პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
უროლოგიური საშუალებები

დუოდარტი

DUODART

რეცეპტით0.5მგ + 0.4მგინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

დუოდარტი კურნავს და ახდენს პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის (BPH) პროგრესირების პრევენციას სიმპტომების შემსუბუქების, პროსტატის ზომის შემცირების, შარდის ნაკადის გაუმჯობესების გზით და ასევე ამცირებს შარდის მწვავე შეკავების (AUR) განვითარების რისკს და BPH-ის გამო ქირურგიული ოპერაციის საჭიროებას.

სრულად
ფორმა და შეფუთვა
0.5მგ + 0.4მგ მყარი კაფსულა №30 მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონში
მწარმოებელი
Catalent Germany Schorndorf GmbH, გერმანია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
უროლოგიური საშუალებები, ალფა-ადრენორეცეპტორების ანტაგონისტები
ATC კოდი
G04CA52
რეგისტრაციის ნომერი
რ-038485
რეგისტრირებულია
30 ივნისი 2023, მოქმედებს 30 ივნისი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
GlaxoSmithKline Export Ltd (დიდი ბრიტანეთი)
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებადუოდარტი და სხვა წამალი ერთად

დუოდარტი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

დუოდარტი კურნავს და ახდენს პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის (BPH) პროგრესირების პრევენციას სიმპტომების შემსუბუქების, პროსტატის ზომის შემცირების, შარდის ნაკადის გაუმჯობესების გზით და ასევე ამცირებს შარდის მწვავე შეკავების (AUR) განვითარების რისკს და BPH-ის გამო ქირურგიული ოპერაციის საჭიროებას.

უკუჩვენებები

დუოდარტი უკუნაჩვენებია პაციენტებში, ცნობილი ჰიპერმგრძნობელობით დუტასტერიდის, 5-ალფა-რედუქტაზას ინჰიბიტორების (5-ARI), ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის ან პრეპარატის ფარმაცევტული ფორმის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

დუოდარტი უკუნაჩვენებია ქალებსა და ბავშვებში გამოყენებისთვის (იხ. ორსულობა და ლაქტაცია).

სიფრთხილის ზომები

პროსტატის კიბო

წლიან კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 50-75 წლის ასაკის 8,000 მამაკაცი, რომელთა წინასწარი ბიოფსიის შედეგიც პროსტატის კიბოზე იყო უარყოფითი, PSA (პროსტატის სპეციფიკური ანტიგენი) საბაზისო დონე - 2.5 - 10ნგ/მლ (REDUCE კვლევა), 1,517 მამაკაცს დაესვა პროსტატის კიბოს დიაგნოზი. იმ ჯგუფის პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დუტასტერიდს, გლისონის ჯამით 8-10 პროსტატის კიბოს სიხშირე იყო უფრო მაღალი (n=29, 0.9%) ვიდრე პლაცებოს ჯგუფში (n=19, 0.6%). არ აღინიშნა გლისონის ჯამით 5-6 ან 7-10 პროსტატის კიბოს სიხშირის ზრდა. მიზეზობრივი კავშირი დუტასტერიდსა და მაღალი გრეიდის პროსტატის კიბოს შორის დადგენილი არ არის. რიცხობრივი დისბალანსის კლინიკური მნიშვნელობა უცნობია. მამაკაცებში, რომლებიც იღებენ დუტასტერიდს, რეგულარულად უნდა მოხდეს პროსტატის კიბოს რისკის შეფასება PSA ტესტის ჩათვლით.

შემდგომი დაკვირვების დამატებით 2-წლიან კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდნენ პაციენტები დუტასტერიდის ქემოპრევენციის (REDUCE) კვლევიდან, დიაგნოსტირებულ იქნა პროსტატის კიბოს ახალი შემთხვევების დაბალი სიხშირე (დუტასტერიდი [n=14, 1.2%] და პლაცებო [n=7, 0.7%]), არ გამოვლენილა გლისონის ჯამით 8-10 პროსტატის კიბოს ახალი შემთხვევა.

შემდგომი დაკვირვების სხვა ხანგრძლივმა (18 წლამდე) 5-ARI (ფინასტერიდი) ქემოპრევენციის კვლევამ აჩვენა, რომ ვირთაგვებში საერთო სიცოცხლისუნარიანობა (HR 1.02, 95% CI 0.97-1.08) ან სიცოცხლისუნარიანობა პროსტატის კიბოს დიაგნოზის შემდეგ (HR 1.01, 95% CI 0.85-1.20) სტატისტიკურად მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა ფინასტერიდსა და პლაცებოს შორის.

პროსტატის სპეციფიკური ანტიგენი

PSA-ის კონცენტრაცია სკრინინგის პროცესის მნიშვნელოვანი კომპონენტია პროსტატის კიბოს აღმოსაჩენად. დუტასტერიდი იწვევს შრატში საშუალო PSA დონის დაქვეითებას დაახლოებით 50%-ით 6-თვიანი მკურნალობის შემდეგ.

პაციენტებში, რომლებიც იღებენ დუოდარტს უნდა დადგინდეს PSA-ის ახალი საბაზისო დონე დუტასტერიდით 6-თვიანი მკურნალობის შემდეგ. რეკომენდებულია PSA-ის დონის რეგულარული მონიტორინგი შემდგომში. დაბალი PSA-ის დონის ნებისმიერი დადასტურებული მომატება დუოდარტით მკურნალობის დროს შეიძლება მიუთითებდეს პროსტატის კიბოს არსებობაზე ან დუოდარტით თერაპიის არაშესაბამისობაზე და ფრთხილად უნდა შეფასდეს იმ შემთხვევაშიც, თუ ეს მაჩვენებლები მაინც ნორმის ფარგლებშია მამაკაცებისთვის, რომლებიც არ იღებენ 5-ალფა რედუქტაზას ინჰიბიტორებს (იხ. კლინიკური კვლევები). PSA-ის სიდიდეების ინტერპრეტაციისას იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ დუტასტერიდს, შესადარებლად აღებულ უნდა იქნეს PSA-ს წინა სიდეები.

დუოდარტით მკურნალობა არ ეწინააღმდეგება PSA-ის გამოყენებას, როგორც ინსტრუმენტის, პროსტატის კიბოს დიაგნოსტირებისთვის ახალი საბაზისო დონის განსაზღვრის შემდეგ.

შრატში საერთო PSA-ის დონეები ნორმას უბრუნდება მკურნალობის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში.

თავისუფალი და საერთო PSA-ის ფარდობა რჩება მუდმივი დუტასტერიდის გავლენის ქვეშაც კი. თუ ექიმი ირჩევს პროცენტულად თავისუფალ PSA-ის პროსტატის კიბოს აღმოჩენის დამხმარე საშუალების სახით მამაკაცებში, რომლებიც იტარებენ დუოდარტით მკურნალობას, მისი სიდიდის კორექცია აუცილებელი არ არის.

თითით რექტალური გასინჯვა, ისევე როგორც პროსტატის კიბოს სხვა სახის შეფასება, უნდა განხორციელდეს პროსტატის კეთილთვისებიანი სიმსივნით (BPH) დაავადებულ პაციენტებში დუოდარტით მკურნალობის დაწყებამდე და შემდგომ პერიოდულად.

გულ-სისხლძარღვთა გვერდითი მოვლენები

ორ 4-წლიან კვლევაში გულის უკმარისობის განვითარების სიხშირე (გულის დაავადებების კომბინირებული ტერმინი ძირითადად მოიცავს – გულის პირველად უკმარისობას და გულის შეგუბებით უკმარისობას) უფრო მაღალი იყო სუბიექტებში, რომლებიც იღებდნენ დუტასტერიდის და ალფა-ბლოკერის კომბინაციას, ძირითადად ტამსულოზინს, ვიდრე პაციენტებში, რომლებიც არ იღებდნენ ამ კომბინაციას. ამ ორ კვლევაში გულის უკმარისობის სიხშირე იყო დაბალი (≤1%) და ცვალებადი კვლევებს შორის. დისბალანსი არ აღინიშნა გულ-სისხლძარღვთა გვერდითი მოვლენებს შორის არცერთ კვლევაში. დუტასტერიდს (მარტო ან ალფა-ბლოკერთან კომბინაციაში) და გულის უკმარისობას შორის მიზეზობრივი კავშირი დადგენილი არ არის (იხ. კლინიკური კვლევები).

12 რანდომიზებული, პლაცებო- ან კომპარატორ-გაკონტროლებული კლინიკური კვლევების (n=18,802) მეტა-ანალიზში, რომელიც აფასებდა კარდიოვასკულარული გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს დუტასტერიდის გამოყენების დროს (საკონტროლოსთან შედარებით), გულის უკმარისობის (RR 1.05; 95% CI 0.71, 1.57), მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის (RR 1.00; 95% CI 0.77, 1.30) ან ინსულტის (RR 1.20; 95% CI 0.88, 1.64) თანამიმდევრული სტატისტიკურად მნიშვნელოვანი რისკის მატება არ გამოვლენილა.

ძუძუს კიბო

ძუძუს კიბო იშვიათი შემთხვევები აღწერილია მამაკაცებში, რომლებიც იღებდნენ დუტასტერიდს კლინიკურ კვლევებში და პოსტმარკეტინგულ პერიოდში. თუმცა ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა გამოავლინა, რომ მამაკაცის ძუძუს კიბოს განვითარების რისკი არ იზრდება 5-ARI-ების გამოყენებისას (იხ. კლინიკური კვლევები). ექიმებმა პაციენტებს უნდა აუხსნან, რომ ძუძუს ქსოვილის ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში, როგორიცაა კვანძები ან დვრილებიდან გამონადენი, დაუყოვნებლივ აცნობონ ექიმს..

ორთოსტატიკული ჰიპოტენზია

როგორც სხვა ალფა-1 ადრენერგული ბლოკატორების შემთხვევაში, ორთოსტატიკული ჰიპოტენზია შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ტამსულოზინით, რამაც იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს სინკოპე. პაციენტებს, რომლებიც იწყებენ დუოდარტით მკურნალობას უნდა ეცნობოთ, რომ გამოიჩინონ სიფრთხილე დაჯდომის ან დაწოლის დროს ორთოსტატული ჰიპოტენზიის პირველი ნიშნებისას (თავბრუსხვევა და ვერტიგო) სიმპტომების მოხსნამდე.

სიფრთხილეა საჭირო, როდესაც ალფა-ადრენერგული ბლოკატორები, ტამსულოზინის ჩათვლით, მიიღება ფოსფოდიესთერაზა ტიპი 5-ის (PDE5) ინჰიბიტორებთან ერთად. ალფა-ადრენერგული ბლოკატორები და PDE5 ინჰიბიტორები არიან ვაზოდილატატორები, რომლებიც ამცირებენ სისხლის წნევას. ამ ორი ჯგუფის პრეპარატების ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომური ჰიპოტენზია (იხ. ურთიერთქმედებები).

ფერადი გარსის (ირისის) დარბილების ინტრაოპერაციული სინდრომი

ფერადი გარსის (ირისის) დარბილების ინტრაოპერაციული სინდრომი (IFIS, პატარა გუგის სინდრომის ვარიანტი) დაფიქსირდა კატარაქტის ოპერაციის დროს ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც მკურნალობდნენ ალფა-1 ადრენერგული ბლოკატორებით, ტამსულოზინის ჩათვლით. IFIS-მა შეიძლება გამოიწვიოს ოპერაციის დროს და შემდგომ პერიოდში თვალის მხრივ გართულებების ზრდა.

პრეოპერაციული შეფასებისას, კატარაქტის ქირურგებმა და ოფთალმოლოგების გუნდმა უნდა გაარკვიოს მკურნალობს ან მკურნალობდა თუ არა პაციენტი დუოდარტით, რათა მოხდეს შესაბამისი ზომების მიღება IFIS-განვითარების შემთხვევაში.

ტამსულოზინის მოხსნა კატარაქტის ოპერაციამდე 1-2 კვირით ადრე მიჩნეულია სასარგებლოდ, მაგრამ კატარაქტის ოპერაციამდე თერაპიის შეწყვეტის სარგებლობა და ხანგრძლივობა ჯერჯერობით არ არის დადგენილი (იხ. გვერდითი რეაქციები).

გაჟონვადი კაფსულები

დუტასტერიდი შეიწოვება კანიდან, აქედან გამომდინარე ქალები და ბავშვები უნდა მოერიდონ გაჟონვად კაფსულებთან კონტაქტს. თუ ადგილი აქვს გაჟონვად კაფსულებთან კონტაქტს, კონტაქტის არე დაუყოვნებლივ ჩამობანილ უნდა იქნეს საპნითა და წყლით (იხ. ორსულობა და ლაქტაცია).

CYP3A4 და CYP2D6-ის ინჰიბიტორები

ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის CYP3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორებთან (მაგ., კეტოკონაზოლი), ან ნაკლებად, CYP2D6-ის ძლიერ ინჰიბიტორებთან (მაგ., პაროქსეტინი) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ტამსულოზინის ექსპოზიცია (იხ. ურთიერთქმედებები). აქედან გამომდინარე ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი რეკომენდებული არ არის პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ CYP3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორებს და სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომლებიც იღებენ CYP3A4-ის საშუალო სიძლიერის ინჰიბიტორებს (მაგ. ერითრომიცინი), ძლიერ ან სუსტ CYP2D6-ის ინჰიბიტორებს, ორივე CYP3A4-ის და CYP2D6-ის ინჰიბიტორების კომბინაციას, ან პაციენტებში, რომლებშიც დაქვეითებულია CYP2D6-ის მეტაბოლიზმი.

ღვიძლის დაზიანება

ღვიძლის დაზიანების გავლენა დუტასტერიდის ფარმაკოკინეტიკაზე შესწავლილი არ არის. რადგან დუტასტერიდი ინტენსიურად მეტაბოლიზდება და ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს 3-5 კვირას, სიფრთხილეა საჭირო დუტასტერიდის გამოყენებისას ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში (იხ. დოზირება და მიღების წესი და ფარმაკოკინეტიკა).

გუნება-განწყობის ცვლილებები და დეპრესია

გუნება-განწყობის ცვლილებები, მათ შორის დეპრესიული განწყობა, დეპრესია და ნაკლებად ხშირად სუიციდური აზრები, აღწერილ იქნა სხვა პერორალური 5-ARI-ით ნამკურნალებ პაციენტებში. პაციენტებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია, რომ მიმართონ ექიმს, თუ აღინიშნება რომელიმე ეს სიმპტომი (იხ. გვერდითი რეაქციები).

დამხმარე ნივთიერებები

დუოდარტი შეიცავს საღებავ აგენტს: ნარინჯისფერ-ყვითელი (Sunset Yellow) FCF (E110 ან FD&C Yellow 6), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული ტიპის რეაქციები.

ურთიერთქმედებები

დუოდარტის ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა. შემდეგი მონაცემები მოიცავს ინდივიდუალური კომპონენტების შესახებ ინფორმაციას.

დუტასტერიდი

In vitro წამლის მეტაბოლიზმის კვლევები აჩვენებს, რომ დუტასტერიდი მეტაბოლიზდება ადამიანის ციტოქრომა P450 სისტემის იზოფერმენტ CYP3A4-ით. აქედან გამომდინარე სისხლში დუტასტერიდის კონცენტრაცია შეიძლება გაიზარდოს CYP3A4 ინჰიბიტორების გამოყენებისას.

II ფაზის კვლევების მონაცემებმა აჩვენა დუტასტერიდის კლირენსის დაქვეითება CYP3A4-ის ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებისას, როგორიცაა ვერაპამილი (37%) და დილთიაზემი (44%). ამის საწინააღმდეგოდ, კლირენსის დაქვეითება არ აღინიშნა, როდესაც დუტასტერიდთან ერთად გამოიყენებოდა ამლოდიპინი, კალციუმის არხების სხვა ანტაგონისტები. კლირენსის დაქვეითება და დუტასტერიდის შემდგომი ექსპოზიციის ზრდა CYP3A4-ის ინჰიბიტორების გამოყენებისას სავარაუდოდ კლინიკურად ნაკლებად მნიშვნელოვანი იქნება უსაფრთხოების ფართო პროფილის გამო (პაციენტებში გამოიყენებოდა რეკომენდებულ დოზაზე 10-ჯერ მაღალი დოზა 6 თვის განმავლობაში). აქედან გამომდინარე დოზა კორექციას არ საჭიროებს.

In vitro დუტასტერიდი არ მეტაბოლიზდება ადამიანის ციტოქრომაPP450 სისტემის იზოფერმენტებით - CYP1A2, CYP2A6, CYP2E1, CYP2C8, CYP2C9, CYP2C19, CYP2B6 და CYP2D6.

დუტასტერიდი არც in vitro აინჰიბირებს ადამიანის ციტოქრომა P450 წამლის მეტაბოლიზმში მონაწილე ფერმენტებს და არც in vivo ააქტიურებს ციტოქრომაPP450 იზოფერმენტებს CYP1A, CYP2B და CYP3A ვირთაგვებსა და ძაღლებში,

in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ დუტასტერიდი არ გამოდევნის ვარფარინს, აცენოკუმაროლს, ფენპროკუმონს, დიაზეპამს ან ფენიტოინს პლაზმის ცილებიდან, თავის მხრივ არც ეს მოდელური ნაერთები გამოდევნიან დუტასტერიდს. ნაერთები, რომლებიც შემოწმებულია ადამიანებში წამალთშორის ურთიერთქმედებაზე, მოიცავს ტამსულოზინს, ტერაზოზინს, ვარფარინს, დიგოქსინს და ქოლესტირამინს, და კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ან ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედებები არ გამოვლენილა.

მიუხედავად იმისა, რომ არ ჩატარებულა სპეციფიკური კვლევები სხვა ნაერთებთან ურთიერთქმედების შესაფასებლად, სუბიექტების დაახლოებით 90% ფართო, III ფაზის კვლევებში იღებდა დუტასტერიდს სხვა პრეპარატებთან ერთად. კლინიკურ კვლევებში დუტასტერიდის გამოყენებისას ანტიჰიპერლიპიდემიურ საშუალებებთან, ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბტორებთან, ბეტა-ადრენერგულ ბლოკატორებთან, კალციუმის არხების ბლოკატორებთან, კორტიკოსტეროიდებთან, შარდმდენებთან, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებთან (NSAID-ები), ფოსფოდიესთერაზას V ტიპის ინჰიბიტორებთან და ქინოლონის რიგის ანტიბიოტიკებთან ერთად, არ აღინიშნა კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები.

ტამსულოზინი

არსებობს გაზრდილი ჰიპოტენზიური ეფექტის თეორიული რისკი, როდესაც ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი გამოიყენება პრეპარატებთან ერთად, რომლებმაც შეიძლება შეამციროს არტერიული წნევა, საანესთეზიო საშუალებების, PDE5 ინჰიბიტორების და სხვა ალფა-1 ადრენერგული ბლოკატორების ჩათვლით. დუოდარტი არ უნდა იქნეს გამოყენებული სხვა ალფა-1 ადრენერგულ ბლოკატორებთან ერთად.

ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის და კეტოკონაზოლის (CYP3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორი) ერთად გამოყენებამ გამოიწვია ტამსულოზინის Cmax და AUC-ს 2.2 და 2.8 ფაქტორით ზრდა, შესაბამისად. ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის და პაროქსეტინის (CYP2D6-ის ძლიერი ინჰიბიტორი) ერთად გამოყენებამ გამოიწვია ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის Cmax და AUC-ს ზრდა 1.3 და 1.6 ფაქტორით, შესაბამისად. მოქმედების მსგავსი ზრდა CYP3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორთან ერთად გამოყენებისას მოსალოდნელია CYP2D6-ის სუსტი მეტაბოლიზმის მქონე პირებში ძლიერი მეტაბოლიზმის მქონე პირებთან შედარებით. ორივე CYP3A4 და CYP2D6-ის ინჰიბიტორების ტამსულოზინის ჰიდროქლორიდთან ერთად გამოყენების ეფექტები კლინიკურად არ არის შეფასებული, თუმცა არსებობს ტამსულოზინის ექსპოზიციის მნიშვნელოვნად გაზრდის პოტენციალი (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).

ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის (0.4მგ) და ციმეტიდინის (400მგ 6 საათში ერთხელ 6 დღის განმავლობაში) ერთდორული მიღება იწვევდა კლირენსის დაქვეითებას (26%) და ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის AUC-ის (44%) ზრდას. სიფრთხილეა საჭირო დუოდარტის ციმეტიდინთან ერთად გამოყენებისას.

ტამსულოზინის ჰიდროქლორიდს და ვარფარინს შორის განსაზღვრული წამალთშორისი ურთიერთქმედების კვლევა არ ჩატარებულა. in vitro და in vivo კვლევების შეზღუდული მონაცემები დასკვნის გარეშეა. სიფრთხილეა საჭირო ვარფარინის და ტამსულოზნის ჰიდროქლორიდის ერთად გამოყენებისას.

სამ კვლევაში, სადაც ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი (0,4მგ დღეში 7 დღის განმავლობაში, შემდეგ 0,8მგ დღეში 7 დღის განმავლობაში) გამოიყენებოდა ატენოლოლთან, ენალაპრილთან ან ნიფედიპინთან ერთად 3 თვის განმავლობაში, ურთიერთქმედება არ აღინიშნა; აქედან გამომდინარე დოზის კორექცია საჭირო არ არის როდესაც ეს პრეპარატები გამოიყენება დუოდარტთან ერთად.

ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის (0.4მგ/დღეში ორი დღის განმავლობაში, შემდეგ 0.8მგ/დღეში 5-8 დღის განმავლობაში) და თეოფილინის ერთჯერადი ინტრავენური (ივ) დოზის (5მგ/კგ) გამოყენებამ არ გამოიწვია ცვლილებები თეოფილინის ფარმაკოკინეტიკაში, აქედან გამომდინარე დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის (0,8მგ/დღეში) და ფუროსემიდის ერთჯერადი ივ დოზის (20მგ) ერთად გამოყენება იწვევს ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის Cmax და AUC-ს 11 და 12 %-ით შემცირებას, თუმცა ეს ცვლილებები მოსალოდნელია, რომ კლინიკურად უმნიშვნელო იყოს და დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ორსულობა და ძუძუთი კვება

დუოდარტის ეფექტის გამოსაკვლევად ორსულობაზე, ლაქტაციასა და ფერტილობაზე კვლევები არ ჩატარებულა. ქვემოთ მოცემული ასახავს ინფორმაციას, რომელიც ხელმისაწვდომია ცალეკულ კომპონენტებზე.

ფერტილობა

დუტასტერიდი

დუტასტერიდის 0,5მგ/დღეში დოზის გავლენა სპერმის მახასიათებლებზე შეფასდა 18-52 წლის ასაკის ჯანმრთელ მოხალისეებში (n=27 დუტასტერიდის, n=23 პლაცებო) 52-კვირიანი მკურნალობის და მკურნალობის შემდგომი 24-კვირიანი დაკვირვების განმავლობაში. 52-ე კვირაზე სპერმის საერთო რაოდენობის, სპერმის მოცულობის და სპერმის მოძრაობის საშუალო პროცენტული, შემცირება საწყის დონესთან შედარებით იყო შესაბამისად 23%, 26% და 18% დუტასტერიდის ჯგუფში პლაცებოს ჯგუფთან შედარებით. სპერმის კონცენტრაცია და მორფოლოგია უცვლელი რჩებოდა. 24-კვირიანი შემდგომი დაკვირვების შემდეგ სპერმის საერთო რაოდენობის საშუალო პროცენტული ცვლილება დუტასტერიდის ჯგუფში რჩებოდა 23%-ით დაბალი საწყის დონესთან შედარებით. მაშინ როდესაც სპერმის ყველა პარამეტრის საშუალო მაჩვენებელი დროის ყველა მონაკვეთში რჩებოდა ნორმის ფარგლებში და არ შეესაბამებოდა კლინიკური მნიშვნელობის ცვლილებისთვის წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებს (30%), დუტასტერიდის ჯგუფში ორ პაციენტს აღენიშნა სპერმის რაოდენობის დაქვეითება 90%-ით 52-ე კვირაზე, ნაწილობრივ გამოჯანმრთელებით 24-კვირიანი შემდგომი დაკვირვების პერიოდში. სპერმის მახასიათებლებზე დუტასტერიდის ეფექტის კლინიკური მნიშვნელობა ინდივიდუალური პაციენტების ფერტილობისთვის უცნობია.

ტამსულოზინი

სპერმის რაოდენობასა და ფუნქციაზე ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის ეფექტები შეფასებული არ არის.

ორსულობა

დუოდარტი უკუნაჩვენებია ქალებში გამოყენებისთვის.

დუტასტერიდი

დუტასტერიდი შესწავლილი არ არის ქალებში, რადგან პრეკლინიკური მონაცემები მიუთითებს, რომ დიჰიდროტესტოსტერონის მოცირკულირე დონის სუპრესია შეიძლება აინჰიბირებდეს გარეთა სასქესო ორგანოების განვითარებას მამრობითი სქესის ნაყოფში, რომლის დედასაც შეხება ჰქონდა დუტასტერიდთან (იხ. არაკლინიკური ინფორმაცია).

ტამსულოზინი

ტამსულოზნის ჰიდროქლორიდის გამოყენება ორსულ ვირთხებში და კურდღლებში თერაპიულზე მაღალი დოზით არ იწვევდა ნაყოფის დაზიანებას.

ლაქტაცია

უცნობია, გამოიყოფა თუ არა დუტასტერიდი ან ტამსულოზინი დედის რძეში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ ჩატარებულა კვლევები დუოდარტის ეფექტის შესასწავლად ისეთი მოქმედებების შესასრულებლად, რომლებიც მოითხოვს განსჯის, მოტორულ ან შემეცნებით უნარ-ჩვევებს. თუმცა, პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულები ორთოსტატულ ჰიპოტენზიასთან დაკავშირებული სიმპტომების შესაძლო გამოვლენის შესახებ, როგორიცაა თავბრუსხვევა დუოდარტის მიღებისას.

გვერდითი მოვლენები

არ ჩატარებულა დუოდარტით კლინიკური კვლევები; თუმცა კომბინირებული მიღების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია CombAT (ავოდარტის და ტამსულოზინის კომბინაცია) კვლევაში, სადაც შეადარეს დუტასტერიდის 0,5მგ და ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის 0,4მგ ერთხელ დღეში გამოყენება 4 წლის განმავლობაში, როგორც კომბინირებული, ისე მონოთერაპიის სახით.

აგრეთვე მოწოდებულია ინფორმაცია ინდივიდუალური კომპონენტების (დუტასტერიდი და ტამსულოზინი) გვერდითი მოვლენების პროფილის შესახებ.

გვერდითი რეაქციები ქვემოთ ჩამოთვლილია MeDRA კლასიფიკაციით ორგანოთა სისტემების კლასებისა და სიხშირის მიხედვით.

სიხშირე განსაზღვრულია შემდეგი სახით: ძალიან ხშირი (1/10), ხშირი (1/100 - <1/10), არახშირი (1/1,000 - <1/100), იშვიათი (1/10,000 - <1/1,000) და ძალიან იშვიათი (<1/10,000) და სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე).

დუტასტერიდის და ტამსულოზინის ერთად გამოყენება

კლინიკური კვლევების მონაცემები

ინდივიდუალური კომპონენტების გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმაცია (1% ან მეტი კუმულაციური სიხშირე) აღწერილია CombATკვლევის დროს.

გვერდითი რეაქცია

სიხშირე მკურნალობის პერიოდში

1 წელი

2 წელი

3 წელი

4 წელი

კომბინაციაა (n)

დუტასტერიდი

ტამსულოზინი

(n=1610)

(n=1623)

(n=1611)

(n=1428)

(n=1464)

(n=1468)

(n=1283)

(n=1325)

(n=1281)

(n=1200)

(n=1200)

(n=1112)

იმპოტენცია,ბ

კომბინაცია

დუტასტერიდი

ტამსულოზინი

6%

5%

3%

2%

2%

1%

<1%

<1%

<1%

<1%

<1%

<1%

შეცვლილი (დაქვეითებული) ლიბიდობ

კომბინაცია

დუტასტერიდი

ტამსულოზინი

5%

4%

2%

<1%

1%

<1%

<1%

<1%

<1%

0%

0%

<1%

ეაკულაციის დარღვევებიბ

კომბინაცია

დუტასტერიდი

ტამსულოზინი

9%

1%

3%

1%

<1%

<1%

<1%

<1%

<1%

<1%

<1%

<1%

ძუძუს დაავადებებიც

კომბინაცია

დუტასტერიდი

ტამსულოზინი

2%

2%

<1%

<1%

1%

<1%

<1%

<1%

<1%

<1%

<1%

0%

თავბრუსხვევა

კომბინაცია

დუტასტერიდი

ტამსულოზინი

1%

<1%

1%

<1%

<1%

<1%

<1%

<1%

<1%

<1%

<1%

<0%

კომბინაცია=დუდასტერიდი 0,5მგ დღეში ერთხელ + ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 0,4მგ დღეში ერთხელ.

ეს სქესობრივი გვერდითი მოვლენები დაკავშირებულია დუტასტერიდით მკურნალობასთან (მათ შორის მონოთერაპია და ტამსულოზინთან კომბინაცია). ეს გვერდითი მოვლენები შეიძლება შენარჩუნდეს მკურნალობის შეწყვეტის შემდეგაც. დუტასტერიდის როლი ამ პრობლემის შენარჩუნებაში არ არის ცნობილი.

ძუძუს მტკივნეულობის და ძუძუს ზომის გაზრდის ჩათვლით.

დუტასტერიდით მონოთერაპია

კლინიკური კვლევის მონაცემები

დუტასტერიდის III ფაზიან პლაცებო კონტროლირებად კვლევაში (n=2167) პლაცებოსთან შედარებით (n=2158), მკვლევარების მიერ შეფასებული პრეპარატთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები 1- და 2-წლიანი მკურნალობის შემდეგ იყო მსგავსი ტიპის და სიხშირის მიხედვით ცხრილი ზემოთ).

გვერდითი მოვლენების პროფილის ცვლილება არ შეინიშნებოდა შემდგომი 2 წლის განმავლობაში ამ კვლევების ღია ეტიკეტის გაგრძელების ფაზაში.

პოსტმარკეტინგული მონაცემები

პოსტმარკეტინგული მონაცემებით განსაზღვრული სიხშირის კატეგორიები ასახავს უფრო შეტყობინების სიხშირეს, ვიდრე ნამდვილ სიხშირეს.

ორგანოთა სისტემების კლასები

გვერდითი რეაქცია(ები)

სიხშირე

იმუნური სისტემის დარღვევები

ალერგიული რეაქციები, გამონაყარის, ქავილის, ურტიკარიის, ლოკალიზებული შეშუპების და ანგიონევროზული შეშუპებია ჩათვლით

ძალიან იშვიათი

ფსიქიკური დარღვევები

დეპრესიული განწყობა (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები)

ძალიან იშვიათი

რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლების დარღვევები

სათესლე ჯირკვლების ტკივილი, სათესლე ჯირკვლების შესივება

ძალიან იშვიათი

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

ალოპეცია (უპირატესად სხეულის თმის ცვენა), ჰიპერტრიქოზი

იშვიათი

ტამსულოზინით მონოთერაპია

კლინიკური კვლევის მონაცემები და პოსტმარკეტინგული მონაცემები

GSK არ ფლობს უსაფრთხოების მონაცემთა ბაზას ტამსულოზინის პროდუქტის რომელიმე ერთი ინგრედიენტისათვის. ამიტომ ქვემოთ მოყვანილი გვერდითი რეაქციები და სიხშირის კატეგორიები ეფუძნება გამოქვეყნებულ ინფორმაციას. ქვემოთ მოცემულ ცხრილში, ხშირი და არახშირი რეაქციები შეესაბამება კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებულ მაჩვენებლებს და სიხშირის კატეგორიები ჩვეულებრივ ასახავს პლაცებოს ზემოთ სიხშირეს. იშვიათი და ძალიან იშვიათი რეაქციები შეესაბამება პოსმარკეტინგული შეტყობინებებიდან გამოვლენილ მოვლენებს და სიხშირის კატეგორიები ასახავს შეტყობინების სიხშირეს.

სიხშირე

ორგანოთა სისტემის კლასი

ხშირი

არახშირი

იშვიათი

ძალიან იშვიათი

გულის დარღვევები

გულის ფრიალი

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

შეკრულობა,

ფაღარათი,

ღებინება

ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილის მდგომარეობები

ასთენია

იმუნური სისტემის დარღვევები

გამონაყარი,

ქავილი,

ჭინჭრის ციება

ანგიონევროზული შეშუპება

სტივენს-ჯონსონის სინდრომი

ნერვული სისტემის დარღვევები

თავბრუსხვევა

სინკოპე

პათოლოგიური ეაკულაცია

პრიაპიზმი

რესპირატორული, თორაკალური და შუასაყრის დარღვევები

რინიტი

სისხლძარღვოვანი დარღვევები

პოსტურალური ჰიპოტენზია

პოსტმარკეტინგული დაკვირვების პერიოდში კატარაქტის ოპერაციის დროს ფერადი გარსის (ირისის) დარბილების ინტრაოპერაციული სინდრომის (IFIS), პატარა გუგის სინდრომის ვარიანტის, შესახებ ცნობები დაკავშირებულია ალფა-1 ადრენერგული ბლოკატორებით თერაპიასთან; ტამსულოზინის ჩათვლით (იხ. გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები).

პოსტმარკეტინგული გამოცდილება: გარდა ამისა, ტამსულოზინის გამოყენებასთან დაკავშირებულია წინაგულების ფიბრილაცია, არითმია, ტაქიკარდია, ქოშინი, ეპისტაქსისი, მხედველობის დაბინდვა, მხედველობის გაუარესება, მულტიფორმული ერითემა, ექსფოლიაციური დერმატიტი და პირის სიმშრალე.

ჭარბი დოზა

დუოდარტის დოზის გადაჭარბების შესახებ მონაცემები არ არსებობს. შემდეგი დებულებები ასახავს ცალკეულ კომპონენტებზე არსებულ ინფორმაციას.

დუტასტერიდი

მოხალისეთა კვლევებში დუტასტერიდის ერთჯერადი დოზ 40მგ/დღეში (80-ჯერ აღემატება თერაპიულ დოზას) 7 დღის განმავლობაში გამოიყენებოდა უსაფრთხოების მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე. კლინიკურ კვლევებში 5მგ/დღეში დოზები ყოველდღიურად გამოიყენებოდა პაციენტებში 6 თვის განმავლობაში, დამატებითი გვერდითი ეფექტები არ გამოვლინდა 0.5მგ დოზირების შემთხვევაში.

სპეციფიკური ანტიდოტი დუტასტერიდისთვის არ არსებობს, ამიტომ ჭარბი დოზირების შემთხვევაში საჭიროა სათანადო სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპიის ჩატარება.

ტამსულოზინი

ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის დოზის გადაჭარბების შედეგად განვითარებული მწვავე ჰიპოტენზიის შემთხვევაში საჭიროა კარდიოვასკულარული მხარდაჭერა. სისხლის წნევის აღდგენა და გულის რითმის ნორმალიზება შეიძლება განხორციელდეს ავადმყოფის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მოთავსებით. თუ ეს არასაკმარისია, მაშინ უნდა მოხდეს მოცულობის გამადიდებლების და აუცილებლობის შემთხვევაში ვაზოპრესორების გამოყენება, და საჭიროების შემთხვევაში თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი. ლაბორატორიული გამოკვლევები მიუთითებს, რომ ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 94%-99%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს. აქედან გამომდინარე მისი გამოყოფისთვის დიალიზი არ იქნება სასარგებლო.

ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

შემადგენლობა

მოგრძო ფორმის, მყარი გარსის მქონე კაფსულები ყავიფერი კორპუსითა და ნარინჯისფერი თავსახურით, რომელზეც დაბეჭდილია GS TEV ან GS 7CZ შავი მელნით (თითოეული შეიცავს დუტასტერიდის ერთ მოგრძო ფორმის, გაუმჭვირვალე, ღია ყვითელი ფერის, რბილ ჟელატინის კაფსულას და ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის თეთრი ან მოთეთრო ფერის გრანულებს).

ყოველი კაფსულა შეიცავს 0.5 მგ დუტასტერიდს და 0.4 მგ ტამსულოზინის ჰიდროქლორიდს.

კლინიკური ინფორმაცია

შენახვის პირობები

გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შენახვა

შენახვის პირობები დეტალურად მითითებულია შეფუთვაზე.

კონტეინერის ფორმა და შემცველობა

გაუმჭვირვალე, თეთრი ფერის, მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის (HDPE) ბოთლები პოლიპროპილენის ბავშვისთვის უსაფრთხო თავსახურით, პოლიეთილენის ფოლგის თერმულად დალუქული ლაინერებით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ათქ კოდი: G04C A52

მოქმედების მექანიზმი

დუოდარტი არის ორი პრეპარატის კომბინაცია მოქმედების დამატებითი მექანიზმით, რომელიც აუმჯობესებს სიმპტომებს პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის მქონე პაციენტებში (BPH): დუტასტერიდი, 5 ალფა-რედუქტაზას (5 ARI) ორმაგი ინჰიბიტორი და ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი, α1a-ადრენორეცეპტორების ანტაგონისტი.

დუტასტერიდი აინჰიბირებს როგორც 1-ლი, ისე მე-2 ტიპის 5-ალფა-რედუქტაზის იზოფერმენტებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ტესტოსტერინის დიჰიდროტესტოსტერონად გარდაქმნაზე (DHT), DHT არის ანდროგენი,რომელიც ძირითადად პასუხისმგებელია პროსტატის ჯირკვლოვანი ქსოვილის ჰიპერპლაზიაზე.

ტამსულოზინი აინჰიბირებს პროსტატის გლუვი კუნთებისა და შარდის ბუშტის ყელში არსებულ α1a-ადრენერგულ რეცეპტორებს. პროსტტაში არსებული α1-რეცეპტორების დაახლოებით 75% არის α1a ქვეტიპის.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

დუოდარტის, როგორც ფიქსირებული დოზის კომბინაციის, ფარმაკოდინამიკური ეფექტები არ უნდა განსხვავდებოდეს დუტასტერიდისა და ტამსულოზინის ფარმაკოდინამიკისგან, რომლებიც ერთობლივად მიიღება ცალკეული კომპონენტების სახით.

დუტასტერიდი

დუტასტერიდი ამცირებს DHT-ს დონეს, ამცირებს პროსტატის მოცულობას, აუმჯობესებს ქვემო საშარდე ტრაქტის სიმპტომებს და შარდის ნაკადს და ამცირებს AUR და BPH-სთან დაკავშირებული ქირურგიული ჩარევის რისკს.

დუტასტერიდის დღიური დოზების მაქსიმალური ეფექტი DHT-ს შემცირებაზე დოზა-დამოკიდებულია და აღინიშნება 1-2 კვირაში. დუტასტერიდის 0,5მგ დღიური დოზირების 1 და 2 კვირის შემდეგ, შრატში DHT-ს საშუალო კონცენტრაცია შემცირდა 85 და 90%-ით, შესაბამისად.

BPH-ის მქონე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ 0.5მგ დუტასტერიდით დღეში, DHT-ს დონე საშუალოდ მცირდებოდა 94%-ით 1 წლის შემდეგ და 93% 2 წლის შემდეგ, შრატში ტესტოსტერონის საშუალო ზრდა იყო 19%. ეს არის 5 ალფა-რედუქტაზას ინჰიბიტორების მოსალოდნელი ეფექტი და არ იწვევს რაიმე ცნობილ გვერდით მოვლენას.

ტამსულოზინი

ტამსულოზინი ზრდის შარდის მაქსიმალურ ნაკადის სიჩქარეს პროსტატისა და ურეთრის გლუვი კუნთების დაჭიმულობის შემცირებით, რითაც ხსნის ობსტრუქციას. ის აგრეთვე ხნის გაღიზიანების და ობსტრუქციის სიმპტომების კომპლექსს, რომლებშიც შარდის ბუშტის არასტაბილურობა და ქვემო საშარდე ტრაქტის გლუვი კუნთების დაჭიმულობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ალფა-1 ადრენერგულმა ბლოკატორებმა შეიძლება შეამციროს სისხლის წნევა პერიფერიული წინააღმდეგობის დაქვეითებით.

ფარმაკოკინეტიკა

ბიოექვივალენტობა გამოვლინდა დუტასტერიდი-ტამსულოზინის და ცალკე დუტასტერიდის და ტამსულოზინის კაფსულების დოზირებისას.

ერთჯერადი დოზების ბიოექვივალენტობის კვლევა ჩატარდა უზმოზე და საკვების მიღების შემდეგ მდგომარეობაში. დუტასტერიდ-ტამსულოზინში აღინიშნა ტამსულოზინის კომპონენტის Cmax-ის 30% შემცირება საკვების მიღების შემდეგ, უზმოდ მდგომარეობასთან შედარებით. საკვები გავლენას არ ახდენდა ტამსულოზინის AUC-ზე.

შეწოვა

დუტასტერიდი

დუტასტერიდი მიიღებოდა პერორალურად ხსნარში რბილი ჟელატინის კაფსულის სახით. ერთჯერადი 0,5მგ დოზის მიღების შემდეგ პლაზმაში დუტასტერიდის პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა 1-3 საათში.

მამაკაცებში აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 60%-ს 2-საათიანი ინტრავენური ინფუზიის შემდეგ. დუტასტერიდის ბიოშეღწევადობაზე საკვები არ მოქმედებს.

ტამსულოზინი

ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი შეიწოვება ნაწლავებიდან და თითქმის სრულად ბიოშეღწევადია. ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი ავლენს წრფივ კინეტიკას, ერთჯერადი და მრავალჯერადი დოზირების შემდეგ, სტაბილური კონცენტრაცია მიიღწევა დღეში ერთხელ დოზირებიდან მე-5 დღეს. ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის შეწოვის სისწრაფე მცირდება საკვების მიღებით. პაციენტს შეუძლია ხელი შეუწყოს შეწოვის ერთგვაროვნებას ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის ყოველდღე საკვების მიღებიდან 30 წუთის შემდეგ დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში მიღებით.

განაწილება

დუტასტერიდი

ფარმაკოკინეტიკურმა მონაცემებმა ერთჯერადი და განმეორებითი პერორალური დოზების შემდეგ აჩვენა, რომ დუტასტერიდს გააჩნია ფართო განაწილების მოცულობა (300-500 ლ). დუტასტერიდი ფართოდ უკავშირდება პლაზმის ცილებს ( მეტი ვიდრე 99.5%).

დღიური დოზირების შემდეგ შრატში დუტასტერიდის კონცენტრაცია აღწევს წონასწორული კონცენტრაციის 65%-ს 1 თვის შემდეგ და დაახლოებით 90%-ს 3 თვის შემდეგ. წონასწორული კონცენტრაცია შრატში (Css) დაახლოებით 40ნგ/მლ მიიღწევა 0.5 მგ/დღეში ერთხელ მიღებით 6 თვის შემდეგ. შრატის მსგავსად, სპერმაში დუტასტერიდის წონაწორული კონცენტრაცია მიიღწევა 6 თვეში. 52-კვირიანი მკურნალობის შემდეგ სპერმაში დუტასტერიდის კონცენტრაცია შეადგენდა საშუალოდ 3.4 ნგ/მლ-ს (0.4-14ნგ/მლ). დუტასტერიდის მოხვედრა შრატიდან სპერმაში შეადგენს დაახლოებით 11.5%-ს.

ტამსულოზინი

ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის განაწილების წონასწორული მდგომარეობის სავარაუდო საშუალო მოცულობა ინტრავენური მიღების შემდეგ 10 ჯანმრთელ მამაკაცში იყო 16 ლ, რაც მიუთითებს ორგანიზმის უჯრედშორის სითხეებში განაწილებაზე.

ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი ინტენსიურად უკავშირდება ადამიანის პლაზმის ცილებს (94% - 99%), ძირითადად ალფა-1 მჟავა გლიკოპროტეინს (AAG), წრფივი კავშირით კონცენტრაციის ფართო დიაპაზონში (20 - 600 ნგ/მლ).

ბიოტრანსფორმაცია

დუტასტერიდი

In vitro, დუტასტერიდი მეტაბოლიზდება ადამიანის ციტოქრომა P450 იზოფერმენტით CYP3A4 ორ მცირე მონოჰიდროქსილირებულ მეტაბოლიტად, მაგრამ ის არ მეტაბოლიზდება CYP1A2, CYP2A6, CYP2E1, CYP2C8, CYP2C9, CYP2C19, CYP2B6 ან CYP2D6–ის მიერ.

ადამიანის შრატში დოზირების შემდეგ წონასწორული მდგომარეობის მიღწევისას, მასური სპექტრომეტრიით აღმოჩენილია უცვლელი დუტასტერიდი და 3 ძირითადი მეტაბოლიტი (4’-ჰიდროქსიდუტასტერიდი, 1,2-დიჰიდროდუტასტერიდი და 6-ჰიდროქსიდუტასტერიდი) და 2 მცირე მეტაბოლიტი (6,4’-დიჰიდროქსიდუტასტერიდი და 15-ჰიდროქსიდუტასტერიდი). დუტასტერიდის ადამიანის შრატის 5 მეტაბოლიტი აღმოჩენილია ვირთხების შრატში, თუმცა ჰიდროქსილის დანამატების სტერეოქიმია 6 და 15 პოზიციაზე ადამიანის და ვირთხების მეტაბოლიზმში არ არის ცნობილი.

ტამსულოზინი

არ აღინიშნება ენანთიომერული ბიოტრანსფორმაცია ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის [R(-) იზომერისა] S(+) იზომერად ადამიანებში. ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში ციტოქრომა P450 ფერმენტით და დოზის 10%-ზე ნაკლები შარდში გამოიყოფა უცვლელი სახით, თუმცა, ადამიანში მეტაბოლიტების ფარმაკოკინეტიკური პროფილი დადგენილი არ არის. In vitro შედეგები მიუთითებს, რომ CYP3A4 და CYP2D6 მონაწილეობენ ტამსულოზინის მეტაბოლიზმში, ისევე როგორც სხვა CYP იზოფერმენტები უმნიშვნელოდ მონაწილეობენ მეტაბოლიზმში. ღვიძლში პრეპრატების მეტაბოლიზმში მონაწილე იზოფერმენტების ინჰიბირებამ შეიძლება გამოიწვიოს ტამსულოზინის ეფექტის გაზრდა (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები და ურთიერთქმედებები).

ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის მეტაბოლიტები გადიან ინტენსიურ კონიუგაციას გლუკურონიდთან ან სულფატთან თირკმლით ექსკრეციამდე.

გამოყოფა

დუტასტერიდი

დუტასტერიდი ინტესნიურად მეტაბოლიზდება. დუტასტერიდის დღეში 0,5 მგ/დღეში პერორალური დოზირების შემდეგ წონასწორულ მდგომარეობამდე ადამიანებში მიღებული დოზის 1.0% - 15.4% (საშუალოდ 5,4%) გამოიყოფა დუტასტერიდის სახით განავალთან ერთად. დანარჩენი გამოიყოფა განავალთან ერთად 4 მთავარი მეტაბოლიტის სახით 39%, 21%, 7% და 7% და 6 მცირე მეტაბოლიტი (თითოეული 5%-ზე ნაკლები).

ადამიანის შარდში აღმოჩენილია უცვლელი დუტასტერიდის მხოლოდ ნარჩენი რაოდენობა (0.1%-ზე ნაკლები).

შრატში დაბალი კონცენტრაციებით (3 ნგ/მლ-ზე ნაკლები), დუტასტერიდი სწრაფად გამოიყოფა კონცენტრაცია-დამოკიდებული და კონცენტრაცია-დამოუკიდებელი გზებით. 5 მგ ან ნაკლები ერთჯერადი დოზის მიღებისას აღინიშნა სწრაფი კლირენსი და შედარებით მოკლე ნახევარდაშლის პერიოდი 3-9 დღე.

შრატში 3 ნგ/მლ-ზე მაღალი კონცენტრაციის დროს დუტასტერიდი ნელა გამოიყოფა (0.35-დან 0.58 ლ/სთ-მდე), ძირითადად, წრფივი, არაგაჯერებული ელიმინაციის გზით, ტერმინალური ნახევარდაშლის პერიოდით 3-დან 5 კვირამდე. თერაპიული კონცენტრაციებზე დუტასტერიდის საბოლოო ნახევარდაშლის პერიოდი არის 3-5 კკვირა და 0.5 მგ/დღეში განმეორებითი დოზირების შემდეგ დომინირებს უფრო ნელი კლირენსი და საერთო კლირენსი არის წრფივი და კონცენტრაცია-დამოუკიდებული. შრატში კონცენტრაცია აღმოჩენადი რჩება (მეტი ვიდრე 0,1 ნგ/მლ) მკურნალობის შეწყვეტიდან 4-დან 6 თვემდე.

ტამსულოზინი

ტამსულოზინის ნახევარდაშლის პერიოდი 5-7 საათს შეადგენს. დაახლოებით 10% გამოიყოფა უცვლელი სახით შარდში.

პაციენტების სპეციალური პოპულაციები

არ ჩატარებულა ფარმაკოკინეტიკური კვლევები პაციენტების სპეციალურ პოპულაციებში დუტასტერიდი-ტამსულოზინისათვის. ქვემოთ მოცემული ასახავს ინფორმაციას, რომელიც ხელმისაწვდომია ინდივიდუალურ კომპონენტებზე.

ხანდაზმულები

დუტასტერიდი

დუტასტერიდის ფარმაკოკინეტიკა და ფარმაკოდინამიკა შეფასდა 24-87 წლის ასაკის 36 ჯანმრთელ მამრობითი სქესის სუბიექტში დუტასტერიდის ერთჯერადი 5 მგ დოზის მიღების შემდეგ. დუტასტერიდის ეფექტი, წარმოდგენილი AUC და Cmax-ის სიდიდეებით, სტატისტიკურად არ განსხვავდებოდა ასაკობრივი ჯგუფების შედარებისას. ნახევარდაშლის პერიოდი სტატისტიკურად არ განსხვავდებოდა 50-69 წლის ასაკის ჯგუფის 70 წელზე უფროსი ასაკის ჯგუფთან შედარებისას, რომლებიც ძირითადად მოიცავს პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის მქონე (BHP) პირებს. არანაირი განსხვავება პრეპარატის ეფექტში, რომელიც იზომება DHT-ის დონის შემცირებით, არ დაფიქსირებულა ასაკობრივ ჯგუფებს შორის. შედეგებმა აჩვენა, რომ ასაკის მიხედვით დუტასტერიდის დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ტამსულოზინი

ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის საერთო ექსპოზიციის (AUC) და ნახევარდაშლის პერიოდის ჯვარედინი კვლევა აჩვენებს, რომ ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის ფარმაკოკინეტიკური განაწილება შეიძლება ოდნავ გახანგრძლივდეს ხანდაზმულ მამაკაცებში ახალგაზრდა, ჯანმრთელ მამრობითი სქესის მოხალისეებთან შედარებით. კლირენსი არ არის დამოკიდებული ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის AAG-სთან კავშირისგან, მაგრამ ქვეითდება ასაკთან ერთად, იწვევს 40%-ით უფრო მაღალ ექსპოზიციას 55-75 წლის სუბიექტებში 20-32 წლის პირებთან შედარებით.

თირკმლის დაზიანება

დუტასტერიდი

დუტასტერიდის ფარმაკოკინეტიკაზე თირკმლის დაზიანების ეფექტი შესწავლილი არ არის. თუმცა ადამიანის შარდში აღდგება 0.5მგ დოზის წონასწორული კონცენტრაციის 0.1%-ზე ნაკლები, აქედან გამომდინარე თირკმლის დაზიანებისას დოზის ცვლილება მოსალოდნელი არ არის.

ტამსულოზინი

ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის ფარმაკოკინეტიკა შეადარეს 6 სუბიექტში, რომლებსაც აღენიშნებოდათ მსუბუქი-საშუალო (30 ≤კლკრ<70მლ/წთ/1.73მ2) საშუალო-მძიმე (10≤კლკრ<30მლ/წთ.1.73მ2) ხარისხის თირკმლის დაზიანება და 6 ჯანმრთელ სუბიექტში (კლკრ>90მლ/წთ1./73მ2). მაშინ როცა აღინიშნა ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის მთლიანი პლაზმური კონცენტრაციის ცვლილება AAG–სთან დაკავშირების შეცვლის გამო, ტამსულოზინის შეუკავშირებელი (აქტიური) კონცენტრაცია, ასევე შინაგანი კლირენსი, მეტნაკლებად მუდმივი დარჩა. აქედან გამომდინარე, თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტებში საჭირო არ არის ტამსულოზინის ჰიდროლოქრიდის ტაბლეტების დოზირების ცვლილება. თუმცა პაციენტები თირკმლის დაავადების ბოლო სტადიით (კრკლ<10მლ/წთ/1.73მ2) შესწავლილი არ არის.

ღვიძლის დაზიანება

დუტასტერიდი

ღვიძლის დაზიანების გავლენა დუტასტერიდის ფარმაკოკინეტიკაზე შესწავლილი არ არის. რადგან დუტასტერიდი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ექსპოზიცია შეიძლება უფრო მაღალი იყოს ღვიძლის ფუნქციის დაზიანების მქონე პაციენტებში.

ტამსულოზინი

ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის ფარმაკოკინეტიკა შეადარეს 8 სუბიექტში ღვიძლის ზომიერი დაზიანებით (ჩაილდ პიუს კლასიფიკაციით ა და ბ ხარისხი) და 8 ჯანმრთელ სუბიექტში. მაშინ როცა აღინიშნა ტამსულოზინის საერთო პლაზმური კონცენტრაციის ცვლილება AAG–სთან დაკავშირების შეცვლის გამო, შეუკავშირებელი (აქტიური) კონცენტრაცია მნიშვნელოვნად არ შეიცვალა. მცირედ (32%) იცვლება შეუკავშირებელი ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის შინაგანი კლირენსი. აქედან გამომდინარე პაციენტებში ღვიძლის ზომიერი დაზიანებით არ არის საჭირო ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის დოზის ცვლილება. ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი შესწავლილი არ არის ღვიძლის მძიმე დაზიანების მქონე პაციენტებში.

კლინიკური კვლევები

ქვემოთ მოყვანილი ასახავს ხელმისაწვდომ ინფორმაციას დუტასტერიდის და ტამსულოზინის შესახებ, ცალ-ცალკე ან ერთად გამოყენებისას.

დუტასტერიდი 0.5მგ დღეში, ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 0.4 მგ/დღეში ან დუტასტერიდი 0.5 მგ-ის და ტამსულოზინის ჰიდროლქორიდი 0.4მგ-ის ერთად გამოყენება შეფასდა 4,844 მამრობითი სქესის სუბიექტში, რომლებსაც აღენიშნებოდათ პროსტატის გადიდება (30cc ან მეტი), მრავალცენტრულ, ორმაგად ბრმა, პარალელური ჯგუფებიან კვლევაში 4 წლის განმავლობაში.

პირველადი ეფექტიანობის საბოლოო შედეგი 2-წლიანი მკურნალობისთვის იყო საბაზისო დონის გაუმჯობესება პროსტატის საერთაშორისო სიმპტომების სკალით (IPSS). დუტასტერიდის და ტამსულოზინის კომბინაცია განაპირობებს სიმპტომების უკეთეს გაუმჯობესებას, ვიდრე ცალკეული კომპონენტების. 2-წლიანი მკურნალობის შემდეგ კომბინირებულმა მკურნალობამ აჩვენა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი სიმპტომების სკალის კორექტირებული საშუალო გაუმჯობესება -6.2 ერთეული საბაზისო მდგომარეობიდან. სიმპტომების სკალის კორექტირებული საშუალო გაუმჯობესება ინდივიდუალური თერაპიისას იყო - 4.9 ერთეული დუტასტერიდისათვის და - 4.3 ერთეული ტამსულოზინისთვის.

ნაკადის სიჩქარის კორექტირებული საშუალო გაუმჯობესება იყო 2.4მლ/წამში კომბინაციური თერაპიისათვის, 1.9მლ/წამში დუტასტერიდისათვის და 0.9მლ/წამში ტამსულოზინისთვის. BPH-ზე ზემოქმედების ინდექსის (BII) კორექტირებული საშუალო გაუმჯობესება იყო - 2.1 ერთეული კომბინაციური თერაპიისათვის, -1.7 დუტასტერიდისათვის და -1.5 ტამსულოზინისთვის. ნაკადის სიჩქარის და BII გაუმჯობესება სტატისტიკურად მნიშვნელოვანი იყო კომბინირებული თერაპიისთვის, ორივე მონოთერაპიასთან შედარებით.

პროსტატის საერთო მოცულობის და გარდამავალი ზონის მოცულობის შემცირება მკურნალობის 2 წლის შემდეგ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კომბინაციური თერაპიის გამოყენებისას ტამსულოზინის მონოთერაპიასთან შედარებით.

პირველადი ეფექტიანობის საბოლოო შედეგი მკურნალობის 4 წლისთვის იყო დრო AUR–ს ან BPH-თან დაკავშირებული ოპერაციის პირველი მოვლენამდე. 4-წლიანი მკურნალობის შემდეგ კომბინირებულმა თერაპიამ მნიშვნელოვნად შეამცირა AUR-ს ან BPH-თან დაკავშირებული ოპერაციის რისკი (65.8% რისკის შემცირება p<0.001 [95% CI 54.7%-74.1%] ტამსულოზინის მონოთერაპიასთან შედარებით. 4 წლისთვის AUR–ს ან BPH-თან დაკავშირებული ოპერაციის სიხშირე იყო 4.2% კომბინირებული თერაპიისთვის და 11.9% ტამსულოზინისთვის (p<0.001). დუტასტერიდით მონოთერაპიასთან შედარებით, კომბინირებულმა თერაპიამ შეამცირა AUR–ს ან BPH-თან დაკავშირებული ოპერაციის რისკი 19.6%-ით; განსხვავება სამკურნალო ჯგუფებს შორის არ იყო მნიშვნელოვანი (p=0.18 [95% CI-10,9%-41.7). 4 წლისთვის AUR–ს ან BPH-თან დაკავშირებული ოპერაციის სიხშირე იყო 4.2% კომბინირებული თერაპიისთვის და 5.2% დუტასტერიდისათვის.

კლინიკური პროგრესი განისაზღვრა როგორც სიმპტომების გაუარესების კომპოზიტი, IPSS, AUR–ის BPH-თან დაკავშირებული მოვლენები, შეუკავებლობა, UTI, და თირკმლის უკმარისობა. კომბინირებული თერაპია დაკავშირებული იყო კლინიკური პროგრესირების სტატისტიკურად მნიშვნელოვნად დაბალ სიხშირესთან ტამსულოზინთან შედარებით (p<0.001, 44.1% რისკის შემცირება [95% CI-33.6%-53.0%]) 4 წლის შემდეგ. კლინიკური პროგრესირების სიხშირე კომბინირებული თერაპიისთვის, ტამსულოზინისთვის და დუტასტერიდისათვის იყო: 12.6, 21.5, 17.8% შესაბამისად.

სტატისტიკურად მნიშვნელოვანი სიმპტომების სკალის კორექტირებული საშუალო გაუმჯობესება (IPSS) საბაზისო მდგომარეობიდან იყო შენარჩუნებული 2-იდან 4 წლამდე. სიმპტომების სკალის კორექტირებული საშუალო გაუმჯობესება იყო -6.3 ერთეული კომბინირებული თერაპიისთვის, -5.3 ერთეული დუტასტერიდით მონოთერაპიისთვის და - 3.8 ერთეული ტამსულოზინით მონოთერაპიისთვის.

4-წლიანი მკურნალობის შემდეგ შარდის ნაკადის მაქსიმალური სიჩქარის (Qmax) საშუალო კორექტირებული გაუმჯობესება საბაზისო მდგომარეობიდან იყო 2.4მლ/წამში კომბინირებული თერაპიისთვის, 2.0მლ/წმ დუტასტერიდით მონოთერაპიისთვის და 0.7მლ/წმ ტამსულოზინით მონოთერაპიისთვის. ტამსულოზინთან შედარებით Qmax კორექტირებული საშუალო გაუმჯობესება საბაზისო მდგომარეობიდან სტატისტიკურად მნიშვნელოვნად უფრო მაღალი იყო კომბინირებული თერაპიისას 6-თვიანი შეფასებებისას 6-დან 48 თვემდე (p<0.001). დუტასტერიდთან შედარებით Qmax-ის საშუალო კორექტირებული გაუმჯობესება საბაზისო მდგომარეობიდან სტატისტიკურად მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა კომბინირებული თერაპიისგან (p=0.050 48 თვეს).

კომბინირებული თერაპია მნიშვნელოვნად აღემატებოდა (p<0.001) ტამსულოზინით მონოთერაპიას და დუტასტერიდით მონოთერაპიას ჯანმრთელობის შედეგის პარამეტრების გაუმჯობესებაში BII და BPH-თან დაკავშირებული ჯანმრთელობის სტატუსის (BHS) მიხედვით მეოთხე წლისთვის. BII-სთვის კორექტირებული საშუალო გაუმჯობესება საბაზისო მდგომარეობიდან იყო -2.2 ერთეული კომბინაციისთვის, -1.8 დუტასტერიდისათვის და -1.2 ტამსულიზინისთვის. BHS კორექტირებული საშუალო გაუმჯობესება საბაზისო მდგომარეობიდან იყო -1.5 ერთეული კომბინაციისთვის, -1.3 დუტასტერიდისათვის და -1.1 ტამსულოზინისთვის. 4-წლიანი მკურნალობის შემდეგ პროსტატის საერთო მოცულობის შემცირება და გარდამავალი ზონის მოცულობის შემცირება სტატისტიკურად მნიშვნელოვანი იყო კომბინირებული თერაპიისთვის ტამსულოზინით მონოთერაპიასთან შედარებით.

დუტასტერიდი

დუტასტერიდი 0.5 მგ/დღეში ან პლაცებო შეაფასეს 4,325 მამრობითი სქესის პირებში გადიდებული პროსტატით (30cc-ზე დიდი), წინა სამ ეფექტურობის 2-წლიან მულტიცენტრულ, პლაცებო გაკონტროლებულ, ორმაგად ბრმა კვლევაში.

მამაკაცებში პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიით (BHP), დუტასეტრიდი კურნავს და ხელს უშლის დაავადების პროგრესირებას, ორივე რისკის შემცირებით, (შარდის მწვავე შეკავების) AUR და ქირურგიული ჩარევის საჭიროების რისკის შემცირებით და ქვედა საშარდე ტრაქტის სიმპტომების (LUTS), Qmax-ის და პროსტატის მოცულობის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესების უზრუნველყოფით პლაცებოსთან შეფარდებით. ქვედა საშარდე ტრაქტის სიმპტომების (LUTS), Qmax და პროსტატის მოცულობის გაუმჯობესება დაფიქსირდა 24 თვის განმავლობაში, და LUTS და Qmax გაუმჯობესება გაგრძელდა მომდევნო 2 წლის განმავლობაში ღიაეტიკეტიან გაფართოებულ კვლევებში. Gგარდა ამისა, პროსტატის მოცულობის შემცირება შენარჩუნდა შემდეგი 2 წლის განმავლობაში ღიაეტიკეტიან გაფართოებულ კვლევებში.

გულის უკმარისობა

4 წლიან შედარებით კვლევაში დუტასტერიდის ტამსულოზინთან ერთად დანიშვნისას და დუტასტერიდით ან ტამსულოზინით მონოთერაპიისას მამაკაცებში პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიით (BPH) (CombAT კვლევა), კომბინირებული თერაპიის ჯგუფში გულის უკმარისობის, როგორც კომპოზიტური ტერმინის, სიხშირე (14/1610, 0.9%) უფრო მაღალი იყო, ვიდრე მონოთერაპიის რომელიმე ჯგუფში: დუტასტერიდი 4/1623 (0.2%) და ტამსულოზინი, 10/1611, (0.6%). შედარებითი რისკის შეფასება გულის უკმარისობის პირველი ეპიზოდის გამოვლენის დროისთვის შეადგენდა 3.57 [95% CI 1.17, 10.8] კომბინირებული მკურნალობისთვის დუტასტერიდით მონოთერაპიასთან შედარებით და 1.36 [95% CI 0.61, 3.07] ტამსულოზინით მონოთერაპიასთან შედარებით.

4-წლიანი ქიმიოპრევენციის, პლაცებოს და დუტასტერიდის შედარებით კვლევაში, რომელიც ჩატარდა 50-75 წლის 8,231 მამაკაცში, პროსტატის კიბოს წინასწარი უარყოფითი ბიოფსიით და საბაზისო PSA მაჩვენებლით, რომელიც მერყეობდა 2.5-10 ნგ/მლ-ს შორის (REDUCE კვლევა), გულის უკმარისობის სიხშირე უფრო მაღალი იყო სუბიექტებში, რომლებიც იღებდნენ დუტასტერიდს (30/4105, 0.7%) პლაცებოს წინააღმდეგ (16/4126, 0.4%), ამასთან გულის უკმარისობის პირველ ეპიზოდამდე დროის სავარაუდო შედარებითი რისკი იტო 1.91 [95% CI 1.04, 3.50]. ალფა-ბლოკატორის ერთდროული გამოყენების რეტროპექტულ ანალიზში გულის უკმარისობის სიხშირე უფრო მაღალი იყო სუბიექტებში, რომლებიც იღებდნენ დუტასტერიდს და ალფა-ბლოკატორს ერთდროულად (12/1152, 1.0%), იმ პირებთან შედარებით, რომლებიც ერთდროულად არ იღებდნენ დუტასტერიდს და ალფა-ბლოკატორს: დუტასტერიდი ალფა ბლოკატორის გარეშე (18/2953, 0.6%), პლაცებო და ალფა-ბლოკატორი (1/1399, <0.1%), პლაცებო ალფა ბლოკატორი გარეშე (15/2727, 0.6%). დუტასტერიდს (მარტო ან ალფა-ბლოკატორთან კომბინაციაში) და გულის უკმარისობას შორის კავშირი დადგენილი არ არის (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).

პროსტატის კიბო და მაღალი გრეიდის მქონე სიმსივნეები

4-წლიან პლაცებოს და დუტასტერიდის შედარებით კვლევაში, რომელიც ჩატარდა 50-75 წლის 8,231 მამაკაცში, პროსტატის კიბოს წინასწარი უარყოფითი ბიოფსიით და საბაზისო PSA-ს მაჩვენებლით 2.5-10 ნგ/მლ-ს შორის (REDUCE), 6,706 სუბიექტში ხელმისაწვდომი იყო პროსტატის ბიოფსიის მონაცემები გლისონის ქულების განსაზღვრისთვის. კვლევაში 1,517 სუბიექტს დაესვა პროსტატის კიბოს დიაგნოზი. მკურნალობის ორივე ჯგუფში ბიოფსიით აღმოჩენილი პროსტატის კიბოს უმრავლესობა იყო დაბალი გრეიდის (გლისონი 5-6). არ აღინიშნა განსხვავება გლისონის 7-10 ქულის მქონე კიბოს სიხშირეს შორის (p=0.81).

გლისონის 8-10 ქულის პროსტატის კიბოს სიხშირე უფრო მაღალი იყო დუტასტერიდის ჯგუფში (n=29, 0.9%) პლაცებოს ჯგუფთან შედარებით (n=19, 0.6%) (p=0.15). 1-2 წელში, გლისონის 8-10 ქულის კიბოთი დაავადებული სუბიექტების რაოდენობა მსგავსი იყო დუტასტერიდის (n=17, 0.5%) და პლაცებოს ჯგუფის (n=18, 0.5%). 3-4 წელში, გლისონის 8-10 ქულის კიბოს დიაგნოზი უფრო მეტი რაოდენობით დაისვა დუტასტერიდის ჯგუფში (n=12, 0.5%) პლაცებოს ჯგუფთან შედარებით (n=1, <0.1%) (p=0.0035). არ არსებობს მონაცემები დუტასტერიდის ეფექტის განსაზღვრისთვის 4 წლის შემდეგ მამაკაცებში, რომლებსაც აღენიშნებათ პროსტატის კიბოს რისკი. გლისონის 8-10 ქულით კიბოთი დაავადებული სუბიექტების პროცენტული რაოდენობა შესაბამისი იყო კვლევის დროის პერიოდებში (1-2 და 3-4 წელი) დუტასტერიდის ჯგუფში (0.5% დროის ყოველ პერიოდში), ხოლო პლაცებოს ჯგუფში გლისონის 8-10 ქულით კიბოთი დაავადებული სუბიექტების პროცენტული რაოდენობა უფრო დაბალი იყო მე-3-4 წელს ვიდრე 1-2 წლის განმავლობაში (<0.1% vs 0.5%, შესაბამისად). 4-წლიან BPH-ის კვლევაში (CombAT), სადაც ბიოფსია პროტოკოლით არ ტარდებოდა და პროსტატის კიბოს ყველა დიაგნოზი დაფუძნებული იყო მიზეზობრივ ბიოფსიაზე, გლისონის 8-10 ქულის მქონე …

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

პროდუქტის შესახებ საერთასორისო ინფორმაცია

დუოდარტიTM

DUODARTTM

დუტასტერიდი-ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი

თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

მოგრძო ფორმის, მყარი გარსის მქონე კაფსულები ყავიფერი კორპუსითა და ნარინჯისფერი თავსახურით, რომელზეც დაბეჭდილია GS TEV ან GS 7CZ შავი მელნით (თითოეული შეიცავს დუტასტერიდის ერთ მოგრძო ფორმის, გაუმჭვირვალე, ღია ყვითელი ფერის, რბილ ჟელატინის კაფსულას და ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის თეთრი ან მოთეთრო ფერის გრანულებს).

ყოველი კაფსულა შეიცავს 0.5 მგ დუტასტერიდს და 0.4 მგ ტამსულოზინის ჰიდროქლორიდს.

კლინიკური ინფორმაცია

ჩვენებები

დუოდარტი კურნავს და ახდენს პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის (BPH) პროგრესირების პრევენციას სიმპტომების შემსუბუქების, პროსტატის ზომის შემცირების, შარდის ნაკადის გაუმჯობესების გზით და ასევე ამცირებს შარდის მწვავე შეკავების (AUR) განვითარების რისკს და BPH-ის გამო ქირურგიული ოპერაციის საჭიროებას.

დოზირება და მიღების წესი

ფარმაცევტული ფორმა: კაფსულები

ზრდასრული მამაკაცები (ხანდაზმულების ჩათვლით)

დუოდარტის რეკომენდებული დოზაა ერთი კაფსულა პერორალურად საკვების მიღებიდან დაახლოებით 30 წუთის შემდეგ დღის ერთსა და იმავე დროს (იხ. ფარმაკოკინეტიკა – აბსორბცია).

კაფსულები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, დაუღეჭავად და გაუხსნელად. დუტასტერიდის მყარგარსიანი კაფსულის შიგთავსთან კონტაქტმა შეიძლება გამოიწვიოს ოროფარინგიალური ლორწოვანის გაღიზიანება.

თირკმლის დაზიანება

თირკმლის დაზიანების გავლენა დუტასტერიდი-ტამსულოზინის ფარმაკოკინეტიკაზე შესწავლილი არ არის. თუმცა თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია მოსალოდნელი არ არის (იხ. ფარმაკოკინეტიკა – თირკმლის დაზიანება).

ღვიძლის დაზიანება

ღვიძლის დაზიანების გავლენა დუტასტერიდი-ტამსულოზინის ფარმაკოკინეტიკაზე შესწავლილი არ არის (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები და ფარმაკოკინეტიკა – ღვიძლის დაზიანება).

უკუჩვენებები

დუოდარტი უკუნაჩვენებია პაციენტებში, ცნობილი ჰიპერმგრძნობელობით დუტასტერიდის, 5-ალფა-რედუქტაზას ინჰიბიტორების (5-ARI), ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის ან პრეპარატის ფარმაცევტული ფორმის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

დუოდარტი უკუნაჩვენებია ქალებსა და ბავშვებში გამოყენებისთვის (იხ. ორსულობა და ლაქტაცია).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

პროსტატის კიბო

წლიან კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 50-75 წლის ასაკის 8,000 მამაკაცი, რომელთა წინასწარი ბიოფსიის შედეგიც პროსტატის კიბოზე იყო უარყოფითი, PSA (პროსტატის სპეციფიკური ანტიგენი) საბაზისო დონე - 2.5 - 10ნგ/მლ (REDUCE კვლევა), 1,517 მამაკაცს დაესვა პროსტატის კიბოს დიაგნოზი. იმ ჯგუფის პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დუტასტერიდს, გლისონის ჯამით 8-10 პროსტატის კიბოს სიხშირე იყო უფრო მაღალი (n=29, 0.9%) ვიდრე პლაცებოს ჯგუფში (n=19, 0.6%). არ აღინიშნა გლისონის ჯამით 5-6 ან 7-10 პროსტატის კიბოს სიხშირის ზრდა. მიზეზობრივი კავშირი დუტასტერიდსა და მაღალი გრეიდის პროსტატის კიბოს შორის დადგენილი არ არის. რიცხობრივი დისბალანსის კლინიკური მნიშვნელობა უცნობია. მამაკაცებში, რომლებიც იღებენ დუტასტერიდს, რეგულარულად უნდა მოხდეს პროსტატის კიბოს რისკის შეფასება PSA ტესტის ჩათვლით.

შემდგომი დაკვირვების დამატებით 2-წლიან კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდნენ პაციენტები დუტასტერიდის ქემოპრევენციის (REDUCE) კვლევიდან, დიაგნოსტირებულ იქნა პროსტატის კიბოს ახალი შემთხვევების დაბალი სიხშირე (დუტასტერიდი [n=14, 1.2%] და პლაცებო [n=7, 0.7%]), არ გამოვლენილა გლისონის ჯამით 8-10 პროსტატის კიბოს ახალი შემთხვევა.

შემდგომი დაკვირვების სხვა ხანგრძლივმა (18 წლამდე) 5-ARI (ფინასტერიდი) ქემოპრევენციის კვლევამ აჩვენა, რომ ვირთაგვებში საერთო სიცოცხლისუნარიანობა (HR 1.02, 95% CI 0.97-1.08) ან სიცოცხლისუნარიანობა პროსტატის კიბოს დიაგნოზის შემდეგ (HR 1.01, 95% CI 0.85-1.20) სტატისტიკურად მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა ფინასტერიდსა და პლაცებოს შორის.

პროსტატის სპეციფიკური ანტიგენი

PSA-ის კონცენტრაცია სკრინინგის პროცესის მნიშვნელოვანი კომპონენტია პროსტატის კიბოს აღმოსაჩენად. დუტასტერიდი იწვევს შრატში საშუალო PSA დონის დაქვეითებას დაახლოებით 50%-ით 6-თვიანი მკურნალობის შემდეგ.

პაციენტებში, რომლებიც იღებენ დუოდარტს უნდა დადგინდეს PSA-ის ახალი საბაზისო დონე დუტასტერიდით 6-თვიანი მკურნალობის შემდეგ. რეკომენდებულია PSA-ის დონის რეგულარული მონიტორინგი შემდგომში. დაბალი PSA-ის დონის ნებისმიერი დადასტურებული მომატება დუოდარტით მკურნალობის დროს შეიძლება მიუთითებდეს პროსტატის კიბოს არსებობაზე ან დუოდარტით თერაპიის არაშესაბამისობაზე და ფრთხილად უნდა შეფასდეს იმ შემთხვევაშიც, თუ ეს მაჩვენებლები მაინც ნორმის ფარგლებშია მამაკაცებისთვის, რომლებიც არ იღებენ 5-ალფა რედუქტაზას ინჰიბიტორებს (იხ. კლინიკური კვლევები). PSA-ის სიდიდეების ინტერპრეტაციისას იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ დუტასტერიდს, შესადარებლად აღებულ უნდა იქნეს PSA-ს წინა სიდეები.

დუოდარტით მკურნალობა არ ეწინააღმდეგება PSA-ის გამოყენებას, როგორც ინსტრუმენტის, პროსტატის კიბოს დიაგნოსტირებისთვის ახალი საბაზისო დონის განსაზღვრის შემდეგ.

შრატში საერთო PSA-ის დონეები ნორმას უბრუნდება მკურნალობის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში.

თავისუფალი და საერთო PSA-ის ფარდობა რჩება მუდმივი დუტასტერიდის გავლენის ქვეშაც კი. თუ ექიმი ირჩევს პროცენტულად თავისუფალ PSA-ის პროსტატის კიბოს აღმოჩენის დამხმარე საშუალების სახით მამაკაცებში, რომლებიც იტარებენ დუოდარტით მკურნალობას, მისი სიდიდის კორექცია აუცილებელი არ არის.

თითით რექტალური გასინჯვა, ისევე როგორც პროსტატის კიბოს სხვა სახის შეფასება, უნდა განხორციელდეს პროსტატის კეთილთვისებიანი სიმსივნით (BPH) დაავადებულ პაციენტებში დუოდარტით მკურნალობის დაწყებამდე და შემდგომ პერიოდულად.

გულ-სისხლძარღვთა გვერდითი მოვლენები

ორ 4-წლიან კვლევაში გულის უკმარისობის განვითარების სიხშირე (გულის დაავადებების კომბინირებული ტერმინი ძირითადად მოიცავს – გულის პირველად უკმარისობას და გულის შეგუბებით უკმარისობას) უფრო მაღალი იყო სუბიექტებში, რომლებიც იღებდნენ დუტასტერიდის და ალფა-ბლოკერის კომბინაციას, ძირითადად ტამსულოზინს, ვიდრე პაციენტებში, რომლებიც არ იღებდნენ ამ კომბინაციას. ამ ორ კვლევაში გულის უკმარისობის სიხშირე იყო დაბალი (≤1%) და ცვალებადი კვლევებს შორის. დისბალანსი არ აღინიშნა გულ-სისხლძარღვთა გვერდითი მოვლენებს შორის არცერთ კვლევაში. დუტასტერიდს (მარტო ან ალფა-ბლოკერთან კომბინაციაში) და გულის უკმარისობას შორის მიზეზობრივი კავშირი დადგენილი არ არის (იხ. კლინიკური კვლევები).

12 რანდომიზებული, პლაცებო- ან კომპარატორ-გაკონტროლებული კლინიკური კვლევების (n=18,802) მეტა-ანალიზში, რომელიც აფასებდა კარდიოვასკულარული გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს დუტასტერიდის გამოყენების დროს (საკონტროლოსთან შედარებით), გულის უკმარისობის (RR 1.05; 95% CI 0.71, 1.57), მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის (RR 1.00; 95% CI 0.77, 1.30) ან ინსულტის (RR 1.20; 95% CI 0.88, 1.64) თანამიმდევრული სტატისტიკურად მნიშვნელოვანი რისკის მატება არ გამოვლენილა.

ძუძუს კიბო

ძუძუს კიბო იშვიათი შემთხვევები აღწერილია მამაკაცებში, რომლებიც იღებდნენ დუტასტერიდს კლინიკურ კვლევებში და პოსტმარკეტინგულ პერიოდში. თუმცა ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა გამოავლინა, რომ მამაკაცის ძუძუს კიბოს განვითარების რისკი არ იზრდება 5-ARI-ების გამოყენებისას (იხ. კლინიკური კვლევები). ექიმებმა პაციენტებს უნდა აუხსნან, რომ ძუძუს ქსოვილის ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში, როგორიცაა კვანძები ან დვრილებიდან გამონადენი, დაუყოვნებლივ აცნობონ ექიმს..

ორთოსტატიკული ჰიპოტენზია

როგორც სხვა ალფა-1 ადრენერგული ბლოკატორების შემთხვევაში, ორთოსტატიკული ჰიპოტენზია შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ტამსულოზინით, რამაც იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს სინკოპე. პაციენტებს, რომლებიც იწყებენ დუოდარტით მკურნალობას უნდა ეცნობოთ, რომ გამოიჩინონ სიფრთხილე დაჯდომის ან დაწოლის დროს ორთოსტატული ჰიპოტენზიის პირველი ნიშნებისას (თავბრუსხვევა და ვერტიგო) სიმპტომების მოხსნამდე.

სიფრთხილეა საჭირო, როდესაც ალფა-ადრენერგული ბლოკატორები, ტამსულოზინის ჩათვლით, მიიღება ფოსფოდიესთერაზა ტიპი 5-ის (PDE5) ინჰიბიტორებთან ერთად. ალფა-ადრენერგული ბლოკატორები და PDE5 ინჰიბიტორები არიან ვაზოდილატატორები, რომლებიც ამცირებენ სისხლის წნევას. ამ ორი ჯგუფის პრეპარატების ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომური ჰიპოტენზია (იხ. ურთიერთქმედებები).

ფერადი გარსის (ირისის) დარბილების ინტრაოპერაციული სინდრომი

ფერადი გარსის (ირისის) დარბილების ინტრაოპერაციული სინდრომი (IFIS, პატარა გუგის სინდრომის ვარიანტი) დაფიქსირდა კატარაქტის ოპერაციის დროს ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც მკურნალობდნენ ალფა-1 ადრენერგული ბლოკატორებით, ტამსულოზინის ჩათვლით. IFIS-მა შეიძლება გამოიწვიოს ოპერაციის დროს და შემდგომ პერიოდში თვალის მხრივ გართულებების ზრდა.

პრეოპერაციული შეფასებისას, კატარაქტის ქირურგებმა და ოფთალმოლოგების გუნდმა უნდა გაარკვიოს მკურნალობს ან მკურნალობდა თუ არა პაციენტი დუოდარტით, რათა მოხდეს შესაბამისი ზომების მიღება IFIS-განვითარების შემთხვევაში.

ტამსულოზინის მოხსნა კატარაქტის ოპერაციამდე 1-2 კვირით ადრე მიჩნეულია სასარგებლოდ, მაგრამ კატარაქტის ოპერაციამდე თერაპიის შეწყვეტის სარგებლობა და ხანგრძლივობა ჯერჯერობით არ არის დადგენილი (იხ. გვერდითი რეაქციები).

გაჟონვადი კაფსულები

დუტასტერიდი შეიწოვება კანიდან, აქედან გამომდინარე ქალები და ბავშვები უნდა მოერიდონ გაჟონვად კაფსულებთან კონტაქტს. თუ ადგილი აქვს გაჟონვად კაფსულებთან კონტაქტს, კონტაქტის არე დაუყოვნებლივ ჩამობანილ უნდა იქნეს საპნითა და წყლით (იხ. ორსულობა და ლაქტაცია).

CYP3A4 და CYP2D6-ის ინჰიბიტორები

ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის CYP3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორებთან (მაგ., კეტოკონაზოლი), ან ნაკლებად, CYP2D6-ის ძლიერ ინჰიბიტორებთან (მაგ., პაროქსეტინი) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ტამსულოზინის ექსპოზიცია (იხ. ურთიერთქმედებები). აქედან გამომდინარე ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი რეკომენდებული არ არის პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ CYP3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორებს და სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომლებიც იღებენ CYP3A4-ის საშუალო სიძლიერის ინჰიბიტორებს (მაგ. ერითრომიცინი), ძლიერ ან სუსტ CYP2D6-ის ინჰიბიტორებს, ორივე CYP3A4-ის და CYP2D6-ის ინჰიბიტორების კომბინაციას, ან პაციენტებში, რომლებშიც დაქვეითებულია CYP2D6-ის მეტაბოლიზმი.

ღვიძლის დაზიანება

ღვიძლის დაზიანების გავლენა დუტასტერიდის ფარმაკოკინეტიკაზე შესწავლილი არ არის. რადგან დუტასტერიდი ინტენსიურად მეტაბოლიზდება და ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს 3-5 კვირას, სიფრთხილეა საჭირო დუტასტერიდის გამოყენებისას ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში (იხ. დოზირება და მიღების წესი და ფარმაკოკინეტიკა).

გუნება-განწყობის ცვლილებები და დეპრესია

გუნება-განწყობის ცვლილებები, მათ შორის დეპრესიული განწყობა, დეპრესია და ნაკლებად ხშირად სუიციდური აზრები, აღწერილ იქნა სხვა პერორალური 5-ARI-ით ნამკურნალებ პაციენტებში. პაციენტებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია, რომ მიმართონ ექიმს, თუ აღინიშნება რომელიმე ეს სიმპტომი (იხ. გვერდითი რეაქციები).

დამხმარე ნივთიერებები

დუოდარტი შეიცავს საღებავ აგენტს: ნარინჯისფერ-ყვითელი (Sunset Yellow) FCF (E110 ან FD&C Yellow 6), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული ტიპის რეაქციები.

ურთიერთქმედებები

დუოდარტის ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა. შემდეგი მონაცემები მოიცავს ინდივიდუალური კომპონენტების შესახებ ინფორმაციას.

დუტასტერიდი

In vitro წამლის მეტაბოლიზმის კვლევები აჩვენებს, რომ დუტასტერიდი მეტაბოლიზდება ადამიანის ციტოქრომა P450 სისტემის იზოფერმენტ CYP3A4-ით. აქედან გამომდინარე სისხლში დუტასტერიდის კონცენტრაცია შეიძლება გაიზარდოს CYP3A4 ინჰიბიტორების გამოყენებისას.

II ფაზის კვლევების მონაცემებმა აჩვენა დუტასტერიდის კლირენსის დაქვეითება CYP3A4-ის ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებისას, როგორიცაა ვერაპამილი (37%) და დილთიაზემი (44%). ამის საწინააღმდეგოდ, კლირენსის დაქვეითება არ აღინიშნა, როდესაც დუტასტერიდთან ერთად გამოიყენებოდა ამლოდიპინი, კალციუმის არხების სხვა ანტაგონისტები. კლირენსის დაქვეითება და დუტასტერიდის შემდგომი ექსპოზიციის ზრდა CYP3A4-ის ინჰიბიტორების გამოყენებისას სავარაუდოდ კლინიკურად ნაკლებად მნიშვნელოვანი იქნება უსაფრთხოების ფართო პროფილის გამო (პაციენტებში გამოიყენებოდა რეკომენდებულ დოზაზე 10-ჯერ მაღალი დოზა 6 თვის განმავლობაში). აქედან გამომდინარე დოზა კორექციას არ საჭიროებს.

In vitro დუტასტერიდი არ მეტაბოლიზდება ადამიანის ციტოქრომაPP450 სისტემის იზოფერმენტებით - CYP1A2, CYP2A6, CYP2E1, CYP2C8, CYP2C9, CYP2C19, CYP2B6 და CYP2D6.

დუტასტერიდი არც in vitro აინჰიბირებს ადამიანის ციტოქრომა P450 წამლის მეტაბოლიზმში მონაწილე ფერმენტებს და არც in vivo ააქტიურებს ციტოქრომაPP450 იზოფერმენტებს CYP1A, CYP2B და CYP3A ვირთაგვებსა და ძაღლებში,

in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ დუტასტერიდი არ გამოდევნის ვარფარინს, აცენოკუმაროლს, ფენპროკუმონს, დიაზეპამს ან ფენიტოინს პლაზმის ცილებიდან, თავის მხრივ არც ეს მოდელური ნაერთები გამოდევნიან დუტასტერიდს. ნაერთები, რომლებიც შემოწმებულია ადამიანებში წამალთშორის ურთიერთქმედებაზე, მოიცავს ტამსულოზინს, ტერაზოზინს, ვარფარინს, დიგოქსინს და ქოლესტირამინს, და კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ან ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედებები არ გამოვლენილა.

მიუხედავად იმისა, რომ არ ჩატარებულა სპეციფიკური კვლევები სხვა ნაერთებთან ურთიერთქმედების შესაფასებლად, სუბიექტების დაახლოებით 90% ფართო, III ფაზის კვლევებში იღებდა დუტასტერიდს სხვა პრეპარატებთან ერთად. კლინიკურ კვლევებში დუტასტერიდის გამოყენებისას ანტიჰიპერლიპიდემიურ საშუალებებთან, ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბტორებთან, ბეტა-ადრენერგულ ბლოკატორებთან, კალციუმის არხების ბლოკატორებთან, კორტიკოსტეროიდებთან, შარდმდენებთან, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებთან (NSAID-ები), ფოსფოდიესთერაზას V ტიპის ინჰიბიტორებთან და ქინოლონის რიგის ანტიბიოტიკებთან ერთად, არ აღინიშნა კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები.

ტამსულოზინი

არსებობს გაზრდილი ჰიპოტენზიური ეფექტის თეორიული რისკი, როდესაც ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი გამოიყენება პრეპარატებთან ერთად, რომლებმაც შეიძლება შეამციროს არტერიული წნევა, საანესთეზიო საშუალებების, PDE5 ინჰიბიტორების და სხვა ალფა-1 ადრენერგული ბლოკატორების ჩათვლით. დუოდარტი არ უნდა იქნეს გამოყენებული სხვა ალფა-1 ადრენერგულ ბლოკატორებთან ერთად.

ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის და კეტოკონაზოლის (CYP3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორი) ერთად გამოყენებამ გამოიწვია ტამსულოზინის Cmax და AUC-ს 2.2 და 2.8 ფაქტორით ზრდა, შესაბამისად. ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის და პაროქსეტინის (CYP2D6-ის ძლიერი ინჰიბიტორი) ერთად გამოყენებამ გამოიწვია ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის Cmax და AUC-ს ზრდა 1.3 და 1.6 ფაქტორით, შესაბამისად. მოქმედების მსგავსი ზრდა CYP3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორთან ერთად გამოყენებისას მოსალოდნელია CYP2D6-ის სუსტი მეტაბოლიზმის მქონე პირებში ძლიერი მეტაბოლიზმის მქონე პირებთან შედარებით. ორივე CYP3A4 და CYP2D6-ის ინჰიბიტორების ტამსულოზინის ჰიდროქლორიდთან ერთად გამოყენების ეფექტები კლინიკურად არ არის შეფასებული, თუმცა არსებობს ტამსულოზინის ექსპოზიციის მნიშვნელოვნად გაზრდის პოტენციალი (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).

ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის (0.4მგ) და ციმეტიდინის (400მგ 6 საათში ერთხელ 6 დღის განმავლობაში) ერთდორული მიღება იწვევდა კლირენსის დაქვეითებას (26%) და ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის AUC-ის (44%) ზრდას. სიფრთხილეა საჭირო დუოდარტის ციმეტიდინთან ერთად გამოყენებისას.

ტამსულოზინის ჰიდროქლორიდს და ვარფარინს შორის განსაზღვრული წამალთშორისი ურთიერთქმედების კვლევა არ ჩატარებულა. in vitro და in vivo კვლევების შეზღუდული მონაცემები დასკვნის გარეშეა. სიფრთხილეა საჭირო ვარფარინის და ტამსულოზნის ჰიდროქლორიდის ერთად გამოყენებისას.

სამ კვლევაში, სადაც ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი (0,4მგ დღეში 7 დღის განმავლობაში, შემდეგ 0,8მგ დღეში 7 დღის განმავლობაში) გამოიყენებოდა ატენოლოლთან, ენალაპრილთან ან ნიფედიპინთან ერთად 3 თვის განმავლობაში, ურთიერთქმედება არ აღინიშნა; აქედან გამომდინარე დოზის კორექცია საჭირო არ არის როდესაც ეს პრეპარატები გამოიყენება დუოდარტთან ერთად.

ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის (0.4მგ/დღეში ორი დღის განმავლობაში, შემდეგ 0.8მგ/დღეში 5-8 დღის განმავლობაში) და თეოფილინის ერთჯერადი ინტრავენური (ივ) დოზის (5მგ/კგ) გამოყენებამ არ გამოიწვია ცვლილებები თეოფილინის ფარმაკოკინეტიკაში, აქედან გამომდინარე დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის (0,8მგ/დღეში) და ფუროსემიდის ერთჯერადი ივ დოზის (20მგ) ერთად გამოყენება იწვევს ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის Cmax და AUC-ს 11 და 12 %-ით შემცირებას, თუმცა ეს ცვლილებები მოსალოდნელია, რომ კლინიკურად უმნიშვნელო იყოს და დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ორსულობა და ლაქტაცია

დუოდარტის ეფექტის გამოსაკვლევად ორსულობაზე, ლაქტაციასა და ფერტილობაზე კვლევები არ ჩატარებულა. ქვემოთ მოცემული ასახავს ინფორმაციას, რომელიც ხელმისაწვდომია ცალეკულ კომპონენტებზე.

ფერტილობა

დუტასტერიდი

დუტასტერიდის 0,5მგ/დღეში დოზის გავლენა სპერმის მახასიათებლებზე შეფასდა 18-52 წლის ასაკის ჯანმრთელ მოხალისეებში (n=27 დუტასტერიდის, n=23 პლაცებო) 52-კვირიანი მკურნალობის და მკურნალობის შემდგომი 24-კვირიანი დაკვირვების განმავლობაში. 52-ე კვირაზე სპერმის საერთო რაოდენობის, სპერმის მოცულობის და სპერმის მოძრაობის საშუალო პროცენტული, შემცირება საწყის დონესთან შედარებით იყო შესაბამისად 23%, 26% და 18% დუტასტერიდის ჯგუფში პლაცებოს ჯგუფთან შედარებით. სპერმის კონცენტრაცია და მორფოლოგია უცვლელი რჩებოდა. 24-კვირიანი შემდგომი დაკვირვების შემდეგ სპერმის საერთო რაოდენობის საშუალო პროცენტული ცვლილება დუტასტერიდის ჯგუფში რჩებოდა 23%-ით დაბალი საწყის დონესთან შედარებით. მაშინ როდესაც სპერმის ყველა პარამეტრის საშუალო მაჩვენებელი დროის ყველა მონაკვეთში რჩებოდა ნორმის ფარგლებში და არ შეესაბამებოდა კლინიკური მნიშვნელობის ცვლილებისთვის წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებს (30%), დუტასტერიდის ჯგუფში ორ პაციენტს აღენიშნა სპერმის რაოდენობის დაქვეითება 90%-ით 52-ე კვირაზე, ნაწილობრივ გამოჯანმრთელებით 24-კვირიანი შემდგომი დაკვირვების პერიოდში. სპერმის მახასიათებლებზე დუტასტერიდის ეფექტის კლინიკური მნიშვნელობა ინდივიდუალური პაციენტების ფერტილობისთვის უცნობია.

ტამსულოზინი

სპერმის რაოდენობასა და ფუნქციაზე ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის ეფექტები შეფასებული არ არის.

ორსულობა

დუოდარტი უკუნაჩვენებია ქალებში გამოყენებისთვის.

დუტასტერიდი

დუტასტერიდი შესწავლილი არ არის ქალებში, რადგან პრეკლინიკური მონაცემები მიუთითებს, რომ დიჰიდროტესტოსტერონის მოცირკულირე დონის სუპრესია შეიძლება აინჰიბირებდეს გარეთა სასქესო ორგანოების განვითარებას მამრობითი სქესის ნაყოფში, რომლის დედასაც შეხება ჰქონდა დუტასტერიდთან (იხ. არაკლინიკური ინფორმაცია).

ტამსულოზინი

ტამსულოზნის ჰიდროქლორიდის გამოყენება ორსულ ვირთხებში და კურდღლებში თერაპიულზე მაღალი დოზით არ იწვევდა ნაყოფის დაზიანებას.

ლაქტაცია

დუოდარტი უკუნაჩვენებია ქალებში გამოყენებისთვის.

უცნობია, გამოიყოფა თუ არა დუტასტერიდი ან ტამსულოზინი დედის რძეში.

გავლენა ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

არ ჩატარებულა კვლევები დუოდარტის ეფექტის შესასწავლად ისეთი მოქმედებების შესასრულებლად, რომლებიც მოითხოვს განსჯის, მოტორულ ან შემეცნებით უნარ-ჩვევებს. თუმცა, პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულები ორთოსტატულ ჰიპოტენზიასთან დაკავშირებული სიმპტომების შესაძლო გამოვლენის შესახებ, როგორიცაა თავბრუსხვევა დუოდარტის მიღებისას.

გვერდითი რეაქციები

არ ჩატარებულა დუოდარტით კლინიკური კვლევები; თუმცა კომბინირებული მიღების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია CombAT (ავოდარტის და ტამსულოზინის კომბინაცია) კვლევაში, სადაც შეადარეს დუტასტერიდის 0,5მგ და ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის 0,4მგ ერთხელ დღეში გამოყენება 4 წლის განმავლობაში, როგორც კომბინირებული, ისე მონოთერაპიის სახით.

აგრეთვე მოწოდებულია ინფორმაცია ინდივიდუალური კომპონენტების (დუტასტერიდი და ტამსულოზინი) გვერდითი მოვლენების პროფილის შესახებ.

გვერდითი რეაქციები ქვემოთ ჩამოთვლილია MeDRA კლასიფიკაციით ორგანოთა სისტემების კლასებისა და სიხშირის მიხედვით.

სიხშირე განსაზღვრულია შემდეგი სახით: ძალიან ხშირი (1/10), ხშირი (1/100 - <1/10), არახშირი (1/1,000 - <1/100), იშვიათი (1/10,000 - <1/1,000) და ძალიან იშვიათი (<1/10,000) და სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე).

დუტასტერიდის და ტამსულოზინის ერთად გამოყენება

კლინიკური კვლევების მონაცემები

ინდივიდუალური კომპონენტების გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმაცია (1% ან მეტი კუმულაციური სიხშირე) აღწერილია CombATკვლევის დროს.

გვერდითი რეაქცია

სიხშირე მკურნალობის პერიოდში

1 წელი

2 წელი

3 წელი

4 წელი

კომბინაციაა (n)

დუტასტერიდი

ტამსულოზინი

(n=1610)

(n=1623)

(n=1611)

(n=1428)

(n=1464)

(n=1468)

(n=1283)

(n=1325)

(n=1281)

(n=1200)

(n=1200)

(n=1112)

იმპოტენცია,ბ

კომბინაცია

დუტასტერიდი

ტამსულოზინი

6%

5%

3%

2%

2%

1%

<1%

<1%

<1%

<1%

<1%

<1%

შეცვლილი (დაქვეითებული) ლიბიდობ

კომბინაცია

დუტასტერიდი

ტამსულოზინი

5%

4%

2%

<1%

1%

<1%

<1%

<1%

<1%

0%

0%

<1%

ეაკულაციის დარღვევებიბ

კომბინაცია

დუტასტერიდი

ტამსულოზინი

9%

1%

3%

1%

<1%

<1%

<1%

<1%

<1%

<1%

<1%

<1%

ძუძუს დაავადებებიც

კომბინაცია

დუტასტერიდი

ტამსულოზინი

2%

2%

<1%

<1%

1%

<1%

<1%

<1%

<1%

<1%

<1%

0%

თავბრუსხვევა

კომბინაცია

დუტასტერიდი

ტამსულოზინი

1%

<1%

1%

<1%

<1%

<1%

<1%

<1%

<1%

<1%

<1%

<0%

კომბინაცია=დუდასტერიდი 0,5მგ დღეში ერთხელ + ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 0,4მგ დღეში ერთხელ.

ეს სქესობრივი გვერდითი მოვლენები დაკავშირებულია დუტასტერიდით მკურნალობასთან (მათ შორის მონოთერაპია და ტამსულოზინთან კომბინაცია). ეს გვერდითი მოვლენები შეიძლება შენარჩუნდეს მკურნალობის შეწყვეტის შემდეგაც. დუტასტერიდის როლი ამ პრობლემის შენარჩუნებაში არ არის ცნობილი.

ძუძუს მტკივნეულობის და ძუძუს ზომის გაზრდის ჩათვლით.

დუტასტერიდით მონოთერაპია

კლინიკური კვლევის მონაცემები

დუტასტერიდის III ფაზიან პლაცებო კონტროლირებად კვლევაში (n=2167) პლაცებოსთან შედარებით (n=2158), მკვლევარების მიერ შეფასებული პრეპარატთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები 1- და 2-წლიანი მკურნალობის შემდეგ იყო მსგავსი ტიპის და სიხშირის მიხედვით ცხრილი ზემოთ).

გვერდითი მოვლენების პროფილის ცვლილება არ შეინიშნებოდა შემდგომი 2 წლის განმავლობაში ამ კვლევების ღია ეტიკეტის გაგრძელების ფაზაში.

პოსტმარკეტინგული მონაცემები

პოსტმარკეტინგული მონაცემებით განსაზღვრული სიხშირის კატეგორიები ასახავს უფრო შეტყობინების სიხშირეს, ვიდრე ნამდვილ სიხშირეს.

ორგანოთა სისტემების კლასები

გვერდითი რეაქცია(ები)

სიხშირე

იმუნური სისტემის დარღვევები

ალერგიული რეაქციები, გამონაყარის, ქავილის, ურტიკარიის, ლოკალიზებული შეშუპების და ანგიონევროზული შეშუპებია ჩათვლით

ძალიან იშვიათი

ფსიქიკური დარღვევები

დეპრესიული განწყობა (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები)

ძალიან იშვიათი

რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლების დარღვევები

სათესლე ჯირკვლების ტკივილი, სათესლე ჯირკვლების შესივება

ძალიან იშვიათი

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

ალოპეცია (უპირატესად სხეულის თმის ცვენა), ჰიპერტრიქოზი

იშვიათი

ტამსულოზინით მონოთერაპია

კლინიკური კვლევის მონაცემები და პოსტმარკეტინგული მონაცემები

GSK არ ფლობს უსაფრთხოების მონაცემთა ბაზას ტამსულოზინის პროდუქტის რომელიმე ერთი ინგრედიენტისათვის. ამიტომ ქვემოთ მოყვანილი გვერდითი რეაქციები და სიხშირის კატეგორიები ეფუძნება გამოქვეყნებულ ინფორმაციას. ქვემოთ მოცემულ ცხრილში, ხშირი და არახშირი რეაქციები შეესაბამება კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებულ მაჩვენებლებს და სიხშირის კატეგორიები ჩვეულებრივ ასახავს პლაცებოს ზემოთ სიხშირეს. იშვიათი და ძალიან იშვიათი რეაქციები შეესაბამება პოსმარკეტინგული შეტყობინებებიდან გამოვლენილ მოვლენებს და სიხშირის კატეგორიები ასახავს შეტყობინების სიხშირეს.

სიხშირე

ორგანოთა სისტემის კლასი

ხშირი

არახშირი

იშვიათი

ძალიან იშვიათი

გულის დარღვევები

გულის ფრიალი

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

შეკრულობა,

ფაღარათი,

ღებინება

ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილის მდგომარეობები

ასთენია

იმუნური სისტემის დარღვევები

გამონაყარი,

ქავილი,

ჭინჭრის ციება

ანგიონევროზული შეშუპება

სტივენს-ჯონსონის სინდრომი

ნერვული სისტემის დარღვევები

თავბრუსხვევა

სინკოპე

რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლების დარღვევები

პათოლოგიური ეაკულაცია

პრიაპიზმი

რესპირატორული, თორაკალური და შუასაყრის დარღვევები

რინიტი

სისხლძარღვოვანი დარღვევები

პოსტურალური ჰიპოტენზია

პოსტმარკეტინგული დაკვირვების პერიოდში კატარაქტის ოპერაციის დროს ფერადი გარსის (ირისის) დარბილების ინტრაოპერაციული სინდრომის (IFIS), პატარა გუგის სინდრომის ვარიანტის, შესახებ ცნობები დაკავშირებულია ალფა-1 ადრენერგული ბლოკატორებით თერაპიასთან; ტამსულოზინის ჩათვლით (იხ. გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები).

პოსტმარკეტინგული გამოცდილება: გარდა ამისა, ტამსულოზინის გამოყენებასთან დაკავშირებულია წინაგულების ფიბრილაცია, არითმია, ტაქიკარდია, ქოშინი, ეპისტაქსისი, მხედველობის დაბინდვა, მხედველობის გაუარესება, მულტიფორმული ერითემა, ექსფოლიაციური დერმატიტი და პირის სიმშრალე.

დოზის გადაჭარბება

დუოდარტის დოზის გადაჭარბების შესახებ მონაცემები არ არსებობს. შემდეგი დებულებები ასახავს ცალკეულ კომპონენტებზე არსებულ ინფორმაციას.

დუტასტერიდი

მოხალისეთა კვლევებში დუტასტერიდის ერთჯერადი დოზ 40მგ/დღეში (80-ჯერ აღემატება თერაპიულ დოზას) 7 დღის განმავლობაში გამოიყენებოდა უსაფრთხოების მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე. კლინიკურ კვლევებში 5მგ/დღეში დოზები ყოველდღიურად გამოიყენებოდა პაციენტებში 6 თვის განმავლობაში, დამატებითი გვერდითი ეფექტები არ გამოვლინდა 0.5მგ დოზირების შემთხვევაში.

სპეციფიკური ანტიდოტი დუტასტერიდისთვის არ არსებობს, ამიტომ ჭარბი დოზირების შემთხვევაში საჭიროა სათანადო სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპიის ჩატარება.

ტამსულოზინი

ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის დოზის გადაჭარბების შედეგად განვითარებული მწვავე ჰიპოტენზიის შემთხვევაში საჭიროა კარდიოვასკულარული მხარდაჭერა. სისხლის წნევის აღდგენა და გულის რითმის ნორმალიზება შეიძლება განხორციელდეს ავადმყოფის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მოთავსებით. თუ ეს არასაკმარისია, მაშინ უნდა მოხდეს მოცულობის გამადიდებლების და აუცილებლობის შემთხვევაში ვაზოპრესორების გამოყენება, და საჭიროების შემთხვევაში თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი. ლაბორატორიული გამოკვლევები მიუთითებს, რომ ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 94%-99%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს. აქედან გამომდინარე მისი გამოყოფისთვის დიალიზი არ იქნება სასარგებლო.

ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

ფარმაკოდინამიკა

ათქ კოდი: G04C A52

მოქმედების მექანიზმი

დუოდარტი არის ორი პრეპარატის კომბინაცია მოქმედების დამატებითი მექანიზმით, რომელიც აუმჯობესებს სიმპტომებს პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის მქონე პაციენტებში (BPH): დუტასტერიდი, 5 ალფა-რედუქტაზას (5 ARI) ორმაგი ინჰიბიტორი და ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი, α1a-ადრენორეცეპტორების ანტაგონისტი.

დუტასტერიდი აინჰიბირებს როგორც 1-ლი, ისე მე-2 ტიპის 5-ალფა-რედუქტაზის იზოფერმენტებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ტესტოსტერინის დიჰიდროტესტოსტერონად გარდაქმნაზე (DHT), DHT არის ანდროგენი,რომელიც ძირითადად პასუხისმგებელია პროსტატის ჯირკვლოვანი ქსოვილის ჰიპერპლაზიაზე.

ტამსულოზინი აინჰიბირებს პროსტატის გლუვი კუნთებისა და შარდის ბუშტის ყელში არსებულ α1a-ადრენერგულ რეცეპტორებს. პროსტტაში არსებული α1-რეცეპტორების დაახლოებით 75% არის α1a ქვეტიპის.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

დუოდარტის, როგორც ფიქსირებული დოზის კომბინაციის, ფარმაკოდინამიკური ეფექტები არ უნდა განსხვავდებოდეს დუტასტერიდისა და ტამსულოზინის ფარმაკოდინამიკისგან, რომლებიც ერთობლივად მიიღება ცალკეული კომპონენტების სახით.

დუტასტერიდი

დუტასტერიდი ამცირებს DHT-ს დონეს, ამცირებს პროსტატის მოცულობას, აუმჯობესებს ქვემო საშარდე ტრაქტის სიმპტომებს და შარდის ნაკადს და ამცირებს AUR და BPH-სთან დაკავშირებული ქირურგიული ჩარევის რისკს.

დუტასტერიდის დღიური დოზების მაქსიმალური ეფექტი DHT-ს შემცირებაზე დოზა-დამოკიდებულია და აღინიშნება 1-2 კვირაში. დუტასტერიდის 0,5მგ დღიური დოზირების 1 და 2 კვირის შემდეგ, შრატში DHT-ს საშუალო კონცენტრაცია შემცირდა 85 და 90%-ით, შესაბამისად.

BPH-ის მქონე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ 0.5მგ დუტასტერიდით დღეში, DHT-ს დონე საშუალოდ მცირდებოდა 94%-ით 1 წლის შემდეგ და 93% 2 წლის შემდეგ, შრატში ტესტოსტერონის საშუალო ზრდა იყო 19%. ეს არის 5 ალფა-რედუქტაზას ინჰიბიტორების მოსალოდნელი ეფექტი და არ იწვევს რაიმე ცნობილ გვერდით მოვლენას.

ტამსულოზინი

ტამსულოზინი ზრდის შარდის მაქსიმალურ ნაკადის სიჩქარეს პროსტატისა და ურეთრის გლუვი კუნთების დაჭიმულობის შემცირებით, რითაც ხსნის ობსტრუქციას. ის აგრეთვე ხნის გაღიზიანების და ობსტრუქციის სიმპტომების კომპლექსს, რომლებშიც შარდის ბუშტის არასტაბილურობა და ქვემო საშარდე ტრაქტის გლუვი კუნთების დაჭიმულობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ალფა-1 ადრენერგულმა ბლოკატორებმა შეიძლება შეამციროს სისხლის წნევა პერიფერიული წინააღმდეგობის დაქვეითებით.

ფარმაკოკინეტიკა

ბიოექვივალენტობა გამოვლინდა დუტასტერიდი-ტამსულოზინის და ცალკე დუტასტერიდის და ტამსულოზინის კაფსულების დოზირებისას.

ერთჯერადი დოზების ბიოექვივალენტობის კვლევა ჩატარდა უზმოზე და საკვების მიღების შემდეგ მდგომარეობაში. დუტასტერიდ-ტამსულოზინში აღინიშნა ტამსულოზინის კომპონენტის Cmax-ის 30% შემცირება საკვების მიღების შემდეგ, უზმოდ მდგომარეობასთან შედარებით. საკვები გავლენას არ ახდენდა ტამსულოზინის AUC-ზე.

შეწოვა

დუტასტერიდი

დუტასტერიდი მიიღებოდა პერორალურად ხსნარში რბილი ჟელატინის კაფსულის სახით. ერთჯერადი 0,5მგ დოზის მიღების შემდეგ პლაზმაში დუტასტერიდის პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა 1-3 საათში.

მამაკაცებში აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 60%-ს 2-საათიანი ინტრავენური ინფუზიის შემდეგ. დუტასტერიდის ბიოშეღწევადობაზე საკვები არ მოქმედებს.

ტამსულოზინი

ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი შეიწოვება ნაწლავებიდან და თითქმის სრულად ბიოშეღწევადია. ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი ავლენს წრფივ კინეტიკას, ერთჯერადი და მრავალჯერადი დოზირების შემდეგ, სტაბილური კონცენტრაცია მიიღწევა დღეში ერთხელ დოზირებიდან მე-5 დღეს. ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის შეწოვის სისწრაფე მცირდება საკვების მიღებით. პაციენტს შეუძლია ხელი შეუწყოს შეწოვის ერთგვაროვნებას ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის ყოველდღე საკვების მიღებიდან 30 წუთის შემდეგ დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში მიღებით.

განაწილება

დუტასტერიდი

ფარმაკოკინეტიკურმა მონაცემებმა ერთჯერადი და განმეორებითი პერორალური დოზების შემდეგ აჩვენა, რომ დუტასტერიდს გააჩნია ფართო განაწილების მოცულობა (300-500 ლ). დუტასტერიდი ფართოდ უკავშირდება პლაზმის ცილებს ( მეტი ვიდრე 99.5%).

დღიური დოზირების შემდეგ შრატში დუტასტერიდის კონცენტრაცია აღწევს წონასწორული კონცენტრაციის 65%-ს 1 თვის შემდეგ და დაახლოებით 90%-ს 3 თვის შემდეგ. წონასწორული კონცენტრაცია შრატში (Css) დაახლოებით 40ნგ/მლ მიიღწევა 0.5 მგ/დღეში ერთხელ მიღებით 6 თვის შემდეგ. შრატის მსგავსად, სპერმაში დუტასტერიდის წონაწორული კონცენტრაცია მიიღწევა 6 თვეში. 52-კვირიანი მკურნალობის შემდეგ სპერმაში დუტასტერიდის კონცენტრაცია შეადგენდა საშუალოდ 3.4 ნგ/მლ-ს (0.4-14ნგ/მლ). დუტასტერიდის მოხვედრა შრატიდან სპერმაში შეადგენს დაახლოებით 11.5%-ს.

ტამსულოზინი

ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის განაწილების წონასწორული მდგომარეობის სავარაუდო საშუალო მოცულობა ინტრავენური მიღების შემდეგ 10 ჯანმრთელ მამაკაცში იყო 16 ლ, რაც მიუთითებს ორგანიზმის უჯრედშორის სითხეებში განაწილებაზე.

ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი ინტენსიურად უკავშირდება ადამიანის პლაზმის ცილებს (94% - 99%), ძირითადად ალფა-1 მჟავა გლიკოპროტეინს (AAG), წრფივი კავშირით კონცენტრაციის ფართო დიაპაზონში (20 - 600 ნგ/მლ).

ბიოტრანსფორმაცია

დუტასტერიდი

In vitro, დუტასტერიდი მეტაბოლიზდება ადამიანის ციტოქრომა P450 იზოფერმენტით CYP3A4 ორ მცირე მონოჰიდროქსილირებულ მეტაბოლიტად, მაგრამ ის არ მეტაბოლიზდება CYP1A2, CYP2A6, CYP2E1, CYP2C8, CYP2C9, CYP2C19, CYP2B6 ან CYP2D6–ის მიერ.

ადამიანის შრატში დოზირების შემდეგ წონასწორული მდგომარეობის მიღწევისას, მასური სპექტრომეტრიით აღმოჩენილია უცვლელი დუტასტერიდი და 3 ძირითადი მეტაბოლიტი (4’-ჰიდროქსიდუტასტერიდი, 1,2-დიჰიდროდუტასტერიდი და 6-ჰიდროქსიდუტასტერიდი) და 2 მცირე მეტაბოლიტი (6,4’-დიჰიდროქსიდუტასტერიდი და 15-ჰიდროქსიდუტასტერიდი). დუტასტერიდის ადამიანის შრატის 5 მეტაბოლიტი აღმოჩენილია ვირთხების შრატში, თუმცა ჰიდროქსილის დანამატების სტერეოქიმია 6 და 15 პოზიციაზე ადამიანის და ვირთხების მეტაბოლიზმში არ არის ცნობილი.

ტამსულოზინი

არ აღინიშნება ენანთიომერული ბიოტრანსფორმაცია ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის [R(-) იზომერისა] S(+) იზომერად ადამიანებში. ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში ციტოქრომა P450 ფერმენტით და დოზის 10%-ზე ნაკლები შარდში გამოიყოფა უცვლელი სახით, თუმცა, ადამიანში მეტაბოლიტების ფარმაკოკინეტიკური პროფილი დადგენილი არ არის. In vitro შედეგები მიუთითებს, რომ CYP3A4 და CYP2D6 მონაწილეობენ ტამსულოზინის მეტაბოლიზმში, ისევე როგორც სხვა CYP იზოფერმენტები უმნიშვნელოდ მონაწილეობენ მეტაბოლიზმში. ღვიძლში პრეპრატების მეტაბოლიზმში მონაწილე იზოფერმენტების ინჰიბირებამ შეიძლება გამოიწვიოს ტამსულოზინის ეფექტის გაზრდა (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები და ურთიერთქმედებები).

ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის მეტაბოლიტები გადიან ინტენსიურ კონიუგაციას გლუკურონიდთან ან სულფატთან თირკმლით ექსკრეციამდე.

გამოყოფა

დუტასტერიდი

დუტასტერიდი ინტესნიურად მეტაბოლიზდება. დუტასტერიდის დღეში 0,5 მგ/დღეში პერორალური დოზირების შემდეგ წონასწორულ მდგომარეობამდე ადამიანებში მიღებული დოზის 1.0% - 15.4% (საშუალოდ 5,4%) გამოიყოფა დუტასტერიდის სახით განავალთან ერთად. დანარჩენი გამოიყოფა განავალთან ერთად 4 მთავარი მეტაბოლიტის სახით 39%, 21%, 7% და 7% და 6 მცირე მეტაბოლიტი (თითოეული 5%-ზე ნაკლები).

ადამიანის შარდში აღმოჩენილია უცვლელი დუტასტერიდის მხოლოდ ნარჩენი რაოდენობა (0.1%-ზე ნაკლები).

შრატში დაბალი კონცენტრაციებით (3 ნგ/მლ-ზე ნაკლები), დუტასტერიდი სწრაფად გამოიყოფა კონცენტრაცია-დამოკიდებული და კონცენტრაცია-დამოუკიდებელი გზებით. 5 მგ ან ნაკლები ერთჯერადი დოზის მიღებისას აღინიშნა სწრაფი კლირენსი და შედარებით მოკლე ნახევარდაშლის პერიოდი 3-9 დღე.

შრატში 3 ნგ/მლ-ზე მაღალი კონცენტრაციის დროს დუტასტერიდი ნელა გამოიყოფა (0.35-დან 0.58 ლ/სთ-მდე), ძირითადად, წრფივი, არაგაჯერებული ელიმინაციის გზით, ტერმინალური ნახევარდაშლის პერიოდით 3-დან 5 კვირამდე. თერაპიული კონცენტრაციებზე დუტასტერიდის საბოლოო ნახევარდაშლის პერიოდი არის 3-5 კკვირა და 0.5 მგ/დღეში განმეორებითი დოზირების შემდეგ დომინირებს უფრო ნელი კლირენსი და საერთო კლირენსი არის წრფივი და კონცენტრაცია-დამოუკიდებული. შრატში კონცენტრაცია აღმოჩენადი რჩება (მეტი ვიდრე 0,1 ნგ/მლ) მკურნალობის შეწყვეტიდან 4-დან 6 თვემდე.

ტამსულოზინი

ტამსულოზინის ნახევარდაშლის პერიოდი 5-7 საათს შეადგენს. დაახლოებით 10% გამოიყოფა უცვლელი სახით შარდში.

პაციენტების სპეციალური პოპულაციები

არ ჩატარებულა ფარმაკოკინეტიკური კვლევები პაციენტების სპეციალურ პოპულაციებში დუტასტერიდი-ტამსულოზინისათვის. ქვემოთ მოცემული ასახავს ინფორმაციას, რომელიც ხელმისაწვდომია ინდივიდუალურ კომპონენტებზე.

ხანდაზმულები

დუტასტერიდი

დუტასტერიდის ფარმაკოკინეტიკა და ფარმაკოდინამიკა შეფასდა 24-87 წლის ასაკის 36 ჯანმრთელ მამრობითი სქესის სუბიექტში დუტასტერიდის ერთჯერადი 5 მგ დოზის მიღების შემდეგ. დუტასტერიდის ეფექტი, წარმოდგენილი AUC და Cmax-ის სიდიდეებით, სტატისტიკურად არ განსხვავდებოდა ასაკობრივი ჯგუფების შედარებისას. ნახევარდაშლის პერიოდი სტატისტიკურად არ განსხვავდებოდა 50-69 წლის ასაკის ჯგუფის 70 წელზე უფროსი ასაკის ჯგუფთან შედარებისას, რომლებიც ძირითადად მოიცავს პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის მქონე (BHP) პირებს. არანაირი განსხვავება პრეპარატის ეფექტში, რომელიც იზომება DHT-ის დონის შემცირებით, არ დაფიქსირებულა ასაკობრივ ჯგუფებს შორის. შედეგებმა აჩვენა, რომ ასაკის მიხედვით დუტასტერიდის დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ტამსულოზინი

ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის საერთო ექსპოზიციის (AUC) და ნახევარდაშლის პერიოდის ჯვარედინი კვლევა აჩვენებს, რომ ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის ფარმაკოკინეტიკური განაწილება შეიძლება ოდნავ გახანგრძლივდეს ხანდაზმულ მამაკაცებში ახალგაზრდა, ჯანმრთელ მამრობითი სქესის მოხალისეებთან შედარებით. კლირენსი არ არის დამოკიდებული ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის AAG-სთან კავშირისგან, მაგრამ ქვეითდება ასაკთან ერთად, იწვევს 40%-ით უფრო მაღალ ექსპოზიციას 55-75 წლის სუბიექტებში 20-32 წლის პირებთან შედარებით.

თირკმლის დაზიანება

დუტასტერიდი

დუტასტერიდის ფარმაკოკინეტიკაზე თირკმლის დაზიანების ეფექტი შესწავლილი არ არის. თუმცა ადამიანის შარდში აღდგება 0.5მგ დოზის წონასწორული კონცენტრაციის 0.1%-ზე ნაკლები, აქედან გამომდინარე თირკმლის დაზიანებისას დოზის ცვლილება მოსალოდნელი არ არის.

ტამსულოზინი

ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის ფარმაკოკინეტიკა შეადარეს 6 სუბიექტში, რომლებსაც აღენიშნებოდათ მსუბუქი-საშუალო (30 ≤კლკრ<70მლ/წთ/1.73მ2) საშუალო-მძიმე (10≤კლკრ<30მლ/წთ.1.73მ2) ხარისხის თირკმლის დაზიანება და 6 ჯანმრთელ სუბიექტში (კლკრ>90მლ/წთ1./73მ2). მაშინ როცა აღინიშნა ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის მთლიანი პლაზმური კონცენტრაციის ცვლილება AAG–სთან დაკავშირების შეცვლის გამო, ტამსულოზინის შეუკავშირებელი (აქტიური) კონცენტრაცია, ასევე შინაგანი კლირენსი, მეტნაკლებად მუდმივი დარჩა. აქედან გამომდინარე, თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტებში საჭირო არ არის ტამსულოზინის ჰიდროლოქრიდის ტაბლეტების დოზირების ცვლილება. თუმცა პაციენტები თირკმლის დაავადების ბოლო სტადიით (კრკლ<10მლ/წთ/1.73მ2) შესწავლილი არ არის.

ღვიძლის დაზიანება

დუტასტერიდი

ღვიძლის დაზიანების გავლენა დუტასტერიდის ფარმაკოკინეტიკაზე შესწავლილი არ არის. რადგან დუტასტერიდი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ექსპოზიცია შეიძლება უფრო მაღალი იყოს ღვიძლის ფუნქციის დაზიანების მქონე პაციენტებში.

ტამსულოზინი

ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის ფარმაკოკინეტიკა შეადარეს 8 სუბიექტში ღვიძლის ზომიერი დაზიანებით (ჩაილდ პიუს კლასიფიკაციით ა და ბ ხარისხი) და 8 ჯანმრთელ სუბიექტში. მაშინ როცა აღინიშნა ტამსულოზინის საერთო პლაზმური კონცენტრაციის ცვლილება AAG–სთან დაკავშირების შეცვლის გამო, შეუკავშირებელი (აქტიური) კონცენტრაცია მნიშვნელოვნად არ შეიცვალა. მცირედ (32%) იცვლება შეუკავშირებელი ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის შინაგანი კლირენსი. აქედან გამომდინარე პაციენტებში ღვიძლის ზომიერი დაზიანებით არ არის საჭირო ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის დოზის ცვლილება. ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი შესწავლილი არ არის ღვიძლის მძიმე დაზიანების მქონე პაციენტებში.

კლინიკური კვლევები

ქვემოთ მოყვანილი ასახავს ხელმისაწვდომ ინფორმაციას დუტასტერიდის და ტამსულოზინის შესახებ, ცალ-ცალკე ან ერთად გამოყენებისას.

დუტასტერიდი 0.5მგ დღეში, ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 0.4 მგ/დღეში ან დუტასტერიდი 0.5 მგ-ის და ტამსულოზინის ჰიდროლქორიდი 0.4მგ-ის ერთად გამოყენება შეფასდა 4,844 მამრობითი სქესის სუბიექტში, რომლებსაც აღენიშნებოდათ პროსტატის გადიდება (30cc ან მეტი), მრავალცენტრულ, ორმაგად ბრმა, პარალელური ჯგუფებიან კვლევაში 4 წლის განმავლობაში.

პირველადი ეფექტიანობის საბოლოო შედეგი 2-წლიანი მკურნალობისთვის იყო საბაზისო დონის გაუმჯობესება პროსტატის საერთაშორისო სიმპტომების სკალით (IPSS). დუტასტერიდის და ტამსულოზინის კომბინაცია განაპირობებს სიმპტომების უკეთეს გაუმჯობესებას, ვიდრე ცალკეული კომპონენტების. 2-წლიანი მკურნალობის შემდეგ კომბინირებულმა მკურნალობამ აჩვენა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი სიმპტომების სკალის კორექტირებული საშუალო გაუმჯობესება -6.2 ერთეული საბაზისო მდგომარეობიდან. სიმპტომების სკალის კორექტირებული საშუალო გაუმჯობესება ინდივიდუალური თერაპიისას იყო - 4.9 ერთეული დუტასტერიდისათვის და - 4.3 ერთეული ტამსულოზინისთვის.

ნაკადის სიჩქარის კორექტირებული საშუალო გაუმჯობესება იყო 2.4მლ/წამში კომბინაციური თერაპიისათვის, 1.9მლ/წამში დუტასტერიდისათვის და 0.9მლ/წამში ტამსულოზინისთვის. BPH-ზე ზემოქმედების ინდექსის (BII) კორექტირებული საშუალო გაუმჯობესება იყო - 2.1 ერთეული კომბინაციური თერაპიისათვის, -1.7 დუტასტერიდისათვის და -1.5 ტამსულოზინისთვის. ნაკადის სიჩქარის და BII გაუმჯობესება სტატისტიკურად მნიშვნელოვანი იყო კომბინირებული თერაპიისთვის, ორივე მონოთერაპიასთან შედარებით.

პროსტატის საერთო მოცულობის და გარდამავალი ზონის მოცულობის შემცირება მკურნალობის 2 წლის შემდეგ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კომბინაციური თერაპიის გამოყენებისას ტამსულოზინის მონოთერაპიასთან შედარებით.

პირველადი ეფექტიანობის საბოლოო შედეგი მკურნალობის 4 წლისთვის იყო დრო AUR–ს ან BPH-თან დაკავშირებული ოპერაციის პირველი მოვლენამდე. 4-წლიანი მკურნალობის შემდეგ კომბინირებულმა თერაპიამ მნიშვნელოვნად შეამცირა AUR-ს ან BPH-თან დაკავშირებული ოპერაციის რისკი (65.8% რისკის შემცირება p<0.001 [95% CI 54.7%-74.1%] ტამსულოზინის მონოთერაპიასთან შედარებით. 4 წლისთვის AUR–ს ან BPH-თან დაკავშირებული ოპერაციის სიხშირე იყო 4.2% კომბინირებული თერაპიისთვის და 11.9% ტამსულოზინისთვის (p<0.001). დუტასტერიდით მონოთერაპიასთან შედარებით, კომბინირებულმა თერაპიამ შეამცირა AUR–ს ან BPH-თან დაკავშირებული ოპერაციის რისკი 19.6%-ით; განსხვავება სამკურნალო ჯგუფებს შორის არ იყო მნიშვნელოვანი (p=0.18 [95% CI-10,9%-41.7). 4 წლისთვის AUR–ს ან BPH-თან დაკავშირებული ოპერაციის სიხშირე იყო 4.2% კომბინირებული თერაპიისთვის და 5.2% დუტასტერიდისათვის.

კლინიკური პროგრესი განისაზღვრა როგორც სიმპტომების გაუარესების კომპოზიტი, IPSS, AUR–ის BPH-თან დაკავშირებული მოვლენები, შეუკავებლობა, UTI, და თირკმლის უკმარისობა. კომბინირებული თერაპია დაკავშირებული იყო კლინიკური პროგრესირების სტატისტიკურად მნიშვნელოვნად დაბალ სიხშირესთან ტამსულოზინთან შედარებით (p<0.001, 44.1% რისკის შემცირება [95% CI-33.6%-53.0%]) 4 წლის შემდეგ. კლინიკური პროგრესირების სიხშირე კომბინირებული თერაპიისთვის, ტამსულოზინისთვის და დუტასტერიდისათვის იყო: 12.6, 21.5, 17.8% შესაბამისად.

სტატისტიკურად მნიშვნელოვანი სიმპტომების სკალის კორექტირებული საშუალო გაუმჯობესება (IPSS) საბაზისო მდგომარეობიდან იყო შენარჩუნებული 2-იდან 4 წლამდე. სიმპტომების სკალის კორექტირებული საშუალო გაუმჯობესება იყო -6.3 ერთეული კომბინირებული თერაპიისთვის, -5.3 ერთეული დუტასტერიდით მონოთერაპიისთვის და - 3.8 ერთეული ტამსულოზინით მონოთერაპიისთვის.

4-წლიანი მკურნალობის შემდეგ შარდის ნაკადის მაქსიმალური სიჩქარის (Qmax) საშუალო კორექტირებული გაუმჯობესება საბაზისო მდგომარეობიდან იყო 2.4მლ/წამში კომბინირებული თერაპიისთვის, 2.0მლ/წმ დუტასტერიდით მონოთერაპიისთვის და 0.7მლ/წმ ტამსულოზინით მონოთერაპიისთვის. ტამსულოზინთან შედარებით Qmax კორექტირებული საშუალო გაუმჯობესება საბაზისო მდგომარეობიდან სტატისტიკურად მნიშვნელოვნად უფრო მაღალი იყო კომბინირებული თერაპიისას 6-თვიანი შეფასებებისას 6-დან 48 თვემდე (p<0.001). დუტასტერიდთან შედარებით Qmax-ის საშუალო კორექტირებული გაუმჯობესება საბაზისო მდგომარეობიდან სტატისტიკურად მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა კომბინირებული თერაპიისგან (p=0.050 48 თვეს).

კომბინირებული თერაპია მნიშვნელოვნად აღემატებოდა (p<0.001) ტამსულოზინით მონოთერაპიას და დუტასტერიდით მონოთერაპიას ჯანმრთელობის შედეგის პარამეტრების გაუმჯობესებაში BII და BPH-თან დაკავშირებული ჯანმრთელობის სტატუსის (BHS) მიხედვით მეოთხე წლისთვის. BII-სთვის კორექტირებული საშუალო გაუმჯობესება საბაზისო მდგომარეობიდან იყო -2.2 ერთეული კომბინაციისთვის, -1.8 დუტასტერიდისათვის და -1.2 ტამსულიზინისთვის. BHS კორექტირებული საშუალო გაუმჯობესება საბაზისო მდგომარეობიდან იყო -1.5 ერთეული კომბინაციისთვის, -1.3 დუტასტერიდისათვის და -1.1 ტამსულოზინისთვის. 4-წლიანი მკურნალობის შემდეგ პროსტატის საერთო მოცულობის შემცირება და გარდამავალი ზონის მოცულობის შემცირება სტატისტიკურად მნიშვნელოვანი იყო კომბინირებული თერაპიისთვის ტამსულოზინით მონოთერაპიასთან შედარებით.

დუტასტერიდი

დუტასტერიდი 0.5 მგ/დღეში ან პლაცებო შეაფასეს 4,325 მამრობითი სქესის პირებში გადიდებული პროსტატით (30cc-ზე დიდი), წინა სამ ეფექტურობის 2-წლიან მულტიცენტრულ, პლაცებო გაკონტროლებულ, ორმაგად ბრმა კვლევაში.

მამაკაცებში პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიით (BHP), დუტასეტრიდი კურნავს და ხელს უშლის დაავადების პროგრესირებას, ორივე რისკის შემცირებით, (შარდის მწვავე შეკავების) AUR და ქირურგიული ჩარევის საჭიროების რისკის შემცირებით და ქვედა საშარდე ტრაქტის სიმპტომების (LUTS), Qmax-ის და პროსტატის მოცულობის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესების უზრუნველყოფით პლაცებოსთან შეფარდებით. ქვედა საშარდე ტრაქტის სიმპტომების (LUTS), Qmax და პროსტატის მოცულობის გაუმჯობესება დაფიქსირდა 24 თვის განმავლობაში, და LUTS და Qmax გაუმჯობესება გაგრძელდა მომდევნო 2 წლის განმავლობაში ღიაეტიკეტიან გაფართოებულ კვლევებში. Gგარდა ამისა, პროსტატის მოცულობის შემცირება შენარჩუნდა შემდეგი 2 წლის განმავლობაში ღიაეტიკეტიან გაფართოებულ კვლევებში.

