- წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის ზომიერად გამოხატული და მძიმე სიმპტომების მკურნალობა. შარდის მწვავე შეკავების განვითარების რისკის და ოპერაციების შესამცირებლად პაციენტებში პროსტატის ადენომის საშუალოდ გამოხატული და მძიმე სიმპტომებით.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- დუტასტერიდა (dutasteride) + ტამსულოზინი (tamsulosin)
- ფორმა და შეფუთვა
- 0.5მგ + 0.4მგ კაფსულა №30 მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონში
- მწარმოებელი
- Laboratorios Leon Farma, S.A., ესპანეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- უროლოგიური საშუალებები, ალფა-ადრენორეცეპტორების ანტაგონისტები
- ATC კოდი
- G04CA52
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-034224
- რეგისტრირებულია
- 21 იანვარი 2022, მოქმედებს 21 იანვარი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- SPEY MEDICAL Ltd. (დიდი ბრიტანეთი)
- განმცხადებელი
- შპს „ვეგაფარმ-ჯორჯია“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
დუტამსი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
- წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის ზომიერად გამოხატული და მძიმე სიმპტომების მკურნალობა.
შარდის მწვავე შეკავების განვითარების რისკის და ოპერაციების შესამცირებლად პაციენტებში პროსტატის ადენომის საშუალოდ გამოხატული და მძიმე სიმპტომებით.
მიღების წესი და დოზირება
ზრდასრული მამაკაცები (მოხუცების ჩათვლით)
მიიღება შიგნით საკვების ერთსა და იმავე მიღებიდან 30 წუთის შემდეგ, წყლის დაყოლებით. პრეპარატ დუტამსის რეკომენდირებული დოზა შეადგენს ერთ კაფსულას (0,5 მგ/0,4 მგ), დღეში ერთხელ. კლინიკური საჭიროებისას, ორმაგი თერაპიის მკურნალობის გამარტივების მიზნით, დუტამსი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც დუტასტერიდისა და ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის კომბინირებული მიღების ჩანაცვლება. შეიძლება ასევე იყოს საჭირო დუტასტერიდით ან ტამსულოზინის ჰიდროქლორიდით მონოთერაპიიდან პრეპარატ დუტამსზე გადასვლის საჭიროება.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
ბავშვები: დუტამსი უკუნაჩვენებია 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ღვიძლის უკმარისობა: არ არის შესწავლილი ღვიძლის უკმარისობის ზემოქმედება დუტასტერიდის/ტამსულოზინის ფარმაკოკინეტიკაზე, ამიტომ პაციენტებში მსუბუქი და ზომიერად გამოხატული ღვიძლის უკმარისობით საჭიროა სიფრთხილე, ღვიძლის მწვავე უკმარისობის დროს პრეპარატი დუტამსი უკუნაჩვენებია.
თირკმლის უკმარისობა: არ არის შესწავლილი თირკმლის უკმარისობის გავლენა დუტასტერიდის / ტამსულოზინის ფარმაკოკინეტიკაზე. არ არის საჭირო დოზის კორექცია თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის.
უკუჩვენებები
- ცნობილი ჰიპერმგრძნობელობა დუტასტერიდის, სხვა 5-ალფა რედუქტაზას ინჰიბიტორების, ტამსულოზინის (ტამსულოზინით გამოწვეული ანგიონევროზული შეშუპების ჩათვლით), სოიოს, არაქისის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ.
- ღვიძლის მწვავე უკმარისობა
- ქალები, ბავშვები და მოზარდები 18 წლამდე
- ორთოსტატული ჰიპოტენზიის შეტევები ანამნეზში.
მედიკამენტური ურთიერთქმედებები
მედიკამენტური ურთიერთქმედების კვლევები დუტასტერიდის / ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის კომბინაციით ჩატარებული არ არის, ქვემოთ მოცემულია მონაცემები ამ კომბინაციის ცალკეული კომპონენტების შესახებ.
დუტასტერიდი
დუტასტერიდი მეტაბოლიზდება ციტოქრომ P-450 ფერმენტული სისტემის CYP3A4 და CYP3A5 იზოფერმენტებით. ურთიერთქმედების კვლევები CYP3A4–ის ძლიერ ინჰიბიტორებთან არ ჩატარებულა. CYP3A4 ინჰიბიტორების თანდასწრებით, დუტასტერიდის კონცენტრაცია სისხლში შეიძლება გაიზარდოს. დუტასტერიდის ერთდროული გამოყენებისას CYP3A4 ინჰიბიტორებთან ვერაპამილთან და დილთიაზემთან, აღინიშნებოდა დუტასტერიდის კონცენტრაციის ზრდა საშუალოდ 1,6-1,8 ჯერ, შესაბამისად.
დუტასტერიდით გრძელვადიანმა კომბინირებულმა მკურნალობამ სამკურნალო საშუალებებთან, CYP3A4 ფერმენტის ძლიერ ინჰიბიტორებთან (მაგალითად, რიტონავირი, ინდინავირი, ნეფაზოდონი, იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, რომლებიც პერორალურად შეიყვანება), შეიძლება გაზარდოს დუტასტერიდის შრატისმიერი კონცენტრაციები. დუტასტერიდის ზემოქმედების გაზრდისას, 5-α რედუქტაზას შემდგომი დათრგუნვა ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ თუ გვერდითი მოვლენები აღინიშნება, განხილული უნდა იქნას დუტასტერიდის მიღების სიხშირის შემცირების შესაძლებლობა. ფერმენტის ინჰიბირების შემთხვევაში, ნახევარგამოყოფის ხანგრძლივი პერიოდი შეიძლება კიდევ უფრო გახანგრძლივდეს. ახალი სტაბილური მდგომარეობის მისაღწევად საჭირო იქნება კომბინირებული თერაპიის 6 თვეზე მეტი.
12 მგ ქოლესტირამინის შეყვანა 5 მგ დუტასტერიდის ერთჯერადი მიღებიდან ერთი საათის შემდეგ არ მოქმედებდა მის ფარმაკოკინეტიკაზე.
დუტასტერიდის ზემოქმედება სხვა პრეპარატების ფარმაკოკინეტიკაზე: არ ახდენდა გავლენას ტამსულოზინის ან ტერაზოზინის ფარმაკოკინეტიკაზე, ასევე მათ შორის არ აღნიშნულა ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედებები. დუტასტერიდი გავლენას არ ახდენს ვარფარინის ან დიგოქსინის ფარმაკოკინეტიკაზე, ვინაიდან ის არ თრგუნავს და არ აინდუცირებს CYP2C9 / P- გლიკოპროტეინის გადამტანს. In vitro ურთიერთქმედების კვლევებმა აჩვენა, რომ დუტასტერიდი არ თრგუნავს ფერმენტების მოქმედებას: CYP1A2, CYP2D6, CYP2E1, CYP2C8, CYP2C9, CYP2C19, CYP2B6, CYP2D6 ან CYP3A4.
ამლოდიპინი, სხვა კალციუმის არხების ბლოკატორები, არ ამცირებენ დუტასტერიდის კლირენსს, ამიტომ არ არის საჭირო მისი დოზის შემცირება.
დუტასტერიდი არ გამოდევნის ვარფარინს, აცენოკომოროლს, ფენპროკომონს, დიაზეპამს და ფენიტოინს პლაზმის ცილებთან შეკავშირების ადგილებიდან და ეს პრეპარატები, თავის მხრივ, არ გამოდევნიან დუტასტერიდს. დუტასტერიდის ერთდროული გამოყენებისას ჰიპოლიპიდემიურ პრეპარატებთან, აგფ ინჰიბიტორებთან, ბეტა-ბლოკატორებთან, კალციუმის არხების ბლოკატორებთან, კორტიკოსტეროიდებთან, შარდმდენებთან, არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან, V ტიპის ფოსფოდიესტერაზის ინჰიბიტორებთან და ქინოლონის ანტიბიოტიკებთან, არ აღინიშნებოდა მნიშვნელოვანი მედიკამენტური ურთიერთქმედებები.
ტამსულოზინი
სიფრთხილეა საჭირო ტამსულოზინის ერთდროულად გამოყენებისას ჰიპოტენზიური მოქმედების სხვა სამკურნალო საშუალებებთან (მაგალითად, ანესთეტიკებთან, PDE5 ინჰიბიტორებთან და α1-ადრენორეცეპტორების სხვა ანტაგონისტებთან). არ არის რეკომენდირებული დუტასტერიდის/ტამსულოზინის გამოყენება α1-ადრენორეცეპტორების სხვა ანტაგონისტებთან ერთად. ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის ერთდროულმა მიღებამ CYP3A4 ძლიერ ინჰიბიტორებთან შეიძლება გამოიწვიოს მისი მოქმედების გაძლიერება. კეტოკონაზოლთან (CYP3A4–ის ძლიერი ინჰიბიტორი) ერთდროული გამოყენება იწვევდა ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის AUC და Cmax– ის ზრდას, შესაბამისად, 2,8 და 2,2–ჯერ. არ არის რეკომენდირებული ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის დანიშვნა კომბინაციაში CYP3A4 ძლიერ ინჰიბიტორებთან ერთად, პაციენტებში, CYP2D6 სუსტ მეტაბოლიზატორებთან. ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული CYP3A4-ის ძლიერ და ზომიერ ინჰიბიტორებთან ერთად. ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის ერთდროული მიღება პაროქსეტინთან, CYP2D6- ის ძლიერ ინჰიბიტორთან, იწვევდა ტამსულოზინის Cmax და AUC-ის ზრდას 1,3 და 1,6-ჯერ, შესაბამისად, მაგრამ ეს ზრდა არ ითვლება კლინიკურად მნიშვნელოვნად.
არ აღნიშნულა ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის ურთიერთქმედება ათენოლოლთან, ენალაპრილთან ან თეოფილინთან. ციმეტიდინთან ერთდროული გამოყენება იწვევს პლაზმაში ტამსულოზინის დონის ზრდას, ხოლო ფუროსემიდის დონე იკლებს, მაგრამ რადგანაც დონეები ნორმალური დიაპაზონის ფარგლებში რჩება, დოზის კორექცია არ არის საჭირო.
In vitro დიაზეპამი, პროპრანოლოლი, ტრიქლორომეთიაზიდი, ქლორმადინონი, ამიტრიპტილინი, დიკლოფენაკი, გლიბენკლამიდი, სიმვასტატინი და ვარფარინი არ მოქმედებენ ტამსულოზინის თავისუფალი ფრაქციის დონეზე ადამიანის პლაზმაში. ტამსულოზინი ასევე არ ცვლის დიაზეპამის, პროპრანოლოლის, ტრიქლორმეთიაზიდისა და ქლორმადინონის თავისუფალი ფრაქციის დონეს.
მაგრამ დიკლოფენაკს და ვარფარინს შეუძლიათ გაზარდონ ტამსულოზინის ელიმინაციის სიჩქარე.
ტამსულოზინი (0,2 მგ დღეში) გავლენას არ ახდენდა დუტასტერიდის ფარმაკოკინეტიკაზე.
ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის (0,4 მგ) და ციმეტიდინის (400 მგ ყოველ ექვს საათში) ერთდროული გამოყენება ექვსი დღის განმავლობაში იწვევდა კლირენსის შემცირებას (26%-ით) და ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის AUC-ის ზრდას (44%-ით), შესაბამისად, საჭიროა სიფრთხილე პრეპარატ დუტამსის და ციმეტიდინის ერთად გამოყენებისას.
ტამსულოზინის ჰიდროქლორიდსა და ვარფარინს შორის ურთიერთქმედების სრულყოფილი კვლევები არ ჩატარებულა, ამიტომ საჭიროა სიფრთხილე ვარფარინისა და ტამსულოზინის ერთდროული გამოყენებისას.
ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის (0,8 მგ/დღეში) და ფუროსემიდის ერთჯერადი ინტრავენური დოზის (20 მგ) ერთდროული გამოყენება იწვევდა ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის Cmax და AUC შემცირებას 11-12% -მდე, მაგრამ ეს ცვლილებები არ საჭიროებს დოზის კორექციას.
სიფრთხილის ზომები
გვერდითი ეფექტების განვითარების მომატებული რისკის გამო (გულის უკმარისობის ჩათვლით), კომბინირებული თერაპია უნდა დაინიშნოს სარგებლის/რისკის თანაფარდობის სათანადოდ შეფასების და მკურნალობის ალტერნატიული ვარიანტების განხილვის შემდეგ, მონოთერაპიის ჩათვლით.
პროსტატის კიბო: არსებობს 4–წლიანი კვლევის მონაცემები, რომლებიც მოიცავს 8000–ზე მეტ მამაკაცს, ბიოფსიის წინასწარი უარყოფითი შედეგებით და პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის დონით 2,5–10 ნგ/მლ, 1517 მათგანს დაუდგინდა პროსტატის კიბო. პაციენტებში კიბოს განვითარების უფრო მაღალი სიხშირე დაფიქსირდა დუტასტერიდის ჯგუფში (n = 29, 0.9%) პლაცებოს ჯგუფთან შედარებით (n = 19, 0.6%). არ არის დადგენილი დამოკიდებულება დუტასტერიდის მიღებასა და პროსტატის კიბოს განვითარების სიხშირეს შორის. პროსტატის კიბოს განვითარების რისკის გამო, მამაკაცებმა, რომლებიც დუტასტერიდს იღებენ, რეგულარულად უნდა გაიარონ გამოკვლევა, პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის ტესტის ჩატარების ჩათვლით.
პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის განსაზღვრის გავლენა წინამდებარე ჯირკვლის კიბოს გამოვლენაზე: წინამდებარე ჯირკვლის კიბოს განვითარების გამოსარიცხად პაციენტებში წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიით, პრეპარატ დუტამსის მიღებამდე საჭიროა თითით რექტალური გამოკვლევის ჩატარება და წინამდებარე ჯირკვლის გამოკვლევის სხვა მეთოდები და მკურნალობის პროცესში მათი პერიოდულად გამეორება. პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლის შრატში არის ამ სკრინინგის მნიშვნელოვანი შემადგენელი. დუტასტერიდით 6 თვიანი თერაპიის შემდეგ, პაციენტებში წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიით, პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის შრატისმიერი დონეები დაახლოებით 50%-ით მცირდება, ამიტომ მკურნალობის ამ ეტაპზე პაციენტებში უნდა დადგინდეს პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის ახალი საწყისი დონე. პრეპარატ დუტამსით მკურნალობის დროს, პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის დონის ნებისმიერი სტაბილური ზრდა (შედარებით მინიმალური მნიშვნელობის) შეიძლება მიუთითებდეს წინამდებარე ჯირკვლის კიბოს განვითარებაზე (კერძოდ, წინამდებარე ჯირკვლის მაღალდიფერენცირებული კიბოსი გლისონის სკალით) ან პრეპარატ დუტამსის მიღების რეჟიმის დაუცველობაზე, რაც გულდასმით უნდა იქნას გაანალიზებული, მაშინაც კი, თუ პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის დონეები ნორმის ფარგლებში რჩება იმ პაციენტებისთვის, რომლებიც არ იღებენ 5α- რედუქტაზას ინჰიბიტორებს. დუტასტერიდის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში, პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის საერთო დონე უბრუნდება თავდაპირველ მნიშვნელობას. თავისუფალი პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის შემცველობის შეფარდება საერთოსთან, რჩება მუდმივი დუტასტერიდით თერაპიის ფონზეც კი.
ტამსულოზინის ჰიდროქლორიდით კომბინირებული თერაპია და გულის უკმარისობის განვითარება: ორ 4-წლიან კლინიკურ კვლევებში გულის უკმარისობის (გულის უკმარისობა და გულის შეგუბებითი უკმარისობა) განვითარების სიხშირე უფრო მაღალი იყო პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დუტასტერიდისა და α1-ბლოკატორის კომბინაციას (უფრო ხშირად ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის), ვიდრე პაციენტებში, რომლებიც მას არ იღებდნენ. არ არის დადგენილი მიზეზობრივ-შედეგობრივი კავშირი დუტასტერიდით მკურნალობასა (მარტო ან α1- ბლოკატორთან კომბინაციაში) და გულის უკმარისობის განვითარებას შორის.
სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკი: იშვიათად იყო შეტყობინებები მამაკაცებში ძუძუს კიბოს განვითარების შემთხვევების შესახებ, რომლებიც იღებდნენ დუტასტერიდს. ამასთან, სტატისტიკურმა მონაცემებმა არ დაადასტურა მამაკაცებში ძუძუს კიბოს განვითარების რისკი 5-α- რედუქტაზას ინჰიბიტორების გამოყენებისას. მკერდის მიდამოში ნებისმიერი ცვლილების აღნიშვნის შეთხვევაში, როგორიცაა გამკვრივება ან ძუძუს თავიდან გამონადენი, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.
დაზიანებული კაფსულები:
დუტასტერიდი შეიწოვება კანის საშუალებით, ამიტომ ქალებმა და ბავშვებმა თავი უნდა აარიდონ დაზიანებულ კაფსულებთან კონტაქტს, ხოლო კონტაქტის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოიბანონ კანის შესაბამისი მონაკვეთი საპნით და წყლით.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: არ არსებობს მონაცემები პრეპარატის დუტამსი გამოყენების შესახებ ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. რადგანაც დუტასტერიდი ექვემდებარება ინტენსიურ მეტაბოლიზმს, ხოლო მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი შადგენს 3-5 კვირას, საჭიროა სიფრთხილის დაცვა პრეპარატ დუტამსით პაციენტების მკურნალობისას ღვიძლის ფუნქციის დარღვევით.
თირკმლის უკმარისობა: გამოყენების გამოცდილების არარსებობის გამო, საჭიროა სიფრთხილე თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტების მკურნალობისას (კრეატინინის კლირენსი 10 მლ/წთ-ზე ნაკლები).
ორთოსტატული ჰიპოტენზია: ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ორთოსტატული ჰიპოტენზია, რაც იშვიათ შემთხვევებში იწვევს გონების დაკარგვას. ორთოსტატული ჰიპოტენზიის პირველი ნიშნებისას (თავბრუსხვევა, სისუსტე), პაციენტი უნდა დაჯდეს ან დაწვეს, სანამ თავბრუსხვევა არ გაივლის.
სიფრთხილე ჰიპოტენზიის განვითარებასთან დაკავშირებით განსაკუთრებით საჭიროა იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ α-ადრენორეცეპტორების შერჩევით ანტაგონისტებს, როგორიცაა ტამსულოზინი და ფოსფოდიესტერაზა 5-ის ინჰიბიტორები (სილდენაფილი), ვინაიდან ამ ჯგუფებში მედიკამენტების ჯამურმა მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოხატული ჰიპოტენზია.
ირისის ატონიის ინტრაოპერაციული სინდრომი (მცირე გუგის სინდრომი) დაფიქსირდა კატარაქტის ოპერაციის დროს ზოგიერთ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ α1-ბლოკატორებით, მათ შორის ტამსულოზინის ჰიდროქლორიდით. ირისის ატონიის სინდრომს შეუძლია გაზარდოს გართულებების რისკი ოპერაციის დროს და მის შემდეგ. ოპერაციის დროს აუცილებელი ზომების მისაღებად, ირისის ატონიის განვითარების შემთხვევაში, ქირურგმა ოფთალმოლოგმა ოპერაციამდე უნდა დააზუსტოს, იღებს თუ არა პაციენტი დუტასტერიდისა და ტამსულოზინის კომბინაციას.
ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის მოხსნა რეკომენდირებულია ოპერაციამდე 1-2 კვირით ადრე.
ტამსულოზინის და CYP3A4 ძლიერი ინჰიბიტორების ერთდროულმა გამოყენებამ (მაგალითად, კეტოკონაზოლის) ან, ნაკლები ხარისხით, CYP2D6 (მაგალითად, პაროქსეტინის) შეიძლება გამოიწვიოს ტამსულოზინის კონცენტრაციის მომატება,
ამიტომ ტამსულოზინის კომბინაცია CYP3A4 ძლიერ ინჰიბიტორებთან არ არის რეკომენდირებული და უნდა დაინიშნოს სიფრთხილით, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებიც იღებენ CYP3A4 ზომიერ ინჰიბიტორებს (მაგალითად, ერითრომიცინს), CYP2D6 ძლიერ ან ზომიერ ინჰიბიტორებს, CYP3A4 და CYP2D6 ინჰიბიტორების კომბინაციას, ან პაციენტებში, რომლებიც არიან CYP2D6 სუსტი მეტაბოლიზატორები.
ორსულობა და ძუძუთი კვება
დუტამსი უკუნაჩვენებია ქალებში. ორსულობაზე, ლაქტაციასა და ფერტილობაზე ამ კომბინაციის გავლენასთან დაკავშირებული კვლევები არ ჩატარებულა. დუტასტერიდი, ისევე როგორც სხვა 5-ალფა-რედუქტაზას ინჰიბიტორები, თრგუნავს ტესტოსტერონის დიჰიდროტესტოსტერონად გარდაქმნას ქალებში, რომლებიც ორსულად არიან მამრობითი სქესის ნაყოფით, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ნაყოფის გარე სასქესო ორგანოების ფორმირებაზე. აქტიური ნივთიერების მცირე რაოდენობა აღმოჩენილია მამაკაცთა სპერმაში, რომლებიც იღებენ დუტასტერიდს. თუ დუტასტერიდის მიმღები მამაკაცის სპერმა მოხვდება ბავშვის დედის ორგანიზმში (რისკი ყველაზე მაღალია ორსულობის პირველ 16 კვირაში), არ არის ცნობილი, უარყოფითი გავლენა ექნება თუ არა მას მამრობითი სქესის ნაყოფზე. ორსულობის ან ორსულობის დადგომის ალბათობის დროს ქალში, მისთვის რეკომენდირებულია კონტაქტის თავიდან აცილება პარტნიორის სპერმასთან, რომელიც იღებს 5 ალფა-რედუქტაზას ინჰიბიტორებს, პრეზერვატივის გამოყენების გზით. ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის შეყვანამ ვირთხებისა და კურდღლების მაკე მდედრებში, არ გამოავლინა ნაყოფის განვითარების მანკები.
ძუძუთი კვება: არ არსებობს მონაცემები დუტასტერიდის ან ტამსულოზინის დედის რძეში გამოყოფის შესახებ.
ფერტილობა: არსებობს მონაცემები, რომ ჯანმრთელ მამაკაცებში დუტასტერიდი მოქმედებს სპერმის თვისებებზე (ამცირებს სპერმატოზოიდების რაოდენობას, სპერმის მოცულობას და სპერმატოზოიდების მოძრაობას), ამიტომ არ შეიძლება მამაკაცის ფერტილობის შემცირების შესაძლებლობის გამორიცხვა. ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის გავლენა სპერმატოზოიდების რაოდენობაზე ან სპერმატოზოიდების ფუნქციაზე არ არის შეფასებული.
სამკურნალო საშუალების ზეგავლენის თავისებურებები სატრანსპორტო საშუალების ან პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე
დუტამსმა შეიძლება უმნიშვნელო გავლენა მოახდინოს ავტომობილის მართვისა და მოძრავ მექანიზმებთან მუშაობის ჩატარების უნარზე, პაციენტებს უნდა ახსოვდეთ, რომ ტამსულოზინის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ორთოსტატული ჰიპოტენზია და თავბრუსხვევა.
გვერდითი მოვლენები
გვერდითი რეაქციების სიხშირე გამოვლენილია კლინიკურ კვლევებში. დუტასტერიდი + ტამსულოზინის კომბინაციის გამოყენების პირველ წელს აღინიშნა რეპროდუქციული დარღვევების უფრო მაღალი სიხშირე, კერძოდ, ეაკულაციის დარღვევები.
გვერდითი მოვლენების სიხშირის განსაზღვრა ხორციელდება შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად: ძალიან ხშირად (≥ 1/10), ხშირად (≥ 1/100-დან <1/10-მდე, არახშირად (≥ 1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათად (≥ 1/10000-დან <1/1000-მდე), ძალიან იშვიათად (<1/10000), უცნობია (ვერ შეფასდება არსებული მონაცემების საფუძველზე).
დუტასტერიდისა და ტამსულოზინის კომბინაცია
ხშირად
- თავბრუსხვევა
- იმპოტენცია3, ლიბიდოს3 ცვლილება (შემცირება), ეაკულაციის დარღვევა3
- დარღვევები სარძევე ჯირკვლის მხრივ 2.
არახშირად
- გულის უკმარისობა.
დუტასტერიდი
ხშირად
- იმპოტენცია, სექსუალური ლტოლვის ცვლილება (შემცირება), ეაკულაციის დარღვევა, დარღვევები სარძევე ჯირკვლის მხრივ.
არახშირად
- გულის უკმარისობა1.
ტამსულოზინი
ხშირად
- თავბრუსხვევა, ეაკულაციის დარღვევა.
არახშირად
- თავის ტკივილი, გულისცემა, ორთოსტატული ჰიპოტენზია, ასთენია, რინიტი, ყაბზობა, დიარეა, გულისრევა, პირღებინება, ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ქავილი.
იშვიათად
- გულისწასვლა, ანგიონევროზული შეშუპება.
ძალიან იშვიათად
- სტივენს-ჯონსონის სინდრომი, პრიაპიზმი.
1 ტერმინი „გულის უკმარისობა“ მოიცავს გულის ყველა სახის უკმარისობას (მწვავეს და ქრონიკულს), კარდიოგენურ შოკს, გულ-ფილტვის უკმარისობას და შეშუპებით კარდიომიოპათიას.
2 მოიცავს მომატებულ მგრძნობელობას და მკერდის გადიდებას.
3ეს სექსუალური გვერდითი მოვლენები დაკავშირებულია დუტასტერიდით მკურნალობასთან (მონოთერაპიის დროს და ტამზულოზინთან კომბინაციაში), ისინი შეიძლება შენარჩუნდეს მკურნალობის შეწყვეტის შემდეგაც (დუტასტერიდის ზემოქმედება მათზე უცნობია).
სხვა მონაცემები
მამაკაცებში, რომლებიც მკურნალობდნენ დუტასტერიდით, გამოვლენილია წინამდებარე ჯირკვლის კიბოს აღნიშვნის უფრო მაღალი სიხშირე პლაცებოსთან შედარებით (გლისონის ინდექსი 8-10).
კლინიკურ კვლევებში და რეგისტრაციის შემდგომი დაკვირვების დროს დაფიქსირდა ძუძუს კიბოს შემთხვევები მამაკაცებში.
რეგისტრაციის შემდგომი დაკვირვების მონაცემები
რეგისტრაციის შემდგომი დაკვირვებისას, მსოფლიოში დარეგისტრირებული არასასურველი მოვლენების ფაქტიური სიხშირე უცნობია.
დუტასტერიდი
არახშირად
- ალოპეცია (ძირითადად სხეულზე თმის ცვენის სახით), ჰიპერტრიქოზი.
სიხშირე უცნობია
- ალერგიული რეაქციები, მათ შორის გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ლოკალიზებული შეშუპება და ანგიონევროზული შეშუპება, დეპრესია
- ტკივილი და / ან სათესლეების შეშუპება.
ტამსულოზინი
სიხშირე უცნობია
- ოპერაციის დროს სუსტი ირისის სინდრომი, ვიწრო გუგის სინდრომი, რომელიც ჩნდება კატარაქტის ოპერაციის დროს
- წინაგულების ფიბრილაცია, არითმია, ტაქიკარდია, ქოშინი, ცხვირიდან სისხლდენა, არამკაფიო მხედველობა, მხედველობის დარღვევა
- მულტიფორმული ერითემა, ექსფოლიატიური დერმატიტი
- ეაკულაციის დარღვევები, რეტროგრადული ეაკულაცია, ეაკულაციის მიღწევის შეუძლებლობა და პირის სიმშრალე.
ტამსულოზინის როლი ამ მოვლენების განვითარებაში არ არის დანამდვილებით განსაზღვრული.
ჭარბი დოზა
არ არსებობს მონაცემები დუტასტერიდის ტამსულოზინის ჰიდროქლორიდთან კომბინაციის ჭარბი დოზირების შესახებ. ქვემოთ მოცემული მონაცემები ასახავს ინფორმაციას მისი ცალკეული კომპონენტების შესახებ.
დუტასტერიდი
სიმპტომები: დუტასტერიდის 40 მგ-მდე/დღეში დოზის გამოყენებისას (80-ჯერ უფრო მაღალი, ვიდრე თერაპიული დოზა) 7 დღის განმავლობაში, გვერდითი მოვლენები არ აღინიშნებოდა. კლინიკურ კვლევებში, 6 თვის განმავლობაში დღეში 5 მგ დანიშვნისას, არ გამოვლენილა სხვა გვერდითი მოვლენები, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც რეგისტრირებული იქნა თერაპიული დოზის მიღებისას (0,5 მგ დღეში).
მკურნალობა: დუტასტერიდისთვის სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს, რეკომენდირებულია სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია.
ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი
სიმპტომები: შეიძლება განვითარდეს მწვავე ჰიპოტენზია.
მკურნალობა: სიმპტომატური თერაპია. ჰორიზონტალურ მდგომარეობაში არტერიული წნევა შეიძლება აღდგეს. თუ ეფექტი არ არის, შეიძლება საშუალებების გამოყენება, რომლებიც ზრდიან მოცირკულირე სისხლის მოცულობას და, საჭიროების შემთხვევაში, სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალებებებისა. საჭიროა თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი. ვინაიდან ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 94-99%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს, დიალიზის ეფექტურობა ნაკლებად სავარაუდოა. შეწოვის შესამცირებლად შეიძლება სასარგებლო იყოს ღებინების გამოწვევა, დიდი დოზის მიღებისას შესაძლებელია კუჭის ამორეცხვის ჩატარება, ნაჩვენებია აქტივირებული ნახშირის და ოსმოსური საფაღარათოების მიღება (ნატრიუმის სულფატი).
გამოშვებბის ფორმა და შეფუთვა
30 კაფსულა მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონში.
1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ყაზახურ და რუსულ ენებზე, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შემადგენლობა
ერთი კაფსულა შეიცავს
აქტიური ნივთიერება - დუტასტერიდი 0,5 მგ,
დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლის მონოკაპრილატი, ტიპი II*, ბუტილჰიდროქსიტოლუოლი (E 321),
რბილი ჟელატინის კაფსულა: ჟელატინის ტიპი B, 150 ბლუმი, გლიცეროლი, ტიტანის დიოქსიდი (E171),
მოდიფიცირებული გამოთავისუფლების გრანულების შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება - ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 0,4 მგ (0,367 ტამსულოზინის ექვივალენტი),
დამხმარე ნივთიერებები: მეტაკრილის მჟავას და ეთილის აკრილატის სოპოლიმერის 30% ნარევი (1:1), მიკროკრისტალური ცელულოზა, დიბუთილ სებაკატი, პოლისორბატი 80,
გარსი: მეტაკრილის მჟავას და ეთილის აკრილატის სოპოლიმერის 30% ნარევი (1: 1), დიბუტილ სებაკატი, პოლისორბატი 80, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, კალციუმის სტეარატი,
მყარი ჟელატინის კაფსულა
თავსახური (40%): რკინის ოქსიდი შავი (E 172), რკინის ოქსიდი წითელი (E 172), ტიტანის დიოქსიდი (E 171), რკინის ოქსიდი ყვითელი (E 172), ჟელატინი.
კორპუსი (60%): რკინის ოქსიდის შავი (E 172), რკინის ოქსიდის წითელი (E 172), ტიტანის დიოქსიდი (E 171), რკინის ოქსიდის ყვითელი (E 172), ჟელატინი.
მელანი
შელაკი (E 904), შავი რკინის ოქსიდი (E 172), პროპილენგლიკოლი (E 1520), ამიაკის კონცენტრირებული ხსნარი (E 527), კალიუმის ჰიდროქსიდი (E 525).
აღწერილობა
მოგრძო მყარი ჟელატინის კაფსულები # 0, ზომით დაახლოებით 21,4 მმ x 7,4 მმ, ყავისფერი კორპუსით და ნარინჯისფერი თავსახურით, ამონატვიფრით „C001“ შავი მელნით თავსახურზე.
კაფსულის შიგთავსი - მოგრძო რბილი ჟელატინის კაფსულა, დაახლოებით 16,5 მმ x 6,5 მმ ზომის, ღია ყვითელი ფერის, შევსებული გამჭვირვალე სითხით და თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ტამსულოზინის გრანულებით.
შენახვის პირობები
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში, სინათლისგან დაცულ ადგილზე, არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
შენახვის ვადა
2 წელი
ვარგისიანია ფლაკონის გახსნიდან 90 დღის განმავლობაში
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქებიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
შარდსასქესო სისტემა და სასქესო ჰორმონები. უროლოგიური პრეპარატები. პრეპარატები პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერტროფიის სამკურნალოდ. ალფა- ადრენობლოკატორები. ტამსულოზინი და დუტასტერიდი.
ათქ კოდი G04СA52
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოკინეტიკა
აბსორბცია: 0,5 მგ დუტასტერიდის ერთი დოზის მიღების შემდეგ, პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია შრატში მიიღწევა 1–3 საათში. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 60%-ს. დუტასტერიდის ბიოშეღწევადობა არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე.
ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი კარგად შეიწოვება ნაწლავებში და გააჩნია თითქმის 100% ბიოშეღწევადობა. აბსორბციის იგივე დონე შეიძლება მიღწეულ იქნას, თუ პაციენტი მიიღებს მას ყოველდღიურად, საკვების ერთსა და იმავე მიღებიდან 30 წუთის შემდეგ. როგორც ერთჯერადი, ასევე მრავალჯერადი დოზირების რეჟიმში, ტამსულოზინის ჰიდროქლორიდს ახასიათებს ხაზოვანი კინეტიკა. დოზის ერთჯერადი მიღებისას ტამზულოზინის პიკური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა დაახლოებით 6 საათის შემდეგ, ხოლო სტაციონარული მდგომარეობა მიიღწევა დოზების განმეორებითი მიღების მე-5 დღეს. სტაციონარულ მდგომარეობაში, პაციენტებში საშუალო Cmax დაახლოებით ორი მესამედით უფრო მაღლია, ვიდრე ერთჯერადი მიღების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ეს დაფიქსირდა ხანდაზმულ პაციენტებში, იგივე მოსალოდნელია უფრო ახალგაზრდა პაციენტებშიც. საკვების მიღების შემდეგ, ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის შეწოვა შენელებულია.
განაწილება: დუტასტერიდს აქვს განაწილების დიდი მოცულობა (300-დან 500 ლ-მდე) და მჭიდროდ არის დაკავშირებული პლაზმის ცილებთან (> 99,5%). ყოველდღიურად მიღებისას, 1 თვის შემდეგ, დუტასტერიდის კონცენტრაცია შრატში აღწევს სტაციონარული დონის 65%-ს და ამ დონის დაახლოებით 90%-ს 3 თვის შემდეგ. დუტასტერიდის სტაციონარული კონცენტრაციები შრატში, რომლებიც დაახლოებით 40 ნგ/მლ-ის ტოლია, მიიღწევა 0,5 მგ დოზის ყოველდღიური მიღებიდან 6 თვის შემდეგ. სპერმაში, ისევე როგორც შრატში, დუტასტერიდის სტაციონარული კონცენტრაციები ასევე მიიღწევა 6 თვის შემდეგ. შრატიდან სპერმაში ხვდება დუტასტერიდის დაახლოებით 11,5%. ადამიანებში ტამსულოზინი 99%-ით უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს. განაწილების მოცულობა არ არის დიდი (დაახლოებით 0,2 ლ / კგ).
ბიოტრანსფორმაცია: დუტასტერიდი მეტაბოლიზდება ციტოქრომ P-450-ის CYP-3A4 ფერმენტით სამ მონოჰიდროქსილირებულ და ერთ დიჰიდროქსილირებულ მეტაბოლიტამდე. 0,5 მგ/დღეში დოზის პერორალური მიღების შემდეგ, დუტასტერიდის დოზის 1,0-15,4% (საშუალოდ 5,4%) გამოიყოფა ორგანიზმიდან უცვლელი სახით განავლით. დანარჩენი ნაწილი გამოიყოფა განავლით 4 ძირითადი მეტაბოლიტის (39%, 21%, 7% და 7%) და 6 მეორეხარისხოვანი მეტაბოლიტის (თითოეული 5%-ზე ნაკლები) სახით. ადამიანის შარდში გვხვდება მხოლოდ უცვლელი დუტასტერიდის კვალური რაოდენობები (დოზის 0,1%-ზე ნაკლები). ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლში ციტოქრომ P450 სისტემის ფერმენტების მონაწილეობით და დოზის 10% -ზე ნაკლები გამოიყოფა თირკმელებით უცვლელი სახით. მეტაბოლიტების ფარმაკოკინეტიკური პროფილი არ არის შესწავლილი ადამიანებში, მაგრამ in-vitro შედეგები აჩვენებს, რომ არამარტო CYP3A4 და CYP2D6 მონაწილეობს ტამსულოზინის მეტაბოლიზმში, არამედ სხვა CYP იზოტიპები, ამრიგად, პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ, რომლებიც თრგუნავენ ამ ფერმენტების მეტაბოლიზმს, შეიძლება გამოიწვიოს ტამსულოზინის დონის მომატება. თირკმელებით გამოყოფამდე ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის მეტაბოლიტები ექვემდებარება კონიუგაციას გლუკურონიდებთან ან სულფატებთან.
ელიმინაცია: დუტასტერიდის ელიმინაცია დამოკიდებულია დოზაზე და ხორციელდება პარალელურად ორი გზით: გაჯერებული (კლინიკურად მნიშვნელოვანი კონცენტრაციებისას) და უჯერი. შრატში დაბალი კონცენტრაციის დროს (3 ნგ/მლ-ზე ნაკლები), დუტასტერიდი სწრაფად გამოიყოფა ელიმინაციის როგორც კონცენტრაციაზე დამოკიდებული, ისე დამოუკიდებელი გზებით. ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით, ხოლო პრეპარატის დაახლოებით 9% გამოიყოფა უცვლელი სახით შარდთან ერთად. ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 5-7 საათს. ფარმაკოკინეტიკის გამო, რომელიც კონტროლდება ტამსულოზინის მოდიფიცირებული გამოთავისუფლების კაფსულების აბსორბციის სიჩქარით, ტამსულოზინის ნახევარგამოყოფის პერიოდი საკვებთან ერთად მიღებისას შეადგენს დაახლოებით 10 საათს, ხოლო სტაციონარულ მდგომარეობაში დაახლოებით 13 საათს.
წრფივობა (არაწრფივობა): 5 მგ ან ნაკლებმა დუტოსტერიდის ერთჯერადმა დოზებმა აჩვენა სწრაფი კლირენსი და ნახევარგამოყოფის ხანმოკლე პერიოდი 3-დან 9 დღემდე.
0,5 მგ/დღეში თერაპიული დოზების განმეორებითი შეყვანის შემდეგ, ჭარბობს ელიმინაციის უფრო ნელი, წრფივი გზა და ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 3-5 კვირას.
ფარმაკოკინეტიკური-ფარმაკოდინამიკური დამოკიდებულება.
ხანდაზმული მამაკაცები: არ არის გამოვლენილი ასაკის მნიშვნელოვანი გავლენა დუტასტერიდის მოქმედებაზე, მაგრამ 50 წლამდე ასაკის მამაკაცებს ჰქონდათ უფრო ნაკლები ნახევარგამოყოფის პერიოდი. დუტასტერიდის ნახევარგამოყოფის პერიოდში სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ ყოფილა აღმოჩენილი 50-69 წლის და 70 წელს გადაცილებულ ჯგუფებს შორის.
AUC მაჩვენებლები და ტამსულოზინის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეიძლება გახანგრძლივდეს ხანდაზმულ პაციენტებში, ახალგაზრდა ჯანმრთელ მამაკაცებთან შედარებით. კლირენსი მცირდება ასაკთან ერთად, რაც იწვევს AUC-ის ზრდას დაახლოებით 40%-ით 55-75 წლის პაციენტებში, 20-32 წლის პაციენტებთან შედარებით.
პაციენტებში თირკმლის მსუბუქი და ზომიერად გამოხატული უკმარისობით არ არის საჭირო ტამსულოზინის დოზის კორექტირება, არ არსებობს მონაცემები ტამსულოზინის გამოყენების შესახებ პაციენტებში თირკმელების პათოლოგიის ტერმინალური სტადიით.
ღვიძლის უკმარისობა: არ შესწავლილა დუტასტერიდის გავლენა ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებზე, თუმცა, ძირითადად, ღვიძლის მეტაბოლიზმის გამო, მოსალოდნელია დუტასტერიდის ექსპოზიციის ზრდა ასეთ პაციენტებში.
ტამსულოზინის დოზის კორექცია არ არის საჭირო პაციენტებში ღვიძლის ზომიერად გამოხატული უკმარისობით. არ არსებობს მონაცემები ტამსულოზინის გამოყენების შესახებ ღვიძლის მძიმე პატოლოგიის მქონე პაციენტებში.
ფარმაკოდინამიკა
მოქმედების მექანიზმი: დუტამსი წარმოადგენს ორი პრეპარატის კომბინაციას: დუტასტერიდის, 5-რედუქტაზას ორმაგი ინჰიბიტორის, და ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის, α1a და α1d ადრენორეცეპტორების ანტაგონისტის. ამ პრეპარატებს გააჩნიათ მოქმედების დამატებითი მექანიზმები, რომლებიც სწრაფად აუმჯობესებენ შარდვის სიჩქარეს და ამცირებენ შარდის მწვავე შეკავების რისკს და ქირურგიული ჩარევების აუცილებლობას, რომლებიც დაკავშირებულია წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიასთან.
დუტასტერიდი თრგუნავს 1 და მე-2 ტიპის ალფა რედუქტაზას იზოფერმენტებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ტესტოსტერონის დიჰიდროტესტოსტერონად გარდაქმნაზე. დიჰიდროტესტოსტერონი წარმოადგენს ანდროგენს, რომელიც პირველ რიგში პასუხისმგებელია პროსტატის ზრდასა და წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის განვითარებაზე. ტამსულოზინი თრგუნავს წინამდებარე ჯირკვლისა და შარდის ბუშტის ყელის გლუვი კუნთების α1a და α1d ადრენორეცეპტორებს. წინამდებარე ჯირკვლის α1-რეცეპტორების დაახლოებით 75% არის α1a ქვეტიპი.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
დუტასტერიდი ტამსულოზინთან ერთად
4-წლიანი კვლევის მონაცემებით მამაკაცების მონაწილეობით წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის ზომიერი და მძიმე სიმპტომებით, რომლებიც იყენებდნენ დუტასტერიდს 0,5 მგ/დღეში (n = 1623) დოზით, ტამსულოზინს 0,4 მგ/დღეში (n = 1611) დოზით, ან მათ ერთდროულად (n = 1610), დუტასტერიდის და ტამსულოზინის კომბინაციამ უზრუნველყო სიმპტომების უფრო ეფექტურად გაუმჯობესება, ვიდრე რომელიმე ერთი კომპონენტის გამოყენებამ. 4 წლის კომბინირებული თერაპიის შემდეგ, სტატისტიკურად მნიშვნელოვნად მცირდებოდა ქირურგიული ჩარევის რისკი, რომელიც დაკავშირებული იყო წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიასთან (65,8%-ით), ტამსულოზინით მონოთერაპიასთან შედარებით.
დუტასტერიდი
სამ 2 წლიან კვლევაში აფასებდნენ დუტასტერიდის 0,5 მგ/დღეში დოზის ან პლაცებოს პირველად ეფექტურობას 4325 მამაკაცში წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის ზომიერად გამოხატული ან მძიმე სიმპტომებით. ამის შემდგომ, ეს კვლევები გაგრძელდა კიდევ 2 წლით, ამასთან ყველა პაციენტი, რომელიც კვლევაში რჩებოდა, იღებდა დუტასტერიდს იმავე 0,5 მგ დოზით. კლინიკური ეფექტურობის ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრები იყო ამერიკის უროლოგიური ასოციაციის სიმპტომების ინდექსი, შარდის მაქსიმალური გადინება (Qmax) და შარდის მწვავე შეკავების და წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიასთან დაკავშირებული ოპერაციების სიხშირე. სიმპტომების გაუმჯობესება, რომელიც აღინიშნებოდა ორმაგი ბრმა მკურნალობის პირველი 2 წლის განმავლობაში, ნარჩუნდებოდა კვლევის დამატებით 2 წლის განმავლობაში.
Qmax (შარდის მაქსიმალური ნაკადი): პირველი 2 წლის განმავლობაში დაფიქსირებული შარდის ნაკადის მაქსიმალური სიჩქარის ზრდა ნარჩუნდებოდა კვლევის მომდევნო 2 წლის განმავლობაში.
შარდის მწვავე შეკავება და ქირურგიული ჩარევა: წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიასთან დაკავშირებული ოპერაციების სიხშირემ ორი წლის შემდეგ შეადგინა 4,1% პლაცებოს ჯგუფში და 2,2% კომბინირებული თერაპიის ჯგუფში (რისკის შემცირება 48%-ით).
თმის ზრდის გაუმჯობესება: 5-ალფა-რედუქტაზას ინჰიბიტორებს შეუძლიათ შეამცირონ თმის ცვენა და გამოიწვიონ თმის ზრდა პაციენტებში მამაკაცის ტიპის თმის ცვენით (მამაკაცის ანდროგენული ალოპეცია).
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია: გამოვლენილი არ არის დუტასტერიდის უარყოფითი გავლენა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე.
გავლენა სექსუალურ ფუნქციაზე: ცნობილია, რომ დუტასტერიდ-ტამსულოზინის კომბინაცია და დუტასტერიდით მონოთერაპია იწვევს უარყოფით ზემოქმედებას სექსუალურ ფუნქციაზე, მაგრამ გვერდითი მოვლენების სიხშირე, დაკავშირებული სექსუალურ ფუნქციასთან, ხანგრძლივი თერაპიის დროს მცირდება.
ტამსულოზინი
ტამსულოზინი ზრდის შარდის ნაკადის მაქსიმალურ სიჩქარეს, ხსნის ობსტრუქციას, ადუნებს პროსტატის და ურეთრის გლუვ მუსკულატურას, ამით ამსუბუქებს სიმპტომატიკას შარდვის გაძნელების დროს. ხანგრძლივი თერაპიის დროს ეს ეფექტები ნარჩუნდება და ხდება შარდის ბუშტის ოპერაციის ან კათეტერიზაციის საჭიროების გადადება.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
დუტამსი
სავაჭრო დასახელება
დუტამსი
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
არ არსებობს
სამკურნალო ფორმა
მყარი კაფსულები 0,5 მგ + 0,4 მგ
შემადგენლობა
ერთი კაფსულა შეიცავს
აქტიური ნივთიერება - დუტასტერიდი 0,5 მგ,
დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლის მონოკაპრილატი, ტიპი II*, ბუტილჰიდროქსიტოლუოლი (E 321),
რბილი ჟელატინის კაფსულა: ჟელატინის ტიპი B, 150 ბლუმი, გლიცეროლი, ტიტანის დიოქსიდი (E171),
მოდიფიცირებული გამოთავისუფლების გრანულების შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება - ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 0,4 მგ (0,367 ტამსულოზინის ექვივალენტი),
დამხმარე ნივთიერებები: მეტაკრილის მჟავას და ეთილის აკრილატის სოპოლიმერის 30% ნარევი (1:1), მიკროკრისტალური ცელულოზა, დიბუთილ სებაკატი, პოლისორბატი 80,
გარსი: მეტაკრილის მჟავას და ეთილის აკრილატის სოპოლიმერის 30% ნარევი (1: 1), დიბუტილ სებაკატი, პოლისორბატი 80, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, კალციუმის სტეარატი,
მყარი ჟელატინის კაფსულა
თავსახური (40%): რკინის ოქსიდი შავი (E 172), რკინის ოქსიდი წითელი (E 172), ტიტანის დიოქსიდი (E 171), რკინის ოქსიდი ყვითელი (E 172), ჟელატინი.
კორპუსი (60%): რკინის ოქსიდის შავი (E 172), რკინის ოქსიდის წითელი (E 172), ტიტანის დიოქსიდი (E 171), რკინის ოქსიდის ყვითელი (E 172), ჟელატინი.
მელანი
შელაკი (E 904), შავი რკინის ოქსიდი (E 172), პროპილენგლიკოლი (E 1520), ამიაკის კონცენტრირებული ხსნარი (E 527), კალიუმის ჰიდროქსიდი (E 525).
აღწერილობა
მოგრძო მყარი ჟელატინის კაფსულები # 0, ზომით დაახლოებით 21,4 მმ x 7,4 მმ, ყავისფერი კორპუსით და ნარინჯისფერი თავსახურით, ამონატვიფრით „C001“ შავი მელნით თავსახურზე.
კაფსულის შიგთავსი - მოგრძო რბილი ჟელატინის კაფსულა, დაახლოებით 16,5 მმ x 6,5 მმ ზომის, ღია ყვითელი ფერის, შევსებული გამჭვირვალე სითხით და თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ტამსულოზინის გრანულებით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
შარდსასქესო სისტემა და სასქესო ჰორმონები. უროლოგიური პრეპარატები. პრეპარატები პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერტროფიის სამკურნალოდ. ალფა- ადრენობლოკატორები. ტამსულოზინი და დუტასტერიდი.
ათქ კოდი G04СA52
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოკინეტიკა
აბსორბცია: 0,5 მგ დუტასტერიდის ერთი დოზის მიღების შემდეგ, პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია შრატში მიიღწევა 1–3 საათში. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 60%-ს. დუტასტერიდის ბიოშეღწევადობა არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე.
ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი კარგად შეიწოვება ნაწლავებში და გააჩნია თითქმის 100% ბიოშეღწევადობა. აბსორბციის იგივე დონე შეიძლება მიღწეულ იქნას, თუ პაციენტი მიიღებს მას ყოველდღიურად, საკვების ერთსა და იმავე მიღებიდან 30 წუთის შემდეგ. როგორც ერთჯერადი, ასევე მრავალჯერადი დოზირების რეჟიმში, ტამსულოზინის ჰიდროქლორიდს ახასიათებს ხაზოვანი კინეტიკა. დოზის ერთჯერადი მიღებისას ტამზულოზინის პიკური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა დაახლოებით 6 საათის შემდეგ, ხოლო სტაციონარული მდგომარეობა მიიღწევა დოზების განმეორებითი მიღების მე-5 დღეს. სტაციონარულ მდგომარეობაში, პაციენტებში საშუალო Cmax დაახლოებით ორი მესამედით უფრო მაღლია, ვიდრე ერთჯერადი მიღების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ეს დაფიქსირდა ხანდაზმულ პაციენტებში, იგივე მოსალოდნელია უფრო ახალგაზრდა პაციენტებშიც. საკვების მიღების შემდეგ, ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის შეწოვა შენელებულია.
განაწილება: დუტასტერიდს აქვს განაწილების დიდი მოცულობა (300-დან 500 ლ-მდე) და მჭიდროდ არის დაკავშირებული პლაზმის ცილებთან (> 99,5%). ყოველდღიურად მიღებისას, 1 თვის შემდეგ, დუტასტერიდის კონცენტრაცია შრატში აღწევს სტაციონარული დონის 65%-ს და ამ დონის დაახლოებით 90%-ს 3 თვის შემდეგ. დუტასტერიდის სტაციონარული კონცენტრაციები შრატში, რომლებიც დაახლოებით 40 ნგ/მლ-ის ტოლია, მიიღწევა 0,5 მგ დოზის ყოველდღიური მიღებიდან 6 თვის შემდეგ. სპერმაში, ისევე როგორც შრატში, დუტასტერიდის სტაციონარული კონცენტრაციები ასევე მიიღწევა 6 თვის შემდეგ. შრატიდან სპერმაში ხვდება დუტასტერიდის დაახლოებით 11,5%. ადამიანებში ტამსულოზინი 99%-ით უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს. განაწილების მოცულობა არ არის დიდი (დაახლოებით 0,2 ლ / კგ).
ბიოტრანსფორმაცია: დუტასტერიდი მეტაბოლიზდება ციტოქრომ P-450-ის CYP-3A4 ფერმენტით სამ მონოჰიდროქსილირებულ და ერთ დიჰიდროქსილირებულ მეტაბოლიტამდე. 0,5 მგ/დღეში დოზის პერორალური მიღების შემდეგ, დუტასტერიდის დოზის 1,0-15,4% (საშუალოდ 5,4%) გამოიყოფა ორგანიზმიდან უცვლელი სახით განავლით. დანარჩენი ნაწილი გამოიყოფა განავლით 4 ძირითადი მეტაბოლიტის (39%, 21%, 7% და 7%) და 6 მეორეხარისხოვანი მეტაბოლიტის (თითოეული 5%-ზე ნაკლები) სახით. ადამიანის შარდში გვხვდება მხოლოდ უცვლელი დუტასტერიდის კვალური რაოდენობები (დოზის 0,1%-ზე ნაკლები). ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლში ციტოქრომ P450 სისტემის ფერმენტების მონაწილეობით და დოზის 10% -ზე ნაკლები გამოიყოფა თირკმელებით უცვლელი სახით. მეტაბოლიტების ფარმაკოკინეტიკური პროფილი არ არის შესწავლილი ადამიანებში, მაგრამ in-vitro შედეგები აჩვენებს, რომ არამარტო CYP3A4 და CYP2D6 მონაწილეობს ტამსულოზინის მეტაბოლიზმში, არამედ სხვა CYP იზოტიპები, ამრიგად, პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ, რომლებიც თრგუნავენ ამ ფერმენტების მეტაბოლიზმს, შეიძლება გამოიწვიოს ტამსულოზინის დონის მომატება. თირკმელებით გამოყოფამდე ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის მეტაბოლიტები ექვემდებარება კონიუგაციას გლუკურონიდებთან ან სულფატებთან.
ელიმინაცია: დუტასტერიდის ელიმინაცია დამოკიდებულია დოზაზე და ხორციელდება პარალელურად ორი გზით: გაჯერებული (კლინიკურად მნიშვნელოვანი კონცენტრაციებისას) და უჯერი. შრატში დაბალი კონცენტრაციის დროს (3 ნგ/მლ-ზე ნაკლები), დუტასტერიდი სწრაფად გამოიყოფა ელიმინაციის როგორც კონცენტრაციაზე დამოკიდებული, ისე დამოუკიდებელი გზებით. ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით, ხოლო პრეპარატის დაახლოებით 9% გამოიყოფა უცვლელი სახით შარდთან ერთად. ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 5-7 საათს. ფარმაკოკინეტიკის გამო, რომელიც კონტროლდება ტამსულოზინის მოდიფიცირებული გამოთავისუფლების კაფსულების აბსორბციის სიჩქარით, ტამსულოზინის ნახევარგამოყოფის პერიოდი საკვებთან ერთად მიღებისას შეადგენს დაახლოებით 10 საათს, ხოლო სტაციონარულ მდგომარეობაში დაახლოებით 13 საათს.
წრფივობა (არაწრფივობა): 5 მგ ან ნაკლებმა დუტოსტერიდის ერთჯერადმა დოზებმა აჩვენა სწრაფი კლირენსი და ნახევარგამოყოფის ხანმოკლე პერიოდი 3-დან 9 დღემდე.
0,5 მგ/დღეში თერაპიული დოზების განმეორებითი შეყვანის შემდეგ, ჭარბობს ელიმინაციის უფრო ნელი, წრფივი გზა და ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 3-5 კვირას.
ფარმაკოკინეტიკური-ფარმაკოდინამიკური დამოკიდებულება.
ხანდაზმული მამაკაცები: არ არის გამოვლენილი ასაკის მნიშვნელოვანი გავლენა დუტასტერიდის მოქმედებაზე, მაგრამ 50 წლამდე ასაკის მამაკაცებს ჰქონდათ უფრო ნაკლები ნახევარგამოყოფის პერიოდი. დუტასტერიდის ნახევარგამოყოფის პერიოდში სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ ყოფილა აღმოჩენილი 50-69 წლის და 70 წელს გადაცილებულ ჯგუფებს შორის.
AUC მაჩვენებლები და ტამსულოზინის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეიძლება გახანგრძლივდეს ხანდაზმულ პაციენტებში, ახალგაზრდა ჯანმრთელ მამაკაცებთან შედარებით. კლირენსი მცირდება ასაკთან ერთად, რაც იწვევს AUC-ის ზრდას დაახლოებით 40%-ით 55-75 წლის პაციენტებში, 20-32 წლის პაციენტებთან შედარებით.
პაციენტებში თირკმლის მსუბუქი და ზომიერად გამოხატული უკმარისობით არ არის საჭირო ტამსულოზინის დოზის კორექტირება, არ არსებობს მონაცემები ტამსულოზინის გამოყენების შესახებ პაციენტებში თირკმელების პათოლოგიის ტერმინალური სტადიით.
ღვიძლის უკმარისობა: არ შესწავლილა დუტასტერიდის გავლენა ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებზე, თუმცა, ძირითადად, ღვიძლის მეტაბოლიზმის გამო, მოსალოდნელია დუტასტერიდის ექსპოზიციის ზრდა ასეთ პაციენტებში.
ტამსულოზინის დოზის კორექცია არ არის საჭირო პაციენტებში ღვიძლის ზომიერად გამოხატული უკმარისობით. არ არსებობს მონაცემები ტამსულოზინის გამოყენების შესახებ ღვიძლის მძიმე პატოლოგიის მქონე პაციენტებში.
ფარმაკოდინამიკა
მოქმედების მექანიზმი: დუტამსი წარმოადგენს ორი პრეპარატის კომბინაციას: დუტასტერიდის, 5-რედუქტაზას ორმაგი ინჰიბიტორის, და ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის, α1a და α1d ადრენორეცეპტორების ანტაგონისტის. ამ პრეპარატებს გააჩნიათ მოქმედების დამატებითი მექანიზმები, რომლებიც სწრაფად აუმჯობესებენ შარდვის სიჩქარეს და ამცირებენ შარდის მწვავე შეკავების რისკს და ქირურგიული ჩარევების აუცილებლობას, რომლებიც დაკავშირებულია წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიასთან.
დუტასტერიდი თრგუნავს 1 და მე-2 ტიპის ალფა რედუქტაზას იზოფერმენტებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ტესტოსტერონის დიჰიდროტესტოსტერონად გარდაქმნაზე. დიჰიდროტესტოსტერონი წარმოადგენს ანდროგენს, რომელიც პირველ რიგში პასუხისმგებელია პროსტატის ზრდასა და წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის განვითარებაზე. ტამსულოზინი თრგუნავს წინამდებარე ჯირკვლისა და შარდის ბუშტის ყელის გლუვი კუნთების α1a და α1d ადრენორეცეპტორებს. წინამდებარე ჯირკვლის α1-რეცეპტორების დაახლოებით 75% არის α1a ქვეტიპი.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
დუტასტერიდი ტამსულოზინთან ერთად
4-წლიანი კვლევის მონაცემებით მამაკაცების მონაწილეობით წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის ზომიერი და მძიმე სიმპტომებით, რომლებიც იყენებდნენ დუტასტერიდს 0,5 მგ/დღეში (n = 1623) დოზით, ტამსულოზინს 0,4 მგ/დღეში (n = 1611) დოზით, ან მათ ერთდროულად (n = 1610), დუტასტერიდის და ტამსულოზინის კომბინაციამ უზრუნველყო სიმპტომების უფრო ეფექტურად გაუმჯობესება, ვიდრე რომელიმე ერთი კომპონენტის გამოყენებამ. 4 წლის კომბინირებული თერაპიის შემდეგ, სტატისტიკურად მნიშვნელოვნად მცირდებოდა ქირურგიული ჩარევის რისკი, რომელიც დაკავშირებული იყო წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიასთან (65,8%-ით), ტამსულოზინით მონოთერაპიასთან შედარებით.
დუტასტერიდი
სამ 2 წლიან კვლევაში აფასებდნენ დუტასტერიდის 0,5 მგ/დღეში დოზის ან პლაცებოს პირველად ეფექტურობას 4325 მამაკაცში წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის ზომიერად გამოხატული ან მძიმე სიმპტომებით. ამის შემდგომ, ეს კვლევები გაგრძელდა კიდევ 2 წლით, ამასთან ყველა პაციენტი, რომელიც კვლევაში რჩებოდა, იღებდა დუტასტერიდს იმავე 0,5 მგ დოზით. კლინიკური ეფექტურობის ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრები იყო ამერიკის უროლოგიური ასოციაციის სიმპტომების ინდექსი, შარდის მაქსიმალური გადინება (Qmax) და შარდის მწვავე შეკავების და წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიასთან დაკავშირებული ოპერაციების სიხშირე. სიმპტომების გაუმჯობესება, რომელიც აღინიშნებოდა ორმაგი ბრმა მკურნალობის პირველი 2 წლის განმავლობაში, ნარჩუნდებოდა კვლევის დამატებით 2 წლის განმავლობაში.
Qmax (შარდის მაქსიმალური ნაკადი): პირველი 2 წლის განმავლობაში დაფიქსირებული შარდის ნაკადის მაქსიმალური სიჩქარის ზრდა ნარჩუნდებოდა კვლევის მომდევნო 2 წლის განმავლობაში.
შარდის მწვავე შეკავება და ქირურგიული ჩარევა: წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიასთან დაკავშირებული ოპერაციების სიხშირემ ორი წლის შემდეგ შეადგინა 4,1% პლაცებოს ჯგუფში და 2,2% კომბინირებული თერაპიის ჯგუფში (რისკის შემცირება 48%-ით).
თმის ზრდის გაუმჯობესება: 5-ალფა-რედუქტაზას ინჰიბიტორებს შეუძლიათ შეამცირონ თმის ცვენა და გამოიწვიონ თმის ზრდა პაციენტებში მამაკაცის ტიპის თმის ცვენით (მამაკაცის ანდროგენული ალოპეცია).
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია: გამოვლენილი არ არის დუტასტერიდის უარყოფითი გავლენა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე.
გავლენა სექსუალურ ფუნქციაზე: ცნობილია, რომ დუტასტერიდ-ტამსულოზინის კომბინაცია და დუტასტერიდით მონოთერაპია იწვევს უარყოფით ზემოქმედებას სექსუალურ ფუნქციაზე, მაგრამ გვერდითი მოვლენების სიხშირე, დაკავშირებული სექსუალურ ფუნქციასთან, ხანგრძლივი თერაპიის დროს მცირდება.
ტამსულოზინი
ტამსულოზინი ზრდის შარდის ნაკადის მაქსიმალურ სიჩქარეს, ხსნის ობსტრუქციას, ადუნებს პროსტატის და ურეთრის გლუვ მუსკულატურას, ამით ამსუბუქებს სიმპტომატიკას შარდვის გაძნელების დროს. ხანგრძლივი თერაპიის დროს ეს ეფექტები ნარჩუნდება და ხდება შარდის ბუშტის ოპერაციის ან კათეტერიზაციის საჭიროების გადადება.
გამოყენების ჩვენებები
- წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის ზომიერად გამოხატული და მძიმე სიმპტომების მკურნალობა.
შარდის მწვავე შეკავების განვითარების რისკის და ოპერაციების შესამცირებლად პაციენტებში პროსტატის ადენომის საშუალოდ გამოხატული და მძიმე სიმპტომებით.
გამოყენების წესი და დოზირება:
ზრდასრული მამაკაცები (მოხუცების ჩათვლით)
მიიღება შიგნით საკვების ერთსა და იმავე მიღებიდან 30 წუთის შემდეგ, წყლის დაყოლებით. პრეპარატ დუტამსის რეკომენდირებული დოზა შეადგენს ერთ კაფსულას (0,5 მგ/0,4 მგ), დღეში ერთხელ. კლინიკური საჭიროებისას, ორმაგი თერაპიის მკურნალობის გამარტივების მიზნით, დუტამსი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც დუტასტერიდისა და ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის კომბინირებული მიღების ჩანაცვლება. შეიძლება ასევე იყოს საჭირო დუტასტერიდით ან ტამსულოზინის ჰიდროქლორიდით მონოთერაპიიდან პრეპარატ დუტამსზე გადასვლის საჭიროება.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
ბავშვები: დუტამსი უკუნაჩვენებია 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ღვიძლის უკმარისობა: არ არის შესწავლილი ღვიძლის უკმარისობის ზემოქმედება დუტასტერიდის/ტამსულოზინის ფარმაკოკინეტიკაზე, ამიტომ პაციენტებში მსუბუქი და ზომიერად გამოხატული ღვიძლის უკმარისობით საჭიროა სიფრთხილე, ღვიძლის მწვავე უკმარისობის დროს პრეპარატი დუტამსი უკუნაჩვენებია.
თირკმლის უკმარისობა: არ არის შესწავლილი თირკმლის უკმარისობის გავლენა დუტასტერიდის / ტამსულოზინის ფარმაკოკინეტიკაზე. არ არის საჭირო დოზის კორექცია თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის.
გვერდითი მოქმედება
გვერდითი რეაქციების სიხშირე გამოვლენილია კლინიკურ კვლევებში. დუტასტერიდი + ტამსულოზინის კომბინაციის გამოყენების პირველ წელს აღინიშნა რეპროდუქციული დარღვევების უფრო მაღალი სიხშირე, კერძოდ, ეაკულაციის დარღვევები.
გვერდითი მოვლენების სიხშირის განსაზღვრა ხორციელდება შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად: ძალიან ხშირად (≥ 1/10), ხშირად (≥ 1/100-დან <1/10-მდე, არახშირად (≥ 1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათად (≥ 1/10000-დან <1/1000-მდე), ძალიან იშვიათად (<1/10000), უცნობია (ვერ შეფასდება არსებული მონაცემების საფუძველზე).
დუტასტერიდისა და ტამსულოზინის კომბინაცია
ხშირად
- თავბრუსხვევა
- იმპოტენცია3, ლიბიდოს3 ცვლილება (შემცირება), ეაკულაციის დარღვევა3
- დარღვევები სარძევე ჯირკვლის მხრივ 2.
არახშირად
- გულის უკმარისობა.
დუტასტერიდი
ხშირად
- იმპოტენცია, სექსუალური ლტოლვის ცვლილება (შემცირება), ეაკულაციის დარღვევა, დარღვევები სარძევე ჯირკვლის მხრივ.
არახშირად
- გულის უკმარისობა1.
ტამსულოზინი
ხშირად
- თავბრუსხვევა, ეაკულაციის დარღვევა.
არახშირად
- თავის ტკივილი, გულისცემა, ორთოსტატული ჰიპოტენზია, ასთენია, რინიტი, ყაბზობა, დიარეა, გულისრევა, პირღებინება, ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ქავილი.
იშვიათად
- გულისწასვლა, ანგიონევროზული შეშუპება.
ძალიან იშვიათად
- სტივენს-ჯონსონის სინდრომი, პრიაპიზმი.
1 ტერმინი „გულის უკმარისობა“ მოიცავს გულის ყველა სახის უკმარისობას (მწვავეს და ქრონიკულს), კარდიოგენურ შოკს, გულ-ფილტვის უკმარისობას და შეშუპებით კარდიომიოპათიას.
2 მოიცავს მომატებულ მგრძნობელობას და მკერდის გადიდებას.
3ეს სექსუალური გვერდითი მოვლენები დაკავშირებულია დუტასტერიდით მკურნალობასთან (მონოთერაპიის დროს და ტამზულოზინთან კომბინაციაში), ისინი შეიძლება შენარჩუნდეს მკურნალობის შეწყვეტის შემდეგაც (დუტასტერიდის ზემოქმედება მათზე უცნობია).
სხვა მონაცემები
მამაკაცებში, რომლებიც მკურნალობდნენ დუტასტერიდით, გამოვლენილია წინამდებარე ჯირკვლის კიბოს აღნიშვნის უფრო მაღალი სიხშირე პლაცებოსთან შედარებით (გლისონის ინდექსი 8-10).
კლინიკურ კვლევებში და რეგისტრაციის შემდგომი დაკვირვების დროს დაფიქსირდა ძუძუს კიბოს შემთხვევები მამაკაცებში.
რეგისტრაციის შემდგომი დაკვირვების მონაცემები
რეგისტრაციის შემდგომი დაკვირვებისას, მსოფლიოში დარეგისტრირებული არასასურველი მოვლენების ფაქტიური სიხშირე უცნობია.
დუტასტერიდი
არახშირად
- ალოპეცია (ძირითადად სხეულზე თმის ცვენის სახით), ჰიპერტრიქოზი.
სიხშირე უცნობია
- ალერგიული რეაქციები, მათ შორის გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ლოკალიზებული შეშუპება და ანგიონევროზული შეშუპება, დეპრესია
- ტკივილი და / ან სათესლეების შეშუპება.
ტამსულოზინი
სიხშირე უცნობია
- ოპერაციის დროს სუსტი ირისის სინდრომი, ვიწრო გუგის სინდრომი, რომელიც ჩნდება კატარაქტის ოპერაციის დროს
- წინაგულების ფიბრილაცია, არითმია, ტაქიკარდია, ქოშინი, ცხვირიდან სისხლდენა, არამკაფიო მხედველობა, მხედველობის დარღვევა
- მულტიფორმული ერითემა, ექსფოლიატიური დერმატიტი
- ეაკულაციის დარღვევები, რეტროგრადული ეაკულაცია, ეაკულაციის მიღწევის შეუძლებლობა და პირის სიმშრალე.
