დევადოქსი
DEVADOX
თქვენი მედიკამენტის დასახელებაა დევადოქსი. დევადოქსი შეიცავს აქტიურ ნივთიერება დოქსიციკლინს. დოქსიციკლინი არის ანტიბიოტიკი, რომელიც მიეკუთვნება ტეტრაციკლინების სახელწოდებით ცნობილ მედიკამენტების ჯგუფს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- დოქსიციკლინი (doxycycline)
- ფორმა და შეფუთვა
- 100მგ მყარი კაფსულა №14 (1X14)
- მწარმოებელი
- DEVA Holding A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ტეტრაციკლინები
- ATC კოდი
- J01AA02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043740
- რეგისტრირებულია
- 5 აგვისტო 2025, მოქმედებს 5 აგვისტო 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- DEVA Holding A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „იმპექსფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
დევადოქსი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
თქვენი მედიკამენტის დასახელებაა დევადოქსი. დევადოქსი შეიცავს აქტიურ ნივთიერება დოქსიციკლინს. დოქსიციკლინი არის ანტიბიოტიკი, რომელიც მიეკუთვნება ტეტრაციკლინების სახელწოდებით ცნობილ მედიკამენტების ჯგუფს. დევადოქსი გამოიყენება მრავალი სხვადასხვა ტიპის ინფექციის სამკურნალოდ, მათ შორის:
გულმკერდის, ფილტვის ან ცხვირის ინფექციები მაგ., ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, პნევმონია, სინუსიტი;
საშარდე გზების ინფექციები (შარდგამტარი გზები) მაგ., ცისტიტი, ურეთრიტი;
რბილი ქსოვილებისა და კანის ინფექცია (აკნეს ჩათვლით);
თვალის ინფექციები;
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები მაგ: გონორეა, სიფილისი, ქლამიდია
ტილებით ან ტკიპებით გამოწვეულ ინფექციებთან დაკავშირებული ცხელება;
მალარია, როდესაც ქლოროქინი არ არის ეფექტური;
განგრენა, ტეტანუსი, ბაქტერიული ინფექციები, რომლებიც გადაეცემა დაბინძურებული წყლის ან გარკვეული ცხოველების (მაგ., მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, შინაური ფრინველი და მღრღნელები) მეშვეობით.
დევადოქსი ასევე გამოიყენება გარკვეული ინფექციების განვითარების პრევენციისთვის, როგორიცაა პარტახტიანი ტიფი (დაავადება, რომელიც გადაეცემა პატარა მწერებისგან), მოგზაურთა დიარეა, მალარია და ლეპტოსპიროზი (ბაქტერიული ინფექცია).
- მკურნალმა ექიმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს დევადოქსის დანიშვნა სხვა ინფექციის სამკურნალოდ, რომელიც არ არის მითითებული ზემოთ. თქვენი ინფექციის სამკურნალოდ ასევე შეიძლება დევადოქსთან ერთად დამატებით დაგენიშნოთ სხვა პრეპარატი.
თუ თავს არ გრძნობთ უკეთ ან გრძნობთ გაუარესებას, უნდა მიმართოთ ექიმს.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის შესაბამისად. შეამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ არ ხართ დარწმუნებული მიღების სისწორეში.
კაფსულები უნდა გადაყლაპოთ დიდი რაოდენობით წყლის მიყოლებით.
უმჯობესია მიიღოთ კაფსულები ერთსა და იმავე დროს ყოველ დღიურად, მჯდომარე ან მდგომარე პოზიციაში.
მნიშვნელოვანია, რომ დევადოქსის მიღებიდან მინიმუმ ოცდაათი წუთის განმავლობაში არ დაწვეთ, რათა კაფსულამ რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიოს კუჭში და არ მოხდეს ყელის ან საყლაპავის გაღიზიანება (არხი, რომლითაც საკვები აღწევს პირიდან კუჭამდე).
ინფექციების სამკურნალოდ დევადოქსის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
აკნეს სამკურნალოდ რეკომენდებულია დევადოქსის მიღება საკვებთან ან სასმელთან ერთად.
იმ შემთხვევაში თუ დევადოქსი გიღიზიანებთ კუჭს, რეკომენდებულია მისი საკვებთან ან რძესთან ერთად მიღება.
რეკომენდებული დოზები ნაჩვენებია ქვემოთ მოცემულ ჩამონათვალში. ეს არის სხვადასხვა დოზა, რომელიც ექიმმა შეიძლება დანიშნოს იმ ინფექციის გათვალისწინებით, რომელსაც მკურნალობთ.
- ჩვეულებრივი დოზა (გულმკერდის, ფილტვის ან ცხვირის, საშარდე გზების, თვალის და სხვა ინფექციები)
200 მგ პირველ დღეს, შემდეგ 100 მგ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციაზე, რომელზეც ხდება მკურნალობა,
- აკნე
50 მგ დღეში 6-12 კვირის განმავლობაში, საკვებთან და სასმელთან ერთად.
- სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
100 მგ დღეში ორჯერ 7-10 დღის განმავლობაში.
- პირველადი და მეორადი სიფილისი
200 მგ დღეში ორჯერ 2 კვირის განმავლობაში. მკურნალი ექიმი გააგრძელებს თქვენს მონიტორინგს მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
- ტილის ან ტკიპის ნაკბენთან დაკავშირებული ცხელება
ერთჯერადი დოზა 100 მგ ან 200 მგ სიმძიმის მიხედვით.
- მალარიის მკურნალობა, როდესაც ქლოროქინი არ არის ეფექტური
200 მგ დღეში მინიმუმ 7 დღის განმავლობაში. დევადოქსის გარდა ამ ინფექციისთვის თქვენ ასევე დაგენიშნებათ სხვა პრეპარატი.
- მალარიის პრევენცია
100 მგ დღეში მალარიულ რეგიონში მოგზაურობამდე 1-2 დღით ადრე და 4 კვირამდე დაბრუნების შემდეგ.
- პარტახტიანი ტიფის პრევენცია
ერთჯერადი დოზა 200 მგ.
- მოგზაურთა დიარეის პრევენცია
100 მგ დღეში ორჯერ მოგზაურობის პირველ დღეს, შემდეგ 100 მგ ყოველდღიურად რეგიონში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. თუ გეგმავთ ამ კაფსულების მიღებას 21 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, მიმართეთ ექიმს.
- ლეპტოსპიროზის პრევენცია
200 მგ კვირაში ერთხელ რეგიონში ყოფნის დროს; 200 მგ მოგზაურობის დასრულებისას. თუ გეგმავთ ამ კაფსულების მიღებას 21 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, მიმართეთ ექიმს.
- კლდოვანი მთების ლაქოვანი ცხელება
მოზრდილები: 100 მგ ყოველ 12 საათში.
ბავშვები: 45 კგ-ზე ნაკლები წონით: 2.2 მგ/კგ სხეულის წონაზე დღეში ორჯერ.
45 კგ ან მეტი წონის ბავშვებმა უნდა მიიღონ მოზრდილთა დოზა. პაციენტების მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ტემპერატურის დაქვეითებიდან მინიმუმ 3 დღის განმავლობაში და კლინიკური გაუმჯობესების ნიშნების გამოვლენამდე. მკურნალობის მინიმალური კურსი შეადგენს 5-7 დღეს.
რამდენიმე დღეში თავი უკეთ უნდა იგრძნოთ. თუ თქვენ იღებდით დევადოქსს აკნეს სამკურნალოდ, გაუმჯობესება შეიძლება მოხდეს რამდენიმე კვირის შემდეგ. თუ ინფექცია გაუარესდა ან რამდენიმე დღეში თავს უკეთ არ იგრძნობთ (გარდა აკნესი), ან განვითარდა ახალი ინფექცია, მიმართეთ ექიმს.
8 -დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები:
8-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში მწვავე ინფექციების სამკურნალოდ დევადოქსი უნდა იქნას გამოყენებული იმ სიტუაციებში, როდესაც სხვა პრეპარატები არ არის ხელმისაწვდომი ან არ არის ეფექტური. ასეთ ვითარებაში ჩვეულებრივი დოზებია:
45 კგ ან ნაკლები წონის ბავშვებისთვის:
პირველი დღე: 4.4 მგ სხეულის წონის ყოველ კგ-ზე (ერთჯერადი ან 2 გაყოფილი დოზით), შემდეგ 2.2 მგ სხეულის წონის ყოველ კგ-ზე (ერთჯერადი ან 2 გაყოფილი დოზით) მეორე დღიდან. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმ ინფექციაზე, რომელზეც ხდება მკურნალობა.
უფრო მძიმე ინფექციების დროს, მთელი მკურნალობის განმავლობაში უნდა იქნას დანიშნული 4,4 მგ-მდე სხეულის წონის ყოველ კგ-ზე.
45 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებისთვის უნდა იქნას გამოყენებული მოზრდილების დოზა; 200 მგ პირველ დღეს, შემდეგ 100 მგ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციაზე, რომელზეც ხდება მკურნალობა.
მოზრდილები და 12 წლიდან 18 წლამდე ასაკის ბავშვები:
200 მგ პირველ დღეს, შემდეგ 100 მგ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციაზე, რომელზეც ხდება მკურნალობა.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი დევადოქსი
თუ მიიღეთ დიდი რაოდენობით დევადოქსი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს. გთხოვთ, თან წაიღეთ ეს ფურცელი-ჩანართი და პრეპარატის ეტიკეტირებული შეფუთვა, იმისდა მიუხედავად, არის თუ არა დარჩენილი დევადოქსი.
თუ დაგავიწყდათ დევადოქსის მიღება
თუ დაგავიწყდათ კაფსულის მიღება, მიიღეთ ის რაც შეიძლება მალე. შემდეგი კაფსულა მიიღეთ საჭირო დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვიტეთ დევადოქსის მიღება
ამ კაფსულების მიღება უნდა გააგრძელოთ ექიმის მიერ დანიშნული ხანგრძლივობით. ჩაიტარეთ სრული კურსი. მაშინაც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ, საწყისი ინფექცია შეიძლება კვლავ იყოს შენარჩუნებული და მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში შეიძლება განმეორდეს.
თუ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა ამ მედიკამენტის გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ იღებთ პენიცილინს ინფექციის სამკურნალოდ,
თუ ანესთეზიისთვის დანიშნული გაქვთ მეტოქსიფლურანი.
ზოგიერთ მედიკამენტს შეუძლია შეამციროს დევადოქსის ეფექტურობა, ესენია:
ანტაციდები (საშუალებები საჭმლის მონელებისთვის), რკინის პრეპარატები, პერორალური თუთია ან ბისმუტი. ისინი არ უნდა იქნას მიღებული დევადოქთან ერთად.
კარბამაზეპინი, ფენიტოინი (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის კონტროლისთვის) და ბარბიტურატები (გამოიყენება ეპილეფსიის კონტროლისთვის ან როგორც დამამშვიდებელი საშუალება).
დევადოქსს შეუძლია გავლენა მოახდინოს ზოგიერთი სხვა მედიკამენტის მოქმედებაზე, ესენია:
ნებისმიერი პრეპარატი, რომელიც ხელს უშლის სისხლის შედედებას (მაგ., ვარფარინი);
პერორალური კონტრაცეპტივების (ჩასახვის საწინააღმდეგო აბების), კალციუმის, ალუმინის ან მაგნიუმის შემცველი ნებისმიერი ანტაციდების (საჭმლის მონელების დარღვევის სამკურნალო საშუალებები) ან რკინის პრეპარატების ეფექტურობის შემცირება;
თუთიის შემცველი პრეპარატები;
ბისმუტის მარილები (გამოიყენება კუჭის წყლულის და ჰემოროიდული კვანძების სამკურნალოდ);
კარბამაზეპინი ან ფენიტოინი (ეპილეფსიის სამკურნალო საშუალება), ან ნებისმიერი ბარბიტურატი (სედატიური საშუალებები);
ციკლოსპორინი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სხეულის ინფექციისგან თავდაცვითი ძალის დასათრგუნად;
აცნობეთ თქვენს ექიმს ან სტომატოლოგს, რომ იღებთ დევადოქსს, თუ აპირებთ ქირურგიული ოპერაციის (სტომატოლოგიური პროცედურების ჩათვლით) ჩატარებას, რომელიც მოითხოვს ანესთეზიას, რადგან საანესთეზიო საშუალებების გამოყენებამდე შეიძლება საჭირო გახდეს დევადოქსის დოზის შემცირება ან მიღების შეწყვეტა.
დევადოქსის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
გთხოვთ იხილოთ პუნქტი 3 „როგორ უნდა მიიღოთ დევადოქსი“.
ალკოჰოლმა შეიძლება შეამციროს დევადოქსის ეფექტი, ამიტომ არ უნდა იქნას მიღებული ამ პრეპარატით მკურნალობის დროს.
სიფრთხილის ზომები
დევადოქსის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე გეხებათ თქვენ:
სავარაუდოდ, თქვენ განიცდით მზის ან ულტრაიისფერი სხივების (მაგ., სოლარიუმი) ძლიერ ზემოქმედებას. ამ მედიკამენტის მიღებისას თავიდან უნდა აიცილოთ მზის სხივების ძლიერი ზემოქმედება, რადგან თქვენი კანი შეიძლება უფრო მგრძნობიარე იყოს მზის დამწვრობის მიმართ ვიდრე ჩვეულებრივ.
გაქვთ პრობლემები თირკმლის ან ღვიძლის მხრივ.
გაქვთ მიასთენია გრავისი (დაავადება, რომელიც იწვევს უჩვეულო დაღლილობას და გარკვეული კუნთების სისუსტეს, განსაკუთრებით ქუთუთოში).
გაქვთ პორფირია (სისხლის პიგმენტების იშვიათი დაავადება).
გაქვთ (ან ოდესმე გქონიათ) სისტემური წითელი მგლურა (ალერგიული მდგომარეობა, რომელიც იწვევს სახსრების ტკივილს, კანზე გამონაყარს და ცხელებას). ეს მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს დევადოქსის მიღებით .
არსებობს ეჭვი სიფილისზე. ექიმი გააგრძელებს თქვენს მონიტორინგს მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
გაქვთ დიარეა ან ჩვეულებრივ გეწყებათ დიარეა, როდესაც იღებთ ანტიბიოტიკებს ან გაწუხებთ პრობლემები კუჭის ან ნაწლავების მხრივ. თუ დევადოქსის გამოყენების დროს ან მის შემდეგ აგეღნიშნათ მძიმე ან ხანგრძლივი ან სისხლიანი დიარეა, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალობის შეწყვეტა. ეს შეიძლება იყოს ნაწლავის ანთების ნიშანი (ფსევდომემბრანული კოლიტი), რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდეგ.
იღებთ პერორალურ რეტინოიდებს, რადგან დევადოქსთან ერთად მიღებისას არსებობს თავის ქალაში წნევის მომატების მაღალი რისკი (ძლიერი თავის ტკივილი მხედველობის ცვლილებით).
გაქვთ ეზოფაგიტი (საყლაპავის ანთება).
ხანგრძლივად გამოყენებისას, დევადოქსმა შეიძლება გამოიწვიოს ინფექციები, რომელთა მკურნალობა ამ ანტიბიოტიკით შეუძლებელია. თქვენს ექიმს შეუძლია ასეთი ტიპის ინფექციის ნიშნების და სიმპტომების ახსნა.
თუ გჭირდებათ შარდის ანალიზი, აუცილებლად აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ დევადოქსს, რადგან ამ მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ ანალიზის შედეგებზე.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, უახლოეს წარსულში მიღებული გაქვთ ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, მათ შორის მედიკამენტები, რომლებიც გაიცემა რეცეპტის გარეშე.
დევადოქსის მიღებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს თუ იღებთ ქვემოთ მითითებულ რომელიმე მედიკამენტს:
ორსულობა და ძუძუთი კვება
არ მიიღოთ ეს პრეპარატი, თუ ორსულად ხართ ან ბავშვს კვებავთ ძუძუთი, ფიქრობთ, რომ შეიძლება ორსულად ხართ ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, რადგან ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები ჯერ არ დაბადებული ბავშვის ან ახალშობილი ჩვილის კბილების ფერის, კბილების განვითარების და ძვლების განვითარების მხრივ.
ამ პრეპარატის მიღებამდე ჰკითხეთ რჩევა ექიმს ან ფარმაცევტს.
დევადოქსი არ უნდა იქნას მიღებული, თუ ხართ ორსულად ან ბავშვს კვებავთ ძუძუთი.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ამ მედიკამენტს არ უნდა ჰქონდეს გავლენა ავტომობილის მართვასა და მექანიზმების გამოყენების უნარზე.
გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვლინდება.
სერიოზული გვერდითი ეფექტები
შეწყვიტეთ დევადოქსის მიღება და მიმართეთ ექიმს ან დაუყოვნებლივ წადით საავადმყოფოში, თუ ამ მედიკამენტის მიღების შემდეგ შეამჩნევთ შემდეგ გვერდით მოვლენებს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ძალიან იშვიათია, სიმპტომები შეიძლება იყოს მძიმე.
უეცარი ხიხინი, სუნთქვის გაძნელება, ტკივილი გულმკერდის არეში, ცხელება, ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება, გამონაყარი ან ქავილი (განსაკუთრებით, მთელ სხეულზე).
კუჭის აშლილობა, მადის დაკარგვა, ძლიერი, მუდმივი ან სისხლიანი დიარეა (ეს შეიძლება მოხდეს ბოლო დოზის მიღებიდან ორ-სამ თვემდე და შეიძლება დაკავშირებული იყოს კუჭის ტკივილთან ან ცხელებასთან). ეს შეიძლება მოხდეს ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდეგ და შეიძლება იყოს ნაწლავის სერიოზული ანთების ნიშანი.
ძალიან ძლიერი თავის ტკივილი, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს მხედველობის დარღვევებთან, როგორიცაა მხედველობის დაბინდვა, გაორებული მხედველობა ან მხედველობის დაკარგვა. დაფიქსირდა მხედველობის მუდმივი დაკარგვა.
სერიოზული დაავადება კანზე, პირის ღრუში, თვალებსა და სასქესო ორგანოებზე ფართოდ გავრცელებული ბუშტუკების წარმოქმნით. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სტივენს-ჯონსონის სინდრომით - წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS), როგორიცაა გამონაყარი კანზე, ცხელება, გადიდებული ჯირკვლები, გარკვეული ტიპის ლეიკოციტების მომატება (ეოზინოფილია) და შინაგანი ორგანოების ანთება (ღვიძლი, ფილტვები, გული, თირკმელები და მსხვილი ნაწლავი), რადგან ეს შეიძლება იყოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის ნიშნები, რომლებიც სერიოზული დაავადებებია. ასევე, ხდება ფრჩხილის დისტალური ნაწილის გამოყოფა ფრჩხილის ქვეშიდან (ფრჩხილის საწოლი).
სისტემური წითელი მგლურას (SLE) - აუტოიმუნური დაავადება, რომელიც იწვევს სახსრების ტკივილს, კანზე გამონაყარს და ცხელებას - სიმპტომების გაუარესება
თავის ტვინში წნევის მომატება.
თუ გამოვლინდა ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე გვერდითი მოვლენა, დაუკავშირდით ექიმს დაუყოვნებლივ.
იარიშ-ჰერქსჰეიმერის რეაქცია, რომელიც იწვევს ცხელებას, შემცივნებას, თავის ტკივილს, კუნთების ტკივილს და კანზე გამონაყარს, რაც როგორც წესი, თავისით ალაგდება. ეს ხდება დოქსიციკლინის მკურნალობის დაწყებიდან მალევე, სპიროქეტით გამოწვეული ინფექციის დროს, როგორიცაა ლაიმის დაავადება.
კანი, რომელიც ჩვეულებრივზე მეტად მგრძნობიარეა მზის სხივების მიმართ. შეიძლება გამოგივლინდეთ კანზე გამონაყარი, ქავილი, სიწითლე ან მზის ძლიერი დამწვრობა. თუ ეს მოხდება, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და აცნობეთ ექიმს.
საყლაპავის ანთება და/ან წყლულები.
დარღვევები სისხლის მხრივ. ეს ხდება სისხლში სხვადასხვა ტიპის უჯრედების რაოდენობის ცვლილების გამო. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს დაღლილობას, სისხლჩაქცევების ადვილად წარმოქმნას ან ინფექციებს.
დაბალი არტერიული წნევა.
გახშირებული გულისცემა.
სახსრების ან კუნთების ტკივილი.
კუჭის ტკივილი და დიარეა.
სხვა გვერდითი ეფექტები
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები შეიძლება გაქრეს მკურნალობის დროს, რადგან თქვენი ორგანიზმი შეეგუება პრეპარატს. აცნობეთ ექიმს, თუ ქცემოთ მითითებულიდან რომელიმე გვერდითი ეფექტი კვლავ აღგენიშნებათ:
ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1 ადამიანში)
გულისრევა ან ღებინება;
დაავადების, სახელწოდებით სისტემური წითელი მგლურა (SLE), გაუარესება. ეს არის ალერგიული მდგომარეობა, რომელიც იწვევს სახსრების ტკივილს, კანზე გამონაყარს, ცხელებას და თავის ტკივილს;
პერიკარდიტი (ანთება, რომელიც აზიანებს გულს).
არახშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1 ადამიანში)
გულძმარვა;
ვაგინალური ინფექცია;
იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1 ადამიანში)
შფოთვა;
ყლაპვის გაძნელება, ენის ან პირის ღრუს დაწყლულება და ტკივილი;
კანის გაწითლება (ჰიპერემია);
ყურებში ზარის ხმა ან ზუზუნი;
სწორი ნაწლავის და/ან სასქესო ორგანოების ტკივილი და ქავილი;
ნაწლავების ანთება;
გამობერილი ყიფლიბანდი (თავზე რბილი ადგილი) ჩვილებში;
მომატებული წნევა თავის ქალაში (ძლიერი თავის ტკივილი მხედველობის ცვლილებით);
ღვიძლის ანთება და დაზიანება;
ღვიძლის ფუნქციის პათოლოგიური ტესტები;
ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის ფერის შეცვლა ხანგრძლივად მიღებისას. პრეპარატი არ მოქმედებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე;
ფრჩხილის მოცილება ფრჩხილის საწოლიდან მზის ზემოქმედების შემდეგ;
სისხლში შარდოვანას დონის მომატება;
კანის და თვალების გაყვითლება (სიყვითლე), პანკრეასის ანთება;
კუჭის აშლილობა, მადის დაკარგვა, დიარეა (ეს შეიძლება მოხდეს ბოლო დოზის მიღებიდან ორ-სამ თვემდე), კუჭის ტკივილი;
მუქი ლაქები კანზე .
არ არის ცნობილი: სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებიდან
- კბილების ფერის შეცვლა და/ან ზრდის შეფერხება.
შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ
თუ გამოგივლინდათ გვერდითი ეფექტები, მათ შორის ნებისმიერი შესაძლო გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ფურცელ–ჩანართში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. თქვენ ასევე შეგიძლიათ პირდაპირ აცნობოთ გვერდითი მოვლენების შესახებ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM), ღილაკზე "პრეპარატის გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება" დაჭერით საიტზე www.titck.gov.tr ან დარეკოთ გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინების ხაზზე +90 800 314 00 08. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებაში დახმარების გაწევა.
თუ შენიშნეთ გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის მითითებული ამ ფურცელ– ჩანართში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- როგორ შეინახოთ დევადოქსი
შეინახეთ დევადოქსი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და ორიგინალ შეფუთვაში.
ინახება არაუმეტეს 25°C ოთახის ტემპერატურაზე სინათლისგან დაცულ ადგილას.
გამოიყენეთ პრეპარატი ვარგისობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ დევადოქსი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი არის მოცემული თვის ბოლო დღე.
ნუ გადააგდებთ პრეპარატებს ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ უზრუნველყოთ იმ პრეპარატების უტილიზაცია, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
თუ კაფსულები გაუფერულდება ან აღინიშნა გაუვარგისების სხვა ნიშნები, მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს, რომელიც გეტყვით თუ რა მოიმოქმედოთ.
ჭარბი დოზა
ანტიბიოტიკებით მწვავე ზედოზირება იშვიათია. ჭარბი დოზირების შემთხვევაში უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება. ნაჩვენებია კუჭის ამორეცხვა და შესაბამისი დამხმარე მკურნალობა.
დიალიზი არ ცვლის შრატიდან ნახევარგამოყოფის პერიოდს და შესაბამისად, არ ითვლება ეფექტურად ჭარბი დოზირების შემთხვევების მკურნალობაში.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: შეიცავს 115.414 მგ დოქსიციკლინის ჰიკლატს, 100 მგ დოქსიციკლინის ეკვივალენტურს.
სხვა ინგრედიენტები: ნატრიუმის ლაურილ სულფატი, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი (მიღებული ძროხის რძისგან), მაგნიუმის სტეარატი, ჟელატინის კაფსულაში ერითროზინი, ინდიგოკარმინი, ტარტრაზინი, ტიტანის დიოქსიდი, ჟელატინი (მსხვილფეხა რქოსანი საქონლის ძვლისგან).
როგორ გამოიყურება დევადოქსი და შეფუთვის შემადგენლობა
ყვითელი, თითქმის უსუნო, ჰომოგენური გრანულირებული ფხვნილი გაუმჭვირვალე მყარი ჟელატინის კაფსულებში, გაუმჭვირვალე წითელ-ყავისფერი ქუდით და გაუმჭვირვალე მუქი ყვითელი კორპუსით.
ერთი კოლოფი შეიცავს 14 კაფსულას.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
შენახვის პირობები
60 თვე.
- 4 სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები შენახვისას
ინახება არაუმეტეს 25°С ოთახის ტემპერატურაზე სინათლისგან დაცულ ადგილას.
- 5 შეფუთვის დახასიათება და შემცველობა
გამჭვირვალე პვქ/პვდქ/ალ ბლისტერები 14 კაფსულით.
- 6 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უტილიზაციის და სხვა დამუშავებისას
არ არსებობს განსაკუთრებული მოთხოვნები
ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ფარმაკოლოგიური თვისებები
ტეტრაციკლინები, ათქ–კოდი: J01 AA02.
მოქმედების მექანიზმი:
დოქსიციკლინს ძირითადად გააჩნია ბაქტერიოსტატიკური მოქმედება და ითვლება, რომ ის ახდენს ანტიმიკრობულ ეფექტს ცილების სინთეზის ინჰიბირებით. დოქსიციკლინი აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების და ზოგიერთი სხვა მიკროორგანიზმების წინააღმდეგ.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
ტეტრაციკლინები ადვილად აბსორბირდება და სხვადასხვა ხარისხით უკავშირდება პლაზმის ცილებს.
დოქსიციკლინი პრაქტიკულად მთლიანად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ. დღემდე ჩატარებული კვლევები მიუთითებს, რომ საკვების ან რძის მიღება არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას დოქსიციკლინის შეწოვაზე, სხვა ტეტრაციკლინებისგან განსხვავებით.
200 მგ დოზის მიღების შემდეგ, ზრდასრული მოხალისეებში დოქსიციკლინის საშუალო პიკური დონე შრატში შეადგენდა 2.6 მკგ/მლ 2 საათში, შემცირებით 1.45 მკგ/მლ-მდე 24 საათში.
დოქსიციკლინს გააჩნია ლიპიდებში ხსნადობის მაღალი ხარისხი და კალციუმის მიმართ დაბალი აფინურობა.
ბიოტრანსფორმაცია
გააჩნია მაღალი სტაბილურობა ადამიანის ნორმალურ შრატში. დოქსიციკლინი არ იშლება ეპიანჰიდროფორმად.
ელიმინაცია
დოქსიციკლინი კონცენტრირდება ღვიძლის მიერ ნაღველში და გამოიყოფა ძირითადად უცვლელი სახით შარდსა და განავალში მაღალი კონცენტრაციით და ბიოლოგიურად აქტიური ფორმით.
ბავშვები და მოზარდები (2-დან 18 წლამდე ასაკის)
2-დან 18 წლამდე ასაკის 44 ბავშში სტანდარტული ინტრავენური (ი/ვ) და პერორალური მიღების შემდეგ დოქსიციკლინის კონცენტრაციის-დროის ცალკეული მონაცემების პოპულაციურმა ფარმაკოკინეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ≥2-≤8 წლის ასაკის (მედიანა [დიაპაზონი] 3,58 [2,27-10,82] ლ/ს/70კგ, N=11) პაციენტებში დოქსიციკლინის ალომეტრიული კლირენსი (CL) მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა 8-დან 18 წლამდე ასაკის (3,27 [1,11-8,12] ლ/სთ/70 კგ, N=33) პედიატრიული პაციენტების მონაცემებისგან.
პედიატრიულ პაციენტებში, რომელთა წონაა ≤45 კგ, სხეულის წონის მიხედვით ნორმალიზებული დოქსიციკლინის CL ≥2-დან ≤8 წლამდე ასაკის (მედიანა [დიაპაზონი] 0.071 [0.041-0.202] ლ/კგ/სთ, N=10) პაციენტებში მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა >8-დან 18 წლამდე (0.081 [0.035-0.126] ლ/კგ/სთ, N=8) პაციენტების მონაცემებისგან. პედიატრიულ პაციენტებში, რომელთა წონა >45 კგ, სხეულის წონის მიხედვით ნორმალიზებული დოქსიციკლინის CL მნიშვნელოვანად არ განსხვავდება ≥2-დან ≤8 წლამდე ასაკში (0.050 ლ/კგ/სთ, N=1) და >8-დან 18 წლამდე ასაკში (0.044 [0.014 0.121] ლ/კგ/სთ, N=25). პედიატრიული პაციენტების მცირე ჯგუფში, რომლებიც იღებდნენ მხოლოდ პერორალური (N=19) ან ინტრავენურ (N=21) ფორმას, CL-ს კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება პერორალური და ინტრავენური მიღებებს შორის არ დაფიქსირებულა.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
დევადოქსი
(დოქსიციკლინის ჰიკლატი)
პრეპარატის გამოყენებამდე მთლიანად წაიკითხეთ ფურცელი-ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ. ნუ გადასცემთ სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, იმისდამიუხედავათ თუ თქვენი დაავადების ნიშნები მსგავსია.
თუ გაქვთ რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ყველა შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის მითითებული ამ ფურცელ-ჩანართში. იხ. პუნქტი 4.
რას შეიცავს წინამდებარე ფურცელ-ჩანართი: 1. რა არის დევადოქსი და რისთვის გამოიყენება 2. რა უნდა იცოდეთ დევადოქსის მიღებამდე 3. როგორ უნდა მიიღოთ დევადოქსი 4. შესაძლო გვერდითი ეფექტები 5. როგორ უნდა შეინახოთ დევადოქსი
- შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
- რა არის დევადოქსი და რისთვის გამოიყენება ის
თქვენი მედიკამენტის დასახელებაა დევადოქსი. დევადოქსი შეიცავს აქტიურ ნივთიერება დოქსიციკლინს. დოქსიციკლინი არის ანტიბიოტიკი, რომელიც მიეკუთვნება ტეტრაციკლინების სახელწოდებით ცნობილ მედიკამენტების ჯგუფს. დევადოქსი გამოიყენება მრავალი სხვადასხვა ტიპის ინფექციის სამკურნალოდ, მათ შორის:
გულმკერდის, ფილტვის ან ცხვირის ინფექციები მაგ., ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, პნევმონია, სინუსიტი;
საშარდე გზების ინფექციები (შარდგამტარი გზები) მაგ., ცისტიტი, ურეთრიტი;
რბილი ქსოვილებისა და კანის ინფექცია (აკნეს ჩათვლით);
თვალის ინფექციები;
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები მაგ: გონორეა, სიფილისი, ქლამიდია
ტილებით ან ტკიპებით გამოწვეულ ინფექციებთან დაკავშირებული ცხელება;
მალარია, როდესაც ქლოროქინი არ არის ეფექტური;
განგრენა, ტეტანუსი, ბაქტერიული ინფექციები, რომლებიც გადაეცემა დაბინძურებული წყლის ან გარკვეული ცხოველების (მაგ., მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, შინაური ფრინველი და მღრღნელები) მეშვეობით.
დევადოქსი ასევე გამოიყენება გარკვეული ინფექციების განვითარების პრევენციისთვის, როგორიცაა პარტახტიანი ტიფი (დაავადება, რომელიც გადაეცემა პატარა მწერებისგან), მოგზაურთა დიარეა, მალარია და ლეპტოსპიროზი (ბაქტერიული ინფექცია).
- მკურნალმა ექიმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს დევადოქსის დანიშვნა სხვა ინფექციის სამკურნალოდ, რომელიც არ არის მითითებული ზემოთ. თქვენი ინფექციის სამკურნალოდ ასევე შეიძლება დევადოქსთან ერთად დამატებით დაგენიშნოთ სხვა პრეპარატი.
თუ თავს არ გრძნობთ უკეთ ან გრძნობთ გაუარესებას, უნდა მიმართოთ ექიმს.
- რა უნდა იცოდეთ დევადოქსის მიღებამდე.
არ მიიღოთ დევადოქსი
- თუ გაქვთ ალერგია დოქსიციკლინის, ნებისმიერი ტეტრაციკლინების ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკის ან ამ მედიკამენტის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე -6 პარაგრაფში).
- თუ ორსულად ხართ ან ცდილობთ დაორსულებას.
- თუ ბავშვს კვებავთ ძუძუთი.
არ უნდა გამოიყენოთ დევადოქსი კბილების განვითარების პერიოდში (ორსულობა, ჩვილობა ან 8 წლამდე ასაკის ბავშვებში), რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს კბილის პერმანენტული ფერის შეცვლა (ყვითელ-ნაცრისფერ-ყავისფერი) ან გავლენა მოახდინოს კბილების სწორ ზრდაზე.
შეიძლება არსებობდეს გარემოებები (მაგალითად, მძიმე ან სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობები), როდესაც ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ სარგებელი აღემატება ამ რისკს 8 წლამდე ასაკის ბავშვებში და უნდა დაინიშნოს დევადოქსი.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები:
დევადოქსის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე გეხებათ თქვენ:
სავარაუდოდ, თქვენ განიცდით მზის ან ულტრაიისფერი სხივების (მაგ., სოლარიუმი) ძლიერ ზემოქმედებას. ამ მედიკამენტის მიღებისას თავიდან უნდა აიცილოთ მზის სხივების ძლიერი ზემოქმედება, რადგან თქვენი კანი შეიძლება უფრო მგრძნობიარე იყოს მზის დამწვრობის მიმართ ვიდრე ჩვეულებრივ.
გაქვთ პრობლემები თირკმლის ან ღვიძლის მხრივ.
გაქვთ მიასთენია გრავისი (დაავადება, რომელიც იწვევს უჩვეულო დაღლილობას და გარკვეული კუნთების სისუსტეს, განსაკუთრებით ქუთუთოში).
გაქვთ პორფირია (სისხლის პიგმენტების იშვიათი დაავადება).
გაქვთ (ან ოდესმე გქონიათ) სისტემური წითელი მგლურა (ალერგიული მდგომარეობა, რომელიც იწვევს სახსრების ტკივილს, კანზე გამონაყარს და ცხელებას). ეს მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს დევადოქსის მიღებით .
არსებობს ეჭვი სიფილისზე. ექიმი გააგრძელებს თქვენს მონიტორინგს მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
გაქვთ დიარეა ან ჩვეულებრივ გეწყებათ დიარეა, როდესაც იღებთ ანტიბიოტიკებს ან გაწუხებთ პრობლემები კუჭის ან ნაწლავების მხრივ. თუ დევადოქსის გამოყენების დროს ან მის შემდეგ აგეღნიშნათ მძიმე ან ხანგრძლივი ან სისხლიანი დიარეა, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალობის შეწყვეტა. ეს შეიძლება იყოს ნაწლავის ანთების ნიშანი (ფსევდომემბრანული კოლიტი), რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდეგ.
იღებთ პერორალურ რეტინოიდებს, რადგან დევადოქსთან ერთად მიღებისას არსებობს თავის ქალაში წნევის მომატების მაღალი რისკი (ძლიერი თავის ტკივილი მხედველობის ცვლილებით).
გაქვთ ეზოფაგიტი (საყლაპავის ანთება).
ხანგრძლივად გამოყენებისას, დევადოქსმა შეიძლება გამოიწვიოს ინფექციები, რომელთა მკურნალობა ამ ანტიბიოტიკით შეუძლებელია. თქვენს ექიმს შეუძლია ასეთი ტიპის ინფექციის ნიშნების და სიმპტომების ახსნა.
თუ გჭირდებათ შარდის ანალიზი, აუცილებლად აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ დევადოქსს, რადგან ამ მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ ანალიზის შედეგებზე.
სხვა მედიკამენტები და დევადოქსი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, უახლოეს წარსულში მიღებული გაქვთ ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, მათ შორის მედიკამენტები, რომლებიც გაიცემა რეცეპტის გარეშე.
დევადოქსის მიღებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს თუ იღებთ ქვემოთ მითითებულ რომელიმე მედიკამენტს:
არ მიიღოთ დევადოქსი:
თუ იღებთ პენიცილინს ინფექციის სამკურნალოდ,
თუ ანესთეზიისთვის დანიშნული გაქვთ მეტოქსიფლურანი.
ზოგიერთ მედიკამენტს შეუძლია შეამციროს დევადოქსის ეფექტურობა, ესენია:
ანტაციდები (საშუალებები საჭმლის მონელებისთვის), რკინის პრეპარატები, პერორალური თუთია ან ბისმუტი. ისინი არ უნდა იქნას მიღებული დევადოქთან ერთად.
კარბამაზეპინი, ფენიტოინი (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის კონტროლისთვის) და ბარბიტურატები (გამოიყენება ეპილეფსიის კონტროლისთვის ან როგორც დამამშვიდებელი საშუალება).
დევადოქსს შეუძლია გავლენა მოახდინოს ზოგიერთი სხვა მედიკამენტის მოქმედებაზე, ესენია:
ნებისმიერი პრეპარატი, რომელიც ხელს უშლის სისხლის შედედებას (მაგ., ვარფარინი);
პერორალური კონტრაცეპტივების (ჩასახვის საწინააღმდეგო აბების), კალციუმის, ალუმინის ან მაგნიუმის შემცველი ნებისმიერი ანტაციდების (საჭმლის მონელების დარღვევის სამკურნალო საშუალებები) ან რკინის პრეპარატების ეფექტურობის შემცირება;
თუთიის შემცველი პრეპარატები;
ბისმუტის მარილები (გამოიყენება კუჭის წყლულის და ჰემოროიდული კვანძების სამკურნალოდ);
კარბამაზეპინი ან ფენიტოინი (ეპილეფსიის სამკურნალო საშუალება), ან ნებისმიერი ბარბიტურატი (სედატიური საშუალებები);
ციკლოსპორინი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სხეულის ინფექციისგან თავდაცვითი ძალის დასათრგუნად;
აცნობეთ თქვენს ექიმს ან სტომატოლოგს, რომ იღებთ დევადოქსს, თუ აპირებთ ქირურგიული ოპერაციის (სტომატოლოგიური პროცედურების ჩათვლით) ჩატარებას, რომელიც მოითხოვს ანესთეზიას, რადგან საანესთეზიო საშუალებების გამოყენებამდე შეიძლება საჭირო გახდეს დევადოქსის დოზის შემცირება ან მიღების შეწყვეტა.
დევადოქსის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
გთხოვთ იხილოთ პუნქტი 3 „როგორ უნდა მიიღოთ დევადოქსი“.
ალკოჰოლმა შეიძლება შეამციროს დევადოქსის ეფექტი, ამიტომ არ უნდა იქნას მიღებული ამ პრეპარატით მკურნალობის დროს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
არ მიიღოთ ეს პრეპარატი, თუ ორსულად ხართ ან ბავშვს კვებავთ ძუძუთი, ფიქრობთ, რომ შეიძლება ორსულად ხართ ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, რადგან ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები ჯერ არ დაბადებული ბავშვის ან ახალშობილი ჩვილის კბილების ფერის, კბილების განვითარების და ძვლების განვითარების მხრივ.
ამ პრეპარატის მიღებამდე ჰკითხეთ რჩევა ექიმს ან ფარმაცევტს.
დევადოქსი არ უნდა იქნას მიღებული, თუ ხართ ორსულად ან ბავშვს კვებავთ ძუძუთი.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
ამ მედიკამენტს არ უნდა ჰქონდეს გავლენა ავტომობილის მართვასა და მექანიზმების გამოყენების უნარზე.
- როგორ უნდა მიიღოთ დევადოქსი
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის შესაბამისად. შეამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ არ ხართ დარწმუნებული მიღების სისწორეში.
კაფსულები უნდა გადაყლაპოთ დიდი რაოდენობით წყლის მიყოლებით.
უმჯობესია მიიღოთ კაფსულები ერთსა და იმავე დროს ყოველ დღიურად, მჯდომარე ან მდგომარე პოზიციაში.
მნიშვნელოვანია, რომ დევადოქსის მიღებიდან მინიმუმ ოცდაათი წუთის განმავლობაში არ დაწვეთ, რათა კაფსულამ რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიოს კუჭში და არ მოხდეს ყელის ან საყლაპავის გაღიზიანება (არხი, რომლითაც საკვები აღწევს პირიდან კუჭამდე).
ინფექციების სამკურნალოდ დევადოქსის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
აკნეს სამკურნალოდ რეკომენდებულია დევადოქსის მიღება საკვებთან ან სასმელთან ერთად.
იმ შემთხვევაში თუ დევადოქსი გიღიზიანებთ კუჭს, რეკომენდებულია მისი საკვებთან ან რძესთან ერთად მიღება.
რეკომენდებული დოზები ნაჩვენებია ქვემოთ მოცემულ ჩამონათვალში. ეს არის სხვადასხვა დოზა, რომელიც ექიმმა შეიძლება დანიშნოს იმ ინფექციის გათვალისწინებით, რომელსაც მკურნალობთ.
- ჩვეულებრივი დოზა (გულმკერდის, ფილტვის ან ცხვირის, საშარდე გზების, თვალის და სხვა ინფექციები)
200 მგ პირველ დღეს, შემდეგ 100 მგ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციაზე, რომელზეც ხდება მკურნალობა,
- აკნე
50 მგ დღეში 6-12 კვირის განმავლობაში, საკვებთან და სასმელთან ერთად.
- სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
100 მგ დღეში ორჯერ 7-10 დღის განმავლობაში.
- პირველადი და მეორადი სიფილისი
200 მგ დღეში ორჯერ 2 კვირის განმავლობაში. მკურნალი ექიმი გააგრძელებს თქვენს მონიტორინგს მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
- ტილის ან ტკიპის ნაკბენთან დაკავშირებული ცხელება
ერთჯერადი დოზა 100 მგ ან 200 მგ სიმძიმის მიხედვით.
- მალარიის მკურნალობა, როდესაც ქლოროქინი არ არის ეფექტური
200 მგ დღეში მინიმუმ 7 დღის განმავლობაში. დევადოქსის გარდა ამ ინფექციისთვის თქვენ ასევე დაგენიშნებათ სხვა პრეპარატი.
- მალარიის პრევენცია
100 მგ დღეში მალარიულ რეგიონში მოგზაურობამდე 1-2 დღით ადრე და 4 კვირამდე დაბრუნების შემდეგ.
- პარტახტიანი ტიფის პრევენცია
ერთჯერადი დოზა 200 მგ.
- მოგზაურთა დიარეის პრევენცია
100 მგ დღეში ორჯერ მოგზაურობის პირველ დღეს, შემდეგ 100 მგ ყოველდღიურად რეგიონში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. თუ გეგმავთ ამ კაფსულების მიღებას 21 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, მიმართეთ ექიმს.
- ლეპტოსპიროზის პრევენცია
200 მგ კვირაში ერთხელ რეგიონში ყოფნის დროს; 200 მგ მოგზაურობის დასრულებისას. თუ გეგმავთ ამ კაფსულების მიღებას 21 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, მიმართეთ ექიმს.
- კლდოვანი მთების ლაქოვანი ცხელება
მოზრდილები: 100 მგ ყოველ 12 საათში.
ბავშვები: 45 კგ-ზე ნაკლები წონით: 2.2 მგ/კგ სხეულის წონაზე დღეში ორჯერ.
45 კგ ან მეტი წონის ბავშვებმა უნდა მიიღონ მოზრდილთა დოზა. პაციენტების მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ტემპერატურის დაქვეითებიდან მინიმუმ 3 დღის განმავლობაში და კლინიკური გაუმჯობესების ნიშნების გამოვლენამდე. მკურნალობის მინიმალური კურსი შეადგენს 5-7 დღეს.
რამდენიმე დღეში თავი უკეთ უნდა იგრძნოთ. თუ თქვენ იღებდით დევადოქსს აკნეს სამკურნალოდ, გაუმჯობესება შეიძლება მოხდეს რამდენიმე კვირის შემდეგ. თუ ინფექცია გაუარესდა ან რამდენიმე დღეში თავს უკეთ არ იგრძნობთ (გარდა აკნესი), ან განვითარდა ახალი ინფექცია, მიმართეთ ექიმს.
8 -დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები:
8-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში მწვავე ინფექციების სამკურნალოდ დევადოქსი უნდა იქნას გამოყენებული იმ სიტუაციებში, როდესაც სხვა პრეპარატები არ არის ხელმისაწვდომი ან არ არის ეფექტური. ასეთ ვითარებაში ჩვეულებრივი დოზებია:
45 კგ ან ნაკლები წონის ბავშვებისთვის:
პირველი დღე: 4.4 მგ სხეულის წონის ყოველ კგ-ზე (ერთჯერადი ან 2 გაყოფილი დოზით), შემდეგ 2.2 მგ სხეულის წონის ყოველ კგ-ზე (ერთჯერადი ან 2 გაყოფილი დოზით) მეორე დღიდან. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმ ინფექციაზე, რომელზეც ხდება მკურნალობა.
უფრო მძიმე ინფექციების დროს, მთელი მკურნალობის განმავლობაში უნდა იქნას დანიშნული 4,4 მგ-მდე სხეულის წონის ყოველ კგ-ზე.
45 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებისთვის უნდა იქნას გამოყენებული მოზრდილების დოზა; 200 მგ პირველ დღეს, შემდეგ 100 მგ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციაზე, რომელზეც ხდება მკურნალობა.
მოზრდილები და 12 წლიდან 18 წლამდე ასაკის ბავშვები:
200 მგ პირველ დღეს, შემდეგ 100 მგ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციაზე, რომელზეც ხდება მკურნალობა.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი დევადოქსი
თუ მიიღეთ დიდი რაოდენობით დევადოქსი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს. გთხოვთ, თან წაიღეთ ეს ფურცელი-ჩანართი და პრეპარატის ეტიკეტირებული შეფუთვა, იმისდა მიუხედავად, არის თუ არა დარჩენილი დევადოქსი.
თუ დაგავიწყდათ დევადოქსის მიღება
თუ დაგავიწყდათ კაფსულის მიღება, მიიღეთ ის რაც შეიძლება მალე. შემდეგი კაფსულა მიიღეთ საჭირო დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვიტეთ დევადოქსის მიღება
ამ კაფსულების მიღება უნდა გააგრძელოთ ექიმის მიერ დანიშნული ხანგრძლივობით. ჩაიტარეთ სრული კურსი. მაშინაც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ, საწყისი ინფექცია შეიძლება კვლავ იყოს შენარჩუნებული და მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში შეიძლება განმეორდეს.
თუ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა ამ მედიკამენტის გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვლინდება.
სერიოზული გვერდითი ეფექტები
შეწყვიტეთ დევადოქსის მიღება და მიმართეთ ექიმს ან დაუყოვნებლივ წადით საავადმყოფოში, თუ ამ მედიკამენტის მიღების შემდეგ შეამჩნევთ შემდეგ გვერდით მოვლენებს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ძალიან იშვიათია, სიმპტომები შეიძლება იყოს მძიმე.
უეცარი ხიხინი, სუნთქვის გაძნელება, ტკივილი გულმკერდის არეში, ცხელება, ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება, გამონაყარი ან ქავილი (განსაკუთრებით, მთელ სხეულზე).
კუჭის აშლილობა, მადის დაკარგვა, ძლიერი, მუდმივი ან სისხლიანი დიარეა (ეს შეიძლება მოხდეს ბოლო დოზის მიღებიდან ორ-სამ თვემდე და შეიძლება დაკავშირებული იყოს კუჭის ტკივილთან ან ცხელებასთან). ეს შეიძლება მოხდეს ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდეგ და შეიძლება იყოს ნაწლავის სერიოზული ანთების ნიშანი.
ძალიან ძლიერი თავის ტკივილი, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს მხედველობის დარღვევებთან, როგორიცაა მხედველობის დაბინდვა, გაორებული მხედველობა ან მხედველობის დაკარგვა. დაფიქსირდა მხედველობის მუდმივი დაკარგვა.
სერიოზული დაავადება კანზე, პირის ღრუში, თვალებსა და სასქესო ორგანოებზე ფართოდ გავრცელებული ბუშტუკების წარმოქმნით. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სტივენს-ჯონსონის სინდრომით - წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS), როგორიცაა გამონაყარი კანზე, ცხელება, გადიდებული ჯირკვლები, გარკვეული ტიპის ლეიკოციტების მომატება (ეოზინოფილია) და შინაგანი ორგანოების ანთება (ღვიძლი, ფილტვები, გული, თირკმელები და მსხვილი ნაწლავი), რადგან ეს შეიძლება იყოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის ნიშნები, რომლებიც სერიოზული დაავადებებია. ასევე, ხდება ფრჩხილის დისტალური ნაწილის გამოყოფა ფრჩხილის ქვეშიდან (ფრჩხილის საწოლი).
სისტემური წითელი მგლურას (SLE) - აუტოიმუნური დაავადება, რომელიც იწვევს სახსრების ტკივილს, კანზე გამონაყარს და ცხელებას - სიმპტომების გაუარესება
თავის ტვინში წნევის მომატება.
თუ გამოვლინდა ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე გვერდითი მოვლენა, დაუკავშირდით ექიმს დაუყოვნებლივ.
იარიშ-ჰერქსჰეიმერის რეაქცია, რომელიც იწვევს ცხელებას, შემცივნებას, თავის ტკივილს, კუნთების ტკივილს და კანზე გამონაყარს, რაც როგორც წესი, თავისით ალაგდება. ეს ხდება დოქსიციკლინის მკურნალობის დაწყებიდან მალევე, სპიროქეტით გამოწვეული ინფექციის დროს, როგორიცაა ლაიმის დაავადება.
კანი, რომელიც ჩვეულებრივზე მეტად მგრძნობიარეა მზის სხივების მიმართ. შეიძლება გამოგივლინდეთ კანზე გამონაყარი, ქავილი, სიწითლე ან მზის ძლიერი დამწვრობა. თუ ეს მოხდება, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და აცნობეთ ექიმს.
საყლაპავის ანთება და/ან წყლულები.
დარღვევები სისხლის მხრივ. ეს ხდება სისხლში სხვადასხვა ტიპის უჯრედების რაოდენობის ცვლილების გამო. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს დაღლილობას, სისხლჩაქცევების ადვილად წარმოქმნას ან ინფექციებს.
დაბალი არტერიული წნევა.
გახშირებული გულისცემა.
სახსრების ან კუნთების ტკივილი.
კუჭის ტკივილი და დიარეა.
სხვა გვერდითი ეფექტები
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები შეიძლება გაქრეს მკურნალობის დროს, რადგან თქვენი ორგანიზმი შეეგუება პრეპარატს. აცნობეთ ექიმს, თუ ქცემოთ მითითებულიდან რომელიმე გვერდითი ეფექტი კვლავ აღგენიშნებათ:
ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1 ადამიანში)
გულისრევა ან ღებინება;
დაავადების, სახელწოდებით სისტემური წითელი მგლურა (SLE), გაუარესება. ეს არის ალერგიული მდგომარეობა, რომელიც იწვევს სახსრების ტკივილს, კანზე გამონაყარს, ცხელებას და თავის ტკივილს;
პერიკარდიტი (ანთება, რომელიც აზიანებს გულს).
არახშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1 ადამიანში)
გულძმარვა;
ვაგინალური ინფექცია;
იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1 ადამიანში)
შფოთვა;
ყლაპვის გაძნელება, ენის ან პირის ღრუს დაწყლულება და ტკივილი;
კანის გაწითლება (ჰიპერემია);
ყურებში ზარის ხმა ან ზუზუნი;
სწორი ნაწლავის და/ან სასქესო ორგანოების ტკივილი და ქავილი;
ნაწლავების ანთება;
გამობერილი ყიფლიბანდი (თავზე რბილი ადგილი) ჩვილებში;
მომატებული წნევა თავის ქალაში (ძლიერი თავის ტკივილი მხედველობის ცვლილებით);
ღვიძლის ანთება და დაზიანება;
ღვიძლის ფუნქციის პათოლოგიური ტესტები;
ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის ფერის შეცვლა ხანგრძლივად მიღებისას. პრეპარატი არ მოქმედებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე;
ფრჩხილის მოცილება ფრჩხილის საწოლიდან მზის ზემოქმედების შემდეგ;
სისხლში შარდოვანას დონის მომატება;
კანის და თვალების გაყვითლება (სიყვითლე), პანკრეასის ანთება;
კუჭის აშლილობა, მადის დაკარგვა, დიარეა (ეს შეიძლება მოხდეს ბოლო დოზის მიღებიდან ორ-სამ თვემდე), კუჭის ტკივილი;
მუქი ლაქები კანზე .
არ არის ცნობილი: სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებიდან
- კბილების ფერის შეცვლა და/ან ზრდის შეფერხება.
შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ
თუ გამოგივლინდათ გვერდითი ეფექტები, მათ შორის ნებისმიერი შესაძლო გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ფურცელ–ჩანართში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. თქვენ ასევე შეგიძლიათ პირდაპირ აცნობოთ გვერდითი მოვლენების შესახებ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM), ღილაკზე "პრეპარატის გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება" დაჭერით საიტზე www.titck.gov.tr ან დარეკოთ გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინების ხაზზე +90 800 314 00 08. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებაში დახმარების გაწევა.
თუ შენიშნეთ გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის მითითებული ამ ფურცელ– ჩანართში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- როგორ შეინახოთ დევადოქსი
შეინახეთ დევადოქსი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და ორიგინალ შეფუთვაში.
ინახება არაუმეტეს 25°C ოთახის ტემპერატურაზე სინათლისგან დაცულ ადგილას.
გამოიყენეთ პრეპარატი ვარგისობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ დევადოქსი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი არის მოცემული თვის ბოლო დღე.
ნუ გადააგდებთ პრეპარატებს ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ უზრუნველყოთ იმ პრეპარატების უტილიზაცია, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
თუ კაფსულები გაუფერულდება ან აღინიშნა გაუვარგისების სხვა ნიშნები, მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს, რომელიც გეტყვით თუ რა მოიმოქმედოთ.
- შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს დევადოქსი
აქტიური ნივთიერება: შეიცავს 115.414 მგ დოქსიციკლინის ჰიკლატს, 100 მგ დოქსიციკლინის ეკვივალენტურს.
სხვა ინგრედიენტები: ნატრიუმის ლაურილ სულფატი, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი (მიღებული ძროხის რძისგან), მაგნიუმის სტეარატი, ჟელატინის კაფსულაში ერითროზინი, ინდიგოკარმინი, ტარტრაზინი, ტიტანის დიოქსიდი, ჟელატინი (მსხვილფეხა რქოსანი საქონლის ძვლისგან).
როგორ გამოიყურება დევადოქსი და შეფუთვის შემადგენლობა
ყვითელი, თითქმის უსუნო, ჰომოგენური გრანულირებული ფხვნილი გაუმჭვირვალე მყარი ჟელატინის კაფსულებში, გაუმჭვირვალე წითელ-ყავისფერი ქუდით და გაუმჭვირვალე მუქი ყვითელი კორპუსით.
ერთი კოლოფი შეიცავს 14 კაფსულას.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
DEVA Holding A.Ş.
Halkah Merkez Mah. Basrn Ekspres Cad. No: I
34303 Küçükçekmece – სტამბული/თურქეთი
მწარმოებელი:
DEVA Holding A.Ş.
Çerkezköy Organize Sanayi Bölgesi
Karaağaç Mah. Atatürk Cad., No: 32
Kapaklı - თექირდაღი/თურქეთი
ფურცელი-ჩანართის ბოლო დამტკიცების თარიღი: 23.10.2024
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