გულის უკმარისობა

4 წლიან შედარებით კვლევაში დუტასტერიდის ტამსულოზინთან ერთად დანიშვნისას და დუტასტერიდით ან ტამსულოზინით მონოთერაპიისას მამაკაცებში პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიით (BPH) (CombAT კვლევა), კომბინირებული თერაპიის ჯგუფში გულის უკმარისობის, როგორც კომპოზიტური ტერმინის, სიხშირე (14/1610, 0.9%) უფრო მაღალი იყო, ვიდრე მონოთერაპიის რომელიმე ჯგუფში: დუტასტერიდი 4/1623 (0.2%) და ტამსულოზინი, 10/1611, (0.6%). შედარებითი რისკის შეფასება გულის უკმარისობის პირველი ეპიზოდის გამოვლენის დროისთვის შეადგენდა 3.57 [95% CI 1.17, 10.8] კომბინირებული მკურნალობისთვის დუტასტერიდით მონოთერაპიასთან შედარებით და 1.36 [95% CI 0.61, 3.07] ტამსულოზინით მონოთერაპიასთან შედარებით.

4-წლიანი ქიმიოპრევენციის, პლაცებოს და დუტასტერიდის შედარებით კვლევაში, რომელიც ჩატარდა 50-75 წლის 8,231 მამაკაცში, პროსტატის კიბოს წინასწარი უარყოფითი ბიოფსიით და საბაზისო PSA მაჩვენებლით, რომელიც მერყეობდა 2.5-10 ნგ/მლ-ს შორის (REDUCE კვლევა), გულის უკმარისობის სიხშირე უფრო მაღალი იყო სუბიექტებში, რომლებიც იღებდნენ დუტასტერიდს (30/4105, 0.7%) პლაცებოს წინააღმდეგ (16/4126, 0.4%), ამასთან გულის უკმარისობის პირველ ეპიზოდამდე დროის სავარაუდო შედარებითი რისკი იტო 1.91 [95% CI 1.04, 3.50]. ალფა-ბლოკატორის ერთდროული გამოყენების რეტროპექტულ ანალიზში გულის უკმარისობის სიხშირე უფრო მაღალი იყო სუბიექტებში, რომლებიც იღებდნენ დუტასტერიდს და ალფა-ბლოკატორს ერთდროულად (12/1152, 1.0%), იმ პირებთან შედარებით, რომლებიც ერთდროულად არ იღებდნენ დუტასტერიდს და ალფა-ბლოკატორს: დუტასტერიდი ალფა ბლოკატორის გარეშე (18/2953, 0.6%), პლაცებო და ალფა-ბლოკატორი (1/1399, <0.1%), პლაცებო ალფა ბლოკატორი გარეშე (15/2727, 0.6%). დუტასტერიდს (მარტო ან ალფა-ბლოკატორთან კომბინაციაში) და გულის უკმარისობას შორის კავშირი დადგენილი არ არის (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).

პროსტატის კიბო და მაღალი გრეიდის მქონე სიმსივნეები

4-წლიან პლაცებოს და დუტასტერიდის შედარებით კვლევაში, რომელიც ჩატარდა 50-75 წლის 8,231 მამაკაცში, პროსტატის კიბოს წინასწარი უარყოფითი ბიოფსიით და საბაზისო PSA-ს მაჩვენებლით 2.5-10 ნგ/მლ-ს შორის (REDUCE), 6,706 სუბიექტში ხელმისაწვდომი იყო პროსტატის ბიოფსიის მონაცემები გლისონის ქულების განსაზღვრისთვის. კვლევაში 1,517 სუბიექტს დაესვა პროსტატის კიბოს დიაგნოზი. მკურნალობის ორივე ჯგუფში ბიოფსიით აღმოჩენილი პროსტატის კიბოს უმრავლესობა იყო დაბალი გრეიდის (გლისონი 5-6). არ აღინიშნა განსხვავება გლისონის 7-10 ქულის მქონე კიბოს სიხშირეს შორის (p=0.81).

გლისონის 8-10 ქულის პროსტატის კიბოს სიხშირე უფრო მაღალი იყო დუტასტერიდის ჯგუფში (n=29, 0.9%) პლაცებოს ჯგუფთან შედარებით (n=19, 0.6%) (p=0.15). 1-2 წელში, გლისონის 8-10 ქულის კიბოთი დაავადებული სუბიექტების რაოდენობა მსგავსი იყო დუტასტერიდის (n=17, 0.5%) და პლაცებოს ჯგუფის (n=18, 0.5%). 3-4 წელში, გლისონის 8-10 ქულის კიბოს დიაგნოზი უფრო მეტი რაოდენობით დაისვა დუტასტერიდის ჯგუფში (n=12, 0.5%) პლაცებოს ჯგუფთან შედარებით (n=1, <0.1%) (p=0.0035). არ არსებობს მონაცემები დუტასტერიდის ეფექტის განსაზღვრისთვის 4 წლის შემდეგ მამაკაცებში, რომლებსაც აღენიშნებათ პროსტატის კიბოს რისკი. გლისონის 8-10 ქულით კიბოთი დაავადებული სუბიექტების პროცენტული რაოდენობა შესაბამისი იყო კვლევის დროის პერიოდებში (1-2 და 3-4 წელი) დუტასტერიდის ჯგუფში (0.5% დროის ყოველ პერიოდში), ხოლო პლაცებოს ჯგუფში გლისონის 8-10 ქულით კიბოთი დაავადებული სუბიექტების პროცენტული რაოდენობა უფრო დაბალი იყო მე-3-4 წელს ვიდრე 1-2 წლის განმავლობაში (<0.1% vs 0.5%, შესაბამისად). 4-წლიან BPH-ის კვლევაში (CombAT), სადაც ბიოფსია პროტოკოლით არ ტარდებოდა და პროსტატის კიბოს ყველა დიაგნოზი დაფუძნებული იყო მიზეზობრივ ბიოფსიაზე, გლისონის 8-10 ქულის მქონე კიბოს სიხშირე იყო (n=8, 0.5%) დუტასტერიდისათვის, (n=11, 0.7%) ტამსულოზინისთვის და (n=5, 0.3%) კომბინირებული თერაპიისთვის (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).

ეპიდემიოლოგიურმა, პოპულაციაზე დაფუძნებულმა კვლევის (n=174.895) შედეგებმა აჩვენა, რომ 5-ARI-iს გამოყენება BHP/LUTS სამკურნალოდ არ არის დაკავშირებული პროსტატის კიბოთი სიკვდილიანობის გაზრდილ რისკთან (რისკის კოეფიციენტი რომელიც დარეგულირებულია კონკურენტი რისკებისთვის: 0.85, 95% CI 0.72, 1.01), როდესაც ხდებოდა მისი შედარება ალფა-ბლოკატორების გამოყენებასთან. მსგავსი შედეგები აღინიშნა პროსტატის კიბოთი დაავადებული მამაკაცების ეპიდემიოლოგიურ კვლევაში (n=13.892) დიდ ბრიტანეთში (პროსტატის კიბოთი სიკვდილიანობის რისკის კოეფიციენტი 5-ARI მომხმარებლებისთვის არა-მომხმარებლებთან შედარებით: 0.86, 95% CI 0.69, 1.06). პროსპექტულმა კოჰორტულმა კვლევამ “ჯანდაცვის პროფესიონალების შემდგომი დაკვირვების კვლევა” (n=38.058), ასევე აღმოაჩინა რომ 5-ARI არ ასოცირდება ფატალურ პროსტატის კიბოსთან (რისკის კოეფიციენტი: 0.99, 95%CI 0.58, 1.69).

ეფექტები პროსტატის სპეციფიკურ ანტიგენზე და პროსტატის კიბოს აღმოჩენაზე

REDUCE კვლევაში, პაციენტებში, რომლებსაც ჰქონდათ პროსტატის კიბოს ნეგატიური ბიოფსიის პასუხი და საწყისი PSA 2.5-10 ნგ/მლ დუტასტერიდით მკურნალობამ გამოიწვია შრატის საშუალო PSA-ის შემცირება დაახლოებით 50%-ით მკურნალობიდან 6 თვის შემდეგ, მაღალი ვარიაბელობით (სტანდარტული გადახრა 30%) პაციენტებს შორის. PSA-ის სუპრესია, რომელიც აღინიშნა მე-6 თვეზე, მსგავსი იყო იმ მამაკაცებში, ვისაც განუვითარდა ან არ განუვითარდა ბიოფსიით გამოვლენილი პროსტატის კიბო კვლევის დროს (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).

ძუძუს კიბოს სიხშირე

BHP-ის მონოთერაპიის კლინიკურ კვლევებში, რომელიც უზრუნველყოფდა დუტასტერიდის ზემოქმედებას წლების განმავლობაში 3374 პაციენტში, გამოვლინდა მამაკაცების ძუძუს კიბოს 2 შემთხვევა დუტასტერიდით ნამკურნალებ პაციენტებში, ერთი 10 კვირის შემდეგ და ერთი 11 თვის შემდეგ და 1 შემთხვევა იმ პაციენტებს შორის, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს. BHP-ის შემდგომ კლინიკურ კვლევებში და 50-75 წლის ასაკის 8,231 მამაკაცში პროსტატის კიბოს წინასწარი უარყოფითი ბიოფსიით და საწყისი PSA 2.5-10.0ნგ/მლ-ით, რაც უზრუნველყოფდა 17,489 პაციენტს დუტასტერიდის ზემოქმედებით და 5027 პაციენტს დუტასტერიდისა და ტამსულოზინის კომბინაციის ზემოქმედებით წლების განმავლობაში, არც ერთ სამკურნალო ჯგუფში არ დაფიქსირებულა ძუძუს კიბოს შემთხვევები.

შემთხვევაგაკონტროლირებელმა, ორმა ეპიდემიოლოგიურმა კვლევამ, რომელთაგან ერთი ჩატარდა აშშ-ში (n=339 ძუძუს კიბოს შემთხვევები და n=6.780 საკონტროლო) და მეორე – გაერთიანებულ სამეფოში (n=398 ძუძუს კიბოს შემთხვევები და n=3.930 საკონტროლო), ჯანდაცვის მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით არ გამოავლინა მამაკაცის ძუძუს კიბოს განვითარების რისკის ზრდა 5 ARI-ების გამოყენებით (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).

პირველი კვლევის მონაცემებით არ გამოვლენილა დადებითი კავშირი მამაკაცის ძუძუს კიბოსთვის (შეფარდებითი რისკი გამოყენების ≥1 წლისთვის ძუძუს კიბოს დიაგნოსტირებამდე გამოყენების <1 წელთან შედარებით: 0.70; 95% CI 0.34, 1.45). მეორე კვლევაში, სავარაუდო განსხვავებულობის კოეფიციენტი ძუძუს კიბოსთვის რომელიც დაკავშირებულია 5 ARI-ების გამოყენებასთან არამომხმარებლებთან შედარებით იყო 1.08: 95% CI 0.62, 1.87).

დუტასტერიდის ხანგრძლივ გამოყენებას და მამაკაცების ძუძუს კიბოს შორის კავშირი არ არის ცნობილი.

ტამსულოზინი

ტამსულოზინი სწრაფად (ერთი კვირის შემდეგ) ზრდის შარდის მაქსიმალური ნაკადის სიჩქარეს გლუვუნთოვანი დაძაბულობის შემცირებით წინამდებარე ჯირკვალსა და ურეთრაში, შესაბამისად ხსნის ობსტრუქციას. ის ასევე აუმჯობესებს გამაღიზიანებელი და ობსტრუქციული სიმპტომების კომპლექსს, რომელშიც შარდის ბუშტის არასტბილურობა და ქვედა საშარდე ტრაქტის გლუვი კუნთების დაძაბულობა თამაშობს დიდი როლს.

არაკლინიკური ინფორმაცია

არაკლინიკური კვლევები არ ჩატარებულა დუოდარტით. დუტასტერიდი და ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი ინდივიდუალურად ფართოდ იქნა შეფასებული ცხოველებზე ტოქსიკურობის ტესტებში და მიღებული მონაცემები შეესაბამებოდა 5 ალფა-რედუქტაზას ინჰიბიტორების და ალფა-ადრენერგული ბლოკატორების ცნობილ ფარმაკოლოგიურ მოქმედებას. ქვემოთ მოცემული დებულებები ასახავს ინფორმაციას ცალკეულ კომპონენტებზე არსებულ ინფორმაციას.

კანცეროგენეზი, მუტაგენეზი

დუტასტერიდმა და ტამსულოზინის ჰიდროქლორიდმა არ გამოავლინა გენოტოქსიკურობის რაიმე მაჩვენებელი in vitro და in vivo ტესტების ფართო სპექტრში.

დუტასტერიდი

ვირთაგვებში ჩატარებულ კანცეროგენობის ტესტში დუტასტერიდმა მაღალი დოზებში გამოიწვია სათესლე ჯირკვალში კეთილთვისებიანი ინტერსტიციული უჯრედების სიმსივნეების ზრდა (158-ჯერადი კლინიკური ექსპოზიცია). თუმცა,Aფიქრობენ, რომ ენდოკრინული მექანიზმი, რომელიც ჩართულია ინტერსტიციული უჯრედების ჰიპერპლაზიის და ადენომების წარმოქმნაში ვირთაგვებში, არ არის შესაბამისი ადამიანებისთვის. თაგვებზე ჩატარებულ კანცეროგენობის კვლევაშიAარ გამოვლენილა რაიმე კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი სიმსივნის პროფილზე.

ტამსულოზინი

ვირთაგვებსა და თაგვებზე ჩატარებული კანცეროგენობის კვლევის მიხედვით, ტამსულოზინის ჰიდროქლორიდმა წარმოქმნა მდედრებში სარძევე ჯირკვლების პროლიფერაციული ცვლილებების მომატებული შემთხვევები. ეს მონაცემები, რომლებიც შესაძლოა გამოწვეულია ჰიპერპროლაქტინემიით და ვლინდება მხოლოდ მაღალი დოზის პირობებში, განიხილება როგორც კლინიკურად არარელევანტური.

რეპროდუქციული ტოქსიკოლოგია

დუტასტერიდი

დუტასტერიდმა გამოიწვია ფერტილობის შექცევადი დაქვეითება მამრ ვირთაგვებში, რომელიც შეესაბამება დამატებით რეპროდუქციულ ორგანოებზე 5 ალფა-რედუქტაზას ინჰიბირების ფარმაკოლოგიურ აქტივობას. მას არ გააჩნია რაიმე კლინიკური მნიშვნელობა, რამდენადაც არ ჰქონდა რაიმე ზეგავლენა სპერმის წარმოშობაზე, კონცენტრაციაზე ან მობილობაზე.

აღინიშნა გარეთა გენიტალიების ფემინიზაცია მდედრი ვირთაგვების და ბოცვრების მამრობითი სქესის ნაყოფში დუტასტერიდის პერორალურად მიღებისას. თუმცა, დუტასტერიდის ივ შეყვანამ ორსულ რეზუს მაიმუნებში ემბრიოფეტალური განვითარებისას 2010 ნგ/ცხოველი/დღეში დოზით არ გამოუწვევია დედის ან ნაყოფის ტოქსიკურობა. ეს დოზა წარმოადგენს სულ მცირე მრავლობითი პოტენციური დღიური დოზის 186-ჯერადს (ნგ/კგ საწყისი) 50 კგ ქალში, რომელიც მიღებულია 5 მლ სპერმის ექსპოზიციით (თუ ხდება 100% აბსორბცია) დუტასტერიდით ნამკურნალებ მამაკაცებში.

ტამსულოზინი

ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის მაღალმა დოზებმა გამოიწვია ფერტილობის შექცევადი დაქვეითება მამრ ვირთაგვებში, რომელიც შესაძლოა განპირობებულია სპერმის შემცველობის ცვლილებით ან ეაუკულაციის დარღვევით. ტამსულოზინის ზეგავლენა სპერმის რაოდენობაზე ან სპერმის ფუნქციაზე არ არის შეფასებული.

ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის თერაპიულ დოზაზე მაღალი დოზით მიღებამ ორსულ ვირთაგვებში და ბოცვრებში არ გამოიწვია ნაყოფის დაზიანება.

ფარმაცევტული ინფორმაცია

დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

დუტასტერიდის რბილი კაფსულა:

რბილი კაფსულის გარსი: ჟელატინი, გლიცეროლი, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები, ლეციტინი

რბილი კაფსულის შიგთავსი: კაპრილის/კაპრინის მჟავის მონო-დი-გლიცერიდები, ბუტილჰიდროქსიტოლუენი (E321)

ტამსულოზინის გრანულები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, მეთაკრილის მჟავა - ეთილაკრილატის კოპოლიმერი, ტალკი, ტრიეთილ ციტრატი

მყარი კაფსულის გარსი:

კარაგენანი (E407), კალიუმის ქლორიდი, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), ნარინჯისფერ-ყვითელი (Sunset yellow) FCF (E110 ან FD&C Yellow 6) (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები), ჰიპრომელოზა, კარნაუბის ცვილი, სიმინდის სახამებელი, გაწმენდილი წყალი

მყარ კაფსულაზე წინასწარ დაბეჭდილი შავი მელანი (SW-9010 და SW-9008):

შელაკი, პროპილენგლიკოლი, რკინის შავი ოქსიდი (E172), კალიუმის ჰიდროქსიდი (შავ მელანში მხოლოდ SW-9008)

შენახვის ვადა

შენახვის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.

გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შენახვა

შენახვის პირობები დეტალურად მითითებულია შეფუთვაზე.

კონტეინერის ფორმა და შემცველობა

გაუმჭვირვალე, თეთრი ფერის, მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის (HDPE) ბოთლები პოლიპროპილენის ბავშვისთვის უსაფრთხო თავსახურით, პოლიეთილენის ფოლგის თერმულად დალუქული ლაინერებით.

შეუთავსებლობები

არ მიესადაგება.

გამოყენება და მოხმარება

დუტასტერიდი შეიწოვება კანიდან, ამიტომ ქალები და ბავშვები უნდა მოერიდონ გაჟონვად კაფსულებთან კონტაქტს. თუ კონტაქტი მაინც მოხდა გაჟონვად კაფსულებთან, აუცილებელია კონტაქტის არის საპნითა და წყლით დაუყოვნებლივ დაბანა. (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები და ორსულობა და ლაქტაცია).

ყველა გამოშვები ფორმა არ არის ხელმისაწვდომი ყველა ქვეყანაში.

ვერსიის ნომერი: GDS16/IPI13

გამოცემის თარიღი: 2025 წლის 12 ნოემბერი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა