დიანილი PD4 გლუკოზით 2.27%/22.7მგ/მლ
Dianeal PD4 with glucose 2.27%/22.7mg/ml
დიანილი PD4 ნაჩვენებია ისეთი მდგომარეობების დროს, როდესაც გამოიყენება პერიტონეალური დიალიზი, მათ შორის: თირკმლის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა. წყლის ძლიერი შეკავება. ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები. წამლისმიერი ინტოქსიკაცია, როდესაც მკურნალობის სხვა უფრო მისაღები ალტერნატივა არ არსებობს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- hexahydrate + glucose + sodium lactate + sodium chloride + calcium chloride dihydrate
- ფორმა და შეფუთვა
- 2.27% 22.7მგ/მლ 5000მლ პერიტონეალური სადიალიზო ხსნარი TwinBag - ის პლასტიკური კონტეინერი №2
- მწარმოებელი
- Vantive Manufacturing Limited, ირლანდია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- სისხლის შემცვლელები და საპერფუზიო ხსნარები, ხსნარები პერიტონეალური დიალიზისათვის
- ATC კოდი
- B05D
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045774
- რეგისტრირებულია
- 25 ივნისი 2026, მოქმედებს 25 ივნისი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Vantive Manufacturing Limited (ირლანდია)
- განმცხადებელი
- შპს „ჰოსპიმედ ჯორჯია“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
დიანილი PD4 გლუკოზით 2.27%/22.7მგ/მლ — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
დიანილი PD4 ნაჩვენებია ისეთი მდგომარეობების დროს, როდესაც გამოიყენება პერიტონეალური დიალიზი, მათ შორის:
თირკმლის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა.
წყლის ძლიერი შეკავება.
ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები.
წამლისმიერი ინტოქსიკაცია, როდესაც მკურნალობის სხვა უფრო მისაღები ალტერნატივა არ არსებობს.
დიანილი PD4 განსაკუთრებით ეფექტურია შრატში კალციუმის და ფოსფატის დონეების გასაკონტროლებლად თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ კალციუმის ან მაგნიუმის შემცველ ფოსფატის შემამაკავშირებელ პრეპარატებს.
მიღების წესი და დოზირება
დიანილი PD4-ის შეყვანა უნდა მოხდეს პერიტონეალურ ღრუში. ეს არის ღრუ მუცლის არეში კანსა და პერიტონეუმს შორის. პერიტონეუმი არის მემბრანა, რომელიც გარს ეკვრის შინაგან ორგანოებს, მაგ.: ნაწლავებს და ღვიძლს.
აღნიშნული პრეპარატი არ არის განკუთვნილი ინტრავენური გამოყენებისთვის.
პრეპარატი ყოველთვის გამოიყენება პერიტონეალური დიალიზის სპეციალისტების მითითებების შესაბამისად. თუ რაიმეში დარწმუნებული არ ხართ, მიმართეთ ექიმს. მოჭერის ან მიწოდების არასწორმა თანმიმდევრობამ შეიძლება გამოიწვიოს პერიტონეუმის ღრუში ჰაერის შეღწევა, რამაც თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ტკივილი ან/და პერიტონიტი.
თუ კონტეინერი დაზიანებულია, უნდა გადააგდოთ.
დოზის მოცულობა და გამოყენები სიხშირე
ექიმი დაგინიშნავთ გლუკოზის სათანადო დოზას და კონტეინერების რაოდენობას, რომლებიც უნდა გამოიყენოთ ყოველ დღე.
თუ შეწყვეტთ დიანილი PD4-ის გამოყენებას
არ შეწყვიტოთ პერიტონელური დიალიზი ექიმის გარეშე. მკურნალობის შეწყვეტას შეიძლება მოჰყვეს სიცოცხლისათვის საშიში შედეგები.
გამოყენების მეთოდი
გამოყენებამდე,
შეათბეთ კონტეინერი 370C-მდე. ამისთვის გამოიყენეთ სპეციალური გამათბობელი ფირფიტა. არ მოათავსოთ წყალში. არასოდეს გამოიყენოთ მიკროტალღური ღუმელი კონტეინერის შესათბობად.
მოაშორეთ გარე შეფუთვა და მაშინვე გამოიყენეთ.
შეამოწმეთ არის თუ არა ხსნარი გამჭვირვალე. არ გამოიყენოთ კონტეინერი თუ ხსნარი არ არის გამჭვირვალე.
თითო კონტეინერი გამოიყენეთ მხოლოდ ერთჯერ. გადააგდეთ დარჩენილი გამოუყენებელი ხსნარი.
ხსნარის შეყვანისას გამოიყენეთ ასეპტიკური ტექნიკა, როგორც გასწავლეს. გამოყენების შემდეგ შეამოწმეთ, ხომ არ არის დრენირებული სითხე შემღვრეული.
სხვა პრეპარატებთან თავსებადობა
ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სხვა საინექციო პრეპარატებიც, რომლებიც პირდაპირ დიანილი PD4-ის კონტეინერში შეჰყავთ. ასეთ შემთხვევაში პრეპარატის შეყვანა ხდება კონტეინერის ბოლოში არსებულ სპეციალურ ადგილას. სამკურნალო საშუალება გამოიყენება პრეპარატის დამატებისთანავე. თუ რაიმეში ეჭვი გეპარებათ, მიმართეთ ექიმს.
თუ 24 საათის განმავლობაში გამოიყენეთ დიანილი PD4-ის საჭიროზე მეტი კონტეინერი
ზედმეტი დიანილი PD4-ის ინფუზიის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს:
მუცლის შებერილობა
სისავსის შეგრძნება და/ან
სუნთქვის უკმარისობა.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რომელიც გირჩევთ როგორ მოიქცეთ.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების არსებობისას მიმართეთ თქვენს ექიმს.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია აღნიშნული პრეპარატის აქტიური ნივთიერებების ან ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის (ჩამოთვლილია ნაწილში 6) მიმართ.
თუ გაქვთ მწვავე ლაქტოაციდოზი (ძალიან ბევრი მჟავა სისხლში) აღნიშნული ხსნარის პირველად გამოყენებამდე.
თუ გაქვთ ქირურგიულად არაკორექტირებადი პრობლემა, რომელიც ზეგავლენას ახდენს მუცლის კედელზე ან ღრუზე ან არაკორექტირებადი პრობლემა, რომელიც ზრდის მუცლის ღრუში ინფექციების განვითარების რისკს.
თუ დოკუმენტურად დადასტურებულია პერიტონეალური ფუნქციის მოშლა, რომელიც გამოწვეულია მწვავე პერიტონეალური შეხორცებებით.
სიფრთხილის ზომები
გაესაუბრეთ ექიმს დიანილი PD4-ის გამოყენებამდე.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო:
თუ გაქვთ სერიოზული პრობლემები, რომლებიც ზეგალენას ახდენენ მუცლის კედელზე ან ღრუზე. მაგ.: თუ გაქვთ თიაქარი ან ანთებითი მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს ნაწლავებზე.
თუ გაქვთ აორტის ტრანსპლანტატი.
თუ გაქვთ სუნთქვის გაძნელება.
თუ აღინიშნა მუცლის ტკივილი, სხეულის ტემპერატურის მატება ან შენიშნავთ დრენირებული სითხის ამღვრევას ან ნაწილაკებს მასში. ეს შეიძლება იყოს პერიტონიტის (ანთებითი პერიტონეუმი) ან ინფექციის ნიშანი. დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ თქვენს მკურნალ გუნდს. ჩაინიშნეთ პერიტონეალური სადიალიზო ხსნარის შეფუთვის სერიული ნომერი და თან იქონიეთ დრენირებული სითხის კონტეინერთან ერთად. ისინი გადაწყვეტენ უნდა შეწყდეს თუ არა მკურნალობა ან საჭიროა თუ არა რაიმე მაკორექტირებელი მკურნალობის დაწყება. მაგ.: თუ გაქვთ ინფექცია, ექიმმა შეიძლება ჩაგიტაროთ გარკვეული ანალიზები იმისათვის, რომ განსაზღვროს რომელი ანტიბიოტიკი იქნება თქვენთვის ყველაზე ეფექტური. ინფექციის ტიპის დადგენამდე ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ისეთი ანტიბიოტიკი, რომელიც ეფექტურია სხვადასხვა ბაქტერიების მიმართ და ეწოდება ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი.
თუ გაქვთ მწვავე ლაქტოაციდოზის (ძალიან ბევრი მჟავა სისხლში) განვითარების მაღალი რისკი. ლაქტოაციდოზის განვითარების რისკი იზრდება, თუ:
გაქვთ ძალიან დაბალი არტერიული წნევა ან სისხლის ინფექცია, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს თირკმლის მწვავე უკმარისობასთან
გაქვთ მემკვიდრული მეტაბოლური დაავადება
იღებთ მეტფორმინს (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ)
იღებთ აივ-ის სამკურნალო პრეპარატებს, განსაკუთრებით ე.წ. უკუტრანსკრიპტაზას ნუკლეოზიდურ ინჰიბიტორებს (NRTI).
გაქვთ დიაბეტი და იყენებთ აღნიშნულ ხსნარს, რეგულარულად უნდა შეფასდეს სისხლში შაქრის დონის მარეგულირებელი პრეპარატების (მაგ.: ინსულინი) დოზები. განსაკუთრებით, როდესაც იწყება პერიტონეალური დიალიზით მკურნალობა ან ხდება მისი შეცვლა, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაბეტის სამკურნალო პრეპარატების დოზების კორექცია.
გაქვთ ალერგია სიმინდის მიმართ. დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ინფუზია და მოახდინეთ სითხის დრენირება პერიტონეუმის ღრუდან.
თქვენ - შესაძლოა თქვენს ექიმთან ერთად - უნდა ჩაიწეროთ სითხის ბალანსის და სხეულის წონის მაჩვენებლები. ექიმი რეგულარულად გააკონტროლებს სისხლის მაჩვენებლებს, კერძოდ:
მარილებს (მაგ.: ბიკარბონატი, კალიუმი, მაგნიუმი, კალციუმი და ფოსფატი)
პარათირეოიდულ ჰორმონს - რომელიც პასუხისმგებელია კალციუმის დონის შენარჩუნებაზე თქვენს ორგანიზმში
ცხიმებს სისხლში (ლიპიდები).
თუ სისხლში კალციუმის დონე მაღალი ან დაბალია. აღნიშნულმა ხსნარმა შეიძლება დამატებით იმოქმედოს კალციუმის დონეზე.
არ გამოიყენოთ იმაზე მეტი სხნარი, ვიდრე ექიმმა დაგინიშნათ. ჭარბი ინფუზიის სიმპტომები მოიცავს მუცლის შებერილობას, სისავსის შეგრძნებას და სუნთქვის უკმარისობას.
ექიმი რეგულარულად შეამოწმებს კალიუმის დონეს. თუ იგი ძალიან დაქვეითდა, შეიძლება საკომპენსაციოდ დაგენიშნოთ კალიუმის ქლორიდი.
ვინაიდან ინკაფსულირებული პერიტონეალური სკლეროზი (EPS) არის პერიტონეალური დიალიზის იშვიათი დადგენილი გართულება, თქვენ - შესაძლოა ექიმთან ერთად - უნდა იცოდეთ ამ შესაძლო გართულების შესახებ. EPS იწვევს:
ანთებას მუცლის ღრუში (მუცელში)
ნაწლავების გასქელებას, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს მუცლის ტკივილთან, მუცლის შებერილობასთან ან ღებინებასთან. EPS შეიძლება იყოს ფატალური.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ ექიმს თუ იღებთ, ბოლო პერიოდში იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
სხვა პრეპარატების მიღებისას ექიმმა შეიძლება გაზარდოს მათი დოზები, რადგან პერიტონული დიალიზი ზრდის გარკვეული პრეპარატების ორგანიზმიდან გამოყოფას.
სიფრთხილეა საჭირო თუ იყენებთ გულის დაავადებების სამკურნალო პრეპარატებს ე.წ. საგულე გლიკოზიდებს (მაგ.: დიგოქსინი), შეიძლება:
დაგჭირდეთ კალიუმის და კალციუმის დანამატები
აღინიშნოს არარეგულარული გულისცემა (არითმია)
მკურნალობის პერიოდში ექიმი ყურადღებით აკონტროლებს თქვენს მდგომარეობას, განსაკუთრებით კალიუმის, კალციუმის და მაგნიუმის დონეებს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ეჭვობთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას, მიმართეთ ექიმს რჩევისათვის პრეპარატის გამოყენებამდე. იგი გირჩევთ რამდენად შესაფერისია თქვენთვის აღნიშნული მკურნალობა.
ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება
აღნიშნულმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე, მხედველობის დაბინდვა ან თავბრუსხვევა. თუ ასეთი ზემოქმედების ქვეშ ხართ, არ მართოთ ტრანსპორტი და არ გამოიყენოთ მექანიზმები.
გვერდითი მოვლენები
- დიანილი PD4-ის შენახვის პირობები
- რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია
- რა არის დიანილი PD4 და რისთვის გამოიყენება
დიანილი PD4 არის ხსნარი პერიტონეალური დიალიზისთვის.
იგი წმენდს სისხლს წყლისა და ნარჩენი პროდუქტებისგან. იგი ასევე აკორექტირებს სისხლის სხვადასხვა კომპონენტების ნორმიდან გადახრილ მაჩვენებლებს. დიანილი PD4 შეიცავს გლუკოზის სხვადასხვა კონცენტრაციას (1.36%, 2.27% ან 3.86%). რაც უფრო მაღალია გლუკოზის კონცენტრაცია ხსნარში, მით მეტი წყალი გამოიდევნება სისხლიდან.
დიანილი PD4 შეიძლება დაგენიშნოთ, თუ გაქვთ:
თირკმლის დროებითი ან ქრონიკული უკმარისობა
წყლის ძლიერი შეკავება
მწვავე დარღვევები მჟავიანობის ან ტუტიანობის და სისხლში მარილების დონის მხრივ
წამლისმიერი ინტოქსიკაციის გარკვეული ტიპები, როდესაც მკურნალობის სხვა ალტერნატივა არ არსებობს.
დიანილი PD4 განსაკუთრებით ნაჩვენებია შრატში კალციუმის და ფოსფატის დონეების გასაკონტროლებლად, თუ იღებთ კალციუმის ან მაგნიუმის შემცველ ფოსფატის დამაკავშირებელ პრეპარატებს.
- რა უნდა იცოდეთ დიანილი PD4-ის გამოყენებამდე
ჭარბი დოზა
არსებობს დოზის გადაჭარბების შესაძლებლობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერვოლემია, ჰიპოვოლემია, ელექტროლიტური დისბალანსი ან (დიაბეტის მქონე პაციენტებში) ჰიპერგლიკემია.
დოზის გადაჭარბების მართვა:
ჰიპერვოლემიის მართვა შესაძლებელია პერიტონეალური სადიალიზო ჰიპერტონული ხსნარების გამოყენებით და სითხეების შეზღუდვით.
ჰიპოვოლემიის მართვა შესაძლებელია პერორალური ან ინტრავენური სითხეების ჩანაცვლებით, რაც დეჰიდრატაციის ხარისხზეა დამოკიდებული.
ელექტროლიტური დისბალანსის მართვა დამოკიდებულია დისბალანსის ტიპზე, რომელიც სისხლის ანალიზით დგინდება. ყველაზე ხშირი დარღვევა, ჰიპოკალიემია, იმართება პერორალური კალიუმის მიღებით ან მკურნალი ექიმის მიერ დანიშნულ პერიტონეალურ სადიალიზო ხსნარში კალიუმის ქლორიდის დამატებით.
დიაბეტის მქონე პაციენტებში ჰიპერგლიკემია იმართება ინსულინის ან სხვა პერორალური პრეპარატების დოზის კორექტირებით, მკურნალი ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის რეჟიმის შესაბამისად.
შემადგენლობა
დიანილი PD4 ხელმისაწვდომია გლუკოზის 3 სხვადასხვა კონცენტრაციით.
შემადგენლობა:
დიანილი PD4
- 36%
- 27%
- 86%
შემადგენლობა გ/ლ
უწყლო გლუკოზის ექვივალენტური გლუკოზის მონოჰიდრატი
- 6
- 7
- 6
ნატრიუმის ქლორიდი
- 4
- 4
- 4
კალციუმის ქლორიდის დიჰიდრატი
- 184
- 184
- 184
მაგნიუმის ქლორიდის ჰექსაჰიდრატი
- 051
- 051
- 051
ნატრიუმის ლაქტატი
- 5
- 5
- 5
მმოლი/ლ
ნატრიუმი
132
132
132
კალციუმი
- 25
- 25
- 25
მაგნიუმი
- 25
- 25
- 25
ლაქტატი
40
40
40
ქლორიდი
95
95
95
სხვა ინგრედიენტია საინექციო წყალი.
როგორია ვიზუალურად დიანილი PD4 და რა შედის შეფუთვაში
დიანილი PD4 შეფუთულია სხვადასხვა მოცულობის პლასტიკურ კონტეინერებში.
კონტეინერში არსებული ხსნარი არის გამჭვირვალე და უფერო.
თითო კონტეინერი მოთავსებულია გარე შეფუთვაში და მუყაოს კოლოფებში.
მოცულობა
პროდუქტის კონფიგურაცია
- 5 ლ
ერთმაგი და ორმაგი კონტეინერი
- 0 ლ
ერთმაგი და ორმაგი კონტეინერი
- 5 ლ
ერთმაგი და ორმაგი კონტეინერი
- 0 ლ
ერთმაგი და ორმაგი კონტეინერი
- 0 ლ
ერთმაგი კონტეინერი
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით , გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში
აღნიშნულ პრეპარატთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციისთვის მიმართეთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს:
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
გაერთიანებული სამეფო
ვანტივ ლიმიტიდ (Vantive Limited)
ვეივერთრი ტექნოლოჯი პარკ 2 ვეივერთრი ბულვარ ლივერპულ, L7 9PE გაერთიანებული სამეფო
ირლანდიის რესპუბლიკა და მალტა
ვანტივ ბელგია სრლ (Vantive Belgium SRL)
ბულვარ დ’ანგლეტერ, 2 1420 ბრენ-ლ’ალე, ბელგია
მწარმოებელი
გაერთიანებული სამეფო, ირლანდიის რესპუბლიკა და მალტა:
ვანტივ მანუფაქტურინგ ლიმიტიდ (Vantive Manufacturing Limited)
მონინ როუდი, კასლბარი, მაიოს საგრაფო, ირლანდია
მხოლოდ გაერთიანებული სამეფო:
ბაქსტერ ჰელსქეარ ლტდ (Baxter Healthcare Ltd.)
კექსტონ ვეი, ტეტფორდი, ნორფოლკი
IP24 3SE, გაერთიანებული სამეფო
აღნიშნული ფურცელი-ჩანართი ბოლოს შესწორდა 11/2024
დიანილი PD4-ის შესახებ ინფორმაციისთვის ან აღნიშნული ფურცელი-ჩანართის აუდიო ან მსხვილი შრიფტის ფორმატის მოთხოვნისას მიმართეთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელს: [email protected]
ვანტივი და დიანილი Vantive Health Inc-ის ან მისი შვილობილი კომპანიების სავაჭრო ნიშნებია.
ფარმაკოლოგიური თვისებები
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში პერიტონეალური დიალიზის პროცედურა უზრუნველყოფს აზოტის მეტაბოლიზმის შედეგად წარმოქმნილი ტოქსიური პროდუქტების გამოდევნას, რომლებიც ნორმალურ შემთხვევაში თირკმელებით გამოიყოფა, ასევე ხელს უწყობს სითხის და ელექტროლიტების და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის რეგულირებას.
ეს პროცედურა სრულდება პერიტონეუმის ღრუში კათეტერით პერიტონეალური სადიალიზო სითხის შეყვანის გზით. დიალიზის სითხესა და პაციენტის პერიტონეუმის კაპილარებს შორის ნივთიერებების ტრანსპორტირება ხორციელდება პერიტონეალური მემბრანით, ოსმოსისა და დიფუზიის პრინციპების შესაბამისად. მუცლის ღრუში რამდენიმე საათის შემდეგ ხსნარი ტოქსიური ნივთიერებებით გაჯერდება და უნდა გამოიცვალოს.
გარდა ლაქტატისა, რომელიც ბიკარბონატის წინამორბედის როლს ასრულებს, ხსნარში ელექტროლიტების კონცენტრაცია ისეა შედგენილი, რომ ელექტროლიტების პლაზმური კონცენტრაცია დაარეგულიროს. აზოტის ცვლის პროდუქტები, რომლებიც სისხლში მაღალი კონცენტრაციით გროვდება, პერიტონეალური მემბრანის გავლით გადადის სადიალიზო სითხეში. გლუკოზა წარმოქმნის ხსნარს, რომელიც პლაზმის მიმართ ჰიპეროსმოლარულია და ქმნის ოსმოსურ გრადიენტს, რომელიც ხელს უწყობს სითხის გადასვლას პლაზმიდან ხსნარში, რაც საჭიროა თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში ჭარბი სითხის კომპენსირებისთვის.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ინტრაპერიტონეალურად შეყვანისას გლუკოზა შეიწოვება სისხლში და შემდეგ სტანდარტული გზით მეტაბოლიზდება.
- 3. უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები
არ ფიქსირდება.
- ფარმაცევტული მახასიათებლები
- 1. დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
საინექციო წყალი
- 2. შეუთავსებლობა
პრეპარატის ურთიერთქმედების ოფიციალური კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა.
დანამატების გამოყენებისას საჭიროა თავსებადობის შემოწმება. შერეული ხსნარების გამოყენება უნდა მოხდეს მყისიერად.
- 3. ვარგისიანობის ვადა
შეფუთული გასაყიდი პროდუქციის ვარგისიანობის ვადა არის 24 თვე.
12 თვე (მხოლოდ ელისტონში, კანადასა და ნორს ქოუვში, აშშ-ში წარმოებული სამკურნალო საშუალებებისთვის).
გარე შეფუთვის მოხსნის შემთხვევაში პრეპარატი დაუყოვნებლივ გამოიყენება.
- 4. სპეციალური სიფრთხილის ზომები შენახვისას
არ შეინახოთ 250C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
არ შეინახოთ მაცივარში ან საყინულეში.
- 5. კონტეინერის ტიპი და შიგთავსი
სითხე ჰერმეტულად არის დალუქული სამედიცინო პლასტიფიცირებული პოლივინილ ქლორიდისგან (PVC) (PL-146) დამზადებულ კონტეინერში, რომელიც აღჭურვილია პორტით შესაბამის საინფუზიო სისტემასთან დასაკავშირებლად ან ასევე შესაძლებელია კონტეინერის დაკავშირება ინტეგრალურ სისტემასთან და ცარიელ სადრენაჟო კონტეინერთან. კონტეინერს ასევე აქვს დალუქვადი ლატექსის საინექციო პორტი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება შეყვანამდე ხსნარში პრეპარატის დასამატებლად.
შემდეგ კონტეინერი დალუქულია მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენისგან ან პოლიპროპილენისგან დამზადებული შეფუთვაში.
კონტეინერის მოცულობა: 1500 მლ, 2000 მლ, 2500 მლ, 3000 მლ, 5000 მლ.
შეფუთვის ყველა ზომა შეიძლება არ იყოს გაყიდვაში.
- 6. სპეციალური სიფრთხილის ზომები გამოყენებული სამკურნალო საშუალების ან ასეთი სამკურნალო საშუალების ნარჩენების განადგურებისას და პროდუქტის გამოყენებისას
გამოყენებასთან დაკავშირებული პირობები იხ. ნაწილში 4.2.
CAPD-ის პროცედურის დეტალური ინსტრუქცია პაციენტებს მიეწოდება სპეციალური ტრენინგების და ფურცელი-ჩანართის საშუალებით.
გადააგდეთ გამოუყენებელი დარჩენილი ხსნარი.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით , გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში
- სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
ვანტივ მანუფაქტურინგ ლიმიტიდ (Vantive Manufacturing Limited)
მონინ როუდი, კასლბარი, მაიოს საგრაფო
ირლანდია
- სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი
- პირველი რეგისტრაციის/ხელახალი რეგისტრაციის თარიღი
- ტექსტის განახლების თარიღი
ნოემბერი, 2024
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
დიანილი PD4 გლუკოზა 1.36% w/v / 13.6 მგ/მლ
დიანილი PD4 გლუკოზა 2.27% w/v / 22.7 მგ/მლ
დიანილი PD4 გლუკოზა 3.86% w/v / 38.6 მგ/მლ
პერიტონეალური სადიალიზო ხსნარი
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით ფურცელ-ჩანართს, რადგან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია
შეინახეთ ფურცელი-ჩანართი, შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტსაც, რომელიც არ არის მოცემული ფურცელ-ჩანართში. იხ. ნაწილი 4.
ფურცელ-ჩანართში შედის:
- რა არის დიანილი PD4 და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ დიანილი PD4-ის გამოყენებამდე
- დიანილი PD4-ის გამოყენების წესი
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- დიანილი PD4-ის შენახვის პირობები
- რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია
- რა არის დიანილი PD4 და რისთვის გამოიყენება
დიანილი PD4 არის ხსნარი პერიტონეალური დიალიზისთვის.
იგი წმენდს სისხლს წყლისა და ნარჩენი პროდუქტებისგან. იგი ასევე აკორექტირებს სისხლის სხვადასხვა კომპონენტების ნორმიდან გადახრილ მაჩვენებლებს. დიანილი PD4 შეიცავს გლუკოზის სხვადასხვა კონცენტრაციას (1.36%, 2.27% ან 3.86%). რაც უფრო მაღალია გლუკოზის კონცენტრაცია ხსნარში, მით მეტი წყალი გამოიდევნება სისხლიდან.
დიანილი PD4 შეიძლება დაგენიშნოთ, თუ გაქვთ:
თირკმლის დროებითი ან ქრონიკული უკმარისობა
წყლის ძლიერი შეკავება
მწვავე დარღვევები მჟავიანობის ან ტუტიანობის და სისხლში მარილების დონის მხრივ
წამლისმიერი ინტოქსიკაციის გარკვეული ტიპები, როდესაც მკურნალობის სხვა ალტერნატივა არ არსებობს.
დიანილი PD4 განსაკუთრებით ნაჩვენებია შრატში კალციუმის და ფოსფატის დონეების გასაკონტროლებლად, თუ იღებთ კალციუმის ან მაგნიუმის შემცველ ფოსფატის დამაკავშირებელ პრეპარატებს.
- რა უნდა იცოდეთ დიანილი PD4-ის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ დიანილი PD4
თუ გაქვთ ალერგია აღნიშნული პრეპარატის აქტიური ნივთიერებების ან ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის (ჩამოთვლილია ნაწილში 6) მიმართ.
თუ გაქვთ მწვავე ლაქტოაციდოზი (ძალიან ბევრი მჟავა სისხლში) აღნიშნული ხსნარის პირველად გამოყენებამდე.
თუ გაქვთ ქირურგიულად არაკორექტირებადი პრობლემა, რომელიც ზეგავლენას ახდენს მუცლის კედელზე ან ღრუზე ან არაკორექტირებადი პრობლემა, რომელიც ზრდის მუცლის ღრუში ინფექციების განვითარების რისკს.
თუ დოკუმენტურად დადასტურებულია პერიტონეალური ფუნქციის მოშლა, რომელიც გამოწვეულია მწვავე პერიტონეალური შეხორცებებით.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
გაესაუბრეთ ექიმს დიანილი PD4-ის გამოყენებამდე.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო:
თუ გაქვთ სერიოზული პრობლემები, რომლებიც ზეგალენას ახდენენ მუცლის კედელზე ან ღრუზე. მაგ.: თუ გაქვთ თიაქარი ან ანთებითი მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს ნაწლავებზე.
თუ გაქვთ აორტის ტრანსპლანტატი.
თუ გაქვთ სუნთქვის გაძნელება.
თუ აღინიშნა მუცლის ტკივილი, სხეულის ტემპერატურის მატება ან შენიშნავთ დრენირებული სითხის ამღვრევას ან ნაწილაკებს მასში. ეს შეიძლება იყოს პერიტონიტის (ანთებითი პერიტონეუმი) ან ინფექციის ნიშანი. დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ თქვენს მკურნალ გუნდს. ჩაინიშნეთ პერიტონეალური სადიალიზო ხსნარის შეფუთვის სერიული ნომერი და თან იქონიეთ დრენირებული სითხის კონტეინერთან ერთად. ისინი გადაწყვეტენ უნდა შეწყდეს თუ არა მკურნალობა ან საჭიროა თუ არა რაიმე მაკორექტირებელი მკურნალობის დაწყება. მაგ.: თუ გაქვთ ინფექცია, ექიმმა შეიძლება ჩაგიტაროთ გარკვეული ანალიზები იმისათვის, რომ განსაზღვროს რომელი ანტიბიოტიკი იქნება თქვენთვის ყველაზე ეფექტური. ინფექციის ტიპის დადგენამდე ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ისეთი ანტიბიოტიკი, რომელიც ეფექტურია სხვადასხვა ბაქტერიების მიმართ და ეწოდება ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი.
თუ გაქვთ მწვავე ლაქტოაციდოზის (ძალიან ბევრი მჟავა სისხლში) განვითარების მაღალი რისკი. ლაქტოაციდოზის განვითარების რისკი იზრდება, თუ:
გაქვთ ძალიან დაბალი არტერიული წნევა ან სისხლის ინფექცია, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს თირკმლის მწვავე უკმარისობასთან
გაქვთ მემკვიდრული მეტაბოლური დაავადება
იღებთ მეტფორმინს (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ)
იღებთ აივ-ის სამკურნალო პრეპარატებს, განსაკუთრებით ე.წ. უკუტრანსკრიპტაზას ნუკლეოზიდურ ინჰიბიტორებს (NRTI).
გაქვთ დიაბეტი და იყენებთ აღნიშნულ ხსნარს, რეგულარულად უნდა შეფასდეს სისხლში შაქრის დონის მარეგულირებელი პრეპარატების (მაგ.: ინსულინი) დოზები. განსაკუთრებით, როდესაც იწყება პერიტონეალური დიალიზით მკურნალობა ან ხდება მისი შეცვლა, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაბეტის სამკურნალო პრეპარატების დოზების კორექცია.
გაქვთ ალერგია სიმინდის მიმართ. დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ინფუზია და მოახდინეთ სითხის დრენირება პერიტონეუმის ღრუდან.
თქვენ - შესაძლოა თქვენს ექიმთან ერთად - უნდა ჩაიწეროთ სითხის ბალანსის და სხეულის წონის მაჩვენებლები. ექიმი რეგულარულად გააკონტროლებს სისხლის მაჩვენებლებს, კერძოდ:
მარილებს (მაგ.: ბიკარბონატი, კალიუმი, მაგნიუმი, კალციუმი და ფოსფატი)
პარათირეოიდულ ჰორმონს - რომელიც პასუხისმგებელია კალციუმის დონის შენარჩუნებაზე თქვენს ორგანიზმში
ცხიმებს სისხლში (ლიპიდები).
თუ სისხლში კალციუმის დონე მაღალი ან დაბალია. აღნიშნულმა ხსნარმა შეიძლება დამატებით იმოქმედოს კალციუმის დონეზე.
არ გამოიყენოთ იმაზე მეტი სხნარი, ვიდრე ექიმმა დაგინიშნათ. ჭარბი ინფუზიის სიმპტომები მოიცავს მუცლის შებერილობას, სისავსის შეგრძნებას და სუნთქვის უკმარისობას.
ექიმი რეგულარულად შეამოწმებს კალიუმის დონეს. თუ იგი ძალიან დაქვეითდა, შეიძლება საკომპენსაციოდ დაგენიშნოთ კალიუმის ქლორიდი.
ვინაიდან ინკაფსულირებული პერიტონეალური სკლეროზი (EPS) არის პერიტონეალური დიალიზის იშვიათი დადგენილი გართულება, თქვენ - შესაძლოა ექიმთან ერთად - უნდა იცოდეთ ამ შესაძლო გართულების შესახებ. EPS იწვევს:
ანთებას მუცლის ღრუში (მუცელში)
ნაწლავების გასქელებას, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს მუცლის ტკივილთან, მუცლის შებერილობასთან ან ღებინებასთან. EPS შეიძლება იყოს ფატალური.
სხვა პრეპარატები და დიანილი PD4
აცნობეთ ექიმს თუ იღებთ, ბოლო პერიოდში იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
სხვა პრეპარატების მიღებისას ექიმმა შეიძლება გაზარდოს მათი დოზები, რადგან პერიტონული დიალიზი ზრდის გარკვეული პრეპარატების ორგანიზმიდან გამოყოფას.
სიფრთხილეა საჭირო თუ იყენებთ გულის დაავადებების სამკურნალო პრეპარატებს ე.წ. საგულე გლიკოზიდებს (მაგ.: დიგოქსინი), შეიძლება:
დაგჭირდეთ კალიუმის და კალციუმის დანამატები
აღინიშნოს არარეგულარული გულისცემა (არითმია)
მკურნალობის პერიოდში ექიმი ყურადღებით აკონტროლებს თქვენს მდგომარეობას, განსაკუთრებით კალიუმის, კალციუმის და მაგნიუმის დონეებს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ეჭვობთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას, მიმართეთ ექიმს რჩევისათვის პრეპარატის გამოყენებამდე. იგი გირჩევთ რამდენად შესაფერისია თქვენთვის აღნიშნული მკურნალობა.
ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება
აღნიშნულმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე, მხედველობის დაბინდვა ან თავბრუსხვევა. თუ ასეთი ზემოქმედების ქვეშ ხართ, არ მართოთ ტრანსპორტი და არ გამოიყენოთ მექანიზმები.
- დიანილი PD4-ის გამოყენების წესი
დიანილი PD4-ის შეყვანა უნდა მოხდეს პერიტონეალურ ღრუში. ეს არის ღრუ მუცლის არეში კანსა და პერიტონეუმს შორის. პერიტონეუმი არის მემბრანა, რომელიც გარს ეკვრის შინაგან ორგანოებს, მაგ.: ნაწლავებს და ღვიძლს.
აღნიშნული პრეპარატი არ არის განკუთვნილი ინტრავენური გამოყენებისთვის.
პრეპარატი ყოველთვის გამოიყენება პერიტონეალური დიალიზის სპეციალისტების მითითებების შესაბამისად. თუ რაიმეში დარწმუნებული არ ხართ, მიმართეთ ექიმს. მოჭერის ან მიწოდების არასწორმა თანმიმდევრობამ შეიძლება გამოიწვიოს პერიტონეუმის ღრუში ჰაერის შეღწევა, რამაც თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ტკივილი ან/და პერიტონიტი.
თუ კონტეინერი დაზიანებულია, უნდა გადააგდოთ.
დოზის მოცულობა და გამოყენები სიხშირე
ექიმი დაგინიშნავთ გლუკოზის სათანადო დოზას და კონტეინერების რაოდენობას, რომლებიც უნდა გამოიყენოთ ყოველ დღე.
თუ შეწყვეტთ დიანილი PD4-ის გამოყენებას
არ შეწყვიტოთ პერიტონელური დიალიზი ექიმის გარეშე. მკურნალობის შეწყვეტას შეიძლება მოჰყვეს სიცოცხლისათვის საშიში შედეგები.
გამოყენების მეთოდი
გამოყენებამდე,
შეათბეთ კონტეინერი 370C-მდე. ამისთვის გამოიყენეთ სპეციალური გამათბობელი ფირფიტა. არ მოათავსოთ წყალში. არასოდეს გამოიყენოთ მიკროტალღური ღუმელი კონტეინერის შესათბობად.
მოაშორეთ გარე შეფუთვა და მაშინვე გამოიყენეთ.
შეამოწმეთ არის თუ არა ხსნარი გამჭვირვალე. არ გამოიყენოთ კონტეინერი თუ ხსნარი არ არის გამჭვირვალე.
თითო კონტეინერი გამოიყენეთ მხოლოდ ერთჯერ. გადააგდეთ დარჩენილი გამოუყენებელი ხსნარი.
ხსნარის შეყვანისას გამოიყენეთ ასეპტიკური ტექნიკა, როგორც გასწავლეს. გამოყენების შემდეგ შეამოწმეთ, ხომ არ არის დრენირებული სითხე შემღვრეული.
სხვა პრეპარატებთან თავსებადობა
ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სხვა საინექციო პრეპარატებიც, რომლებიც პირდაპირ დიანილი PD4-ის კონტეინერში შეჰყავთ. ასეთ შემთხვევაში პრეპარატის შეყვანა ხდება კონტეინერის ბოლოში არსებულ სპეციალურ ადგილას. სამკურნალო საშუალება გამოიყენება პრეპარატის დამატებისთანავე. თუ რაიმეში ეჭვი გეპარებათ, მიმართეთ ექიმს.
თუ 24 საათის განმავლობაში გამოიყენეთ დიანილი PD4-ის საჭიროზე მეტი კონტეინერი
ზედმეტი დიანილი PD4-ის ინფუზიის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს:
მუცლის შებერილობა
სისავსის შეგრძნება და/ან
სუნთქვის უკმარისობა.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რომელიც გირჩევთ როგორ მოიქცეთ.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების არსებობისას მიმართეთ თქვენს ექიმს.
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
სხვა პრეპარატების მსგავსად აღნიშნულმა პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
თუ აღინიშნა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენა დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან პერიტონეალური დიალიზის ცენტრს:
ჩვეულებრივზე მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია)
კოჭების ან ფეხების შეშუპება, თვალების შესიება, სუნთქვის უკმარისობა ან ტკივილი გულმკერდის არეში (ჰიპერვოლემია),
სერიოზული დაავადება ბუშტუკების განვითარებით კანზე, პირის ღრუში, თვალებზე და სასქესო ორგანოებზე (სტივენს-ჯონსონის სინდრომი)
მუცლის ტკივილი
ცხელება
პერიტონეუმის ანთებითი მდგომარეობა (პერიტონიტი)
ყველა ეს გვერდითი ეფექტი სერიოზულია. შეიძლება დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.
გვერდითი ეფექტები, რომლებზეც არსებობს შეტყობინებები (აღენიშნება პაციენტების დაუდგენელ რაოდენობას, რომლებიც მკურნალობენ დიანილი PD4-ით):
სისხლის ანალიზების მაჩვენებლების ცვლილებები:
კალიუმის დაქვეითება (ჰიპოკალიემია), რამაც შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისუსტე, კრუნჩხვა ან გულის რითმის დარღვევა
ნატრიუმის დაქვეითება (ჰიპონატრიემია), რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, კომა, გონების დაბინდვა ან გულისრევა
ქლორიდის დაქვეითება (ჰიპოქლორემია), რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, კომა, გონების დაბინდვა ან გულისრევა
ტკივილი ინფუზიის ადგილას
გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, ყაბზობა, დეჰიდრატაცია (წყურვილი, პირის სიმშრალე)
სისხლის მოცულობის შემცირება (ჰიპოვოლემია)
დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია)
კუნთების სპაზმები, კუნთების ან ძვლების ტკივილი
სითხის შეკავება (შეშუპება)
მუცლის შებერილობა ან დისკომფორტი მუცლის არეში
გულის წასვლა
დარღვევები კანის მხრივ, როგორიც არის ჭინჭრის ციება (ურტიკარია), გამონაყარი ან ქავილი
სუნთქვის უკმარისობა
პერიტონეალურ პროცედურასთან დაკავშირებული სხვა გვერდითი ეფექტები (აღენიშნება პაციენტების დაუდგენელ რაოდენობას, რომლებიც მკურნალობენ დიანილი PD4-ით):
ინფექცია კათეტერის გამოსვლის ადგილის გარშემო, კათეტერის ბლოკირება.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმათეთ ექიმს ან პერიტონეალური დიალიზის ცენტრს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტსაც, რომელიც არ არის მოცემული ფურცელ-ჩანართში. ასევე შეგიძლიათ გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაცია პირდაპირ დააფიქსიროთ (დეტალები იხ. ქვემოთ). გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით ხელს უწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
ირლანდიის რესპუბლიკა:
ჯანმრთელობის პროდუქტების მარეგულირებელი ორგანო (HPRA), ფარმაკოზედამხედველობა, ერლსფორტ ტერასა, IRL - დუბლინი 2;
ტელ.: +353 1 6764971;
ფაქსი: +353 1 6762517;
ვებგვერდი: www.hpra.ie;
ელ-ფოსტა: [email protected].
მალტა:
პრეპარატის გვერდითი რეაქციების დაფიქსირება (ADR Reporting)
www.medicinesauthority.gov.mt/adrportal
გაერთიანებული სამეფო
ყვითელი ბარათის სქემა (Yellow Card Scheme)
www.mhra.gov.uk/yellowcard
- დიანილი PD4-ის შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ თავისივე შეფუთვაში.
არ შეინახოთ 250C-ზე მაღალ ტემპერატურაზე. არ შეინახოთ მაცივარში ან საყინულეში.
გარე შეფუთვიდან ამოღების შემდეგ გამოიყენეთ მაშინვე. გადააგდეთ გამოუყენებელი ხსნარი.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს ეტიკეტზე და კონტეინერზე აბრევიატურის „Exp.” და სიმბოლოს შემდეგ. ვარგისიანობის თარიღი გულისხმობს აღნიშნული თვის ბოლო დღეს.
გადააგდეთ დიანილი PD4 ისე, როგორც გასწავლეს.
- რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია
აღნიშნული ფურცელი-ჩანართი არ მოიცავს სრულ ინფორმაციას პრეპარატის შესახებ. თუ გაქვთ შეკითხვები ან არ ხართ რაიმეში დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს.
რას შეიცავს დიანილი PD4
დიანილი PD4 ხელმისაწვდომია გლუკოზის 3 სხვადასხვა კონცენტრაციით.
შემადგენლობა:
დიანილი PD4
- 36%
- 27%
- 86%
შემადგენლობა გ/ლ
უწყლო გლუკოზის ექვივალენტური გლუკოზის მონოჰიდრატი
- 6
- 7
- 6
ნატრიუმის ქლორიდი
- 4
- 4
- 4
კალციუმის ქლორიდის დიჰიდრატი
- 184
- 184
- 184
მაგნიუმის ქლორიდის ჰექსაჰიდრატი
- 051
- 051
- 051
ნატრიუმის ლაქტატი
- 5
- 5
- 5
მმოლი/ლ
ნატრიუმი
132
132
132
კალციუმი
- 25
- 25
- 25
მაგნიუმი
- 25
- 25
- 25
ლაქტატი
40
40
40
ქლორიდი
95
95
95
სხვა ინგრედიენტია საინექციო წყალი.
როგორია ვიზუალურად დიანილი PD4 და რა შედის შეფუთვაში
დიანილი PD4 შეფუთულია სხვადასხვა მოცულობის პლასტიკურ კონტეინერებში.
კონტეინერში არსებული ხსნარი არის გამჭვირვალე და უფერო.
თითო კონტეინერი მოთავსებულია გარე შეფუთვაში და მუყაოს კოლოფებში.
მოცულობა
პროდუქტის კონფიგურაცია
- 5 ლ
ერთმაგი და ორმაგი კონტეინერი
- 0 ლ
ერთმაგი და ორმაგი კონტეინერი
- 5 ლ
ერთმაგი და ორმაგი კონტეინერი
- 0 ლ
ერთმაგი და ორმაგი კონტეინერი
- 0 ლ
ერთმაგი კონტეინერი
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით , გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში
აღნიშნულ პრეპარატთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციისთვის მიმართეთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს:
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
გაერთიანებული სამეფო
ვანტივ ლიმიტიდ (Vantive Limited)
ვეივერთრი ტექნოლოჯი პარკ 2 ვეივერთრი ბულვარ ლივერპულ, L7 9PE გაერთიანებული სამეფო
ირლანდიის რესპუბლიკა და მალტა
ვანტივ ბელგია სრლ (Vantive Belgium SRL)
ბულვარ დ’ანგლეტერ, 2 1420 ბრენ-ლ’ალე, ბელგია
მწარმოებელი
გაერთიანებული სამეფო, ირლანდიის რესპუბლიკა და მალტა:
ვანტივ მანუფაქტურინგ ლიმიტიდ (Vantive Manufacturing Limited)
მონინ როუდი, კასლბარი, მაიოს საგრაფო, ირლანდია
მხოლოდ გაერთიანებული სამეფო:
ბაქსტერ ჰელსქეარ ლტდ (Baxter Healthcare Ltd.)
კექსტონ ვეი, ტეტფორდი, ნორფოლკი
IP24 3SE, გაერთიანებული სამეფო
აღნიშნული ფურცელი-ჩანართი ბოლოს შესწორდა 11/2024
დიანილი PD4-ის შესახებ ინფორმაციისთვის ან აღნიშნული ფურცელი-ჩანართის აუდიო ან მსხვილი შრიფტის ფორმატის მოთხოვნისას მიმართეთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელს: [email protected]
ვანტივი და დიანილი Vantive Health Inc-ის ან მისი შვილობილი კომპანიების სავაჭრო ნიშნებია.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.