ტამსულოზინის როლი ამ მოვლენების განვითარებაში არ არის დანამდვილებით განსაზღვრული.
უკუჩვენებები
- ცნობილი ჰიპერმგრძნობელობა დუტასტერიდის, სხვა 5-ალფა რედუქტაზას ინჰიბიტორების, ტამსულოზინის (ტამსულოზინით გამოწვეული ანგიონევროზული შეშუპების ჩათვლით), სოიოს, არაქისის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ.
- ღვიძლის მწვავე უკმარისობა
- ქალები, ბავშვები და მოზარდები 18 წლამდე
- ორთოსტატული ჰიპოტენზიის შეტევები ანამნეზში.
მედიკამენტური ურთიერთქმედებები
მედიკამენტური ურთიერთქმედების კვლევები დუტასტერიდის / ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის კომბინაციით ჩატარებული არ არის, ქვემოთ მოცემულია მონაცემები ამ კომბინაციის ცალკეული კომპონენტების შესახებ.
დუტასტერიდი
დუტასტერიდი მეტაბოლიზდება ციტოქრომ P-450 ფერმენტული სისტემის CYP3A4 და CYP3A5 იზოფერმენტებით. ურთიერთქმედების კვლევები CYP3A4–ის ძლიერ ინჰიბიტორებთან არ ჩატარებულა. CYP3A4 ინჰიბიტორების თანდასწრებით, დუტასტერიდის კონცენტრაცია სისხლში შეიძლება გაიზარდოს. დუტასტერიდის ერთდროული გამოყენებისას CYP3A4 ინჰიბიტორებთან ვერაპამილთან და დილთიაზემთან, აღინიშნებოდა დუტასტერიდის კონცენტრაციის ზრდა საშუალოდ 1,6-1,8 ჯერ, შესაბამისად.
დუტასტერიდით გრძელვადიანმა კომბინირებულმა მკურნალობამ სამკურნალო საშუალებებთან, CYP3A4 ფერმენტის ძლიერ ინჰიბიტორებთან (მაგალითად, რიტონავირი, ინდინავირი, ნეფაზოდონი, იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, რომლებიც პერორალურად შეიყვანება), შეიძლება გაზარდოს დუტასტერიდის შრატისმიერი კონცენტრაციები. დუტასტერიდის ზემოქმედების გაზრდისას, 5-α რედუქტაზას შემდგომი დათრგუნვა ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ თუ გვერდითი მოვლენები აღინიშნება, განხილული უნდა იქნას დუტასტერიდის მიღების სიხშირის შემცირების შესაძლებლობა. ფერმენტის ინჰიბირების შემთხვევაში, ნახევარგამოყოფის ხანგრძლივი პერიოდი შეიძლება კიდევ უფრო გახანგრძლივდეს. ახალი სტაბილური მდგომარეობის მისაღწევად საჭირო იქნება კომბინირებული თერაპიის 6 თვეზე მეტი.
12 მგ ქოლესტირამინის შეყვანა 5 მგ დუტასტერიდის ერთჯერადი მიღებიდან ერთი საათის შემდეგ არ მოქმედებდა მის ფარმაკოკინეტიკაზე.
დუტასტერიდის ზემოქმედება სხვა პრეპარატების ფარმაკოკინეტიკაზე: არ ახდენდა გავლენას ტამსულოზინის ან ტერაზოზინის ფარმაკოკინეტიკაზე, ასევე მათ შორის არ აღნიშნულა ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედებები. დუტასტერიდი გავლენას არ ახდენს ვარფარინის ან დიგოქსინის ფარმაკოკინეტიკაზე, ვინაიდან ის არ თრგუნავს და არ აინდუცირებს CYP2C9 / P- გლიკოპროტეინის გადამტანს. In vitro ურთიერთქმედების კვლევებმა აჩვენა, რომ დუტასტერიდი არ თრგუნავს ფერმენტების მოქმედებას: CYP1A2, CYP2D6, CYP2E1, CYP2C8, CYP2C9, CYP2C19, CYP2B6, CYP2D6 ან CYP3A4.
ამლოდიპინი, სხვა კალციუმის არხების ბლოკატორები, არ ამცირებენ დუტასტერიდის კლირენსს, ამიტომ არ არის საჭირო მისი დოზის შემცირება.
დუტასტერიდი არ გამოდევნის ვარფარინს, აცენოკომოროლს, ფენპროკომონს, დიაზეპამს და ფენიტოინს პლაზმის ცილებთან შეკავშირების ადგილებიდან და ეს პრეპარატები, თავის მხრივ, არ გამოდევნიან დუტასტერიდს. დუტასტერიდის ერთდროული გამოყენებისას ჰიპოლიპიდემიურ პრეპარატებთან, აგფ ინჰიბიტორებთან, ბეტა-ბლოკატორებთან, კალციუმის არხების ბლოკატორებთან, კორტიკოსტეროიდებთან, შარდმდენებთან, არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან, V ტიპის ფოსფოდიესტერაზის ინჰიბიტორებთან და ქინოლონის ანტიბიოტიკებთან, არ აღინიშნებოდა მნიშვნელოვანი მედიკამენტური ურთიერთქმედებები.
ტამსულოზინი
სიფრთხილეა საჭირო ტამსულოზინის ერთდროულად გამოყენებისას ჰიპოტენზიური მოქმედების სხვა სამკურნალო საშუალებებთან (მაგალითად, ანესთეტიკებთან, PDE5 ინჰიბიტორებთან და α1-ადრენორეცეპტორების სხვა ანტაგონისტებთან). არ არის რეკომენდირებული დუტასტერიდის/ტამსულოზინის გამოყენება α1-ადრენორეცეპტორების სხვა ანტაგონისტებთან ერთად. ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის ერთდროულმა მიღებამ CYP3A4 ძლიერ ინჰიბიტორებთან შეიძლება გამოიწვიოს მისი მოქმედების გაძლიერება. კეტოკონაზოლთან (CYP3A4–ის ძლიერი ინჰიბიტორი) ერთდროული გამოყენება იწვევდა ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის AUC და Cmax– ის ზრდას, შესაბამისად, 2,8 და 2,2–ჯერ. არ არის რეკომენდირებული ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის დანიშვნა კომბინაციაში CYP3A4 ძლიერ ინჰიბიტორებთან ერთად, პაციენტებში, CYP2D6 სუსტ მეტაბოლიზატორებთან. ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული CYP3A4-ის ძლიერ და ზომიერ ინჰიბიტორებთან ერთად. ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის ერთდროული მიღება პაროქსეტინთან, CYP2D6- ის ძლიერ ინჰიბიტორთან, იწვევდა ტამსულოზინის Cmax და AUC-ის ზრდას 1,3 და 1,6-ჯერ, შესაბამისად, მაგრამ ეს ზრდა არ ითვლება კლინიკურად მნიშვნელოვნად.
არ აღნიშნულა ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის ურთიერთქმედება ათენოლოლთან, ენალაპრილთან ან თეოფილინთან. ციმეტიდინთან ერთდროული გამოყენება იწვევს პლაზმაში ტამსულოზინის დონის ზრდას, ხოლო ფუროსემიდის დონე იკლებს, მაგრამ რადგანაც დონეები ნორმალური დიაპაზონის ფარგლებში რჩება, დოზის კორექცია არ არის საჭირო.
In vitro დიაზეპამი, პროპრანოლოლი, ტრიქლორომეთიაზიდი, ქლორმადინონი, ამიტრიპტილინი, დიკლოფენაკი, გლიბენკლამიდი, სიმვასტატინი და ვარფარინი არ მოქმედებენ ტამსულოზინის თავისუფალი ფრაქციის დონეზე ადამიანის პლაზმაში. ტამსულოზინი ასევე არ ცვლის დიაზეპამის, პროპრანოლოლის, ტრიქლორმეთიაზიდისა და ქლორმადინონის თავისუფალი ფრაქციის დონეს.
მაგრამ დიკლოფენაკს და ვარფარინს შეუძლიათ გაზარდონ ტამსულოზინის ელიმინაციის სიჩქარე.
ტამსულოზინი (0,2 მგ დღეში) გავლენას არ ახდენდა დუტასტერიდის ფარმაკოკინეტიკაზე.
ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის (0,4 მგ) და ციმეტიდინის (400 მგ ყოველ ექვს საათში) ერთდროული გამოყენება ექვსი დღის განმავლობაში იწვევდა კლირენსის შემცირებას (26%-ით) და ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის AUC-ის ზრდას (44%-ით), შესაბამისად, საჭიროა სიფრთხილე პრეპარატ დუტამსის და ციმეტიდინის ერთად გამოყენებისას.
ტამსულოზინის ჰიდროქლორიდსა და ვარფარინს შორის ურთიერთქმედების სრულყოფილი კვლევები არ ჩატარებულა, ამიტომ საჭიროა სიფრთხილე ვარფარინისა და ტამსულოზინის ერთდროული გამოყენებისას.
ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის (0,8 მგ/დღეში) და ფუროსემიდის ერთჯერადი ინტრავენური დოზის (20 მგ) ერთდროული გამოყენება იწვევდა ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის Cmax და AUC შემცირებას 11-12% -მდე, მაგრამ ეს ცვლილებები არ საჭიროებს დოზის კორექციას.
განსაკუთრებული მითითებები
გვერდითი ეფექტების განვითარების მომატებული რისკის გამო (გულის უკმარისობის ჩათვლით), კომბინირებული თერაპია უნდა დაინიშნოს სარგებლის/რისკის თანაფარდობის სათანადოდ შეფასების და მკურნალობის ალტერნატიული ვარიანტების განხილვის შემდეგ, მონოთერაპიის ჩათვლით.
პროსტატის კიბო: არსებობს 4–წლიანი კვლევის მონაცემები, რომლებიც მოიცავს 8000–ზე მეტ მამაკაცს, ბიოფსიის წინასწარი უარყოფითი შედეგებით და პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის დონით 2,5–10 ნგ/მლ, 1517 მათგანს დაუდგინდა პროსტატის კიბო. პაციენტებში კიბოს განვითარების უფრო მაღალი სიხშირე დაფიქსირდა დუტასტერიდის ჯგუფში (n = 29, 0.9%) პლაცებოს ჯგუფთან შედარებით (n = 19, 0.6%). არ არის დადგენილი დამოკიდებულება დუტასტერიდის მიღებასა და პროსტატის კიბოს განვითარების სიხშირეს შორის. პროსტატის კიბოს განვითარების რისკის გამო, მამაკაცებმა, რომლებიც დუტასტერიდს იღებენ, რეგულარულად უნდა გაიარონ გამოკვლევა, პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის ტესტის ჩატარების ჩათვლით.
პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის განსაზღვრის გავლენა წინამდებარე ჯირკვლის კიბოს გამოვლენაზე: წინამდებარე ჯირკვლის კიბოს განვითარების გამოსარიცხად პაციენტებში წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიით, პრეპარატ დუტამსის მიღებამდე საჭიროა თითით რექტალური გამოკვლევის ჩატარება და წინამდებარე ჯირკვლის გამოკვლევის სხვა მეთოდები და მკურნალობის პროცესში მათი პერიოდულად გამეორება. პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლის შრატში არის ამ სკრინინგის მნიშვნელოვანი შემადგენელი. დუტასტერიდით 6 თვიანი თერაპიის შემდეგ, პაციენტებში წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიით, პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის შრატისმიერი დონეები დაახლოებით 50%-ით მცირდება, ამიტომ მკურნალობის ამ ეტაპზე პაციენტებში უნდა დადგინდეს პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის ახალი საწყისი დონე. პრეპარატ დუტამსით მკურნალობის დროს, პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის დონის ნებისმიერი სტაბილური ზრდა (შედარებით მინიმალური მნიშვნელობის) შეიძლება მიუთითებდეს წინამდებარე ჯირკვლის კიბოს განვითარებაზე (კერძოდ, წინამდებარე ჯირკვლის მაღალდიფერენცირებული კიბოსი გლისონის სკალით) ან პრეპარატ დუტამსის მიღების რეჟიმის დაუცველობაზე, რაც გულდასმით უნდა იქნას გაანალიზებული, მაშინაც კი, თუ პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის დონეები ნორმის ფარგლებში რჩება იმ პაციენტებისთვის, რომლებიც არ იღებენ 5α- რედუქტაზას ინჰიბიტორებს. დუტასტერიდის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში, პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის საერთო დონე უბრუნდება თავდაპირველ მნიშვნელობას. თავისუფალი პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის შემცველობის შეფარდება საერთოსთან, რჩება მუდმივი დუტასტერიდით თერაპიის ფონზეც კი.
ტამსულოზინის ჰიდროქლორიდით კომბინირებული თერაპია და გულის უკმარისობის განვითარება: ორ 4-წლიან კლინიკურ კვლევებში გულის უკმარისობის (გულის უკმარისობა და გულის შეგუბებითი უკმარისობა) განვითარების სიხშირე უფრო მაღალი იყო პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დუტასტერიდისა და α1-ბლოკატორის კომბინაციას (უფრო ხშირად ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის), ვიდრე პაციენტებში, რომლებიც მას არ იღებდნენ. არ არის დადგენილი მიზეზობრივ-შედეგობრივი კავშირი დუტასტერიდით მკურნალობასა (მარტო ან α1- ბლოკატორთან კომბინაციაში) და გულის უკმარისობის განვითარებას შორის.
სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკი: იშვიათად იყო შეტყობინებები მამაკაცებში ძუძუს კიბოს განვითარების შემთხვევების შესახებ, რომლებიც იღებდნენ დუტასტერიდს. ამასთან, სტატისტიკურმა მონაცემებმა არ დაადასტურა მამაკაცებში ძუძუს კიბოს განვითარების რისკი 5-α- რედუქტაზას ინჰიბიტორების გამოყენებისას. მკერდის მიდამოში ნებისმიერი ცვლილების აღნიშვნის შეთხვევაში, როგორიცაა გამკვრივება ან ძუძუს თავიდან გამონადენი, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.
დაზიანებული კაფსულები:
დუტასტერიდი შეიწოვება კანის საშუალებით, ამიტომ ქალებმა და ბავშვებმა თავი უნდა აარიდონ დაზიანებულ კაფსულებთან კონტაქტს, ხოლო კონტაქტის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოიბანონ კანის შესაბამისი მონაკვეთი საპნით და წყლით.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: არ არსებობს მონაცემები პრეპარატის დუტამსი გამოყენების შესახებ ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. რადგანაც დუტასტერიდი ექვემდებარება ინტენსიურ მეტაბოლიზმს, ხოლო მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი შადგენს 3-5 კვირას, საჭიროა სიფრთხილის დაცვა პრეპარატ დუტამსით პაციენტების მკურნალობისას ღვიძლის ფუნქციის დარღვევით.
თირკმლის უკმარისობა: გამოყენების გამოცდილების არარსებობის გამო, საჭიროა სიფრთხილე თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტების მკურნალობისას (კრეატინინის კლირენსი 10 მლ/წთ-ზე ნაკლები).
ორთოსტატული ჰიპოტენზია: ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ორთოსტატული ჰიპოტენზია, რაც იშვიათ შემთხვევებში იწვევს გონების დაკარგვას. ორთოსტატული ჰიპოტენზიის პირველი ნიშნებისას (თავბრუსხვევა, სისუსტე), პაციენტი უნდა დაჯდეს ან დაწვეს, სანამ თავბრუსხვევა არ გაივლის.
სიფრთხილე ჰიპოტენზიის განვითარებასთან დაკავშირებით განსაკუთრებით საჭიროა იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ α-ადრენორეცეპტორების შერჩევით ანტაგონისტებს, როგორიცაა ტამსულოზინი და ფოსფოდიესტერაზა 5-ის ინჰიბიტორები (სილდენაფილი), ვინაიდან ამ ჯგუფებში მედიკამენტების ჯამურმა მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოხატული ჰიპოტენზია.
ირისის ატონიის ინტრაოპერაციული სინდრომი (მცირე გუგის სინდრომი) დაფიქსირდა კატარაქტის ოპერაციის დროს ზოგიერთ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ α1-ბლოკატორებით, მათ შორის ტამსულოზინის ჰიდროქლორიდით. ირისის ატონიის სინდრომს შეუძლია გაზარდოს გართულებების რისკი ოპერაციის დროს და მის შემდეგ. ოპერაციის დროს აუცილებელი ზომების მისაღებად, ირისის ატონიის განვითარების შემთხვევაში, ქირურგმა ოფთალმოლოგმა ოპერაციამდე უნდა დააზუსტოს, იღებს თუ არა პაციენტი დუტასტერიდისა და ტამსულოზინის კომბინაციას.
ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის მოხსნა რეკომენდირებულია ოპერაციამდე 1-2 კვირით ადრე.
ტამსულოზინის და CYP3A4 ძლიერი ინჰიბიტორების ერთდროულმა გამოყენებამ (მაგალითად, კეტოკონაზოლის) ან, ნაკლები ხარისხით, CYP2D6 (მაგალითად, პაროქსეტინის) შეიძლება გამოიწვიოს ტამსულოზინის კონცენტრაციის მომატება,
ამიტომ ტამსულოზინის კომბინაცია CYP3A4 ძლიერ ინჰიბიტორებთან არ არის რეკომენდირებული და უნდა დაინიშნოს სიფრთხილით, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებიც იღებენ CYP3A4 ზომიერ ინჰიბიტორებს (მაგალითად, ერითრომიცინს), CYP2D6 ძლიერ ან ზომიერ ინჰიბიტორებს, CYP3A4 და CYP2D6 ინჰიბიტორების კომბინაციას, ან პაციენტებში, რომლებიც არიან CYP2D6 სუსტი მეტაბოლიზატორები.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ორსულობა: დუტამსი უკუნაჩვენებია ქალებში. ორსულობაზე, ლაქტაციასა და ფერტილობაზე ამ კომბინაციის გავლენასთან დაკავშირებული კვლევები არ ჩატარებულა. დუტასტერიდი, ისევე როგორც სხვა 5-ალფა-რედუქტაზას ინჰიბიტორები, თრგუნავს ტესტოსტერონის დიჰიდროტესტოსტერონად გარდაქმნას ქალებში, რომლებიც ორსულად არიან მამრობითი სქესის ნაყოფით, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ნაყოფის გარე სასქესო ორგანოების ფორმირებაზე. აქტიური ნივთიერების მცირე რაოდენობა აღმოჩენილია მამაკაცთა სპერმაში, რომლებიც იღებენ დუტასტერიდს. თუ დუტასტერიდის მიმღები მამაკაცის სპერმა მოხვდება ბავშვის დედის ორგანიზმში (რისკი ყველაზე მაღალია ორსულობის პირველ 16 კვირაში), არ არის ცნობილი, უარყოფითი გავლენა ექნება თუ არა მას მამრობითი სქესის ნაყოფზე. ორსულობის ან ორსულობის დადგომის ალბათობის დროს ქალში, მისთვის რეკომენდირებულია კონტაქტის თავიდან აცილება პარტნიორის სპერმასთან, რომელიც იღებს 5 ალფა-რედუქტაზას ინჰიბიტორებს, პრეზერვატივის გამოყენების გზით. ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის შეყვანამ ვირთხებისა და კურდღლების მაკე მდედრებში, არ გამოავლინა ნაყოფის განვითარების მანკები.
ძუძუთი კვება: არ არსებობს მონაცემები დუტასტერიდის ან ტამსულოზინის დედის რძეში გამოყოფის შესახებ.
ფერტილობა: არსებობს მონაცემები, რომ ჯანმრთელ მამაკაცებში დუტასტერიდი მოქმედებს სპერმის თვისებებზე (ამცირებს სპერმატოზოიდების რაოდენობას, სპერმის მოცულობას და სპერმატოზოიდების მოძრაობას), ამიტომ არ შეიძლება მამაკაცის ფერტილობის შემცირების შესაძლებლობის გამორიცხვა. ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის გავლენა სპერმატოზოიდების რაოდენობაზე ან სპერმატოზოიდების ფუნქციაზე არ არის შეფასებული.
სამკურნალო საშუალების ზეგავლენის თავისებურებები სატრანსპორტო საშუალების ან პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე
დუტამსმა შეიძლება უმნიშვნელო გავლენა მოახდინოს ავტომობილის მართვისა და მოძრავ მექანიზმებთან მუშაობის ჩატარების უნარზე, პაციენტებს უნდა ახსოვდეთ, რომ ტამსულოზინის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ორთოსტატული ჰიპოტენზია და თავბრუსხვევა.
ჭარბი დოზირება
არ არსებობს მონაცემები დუტასტერიდის ტამსულოზინის ჰიდროქლორიდთან კომბინაციის ჭარბი დოზირების შესახებ. ქვემოთ მოცემული მონაცემები ასახავს ინფორმაციას მისი ცალკეული კომპონენტების შესახებ.
დუტასტერიდი
სიმპტომები: დუტასტერიდის 40 მგ-მდე/დღეში დოზის გამოყენებისას (80-ჯერ უფრო მაღალი, ვიდრე თერაპიული დოზა) 7 დღის განმავლობაში, გვერდითი მოვლენები არ აღინიშნებოდა. კლინიკურ კვლევებში, 6 თვის განმავლობაში დღეში 5 მგ დანიშვნისას, არ გამოვლენილა სხვა გვერდითი მოვლენები, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც რეგისტრირებული იქნა თერაპიული დოზის მიღებისას (0,5 მგ დღეში).
მკურნალობა: დუტასტერიდისთვის სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს, რეკომენდირებულია სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია.
ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი
სიმპტომები: შეიძლება განვითარდეს მწვავე ჰიპოტენზია.
მკურნალობა: სიმპტომატური თერაპია. ჰორიზონტალურ მდგომარეობაში არტერიული წნევა შეიძლება აღდგეს. თუ ეფექტი არ არის, შეიძლება საშუალებების გამოყენება, რომლებიც ზრდიან მოცირკულირე სისხლის მოცულობას და, საჭიროების შემთხვევაში, სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალებებებისა. საჭიროა თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი. ვინაიდან ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 94-99%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს, დიალიზის ეფექტურობა ნაკლებად სავარაუდოა. შეწოვის შესამცირებლად შეიძლება სასარგებლო იყოს ღებინების გამოწვევა, დიდი დოზის მიღებისას შესაძლებელია კუჭის ამორეცხვის ჩატარება, ნაჩვენებია აქტივირებული ნახშირის და ოსმოსური საფაღარათოების მიღება (ნატრიუმის სულფატი).
გამოშვებბის ფორმა და შეფუთვა
30 კაფსულა მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონში.
1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ყაზახურ და რუსულ ენებზე, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში, სინათლისგან დაცულ ადგილზე, არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
შენახვის ვადა
2 წელი
ვარგისიანია ფლაკონის გახსნიდან 90 დღის განმავლობაში
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქებიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
მწარმოებელი ქვეყანა
LABORATORIOS LEON FARMA, S.A., ესპანეთი
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
SPEY MEDICAL Ltd, ლინტონ ჰაუსი 7-12, ტავისტოკის მოედანი, ლონდონი, WC1H 9LT, დიდი ბრიტანეთი
ტელ: +44 203 598 2050, ფაქსი: +44 203 598 2055
ელექტრონული ფოსტის მისამართი: [email protected]
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


