვის პირველად გახსნიდან: 90 დღე.

არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვა ან მედიკამენტი უნდა მოთავსდეს აფთიაქში განთავსებულ ადგილას, რომელიც აღნიშნულია სიგრე სიმბოლოთი. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის

დუტასტერიდი/ტამსულოზინი ნორმოგენი 0.5 მგ/0.4 მგ მყარი კაფსულები

დუტასტერიდი/ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი

მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა. დაავადების სიმტომების მსგავსების მიუხედავად, ის საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს მათთვის.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს დუტასტერიდი/ტამსულოზინი ნორმოგენი და მისი გამოყენება;

რა უნდა იცოდეს პაციენტმა დუტასტერიდი/ტამსულოზინი ნორმოგენის მიღებამდე;

დუტასტერიდი/ტამსულოზინი ნორმოგენის მიღების წესი;

შესაძლო გვერდითი მოვლენები;

დუტასტერიდი/ტამსულოზინი ნორმოგენის შენახვის წესი;

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.

რას წარმოადგენს დუტასტერიდი/ტამსულოზინი ნორმოგენი და მისი გამოყენება

დუტასტერიდი/ტამსულოზინი ნორმოგენი მამაკაცებში გამოიყენება გადიდებული პროსტატის ჯირკვლის (პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის) სამკურნალოდ – პროსტატის ჯირკვლის კეთილთვისებიანი ზრდა, რომელიც გამოწვეულია ჰორმონ დიჰიდროტესტოსტერონის დიდი რაოდენობით წარმოქმნით..

დუტასტერიდი/ტამსულოზინი ნორმოგენი წარმოადგენს ორი განსხვავებული მედიკამენტის, დუტასტერიდისა და ტამსულოზინის, კომბინაციას. დუტასტერიდი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. 5-ალფა რედუქტაზის ინჰიბიტორებს და ტამსულოზინი მიეკუთვნება მედიკამნტების ჯგუფს, ე.წ. ალფა-ბლოკატორებს.

პროსტატის ზრდა იწვევს შარდვის პრობლემებს, როგორიცაა: შარდვის გაძნელება და შარდვის გახშირება. მან ასევე შეიძლება გამოიწვიოს შარდის ნაკადის და სიძლიერის დაქვეითება. პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის მკურნალობის გარეშე დატოვების შემთხვევაში იზრდება შარდის შეკავების (შარდის მწვავე შეკავების) განვითარების რისკი. ეს მდგომარეობა მოითხოვს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას. ხანდახან საჭიროა ქირურგიული ჩარევა პროსტატის ჯირკვლის ამოსაღებად ან მისი ზომის შესამცირებლად.

დუტასტერიდი აქვეითებს დიჰიდროტესტოსტერონის პროდუქციას, რაც ხელს უწყობს პროსტატის ზომაში შემცირებას და სიმპტომების შემსუბუქებას. ის ასევე აქვეითებს შარდის მწვავე შეკავების რისკს და ოპერაციის საჭიროებას. ტამსულოზინი ადუნებს პროსტატის ჯირკვლის კუნთებს, რაც აადვილებს შარდის გამოყოფას და იწვევს სიმპტომების სწრაფად გაუმჯობესებას.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა დუტასტერიდი/ტამსულოზინი ნორმოგენის მიღებამდე

დაუშვებელია დუტასტერიდი/ტამსულოზინი ნორმოგენის მიღება:

თუ პაციენტი ქალია (რადგან ეს მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ მამაკაცებისათვის);

თუ პაციენტი ბავშვი ან 18 წლამდე ასაკის მოზარდია;

თუ პაციენტი ალერგიულია დუტასტერიდის, სხვა 5-ალფა რედუქტაზის ინჰიბიტორის, ტამსულოზინის, სოიოს, არაქისის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათალი იხ. მე-6 პარაგრაფში);

თუ პაციენტს აღენიშნება დაბალი არტერიული წნევა, რაც იწვევს თავბრუსხვევას, გაბრუებას ან გულისწასვლას (ორთოსტატიკული ჰიპოტენზია);

თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის მძიმე დაავადება;

ეს მედიკამენტი შეიძლება შეიცავდეს სოიოს ზეთს. ის არ უნდა იქნეს გამოყენებული არაქისის ან სოიოს მიმართ ალერგიის შემთხვევაში.

თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ეხება მას, არ უნდა მიიღოს მედიკამენტი ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია:

ზოგიერთ კლინიკურ კვლევაში მონაწილე უფრო მეტ პაციენტში, რომლებიც იღებდნენ დუტასტერიდსა და ტამსულოზინის მსგავს სხვა ალფა-ბლოკატორს, აღინიშნა გულის უკმარისობა იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც იღებდნენ მხოლოდ დუტასტერიდს ან მხოლოდ ალფა-ბლოკატორს. გულის უკმარისობა ნიშნავს, რომ გულის არ შეუძლია საკმარისი რაოდენობით სისხლის გადატუმბვა.

ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის პრობლემები. თუ პაციენტს აღენიშნება რაიმე დაავადება, რომელიც აზიანებს ღვიძლს, შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი გამოკვლევების ჩატარება დუტასტერიდი/ტამსულოზინით მკურნალობის დროს;

ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის მძიმე პრობლემები;

კატარაქტის (ბროლის შემღვრევა) ოპერაცია: თუ პაციენტი გეგმავს კატარაქტის ოპერაციას, ექიმმა შეიძლება შეუწყვიტოს დუტასტერიდი/ტამსულოზინის ჰიდროქლოორიდით მკურნალობა ოპერაციამდე გარკვეული ხნით ადრე. ოფთალმოლოგს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს დუტასტერიდი/ტამსულოზინს ან ტამსულოზინს (ან ადრე იღებდა). ამ შემთხვევაში ოფთალმოლოგმა უნდა მიიღოს შესაბამისი სიფრთხილის ზომები ოპერაციის დროს გართულებების თავიდან ასაცილებლად;

ქალები, ბაშვები და მოზარდები უნდა მოერიდონ დუტასტერიდი/ტამსულოზინის კაფსულების ხელში დაჭერას, რადგან კაფსულებიდან აქტიური ნივთიერების გაჟონვისას მისი შეწოვა შეიძლება მოხდეს კანიდან. კანთან კონტაქტის შემთხვევაში დაზიანებული ადგილის ჩამობანა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს საპნითა და წყლით;

სექსუალური კავშირის დროს გამოყენებულ უნდა იქნეს პრეზერვატივი. დუტასტერიდი ნანახი იქნა მამაკაცების სათესლე სითხეში, რომლებიც იღებენ დუტასტერიდს/ტამსულოზინს. პარტნიორის ორსულობის ან შესაძლო ორსულობის შემთხვევაში თავიდან უნდა იქნეს აცილებული სპერმასთან კონტაქტი, რადგან დუტასტერიდმა შეიძლება გავლენა იქონიოს მამრობითი სქესის ნაყოფის ნორმალურ განვითარებაზე. დუტასტერიდი აქვეითებს სპერმატოზოიდების რაოდენობას, სათესლე სითხის მოცულობას და სპერმატოზოიდების მოძრაობას, რამაც შეიძლება დააქვეითოს ნაყოფიერება;

დუტასტერიდი/ტამსულოზინი გავლენას ახდენს პსა-ის (პროსტატის სპეციფიური ანტიგენის) სისხლის ანალიზზე, რომელიც გამოიყენება პროსტატის კიბოს აღმოსაჩენად. ექიმმა უნდა იცოდეს ამ ეფექტის შესახებ და ეს ანალიზი მაინც უნდა გამოიყენოს პროსტატის კიბოს აღმოსაჩენად. თუ პაციენტს ესაჭიროება პსა-ის ანალიზი, ექიმს უნდა ეცნობოს, რომ იღებს დუტასტერიდ/ტამსულოზინს. მამაკაცებმა, რომლებიც მკურნალობენ დუტასტერიდი/ტამსულოზინით, რეგულარულად უნდა ჩაიტარონ პსა ტესტი;

კლინიკურ კვლევაში, რომელიც ჩატარდა პროსტატის კიბოს გაზრდილი რისკის მქონე მამაკაცებში, მამაკაცებს, რომლებიც იღებდნენ დუტასტერიდს, უფრო ხშირად აღენიშნებოდათ პროსტატის კიბოს მძიმე ფორმა იმ მამაკაცებთან შედარებით, რომლებიც არ იღებდნენ დუტასტერიდს. დუტასტერიდის ეფექტი პროსტატის კიბოს მძიმე ფორმაზე უცნობია;

დუტასტერიდი/ტამსულოზინმა შეიძლება გამოიწვიოს სარძევე ჯირკვლების გადიდება და მტკივნეულობა. თუ ეს შემაწუხებელია, ან სარძევე ჯირკვალში აღინიშნება კვანძები ან გამონადენი, უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს, რადგან ეს შეიძლება სერიოზული მდგომარეობის, სარძევე ჯირკვლის კიბოს ნიშნები იყოს.

საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ პაციენტს კითხვები აქვს დუტასტერიდი/ტამსულოზინის მიღებასთნ დაკავშირებით.

სხვა მედიკამენტები და დუტასტერიდი/ტამსულოზინი

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უკანასკნელ პერიოდში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.

დაუშვებელია დუტასტერიდი/ტამსულოზინის მიღება შემდეგ მედიკამენტებთან ერთად:

სხვა ალფა-ბლოკატორები (ინიშნება პროსტატის გადიდების ან მაღალი არტერიული წნევის დროს).

არ არის რეკომენდებული დუტასერიდი/ტამსულოზინის მიღება შემდეგ მედიკამენტებთან ერთად:

კეტოკონაზოლი (ინიშნება სოკოვანი ინფექციების დროს).

ზოგიერთი მედიკამენტი ურთიერთქმედებს დუტასტერიდ/ტამსულოზინთან და შეიძლება უფრო ხშირად გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები. ეს მედიკამენტებია:

PDE5 ინჰიბიტორები (გამოიყენება ერექციის მისაღწევად ან შესანარჩუნებლად), როგორიცაა ვარდენაფილი, სილდენაფილის ციტრატი და ტადალაფილი;

ვერაპამილი ან დილტიაზემი (ინიშნება მაღალი არტერიული წნევის დროს);

რიტონავირი ან ინდინავირი (ინიშნება აივ ინფექციის სამკურნალოდ);

იტრაკონაზოლი ან კეტოკონაზოლი (ინიშნება სოკოვანი ინფექციების დროს);

ნეფაზოდონი (ანტიდეპრესანტი);

ციმეტიდინი (ინიშნება კუჭის წყლულების დროს);

ვარფარინი (ანტითთრომბოზული მედიკამენტი);

ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი, გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ);

პაროქსეტინი (ანტიდეპრესანტი);

ტერბინაფინი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ);

დიკლოფენაკი (გამოიყენება ტკივილის და ანთების დროს).

მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ამ მედიკამენტებს.

დუტასტერიდი/ტამსულოზინის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

დუტასტერიდი/ტამსულოზინის მიღება უნდა მოხდეს ჭამამდე 30 წუთით ადრე ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს.

ორსულობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციული უნარი

ქალებმა არ უნდა მიიღონ ეს მედიკამენტი..

ორსულობის (ან შესაძლო ორსულობის) დროს ქალები უნდა მოერიდონ დაზიანებული კაფსულების ხელში დაჭერას, რადგან დუტასტერიდი შეიწოვება კანიდან და შეიძლება გავლენა იქონიოს მამრობითი სქესის ნაყოფის ნორმალურ განვითარებაზე. ეს რისკი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულობის პირველ 16 კვირაში.

სექსუალური კავშირის დროს გამოყენებულ უნდა იქნეს პრეზერვატივი. დუტასტერიდი ნანახი იქნა მამაკაცების სათესლე სითხეში, რომლებიც იღებენ დუტასტერიდს/ტამსულოზინს. პარტნიორის ორსულობის ან შესაძლო ორსულობის შემთხვევაში თავიდან უნდა იქნეს აცილებული სპერმასთან კონტაქტი.

ნაჩვენები იქნა, რომ დუტასტერიდი/ტამსულოზინი აქვეითებს სპერმატოზოიდების რაოდენობას, სათესლე სითხის მოცულობასა და სპერმატოზოიდების მოძრაობას, რამაც შეიძლება დააქვეითოს ნაყოფიერება.

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ ორსულ ქალს ჰქონდა დუტასტერიდ/ტამსულოზინთან კონტაქტი.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

ზოგიერთ პაციენტში დუტასტერიდი/ტამსულოზინით მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, თუ პაციენტს აღენიშნება ამ უნარებზე გავლენა.

დუტასტერიდი/ტამსულოზინი ნორმოგენი შეიცავს პროპილენგლიკოლს და პროპილენგლიკოლი მონოკაპრილატს

ეს მედიკამენტი შეიცავს 299.46 მგ პროპილენგლიკოლს თითოეულ კაფსულაში, რომელიც ექვივალენტურია 4.27 მგ/კგ წონის.

დუტასტერიდი/ტამუსლოზინი ნორმოგენის მიღების წესი

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. მედიკამენტის არარეგულარულად მიღებამ შეიძლება გავლენა იქონიოს პსა-ს დონის მონიტორინგზე. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

რეკომენდებული დოზა

რეკომენდებული დოზაა ერთი კაფსულა ერთხელ დღეში, 30 წუთით ადრე ჭამამდე, ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს.

მიღების წესი

კაფსულა უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყალთან ერთად. დაუშვებელია კაფსულის დაღეჭვა ან გატეხვა. კაფსულის შიგთავსთან კონტაქტმა შეიძლება გამოიწვიოს პირის და ხახის გაღიზიანება.

დუტასტერიდი/ტამსულოზინის დოზის გადაჭარბებისას

დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევით გადაყლაპვისას საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა, ტელ.: +34 91 562 04 20, მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.

დუტასტერიდი/ტამსულოზინის მიღების დავიწყებისას

დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ, შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს ჩვეულ დროს.

არ უნდა შეწყდეს დუტასტერიდი/ტამსულოზინით თერაპია ექიმთან კონსულტაციის გარეშე

არ უნდა შეწყდეს დუტასტერიდი/ტამსულოზინით თერაპია ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ალერგიული რეაქცია

ალერგიული რეაქციის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:

გამონაყარი კანზე (შეიძლება ქავილით)

ჭინჭრის ციება (კვანძოვანი გამონაყარის მსგავსი)

ქუთუთოების, სახის, ტუჩების, ხელების ან ფეხების შეშუპება

საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა და დუტასტერიდი/ტამსულოზინის მიღების შეწყვეტა, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი.

თავბრუსხვევა, გაბრუება და გულისწასვლა

ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, გაბრუება და იშვიათ შემთხვევებში, გულისწასვლა. სიფრთხილეა საჭირო წოლითი ან მჯდომარე პოზიციიდან ადგომისას, განსაკუთრებით, ღამით გაღვიძებისას, სანამ პაციენტს არ ეცოდინება, თუ როგორ მოქმედებს მასზე მედიკამენტი. მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე თავბრუსხვევის ან გაბრუების განვითარების შემთხვევაში, პაციენტი უნდა დაჯდეს ან წამოწვეს სიმპტომების უკუგანვითარებამდე.

კანის სერიოზული რეაქციები

კანის სერიოზული რექციები შეიძლება მოიცავდეს:

გავრცელებული გამონაყარი ბუშტუკების განვითარებით და კანის აქერცვლით, განსაკუთრებით პირის ირგვლივ, ცხვირში, თვალებზე და სასქესო ორგანოებზე (სტივენს-ჯონსონის სინდრომი).

საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა და დუტასტერიდი/ტამსულოზინის მიღების შეწყვეტა, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი.

ხშირი გვერდითი მოვლენები

შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, რომელბიც იღებენ დუტასტერიდ/ტამსულოზინს:

იმპოტენცია (ერექციის მიუღწევლობა ან შენარჩუნების შეუძლებლობა)*

სექსუალური ლტოლვის (ლიბიდოს) დაქვეითება*

ეაკულაციის დარღვევა, როგორცაა სათესლე სითხის რაოდენობის დაქვეითება სექსუალური აქტის დროს*

სარძევე ჯირკვლების გადიდება და მტკივნეულობა (გინეკომასტია)

თავბრუსხვევა

  • მცირე რაოდენობით პაციენტებში ეს მოვლენები შეიძლება აღინიშნოს დუტასტერიდი/ტამსულოზინი ნორმოგენის მიღების შეწყვეტის შემდეგაც.

არახშირი გვერდითი მოვლენები

შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში:

გულის უკმარისობა (გულს არ შეუძლია საკმარისი რაოდენობით სისხლის გადატუმბვა ორგანიზმში. შეიძლება აღინიშნოს შემდეგი სიმპტომები: ქოშინი, უკიდურესი დაღლილობა და კოჭებისა და ფეხების შეშუპება);

დაბალი არტერიული წნევა ადგომისას;

აჩქარებული გულისცემა (გულის ფრიალი);

ყაბზობა, დიარეა, ღებინება, გულისრევა;

სისუსტე ან უღონობა;

თავის ტკივილი;

ცხვირის ქავილი, გაჭედვა ან გამონადენი ცხვირიდან (რინიტი);

გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ქავილი

თმის ცვენა (ჩვეულებრივ სხეულიდან) ან თმიანობის ზრდა.

იშვიათი გვერდითი მოვლენები

შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში:

ქუთუთოების, სახის, ტუჩების, ხელების ან ფეხების შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება);

გულისწასვლა.

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები

შეიძლება აღინიშნოს 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში:

პერსისტენტული მტკივნეული ერექცია (პრიაპიზმი);

კანის მძიმე რეაქციები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი).

სხვა გვერდითი მოვლენები

სხვა გვერდითი მოვლენები განვითარდა მცირე რაოდენობით მამაკაცებში, მაგრამ მათი ზუსტი სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე):

გულის რითმის დარღვევა ან აჩქარებული გულისცემა (არითმია, ტაქიკარდია ან წინაგულების ფიბრილაცია);

სუნთქვის გაძნელება (ქოშინი);

დეპრესია;

სათესლე ჯირკვლების ტკივილი და შეშუპება;

ცხვირიდან სისხლდენა;

კანის ძლიეირ გამონაყარი;

მხედველობის ცვლილება (მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის დაზიანება);

პირის სიმშრალე.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება პირდაპირ შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალებების ფარმაკოზედამხედევლობის სისტემის საშუალებით: https://www.noificaram.es

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

დუტასტერიდი/ტამსულოზინი ნორმოგენის შენახვის წესი

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის მიღება კოლოფსა და ფლაკონზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს. შენახვის ვადა შეფუთვის პირველად გახსნიდან: 90 დღე.

არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვა ან მედიკამენტი უნდა მოთავსდეს აფთიაქში განთავსებულ ადგილას, რომელიც აღნიშნულია სიგრე სიმბოლოთი. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს დუტასტერიდი/ტამსულოზინი ნორმოგენი

აქტიური ნივთიერებებია დუტასტერიდი და ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი. თითოეული კაფსულა შეიცავს 0.5 მგ დუტასტერიდს და 0.4 მგ ტამსულოზინის ჰიდროქლორიდს;

სხვა დამხმარე ნივთიერებებია:

მყარი კაფსულის გარსი:

რკინის შავი ოქსიდი (E172)

რკინის წითელი ოქსიდი (E172)

ტიტანის დიოქსიდი (E171)

რკინის ყვითელი ოქსიდი (E172)

ჟელატინი.

დუტასტერიდის რბილი კაფსულა:

რბილი კაფსულის შემადგენლობა:

პროპილენგლიკოლის მონოკაპრილატი

II ტიპის ბუტილჰიდროქსიტოლუენი (E321).

რბილი კაფსულის გარსი:

ჟელატინი

გლიცეროლი (E422)

ტიტანის დიოქსიდი (E171)

ტრიგლიცერიდები (საშუალო ჯაჭვის)

ლეციტინი (E322) (შეიძლება შეიცავდეს სოიოს ზეთს)

ტამსულოზინის გრანულები:

მეთილაკრილატის და ეთილაკრილატის კოპოლიმერი (1:1) 30%-იანი დისპერსიით (ის ასევე შეიცავს პოლისორბატ 80-ს და ნატრიუმის ლაურილსულფატს)

მიკროკრისტალური ცელულოზა (E460)

დიბუტილის სებაკატი

პოლისორბატი 80 (E433)

კოლოიდური ჰიდრატირებული სილიციუმის დიოქსიდი

კალციუმის სტეარატი.

შავი მელანი:

შელაკი (E904),

რკინის შავი ოქსიდი (E172)

პროპილენგლიკოლი (E1520)

კონცენტრირებული ამომიუმის ხსნარი (E527)

ნატრიუმის ჰიდროქსიდი (E525).

პროდუქტის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა

მედიკამენტი წარმოადგენს მოგრძო ფორმის მყარ კაფსულებს, ზომა 0, ყავისფერი კორპუსითა და კრემისფერი თავსახურით, რომელზეც შავი მელნით დაბეჭდილია C001.

ხელმისაწვდომია 7, 30 და 90 მყარი კაფსულით შეფუთვაში.

ყველა შეფუთვა შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი ყველა ქვეყნის ბაზარზე.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

LABORATORIOS NORMON, S.A.

Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)

ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.

რონდა დე ვალდეკარიზო, 6 - 28760 ტრეს კანტოსი-მადრიდი (ესპანეთი)

მწარმოებელი

Laboratorios LEON FARMA, S.A.

Poligono Industrial Navatejera

C/La Vallina, s/n – 24008 Navatejera –Leon

SPAIN

ლაბორატორიოს ლეონ ფარმა, ს.ა.

პოლიგონო ინდუსტრიალ ნავატეხერა

კ/ლა ვალინა, ს/ნ – 24008 ნავატეხერა-ლეონი

ესპანეთი

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2022 წლის იანვარი

ინფორმაციის სხვა წყაროები

მედიკამენტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტოს (AEMPS) ვებ-გვერდზე: http://www.aemps.gob.es

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა