პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

დოქსიციკლინი TZF

DOXYCYCLINUM TZF

რეცეპტით100მგინსტრუქცია ქართულადპოლონეთი
რისთვის გამოიყენება

დოქსიციკლინი არის ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკი. დოქსიციკლინი აინჰიბირებს მრავალი მიკროორგანიზმის (ბაქტერიების და პროტოზოების) ზრდას. გამოიყენება მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული სხვადასხვა ინფექციების დროს. დოქსიციკლინი გადის პლაცენტურ ბარიერს და გამოიყოფა დედის რძეში. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დოქსიციკლინი (doxycycline)
ფორმა და შეფუთვა
100მგ მყარი კაფსულა №10
მწარმოებელი
Tarchomińskie Zakłady Farmaceutyczne „Polfa” Spółka Akcyjna, პოლონეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ტეტრაციკლინები
ATC კოდი
J01AA02
რეგისტრაციის ნომერი
რ-042280
რეგისტრირებულია
28 ოქტომბერი 2024, მოქმედებს 28 ოქტომბერი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „გეა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებადოქსიციკლინი TZF და სხვა წამალი ერთად

დოქსიციკლინი TZF — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

დოქსიციკლინი არის ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკი. დოქსიციკლინი აინჰიბირებს მრავალი მიკროორგანიზმის (ბაქტერიების და პროტოზოების) ზრდას. გამოიყენება მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული სხვადასხვა ინფექციების დროს.

დოქსიციკლინი გადის პლაცენტურ ბარიერს და გამოიყოფა დედის რძეში.

დოქსიციკლინი გამოიყოფა შარდით და განავლით.

გამოყენების ჩვენებები

დოქსიციკლინი TZF გამოიყენება შემდეგი ინფექციების დროს, რომლებიც გამოწვეულია დოქსიციკლინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით:

სამკურნალოდ:

  • ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები - ტონზილიტი, ფარინგიტი, შუა ოტიტი, სინუსიტი, ბრონქიტი, პნევმონია.
  • საშარდე გზების ინფექციები - პიელონეფრიტი, ცისტიტი, ურეთრიტი.
  • სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები: ქლამიდიით გამოწვეული ინფექციები, სიფილისი, რბილი შანკრი, საზარდულის გრანულომა, გონორეა.
  • რბილი ქსოვილების ზოგიერთი ინფექციები.
  • საჭმლის მომნელებელიტრაქტის ინფექციები.
  • ოფთალმოლოგიური ინფექციები - სტაფილოკოკებითა და Neisseria gonorrhoeae შტამებით გამოწვეული დაავადებები, Haemophilus influenzae, ქრონიკული კონიუნქტივიტი (ტრაქომა).
  • სხვა ინფექციები - ფსიტაკოზი, ბრუცელოზი (სტრეპტომიცინთან ერთად), ჭირი, ტულარემია.
  • ლაიმის დაავადება.

პრევენციისთვის:

  • მალარია.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ დოქსიციკლინი TZF ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა დაგინიშნათ. ექიმი დაარეგულირებს დოზას ინფექციის ტიპისა და თქვენი ზოგადი მდგომარეობის მიხედვით.

თუ დოქსიციკლინის გამოყენება კაფსულების სახით შეუძლებელია, ექიმმა შეიძლება დანიშნოს ეს ანტიბიოტიკი ტაბლეტების სახით შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად ან ინტრავენურად განკუთვნილი ფორმით.

რეკომენდებული დოზა

70 კგ-ზე ნაკლები წონის მოზრდილები და 12-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები

თერაპიის პირველ დღეს 2 კაფსულა (200 მგ დოქსიციკლინი) შეჰყავთ ერთჯერადად ან იყოფა 2 დოზად - 1 კაფსულა (100 მგ) ყოველ 12 საათში, რასაც მოჰყვება შემანარჩუნებელი დოზა 1 კაფსულა დღეში.

მძიმე ინფექციების დროს გამოიყენება 2 კაფსულა (200 მგ) დღეში მკურნალობის პერიოდში.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმეზე.

70 კგ-ზე მეტი წონის მოზრდილები

ჩვეულებრივ დოზა არის 2 კაფსულა (200 მგ დოქსიციკლინი) დღეში მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში.

დოზირების რეკომენდაციები კონკრეტული ინფექციების დროს

  • გაურთულებელი გონორეა: 1 კაფსულა (100 მგ დოქსიციკლინი) ორჯერ დღეში (ყოველ 12 საათში) მინიმუმ 7 დღის განმავლობაში. გონორეული ინფექციების მკურნალობის შედეგები უნდა დადასტურდეს საკონტროლო დათესვით მკურნალობის დასრულებიდან 3-4 დღის შემდეგ.
  • Chlamydia trachomatis ან Ureaplasma urealyticum-ით გამოწვეული სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები: 1 კაფსულა (100 მგ დოქსიციკლინი) ორჯერ დღეში (ყოველ 12 საათში) 7-დან 10 დღის განმავლობაში.
  • პირველადი და მეორადი სიფილისი (პაციენტებში ალერგიული პენიცილინის მიმართ): 2-3 კაფსულა (200 მგ-დან 300 მგ-მდე დოქსიციკლინი) დღეში გაყოფილი დოზებად, 2 კვირის განმავლობაში.
  • ლაიმ-ბორელიოზი: 1 კაფსულა (100 მგ დოქსიციკლინი) ორჯერ დღეში (ყოველ 12 საათში) 14-დან 28 დღემდე, დაავადების ადრეულ სტადიაზე: 14-დან 21 დღემდე.

დოზირება მალარიის პროფილაქტიკისთვის

დოზა შეადგენს 1 კაფსულას (100 მგ დოქსიციკლინი) დღეში. პროფილაქტიკა უნდა დაიწყოს მალარიის ზონაში გამგზავრებამდე 1-2 დღით ადრე. დოქსიციკლინის მიღება უნდა გაგრძელდეს მალარიის ზონაში ყოფნის პერიოდში და მალარიის ზონის დატოვებიდან 4 კვირის განმავლობაში.

დოზირება ხანდაზმულ პაციენტებში

დოზის კორექცია საჭირო არ არის. თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ ეს პაციენტები უფრო მგრძნობიარენი არიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გვერდითი ეფექტების მიმართ, ამიტომ მათ მკაცრად უნდა დაიცვან ინსტრუქციები, რომლებიც მოცემულია პუნქტში „მიღების წესი“.

ბავშვები 8-დან 12 წლამდე

8-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში დოქსიციკლინი მძიმე ინფექციების სამკურნალოდ შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ იმ სიტუაციებში, როდესაც სხვა პრეპარატები არ არის ხემნისაწვდომი და არსებული პრეპარატები სავარაუდოდ არ იქნება ეფექტური ან უკუნაჩვენებია.

ასეთ შემთხვევებში დოქსიციკლინის დოზებია:

45 კგ ან ნაკლები წონის ბავშვები:

საწყისი დოზა (მკურნალობის პირველი დღე): 4.4 მგ/კგ სხეულის მასაზე (ერთჯერადი დოზის სახით ან 2 გაყოფილი დოზით), ხოლო სემდეგ, მკურნალობის მეორე დღიდან, დოზა არის 2.2 მგ/კგ სხეულის მასაზე (ერთჯერადი დოზის სახით ან 2 გაყოფილი დოზა). მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმეზე.

უფრო მძიმე ინფექციების მართვისას უნდა დაინიშნოს 4,4 მგ/კგ სხეულის მასაზე მთელი მკურნალობის პერიოდში.

45 კგ-ზე მეტი სხეულის მასის ბავშვებისთვის - გამოიყენება მოზრდილებში გამოსაყენებელი დოზა.

200 მგ პირველ დღეს, შემდეგ კი 100 მგ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმეზე.

დაბადებიდან 8 წლამდე ასაკის ბავშვები

დოქსიციკლინი არ გამოიყენება 8 წლამდე ასაკის ბავშვებში კბილების გაუფერულების რისკის გამო (იხ. პუნქტები 2 და 4).

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალობის ხანგრძლივობას ყოველთვის ექიმი განსაზღვრავს. ანტიბიოტიკოთერაპია უნდა გაგრძელდეს 24-48 საათის განმავლობაში სიმპტომების მოხსნის შემდეგ.

A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკური ინფექციების დროს გამოყენებისას კაფსულები მიიღება მინიმუმ 10 დღის განმავლობაში.

მიღების მეთოდი

კაფსულები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად ჭიქა წყალთან ერთად.

კაფსულები მიიღება ჯდომისას ან დგომისას დაძინებამდე მინიმუმ 30 წუთით ადრე, ყელის ან ნაწლავების გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად (მნიშვნელოვანია, რომ პაციენტი კაფსულის მიღებისთანავე არ დაწვეს).

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუდმივი გვერდითი ეფექტების მქონე პაციენტებში ექიმმა შეიძლება გირჩიოთ პრეპარატის მიღება საკვებთან ერთად.

საკვების ერთდროული მიღება ამცირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გვერდითი ეფექტების სიხშირეს და არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას დოქსიციკლინის შეწოვაზე.

თუ იღებთ საჭიროზე მეტ დოქსიციკლინი TZF-ს

დოქსიციკლინის დოზის გადაჭარბების სიმპტომებია: ცხელება, სახის სიწითლე, თავბრუსხვევა, ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს კოლაფსი. ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. შეიძლება ღებინების გამოწვევა გონებაზე მყოფ პაციენტებში, ან შეიძლება ანტაციდების ან კალციუმის და მაგნიუმის მარილების მიღება.

თუ იღებთ იმაზე მეტ პრეპარატს, ვიდრე საჭიროა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ დაგავიწყდათ დოქსიციკლინი TZF-ის მიღება

თუ პრეპარატის დოზა არ გამოიყენება დადგენილ კონკრეტულ დროს, პრეპარატი უნდა მიიღოთ რაც შეიძლება მალე, თუ შემდგომი დოზის მიღებამდე საკმარისად დიდი დროა, ან უნდა გაგრძელდეს პრეპარატის რეგულარული მიღება.

არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

უკუჩვენებები

  • თუ ალერგიული ხართ დოქსიციკლინზე ან სხვა ტეტრაციკლინებზე ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტზე (მითითებულია მე-6 პუნქტში).
  • თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე უკმარისობა.
  • კბილების განვითარების დროს კბილების მუდმივი გაუფერულების რისკის გამო.
  • თუ ორსულად ხარ.
  • თუ ძუძუთი კვებავთ.

სიფრთხილის ზომები

დოქსიციკლინი TZF-ის გამოყენებამდე გაესაუბრეთ ექიმს.

დოქსიციკლინი TZF-ის გამოყენებამდე აცნობეთ ექიმს, თუ წარსულში გქონდათ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ანტიბიოტიკებზე ან სხვა ალერგენებზე.

დოქსიციკლინი არ გამოიყენება კბილების განვითარების პერიოდში (ორსულობის მეორე ნახევარი, ახალშობილთა პერიოდი, ჩვილობის პერიოდი, 8 წლამდე ასაკის ბავშვები), რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს კბილების მუდმივი გაუფერულება (ყვითელ-ნაცრისფერი-ყავისფერი) ან დაარღვიოს კბილების ნორმალური ზრდა. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში (მაგ. მძიმე ან სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობები), ექიმმა შეიძლება გასცეს რეკომენდაცია დოქსიციკლინის გამოყენებაზე 8 წლამდე ასაკის ბავშვებში, თუ პოტენციური სარგებელი აღემატება ამ დარღვევების რისკს.

ტეტრაციკლინებმა, მათ შორის დოქსიციკლინმა, შეიძლება გამოიწვიოს ფოტომგრძნობელობა. ტეტრაციკლინის გამოყენებისას თავიდან უნდა იქნას აცილებული მზის ზემოქმედება ან ხელოვნური ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედება (მაგ. სოლარიუმი) სინათლით გამოწვეული კანის დაავადებების (ფოტოდერმატოზების) განვითარების პოტენციალის გამო, რაც გამოიხატება კანის სიწითლით, შეშუპებით, ბუშტუკებით. შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში.

დოქსიციკლინის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების ჭარბი ზრდა. თუ განვითარდა სიმპტომები, რომლებიც მიუთითებს სხვა ინფექციის განვითარებაზე, მაგ. მიკოზი (მუდმივი ქავილი, კანის სიწითლე), აცნობეთ თქვენს ექიმს.

სხვა ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების მსგავსად (მაგ. მაკროლიდები, ნახევრად სინთეზური პენიცილინები, ცეფალოსპორინები), დოქსიციკლინმა ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტი. ნაწლავებში ნორმალური ბაქტერიული ფლორის დარღვევა იწვევს Clostridium difficile-ს გადაჭარბებულ ზრდას, რომლის ტოქსინები იწვევს ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტის კლინიკურ სიმპტომებს. პაციენტებს, რომლებსაც უვითარდებათ დიარეა ანტიბიოტიკის გამოყენებისას ან მისი შეწყვეტიდან მალევე, არ უნდა ჩაიტარონ თვითმკურნალობა, არამედ მიმართონ სამედიცინო დახმარებას. ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტის დიაგნოსტიკის შემთხვევაში, აუცილებელია პრეპარატის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა. უფრო მსუბუქ შემთხვევებში, საკმარისია პრეპარატის შეწყვეტა, მაგრამ უფრო მძიმე შემთხვევებში, ინიშნება პერორალური მეტრონიდაზოლი ან ვანკომიცინი. არ უნდა დაინიშნოს პერისტალტიკის ინჰიბიტორი ან სხვა ყაბზობის გამომწვევი პრეპარატები.

ვენერიული დაავადებების მქონე პაციენტებში, როდესაც არსებობს ეჭვი სიფილისის თანმხლებ ინფექციაზე, ექიმმა უნდა დანიშნოს შესაბამისი ტესტები მკურნალობის დაწყებამდე, დროს და შემდეგ ინფექციის არსებობისა და მკურნალობის წარმატების დასადასტურებლად.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.

აცნობეთ თქვენს ექიმს პრეპარატის მიღებამდე, თუ გაქვთ მიასთენია გრავისი, სისტემური წითელი მგლურა ან პორფირია, რადგან დოქსიციკლინმა შეიძლება გაზარდოს მათი სიმპტომები.

თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში დოქსიციკლინის თირკმელებით ექსკრეცია შეიძლება შემცირდეს.

ჩვილებში ყიფლიბანდის ამობურცვა და კეთილთვისებიანი ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია ბავშვებში და მოზრდილებში შეიძლება ზოგჯერ განვითარდეს ტეტრაციკლინის ანტიბიოტიკებით მკურნალობის დროს. ეს სიმპტომები ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

ეზოფაგიტი და საყლაპავის წყლული დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ტეტრაციკლინებს (დოქსიციკლინის ჩათვლით) ტაბლეტების ან კაფსულების სახით. უმეტეს შემთხვევაში, პაციენტები იღებდნენ პრეპარატს ძილის წინ ან ძალიან ცოტა სითხეს აყოლებდნენ.

უნდა მიმართოთ ექიმს, მაშინაც კი, თუ ზემოაღნიშნული გაფრთხილებები ეხება წარსულში არსებულ მდგომარეობებს.

თუ გაქვთ თირკმელების ან ღვიძლის პრობლემები

დოქსიციკლინი TZF-ის მიღებამდე უნდა აცნობოთ ექიმს, თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები ან იღებთ მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება დააზიანოს ღვიძლი. ამის შემდეგ თქვენი ექიმი ინდივიდუალურად დაარეგულირებს დოზას და საჭიროების შემთხვევაში დანიშნავს ღვიძლის ფუნქციის პერიოდულ ტესტებს.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის.

თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზას ყოველთვის განსაზღვრავს ექიმი.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპარატები.

დოქსიციკლინის შეწოვას აფერხებს პოლივალენტური იონების შემცველი ანტაციდები, როგორიცაა ალუმინი, კალციუმი (რძის, რძის პროდუქტების და ხილის წვენების ჩათვლით), მაგნიუმი, აგრეთვე რკინის, თუთიის ან ბისმუტის იონების შემცველი სხვა პრეპარატები. ასეთი პრეპარატები და საკვები მიიღება დოქსიციკლინის მიღებიდან მინიმუმ 2 საათის შემდეგ.

მეთოქსიფლურანი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ზოგადი ანესთეზიისთვის). თუ თქვენ უნდა ჩაგიტარდეთ ზოგადი ანესთეზია, უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს, რომ იღებთ დოქსიციკლინი TZF-ის კაფსულებს.

კუმარინის ანტიკოაგულანტები. ამ პრეპარატების დოქსიციკლინთან ერთდროული გამოყენებისას ექიმმა უნდა დანიშნოს კოაგულაციის პარამეტრების მონიტორინგი - შესაძლოა საჭირო გახდეს ამ პრეპარატების კორექტირება შემცირებით.

პერორალური სულფონილშარდოვანას დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებები. ამ პრეპარატების დოქსიციკლინთან ერთდროული გამოყენებისას ექიმმა უნდა დანიშნოს შრატში გლუკოზის მონიტორინგი - შესაძლოა საჭირო გახდეს ამ პრეპარატების კორექტირება შემცირებით.

ციკლოსპორინი (იმუნოსუპრესიული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება, მაგალითად, ორგანოს გადანერგვის შემდეგ ან ფსორიაზის დროს). თუ აუცილებელია ამ ორი პრეპარატის ერთდროული გამოყენება, ექიმი დანიშნავს შრატში ციკლოსპორინის მონიტორინგს.

პენიცილინი და სხვა ბაქტერიციდული ანტიბიოტიკები.

ჰორმონული კონტრაცეპტივები - დოქსიციკლინი ამცირებს მათ ეფექტურობას. დოქსიციკლინით მკურნალობისას რეკომენდებულია დამატებითი არაჰორმონული კონტრაცეპტული მეთოდების გამოყენება.

პრეპარატებმა, როგორიცაა ბარბიტურატები (მაგ. ფენობარბიტალი), კარბამაზეპინი, დიფენილჰიდანტოინი, ფენიტოინი, პრიმიდონი, რიფამპიცინი შეიძლება შეამცირონ დოქსიციკლინის ეფექტი. პაციენტებში, რომლებიც იღებენ ზემოხსენებულ პრეპარატებს, ექიმმა უნდა განიხილოს დოქსიციკლინის დღიური დოზის გაზრდა.

თეოფილინს შეუძლია გაზარდოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გვერდითი ეფექტების სიხშირე. თუ თქვენ უნდა მიიღოთ თეოფილინი და დოქსიციკლინი ერთდროულად, ისინი მაქსიმალურად უნდა გააცალკევოთ.

დოქსიციკლინმა შეიძლება ხელი შეუშალოს შარდის კატექოლამინების ტესტის შედეგებს.

დოქსიციკლინი TZF საკვებთან, სასმელთან ან ალკოჰოლთან ერთად

ალკოჰოლმა შეიძლება შეამციროს დოქსიციკლინის ეფექტი.

კალციუმის შემცველი საკვები, როგორიცაა რძე და რძის პროდუქტები, კალციუმით გამდიდრებული ხილის წვენები, მიიღება დოქსიციკლინი TZF კაფსულების მიღებამდე მინიმუმ 2 საათით ადრე ან 2 საათის შემდეგ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობის დროს.

დოქსიციკლინი გამოიყოფა ადამიანის დედის რძეში. დოქსიციკლინით მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

მკურნალობის დროს შეიძლება აღინიშნოს მხედველობის გარდამავალი დარღვევები, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მართვის დროს უსაფრთხოებაზე.

დოქსიციკლინი TZF შეიცავს ლაქტოზას

ეს პრეპარატი შეიცავს 100 მგ ლაქტოზას თითო კაფსულაში. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.

დოქსიციკლინი TZF შეიცავს ნატრიუმს

სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო კაფსულაში, ანუ არსებითად "ნატრიუმისგან თავისუფალია".

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა პრეპარატმა, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

თუ განვითარდა ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე გვერდითი მოვლენა, შეწყვიტეთ ამ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას.

იშვიათი სერიოზული გვერდითი მოვლენები (ვითარდება 10000-დან 1-10 პაციენტში):

ქალასშიდა წნევის მომატება, რომელიც გამოიხატება თავის ტკივილით, მხედველობის დარღვევით (სკოტომები, გაორმაგებული მხედველობა).

სერიოზული გვერდითი ეფექტები მოხსენებული სიხშირით უცნობი (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით):

ალერგიული რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი, უეცარი ქოშინი და გულმკერდის შებოჭილობა, ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება, კანის მძიმე გამონაყარი, რომელიც შეიძლება ასოცირებული იყოს პირის ღრუს, თვალების, სასქესო ორგანოების და კანის ეროზიასთან, დიდი ბუშტუკები, ეპიდერმისის დიდი მონაკვეთების აქერცვლა, სისუსტე, ცხელება და სახსრების ტკივილი; გახშირებული გულისცემა, ანაფილაქსიური შოკი, რომელიც გამოიხატება დაბნეულობით, კანის სიფერმკრთალით, არტერიული წნევის დაქვეითებით, ოფლიანობა, შარდის მცირე რაოდენობის გამოყოფა, სუნთქვის გახშირება, დაღლილობა და სისუსტე.

კანის სენსიბილიზაცია ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ (მზე, სოლარიუმი).

მძიმე დიარეა, რომელიც გრძელდება დიდი ხნის განმავლობაში ან დიარეა სისხლით, მუცლის ტკივილი ან ცხელება. ეს შეიძლება იყოს წვრილი ან მსხვილი ნაწლავის სერიოზული ანთების ნიშანი (ე.წ. ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტი). ეს სიმპტომები შეიძლება განვითარდეს ანტიბიოტიკების მიღებისას, მკურნალობის დასრულებიდან 2-3 თვის შემდეგაც კი.

დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ განვითარდა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა:

პანკრეასის ანთება (იშვიათად აღინიშნება);

ჰეპატიტი, სიყვითლე (აღინიშნება უცნობი სიხშირით);

ანემია სისხლის წითელი უჯრედების დაშლის გამო, გარკვეული ტიპის სისხლის თეთრი ან წითელი უჯრედების და თრომბოციტების რაოდენობის გაზრდა ან შემცირება, რაც შეიძლება გამოვლინდეს დაღლილობის, სისხლდენის, სისხლჩაქცევების და ინფექციებისადმი მგრძნობელობის გაზრდით (სიხშირე უცნობია);

იარიშ-ჰერქსჰაიმერის რეაქცია, რომელიც იწვევს ცხელებას, შემცივნებას, თავის ტკივილს, მიალგიას და კანზე გამონაყარს, რომელიც ჩვეულებრივ თავისთავად გადის. ეს შეიძლება მოხდეს დოქსიციკლინის მიღების დაწყებიდან მალევე სპიროქეტებით გამოწვეული ინფექციის სამკურნალოდ, მაგ. ლაიმის დაავადება (სიხშირე უცნობია);

სინათლის გამო ფრჩხილების მოცილება ფრჩხილის ნუნიდან (სიხშირე უცნობია).

სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს მკურნალობის დროს

იშვიათი გვერდითი მოვლენები (ვითარდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

ჰემის სინთეზის დარღვევები (პორფირია);

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (ვითარდება 10000-დან 1-10 პაციენტში):

ჩვილებში ყიფლიბანდის ამობურცვა და კეთილთვისებიანი ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია ბავშვებში და მოზრდილებში დაფიქსირდა თერაპიული დოზების მიღების შემდეგ. ჰიპერტენზიის სიმპტომებია მხედველობის დაბინდვა (სკოტომა, დიპლოპია). დაფიქსირდა მხედველობის მუდმივი დაკარგვა.

გვერდითი მოვლენები უცნობი სიხშირით (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით):

სასქესო ორგანოსა და ანალური მიდამოს ანთება, პირის ღრუს მუკოზიტი და გლოსიტი, ვაგინიტი;

გახანგრძლივებული მიღებისას, ტეტრაციკლინებმა შეიძლება გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის ყავისფერი-შავი შეფერილობა, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე რაიმე ზემოქმედების გარეშე;

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სახის უეცარი გაწითლება;

ტინიტუსი;

ანორექსია, გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი, ენის ანთება, ყლაპვის გაძნელება, ეზოფაგიტი და საყლაპავის წყლული, ნაწლავის ანთება, ანალური მიდამოს ანთებითი დაზიანებები. ეს მოვლენები ჩვეულებრივ მსუბუქია და ქრება პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ.

კბილების გაუფერულება და/ან კბილების ზრდის ნაკლებობა (იხ. პუნქტი 2).

ღვიძლის ფერმენტების დროებითი მსუბუქი მატება; ღვიძლის დისფუნქცია;

სახსრებისა და კუნთების ტკივილები, კბილების განვითარების დარღვევა, მინანქრის გაუფერულება;

სისხლში შარდოვანას დონის მომატება;

შეუძლოდ ყოფნა.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტების შესახებ შეიძლება პირდაპირ ეცნობოს სამკურნალო საშუალებების, სამედიცინო ხელსაწყოებისა და ბიოციდური პროდუქტების რეგისტრაციის ოფისის ფარმაკოზედამხედველობის დეპარტამენტს

იერუსალიმის ხეივანი 181 С, 02-222 ვარშავა

ტელეფონი: + 48 22 49 21 301, ფაქსი: + 48 22 49 21 309

ვებ-გვერდი: https://smz.ezdrowie.gov.pl

არასასურველი რეაქციები შეიძლება ასევე ეცნობოს სავაჭრო ნებართვის მფლობელს.

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

შემადგენლობა

პრეპარატის აქტიური ნივთიერება არის დოქსიციკლინი ჰიკლატის სახით.

თითოეული მყარი კაფსულა შეიცავს 100 მგ დოქსიციკლინს.

დამხმარე ნივთიერებები: ალგინის მჟავა, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი (100 მგ); კაფსულის გარსი: ინდიგოს საღებავი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ოქსიდი ყვითელი, ჟელატინი

დოქსიციკლინი TZF-ის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

10 მუქი მწვანე კაფსულა მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

ინახება 250C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის

დოქსიციკლინი TZF(Doxycyclinum TZF) 100 მგ კაფსულები, მყარი

დოქსიციკლინი

ამ მედიკამენტის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია სრულად, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთ ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.
  • თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ეს პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები იგივეა, რაც თქვენი.
  • თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ პუნქტი 4.

ინსტრუქციის შინაარსი:

  • რას წარმოადგენს დოქსიციკლინი TZF და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ დოქსიციკლინი TZF-ის გამოყენებამდე
  • როგორ გამოიყენება დოქსიციკლინი TZF
  • შესაძლო გვერდითი ეფექტები
  • როგორ ინახება დოქსიციკლინი TZF
  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
  • რა არის დოქსიციკლინი TZF და რისთვის გამოიყენება

დოქსიციკლინი არის ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკი. დოქსიციკლინი აინჰიბირებს მრავალი მიკროორგანიზმის (ბაქტერიების და პროტოზოების) ზრდას. გამოიყენება მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული სხვადასხვა ინფექციების დროს.

დოქსიციკლინი გადის პლაცენტურ ბარიერს და გამოიყოფა დედის რძეში.

დოქსიციკლინი გამოიყოფა შარდით და განავლით.

გამოყენების ჩვენებები

დოქსიციკლინი TZF გამოიყენება შემდეგი ინფექციების დროს, რომლებიც გამოწვეულია დოქსიციკლინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით:

სამკურნალოდ:

  • ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები - ტონზილიტი, ფარინგიტი, შუა ოტიტი, სინუსიტი, ბრონქიტი, პნევმონია.
  • საშარდე გზების ინფექციები - პიელონეფრიტი, ცისტიტი, ურეთრიტი.
  • სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები: ქლამიდიით გამოწვეული ინფექციები, სიფილისი, რბილი შანკრი, საზარდულის გრანულომა, გონორეა.
  • რბილი ქსოვილების ზოგიერთი ინფექციები.
  • საჭმლის მომნელებელიტრაქტის ინფექციები.
  • ოფთალმოლოგიური ინფექციები - სტაფილოკოკებითა და Neisseria gonorrhoeae შტამებით გამოწვეული დაავადებები, Haemophilus influenzae, ქრონიკული კონიუნქტივიტი (ტრაქომა).
  • სხვა ინფექციები - ფსიტაკოზი, ბრუცელოზი (სტრეპტომიცინთან ერთად), ჭირი, ტულარემია.
  • ლაიმის დაავადება.

პრევენციისთვის:

  • მალარია.
  • რა უნდა იცოდეთ დოქსიციკლინი TZF-ის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ დოქსიციკლინი TZF

  • თუ ალერგიული ხართ დოქსიციკლინზე ან სხვა ტეტრაციკლინებზე ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტზე (მითითებულია მე-6 პუნქტში).
  • თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე უკმარისობა.
  • კბილების განვითარების დროს კბილების მუდმივი გაუფერულების რისკის გამო.
  • თუ ორსულად ხარ.
  • თუ ძუძუთი კვებავთ.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

დოქსიციკლინი TZF-ის გამოყენებამდე გაესაუბრეთ ექიმს.

დოქსიციკლინი TZF-ის გამოყენებამდე აცნობეთ ექიმს, თუ წარსულში გქონდათ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ანტიბიოტიკებზე ან სხვა ალერგენებზე.

დოქსიციკლინი არ გამოიყენება კბილების განვითარების პერიოდში (ორსულობის მეორე ნახევარი, ახალშობილთა პერიოდი, ჩვილობის პერიოდი, 8 წლამდე ასაკის ბავშვები), რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს კბილების მუდმივი გაუფერულება (ყვითელ-ნაცრისფერი-ყავისფერი) ან დაარღვიოს კბილების ნორმალური ზრდა. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში (მაგ. მძიმე ან სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობები), ექიმმა შეიძლება გასცეს რეკომენდაცია დოქსიციკლინის გამოყენებაზე 8 წლამდე ასაკის ბავშვებში, თუ პოტენციური სარგებელი აღემატება ამ დარღვევების რისკს.

ტეტრაციკლინებმა, მათ შორის დოქსიციკლინმა, შეიძლება გამოიწვიოს ფოტომგრძნობელობა. ტეტრაციკლინის გამოყენებისას თავიდან უნდა იქნას აცილებული მზის ზემოქმედება ან ხელოვნური ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედება (მაგ. სოლარიუმი) სინათლით გამოწვეული კანის დაავადებების (ფოტოდერმატოზების) განვითარების პოტენციალის გამო, რაც გამოიხატება კანის სიწითლით, შეშუპებით, ბუშტუკებით. შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში.

დოქსიციკლინის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების ჭარბი ზრდა. თუ განვითარდა სიმპტომები, რომლებიც მიუთითებს სხვა ინფექციის განვითარებაზე, მაგ. მიკოზი (მუდმივი ქავილი, კანის სიწითლე), აცნობეთ თქვენს ექიმს.

სხვა ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების მსგავსად (მაგ. მაკროლიდები, ნახევრად სინთეზური პენიცილინები, ცეფალოსპორინები), დოქსიციკლინმა ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტი. ნაწლავებში ნორმალური ბაქტერიული ფლორის დარღვევა იწვევს Clostridium difficile-ს გადაჭარბებულ ზრდას, რომლის ტოქსინები იწვევს ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტის კლინიკურ სიმპტომებს. პაციენტებს, რომლებსაც უვითარდებათ დიარეა ანტიბიოტიკის გამოყენებისას ან მისი შეწყვეტიდან მალევე, არ უნდა ჩაიტარონ თვითმკურნალობა, არამედ მიმართონ სამედიცინო დახმარებას. ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტის დიაგნოსტიკის შემთხვევაში, აუცილებელია პრეპარატის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა. უფრო მსუბუქ შემთხვევებში, საკმარისია პრეპარატის შეწყვეტა, მაგრამ უფრო მძიმე შემთხვევებში, ინიშნება პერორალური მეტრონიდაზოლი ან ვანკომიცინი. არ უნდა დაინიშნოს პერისტალტიკის ინჰიბიტორი ან სხვა ყაბზობის გამომწვევი პრეპარატები.

ვენერიული დაავადებების მქონე პაციენტებში, როდესაც არსებობს ეჭვი სიფილისის თანმხლებ ინფექციაზე, ექიმმა უნდა დანიშნოს შესაბამისი ტესტები მკურნალობის დაწყებამდე, დროს და შემდეგ ინფექციის არსებობისა და მკურნალობის წარმატების დასადასტურებლად.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.

აცნობეთ თქვენს ექიმს პრეპარატის მიღებამდე, თუ გაქვთ მიასთენია გრავისი, სისტემური წითელი მგლურა ან პორფირია, რადგან დოქსიციკლინმა შეიძლება გაზარდოს მათი სიმპტომები.

თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში დოქსიციკლინის თირკმელებით ექსკრეცია შეიძლება შემცირდეს.

ჩვილებში ყიფლიბანდის ამობურცვა და კეთილთვისებიანი ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია ბავშვებში და მოზრდილებში შეიძლება ზოგჯერ განვითარდეს ტეტრაციკლინის ანტიბიოტიკებით მკურნალობის დროს. ეს სიმპტომები ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

ეზოფაგიტი და საყლაპავის წყლული დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ტეტრაციკლინებს (დოქსიციკლინის ჩათვლით) ტაბლეტების ან კაფსულების სახით. უმეტეს შემთხვევაში, პაციენტები იღებდნენ პრეპარატს ძილის წინ ან ძალიან ცოტა სითხეს აყოლებდნენ.

უნდა მიმართოთ ექიმს, მაშინაც კი, თუ ზემოაღნიშნული გაფრთხილებები ეხება წარსულში არსებულ მდგომარეობებს.

თუ გაქვთ თირკმელების ან ღვიძლის პრობლემები

დოქსიციკლინი TZF-ის მიღებამდე უნდა აცნობოთ ექიმს, თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები ან იღებთ მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება დააზიანოს ღვიძლი. ამის შემდეგ თქვენი ექიმი ინდივიდუალურად დაარეგულირებს დოზას და საჭიროების შემთხვევაში დანიშნავს ღვიძლის ფუნქციის პერიოდულ ტესტებს.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის.

თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზას ყოველთვის განსაზღვრავს ექიმი.

სხვა პრეპარატები და დოქსიციკლინი TZF

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპარატები.

დოქსიციკლინის შეწოვას აფერხებს პოლივალენტური იონების შემცველი ანტაციდები, როგორიცაა ალუმინი, კალციუმი (რძის, რძის პროდუქტების და ხილის წვენების ჩათვლით), მაგნიუმი, აგრეთვე რკინის, თუთიის ან ბისმუტის იონების შემცველი სხვა პრეპარატები. ასეთი პრეპარატები და საკვები მიიღება დოქსიციკლინის მიღებიდან მინიმუმ 2 საათის შემდეგ.

მეთოქსიფლურანი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ზოგადი ანესთეზიისთვის). თუ თქვენ უნდა ჩაგიტარდეთ ზოგადი ანესთეზია, უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს, რომ იღებთ დოქსიციკლინი TZF-ის კაფსულებს.

კუმარინის ანტიკოაგულანტები. ამ პრეპარატების დოქსიციკლინთან ერთდროული გამოყენებისას ექიმმა უნდა დანიშნოს კოაგულაციის პარამეტრების მონიტორინგი - შესაძლოა საჭირო გახდეს ამ პრეპარატების კორექტირება შემცირებით.

პერორალური სულფონილშარდოვანას დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებები. ამ პრეპარატების დოქსიციკლინთან ერთდროული გამოყენებისას ექიმმა უნდა დანიშნოს შრატში გლუკოზის მონიტორინგი - შესაძლოა საჭირო გახდეს ამ პრეპარატების კორექტირება შემცირებით.

ციკლოსპორინი (იმუნოსუპრესიული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება, მაგალითად, ორგანოს გადანერგვის შემდეგ ან ფსორიაზის დროს). თუ აუცილებელია ამ ორი პრეპარატის ერთდროული გამოყენება, ექიმი დანიშნავს შრატში ციკლოსპორინის მონიტორინგს.

პენიცილინი და სხვა ბაქტერიციდული ანტიბიოტიკები.

ჰორმონული კონტრაცეპტივები - დოქსიციკლინი ამცირებს მათ ეფექტურობას. დოქსიციკლინით მკურნალობისას რეკომენდებულია დამატებითი არაჰორმონული კონტრაცეპტული მეთოდების გამოყენება.

პრეპარატებმა, როგორიცაა ბარბიტურატები (მაგ. ფენობარბიტალი), კარბამაზეპინი, დიფენილჰიდანტოინი, ფენიტოინი, პრიმიდონი, რიფამპიცინი შეიძლება შეამცირონ დოქსიციკლინის ეფექტი. პაციენტებში, რომლებიც იღებენ ზემოხსენებულ პრეპარატებს, ექიმმა უნდა განიხილოს დოქსიციკლინის დღიური დოზის გაზრდა.

თეოფილინს შეუძლია გაზარდოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გვერდითი ეფექტების სიხშირე. თუ თქვენ უნდა მიიღოთ თეოფილინი და დოქსიციკლინი ერთდროულად, ისინი მაქსიმალურად უნდა გააცალკევოთ.

დოქსიციკლინმა შეიძლება ხელი შეუშალოს შარდის კატექოლამინების ტესტის შედეგებს.

დოქსიციკლინი TZF საკვებთან, სასმელთან ან ალკოჰოლთან ერთად

ალკოჰოლმა შეიძლება შეამციროს დოქსიციკლინის ეფექტი.

კალციუმის შემცველი საკვები, როგორიცაა რძე და რძის პროდუქტები, კალციუმით გამდიდრებული ხილის წვენები, მიიღება დოქსიციკლინი TZF კაფსულების მიღებამდე მინიმუმ 2 საათით ადრე ან 2 საათის შემდეგ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობის დროს.

დოქსიციკლინი გამოიყოფა ადამიანის დედის რძეში. დოქსიციკლინით მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

ავტომობილის და მექანიზმების მართვა

მკურნალობის დროს შეიძლება აღინიშნოს მხედველობის გარდამავალი დარღვევები, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მართვის დროს უსაფრთხოებაზე.

დოქსიციკლინი TZF შეიცავს ლაქტოზას

ეს პრეპარატი შეიცავს 100 მგ ლაქტოზას თითო კაფსულაში. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.

დოქსიციკლინი TZF შეიცავს ნატრიუმს

სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო კაფსულაში, ანუ არსებითად "ნატრიუმისგან თავისუფალია".

  • როგორ გამოიყენება დოქსიციკლინი TZF

ყოველთვის მიიღეთ დოქსიციკლინი TZF ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა დაგინიშნათ. ექიმი დაარეგულირებს დოზას ინფექციის ტიპისა და თქვენი ზოგადი მდგომარეობის მიხედვით.

თუ დოქსიციკლინის გამოყენება კაფსულების სახით შეუძლებელია, ექიმმა შეიძლება დანიშნოს ეს ანტიბიოტიკი ტაბლეტების სახით შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად ან ინტრავენურად განკუთვნილი ფორმით.

რეკომენდებული დოზა

70 კგ-ზე ნაკლები წონის მოზრდილები და 12-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები

თერაპიის პირველ დღეს 2 კაფსულა (200 მგ დოქსიციკლინი) შეჰყავთ ერთჯერადად ან იყოფა 2 დოზად - 1 კაფსულა (100 მგ) ყოველ 12 საათში, რასაც მოჰყვება შემანარჩუნებელი დოზა 1 კაფსულა დღეში.

მძიმე ინფექციების დროს გამოიყენება 2 კაფსულა (200 მგ) დღეში მკურნალობის პერიოდში.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმეზე.

70 კგ-ზე მეტი წონის მოზრდილები

ჩვეულებრივ დოზა არის 2 კაფსულა (200 მგ დოქსიციკლინი) დღეში მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში.

დოზირების რეკომენდაციები კონკრეტული ინფექციების დროს

  • გაურთულებელი გონორეა: 1 კაფსულა (100 მგ დოქსიციკლინი) ორჯერ დღეში (ყოველ 12 საათში) მინიმუმ 7 დღის განმავლობაში. გონორეული ინფექციების მკურნალობის შედეგები უნდა დადასტურდეს საკონტროლო დათესვით მკურნალობის დასრულებიდან 3-4 დღის შემდეგ.
  • Chlamydia trachomatis ან Ureaplasma urealyticum-ით გამოწვეული სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები: 1 კაფსულა (100 მგ დოქსიციკლინი) ორჯერ დღეში (ყოველ 12 საათში) 7-დან 10 დღის განმავლობაში.
  • პირველადი და მეორადი სიფილისი (პაციენტებში ალერგიული პენიცილინის მიმართ): 2-3 კაფსულა (200 მგ-დან 300 მგ-მდე დოქსიციკლინი) დღეში გაყოფილი დოზებად, 2 კვირის განმავლობაში.
  • ლაიმ-ბორელიოზი: 1 კაფსულა (100 მგ დოქსიციკლინი) ორჯერ დღეში (ყოველ 12 საათში) 14-დან 28 დღემდე, დაავადების ადრეულ სტადიაზე: 14-დან 21 დღემდე.

დოზირება მალარიის პროფილაქტიკისთვის

დოზა შეადგენს 1 კაფსულას (100 მგ დოქსიციკლინი) დღეში. პროფილაქტიკა უნდა დაიწყოს მალარიის ზონაში გამგზავრებამდე 1-2 დღით ადრე. დოქსიციკლინის მიღება უნდა გაგრძელდეს მალარიის ზონაში ყოფნის პერიოდში და მალარიის ზონის დატოვებიდან 4 კვირის განმავლობაში.

დოზირება ხანდაზმულ პაციენტებში

დოზის კორექცია საჭირო არ არის. თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ ეს პაციენტები უფრო მგრძნობიარენი არიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გვერდითი ეფექტების მიმართ, ამიტომ მათ მკაცრად უნდა დაიცვან ინსტრუქციები, რომლებიც მოცემულია პუნქტში „მიღების წესი“.

ბავშვები 8-დან 12 წლამდე

8-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში დოქსიციკლინი მძიმე ინფექციების სამკურნალოდ შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ იმ სიტუაციებში, როდესაც სხვა პრეპარატები არ არის ხემნისაწვდომი და არსებული პრეპარატები სავარაუდოდ არ იქნება ეფექტური ან უკუნაჩვენებია.

ასეთ შემთხვევებში დოქსიციკლინის დოზებია:

45 კგ ან ნაკლები წონის ბავშვები:

საწყისი დოზა (მკურნალობის პირველი დღე): 4.4 მგ/კგ სხეულის მასაზე (ერთჯერადი დოზის სახით ან 2 გაყოფილი დოზით), ხოლო სემდეგ, მკურნალობის მეორე დღიდან, დოზა არის 2.2 მგ/კგ სხეულის მასაზე (ერთჯერადი დოზის სახით ან 2 გაყოფილი დოზა). მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმეზე.

უფრო მძიმე ინფექციების მართვისას უნდა დაინიშნოს 4,4 მგ/კგ სხეულის მასაზე მთელი მკურნალობის პერიოდში.

45 კგ-ზე მეტი სხეულის მასის ბავშვებისთვის - გამოიყენება მოზრდილებში გამოსაყენებელი დოზა.

200 მგ პირველ დღეს, შემდეგ კი 100 მგ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმეზე.

დაბადებიდან 8 წლამდე ასაკის ბავშვები

დოქსიციკლინი არ გამოიყენება 8 წლამდე ასაკის ბავშვებში კბილების გაუფერულების რისკის გამო (იხ. პუნქტები 2 და 4).

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალობის ხანგრძლივობას ყოველთვის ექიმი განსაზღვრავს. ანტიბიოტიკოთერაპია უნდა გაგრძელდეს 24-48 საათის განმავლობაში სიმპტომების მოხსნის შემდეგ.

A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკური ინფექციების დროს გამოყენებისას კაფსულები მიიღება მინიმუმ 10 დღის განმავლობაში.

მიღების მეთოდი

კაფსულები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად ჭიქა წყალთან ერთად.

კაფსულები მიიღება ჯდომისას ან დგომისას დაძინებამდე მინიმუმ 30 წუთით ადრე, ყელის ან ნაწლავების გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად (მნიშვნელოვანია, რომ პაციენტი კაფსულის მიღებისთანავე არ დაწვეს).

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუდმივი გვერდითი ეფექტების მქონე პაციენტებში ექიმმა შეიძლება გირჩიოთ პრეპარატის მიღება საკვებთან ერთად.

საკვების ერთდროული მიღება ამცირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გვერდითი ეფექტების სიხშირეს და არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას დოქსიციკლინის შეწოვაზე.

თუ იღებთ საჭიროზე მეტ დოქსიციკლინი TZF-ს

დოქსიციკლინის დოზის გადაჭარბების სიმპტომებია: ცხელება, სახის სიწითლე, თავბრუსხვევა, ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს კოლაფსი. ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. შეიძლება ღებინების გამოწვევა გონებაზე მყოფ პაციენტებში, ან შეიძლება ანტაციდების ან კალციუმის და მაგნიუმის მარილების მიღება.

თუ იღებთ იმაზე მეტ პრეპარატს, ვიდრე საჭიროა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ დაგავიწყდათ დოქსიციკლინი TZF-ის მიღება

თუ პრეპარატის დოზა არ გამოიყენება დადგენილ კონკრეტულ დროს, პრეპარატი უნდა მიიღოთ რაც შეიძლება მალე, თუ შემდგომი დოზის მიღებამდე საკმარისად დიდი დროა, ან უნდა გაგრძელდეს პრეპარატის რეგულარული მიღება.

არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა პრეპარატმა, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

თუ განვითარდა ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე გვერდითი მოვლენა, შეწყვიტეთ ამ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას.

იშვიათი სერიოზული გვერდითი მოვლენები (ვითარდება 10000-დან 1-10 პაციენტში):

ქალასშიდა წნევის მომატება, რომელიც გამოიხატება თავის ტკივილით, მხედველობის დარღვევით (სკოტომები, გაორმაგებული მხედველობა).

სერიოზული გვერდითი ეფექტები მოხსენებული სიხშირით უცნობი (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით):

ალერგიული რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი, უეცარი ქოშინი და გულმკერდის შებოჭილობა, ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება, კანის მძიმე გამონაყარი, რომელიც შეიძლება ასოცირებული იყოს პირის ღრუს, თვალების, სასქესო ორგანოების და კანის ეროზიასთან, დიდი ბუშტუკები, ეპიდერმისის დიდი მონაკვეთების აქერცვლა, სისუსტე, ცხელება და სახსრების ტკივილი; გახშირებული გულისცემა, ანაფილაქსიური შოკი, რომელიც გამოიხატება დაბნეულობით, კანის სიფერმკრთალით, არტერიული წნევის დაქვეითებით, ოფლიანობა, შარდის მცირე რაოდენობის გამოყოფა, სუნთქვის გახშირება, დაღლილობა და სისუსტე.

კანის სენსიბილიზაცია ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ (მზე, სოლარიუმი).

მძიმე დიარეა, რომელიც გრძელდება დიდი ხნის განმავლობაში ან დიარეა სისხლით, მუცლის ტკივილი ან ცხელება. ეს შეიძლება იყოს წვრილი ან მსხვილი ნაწლავის სერიოზული ანთების ნიშანი (ე.წ. ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტი). ეს სიმპტომები შეიძლება განვითარდეს ანტიბიოტიკების მიღებისას, მკურნალობის დასრულებიდან 2-3 თვის შემდეგაც კი.

დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ განვითარდა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა:

პანკრეასის ანთება (იშვიათად აღინიშნება);

ჰეპატიტი, სიყვითლე (აღინიშნება უცნობი სიხშირით);

ანემია სისხლის წითელი უჯრედების დაშლის გამო, გარკვეული ტიპის სისხლის თეთრი ან წითელი უჯრედების და თრომბოციტების რაოდენობის გაზრდა ან შემცირება, რაც შეიძლება გამოვლინდეს დაღლილობის, სისხლდენის, სისხლჩაქცევების და ინფექციებისადმი მგრძნობელობის გაზრდით (სიხშირე უცნობია);

იარიშ-ჰერქსჰაიმერის რეაქცია, რომელიც იწვევს ცხელებას, შემცივნებას, თავის ტკივილს, მიალგიას და კანზე გამონაყარს, რომელიც ჩვეულებრივ თავისთავად გადის. ეს შეიძლება მოხდეს დოქსიციკლინის მიღების დაწყებიდან მალევე სპიროქეტებით გამოწვეული ინფექციის სამკურნალოდ, მაგ. ლაიმის დაავადება (სიხშირე უცნობია);

სინათლის გამო ფრჩხილების მოცილება ფრჩხილის ნუნიდან (სიხშირე უცნობია).

სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს მკურნალობის დროს

იშვიათი გვერდითი მოვლენები (ვითარდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

ჰემის სინთეზის დარღვევები (პორფირია);

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (ვითარდება 10000-დან 1-10 პაციენტში):

ჩვილებში ყიფლიბანდის ამობურცვა და კეთილთვისებიანი ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია ბავშვებში და მოზრდილებში დაფიქსირდა თერაპიული დოზების მიღების შემდეგ. ჰიპერტენზიის სიმპტომებია მხედველობის დაბინდვა (სკოტომა, დიპლოპია). დაფიქსირდა მხედველობის მუდმივი დაკარგვა.

გვერდითი მოვლენები უცნობი სიხშირით (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით):

სასქესო ორგანოსა და ანალური მიდამოს ანთება, პირის ღრუს მუკოზიტი და გლოსიტი, ვაგინიტი;

გახანგრძლივებული მიღებისას, ტეტრაციკლინებმა შეიძლება გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის ყავისფერი-შავი შეფერილობა, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე რაიმე ზემოქმედების გარეშე;

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სახის უეცარი გაწითლება;

ტინიტუსი;

ანორექსია, გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი, ენის ანთება, ყლაპვის გაძნელება, ეზოფაგიტი და საყლაპავის წყლული, ნაწლავის ანთება, ანალური მიდამოს ანთებითი დაზიანებები. ეს მოვლენები ჩვეულებრივ მსუბუქია და ქრება პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ.

კბილების გაუფერულება და/ან კბილების ზრდის ნაკლებობა (იხ. პუნქტი 2).

ღვიძლის ფერმენტების დროებითი მსუბუქი მატება; ღვიძლის დისფუნქცია;

სახსრებისა და კუნთების ტკივილები, კბილების განვითარების დარღვევა, მინანქრის გაუფერულება;

სისხლში შარდოვანას დონის მომატება;

შეუძლოდ ყოფნა.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტების შესახებ შეიძლება პირდაპირ ეცნობოს სამკურნალო საშუალებების, სამედიცინო ხელსაწყოებისა და ბიოციდური პროდუქტების რეგისტრაციის ოფისის ფარმაკოზედამხედველობის დეპარტამენტს

იერუსალიმის ხეივანი 181 С, 02-222 ვარშავა

ტელეფონი: + 48 22 49 21 301, ფაქსი: + 48 22 49 21 309

ვებ-გვერდი: https://smz.ezdrowie.gov.pl

არასასურველი რეაქციები შეიძლება ასევე ეცნობოს სავაჭრო ნებართვის მფლობელს.

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

  • როგორ ინახება დოქსიციკლინი TZF

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

ინახება 250C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილას.

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს დოქსიციკლინი TZF

პრეპარატის აქტიური ნივთიერება არის დოქსიციკლინი ჰიკლატის სახით.

თითოეული მყარი კაფსულა შეიცავს 100 მგ დოქსიციკლინს.

დამხმარე ნივთიერებები: ალგინის მჟავა, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი (100 მგ); კაფსულის გარსი: ინდიგოს საღებავი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ოქსიდი ყვითელი, ჟელატინი

დოქსიციკლინი TZF-ის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

10 მუქი მწვანე კაფსულა მუყაოს კოლოფში.

სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი

Tarchomińskie Zakłady Farmaceutyczne “Polfa” Spółka Akcyjna

ul. A. Fleminga 2

03-176 ვარშავა

ტელეფონის ნომერი: 22-811-18-14

ამ მედიკამენტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სავაჭრო ნებართვის მფლობელს.

ინსტრუქცია ბოლოს შესწორდა: 2023 წლის ოქტომბერი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა