წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის (წჯკჰ) ზომიერი და მძიმე სიმპტომების მკურნალობა. შარდის მწვავე შეკავების (შმშ) განვითარებისა და ქირურგიული ჩარევის საჭიროების რისკის შემცირება პაციენტებში წჯკჰ-ის ზომიერი და მძიმე სიმპტომებით.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ტამსულოზინი (tamsulosin) + დუტასტერიდა (dutasteride)
- ფორმა და შეფუთვა
- მყარი კაფსულა (0,5მგ დუტასტერიდის რბილი კაფსულა + 0,4მგ ტამსულოზინის მოდიფიცირებული გამოთავისუფლების პელეტები) №30 მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონში
- მწარმოებელი
- Laboratorios Leon Farma, S.A. (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -S.C. ZENTIVA S.A.(რუმინეთი)), ესპანეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- უროლოგიური საშუალებები, ალფა-ადრენორეცეპტორების ანტაგონისტები
- ATC კოდი
- G04CA52
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044027
- რეგისტრირებულია
- 19 სექტემბერი 2025, მოქმედებს 1 ივნისი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Sopharma AD (ბულგარეთი)
- განმცხადებელი
- სს სოფარმა-ს წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
დუოქსოზინი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის (წჯკჰ) ზომიერი და მძიმე სიმპტომების მკურნალობა.
შარდის მწვავე შეკავების (შმშ) განვითარებისა და ქირურგიული ჩარევის საჭიროების რისკის შემცირება პაციენტებში წჯკჰ-ის ზომიერი და მძიმე სიმპტომებით.
მიღების წესი და დოზირება
ზრდასრული პაციენტები (ხანდაზმული ასაკის პაციენტების ჩათვლით)
პრეპარატ დუოქსოზინის რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ კაფსულას (0,5 მგ/0,4 მგ) დღე-ღამეში.
აუცილებლობის შემთხვევაში, პრეპარატი შეიძლება გამოყენებულ იქნას დუტასტერიდის და ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის ერთდროული გამოყენების ჩასანაცვლებლად ორმაგი თერაპიის დროს მკურნალობის გამარტივების მიზნით.
თუ კლინიკურად მიზანშეწონილია, შესაძლებელია დუტასტერიდით ან ტამსულოზინის ჰიდროქლორიდით მონოთერაპიიდან პირდაპირი გადასვლა პრეპარატ დუოქსოზინით თერაპიაზე .
თირკმილების ფუნქციის დარღვევა
თირკმელების ფუნქციის დარღვევის გავლენა დუტასტერიდის/ტამსულოზინის ფარმაკოკინეტიკაზე არ არის შესწავლილი. თირკმელების მსუბუქი და ზომიერი ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის დოზის კორექცია მოსალოდნელი არ არის.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის გავლენა დუტასტერიდის/ტამსულოზინის ფარმაკოკინეტიკაზე შესწავლილი არ არის, ამიტომ პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი ხარისხის დარღვევებით. ღვიძლის მძიმე ხარისხის დარღვევის მქონე პაციენტებში დუოქსოზინის გამოყენება უკუნაჩვენებია.
ბავშვები
პრეპარატი დუტასტერიდი/ტამსულოზინი უკუნაჩვენებია საბავშვო პოპულაციაში (18 წლამდე) გამოსაყენებლად.
გამოყენების წესი
შინაგანად მიღებისთვის.
პაციენტებს უნდა მიეწოდოს ინსტრუქცია, რომ გადაყლაპონ კაფსულები მთლიანად დაახლოებით 30 წუთის შემდეგ საკვების ერთი და იგივე მიღებიდან ყოველდღე. არ შეიძლება კაფსულების დაღეჭვა ან გახსნა! მყარ კაფსულაში შემავალ დუტასტერიდთან კონტაქტმა შეიძლება გამოიწვიოს ოროფარინგეალური ლორწოვანი გარსის გაღიზიანება.
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე კომპონენტის, აგრეთვე 5α- რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების მიმართ.
- ორთოსტატული ჰიპოტენზია
- ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები
- მდედრობითი სქესი, ბავშვთა ან მოზარდობის ასაკი
სიფრთხილით
გამოყენება პაციენტებში:
- თირკმლის უკმარისობით ტერმინალურ სტადიაში (კკ < 10 მლ / წთ / 1,73 მ 2 ),
- არტერიული ჰიპოტენზიით
სიფრთხილის ზომები
კომბინირებული თერაპია უნდა იქნას დანიშნული „სარგებელი-რისკის“ თანაფარდობის გულდასმით შეფასების შემდეგ არასასურველი მოვლენების განვითარების პოტენციური გაზრდილი რისკის გამო (გულის უკმარისობის ჩათვლით) და ალტერნატიული მკურნალობის ვარიანტების განხილვის შემდეგ, მონოთერაპიის ჩათვლით.
წინამდებარე ჯირკვლის კიბო და მაღალი ხარისხის სიმსივნეები
4-წლიანი, მულტიცენტრული, რანდომიზებული, ორმაგად ბრმა, პლაცებო-კონტროლირებადი REDUCE კვლევაში შეისწავლებოდა დუტასტერიდის დოზით 0.5 მგ დღე-ღამეში გავლენა წინამდებარე ჯირკვლის კიბოს განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში (მათ შორის 50-დან 75 წლამდე ასაკის მამაკაცებში პსა-ს დონით 2,5 ნგ /მლ-დან 10 ნგ /მლ-მდე და წინამდებარე ჯირკვლის ბიოფსიის უარყოფითი შედეგით კვლევაში ჩართვამდე 6 თვით ადრე) პლაცებოსთან შედარებით. მოცემული კვლევის შედეგებმა გამოავლინა წინამდებარე ჯირკვლის კიბოს უფრო მეტი შემთხვევა გლისონის შკალის 8-10 ქულით შეფასებული მამაკაცებში, რომლებიც იღებდნენ დუტასტერიდს (n=29, 0.9%) პლაცებოს ჯგუფთან შედარებით (n=19, 0.6%). მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დუტასტერიდის გამოყენებასა და გლისონის შკალით 8-10 ქულით შეფასებული წინამდებარე ჯირკვლის კიბოს განვითარებას შორის არ არის დადგენილი. ამგვარად, მამაკაცები, რომლებიც იღებენ პრეპარატ დუოქსოზინს, რეგულარულად უნდა იქნან შემოწმებულნი წინამდებარე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკის შეფასებასთან დაკავშირებით.
პროსტატის სპეციფიკური ანტიგენი (პსა)
სისხლის შრატში პსა-ს კონცენტრაცია მნიშვნელოვანი კომპონენტია წინამდებარე ჯირკვლის კიბოს გამოვლენის საკითხში. 6 თვის მკურნალობის შემდეგ პრეპარატი დუქსოზინი იწვევს სისხლის შრატში პსა-ს საშუალო კონცენტრაციის დაქვეითებას დაახლოებით 50%-ით.
პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ პრეპარატს, უნდა იქნას დადგენილი ახალი საბაზისო პსა-ს კონცენტრაციამოცემული პრეპარატით 6 თვის მკურნალობის შემდეგ. ამის შემდეგ რეკომენდებულია პსა-ს შემცველობის რეგულარული კონტროლი. PSA-ს კონცენტრაციის ნებისმიერი დადასტურებული ზრდა მისი ყველაზე დაბალი მნიშვნელობიდან პრეპარატის მიღებისას შეიძლება მოწმობდეს წინამდებარე ჯირკვლის კიბოს განვითარებაზე ან თერაპიის რეჟიმის დარღვევაზე და უნდა იყოს გულდასმით შეფასებული, მაშინაც კი, თუ პსა-ს ეს კონცენტრაციები რჩება ნორმალური მნიშვნელობების ფარგლებში მამაკაცებისთვის, რომლებიც არ იღებენ 5α- რედუქტაზას ინჰიბიტორს. პსა-ს კონცენტრაციის მნიშვნელობების ინტერპრეტაციისას პაციენტისთვის, რომელიც იღებს დუტასტერიდს , შედარებისთვის უნდა იქნას გამოყენებული პსა-ს მანამდელი მნიშვნელობები .
პსა-ს ახალი საბაზისო კონცენტრაციის დადგენის შემდეგ,პრეპარატ დუოქსოზინით მკურნალობა არ ახდენს გავლენას პსა-ს კონცენტრაციის განსაზღვრის დიაგნოსტიკურ, როგორც წინამდებარე ჯირკვლის კიბოს მარკერის, მნიშვნელობაზე, .
მთლიანი პსა-ს კონცენტრაცია სისხლის შრატში უბრუნდება საწყის მნიშვნელობას მკურნალობის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში. თავისუფალი პსა-ს კონცენტრაციის თანაფარდობა მთლიანთან რჩება მუდმივი პრეპარატით მკურნალობის ფონზეც კი. თუ კლინიცისტები გადაწყვეტენ გამოიყენონ პსა-ს თავისუფალი ფრაქციის პროცენტული შემადგენლობის განსაზღვრა, როგორც წინამდებარე ჯირკვლის კიბოს მარკერი მამაკაცებში, რომლებიც მკურნალობენ დუოქსოზინით , ამ ინდიკატორის კორექტირება არ არის საჭირო.
პრეპარატ დუოქსოზინით მკურნალობის დაწყებამდე და შემდგომში პერიოდულად პაციენტებს უნდა ჩაუტარდეს რექტალური გამოკვლევა თითით და უნდა იქნას გამოყენებული წინამდებარე ჯირკვლის კიბოს ან სხვა დაავადებების,რომლებმაც შეიძლება გამოავლინონ ისეთივე სიმპტომები,როგორც წინამდებარე ჯირკვლის კიბომ, დიაგნოსტიკის სხვა მეთოდები.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
დუტასტერიდ/ტამსულოზინის კომბინაციის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა. შემდეგი მონაცემები ასახავს ინფორმაციას ცალკეული კომპონენტების შესახებ.
დუტასტერიდი
სხვა სამკურნალო პრეპარატების გავლენა დუტასტერიდის ფარმაკოკინეტიკაზე
დუტასტერიდი ძირითადად გამოიყოფა მეტაბოლიზმის გზით. In vitro კვლევები აჩვენებს, რომ მოცემული მეტაბოლიზმი კატალიზებულია CYP3A4 და CYP3A5 იზოფერმენტებით. CYP3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორებთან ურთიერთქმედების ოფიციალური კვლევები არ ჩატარებულა. თუმცა, პოპულაციური ფარმაკოკინეტიკის კვლევაში დუტასტერიდის კონცენტრაცია სისხლის შრატში იყო საშუალოდ 1,6-1,8-ჯერ მაღალი იმ პაციენტების მცირე რაოდენობაში, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ ვერაპამილსა ან დილთიაზემს (CYP3A4-ს ზომიერი ინჰიბიტორები და P-გლიკოპროტეინის ინჰიბიტორები), ვიდრე სხვა პაციენტებთან შესაბამისად.
დუტასტერიდის ხანგრძლივმა დანიშვნამ იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც წარმოადგენენ CYP3A4 ფერმენტის ძლიერ ინჰიბიტორებს (მაგალითად, რიტონავირი , ინდინავირი , ნეფაზოდონი , იტრაკონაზოლი , კეტოკონაზოლი ორალური გამოყენების დროს) შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შრატში დუტასტერიდის კონცენტრაციის მატება. 5α-რედუქტაზას შემდგომი ინჰიბირება დუტასტერიდის გაზრდილი ექსპოზიციის შემთხვევაში ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა, გვერდითი ეფექტების განვითარების დროს, უნდა იქნას განხილული დუტასტერიდის მიღების სიხშირის შემცირება . უნდა აღინიშნოს, რომ ფერმენტის მოქმედების დათრგუნვის შემთხვევაში, ნახევარგამოყოფის ხანგრძლივი პერიოდი შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს, რის შედეგადაც ახალი წონასწორული მდგომარეობის მისაღწევად შესაძლოა საჭირო გახდეს 6 თვეზე უფრო ხანგრძლივი თანმხლები თერაპია.
დუტასტერიდის მოქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატების ფარმაკოკინეტიკაზე
მცირე ნიმუშზე (n=24) ორი კვირის ხანგრძლივობის კვლევაში ჯანმრთელ მამაკაცების მონაწილეობით, დუტასტერიდმა (0.5 მგ დღე-ღამეში) არ იმოქმედა ტამსულოზინის ან ტერაზოსინის ფარმაკოკინეტიკაზე. მოცემულ კვლევაში ასევე არ იქნა ნაპოვნი ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედების ნიშნები.
დუტასტერიდი არ მოქმედებს ვარფარინის ან დიგოქსინის ფარმაკოკინეტიკაზე. ეს მიუთითებს იმაზე, რომ დუტასტერიდი არ აინჰიბირებს/ინდუცირებს CYP2C9-ს ან P-გლიკოპროტეინის სატრანსპორტო ცილას. In vitro ურთიერთქმედების კვლევები აჩვენებს, რომ დუტასტერიდი არ აინჰიბირებს CYP1A2, CYP2D6, CYP2C9, CYP2C19 ან CYP3A4 ფერმენტებს.
ტამსულოზინი
ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის ერთდროულმა გამოყენებამ პრეპარატებთან, რომლებსაც შეუძლიათ არტერიული წნევის დაქვეითება, მათ შორის ანესთეტიკები, ფოსფოდიესტერაზას ინჰიბიტორები (ფდე-5) და სხვა α1- ადრენორეცეპტორების ანტაგონისტები, შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოტენზიური ეფექტის გაზრდა. დუტასტერიდი / ტამსულოზინი არ უნდა იქნას გამოყენებული კომბინაციაში სხვა α1- ადრენერგულ ანტაგონისტებთან ერთად
ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის და კეტოკონაზოლის (CYP3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორი) ერთდროულმა გამოყენებამ გამოიწვია ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის C max და AUC-ის მატება 2,2 და 2,8-ჯერ, შესაბამისად. ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის და პაროქსეტინის (CYP2D6-ის ძლიერი ინჰიბიტორი) ერთდროულმა გამოყენებამ გამოიწვია ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის C max და AUC მატება შესაბამისად 1,3 და 1,6-ჯერ. ექსპოზიციის მსგავსი ზრდა მოსალოდნელია CYP2D6-ის ნელი მეტაბოლიზმის მქონე პაციენტებში ინტენსიური მეტაბოლიზმის მქონე პაციენტებთან შედარებით CYP3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორთან ერთად მიღებისას. CYP3A4 და CYP2D6 ინჰიბიტორების ტამსულოზინის ჰიდროქლორიდთან ერთდროული გამოყენების გავლენა კლინიკური თვალსაზრისით არ არის შეფასებული, მაგრამ არსებობს ტამსულოზინის ექსპოზიციის მნიშვნელოვანი გაზრდის შესაძლებლობა .
ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის (0,4 მგ) და ციმეტიდინის (400 მგ ყოველ ექვს საათში ექვსი დღის განმავლობაში) ერთდროულმა გამოყენებამ გამოიწვია ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის კლირენსის დაქვეითება (26%-ით) და AUC-ის ზრდა (44%-ით) .უნდა იქნას დაცული სიფრთხილე დუტასტერიდის / ტამსულოზინის და ციმეტიდინის ერთდროული გამოყენებისას .
ტამსულოზინის ჰიდროქლორიდსა და ვარფარინს შორის წამლებსშორისი ურთიერთმოქმედების შესაჯამებელი კვლევა არ ჩატარებულა. შეზღუდული კვლევების შედეგები in vitro და in vivo არ იძლევა საბოლოო დასკვნების გაკეთების საშუალებას. თუმცა, დიკლოფენაკმა და ვარფარინმა შეიძლება გაზარდონ ტამსულოზინის გამოყოფის სიჩქარე. საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა ვარფარინისა და ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის ერთდროული გამოყენების დროს.
ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის ატენოლოლთან, ენალაპრილთან , ნიფედიპინთან ან თეოფილინთან ერთდროული გამოყენებისას სამკურნალო ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა. ფუროსემიდთან ერთდროული გამოყენება იწვევს სისხლის პლაზმაში ტამსულოზინის დონის დაქვეითებას, მაგრამ ვინაიდან დონეები რჩება ნორმის ფარგლებში, დოზირების რეჟიმის კორექტირება არ არის საჭირო.
დიაზეპამი, პროპრანოლოლი, ტრიქლორმეთიაზიდი, ქლორმადინონი, ამიტრიპტილინი, დიკლოფენაკი, გლიბენკლამიდი , სიმვასტატინი და ვარფარინი არ ცვლიან ტამსულოზინის თავისუფალ ფრაქციას ადამიანის პლაზმაში in vitro. ტამსულოზინი ასევე არ ცვლის დიაზეპამის, პროპრანოლოლის , ტრიქლორმეთიაზიდის და ქლორმადინონის თავისუფალ ფრაქციებს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატი დუოქსოზინი უკუნაჩვენებია ქალებში გამოსაყენებლად. ორსულობაზე, ლაქტაციასა და ფერტილობაზე დუტასტერიდის/ტამსულოზინის ზემოქმედების შესწავლის კვლევები არ ჩატარებულა. შემდეგი მონაცემები ასახავს ცალკეულ ინფორმაციას, რომელიც იყო მიღებული ცალკეული კომპონენტების კვლევების შედეგად.
ორსულობა
5α-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების მსგავსად, დუტასტერიდი აფერხებს ტესტოსტერონის დიჰიდროტესტოსტერონად გარდაქმნას და მამრობითი სქესის ნაყოფის მქონე ქალში შეყვანისას, შესაძლოა შეაფერხოს ნაყოფის გარეგანი სასქესო ორგანოების განვითარება. დუტასტერიდის მცირე რაოდენობა იქნა ნაპოვნი პაციენტების სპერმაში, რომლებიც იღებდნენ დუტასტერიდს. არ არის ცნობილი, შეუძლია თუ არა ორსულის ორგანიზმში მოხვედრილ დუტასტერიდით მკურნალობის პროცესში მყოფი პაციენტის სპერმას მოახდინოს უარყოფითი გავლენა მამრობითი სქესის ნაყოფზე (ამ ზემოქმედების რისკი ყველაზე მაღალია ორსულობის პირველ 16 კვირაში).
როგორც 5α-რედუქტაზას ყველა ინჰიბიტორის შემთხვევაში, თუ პაციენტის პარტნიორი ქალი ორსულია ან ეჭვი აქვს, რომ ორსულია, პაციენტს ურჩევენ პრეზერვატივის გამოყენებით თავიდან აიცილოს სპერმის ქალის სხეულში მოხვედრას.
ტამსულოზინის შეყვანამ ორსულ ვირთხებში და ბოცვერებში არ გამოავლინა ნაყოფზე უარყოფითი ზემოქმედების ნიშნები.
კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს, თუ ორსულ ქალს შეხება ჰქონდა პრეპარატ დუოქსოზინთან .
ძუძუთი კვება
უცნობია გამოიყოფა თუ არა დუტასტერიდი ან ტამსულოზინი დედის რძეში.
ფერტილობა
ცნობილია, რომ დუტასტერიდი გავლენას ახდენს სპერმის თვისებებზე (სპერმატოზოიდების რაოდენობის, სათესლე სითხის მოცულობისა და სპერმის მოძრაობისუნარიანობის შემცირება) ჯანმრთელ მამაკაცებში. არ არის გამორიცხული მამაკაცის ფერტილობის შემცირების შესაძლებლობა.
ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის ზემოქმედება სპერმატოზოიდების რაოდენობაზე ან სპერმატოზოიდების ფუნქციაზე არ არის შეფასებული.
გამოყენების რეკომენდაციები
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ ჩატარებულა კვლევები დუტასტერიდის/ტამსულოზინის ზემოქმედების შესახებ ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებული დუოქსოსინის მიღებისას ორთოსტატიკურ ჰიპოტენზიასთან დაკავშირებული სიმპტომების, როგორიცაა თავბრუსხვევა, შესაძლო განვითარების შესახებ.
გვერდითი მოვლენები
დუტასტერიდის ტამსულოზინთან კომბინაციაში გამოყენების წჯკჰ-ის 4-წლიან კვლევაში 4844 მამაკაცს ( CombAT ) სიხშირე შემთხვევებისა,რომლებიც აღწერილია ზოგადი ტერმინით „გულის უკმარისობა“, კომბინირებული თერაპიის ჯგუფში (14/1610, 0.9%)იყო უფრო მაღალი, ვიდრე დუტასტერიდით მონოთერაპიის ჯგუფში (4/1623, 0.2%) და ტამსულოზინით მონოთერაპიის ჯგუფში (10/1611, 0.6%).
ცალკე 4-წლიან კვლევაში (REDUCE) 50-დან 75 წლამდე ასაკის 8231 პაციენტის მონაწილეობით, მანამდე მიღებული წინამდებარე ჯირკვლის კიბოზე გაკეთებული ბიოფსიის უარყოფითი შედეგებით და პსა-ს კონცენტრაციით საწყის დონეზე 2,5 ნგ /მლ-დან 10,0 ნგ /მლ (50-დან 60 წლამდე მამაკაცებში ) და 3 ნგ /მლ - 10,0 ნგ /მლ ფარგლებში (60 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცებში) სიხშირე შემთხვევებისა,რომლებიც აღწერილია ზოგადი ტერმინით „გულის უკმარისობა“ პაციენტებში, რომლებიც იღებდენ დუტასტერიდს 0,5 მგ დოზით დღე-ღამეში ერთხელ (30/ 4105, 0.7%) იყო უფრო მაღალი იმ პაციენტებთან შედარებით,ვინც იღებდა პლაცებოს (16/4126, 0.4%). ამ კვლევის შედეგების რეტროსპექტული ანალიზი მოწმობს, რომ ზოგადი ტერმინით „გულის უკმარისობა“ აღწერილი შემთხვევების სიხშირე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ერთდროულად დუტასტერიდს და α 1 - ადრენორეცეპტორების ანტაგონისტს, იყო უფრო მაღალი (12/1152, 1.0%), ვიდრე პაციენტებში,რომლებიც იღებდნენ დუტასტერიდს α1- ადრენორეცეპტორების ანტაგონისტის გარეშე ( 18/2953 , 0.6%), პლაცებოს და α1- ადრენორეცეპტორების ანტაგონისტს ( 1/1399 , <0.1%) ან მარტო პლაცებოს (15/2727, 0.6%).
12 რანდომიზებულ პლაცებო-კონტროლირებად ან შედარებითი კლინიკური კვლევის მეტა-ანალიზში (n = 18802), რომლებშიც ფასდებოდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან არასასურველი მოვლენების განვითარების რისკები დუტასტერიდის გამოყენებისას (საკონტროლო ჯგუფთან შედარებით), არ იქნა აღმოჩენილი თანმიმდევრული სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ზრდა გულის უკმარისობის განვითარების რისკისა (RR 1.05; 95% CI 0.71, 1.57), მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტისა (RR 1.00; 95% CI 0.77, 1.30) ან ინსულტისა (RR 1.20; 95% CI 0.88, 1.64).
წინამდებარე ჯირკვლის კიბო და ავთვისებიანობის მაღალი ხარისხის სიმსივნეები
პლაცებოს და დუტასტერიდის შედარების 4-წლიან კვლევაში (REDUCE) 50-დან 75 წლამდე ასაკის 8231 პაციენტის მონაწილეობით მანამდე მიღბული წინამდებარე ჯირკვლის კიბოზე გაკეთებული ბიოფსიის უარყოფითი შედეგით და PSA-ს კონცენტრაციით საწყის ეტაპზე 2,5 ნგ /მლ - 10,0 ნგ /მლ ( მამაკაცებში 50-დან 60 წლამდე) და 3 ნგ /მლ - 10,0 ნგ /მლ (60 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცებში ) პუნქციური ბიოფსიის შედეგები (რომელიც პირველ რიგშია გათვალისწინებული პროტოკოლით) გლისონის სკალაზე ქულების დასადგენად ხელმისაწვდომი იყო 6706 პაციენტისთვის.წინამდებარე ჯირკვლის კიბო მოცემულ კვლევაში 1517 პაციენტს დაუდგინდა. ბიოფსიით გამოვლენილი წინამდებარე ჯირკვლის კიბოს შემთხვევების უმეტესობა ორივე სამკურნალო ჯგუფში იყო დაბალი ხარისხის სიმსივნის შემთხვევები (5-6 ქულა გლისონის სკალით,70%).
დუტასტერიდის ჯგუფს (n=29, 0.9%) ჰქონდა წინამდებარე ჯირკვლის კიბოს შემთხვევების უფრო მაღალი სიხშირე 8-10 ქულიანი გლისონის სკალით პლაცებო ჯგუფთან შედარებით (n=19, 0.6%) (p=0.15). მკურნალობის პირველი 2 წლის განმავლობაში, კიბოს შემთხვევების სიხშირის მაჩვენებლები ჯამური ქულით 8-10 გლისონის შკალის მიხედვით დუტასტერიდის ჯგუფში (n = 17, 0.5%) და პლაცებოს ჯგუფში (n = 18, 0.5%) მსგავსი იყო. მე-3 და მე-4 წლის განმავლობაში, წინამდებარე ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტირებული შემთხვევების სიხშირე გლისონის შკალის მიხედვით ჯამური ქულით 8-10 დუტასტერიდის ჯგუფში (n = 12, 0.5%)იყო უფრო მაღალი, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში (n = 1, <0.1%) ( p = 0.0035).მონაცემები დუტასტერიდის გავლენის შესახებ 4 წლის განმავლობაში წინამდებარე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკის მქონე მამაკაცებზე არ არის. წინამდებარე ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტირებული პაციენტების პროცენტი,რომლებსაც გლისონის სკალით 8-10 ქულა ჰქონდათ, იყო სტაბილური კვლევის ყველა პერიოდის განმავლობაში (1 და მე-2 წელი და მე-3 და მე-4 წელი) დუტასტერიდის ჯგუფში (0.5% თითოეულ პერიოდში); თუმცა, პლაცებოს ჯგუფში, წინამდებარე ჯირკვლის კიბოს დიაგნოზირებულ პაციენტთა პროცენტული მაჩვენებელი 8-10ქულით გლისონის სკალის მიხედვით 1-ლი და მე-2 წლის განმავლობაში უფრო დაბალი იყო, ვიდრე მე-3 და მე-4 წლების განმავლობაში (<0, 1% და 0.5%, შესაბამისად) (იხილეთ ნაწილი 4.4). არ იყო განსხვავება კიბოს შემთხვევების სიხშირის მაჩვენებლებში გლისონის სკალით 7-10 (p = 0.81).
დამატებითმა 2-წლიანმა კვლევამ შემდგომი დაკვირვებით REDUCE კვლევის ფარგლებში არ გამოავლინა წინამდებარე ჯირკვლის კიბოს ახალი შემთხვევები გლისონის ინდექსით 8-10.
წჯკჰ-ს 4-წლიან კვლევაში (CombAT ) , რომელშიც ბიოფსიის ჩატარება არ იყო განსაზღვრული პროტოკოლით და წინამდებარე ჯირკვლის კიბოს ყველა დიაგნოზი დაფუძნებული იყო ბიოფსიაზე ჩვენებების მიხედვით, კიბოს სიხშირე გლისონის სკალის მიხედვით შეფასებული 8-10 ქულით შეადგენდა დუტასტერიდის , ტამსულოზინის და კომბინირებული თერაპიის ჯგუფებში 0.5% (n=8), 0.7% (n=11) და 0.3% (n=5) შესაბამისად.
ოთხმა განსხვავებულმა ეპიდემიოლოგიურმა პოპულაციურმა კვლევამ (რომელთაგან ორი ჩატარდა მთლიან პოპულაციაზე 174,895 ადამიანით, ერთი-პოპულაციაზე 13,892 ადამიანით და ერთი-პოპულაციაზე 38,058 ადამიანით) აჩვენა, რომ 5α-რედუქტაზას ინჰიბიტორების გამოყენება არ იყო დაკავშირებული არც წინამდებარე ჯირკვლის მაღალი ხარისხის კიბოს და არც წინამდებარე ჯირკვლის კიბოს გაჩენასთან ან საერთო სიკვდილიანობასთან.
მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დუტასტერიდის გამოყენებასა და წინამდებარე ჯირკვლის მაღალი ხარისხის კიბოს განვითარებას შორის დადგენილი არ არის.
გავლენა სექსუალურ ფუნქციაზე
დუტასტერიდის / ტამსულოზინის გავლენა სექსუალურ ფუნქციაზე შეფასებული იყო ორმაგად ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში სქესობრივად აქტიურ მამაკაცებში წჯკჰ-ით ( დუტასტერიდ/ტამსულოზინის ჯგუფი n=243, პლაცებოს ჯგუფი n=246). მამაკაცის სექსუალური ჯანმრთელობის კითხვარის მონაცემების (MSHQ) სტატისტიკურად მნიშვნელოვანი (p <0.001) უფრო დიდი დაქვეითება (გაუარესება) დაფიქსირდა 12 თვის შემდეგ კომბინირებულ ჯგუფში. მაჩვენებლების კლება ძირითადად განპირობებული იყო ეაკულაციის მაჩვენებლების გაუარესებით და დაკმაყოფილების საერთო დონით და არა ერექციის მაჩვენებლებით. მოცემულმა ცვლილებებმა არ იმოქმედა კვლევის მონაწილეთა დამოკიდებულებაზე დუტასტერიდის / ტამსულოზინის კომბინაციის მიმართ, კმაყოფილება რომლითაც 12 თვის განმავლობაში შეფასდა, როგორც სტატისტიკურად მნიშვნელოვნად მაღალი პლაცებოსთან შედარებით (p <0.05). მოცემულ კვლევაში, გვერდითი მოვლენები სექსუალური ფუნქციის მხრიდან განვითარდა მკურნალობიდან 12 თვის განმავლობაში და გაქრა მკურნალობიდან 6 თვის განმავლობაში შემთხვევების დაახლოებით ნახევარში.
ცნობილია, რომ დუტასტერიდ/ტამსულოზინის კომბინაცია და მონოთერაპია დუტასტერიდით ახდენს გვერდით ეფექტს სექსუალურ ფუნქციაზე.
როგორც აღინიშნა სხვა კლინიკურ კვლევებში, მათ შორის CombAT და REDUCE, სექსუალურ ფუნქციასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების სიხშირე დროთა განმავლობაში მცირდება მკურნალობის გაგრძელებისას.
ტამსულოზინი
ტამსულოზინი ზრდის შარდვის მაქსიმალურ სიჩქარეს.ის ამცირებს ობსტრუქციას წინამდებარე ჯირკვლისა და ურეთრის გლუვი კუნთების ტონუსის შემცირებით, რაც იწვევს შარდვის სიმპტომების გაუმჯობესებას. ის ასევე ამცირებს ავსების სიმპტომებს, რომელთათვისაც შარდის ბუშტის არასტაბილურობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მოცემული გავლენა ავსების და შარდვის სიმპტომებზე ნარჩუნდება ხანგრძლივი თერაპიის განმავლობაში. ქირურგიული ჩარევის ან კათეტერიზაციის აუცილებლობის გადადება ხდება გაცილებით დიდი ხნით.
α1 - ადრენორეცეპტორების ანტაგონისტებს შეუძლიათ შეამცირონ არტერიული წნევა პერიფერიული სისხლძარღვთა წინააღმდეგობის შემცირებით. ტამსულოზინის კვლევების დროს არ დაფიქსირებულა არტერიული წნევის კლინიკურად მნიშვნელოვანი შემცირება.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ნაჩვენებია ბიოექვივალენტობა დუტასტერიდ/ტამსულოზინის კომბინაციასა და დუტასტერიდისა და ტამსულოზინის კაფსულების ერთდროულ მიღებას შორის.
ბიოეკვივალენტობის კვლევა ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ ჩატარდა როგორც უზმოზე, ასევე კვების შემდეგ. დუტასტერიდ/ტამსულოზინის კომბინაციაში შემავალი ტამსულოზინის კომპონენტთის მიმართ Cmax- ის 30%-ით დაქვეითება დაფიქსირდა ჭამის შემდეგ მიღებისას უზმოსთან შედარებით. ტამსულოზინის „კონცენტრაცია-დროის“ მრუდის (AUC) ქვეშ არსებულ ფართობზე საკვების მიღებამ გავლენა არ მოახდინა.
აბსორბცია
დუტასტერიდი
დუტასტერიდის 0,5 მგ ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია შრატში მიიღწევა 1-3 საათის განმავლობაში. აბსოლუტური ბიოხელმისაწვდომობა შეადგენს დაახლოებით 60%. დუტასტერიდის ბიოხელმისაწვდომობა არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე.
ტამსულოზინი
ტამსულოზინი შეიწოვება ნაწლავიდან და ხასიათდება თითქმის 100% ბიოხელმისაწვდომობით. ტამსულოზინის შეწოვის სიჩქარე და ხარისხი მცირდება ჭამიდან 30 წუთის განმავლობაში მიღებისას. შესაძლებელია აბსორბციის მსგავსი დონის მიღწევა, თუ პაციენტი ყოველთვის იღებს პრეპარატს საკვების ერთი და იგივე მიღების შემდეგ. ტამსულოზინის ექსპოზიცია სისხლის პლაზმაში დოზის პროპორციულია.
ჭამის მერე ტამსულოზინის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა დაახლოებით 6 საათის შემდეგ, ხოლო წონასწორული კონცენტრაცია მიიღწევა მრავალჯერადი მიღების მე-5 დღეს, ამასთან საშუალო წონასწორული კონცენტრაცია (Cmax ) პაციენტებში დაახლოებით ორი მესამედით აღემატება კონცენტრაციას ერთჯერადი დოზის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ეს დაფიქსირდა ხანდაზმულ პაციენტებში, იგივე შედეგები შეიძლება მოსალოდნელი იყოს ახალგაზრდა პაციენტებში.
განაწილება
დუტასტერიდი
დუტასტერიდს აქვს განაწილების დიდი მოცულობა (300-დან 500 ლ-მდე) და აქვს უნარი მაღალი ხარისხით დაუკავშირდეს პლაზმის ცილებს (> 99,5%). ყოველდღიური მიღების შემდეგ დუტასტერიდის კონცენტრაცია სისხლის შრატში აღწევს წონასწორული კონცენტრაციის 65%-ს 1 თვის შემდეგ და დაახლოებით 90%-ს 3 თვის შემდეგ.
წონასწორული კონცენტრაციები სისხლის შრატში (Css),რომლებიც უდრის დაახლოებით 40 ნგ /მლ, მიიღწევა პრეპარატის 0,5 მგ დოზით ყოველდღიური მიღების 6 თვის შემდეგ. დუტასტერიდის დაახლოებით 11,5% ხვდება სპერმაში სისხლის შრატიდან.
ტამსულოზინი
ადამიანის ორგანიზმში ტამსულოზინი დაახლოებით 99% უკავშირდება პლაზმის ცილებს. განაწილების მოცულობა მცირეა (დაახლოებით 0,2 ლ/კგ).
ბიოტრანსფორმაცია
დუტასტერიდი
დუტასტერიდი აქტიურად მეტაბოლიზდება in vivo. In vitro დუტასტერიდი მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450 3A4-ით და 3A5-ით სამ მონოჰიდროქსილირებულ მეტაბოლიტამდე და ერთ დიჰიდროქსილირებულ მეტაბოლიტამდე.
დუტასტერიდის პერორალური მიღების შემდეგ დოზით 0,5 მგ/ დღე-ღამეში წონასწორული კონცენტრაციის მიღწევმდე შეყვანილი დოზის 1,0%-15,4% (საშუალო მნიშვნელობა 5,4%) გამოიყოფა უცვლელი სახით განავლით. დარჩენილი ნაწილი გამოიყოფა განავლით 4 ძირითადი მეტაბოლიტის სახით, რომლებიც შეიიცავენ სამკურნალო საშუალებასთან დაკავშირებული თითოეული ნივთიერების 39%, 21%, 7% და 7% და 6 მეორად მეტაბოლიტს (თითოეული 5%-ზე ნაკლები). ადამიანის შარდში გვხვდება მხოლოდ კვალი უცვლელი დუტასტერიდისა (დოზის 0,1%-ზე ნაკლები).
ტამსულოზინი
ადამიანებში არ დაფიქსირებულა ენანტიომერული ბიოკონვერტაცია ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის R(-) იზომერიდან S(+) იზომერამდე. ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი აქტიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში ციტოქრომ P450-ის სისტემის ფერმენტების დახმარებით და დოზის 10%-ზე ნაკლები გამოიყოფა შარდში უცვლელი სახით. თუმცა, ადამიანებში მეტაბოლიტების ფარმაკოკინეტიკური პროფილი დადგენილი არ არის. In vitro კვლევის შედეგები მიუთითებს იმაზე, რომ ტამსულოზინის მეტაბოლიზმში მონაწილეობენ CYP3A4 და CYP2D6, ხოლო CYP-ის სხვა იზოფერმენტები მონაწილეობენ უმნიშვნელოდ. ღვიძლის მეტაბოლიზმში ჩართული ფერმენტების აქტივობის დათრგუნვამ შეიძლება გამოიწვიოს ტამსულოზინის ექსპოზიციის მატება . ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის მეტაბოლიტები თირკმელებით ექსკრეციამდე განიცდიან აქტიურ კონიუგაციას გლუკურონიდებთან ან სულფატებთან .
ელიმინაცია
დუტასტერიდი
დუტასტერიდის ელიმინაციის პროცესი დამოკიდებულია დოზაზე. შეიძლება აღწერილი იყოს გამოყოფის ორი პარალელური გზა: ერთი გაჯერებადი კლინიკურად მნიშვნელოვან კონცენტრაციებისას და ერთი არაგაჯერებული. შრატში დაბალი კონცენტრაციების დროს (3 ნგ /მლ-ზე ნაკლები), დუტასტერიდი სწრაფად გამოიყოფა როგორც კონცენტრაციაზე დამოკიდებული, ასევე კონცენტრაციაზე დამოუკიდებელი გამოყოფის გზებით. 5 მგ ან ნაკლები ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ დუტასტერიდი სწრაფად გამოიყოფა ორგანიზმიდან და აქვს ნახევარგამოყოფის მოკლე პერიოდი,რომელიც უდრის 3-9 დღეს.
თერაპიულ კონცენტრაციებში დოზით 0,5 მგ/ დღე-ღამეში განმეორებითი მიღების შემდეგ უპირატესად გამოიყოფა უფრო ნელი, ხაზოვანი გზით, ხოლო ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 3-5 კვირას.
ტამსულოზინი
ტამსულოზინი და მისი მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფა შარდით,ამასთან დოზის დაახლოებით 9% წარმოდგენილია უცვლელი მოქმედი ნივთიერების სახით.
ინტრავენური შეყვანის ან დაუყოვნებელი გამოთავისუფლების ფორმის სამკურნალო საშუალების მიღების შემდეგ ტამსულოზინის ნახევარგამოყოფის პერიოდი პლაზმიდან მერყეობს 5-დან 7 საათამდე. შეწოვის სიჩქარით კონტროლირებადი ფარმაკოკინეტიკის წყალობით ტამსულოზინის მოდიფიცირებული გამოთავისუფლების კაფსულების გამოყენების დროს ტამსულოზინის ნახევარგამოყოფის სავარაუდო პერიოდი ჭამის შემდეგ მიღებისას შეადგენს დაახლოებით 10 საათს, ხოლო წონასწორობრივი კონცენტრაციის შემთხვევში- დაახლოებით 13 საათს.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
დუტასტერიდი
დუტასტერიდის ფარმაკოკინეტიკა შესწავლილი იყო 24-დან 87 წლამდე ასაკის 36 ჯანმრთელ მამაკაცში 5 მგ დოზის ერთჯერადი მიღების შემდეგ. დუტასტერიდის ექსპოზიციაზე ასაკის მნიშვნელოვანი გავლენა არ დაფიქსირებულა, მაგრამ ნახევარგამოყოფის პერიოდი უფრო მოკლე იყო 50 წლამდე ასაკის მამაკაცებში. 50-69 წლის პაციენტთა ჯგუფის შედარებისას 70 წელზე უფროსი ასაკის პაციენტების ჯგუფთან არ იქნა ნაპოვნი სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება ნახევარგამოყოფის პერიოდებს შორის.
ტამსულოზინი
AUC-ის ჯვარედინი კვლევის და ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის ნახევარგამოყოფის პერიოდის შედეგების შედარება მიუთითებს იმაზე, რომ ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები შეიძლება რამდენადმე გაიზარდოს ხანდაზმულ მამაკაცებში ახალგაზრდებთან შედარებით. საკუთარი კლირენსი არ არის დამოკიდებული ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის შეკავშირებაზე α1- მჟავა გლიკოპროტეინთან (AAG), მაგრამ ასაკთან ერთად მცირდება, რის შედეგადაც 55-დან 75 წლამდე ასაკის პაციენტებთან ტამსულოზინის AUC 40%-ით უფრო მაღალია 20 წლიდან 32 წლამდე ასაკის პაციენტებთან შედარებით.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
დუტასტერიდი
თირკმლის ფუნქციის დარღვევის გავლენა დუტასტერიდის ფარმაკოკინეტიკაზე არ არის შესწავლილი. თუმცა, ვინაიდან წონასწორულ მდგომარეობაში დუტასტერიდის 0,5 მგ დოზის 0,1%-ზე ნაკლები გამოიყოფა შარდით,თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დუტასტერიდის კონცენტრაციის კლინიკურად მნიშვნელოვანი ზრდა სისხლის პლაზმაში არ არის მოსალოდნელი.
ტამსულოზინი
ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის ფარმაკოკინეტიკა შეადარეს 6 პაციენტში თირკმლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობით (30≤ კრეატინინის კლირენსი (კკ) < 70 მლ / წთ / 1,73 მ 2 ) ან ზომიერი ან მძიმე (10 ≤ კკ < 30 მლ / წთ / 1,73 მ 2 ) და 6 ჯანმრთელ მოხალისეში (კკ > 90 მლ / წთ / 1,73 მ 2 ) . მიუხედავად იმისა, რომ ადგილი ჰქონდა ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის საერთო კონცენტრაციის ცვლილებას პლაზმაში AAG-თან შეკავშირების ცვლილების გამო, შეუკავშირებელი (აქტიური) ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის კონცენტრაცია, ისევე როგორც საკუთარი კლირენსი, შედარებით მუდმივი რჩებოდა. ამრიგად, თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებს არ ესაჭიროებათ ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის დოზის კორექცია. თუმცა, კვლევები ტამსულოზინის გამოყენების შესახებ თირკმელების უკმარისობის ტერმინალური სტადიის მქონე პაციენტებში (კკ < 10 მლ / წთ / 1,73 მ 2 ) არ ჩატარებულა.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
დუტასტერიდი
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს დუტასტერიდის ფარმაკოკინეტიკაზე გავლენა არ არის შესწავლილი. ვინაიდან დუტასტერიდი ძირითადად გამოიყოფა მეტაბოლიზმის გზით, მოსალოდნელია, რომ ამ პაციენტებში დუტასტერიდის კონცენტრაცია პლაზმაში შეიძლება გაიზარდოს და დუტასტერიდის ნახევარგამოყოფის პერიოდი გაიზარდოს.
ტამსულოზინი
ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის ფარმაკოკინეტიკა შედარებული იყო 8 პაციენტსა ღვიძლის ზომიერი უკმარისობით (ჩაილდ-პიუს კლასიფიკაცია: კლასები A და B) და კვლევის 8 ჯანმრთელ მონაწილეს შორის. მიუხედავად იმისა, რომ დაფიქსირდა სისხლის პლაზმაში ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის საერთო კონცენტრაციის ცვლილება AAG-ის შეკავშირების ცვლილების გამო, შეუკავშირებელი (აქტიური) ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის კონცენტრაცია მნიშვნელოვნად არ იცვლებოდა შეუკავშირებელი ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის საკუთარი კლირენსის მხოლოდ მცირე (32%) ცვლილების დროს. ამრიგად, ღვიძლის ზომიერი დისფუნქციის მქონე პაციენტებს არ სჭირდებათ ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის დოზის კორექცია. ღვიძლის მძიმე დისფუნქციის მქონე პაციენტებში ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის გამოყენება არ არის შესწავლილი.
ჭარბი დოზა
მონაცემები დუტასტერიდი /ტამსულოზინის კომბინაციის დოზის გადაჭარბების შესახებ არ არის . შემდეგი მონაცემები ასახავს ინფორმაციას ცალკეული კომპონენტების შესახებ.
დუტასტერიდი
კვლევებში, რომელშიც მონაწილეობდნენ მოხალისეები, დუტასტერიდის ერთჯერადი სადღეღამისო დოზები 40 მგ/დღე-ღამეში-მდე (თერაპიულ დოზაზე 80-ჯერ მეტი) შეყვანილი იყო 7 დღის განმავლობაში უსაფრთხოების მნიშვნელოვანი პრობლემების გარეშე. კლინიკური კვლევების ჩატარების დროს მონაწილეებისათვის შეჰყავდათ პრეპარატი დოზით 5 მგ დღეში 6 თვის განმავლობაში, ამასთან 0,5 მგ თერაპიული დოზების ფონზე დაფიქსირებული არასასურველი რეაქციების გარდა,სხვა დამატებითი რეაქციები არ გამოვლენილა. დუტასტერიდის სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს, ამიტომ დოზის გადაჭარბების ეჭვის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური და შემანარჩუნებელი მკურნალობა.
ტამსულოზინი
იყო მოწოდებული ინფორმაცია ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის დოზის მწვავე გადაჭარბების შესახებ. დაფიქსირდა მწვავე ჰიპოტენზია (სისტოლური არტერიული წნევა 70 მმ Hg), ღებინება და დიარეა, რომლებსაც კუპირებდნენ სითხის ჩანაცვლებით და შეიძლებოდა პაციენტის გაწერა იმავე დღეს. მწვავე ჰიპოტენზიის შემთხვევაში, რომელიც ვითარდება დოზის გადაჭარბების შემდეგ, უნდა ჩატარდეს კარდიოტროპული თერაპია. ნორმალური არტერიული წნევის და გულისცემის სიხშირის დასაბრუნებლად პაციენტი უნდა გადაიყვანონ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. თუ სიმპტომები ნარჩუნდება, უნდა იქნას შეყვანილი პლაზმის შემცვლელი საშუალებები და, აუცილებლობის შემთხვევაში, სისხლძარღვების შემავიწროებელი პრეპარატები. საჭიროა თირკმლის ფუნქციის კონტროლი და ზოგადი შემანარჩუნებელი ზომების გამოყენება. ვინაიდან ტამსულოზინი მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული ცილებთან, დიალიზის ჩატარება არ არის მიზანშეწონილი.
შეწოვის თავიდან ასაცილებლად შესაძლებელია ისეთი ზომების მიღება, როგორიცაა ღებინება. სამკურნალო საშუალების დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში შესაძლებელია ჩატარდეს კუჭის ამორეცხვა, ასევე გააქტიურებული ნახშირისა და ისეთი ოსმოსური საფაღარათო საშუალების შეყვანა, როგორიცაა ნატრიუმის სულფატი.
შემადგენლობა
ერთი მყარი ჟელატინის კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები - დუტასტერიდი 0,5 მგ, ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 0,4 მგ (ექვივალენტურია 0,367 მგ ტამსულოზინისა).
დამხმარე ნივთიერებები:
რბილი ჟელატინის კაფსულა დუტასტერიდის შემცველი: პროპილენგლიკოლის მონოკაპრილატი, II ტიპის, ბუტილჰიდროქსიტოლუოლი (E321)
რბილი ჟელატინის კაფსულის გარსი: ჟელატინი, გლიცერინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდი, სოიოს ლეციტინი
ტამსულოზინის შემცველი პელეტები: მეტაკრილის მჟავისა და ეთილის აკრილატის კოპოლიმერი (1:1) 30% დისპერსია, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, პოლისორბატი 80, მიკროკრისტალური ცელულოზა, დიბუტილსებაცინატი, ჰიდრატირებული კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, კალციუმის სტეარატი
მყარი კაფსულის გარსი: რკინის ოქსიდი შავი (E172), რკინის ოქსიდი წითელი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), ჟელატინი
მელანი: შელაკი (E904), შავი რკინის ოქსიდი (E172), პროპილენგლიკოლი (E1520), კონცენტრირებული ამიაკის ხსნარი (E527), კალიუმის ჰიდროქსიდი (E525).
აღწერილობა
დუოქსოზინი წარმოადგენს მოგრძო მყარი ჟელატინის კაფსულებს ყავისფერი კორპუსით და კრემისფერი თავსახურით, რომელზეც შავი მელნით დატანებულია კოდი „C001“.
თითოეული მყარი კაფსულა შეიცავს მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის გრანულებს და დუტასტერიდის ერთ რბილ ჟელატინის კაფსულას.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ალფა-ადრენობლოკატორები
ათქ კოდი: G04CA52
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
დუტასტერიდი / ტამსულოზინი არის ორი წამლის კომბინაცია: დუტასტერიდის, ორმაგი 5α-რედუქტაზას ინჰიბიტორის და ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის, α1a- და α1d- ადრენორეცეპტორების ანტაგონისტის. მოცემულ პრეპარატებს აქვთ მოქმედების ურთიერთშემავსებელი მოქმედების მექანიზმები, რომლებიც სწრაფად ამცირებენ სიმპტომებს, აუმჯობესებენ შარდის გადინებას და ამცირებენ შარდის მწვავე შეკავების რისკს (შმშ) და ქირურგიული ჩარევის აუცილებლობას, რომელიც დაკავშირებულია წინანდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიასთან (წჯკჰ).
დუტასტერიდი თრგუნავს როგორც 1-ლი, ასევე, მე-2-ე ტიპის 5α-რედუქტაზას იზოფერმენტების აქტივობას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ტესტოსტერონის დიჰიდროტესტოსტერონად (დჰტ) გარდაქმნაზე. დჰტ არის ანდროგენი, რომელიც ძირითადად პასუხისმგებელია წინამდებარე ჯირკვლის ზრდასა და წჯკჰ-ის განვითარებაზე. ტამსულოზინი თრგუნავს α1a - და α1d -ადრენორეცეპტორების აქტივობას წინამდებარე ჯირკვლის სტრომის და შარდის ბუშტის კისრის გლუვ კუნთებში. პროსტატის a 1 რეცეპტორების დაახლოებით 75% მიეკუთვნება α 1a ქვეტიპს .
დუტასტერიდის და ტამსულოზინის ერთდროული გამოყენება
შემდეგი მონაცემები ასახავს არსებულ ინფორმაციას დუტასტერიდისა და ტამსულოზინის ერთდროული გამოყენების შესახებ .
4-წლიანმა მულტიცენტრულმა საერთაშორისო რანდომიზირებულმა ორმაგად ბრმა კვლევამ პარალელურ ჯგუფებში გამოიკვლია დოზების- დუტასტერიდის 0.5 მგ/ დღე-ღამეში (n = 1623), ტამსულოზინის 0.4 მგ/ დღე-ღამეში (n = 1611), ან დუტასტერიდის 0. 5 მგ და ტამსულოზინი 0.4 მგ (n = 1610) კომბინაციის გამოყენება მამაკაცებში წჯკჰ ზომიერი და მძიმე სიმპტომებით წინამდებარე ჯირკვლის მოცულობით ≥ 30 მლ და პროსტატსპეციფიკური ანტიგენის (პსა) კონცენტრაციით 1.5 გ/მლ–10 ნგ /მლ დიაპაზონში. კვლევის მონაწილეთა დაახლოებით 53% ადრე განიცდიდა 5α-რედუქტაზას ინჰიბიტორის ან α1-ადრენორეცეპტორის ანტაგონისტის ზემოქმედებას. მკურნალობის პირველი 2 წლის განმავლობაში ეფექტურობის პირველადი ძირითადი საბოლოო წერტილი იყო ქულების ჯამის შეცვლა წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიის სიმპტომების საერთაშორისო სკალიდან (IPSS) გამომდინარე,რომელიც შედგება 8 პუნქტისაგან და დაფუძნებულია ამერიკის უროლოგიური ასოციაციის სიმპტომების ინდექსზე (AUA-SI) დამატებითი კითხვით სიცოცხლის ხარისხზე.
ეფექტურობის მეორადი საბოლოო წერტილები, რომლებიც ფასდება 2 წლის მკურნალობის შემდეგ, მოიცავდნენ ისეთ პარამეტრებს, როგორიცაა შარდის ნაკადის მაქსიმალური სიჩქარე ( Q max ) და წინამდებარე ჯირკვლის მოცულობა. კომბინირებული თერაპიის ჯგუფში მიღებული IPSS შედეგები მნიშვნელოვანი იყო დუტასტერიდის ჯგუფთან შედარებით დაწყებული მე-3-ე თვიდან და ტამსულოზინის ჯგუფთან შედარებით დაწყებული მე-9-ე თვიდან. კომბინირებული თერაპიის ჯგუფში Q max მიღწეული იყო მე-6-ე თვიდან დუტასტერიდისა და ტამსულოზინის ჯგუფებთან შედარებით .
დუტასტერიდით და ტამსულოზინით კომბინირებული თერაპია იწვევს სიმპტომების უფრო მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, ვიდრე მონოთერაპია ნებისმიერი კომპონენტით. 2 წლის მკურნალობის შემდეგ კომბინირებული თერაპიის ჯგუფში ადგილი ჰქონდა სიმპტომების სკალის მიხედვით შეფასების სტატისტიკურად მნიშვნელოვან საშუალო დაკორექტირებულ გაუმჯობესებას საწყის დონესთან შედარებით,რაც შეადგენდა -6.2 ქულას.
შარდის ნაკადის დაკორექტირებულმ საშუალო გაუმჯობესებამ საწყის დონესთან შედარებით შეადგინა 2.4 მლ/წმ კომბინირებული თერაპიის ჯგუფში, 1.9 მლ/წმ დუტასტერიდის ჯგუფში და 0.9 მლ/წმ ტამსულოზინის ჯგუფში. წჯკჰ ზემოქმედების ინდექსის (BII) დაკორექტირებული საშუალო გაუმჯობესება საწყის დონესთან შედარებით შეადგენდა -2.1 ქულას კომბინირებული თერაპიის ჯგუფში, -1.7 ქულას დუტასტერიდის ჯგუფში და -1.5 ქულას ტამსულოზინის ჯგუფში. მონაცემები შარდის ნაკადის სიჩქარისა და BII-ის გაუმჯობესების შესახებ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი იყო კომბინირებული თერაპიის ჯგუფში მონოთერაპიის ჯგუფებთან შედარებით .
წინამდებარე ჯირკვლის მთლიანი მოცულობისა და გარდამავალი ზონის მოცულობის შემცირება 2 წლის მკურნალობის შემდეგ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი იყო კომბინირებული თერაპიის ჯგუფში ტამსულოზინით მონოთერაპიის ჯგუფთან შედარებით.
მკურნალობის 4 წლის შემდეგ ეფექტურობის პირველადი საბოლოო წერტილი იყო დრო შმშ-ს პირველი შემთხვევის განვითარებამდე ან ქირურგიულ ჩარევამდე წჯკჰ-თან დაკავშირებით. 4 წლის მკურნალობის შემდეგ, შმშ-ის რისკის ან წჯკჰ-ის საკითხზე ქირურგიული ჩარევის რისკის შემცირება კომბინირებული თერაპიის ჯგუფში იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი (რისკის შემცირება 65.8% -ით, p <0.001 [95% სი 54.7–74.1%]) ტამსულოზინით მონოთერაპიის ჯგუფის შედეგთან შედარებით. შმშ-ის შემთხვევებისა და წჯკჰ-ასთან დაკავშირებით ქირურგიული ჩარევის სიხშირე 4 წლის განმავლობაში კომბინირებული თერაპიის ჯგუფში და ტამსულოზინის ჯგუფში შეადგენდა 4.2% და 11.9%, შესაბამისად (p <0.001). დუტასტერიდით მონოთერაპიასთან შედარებით, კომბინირებული თერაპია ამცირებდა შმშ-ს რისკს ან წჯკჰ-თან დაკავშირებული ოპერაციის რისკს 19.6%-ით (P = 0.18 [95% სი-10.9% 41.7%-მდე]). შმშ-ის შემთხვევებისა ან წჯკჰ-თან დაკავშირებული ოპერაციის სიხშირე მე-4 წლისთვის დუტასტერიდის ჯგუფში შეადგენდა 5.2%.
ეფექტურობის მეორადი საბოლოო წერტილები შეფასებული 4 წლის მკურნალობის შემდეგ მოიცავდა დროს კლინიკურ პროგრესირებამდე (კომბინირებული მაჩვენებელი,რომელშიც შედის IPSS შკალით ქულების ჯამის ცვლილებით ≥ 4 ქულით დადასტურდებული გაუარესება, წჯკჰ-თან ასოცირებული შმშ-ის შემთხვევები, შარდის შეუკავებლობა, შარდგამომყოფი გზების ინფექცია (შგი) და თირკმლის უკმარისობა); IPSS სკალაზე ქულების ჯამის ცვლილება, შარდვის მაქსიმალური სიჩქარის (Qmax) და წინამდებარე ჯირკვლის მოცულობის ცვლილება. IPSS არის 8 პუნქტიანი ინსტრუმენტი, რომელიც დაფუძნებულია AUA-SI-ზე დამატებითი კითხვით ცხოვრების ხარისხიზე. კვლევის შედეგები 4 წლის მკურნალობის შემდეგ წარმოდგენილია ქვემოთ:
პარამეტრი
დროის მომენტი
კომბინაცია
დუტასტერიდი
ტამსულოზინი
შმშ ან ქირურგიული ჩარევა წჯკჰ-სთან დაკავშირებით (%)
შემთხვევების სიხშირე 48 თვის შემდეგ
- 2
- 2
- 9a
კლინიკური პროგრესირება* (%)
48 თვე
- 6
- 8b
- 5a
IPSS (ქულები)
[საწყისი დონე]
48 თვე (ცვლილება საწყის დონესთან შედარებით)
[16.6]
- 6.3
[16.4]
- 5.3b
[16.4]
- 3.8a
Qmax ( მლ /წმ)

[10.9]
- 4
[10.6]
- 0
[10.7]
- 7a
წინამდებარე ჯირკვლის მოცულობა (მლ)
[საწყისი დონე]
48 თვე (% ცვლილება საწყის დონესთან შედარებით)
[54.7]
- 27.3
[54.6]
- 28.0
[55.8]
+4,6a
წინამდებარე ჯირკვლის გარდამავალი ზონის მოცულობა (მლ) #

[27.7]
- 17.9
[30.3]
- 26.5
[30.5]
- 2a
წჯკჰ ზემოქმედების ინდექსი (BII) (ქულები)

[5,3]
- 2.2
[5,3]
- 1.8b
[5,3]
- 1.2a
IPSS კითხვა8 (ჯანმრთელობის მდგმმარეობის შეფასება წჯკჰ-ის კონტექსტში) (ქულები)
[საწყისი დონე]
48 თვე (ცვლილება საწყის დონესთან შედარებით )
[3,6]
- 1.5
[3,6]
- 1.3b
[3,6]
- 1.1a
საწყის დონეზე მაჩვენებლების მნიშვნელობები არის საშუალო მნიშვნელობები, საწყის დონესთან შედარებით ცვლილებების მნიშვნელობები წარმოადგენს დაკორექტირებულ საშუალო მნიშვნელობებს.
- კლინიკური პროგრესირება განისაზღვრა როგორც კომბინირებული მაჩვენებელი, რომელიც შეიცავს გაუარესებას,რაც დასტურდება ქულების ჯამის ცვლილებით IPSS სკალით ≥ 4 ქულას, წლკჰ -თან დაკავშირებული შმშ-ის შემთხვევები, შარდის შეუკავებლობა, შგი და თირკმლის უკმარისობა.
# შეფასება ტერდებოდა ცალკეულ სასწავლო ცენტრებში (რანდომიზებული პაციენტების 13%)
a. შედეგები მნიშვნელოვანი იყო კომბინირებული თერაპიის ჯგუფში (p <0.001) ტამსულოზინის ჯგუფთან შედარებით 48 თვის შემდეგ
b. შედეგები მნიშვნელოვანი იყო კომბინირებული თერაპიის ჯგუფში (p <0.001) დუტასტერიდის ჯგუფთან შედარებით 48 თვის შემდეგ.
დუტასტერიდი
დუტასტერიდის გამოყენება დოზით 0.5 მგ/დღე-ღამეში შეისწავლებოდა პლაცებოსთან შედარებით წჯკჰ-ის ზომიერი ან მძიმე სიმპტომების მქონე 4325 მამაკაცის მაგალითზე პროსტატის მოცულობით ≥ 30 მლ და პსა-ს კონცენტრაციით 1.5 ნგ /მლ-დან 10 ნგ /მლ ფარგლებში სამი 2-წლიანი მულტიცენტრული საერთაშორისო პლაცებო- კონტროლირებადი ორმაგად ბრმა პირველადი ეფექტურობის კვლევების მიმდინარეობისას. კვლევები გაგრძელებული იყო 4 წლამდე ღია დამატებითი მკურნალობის ხარჯზე, ამასთან, კვლევაში დარჩენილი ყველა პაციენტი აგრძელებდა დუტასტერიდის იგივე დოზის მიღებას 0.5 მგ. 4 წლის შემდეგ, თავდაპირველად რანდომიზირებული პაციენტებიდან პლაცებოს ჯგუფში და დუტასტერიდის ჯგუფში დარჩა პაციენტების 37% და 40% შესაბამისად. 2340 მონაწილიდან უმეტესობამ (71%) ღია დამატებითი მკურნალობის მიმდინარეობისას მიიღო 2 წლიანი დამატებითი თერაპია.
ყველაზე მნიშვნელოვანი კლინიკური ეფექტურობის პარამეტრები იყო AUA-SI, Q max , შმშ-ის შემთხვევების სიხშირე და ქირურგიული ჩარევის სიხშირე წჯკჰ-სთან დაკავშირებით.
AUA-SI წარმოადგენს შვიდ პუნქტიან კითხვარს წჯკჰ-თან დაკავშირებული სიმპტომების შესაფასებლად, მაქსიმალური ქულით 35. საწყისი საშუალო ინდექსის მნიშვნელობა შეადგენდა დაახლოებით 17 ქულას. ექვსი თვის, ერთი წლისა და ორი წლის მკურნალობის შემდეგ პლაცებოს ჯგუფში საშუალო გაუმჯობესება შეადგენდა 2.5, 2.5 და 2.3 ქულას შესაბამისად, ხოლო დუტასტერიდის ჯგუფში- შესაბამისად 3.2, 3.8 და 4.5 ქულას. ჯგუფებს შორის განსხვავებები იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი. პირველი 2 წლის განმავლობაში ორმაგი ბრმა მკურნალობისას დაფიქსირებული AUA-SI-ის ინდექსის გაუმჯობესება შენარჩუნებული იყო დამატებითი 2 წლის ღია შემდგომი კვლევების დროს.
Q max (შარდვის მაქსიმალური სიხშირე)
საშუალო Q max კვლევებში საწყის ეტაპზე შეადგენდა დაახლოებით 10 მლ/წმ (ნორმალური მნიშვნელობაა Q max ≥ 15 მლ/წმ). მკურნალობის ერთი და ორი წლის შემდეგ, შარდვის სიჩქარე გაიზარდა პლაცებოს ჯგუფში 0,8 მლ/წმ და 0,9 მლ/წმ, შესაბამისად, ხოლო დუტასტერიდის ჯგუფში 1,7 მლ/წმ და 2,0 მლ/წმ, შესაბამისად. ჯგუფებს შორის განსხვავება იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი მკურნალობის 1-დან 24-ე თვემდე. შარდვის მაქსიმალური სიჩქარის ზრდა, რომელიც დაფიქსირდა ორმაგად ბრმა მკურნალობის პირველი 2 წლის განმავლობაში, შენარჩუნდა დამატებითი 2 წლის მანძილზე ღია დამატებითი კვლევების მიმდინარეობისას.
შმშ (შარდის მწვავე შეკავება) და ქირურგიული ჩარევა
ორწლიანი მკურნალობის შემდეგ, შმშ-ის შემთხვევების სიხშირე პლაცებოს ჯგუფში იყო 4.2%, ხოლო დუტასტერიდის ჯგუფში - 1.8% (რისკის შემცირება 57%). მოცემული განსხვავება სტატისტიკურად მნიშვნელოვანია და ნიშნავს, რომ 42 (95% სი 30-73) პაციენტმა დუტასტერიდით მკურნალობა ორი წლის განმავლობაში თავიდან აიცილა შმშ-ის ერთ შემთხვევა.
ორი წლის შემდეგ წჯკჰ-სთან დაკავშირებული ქირურგიული ჩარევების შემთხვევების სიხშირე შეადგენდა 4.1%-ს პლაცებოს ჯგუფში და 2.2%-ს დუტასტერიდის ჯგუფში (რისკის შემცირება 48%-ით). მოცემული განსხვავება სტატისტიკურად მნიშვნელოვანია და ნიშნავს, რომ 51 პაციენტმა (95% სი 33-109) მკურნალობის ორი წლის განმავლობაში თავიდან აიცილა ერთი ქირურგიული ჩარევა.
თმის საფარის განაწილება
III ფაზის კვლევის პროგრამის რეალიზაციის ფარგლებში, დუტასტერიდის ზემოქმედება თმის განაწილებაზე ოფიციალურად არ შეისწავლებოდა; თუმცა, 5α-რედუქტაზას ინჰიბიტორების გამოყენებამ შეიძლება შეამციროს თმის ცვენა და ხელი შეუწყოს თმის ზრდას მამაკაცის ტიპის სიმელოტის მქონე პაციენტებში (მამაკაცის ანდროგენული ალოპეცია).
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე გავლენა შეისწავლებოდა ერთწლიან კვლევაში ჯანმრთელი მამაკაცების მონაწილეობით. დუტასტერიდით ერთი წლის მკურნალობის შემდეგ არადაკავშირებული თიროქსინის დონე არ შეცვლილა, ხოლო ამავდროულად, პლაცებოსთან შედარებით, ფარისებრი ჯირკვლის თირეოტროპული ჰორმონის (თტჰ) დონე უმნიშვნელოდ გაიზარდა (0,4 მკსე/მლ). თუმცა, ვინაიდან თტჰ-ს დონის მაჩვენებლები იცვლებოდა და თტჰ-ის დონის დიაპაზონის მედიანური მნიშვნელობების (1.4 მკსე /მლ - 1.9 მკსე /მლ) იყო ნორმის ფარგლებში (0.5 მკსე /მლ- 5/6 მკსე /მლ) და თავისუფალი თიროქსინის კონცენტრაცია სტაბილური იყო ნორმის დიაპაზონში და პლაცებოსა და დუტასტერიდის გამოყენებისას მიღებულის მსგავსი, თტჰ დონის აღნიშნული ცვლილებები არ განიხილებოდა როგორც კლინიკურად მნიშვნელოვანი. ყველა კლინიკური კვლევის შედეგები მიუთითებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე დუტასტერიდის არასასურველი ეფექტის არარსებობაზე .
სარძევე ჯირკვლის ნეოპლაზმები
2-წლიან კლინიკურ კვლევებში, რომლებშიც 3374 პაციენტმა მიიღო დუტასტერიდი , 2-წლიან ღია დამატებით კვლევაში მონაწილეების რეგისტრაციის დროს, მამაკაცებში ძუძუს კიბოს შემთხვევები აღინიშნა 2 პაციენტში დუტასტერიდის ჯგუფში და 1 პაციენტში- პლაცებოს ჯგუფი. CombAT-ისა და REDUCE- ის კლინიკურ კვლევებში , რომელიც ტარდებოდა 4 წლის განმავლობაში, ძუძუს კიბოს შემთხვევა არ დაფიქსირებულა, მაშინ, როდესაც გამოყენებული დუტასტერიდის ექსპოზიცია შეადგენდა 17489 პაციენტ-წელს, ხოლო ტამსულოზინის და დუტასტერიდის გამოყენებული კომბინაციის ექსპოზიცია - 5027 პაციენტ-წელს .
ორ ეპიდემიოლოგიურ შემთხვევა-კონტროლის ტიპის კვლევაში, რომლებიდანაც ერთი ჩატარდა აშშ-ში (n = 339 ძუძუს კიბოს შემთხვევა და საკონტროლო ჯგუფი n = 6780), მეორე კი ეფუძნება დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მონაცემთა ბაზას (n = 398 მკერდის კიბოს შემთხვევა და საკონტროლო ჯგუფი n = 3930), არ აჩვენა მკერდის კიბოს განვითარების რისკის მატება მამაკაცებში 5α-რედუქტაზას ინჰიბიტორების გამოყენების დროს.
პირველი კვლევის შედეგებმა არ გამოავლინა კავშირი მამაკაცებში მკერდის კიბოს განვითარებასთან (ფარდობითი რისკი გამოყენების პერიოდისთვის ≥ 1 წელი დიაგნოზის დასმამდე გამოყენების პერიოდთან შედარებით< 1 წელზე: 0.70: 95% სი 0.34, 1.45 ). მეორე კვლევაში, 5α-რედუქტაზას ინჰიბიტორების გამოყენებასთან დაკავშირებული სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების შანსების შეფასებული თანაფარდობა იმ ჯგუფთან შედარებით, რომელიც არ იღებდა მოცემულ პრეპარატებს, შეადგინა 1.08: 95% სი 0.62, 1.87).
მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მამაკაცებში მკერდის ჯირკვლის კიბოს გაჩენასა და დუტასტერიდის ხანგრძლივ გამოყენებას შორის დადგენილი არ არის.
გავლენა მამაკაცის ფერტილობაზე
დუტასტერიდის მოქმედება დოზით 0,5 მგ/ დღე-ღამეში სპერმის თვისებებზე შესწავლილი იყო კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდნენ 18-დან 52 წლამდე ასაკის ჯანმრთელი მოხალისეები (n = 27 დუტასტერიდის ჯგუფში ; n = 23 პლაცებოს ჯგუფში), მკურნალობის 52 კვირის და შემდგომი დაკვირვების 24 კვირის განმავლობაში. მკურნალობის 52 კვირის შემდეგ სპერმატოზოიდების მთლიანი რაოდენობის, სათესლე სითხის მოცულობის და სპერმის მოძრაობისუნარიანობის საშუალო პროცენტული შემცირება შეადგენდა 23%, 26% და 18%, შესაბამისად, ცვლილებაზე დაკორექტირებულ დუტასეტრიდის ჯგუფში საწყის დონესთან შედარებით პლაცებოს ჯგუფში. სპერმის კონცენტრაცია და მორფოლოგია არ შეცვლილა. შემდგომი მეთვალყურეობის 24 კვირის განმავლობაში სპერმატოზოიდების საერთო რაოდენობის საშუალო პროცენტული ცვლილება დუტასტერიდის ჯგუფში რჩებოდა საწყის დონეზე 23%-ით ქვემოთ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა პარამეტრის საშუალო მნიშვნელობები დროის ყველა მომენტში რჩებოდა ნორმის ფარგლებში და არ შეესაბამებოდა კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებისთვის წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებს (30%), ორ პაციენტს დუტასტერიდის ჯგუფში 52 კვირის მკურნალობის შემდეგ სპერმატოზოიდების რაოდენობა შემცირდა 90%-ზე მეტით საწყის დონესთან შედარებით და 24 კვირის შემდგომი დაკვირვების შემდეგ აღინიშნა რაოდენობის ნაწილობრივი აღდგენა. არ არის გამორიცხული მამაკაცის ფერტილობის შემცირების შესაძლებლობა.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამკურნალო პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია
სავაჭრო სახელწოდება
დუოქსოზინი
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
დუტასტერიდი + ტამსულოზინი
სამკურნალო ფორმა, დოზირება
მოდიფიცირებული გამონთავისუფლების კაფსულები 0.5 მგ/0.4 მგ.
შემადგენლობა
ერთი მყარი ჟელატინის კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები - დუტასტერიდი 0,5 მგ, ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 0,4 მგ (ექვივალენტურია 0,367 მგ ტამსულოზინისა).
დამხმარე ნივთიერებები:
რბილი ჟელატინის კაფსულა დუტასტერიდის შემცველი: პროპილენგლიკოლის მონოკაპრილატი, II ტიპის, ბუტილჰიდროქსიტოლუოლი (E321)
რბილი ჟელატინის კაფსულის გარსი: ჟელატინი, გლიცერინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდი, სოიოს ლეციტინი
ტამსულოზინის შემცველი პელეტები: მეტაკრილის მჟავისა და ეთილის აკრილატის კოპოლიმერი (1:1) 30% დისპერსია, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, პოლისორბატი 80, მიკროკრისტალური ცელულოზა, დიბუტილსებაცინატი, ჰიდრატირებული კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, კალციუმის სტეარატი
მყარი კაფსულის გარსი: რკინის ოქსიდი შავი (E172), რკინის ოქსიდი წითელი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), ჟელატინი
მელანი: შელაკი (E904), შავი რკინის ოქსიდი (E172), პროპილენგლიკოლი (E1520), კონცენტრირებული ამიაკის ხსნარი (E527), კალიუმის ჰიდროქსიდი (E525).
აღწერილობა
დუოქსოზინი წარმოადგენს მოგრძო მყარი ჟელატინის კაფსულებს ყავისფერი კორპუსით და კრემისფერი თავსახურით, რომელზეც შავი მელნით დატანებულია კოდი „C001“.
თითოეული მყარი კაფსულა შეიცავს მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის გრანულებს და დუტასტერიდის ერთ რბილ ჟელატინის კაფსულას.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ალფა-ადრენობლოკატორები
ათქ კოდი: G04CA52
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
დუტასტერიდი / ტამსულოზინი არის ორი წამლის კომბინაცია: დუტასტერიდის, ორმაგი 5α-რედუქტაზას ინჰიბიტორის და ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის, α1a- და α1d- ადრენორეცეპტორების ანტაგონისტის. მოცემულ პრეპარატებს აქვთ მოქმედების ურთიერთშემავსებელი მოქმედების მექანიზმები, რომლებიც სწრაფად ამცირებენ სიმპტომებს, აუმჯობესებენ შარდის გადინებას და ამცირებენ შარდის მწვავე შეკავების რისკს (შმშ) და ქირურგიული ჩარევის აუცილებლობას, რომელიც დაკავშირებულია წინანდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიასთან (წჯკჰ).
დუტასტერიდი თრგუნავს როგორც 1-ლი, ასევე, მე-2-ე ტიპის 5α-რედუქტაზას იზოფერმენტების აქტივობას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ტესტოსტერონის დიჰიდროტესტოსტერონად (დჰტ) გარდაქმნაზე. დჰტ არის ანდროგენი, რომელიც ძირითადად პასუხისმგებელია წინამდებარე ჯირკვლის ზრდასა და წჯკჰ-ის განვითარებაზე. ტამსულოზინი თრგუნავს α1a - და α1d -ადრენორეცეპტორების აქტივობას წინამდებარე ჯირკვლის სტრომის და შარდის ბუშტის კისრის გლუვ კუნთებში. პროსტატის a 1 რეცეპტორების დაახლოებით 75% მიეკუთვნება α 1a ქვეტიპს .
დუტასტერიდის და ტამსულოზინის ერთდროული გამოყენება
შემდეგი მონაცემები ასახავს არსებულ ინფორმაციას დუტასტერიდისა და ტამსულოზინის ერთდროული გამოყენების შესახებ .
4-წლიანმა მულტიცენტრულმა საერთაშორისო რანდომიზირებულმა ორმაგად ბრმა კვლევამ პარალელურ ჯგუფებში გამოიკვლია დოზების- დუტასტერიდის 0.5 მგ/ დღე-ღამეში (n = 1623), ტამსულოზინის 0.4 მგ/ დღე-ღამეში (n = 1611), ან დუტასტერიდის 0. 5 მგ და ტამსულოზინი 0.4 მგ (n = 1610) კომბინაციის გამოყენება მამაკაცებში წჯკჰ ზომიერი და მძიმე სიმპტომებით წინამდებარე ჯირკვლის მოცულობით ≥ 30 მლ და პროსტატსპეციფიკური ანტიგენის (პსა) კონცენტრაციით 1.5 გ/მლ–10 ნგ /მლ დიაპაზონში. კვლევის მონაწილეთა დაახლოებით 53% ადრე განიცდიდა 5α-რედუქტაზას ინჰიბიტორის ან α1-ადრენორეცეპტორის ანტაგონისტის ზემოქმედებას. მკურნალობის პირველი 2 წლის განმავლობაში ეფექტურობის პირველადი ძირითადი საბოლოო წერტილი იყო ქულების ჯამის შეცვლა წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიის სიმპტომების საერთაშორისო სკალიდან (IPSS) გამომდინარე,რომელიც შედგება 8 პუნქტისაგან და დაფუძნებულია ამერიკის უროლოგიური ასოციაციის სიმპტომების ინდექსზე (AUA-SI) დამატებითი კითხვით სიცოცხლის ხარისხზე.
ეფექტურობის მეორადი საბოლოო წერტილები, რომლებიც ფასდება 2 წლის მკურნალობის შემდეგ, მოიცავდნენ ისეთ პარამეტრებს, როგორიცაა შარდის ნაკადის მაქსიმალური სიჩქარე ( Q max ) და წინამდებარე ჯირკვლის მოცულობა. კომბინირებული თერაპიის ჯგუფში მიღებული IPSS შედეგები მნიშვნელოვანი იყო დუტასტერიდის ჯგუფთან შედარებით დაწყებული მე-3-ე თვიდან და ტამსულოზინის ჯგუფთან შედარებით დაწყებული მე-9-ე თვიდან. კომბინირებული თერაპიის ჯგუფში Q max მიღწეული იყო მე-6-ე თვიდან დუტასტერიდისა და ტამსულოზინის ჯგუფებთან შედარებით .
დუტასტერიდით და ტამსულოზინით კომბინირებული თერაპია იწვევს სიმპტომების უფრო მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, ვიდრე მონოთერაპია ნებისმიერი კომპონენტით. 2 წლის მკურნალობის შემდეგ კომბინირებული თერაპიის ჯგუფში ადგილი ჰქონდა სიმპტომების სკალის მიხედვით შეფასების სტატისტიკურად მნიშვნელოვან საშუალო დაკორექტირებულ გაუმჯობესებას საწყის დონესთან შედარებით,რაც შეადგენდა -6.2 ქულას.
შარდის ნაკადის დაკორექტირებულმ საშუალო გაუმჯობესებამ საწყის დონესთან შედარებით შეადგინა 2.4 მლ/წმ კომბინირებული თერაპიის ჯგუფში, 1.9 მლ/წმ დუტასტერიდის ჯგუფში და 0.9 მლ/წმ ტამსულოზინის ჯგუფში. წჯკჰ ზემოქმედების ინდექსის (BII) დაკორექტირებული საშუალო გაუმჯობესება საწყის დონესთან შედარებით შეადგენდა -2.1 ქულას კომბინირებული თერაპიის ჯგუფში, -1.7 ქულას დუტასტერიდის ჯგუფში და -1.5 ქულას ტამსულოზინის ჯგუფში. მონაცემები შარდის ნაკადის სიჩქარისა და BII-ის გაუმჯობესების შესახებ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი იყო კომბინირებული თერაპიის ჯგუფში მონოთერაპიის ჯგუფებთან შედარებით .
წინამდებარე ჯირკვლის მთლიანი მოცულობისა და გარდამავალი ზონის მოცულობის შემცირება 2 წლის მკურნალობის შემდეგ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი იყო კომბინირებული თერაპიის ჯგუფში ტამსულოზინით მონოთერაპიის ჯგუფთან შედარებით.
მკურნალობის 4 წლის შემდეგ ეფექტურობის პირველადი საბოლოო წერტილი იყო დრო შმშ-ს პირველი შემთხვევის განვითარებამდე ან ქირურგიულ ჩარევამდე წჯკჰ-თან დაკავშირებით. 4 წლის მკურნალობის შემდეგ, შმშ-ის რისკის ან წჯკჰ-ის საკითხზე ქირურგიული ჩარევის რისკის შემცირება კომბინირებული თერაპიის ჯგუფში იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი (რისკის შემცირება 65.8% -ით, p <0.001 [95% სი 54.7–74.1%]) ტამსულოზინით მონოთერაპიის ჯგუფის შედეგთან შედარებით. შმშ-ის შემთხვევებისა და წჯკჰ-ასთან დაკავშირებით ქირურგიული ჩარევის სიხშირე 4 წლის განმავლობაში კომბინირებული თერაპიის ჯგუფში და ტამსულოზინის ჯგუფში შეადგენდა 4.2% და 11.9%, შესაბამისად (p <0.001). დუტასტერიდით მონოთერაპიასთან შედარებით, კომბინირებული თერაპია ამცირებდა შმშ-ს რისკს ან წჯკჰ-თან დაკავშირებული ოპერაციის რისკს 19.6%-ით (P = 0.18 [95% სი-10.9% 41.7%-მდე]). შმშ-ის შემთხვევებისა ან წჯკჰ-თან დაკავშირებული ოპერაციის სიხშირე მე-4 წლისთვის დუტასტერიდის ჯგუფში შეადგენდა 5.2%.
ეფექტურობის მეორადი საბოლოო წერტილები შეფასებული 4 წლის მკურნალობის შემდეგ მოიცავდა დროს კლინიკურ პროგრესირებამდე (კომბინირებული მაჩვენებელი,რომელშიც შედის IPSS შკალით ქულების ჯამის ცვლილებით ≥ 4 ქულით დადასტურდებული გაუარესება, წჯკჰ-თან ასოცირებული შმშ-ის შემთხვევები, შარდის შეუკავებლობა, შარდგამომყოფი გზების ინფექცია (შგი) და თირკმლის უკმარისობა); IPSS სკალაზე ქულების ჯამის ცვლილება, შარდვის მაქსიმალური სიჩქარის (Qmax) და წინამდებარე ჯირკვლის მოცულობის ცვლილება. IPSS არის 8 პუნქტიანი ინსტრუმენტი, რომელიც დაფუძნებულია AUA-SI-ზე დამატებითი კითხვით ცხოვრების ხარისხიზე. კვლევის შედეგები 4 წლის მკურნალობის შემდეგ წარმოდგენილია ქვემოთ:
პარამეტრი
დროის მომენტი
კომბინაცია
დუტასტერიდი
ტამსულოზინი
შმშ ან ქირურგიული ჩარევა წჯკჰ-სთან დაკავშირებით (%)
შემთხვევების სიხშირე 48 თვის შემდეგ
- 2
- 2
- 9a
კლინიკური პროგრესირება* (%)
48 თვე
- 6
- 8b
- 5a
IPSS (ქულები)
[საწყისი დონე]
48 თვე (ცვლილება საწყის დონესთან შედარებით)
[16.6]
- 6.3
[16.4]
- 5.3b
[16.4]
- 3.8a
Qmax ( მლ /წმ)
[საწყისი დონე]
48 თვე (ცვლილება საწყის დონესთან შედარებით)
[10.9]
- 4
[10.6]
- 0
[10.7]
- 7a
წინამდებარე ჯირკვლის მოცულობა (მლ)
[საწყისი დონე]
48 თვე (% ცვლილება საწყის დონესთან შედარებით)
[54.7]
- 27.3
[54.6]
- 28.0
[55.8]
+4,6a
წინამდებარე ჯირკვლის გარდამავალი ზონის მოცულობა (მლ) #
[საწყისი დონე]
48 თვე (% ცვლილება საწყის დონესთან შედარებით)
[27.7]
- 17.9
[30.3]
- 26.5
[30.5]
- 2a
წჯკჰ ზემოქმედების ინდექსი (BII) (ქულები)
[საწყისი დონე]
48 თვე (ცვლილება საწყის დონესთან შედარებით)
[5,3]
- 2.2
[5,3]
- 1.8b
[5,3]
- 1.2a
IPSS კითხვა8 (ჯანმრთელობის მდგმმარეობის შეფასება წჯკჰ-ის კონტექსტში) (ქულები)
[საწყისი დონე]
48 თვე (ცვლილება საწყის დონესთან შედარებით )
[3,6]
- 1.5
[3,6]
- 1.3b
[3,6]
- 1.1a
საწყის დონეზე მაჩვენებლების მნიშვნელობები არის საშუალო მნიშვნელობები, საწყის დონესთან შედარებით ცვლილებების მნიშვნელობები წარმოადგენს დაკორექტირებულ საშუალო მნიშვნელობებს.
- კლინიკური პროგრესირება განისაზღვრა როგორც კომბინირებული მაჩვენებელი, რომელიც შეიცავს გაუარესებას,რაც დასტურდება ქულების ჯამის ცვლილებით IPSS სკალით ≥ 4 ქულას, წლკჰ -თან დაკავშირებული შმშ-ის შემთხვევები, შარდის შეუკავებლობა, შგი და თირკმლის უკმარისობა.
# შეფასება ტერდებოდა ცალკეულ სასწავლო ცენტრებში (რანდომიზებული პაციენტების 13%)
a. შედეგები მნიშვნელოვანი იყო კომბინირებული თერაპიის ჯგუფში (p <0.001) ტამსულოზინის ჯგუფთან შედარებით 48 თვის შემდეგ
b. შედეგები მნიშვნელოვანი იყო კომბინირებული თერაპიის ჯგუფში (p <0.001) დუტასტერიდის ჯგუფთან შედარებით 48 თვის შემდეგ.
დუტასტერიდი
დუტასტერიდის გამოყენება დოზით 0.5 მგ/დღე-ღამეში შეისწავლებოდა პლაცებოსთან შედარებით წჯკჰ-ის ზომიერი ან მძიმე სიმპტომების მქონე 4325 მამაკაცის მაგალითზე პროსტატის მოცულობით ≥ 30 მლ და პსა-ს კონცენტრაციით 1.5 ნგ /მლ-დან 10 ნგ /მლ ფარგლებში სამი 2-წლიანი მულტიცენტრული საერთაშორისო პლაცებო- კონტროლირებადი ორმაგად ბრმა პირველადი ეფექტურობის კვლევების მიმდინარეობისას. კვლევები გაგრძელებული იყო 4 წლამდე ღია დამატებითი მკურნალობის ხარჯზე, ამასთან, კვლევაში დარჩენილი ყველა პაციენტი აგრძელებდა დუტასტერიდის იგივე დოზის მიღებას 0.5 მგ. 4 წლის შემდეგ, თავდაპირველად რანდომიზირებული პაციენტებიდან პლაცებოს ჯგუფში და დუტასტერიდის ჯგუფში დარჩა პაციენტების 37% და 40% შესაბამისად. 2340 მონაწილიდან უმეტესობამ (71%) ღია დამატებითი მკურნალობის მიმდინარეობისას მიიღო 2 წლიანი დამატებითი თერაპია.
ყველაზე მნიშვნელოვანი კლინიკური ეფექტურობის პარამეტრები იყო AUA-SI, Q max , შმშ-ის შემთხვევების სიხშირე და ქირურგიული ჩარევის სიხშირე წჯკჰ-სთან დაკავშირებით.
AUA-SI წარმოადგენს შვიდ პუნქტიან კითხვარს წჯკჰ-თან დაკავშირებული სიმპტომების შესაფასებლად, მაქსიმალური ქულით 35. საწყისი საშუალო ინდექსის მნიშვნელობა შეადგენდა დაახლოებით 17 ქულას. ექვსი თვის, ერთი წლისა და ორი წლის მკურნალობის შემდეგ პლაცებოს ჯგუფში საშუალო გაუმჯობესება შეადგენდა 2.5, 2.5 და 2.3 ქულას შესაბამისად, ხოლო დუტასტერიდის ჯგუფში- შესაბამისად 3.2, 3.8 და 4.5 ქულას. ჯგუფებს შორის განსხვავებები იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი. პირველი 2 წლის განმავლობაში ორმაგი ბრმა მკურნალობისას დაფიქსირებული AUA-SI-ის ინდექსის გაუმჯობესება შენარჩუნებული იყო დამატებითი 2 წლის ღია შემდგომი კვლევების დროს.
Q max (შარდვის მაქსიმალური სიხშირე)
საშუალო Q max კვლევებში საწყის ეტაპზე შეადგენდა დაახლოებით 10 მლ/წმ (ნორმალური მნიშვნელობაა Q max ≥ 15 მლ/წმ). მკურნალობის ერთი და ორი წლის შემდეგ, შარდვის სიჩქარე გაიზარდა პლაცებოს ჯგუფში 0,8 მლ/წმ და 0,9 მლ/წმ, შესაბამისად, ხოლო დუტასტერიდის ჯგუფში 1,7 მლ/წმ და 2,0 მლ/წმ, შესაბამისად. ჯგუფებს შორის განსხვავება იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი მკურნალობის 1-დან 24-ე თვემდე. შარდვის მაქსიმალური სიჩქარის ზრდა, რომელიც დაფიქსირდა ორმაგად ბრმა მკურნალობის პირველი 2 წლის განმავლობაში, შენარჩუნდა დამატებითი 2 წლის მანძილზე ღია დამატებითი კვლევების მიმდინარეობისას.
შმშ (შარდის მწვავე შეკავება) და ქირურგიული ჩარევა
ორწლიანი მკურნალობის შემდეგ, შმშ-ის შემთხვევების სიხშირე პლაცებოს ჯგუფში იყო 4.2%, ხოლო დუტასტერიდის ჯგუფში - 1.8% (რისკის შემცირება 57%). მოცემული განსხვავება სტატისტიკურად მნიშვნელოვანია და ნიშნავს, რომ 42 (95% სი 30-73) პაციენტმა დუტასტერიდით მკურნალობა ორი წლის განმავლობაში თავიდან აიცილა შმშ-ის ერთ შემთხვევა.
ორი წლის შემდეგ წჯკჰ-სთან დაკავშირებული ქირურგიული ჩარევების შემთხვევების სიხშირე შეადგენდა 4.1%-ს პლაცებოს ჯგუფში და 2.2%-ს დუტასტერიდის ჯგუფში (რისკის შემცირება 48%-ით). მოცემული განსხვავება სტატისტიკურად მნიშვნელოვანია და ნიშნავს, რომ 51 პაციენტმა (95% სი 33-109) მკურნალობის ორი წლის განმავლობაში თავიდან აიცილა ერთი ქირურგიული ჩარევა.
თმის საფარის განაწილება
III ფაზის კვლევის პროგრამის რეალიზაციის ფარგლებში, დუტასტერიდის ზემოქმედება თმის განაწილებაზე ოფიციალურად არ შეისწავლებოდა; თუმცა, 5α-რედუქტაზას ინჰიბიტორების გამოყენებამ შეიძლება შეამციროს თმის ცვენა და ხელი შეუწყოს თმის ზრდას მამაკაცის ტიპის სიმელოტის მქონე პაციენტებში (მამაკაცის ანდროგენული ალოპეცია).
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე გავლენა შეისწავლებოდა ერთწლიან კვლევაში ჯანმრთელი მამაკაცების მონაწილეობით. დუტასტერიდით ერთი წლის მკურნალობის შემდეგ არადაკავშირებული თიროქსინის დონე არ შეცვლილა, ხოლო ამავდროულად, პლაცებოსთან შედარებით, ფარისებრი ჯირკვლის თირეოტროპული ჰორმონის (თტჰ) დონე უმნიშვნელოდ გაიზარდა (0,4 მკსე/მლ). თუმცა, ვინაიდან თტჰ-ს დონის მაჩვენებლები იცვლებოდა და თტჰ-ის დონის დიაპაზონის მედიანური მნიშვნელობების (1.4 მკსე /მლ - 1.9 მკსე /მლ) იყო ნორმის ფარგლებში (0.5 მკსე /მლ- 5/6 მკსე /მლ) და თავისუფალი თიროქსინის კონცენტრაცია სტაბილური იყო ნორმის დიაპაზონში და პლაცებოსა და დუტასტერიდის გამოყენებისას მიღებულის მსგავსი, თტჰ დონის აღნიშნული ცვლილებები არ განიხილებოდა როგორც კლინიკურად მნიშვნელოვანი. ყველა კლინიკური კვლევის შედეგები მიუთითებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე დუტასტერიდის არასასურველი ეფექტის არარსებობაზე .
სარძევე ჯირკვლის ნეოპლაზმები
2-წლიან კლინიკურ კვლევებში, რომლებშიც 3374 პაციენტმა მიიღო დუტასტერიდი , 2-წლიან ღია დამატებით კვლევაში მონაწილეების რეგისტრაციის დროს, მამაკაცებში ძუძუს კიბოს შემთხვევები აღინიშნა 2 პაციენტში დუტასტერიდის ჯგუფში და 1 პაციენტში- პლაცებოს ჯგუფი. CombAT-ისა და REDUCE- ის კლინიკურ კვლევებში , რომელიც ტარდებოდა 4 წლის განმავლობაში, ძუძუს კიბოს შემთხვევა არ დაფიქსირებულა, მაშინ, როდესაც გამოყენებული დუტასტერიდის ექსპოზიცია შეადგენდა 17489 პაციენტ-წელს, ხოლო ტამსულოზინის და დუტასტერიდის გამოყენებული კომბინაციის ექსპოზიცია - 5027 პაციენტ-წელს .
ორ ეპიდემიოლოგიურ შემთხვევა-კონტროლის ტიპის კვლევაში, რომლებიდანაც ერთი ჩატარდა აშშ-ში (n = 339 ძუძუს კიბოს შემთხვევა და საკონტროლო ჯგუფი n = 6780), მეორე კი ეფუძნება დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მონაცემთა ბაზას (n = 398 მკერდის კიბოს შემთხვევა და საკონტროლო ჯგუფი n = 3930), არ აჩვენა მკერდის კიბოს განვითარების რისკის მატება მამაკაცებში 5α-რედუქტაზას ინჰიბიტორების გამოყენების დროს.
პირველი კვლევის შედეგებმა არ გამოავლინა კავშირი მამაკაცებში მკერდის კიბოს განვითარებასთან (ფარდობითი რისკი გამოყენების პერიოდისთვის ≥ 1 წელი დიაგნოზის დასმამდე გამოყენების პერიოდთან შედარებით< 1 წელზე: 0.70: 95% სი 0.34, 1.45 ). მეორე კვლევაში, 5α-რედუქტაზას ინჰიბიტორების გამოყენებასთან დაკავშირებული სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების შანსების შეფასებული თანაფარდობა იმ ჯგუფთან შედარებით, რომელიც არ იღებდა მოცემულ პრეპარატებს, შეადგინა 1.08: 95% სი 0.62, 1.87).
მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მამაკაცებში მკერდის ჯირკვლის კიბოს გაჩენასა და დუტასტერიდის ხანგრძლივ გამოყენებას შორის დადგენილი არ არის.
გავლენა მამაკაცის ფერტილობაზე
დუტასტერიდის მოქმედება დოზით 0,5 მგ/ დღე-ღამეში სპერმის თვისებებზე შესწავლილი იყო კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდნენ 18-დან 52 წლამდე ასაკის ჯანმრთელი მოხალისეები (n = 27 დუტასტერიდის ჯგუფში ; n = 23 პლაცებოს ჯგუფში), მკურნალობის 52 კვირის და შემდგომი დაკვირვების 24 კვირის განმავლობაში. მკურნალობის 52 კვირის შემდეგ სპერმატოზოიდების მთლიანი რაოდენობის, სათესლე სითხის მოცულობის და სპერმის მოძრაობისუნარიანობის საშუალო პროცენტული შემცირება შეადგენდა 23%, 26% და 18%, შესაბამისად, ცვლილებაზე დაკორექტირებულ დუტასეტრიდის ჯგუფში საწყის დონესთან შედარებით პლაცებოს ჯგუფში. სპერმის კონცენტრაცია და მორფოლოგია არ შეცვლილა. შემდგომი მეთვალყურეობის 24 კვირის განმავლობაში სპერმატოზოიდების საერთო რაოდენობის საშუალო პროცენტული ცვლილება დუტასტერიდის ჯგუფში რჩებოდა საწყის დონეზე 23%-ით ქვემოთ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა პარამეტრის საშუალო მნიშვნელობები დროის ყველა მომენტში რჩებოდა ნორმის ფარგლებში და არ შეესაბამებოდა კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებისთვის წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებს (30%), ორ პაციენტს დუტასტერიდის ჯგუფში 52 კვირის მკურნალობის შემდეგ სპერმატოზოიდების რაოდენობა შემცირდა 90%-ზე მეტით საწყის დონესთან შედარებით და 24 კვირის შემდგომი დაკვირვების შემდეგ აღინიშნა რაოდენობის ნაწილობრივი აღდგენა. არ არის გამორიცხული მამაკაცის ფერტილობის შემცირების შესაძლებლობა.
არასასურველი მოვლენები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ
დუტასტერიდის ტამსულოზინთან კომბინაციაში გამოყენების წჯკჰ-ის 4-წლიან კვლევაში 4844 მამაკაცს ( CombAT ) სიხშირე შემთხვევებისა,რომლებიც აღწერილია ზოგადი ტერმინით „გულის უკმარისობა“, კომბინირებული თერაპიის ჯგუფში (14/1610, 0.9%)იყო უფრო მაღალი, ვიდრე დუტასტერიდით მონოთერაპიის ჯგუფში (4/1623, 0.2%) და ტამსულოზინით მონოთერაპიის ჯგუფში (10/1611, 0.6%).
ცალკე 4-წლიან კვლევაში (REDUCE) 50-დან 75 წლამდე ასაკის 8231 პაციენტის მონაწილეობით, მანამდე მიღებული წინამდებარე ჯირკვლის კიბოზე გაკეთებული ბიოფსიის უარყოფითი შედეგებით და პსა-ს კონცენტრაციით საწყის დონეზე 2,5 ნგ /მლ-დან 10,0 ნგ /მლ (50-დან 60 წლამდე მამაკაცებში ) და 3 ნგ /მლ - 10,0 ნგ /მლ ფარგლებში (60 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცებში) სიხშირე შემთხვევებისა,რომლებიც აღწერილია ზოგადი ტერმინით „გულის უკმარისობა“ პაციენტებში, რომლებიც იღებდენ დუტასტერიდს 0,5 მგ დოზით დღე-ღამეში ერთხელ (30/ 4105, 0.7%) იყო უფრო მაღალი იმ პაციენტებთან შედარებით,ვინც იღებდა პლაცებოს (16/4126, 0.4%). ამ კვლევის შედეგების რეტროსპექტული ანალიზი მოწმობს, რომ ზოგადი ტერმინით „გულის უკმარისობა“ აღწერილი შემთხვევების სიხშირე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ერთდროულად დუტასტერიდს და α 1 - ადრენორეცეპტორების ანტაგონისტს, იყო უფრო მაღალი (12/1152, 1.0%), ვიდრე პაციენტებში,რომლებიც იღებდნენ დუტასტერიდს α1- ადრენორეცეპტორების ანტაგონისტის გარეშე ( 18/2953 , 0.6%), პლაცებოს და α1- ადრენორეცეპტორების ანტაგონისტს ( 1/1399 , <0.1%) ან მარტო პლაცებოს (15/2727, 0.6%).
12 რანდომიზებულ პლაცებო-კონტროლირებად ან შედარებითი კლინიკური კვლევის მეტა-ანალიზში (n = 18802), რომლებშიც ფასდებოდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან არასასურველი მოვლენების განვითარების რისკები დუტასტერიდის გამოყენებისას (საკონტროლო ჯგუფთან შედარებით), არ იქნა აღმოჩენილი თანმიმდევრული სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ზრდა გულის უკმარისობის განვითარების რისკისა (RR 1.05; 95% CI 0.71, 1.57), მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტისა (RR 1.00; 95% CI 0.77, 1.30) ან ინსულტისა (RR 1.20; 95% CI 0.88, 1.64).
წინამდებარე ჯირკვლის კიბო და ავთვისებიანობის მაღალი ხარისხის სიმსივნეები
პლაცებოს და დუტასტერიდის შედარების 4-წლიან კვლევაში (REDUCE) 50-დან 75 წლამდე ასაკის 8231 პაციენტის მონაწილეობით მანამდე მიღბული წინამდებარე ჯირკვლის კიბოზე გაკეთებული ბიოფსიის უარყოფითი შედეგით და PSA-ს კონცენტრაციით საწყის ეტაპზე 2,5 ნგ /მლ - 10,0 ნგ /მლ ( მამაკაცებში 50-დან 60 წლამდე) და 3 ნგ /მლ - 10,0 ნგ /მლ (60 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცებში ) პუნქციური ბიოფსიის შედეგები (რომელიც პირველ რიგშია გათვალისწინებული პროტოკოლით) გლისონის სკალაზე ქულების დასადგენად ხელმისაწვდომი იყო 6706 პაციენტისთვის.წინამდებარე ჯირკვლის კიბო მოცემულ კვლევაში 1517 პაციენტს დაუდგინდა. ბიოფსიით გამოვლენილი წინამდებარე ჯირკვლის კიბოს შემთხვევების უმეტესობა ორივე სამკურნალო ჯგუფში იყო დაბალი ხარისხის სიმსივნის შემთხვევები (5-6 ქულა გლისონის სკალით,70%).
დუტასტერიდის ჯგუფს (n=29, 0.9%) ჰქონდა წინამდებარე ჯირკვლის კიბოს შემთხვევების უფრო მაღალი სიხშირე 8-10 ქულიანი გლისონის სკალით პლაცებო ჯგუფთან შედარებით (n=19, 0.6%) (p=0.15). მკურნალობის პირველი 2 წლის განმავლობაში, კიბოს შემთხვევების სიხშირის მაჩვენებლები ჯამური ქულით 8-10 გლისონის შკალის მიხედვით დუტასტერიდის ჯგუფში (n = 17, 0.5%) და პლაცებოს ჯგუფში (n = 18, 0.5%) მსგავსი იყო. მე-3 და მე-4 წლის განმავლობაში, წინამდებარე ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტირებული შემთხვევების სიხშირე გლისონის შკალის მიხედვით ჯამური ქულით 8-10 დუტასტერიდის ჯგუფში (n = 12, 0.5%)იყო უფრო მაღალი, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში (n = 1, <0.1%) ( p = 0.0035).მონაცემები დუტასტერიდის გავლენის შესახებ 4 წლის განმავლობაში წინამდებარე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკის მქონე მამაკაცებზე არ არის. წინამდებარე ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტირებული პაციენტების პროცენტი,რომლებსაც გლისონის სკალით 8-10 ქულა ჰქონდათ, იყო სტაბილური კვლევის ყველა პერიოდის განმავლობაში (1 და მე-2 წელი და მე-3 და მე-4 წელი) დუტასტერიდის ჯგუფში (0.5% თითოეულ პერიოდში); თუმცა, პლაცებოს ჯგუფში, წინამდებარე ჯირკვლის კიბოს დიაგნოზირებულ პაციენტთა პროცენტული მაჩვენებელი 8-10ქულით გლისონის სკალის მიხედვით 1-ლი და მე-2 წლის განმავლობაში უფრო დაბალი იყო, ვიდრე მე-3 და მე-4 წლების განმავლობაში (<0, 1% და 0.5%, შესაბამისად) (იხილეთ ნაწილი 4.4). არ იყო განსხვავება კიბოს შემთხვევების სიხშირის მაჩვენებლებში გლისონის სკალით 7-10 (p = 0.81).
დამატებითმა 2-წლიანმა კვლევამ შემდგომი დაკვირვებით REDUCE კვლევის ფარგლებში არ გამოავლინა წინამდებარე ჯირკვლის კიბოს ახალი შემთხვევები გლისონის ინდექსით 8-10.
წჯკჰ-ს 4-წლიან კვლევაში (CombAT ) , რომელშიც ბიოფსიის ჩატარება არ იყო განსაზღვრული პროტოკოლით და წინამდებარე ჯირკვლის კიბოს ყველა დიაგნოზი დაფუძნებული იყო ბიოფსიაზე ჩვენებების მიხედვით, კიბოს სიხშირე გლისონის სკალის მიხედვით შეფასებული 8-10 ქულით შეადგენდა დუტასტერიდის , ტამსულოზინის და კომბინირებული თერაპიის ჯგუფებში 0.5% (n=8), 0.7% (n=11) და 0.3% (n=5) შესაბამისად.
ოთხმა განსხვავებულმა ეპიდემიოლოგიურმა პოპულაციურმა კვლევამ (რომელთაგან ორი ჩატარდა მთლიან პოპულაციაზე 174,895 ადამიანით, ერთი-პოპულაციაზე 13,892 ადამიანით და ერთი-პოპულაციაზე 38,058 ადამიანით) აჩვენა, რომ 5α-რედუქტაზას ინჰიბიტორების გამოყენება არ იყო დაკავშირებული არც წინამდებარე ჯირკვლის მაღალი ხარისხის კიბოს და არც წინამდებარე ჯირკვლის კიბოს გაჩენასთან ან საერთო სიკვდილიანობასთან.
მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დუტასტერიდის გამოყენებასა და წინამდებარე ჯირკვლის მაღალი ხარისხის კიბოს განვითარებას შორის დადგენილი არ არის.
გავლენა სექსუალურ ფუნქციაზე
დუტასტერიდის / ტამსულოზინის გავლენა სექსუალურ ფუნქციაზე შეფასებული იყო ორმაგად ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში სქესობრივად აქტიურ მამაკაცებში წჯკჰ-ით ( დუტასტერიდ/ტამსულოზინის ჯგუფი n=243, პლაცებოს ჯგუფი n=246). მამაკაცის სექსუალური ჯანმრთელობის კითხვარის მონაცემების (MSHQ) სტატისტიკურად მნიშვნელოვანი (p <0.001) უფრო დიდი დაქვეითება (გაუარესება) დაფიქსირდა 12 თვის შემდეგ კომბინირებულ ჯგუფში. მაჩვენებლების კლება ძირითადად განპირობებული იყო ეაკულაციის მაჩვენებლების გაუარესებით და დაკმაყოფილების საერთო დონით და არა ერექციის მაჩვენებლებით. მოცემულმა ცვლილებებმა არ იმოქმედა კვლევის მონაწილეთა დამოკიდებულებაზე დუტასტერიდის / ტამსულოზინის კომბინაციის მიმართ, კმაყოფილება რომლითაც 12 თვის განმავლობაში შეფასდა, როგორც სტატისტიკურად მნიშვნელოვნად მაღალი პლაცებოსთან შედარებით (p <0.05). მოცემულ კვლევაში, გვერდითი მოვლენები სექსუალური ფუნქციის მხრიდან განვითარდა მკურნალობიდან 12 თვის განმავლობაში და გაქრა მკურნალობიდან 6 თვის განმავლობაში შემთხვევების დაახლოებით ნახევარში.
ცნობილია, რომ დუტასტერიდ/ტამსულოზინის კომბინაცია და მონოთერაპია დუტასტერიდით ახდენს გვერდით ეფექტს სექსუალურ ფუნქციაზე.
როგორც აღინიშნა სხვა კლინიკურ კვლევებში, მათ შორის CombAT და REDUCE, სექსუალურ ფუნქციასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების სიხშირე დროთა განმავლობაში მცირდება მკურნალობის გაგრძელებისას.
ტამსულოზინი
ტამსულოზინი ზრდის შარდვის მაქსიმალურ სიჩქარეს.ის ამცირებს ობსტრუქციას წინამდებარე ჯირკვლისა და ურეთრის გლუვი კუნთების ტონუსის შემცირებით, რაც იწვევს შარდვის სიმპტომების გაუმჯობესებას. ის ასევე ამცირებს ავსების სიმპტომებს, რომელთათვისაც შარდის ბუშტის არასტაბილურობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მოცემული გავლენა ავსების და შარდვის სიმპტომებზე ნარჩუნდება ხანგრძლივი თერაპიის განმავლობაში. ქირურგიული ჩარევის ან კათეტერიზაციის აუცილებლობის გადადება ხდება გაცილებით დიდი ხნით.
α1 - ადრენორეცეპტორების ანტაგონისტებს შეუძლიათ შეამცირონ არტერიული წნევა პერიფერიული სისხლძარღვთა წინააღმდეგობის შემცირებით. ტამსულოზინის კვლევების დროს არ დაფიქსირებულა არტერიული წნევის კლინიკურად მნიშვნელოვანი შემცირება.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ნაჩვენებია ბიოექვივალენტობა დუტასტერიდ/ტამსულოზინის კომბინაციასა და დუტასტერიდისა და ტამსულოზინის კაფსულების ერთდროულ მიღებას შორის.
ბიოეკვივალენტობის კვლევა ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ ჩატარდა როგორც უზმოზე, ასევე კვების შემდეგ. დუტასტერიდ/ტამსულოზინის კომბინაციაში შემავალი ტამსულოზინის კომპონენტთის მიმართ Cmax- ის 30%-ით დაქვეითება დაფიქსირდა ჭამის შემდეგ მიღებისას უზმოსთან შედარებით. ტამსულოზინის „კონცენტრაცია-დროის“ მრუდის (AUC) ქვეშ არსებულ ფართობზე საკვების მიღებამ გავლენა არ მოახდინა.
აბსორბცია
დუტასტერიდი
დუტასტერიდის 0,5 მგ ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია შრატში მიიღწევა 1-3 საათის განმავლობაში. აბსოლუტური ბიოხელმისაწვდომობა შეადგენს დაახლოებით 60%. დუტასტერიდის ბიოხელმისაწვდომობა არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე.
ტამსულოზინი
ტამსულოზინი შეიწოვება ნაწლავიდან და ხასიათდება თითქმის 100% ბიოხელმისაწვდომობით. ტამსულოზინის შეწოვის სიჩქარე და ხარისხი მცირდება ჭამიდან 30 წუთის განმავლობაში მიღებისას. შესაძლებელია აბსორბციის მსგავსი დონის მიღწევა, თუ პაციენტი ყოველთვის იღებს პრეპარატს საკვების ერთი და იგივე მიღების შემდეგ. ტამსულოზინის ექსპოზიცია სისხლის პლაზმაში დოზის პროპორციულია.
ჭამის მერე ტამსულოზინის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა დაახლოებით 6 საათის შემდეგ, ხოლო წონასწორული კონცენტრაცია მიიღწევა მრავალჯერადი მიღების მე-5 დღეს, ამასთან საშუალო წონასწორული კონცენტრაცია (Cmax ) პაციენტებში დაახლოებით ორი მესამედით აღემატება კონცენტრაციას ერთჯერადი დოზის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ეს დაფიქსირდა ხანდაზმულ პაციენტებში, იგივე შედეგები შეიძლება მოსალოდნელი იყოს ახალგაზრდა პაციენტებში.
განაწილება
დუტასტერიდი
დუტასტერიდს აქვს განაწილების დიდი მოცულობა (300-დან 500 ლ-მდე) და აქვს უნარი მაღალი ხარისხით დაუკავშირდეს პლაზმის ცილებს (> 99,5%). ყოველდღიური მიღების შემდეგ დუტასტერიდის კონცენტრაცია სისხლის შრატში აღწევს წონასწორული კონცენტრაციის 65%-ს 1 თვის შემდეგ და დაახლოებით 90%-ს 3 თვის შემდეგ.
წონასწორული კონცენტრაციები სისხლის შრატში (Css),რომლებიც უდრის დაახლოებით 40 ნგ /მლ, მიიღწევა პრეპარატის 0,5 მგ დოზით ყოველდღიური მიღების 6 თვის შემდეგ. დუტასტერიდის დაახლოებით 11,5% ხვდება სპერმაში სისხლის შრატიდან.
ტამსულოზინი
ადამიანის ორგანიზმში ტამსულოზინი დაახლოებით 99% უკავშირდება პლაზმის ცილებს. განაწილების მოცულობა მცირეა (დაახლოებით 0,2 ლ/კგ).
ბიოტრანსფორმაცია
დუტასტერიდი
დუტასტერიდი აქტიურად მეტაბოლიზდება in vivo. In vitro დუტასტერიდი მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450 3A4-ით და 3A5-ით სამ მონოჰიდროქსილირებულ მეტაბოლიტამდე და ერთ დიჰიდროქსილირებულ მეტაბოლიტამდე.
დუტასტერიდის პერორალური მიღების შემდეგ დოზით 0,5 მგ/ დღე-ღამეში წონასწორული კონცენტრაციის მიღწევმდე შეყვანილი დოზის 1,0%-15,4% (საშუალო მნიშვნელობა 5,4%) გამოიყოფა უცვლელი სახით განავლით. დარჩენილი ნაწილი გამოიყოფა განავლით 4 ძირითადი მეტაბოლიტის სახით, რომლებიც შეიიცავენ სამკურნალო საშუალებასთან დაკავშირებული თითოეული ნივთიერების 39%, 21%, 7% და 7% და 6 მეორად მეტაბოლიტს (თითოეული 5%-ზე ნაკლები). ადამიანის შარდში გვხვდება მხოლოდ კვალი უცვლელი დუტასტერიდისა (დოზის 0,1%-ზე ნაკლები).
ტამსულოზინი
ადამიანებში არ დაფიქსირებულა ენანტიომერული ბიოკონვერტაცია ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის R(-) იზომერიდან S(+) იზომერამდე. ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი აქტიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში ციტოქრომ P450-ის სისტემის ფერმენტების დახმარებით და დოზის 10%-ზე ნაკლები გამოიყოფა შარდში უცვლელი სახით. თუმცა, ადამიანებში მეტაბოლიტების ფარმაკოკინეტიკური პროფილი დადგენილი არ არის. In vitro კვლევის შედეგები მიუთითებს იმაზე, რომ ტამსულოზინის მეტაბოლიზმში მონაწილეობენ CYP3A4 და CYP2D6, ხოლო CYP-ის სხვა იზოფერმენტები მონაწილეობენ უმნიშვნელოდ. ღვიძლის მეტაბოლიზმში ჩართული ფერმენტების აქტივობის დათრგუნვამ შეიძლება გამოიწვიოს ტამსულოზინის ექსპოზიციის მატება . ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის მეტაბოლიტები თირკმელებით ექსკრეციამდე განიცდიან აქტიურ კონიუგაციას გლუკურონიდებთან ან სულფატებთან .
ელიმინაცია
დუტასტერიდი
დუტასტერიდის ელიმინაციის პროცესი დამოკიდებულია დოზაზე. შეიძლება აღწერილი იყოს გამოყოფის ორი პარალელური გზა: ერთი გაჯერებადი კლინიკურად მნიშვნელოვან კონცენტრაციებისას და ერთი არაგაჯერებული. შრატში დაბალი კონცენტრაციების დროს (3 ნგ /მლ-ზე ნაკლები), დუტასტერიდი სწრაფად გამოიყოფა როგორც კონცენტრაციაზე დამოკიდებული, ასევე კონცენტრაციაზე დამოუკიდებელი გამოყოფის გზებით. 5 მგ ან ნაკლები ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ დუტასტერიდი სწრაფად გამოიყოფა ორგანიზმიდან და აქვს ნახევარგამოყოფის მოკლე პერიოდი,რომელიც უდრის 3-9 დღეს.
თერაპიულ კონცენტრაციებში დოზით 0,5 მგ/ დღე-ღამეში განმეორებითი მიღების შემდეგ უპირატესად გამოიყოფა უფრო ნელი, ხაზოვანი გზით, ხოლო ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 3-5 კვირას.
ტამსულოზინი
ტამსულოზინი და მისი მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფა შარდით,ამასთან დოზის დაახლოებით 9% წარმოდგენილია უცვლელი მოქმედი ნივთიერების სახით.
ინტრავენური შეყვანის ან დაუყოვნებელი გამოთავისუფლების ფორმის სამკურნალო საშუალების მიღების შემდეგ ტამსულოზინის ნახევარგამოყოფის პერიოდი პლაზმიდან მერყეობს 5-დან 7 საათამდე. შეწოვის სიჩქარით კონტროლირებადი ფარმაკოკინეტიკის წყალობით ტამსულოზინის მოდიფიცირებული გამოთავისუფლების კაფსულების გამოყენების დროს ტამსულოზინის ნახევარგამოყოფის სავარაუდო პერიოდი ჭამის შემდეგ მიღებისას შეადგენს დაახლოებით 10 საათს, ხოლო წონასწორობრივი კონცენტრაციის შემთხვევში- დაახლოებით 13 საათს.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
დუტასტერიდი
დუტასტერიდის ფარმაკოკინეტიკა შესწავლილი იყო 24-დან 87 წლამდე ასაკის 36 ჯანმრთელ მამაკაცში 5 მგ დოზის ერთჯერადი მიღების შემდეგ. დუტასტერიდის ექსპოზიციაზე ასაკის მნიშვნელოვანი გავლენა არ დაფიქსირებულა, მაგრამ ნახევარგამოყოფის პერიოდი უფრო მოკლე იყო 50 წლამდე ასაკის მამაკაცებში. 50-69 წლის პაციენტთა ჯგუფის შედარებისას 70 წელზე უფროსი ასაკის პაციენტების ჯგუფთან არ იქნა ნაპოვნი სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება ნახევარგამოყოფის პერიოდებს შორის.
ტამსულოზინი
AUC-ის ჯვარედინი კვლევის და ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის ნახევარგამოყოფის პერიოდის შედეგების შედარება მიუთითებს იმაზე, რომ ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები შეიძლება რამდენადმე გაიზარდოს ხანდაზმულ მამაკაცებში ახალგაზრდებთან შედარებით. საკუთარი კლირენსი არ არის დამოკიდებული ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის შეკავშირებაზე α1- მჟავა გლიკოპროტეინთან (AAG), მაგრამ ასაკთან ერთად მცირდება, რის შედეგადაც 55-დან 75 წლამდე ასაკის პაციენტებთან ტამსულოზინის AUC 40%-ით უფრო მაღალია 20 წლიდან 32 წლამდე ასაკის პაციენტებთან შედარებით.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
დუტასტერიდი
თირკმლის ფუნქციის დარღვევის გავლენა დუტასტერიდის ფარმაკოკინეტიკაზე არ არის შესწავლილი. თუმცა, ვინაიდან წონასწორულ მდგომარეობაში დუტასტერიდის 0,5 მგ დოზის 0,1%-ზე ნაკლები გამოიყოფა შარდით,თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დუტასტერიდის კონცენტრაციის კლინიკურად მნიშვნელოვანი ზრდა სისხლის პლაზმაში არ არის მოსალოდნელი.
ტამსულოზინი
ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის ფარმაკოკინეტიკა შეადარეს 6 პაციენტში თირკმლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობით (30≤ კრეატინინის კლირენსი (კკ) < 70 მლ / წთ / 1,73 მ 2 ) ან ზომიერი ან მძიმე (10 ≤ კკ < 30 მლ / წთ / 1,73 მ 2 ) და 6 ჯანმრთელ მოხალისეში (კკ > 90 მლ / წთ / 1,73 მ 2 ) . მიუხედავად იმისა, რომ ადგილი ჰქონდა ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის საერთო კონცენტრაციის ცვლილებას პლაზმაში AAG-თან შეკავშირების ცვლილების გამო, შეუკავშირებელი (აქტიური) ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის კონცენტრაცია, ისევე როგორც საკუთარი კლირენსი, შედარებით მუდმივი რჩებოდა. ამრიგად, თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებს არ ესაჭიროებათ ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის დოზის კორექცია. თუმცა, კვლევები ტამსულოზინის გამოყენების შესახებ თირკმელების უკმარისობის ტერმინალური სტადიის მქონე პაციენტებში (კკ < 10 მლ / წთ / 1,73 მ 2 ) არ ჩატარებულა.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
დუტასტერიდი
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს დუტასტერიდის ფარმაკოკინეტიკაზე გავლენა არ არის შესწავლილი. ვინაიდან დუტასტერიდი ძირითადად გამოიყოფა მეტაბოლიზმის გზით, მოსალოდნელია, რომ ამ პაციენტებში დუტასტერიდის კონცენტრაცია პლაზმაში შეიძლება გაიზარდოს და დუტასტერიდის ნახევარგამოყოფის პერიოდი გაიზარდოს.
ტამსულოზინი
ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის ფარმაკოკინეტიკა შედარებული იყო 8 პაციენტსა ღვიძლის ზომიერი უკმარისობით (ჩაილდ-პიუს კლასიფიკაცია: კლასები A და B) და კვლევის 8 ჯანმრთელ მონაწილეს შორის. მიუხედავად იმისა, რომ დაფიქსირდა სისხლის პლაზმაში ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის საერთო კონცენტრაციის ცვლილება AAG-ის შეკავშირების ცვლილების გამო, შეუკავშირებელი (აქტიური) ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის კონცენტრაცია მნიშვნელოვნად არ იცვლებოდა შეუკავშირებელი ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის საკუთარი კლირენსის მხოლოდ მცირე (32%) ცვლილების დროს. ამრიგად, ღვიძლის ზომიერი დისფუნქციის მქონე პაციენტებს არ სჭირდებათ ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის დოზის კორექცია. ღვიძლის მძიმე დისფუნქციის მქონე პაციენტებში ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის გამოყენება არ არის შესწავლილი.
გამოყენების ჩვენებები
წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის (წჯკჰ) ზომიერი და მძიმე სიმპტომების მკურნალობა.
შარდის მწვავე შეკავების (შმშ) განვითარებისა და ქირურგიული ჩარევის საჭიროების რისკის შემცირება პაციენტებში წჯკჰ-ის ზომიერი და მძიმე სიმპტომებით.
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე კომპონენტის, აგრეთვე 5α- რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების მიმართ.
- ორთოსტატული ჰიპოტენზია
- ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები
- მდედრობითი სქესი, ბავშვთა ან მოზარდობის ასაკი
სიფრთხილით
გამოყენება პაციენტებში:
- თირკმლის უკმარისობით ტერმინალურ სტადიაში (კკ < 10 მლ / წთ / 1,73 მ 2 ),
- არტერიული ჰიპოტენზიით
გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს
პრეპარატი დუოქსოზინი უკუნაჩვენებია ქალებში გამოსაყენებლად. ორსულობაზე, ლაქტაციასა და ფერტილობაზე დუტასტერიდის/ტამსულოზინის ზემოქმედების შესწავლის კვლევები არ ჩატარებულა. შემდეგი მონაცემები ასახავს ცალკეულ ინფორმაციას, რომელიც იყო მიღებული ცალკეული კომპონენტების კვლევების შედეგად.
ორსულობა
5α-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების მსგავსად, დუტასტერიდი აფერხებს ტესტოსტერონის დიჰიდროტესტოსტერონად გარდაქმნას და მამრობითი სქესის ნაყოფის მქონე ქალში შეყვანისას, შესაძლოა შეაფერხოს ნაყოფის გარეგანი სასქესო ორგანოების განვითარება. დუტასტერიდის მცირე რაოდენობა იქნა ნაპოვნი პაციენტების სპერმაში, რომლებიც იღებდნენ დუტასტერიდს. არ არის ცნობილი, შეუძლია თუ არა ორსულის ორგანიზმში მოხვედრილ დუტასტერიდით მკურნალობის პროცესში მყოფი პაციენტის სპერმას მოახდინოს უარყოფითი გავლენა მამრობითი სქესის ნაყოფზე (ამ ზემოქმედების რისკი ყველაზე მაღალია ორსულობის პირველ 16 კვირაში).
როგორც 5α-რედუქტაზას ყველა ინჰიბიტორის შემთხვევაში, თუ პაციენტის პარტნიორი ქალი ორსულია ან ეჭვი აქვს, რომ ორსულია, პაციენტს ურჩევენ პრეზერვატივის გამოყენებით თავიდან აიცილოს სპერმის ქალის სხეულში მოხვედრას.
ტამსულოზინის შეყვანამ ორსულ ვირთხებში და ბოცვერებში არ გამოავლინა ნაყოფზე უარყოფითი ზემოქმედების ნიშნები.
კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს, თუ ორსულ ქალს შეხება ჰქონდა პრეპარატ დუოქსოზინთან .
ძუძუთი კვება
უცნობია გამოიყოფა თუ არა დუტასტერიდი ან ტამსულოზინი დედის რძეში.
ფერტილობა
ცნობილია, რომ დუტასტერიდი გავლენას ახდენს სპერმის თვისებებზე (სპერმატოზოიდების რაოდენობის, სათესლე სითხის მოცულობისა და სპერმის მოძრაობისუნარიანობის შემცირება) ჯანმრთელ მამაკაცებში. არ არის გამორიცხული მამაკაცის ფერტილობის შემცირების შესაძლებლობა.
ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის ზემოქმედება სპერმატოზოიდების რაოდენობაზე ან სპერმატოზოიდების ფუნქციაზე არ არის შეფასებული.
გამოყენების რეკომენდაციები
დოზირების რეჟიმი
ზრდასრული პაციენტები (ხანდაზმული ასაკის პაციენტების ჩათვლით)
პრეპარატ დუოქსოზინის რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ კაფსულას (0,5 მგ/0,4 მგ) დღე-ღამეში.
აუცილებლობის შემთხვევაში, პრეპარატი შეიძლება გამოყენებულ იქნას დუტასტერიდის და ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის ერთდროული გამოყენების ჩასანაცვლებლად ორმაგი თერაპიის დროს მკურნალობის გამარტივების მიზნით.
თუ კლინიკურად მიზანშეწონილია, შესაძლებელია დუტასტერიდით ან ტამსულოზინის ჰიდროქლორიდით მონოთერაპიიდან პირდაპირი გადასვლა პრეპარატ დუოქსოზინით თერაპიაზე .
თირკმილების ფუნქციის დარღვევა
თირკმელების ფუნქციის დარღვევის გავლენა დუტასტერიდის/ტამსულოზინის ფარმაკოკინეტიკაზე არ არის შესწავლილი. თირკმელების მსუბუქი და ზომიერი ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის დოზის კორექცია მოსალოდნელი არ არის.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის გავლენა დუტასტერიდის/ტამსულოზინის ფარმაკოკინეტიკაზე შესწავლილი არ არის, ამიტომ პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი ხარისხის დარღვევებით. ღვიძლის მძიმე ხარისხის დარღვევის მქონე პაციენტებში დუოქსოზინის გამოყენება უკუნაჩვენებია.
ბავშვები
პრეპარატი დუტასტერიდი/ტამსულოზინი უკუნაჩვენებია საბავშვო პოპულაციაში (18 წლამდე) გამოსაყენებლად.
გამოყენების წესი
შინაგანად მიღებისთვის.
პაციენტებს უნდა მიეწოდოს ინსტრუქცია, რომ გადაყლაპონ კაფსულები მთლიანად დაახლოებით 30 წუთის შემდეგ საკვების ერთი და იგივე მიღებიდან ყოველდღე. არ შეიძლება კაფსულების დაღეჭვა ან გახსნა! მყარ კაფსულაში შემავალ დუტასტერიდთან კონტაქტმა შეიძლება გამოიწვიოს ოროფარინგეალური ლორწოვანი გარსის გაღიზიანება.
გვერდითი მოვლენები
აქ წარმოდგენილი მონაცემები ეხება დუტასტერიდის და ტამსულოზინის ერთობლივ მიღებას და მიღებულია CombAT კვლევის შედეგების ანალიზის შედეგად ( Combinacion of Avodart and Tamsulosin ) , რომელიც შედარებული იყო დუტასტერიდი , 0,5 მგ და ტამსულოზინი, 0,4მგ, დღე-ღამეში ერთხელ მიღებისას 4 წლის განმავლობაში კომბინირებულად ან მონოთერაპიის სახით გამოყენების პირობებში . ნაჩვენებია ბიოეკვივალენტობა პრეპარატ დუოქსოზინის გამოყენებისა, რომელიც წარმოადგენს დუტასტერიდის / ტამსულოზინის კომბინაციას, და დუტასტერიდის და ტამსულოზინის ცალ-ცალკე მიღებას შორის. ასევე მოწოდებულია ინფორმაცია ცალკეული კომპონენტების (დუტასტერიდის და ტამსულოზინის ) არასასურველი მოვლენის პროფილების შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ ცალკეულ კომპონენტების გამოყენების დროს მოხსენებული ყველა არასასურველი მოვლენა არ იყო დარეგისტრირებული დუტასტერიდის / ტამსულოზინის კომბინაციის გამოყენებისას და ისინი ჩართულია მკურნალი ექიმის ინფორმირების მიზნით.
4-წლიანი CombAT კვლევის მონაცემებმა აჩვენა, რომ ნებისმიერი არასასურველი მოვლენების განვითარების სიხშირე,რომლებიც,მკვლევარის აზრით,დაკავშირებულია პრეპარატის გამოყენებასთან, მკურნალობის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე წლის განმავლობაში შეადგენდა,შესაბამისად, 22%, 6%, 4% და 2% „დუტასტერიდი + ტამსულოზინი“ კომბინაციის გამოყენებისას, 15%, 6%, 3% და 2% დუტასტერიდით მონოთერაპიის დროს და 13%, 5%, 2% და 2% ტამსულოზინით მონოთერაპიისას. არასასურველი მოვლენების უფრო მაღალი სიხშირე კომბინირებული თერაპიის ჯგუფში მკურნალობის პირველ წელს ასოცირდებოდა ამ ჯგუფში დაფიქსირებული რეპროდუქციული სისტემის მხრივ დარღვევების უფრო მაღალ სიხშირესთან, კერძოდ, ეაკულაციის დარღვევებთან, რომლებსაც ჰქონდათ ადგილი ამ ჯგუფში.
არასასურველი მოვლენები,რომლებიც,მკვლევარის აზრით,დაკავშირებულია პრეპარატის მიღებასთან და რომლებიც მოიხსენიებოდა 1%-ზე მეტი ან ტოლი სიხშირით მკურნალობის პირველი წლის განმავლობაში CombAT კვლევაში,წჯკჰ-ს მონოთერაპიის კლინიკურ კვლევებში და REDUCE კვლევაში,წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში.
ამის გარდა,ტამსულოზინის არასასურველი ეფექტები ეფუძნება საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას.არასასურველი მოვლენების სიხშირე შეიძლება გაიზარდოს კომბინირებული თერაპიის გამოყენების დროს.
კლინიკური კვლევების დროს გამოვლენილი არასასურველი რეაქციების სიხშირე:
ხშირად: ≥ 1/100-დან <1/10-მდე; არახშირად: ≥ 1/1000-დან <1/100-მდე; იშვიათად: ≥ 1/10000-დან <1/1000-მდე; ძალიან იშვიათი: <1/10 000. MedDRA-ს თითოეული სისტემურ- ორგანული კლასის ფარგლებში არასასურველი რეაქციები წარმოდგენილია სიმძიმის კლებადობით.
სისტემურ-ორგანული კლასი
არასასურველი რეაქციები
დუტასტერიდი +
ტამსულოზინი a
დუტასტერიდი
ტამსულოზინი c
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
სინკოპე
-
-
იშვიათად
თავბრუსხვევა
ხშირად
-
ხშირად
თავის ტკივილი
-
-
არახშირად
დარღვევები გულის მხრიდან
გულის უკმარისობა (განზოგადებული ტერმინი 1 )
არახშირად
არახშირად d
-
გულისცემა
-
-
არახშირად
დარღვევები სისხლძარღვთა მხრივ
ორთოსტატული ჰიპოტენზია
-
-
არახშირად
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ
რინიტი
-
-
არახშირად
კუჭ-ნაწლავის დარღვევები
ყაბზობა
-
-
არახშირად
დიარეა
-
-
არახშირად
გულისრევა
-
-
არახშირად
ღებინება
-
-
არახშირდ
დარღვევები კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრივ
ანგიონევროზული შეშუპება
-
-
იშვიათად
სტივენს -ჯონსონის სინდრომი
-
-
ძალიან იშვიათად
ჭინჭრის ციება
-
-
არახშირად
გამონაყარი
-
-
არახშირად
ქავილი
-
-
არახშირად
დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ
პრიაპიზმი
-
-
ძალიან იშვიათად
იმპოტენცია 3
ხშირად
ხშირად b
-
ლიბიდოს ცვლილება (დაქვეითება) 3
ხშირად
ხშირად b
-
ეაკულაციის დარღვევები 3 ˄
ხშირად
ხშირად b
ხშირად
სარძევე ჯირკვლის პათოლოგიები 2
ხშირად
ხშირად b
-
ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილზე
ასთენია
-
-
იშვიათად
a. დუტასტერიდი + ტამსულოზინი : CombAT კვლევის საფუძველზე, ამ არასასურველი მოვლენების გაჩენის სიხშირე დროთა განმავლობაში მცირდება, მკურნალობის 1 წლიდან მე-4 წლამდე.
b. დუტასტერიდი : დაფუძნებულია წჯკჰ მონოთერაპიის კლინიკურ კვლევებზე.
c. ტამსულოზინი : ეფუძნება ევროკავშირის უსაფრთხოების ძირითად ინფორმაციას ტამსულოზინის შესახებ .
d. კვლევა REDUCE .
1 . ზოგადი ტერმინი „გულის უკმარისობა“ მოიცავს გულის შეგუბებით უკმარისობას, გულის უკმარისობას, მარცხენა პარკუჭის უკმარისობას, გულის მწვავე უკმარისობას, კარდიოგენურ შოკს, მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობას , მარჯვენა პარკუჭის უკმარისობას, მარჯვენა პარკუჭის მწვავე უკმარისობას, პარკუჭოვან უკმარისობას, კარდიო-ფილტვის უკმარისობას, შეგუბებით კარდიომიოპათიას .
2 . მოიცავს სარძევე ჯირკვლის მტკივნეულ მგრძნობელობას და სარძევე ჯირკვლის გადიდებას.
- მოცემული არასასურველი მოვლენები სექსუალური ფუნქციის მხრივ დაკავშირებულია დუტასტერიდით მკურნალობასთან (მონოთერაპიის და ტამსულოზინთან კომბინაციის ჩათვლით). მოცემული არასასურველი მოვლენები შეიძლება გაგრძელდეს მკურნალობის შეწყვეტის შემდეგაც. დუტასტერიდის როლი მათ შენარჩუნებაში უცნობია.
^. მოიცავს სათესლე სითხის მოცულობის შემცირებას.
სხვა მონაცემები
REDUCE კვლევამ გამოავლინა გლისონის შკალით 8-10 ქულით შეფასებული წინამდებარე ჯირკვლის კიბოს უფრო მეტი შემთხვევა მამაკაცებში, რომლებიც მკურნალობდნენ დუტასტერიდით, პლაცებო ჯგუფთან შედარებით. არ არის დადგენილი, კონკრეტულად რამ იქონია გავლენა ამ კვლევის შედეგებზე: დუტასტერიდის თვისებამ წინამდებარე ჯირკვლის მოცულობის შემცირებისა თუ კვლევის ჩატარებასთან დაკავშირებულმა ფაქტორებმა.
კლინიკური კვლევებისა და პოსტმარკეტინგული გამოყენების მსვლელობის დროს იქნა მოწოდებული შემდეგი ინფორმაცია: მამაკაცის სარძევე ჯირკვლის კიბო.
რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში მიღებული მონაცემები
არასასურველი მოვლენები, რომლებსაც ჰქონდა ადგილი მსოფლიო მასშტაბით პოსტმარკეტინგული გამოყენების დროს,ვლინდება სპონტანური პოსტმარკეტინგული მოხსენებების საფუძველზე; შესაბამისად, მათი წარმოშობის ნამდვილი სიხშირე უცნობია.
დუტასტერიდი
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
უცნობია: ალერგიული რეაქციები, მათ შორის გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ლოკალიზებული შეშუპება და ანგიონევროზული შეშუპება .
ფსიქიკური დარღვევები
უცნობი: დეპრესია
დარღვევები კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრივ
არახშირი: ალოპეცია (თმის ცვენა ძირითადად სხეულზე), ჰიპერტრიქოზი.
დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ
უცნობი: სათესლე ჯირკვლის ტკივილი, სათესლე ჯირკვლის შეშუპება
ტამსულოზინი
პოსტმარკეტინგული ზედამხედველობის მიმდინარეობისას, შეტყობინებები ინტრაოპერაციული ატონური ფერადი გარსის სინდრომის (IFIS),წვრილი გუგის სინდრომის ვარიანტის შესახებ კატარაქტის ამოკვეთის ოპერაციის დროს დაკავშირებული იყო α1-ადრენორეცეპტორების ანტაგონისტების , მათ შორის ტამსულოზინის, გამოყენებასთან .
გარდა ამისა, ტამსუზოლინის გამოყენებასთან დაკავშირებით იქნა მოწოდებული ცნობები წინაგულების ფიბრილაციის, არითმიების, ტაქიკარდიის, ქოშინის,ეპისტაქსიის, მხედველობის არის დაბინდვის, მხედველობის დარღვევის, მულტიფორმული ერითემის, ექსფოლიაციური დერმატიტის, ეაკულაციის დარღვევის, რეტროგრადული ეაკულაციის, ეაკულაციის უკმარისობისა და პირის სიმშრალის შესახებ. მოვლენების წარმოშობის სიხშირე და ტამსულოზინის როლი მათ ეტიოლოგიაში არ შეიძლება ზუსტად განისაზღვროს.
დოზის გადაჭარბება
მონაცემები დუტასტერიდი /ტამსულოზინის კომბინაციის დოზის გადაჭარბების შესახებ არ არის . შემდეგი მონაცემები ასახავს ინფორმაციას ცალკეული კომპონენტების შესახებ.
დუტასტერიდი
კვლევებში, რომელშიც მონაწილეობდნენ მოხალისეები, დუტასტერიდის ერთჯერადი სადღეღამისო დოზები 40 მგ/დღე-ღამეში-მდე (თერაპიულ დოზაზე 80-ჯერ მეტი) შეყვანილი იყო 7 დღის განმავლობაში უსაფრთხოების მნიშვნელოვანი პრობლემების გარეშე. კლინიკური კვლევების ჩატარების დროს მონაწილეებისათვის შეჰყავდათ პრეპარატი დოზით 5 მგ დღეში 6 თვის განმავლობაში, ამასთან 0,5 მგ თერაპიული დოზების ფონზე დაფიქსირებული არასასურველი რეაქციების გარდა,სხვა დამატებითი რეაქციები არ გამოვლენილა. დუტასტერიდის სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს, ამიტომ დოზის გადაჭარბების ეჭვის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური და შემანარჩუნებელი მკურნალობა.
ტამსულოზინი
იყო მოწოდებული ინფორმაცია ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის დოზის მწვავე გადაჭარბების შესახებ. დაფიქსირდა მწვავე ჰიპოტენზია (სისტოლური არტერიული წნევა 70 მმ Hg), ღებინება და დიარეა, რომლებსაც კუპირებდნენ სითხის ჩანაცვლებით და შეიძლებოდა პაციენტის გაწერა იმავე დღეს. მწვავე ჰიპოტენზიის შემთხვევაში, რომელიც ვითარდება დოზის გადაჭარბების შემდეგ, უნდა ჩატარდეს კარდიოტროპული თერაპია. ნორმალური არტერიული წნევის და გულისცემის სიხშირის დასაბრუნებლად პაციენტი უნდა გადაიყვანონ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. თუ სიმპტომები ნარჩუნდება, უნდა იქნას შეყვანილი პლაზმის შემცვლელი საშუალებები და, აუცილებლობის შემთხვევაში, სისხლძარღვების შემავიწროებელი პრეპარატები. საჭიროა თირკმლის ფუნქციის კონტროლი და ზოგადი შემანარჩუნებელი ზომების გამოყენება. ვინაიდან ტამსულოზინი მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული ცილებთან, დიალიზის ჩატარება არ არის მიზანშეწონილი.
შეწოვის თავიდან ასაცილებლად შესაძლებელია ისეთი ზომების მიღება, როგორიცაა ღებინება. სამკურნალო საშუალების დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში შესაძლებელია ჩატარდეს კუჭის ამორეცხვა, ასევე გააქტიურებული ნახშირისა და ისეთი ოსმოსური საფაღარათო საშუალების შეყვანა, როგორიცაა ნატრიუმის სულფატი.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან
დუტასტერიდ/ტამსულოზინის კომბინაციის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა. შემდეგი მონაცემები ასახავს ინფორმაციას ცალკეული კომპონენტების შესახებ.
დუტასტერიდი
სხვა სამკურნალო პრეპარატების გავლენა დუტასტერიდის ფარმაკოკინეტიკაზე
დუტასტერიდი ძირითადად გამოიყოფა მეტაბოლიზმის გზით. In vitro კვლევები აჩვენებს, რომ მოცემული მეტაბოლიზმი კატალიზებულია CYP3A4 და CYP3A5 იზოფერმენტებით. CYP3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორებთან ურთიერთქმედების ოფიციალური კვლევები არ ჩატარებულა. თუმცა, პოპულაციური ფარმაკოკინეტიკის კვლევაში დუტასტერიდის კონცენტრაცია სისხლის შრატში იყო საშუალოდ 1,6-1,8-ჯერ მაღალი იმ პაციენტების მცირე რაოდენობაში, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ ვერაპამილსა ან დილთიაზემს (CYP3A4-ს ზომიერი ინჰიბიტორები და P-გლიკოპროტეინის ინჰიბიტორები), ვიდრე სხვა პაციენტებთან შესაბამისად.
დუტასტერიდის ხანგრძლივმა დანიშვნამ იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც წარმოადგენენ CYP3A4 ფერმენტის ძლიერ ინჰიბიტორებს (მაგალითად, რიტონავირი , ინდინავირი , ნეფაზოდონი , იტრაკონაზოლი , კეტოკონაზოლი ორალური გამოყენების დროს) შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შრატში დუტასტერიდის კონცენტრაციის მატება. 5α-რედუქტაზას შემდგომი ინჰიბირება დუტასტერიდის გაზრდილი ექსპოზიციის შემთხვევაში ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა, გვერდითი ეფექტების განვითარების დროს, უნდა იქნას განხილული დუტასტერიდის მიღების სიხშირის შემცირება . უნდა აღინიშნოს, რომ ფერმენტის მოქმედების დათრგუნვის შემთხვევაში, ნახევარგამოყოფის ხანგრძლივი პერიოდი შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს, რის შედეგადაც ახალი წონასწორული მდგომარეობის მისაღწევად შესაძლოა საჭირო გახდეს 6 თვეზე უფრო ხანგრძლივი თანმხლები თერაპია.
დუტასტერიდის მოქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატების ფარმაკოკინეტიკაზე
მცირე ნიმუშზე (n=24) ორი კვირის ხანგრძლივობის კვლევაში ჯანმრთელ მამაკაცების მონაწილეობით, დუტასტერიდმა (0.5 მგ დღე-ღამეში) არ იმოქმედა ტამსულოზინის ან ტერაზოსინის ფარმაკოკინეტიკაზე. მოცემულ კვლევაში ასევე არ იქნა ნაპოვნი ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედების ნიშნები.
დუტასტერიდი არ მოქმედებს ვარფარინის ან დიგოქსინის ფარმაკოკინეტიკაზე. ეს მიუთითებს იმაზე, რომ დუტასტერიდი არ აინჰიბირებს/ინდუცირებს CYP2C9-ს ან P-გლიკოპროტეინის სატრანსპორტო ცილას. In vitro ურთიერთქმედების კვლევები აჩვენებს, რომ დუტასტერიდი არ აინჰიბირებს CYP1A2, CYP2D6, CYP2C9, CYP2C19 ან CYP3A4 ფერმენტებს.
ტამსულოზინი
ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის ერთდროულმა გამოყენებამ პრეპარატებთან, რომლებსაც შეუძლიათ არტერიული წნევის დაქვეითება, მათ შორის ანესთეტიკები, ფოსფოდიესტერაზას ინჰიბიტორები (ფდე-5) და სხვა α1- ადრენორეცეპტორების ანტაგონისტები, შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოტენზიური ეფექტის გაზრდა. დუტასტერიდი / ტამსულოზინი არ უნდა იქნას გამოყენებული კომბინაციაში სხვა α1- ადრენერგულ ანტაგონისტებთან ერთად
ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის და კეტოკონაზოლის (CYP3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორი) ერთდროულმა გამოყენებამ გამოიწვია ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის C max და AUC-ის მატება 2,2 და 2,8-ჯერ, შესაბამისად. ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის და პაროქსეტინის (CYP2D6-ის ძლიერი ინჰიბიტორი) ერთდროულმა გამოყენებამ გამოიწვია ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის C max და AUC მატება შესაბამისად 1,3 და 1,6-ჯერ. ექსპოზიციის მსგავსი ზრდა მოსალოდნელია CYP2D6-ის ნელი მეტაბოლიზმის მქონე პაციენტებში ინტენსიური მეტაბოლიზმის მქონე პაციენტებთან შედარებით CYP3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორთან ერთად მიღებისას. CYP3A4 და CYP2D6 ინჰიბიტორების ტამსულოზინის ჰიდროქლორიდთან ერთდროული გამოყენების გავლენა კლინიკური თვალსაზრისით არ არის შეფასებული, მაგრამ არსებობს ტამსულოზინის ექსპოზიციის მნიშვნელოვანი გაზრდის შესაძლებლობა .
ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის (0,4 მგ) და ციმეტიდინის (400 მგ ყოველ ექვს საათში ექვსი დღის განმავლობაში) ერთდროულმა გამოყენებამ გამოიწვია ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის კლირენსის დაქვეითება (26%-ით) და AUC-ის ზრდა (44%-ით) .უნდა იქნას დაცული სიფრთხილე დუტასტერიდის / ტამსულოზინის და ციმეტიდინის ერთდროული გამოყენებისას .
ტამსულოზინის ჰიდროქლორიდსა და ვარფარინს შორის წამლებსშორისი ურთიერთმოქმედების შესაჯამებელი კვლევა არ ჩატარებულა. შეზღუდული კვლევების შედეგები in vitro და in vivo არ იძლევა საბოლოო დასკვნების გაკეთების საშუალებას. თუმცა, დიკლოფენაკმა და ვარფარინმა შეიძლება გაზარდონ ტამსულოზინის გამოყოფის სიჩქარე. საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა ვარფარინისა და ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის ერთდროული გამოყენების დროს.
ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის ატენოლოლთან, ენალაპრილთან , ნიფედიპინთან ან თეოფილინთან ერთდროული გამოყენებისას სამკურნალო ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა. ფუროსემიდთან ერთდროული გამოყენება იწვევს სისხლის პლაზმაში ტამსულოზინის დონის დაქვეითებას, მაგრამ ვინაიდან დონეები რჩება ნორმის ფარგლებში, დოზირების რეჟიმის კორექტირება არ არის საჭირო.
დიაზეპამი, პროპრანოლოლი, ტრიქლორმეთიაზიდი, ქლორმადინონი, ამიტრიპტილინი, დიკლოფენაკი, გლიბენკლამიდი , სიმვასტატინი და ვარფარინი არ ცვლიან ტამსულოზინის თავისუფალ ფრაქციას ადამიანის პლაზმაში in vitro. ტამსულოზინი ასევე არ ცვლის დიაზეპამის, პროპრანოლოლის , ტრიქლორმეთიაზიდის და ქლორმადინონის თავისუფალ ფრაქციებს.
განსაკუთრებული მითითებები
კომბინირებული თერაპია უნდა იქნას დანიშნული „სარგებელი-რისკის“ თანაფარდობის გულდასმით შეფასების შემდეგ არასასურველი მოვლენების განვითარების პოტენციური გაზრდილი რისკის გამო (გულის უკმარისობის ჩათვლით) და ალტერნატიული მკურნალობის ვარიანტების განხილვის შემდეგ, მონოთერაპიის ჩათვლით.
წინამდებარე ჯირკვლის კიბო და მაღალი ხარისხის სიმსივნეები
4-წლიანი, მულტიცენტრული, რანდომიზებული, ორმაგად ბრმა, პლაცებო-კონტროლირებადი REDUCE კვლევაში შეისწავლებოდა დუტასტერიდის დოზით 0.5 მგ დღე-ღამეში გავლენა წინამდებარე ჯირკვლის კიბოს განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში (მათ შორის 50-დან 75 წლამდე ასაკის მამაკაცებში პსა-ს დონით 2,5 ნგ /მლ-დან 10 ნგ /მლ-მდე და წინამდებარე ჯირკვლის ბიოფსიის უარყოფითი შედეგით კვლევაში ჩართვამდე 6 თვით ადრე) პლაცებოსთან შედარებით. მოცემული კვლევის შედეგებმა გამოავლინა წინამდებარე ჯირკვლის კიბოს უფრო მეტი შემთხვევა გლისონის შკალის 8-10 ქულით შეფასებული მამაკაცებში, რომლებიც იღებდნენ დუტასტერიდს (n=29, 0.9%) პლაცებოს ჯგუფთან შედარებით (n=19, 0.6%). მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დუტასტერიდის გამოყენებასა და გლისონის შკალით 8-10 ქულით შეფასებული წინამდებარე ჯირკვლის კიბოს განვითარებას შორის არ არის დადგენილი. ამგვარად, მამაკაცები, რომლებიც იღებენ პრეპარატ დუოქსოზინს, რეგულარულად უნდა იქნან შემოწმებულნი წინამდებარე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკის შეფასებასთან დაკავშირებით.
პროსტატის სპეციფიკური ანტიგენი (პსა)
სისხლის შრატში პსა-ს კონცენტრაცია მნიშვნელოვანი კომპონენტია წინამდებარე ჯირკვლის კიბოს გამოვლენის საკითხში. 6 თვის მკურნალობის შემდეგ პრეპარატი დუქსოზინი იწვევს სისხლის შრატში პსა-ს საშუალო კონცენტრაციის დაქვეითებას დაახლოებით 50%-ით.
პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ პრეპარატს, უნდა იქნას დადგენილი ახალი საბაზისო პსა-ს კონცენტრაციამოცემული პრეპარატით 6 თვის მკურნალობის შემდეგ. ამის შემდეგ რეკომენდებულია პსა-ს შემცველობის რეგულარული კონტროლი. PSA-ს კონცენტრაციის ნებისმიერი დადასტურებული ზრდა მისი ყველაზე დაბალი მნიშვნელობიდან პრეპარატის მიღებისას შეიძლება მოწმობდეს წინამდებარე ჯირკვლის კიბოს განვითარებაზე ან თერაპიის რეჟიმის დარღვევაზე და უნდა იყოს გულდასმით შეფასებული, მაშინაც კი, თუ პსა-ს ეს კონცენტრაციები რჩება ნორმალური მნიშვნელობების ფარგლებში მამაკაცებისთვის, რომლებიც არ იღებენ 5α- რედუქტაზას ინჰიბიტორს. პსა-ს კონცენტრაციის მნიშვნელობების ინტერპრეტაციისას პაციენტისთვის, რომელიც იღებს დუტასტერიდს , შედარებისთვის უნდა იქნას გამოყენებული პსა-ს მანამდელი მნიშვნელობები .
პსა-ს ახალი საბაზისო კონცენტრაციის დადგენის შემდეგ,პრეპარატ დუოქსოზინით მკურნალობა არ ახდენს გავლენას პსა-ს კონცენტრაციის განსაზღვრის დიაგნოსტიკურ, როგორც წინამდებარე ჯირკვლის კიბოს მარკერის, მნიშვნელობაზე, .
მთლიანი პსა-ს კონცენტრაცია სისხლის შრატში უბრუნდება საწყის მნიშვნელობას მკურნალობის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში. თავისუფალი პსა-ს კონცენტრაციის თანაფარდობა მთლიანთან რჩება მუდმივი პრეპარატით მკურნალობის ფონზეც კი. თუ კლინიცისტები გადაწყვეტენ გამოიყენონ პსა-ს თავისუფალი ფრაქციის პროცენტული შემადგენლობის განსაზღვრა, როგორც წინამდებარე ჯირკვლის კიბოს მარკერი მამაკაცებში, რომლებიც მკურნალობენ დუოქსოზინით , ამ ინდიკატორის კორექტირება არ არის საჭირო.
პრეპარატ დუოქსოზინით მკურნალობის დაწყებამდე და შემდგომში პერიოდულად პაციენტებს უნდა ჩაუტარდეს რექტალური გამოკვლევა თითით და უნდა იქნას გამოყენებული წინამდებარე ჯირკვლის კიბოს ან სხვა დაავადებების,რომლებმაც შეიძლება გამოავლინონ ისეთივე სიმპტომები,როგორც წინამდებარე ჯირკვლის კიბომ, დიაგნოსტიკის სხვა მეთოდები.
არასასურველი მოვლენები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ
ორ 4-წლიან კლინიკურ კვლევაში გულის უკმარისობის განვითარების სიხშირე (ზოგადი ტერმინი დარეგისტრირებული მოვლენებისათვის, რომლებიც წარმოდგენილია ძირითადად გულის უკმარისობით და გულის ქრონიკული უკმარისობით) იყო რამდენადმე მაღალი პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ დუტასტერიდის და α1- ადრენორეცეპტორების ანტაგონისტის კომბინაციით, ძირითადად. ტამსულოზინის, ვიდრე პაციენტებში, რომლებიც არ იღებენ კომბინირებულ მკურნალობას. თუმცა, მოცემულ კვლევებში გულის უკმარისობის განვითარების სიხშირე უფრო დაბალი იყო აქტიური მკურნალობის ჯგუფში ყველა პლაცებოს ჯგუფთან შედარებით, ხოლო სხვა არსებული მონაცემები დუტასტერიდის ან α 1 - ადრენორეცეპტორების ანტაგონისტების შესახებ არ ადასტურებენ დასკვნას არასასურველი მოვლენების განვითარების გაზრდილი რისკის შესახებ გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ.
სარძევე ჯირკვლის ნეოპლაზმები
კლინიკური კვლევების დროს და რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში ადგილი ჰქონდა იშვიათ შეტყობინებებს სარძევე ჯირჯვლის კიბოს განვითარების შესახებ მამაკაცებში, რომლებიც იღებდნენ დუტასტერიდს.თუმცა, ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემები არ მიუთითებენ სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკის ზრდაზე მამაკაცებში 5α-რედუქტაზას ინჰიბიტორების გამოყენებისას. სპეციალისტებმა უნდა მიაწოდონ ინფორმაცია თავიანთ პაციენტებს დაუყოვნებლივ შეატყობინონ სარძევე ჯირკვლის ნებისმიერი ცვლილების შესახებ, როგორიცაა გამკვრივება სარძევე ჯირკვლებში ან გამონადენი ძუძუს თავუდან.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
თირკმლის ფუნქციისმძიმე დარღვევის მქონე პაციენტების მკურნალობას (კკ ნაკლები 10 მლ/წთ-ზე) უნდა მივუდგეთ სიფრთხილით, ვინაიდან ამ კატეგორიის პაციენტებში პრეპარატის გამოყენება შესწავლილი არ არის.
ჰიპოტენზია
ორთოსტატული: ისევე როგორც α 1 -ადრენორეცეპტორების სხვა ანტაგონისტების შემთხვევაში, ტამსულოზინით მკურნალობის დროს შეიძლება მოხდეს არტერიული წნევის დაქვეითება , რამაც, იშვიათ შემთხვევებში,შეიძლება გამოიწვიოს გულის წასვლა. პაციენტები, რომლებიც იწყებენ პრეპარატ დუოქსოზინით მკურნალობას, უნდა იქნან გაფრთხილებულნი, რომ საჭიროა დაჯდომა ან დაწოლა ორთოსტატული ჰიპოტენზიის პირველი ნიშნების დროს (თავბრუსხვევა, სისუსტე) და დარჩენა ამ მდგომარეობაში მანამ,სანამ სიმპტომები არ გაქრება.
ორთოსტატული ჰიპოტენზიის განვითარების შესაძლებლობის მინიმუმამდე დასაყვანად პაციენტებში, რომლებიც იღებენ α1 -ადრენობლოკატორებს, ფდე-5 ინჰიბიტორების მიღება უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი მიაღწევენ ჰემოდინამიკურ სტაბილიზაციას.
სიმპტომატური: რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა, როდესაც α- ადრენობლოკატორები, მათ შორის ტამსულოზინი, ერთდროულად გამოიყენება ფდე-5 ინჰიბიტორებთან (მაგ., სილდენაფილთან, ტადალაფილთან, ვარდენაფილთან). α1- ადრენორეცეპტორების ანტაგონისტები და ფდე-5 ინჰიბიტორები არიან სისხლძარღვთა გამაფართოიბელი საშუალებები, რომლებსაც შეუძლიათ არტერიული წნევის დაქვეითება. მოცემული ორი კლასის პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომური ჰიპოტენზია.
ატონური ირისის ინტრაოპერაციული სინდრომი
ინტრაოპერაციული ატონური ირისის სინდრომი ( IFIS , შეკუმშული გუგის სინდრომის ვარიანტი) დაფიქსირდა კატარაქტის ოპერაციის დროს ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც მკურნალობენ ან ადრე მკურნალობდნენ ტამსულოზინით. IFIS-ის არსებობამ შეიძლება გაზარდოს თვალის გართულებების რისკი ოპერაციის დროს და მის შემდეგ. ამიტომ, არ არის რეკომენდებული პრეპარატ დუოქსოზინით თერაპიის დაწყება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ დაგეგმილი კატარაქტის ოპერაცია.
პრეოპერაციული შეფასების დროს, კატარაქტის ამოკვეთაზე დასპეციალიზირებულმა ქირურგებმა და ოფთალმოლოგიურმა გუნდებმა უნდა გაითვალისწილნონ, იღებენ თუ არა მკურნალობას პრეპარატ დუოქსოზინით პაციენტებს,რომლებსაც დანიშნული აქვთ კატარაქტის ამოკვეთის ოპერაცია, რათა უზრუნველყონ IFIS კონტროლის შესაბამისი ზომების მიღება ოპერაციის დროს.
ტამსულოზინის შეწყვეტა კატარაქტის ამოკვეთის ოპერაციამდე 1-2 კვირით ადრე, ზოგიერთი მონაცემებით, მიზანშეწონილია, მაგრამ კატარაქტის ოპერაციამდე თერაპიის შეწყვეტის სარგებელი და ხანგრძლივობა კატარაქტის ამოკვეთის ოპერაციამდე ჯერ არ არის დადგენილი.
კაფსულის შემადგენელის გაჟონვა
დუტასტერიდი შეიწოვება კანით, ამიტომ ქალები, ბავშვები და მოზარდები არ უნდა შეეხონ კაფსულებს, რომლებიც ჟონავს. გაჟონვად კაფსულებთან კონტაქტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ კონტაქტის ადგილი საპნითა და წყლით.
CYP3A4 და CYP2D6 ინჰიბიტორები
ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის ერთდროულმა გამოყენებამ CYP3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორებთან (მაგ., კეტოკონაზოლი) ან, ნაკლებად, CYP2D6-ის ძლიერ ინჰიბიტორებთან (მაგ. პაროქსეტინი ), შეიძლება გაზარდოს ტამსულოზინის ექსპოზიცია. ამიტომ, ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის დანიშვნა არ არის რეკომენდებული იმ პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ ძლიერ CYP3A4 ინჰიბიტორს და სიფრთხილით უნდა იქნას დანიშნული პაციენტებში, რომლებიც იღებენ ზომიერად აქტიურ CYP3A4 ინჰიბიტორს, გამოხატული ან ზომიერი აქტიურობის CYP2D6 ინჰიბიტორს, CYP3A4 და CYP2D6-ის ინჰიბიტორების კომბინაციას ან პაციენტებში,რომლებსაც აქვთ CYP2D6 იზოფერმენტის ცნობილი დაბალი დონის მეტაბოლური აქტივობა.
პრეპარატის გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე.
დუტასტერიდის/ტამსულოზინის გავლენის შესწავლა სატრანსპორტო საშუალების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე არ ჩატარებულა. თუმცა, პაციენტები პრეპარატ დუოქსოზინის მიღებისას ინფორმირებულნი უნდა იყვნენ ორთოსტატიურ ჰიპოტენზიასთან დაკავშირებული სიმპტომების შესაძლო გაჩენის შესახებ, ისეთების, როგორიცაა თავბრუსხვევა.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
30 ან 90 კაფსულა თეთრ, მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონში, დალუქული პოლიპროპილენის ხრახნიანი თავსახურით, პირველი გახსნის კონტროლის რგოლით, რომელიც შეიცავს ტენის შემწოვ საშუალებას სილიკაგელის ბაზაზე.
1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს შეფუთვაში.
ვარგისობის ვადა
2 წელი. გახსნილი ფლაკონი გამოიყენეთ 90 დღის განმავლობაში.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ!
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
სოფარმა სს, ბულგარეთი
ილიენსკოე შოსეს 16, სოფია 1220, ბულგარეთი/ 16 Iliensko Shosse Str., Sofia 1220, Bulgaria
ტელ.: +359 02 81 34 200
ელ.ფოსტა: [email protected]
მწარმოებელი
„ლაბორატორიოს ლეონ ფარმა ს.ა. „
კ/ლა ვალლინა ს / ნ .; ნავატეხერას საწარმო ტერიტორია,
ვილაკვილამბრე-24193, ლეონი, ესპანეთი
მომხმარებლის პრეტენზიების მიმღები ორგანიზაცია
შპს „სოფარმა რუს“
127030, მოსკოვი, ტვერსკოის მუნიციპალური ოლქი, ქალაქის შიდა ტერიტორია,
ნოვოსლობოდსკაიას ქ., 31, კორპუსი 4
ტელ.: +7 (495) 127 1011
ელ. ფოსტა: [email protected]
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.