დოქსორუბიცინი აკორდი
Doxorubicinum Accord
მედიკამენტის ზუსტი სახელწოდებაა “დოქსორუბუცინი აკორდი 2 მგ/მლ კონცეტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად”, ინსტრუქციაში ის მოცემულია სახელწოდებით - “დოქსორუბიცინი აკორდი”. დოქსორუბიცინი მიეკუთვნება ანთრაციკლინების მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც წარმოადგენენ კიბოს საწინააღმდეგო, ქიმიოთერაპიულ ან “ქიმიის” მედიკამენტებს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- დოქსორუბიცინი (doxorubicin)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ/5მლ (2მგ/მლ) 5მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო/ბოლუსური საინექციო და ინტრავეზიკულურად შესაყვანი ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- Accord Healthcare Limited, დიდი ბრიტანეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტინეოპლაზური საშუალებები, ანთრაციკლინები და მონათესავე სუბსტანციები
- ATC კოდი
- L01DB01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-039763
- რეგისტრირებულია
- 19 დეკემბერი 2023, მოქმედებს 19 დეკემბერი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
დოქსორუბიცინი აკორდი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მედიკამენტის ზუსტი სახელწოდებაა “დოქსორუბუცინი აკორდი 2 მგ/მლ კონცეტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად”, ინსტრუქციაში ის მოცემულია სახელწოდებით - “დოქსორუბიცინი აკორდი”.
დოქსორუბიცინი მიეკუთვნება ანთრაციკლინების მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც წარმოადგენენ კიბოს საწინააღმდეგო, ქიმიოთერაპიულ ან “ქიმიის” მედიკამენტებს. ეს მედიკამენტები გამოიყენება სხვადასხვა ტიპის კიბოს სამკურნალოდ, კიბოს უჯრედების ზრდის შესაჩერებლად ან შესანელებლად. მკურნალობის საუკეთესო შედეგის მისაღწევად და გვერდითი მოვლენების მინიმუმამდე დასაყვანად გამოიყენება კიბოს საწინააღმდეგო სხვადასხვა ტიპის მედიკამენტების კომბინაცია.
დოქსორუბიცინი აკორდი გამოიყენება კიბოს შემდეგი ფორმების დროს:
ძუძუს კიბო;
შემაერთებელი ქსოვილის, მყესების, ძვლების, კუნთების კიბო (სარკომა);
კუჭის ან ნაწლავის კიბო;
ფილტვის კიბო;
ლიმფომა - იმუნურ სისტემის კიბო;
ლეიკემია, კიბო, რომელიც იწვევს სისხლის უჯრედების პათოლოგიურ წარმოქმნას;
ფარისებრი ჯირკვლის კიბო;
საკვერცხისა და ენდომეტრიუმის გავრცობილი კიბო (საშვილოსნოს გარსის ან საშვილოსნოს კიბო);
შარდის ბუშტის კიბო;
გავრცობილი ნეირობლასტომა (ნერვული უჯრედების კიბო, ძირითადად, აღინიშნება ბავშვებში);
თირკმლის ავთვისებიანი სიმსივნე (ვილმის სიმსივნე);
მიელომა (ძვლის ტვინის კიბო).
მიღების წესი და დოზირება
დოქსორუბიცინის ხსნარი ინფუზიის მოსამზადებლად უნდა გაკეთდეს მხოლოდ კვალიფიციური ექიმის ზედამხედველობით, რომელსაც გააჩნია ციტოტოქსიკური მედიკამენტებით მკურნალობის გამოცდილება. ასევე, მკურნალობის განმავლობაში აუცილებელია პაციენტების მდგომარეობის ხშირი და ყურადღებითი მონიტორინგი.
ფატალური კარდიომიოპათიის შესაძლო განვითარების რისკის გამო ყოველი თერაპიის კურსის წინ უნდა შეფასდეს მკურნალობის სარგებელი და რისკები კონკრეტული პაციენტისათვის.
დოქსორუბიცინის შეყვანა ხდება ინტრავენური და ინტრავეზიკალური გზით და დაუშვებელია მისი მიღება პერორალურად, კანქვეშ, კუნთში ან ინტრათეკალურად. დოქსორუბიცინის შეყვანა შესაძლებელია ინტრავენურად ბოლუსით რამდენიმე წუთის განმავლობაში, ან ხანმოკლე ინფუზიის სახით - 1 საათამდე ხანგრძლივობით, ან გახანგრძლივებული ინფუზიის სახით 96 საათამდე.
პრეპარატის შეყვანა ხდება ინტრავენური ინფუზიის გზით, ინტრავენური კათეტერის საშუალებით 2-15 წუთის განმავლობაში, მისი განზავების შემდეგ 0,9% (9 მგ/მლ) ნატრიუმის ქლორიდის ან 5% (50 მგ/მლ) გლუკოზის საინექციო ხსნარში. შეყვანის ამ ხერხს მინიმუმამდე დაჰყავს თრომბოფლებიტის ან ვენის გარეთ ექსტრავაზაციის რისკი, რომელმაც შესაძლოა მძიმე ლოკალური ცელულიტი, დაწყლულება და ქსოვილის ნეკროზი გამოიწვიოს. პირდაპირი ინტრავენური ინექცია არ არის რეკომენდებული ექსტრავაზაციის რისკის გამო, რომელიც შეიძლება განვითარდეს ნემსის ასპირაციის დროს სისხლის ადექვატური დაბრუნების მიუხედავად.
ინტრავენური შეყვანა:
დოქსორუბიცინის დოზა დამოკიდებულია მკურნალობის სქემაზე, პაციენტის ზოგად მდგომარეობასა და წარსულში ჩატარებულ მკურნალობაზე. დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდის დოზირების სქემა დამოკიდებულია ჩვენებაზე (სოლიდური სიმსივნე ან მწვავე ლეიკემია) და მკურნალობის სქემის სპეციფიკურობაზე (მონოთერაპია, სხვა ციტოტოქსიკურ მედიკამენტებთან კომბინირებული მკურნალობა ან ქიმიოთერაპიის კომბინირება ქირურგიულ, სხივურ და ჰორმონულ თერაპიასთან).
მონოთერაპია
წამლის დოზა ჩვეულებრივ გამოითვლება სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით (მგ/მ2). დოქსორუბიცინით მონოთერაპიის შემთხვევაში რეკომენდებული დოზა შეადგენს 60-75 მგ/მ2-ს სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით ყოველ 3 კვირაში ერთხელ.
კომბინირებული თერაპია
თუ დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდი კეთდება სხვა ანტისიმსივნურ, მსგავსი ციტოტოქსიკურობის მქონე აგენტებთან ერთად, როგორიცაა მაგალითად, ინტრავენურად დიდი დოზებით ციკლოფოსფამიდი ან მსგავსი ტიპის ანთრაციკლინები, როგორიცაა: დაუნორუბიცინი, იდარუბიცინი და/ან ეპირუბიცინი, დოქსორუბიცინის დოზა უნდა შემცირდეს 30-60 მგ/მ2-მდე ყოველ 3-4 კვირაში ერთხელ.
იმ პაციენტებისთვის, რომლებიც ვერ იღებენ სრულ დოზას (მაგ. დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ან ხანდაზმული პირები), ალტერნატიული დოზა შეადგენს 15 – 20 მგ/მ2-ს სხეულის ზედაპირის ფართობზე კვირაში ერთხელ.
შარდის ბუშტში შეყვანა:
დოქსორუბიცინის გამოყენება შესაძლებელია ინტრავეზიკალური ინსტილაციის სახით შარდის ბუშტის ზედაპირული კიბოს სამკურნალოდ ან სიმსივნის ტრანსურეთრული რეზექციის შემდგომ პროფილაქტიკისთვის რეციდივის მაღალი რისკის მქონე პაციენტებში. შარდის ბუშტის ზედაპირული სიმსივნეების ლოკალური ინტრავეზიკალური მკურნალობისას დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდის რეკომენდებული დოზაა 30-50 მგ, რომელიც უნდა განზავდეს 25-50 მლ 0.9% (9 მგ/მლ) ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარში (ფიზიოლოგიურ ხსნარში). ოპტიმალური კონცენტრაცია შეადგენს 1 მგ/მლ-ს. ჩვეულებრივ, ხსნარი შარდის ბუშტში 1 - 2 საათის განმავლობაში უნდა დარჩეს. ამ პერიოდის განმავლობაში, პაციენტი უნდა გადაბრუნდეს ყოველ 15 წუთში 90°-ით. პროცედურის დაწყებამდე 12 საათის მანძილზე პაციენტმა არ უნდა მიიღოს სითხე შარდის არასასურველი განზავების გამო (შარდის გამოყოფა შეიძლება შემცირდეს 50 მლ/სთ - მდე). ინსტილაციის გამეორება შესაძლებელია 1 კვირიდან 1 თვემდე ინტერვალით, რაც დამოკიდებულია მკურნალობა თერაპიულია, თუ პროფილაქტიკური.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დაქვეითებით
რადგან დოქსორუბიცინი ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში და გამოიყოფა ნაღველით, ამიტომ ღვიძლის ფუნქციის დაქვეითებისას ან სანაღვლე გზების ობსტრუქციისას ნაღველში მისი გამოყოფა შესაძლებელია შემცირდეს, შედეგად კი შეიძლება განვითარდეს მძიმე მეორეული მოვლენები.
ღვიძლის ფუნქციის დაქვეითების მქონე პაციენტებში მედიკამენტის დოზის კორექციის ზოგადი რეკომენდაციები დამოკიდებულია შრატში ბილირუბინის კონცენტრაციაზე:
ბილირუბინის რაოდენობა შრატში რეკომენდებული დოზა
20-50 მიკრომოლი/ლ ჩვეულებრივი დოზის 1/2
>50 მიკრომოლი/ლ ჩვეულებრივი დოზის 1/4
დოქსორუბიცინი უკუნაჩვენებია ღვიძლის მძიმე დაზიანების მქონე პაციენტებში (იხ. პარაგრაფი 4.3).
პაციენტები თირკმლის ფუნქციის დაქვეითებით
თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტებში (გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე (გფს) < 10 მლ/წთ) უნდა მოხდეს დაგეგმილი დოზის მხოლოდ 75%-ის გამოყენება.
კარდიომიოპათიის თავიდან ასაცილებლად, სიცოცხლის მანძილზე მიღებული დოქსორუბიცინის (ასევე მსგავსი პრეპარატის, დაუნორუბიცინის) კუმულაციური, საერთო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 450-550 მგ/მ2-ს სხეულის ზედაპირის ფართობზე. თუ პაციენტს აქვს გულის თანმხლები დაავადება, იტარებს შუასაყრის და/ან გულ-მკერდის მიდამოს სხივურ თერაპიას, ჩატარებული აქვს მკურნალობა მაალკილირებელი საშუალებებით და არის მაღალი რისკის ჯგუფში (არტერიული ჰიპერტენზია 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, წარსულში არსებული კორონარული, სარქვლოვანი ან მიოკარდიუმის დაზიანება, 70 წელზე მეტი ასაკი) მაქსიმალური ჯამური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 400 მგ/მ²-ს. ასევე, საჭიროა ამ პაციენტების გულის ფუნქციის მონიტორინგი (იხ. პარაგრაფი 4.4).
დოზირება ბავშვებში
ბავშთა ასაკში შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შემცირება. იხ. მკურნალობის პროტოკოლები და სპეციალური ლიტერატურა.
ჭარბი წონის მქონე პაციენტები
ჭარბწონიან პაციენტებში განხილულ უნდა იქნას საწყისი დოზის შემცირება ან დოზებს შორის ინტერვალის გაზრდა (იხ. პარაგრაფი 4.4).
ფარმაცევტული შეუთავსებლობა
დაუშვებელია დოქსორუბიცინის შერევა ჰეპარინთან, რადგან შესაძლოა წარმოიქმნას ნალექი. არ შეიძლება შერევა 5-ფტორურაცილთან, წამლის შესაძლო დაშლის გამო. უნდა გამოირიცხოს ხანგრძლივი კონტაქტი ტუტე pH-ის მქონე ხსნარებთან, რადგან იწვევს პრეპარატის ჰიდროლიზს.
დოქსორუბიცინი არ უნდა შეერიოს სამკურნალო პროდუქტებ, გარდა 6.6 პარაგრაფში მოცემული ნივთიერებებისა, თუ არ იქნება ხელმისაწვოდმი დამატებითი ინფორმაცია.
მომზადებული საინფუზიო ხსნარები
ქიმიური და ფიზიკური სტაბილობა ნარჩუნდება 0.9% ნატრიუმის ქლორიდის და გლუკოზის საინექციო ხსნარებში გახსნისას 28 დღის განმავლობაში 2-8⁰C ტემპერატურაზე და 7 დღის განმავლობაში 25⁰C ტემპერატურაზე, თუ ხსნარი მომზადებულია სინათლისაგან დაცულ მინის კონტეინერში.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქტი გამოყენებულ უნდა იქნას მომზადებისთანავე, წინააღმდეგ შემთხვევაში შენახვის დრო და პირობები მომხმარებლის პასუხისმგებლობას წარმოადგენს და არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს 2-8ºC ტემპერატურაზე, თუ ხსნარის მომზადება მოხდა კონტროლირებულ და ვალიდურ ასეპტიკურ პირობებში.
ნარჩენების განადგურება
სამკურნალო პროდუქტის ყველა ნარჩენი ნივთიერება, ასევე განზავებისა და ინექციისთვის გამოყენებული ყველა მასალა უნდა განადგურდეს ციტოტოქსიკური პრეპარატებისთვის დადგენილი ჰოსპიტალური სტანდარტული პროცედურების მიხედვით, მავნე ნარჩენების განადგურების შესახებ მოქმედი რეგულაციების გათვალისწინებით.
ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის (იხ. პარაგრაფი 6) ან სხვა ანთრაციკლინების მიმართ;
თუ პაციენტი ინფორმირებულია, რომ აღენიშნება სისხლის პათოლოგიური მაჩვენებლები (ძვლის ტვინის ფუნქციის დარღვევა);
თუ პაციენტს ჩატარებული აქვს მკურნალობა დოქსორუბიცინით ან სხვა მსგავსი ქიმიოთერაპიული მედიკამენტებით, მაგ.: იდარუბიცინით, ეპირუბიცინით ან დაუნორუბიცინით, რადგან წინამორბედი მკურნალობა მსგავსი მედიკამენტებით ზრდის დოქსორუბიცინი აკორდის გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს;
თუ პაციენტს მიდრეკილება აქვს სისხლდენებისადმი;
თუ პაციენტს ნებისმიერი ტიპის ინფექცია აქვს;
თუ პაციენტს აღენიშნება წყლულები პირის ღრუში;
თუ პაციენტს დაქვეითებული აქვს ღვიძლის ფუნქცია;
თუ პაციენტს შარდის ბუშტის ინფექცია აქვს (იმ შემთხვევაში თუ მედიკამენტი გამოიყენება ადგილობრივად, შარდის ბუშტში);
თუ პაციენტს სისხლიანი შარდი აქვს;
თუ პაციენტს გადატანილი აქვს მიოკარდიუმის ინფარქტი;
თუ პაციენტს დაზიანებული აქვს გულის ფუნქცია;
გულის რითმის მძიმე დარღვევების დროს (არითმია).
მედიკამენტი არ უნდა იქნას გამოყენებული შარდის ბუშტში კათეტერის საშუალებით (წვრილი, დრეკადი მილი), თუ პაციენტს აღენიშნება:
სიმსივნე, რომელიც ჩაზრდილია შარდის ბუშტის კედელში;
საშარდე გზების ინფექციები;
შარდის ბუშტის ანთება;
კათეტერის ჩადგმის დროს პრობლემები.
სიფრთხილის ზომები
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება ან აღენიშნებოდა ქვემოთ ჩამოთვლილი სამედიცინო მდგომარეობები ან დაავადებები:
ძვლის ტვინის მიერ სისხლის უჯრედების წარმოქმნის დაქვეითება;
გულის დაავადებები;
ღვიძლის დარღვევები;
თირკმლის დარღვევები.
პაციენტმა, ასევე, უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს:
თუ ადრე ჩატარებული აქვს კიბოს მკურნალობა დოქსორუბიცინით ან მისი მსგავსი კიბოს საწინააღმდეგო ნებისმიერი მედიკამენტით (ანთრაციკლინებით);
თუ ადრე ჩატარებული აქვს სხეულის ზედა ნაწილის სხივური თერაპია.
დოქსორუბიცინი აკორდით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის განმავლობაში საჭიროა შემდეგი კვლევების ჩატარება:
სისხლის საერთო ანალიზი
გულის, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის გამოკვლევა.
დოქსორუბიცინი მკვეთრად აქვეითებს სისხლის უჯრედების წარმოქმნას ძვლის ტვინში, შედეგად, პაციენტს ადვილად ემართება ინფექციები ან ადვილად უვითარდება სისხლდენა. მძიმე ინფექციების და/ან სისხლდენის მკურნალობა უნდა ჩატარდეს დაუყოვნებლივ და ეფექტურად.
საჭიროა მკურნალი ექიმის ინფორმირება დაუყოვნებლივ:
თუ ინექციის ადგილზე პაციენტს წვის ან ტკივილის შეგრძნება აქვს, რაც მიუთითებს ექსტრავაზაციაზე.
მკურნალობის განმავლობაში საჭიროა გულის ფუნქციის ყურადღებითი მონიტორინგი, რადგან:
დოქსორუბიცინმა შეიძლება დააზიანოს გულის კუნთი;
დოქსორუბიცინით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს გულის უკმარისობა გარკვეული კუმულაციური დოზის შემდეგ (ერთჯერადი დოზების თანდათანობითი შეყვანა);
გულის კუნთის დაზიანების რისკი მაღალია, თუ პაციენტს ჩატარებული აქვს მკურნალობა მედიკამენტებით, რომლებმაც შეიძლება დააზიანონ გული ან ჩატარებული აქვს სხეულის ზედა ნაწილში სხივური თერაპია.
მკურნალობის დროს სისხლში შარდმჟავის დონე (მიუთითებს კიბოს უჯრედების განადგურებაზე) შეიძლება მაღალი იყოს. შარდმჟავას დონის გასაკონტროლებლად ექიმმა შეიძლება დანიშნოს გარკვეული მედიკამენტები.
დოქსორუბიცინი აკორდით თერაპიამდე უნდა მოხდეს არსებული ინფექციების მკურნალობა;
არ არის რეკომენდებული ამ სამკურნალო პროდუქტის გამოყენება ცოცხალ, ატენუირებულ ვაქცინებთან ერთად. თავიდან უნდა იქნას აცილებული კონტაქტი პირთან, რომელიც უკანასკნელ პერიოდში აცრილია პოლიომიელიტზე;
რადგან დოქსორუბიცინი აკორდი ძირითადად გამოიყოფა ღვიძლითა და სანაღვლე გზებით, მისი გამოყოფა შეიძლება დაქვეითდეს ღვიძლის ფუნქციის დაზიანების ან ბილიარული სტენოზის მქონე პაციენტებში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მეორეული ეფექტების განვითარება;
დოქსორუბიცინი აკორდი იწვევს შარდის წითელ შეფერილობას. ეს არ მიუთითებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე.
დოქსორუბიცინი აკორდი და სხვა მედიკამენტები
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.
დოქსორუბიცინი 2 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდეს ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტებთან ერთად:
სხვა ციტოსტატიკური (კიბოს საწინააღმდეგო) მედიკამენტები, როგორიცაა:. ტრანსტუზუმაბი, ანთრაციკლინები (დაუნორუბიცინი, ეპირუბიცინი, იდარუბიცინი), ცისპლატინი, ციკლოფოსფამიდი, ციკლოსპორინი, ციტარაბინი, დაკარბაზინი, დაქტინომიცინი, ფტოროურაცილი, მიტომიცინი C, ტაქსანები (მაგ.: პაკლიტაქსელი), მერკაპტოპურინი, მეთოტრექსატი, სტრეპტოზოცინი;
საგულე საშუალებები (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულის დაავადებების დროს), როგორიცაა: კალციუმის არხის ბლოკატორები, ვერაპამილი და დიგოქსინი;
მედიკამენტები, რომლებიც აქვეითებენ შარდმჟავას დონეს სისხლში;
ციტოქრომის P-450-ის ინჰიბიტორები (ნივთიერებები, რომლებიც თრგუნავენ ციტოქრომის P-450-ის მოქმედებას, რომელიც მნიშვნელოვანია, ორგანიზმის დეზინტოქსიკაციისათვის, როგორიცაა, მაგ.: ციმეტიდინი), ციტოქრომის P-450-ის ინდუქტორი მედიკამენტები (მაგ.: რიმფამპიცინი, ბარბიტურატები, ფენობარბიტალის ჩათვლით);
ანტიეპილეფსიური მედიკამენტები (მაგ.: კარბამაზეპინი, ფენიტოინი, ვალპროატი);
ანტიფსიქოზური საშუალებები: კლოზაპინი (გამოიყენება შიზოფრენიის სამკურნალოდ);
ჰეპარინი (სისხლის თრომბოზის საწინააღმდეგო პრეპარატი);
ანტირეტროვირუსული მედიკამენტები (გარკვეული სახის ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტები);
ქლორამფენიკოლი და სულფონამიდები (ანტიბაქტერიული მედიკამენტები);
პროგესტერონი (მაგ.: გამოიყენება მოსალოდნელი აბორტის დროს);
ამფოტერიცინი B (გამოიყენება სოკოვანი დაავადებების დროს);
ცოცხალი ვაქცინები (მაგ.: პოლიომიელიტის, მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინა).
გასათვალისწინებელია, რომ წამლების ეს ჩამონათვალი ეხება მხოლოდ უკანასკნელ პერიოდში მიღებულ მედიკამენტებს.
ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციული უნარი
ფეხმძიმობა
ცხოველებზე კვლევების შედეგად დადგენილია, რომ დოქსორუბიცინი გადის პლაცენტარულ ბარიერს და აზიანებს ნაყოფს. ფეხმძიმობის შემთხვევაში ექიმი დოქსორუბიცინს ნიშნავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დოქსორუბიცინით მკურნალობის მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს მის შესაძლო ზიანს ნაყოფზე. საჭიროა ექიმის ინფორმირება დაუყოვნებლივ, თუ პაციენტი ფეხმძიმედაა ან ფიქრობს, რომ არის ფეხმძიმედ.
ძუძუთი კვება
დოქსორუბიცინი აკორდით მკურნალობის განმავლობაში არ შეიძლება ძუძუთი კვება. წამალი შეიძლება მოხვდეს ბავშვის ორგანიზმში დედის რძის საშუალებით. ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
რეპროდუქციული უნარზე გავლენა
დაუშვებელია ორსულობა დოქსორუბიცინით მკურნალობის დროს ან მკურნალობიდან 6 თვემდე პერიოდში.
თუ პაციენტი მამაკაცია, დოქსორუბიცინით თერაპიის დროს და თერაპიიდან 6 თვემდე პერიოდში საჭიროა სიფრთხილის ადექვატური ზომების მიღება, რათა მისი პარტნიორი არ დაფეხმძიმდეს. ასევე, მკურნალობის დაწყებამდე სასურველია კონსულტაციის გავლა სპერმის კონსერვაციასთან დაკავშირებით, რადგან დოქსორუბიცინით მკურნალობის შემდეგ შეიძლება განვითარდეს მუდმივი უნაყოფობა.
საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს გადაწყვეტილი აქვს მკურნალობის შემდეგ შვილის ყოლა.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ არის რეკომენდებული ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა მედიკამენტის მიღების შემდეგ განვითარებული ხშირი გულისრევისა და ღებინების გამო.
დოქსორუბიცინი აკორდი შეიცავს ნატრიუმს
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 0.15 მმოლ (3.5 მგ) ნატრიუმს თითოეულ მილილიტრში. ეს გასათვალისწინებელია იმ პაციენტებისათვის, რომლებიც იმყოფებიან ნატრიუმის დაბალი შემცველობის დიეტაზე.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა არა ყველა პაციენტში.
საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ექთანთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება შემდეგი გვერდითი მოვლენები:
თავბრუსხვევა, ცხელება, ქოშინი და მკერდის არეში ან ხორხში მოჭერის შეგრძნება ან გამონაყარი ქავილით. ამ ტიპის ალერგიული რეაქცია შეიძლება ძალიან მძიმე იყოს;
ანემია (ერითროციტების რაოდენობის დაქვეითება), რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობის შეგრძნება და ძილიანობა;
ლეიკოციტების (სისხლის უჯრედები, რომლებიც ებრძვიან ინფექციას) რაოდენობა შეიძლება მკვეთრად დაქვეითდეს, რის გამოც იზრდება ინფექციების განვითარების რისკი ცხელების სიმპტომებთან ერთად;
თრომბოციტების (უჯრედები, რომლებიც მონაწილეობენ სისხლის შედედებაში) რაოდენობა შეიძლება დაქვეითდეს, რის გამოც სისხლჩაქცევები ან სისხლდენა უფრო ადვილად ვითარდება. ამ დროს მნიშვნელოვანია სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. საჭიროა სისხლის საერთო ანალიზის შემოწმება მკურნალობის განმავლობაში;
დოქსორუბიცინმა შეიძლება დათრგუნოს ძვლის ტვინის ფუნქცია, ამიტომ მკურნალობის განმავლობაში საჭიროა სისხლის საერთო ანალიზის შემოწმება.
ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
კარდიომიოპათია (გულის კუნთის დაავადება);
ეკგ (ელექტროკარდიოგრაფიული) ცვლილებები;
ძვლის ტვინის სუპრესია (სისხლის უჯრედების ნაკლებობა, რაც იწვევს ინფექციებსა და სისხლდენებს);
სისხლის უჯრედების რაოდენობრივი ცვლილებები (ლეიკოპენია, ნეიტროპენია);
გულისრევა;
ღებინება;
საჭმლის მომნელებლი ტრაქტის ლორწოვანი გარსის ანთება;
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება;
ანორექსია (კვების დარღვევა);
დიარეა – შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია;
ქიმიური ცისტიტი (შარდის ბუშტის ანთება), ზოგჯერ ჰემორაგიული (სისხლიანი შარდით), რაც გამოწვეულია წამლის შარდის ბუშტში შეყვანით;
ალოპეცია (თმის ცვენა), ჩვეულებრივ შექცევადი ხასიათის;
სეფსისი (ბაქტერიული ინფექცია);
სეპტიცემია (სისხლის ბაქტერიული ინფექცია).
არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
კოლინჯში (მსხვილ ნაწლავში) წყლულების წარმოქმნა და ნეკროზი (უჯრედების და/ან ქსოვილების სიკვდილი) ციტარაბინთან კომბინაციის დროს;
ფლებიტი;
გასტროინტესტინური სისხლდენა;
მუცლის ტკივილი;
სხივური თერაპიის ჩატარების ადგილზე ადგილობრივი ჰიპერმგრძნობელობითი რეაქცია;
დეჰიდრატაცია.
იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
მეორეული მწვავე მიელოიდური ლეიკემია (სისხლის კიბო, რომელიც ვითარდება სხვა სახის კიბოს მკურნალობის შემდეგ) სხვა ანტისიმსივნურ წამლებთან კომბინირებისას, რომლებიც აზიანებენ დნმ-ს;
სიმსივნის ლიზისის სინდრომი (ქიმიოთერაპიის გართულებები);
კონიუნქტივიტი (თვალის გარეთა გარსის ანთება);
ჭინჭრის ციება;
ეგზანთემა (გამონაყარის სახეობა);
ერითემატოზული რეაქცია (გამონაყარის მსგავსი სიმპტომი) ვენის გასწვრივ, სადაც ხდება ინექცია;
კანის და ფრჩხილების ფერის ცვლილება (გამუქებული ადგილები);
ონიქოლიზისი (ფრჩხილების ცვენა);
ანაფილაქსიური რეაქცია (მძიმე ალერგიული რეაქცია შოკით ან შოკის გარეშე, მოიცავს გამონაყარს კანზე, ქავილს);
კანკალი;
ცხელება;
თავბრუსხვევა.
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე)
მწვავე ლიმფოციტური ლეიკემია (დაავადება, რომლის დროსაც მოუმწიფებელი ლეიკოციტების – ლიმფობლასტების რაოდენობა იმატებს სისხლსა და ძვლის ტვინში);
მწვავე მიელოიდური ლეიკემია (დაავადება, რომლის დროსაც მოუმწიფებელი სისხლის წარმომქმნელი უჯრედების რაოდენობა მკვეთრად იმატებს სისხლსა და ძვლის ტვინში);
თრომბოფლებიტი (ვენის ანთება კანქვეშ);
თრომბოზი (თრომბის ფორმირება სისხლძარღვში);
თრომბოციტების რაოდენობის შემცირება;
შოკი;
კანკალი;
საყლაპავის ანთება;
მსხვილი ნაწლავის ანთება (კოლიტი)
არითმია (არარეგულარული გულისცემა);
გულის უკმარისობა (გულის ფუნქციის დაქვეითება);
ჰიპერურიკემია (შარდმჟავას რაოდენობის მომატება სისხლში);
ბრონქოსპაზმი (ხველა ან სუნთქვის გაძნელება სასუნთქი გზების უეცრად განვითარებული შევიწროების შედეგად);
პნევმონიტი (ფილტვის ქსოვილის ანთება);
ამენორეა (მენსტრუაციის არარსებობა);
ოლიგოსპერმია (სპემის მოცულობის შემცირება);
თირკმლის მწვავე უკმარისობა (მცირე რაოდენობით შარდის გამოყოფა ან შარდის გამოყოფის შეწყვეტა);
თვალის რქოვანა გარსის ანთება (ჰერპესული კერატიტი);
ცრემლის გაძლიერებული გამოყოფა;
პერიფერიული ერითემა (ხელებისა და ტერფების შეშუპება და დაბუჟება);
ხელებისა და ტერფების დისესთეზია (ხელებისა და ტერფების სინდრომი, რომელიც შედარებით ხშირად ვლინდება კანის ტოქსიკური რეაქციით);
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ფერის ცვლილება;
ალები;
აზოოსპერმია (სპერმის სიმცირე);
ანემია (ერითროციტების რაოდენობის დაქვეითება);
ინექციის ადგილზე წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება ექსტრავაზაციის გამო. ექსტრავაზაცია იწვევს უჯრედების ან ქსოვილების ლოკალურად სიკვდილს და შეიძლება საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა;
ღვიძლის დაზიანება;
ღვიძლის ფერმენტების გარდამავალი მომატება;
ასთენია (უღონოდ ყოფნა, სისუსტე, ძალის გამოცლა);
ფოტომგრძნობელობა (კანის მომატებული მგრძნობელობა მზეზე).
სხვა გვერდითი მოვლენები: დოქსორუბიცინი აკორდმა შეიძლება გამოიწვიოს შარდის წითლად შეფერილობა წამლის მიღებიდან ერთი ან ორი დღის განმვალობაში. ეს ნორმალური მოვლენაა და პაციენტი არ უნდა შეშფოთდეს.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება, ასევე, პირდაპირ შესაძლებელია სამკურნალო პროდუქტების, სამედიცინო მოწყობილობებისა და ბიოციდური პროდუქტების რეგისტრაციის ოფისის არასასურველი რეაქციების მონიტორინგის დეპრტამენტში:
ალ. იეროზოლიმსკი 181C, 02-222 ვარშავა
ტელ.: +48 22 49 21 301, ფაქსი: 48 22 49 21 309, ელ-ფოსტა: [email protected]
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ასევე შესაძლებელია ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელისათვის.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდი.
მედიკამენტის ყოველი მლ შეიცავს 2 მგ დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდს.
თითოეული 5 მლ ფლაკონი შეიცავს 10 მგ დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდს.
თითოეული 10 მლ ფლაკონი შეიცავს 20 მგ დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდს.
თითოეული 25 მლ ფლაკონი შეიცავს 50 მგ დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდს.
თითოეული 50 მლ ფლაკონი შეიცავს 100 მგ დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდს.
თითოეული 100 მლ ფლაკონი შეიცავს 200 მგ დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ნატრიუმის ქლორიდი, მარილმჟავა (pH-ის დასარეგულირებლად) და საინექციო წყალი.
დოქსორუბიცინი აკორდის ფორმა და შეფუთვა
დოქსორუბიცინი აკორდი არის გამჭვირვალე, წითელი ხსნარი, ფაქტობრივად თავისუფალი ნაწილაკებისაგან.
შეფუთვა:
1 X 5 მლ ფლაკონი,
1 X 10 მლ ფლაკონი,
1 X 25 მლ ფლაკონი,
1 X 50 მლ ფლაკონი,
1 X 100 მლ ფლაკონი.
ყველა შეფუთვა გასაყიდად შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი
Accord Healthcare Polska Sp. z o.o., ul. Taśmowa 7, 02-677 Warszawa
აკორდ ჰელსქეა პოლსკა სპ.ზ.ო.ო., ულ. ტასმოვა 7, 02-377 ვარშავა
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება ფლაკონზე ან მუყაოს კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ინახება მაცივარში (2ºC - 8ºC). ფლაკონი ინახება მუყაოს კოლოფში სინათლისაგან დასაცავად.
არ შეიძლება მედიკამენტის გამოყენება, თუ ხსნარი არ არის გამჭვირვალე, წითელი ფერის ან მასში აღინიშნება ნაწილაკები.
განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას
დაცული უნდა იყოს ციტოტოქსიკური მედიკამენტების მომზადებისა და გამოყენების ინსტრუქციები.
გაუხსნელი ფლაკონები: 18 თვე.
გახსნილი ფლაკონები: პროდუქტი გამოყენებულ უნდა იქნას ფლაკონის გახსნისთანავე. ქიმიური და ფიზიკური სტაბილობა ნარჩუნდება 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ან გლუკოზის საინექციო ხსნარში გახსნისას 28 დღის განმავლობაში 2-8ºC ტემპერატურაზე და 7 დღის განმავლობაში 25ºC ტემპერატურაზე, თუ ხსნარი მომზადებულია სინათლისაგან დაცულ მინის კონტეინერში.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქტი გამოყენებულ უნდა იქნას მომზადებისთანავე, წინააღმდეგ შემთხვევაში შენახვის დრო და პირობები მომხმარებლის პასუხისმგებლობას წარმოადგენს და ჩვეულებრივ, არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს 2ºC - 8ºC ტემპერატურაზე, თუ ხსნარის მომზადება მოხდა კონტროლირებულ და ვალიდურ ასეპტიკურ პირობებში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
დოქსორუბიცინი აკორდი, 2 მგ/მლ, კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდი
მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა. დაავადების სიმტომების მსგავსების მიუხედავად, ის საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს მათთვის.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, მათ შორის ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენისას, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. იხ. პარაგრაფი 4.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს დოქსორუბიცინი აკორდი და მისი გამოყენება;
რა უნდა იცოდეს პაციენტმა დოქსორუბიცინი აკორდის გამოყენებამდე;
დოქსორუბიცინი აკორდის გამოყენების წესი;
შესაძლო გვერდითი მოვლენები;
დოქსორუბიცინი აკორდის შენახვის წესი;
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.
რას წარმოადგენს დოქსორუბიცინი აკორდი და მისი გამოყენება
მედიკამენტის ზუსტი სახელწოდებაა “დოქსორუბუცინი აკორდი 2 მგ/მლ კონცეტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად”, ინსტრუქციაში ის მოცემულია სახელწოდებით - “დოქსორუბიცინი აკორდი”.
დოქსორუბიცინი მიეკუთვნება ანთრაციკლინების მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც წარმოადგენენ კიბოს საწინააღმდეგო, ქიმიოთერაპიულ ან “ქიმიის” მედიკამენტებს. ეს მედიკამენტები გამოიყენება სხვადასხვა ტიპის კიბოს სამკურნალოდ, კიბოს უჯრედების ზრდის შესაჩერებლად ან შესანელებლად. მკურნალობის საუკეთესო შედეგის მისაღწევად და გვერდითი მოვლენების მინიმუმამდე დასაყვანად გამოიყენება კიბოს საწინააღმდეგო სხვადასხვა ტიპის მედიკამენტების კომბინაცია.
დოქსორუბიცინი აკორდი გამოიყენება კიბოს შემდეგი ფორმების დროს:
ძუძუს კიბო;
შემაერთებელი ქსოვილის, მყესების, ძვლების, კუნთების კიბო (სარკომა);
კუჭის ან ნაწლავის კიბო;
ფილტვის კიბო;
ლიმფომა - იმუნურ სისტემის კიბო;
ლეიკემია, კიბო, რომელიც იწვევს სისხლის უჯრედების პათოლოგიურ წარმოქმნას;
ფარისებრი ჯირკვლის კიბო;
საკვერცხისა და ენდომეტრიუმის გავრცობილი კიბო (საშვილოსნოს გარსის ან საშვილოსნოს კიბო);
შარდის ბუშტის კიბო;
გავრცობილი ნეირობლასტომა (ნერვული უჯრედების კიბო, ძირითადად, აღინიშნება ბავშვებში);
თირკმლის ავთვისებიანი სიმსივნე (ვილმის სიმსივნე);
მიელომა (ძვლის ტვინის კიბო).
რა უნდა იცოდეს პაციენტმა დოქსორუბიცინი აკორდის გამოყენებამდე
დაუშვებელია დოქსორუბიცინი აკორდის გამოყენება:
თუ პაციენტი ალერგიულია დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის (იხ. პარაგრაფი 6) ან სხვა ანთრაციკლინების მიმართ;
თუ პაციენტი ინფორმირებულია, რომ აღენიშნება სისხლის პათოლოგიური მაჩვენებლები (ძვლის ტვინის ფუნქციის დარღვევა);
თუ პაციენტს ჩატარებული აქვს მკურნალობა დოქსორუბიცინით ან სხვა მსგავსი ქიმიოთერაპიული მედიკამენტებით, მაგ.: იდარუბიცინით, ეპირუბიცინით ან დაუნორუბიცინით, რადგან წინამორბედი მკურნალობა მსგავსი მედიკამენტებით ზრდის დოქსორუბიცინი აკორდის გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს;
თუ პაციენტს მიდრეკილება აქვს სისხლდენებისადმი;
თუ პაციენტს ნებისმიერი ტიპის ინფექცია აქვს;
თუ პაციენტს აღენიშნება წყლულები პირის ღრუში;
თუ პაციენტს დაქვეითებული აქვს ღვიძლის ფუნქცია;
თუ პაციენტს შარდის ბუშტის ინფექცია აქვს (იმ შემთხვევაში თუ მედიკამენტი გამოიყენება ადგილობრივად, შარდის ბუშტში);
თუ პაციენტს სისხლიანი შარდი აქვს;
თუ პაციენტს გადატანილი აქვს მიოკარდიუმის ინფარქტი;
თუ პაციენტს დაზიანებული აქვს გულის ფუნქცია;
გულის რითმის მძიმე დარღვევების დროს (არითმია).
მედიკამენტი არ უნდა იქნას გამოყენებული შარდის ბუშტში კათეტერის საშუალებით (წვრილი, დრეკადი მილი), თუ პაციენტს აღენიშნება:
სიმსივნე, რომელიც ჩაზრდილია შარდის ბუშტის კედელში;
საშარდე გზების ინფექციები;
შარდის ბუშტის ანთება;
კათეტერის ჩადგმის დროს პრობლემები.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება ან აღენიშნებოდა ქვემოთ ჩამოთვლილი სამედიცინო მდგომარეობები ან დაავადებები:
ძვლის ტვინის მიერ სისხლის უჯრედების წარმოქმნის დაქვეითება;
გულის დაავადებები;
ღვიძლის დარღვევები;
თირკმლის დარღვევები.
პაციენტმა, ასევე, უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს:
თუ ადრე ჩატარებული აქვს კიბოს მკურნალობა დოქსორუბიცინით ან მისი მსგავსი კიბოს საწინააღმდეგო ნებისმიერი მედიკამენტით (ანთრაციკლინებით);
თუ ადრე ჩატარებული აქვს სხეულის ზედა ნაწილის სხივური თერაპია.
დოქსორუბიცინი აკორდით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის განმავლობაში საჭიროა შემდეგი კვლევების ჩატარება:
სისხლის საერთო ანალიზი
გულის, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის გამოკვლევა.
დოქსორუბიცინი მკვეთრად აქვეითებს სისხლის უჯრედების წარმოქმნას ძვლის ტვინში, შედეგად, პაციენტს ადვილად ემართება ინფექციები ან ადვილად უვითარდება სისხლდენა. მძიმე ინფექციების და/ან სისხლდენის მკურნალობა უნდა ჩატარდეს დაუყოვნებლივ და ეფექტურად.
საჭიროა მკურნალი ექიმის ინფორმირება დაუყოვნებლივ:
თუ ინექციის ადგილზე პაციენტს წვის ან ტკივილის შეგრძნება აქვს, რაც მიუთითებს ექსტრავაზაციაზე.
მკურნალობის განმავლობაში საჭიროა გულის ფუნქციის ყურადღებითი მონიტორინგი, რადგან:
დოქსორუბიცინმა შეიძლება დააზიანოს გულის კუნთი;
დოქსორუბიცინით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს გულის უკმარისობა გარკვეული კუმულაციური დოზის შემდეგ (ერთჯერადი დოზების თანდათანობითი შეყვანა);
გულის კუნთის დაზიანების რისკი მაღალია, თუ პაციენტს ჩატარებული აქვს მკურნალობა მედიკამენტებით, რომლებმაც შეიძლება დააზიანონ გული ან ჩატარებული აქვს სხეულის ზედა ნაწილში სხივური თერაპია.
მკურნალობის დროს სისხლში შარდმჟავის დონე (მიუთითებს კიბოს უჯრედების განადგურებაზე) შეიძლება მაღალი იყოს. შარდმჟავას დონის გასაკონტროლებლად ექიმმა შეიძლება დანიშნოს გარკვეული მედიკამენტები.
დოქსორუბიცინი აკორდით თერაპიამდე უნდა მოხდეს არსებული ინფექციების მკურნალობა;
არ არის რეკომენდებული ამ სამკურნალო პროდუქტის გამოყენება ცოცხალ, ატენუირებულ ვაქცინებთან ერთად. თავიდან უნდა იქნას აცილებული კონტაქტი პირთან, რომელიც უკანასკნელ პერიოდში აცრილია პოლიომიელიტზე;
რადგან დოქსორუბიცინი აკორდი ძირითადად გამოიყოფა ღვიძლითა და სანაღვლე გზებით, მისი გამოყოფა შეიძლება დაქვეითდეს ღვიძლის ფუნქციის დაზიანების ან ბილიარული სტენოზის მქონე პაციენტებში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მეორეული ეფექტების განვითარება;
დოქსორუბიცინი აკორდი იწვევს შარდის წითელ შეფერილობას. ეს არ მიუთითებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე.
დოქსორუბიცინი აკორდი და სხვა მედიკამენტები
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.
დოქსორუბიცინი 2 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდეს ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტებთან ერთად:
სხვა ციტოსტატიკური (კიბოს საწინააღმდეგო) მედიკამენტები, როგორიცაა:. ტრანსტუზუმაბი, ანთრაციკლინები (დაუნორუბიცინი, ეპირუბიცინი, იდარუბიცინი), ცისპლატინი, ციკლოფოსფამიდი, ციკლოსპორინი, ციტარაბინი, დაკარბაზინი, დაქტინომიცინი, ფტოროურაცილი, მიტომიცინი C, ტაქსანები (მაგ.: პაკლიტაქსელი), მერკაპტოპურინი, მეთოტრექსატი, სტრეპტოზოცინი;
საგულე საშუალებები (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულის დაავადებების დროს), როგორიცაა: კალციუმის არხის ბლოკატორები, ვერაპამილი და დიგოქსინი;
მედიკამენტები, რომლებიც აქვეითებენ შარდმჟავას დონეს სისხლში;
ციტოქრომის P-450-ის ინჰიბიტორები (ნივთიერებები, რომლებიც თრგუნავენ ციტოქრომის P-450-ის მოქმედებას, რომელიც მნიშვნელოვანია, ორგანიზმის დეზინტოქსიკაციისათვის, როგორიცაა, მაგ.: ციმეტიდინი), ციტოქრომის P-450-ის ინდუქტორი მედიკამენტები (მაგ.: რიმფამპიცინი, ბარბიტურატები, ფენობარბიტალის ჩათვლით);
ანტიეპილეფსიური მედიკამენტები (მაგ.: კარბამაზეპინი, ფენიტოინი, ვალპროატი);
ანტიფსიქოზური საშუალებები: კლოზაპინი (გამოიყენება შიზოფრენიის სამკურნალოდ);
ჰეპარინი (სისხლის თრომბოზის საწინააღმდეგო პრეპარატი);
ანტირეტროვირუსული მედიკამენტები (გარკვეული სახის ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტები);
ქლორამფენიკოლი და სულფონამიდები (ანტიბაქტერიული მედიკამენტები);
პროგესტერონი (მაგ.: გამოიყენება მოსალოდნელი აბორტის დროს);
ამფოტერიცინი B (გამოიყენება სოკოვანი დაავადებების დროს);
ცოცხალი ვაქცინები (მაგ.: პოლიომიელიტის, მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინა).
გასათვალისწინებელია, რომ წამლების ეს ჩამონათვალი ეხება მხოლოდ უკანასკნელ პერიოდში მიღებულ მედიკამენტებს.
ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციული უნარი
ფეხმძიმობა
ცხოველებზე კვლევების შედეგად დადგენილია, რომ დოქსორუბიცინი გადის პლაცენტარულ ბარიერს და აზიანებს ნაყოფს. ფეხმძიმობის შემთხვევაში ექიმი დოქსორუბიცინს ნიშნავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დოქსორუბიცინით მკურნალობის მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს მის შესაძლო ზიანს ნაყოფზე. საჭიროა ექიმის ინფორმირება დაუყოვნებლივ, თუ პაციენტი ფეხმძიმედაა ან ფიქრობს, რომ არის ფეხმძიმედ.
ძუძუთი კვება
დოქსორუბიცინი აკორდით მკურნალობის განმავლობაში არ შეიძლება ძუძუთი კვება. წამალი შეიძლება მოხვდეს ბავშვის ორგანიზმში დედის რძის საშუალებით. ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
რეპროდუქციული უნარზე გავლენა
დაუშვებელია ორსულობა დოქსორუბიცინით მკურნალობის დროს ან მკურნალობიდან 6 თვემდე პერიოდში.
თუ პაციენტი მამაკაცია, დოქსორუბიცინით თერაპიის დროს და თერაპიიდან 6 თვემდე პერიოდში საჭიროა სიფრთხილის ადექვატური ზომების მიღება, რათა მისი პარტნიორი არ დაფეხმძიმდეს. ასევე, მკურნალობის დაწყებამდე სასურველია კონსულტაციის გავლა სპერმის კონსერვაციასთან დაკავშირებით, რადგან დოქსორუბიცინით მკურნალობის შემდეგ შეიძლება განვითარდეს მუდმივი უნაყოფობა.
საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს გადაწყვეტილი აქვს მკურნალობის შემდეგ შვილის ყოლა.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
არ არის რეკომენდებული ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა მედიკამენტის მიღების შემდეგ განვითარებული ხშირი გულისრევისა და ღებინების გამო.
დოქსორუბიცინი აკორდი შეიცავს ნატრიუმს
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 0.15 მმოლ (3.5 მგ) ნატრიუმს თითოეულ მილილიტრში. ეს გასათვალისწინებელია იმ პაციენტებისათვის, რომლებიც იმყოფებიან ნატრიუმის დაბალი შემცველობის დიეტაზე.
დოქსორუბიცინი აკორდის გამოყენების წესი
მიღების მეთოდი და გზები
დოქსორუბიცინი აკორდის კონცენტრატის საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ინფუზია ხორციელდება კიბოს მკურნალობის გამოცდილების მქონე ექიმის მეთვალყურეობით.
დოზირება: ექიმი განსაზღვრავს წამლის დოზას.
არ შეიძლება წამლის მიღება თვითნებურად, ექიმთან კონსულტაციის გარეშე. წამლის ინფუზია ხდება ინტრავენურად სისხლძარღვში ექიმ-სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ. პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგი ხორციელდება რეგულარულად მკურნალობის განმავლობაში და მკურნალობის შემდეგ. შარდის ბუშტის ზედაპირული კიბოს დროს შეიძლება საჭირო გახდეს მედიკამენტის შეყვანა შარდის ბუშტში.
დოზირება
წამლის დოზის გამოანგარიშება ხდება სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით. მონოთერაპიის დროს ყოველ 3 კვირაში ერთხელ ინიშნება 60-75 მგ მედიკამენტი სხეულის ზედაპირის ერთ კვადრატულ მეტრზე გაანგარიშებით. დოზა შეიძლება შემცირდეს 30-60 მგ/მ2-მდე სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით და გახანგრძლივდეს ინტერვალი, თუ მედიკამენტი ინიშნება სხვა ანტისიმსივნურ წამლებთან კომბინაციაში. პაციენტისათვის საჭირო დოზას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი. თუ წამალი ინიშნება კვირაში ერთხელ, რეკომენდებული დოზაა 15-20 მგ სხეულის ზედაპირის მეტრ კვადრატზე. მკურნალი ექიმი პაციენტს შეურჩევს პრეპარატის საჭირო დოზას.
პაციენტები ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დაქვეითებით
ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დაქვეითების დროს წამლის დოზა უნდა შემცირდეს. მკურნალი ექიმი შეარჩევს პაციენტისათვის საჭირო წამლის დოზას.
ბავშვები, ხანდაზმული პაციენტები და/ან პაციენტები სხივური თერაპიის შემდეგ
დოზა უნდა შემცირდეს ბავშვებსა და ხანდაზმულებში, ან პაციენტებში, რომლებსაც ჩატარებული აქვთ სხივური თერაპია. მკურნალი ექიმი შეარჩევს პაციენტისათვის საჭირო წამლის დოზას.
პაციენტები ძვლის ტვინის დეპრესიით
შეიძლება საჭირო გახდეს მედიკამენტის დოზის შემცირება ძვლის ტვინის ფუნქციის დეპრესიის მქონე პაციენტებში. მკურნალი ექიმი შეარჩევს პაციენტისათვის საჭირო წამლის დოზას.
ჭარბი წონის მქონე პაციენტები
საწყისი დოზა შეიძლება შემცირდეს ან გახანგრძლივდეს დოზებს შორის ინტერვალი ჭარბწონიან პაციენტებში. მკურნალი ექიმი შეარჩევს პაციენტისათვის საჭირო წამლის დოზასა და მიღების ინტერვალს.
დოქსორუბიცინი აკორდის დოზის გადაჭარბებისას
მკურნალობის განმავლობაში პაციენტს ყურადღებით მონიტორინგს გაუწევს მკურნალი ექიმი ან ექთანი. დოქსორუბიცინის დოზის გადაჭარბების სიმპტომები ყველაზე ხშირად დოქსორუბიცინის გაძლიერებული შესაძლო გვერდითი მოვლენებია. ძირითადად, ესენია: სისხლის ცვლილებები, გასტროინტესტინური და გულის პრობლემები. გულის ფუნქციის დარღვევები შეიძლება გამოვლინდეს დოზის გადაჭარბებიდან ექვსი თვის შემდეგაც კი.
დოზის გადაჭარბებისას აუცილებელია სათანადო ზომების მიღება, როგორიცაა სისხლის გადასხმა და/ან ანტიბიოტიკებით მკურნალობა.
საჭიროა ექიმის ინფორმირება, თუ ვითარდება რომელიმე გვერდითი მოვლენა.
დოქსორუბიცინი აკორდის დოზის გამოტოვებისას
მკურნალი ექიმი განსაზღვრავს დოქსორუბიცინი აკორდით მკურნალობის ხანგრძლივობას. დოქსორუბიცინის მკურნალობის ეფექტი მცირდება მკურნალობის ნაადრევად შეწყვეტის შემთხვევაში. საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს მკურნალობის შეწყვეტა სურს.
დოქსორუბიცინი აკორდით მკურნალობის შეწყვეტისას
ნებისმიერი დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა არა ყველა პაციენტში.
საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ექთანთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება შემდეგი გვერდითი მოვლენები:
თავბრუსხვევა, ცხელება, ქოშინი და მკერდის არეში ან ხორხში მოჭერის შეგრძნება ან გამონაყარი ქავილით. ამ ტიპის ალერგიული რეაქცია შეიძლება ძალიან მძიმე იყოს;
ანემია (ერითროციტების რაოდენობის დაქვეითება), რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობის შეგრძნება და ძილიანობა;
ლეიკოციტების (სისხლის უჯრედები, რომლებიც ებრძვიან ინფექციას) რაოდენობა შეიძლება მკვეთრად დაქვეითდეს, რის გამოც იზრდება ინფექციების განვითარების რისკი ცხელების სიმპტომებთან ერთად;
თრომბოციტების (უჯრედები, რომლებიც მონაწილეობენ სისხლის შედედებაში) რაოდენობა შეიძლება დაქვეითდეს, რის გამოც სისხლჩაქცევები ან სისხლდენა უფრო ადვილად ვითარდება. ამ დროს მნიშვნელოვანია სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. საჭიროა სისხლის საერთო ანალიზის შემოწმება მკურნალობის განმავლობაში;
დოქსორუბიცინმა შეიძლება დათრგუნოს ძვლის ტვინის ფუნქცია, ამიტომ მკურნალობის განმავლობაში საჭიროა სისხლის საერთო ანალიზის შემოწმება.
ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
კარდიომიოპათია (გულის კუნთის დაავადება);
ეკგ (ელექტროკარდიოგრაფიული) ცვლილებები;
ძვლის ტვინის სუპრესია (სისხლის უჯრედების ნაკლებობა, რაც იწვევს ინფექციებსა და სისხლდენებს);
სისხლის უჯრედების რაოდენობრივი ცვლილებები (ლეიკოპენია, ნეიტროპენია);
გულისრევა;
ღებინება;
საჭმლის მომნელებლი ტრაქტის ლორწოვანი გარსის ანთება;
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება;
ანორექსია (კვების დარღვევა);
დიარეა – შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია;
ქიმიური ცისტიტი (შარდის ბუშტის ანთება), ზოგჯერ ჰემორაგიული (სისხლიანი შარდით), რაც გამოწვეულია წამლის შარდის ბუშტში შეყვანით;
ალოპეცია (თმის ცვენა), ჩვეულებრივ შექცევადი ხასიათის;
სეფსისი (ბაქტერიული ინფექცია);
სეპტიცემია (სისხლის ბაქტერიული ინფექცია).
არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
კოლინჯში (მსხვილ ნაწლავში) წყლულების წარმოქმნა და ნეკროზი (უჯრედების და/ან ქსოვილების სიკვდილი) ციტარაბინთან კომბინაციის დროს;
ფლებიტი;
გასტროინტესტინური სისხლდენა;
მუცლის ტკივილი;
სხივური თერაპიის ჩატარების ადგილზე ადგილობრივი ჰიპერმგრძნობელობითი რეაქცია;
დეჰიდრატაცია.
იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
მეორეული მწვავე მიელოიდური ლეიკემია (სისხლის კიბო, რომელიც ვითარდება სხვა სახის კიბოს მკურნალობის შემდეგ) სხვა ანტისიმსივნურ წამლებთან კომბინირებისას, რომლებიც აზიანებენ დნმ-ს;
სიმსივნის ლიზისის სინდრომი (ქიმიოთერაპიის გართულებები);
კონიუნქტივიტი (თვალის გარეთა გარსის ანთება);
ჭინჭრის ციება;
ეგზანთემა (გამონაყარის სახეობა);
ერითემატოზული რეაქცია (გამონაყარის მსგავსი სიმპტომი) ვენის გასწვრივ, სადაც ხდება ინექცია;
კანის და ფრჩხილების ფერის ცვლილება (გამუქებული ადგილები);
ონიქოლიზისი (ფრჩხილების ცვენა);
ანაფილაქსიური რეაქცია (მძიმე ალერგიული რეაქცია შოკით ან შოკის გარეშე, მოიცავს გამონაყარს კანზე, ქავილს);
კანკალი;
ცხელება;
თავბრუსხვევა.
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე)
მწვავე ლიმფოციტური ლეიკემია (დაავადება, რომლის დროსაც მოუმწიფებელი ლეიკოციტების – ლიმფობლასტების რაოდენობა იმატებს სისხლსა და ძვლის ტვინში);
მწვავე მიელოიდური ლეიკემია (დაავადება, რომლის დროსაც მოუმწიფებელი სისხლის წარმომქმნელი უჯრედების რაოდენობა მკვეთრად იმატებს სისხლსა და ძვლის ტვინში);
თრომბოფლებიტი (ვენის ანთება კანქვეშ);
თრომბოზი (თრომბის ფორმირება სისხლძარღვში);
თრომბოციტების რაოდენობის შემცირება;
შოკი;
კანკალი;
საყლაპავის ანთება;
მსხვილი ნაწლავის ანთება (კოლიტი)
არითმია (არარეგულარული გულისცემა);
გულის უკმარისობა (გულის ფუნქციის დაქვეითება);
ჰიპერურიკემია (შარდმჟავას რაოდენობის მომატება სისხლში);
ბრონქოსპაზმი (ხველა ან სუნთქვის გაძნელება სასუნთქი გზების უეცრად განვითარებული შევიწროების შედეგად);
პნევმონიტი (ფილტვის ქსოვილის ანთება);
ამენორეა (მენსტრუაციის არარსებობა);
ოლიგოსპერმია (სპემის მოცულობის შემცირება);
თირკმლის მწვავე უკმარისობა (მცირე რაოდენობით შარდის გამოყოფა ან შარდის გამოყოფის შეწყვეტა);
თვალის რქოვანა გარსის ანთება (ჰერპესული კერატიტი);
ცრემლის გაძლიერებული გამოყოფა;
პერიფერიული ერითემა (ხელებისა და ტერფების შეშუპება და დაბუჟება);
ხელებისა და ტერფების დისესთეზია (ხელებისა და ტერფების სინდრომი, რომელიც შედარებით ხშირად ვლინდება კანის ტოქსიკური რეაქციით);
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ფერის ცვლილება;
ალები;
აზოოსპერმია (სპერმის სიმცირე);
ანემია (ერითროციტების რაოდენობის დაქვეითება);
ინექციის ადგილზე წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება ექსტრავაზაციის გამო. ექსტრავაზაცია იწვევს უჯრედების ან ქსოვილების ლოკალურად სიკვდილს და შეიძლება საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა;
ღვიძლის დაზიანება;
ღვიძლის ფერმენტების გარდამავალი მომატება;
ასთენია (უღონოდ ყოფნა, სისუსტე, ძალის გამოცლა);
ფოტომგრძნობელობა (კანის მომატებული მგრძნობელობა მზეზე).
სხვა გვერდითი მოვლენები: დოქსორუბიცინი აკორდმა შეიძლება გამოიწვიოს შარდის წითლად შეფერილობა წამლის მიღებიდან ერთი ან ორი დღის განმვალობაში. ეს ნორმალური მოვლენაა და პაციენტი არ უნდა შეშფოთდეს.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება, ასევე, პირდაპირ შესაძლებელია სამკურნალო პროდუქტების, სამედიცინო მოწყობილობებისა და ბიოციდური პროდუქტების რეგისტრაციის ოფისის არასასურველი რეაქციების მონიტორინგის დეპრტამენტში:
ალ. იეროზოლიმსკი 181C, 02-222 ვარშავა
ტელ.: +48 22 49 21 301, ფაქსი: 48 22 49 21 309, ელ-ფოსტა: [email protected]
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ასევე შესაძლებელია ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელისათვის.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
დოქსორუბიცინი აკორდის შენახვის წესი
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება ფლაკონზე ან მუყაოს კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ინახება მაცივარში (2ºC - 8ºC). ფლაკონი ინახება მუყაოს კოლოფში სინათლისაგან დასაცავად.
არ შეიძლება მედიკამენტის გამოყენება, თუ ხსნარი არ არის გამჭვირვალე, წითელი ფერის ან მასში აღინიშნება ნაწილაკები.
განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას
დაცული უნდა იყოს ციტოტოქსიკური მედიკამენტების მომზადებისა და გამოყენების ინსტრუქციები.
გაუხსნელი ფლაკონები: 18 თვე.
გახსნილი ფლაკონები: პროდუქტი გამოყენებულ უნდა იქნას ფლაკონის გახსნისთანავე. ქიმიური და ფიზიკური სტაბილობა ნარჩუნდება 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ან გლუკოზის საინექციო ხსნარში გახსნისას 28 დღის განმავლობაში 2-8ºC ტემპერატურაზე და 7 დღის განმავლობაში 25ºC ტემპერატურაზე, თუ ხსნარი მომზადებულია სინათლისაგან დაცულ მინის კონტეინერში.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქტი გამოყენებულ უნდა იქნას მომზადებისთანავე, წინააღმდეგ შემთხვევაში შენახვის დრო და პირობები მომხმარებლის პასუხისმგებლობას წარმოადგენს და ჩვეულებრივ, არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს 2ºC - 8ºC ტემპერატურაზე, თუ ხსნარის მომზადება მოხდა კონტროლირებულ და ვალიდურ ასეპტიკურ პირობებში.
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს დოქსორუბიცინი აკორდი
აქტიური ნივთიერებაა დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდი.
მედიკამენტის ყოველი მლ შეიცავს 2 მგ დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდს.
თითოეული 5 მლ ფლაკონი შეიცავს 10 მგ დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდს.
თითოეული 10 მლ ფლაკონი შეიცავს 20 მგ დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდს.
თითოეული 25 მლ ფლაკონი შეიცავს 50 მგ დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდს.
თითოეული 50 მლ ფლაკონი შეიცავს 100 მგ დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდს.
თითოეული 100 მლ ფლაკონი შეიცავს 200 მგ დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ნატრიუმის ქლორიდი, მარილმჟავა (pH-ის დასარეგულირებლად) და საინექციო წყალი.
დოქსორუბიცინი აკორდის ფორმა და შეფუთვა
დოქსორუბიცინი აკორდი არის გამჭვირვალე, წითელი ხსნარი, ფაქტობრივად თავისუფალი ნაწილაკებისაგან.
შეფუთვა:
1 X 5 მლ ფლაკონი,
1 X 10 მლ ფლაკონი,
1 X 25 მლ ფლაკონი,
1 X 50 მლ ფლაკონი,
1 X 100 მლ ფლაკონი.
ყველა შეფუთვა გასაყიდად შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი
Accord Healthcare Polska Sp. z o.o., ul. Taśmowa 7, 02-677 Warszawa
აკორდ ჰელსქეა პოლსკა სპ.ზ.ო.ო., ულ. ტასმოვა 7, 02-377 ვარშავა
მწარმოებელი/იმპორტიორი
Accord Healthcare Polska Sp. z o.o., ul. Lutomierska 50, 95-200 Pabianice
აკორდ ჰელსქეა პოლსკა სპ.ზ.ო.ო., ულ. ლუტომიერსკა 50, 95-200 პაბიანიცე
ეს სამკურნალო პროდუქტი ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ სახელმწიფოებში წარმოდგენილია შემდეგი სახელწოდებით:
ქვეყანა
მედიკამენტის სახელწოდება
გაერთიანებული სამეფო
Doxorubicin 2 mg/ml Concentrate for Solution for Infusion
დოქსორუბიცინი 2 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
ავსტრია
Doxorubicin Accord 2 mg/ml Konzentrat zur Herstellung einer Infusionslösung
დოქსორუბიცინი აკორდი 2 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
ბელგია
Doxorubicin Accord Healthcare 2 mg/ml, solution à diluer pour perfusion / concentraat voor oplossing voor infusie/ Konzentrat zur Herstellung einer Infusionslösung
დოქსორუბიცინი აკორდი ჰელსქეა 2 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
ბულგარეთი
Доксорубицин Акорд 2 mg/ml концентрат за инфузионен разтвор
დოქსორუბიცინი აკორდი 2 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
გერმანია
Doxorubicin Accord 2 mg/ml Konzentrat zur Herstellung einer
Infusionslösung
დოქსორუბიცინი აკორდი 2 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
დანია
Doxorubicin Accord
დოქსორუბიცინი აკორდი
ესტონეთი
Doxorubicin Accord 2 mg/ml
დოქსორუბიცინი აკორდი 2 მგ/მლ
ესპანეთი
Doxorubicin Accord 2 mg/ml concentrado para solución para
perfusión
დოქსორუბიცინი აკორდი 2 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
ფინეთი
Doxorubicin Accord 2 mg/ml infuusiokonsentraatti, liuosta დოქსორუბიცინი აკორდი 2 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
უნგრეთი
Doxorubicin Accord 2 mg/ml koncentrátum oldatos infúzióhoz დოქსორუბიცინი აკორდი 2 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
ირლანდია
Doxorubicin 2 mg/ml Concentrate for Solution for Infusion დოქსორუბიცინი 2 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
იტალია
Doxorubicina AHCL
დოქსორუბიცინი AHCL
ლიეტუვა
Doxorubicin Accord 2 mg/ml koncentratas infuziniam tirpalui დოქსორუბიცინი აკორდი 2 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
ლატვია
Doxorubicin Accord 2 mg/ml koncentrāts infūziju šķīduma
pagatavošanai
დოქსორუბიცინი აკორდი 2 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
ნიდერლანდები
Doxorubicin Accord 2 mg/ml Concentraat voor oplossing voor
infusie
დოქსორუბიცინი აკორდი 2 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
ნორვეგია
Doxorubicin Accord 2 mg/ml konsentrat til infusjonsvæke დოქსორუბიცინი აკორდი 2 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
პოლონეთი
Doxorubicin Accord
დოქსორუბიცინი აკორდი
პორტუგალია
Doxorubicina Accord
დოქსორუბიცინი აკორდი
რუმინეთი
Doxorubicinã Accord 2 mg/ml concentrat pentru soluţie perfuzabilã
დოქსორუბიცინი აკორდი 2 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
შვედეთი
Doxorubicin Accord 2 mg/ml koncentrat till infusionsvätska, lösning
დოქსორუბიცინი აკორდი 2 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
სლოვენია
Doksorubicin Accord 2 mg/ml koncentrat za raztopino za
infundiranje
დოქსორუბიცინი აკორდი 2 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღი: 2019 წლის მარტი.
- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ექიმებისათვის, სამედიცინო პერსონალისათვის ან ჯანდაცვის სპეციალისტებისათვის
დოზირება და მიღების მეთოდი
დოქსორუბიცინის ხსნარი ინფუზიის მოსამზადებლად უნდა გაკეთდეს მხოლოდ კვალიფიციური ექიმის ზედამხედველობით, რომელსაც გააჩნია ციტოტოქსიკური მედიკამენტებით მკურნალობის გამოცდილება. ასევე, მკურნალობის განმავლობაში აუცილებელია პაციენტების მდგომარეობის ხშირი და ყურადღებითი მონიტორინგი.
ფატალური კარდიომიოპათიის შესაძლო განვითარების რისკის გამო ყოველი თერაპიის კურსის წინ უნდა შეფასდეს მკურნალობის სარგებელი და რისკები კონკრეტული პაციენტისათვის.
დოქსორუბიცინის შეყვანა ხდება ინტრავენური და ინტრავეზიკალური გზით და დაუშვებელია მისი მიღება პერორალურად, კანქვეშ, კუნთში ან ინტრათეკალურად. დოქსორუბიცინის შეყვანა შესაძლებელია ინტრავენურად ბოლუსით რამდენიმე წუთის განმავლობაში, ან ხანმოკლე ინფუზიის სახით - 1 საათამდე ხანგრძლივობით, ან გახანგრძლივებული ინფუზიის სახით 96 საათამდე.
პრეპარატის შეყვანა ხდება ინტრავენური ინფუზიის გზით, ინტრავენური კათეტერის საშუალებით 2-15 წუთის განმავლობაში, მისი განზავების შემდეგ 0,9% (9 მგ/მლ) ნატრიუმის ქლორიდის ან 5% (50 მგ/მლ) გლუკოზის საინექციო ხსნარში. შეყვანის ამ ხერხს მინიმუმამდე დაჰყავს თრომბოფლებიტის ან ვენის გარეთ ექსტრავაზაციის რისკი, რომელმაც შესაძლოა მძიმე ლოკალური ცელულიტი, დაწყლულება და ქსოვილის ნეკროზი გამოიწვიოს. პირდაპირი ინტრავენური ინექცია არ არის რეკომენდებული ექსტრავაზაციის რისკის გამო, რომელიც შეიძლება განვითარდეს ნემსის ასპირაციის დროს სისხლის ადექვატური დაბრუნების მიუხედავად.
ინტრავენური შეყვანა:
დოქსორუბიცინის დოზა დამოკიდებულია მკურნალობის სქემაზე, პაციენტის ზოგად მდგომარეობასა და წარსულში ჩატარებულ მკურნალობაზე. დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდის დოზირების სქემა დამოკიდებულია ჩვენებაზე (სოლიდური სიმსივნე ან მწვავე ლეიკემია) და მკურნალობის სქემის სპეციფიკურობაზე (მონოთერაპია, სხვა ციტოტოქსიკურ მედიკამენტებთან კომბინირებული მკურნალობა ან ქიმიოთერაპიის კომბინირება ქირურგიულ, სხივურ და ჰორმონულ თერაპიასთან).
მონოთერაპია
წამლის დოზა ჩვეულებრივ გამოითვლება სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით (მგ/მ2). დოქსორუბიცინით მონოთერაპიის შემთხვევაში რეკომენდებული დოზა შეადგენს 60-75 მგ/მ2-ს სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით ყოველ 3 კვირაში ერთხელ.
კომბინირებული თერაპია
თუ დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდი კეთდება სხვა ანტისიმსივნურ, მსგავსი ციტოტოქსიკურობის მქონე აგენტებთან ერთად, როგორიცაა მაგალითად, ინტრავენურად დიდი დოზებით ციკლოფოსფამიდი ან მსგავსი ტიპის ანთრაციკლინები, როგორიცაა: დაუნორუბიცინი, იდარუბიცინი და/ან ეპირუბიცინი, დოქსორუბიცინის დოზა უნდა შემცირდეს 30-60 მგ/მ2-მდე ყოველ 3-4 კვირაში ერთხელ.
იმ პაციენტებისთვის, რომლებიც ვერ იღებენ სრულ დოზას (მაგ. დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ან ხანდაზმული პირები), ალტერნატიული დოზა შეადგენს 15 – 20 მგ/მ2-ს სხეულის ზედაპირის ფართობზე კვირაში ერთხელ.
შარდის ბუშტში შეყვანა:
დოქსორუბიცინის გამოყენება შესაძლებელია ინტრავეზიკალური ინსტილაციის სახით შარდის ბუშტის ზედაპირული კიბოს სამკურნალოდ ან სიმსივნის ტრანსურეთრული რეზექციის შემდგომ პროფილაქტიკისთვის რეციდივის მაღალი რისკის მქონე პაციენტებში. შარდის ბუშტის ზედაპირული სიმსივნეების ლოკალური ინტრავეზიკალური მკურნალობისას დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდის რეკომენდებული დოზაა 30-50 მგ, რომელიც უნდა განზავდეს 25-50 მლ 0.9% (9 მგ/მლ) ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარში (ფიზიოლოგიურ ხსნარში). ოპტიმალური კონცენტრაცია შეადგენს 1 მგ/მლ-ს. ჩვეულებრივ, ხსნარი შარდის ბუშტში 1 - 2 საათის განმავლობაში უნდა დარჩეს. ამ პერიოდის განმავლობაში, პაციენტი უნდა გადაბრუნდეს ყოველ 15 წუთში 90°-ით. პროცედურის დაწყებამდე 12 საათის მანძილზე პაციენტმა არ უნდა მიიღოს სითხე შარდის არასასურველი განზავების გამო (შარდის გამოყოფა შეიძლება შემცირდეს 50 მლ/სთ - მდე). ინსტილაციის გამეორება შესაძლებელია 1 კვირიდან 1 თვემდე ინტერვალით, რაც დამოკიდებულია მკურნალობა თერაპიულია, თუ პროფილაქტიკური.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დაქვეითებით
რადგან დოქსორუბიცინი ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში და გამოიყოფა ნაღველით, ამიტომ ღვიძლის ფუნქციის დაქვეითებისას ან სანაღვლე გზების ობსტრუქციისას ნაღველში მისი გამოყოფა შესაძლებელია შემცირდეს, შედეგად კი შეიძლება განვითარდეს მძიმე მეორეული მოვლენები.
ღვიძლის ფუნქციის დაქვეითების მქონე პაციენტებში მედიკამენტის დოზის კორექციის ზოგადი რეკომენდაციები დამოკიდებულია შრატში ბილირუბინის კონცენტრაციაზე:
ბილირუბინის რაოდენობა შრატში რეკომენდებული დოზა
20-50 მიკრომოლი/ლ ჩვეულებრივი დოზის 1/2
>50 მიკრომოლი/ლ ჩვეულებრივი დოზის 1/4
დოქსორუბიცინი უკუნაჩვენებია ღვიძლის მძიმე დაზიანების მქონე პაციენტებში (იხ. პარაგრაფი 4.3).
პაციენტები თირკმლის ფუნქციის დაქვეითებით
თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტებში (გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე (გფს) < 10 მლ/წთ) უნდა მოხდეს დაგეგმილი დოზის მხოლოდ 75%-ის გამოყენება.
კარდიომიოპათიის თავიდან ასაცილებლად, სიცოცხლის მანძილზე მიღებული დოქსორუბიცინის (ასევე მსგავსი პრეპარატის, დაუნორუბიცინის) კუმულაციური, საერთო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 450-550 მგ/მ2-ს სხეულის ზედაპირის ფართობზე. თუ პაციენტს აქვს გულის თანმხლები დაავადება, იტარებს შუასაყრის და/ან გულ-მკერდის მიდამოს სხივურ თერაპიას, ჩატარებული აქვს მკურნალობა მაალკილირებელი საშუალებებით და არის მაღალი რისკის ჯგუფში (არტერიული ჰიპერტენზია 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, წარსულში არსებული კორონარული, სარქვლოვანი ან მიოკარდიუმის დაზიანება, 70 წელზე მეტი ასაკი) მაქსიმალური ჯამური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 400 მგ/მ²-ს. ასევე, საჭიროა ამ პაციენტების გულის ფუნქციის მონიტორინგი (იხ. პარაგრაფი 4.4).
დოზირება ბავშვებში
ბავშთა ასაკში შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შემცირება. იხ. მკურნალობის პროტოკოლები და სპეციალური ლიტერატურა.
ჭარბი წონის მქონე პაციენტები
ჭარბწონიან პაციენტებში განხილულ უნდა იქნას საწყისი დოზის შემცირება ან დოზებს შორის ინტერვალის გაზრდა (იხ. პარაგრაფი 4.4).
ფარმაცევტული შეუთავსებლობა
დაუშვებელია დოქსორუბიცინის შერევა ჰეპარინთან, რადგან შესაძლოა წარმოიქმნას ნალექი. არ შეიძლება შერევა 5-ფტორურაცილთან, წამლის შესაძლო დაშლის გამო. უნდა გამოირიცხოს ხანგრძლივი კონტაქტი ტუტე pH-ის მქონე ხსნარებთან, რადგან იწვევს პრეპარატის ჰიდროლიზს.
დოქსორუბიცინი არ უნდა შეერიოს სამკურნალო პროდუქტებ, გარდა 6.6 პარაგრაფში მოცემული ნივთიერებებისა, თუ არ იქნება ხელმისაწვოდმი დამატებითი ინფორმაცია.
მომზადებული საინფუზიო ხსნარები
ქიმიური და ფიზიკური სტაბილობა ნარჩუნდება 0.9% ნატრიუმის ქლორიდის და გლუკოზის საინექციო ხსნარებში გახსნისას 28 დღის განმავლობაში 2-8⁰C ტემპერატურაზე და 7 დღის განმავლობაში 25⁰C ტემპერატურაზე, თუ ხსნარი მომზადებულია სინათლისაგან დაცულ მინის კონტეინერში.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქტი გამოყენებულ უნდა იქნას მომზადებისთანავე, წინააღმდეგ შემთხვევაში შენახვის დრო და პირობები მომხმარებლის პასუხისმგებლობას წარმოადგენს და არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს 2-8ºC ტემპერატურაზე, თუ ხსნარის მომზადება მოხდა კონტროლირებულ და ვალიდურ ასეპტიკურ პირობებში.
ნარჩენების განადგურება
სამკურნალო პროდუქტის ყველა ნარჩენი ნივთიერება, ასევე განზავებისა და ინექციისთვის გამოყენებული ყველა მასალა უნდა განადგურდეს ციტოტოქსიკური პრეპარატებისთვის დადგენილი ჰოსპიტალური სტანდარტული პროცედურების მიხედვით, მავნე ნარჩენების განადგურების შესახებ მოქმედი რეგულაციების გათვალისწინებით.
ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
შენახვის ვადა და პირობები
გაუხსნელი ფლაკონები: 18 თვე.
გახსნილი ფლაკონები: გახსნის შემდეგ პროდუქტის გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ.
პრეპარატი ინახება მაცივარში (2-8C).
ფლაკონი ინახება მუყაოს კოლოფში სინათლისგან დასაცავად.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


