პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
დიურეზული საშუალებები

დიურეზინი SR

Diuresin® SR

რეცეპტით1,5მგინსტრუქცია ქართულადპოლონეთი
რისთვის გამოიყენება

დიურეზინი SR არის შარდმდენი საშუალება. ინდაპამიდი არის სულფონამიდების არათიაზიდური წარმოებული, თიაზიდური პრეპარატების მსგავსი ფარმაკოლოგიური თვისებებით. ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს იწვევს ინდაპამიდის სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე პირდაპირი გამაფართოებელი ეფექტი, რაც ამცირებს პერიფერიულ წინააღმდეგობას. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ინდაპამიდი (indapamide)
ფორმა და შეფუთვა
1,5მგ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
მწარმოებელი
Polfarmex S.A., პოლონეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
დიურეზული საშუალებები, სულფონამიდები
ATC კოდი
C03BA11
რეგისტრაციის ნომერი
რ-042683
რეგისტრირებულია
28 იანვარი 2025, მოქმედებს 28 იანვარი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებადიურეზინი SR და სხვა წამალი ერთად

დიურეზინი SR — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

დიურეზინი SR არის შარდმდენი საშუალება. ინდაპამიდი არის სულფონამიდების არათიაზიდური წარმოებული, თიაზიდური პრეპარატების მსგავსი ფარმაკოლოგიური თვისებებით.

ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს იწვევს ინდაპამიდის სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე პირდაპირი გამაფართოებელი ეფექტი, რაც ამცირებს პერიფერიულ წინააღმდეგობას.

პრეპარატი უარყოფითად არ მოქმედებს ლიპიდების და ნახშირწყლების მეტაბოლიზმზე, ასევე დიაბეტის მქონე პაციენტებში. ამცირებს ჰიპერტენზიით გამოწვეულ მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიას. ინდაპამიდი სწრაფად და სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ბიოლოგიური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 18 საათს. პრეპარატი გამოიყოფა შარდით (დაახლოებით 70%) და განავლით (დაახლოებით 20%) არააქტიური მეტაბოლიტების სახით. დოზის დაახლოებით 5% გამოიყოფა უცვლელი სახით.

დიურეზინი SR® ნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

  • ესენციური ჰიპერტენზიის დროს, მონოთერაპიის სახით ან სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან კომბინაციაში.
  • მნიშვნელოვანი ინფორმაცია დიურეზინი® SR გამოყენებამდე

რა შემთხვევაში არ გამოიყენება დიურეზინი® SR:

  • თუ ბოლო პერიოდში გქონდათ იშემიური ინსულტი;
  • თუ ხართ ალერგიული აქტიური ნივთიერების (ინდაპამიდი), სულფონამიდების ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში);
  • თუ გაქვთ თირკმლის მძიმე უკმარისობა (გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე (GFR) <10 მლ/წთ);
  • თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე უკმარისობა წყლისა და ელექტროლიტების ბალანსის დარღვევით (პრეკომა და ღვიძლისმიერი კომა);
  • თუ გაქვთ ჰიპოკალიემია.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის გამოიყენეთ აღნიშნული წამალი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა დაგინიშნათ. თუ ეჭვი გეპარებათ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატის დოზას ყოველთვის განსაზღვრავს ექიმი.

ინდაპამიდის რეკომენდებული საწყისი ერთჯერადი დღიური დოზაა 1,5 მგ, რაც უდრის 1 ცალ 1,5 მგ-იან პროლონგირებული მოქმედების აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის მიღებას.

რეკომენდებულზე მეტი დიურეზინი® SR-ის მიღება

თუ მიიღებთ რეკომენდებულზე მეტ დოზას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ინდაპამიდის დოზის გადაჭარბების შემდეგ დიურეზული ეფექტის გაზრდის გამო ვლინდება შემდეგი სიმპტომები: არტერიული წნევის გადაჭარბებული დაქვეითება; წყლისა და ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა; სისხლში კალიუმის დონის შემცირება; სისხლში შარდმჟავას დონის მატება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პოდაგრის მწვავე შეტევა.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, რაც შეიძლება მალე უნდა აცნობოთ ექიმს, რომელიც დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას. არ არსებობს ცნობილი სპეციფიკური ანტიდოტი. მკურნალობის პროცედურა დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე. მალე დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, ღებინება ან კუჭის ამორეცხვა შეიძლება ეფექტური იყოს არააბსორბირებული პრეპარატის ორგანიზმიდან მოსაშორებლად.

თუ დაგავიწყდათ დიურეზინი® SR-ის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ შეწყვეტთ დიურეზინი® SR-ის მიღებას

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სიფრთხილის ზომები

დიურეზინი® SR-ის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მხედველობის დაქვეითების ან თვალის ტკივილის განვითარება. ეს შეიძლება იყოს თვალის ირგვლის არსებულ სისხლძარღვოვან გარსში სითხის დაგროვების ნიშნები (უვეოსკლერული სითხე) ან გაზრდილი წნევა თვალის შიგნით შეიძლება გამოვლინდეს დიურეზინი® SR-ის მიღებიდან რამდენიმე საათიდან ერთ კვირამდე. თუ მკურნალობა არ შეწყდება შესაძლებელია გამოიწვიოს მხედველობის მუდმივი დაკარგვა. თუ თქვენ გაქვთ სულფონამიდების ან პენიცილინის მიმართ ალერგია ანამნეზში, თქვენი რისკი შეიძლება გაიზარდოს.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო დიურეზინი® SR-ის გამოყენებისას დიგოქსინის, ლითიუმის, ასტემიზოლის, ტერფენადინის, ერითრომიცინის (ინტრავენურად შესაყვანი) ერთდროული გამოყენებისას პაციენტებში წყლისა და ელექტროლიტების ბალანსის დარღვევით (ჰიპოკალიემია - სისხლში კალიუმის დაბალი დონე, ჰიპონატრიემია - ნატრიუმის დონის დაქვეითება სისხლში, ჰიპერკალციემია - სისხლში კალციუმის დონის მომატება), პოდაგრა (ასევე წარსულში), ჰიპერურიკემია (შარდმჟავას კონცენტრაციის მომატება სისხლში), ღვიძლის და/ან თირკმელების მხრივ პრობლემები.

თუ მკურნალობის დროს თირკმლის უკმარისობა გაუარესდება ან ღვიძლის უკმარისობის გამო განვითარდა ცნობიერების დარღვევა, დიურეზინი® SR-ის გამოყენება უნდა შეწყდეს და მიმართოს ექიმს.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, როდესაც ინდაპამიდი გამოიყენება ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (ACE) ინჰიბიტორებთან ერთად. განსაკუთრებით აგფ ინჰიბიტორების და ინდაპამიდის ერთდროული გამოყენების პირველი კვირის განმავლობაში, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი (კრეატინინის კონცენტრაციის განსაზღვრა).

სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული სისტემური წითელი მგლურას (SLE) მქონე პაციენტებში, რადგან ინდაპამიდმა შეიძლება გააუარესოს სიმპტომები ან გამოიწვიოს დაავადების რეციდივი.

პრეპარატის გამოყენებისას რეკომენდებულია არტერიული წნევის და პლაზმაში კალიუმის დონის პერიოდული მონიტორინგი, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად მკურნალობენ საგულე გლიკოზიდებით ან სისტემური მოქმედების სტეროიდებით და პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით. ამ პაციენტებში რეკომენდებულია დიეტა კალიუმით მდიდარი პროდუქტებით ან კალიუმის შემცველი პროდუქტების გამოყენება (მაშინაც კი, თუ კალიუმის კონცენტრაცია ნორმალურია).

ბავშვები

დიურეზინი® SR არ ინიშნება ბავშვებში.

დიურეზინი® SR და სხვა მედიკამენტები

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

დიურეზულმა საშუალებებმა შეიძლება გაზარდონ ლითიუმის კონცენტრაცია პლაზმაში და გაზარდონ ლითიუმის ჭარბი დოზის გამოვლინების რისკი.

წამლები, რომლებიც იწვევენ QT ინტერვალის გახანგრძლივებას (ასტემიზოლი, ბეპრიდილი, ერითრომიცინი (ინტრავენურად), ჰალოფანტრინი, პენტამიდინი, სულტოპრიდი, ტერფენადინი, ვინკამინი): ინდაპამიდი ზრდის გულის არითმიის განვითარების რისკს.

კალციუმის მარილები: თიაზიდები და თიაზიდის მსგავსი პრეპარატები ანელებენ კალციუმის გამოყოფას შარდით და შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალციემია (შრატიში კალციუმის ჭარბი რაოდენობა).

საგულე გლიკოზიდები: არის საგულე გლიკოზიდებით მოწამვლის გაზრდილი რისკი (გულისრევის, ღებინების, არითმიის ჩათვლით), განსაკუთრებით შრატში კალიუმის დონის შემცირების არსებობისას.

არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა (მაგ. აცეტილსალიცილის მჟავა) შეიძლება შეამცირონ ინდაპამიდის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი.

ამფოტერიცინი B (ინტრავენური), სისტემურმა კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება გაზარდონ ჰიპოკალიემიის რისკი.

ბაკლოფენმა შეიძლება გააძლიეროს ინდაპამიდის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი.

კალიუმის დამზოგველი დიურეზული საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ინდაპამიდთან ერთად, არ გამორიცხავს ჰიპოკალიემიის შესაძლებლობას, ხოლო პაციენტებში თირკმლის უკმარისობით ან დიაბეტით, ისინი ზრდის ჰიპერკალიემიის რისკს.

ანტიარითმული პრეპარატები (ქინიდინი, დიზოპირამიდი, ამიოდარონი, ბრეტილიუმი, სოტალოლი) ზრდის სიცოცხლისათვის საშიში გულის არითმიის რისკს ჰიპოკალიემიის მქონე პაციენტებში.

იოდის შემცველი საკონტრასტო საშუალებები: დეჰიდრატაცია შეიძლება განვითარდეს პრეპარატის გამოყენებისას.

დიურეზული საშუალებები ზრდის თირკმლის მწვავე უკმარისობის რისკს, განსაკუთრებით კონტრასტის დიდი დოზებით გამოყენებისას.

ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები: პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ დიურეზული საშუალებეით, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორის მიღება ზრდის ჰიპოტენზიის და/ან თირკმლის მძიმე

უკმარისობის რისკს.

ინდაპამიდთან ერთად მიღებული მეტფორმინი ზრდის მეტაბოლური აციდოზის რისკს, განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. მეტფორმინის გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებში კრეატინინის პლაზმური კონცენტრაციით 15 მგ/ლ-ზე მეტი (მამაკაცები) ან 12 მგ/ლ (ქალები).

ტრიციკლური ანტიდეპრესანტები აძლიერებენ ინდაპამიდის ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს და ზრდის არტერიული წნევის გადაჭარბებული შემცირების რისკს სწრაფად ვერტიკალურ მდგომარეობაში გადასვლის შემდეგ.

ციკლოსპორინი: პლაზმაში კრეატინინის კონცენტრაციის გაზრდის რისკი ციკლოსპორინის კონცენტრაციის ცვლილების და ნორმალური წყლისა და ელექტროლიტური ბალანსის ცვლილების გარეშე.

გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს ნებისმიერი სხვა მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იღებთ, მათ შორის, ურეცეპტოდ გასაცემი საშუალებების შემთხვევაში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღებამდე.

წამალი გადადის დედის რძეში. ქალებმა, რომლებიც იღებენ ინდაპამიდს, არ უნდა კვებონ ძუძუთი.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პრეპარატის გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს სიმპტომები, რომლებიც დაკავშირებულია არტერიული წნევის გადაჭარბებულ დაქვეითებასთან, მაგ. ამ მედიკამენტის მიღებისას უნდა მიმართოთ ექიმს რჩევისთვის მანქანის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის შემთხვევაში.

დიურეზინი® SR შეიცავს ლაქტოზას

პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა გაცნობათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს. პრეპარატი შეიცავს 0,12645 გ ლაქტოზას (0,063225 გ გლუკოზას და 0,063225 გ გალაქტოზას) ერთ ტაბლეტში.

აღნიშნული გასათვალისწინებელია დიაბეტის მქონე პაციენტებში.

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტების სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად:

  • ძალიან ხშირი (გამოვლენილია 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში);
  • ხშირი (100-დან 1-დან 10-მდე ადამიანი);
  • არახშირი (1000-დან 1-დან 10-მდე ადამიანი);
  • იშვიათი (10000-დან 1-დან 10-მდე ადამიანი);
  • ძალიან იშვიათი (დაფიქსირებულია 10000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში);
  • უცნობია (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).

წყლისა და ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა - ჰიპონატრიემია (პაციენტთა დაახლოებით 3%-ში), ჰიპოკალიემია (კალიუმის კონცენტრაცია 3,4 მმოლ/ლ-ზე დაბალი); აღინიშნება ხშირად (პაციენტთა 3-დან 7%-ში, რომლებიც მკურნალობენ ინდაპამიდით 2,5-5 მგ). კვლევაში, რომელიც აფასებდა ინდაპამიდის გახანგრძლივებული გამოთავისუფლების (SR) ტაბლეტების ეფექტურობასა და უსაფრთხოებას ჩვეულებრივ ტაბლეტებთან (IR) შედარებით, ჰიპოკალიემია დაფიქსირდა ძალიან ხშირად (პაციენტების 29%-ში, რომლებიც იღებდნენ ინდაპამიდს 2.5 მგ IR-ში და 11, 18 და 14%-ში. პაციენტები, რომლებიც იღებენ ინდაპამიდს SR დოზებით, შესაბამისად, 2.0 და 2.5 მგ). უმეტეს შემთხვევაში ჰიპოკალიემია ვლინდება ეკგ-ს დარღვევის სახით (QT ინტერვალის გახანგრძლივება, არითმია), ჭარბი სისუსტე და კუნთების კრუნჩხვები.

კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები: გულისრევა; ღებინება; ყაბზობა; დიარეა; მუცლის ტკივილი; მადის დაკარგვა.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები (ხშირად - პაციენტთა 5%-ზე ნაკლებში): ერითემა; ჭინჭრის ციება; ქავილი; ვასკულიტი.

გულის მხრივ დარღვევები: პალპიტაციის შეგრძნება; ორთოსტატული ჰიპოტენზია (სისტოლური არტერიული წნევის დაქვეითება 20 მმ Hg-ზე მეტით ან დიასტოლური არტერიული წნევის დაქვეითება 10 მმ Hg-ზე მეტით 3 წუთის შემდეგ მდგომარეობიდან დაწოლიდან დგომაში გადასვლისას); პარკუჭების ნაადრევი შეკუმშვა.

ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები: თავის ტკივილი და თავბრუსხვევა; განწყობის დარღვევები; პარესთეზია (ჩხვლეტის შეგრძნება, წვა, ჩხვლეტის შეგრძნება კანის კონკრეტულ უბნებში, იგრძნობა ნერვებში ცვლილებების შედეგად).

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ (იშვიათად): თრომბოციტოპენია (თრომბოციტების ნაკლებობა - თრომბოციტები); ლეიკოპენია (სისხლის თეთრი უჯრედების - ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება); აგრანულოციტოზი (სისხლის თეთრი უჯრედების - ნეიტროფილების მკვეთრი დეფიციტი); აპლასტიკური ანემია (ძვლის ტვინის ფუნქციის უკმარისობა ან ატროფია); ჰემოლიზური ანემია (სისხლის წითელი უჯრედების დაჩქარებული დაშლა).

ცუდი მხედველობა ან თვალის ტკივილი გაზრდილი წნევის გამო (თვალის მიმდებარე სისხლძარღვოვან გარსში სითხის დაგროვების შესაძლო სიმპტომები - ქოროიდსა და სკლერას შორის სითხის გადაჭარბებული დაგროვება - ან მწვავე დახურულ კუთხოვანი გლაუკომა).

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში):

  • სისხლში კალიუმის დაბალი დონე

არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანში):

  • სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია და დაბალი არტერიული წნევა
  • იმპოტენცია (ერექციის მიღწევის ან შენარჩუნების შეუძლებლობა)

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-მდე ადამიანში):

ქლორიდების დაბალი კონცენტრაცია სისხლში

  • სისხლში მაგნიუმის დაბალი დონე

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. არასასურველი რეაქციების შესახებ შეიძლება შეტყობინებული იქნას

უშუალოდ სამკურნალო საშუალებებზე გვერდითი რეაქციების მონიტორინგის დეპარტამენტში, სამკურნალო საშუალებებზე, სამედიცინო ხელსაწყოებსა და ბიოციდულ პროდუქტებზე რეგისტრაციის ოფისში:

Al. Jerozolimskie 181C

02-222 ვარშავა

ტელ.: 22 49 21 301

ფაქსი: +48 22 49 21 309

ვებგვერდი: https://smz.ezdrowie.gov.pl

გვერდითი ეფექტების შესახებ ასევე შეიძლება ეცნობოს პასუხისმგებელ პირს.

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, შესაძლებელია მეტი ინფორმაციის შეგროვება პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

  • როგორ შეინახოთ დიურეზინი® SR

შეინახეთ წამალი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია EXP-ის გასწვრივ მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე ან კონტეინერზე. ვარგისიანობის ვადა ნიშნავს მოცემული თვის ბოლო დღეს.

პრეპარატის შენახვისათვის არ მოთხოვება განსაკუთრებული პირობები.

მედიკამენტები არ უნდა გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ უნდა მოახდინოთ მედიკამენტების უტილიზაცია, რომლებსაც აღარ იყენებთ. აღნიშნული ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვა და სხვა ინფორმაცია

შემადგენლობა

  • აქტიური ნივთიერებაა ინდაპამიდი. ერთი პროლონგირებული მოქმედების აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 1,5 მგ ინდაპამიდს.
  • სხვა ინგრედიენტებია: ჰიპრომელოზა (4000 cP), ლაქტოზას მონოჰიდრატი, პოვიდონი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი.

გარსი: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E 171), მაკროგოლი (6000).

როგორ გამოიყურება დიურეზინი® SR და რას შეიცავს შეფუთვა

შეფუთვა შეიცავს 30 ან 40 ან 50 ან 60 ტაბლეტს.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

პასუხისმგებელი პირი და მწარმოებელი

პოლფარმექს ს.ა. (Polfarmex S.A.)

იოსეფოვის ქუჩა 9

99-300 კუტნო

პოლონეთი (პოლონეთი)

ტელ.: 24 357 44 44;

ფაქსი: 24 357 45 45

ელფოსტა: [email protected]

ბროშურის ბოლო განახლების თარიღი: აპრილი, 2022 წელი.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია

პაციენტის ბროშურა: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

დიურეზინი® SR, 1.5 მგ,

პროლონგირებული მოქმედების აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ინდაპამიდი

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ბროშურას, რადგანაც მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაცია.

შეინახეთ ბროშურა, შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ.

დამატებითი ინფორმაციისთვის ან რჩევისთვის მიმართეთ ფარმაცევტს.

ეს წამალი გამოწერილია კონკრეტული პირისთვის. ის არ უნდა გადაეცეს სხვებს. წამალმა შეიძლება ზიანი მიაყენოს სხვა ადამიანს, თუნდაც მათი სიმპტომები იგივე იყოს.

თუ შენიშნეთ რომელიმე გვერდითი ეფექტი, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. იხილეთ პუნქტი 4.

ბროშურის სარჩევი:

  • რა არის დიურეზინი® SR და რისთვის გამოიყენება?
  • მნიშვნელოვანი ინფორმაცია დიურეზინი® SR გამოყენებამდე
  • როგორ გამოვიყენოთ დიურეზინი® SR
  • შესაძლო გვერდითი ეფექტები დიურეზინი® SR
  • როგორ შეინახოთ დიურეზინი® SR
  • შეფუთვა და სხვა ინფორმაცია
  • რა არის დიურეზინი® SR და რისთვის გამოიყენება?

დიურეზინი SR არის შარდმდენი საშუალება. ინდაპამიდი არის სულფონამიდების არათიაზიდური წარმოებული, თიაზიდური პრეპარატების მსგავსი ფარმაკოლოგიური თვისებებით.

ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს იწვევს ინდაპამიდის სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე პირდაპირი გამაფართოებელი ეფექტი, რაც ამცირებს პერიფერიულ წინააღმდეგობას.

პრეპარატი უარყოფითად არ მოქმედებს ლიპიდების და ნახშირწყლების მეტაბოლიზმზე, ასევე დიაბეტის მქონე პაციენტებში. ამცირებს ჰიპერტენზიით გამოწვეულ მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიას. ინდაპამიდი სწრაფად და სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ბიოლოგიური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 18 საათს. პრეპარატი გამოიყოფა შარდით (დაახლოებით 70%) და განავლით (დაახლოებით 20%) არააქტიური მეტაბოლიტების სახით. დოზის დაახლოებით 5% გამოიყოფა უცვლელი სახით.

დიურეზინი SR® ნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

  • ესენციური ჰიპერტენზიის დროს, მონოთერაპიის სახით ან სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან კომბინაციაში.
  • მნიშვნელოვანი ინფორმაცია დიურეზინი® SR გამოყენებამდე

რა შემთხვევაში არ გამოიყენება დიურეზინი® SR:

  • თუ ბოლო პერიოდში გქონდათ იშემიური ინსულტი;
  • თუ ხართ ალერგიული აქტიური ნივთიერების (ინდაპამიდი), სულფონამიდების ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში);
  • თუ გაქვთ თირკმლის მძიმე უკმარისობა (გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე (GFR) <10 მლ/წთ);
  • თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე უკმარისობა წყლისა და ელექტროლიტების ბალანსის დარღვევით (პრეკომა და ღვიძლისმიერი კომა);
  • თუ გაქვთ ჰიპოკალიემია.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

დიურეზინი® SR-ის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მხედველობის დაქვეითების ან თვალის ტკივილის განვითარება. ეს შეიძლება იყოს თვალის ირგვლის არსებულ სისხლძარღვოვან გარსში სითხის დაგროვების ნიშნები (უვეოსკლერული სითხე) ან გაზრდილი წნევა თვალის შიგნით შეიძლება გამოვლინდეს დიურეზინი® SR-ის მიღებიდან რამდენიმე საათიდან ერთ კვირამდე. თუ მკურნალობა არ შეწყდება შესაძლებელია გამოიწვიოს მხედველობის მუდმივი დაკარგვა. თუ თქვენ გაქვთ სულფონამიდების ან პენიცილინის მიმართ ალერგია ანამნეზში, თქვენი რისკი შეიძლება გაიზარდოს.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო დიურეზინი® SR-ის გამოყენებისას დიგოქსინის, ლითიუმის, ასტემიზოლის, ტერფენადინის, ერითრომიცინის (ინტრავენურად შესაყვანი) ერთდროული გამოყენებისას პაციენტებში წყლისა და ელექტროლიტების ბალანსის დარღვევით (ჰიპოკალიემია - სისხლში კალიუმის დაბალი დონე, ჰიპონატრიემია - ნატრიუმის დონის დაქვეითება სისხლში, ჰიპერკალციემია - სისხლში კალციუმის დონის მომატება), პოდაგრა (ასევე წარსულში), ჰიპერურიკემია (შარდმჟავას კონცენტრაციის მომატება სისხლში), ღვიძლის და/ან თირკმელების მხრივ პრობლემები.

თუ მკურნალობის დროს თირკმლის უკმარისობა გაუარესდება ან ღვიძლის უკმარისობის გამო განვითარდა ცნობიერების დარღვევა, დიურეზინი® SR-ის გამოყენება უნდა შეწყდეს და მიმართოს ექიმს.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, როდესაც ინდაპამიდი გამოიყენება ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (ACE) ინჰიბიტორებთან ერთად. განსაკუთრებით აგფ ინჰიბიტორების და ინდაპამიდის ერთდროული გამოყენების პირველი კვირის განმავლობაში, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი (კრეატინინის კონცენტრაციის განსაზღვრა).

სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული სისტემური წითელი მგლურას (SLE) მქონე პაციენტებში, რადგან ინდაპამიდმა შეიძლება გააუარესოს სიმპტომები ან გამოიწვიოს დაავადების რეციდივი.

პრეპარატის გამოყენებისას რეკომენდებულია არტერიული წნევის და პლაზმაში კალიუმის დონის პერიოდული მონიტორინგი, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად მკურნალობენ საგულე გლიკოზიდებით ან სისტემური მოქმედების სტეროიდებით და პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით. ამ პაციენტებში რეკომენდებულია დიეტა კალიუმით მდიდარი პროდუქტებით ან კალიუმის შემცველი პროდუქტების გამოყენება (მაშინაც კი, თუ კალიუმის კონცენტრაცია ნორმალურია).

ბავშვები

დიურეზინი® SR არ ინიშნება ბავშვებში.

დიურეზინი® SR და სხვა მედიკამენტები

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

დიურეზულმა საშუალებებმა შეიძლება გაზარდონ ლითიუმის კონცენტრაცია პლაზმაში და გაზარდონ ლითიუმის ჭარბი დოზის გამოვლინების რისკი.

წამლები, რომლებიც იწვევენ QT ინტერვალის გახანგრძლივებას (ასტემიზოლი, ბეპრიდილი, ერითრომიცინი (ინტრავენურად), ჰალოფანტრინი, პენტამიდინი, სულტოპრიდი, ტერფენადინი, ვინკამინი): ინდაპამიდი ზრდის გულის არითმიის განვითარების რისკს.

კალციუმის მარილები: თიაზიდები და თიაზიდის მსგავსი პრეპარატები ანელებენ კალციუმის გამოყოფას შარდით და შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალციემია (შრატიში კალციუმის ჭარბი რაოდენობა).

საგულე გლიკოზიდები: არის საგულე გლიკოზიდებით მოწამვლის გაზრდილი რისკი (გულისრევის, ღებინების, არითმიის ჩათვლით), განსაკუთრებით შრატში კალიუმის დონის შემცირების არსებობისას.

არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა (მაგ. აცეტილსალიცილის მჟავა) შეიძლება შეამცირონ ინდაპამიდის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი.

ამფოტერიცინი B (ინტრავენური), სისტემურმა კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება გაზარდონ ჰიპოკალიემიის რისკი.

ბაკლოფენმა შეიძლება გააძლიეროს ინდაპამიდის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი.

კალიუმის დამზოგველი დიურეზული საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ინდაპამიდთან ერთად, არ გამორიცხავს ჰიპოკალიემიის შესაძლებლობას, ხოლო პაციენტებში თირკმლის უკმარისობით ან დიაბეტით, ისინი ზრდის ჰიპერკალიემიის რისკს.

ანტიარითმული პრეპარატები (ქინიდინი, დიზოპირამიდი, ამიოდარონი, ბრეტილიუმი, სოტალოლი) ზრდის სიცოცხლისათვის საშიში გულის არითმიის რისკს ჰიპოკალიემიის მქონე პაციენტებში.

იოდის შემცველი საკონტრასტო საშუალებები: დეჰიდრატაცია შეიძლება განვითარდეს პრეპარატის გამოყენებისას.

დიურეზული საშუალებები ზრდის თირკმლის მწვავე უკმარისობის რისკს, განსაკუთრებით კონტრასტის დიდი დოზებით გამოყენებისას.

ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები: პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ დიურეზული საშუალებეით, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორის მიღება ზრდის ჰიპოტენზიის და/ან თირკმლის მძიმე

უკმარისობის რისკს.

ინდაპამიდთან ერთად მიღებული მეტფორმინი ზრდის მეტაბოლური აციდოზის რისკს, განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. მეტფორმინის გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებში კრეატინინის პლაზმური კონცენტრაციით 15 მგ/ლ-ზე მეტი (მამაკაცები) ან 12 მგ/ლ (ქალები).

ტრიციკლური ანტიდეპრესანტები აძლიერებენ ინდაპამიდის ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს და ზრდის არტერიული წნევის გადაჭარბებული შემცირების რისკს სწრაფად ვერტიკალურ მდგომარეობაში გადასვლის შემდეგ.

ციკლოსპორინი: პლაზმაში კრეატინინის კონცენტრაციის გაზრდის რისკი ციკლოსპორინის კონცენტრაციის ცვლილების და ნორმალური წყლისა და ელექტროლიტური ბალანსის ცვლილების გარეშე.

გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს ნებისმიერი სხვა მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იღებთ, მათ შორის, ურეცეპტოდ გასაცემი საშუალებების შემთხვევაში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღებამდე.

წამალი გადადის დედის რძეში. ქალებმა, რომლებიც იღებენ ინდაპამიდს, არ უნდა კვებონ ძუძუთი.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

პრეპარატის გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს სიმპტომები, რომლებიც დაკავშირებულია არტერიული წნევის გადაჭარბებულ დაქვეითებასთან, მაგ. ამ მედიკამენტის მიღებისას უნდა მიმართოთ ექიმს რჩევისთვის მანქანის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის შემთხვევაში.

დიურეზინი® SR შეიცავს ლაქტოზას

პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა გაცნობათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს. პრეპარატი შეიცავს 0,12645 გ ლაქტოზას (0,063225 გ გლუკოზას და 0,063225 გ გალაქტოზას) ერთ ტაბლეტში.

აღნიშნული გასათვალისწინებელია დიაბეტის მქონე პაციენტებში.

  • როგორ გამოვიყენოთ დიურეზინი® SR

ყოველთვის გამოიყენეთ აღნიშნული წამალი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა დაგინიშნათ. თუ ეჭვი გეპარებათ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატის დოზას ყოველთვის განსაზღვრავს ექიმი.

ინდაპამიდის რეკომენდებული საწყისი ერთჯერადი დღიური დოზაა 1,5 მგ, რაც უდრის 1 ცალ 1,5 მგ-იან პროლონგირებული მოქმედების აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის მიღებას.

რეკომენდებულზე მეტი დიურეზინი® SR-ის მიღება

თუ მიიღებთ რეკომენდებულზე მეტ დოზას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ინდაპამიდის დოზის გადაჭარბების შემდეგ დიურეზული ეფექტის გაზრდის გამო ვლინდება შემდეგი სიმპტომები: არტერიული წნევის გადაჭარბებული დაქვეითება; წყლისა და ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა; სისხლში კალიუმის დონის შემცირება; სისხლში შარდმჟავას დონის მატება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პოდაგრის მწვავე შეტევა.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, რაც შეიძლება მალე უნდა აცნობოთ ექიმს, რომელიც დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას. არ არსებობს ცნობილი სპეციფიკური ანტიდოტი. მკურნალობის პროცედურა დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე. მალე დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, ღებინება ან კუჭის ამორეცხვა შეიძლება ეფექტური იყოს არააბსორბირებული პრეპარატის ორგანიზმიდან მოსაშორებლად.

თუ დაგავიწყდათ დიურეზინი® SR-ის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ შეწყვეტთ დიურეზინი® SR-ის მიღებას

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტების სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად:

  • ძალიან ხშირი (გამოვლენილია 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში);
  • ხშირი (100-დან 1-დან 10-მდე ადამიანი);
  • არახშირი (1000-დან 1-დან 10-მდე ადამიანი);
  • იშვიათი (10000-დან 1-დან 10-მდე ადამიანი);
  • ძალიან იშვიათი (დაფიქსირებულია 10000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში);
  • უცნობია (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).

წყლისა და ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა - ჰიპონატრიემია (პაციენტთა დაახლოებით 3%-ში), ჰიპოკალიემია (კალიუმის კონცენტრაცია 3,4 მმოლ/ლ-ზე დაბალი); აღინიშნება ხშირად (პაციენტთა 3-დან 7%-ში, რომლებიც მკურნალობენ ინდაპამიდით 2,5-5 მგ). კვლევაში, რომელიც აფასებდა ინდაპამიდის გახანგრძლივებული გამოთავისუფლების (SR) ტაბლეტების ეფექტურობასა და უსაფრთხოებას ჩვეულებრივ ტაბლეტებთან (IR) შედარებით, ჰიპოკალიემია დაფიქსირდა ძალიან ხშირად (პაციენტების 29%-ში, რომლებიც იღებდნენ ინდაპამიდს 2.5 მგ IR-ში და 11, 18 და 14%-ში. პაციენტები, რომლებიც იღებენ ინდაპამიდს SR დოზებით, შესაბამისად, 2.0 და 2.5 მგ). უმეტეს შემთხვევაში ჰიპოკალიემია ვლინდება ეკგ-ს დარღვევის სახით (QT ინტერვალის გახანგრძლივება, არითმია), ჭარბი სისუსტე და კუნთების კრუნჩხვები.

კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები: გულისრევა; ღებინება; ყაბზობა; დიარეა; მუცლის ტკივილი; მადის დაკარგვა.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები (ხშირად - პაციენტთა 5%-ზე ნაკლებში): ერითემა; ჭინჭრის ციება; ქავილი; ვასკულიტი.

გულის მხრივ დარღვევები: პალპიტაციის შეგრძნება; ორთოსტატული ჰიპოტენზია (სისტოლური არტერიული წნევის დაქვეითება 20 მმ Hg-ზე მეტით ან დიასტოლური არტერიული წნევის დაქვეითება 10 მმ Hg-ზე მეტით 3 წუთის შემდეგ მდგომარეობიდან დაწოლიდან დგომაში გადასვლისას); პარკუჭების ნაადრევი შეკუმშვა.

ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები: თავის ტკივილი და თავბრუსხვევა; განწყობის დარღვევები; პარესთეზია (ჩხვლეტის შეგრძნება, წვა, ჩხვლეტის შეგრძნება კანის კონკრეტულ უბნებში, იგრძნობა ნერვებში ცვლილებების შედეგად).

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ (იშვიათად): თრომბოციტოპენია (თრომბოციტების ნაკლებობა - თრომბოციტები); ლეიკოპენია (სისხლის თეთრი უჯრედების - ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება); აგრანულოციტოზი (სისხლის თეთრი უჯრედების - ნეიტროფილების მკვეთრი დეფიციტი); აპლასტიკური ანემია (ძვლის ტვინის ფუნქციის უკმარისობა ან ატროფია); ჰემოლიზური ანემია (სისხლის წითელი უჯრედების დაჩქარებული დაშლა).

ცუდი მხედველობა ან თვალის ტკივილი გაზრდილი წნევის გამო (თვალის მიმდებარე სისხლძარღვოვან გარსში სითხის დაგროვების შესაძლო სიმპტომები - ქოროიდსა და სკლერას შორის სითხის გადაჭარბებული დაგროვება - ან მწვავე დახურულ კუთხოვანი გლაუკომა).

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში):

  • სისხლში კალიუმის დაბალი დონე

არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანში):

  • სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია და დაბალი არტერიული წნევა
  • იმპოტენცია (ერექციის მიღწევის ან შენარჩუნების შეუძლებლობა)

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-მდე ადამიანში):

ქლორიდების დაბალი კონცენტრაცია სისხლში

  • სისხლში მაგნიუმის დაბალი დონე

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. არასასურველი რეაქციების შესახებ შეიძლება შეტყობინებული იქნას

უშუალოდ სამკურნალო საშუალებებზე გვერდითი რეაქციების მონიტორინგის დეპარტამენტში, სამკურნალო საშუალებებზე, სამედიცინო ხელსაწყოებსა და ბიოციდულ პროდუქტებზე რეგისტრაციის ოფისში:

Al. Jerozolimskie 181C

02-222 ვარშავა

ტელ.: 22 49 21 301

ფაქსი: +48 22 49 21 309

ვებგვერდი: https://smz.ezdrowie.gov.pl

გვერდითი ეფექტების შესახებ ასევე შეიძლება ეცნობოს პასუხისმგებელ პირს.

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, შესაძლებელია მეტი ინფორმაციის შეგროვება პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

  • როგორ შეინახოთ დიურეზინი® SR

შეინახეთ წამალი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია EXP-ის გასწვრივ მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე ან კონტეინერზე. ვარგისიანობის ვადა ნიშნავს მოცემული თვის ბოლო დღეს.

პრეპარატის შენახვისათვის არ მოთხოვება განსაკუთრებული პირობები.

მედიკამენტები არ უნდა გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ უნდა მოახდინოთ მედიკამენტების უტილიზაცია, რომლებსაც აღარ იყენებთ. აღნიშნული ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს დიურეზინი SR

  • აქტიური ნივთიერებაა ინდაპამიდი. ერთი პროლონგირებული მოქმედების აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 1,5 მგ ინდაპამიდს.
  • სხვა ინგრედიენტებია: ჰიპრომელოზა (4000 cP), ლაქტოზას მონოჰიდრატი, პოვიდონი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი.

გარსი: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E 171), მაკროგოლი (6000).

როგორ გამოიყურება დიურეზინი® SR და რას შეიცავს შეფუთვა

შეფუთვა შეიცავს 30 ან 40 ან 50 ან 60 ტაბლეტს.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

პასუხისმგებელი პირი და მწარმოებელი

პოლფარმექს ს.ა. (Polfarmex S.A.)

იოსეფოვის ქუჩა 9

99-300 კუტნო

პოლონეთი (პოლონეთი)

ტელ.: 24 357 44 44;

ფაქსი: 24 357 45 45

ელფოსტა: [email protected]

ბროშურის ბოლო განახლების თარიღი: აპრილი, 2022 წელი.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა