პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოლეფსური საშუალებები

დექსმედეტომიდინ ევერ ფარმა

Dexmedetomidin EVER Pharma

რეცეპტით200მკგინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

დექსმედეტომიდინ ევერ ფარმა შეიცავს აქტიურ ნივთიერება დექსმედეტომიდინს, რომელიც მიეკუთვნება მედიკამენტთა ჯგუფს სახელწოდებით სედატიური საშუალებები. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დექსმედეტომიდინი (dexmedetomidine)
ფორმა და შეფუთვა
200მკგ/2მლ (100მკგ/მლ) 2მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ამპულა №5
მწარმოებელი
EVER Pharma Jena GmbH, გერმანია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოლეფსური საშუალებები, საძილე და სედაციური სხვა საშუალებები
ATC კოდი
N05CM18
რეგისტრაციის ნომერი
რ-039751
რეგისტრირებულია
18 დეკემბერი 2023, მოქმედებს 18 დეკემბერი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
ნატო ლომთათიძე
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებადექსმედეტომიდინ ევერ ფარმა და სხვა წამალი ერთად

დექსმედეტომიდინ ევერ ფარმა — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

დექსმედეტომიდინ ევერ ფარმა შეიცავს აქტიურ ნივთიერება დექსმედეტომიდინს, რომელიც მიეკუთვნება მედიკამენტთა ჯგუფს სახელწოდებით სედატიური საშუალებები. მას იყენებენ იმ ზრდასრული პაციენტების სედაციისთვის (ანუ დასამშვიდებლად, ბინდის მდგომარეობის მისაღწევად /ან ძილის გასაუმჯობესებლად), რომლებიც ჰოსპიტალიზირებულნი არიან სტაციონალური ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ან სედაციისთვის დიაგნოსტიკური ან ქირურგიული პროცედურების დროს.

  • რა უნდა გაითვალისწინოთ დექსმედეტომიდინ ევერ ფარმას გამოყენებამდე?

უკუჩვენებები

თუ ალერგიული ხართ დექსმედეტომიდინის ან მე-6 პუნქტში ჩამოთვლილი ამ პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ;

თუ გაქვთ გულის რითმის დარღვევები (მეორე ან მესამე ხარისხის გულის ბლოკადა);

თუ სისხლის ძალიან დაბალი წნევა გაქვთ, რომელიც არ ექვემდებარება მკურნალობას;

თუ ცოტა ხნის წინ გადაიტანეთ ინსულტი ან სხვა სერიოზული დაავადება, რომელმაც გავლენა მოახდინა თავის ტვინში სისხლის მიწოდებაზე.

სიფრთხილის ზომები

აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე, თუ აღგენიშნებათ შემდეგი მდგომარეობიდან რომელიმე, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ექთანს, ვინაიდან დექსმედეტომიდინ ევერ ფარმას გამოყენება უნდა მოხდეს სათანადო სიფრთხილის ზომების დაცვით.

  • თუ შესამჩნევად შეგინელდათ გულისცემა (ავადმყოფობის ან მაღალი ფიზიკური დატვირთვის გამო), რადგან აღნიშნულმა შეიძლება გაზარდოს გულის გაჩერების რისკი
  • თუ გაქვთ დაბალი არტერიული წნევა
  • თუ გაქვთ სისხლის დაბალი მოცულობა, მაგალითად სისხლდენის შემდეგ
  • თუ გაქვთ გულის გარკვეული დაავადებები
  • თუ ხანდაზმული ბრძანდებით
  • თუ გაქვთ ნევროლოგიური დაავადება (როგორიცაა თავის ან ხერხემლის

დაზიანება ან ინსულტი)

  • თუ გაქვთ ღვიძლთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები
  • თუ გარკვეული მედიკამენტების, განსაკუთრებით საანესთეზიო საშუალებების

მიღების შემდეგ, ოდესმე გქონიათ მაღალი სიცხე.

ამ წამლის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს დიდი რაოდენობით შარდის გამოყოფა და ძლიერი წყურვილის შეგრძნება. აღნიშნული გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენს ექიმს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მე-4 პუნქტი.

ამ პრეპარატის გამოყენებისას, სიკვდილიანობის გაზრდილი რისკი აღინიშნა 65 წლის და მასზე უმცროსი ასაკის პაციენტებში. აღნიშნული ეხება განსაკუთრებით იმ პაციენტებს, რომლებიც, გარდა ოპერაციის შემდგომი მოვლისა, სხვადასხვა მიზეზების გამო გადაიყვანეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ასევე, შედარებით მძიმე პაციენტებს და უფრო ახალგაზრდა ასაკის პაციენტებს, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოხვედრისას. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, არის თუ არა ეს წამალი თქვენთვის შესაფერისი. ექიმი შეაფასებს თქვენთვის არსებულ სარგებელს და რისკებს სხვა სედატიური საშუალებებით მკურნალობასთან შედარებით.

დექსმედეტომიდინ ევერ ფარმას სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება

გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან სამედიცინო პერსონალს თუ ღებულობთ ან თუ ახლახან დაასრულეთ სხვა მედიკამენტების მიღება, ან სამომავლოდ თუ გეგმავთ მათ მიღებას.

შემდეგ პრეპარატებს შეუძლიათ დექსმედეტომიდინ ევერ ფარმას მოქმედების გაძლიერება:

საძილე ან სედაციური საშუალებები (მაგალითად; მიდაზოლამი, პროპოფოლი)

ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები (მაგალითად: ოპიოიდები, როგორიცაა მორფინი,

კოდეინი);

საანესთეზიო საშუალებები (მაგალითად, სევოფლურანი, იზოფლურანი).

თუ თქვენ იღებთ მედიკამენტებს, რომლებიც აქვეითებენ არტერიულ წნევას და გულისცემას, დექსმედეტომიდინ ევერ ფარმასთან ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა მათი მოქმედება გააძლიეროს. დექსმედეტომიდინ ევერ ფარმას გამოყენება არ შეიძლება იმ წამლებთან ერთად, რომლებიც იწვევენ დროებით დამბლას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ არის რეკომენდირებული დექსმედეტომიდინ ევერ ფარმას მიღება ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დექსმედეტომიდინ ევერ ფარმას გამოყენებით მკურნალობა აუცილებელია ქალის კლინიკური მდგომარეობის გამო.

ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

‘’ყურადღება: აღნიშნულმა წამალმა შეიძლება დააქვეითოს რეაგირების და მანქანის მართვის უნარი“

დექსმედეტომიდინ ევერ ფარმა მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ტრანსპორტის

მართვის და მანქანა-დანადგარების გამოყენების უნარზე. დექსმედეტომიდინ ევერ ფარმას მიღების შემდეგ დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალების მართვა, მანქანა-დანადგარების გამოყენება ან სახიფათო სამუშაოების შესრულება, სანამ დექსმედეტომიდინ ევერ ფარმას მოქმედების ეფექტი სრულად არ აღმოიფხვრება. ჰკითხეთ თქვენს ექიმს, თუ როდის შეგიძლიათ დაუბრუნდეთ აღნიშნულ საქმიანობას და სამუშაო ადგილს.

დექსმედეტომიდინ ევერ ფარმა შეიცავს ნატრიუმს:

დექსმედეტომიდინ ევერ ფარმა შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ყოველ

მლ-ზე, ანუ არსებითად „თავისუფალია ნატრიუმისგან“.

  • როგორ უნდა გამოვიყენოთ დექსმედეტომიდინ ევერ ფარმა?

ინტენსიური თერაპიის სტაციონარული მკურნალობა

თქვენს მიერ დექსმედეტომიდინ ევერ ფარმას მიღებას საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში უზრუნველყოფს ექიმი ან სამედიცინო პერსონალი.

პროცედურული სედაცია / შეგნებული სედაცია

თქვენს მიერ დექსმედეტომიდინ ევერ ფარმას მიღებას უზრუნველყოფს ექიმი ან სამედიცინო პერსონალი, ისეთი სადიაგნოსტიკო ან ქირურგიული პროცედურების ჩატარებამდე და/ან მათ განმავლობაში, რომლებიც საჭიროებს სედაციას, ანუ პროცედურულ / შეგნებულ სედაციას.

თქვენი ექიმი განსაზღვრავს თქვენთვის საჭირო დოზას. დექსმედეტომიდინ ევერ ფარმას რაოდენობა დამოკიდებულია თქვენს ასაკზე, ზომაზე, ჯანმრთელობის

საერთო მდგომარეობაზე, სედაციის საჭირო დონეზე და პრეპარატის მიმართ თქვენს რეაქციაზე. საჭიროების შემთხვევაში, თქვენს ექიმს შეუძლია დაარეგულიროს თქვენი დოზა და მკურნალობის განმავლობაში მონიტორინგი გაუწიოს თქვენს გულისცემას და არტერიულ წნევას.

დექსმედეტომიდინ ევერ ფარმა უნდა განზავდეს და შეყვანილ იქნას ვენაში ინფუზიის (წვეთოვანი გადასხმის) სახით.

სედაციის / გაღვიძების ფაზის შემდეგ

სედაციის შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში იქნებით ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რათა დარწმუნდეს, რომ კარგად გრძნობთ თავს.

სახლში არ უნდა წახვიდეთ თანმხლები პირის გარეშე.

დექსმედეტომიდინ ევერ ფარმას მიღებიდან გარკვეული დროის განმავლობაში არ არის ნებადართული საძილე, დასამშვიდებელი და ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიღება. აღნიშნული პრეპარატის და ალკოჰოლის გამოყენებასთან დაკავშირებით კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.

თუ თქვენ მიიღეთ დექსმედეტომიდინ ევერ ფარმა საჭიროზე დიდი დოზით

დექსმედეტომიდინ ევერ ფარმას საჭიროზე მეტი დოზით გამოყენების შემთხვევაში,

თქვენი სისხლის წნევა შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს, თქვენი გულისცემა

შესაძლოა შემცირდეს, სუნთქვა შენელდეს და შესაძლოა თავი იგრძნობთ უფრო

მოდუნებულად. აღნიშნულის შემდგომ თქვენი ექიმი მიიღებს შესაბამის ზომებს.

აღნიშნული პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს.

  • რა სახის გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოიწვიოს?

ყველა მედიკამენტის მსგავსად, აღნიშნულ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ძალიან ხშირი (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს):

  • შენელებული გულისცემა
  • სისხლის წნევის დაქვეითება ან მომატება
  • ცვლილებები სუნთქვის მხრივ ან სუნთქვის გაჩერება.

ხშირი (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-მდე ადამიანს):

  • ტკივილი გულ-მკერდის არეში, ინფარქტი
  • გახშირებული გულისცემა
  • სისხლში შაქრის დაბალი ან მაღალი დონე
  • გულისრევა, პირღებინება ან პირის სიმშრალე
  • შფოთვა
  • მაღალი ტემპერატურა
  • ჩივილები პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ.

იშვიათი (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1-ზე მეტ ადამიანს):

  • გულის უკმარისობა, გულის გაჩერება
  • მუცლის შებერილობა
  • წყურვილი
  • ორგანიზმის ჰიპერაციდიზაცია
  • ალბუმინის დაბალი დონე სისხლში
  • ჰაერის უკმარისობა
  • ჰალუცინაციები
  • სუნთქვის დროებითი გართულება
  • წამლის არაეფექტურობა

უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემების საფუძველზე)

  • გაძლიერებული შარდვა და გაძლიერებული წყურვილის შეგრძნება.

ეს შესაძლებელია იყოს ჰორმონალური დისბალანსის სიმპტომები, რომელსაც ეწოდება უშაქრო დიაბეტი. აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

გვერდითი მოვლენები

გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს.

აღნიშნული გულისხმობს ისეთ გვერდით ეფექტებსაც, რომლებიც მოცემულ ინსტრუქციაში არ არის ჩამოთვლილი.

თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტები პირდაპირ ამ გზით

ჯანმრთელობის დაცვის ფედერალური ოფისი

ტრაისენგასე

1200 ვენა

ავსტრია

ფაქსი: + 43 (0) 50 555 36207

ვებ-გვერდი: http://www.basg.gv.at/

გვერდითი ეფექტების თაობაზე შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ აღნიშნული მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.

  • როგორია დექსმედეტომიდინ ევერ ფარმას შენახვის წესები?

შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ აღნიშნული წამალი ეტიკეტსა და მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდგომ.

ტემპერატურის თვალსაზრისით, ეს წამალი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს. შიგთავსის სინათლისგან დასაცავად, შეინახეთ ამპულები ან ფლაკონები გარე მუყაოს კოლოფში.

შემადგენლობა

  • აქტიური ნივთიერება არის დექსმედეტომიდინი.
  • 1 მლ კონცენტრატი შეიცავს დექსმედეტომიდინის ჰიდროქლორიდს, რაც 100 მიკროგრამი დექსმედეტომიდინის ექვივალენტურია.
  • სხვა ნივთიერებებია ნატრიუმის ქლორიდი და საინექციო წყალი.

ყოველი 2 მლ-იანი ამპულა შეიცავს 200 მიკროგრამ დექსმედეტომიდინს (ჰიდოქლორიდის სახით).

ყოველი 4 მლ-იანი ამპულა შეიცავს 400 მიკროგრამ დექსმედეტომიდინს (ჰიდოქლორიდის სახით).

ყოველი 10 მლ-იანი ამპულა შეიცავს 1.000 მიკროგრამ დექსმედეტომიდინს (ჰიდოქლორიდის სახით).

ყოველი 2 მლ-იანი ფლაკონი შეიცავს 200 მიკროგრამ დექსმედეტომიდინს (ჰიდოქლორიდის სახით).

ყოველი 4 მლ-იანი ფლაკონი შეიცავს 400 მიკროგრამ დექსმედეტომიდინს (ჰიდოქლორიდის სახით).

ყოველი 10 მლ-იანი ფლაკონი შეიცავს 1.000 მიკროგრამ დექსმედეტომიდინს (ჰიდოქლორიდის სახით).

განზავების შემდეგ, საბოლოო ხსნარის კონცენტრაცია უნდა იყოს ან 4 მკგ/მლ ან 8 მკგ/მლ.

დექსმედეტომიდინ ევერ ფარმას აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი

კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად (სტერილური კონცენტრატი).

კონცენტრატი არის გამჭვირვალე, უფერო ხსნარი

კონტეინერები:

2 მლ, 5 მლ ან 10 მლ უფერო მინის ამპულები

2 მლ, 5 მლ ან 10 მლ უფერო მინის ფლაკონები

შეფუთვის ზომები:

5 x 2 მლ-იანი ამპულა 4 x 10 მლ-იანი ამპულა 5 x 4 მლ-იანი ფლაკონი

25 x 2 მლ-იანი ამპულა 5 x 10 მლ-იანი ამპულა 4 x 10 მლ-იანი ფლაკონი

4 x 4 მლ-იანი ამპულა 5 x 2 მლ-იანი ფლაკონი 5 x 10 მლ-იანი ფლაკონი

5 x 4 მლ-იანი ამპულა 4 x 4 მლ-იანი ფლაკონი

შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

შენახვის პირობები

განზავების შემდეგ:

გამოყენებისას ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა ნაჩვენებია 48 საათის განმავლობაში 25°C და მაცივრის ტემპერატურაზე (2°C - 8°C).

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, გამოსაყენებლად მზა პრეპარატი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.თუ არ მოხდება გამოსაყენებლად მზა პრეპარატის დაუყოვნებლივ გამოყენება, შენახვის ხანგრძლივობასა და პირობებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც გამოსაყენებლად მზა პრეპარატი მზადდება კონტროლირებად და ვალიდირებულ ასეპტიკურ პირობებში, რომელიც არ უნდა ინახებოდეს 24 საათზე მეტ ხანს 2 °C-დან 8 °C-მდე.

თარგმანი შეესაბამება ორიგინალს. მთარგმნელი:

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

დექსმედეტომიდინ ევერ ფარმა 100 მიკროგრამი / მლ

კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

აქტიური ნივთიერება: დექსმედეტომიდინი

აღნიშნული წამლის გამოყენებამდე, ყურადღებით გაეცანით მთლიან ინსტრუქციას, ვინაიდან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ინსტრუქცია. შესაძლოა მოგვიანებით კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან სამედიცინო პერსონალს.

გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს. აღნიშნული ასევე ეხება ისეთ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში. იხილეთ პუნქტი 4.

რას შეიცავს მოცემული ინსტრუქცია?

  • რა არის დექსმედეტომიდინ ევერ ფარმა და და რისთვის გამოიყენება იგი?
  • რა უნდა გაითვალისწინოთ დექსმედეტომიდინ ევერ ფარმას გამოყენებამდე?
  • როგორ უნდა გამოვიყენოთ დექსმედეტომიდინ ევერ ფარმა?
  • რა სახის გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოიწვიოს?
  • როგორ პირობებში უნდა შევინახოთ დექსმედეტომიდინ ევერ ფარმა?
  • შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
  • რა არის დექსმედეტომიდინ ევერ ფარმა და რისთვის გამოიყენება იგი?

დექსმედეტომიდინ ევერ ფარმა შეიცავს აქტიურ ნივთიერება დექსმედეტომიდინს, რომელიც მიეკუთვნება მედიკამენტთა ჯგუფს სახელწოდებით სედატიური საშუალებები. მას იყენებენ იმ ზრდასრული პაციენტების სედაციისთვის (ანუ დასამშვიდებლად, ბინდის მდგომარეობის მისაღწევად /ან ძილის გასაუმჯობესებლად), რომლებიც ჰოსპიტალიზირებულნი არიან სტაციონალური ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ან სედაციისთვის დიაგნოსტიკური ან ქირურგიული პროცედურების დროს.

  • რა უნდა გაითვალისწინოთ დექსმედეტომიდინ ევერ ფარმას გამოყენებამდე?

დექსმედეტომიდინ ევერ ფარმას გამოყენება არ შეიძლება, თუ:

თუ ალერგიული ხართ დექსმედეტომიდინის ან მე-6 პუნქტში ჩამოთვლილი ამ პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ;

თუ გაქვთ გულის რითმის დარღვევები (მეორე ან მესამე ხარისხის გულის ბლოკადა);

თუ სისხლის ძალიან დაბალი წნევა გაქვთ, რომელიც არ ექვემდებარება მკურნალობას;

თუ ცოტა ხნის წინ გადაიტანეთ ინსულტი ან სხვა სერიოზული დაავადება, რომელმაც გავლენა მოახდინა თავის ტვინში სისხლის მიწოდებაზე.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე, თუ აღგენიშნებათ შემდეგი მდგომარეობიდან რომელიმე, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ექთანს, ვინაიდან დექსმედეტომიდინ ევერ ფარმას გამოყენება უნდა მოხდეს სათანადო სიფრთხილის ზომების დაცვით.

  • თუ შესამჩნევად შეგინელდათ გულისცემა (ავადმყოფობის ან მაღალი ფიზიკური დატვირთვის გამო), რადგან აღნიშნულმა შეიძლება გაზარდოს გულის გაჩერების რისკი
  • თუ გაქვთ დაბალი არტერიული წნევა
  • თუ გაქვთ სისხლის დაბალი მოცულობა, მაგალითად სისხლდენის შემდეგ
  • თუ გაქვთ გულის გარკვეული დაავადებები
  • თუ ხანდაზმული ბრძანდებით
  • თუ გაქვთ ნევროლოგიური დაავადება (როგორიცაა თავის ან ხერხემლის

დაზიანება ან ინსულტი)

  • თუ გაქვთ ღვიძლთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები
  • თუ გარკვეული მედიკამენტების, განსაკუთრებით საანესთეზიო საშუალებების

მიღების შემდეგ, ოდესმე გქონიათ მაღალი სიცხე.

ამ წამლის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს დიდი რაოდენობით შარდის გამოყოფა და ძლიერი წყურვილის შეგრძნება. აღნიშნული გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენს ექიმს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მე-4 პუნქტი.

ამ პრეპარატის გამოყენებისას, სიკვდილიანობის გაზრდილი რისკი აღინიშნა 65 წლის და მასზე უმცროსი ასაკის პაციენტებში. აღნიშნული ეხება განსაკუთრებით იმ პაციენტებს, რომლებიც, გარდა ოპერაციის შემდგომი მოვლისა, სხვადასხვა მიზეზების გამო გადაიყვანეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ასევე, შედარებით მძიმე პაციენტებს და უფრო ახალგაზრდა ასაკის პაციენტებს, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოხვედრისას. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, არის თუ არა ეს წამალი თქვენთვის შესაფერისი. ექიმი შეაფასებს თქვენთვის არსებულ სარგებელს და რისკებს სხვა სედატიური საშუალებებით მკურნალობასთან შედარებით.

დექსმედეტომიდინ ევერ ფარმას სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება

გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან სამედიცინო პერსონალს თუ ღებულობთ ან თუ ახლახან დაასრულეთ სხვა მედიკამენტების მიღება, ან სამომავლოდ თუ გეგმავთ მათ მიღებას.

შემდეგ პრეპარატებს შეუძლიათ დექსმედეტომიდინ ევერ ფარმას მოქმედების გაძლიერება:

საძილე ან სედაციური საშუალებები (მაგალითად; მიდაზოლამი, პროპოფოლი)

ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები (მაგალითად: ოპიოიდები, როგორიცაა მორფინი,

კოდეინი);

საანესთეზიო საშუალებები (მაგალითად, სევოფლურანი, იზოფლურანი).

თუ თქვენ იღებთ მედიკამენტებს, რომლებიც აქვეითებენ არტერიულ წნევას და გულისცემას, დექსმედეტომიდინ ევერ ფარმასთან ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა მათი მოქმედება გააძლიეროს. დექსმედეტომიდინ ევერ ფარმას გამოყენება არ შეიძლება იმ წამლებთან ერთად, რომლებიც იწვევენ დროებით დამბლას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ არის რეკომენდირებული დექსმედეტომიდინ ევერ ფარმას მიღება ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დექსმედეტომიდინ ევერ ფარმას გამოყენებით მკურნალობა აუცილებელია ქალის კლინიკური მდგომარეობის გამო.

ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარი

‘’ყურადღება: აღნიშნულმა წამალმა შეიძლება დააქვეითოს რეაგირების და მანქანის მართვის უნარი“

დექსმედეტომიდინ ევერ ფარმა მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ტრანსპორტის

მართვის და მანქანა-დანადგარების გამოყენების უნარზე. დექსმედეტომიდინ ევერ ფარმას მიღების შემდეგ დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალების მართვა, მანქანა-დანადგარების გამოყენება ან სახიფათო სამუშაოების შესრულება, სანამ დექსმედეტომიდინ ევერ ფარმას მოქმედების ეფექტი სრულად არ აღმოიფხვრება. ჰკითხეთ თქვენს ექიმს, თუ როდის შეგიძლიათ დაუბრუნდეთ აღნიშნულ საქმიანობას და სამუშაო ადგილს.

დექსმედეტომიდინ ევერ ფარმა შეიცავს ნატრიუმს:

დექსმედეტომიდინ ევერ ფარმა შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ყოველ

მლ-ზე, ანუ არსებითად „თავისუფალია ნატრიუმისგან“.

  • როგორ უნდა გამოვიყენოთ დექსმედეტომიდინ ევერ ფარმა?

ინტენსიური თერაპიის სტაციონარული მკურნალობა

თქვენს მიერ დექსმედეტომიდინ ევერ ფარმას მიღებას საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში უზრუნველყოფს ექიმი ან სამედიცინო პერსონალი.

პროცედურული სედაცია / შეგნებული სედაცია

თქვენს მიერ დექსმედეტომიდინ ევერ ფარმას მიღებას უზრუნველყოფს ექიმი ან სამედიცინო პერსონალი, ისეთი სადიაგნოსტიკო ან ქირურგიული პროცედურების ჩატარებამდე და/ან მათ განმავლობაში, რომლებიც საჭიროებს სედაციას, ანუ პროცედურულ / შეგნებულ სედაციას.

თქვენი ექიმი განსაზღვრავს თქვენთვის საჭირო დოზას. დექსმედეტომიდინ ევერ ფარმას რაოდენობა დამოკიდებულია თქვენს ასაკზე, ზომაზე, ჯანმრთელობის

საერთო მდგომარეობაზე, სედაციის საჭირო დონეზე და პრეპარატის მიმართ თქვენს რეაქციაზე. საჭიროების შემთხვევაში, თქვენს ექიმს შეუძლია დაარეგულიროს თქვენი დოზა და მკურნალობის განმავლობაში მონიტორინგი გაუწიოს თქვენს გულისცემას და არტერიულ წნევას.

დექსმედეტომიდინ ევერ ფარმა უნდა განზავდეს და შეყვანილ იქნას ვენაში ინფუზიის (წვეთოვანი გადასხმის) სახით.

სედაციის / გაღვიძების ფაზის შემდეგ

სედაციის შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში იქნებით ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რათა დარწმუნდეს, რომ კარგად გრძნობთ თავს.

სახლში არ უნდა წახვიდეთ თანმხლები პირის გარეშე.

დექსმედეტომიდინ ევერ ფარმას მიღებიდან გარკვეული დროის განმავლობაში არ არის ნებადართული საძილე, დასამშვიდებელი და ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიღება. აღნიშნული პრეპარატის და ალკოჰოლის გამოყენებასთან დაკავშირებით კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.

თუ თქვენ მიიღეთ დექსმედეტომიდინ ევერ ფარმა საჭიროზე დიდი დოზით

დექსმედეტომიდინ ევერ ფარმას საჭიროზე მეტი დოზით გამოყენების შემთხვევაში,

თქვენი სისხლის წნევა შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს, თქვენი გულისცემა

შესაძლოა შემცირდეს, სუნთქვა შენელდეს და შესაძლოა თავი იგრძნობთ უფრო

მოდუნებულად. აღნიშნულის შემდგომ თქვენი ექიმი მიიღებს შესაბამის ზომებს.

აღნიშნული პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს.

  • რა სახის გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოიწვიოს?

ყველა მედიკამენტის მსგავსად, აღნიშნულ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ძალიან ხშირი (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს):

  • შენელებული გულისცემა
  • სისხლის წნევის დაქვეითება ან მომატება
  • ცვლილებები სუნთქვის მხრივ ან სუნთქვის გაჩერება.

ხშირი (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-მდე ადამიანს):

  • ტკივილი გულ-მკერდის არეში, ინფარქტი
  • გახშირებული გულისცემა
  • სისხლში შაქრის დაბალი ან მაღალი დონე
  • გულისრევა, პირღებინება ან პირის სიმშრალე
  • შფოთვა
  • მაღალი ტემპერატურა
  • ჩივილები პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ.

იშვიათი (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1-ზე მეტ ადამიანს):

  • გულის უკმარისობა, გულის გაჩერება
  • მუცლის შებერილობა
  • წყურვილი
  • ორგანიზმის ჰიპერაციდიზაცია
  • ალბუმინის დაბალი დონე სისხლში
  • ჰაერის უკმარისობა
  • ჰალუცინაციები
  • სუნთქვის დროებითი გართულება
  • წამლის არაეფექტურობა

უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემების საფუძველზე)

  • გაძლიერებული შარდვა და გაძლიერებული წყურვილის შეგრძნება.

ეს შესაძლებელია იყოს ჰორმონალური დისბალანსის სიმპტომები, რომელსაც ეწოდება უშაქრო დიაბეტი. აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

გვერდითი მოვლენების ანგარიშგება

გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს.

აღნიშნული გულისხმობს ისეთ გვერდით ეფექტებსაც, რომლებიც მოცემულ ინსტრუქციაში არ არის ჩამოთვლილი.

თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტები პირდაპირ ამ გზით

ჯანმრთელობის დაცვის ფედერალური ოფისი

ტრაისენგასე

1200 ვენა

ავსტრია

ფაქსი: + 43 (0) 50 555 36207

ვებ-გვერდი: http://www.basg.gv.at/

გვერდითი ეფექტების თაობაზე შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ აღნიშნული მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.

  • როგორია დექსმედეტომიდინ ევერ ფარმას შენახვის წესები?

შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ აღნიშნული წამალი ეტიკეტსა და მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდგომ.

ტემპერატურის თვალსაზრისით, ეს წამალი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს. შიგთავსის სინათლისგან დასაცავად, შეინახეთ ამპულები ან ფლაკონები გარე მუყაოს კოლოფში.

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს დექსმედეტომიდინ ევერ ფარმა?

  • აქტიური ნივთიერება არის დექსმედეტომიდინი.
  • 1 მლ კონცენტრატი შეიცავს დექსმედეტომიდინის ჰიდროქლორიდს, რაც 100 მიკროგრამი დექსმედეტომიდინის ექვივალენტურია.
  • სხვა ნივთიერებებია ნატრიუმის ქლორიდი და საინექციო წყალი.

ყოველი 2 მლ-იანი ამპულა შეიცავს 200 მიკროგრამ დექსმედეტომიდინს (ჰიდოქლორიდის სახით).

ყოველი 4 მლ-იანი ამპულა შეიცავს 400 მიკროგრამ დექსმედეტომიდინს (ჰიდოქლორიდის სახით).

ყოველი 10 მლ-იანი ამპულა შეიცავს 1.000 მიკროგრამ დექსმედეტომიდინს (ჰიდოქლორიდის სახით).

ყოველი 2 მლ-იანი ფლაკონი შეიცავს 200 მიკროგრამ დექსმედეტომიდინს (ჰიდოქლორიდის სახით).

ყოველი 4 მლ-იანი ფლაკონი შეიცავს 400 მიკროგრამ დექსმედეტომიდინს (ჰიდოქლორიდის სახით).

ყოველი 10 მლ-იანი ფლაკონი შეიცავს 1.000 მიკროგრამ დექსმედეტომიდინს (ჰიდოქლორიდის სახით).

განზავების შემდეგ, საბოლოო ხსნარის კონცენტრაცია უნდა იყოს ან 4 მკგ/მლ ან 8 მკგ/მლ.

დექსმედეტომიდინ ევერ ფარმას აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი

კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად (სტერილური კონცენტრატი).

კონცენტრატი არის გამჭვირვალე, უფერო ხსნარი

კონტეინერები:

2 მლ, 5 მლ ან 10 მლ უფერო მინის ამპულები

2 მლ, 5 მლ ან 10 მლ უფერო მინის ფლაკონები

შეფუთვის ზომები:

5 x 2 მლ-იანი ამპულა 4 x 10 მლ-იანი ამპულა 5 x 4 მლ-იანი ფლაკონი

25 x 2 მლ-იანი ამპულა 5 x 10 მლ-იანი ამპულა 4 x 10 მლ-იანი ფლაკონი

4 x 4 მლ-იანი ამპულა 5 x 2 მლ-იანი ფლაკონი 5 x 10 მლ-იანი ფლაკონი

5 x 4 მლ-იანი ამპულა 4 x 4 მლ-იანი ფლაკონი

შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

მწარმოებელი

შპს ევერ ვალინჯექთი

ობერბურაუს 3

4866 უნტერახ ამ ათარზეე

ავსტრია

შპს. ევერ ფარმა ჯენა

ბრიუსელის ქუჩა 18

07747 ჯენა

გერმანია

Z.Nr.: 138005

აღნიშნული წამალი დამტკიცებულია ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ ქვეყნებში შემდეგი სახელწოდებებით:

ბელგია:

დექსმედეტომინ ევერ ფარმა, 100მკგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

დანია:

გერმანია:

დექსმედეტომინ ევერ ვალინჯექტ, 100მკგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

საფრანგეთი:

დექსმედეტომინ ევერ ფარმა, 100მკგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

ირლანდია:

დექსმედეტომინ ევერ ფარმა, 100მკგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

იტალია:

დექსმედეტომინ ევერ ფარმა

ხორვატია:

დექსმედეტომინ ევერ ფარმა, 100მკგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

ნიდერლანდები:

დექსმედეტომინ ევერ ფარმა, 100მკგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

ნორვეგია:

დექსმედეტომინ ევერ ფარმა

ავსტრია:

დექსმედეტომინ ევერ ფარმა, 100მკგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

პოლონეთი:

დექსმედეტომინ ევერ ფარმა

პორტუგალია:

დექსმედეტომინ ევერ ფარმა, 100მკგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

შვედეთი:

დექსმედეტომინ ევერ ფარმა, 100მკგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

ესპანეთი:

დექსმედეტომინ ევერ ფარმა, 100მკგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

სლოვაკეთი:

დექსმედეტომინ ევერ ფარმა, 100მკგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

სლოვენია:

დექსმედეტომინ ევერ ფარმა, 100მკგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

ჩეხეთის რესპუბლიკა:

დექსმედეტომინ ევერ ფარმა

უნგრეთი:

დექსმედეტომინ ევერ ფარმა, 100მკგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

გაერთიანებული სამეფო (ჩრდილოეთ ირლანდია):

დექსმედეტომინ ევერ ფარმა, 100მკგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

აღნიშნული ბროშურის ბოლო გადახედვის თარიღია 2023 წლის ივლისი.

შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო პერსონალისთვის:

დექსმედეტომიდინ ევერ ფარმა 100 მიკროგრამი / მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

მომზადების წესი

დექსმედეტომიდინ ევერ ფარმას გამოყენება უნდა განხორციელდეს ექიმების/მედიცინის პროფესიონალების მიერ, რომლებიც კვალიფიციურნი არიან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების მართვისთვის ან საოპერაციო დარბაზში მყოფი პაციენტებისთვის საანესთეზიო დახმარების გაწევისთვის. დექსმედეტომიდინ ევერ ფარმას მიცემა ნებადართულია მხოლოდ განზავებული ინტრავენური ინფუზიის სახით კონტროლირებული საინფუზიო მოწყობილობის გამოყენებით.

საინფუზიო ხსნარის მომზადება

დექსმედეტომიდინ ევერ ფარმას განზავება შესაძლებელია 50 მგ/მლ გლუკოზას ხსნარით (5%), რინგერის ხსნარით, მანიტოლის ხსნარით ან 9 მგ/მლ ნატრიუმის ქლორიდის (0.9%) საინექციო ხსნარით, რათა მიღწეულ იქნას გამოყენებისთვის საჭირო კონცენტრაცია 4 მიკროგრამი/მლ ან 8 მიკროგრამი/მლ.

ქვემოთ მოყვანილი ცხრილები აჩვენებს ინფუზიის მოსამზადებლად საჭირო მოცულობებს.

იმ შემთხვევაში, თუ საჭირო კონცენტრაცია არის 4 მიკროგრამი/მლ:

დექსმედეტომიდინის ევერ ფარმა 100 მკგ/მლ საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის მოცულობა

გამხსნელის მოცულობა

ინფუზიის მთლიანი მოცულობა

2 მლ

48 მლ

50 მლ

4 მლ

96 მლ

100 მლ

10 მლ

240 მლ

250 მლ

20 მლ

480 მლ

500 მლ

იმ შემთხვევაში, თუ საჭირო კონცენტრაცია არის 8 მიკროგრამი/მლ:

დექსმედეტომიდინის ევერ ფარმა 100 მკგ/მლ საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის მოცულობა

გამხსნელის მოცულობა

ინფუზიის მთლიანი მოცულობა

4 მლ

46 მლ

50 მლ

8 მლ

92 მლ

100 მლ

20 მლ

230 მლ

250 მლ

40 მლ

460 მლ

500 მლ

საფუძვლიანად შერევის უზრუნველსაყოფად, ნაზად შეანჯღრიეთ ხსნარი.

გამოყენებამდე დექსმედეტომიდინ ევერ ფარმა ვიზუალურად უნდა შემოწმდეს ნაწილაკების არ არსებობასა და ფერის ცვლილებაზე.

აღმოჩნდა, რომ დექსმედეტომიდინ ევერ ფარმა თავსებადია შემდეგ საინფუზიო ხსნარებთან და მედიკამენტებთან:

რინგერის ლაქტატური ხსნარი, გლუკოზის ხსნარი 50 მგ/მლ (5%), ნატრიუმის ქლორიდი 9 მგ/მლ (0.9%) საინექციო ხსნარი, მანიტოლი 200 მგ/მლ (20%) საინექციო ხსნარი, ნატრიუმის თიოპენტალი, ეთომიდატი, ვეკურონიუმის ბრომიდი, პანკურონიუმის ბრომიდი, სუქცინილქოლინი, ატრაკურიუმის ბეზილატი, მივაკურიუმის ქლორიდი, როკურონიუმის ბრომიდი, გლიკოპიროლატის ბრომიდი,ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი, ატროპინის სულფატი, დოფამინი, ნორეპინეფრინი, დობუტამინი, მიდაზოლამი, მორფინის სულფატი, ფენტანილის ციტრატი და პლაზმის შემცვლელი.HYPERLINK "http://www.mis.ge/mis_genmed.mis?g=Atracurium%20besilate"

თავსებადობის კვლევებმა აჩვენა დექსმედეტომიდინის ადსორბციის პოტენციალი ბუნებრივი რეზინის ზოგიერთ სახეობაში. მიუხედავად იმისა, რომ დექსმედეტომიდინი დოზირებულია მოქმედების მიზნით,, რეკომენდებულია კომპონენტების გამოყენება მხოლოდ სინთეტიკური ან შემოგარსული ბუნებრივი რეზინის შუასადებებით.

ვარგისობის ვადა

განზავების შემდეგ:

გამოყენებისას ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა ნაჩვენებია 48 საათის განმავლობაში 25°C და მაცივრის ტემპერატურაზე (2°C - 8°C).

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, გამოსაყენებლად მზა პრეპარატი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.თუ არ მოხდება გამოსაყენებლად მზა პრეპარატის დაუყოვნებლივ გამოყენება, შენახვის ხანგრძლივობასა და პირობებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც გამოსაყენებლად მზა პრეპარატი მზადდება კონტროლირებად და ვალიდირებულ ასეპტიკურ პირობებში, რომელიც არ უნდა ინახებოდეს 24 საათზე მეტ ხანს 2 °C-დან 8 °C-მდე.

თარგმანი შეესაბამება ორიგინალს. მთარგმნელი:

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა