პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები

დრო სპაზი

DRO SPAZ

ურეცეპტოდ40მგინსტრუქცია ქართულადბულგარეთი
რისთვის გამოიყენება

დრო სპაზის ტაბლეტები არის ანტისპაზმური (სპაზმების მომხსნელი) პროდუქტი და შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი დაავადებების დროს: გლუვი კუნთების სპაზმები, რომლებიც დაკავშირებულია ნაღვლის ბუშტთან: კენჭები ნღვლის ბუშტში, ქოლეცისტიტი (ნაღვლის ბუშტის ანთება). …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დროტავერინი (drotaverine)
ფორმა და შეფუთვა
40მგ ტაბლეტი №20
მწარმოებელი
ADIPHARM EAD, ბულგარეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები, პაპავერინი და წარმოებულები
ATC კოდი
A03AD02
რეგისტრაციის ნომერი
რ-040802
რეგისტრირებულია
22 აპრილი 2024, მოქმედებს 22 აპრილი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „იმპექსფარმი“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებადრო სპაზი და სხვა წამალი ერთად

დრო სპაზი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

დრო სპაზის ტაბლეტები არის ანტისპაზმური (სპაზმების მომხსნელი) პროდუქტი და შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი დაავადებების დროს:

გლუვი კუნთების სპაზმები, რომლებიც დაკავშირებულია ნაღვლის ბუშტთან: კენჭები ნღვლის ბუშტში, ქოლეცისტიტი (ნაღვლის ბუშტის ანთება).

გლუვი კუნთების სპაზმი საშარდე გზების დაავადებებში: კენჭები თირკმელში, კენჭები საშარდე გზებში, თირკმლის ანთება, ცისტიტი (შარდის ბუშტის ანთება), შარდის ბუშტის სპაზმი.

როგორც დამხმარე თერაპია:

  • კუჭისა და ნაწლავის გლუვი კუნთების სპასტიური ტკივილის მდგომარეობა: კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, გასტრიტი (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება), კუჭის სპაზმი, ენტერიტი (ნაწლავის ლორწოვანის ანთება), მსხვილი ნაწლავის ჰიპერმგრძნობელობა და გაღიზიანება, რომელსაც თან ახლავს ყაბზობა ან მეტეორიზმი (გაზების წარმოქმნა საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, ძირითადად ნაწლავებში).
  • დაძაბულობით გამოწვეული თავის ტკივილის დროს.
  • სპასტიური ტკივილის მდგომარეობა გინეკოლოგიური დაავადებების დროს: მტკივნეული მენსტრუაცია.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ეს აღწერილია ამ ინსტრუქციაში ან როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ.

მიიღება პერორალურად სითხის საკმარისი რაოდენობით.

თუ ექიმმა სხვაგვარად არ დანიშნა, რეკომენდებული დოზაა: მოზრდილები: 3-6 ტაბლეტი დღეში (დაყოფილი 2-3 დოზად).

ბავშვები: დროტავერინის გამოყენება ბავშვებში არ არის შეფასებული კლინიკურ კვლევებში, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში დროტავერინი მიიღება:

12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს შეიძლება მიეცეს მაქსიმუმ 1/2 - 1 ტაბლეტი (20-40 მგ) 2-5-ჯერ დღეში.

ტაბლეტები არ უნდა დაინიშნოს 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ დრო სპაზის ტაბლეტების გამოყენების ეფექტი მოსალოდნელზე ძლიერია ან არასაკმარისი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ მიიღეთ დრო სპაზის ტაბლეტები საჭირო დოზაზე მეტი

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდით უახლოეს სასწრაფო დახმარების განყოფილებას ან ექიმს, რათა მიიღოთ საჭირო ზომები თქვენი მკურნალობისთვის.

თუ დაგავიწყდათ დრო სპაზის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. მიიღეთ ის შემდეგი რეგულარული დოზის მიღების დროს.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

  • ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) აქტიური ნივთიერების (დროტავერინის), ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (იხ. პუნქტი 6);
  • ღვიძლის, თირკმლის ან გულის მძიმე უკმარისობა,
  • 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.

სიფრთხილის ზომები

დრო სპაზის ტაბლეტები სიფრთხილით მიიღება დაბალი არტერიული წნევის მქონე პაციენტებში და განსაკუთრებით შოკური მდგომარეობის დროს (სისტოლური არტერიული წნევა 90 მმჰგ-ზე დაბალი).

ლაქტოზის მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში ამ პრეპარატის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჩივილები, ერთ ტაბლეტში (67 მგ) ლაქტოზის შემცველობის გამო.

თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, გაიარეთ კონსულტაცია ამ პროდუქტის მიღებამდე.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

ლევოდოპას დრო სპაზის ტაბლეტებთან ერთდროულად მიღებისას, მცირდება ლევოდოპას პარკინსონის დაავადების სამკურნალო ეფექტი, ანუ ჩონჩხის კუნთების შებოჭილობა და ტრემორი შეიძლება გაუარესდეს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ, ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ცხოველებზე ჩატარებული კვლევები და ადამიანებზე დაკვირვების მონაცემები არ აჩვენებს ორსულობის დროს მავნე ზემოქმედებას. ნაყოფზე არანაირი ეფექტი არ გამოვლენილა, თუმცა, ორსულობის დროს და განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში, პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით.

ძუძუთი კვება

კვლევის საკმარისი შედეგების არარსებობის გამო, დრო სპაზის ტაბლეტების გამოყენება ძუძუთი კვების დროს არ არის რეკომენდებული.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ჩვეულებრივ დოზებში პერორალური (ორალური) მიღებისას დროტავერნი არ მოქმედებს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

თუმცა, მისი მიღების შემდეგ თავბრუსხვევის გამოვლენის შემთხვევაში, მოერიდეთ სახიფათო სიტუაციებს და თავი შეიკავოთ ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობისგან.

დრო სპაზი შეიცავს ლაქტოზას

თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, გაიარეთ კონსულტაცია ამ პროდუქტის მიღებამდე.

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

გვერდითი მოვლენები დრო სპაზის ტაბლეტების მიღებისას იშვიათია. ისინი, როგორც წესი, შექცევადია და სწრაფად ქრება პროდუქტის შეწყვეტის შემდეგ.

იშვიათად: ​​თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა, გულისრევა და პალპიტაცია, ყაბზობა, არტერიული წნევის დაქვეითება.

იშვიათად: ​​ალერგიული რეაქციები (ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ქავილი).

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ რომელიმე ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა თქვენ გეხებათ.

საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ყველა შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების შესახებ:

მედიკამენტების აღმასრულებელი სააგენტოს მეშევეობით

"დამიან გრუევის" ქუჩა #8

1303 სოფია

ტელეფონი: +35 928903417

ვებგვერდი: www.bda.bg.

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა დოროტავერინის ჰიდროქლორიდი (drotaverina hydrochloride).

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 40მგ დოროტავერინის ჰიდროქლორიდს.

სხვა ინგრედიენტებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, პოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი.

როგორ გამოიყურება დრო სპაზის ტაბლეტები და შეფუთვის შემადგენლობა

ყვითელი ან ღია ყვითელი ფერის ტაბლეტები, ოდნავ მომწვანო ელფერით, მრგვალი და ბრტყელი ფორმის.

20 ტაბლეტი შეფუთულია PVC/ალუმინის ფოლგის ბლისტერებში, რომლებიც მოთავსებულია მუყაოს კოლოფებში.

ხელმისაწვდომია შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 20, 40, 60, 80 ან 100 ტაბლეტს, მაგრამ ყველა სახის შეფუთვა არ არის გაყიდვაში.

მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი:

ADIPHARM EAD

ადიფარმ ეად

სიმეონოვსკო შოსეს ქუჩა #130

1700 სოფია

ბულგარეთი

ინსტრუქციის ტექსტის ბოლო განახლების თარიღი: 2017 წლის მარტი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შენახვის პირობები

ინახება ორიგინალ შეფუთვაში 250C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გადაყაროთ მედიკამენტები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ თქვენი არასასურველი მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის

დრო სპაზი 40 მგ ტაბლეტები

დროტავერინის ჰიდროქლორიდი

DRO SPAZ 40mg tablets

Drotaverine hydrochloride

ყურადღებით წაიკითხეთ სრული ინსტრუქცია, სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის მიღებას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ეს პრეპარატი ხელმისაწვდომია რეცეპტის გარეშე. თუმცა, მკურნალობისგან საუკეთესო შედეგის მისაღებად, ყურადღებით უნდა მიჰყვეთ სამკურნალო პროდუქტის გამოყენების ინსტრუქციას.

  • შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
  • თუ გჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია ან რჩევა, მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს.
  • თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ პუნქტი 4.
  • თქვენ დაგჭირდებათ ექიმის დახმარება, თუ სიმპტომები გაუარესდება ან არ გაუმჯობესდება.

რას შეიცავს ეს ინსტრუქცია:

  • რა არის დრო სპაზი და რისთვის გამოიყენება ის
  • რა უნდა იცოდეთ დრო სპაზის მიღებამდე
  • როგორ მივიღოთ დრო სპაზი
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • როგორ ინახება დრო სპაზი
  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
  • რა არის დრო სპაზი და რისთვის გამოიყენება ის

დრო სპაზის ტაბლეტები არის ანტისპაზმური (სპაზმების მომხსნელი) პროდუქტი და შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი დაავადებების დროს:

გლუვი კუნთების სპაზმები, რომლებიც დაკავშირებულია ნაღვლის ბუშტთან: კენჭები ნღვლის ბუშტში, ქოლეცისტიტი (ნაღვლის ბუშტის ანთება).

გლუვი კუნთების სპაზმი საშარდე გზების დაავადებებში: კენჭები თირკმელში, კენჭები საშარდე გზებში, თირკმლის ანთება, ცისტიტი (შარდის ბუშტის ანთება), შარდის ბუშტის სპაზმი.

როგორც დამხმარე თერაპია:

  • კუჭისა და ნაწლავის გლუვი კუნთების სპასტიური ტკივილის მდგომარეობა: კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, გასტრიტი (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება), კუჭის სპაზმი, ენტერიტი (ნაწლავის ლორწოვანის ანთება), მსხვილი ნაწლავის ჰიპერმგრძნობელობა და გაღიზიანება, რომელსაც თან ახლავს ყაბზობა ან მეტეორიზმი (გაზების წარმოქმნა საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, ძირითადად ნაწლავებში).
  • დაძაბულობით გამოწვეული თავის ტკივილის დროს.
  • სპასტიური ტკივილის მდგომარეობა გინეკოლოგიური დაავადებების დროს: მტკივნეული მენსტრუაცია.
  • რა უნდა იცოდეთ დრო სპაზის მიღებამდე

არ გამოიყენოთ დრო სპაზი, თუ გაქვთ:

  • ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) აქტიური ნივთიერების (დროტავერინის), ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (იხ. პუნქტი 6);
  • ღვიძლის, თირკმლის ან გულის მძიმე უკმარისობა,
  • 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

დრო სპაზის ტაბლეტები სიფრთხილით მიიღება დაბალი არტერიული წნევის მქონე პაციენტებში და განსაკუთრებით შოკური მდგომარეობის დროს (სისტოლური არტერიული წნევა 90 მმჰგ-ზე დაბალი).

ლაქტოზის მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში ამ პრეპარატის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჩივილები, ერთ ტაბლეტში (67 მგ) ლაქტოზის შემცველობის გამო.

თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, გაიარეთ კონსულტაცია ამ პროდუქტის მიღებამდე.

სხვა მედიკამენტები და დრო სპაზი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

ლევოდოპას დრო სპაზის ტაბლეტებთან ერთდროულად მიღებისას, მცირდება ლევოდოპას პარკინსონის დაავადების სამკურნალო ეფექტი, ანუ ჩონჩხის კუნთების შებოჭილობა და ტრემორი შეიძლება გაუარესდეს.

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა

ორსულობა

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ, ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ცხოველებზე ჩატარებული კვლევები და ადამიანებზე დაკვირვების მონაცემები არ აჩვენებს ორსულობის დროს მავნე ზემოქმედებას. ნაყოფზე არანაირი ეფექტი არ გამოვლენილა, თუმცა, ორსულობის დროს და განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში, პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით.

ძუძუთი კვება

კვლევის საკმარისი შედეგების არარსებობის გამო, დრო სპაზის ტაბლეტების გამოყენება ძუძუთი კვების დროს არ არის რეკომენდებული.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვა

ჩვეულებრივ დოზებში პერორალური (ორალური) მიღებისას დროტავერნი არ მოქმედებს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

თუმცა, მისი მიღების შემდეგ თავბრუსხვევის გამოვლენის შემთხვევაში, მოერიდეთ სახიფათო სიტუაციებს და თავი შეიკავოთ ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობისგან.

დრო სპაზი შეიცავს ლაქტოზას

თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, გაიარეთ კონსულტაცია ამ პროდუქტის მიღებამდე.

  • როგორ მიიღება დრო სპაზი

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ეს აღწერილია ამ ინსტრუქციაში ან როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ.

მიიღება პერორალურად სითხის საკმარისი რაოდენობით.

თუ ექიმმა სხვაგვარად არ დანიშნა, რეკომენდებული დოზაა: მოზრდილები: 3-6 ტაბლეტი დღეში (დაყოფილი 2-3 დოზად).

ბავშვები: დროტავერინის გამოყენება ბავშვებში არ არის შეფასებული კლინიკურ კვლევებში, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში დროტავერინი მიიღება:

12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს შეიძლება მიეცეს მაქსიმუმ 1/2 - 1 ტაბლეტი (20-40 მგ) 2-5-ჯერ დღეში.

ტაბლეტები არ უნდა დაინიშნოს 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ დრო სპაზის ტაბლეტების გამოყენების ეფექტი მოსალოდნელზე ძლიერია ან არასაკმარისი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ მიიღეთ დრო სპაზის ტაბლეტები საჭირო დოზაზე მეტი

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდით უახლოეს სასწრაფო დახმარების განყოფილებას ან ექიმს, რათა მიიღოთ საჭირო ზომები თქვენი მკურნალობისთვის.

თუ დაგავიწყდათ დრო სპაზის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. მიიღეთ ის შემდეგი რეგულარული დოზის მიღების დროს.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

გვერდითი მოვლენები დრო სპაზის ტაბლეტების მიღებისას იშვიათია. ისინი, როგორც წესი, შექცევადია და სწრაფად ქრება პროდუქტის შეწყვეტის შემდეგ.

იშვიათად: ​​თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა, გულისრევა და პალპიტაცია, ყაბზობა, არტერიული წნევის დაქვეითება.

იშვიათად: ​​ალერგიული რეაქციები (ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ქავილი).

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ რომელიმე ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა თქვენ გეხებათ.

საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ყველა შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების შესახებ:

მედიკამენტების აღმასრულებელი სააგენტოს მეშევეობით

"დამიან გრუევის" ქუჩა #8

1303 სოფია

ტელეფონი: +35 928903417

ვებგვერდი: www.bda.bg.

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.

  • როგორ ინახება დრო სპაზის ტაბლეტები

ინახება ორიგინალ შეფუთვაში 250C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გადაყაროთ მედიკამენტები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ თქვენი არასასურველი მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს დრო სპაზის ტაბლეტები

აქტიური ნივთიერებაა დოროტავერინის ჰიდროქლორიდი (drotaverina hydrochloride).

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 40მგ დოროტავერინის ჰიდროქლორიდს.

სხვა ინგრედიენტებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, პოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი.

როგორ გამოიყურება დრო სპაზის ტაბლეტები და შეფუთვის შემადგენლობა

ყვითელი ან ღია ყვითელი ფერის ტაბლეტები, ოდნავ მომწვანო ელფერით, მრგვალი და ბრტყელი ფორმის.

20 ტაბლეტი შეფუთულია PVC/ალუმინის ფოლგის ბლისტერებში, რომლებიც მოთავსებულია მუყაოს კოლოფებში.

ხელმისაწვდომია შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 20, 40, 60, 80 ან 100 ტაბლეტს, მაგრამ ყველა სახის შეფუთვა არ არის გაყიდვაში.

მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი:

ADIPHARM EAD

მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი:

ადიფარმ ეად

სიმეონოვსკო შოსეს ქუჩა #130

1700 სოფია

ბულგარეთი

ინსტრუქციის ტექსტის ბოლო განახლების თარიღი: 2017 წლის მარტი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა