დროტავერინი-დარნიცა
DROTAVERINE-DARNYTSIA
გლუვი მუსკულატურის სპაზმები, რომლებიც დაკავშირებულია ბილიარული ტრაქტის დაავადებებთან, ისეთების, როგორიცაა ქოლეცისტოლითიაზი, ქოლანგიოლითიაზი, ქოლეცისტიტი, პერიქოლეცისტიტი, ქოლანგიტი, პაპილიტი. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- დროტავერინი (drotaverine)
- ფორმა და შეფუთვა
- 20მგ/მლ 2მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი მინის ამპულა №5 (1X5)
- მწარმოებელი
- «Pharmaceutical Firm «Darnytsia» PJSC, უკრაინა; «Pharmaceutical Firm «Darnitsa» PJSC, უკრაინა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები, პაპავერინი და მისი წარმოებულები
- ATC კოდი
- A03AD02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046591
- რეგისტრირებულია
- 3 ნოემბერი 2026, მოქმედებს 3 ნოემბერი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- «Pharmaceutical Firm «Darnytsia» PJSC (უკრაინა)
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
დროტავერინი-დარნიცა — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
გლუვი მუსკულატურის სპაზმები, რომლებიც დაკავშირებულია ბილიარული ტრაქტის დაავადებებთან, ისეთების, როგორიცაა ქოლეცისტოლითიაზი, ქოლანგიოლითიაზი, ქოლეცისტიტი, პერიქოლეცისტიტი, ქოლანგიტი, პაპილიტი.
გლუვი მუსკულატურის სპაზმები საშარდე ტრაქტის დაავადებებისას: ნეფროლითიაზი, ურეთროლითიაზი, პიელიტი, ცისტიტი, შარდის ბუშტის ტენეზმები.
როგორც დამატებითი მკურნალობა (როდესაც სამკურნალო საშუალების გამოყენება ტაბლეტების სახით შეუძლებელია) შემდეგ შემთხვევებში:
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გლუვი მუსკულატურის სპაზმების დროს: კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების, გასტრიტის, კარდიო- და /ან პილოროსპაზმის, ენტერიტის, კოლიტის დროს;
- გინეკოლოგიური დაავადებებისას (დისმენორეის დროს).
მიღების წესი და დოზირება
დროტავერინი-დარნიცა გამოიყენება ზრდასრულებში, კუნთში, სადღეღამისო დოზიით 40-240 მგ 1-3 შეყვანაზე.
მწვავე კოლიკების შემთხვევაში სამკურნალო საშუალება გამოიყენება ზრდასრულებში ინტრავენურად ნელა დოზით 40-80 მგ.
ბავშვები.
დროტავერინი-დარნიცა ბავშვებში არ გამოიყენება.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა დროტავერინის ან სამკურნალო საშუალების სხვა კომპონენტების მიმართ (განსაკუთრებით ნატრიუმის მეტაბისულფიტის მიმართ). მომატებული მგრძნობელობა ნატრიუმის დისულფიტის მიმართ.ღვიძლის, თირკმლის ან გულის მძიმე უკმარისობა (გულის მცირე განდევნის სინდრომი).
სიფრთხილის ზომები
სამკურნალო საშუალების ინტრავენური შეყვანისას პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში კოლაფსის წარმოქმნის რისკის გამო.
არტერიული ჰიპოტენზიის დროს დროტავერინი-დარნიცა უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით.
უნდა იქნას დაცული სიფრთხილე სამკურნალო საშუალების პარენტერალური შეყვანის დროს ორსულ ქალებში ( იხ. ნაწილი „გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში“).
დროტავერინი-დარნიცა შეიცავს მეტაბისულფიტს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული ტიპის რეაქციები, ანაფილაქსიური შოკის სიმპტომებისა და ბრონქოსპაზმის ჩათვლით მგრძნობიარე პაციენტებში, განსაკუთრებით ისეთების, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ასთმა ან ალერგია.
ნატრიუმის მეტაბისულფიტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში უნდა აირიდოთ თავიდან სამკურნალო საშუალების პარენტერალური შეყვანა.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
სამკურნალო საშუალების ლევადოპასთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა მოხდეს ამ უკანასკნელის ანტიპარკინსონური ეფექტის შემცირება. ნახსენები კომბინაცია უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით, ვინაიდან ანტიპარკინსონული ეფექტი მცირდება, ხოლო რიგიდულობა და ტრემორი ძლიერდება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
როგორც აჩვენა ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგებმა, სამკურნალო საშუალების პერორალურ გამოყენებას არ გამოუწვევია ტერატოგენობისა და ემბრიოტოქსიკურობის არც ერთი შემთხვევა. სამკურნალო საშუალება სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში. დროტავერინი არ მიიღოთ მშობიარობის დროს.
შესაბამისი კვლევების მონაცემების არარსებობის გამო სამკურნალო საშუალების გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში არ არის რეკომენდებული.
რეაქციის სიჩქარეზე გავლენის მოხდენის უნარი ავტროტრანსპორტისა ან სხვა მექანიზმების მართვის დროს.
თავი უნდა შეიკავოთ ავტროტრანსპორტის მართვისა ან ისეთი სხვა მექანიზმებთან მუშაობისას, რომლებიც მოითხოვენ მომატებულ ყურადღების სამკურნალო საშუალების (განსაკუთრებით ინტრავენური) გამოყენების დროს.
გვერდითი მოვლენები
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, გახშირებული გულისცემა, არითმია, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა,
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ყაბზობა.
იმუნური სისტემის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ჭინჭრის ციება, კანისმიერი გამონაყარი, დერმატოზი, ქავილი, ჰიპერემია, ცხელება, ციება, სხეულის ტემპერატურის მომატება, სისუსტე, ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპასმი, განსაკუთრებით პაციენტებში მომატებული მგრძნობელობით მეტაბისულფიტის მიმართ. იყო შეტყობინები ანაფილაქსიური შოკის შემთხვევების შესახებ ლეტალური და არალეტალური შედეგებით ინექციური ფორმის გამოყენებისას.
დროტავერინი-დარნიცა შეიცავს მეტაბისულფიტს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული ტიპის რეაქციები, ანაფილაქსიური შოკის სიმპტომებისა და ბრონქოსპაზმის ჩათვლით მგრძნობიარე პაციენტებში, განსაკუთრებით იმათში, რომლებსაც აქვთ ასთმა ან ალერგია ანამნეზში.
ზოგადი დარღვევები: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შეყვანის ადგილზე.
ჭარბი დოზა
სიმპტომები: დროტავერინის დოზის გადაჭარბება ასოცირდება გულის რითმისა და გამტარიანობის დარღვევასთან, მათ შორის ჰისის კონის ფეხების სრულ ბლოკადასთან და გულის გაჩერებასთან, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს ლეტალური შედეგი.
მკურნალობა: სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია. დოზის გადაჭარბებისას პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ექიმის საგულდაგულო დაკვირვების ქვეშ.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: drotaverine;
ხსნარის 1 მლ შეიცავს დროტავერინის ჰიდროქლორიდის 20 მგ-ს;
დამხმარე ნივთიერებები: ეთანოლი (96%), ნატრიუმის მეტაბისულფიტი (E 223), საინექციო წყალი.
სამკურნალო ფორმა. საინექციო ხსნარი.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე მომწვანო-ყვითელი ან ყვითელი სითხე.
შენახვის პირობები
3 წელი.
შენახვის პირობები.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25 °С ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.
შეფუთვა.
2 მლ ამპულაში; 5 ამპულა კონტურულ ფიჭისებრ შეფუთვაში; თითო კონტურული ფიჭისებრი შეფუთვა შეკვრაში.
გაცემის კატეგორია.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ფარმაკოლოგიური თვისებები
საშუალებები, რომლებიც გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ფუნქციური დარღვევების დროს. ათქ კოდი А03A D02.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
დროტავერინი წარმოადგენს იზოქინოლინის წარმოებულს, ახდენს სპაზმოლიზურ მოქმედებას გლუვ მუსკულატურაზე ფერმენტის ფოსფოდიესტერაზა ІV-ის (ფდე ІV) მოქმედების დათრგუნვის მეშვეობით, რაც იწვევს ცამფ-ის კონცენტრაციის ზრდას და მიოზინის კინაზის(MLCK) მსუბუქი ჯაჭვის ინაქტივაციის წყალობით იწვევს გლუვი კუნთების რელაქსაციას.
In vitro დროტავერინი თრგუნავს ფერმენტ ფდე ІV-ის მოქმედებას და აინჰიბირებს იზოფერმენტებს ფოსფოდიესთერაზა ІІІ (ფდე ІІІ)-სა და ფოსფოდიესთერაზა V-ს (ფდე V). ფდე ІV-ს გააჩნია დიდი ფუნქციური მნიშვნელობა გლუვი კუნთების კუმშვითი აქტივობის შემცირებისთვის, ამიტომ ამ ფერმენტის შერჩევითი ინჰიბიტორები შეიძლება სასარგებლონი აღმოჩნდნენ იმ დაავადებების სამკურნალოდ, რომლებსაც თან ახლავს ჰიპერმოძრაობა, და ასევე იმ სხვადასხვა დაავადებებისა, რომლების დროსაც წარმოიქმნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპაზმები.
მიოკარდიუმის და სისხლძარღვების გლუვი კუნთების უჯრედებში ცამფ-ი ჰიდროლიზდება უმეტესწილად იზოფერმენტ ფდე ІІІ-ით, ამიტომ დროტავერინი წარმოადგენს ეფექტურ სპაზმოლიზურ საშუალებას, რომელსაც არ გააჩნია მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ და არ გააჩნია ძლიერი თერაპიული მოქმედება ამ სისტემაზე.
დროტავერინი ეფექტურია როგორც ნერვული, ასევე კუნთოვანი წარმოშობის გლუვი კუნთების სპაზმების დროს. დროტავერინი მოქმედებს კუჭ-ნაწლავის, ბილიარული, შარდ-სასქესო და სისხლძარღვოვანი სისტემების გლუვ კუნთებზე მათი ავტონომური ინერვაციის ტიპის მიუხედავად. სამკურნალო საშუალება აძლიერებს სისხლის მიმოქცევას ქსოვილებში მისი სისხლძარღვების გამაფართოებელი თვისების წყალობით.
დროტავერინის მოქმედება უფრო ეფექტურია, ვიდრე პაპავერინის მოქმედება, აბსორბცია უფრო სწრაფი და სრულია, ის ნაკლებად უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს. დროტავერინის უპირატესობა პაპავერინისგან განსხვავებით იმაშია, რომ მისი პარენტერალური შეყვანის შემდეგ არ ყოფილა აღნიშნული ისეთი გვერდითი ეფექტი, როგორც სუნთქვის სტიმულაციაა.
ფარმაკოკინეტიკა.
დროტავერინი სწრაფად და მთლიანად აბსორბირდება, უმეტესწილად (95-98%) უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს, განსაკუთრებით ალბუმინს, გამა- და ბეტა-გლობულინებს. პირველადი მეტაბოლიზმის შემდეგ შეყვანილი დოზის 65% სისხლის მიმოქცევის სისტემაში აღწევს უცვლელი სახით.
მეტაბოლიზდება ღვიძლში. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 8-10 სათს. 72 საათის განმავლობაში დროტავერინი პრაქტიკულად მთლიანად გამოიყოფა ორგანიზმიდან, 50%-ზე მეტი გამოიყოფა შარდთან და დაახლოებით 30%- განავალთან ერთად. ძირითადად დროტავერინი გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით, უცვლელი ფორმით შარდში არ აღინიშნება.
კლინიკური დახასიათება.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების
ინსტრუქცია
დროტავერინი-დარნიცა
(DROTAVERINЕ-DARNYTSIA)
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: drotaverine;
ხსნარის 1 მლ შეიცავს დროტავერინის ჰიდროქლორიდის 20 მგ-ს;
დამხმარე ნივთიერებები: ეთანოლი (96%), ნატრიუმის მეტაბისულფიტი (E 223), საინექციო წყალი.
სამკურნალო ფორმა. საინექციო ხსნარი.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე მომწვანო-ყვითელი ან ყვითელი სითხე.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. საშუალებები, რომლებიც გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ფუნქციური დარღვევების დროს. ათქ კოდი А03A D02.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
დროტავერინი წარმოადგენს იზოქინოლინის წარმოებულს, ახდენს სპაზმოლიზურ მოქმედებას გლუვ მუსკულატურაზე ფერმენტის ფოსფოდიესტერაზა ІV-ის (ფდე ІV) მოქმედების დათრგუნვის მეშვეობით, რაც იწვევს ცამფ-ის კონცენტრაციის ზრდას და მიოზინის კინაზის(MLCK) მსუბუქი ჯაჭვის ინაქტივაციის წყალობით იწვევს გლუვი კუნთების რელაქსაციას.
In vitro დროტავერინი თრგუნავს ფერმენტ ფდე ІV-ის მოქმედებას და აინჰიბირებს იზოფერმენტებს ფოსფოდიესთერაზა ІІІ (ფდე ІІІ)-სა და ფოსფოდიესთერაზა V-ს (ფდე V). ფდე ІV-ს გააჩნია დიდი ფუნქციური მნიშვნელობა გლუვი კუნთების კუმშვითი აქტივობის შემცირებისთვის, ამიტომ ამ ფერმენტის შერჩევითი ინჰიბიტორები შეიძლება სასარგებლონი აღმოჩნდნენ იმ დაავადებების სამკურნალოდ, რომლებსაც თან ახლავს ჰიპერმოძრაობა, და ასევე იმ სხვადასხვა დაავადებებისა, რომლების დროსაც წარმოიქმნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპაზმები.
მიოკარდიუმის და სისხლძარღვების გლუვი კუნთების უჯრედებში ცამფ-ი ჰიდროლიზდება უმეტესწილად იზოფერმენტ ფდე ІІІ-ით, ამიტომ დროტავერინი წარმოადგენს ეფექტურ სპაზმოლიზურ საშუალებას, რომელსაც არ გააჩნია მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ და არ გააჩნია ძლიერი თერაპიული მოქმედება ამ სისტემაზე.
დროტავერინი ეფექტურია როგორც ნერვული, ასევე კუნთოვანი წარმოშობის გლუვი კუნთების სპაზმების დროს. დროტავერინი მოქმედებს კუჭ-ნაწლავის, ბილიარული, შარდ-სასქესო და სისხლძარღვოვანი სისტემების გლუვ კუნთებზე მათი ავტონომური ინერვაციის ტიპის მიუხედავად. სამკურნალო საშუალება აძლიერებს სისხლის მიმოქცევას ქსოვილებში მისი სისხლძარღვების გამაფართოებელი თვისების წყალობით.
დროტავერინის მოქმედება უფრო ეფექტურია, ვიდრე პაპავერინის მოქმედება, აბსორბცია უფრო სწრაფი და სრულია, ის ნაკლებად უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს. დროტავერინის უპირატესობა პაპავერინისგან განსხვავებით იმაშია, რომ მისი პარენტერალური შეყვანის შემდეგ არ ყოფილა აღნიშნული ისეთი გვერდითი ეფექტი, როგორც სუნთქვის სტიმულაციაა.
ფარმაკოკინეტიკა.
დროტავერინი სწრაფად და მთლიანად აბსორბირდება, უმეტესწილად (95-98%) უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს, განსაკუთრებით ალბუმინს, გამა- და ბეტა-გლობულინებს. პირველადი მეტაბოლიზმის შემდეგ შეყვანილი დოზის 65% სისხლის მიმოქცევის სისტემაში აღწევს უცვლელი სახით.
მეტაბოლიზდება ღვიძლში. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 8-10 სათს. 72 საათის განმავლობაში დროტავერინი პრაქტიკულად მთლიანად გამოიყოფა ორგანიზმიდან, 50%-ზე მეტი გამოიყოფა შარდთან და დაახლოებით 30%- განავალთან ერთად. ძირითადად დროტავერინი გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით, უცვლელი ფორმით შარდში არ აღინიშნება.
კლინიკური დახასიათება.
ჩვენებები.
გლუვი მუსკულატურის სპაზმები, რომლებიც დაკავშირებულია ბილიარული ტრაქტის დაავადებებთან, ისეთების, როგორიცაა ქოლეცისტოლითიაზი, ქოლანგიოლითიაზი, ქოლეცისტიტი, პერიქოლეცისტიტი, ქოლანგიტი, პაპილიტი.
გლუვი მუსკულატურის სპაზმები საშარდე ტრაქტის დაავადებებისას: ნეფროლითიაზი, ურეთროლითიაზი, პიელიტი, ცისტიტი, შარდის ბუშტის ტენეზმები.
როგორც დამატებითი მკურნალობა (როდესაც სამკურნალო საშუალების გამოყენება ტაბლეტების სახით შეუძლებელია) შემდეგ შემთხვევებში:
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გლუვი მუსკულატურის სპაზმების დროს: კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების, გასტრიტის, კარდიო- და /ან პილოროსპაზმის, ენტერიტის, კოლიტის დროს;
- გინეკოლოგიური დაავადებებისას (დისმენორეის დროს).
უკუჩვენებები.
მომატებული მგრძნობელობა დროტავერინის ან სამკურნალო საშუალების სხვა კომპონენტების მიმართ (განსაკუთრებით ნატრიუმის მეტაბისულფიტის მიმართ). მომატებული მგრძნობელობა ნატრიუმის დისულფიტის მიმართ.ღვიძლის, თირკმლის ან გულის მძიმე უკმარისობა (გულის მცირე განდევნის სინდრომი).
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა სახეობები.
სამკურნალო საშუალების ლევადოპასთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა მოხდეს ამ უკანასკნელის ანტიპარკინსონური ეფექტის შემცირება. ნახსენები კომბინაცია უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით, ვინაიდან ანტიპარკინსონული ეფექტი მცირდება, ხოლო რიგიდულობა და ტრემორი ძლიერდება.
გამოყენების თავისებურებები.
სამკურნალო საშუალების ინტრავენური შეყვანისას პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში კოლაფსის წარმოქმნის რისკის გამო.
არტერიული ჰიპოტენზიის დროს დროტავერინი-დარნიცა უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით.
უნდა იქნას დაცული სიფრთხილე სამკურნალო საშუალების პარენტერალური შეყვანის დროს ორსულ ქალებში ( იხ. ნაწილი „გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში“).
დროტავერინი-დარნიცა შეიცავს მეტაბისულფიტს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული ტიპის რეაქციები, ანაფილაქსიური შოკის სიმპტომებისა და ბრონქოსპაზმის ჩათვლით მგრძნობიარე პაციენტებში, განსაკუთრებით ისეთების, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ასთმა ან ალერგია.
ნატრიუმის მეტაბისულფიტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში უნდა აირიდოთ თავიდან სამკურნალო საშუალების პარენტერალური შეყვანა.
გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.
როგორც აჩვენა ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგებმა, სამკურნალო საშუალების პერორალურ გამოყენებას არ გამოუწვევია ტერატოგენობისა და ემბრიოტოქსიკურობის არც ერთი შემთხვევა. სამკურნალო საშუალება სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში. დროტავერინი არ მიიღოთ მშობიარობის დროს.
შესაბამისი კვლევების მონაცემების არარსებობის გამო სამკურნალო საშუალების გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში არ არის რეკომენდებული.
რეაქციის სიჩქარეზე გავლენის მოხდენის უნარი ავტროტრანსპორტისა ან სხვა მექანიზმების მართვის დროს.
თავი უნდა შეიკავოთ ავტროტრანსპორტის მართვისა ან ისეთი სხვა მექანიზმებთან მუშაობისას, რომლებიც მოითხოვენ მომატებულ ყურადღების სამკურნალო საშუალების (განსაკუთრებით ინტრავენური) გამოყენების დროს.
გამოყენების წესი და დოზები.
დროტავერინი-დარნიცა გამოიყენება ზრდასრულებში, კუნთში, სადღეღამისო დოზიით 40-240 მგ 1-3 შეყვანაზე.
მწვავე კოლიკების შემთხვევაში სამკურნალო საშუალება გამოიყენება ზრდასრულებში ინტრავენურად ნელა დოზით 40-80 მგ.
ბავშვები.
დროტავერინი-დარნიცა ბავშვებში არ გამოიყენება.
დოზის გადაჭარბება.
სიმპტომები: დროტავერინის დოზის გადაჭარბება ასოცირდება გულის რითმისა და გამტარიანობის დარღვევასთან, მათ შორის ჰისის კონის ფეხების სრულ ბლოკადასთან და გულის გაჩერებასთან, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს ლეტალური შედეგი.
მკურნალობა: სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია. დოზის გადაჭარბებისას პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ექიმის საგულდაგულო დაკვირვების ქვეშ.
გვერდითი რეაქციები.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, გახშირებული გულისცემა, არითმია, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა,
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ყაბზობა.
იმუნური სისტემის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ჭინჭრის ციება, კანისმიერი გამონაყარი, დერმატოზი, ქავილი, ჰიპერემია, ცხელება, ციება, სხეულის ტემპერატურის მომატება, სისუსტე, ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპასმი, განსაკუთრებით პაციენტებში მომატებული მგრძნობელობით მეტაბისულფიტის მიმართ. იყო შეტყობინები ანაფილაქსიური შოკის შემთხვევების შესახებ ლეტალური და არალეტალური შედეგებით ინექციური ფორმის გამოყენებისას.
დროტავერინი-დარნიცა შეიცავს მეტაბისულფიტს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული ტიპის რეაქციები, ანაფილაქსიური შოკის სიმპტომებისა და ბრონქოსპაზმის ჩათვლით მგრძნობიარე პაციენტებში, განსაკუთრებით იმათში, რომლებსაც აქვთ ასთმა ან ალერგია ანამნეზში.
ზოგადი დარღვევები: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შეყვანის ადგილზე.
ვარგისობის ვადა. 3 წელი.
შენახვის პირობები.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25 °С ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.
შეფუთვა.
2 მლ ამპულაში; 5 ამპულა კონტურულ ფიჭისებრ შეფუთვაში; თითო კონტურული ფიჭისებრი შეფუთვა შეკვრაში.
გაცემის კატეგორია.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი.
კსს „ფარმაცევტული ფირმა „დარნიცა“.
მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განხორციელების ადგილი.
უკრაინა, 02093, ქ. კიევი, ბორისპოლსკაიას ქუჩა, 13.
ბოლო გადახედვის თარიღი.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


