პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

დოქსი-დენკი 100

Doxy-Denk 100

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

დოქსი-დენკ 100 არის მედიკამენტი (ანტიბიოტიკი), რომელიც მიეკუთვნება ტეტრაციკლინების ჯგუფს. დოქსიციკლინი მოქმედებს ბაქტერიების ზრდისა და გავრცელების პრევენციით, რომლებიც იწვევენ ინფექციებს ორგანიზმში და რომლებიც მგრძნობიარენი არიან დოქსიციკლინის მიმართ. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დოქსიციკლინი (doxycycline)
ფორმა და შეფუთვა
100მგ ტაბლეტი №20 (2X10)
მწარმოებელი
Artesan Pharma GmbH & Co. KG, გერმანია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ტეტრაციკლინები
ATC კოდი
J01AA02
რეგისტრაციის ნომერი
რ-043572
რეგისტრირებულია
10 ივლისი 2025, მოქმედებს 10 ივლისი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Denk Pharma GmbH & Co.KG (გერმანია)
განმცხადებელი
შპს „დენკ ფარმა კავკასია“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებადოქსი-დენკი 100 და სხვა წამალი ერთად

დოქსი-დენკი 100 — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

დოქსი-დენკ 100 არის მედიკამენტი (ანტიბიოტიკი), რომელიც მიეკუთვნება ტეტრაციკლინების ჯგუფს. დოქსიციკლინი მოქმედებს ბაქტერიების ზრდისა და გავრცელების პრევენციით, რომლებიც იწვევენ ინფექციებს ორგანიზმში და რომლებიც მგრძნობიარენი არიან დოქსიციკლინის მიმართ.

დოქსი-დენკ 100-ის ჩვენება:

ზედა სასუნთქი გზების, ყურის, ცხვირის და ხახის ინფექციები:

ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება;

ცხვირის სინუსების ინფექციები (სინუსიტი);

ტიმპანიტი (შუა ყურის ანთება);

ზოგიერთი ტიპის ფილტვის ინფექცია (პნევმონია)

უროგენიტალური ინფექციები;

შარდსადენის ანთება,

წინამდებარე ჯირკვლის ანთება (პროსტატიტი);

გაურთულებელი გონორეა (the clap);

ქალის სასქესო ორგანოების ინფექციები;

სიფილისით დაავადებული პაციენტები, რომლებიც ალერგიულნი არიან პენიცილინის მიმართ;

საშარდე გზების ინფექციები.

გასტროინტესტინალური ინფექციები:

სანაღვლე გზების ინფექციის მქონე პაციენტის ამბულატორიული მკურნალობა.

კანის დაავადება, მათ შორის აკნესა და როზაცეას მწვავე ფორმები.

კონიუნქტივიტი და ტრაქომა

Borrelia-თი გამოწვეული დაავადებები, როგორიც არის ერითემა ქონიკუმ მიგრანსი და ლაიმის დაავადება (რაც ძირითადად გამოწვეულია ტკიპას ნაკბენით);

იშვიათი ინფექციები, როგორიც არის ბრუცელოზი, ორნიტოზი, ბარტონელოზი, ლისტერიოზი, რიკეტსიოზი, მელიოდოზი, შავი ჭირი, საზარდულის გრანულომა.

სხვა დაავადებები:

საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული დარღვევები, როგორიც არის ტროპიკული წყლული და უიპლის დაავადება.

  • ra aris gasaTvaliswinebeli doqsi-denk 100-is miRebamde

დოქსი-დენკ 100 არ გამოიყენება

თუ პაციენტი ალერგიულია დოქსიციკლინის, სხვა ტეტრაციკლინის ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა ინგრედიენტების მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტში 6),

ღვიძლის მწვავე უკმარისობის დროს,

თუ ხართ ორსულად ან აპირებთ დაფეხმძიმებას,

ლაქტაციის დროს.

დოქსი-დენკ 100 არ გამოიყენება კბილების ამოსვლის პერიოდში (ორსულებში, ჩვილებსა და ბავშვებში 8 წლამდე), რადგან შეიძლება გამოიწვიოს მუდმივი გაუფერულება (ყვითელი-ნაცრისფერი-ყავისფერი) ან გავლენა მოახდინოს სათანადო კბილების ზრდაზე.

შეიძლება იყოს გარემოებები (მაგ: მწვავე ან სიცოცხლისათვის საშიში პირობები), სადაც მკურნალმა ექიმმა გადაწყვიტოს, რომ სარგებელი აღემატება რისკს 8 წლამდე ასაკის ბავშვებში და დოქსი-დენკ 100 უნდა დაინიშნოს.

მიღების წესი და დოზირება

მედიკამენტი ყოველთვის მიიღება ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების ზუსტი დაცვით. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

მიღების წესი

დოქსი-დენკ 100 მიიღება რეგულარულად, დილის საუზმის დროს ან შემდეგი კვების დროს. საკვებთან ერთად პრეპარატის მიღებამ შესაძლებელია შეამციროს გვერდითი მოვლენები კუჭ-ნაწლავის მხრივ. იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული საყლაპავის ლორწოვან გარსში წყლულების განვითარება, დოქსი-დენკ 100 მიიღება დიდი რაოდენობით სითხესთან ერთად (თუმცა არა რძე და რძის პროდუქტები), მაგალითად: 1 ჭიქა წყალთან ერთად (წამომჯდარ ან დამდგარ პოზიციაში), არ მიიღება უშუალოდ დაძინებამდე. ტაბლეტის მიღებიდან დაახლოებით 10-15 წუთის შემდეგ, საჭიროა სითხის დიდი რაოდენობით მიღება.

დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ და დამოკიდებული იქნება სხვა საკითხებთან, ინფექციის სიმწვავესა და ადგილზე.

ჩვეულებრივი დოზა

8 წლიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვები:

დოქსიციკლინი გამოიყენება 8 წლიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში იმ პირობებში, როდესაც სხვა მედიკამენტები არ არის ხელმისაწვდომი ან არ ჩანს ეფექტიანი. ასეთ შემთხვევებში ჩვეულებრივი დოზებია:

ბავშვებისთვის 45 კგ ან ნაკლები:

პირველი დღეს: 4.4 მგ სხეულის წონის თითოეულ კგ-ზე (ერთჯერადად ან 2 გაყოფილ დოზებად), შემდეგ 2.2 მგ (ერთჯერადად ან 2 გაყოფილ დოზებად) მეორე დღიდან. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციაზე. უფრო მწვავე ინფექციების დროს, 4,4 მგ-მდე სხეულის წონის თითოეულ კგ-ზე, უნდა დაინიშნოს მკურნალობის განმავლობაში.

ბავშვებისთვის 45 კგ-ზე მეტი – გამოყენებული უნდა იქნას მოზრდილებისთვის მიღებული დოზა:

დოქსი-დენკ 100-ის ორი ტაბლეტი (200 მგ დოქსიციკლინის ექვივალენტური) პირველ დღეს, შემდეგ დოქსი-დენკ 100-ის ერთი ტაბლეტი (ექვივალენტური 100 მგ დოქსიციკლინის) ყოველდღიურად. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციაზე.

12-დან 18 წლამდე ასაკის მოზრდილები და ბავშვები 70 კგ-ზე ნაკლები წონის:

დოქსი-დენკ 100-ის ორი ტაბლეტი (200 მგ-ის ექვივალენტი) პირველ დღეს, შემდეგ დოქსი- დენკ 100-ის ერთი ტაბლეტი (100 მგ დოქსიციკლინის ექვივალენტი) დღეში.

მწვავე დარღვევების მქონე პაციენტები და მოზრდილები 70 კგ-ზე მეტი წონის.

დოქსი დენკ 100-ის ორი ტაბლეტი (200 მგ დოქსიციკლინის ექვივალენტი) დღეში.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციაზე.

დოზირების სპეციალური რეკომენდაციები

ინფექცია

დოზირება (დოქსი-დენკ 100-ის ტაბლეტების რაოდენობა ან მგ დოქსიციკლინი/დღეში)

მკურნალობის ხანგრძლივობა

მწვავე გონოკოკური ურეთრიტის მკურნალობა მამაკაცებში (ათაშანგით გამოწვეული ურეთრას ანთება):

2 ტაბლეტი (200 მგ დოქსიციკლინი)

7 დღე

მწვავე გონოკოკური ეპიდიდიმიტი (გონოკოკით გამოწვეული ეპიდიდიმუსის ანთება)

2 ტაბლეტი (200 მგ დოქსიციკლინი)

10 დღე

მწვავე გონოკოკური ინფექცია ქალებში

2 ტაბლეტი (200 მგ დოქსიციკლინი)

სულ მცირე 7 დღე

სიფილისი (პირველადი და მეორეული ფორმები პენიცილინისადმი ალერგიულ პაციენტებში)

3 ტაბლეტი (300 მგ დოქსიციკლინი)

15 დღე

კანის მხრივ დარღვევები, მათ შორის ჩვეულებრივი აკნეს და როზაცეას მწვავედ ინფიცირებული ფორმები

1 ტაბლეტი (100 მგ დოქსიციკლინი)

ჩვეულებრივ 7-21 დღის განმავლობაში. ამის შემდეგ შესაძლებელია 50 მგ დოქსიციკლინის მიღება დღეში დამატებით 2-3 კვირის განმავლობაში. იმის მიხედვით თუ რამდენად წარმატებული იქნება აკნეს მკურნალობა, შესაძლებელია ხანგრძლივი მკურნალობის ჩატარება დოქსიციკლინის დაბალი დოზებით (50 მგ დღეში) 12 კვირის განმავლობაში.

ტკიპის ნაკბენით გამოწვეული ინფექცია (ლაიმის დაავადება I ფაზა)

2 ტაბლეტი (200 მგ დოქსიციკლინი)

2-3 კვირის განმავლობაში (თუმცა, მინიმალური პერიოდი 14 დღე).

გამოყენება ხანდაზმულებში:

არ არსებობს რაიმე კონკრეტული დოზირების რეკომენდაციები.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები:

ზოგადად, არ არის საჭირო დოქსიციკლინის დოზის შემცირება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

დოქსი-დენკ 100-ის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში

დოქსიციკლინის მიღება არ უკავშირდება არც ერთ ტოქსიკურ მოვლენას. თუმცა, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში არსებობს ღვიძლის და თირკმლის დაზიანების და პანკრეატიტის განვითარების რისკი, ამის შესახებ ეჭვის გაჩენისას, საჭიროა სამედიცინო ჩარევა. ექიმი დანიშნავს შესაბამის მკურნალობას კლინიკური სურათის მიხედვით.

დოქსი-დენკ 100-ის დოზის გამოტოვება

არ მიიღება გაორმაგებული დოზა გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ. დოქსი-დენკ 100-ის ერთი დოზის გამოტოვების შემთხვევაში, მომდევნო დღეს მკურნალობა უნდა გაგრძელდეს დოზირების რეჟიმის შესაბამისად.

დოქსი-დენკ 100-ის მიღების შეწყვეტა

მნიშვნელოვანია დოქსი-დენკ 100-ის მიღება მკურნალობით გათვალისწინებული მთელი პერიოდის განმავლობაში. ექიმის გარეშე არ შეიძლება მიღების შეწყვეტა მკურნალობის დასრულებამდე უფრო ადრე, თუნდაც თავს უკეთ გრძნობდეთ. თუ მკურნალობას არ დააასრულებთ ბოლომდე, ინფექცია შეიძლება დაბრუნდეს.

მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების ან სხვა ტეტრაციკლინების ან რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია პუნქტში 6.1.

არსებობს დასრულებული ჯვარედინი ალერგია ტეტრაციკლინების ჯგუფში.

ღვიძლის მწვავე დისფუნქციის მქონე პაციენტებში.

სიფრთხილის ზომები

დოქსი-დენკ 100-ის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გამოვლინდა მწვავე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მაგ. ანაფილაქსია), დოქსი-დენკ 100-ით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. შესაბამისი დამხმარე პროცედურები უნდა დაიწყოს სპეციალიზირებული სამედიცინო პროფესიონალების მიერ (იხ. პუნქტი 4. “შესაძლო გვერდითი მოვლენები”).

იშვიათად, კანის მწვავე რეაქციები ბუშტუკოვანი გამონაყარით ან კანის აქერცვლებით აღინიშნა დოქსიციკლინის მიღების დროებით კავშირთან. თუ შეამჩნევთ კანისა და ლორწოვანი გარსის რაიმე ახალ დაზიანებას, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებას და შეწყვიტოთ დოქსი-დენკ 100-ის მიღება.

მწვავე და მუდმივი დიარეა შეიძლება გავითარდეს დოქსი-დენკ 100-ით მკურნალობის განმავლობაში ან მკურნალობიდან 10 კვირამდე. დიარეა ზოგჯერ შეიძლება იყოს სისხლნარევი ან ლორწოთი, ან შეიძლება თან ახლდეს სპაზმური მუცლის ტკივილი. ეს შეიძლება იყოს მწვავე და სიცოცხლისათვის საშიში ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთების ნიშანი (ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტი), გამოწვეული ანტიბიოტიკებით მკურნალობით; აუცილებელია დაუყოვნებლივ მკურნალობა.

ექიმმა უნდა განიხილოს დოქსი-დენკ 100-ით მკურნალობის შეწყვეტა, მითითებების მიხედვით და საჭიროების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა. მედიკამენტები, რომლებიც აფერხებენ ნაწლავის მოძრაობას (მაგ: აქტიური ნივთიერება ლოპერამიდე) არ შეიძლება იქნას მიღებული.

მიმართეთ ექიმს, თუ

გაქვთ მიასთენია გრავისი (კუნთების დაავადება)

წითელი მგლურა (ლუპუსი) ან

ღვიძლისა და თირკმელების უკმარისობა

შესაძლოა მდგომარეობა გაუარესდეს.

თუ პაციენტი იღებს გარკვეული სახის მედიკამენტებს, სისხლში გლუკოზის დონის შესამცირებლად ან გასათხელებლად (იხ. “სხვა მედიკამენტები და დოქსი-დენკ 100”). უნდა მოხდეს სისხლში გლუკოზის დონის მაჩვენებლების მონიტორინგი და, საჭიროების შემთხვევაში ზემოაღნიშნული პრეპარატების დოზების სათანადოდ შემცირება.

ანესთეზიამდე (იხ. “სხვა მედიკამენტები და დოქსი-დენკ 100”).

თუ საჭიროა რაიმე ლაბორატორიული ტესტი, უთხარით პერსონალს, რომ იღებთ დოქსი-დენკ 100-ს. შაქრის, ცილის, ურობილინოგენის გამოვლენა და შარდში კატექოლამინები შეიძლება დაქვეითდეს დოქსი-დენკ 100-ის მიღებისას.

მზის სხივების ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს დაუცველი კანის ფოტოტოქსიკური რეაქციები; იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს ფრჩხილების დაზიანება (იხ. 4. “შესაძლო გვერდითი ეფექტები”). ამიტომ, მზის აბაზანების მიღება ღიად ან სოლარიუმში თავიდან უნდა იქნას აცილებული დოქსი-დენკ 100-ით მკურნალობის დროს. კანის გაღიზიანების პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე, უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა და კონსულტაციისათვის მიმართოთ ექიმს.

დოქსი-დენკ 100-ით მკურნალობის ქვეშ არის კანის ან ლორწოვანი გარსების სოკოვანი კოლონიზაცია (კანდიდა), შეიძლება წარმოიქმნას სელექციის გამო, განსაკუთრებით გენიტალიურ ტრაქტში, ორალურ და ნაწლავის ლორწოვან გარსში (იხ. 4. “შესაძლო გვერდითი მოვლენები”). უნდა მოხდეს ნებისმიერი გამოვლენილი ინფექციის მკურნალობა. მიმართეთ ექიმს.

თუ მკურნალობა გრძელდება 21 დღეზე მეტხანს, ექიმმა რეგულარულად უნდა გადაამოწმოს სისხლის რაოდენობა, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციონირება.

მხედველობაში უნდა იქნას მიღებული B ვიტამინის შესაძლო დეფიციტის ხანგრძლივობა მკურნალობის დროს,

გონოკოკური ინფექციის თერაპიის დასრულების შემდეგ (გონორეა): აუცილებლად უნდა გაიაროთ გამოკვლევა მკურნალობის შედეგის შესამოწმებლად 3-4 დღის შემდეგ, რათა თავიდან აიცილოთ ინფექციის რეციდივი.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

თუ პაციენტი ღებულობს ან უახლოესი პერიოდის განმავლობაში ღებულობდა რაიმე პრეპარატს, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

დოქსი-დენკ 100-ის ეფექტი შეიძლება შეიცვალოს სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინირებული თერაპიის შემთხვევაში, მაგალითად: საძილე აბები, ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებები, სხვა ანტიბიოტიკები, ანტიდიაბეტური საშუალებები, შაკიკის სამკურნალო საშუალებები (ცნობილი როგორც ერგოტი ალკალოიდები), მეთოტრექსატი და ციკლოსპორინი. ანალოგიურად, დოქსი-დენკ 100-მა შეიძლება ხელი შეუშალოს ამ მედიკამენტების ეფექტს.

არსებობს მედიკამენტები, რომლებიც აფერხებენ დოქსი-დენკ 100-ის შეწოვას, აქედან გამომდინარე, არ უნდა იქნას მიღებული იმავე დროს. ეს მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, გარკვეულ კუჭის მჟავიანობის სამკურნალო საშუალებებს (ანტაციდები), რკინის, თუთიის პრეპარატებს და მაღალი ქოლესტერინის სამკურნალო გარკვეულ მედიკამენტებს (ქოლესტერამინი, კოლესტიპოლი). დოქსი-დენკ 100 მიიღება ამ მედიკამენტების მიღებამდე მინიმუმ 2 საათით ადრე.

აღინიშნა პროთრომბინის გახანგრძლივების შესახებ დრო პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს (სისხლის გამათხელებლები: ვარფარინი, ფენპროკუმონი), იმავე დროს, როგორც დოქსიციკლინი. ე.წ ტეტრაციკლინები, როგორიცაა დოქსი-დენკ 100, ამცირებს პროთრომბინის აქტივობას და ამით ზრდის ანტიკოაგულანტების ეფექტს. თუ მიიღება კომბინირებულად, გასათვალისწინებელია ანტიკოაგულანტის დოზის შემცირება. დოქსი-დენკ 100 არ მიიღება სხვა აქტიურ ნივთიერებებთან ერთად, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ თირკმელების დაზიანება. ანესთეზიამ მეტოქსიფლურანით ან სხვა პოტენციურად ნეფროტოქსიკური წამლებით დოქსი-დენკ 100-თან კომბინირებული თერაპიით, შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა.

დოქსი-დენკ 100 არ უნდა დაინიშნოს აკნეს იზოტრეტინოინით თერაპიის დაწყებამდე მალევე, მიღების განმავლობაში ან შემდეგ, რადგან იშვიათ შემთხვევებში არსებობს წამლების ეფექტების გაძლიერების შესაძლებლობა, რომლებიც იწვევენ შექცევადი წნევის მატებას ინტრაკრანიალურ ღრუში (ცერებრული ფსევდოტომუსი), ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. პაციენტებში, რომლებიც ასევე მკურნალობენ დიგოქსინით ან დიგოქსინის წარმოებულებით, შესაძლოა მოხდეს დოზის გადაჭარბება.

დოქსი-დენკ 100-ის კომბინირებულმა თერაპიამ თეოფილინთან (ასთმის საშუალება), შეიძლება გაზარდოს კუჭ-ნაწლავის გვერდითი ეფექტები.

დოქსი-დენკ 100-ის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

დოქსი-დენკ 100-თან ერთად არ მიიღება რძე, რძის პროდუქტები და კალციუმით გამდიდრებული ხილის წვენები. მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს 2-3 საათს. აღსანიშნავია, რომ ალკოჰოლს რეგულარული მოხმარება აჩქარებს დოქსიციკლინის დაშლას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ რომ შეიძლება იყოთ ან აპირებთ დაფეხმძიმებას, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულებში, ლაქტაციის პერიოდში, ჩვილებსა და 8 წლამდე ასაკის ბავშვებში დოქსი-დენკ 100 არ გამოიყენება, რადგან შეიძლება გამოიწვიოს კბილების ფერის პერმანენტული შეცვლა და ემალის დეფექტები, რაც ბავშვების კბილებს უფრო მეტად ხდის მიდრეკილს კარიესის მიმართ.

ორსულობის დროს, ტეტრაციკლინების მიღებისას იზრდება ღვიძლის დაზიანების რისკი.

ავტომანქანების და სხვა მექანიზმების მართვა

დოქსიციკლინის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები ნერვული სისტემის ან მხედველობის მხრივ (იხ. 4 “შესაძლო გვერდითი ეფექტები”), რამაც შეიძლება შეაფერხოს მანქანის და სხვა მექანიზმების უსაფრთხოდ მართვა. არ გამოიყენოთ რაიმე ინსტრუმენტი ან მექანიზმი, რაც შეიძლება იყოს საშიში.

დოქსი-დენკ 100 შეიცავს ლაქტოზას

თუ ექიმის მიერ ინფორმირებული ხართ რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, მედიკამენტის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

დოქსი-დენკ 100 შეიცავს ნატრიუმს

მედიკამენტის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ), არსებითად “ნატრიუმისგან თავისუფალია”.

გვერდითი მოვლენები

ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად, დოქსი-დენკ 100-მაც შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

შემდეგი გვერდითი მოვლენები გამოვლინდა ტეტრაციკლინებთან (ანტიბიოტიკების ჯგუფი, რომელიც მოიცავს დოქსიციკლინს).

თუ გამოვლინდა ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტებიდან რომელიმე, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს:

მწვავე ბუშტუკოვანი გამონაყარი ან კანის აქერცვლა ცხელებითა და სახსრების ტკივილით (იხ. 2 “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”).

მწვავე ალერგიული რეაქცია ქოშინით, თავის არესა და სხეულის შეშუპებით (ენის, ხორხის შეშუპება) გამონაყარი, სისხლის მიმოქცევის დარღვევა, არტერიული წნევის დაქვეითება, უგონო მდგომარეობა (იხ. 2 “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”).

მწვავე, მუდმივად წყლიანი ან სისხლიანი დიარეა მუცლის ტკივილით ან ცხელებით (იხ. 2 “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”).

იარიშ-ჰერქსჰაიმერის რეაქცია, რომელიც იწვევს ცხელებას, შემცივნებას, თავის, კუნთების ტკივილს და გამონაყარს კანზე, რომელიც ჩვეულებრივ თვითმოგვარებადია. ეს ვითარდება დოქსიციკლინით მკურნალობის დაწყებიდან მალევე, სპიროქეტის ინფექციებისთვის, როგორიცაა ლაიმის დაავადება.

შესაძლო გვერდითი ეფექტები

ძალიან ხშირი (შესაძლოა გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში)

ფოტოტოქსიკური რეაქციები სინათლის მგრძნობელობის გამო (სიწითლე, შეშუპება, ბუშტუკოვანი გამონაყარი)

ხშირი (შესაძლოა გამოვლინდეს 10-დან 1 შემთხვევაში)

ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობის) რეაქციები (ხშირად თან ახლავს არტერიული წნევის დაქვეითება, თავბრუსხვევა, გულისრევა, ქოშინი), მათ შორის მცირე სისხლძარღვების ანთება (ჰენოხ-შონლაინის პურპურა), პერიკარდიტი, ალერგიული, მტკინვეული კანისა და ლორწოვანი გარსების შეშუპება, განსაკუთრებით სახის არეში (ანგიონევროზული შეშუპება), წითელი მგლურას გამწვავება, ასთმა, შრატის დაავადება, ტერფების/ქვედა კიდურების შეშუპება წყლის შეკავების გამო, აჩქარებული გულისცემა, ჭინჭრის ციება

თავის ტკივილი

გულისრევა, ღებინება, შებერილობა, სტეატორეა

გამონაყარი, მათ შორის მაკულოპაპულური გამონაყარი (პატარა ბრტყელი ლაქები და/ან ამობურცული ლაქები კანზე), ერითემატოზული (გაწითლებული) გამონაყარი და ფართოდ აქერცლილი გამონაყარი.

არახშირი (შესაძლოა გამოვლინდეს 100-დან 1 შემთხვევაში)

სისხლის კოაგულაციის დარღვევები

კუწ-ნაწლავის დარღვევები (გულძმარვა, კუწის ლორწოვანი გარსის ანთება), პირის ღრუსა და ხახის ლორწოვანი გარსის ანთება, ხმის ჩახლეჩა, შავი თმიანი ენა, კბილების ფორმირების დროს გამოყენებისას, კბილების მუდმივად გაუფერულება და მინანქრის დაზიანება

ორსულობის დროს ან 8 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენებისას, ძვლის ზრდის შეფერხება

შარდში სისხლი

იშვიათი (შესაძლოა გამოვლინდეს 1,000-დან 1 შემთხვევაში)

ცვლილებები სისხლის სურათში (თრომბოციტების მკვეთრი შემცირება, ანემია, გამოწვეული სისხლის წითელი უჯრედების დაშლისგან, ლეიკოციტების რაოდენობის, ფორმისა და ფუნქციის ცვლილებები), ლიმფური კვანძების შეშუპება

სისხლის მიმოქცევის კოლაფსი და/ან ქოშინი (ანაფილაქსიური შოკი), მედიკამენტების გამოყენებისგან გამოწვეული მწვავე ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია

მადის დაქვეითება

მოუსვენრობა, შფოთვა

ქალაშიდა წნევა (შესაძლო ნიშნებია: ტავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, პაპილოედემა და ვიზუალური დარღვევები, მაგ. დიპლოპია), ნერვის დაზიანება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დაბუჟება, ტკივილის, ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება ხელებსა და ფეხებში, ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაქვეითება ან დაკარგვა.

ყურების შუილი

სიწითლე

ანტიბიოტიკებით გამოწვეული დიარეა, მსხვილი ნაწლავის ანთება, საყლაპავის ანთება და წყლულები, ანთებითი პროცესები (კანდიდა ინფექციით) ანოგენიტალურ ადგილას (გარე გენიტალიის ანთება ქალებში და ანალური ქავილი), მუცლის ტკივილი, დიარეა, ყლაპვის გაძნელება, გლოსიტი

ღვიძლის დაზიანება, ანთება, მომატებული ღვიძლის ფერმენტები, პანკრეასის ანთება

კანის მწვავე რეაქციები, ზოგჯერ მოიცავს ლორწოვან გარსებს (მულტიფორმული ერითემა, ექსფოლიატიური დერმატიტო, სტივენს-ჯონსონის სინდრომი) და ქსოვილების გაყოფა (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი), ფრჩხილების ონიქოლიზი და გაუფერულება

კუნთების, სახსრების ტკივილი

სისხლში შარდოვანას აზოტის დონის მომატება

ძალიან იშვიათი (შესაძლოა გამოვლინდეს 10,000-დან 1 შემთხვევაში)

კრუნჩხვები

დროებითი მიოპია

თირკმლის დაზიანება (ინტერსტიციული ნეფრიტი, თირკმლის მწვავე უკმარისობა, შარდის გამოყოფის დარღვევები)

უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემებით სიხშირე ვერ დადგინდება)

ფარისებრი ჯირკვალის მიკროსკოპული მოყავისფრო-შავი გაუფერულება (პათოლოგიური მნიშვნელობის არმქონე)

კბილების გაუფერულება და/ან ზრდის ნაკლებობა

გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება

თუ გამოვლინდა რომელიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება იმ გვერდით ეფექტებსაც, რომლებიც არ არის აღნიშნული გამოყენების ამ ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.

  • doqsi-denk 100-is Senaxvis wesi

medikamenti inaxeba bavSvebisTvis miuwvdomel adgilas.

medikamenti ar gamoiyeneba yuTsa da blisterze aRniSnuli vadis gasvlis - “Exp”- Semdeg. vadis gasvla gulisxmobs miTiTebuli Tvis bolo dRes.

Senaxvis vada: 36 Tve

inaxeba 25OC-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

არ გადააგდოთ მედიკამენტი ჩამდინარე წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი მედიკამენტის განადგურებისთვის მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • SefuTvis Semadgenloba da sxva informacia

ras Seicavs doqsi-denk 100

aqtiuri nivTierebaa doqsiciklinis hiklati. TiToeuli tableti Seicavs 115,4 mg doqsiciklinis hiklats, rac eqvivalenturia 100 mg doqsiciklinis.

damxmare ingredientebia: natriumis saxameblis glikolati, simindis saxamebeli, hidrogenirebuli abusalaTinis zeTi, laqtozas monohidrati, koloiduri uwylo siliciumis dioqsidi, magniumis stearati, mikrokristaluri celuloza.

miwodebis zogadi klasifikacia

samkurnalo produqti eqvemdebareba samedicino daniSnulebas

დოქსი-დენკ 100-ის აღწერილობა და შეფუთვის რაოდენობა

დოქსი-დენკ 100 არის ღია ყვითელი ფერის, მრგვალი ფორმის, ამოზნექილი ტაბლეტი, გამყოფი ხაზის გარეშე.

დოქსი-დენკ 100 ხელმისაწვდომია PVC/PE/PVDC/ალუმინის ბლისტერებში.

შეფუთვაში: 20 ტაბლეტი.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მარკეტინგული აუტორიზაციის მფლობელი

დენკ ფარმა გმბჰ და კო. კგ

პრინცრეგენტენსტრ. 79, 81675 მიუნხენი, გერმანია

ჭარბი დოზა

დოქსიციკლინის მიღება არ უკავშირდება მწვავე ტოქსიკური პერორალური თერაპიული დოზის ერთჯერად მიღებას. დოქსიციკლინის მწვავე ტოქსიკურობა დღემდე არ არის აღწერილი ლიტერატურაში. ამასთან, დოზის გადაჭარბებისას არსებობს ღვიძლისა და თირკმელების პარენქიმული დაზიანების რისკები და პანკრეატიტი.

დოქსიციკლინის პერორალური დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, ნივთიერებების დაუშვებელი ნაწილის შეწოვა მცირდება არა-აბსორბირებული ჩელატების კომპლექსების მომზადებით ანტაციდების, მაგნიუმის მარილების ან კალციუმის მიღებით. მკურნალობის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შემდეგ, შეიძლება აღინიშნოს სიმპტომური ზომები. შეუძლებელია დოქსიციკლინის დიალიზაცია. ამიტომ ჰემოდიალიზი და პერიტონეალური დიალიზი არ იქნებოდა სარგებლიანი.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: დოქსიციკლინი

დოქსი–დენკ 100

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 100 მგ დოქსიციკლინს (როგორც დოქსიციკლინის ჰიკლატი).

ცნობილი ეფექტის მქონე დამხმარე ნივთიერებები: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 21 მგ ლაქტოზას მონოჰიდრატს და 1 მმოლ–ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ).

დოქსი–დენკ 200

თითოეული აპკიანი გასით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 200 მგ დოქსიციკლინს (როგორც დოქსიციკლინის ჰიკლატი).

ცნობილი ეფექტის მქონე დამხმარე ნივთიერებები: თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 55 მგ ლაქტოზას მონოჰიდრატს.

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხილეთ, პუნქტში 6.1.

შენახვის პირობები

დოქსი–დენკ 100

3 წელი

დოქსი–დენკ 200

2 წელი

შენახვის სპეციალური ზომები

ინახება 250 C -ზე დაბალ ტემპერატურაზე.

შეფუთვის აღწერა და შემადგენლობა

დოქსი–დენკი ხელმისაწვდომია PVC/PE/PVDC/ ალუმინის ბლისტერებში

დოქსი–დენკ 100

შეფუთვის ზომა: 20 ტაბლეტი.

დოქსი–დენკ 200

შეფუთვის ზომა: 8 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.

განადგურების სპეციალური ზომები

არ არსებობს სპეციალური მოთხოვნები.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მარკეტინგული აუტორიზაციის მფლობელი

დენკ ფარმა გმბჰ & კო. კგ

პრინცრეგენშტრასე. 79

81675 მიუნხენი

გერმანია

მარკეტინგული აუტორიზაციის ნომრები გერმანიაში

პირველი აუტორიზაციის თარიღი გერმანიაში

ტექსტის მიმოხილვის თარიღი

მიწოდების ზოგადი კლასიფიკაცია

სამედიცინო პროდუქტი შეესაბამება სამედიცინო დანიშნულებას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

დოქსიციკლინი არის ტეტრაციკლინების ჯგუფის ანტიბიოტიკი.

ათქ კოდი: J01AA02

მოქმედების მექანიზმი

დოქსიციკლინის მოქმედების მექანიზმი ემყარება ცილის ბიოსინთეზის ინჰიბირებას, 30S რიბოსომულ ქვედანაყოფში ამინოაცილ–tRNA სავალდებულო ველის შექცევადი ბლოკირებით, რაც წყვეტს პეპტიდების ჯაჭვის ხანგრძლივობას. ეს უპირატესად იწვევს ბაქტერიოსტატიკურ ეფექტს.

ფარმაკოკინეტიკას და ფარმაკოდინამიკას შორის კავშირი

ეფექტურობა ძირითადად დამოკიდებულია AUC (მრუდის ქვეშ მდებარე არე) და პათოგენის მინიმალურ ინჰიბიტორულ კონცენტრაციას (MIC) შორის თანაფარდობაზე.

რეზისტენტობის მექანიზმი

დოქსიციკლინის მიმართ რეზისტენტობა ეფუძნება შემდეგ მექანიზმებს:

წინააღმდეგობა ძირითადად ემყარება ნაკადის ტუმბოების არსებობას, რომლებიც აქტიურად ატარებენ ტეტრაციკლინებს უჯრედიდან.

შემდგომი მექანიზმია რიბოსომის წინააღმდეგობის ცილები, რომლებიც ხელს უშლიან დოქსიციკლინის რიბოსომებთან შეერთებას.

იშვიათი მექანიზმი არის დოქსიციკლინის ფერმენტების ინაქტივაცია. გარდა ჯვარედინი–რეზისტენტობისა, რომელიც არსებობს დოქსიციკლინსა და სხვა ტეტრაციკლინებს შორის. ტეტრაციკლინის რეზისტენტობის შტამები შეიძლება იყოს მდგრადი დოქსიციკლინის მიმართ.

გამყოფი ხაზი

განსაზღვრებები– S: მგრძნობიარე, სტანდარტული დოზირების რეჟიმი; I: მგრძნობიარე, ექსპოზიციის გაზრდა; R: მდგრადი.

დოქსიციკლინის ტესტირება ხდება ჩვეულებრივ განზავების სერიის გამოყენებით. მგრძნობიარე და რეზისტენტული მიკროორგანიზმებისათვის განისაზღვრა შემდეგი მინიმალური ინჰიბიტორული კონცენტრაციები:

EUCAST (ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტირების ევროპული კომიტეტი) გამყოფი ხაზები (v. 9.0)

ორგანიზმები

S

R

სტაფილოკოკუს სპპ. 1)

< 1 მგ/ლ

>2 მგ/ლ

სტრეპტოკოკუს სპპ.

(A, B, C, G ჯგუფები) 1)

< 1 მგ/ლ

>2 მგ/ლ

სტრეპტოკოკუს პნეუმონია 1)

< 1 მგ/ლ

>2 მგ/ლ

Haemophilus influenzae 1)

< 1 მგ/ლ

>2 მგ/ლ

მორაქსელა კატარალიზი 1)

< 1 მგ/ლ

>2 მგ/ლ

ტეტრაციკლინისადმი მგრძნობიარე იზოლატები ყოველთვის მგრძნობიარეა დოქსიციკლინის მიმართ, მაგრამ ზოგიერთი რეზისტენტობა ტეტრაციკლინის მიმართ ასევე შეიძლება იყოს მგრძნობიარე დოქსიციკლინის მიმართ. დოქსიციკლინის MIC გამოყენებული უნდა იქნას ტეტრაციკლინის მიმართ რეზისტენტული იზოლატების დოქსიციკლინისადმი მგრძნობელობის დასადგენად.

შეძენილი წინააღმდეგობის გავრცელება გერმანიაში

ინდივიდუალურ სახეობებს შორის შეძენილი წინააღმდეგობის გავრცელება შეიძლება განსხვავდებოდეს ადგილობრივად და დროის მიხედვით. ამიტომ, საჭიროა ადგილობრივი ინფორმაცია რეზისტენტობის მდგომარეობის შესახებ–განსაკუთრებით მწვავე ინფექციებისთვის შესაბამისი მკურნალობისთვის. თუ დოქსიციკლინის ეფექტურობა საეჭვოა ადგილობრივი რეზისტენტული სიტუაციიდან გამომდინარე, რჩევა მკურნალობის შესახებ უნდა გაიცეს ექსპერტების მიერ. საჭიროა მიკრობიოლოგიური დიაგნოზის დადგენა პათოგენების იდენტიფიკაციით და მისი მგრძნობელობა დოქსიციკლინის მიმართ, განსაკუთრებით სერიოზული ინფექციების ან მკურნალობის უკმარისობის შემთხვევაში.

შეძენილი წინააღმდეგობის გავრცელება გერმანიაში, ბოლო 5 წლის მონაცემების საფუძველზე წინააღმდეგობის ეროვნული მონიტორინგის პროექტებიდან და კვლევებიდან გამომდინარე (თარიღი: 2019 წლის აპრილი):

ხშირად მგრძნობიარე სახეობები

აერობული გრამ–დადებითი მიკროორგანიზმები

Actinomyces israelii°

ლისტერია მონოციტოგენები°1

სტაფილოკოკის ბაქტერია (მეთიცილინ–რეზისტენტობის შტამების ჩათვლით)

Tropheryma whippelii°

აერობული გრამ–უარყოფითი მიკროორგანიზმები

ბარტონელა ჰენსელა 0

ბორრელია ბურგდორფერი °

Burkholderia mallei °

Burkholderia pseudomallei °

ბრუცელა სპპ.0

ფრანსისელა ტულარენსისი 0

Haemophilus ducreyi°

Haemophilus influenzae

მორაქსელა კატარალისი

Pasteurella multocida°

ვიბრიო ქოლერა 0

Vibrio parahaemolyticus°

Yersinia enterocolitica°

Yersinia pestis°

ანაერობული მიკროორგანიზმები

პროპინბაქტერია აკნე 0

სხვა მიკროორგანიზმები

ქლამიდია ტრაქომატი 0

ქლამიდოფილა პნევმონია 0

ქლამიდოფილა ფსიტაცი 0

Ehrlichia spp.°

ლეპტოსპირა სპპ. 0

Mycoplasma hominis°

Mycoplasma pneumoniae0

რიკეცია სპპ.0

ტრეპონემა პალიდუმი ° ∆

Ureaplasma urealyticum°

სახეობები, რომლის გამოყენების დროსაც შეძენილი წინააღმდეგობა შეიძლება გახდეს პრობლემა

აერობული გრამ–დადებითი მიკროორგანიზმები

Staphylococcus epidermidis

Staphylococcus haemolyticus

სტაფილოკოკუს ჰომინისი

სტრეპტოკოკუს აგალაქტია+

სტრეპტოკოკუს პნეუმონია 2

აერობული გრამ–უარყოფითი მიკროორგანიზმები

Campylobacter jejuni

ბუნებრივად რეზისტენტული სახეობები

აერობული გრამ–უარყოფითი მიკროორგანიზმები

მორგანელა მორგანი

Proteus spp.

Pseudomonas aeruginosa

აღნიშნული კატეგორია ნაწილობრივ ემყარება ტეტრაციკლინების მონაცემებს.

0 ცხრილების გამოქვეყნების დროს ინფორმაცია არ იყო ხელმისაწვდომი. მგრძნობელობა ნაჩვენებია პირველად ლიტერატურაში, სტანდარტულ სამუშაოებსა და მკურნალობის რეკომენდაციებში.

+რეზისტენტობის მაჩვენებელი მინიმუმ ერთ რეგიონში 50%–ზე მეტია.

∆ მხოლოდ პენიცილინით გამოწვეული ალერგიის დროს

1 დოქსიციკლინი შესაფერისია მხოლოდ პენიცილინზე ალერგიის ოკულოგლანდულარის ან კანის ლისტერიოზის სამკურნალოდ

2 დოქსიციკლინი არ არის პნევმოკოკური პნევმონიისა და სისტემური პნევმოკოკური ინფექციების სამკურნალო საშუალება.

დოქსიციკლინი არ არის ეშერიხია კოლის და სხვა ენტერობაქტერიების სახეობების ინფექციების სამკურნალო საშუალება.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია

დოქსიციკლინი თითქმის მთლიანად შეიწოვება (დოზის >90 %) წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილიდან პერორალური მიღების შემდეგ.

პლაზმის შესაბამისი კონცენტრაცია მიიღწევა 30 წუთის შემდეგ, მაშინ როცა პიკის პლაზმის დონე მიიღწევა 1-2 საათის შემდეგ. 200 მგ ერთჯერადი დოზის შეყვანის შემდეგ, პლაზმის მაქსიმალური კონცენტრაცია გამოითვალა 3-დან 5.3 მგ/ლ-მდე. თერაპიულ პირობებში მკურნალობის (პირველ დღეს ინიშნება 200 მგ დოზა და 100 მგ ერთჯერადი დოზები მომდევნო დღეებში), სტაბილური მდგომარეობის კონცენტრაცია სწრაფად მიიღწევა და დაახლოებით ისეთივე მაღალია როგორც 200 მგ ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ.

ასევე მაღალი კონცენტრაცია მიიღწევა 200 მგ ერთჯერადი დოზისა ინტრავენური ინფუზიის შემდეგ.

ჯანმრთელ ადამიანებში დაახლოებით 16+6 საათი პლაზმის ნახევარგამყოფის პერიოდია. თირკმლის ფუნქციის მქონე პაციენტებში ეს შეიძლება ოდნავ გახანგრძლივდეს და უფრო მეტად გახანგრძლივდეს ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში. დოქსიციკლინის 80-90% დაკავშირებულია პლაზმის ცილებთან.

განაწილება

იგი სწრაფად ვრცელდება მთელს ორგანიზმში, შედარებით ნელა შეიღწევა CNS-ში და ტვინის რბილ ქსოვილებში. ნაღვლის მაღალი კონცენტრაცია და კარგი ქსოვილების დიფუზია მიიღწევა, კერძოდ ღვიძლში, თირკმელებში, ფილტვებში, ელენთაში, ძვლებში და სასქესო ორგანოებში. დოქსიციკლინს აქვს განაწილების აშკარა მოცულობა დაახლოებით 0,75 ლ/კგ.

ბიოტრანსფორმაცია

დოქსიციკლინის მხოლოდ მცირე ნაწილი მეტაბოლიზდება ადამიანის ორგანიზმში (ერთჯერადი დოზის <10%).

გამოყოფა

დოქსიციკლინი როგორც მიკრობიოლოგიური აქტიური ნივთიერება უმეტესად გამოიყოფა ფეკალური მასების მეშვეობით (ტრანსინტესტინალური სეკრეციის და სანაღვლე გზით) და გარკვეულწილად თირკმელებითაც (30–55 %). დოქსიციკლინის დოზის დაახლოებით 41% გვხვდება შარდში 24 საათის განმავლობაში (დიაპაზონი: 22-60 %). ამ ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლის გამო, დოქსიციკლინის ნახევარგამყოფის პერიოდი მნიშვნელოვნად არ მატულობს თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

დენკ ფარმა

გამოყენების ინსტრუქცია

DOXY-DENK 100

დოქსი-დენკ 100

ტაბლეტები–ორალურად მისაღები

ანტიბიოტიკი

აქტიური ინგრედიენტი: დოქსიციკლინი

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან მასში მოცემულია პაციენტისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა, შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის საჭიროება.

თუ წარმოიშვა დამატებითი შეკითხვები, უნდა მიემართს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

აღნიშნული მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის და არ შეიძლება მისი მიცემა სხვისთვის. ის შეიძლება საზიანო იყოს სხვისი ჯანმრთელობისთვის მსგავსი სიმპტომების არსებობის შემთხვევაშიც კი.

თუ გამოვლინდა ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ეხება ისეთ გვერდით ეფექტებსაც, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ამ ინსტრუქციაში. იხ. პუნქტი 4.

aRniSnul instruqciaSi mocemulia:

ra aris doqsi-denk 100 da risTvis gamoiyeneba

ra aris gasaTvaliswinebeli doqsi-denk 100-is miRebamde

doqsi-denk 100-is miRebis wesi

SesaZlo gverdiTi efeqtebi

doqsi-denk 100-is Senaxvis wesi

SefuTvis Semadgenloba da sxva informacia

  • რა არის დოქსი-დენკ 100 და რისთვის გამოიყენება?

დოქსი-დენკ 100 არის მედიკამენტი (ანტიბიოტიკი), რომელიც მიეკუთვნება ტეტრაციკლინების ჯგუფს. დოქსიციკლინი მოქმედებს ბაქტერიების ზრდისა და გავრცელების პრევენციით, რომლებიც იწვევენ ინფექციებს ორგანიზმში და რომლებიც მგრძნობიარენი არიან დოქსიციკლინის მიმართ.

დოქსი-დენკ 100-ის ჩვენება:

ზედა სასუნთქი გზების, ყურის, ცხვირის და ხახის ინფექციები:

ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება;

ცხვირის სინუსების ინფექციები (სინუსიტი);

ტიმპანიტი (შუა ყურის ანთება);

ზოგიერთი ტიპის ფილტვის ინფექცია (პნევმონია)

უროგენიტალური ინფექციები;

შარდსადენის ანთება,

წინამდებარე ჯირკვლის ანთება (პროსტატიტი);

გაურთულებელი გონორეა (the clap);

ქალის სასქესო ორგანოების ინფექციები;

სიფილისით დაავადებული პაციენტები, რომლებიც ალერგიულნი არიან პენიცილინის მიმართ;

საშარდე გზების ინფექციები.

გასტროინტესტინალური ინფექციები:

სანაღვლე გზების ინფექციის მქონე პაციენტის ამბულატორიული მკურნალობა.

კანის დაავადება, მათ შორის აკნესა და როზაცეას მწვავე ფორმები.

კონიუნქტივიტი და ტრაქომა

Borrelia-თი გამოწვეული დაავადებები, როგორიც არის ერითემა ქონიკუმ მიგრანსი და ლაიმის დაავადება (რაც ძირითადად გამოწვეულია ტკიპას ნაკბენით);

იშვიათი ინფექციები, როგორიც არის ბრუცელოზი, ორნიტოზი, ბარტონელოზი, ლისტერიოზი, რიკეტსიოზი, მელიოდოზი, შავი ჭირი, საზარდულის გრანულომა.

სხვა დაავადებები:

საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული დარღვევები, როგორიც არის ტროპიკული წყლული და უიპლის დაავადება.

  • ra aris gasaTvaliswinebeli doqsi-denk 100-is miRebamde

დოქსი-დენკ 100 არ გამოიყენება

თუ პაციენტი ალერგიულია დოქსიციკლინის, სხვა ტეტრაციკლინის ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა ინგრედიენტების მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტში 6),

ღვიძლის მწვავე უკმარისობის დროს,

თუ ხართ ორსულად ან აპირებთ დაფეხმძიმებას,

ლაქტაციის დროს.

დოქსი-დენკ 100 არ გამოიყენება კბილების ამოსვლის პერიოდში (ორსულებში, ჩვილებსა და ბავშვებში 8 წლამდე), რადგან შეიძლება გამოიწვიოს მუდმივი გაუფერულება (ყვითელი-ნაცრისფერი-ყავისფერი) ან გავლენა მოახდინოს სათანადო კბილების ზრდაზე.

შეიძლება იყოს გარემოებები (მაგ: მწვავე ან სიცოცხლისათვის საშიში პირობები), სადაც მკურნალმა ექიმმა გადაწყვიტოს, რომ სარგებელი აღემატება რისკს 8 წლამდე ასაკის ბავშვებში და დოქსი-დენკ 100 უნდა დაინიშნოს.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

დოქსი-დენკ 100-ის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გამოვლინდა მწვავე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მაგ. ანაფილაქსია), დოქსი-დენკ 100-ით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. შესაბამისი დამხმარე პროცედურები უნდა დაიწყოს სპეციალიზირებული სამედიცინო პროფესიონალების მიერ (იხ. პუნქტი 4. “შესაძლო გვერდითი მოვლენები”).

იშვიათად, კანის მწვავე რეაქციები ბუშტუკოვანი გამონაყარით ან კანის აქერცვლებით აღინიშნა დოქსიციკლინის მიღების დროებით კავშირთან. თუ შეამჩნევთ კანისა და ლორწოვანი გარსის რაიმე ახალ დაზიანებას, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებას და შეწყვიტოთ დოქსი-დენკ 100-ის მიღება.

მწვავე და მუდმივი დიარეა შეიძლება გავითარდეს დოქსი-დენკ 100-ით მკურნალობის განმავლობაში ან მკურნალობიდან 10 კვირამდე. დიარეა ზოგჯერ შეიძლება იყოს სისხლნარევი ან ლორწოთი, ან შეიძლება თან ახლდეს სპაზმური მუცლის ტკივილი. ეს შეიძლება იყოს მწვავე და სიცოცხლისათვის საშიში ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთების ნიშანი (ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტი), გამოწვეული ანტიბიოტიკებით მკურნალობით; აუცილებელია დაუყოვნებლივ მკურნალობა.

ექიმმა უნდა განიხილოს დოქსი-დენკ 100-ით მკურნალობის შეწყვეტა, მითითებების მიხედვით და საჭიროების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა. მედიკამენტები, რომლებიც აფერხებენ ნაწლავის მოძრაობას (მაგ: აქტიური ნივთიერება ლოპერამიდე) არ შეიძლება იქნას მიღებული.

მიმართეთ ექიმს, თუ

გაქვთ მიასთენია გრავისი (კუნთების დაავადება)

წითელი მგლურა (ლუპუსი) ან

ღვიძლისა და თირკმელების უკმარისობა

შესაძლოა მდგომარეობა გაუარესდეს.

თუ პაციენტი იღებს გარკვეული სახის მედიკამენტებს, სისხლში გლუკოზის დონის შესამცირებლად ან გასათხელებლად (იხ. “სხვა მედიკამენტები და დოქსი-დენკ 100”). უნდა მოხდეს სისხლში გლუკოზის დონის მაჩვენებლების მონიტორინგი და, საჭიროების შემთხვევაში ზემოაღნიშნული პრეპარატების დოზების სათანადოდ შემცირება.

ანესთეზიამდე (იხ. “სხვა მედიკამენტები და დოქსი-დენკ 100”).

თუ საჭიროა რაიმე ლაბორატორიული ტესტი, უთხარით პერსონალს, რომ იღებთ დოქსი-დენკ 100-ს. შაქრის, ცილის, ურობილინოგენის გამოვლენა და შარდში კატექოლამინები შეიძლება დაქვეითდეს დოქსი-დენკ 100-ის მიღებისას.

მზის სხივების ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს დაუცველი კანის ფოტოტოქსიკური რეაქციები; იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს ფრჩხილების დაზიანება (იხ. 4. “შესაძლო გვერდითი ეფექტები”). ამიტომ, მზის აბაზანების მიღება ღიად ან სოლარიუმში თავიდან უნდა იქნას აცილებული დოქსი-დენკ 100-ით მკურნალობის დროს. კანის გაღიზიანების პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე, უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა და კონსულტაციისათვის მიმართოთ ექიმს.

დოქსი-დენკ 100-ით მკურნალობის ქვეშ არის კანის ან ლორწოვანი გარსების სოკოვანი კოლონიზაცია (კანდიდა), შეიძლება წარმოიქმნას სელექციის გამო, განსაკუთრებით გენიტალიურ ტრაქტში, ორალურ და ნაწლავის ლორწოვან გარსში (იხ. 4. “შესაძლო გვერდითი მოვლენები”). უნდა მოხდეს ნებისმიერი გამოვლენილი ინფექციის მკურნალობა. მიმართეთ ექიმს.

თუ მკურნალობა გრძელდება 21 დღეზე მეტხანს, ექიმმა რეგულარულად უნდა გადაამოწმოს სისხლის რაოდენობა, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციონირება.

მხედველობაში უნდა იქნას მიღებული B ვიტამინის შესაძლო დეფიციტის ხანგრძლივობა მკურნალობის დროს,

გონოკოკური ინფექციის თერაპიის დასრულების შემდეგ (გონორეა): აუცილებლად უნდა გაიაროთ გამოკვლევა მკურნალობის შედეგის შესამოწმებლად 3-4 დღის შემდეგ, რათა თავიდან აიცილოთ ინფექციის რეციდივი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

თუ პაციენტი ღებულობს ან უახლოესი პერიოდის განმავლობაში ღებულობდა რაიმე პრეპარატს, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

დოქსი-დენკ 100-ის ეფექტი შეიძლება შეიცვალოს სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინირებული თერაპიის შემთხვევაში, მაგალითად: საძილე აბები, ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებები, სხვა ანტიბიოტიკები, ანტიდიაბეტური საშუალებები, შაკიკის სამკურნალო საშუალებები (ცნობილი როგორც ერგოტი ალკალოიდები), მეთოტრექსატი და ციკლოსპორინი. ანალოგიურად, დოქსი-დენკ 100-მა შეიძლება ხელი შეუშალოს ამ მედიკამენტების ეფექტს.

არსებობს მედიკამენტები, რომლებიც აფერხებენ დოქსი-დენკ 100-ის შეწოვას, აქედან გამომდინარე, არ უნდა იქნას მიღებული იმავე დროს. ეს მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, გარკვეულ კუჭის მჟავიანობის სამკურნალო საშუალებებს (ანტაციდები), რკინის, თუთიის პრეპარატებს და მაღალი ქოლესტერინის სამკურნალო გარკვეულ მედიკამენტებს (ქოლესტერამინი, კოლესტიპოლი). დოქსი-დენკ 100 მიიღება ამ მედიკამენტების მიღებამდე მინიმუმ 2 საათით ადრე.

აღინიშნა პროთრომბინის გახანგრძლივების შესახებ დრო პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს (სისხლის გამათხელებლები: ვარფარინი, ფენპროკუმონი), იმავე დროს, როგორც დოქსიციკლინი. ე.წ ტეტრაციკლინები, როგორიცაა დოქსი-დენკ 100, ამცირებს პროთრომბინის აქტივობას და ამით ზრდის ანტიკოაგულანტების ეფექტს. თუ მიიღება კომბინირებულად, გასათვალისწინებელია ანტიკოაგულანტის დოზის შემცირება. დოქსი-დენკ 100 არ მიიღება სხვა აქტიურ ნივთიერებებთან ერთად, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ თირკმელების დაზიანება. ანესთეზიამ მეტოქსიფლურანით ან სხვა პოტენციურად ნეფროტოქსიკური წამლებით დოქსი-დენკ 100-თან კომბინირებული თერაპიით, შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა.

დოქსი-დენკ 100 არ უნდა დაინიშნოს აკნეს იზოტრეტინოინით თერაპიის დაწყებამდე მალევე, მიღების განმავლობაში ან შემდეგ, რადგან იშვიათ შემთხვევებში არსებობს წამლების ეფექტების გაძლიერების შესაძლებლობა, რომლებიც იწვევენ შექცევადი წნევის მატებას ინტრაკრანიალურ ღრუში (ცერებრული ფსევდოტომუსი), ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. პაციენტებში, რომლებიც ასევე მკურნალობენ დიგოქსინით ან დიგოქსინის წარმოებულებით, შესაძლოა მოხდეს დოზის გადაჭარბება.

დოქსი-დენკ 100-ის კომბინირებულმა თერაპიამ თეოფილინთან (ასთმის საშუალება), შეიძლება გაზარდოს კუჭ-ნაწლავის გვერდითი ეფექტები.

დოქსი-დენკ 100-ის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

დოქსი-დენკ 100-თან ერთად არ მიიღება რძე, რძის პროდუქტები და კალციუმით გამდიდრებული ხილის წვენები. მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს 2-3 საათს. აღსანიშნავია, რომ ალკოჰოლს რეგულარული მოხმარება აჩქარებს დოქსიციკლინის დაშლას.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ რომ შეიძლება იყოთ ან აპირებთ დაფეხმძიმებას, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულებში, ლაქტაციის პერიოდში, ჩვილებსა და 8 წლამდე ასაკის ბავშვებში დოქსი-დენკ 100 არ გამოიყენება, რადგან შეიძლება გამოიწვიოს კბილების ფერის პერმანენტული შეცვლა და ემალის დეფექტები, რაც ბავშვების კბილებს უფრო მეტად ხდის მიდრეკილს კარიესის მიმართ.

ორსულობის დროს, ტეტრაციკლინების მიღებისას იზრდება ღვიძლის დაზიანების რისკი.

ავტომანქანების და სხვა მექანიზმების მართვა

დოქსიციკლინის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები ნერვული სისტემის ან მხედველობის მხრივ (იხ. 4 “შესაძლო გვერდითი ეფექტები”), რამაც შეიძლება შეაფერხოს მანქანის და სხვა მექანიზმების უსაფრთხოდ მართვა. არ გამოიყენოთ რაიმე ინსტრუმენტი ან მექანიზმი, რაც შეიძლება იყოს საშიში.

დოქსი-დენკ 100 შეიცავს ლაქტოზას

თუ ექიმის მიერ ინფორმირებული ხართ რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, მედიკამენტის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

დოქსი-დენკ 100 შეიცავს ნატრიუმს

მედიკამენტის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ), არსებითად “ნატრიუმისგან თავისუფალია”.

  • დოქსი-დენკ 100-ის მიღების წესი

მედიკამენტი ყოველთვის მიიღება ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების ზუსტი დაცვით. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

მიღების წესი

დოქსი-დენკ 100 მიიღება რეგულარულად, დილის საუზმის დროს ან შემდეგი კვების დროს. საკვებთან ერთად პრეპარატის მიღებამ შესაძლებელია შეამციროს გვერდითი მოვლენები კუჭ-ნაწლავის მხრივ. იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული საყლაპავის ლორწოვან გარსში წყლულების განვითარება, დოქსი-დენკ 100 მიიღება დიდი რაოდენობით სითხესთან ერთად (თუმცა არა რძე და რძის პროდუქტები), მაგალითად: 1 ჭიქა წყალთან ერთად (წამომჯდარ ან დამდგარ პოზიციაში), არ მიიღება უშუალოდ დაძინებამდე. ტაბლეტის მიღებიდან დაახლოებით 10-15 წუთის შემდეგ, საჭიროა სითხის დიდი რაოდენობით მიღება.

დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ და დამოკიდებული იქნება სხვა საკითხებთან, ინფექციის სიმწვავესა და ადგილზე.

ჩვეულებრივი დოზა

8 წლიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვები:

დოქსიციკლინი გამოიყენება 8 წლიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში იმ პირობებში, როდესაც სხვა მედიკამენტები არ არის ხელმისაწვდომი ან არ ჩანს ეფექტიანი. ასეთ შემთხვევებში ჩვეულებრივი დოზებია:

ბავშვებისთვის 45 კგ ან ნაკლები:

პირველი დღეს: 4.4 მგ სხეულის წონის თითოეულ კგ-ზე (ერთჯერადად ან 2 გაყოფილ დოზებად), შემდეგ 2.2 მგ (ერთჯერადად ან 2 გაყოფილ დოზებად) მეორე დღიდან. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციაზე. უფრო მწვავე ინფექციების დროს, 4,4 მგ-მდე სხეულის წონის თითოეულ კგ-ზე, უნდა დაინიშნოს მკურნალობის განმავლობაში.

ბავშვებისთვის 45 კგ-ზე მეტი – გამოყენებული უნდა იქნას მოზრდილებისთვის მიღებული დოზა:

დოქსი-დენკ 100-ის ორი ტაბლეტი (200 მგ დოქსიციკლინის ექვივალენტური) პირველ დღეს, შემდეგ დოქსი-დენკ 100-ის ერთი ტაბლეტი (ექვივალენტური 100 მგ დოქსიციკლინის) ყოველდღიურად. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციაზე.

12-დან 18 წლამდე ასაკის მოზრდილები და ბავშვები 70 კგ-ზე ნაკლები წონის:

დოქსი-დენკ 100-ის ორი ტაბლეტი (200 მგ-ის ექვივალენტი) პირველ დღეს, შემდეგ დოქსი- დენკ 100-ის ერთი ტაბლეტი (100 მგ დოქსიციკლინის ექვივალენტი) დღეში.

მწვავე დარღვევების მქონე პაციენტები და მოზრდილები 70 კგ-ზე მეტი წონის.

დოქსი დენკ 100-ის ორი ტაბლეტი (200 მგ დოქსიციკლინის ექვივალენტი) დღეში.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციაზე.

დოზირების სპეციალური რეკომენდაციები

ინფექცია

დოზირება (დოქსი-დენკ 100-ის ტაბლეტების რაოდენობა ან მგ დოქსიციკლინი/დღეში)

მკურნალობის ხანგრძლივობა

მწვავე გონოკოკური ურეთრიტის მკურნალობა მამაკაცებში (ათაშანგით გამოწვეული ურეთრას ანთება):

2 ტაბლეტი (200 მგ დოქსიციკლინი)

7 დღე

მწვავე გონოკოკური ეპიდიდიმიტი (გონოკოკით გამოწვეული ეპიდიდიმუსის ანთება)

2 ტაბლეტი (200 მგ დოქსიციკლინი)

10 დღე

მწვავე გონოკოკური ინფექცია ქალებში

2 ტაბლეტი (200 მგ დოქსიციკლინი)

სულ მცირე 7 დღე

სიფილისი (პირველადი და მეორეული ფორმები პენიცილინისადმი ალერგიულ პაციენტებში)

3 ტაბლეტი (300 მგ დოქსიციკლინი)

15 დღე

კანის მხრივ დარღვევები, მათ შორის ჩვეულებრივი აკნეს და როზაცეას მწვავედ ინფიცირებული ფორმები

1 ტაბლეტი (100 მგ დოქსიციკლინი)

ჩვეულებრივ 7-21 დღის განმავლობაში. ამის შემდეგ შესაძლებელია 50 მგ დოქსიციკლინის მიღება დღეში დამატებით 2-3 კვირის განმავლობაში. იმის მიხედვით თუ რამდენად წარმატებული იქნება აკნეს მკურნალობა, შესაძლებელია ხანგრძლივი მკურნალობის ჩატარება დოქსიციკლინის დაბალი დოზებით (50 მგ დღეში) 12 კვირის განმავლობაში.

ტკიპის ნაკბენით გამოწვეული ინფექცია (ლაიმის დაავადება I ფაზა)

2 ტაბლეტი (200 მგ დოქსიციკლინი)

2-3 კვირის განმავლობაში (თუმცა, მინიმალური პერიოდი 14 დღე).

გამოყენება ხანდაზმულებში:

არ არსებობს რაიმე კონკრეტული დოზირების რეკომენდაციები.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები:

ზოგადად, არ არის საჭირო დოქსიციკლინის დოზის შემცირება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

დოქსი-დენკ 100-ის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში

დოქსიციკლინის მიღება არ უკავშირდება არც ერთ ტოქსიკურ მოვლენას. თუმცა, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში არსებობს ღვიძლის და თირკმლის დაზიანების და პანკრეატიტის განვითარების რისკი, ამის შესახებ ეჭვის გაჩენისას, საჭიროა სამედიცინო ჩარევა. ექიმი დანიშნავს შესაბამის მკურნალობას კლინიკური სურათის მიხედვით.

დოქსი-დენკ 100-ის დოზის გამოტოვება

არ მიიღება გაორმაგებული დოზა გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ. დოქსი-დენკ 100-ის ერთი დოზის გამოტოვების შემთხვევაში, მომდევნო დღეს მკურნალობა უნდა გაგრძელდეს დოზირების რეჟიმის შესაბამისად.

დოქსი-დენკ 100-ის მიღების შეწყვეტა

მნიშვნელოვანია დოქსი-დენკ 100-ის მიღება მკურნალობით გათვალისწინებული მთელი პერიოდის განმავლობაში. ექიმის გარეშე არ შეიძლება მიღების შეწყვეტა მკურნალობის დასრულებამდე უფრო ადრე, თუნდაც თავს უკეთ გრძნობდეთ. თუ მკურნალობას არ დააასრულებთ ბოლომდე, ინფექცია შეიძლება დაბრუნდეს.

მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები:

ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად, დოქსი-დენკ 100-მაც შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

შემდეგი გვერდითი მოვლენები გამოვლინდა ტეტრაციკლინებთან (ანტიბიოტიკების ჯგუფი, რომელიც მოიცავს დოქსიციკლინს).

თუ გამოვლინდა ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტებიდან რომელიმე, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს:

მწვავე ბუშტუკოვანი გამონაყარი ან კანის აქერცვლა ცხელებითა და სახსრების ტკივილით (იხ. 2 “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”).

მწვავე ალერგიული რეაქცია ქოშინით, თავის არესა და სხეულის შეშუპებით (ენის, ხორხის შეშუპება) გამონაყარი, სისხლის მიმოქცევის დარღვევა, არტერიული წნევის დაქვეითება, უგონო მდგომარეობა (იხ. 2 “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”).

მწვავე, მუდმივად წყლიანი ან სისხლიანი დიარეა მუცლის ტკივილით ან ცხელებით (იხ. 2 “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”).

იარიშ-ჰერქსჰაიმერის რეაქცია, რომელიც იწვევს ცხელებას, შემცივნებას, თავის, კუნთების ტკივილს და გამონაყარს კანზე, რომელიც ჩვეულებრივ თვითმოგვარებადია. ეს ვითარდება დოქსიციკლინით მკურნალობის დაწყებიდან მალევე, სპიროქეტის ინფექციებისთვის, როგორიცაა ლაიმის დაავადება.

შესაძლო გვერდითი ეფექტები

ძალიან ხშირი (შესაძლოა გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში)

ფოტოტოქსიკური რეაქციები სინათლის მგრძნობელობის გამო (სიწითლე, შეშუპება, ბუშტუკოვანი გამონაყარი)

ხშირი (შესაძლოა გამოვლინდეს 10-დან 1 შემთხვევაში)

ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობის) რეაქციები (ხშირად თან ახლავს არტერიული წნევის დაქვეითება, თავბრუსხვევა, გულისრევა, ქოშინი), მათ შორის მცირე სისხლძარღვების ანთება (ჰენოხ-შონლაინის პურპურა), პერიკარდიტი, ალერგიული, მტკინვეული კანისა და ლორწოვანი გარსების შეშუპება, განსაკუთრებით სახის არეში (ანგიონევროზული შეშუპება), წითელი მგლურას გამწვავება, ასთმა, შრატის დაავადება, ტერფების/ქვედა კიდურების შეშუპება წყლის შეკავების გამო, აჩქარებული გულისცემა, ჭინჭრის ციება

თავის ტკივილი

გულისრევა, ღებინება, შებერილობა, სტეატორეა

გამონაყარი, მათ შორის მაკულოპაპულური გამონაყარი (პატარა ბრტყელი ლაქები და/ან ამობურცული ლაქები კანზე), ერითემატოზული (გაწითლებული) გამონაყარი და ფართოდ აქერცლილი გამონაყარი.

არახშირი (შესაძლოა გამოვლინდეს 100-დან 1 შემთხვევაში)

სისხლის კოაგულაციის დარღვევები

კუწ-ნაწლავის დარღვევები (გულძმარვა, კუწის ლორწოვანი გარსის ანთება), პირის ღრუსა და ხახის ლორწოვანი გარსის ანთება, ხმის ჩახლეჩა, შავი თმიანი ენა, კბილების ფორმირების დროს გამოყენებისას, კბილების მუდმივად გაუფერულება და მინანქრის დაზიანება

ორსულობის დროს ან 8 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენებისას, ძვლის ზრდის შეფერხება

შარდში სისხლი

იშვიათი (შესაძლოა გამოვლინდეს 1,000-დან 1 შემთხვევაში)

ცვლილებები სისხლის სურათში (თრომბოციტების მკვეთრი შემცირება, ანემია, გამოწვეული სისხლის წითელი უჯრედების დაშლისგან, ლეიკოციტების რაოდენობის, ფორმისა და ფუნქციის ცვლილებები), ლიმფური კვანძების შეშუპება

სისხლის მიმოქცევის კოლაფსი და/ან ქოშინი (ანაფილაქსიური შოკი), მედიკამენტების გამოყენებისგან გამოწვეული მწვავე ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია

მადის დაქვეითება

მოუსვენრობა, შფოთვა

ქალაშიდა წნევა (შესაძლო ნიშნებია: ტავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, პაპილოედემა და ვიზუალური დარღვევები, მაგ. დიპლოპია), ნერვის დაზიანება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დაბუჟება, ტკივილის, ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება ხელებსა და ფეხებში, ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაქვეითება ან დაკარგვა.

ყურების შუილი

სიწითლე

ანტიბიოტიკებით გამოწვეული დიარეა, მსხვილი ნაწლავის ანთება, საყლაპავის ანთება და წყლულები, ანთებითი პროცესები (კანდიდა ინფექციით) ანოგენიტალურ ადგილას (გარე გენიტალიის ანთება ქალებში და ანალური ქავილი), მუცლის ტკივილი, დიარეა, ყლაპვის გაძნელება, გლოსიტი

ღვიძლის დაზიანება, ანთება, მომატებული ღვიძლის ფერმენტები, პანკრეასის ანთება

კანის მწვავე რეაქციები, ზოგჯერ მოიცავს ლორწოვან გარსებს (მულტიფორმული ერითემა, ექსფოლიატიური დერმატიტო, სტივენს-ჯონსონის სინდრომი) და ქსოვილების გაყოფა (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი), ფრჩხილების ონიქოლიზი და გაუფერულება

კუნთების, სახსრების ტკივილი

სისხლში შარდოვანას აზოტის დონის მომატება

ძალიან იშვიათი (შესაძლოა გამოვლინდეს 10,000-დან 1 შემთხვევაში)

კრუნჩხვები

დროებითი მიოპია

თირკმლის დაზიანება (ინტერსტიციული ნეფრიტი, თირკმლის მწვავე უკმარისობა, შარდის გამოყოფის დარღვევები)

უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემებით სიხშირე ვერ დადგინდება)

ფარისებრი ჯირკვალის მიკროსკოპული მოყავისფრო-შავი გაუფერულება (პათოლოგიური მნიშვნელობის არმქონე)

კბილების გაუფერულება და/ან ზრდის ნაკლებობა

გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება

თუ გამოვლინდა რომელიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება იმ გვერდით ეფექტებსაც, რომლებიც არ არის აღნიშნული გამოყენების ამ ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.

  • doqsi-denk 100-is Senaxvis wesi

medikamenti inaxeba bavSvebisTvis miuwvdomel adgilas.

medikamenti ar gamoiyeneba yuTsa da blisterze aRniSnuli vadis gasvlis - “Exp”- Semdeg. vadis gasvla gulisxmobs miTiTebuli Tvis bolo dRes.

Senaxvis vada: 36 Tve

inaxeba 25OC-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

არ გადააგდოთ მედიკამენტი ჩამდინარე წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი მედიკამენტის განადგურებისთვის მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • SefuTvis Semadgenloba da sxva informacia

ras Seicavs doqsi-denk 100

aqtiuri nivTierebaa doqsiciklinis hiklati. TiToeuli tableti Seicavs 115,4 mg doqsiciklinis hiklats, rac eqvivalenturia 100 mg doqsiciklinis.

damxmare ingredientebia: natriumis saxameblis glikolati, simindis saxamebeli, hidrogenirebuli abusalaTinis zeTi, laqtozas monohidrati, koloiduri uwylo siliciumis dioqsidi, magniumis stearati, mikrokristaluri celuloza.

miwodebis zogadi klasifikacia

samkurnalo produqti eqvemdebareba samedicino daniSnulebas

დოქსი-დენკ 100-ის აღწერილობა და შეფუთვის რაოდენობა

დოქსი-დენკ 100 არის ღია ყვითელი ფერის, მრგვალი ფორმის, ამოზნექილი ტაბლეტი, გამყოფი ხაზის გარეშე.

დოქსი-დენკ 100 ხელმისაწვდომია PVC/PE/PVDC/ალუმინის ბლისტერებში.

შეფუთვაში: 20 ტაბლეტი.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მარკეტინგული აუტორიზაციის მფლობელი

დენკ ფარმა გმბჰ და კო. კგ

პრინცრეგენტენსტრ. 79, 81675 მიუნხენი, გერმანია

მწარმოებელი:

არტესან ფარმა გმბჰ & კო. კგ

ვენდლანდშტრასე 1, 29439 ლუჩოუ, გერმანია

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია ბოლოს გადაიხედა 02/2019.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა