დიფ ჰიტი
DEEP HEAT
- მოქმედი ნივთიერება
- terpentine oil + methyl salicylate + eucalyptus oil + racemic menthol
- ფორმა და შეფუთვა
- (12,80გ + 5,91გ + 1,97გ + 1,47გ)/100გ 67გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1
- მწარმოებელი
- The Mentholatum Company Limited, დიდი ბრიტანეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- სახსრებისა და კუნთების ტკივილის სამკურნალო ადგილობრივი გამოყენების საშუალებები, სახსრებისა და კუნთების ტკივილის სამკურნალო ადგილობრივი გამოყენების სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- M02AX
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046246
- რეგისტრირებულია
- 8 სექტემბერი 2026, მოქმედებს 8 სექტემბერი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- The Mentholatum Company Limited (დიდი ბრიტანეთი)
- განმცხადებელი
- „Delta Medical Promotions AG“-ს (შვეიცარია) წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
დიფ ჰიტი — ინსტრუქცია ქართულად
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია 6.1. მონაკვეთში.
მომატებული მგრძნობელობა ასპირინის, იბუპროფენის, სხვა არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატების (ორალურად გამოყენებულის ჩათვლით) მიმართ, განსაკუთრებით ანამნეზში ასთმის არსებობის შემთხვევაში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მიუხედავად იმისა, რომ არ ჩატარებულა ადეკვატურად კონტროლირებული კვლევები, ადგილობრივი სალიცილატების ჭარბმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს კუმარინული ანტიკოაგულანტების და ანტითრომბოციტური მედიკამენტების ეფექტი. აქედან გამომდინარე, სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომლებიც იღებენ კუმარინულ ანტიკოაგულანტებს ან ანტითრომბოციტურ მედიკამენტებს ასპირინის ჩათვლით.
ორსულობა და ძუძუთი კვება
განსაკუთრებულია სიფრთხილეა საჭირო პრეპარატის გამოყენებისას ბრონქული ასთმით დაავადებულ პაციენტებში, რადგან სალიცილატებმა შეიძლება გამოიწვიოს ბრონქოსპაზმი (იხ. პარაგრაფი 4.3)
ურთიერთქმედებისას სალიცილატები შეიძლება ზრდიდეს ანტიკოაგულანტების და ანტითრომბოციტური მედიკამენტების ეფექტს (იხ. პარაგრაფი 4.5)
არ გამოიყენოთ თუ ალერგიული ხართ რომელიმე ინგრედიენტის ან ტკივილგამაყუჩებლების მიმართ, როგორიცაა ასპირინი, იბუპროფენი და სხვა აასს.
თუ ორსულად ხართ, ბავშვს ძუძუთი კვებავთ, გაქვთ ასთმა ან იღებთ რომელიმე დანიშნულ მედიკამენტს, გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის და მხოლოდ დაუზიანებელ კანზე. მოერიდეთ თვალებთან და კანის მგრძნობიარე ადგილებთან კონტაქტს. პირველად ყოველთვის მოსინჯეთ კანის პატარა უბანზე. ზოგ ადამიანს შეიძლება აღენიშნებოდეს დისკომფორტი განსაკუთრებით მგრძნობიარე კანის შემთხვევაში ან ცხელ ამინდში ან აბაზანის შემდეგ გამოყენებისას. არ გამოიყენება ოკლუზიური ნახვევების ქვეშ. გამოყენებისთანავე დაიბანეთ ხელები.
ჭარბი გაღიზიანების ან სხვა არასასურველი ეფექტის შემთხვევაში გამოყენება შეწყვიტეთ. სიმპტომების პერსისტირებისას მიმართეთ ექიმს.
პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ 5 წლამდე ასაკის ბავშვებში. ყველა მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
აუცილებელია პაციენტების ინფორმირება მძიმე დამწვრობების რისკის შესახებ სიგარეტის მოწევის ან ცეცხლის ალთან მიახლოების შემთხვევაში, რომ არ მოწიოს სიგარეტი და შიშველი კანით არ მიუახლოვდეს ცეცხლის ალს. ქსოვილი (ტანსაცმელი, ლოგინის თეთრეული და სახვევები და ა.შ.) რომელიც კონტაქტში იყო პროდუქტთან, უფრო ადვილად აალდება და წარმოადგენს ცეცხლსაშიშს. ტანსაცმლის და თეთრეულის გარეცხვა ხელს უშლის პროდუქტის ქსოვილზე დაგროვებას, მაგრამ მთლიანად არ აშორებს მას.
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია კანის დამწვრობის, ბლისტერების და კანის ადგილობრივი რეაქციების განვითარება, როგორიცაა სიწითლე, წვის შეგრძნება და გამონაყარი, კონტაქტური დერმატიტი.
საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება
სამკურნალო პროდუქტის რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება, სამკურნალო პროდუქტის სარგებლის/რისკის მუდმივი მონიტორინგის მიზნით. ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებს საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინებას სთხოვენ ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის სამეურნეო საქმიანობის უფლების მქონე რესპუბლიკურ სახელმწიფო საწარმოს - "მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების ექსპერტიზის ეროვნული ცენტრს" : http://www.ndda.kz
ჭარბი დოზა
რეკომენდაციის მიხედვით გამოყენებისას დოზის გადაჭარბება ნაკლებსავარაუდოა. კანის დიდ ფართობზე გამოყენებისას ან შემთხვევით ორალურად მიღებისას პროდუქტმა შეიძლება გამოიწვიოს სისტემური გვერდითი ეფექტები შეწოვილი რაოდენობის მიხედვით.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, საჭიროა დამხმარე და სიმპტომური მკურნალობის ჩატარება.
ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
ფარმაკოდინამიური მახასიათებლები
ფარმაკოლოგიური თვისებები
ძვალ-კუნთოვანი სისტემა. პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისთვის სახსრებისა და კუნთების ტკივილისას. სხვა პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისთვის სახსრებისა და კუნთების ტკივილისას.
ათქ კოდი: М02АХ.
მეთილსალიცილატი არის ასპირინის მსგავსი სამკურნალო პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ტკივილის შემსუბუქებისთვის.
ტერპენტინის და ევკალიპტის ზეთი მოქმედებს როგორც გამაღიზიანებლები.
ადგილობრივი გამოყენებისას მენთოლი უზრუნველყოფს ანალგეზიას.
ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები
პრეპარატი განკუთვნილია ადგილობრივი გამოყენებისთვის. პრეპარატის აბსორბციის კვლევები არ ჩატარებულა. აქტიური ინგრედიენტების შესახებ არსებული გამოქვეყნებული ლიტერატურის მონაცემები შეიძლება შეჯამდეს შემდეგნაირად:
მეთილსალიცილატი სწრაფად შეიწოვება ადგილობრივი გამოყენების პრეპარატებიდან, აბსორბცია უფრო ადვილად ხდება გათბობისას, ფიზიკური დატვირთვით, ოკლუზიური ნახვევით და კანის ზედაპირის დაზიანების შემთხვევაში. სალიცილის მჟავამდე ქსოვილებში სწრაფი ადგილობრივი ჰიდროლიზი იწვევს პლაზმაში მეთილსალიცილატის დაბალ სისტემურ კონცენტრაციას ადგილობრივი გამოყენების შემდეგ. აქედან გამომდინარე, მეთილსალიცილატის ადგილობრივი გამოყენებისას მოსალოდნელია მხოლოდ ლოკალური ეფექტები. სისტემური სალიცილის მჟავა ინტენსიურად უკავშირდება პლაზმის ცილებს არააქტიური ფორმით. თავისუფალი აქტიური ფორმა მეტაბოლიზდება ან გამოიყოფა შარდით.
მენთოლის ადგილობრივი გამოყენების შესახებ ფარმაკოკინეტიკური მონაცემები შეზღუდულია. მენთოლი კანიდან შეიწოვება სისხლის პლაზმაში შედარებით დაბალი სისტემური კონცენტრაციით. ამიტომ ადგილობრივად გამოყენებისას მენთოლის ეფექტები უპირატესად ლოკალური ხასიათისაა.
ადგილობრივად გამოყენებული მენთოლი შეიძლება ნაწილობრივ მეტაბოლიზდეს კანში, მაგრამ ძირითადად ის მეტაბოლიზდება ღვიძლში, რომელიც ცხიმში ხსნად მენთოლს გარდაქმნის წყალში ხსნად ოთხ მეტაბოლიტად, რომლებიც გამოიყოფა შარდით.
ნაკლებად არის ცნობილი ევკალიპტის და ტერპენტინის ზეთების ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლების შესახებ ადგილობრივი გამოყენების შემდეგ.
კლინიკამდელი უსაფრთხოების მონაცემები
ამ პრეპარატის ტოქსიკოლოგიური კვლევები არ ჩატარებულა. თუმცა, ყველა აქტიური ინგრედიენტი აღწერილია ბრიტანულ და ევროპულ ფარმაკოპეაში, მარტინდალში, ფარმაკოპეის დამატებით გამოცემაში.
ფარმაცევტული მახასიათებლები
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
ნატრიუმის ცეტოსტეარილ სულფატი
ცეტოსტეარილის სპირტი
პროპილენგლიკოლი
ლანოლინი
თხევადი პარაფინი
გამოხდილი წყალი
შეუთავსებლობა
არ არის მონაცემები
ვარგისობის ვადა
3 წელი
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება
სამკურნალო პროდუქტის დასახელება
დიპ ჰიტი, კრემი 15გ 67გ
თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
ზოგადი აღწერა
მეთილსალიცილატი
რაცემიული მენთოლი
ევკალიპტის ზეთი
ტერპენტინი ზეთი
თვისობრივი და რაოდენობრივია შემადგენლობა
1გ. კრემი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: მეთილსალიცილატი 12.80მგ
რაცემიული მენთოლი 5.91მგ
რაცემენთოლი
ევკალიპტის ზეთი 1.97მგ
ტერპენტინის ზეთი 1.47მგ
დამხმარე ნივთიერებები, რომელთა არსებობა გასათვალისწინებელია სამკურნალო პრეპარატის შემადგენლობაში: ცეტოსტეარილის სპირტი, პროპილენგლიკოლო, ლანოლინი.
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხ. პარაგრაფში 6.1
ფარმაცევტული ფორმა
კრემი
თეთრი ფერის კრემი მენთოლის და მეთილსალიცილატის სუნით.
კლინიკური მახასიათებლები
მიღების ჩვენება
სიმპტომური მკურნალობისთვის შემდეგ შემთხვევებში:
კუნთების ტკივილი და დაჭიმულობა, ზურგის ტკივილის ჩათვლით; იშიაზი, ლუმბაგო, ფიბროზიტი; რევმატული ტკივილები,ტრამვები, მყესების დაჭიმულობები და მოყინვები, მათ შორის გამოწვეული მცირე სპორტული დაზიანებებით.
დოზირების რეჟიმი და გამოყენების მეთოდი
დოზირების რეჟიმი
მოზრდილების და 5 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის
ადგილობრივი გამოყენებისთვის,
გამოყენების ინსტრუქცია: წაისვით კრემის თხელი ფენა მტკივნეულ ადგილზე ნაზი მასაჟის მოძრაობით, დღე-ღამეში 2-3ჯერ.
გამოყენება შესაძლებელია ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგ.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია 6.1. მონაკვეთში.
მომატებული მგრძნობელობა ასპირინის, იბუპროფენის, სხვა არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატების (ორალურად გამოყენებულის ჩათვლით) მიმართ, განსაკუთრებით ანამნეზში ასთმის არსებობის შემთხვევაში.
განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას
ორსულობა და ძუძუთი კვება - მოერიდეთ გამოყენებას თუ უკიდურესად აუცილებელი არ არის (იხ. პარაგრაფი 4.6)
განსაკუთრებულია სიფრთხილეა საჭირო პრეპარატის გამოყენებისას ბრონქული ასთმით დაავადებულ პაციენტებში, რადგან სალიცილატებმა შეიძლება გამოიწვიოს ბრონქოსპაზმი (იხ. პარაგრაფი 4.3)
ურთიერთქმედებისას სალიცილატები შეიძლება ზრდიდეს ანტიკოაგულანტების და ანტითრომბოციტური მედიკამენტების ეფექტს (იხ. პარაგრაფი 4.5)
არ გამოიყენოთ თუ ალერგიული ხართ რომელიმე ინგრედიენტის ან ტკივილგამაყუჩებლების მიმართ, როგორიცაა ასპირინი, იბუპროფენი და სხვა აასს.
თუ ორსულად ხართ, ბავშვს ძუძუთი კვებავთ, გაქვთ ასთმა ან იღებთ რომელიმე დანიშნულ მედიკამენტს, გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის და მხოლოდ დაუზიანებელ კანზე. მოერიდეთ თვალებთან და კანის მგრძნობიარე ადგილებთან კონტაქტს. პირველად ყოველთვის მოსინჯეთ კანის პატარა უბანზე. ზოგ ადამიანს შეიძლება აღენიშნებოდეს დისკომფორტი განსაკუთრებით მგრძნობიარე კანის შემთხვევაში ან ცხელ ამინდში ან აბაზანის შემდეგ გამოყენებისას. არ გამოიყენება ოკლუზიური ნახვევების ქვეშ. გამოყენებისთანავე დაიბანეთ ხელები.
ჭარბი გაღიზიანების ან სხვა არასასურველი ეფექტის შემთხვევაში გამოყენება შეწყვიტეთ. სიმპტომების პერსისტირებისას მიმართეთ ექიმს.
პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ 5 წლამდე ასაკის ბავშვებში. ყველა მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
აუცილებელია პაციენტების ინფორმირება მძიმე დამწვრობების რისკის შესახებ სიგარეტის მოწევის ან ცეცხლის ალთან მიახლოების შემთხვევაში, რომ არ მოწიოს სიგარეტი და შიშველი კანით არ მიუახლოვდეს ცეცხლის ალს. ქსოვილი (ტანსაცმელი, ლოგინის თეთრეული და სახვევები და ა.შ.) რომელიც კონტაქტში იყო პროდუქტთან, უფრო ადვილად აალდება და წარმოადგენს ცეცხლსაშიშს. ტანსაცმლის და თეთრეულის გარეცხვა ხელს უშლის პროდუქტის ქსოვილზე დაგროვებას, მაგრამ მთლიანად არ აშორებს მას.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
მიუხედავად იმისა, რომ არ ჩატარებულა ადეკვატურად კონტროლირებული კვლევები, ადგილობრივი სალიცილატების ჭარბმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს კუმარინული ანტიკოაგულანტების და ანტითრომბოციტური მედიკამენტების ეფექტი. აქედან გამომდინარე, სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომლებიც იღებენ კუმარინულ ანტიკოაგულანტებს ან ანტითრომბოციტურ მედიკამენტებს ასპირინის ჩათვლით.
ფერტილურობა, ორსულობა და ლაქტაცია
არ არსებობს საკმარისი მონაცემები ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს ამ პროდუქტის გამოყენების შესახებ, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა კონკრეტული რეკომენდაციების გაცემა. სალიცილატები არის ასპირინის მსგავსი ნივთიერებები, აქედან გამომდინარე რეკომენდებულია ისეთივე სიფრთხილის ზომები, როგორიც ასპირინის დროს. როგორც ყველა სამკურნალო პროდუქტის შემთხვევაში, ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს გამოყენებას უნდა მოერიდონ აუცილებელი შემთხვევების გარდა.
ეფექტი ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე
უცნობია
არასასურველი ეფექტები
შესაძლებელია კანის დამწვრობის, ბლისტერების და კანის ადგილობრივი რეაქციების განვითარება, როგორიცაა სიწითლე, წვის შეგრძნება და გამონაყარი, კონტაქტური დერმატიტი.
საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება
სამკურნალო პროდუქტის რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება, სამკურნალო პროდუქტის სარგებლის/რისკის მუდმივი მონიტორინგის მიზნით. ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებს საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინებას სთხოვენ ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის სამეურნეო საქმიანობის უფლების მქონე რესპუბლიკურ სახელმწიფო საწარმოს - "მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების ექსპერტიზის ეროვნული ცენტრს" : http://www.ndda.kz
დოზის გადაჭარბება
რეკომენდაციის მიხედვით გამოყენებისას დოზის გადაჭარბება ნაკლებსავარაუდოა. კანის დიდ ფართობზე გამოყენებისას ან შემთხვევით ორალურად მიღებისას პროდუქტმა შეიძლება გამოიწვიოს სისტემური გვერდითი ეფექტები შეწოვილი რაოდენობის მიხედვით.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, საჭიროა დამხმარე და სიმპტომური მკურნალობის ჩატარება.
ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
ფარმაკოდინამიური მახასიათებლები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ძვალ-კუნთოვანი სისტემა. პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისთვის სახსრებისა და კუნთების ტკივილისას. სხვა პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისთვის სახსრებისა და კუნთების ტკივილისას.
ათქ კოდი: М02АХ.
მეთილსალიცილატი არის ასპირინის მსგავსი სამკურნალო პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ტკივილის შემსუბუქებისთვის.
ტერპენტინის და ევკალიპტის ზეთი მოქმედებს როგორც გამაღიზიანებლები.
ადგილობრივი გამოყენებისას მენთოლი უზრუნველყოფს ანალგეზიას.
ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები
პრეპარატი განკუთვნილია ადგილობრივი გამოყენებისთვის. პრეპარატის აბსორბციის კვლევები არ ჩატარებულა. აქტიური ინგრედიენტების შესახებ არსებული გამოქვეყნებული ლიტერატურის მონაცემები შეიძლება შეჯამდეს შემდეგნაირად:
მეთილსალიცილატი სწრაფად შეიწოვება ადგილობრივი გამოყენების პრეპარატებიდან, აბსორბცია უფრო ადვილად ხდება გათბობისას, ფიზიკური დატვირთვით, ოკლუზიური ნახვევით და კანის ზედაპირის დაზიანების შემთხვევაში. სალიცილის მჟავამდე ქსოვილებში სწრაფი ადგილობრივი ჰიდროლიზი იწვევს პლაზმაში მეთილსალიცილატის დაბალ სისტემურ კონცენტრაციას ადგილობრივი გამოყენების შემდეგ. აქედან გამომდინარე, მეთილსალიცილატის ადგილობრივი გამოყენებისას მოსალოდნელია მხოლოდ ლოკალური ეფექტები. სისტემური სალიცილის მჟავა ინტენსიურად უკავშირდება პლაზმის ცილებს არააქტიური ფორმით. თავისუფალი აქტიური ფორმა მეტაბოლიზდება ან გამოიყოფა შარდით.
მენთოლის ადგილობრივი გამოყენების შესახებ ფარმაკოკინეტიკური მონაცემები შეზღუდულია. მენთოლი კანიდან შეიწოვება სისხლის პლაზმაში შედარებით დაბალი სისტემური კონცენტრაციით. ამიტომ ადგილობრივად გამოყენებისას მენთოლის ეფექტები უპირატესად ლოკალური ხასიათისაა.
ადგილობრივად გამოყენებული მენთოლი შეიძლება ნაწილობრივ მეტაბოლიზდეს კანში, მაგრამ ძირითადად ის მეტაბოლიზდება ღვიძლში, რომელიც ცხიმში ხსნად მენთოლს გარდაქმნის წყალში ხსნად ოთხ მეტაბოლიტად, რომლებიც გამოიყოფა შარდით.
ნაკლებად არის ცნობილი ევკალიპტის და ტერპენტინის ზეთების ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლების შესახებ ადგილობრივი გამოყენების შემდეგ.
კლინიკამდელი უსაფრთხოების მონაცემები
ამ პრეპარატის ტოქსიკოლოგიური კვლევები არ ჩატარებულა. თუმცა, ყველა აქტიური ინგრედიენტი აღწერილია ბრიტანულ და ევროპულ ფარმაკოპეაში, მარტინდალში, ფარმაკოპეის დამატებით გამოცემაში.
ფარმაცევტული მახასიათებლები
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
ნატრიუმის ცეტოსტეარილ სულფატი
ცეტოსტეარილის სპირტი
პროპილენგლიკოლი
ლანოლინი
თხევადი პარაფინი
გამოხდილი წყალი
შეუთავსებლობა
არ არის მონაცემები
ვარგისობის ვადა
3 წელი
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისათვის
შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე!
კონტეინერის აღწერა და შემადგენლობა
ალუმინის ტუბში 15გ ან 67გ პრეპარატი, მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის თავსახურით.
1 ტუბი, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად სახელმწიფო და რუსულ ენებზე,, მოთავსებული მუყაოს კოლოფში.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები გამოყენებული სამკურნალო პროდუქტის ან ნარჩენების განადგურებისათვის, რომელიც მიღებულია სამკურნალო პროდუქტის გამოყენების ან მასთან მუშაობის შემდეგ
არ არსებობს
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
მენთოლატუმ კომპანი ლიმიტედ
1 რედვუდ ავენიუ, პილ პარკ კამპუსი, ისტ კილბრაიდი G74 5PE, დიდი ბრიტანეთი
ტელ: 01355 848484
ელ-ფოსტა: [email protected]
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის წარმომადგენელი
სს "დელტა მედიკალ პრომოუშენზ AG"-ის წარმომადგენლობა (შვეიცარია),
050010, ქ. ალმათი, მედეუს რაიონი, კაზიბეკ ბი 20ა, ოფისი 308,
ტელ/ფაქსი +7 (771) 504 54 13,
ელ-ფოსტა: [email protected]
სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი:
РК-ЛС-5№000810
პირველი რეგისტრაციის თარიღი (რეგისტრაციის დადასტურების, ხელახალი რეგისტრაციის)
პირველი რეგისტრაციის თარიღი: 25.02.2016
რეგისტრაციის უკანასკნელი დამტკიცების (ხელახალი რეგისტრაციის) თარიღი: 26.08.2021
ტექსტის რევიზიის თარიღი
სამკურნალო პრეპარატის ზოგადი დახასიათება ხელმისაწვდომია ოფიციალურ საიტზე: http://www.ndda.kz
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.


