პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოლეფსური საშუალებები

კვანადექსი

Kvanadex

რეცეპტით100მკგ/მლინსტრუქცია ქართულადუკრაინა
რისთვის გამოიყენება

ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში (ითგ) იმ ზრდასრული პაციენტების სედაციისთვის, რომლებიც საჭიროებენ სედაციის ისეთი სიღრმის დონეს, როდესაც ხმოვან სტიმულაციას მოჰყვეს გაღვიძება (შეესაბამება რიჩმონდის აგზნება-სედაციის სკალის 0-დან -3 ქულამდე დიაპაზონს (RASS -ის სკალა)). …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დექსმედეტომიდინი (dexmedetomidine)
ფორმა და შეფუთვა
100მკგ/მლ 2მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მინის ამპულა №5
მწარმოებელი
«Yuria-Pharm» LLC, უკრაინა
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოლეფსური საშუალებები, საძილე და სედაციური სხვა საშუალებები
ATC კოდი
N05CM18
რეგისტრაციის ნომერი
რ-041821
რეგისტრირებულია
8 აგვისტო 2024, მოქმედებს 8 აგვისტო 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
«Yuria-Pharm» LLC (უკრაინა)
განმცხადებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაკვანადექსი და სხვა წამალი ერთად

კვანადექსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში (ითგ) იმ ზრდასრული პაციენტების სედაციისთვის, რომლებიც საჭიროებენ სედაციის ისეთი სიღრმის დონეს, როდესაც ხმოვან სტიმულაციას მოჰყვეს გაღვიძება (შეესაბამება რიჩმონდის აგზნება-სედაციის სკალის 0-დან -3 ქულამდე დიაპაზონს (RASS -ის სკალა)).

არაინტუბირებული პაციენტების სედაციისთვის სადიაგნოსტიკო ან ქირურგიული პროცედურების წინ/ან მათი ჩატარების დროს, რომლებიც საჭიროებენ სედაციას, ანუ პროცედურულ სედაციას/ სედაციას გონზე მყოფობის დროს.

მიღების წესი და დოზირება

ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში (ითგ) იმ ზრდასრული პაციენტების სედაციისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ სედაციის სიღრმის ისეთი დონე, როდესაც ხმოვან სტიმულაციას საპასუხოდ მოსდევს გაღვიძება (შეესაბამება დიაპაზონს 0-დან -3 ქულამდე რიჩმონდის აღგზნება-სედაციის სკალის მიხედვით) (RASS-ის სკალა) ).

მხოლოდ ჰოსპიტალური გამოყენებისათვის. სამკურნალო საშუალება კვანადექსი უნდა იქნას გამოყენებული იმ სპეციალისტების მიერ, რომლებსაც გააჩნიათ ინტენსიური თერაპიის პირობებში პაციენტების მკურნალობის გამოცდილება.

დოზირება

პაციენტები, რომლებსაც უტარდებათ ხელოვნური ვენტილაცია და სედაცია, შეიძლება გადაყვანილნი იქნან სამკურნალო საშუალება კვანადექსზე ინფუზიის საწყისი სიჩქარით 0,7 მკგ/კგ/სთ დოზის შემდგომი კორექციით 0,2-1,4 მკგ/კგ/სთ დიაპაზონში სედაციის სასურველი დონის მისაღწევად, სამკურნალო საშუალებაზე პაციენტის რეაქციიდან გამომდინარე. დასუსტებული პაციენტებისთვის უნდა იქნას განხილული ინფუზიის უფრო დაბალი საწყისი სიჩქარის გამოყენების მიზანშეწონილობა. დექსმედეტომიდინი წარმოადგენს ძლიერ საშუალებას, ამიტომ მისი შეყვანის სიჩქარე მითითებულია ერთ საათზე გადათვლით. დოზის კორექციის შემდეგ სედაციის საჭირო დონის მიღწევას შეიძლება დასჭირდეს 1 საათამდე დროის მონაკვეთი. მაქსიმალური დოზა.

არ შეიძება მაქსიმალური დოზის 1,4 მკგ/კგ/სთ გადაჭარბება. პაციენტები, რომლებიც ვერ აღწევენ სედაციის შესაფერის დონეს მაქსიმალური დოზის გამოყენებისას, უნდა გადავიდნენ ალტერნატიულ სედატიურ პრეპარატზე.

დექსმედეტომიდინის დამტვირთავი დოზის გამოყენება სედაციისათვის ითგ-ში არ არის რეკომენდებული და დაკავშირებულია გვერდითი ეფექტების ზრდასთან. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება პროპოფოლისა ან მიდაზოლამის გამოყენება დექსმედეტომიდინის კლინიკური ეფექტის მიღწევამდე.

გამოყენების ხანგრძლივობა.

სამკურნალო საშუალება კვანადექსის გამოყენების გამოცდილება 14 დღეზე მეტი პერიოდის განმავლობაში არ არსებობს. 14 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში სამკურნალო საშუალების გამოყენება მოითხოვს პაციენტის მდგომარეობის რეგულარულ შეფასებას.

არაინტუბირებული პაციენტების სედაციისთვის დიაგნოსტიკური ან ქირურგიული პროცედურების წინ/ან მათი ჩატარების დროს, რომლებისათვისაც საჭიროა სედაცია, ესე იგი პროცედურულ სედაცია/სედაცია გონზე მყოფობის დროს

კვანადექსი უნდა იქნას გამოყენებული იმ სპეციალისტების მიერ, რომლებსაც აქვთ პროცედურული სედაციის ჩატარების გამოცდილება პაციენტებში ოპერაციული ან დიაგნოსტიკური პროცედურების დროს.

სამკურნალო საშუალება კვანადექსის გამოყენებისას სედაციისთვის გონზე მყოფობის დროს პაციენტები მუდმივად უნდა იმყოფებოდნენ იმ პირების კონტროლის ქვეშ, რომლებიც არ არიან ჩართულნი დიაგნოსტიკური ან ქირურგიული პროცედურის ჩატარებაში. აუცილებელია პაციენტების მუდმივი ზედამხედველობის განხორციელება ჰიპოტენზიის, ჰიპერტენზიის, ბრადიკარდიის, სუნთქვის დათრგუნვის, სასუნთქი გზების ობსტრუქციის, სუნთქვის გაჩერების, ქოშინის და/ან ჟანგბადის დესატურაციის ადრეული ნიშნების გამოსავლენად (იხ. პუნქტი"გვერდითირეაქციები"). აუცილებელია ოქსიგენოთერაპიის უზრუნველყოფა, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული ჩვენებების არსებობის შემთხვევაში. სისხლის ჟანგბადით გაჯერების შემოწმება უნდა ხდებოდეს პულსოქსიმეტრიის მეთოდით.

სამკურნალო საშუალება კვანადექსის შეყვანა იწყება დამტვირთავი დოზით, რომელსაც მოჰყვება შემანარჩუნებელი ინფუზია. ჩარევის ტიპიდან გამომდინარე, სასურველი კლინიკური ეფექტის მისაღწევად შეიძლება საჭირო გახდეს თანმხლები ადგილობრივი ანესთეზია ან ანალგეზია. რეკომენდებულია დამატებითი ანალგეზიის ან სედაციური საშუალებების გამოყენება (მაგალითად, ოპიოიდები, მიდაზოლამი, პროპოფოლი) მტკივნეული პროცედურების ჩატარების დროს ან თუ აუცილებელია სედაციის გაძლიერება. დექსმეტომიდინის ფარმაკოკინეტიკური ნახევარგანაწილების პერიოდი შეადგენს დაახლოებით 6 წუთს. ეს პარამეტრი უნდა იქნას გათვალისწინებული სხვა დანიშნული სამკურნალო საშუალებების ეფექტებთან ერთად იმ დროის შესაფასებლად, რომელიც საჭიროა სამკურნალო საშუალება კვანადექსის სასურველი კლინიკური ეფექტის ტიტრირებისთვის.

პროცედურული სედაციის ინიცირება

დამტვირთავი ინფუზია 1 მკგ/კგ 10 წუთის განმავლობაში. ნაკლებად ინვაზიური პროცედურების შემთხვევაში, ისეთების, როგორიცაა ოფთალმოლოგიური ოპერაციები, შეიძლება გამოყენებულ იქნას დამტვირთავი დოზა 0,5 მკგ/კგ 10 წუთის განმავლობაში.

პროცედურული სედაციის შენარჩუნება

შემანარჩუნებელი ინფუზია ჩვეულებრივ უნდა დაიწყოს 0,6–0,7 მკგ/კგ/სთ დოზით და იქნას ტიტრირებული სასურველი კლინიკური ეფექტის მისაღწევად დოზის დიაპაზონში 0,2-დან–1-მდე მკგ/კგ/სთ. აუცილებელია შემანარჩუნებელი ინფუზიის სიჩქარის კორექტირება მოხდეს სედაციის შესაბამისი დონის მიღწევამდე.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები.

ხანდაზმული ასაკის პაციენტებისთვის დოზის კორექცია ჩვეულებრივ არ არის საჭირო (იხ.განყოფილება „ფარმაკოკინეტიკა“). ხანდაზმული ასაკის პაციენტებს შეიძლებ ჰქონდეთ ჰიპოტენზიის განვითარების გაზრდილი რისკი (იხ. განყოფილება "გამოყენების თავისებურებები"), თუმცა პროცედურული სედაციის არსებული შეზღუდული მონაცემები არ მიუთითებს დოზაზე მკაფიო დამოკიდებულებას.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა.

თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებს ჩვეულებრივ არ სჭირდებათ დოზის კორექცია.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.

კვანადექსი მეტაბოლიზდება ღვიძლში, ამიტომ ის სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. უნდა იქნას განხილული შემცირებული შემანარჩუნებელი დოზის გამოყენების მიზანშეწონილობა (იხ. განყოფილებები "გამოყენების თავისებურებები", "ფარმაკოკინეტიკა").

გამოყენების წესი

სამკურნალო საშუალება კვანადექსი უნდა იქნას შეყვანილი მხოლოდ განზავების შემდეგ ინტრავენური ინფუზიის სახით კონტროლირებადი საინფუზიო მოწყობილობის გამოყენებით. ამპულები განკუთვნილია მხოლოდ ერთი პაციენტის მიერ ინდივიდუალური გამოყენებისთვის. ხსნარის მომზადება

გამოყენების წინ კვანადექსი შეიძლება განზავდეს გლუკოზის 5% ხსნარში, რინგერის ხსნარში, მანიტოლში ან ნატრიუმის ქლორიდის 0,9% ხსნარში სასურველი კონცენტრაციის მისაღწევად ან 4 მკგ/მლ ან 8 მკგ/მლ. ქვემოთ მოცემულია მოცულობები, რომლებიც საჭიროა შესაბამისი კონცენტრაციის საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად.

4 მკგ/მლ კონცენტრაციის მისაღწევად:

კვანადექსის მოცულობა, კონცენტრატის, რომელიც საჭიროა საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელად, მლ

გამხსნელის მოცულობა, მლ

ინფუზიის საერთო

მოცულობა, მლ

2

48

50

4

96

100

10

240

250

20

480

500

8 მკგ/მლ კონცენტრაციის მისაღწევად:

კვანადექსის მოცულობა, კონცენტრატის, რომელიც სჭიროა საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად , მლ

გამხსნელის მოცულობა, მლ

ინფუზიის საერთო

მოცულობა, მლ

4

46

50

8

92

100

20

230

250

40

460

500

განზავების შემდეგ ხსნარი ფრთხილად შეანჯღრიეთ, რომ უზრუნველყოფილი იქნას ერთგვაროვნად გადანაწილება.

გამოყენების წინ სამკურნალო საშუალება კვანადექსი ვიზუალურად უნდა შემოწმდეს უცხო ნაწილაკების არსებობაზე და ფერის შეცვლის საკითხზე.

კვანადექსი თავსებადია შემდეგ ინტრავენურ ხსნარებთან და პრეპარატებთან: რინგერის ლაქტატის ხსნარი, გლუკოზის 5% ხსნარი, ნატრიუმის ქლორიდის 0,9% ხსნარი, 20% მანიტოლი, ატროპინის სულფატი, დოპამინი, ნორადრენალინი, დობუტამინი, მიდაზოლამი, მორფინის სულფატი, ფენტანილის ციტრატი და პლაზმის შემცვლელი.

სამკურნალო საშუალების ნებისმიერი ნარჩენი ან გამოყენებული მასალა უნდა განადგურდეს მოქმედი მოთხოვნების შესაბამისად.

ბავშვები

სამკურნალო საშუალება კვანადექსის უსაფრთხოება და ეფექტურობა 0-დან 18 წლამდე ასაკის პირებში დადგენილი არ არის. ამჟამად არსებული მონაცემები მოცემულია განყოფილებებში "ფარმაკოდინამიკა" და "გვერდითი რეაქციები", მაგრამ დოზირების რეკომენდაციების მოწოდება არ არის შესაძლებელი.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა დექსმედეტომიდინის ან სამკურნალო საშუალების ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

II - III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა (რითმის ხელოვნური მატარებლის არარსებობის შემთხვევაში).

არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპოტენზია.

მწვავე ცერებროვასკულური პათოლოგია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების კვლევა ჩატარდა მხოლოდ ზრდასრულ პაციენტებში.

დექსმედეტომიდინის ერთდროულმა გამოყენებამ ანესთეტიკებთან, სედატიურ, საძილე საშუალებებთან და ოპიოიდებთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს მათი ეფექტების პოტენცირება, სედატიური, საანესთეზიო და კარდიორესპირატორული ეფექტების ჩათვლით. მიზნობრივმა კვლევებმა დაადასტურა ეფექტების გაძლიერება იზოფლურანთან, პროპოფოლთან, ალფენტანილთან და მიდაზოლამთან ერთად გამოყენებისას.

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებები დექსმედეტომიდინსა და იზოფლურანს, პროპოფოლს, ალფენტანილსა და მიდაზოლამს შორის არ გამოვლენილა. თუმცა შესაძლო ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედების გამო, როდესაც ასეთი საშუალებები გამოიყენება დექსმედეტომიდინთან კომბინაციაში, შეიძლება დექსმედეტომიდინის ან თანმხლები საანესთეზიო, სედატიური, საძილე საშუალებისა ან ოპიოიდის დოზის შემცირება.

ინკუბაციისას ადამიანის ღვიძლის მიკროსომებით ჩატარებულ კვლევებში შესწავლილი იყო CYP ფერმენტების, მათ შორის CYP2B6-ის ინჰიბირება დექსმედეტომიდინის მეშვეობით. In vitro კვლევების თანახმად არსებობს პოტენციური in vivo ურთიერთქმედების შესაძლებლობა დექსმედეტომიდინისა და სუბსტრატების შორის, CYP2 B6-ის დომინირებული მეტაბოლიზმით.

In vitro კვლევების შედეგების მიხედვით დექსმედეტომიდინს შეუძლია CYP1A2, CYP2B6, CYP2C8, CYP2C9 და CYP3A4 იზოფერმენტების ინდუცირება, ასეთი შესაძლებლობა in vivo კვლევებში გამორიცხული არ არის. კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.

უნდა იქნას გათვალისწინებული ჰიპოტენზიური და ბრადიკარდიული ეფექტების გაძლიერების შესაძლებლობა ისეთი სხვა სამკურნალო საშუალებების მიმღებ პაციენტებში, რომლებიც იწვევენ ასეთ ეფექტებს, მაგალითად β-ადრენობლოკატორები (თუმცა ესმოლოლის გამოყენებით ჩატარებულ ურთიერთქმედების კვლევაში დამატებითი ეფექტები იყო ზომიერი).

სიფრთხილის ზომები

მონიტორინგი

კვანადექსი განკუთვნილია ინტენსიური თერაპიის პირობებში, საოპერაციოებში და სადიაგნოსტიკო პროცედურების ჩატარების დროს გამოყენებისათვის. მისი გამოყენება სხვა პირობებში არ არის რეკომენდებული.

სამკურნალო საშუალების ინფუზიის დროს უნდა ხორციელდებოდეს გულის მოქმედების მუდმივი მონიტორინგი. არაინტუბირებულ პაციენტებთან უნდა ხორციელდებოდეს სუნთქვის მონიტორინგი, სუნთქვის დათრგუნვის და, ზოგიერთ შემთხვევაში, აპნოეს განვითარების რისკის გამო (იხ. ნაწილი "გვერდითი რეაქციები").

შემოდიოდა ინფორმაცია, რომ დექსმედეტომიდინის გამოყენების შემდეგ აღდგენის დრო შეადგენს დაახლოებით 1 საათს. ამბულატორიულ პირობებში გამოყენებისას აუცილებელია გაგრძელდეს გულდასმითი მონიტორინგი მინიმუმ 1 საათის განმავლობაში (ან უფრო მეტხანს, პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე), სამედიცინო დაკვირვება უნდა გაგრძელდეს კიდევ ერთი დამატებითი საათის განმავლობაში, რათა დავრწმუნდეთ პაციენტის უსაფრთხოებაში.

ზოგადი გაფრთხილებები

კვანადექსი არ უნდა იქნას შეყვანილის ბოლუსურად, ხოლო ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში დატვირთვის დოზის გამოყენება არ არის რეკომენდებული. ამიტომ, სამედიცინო პერსონალი მზად უნდა იყოს ალტერნატიული სედატიური საშუალებების გამოიყენებისთვის, განსაკუთრებულად მწვავე აგზნების მკურნალობის პირველ საათებში ან სამედიცინო პროცედურების ჩატარების დროს. პროცედურული სედაციის დროს შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა სედატიური საშუალების ბოლუსური ინექციის მცირე დოზა სედაციის სასურველი დონის სწრაფად მიღწევის მიზნით.

ზოგიერთ პაციენტს, რომლებიც იღებენ დექსმედეტომიდინს, აღენიშნებოდა იოლი გამოღვიძების უნარი და სტიმულაციის შემთხვევაში ისინი რეაგირებდნენ გარე გამაღიზიანებლებზე. სხვა კლინიკური სიმპტომების არარსებობისას მოცემული სიმპტომი თავისთავად არ უნდა განიხილებოდეს როგორც სამკურნალო საშუალების არაეფექტურობის გამოვლინება.

ჩვეულებრივ, დექსმედეტომიდინი არ იწვევს ღრმა სედაციას, ამიტომ პაციენტების გაღვიძება ადვილად ხდება. მაშასადამე, დექსმედეტომიდინი მოქმედების ასეთი პროფილით არ არის შესაფერისი პაციენტებისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ მუდმივი ღრმა სედაცია.

კვანადექსი არ უნდა იქნას გამოყენებული ზოგადი საანესთეზიო საშუალების სახით ინტუბაციისას ან სედაციური ეფექტის უზრუნველსაყოფად მიორელაქსანტების გამოყენების დროს.

დექსმედეტომიდინს არ გააჩნია კრუნჩხვის საწინააღმდეგო მოქმედება, რომელიც ახასიათებს სხვა სედატიური საშუალებებს, ამიტომ ის არ თრგუნავს ძირითად კრუნჩხვით აქტივობას.

უნდა იქნას დაცული სიფრთხილე დექსმედეტომიდინის ერთდროული გამოყენებისას ისეთ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებსაც აქვთ სედატიური ეფექტი ან ახდენენ გავლენას გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე შესაძლო ადიტიური ეფექტის გამო.

კვანადექსის გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტის მიერ კონტროლირებადი სედაციისთვის. შესაბამისი მონაცემები არ გაგვაჩნია.

ამბულატორიულ პირობებში სამკურნალო საშუალება კვანადექსის გამოიყენებისას შეიძლება პაციენტის გაწერა მესამე მხარის მეთვალყურეობის ქვეშ. პაციენტებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია თავი შეიკავონ ავტოტრანსპორტის მართვისგან და საქმიანობის სხვა პოტენციურად სახიფათო სახეობების შესრულებისაგან. თუ ეს შესაძლებელია, აუცილებელია სხვა სედატიური საშუალებების (მაგალითად, ბენზოდიაზეპინების, ოპიოიდების, ალკოჰოლის) გამოყენების თავიდან აცილება დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში, დექსმედეტომიდინის გამოვლენილი ეფექტის, პროცედურის, თანმხლები სამკურნალო საშუალებების, პაციენტის ასაკისა და მდგომარეობიდან გამომდინარე.

აუცილებელია სიფრთხილის დაცვა დექსმედეტომიდინის გამოყენებისას ხანდაზმული ასაკის პაციენტებში. 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტები შეიძლება იყვნენ უფრო მიდრეკილნი ჰიპოტენზიის განვითარების მიმართ დექსმედეტომიდინის გამოყენების დროს, მათ შორის, პროცედურების ჩასატარებლად დატვირთვის დოზების შეყვანის შემთხვევაში. აუცილებელია იქნას განხილული დოზის შემცირების შესაძლებლობა (იხ. ნაწილი "გამოყენების წესი და დოზები").

სიკვდილიანობა 65 წელზე ≤ ასაკის პაციენტებში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში (ითგ)

SPICE III-ის პრაგმატულ რანდომიზირებულ კონტროლირებად კვლევაში ითგ-ის 3904 ზრდასრული პაციენტის მონაწილეობით და კრიტიკული მდგომარეობით არ დაფიქსირებულა საერთო განსხვავება 90-დღიან სიკვდილიანობაში დექსმედეტომიდინის მიმღებ ჯგუფსა და სტანდარტული თერაპიის მიმღებ ჯგუფს შორის (სიკვდილიანობა 29,1 % ორივე ჯგუფში). თუმცა აღინიშნებოდა ასაკის არაერთგვაროვანი გავლენა სიკვდილიანობაზე. დექსმედეტომიდინის გამოყენება ასოცირებულია სიკვდილიანობის ზრდასთან ასაკობრივ ჯგუფში ≤ 65 წელზე (შანსების თანაფარდობა 1,26; 95% ნი: 1,02-1,56) ალტერნატიულ სედატიურ საშუალებებთან შედარებით. იმისდამიუხედავად, რომ ამ მოვლენის მექანიზმი უცნობია, სიკვდილიანობაზე ასაკის გავლენის ეს არაერთგვაროვნება ყველაზე შესამჩნევი იყო დექსმედეტომიდინის მაღალი დოზების ადრეული გამოყენებისას ღრმა სედაციის მიღწევის მიზნით პაციენტებში, რომლებიც ჰოსპიტალიზირებულნი იყვნენ პოსტოპერაციული მოვლისგან განსხვავებული მიზეზებით, და მატულობდა APACHE II-ს სკალაზე ქულების მომატებასთან და პაციენტების ასაკის კლებასთან ერთად. სიკვდილიანობაზე გავლენა არ ყოფილა აღნიშნული, როდესაც დექსმედეტომინი გამოიყენებოდა მსუბუქი სედაციისთვის. ეს დასკვნები უნდა იქნას შედარებული დექსმედეტომინის მოსალოდნელ კლინიკურ სარგებელთან ალტერნატიულ სედატიურ საშუალებებით უფრო ნაკლები ასაკის პაციენტებში.

გავლენა გულსა და სისხლძარღვებზე და სიფრთხილის ზომები

დექსმედეტომიდინი ამცირებს გულის შეკუმშვის სიხშირეს და არტერიულ წნევას ცენტრალური სიმპათოლიზური მოქმედების ხარჯზე, მაგრამ უფრო მაღალი კონცენტრაციების დროს იწვევს პერიფერიულ ვაზოკონსტრიქცია, რის გამოც ვითარდება ჰიპერტენზია(იხ. განყოფილება „ფარმაკოდინამიკა“). ამიტომ კვანადექსი არ არის შესაფერისი გულ-სისხლძარღვთა მძიმე დაავადების მქონე პაციენტებისთვის.

დექსმედეტომიდინის შეყვანისას პაციენტებისათვის თანმხლები ბრადიკარდიით უნდა იქნას დაცული სიფრთხილე. მონაცემები სამკურნალო საშუალების ზემოქმედების შესახებ პაციენტებზე <60 გულის შეკუმშვის სიხშირით შეზღუდულია, და ასეთ პაციენტებთან უნდა იქნას დაცული განსაკუთრებული სიფრთხილე. ბრადიკარდია, როგორც წესი, არ საჭიროებს მკურნალობას, აუცილებლობის შემთხვევაში ექვემდებარება მკურნალობას ანტიქოლინერგული პრეპარატებით ან სამკურნალო საშუალების დოზის შემცირებით. პაციენტები მაღალი ფიზიკური მიმზადებით და რომლებსაც აქვთ გულის შეკუმშვის დაბალი სიხშირე სიმშვიდის მდგომარეობაში, შეიძლება იყვნენ განსაკუთრებით მგრძნობიარენი α2 ადრენორეცეპტორების აგონისტების უარყოფითი ქრონოტროპული ეფექტის მიმართ; აღწერილია სინუსური კვანძის გაჩერების შემთხვევები. ასევე შემოვიდა შეტყობინებები გულის გაჩერების შემთხვევების შესახებ, რომლებსაც ხშირად წინ უძღოდა ბრადიკარდია ან ანტრიოვენტრიკული ბლოკადა (იხ. განყოფილება "გვერდითი რეაქციები").

პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თანმხლები არტერიული ჰიპოტენზია (განსაკუთრებით ვაზოპრესორების მიმართ რეფრაქტერული), მათ შორის ქრონიკული, ჰიპოვოლემიით ან დაქვეითებული ფუნქციური რეზერვით, მაგალითად მძიმე პარკუჭოვანი დისფუნქციის მქონე პაციენტები და ხანდაზმული ასაკის პაციენტები, სამკურნალო საშუალება კვანადექსის ჰიპოტენზიური ეფექტი შეიძლება იყოს უფრო გამოხატული, და ასეთ შემთხვევებში საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა(იხილეთ პინქტი „უკუჩვენებები“). ჰიპოტენზია, როგორც წესი, არ საჭიროებს განსაკუთრებული ზომების მითებას, მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში მზად უნდა იყოთ დოზის შესამცირებისათვის, მოცირკულირე სისხლის მოცულობის შესავსები საშუალებების და/ან ვაზოკონსტრიქტორების შეყვანისთვის.

პაციენტებში პერიფერიული ვეგეტატიური ნერვული სისტემის დაზიანებით (მაგალითად, ზურგის ტვინის ტრავმის შედეგად) ჰემოდინამიკური ეფექტები სამკურნალო საშუალების შეყვანის შემდეგ შეიძლება იყოს უფრო გამოხატული და მოითხოვდეს პაციენტზე განსაკუთრებულ ზრუნვას.

დექსმედეტომიდინის დატვირთვის დოზის შეყვანისას აღინიშნა არტერიული წნევის ტრანზიტორული მატება პერიფერიული სისხლძარღვების შემავიწროებელ ეფექტთან დაკავშირებით, ამიტომ ითგ-ში სედაციისთვის დატვირთვითი დოზის შეყვანა არ არის რეკომენდებული. მაღალი არტერიული წნევის მკურნალობა, როგორც წესი, არ არის საჭირო, მაგრამ უნდა იქნას განხილული სამკურნალო საშუალების შეყვანის სიჩქარის შემცირება.

ადგილობრივი ვაზოკონსტრიქცია მომატებული კონცენტრაციების დროს შეიძლება იყოს უფრო მნიშვნელოვანი პაციენტებში გულის იშემიური დაავადებით ან მძიმე ცერებროვასკულური დაავადებებით, ასეთი პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ გულდასმითი მეთვალყურეობის ქვეშ. მიოკარდიუმის ან თავის ტვინის იშემიის ნიშნების გამოვლენისას უნდა შემცირდეს სამკურნალო საშუალების დოზია ან შეწყდეს მისი შეყვანა.

უნდა იქნას დაცული სიფრთხილე დექსმედეტომიდინის გამოყენებისას სპინალურ და ეპიდურულ ანესთეზიასთან ერთდროულად ჰიპოტენზიისა და ბრადიკარდიის შესაძლო გაზრდილი რისკის გამო.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

ღვიძლის მძიმე უკმარისიბის მქონე პაციენტებში უნდა იქნას დაცული სიფრთხილე, ვინაიდან სამკურნალო საშუალების დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციებისა და ჭარბი სედაციის და ეფექტების პროლონგაციის რისკის ზრდა დექსმედეტომიდინის შემცირებული კლირენსის შედეგად .

ნევროლოგიური დარღვევების მქონე პაციენტები

დექსმედეტომიდინის გამოყენების გამოცდილება ისეთი მძიმე ნევროლოგიური მდგომარეობების დროს, როგორიცაა ქალა-ტვინის ტრავმა, მდგომარეობა ნეიროქირურგიული ოპერაციების შემდეგ შეზღუდულია, ამიტომ სამკურნალო საშუალება კვანადექსი ასეთი მდგომარეობების დროს სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული, განსაკუთრებით ღრმა სედაციის საჭიროების შემთხვევაში. თერაპიის არჩევისას უნდა იქნას გათვალისწინებული, რომ დექსმედეტომიდინს შეუძლია შეამციროს ცერებრალური სისხლის მიმოქცევის ოდენობა და ქალასშიდა წნევა.

სხვა გაფრთხილებები α2- რეცეპტორების აგონისტების უეცარი მოხსნა მათი ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ იშვიათ შემთხვევებში იწვევდა მოხსნის სინდრომს. ამ მდგომარეობის წარმოქმნის შესაძლებლობა უნდა იქნას გათვალისწინებული, თუ პაციენტს დექსმედეტომიდინის მოხსნის შემდეგ მალევე განუვითარდა აჟიტაცია და ჰიპერტენზია.

დექსმედეტომიდინმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერთერმია, რომელიც შეიძლება იყოს მდგრადი გაგრილების ტრადიციული მეთოდების მიმართ. გაურკვეველი ეთიოლოგიის მქონე მდგრადი ციებ-ცხელების განვითარების შემთხვევაში დექსმედეტომიდინის გამოყენება უნდა შეწყდეს. დექსმედეტომიდინი არ არის რეკომენდებული ავთვისებიანი ჰიპერთერმიისკენ მიდრეკილ პაციენტებში გამოსაყენებლად.

შემოდიოდა ინფორმაცია უშაქრო დიაბეტის განვითარების შესახებ დექსმედეტომიდინით მკურნალობასთან დაკავშირებით. პოლიურიის წარმოიქმნის შემთხვევაში რეკომენდებულია დექსმედეტომიდინის მიღების შეწყვეტა და სისხლის შრატში ნატრიუმის დონისა და შარდის ოსმოლალობის შემოწმება.

ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) 1მლ-ში, ესე იგი პრაქტიკულად თავისუფალია ნატრიუმისგან.

ორსულობა და ძუძუთი კვება

მონაცემები ორსულ ქალებში დექსმედეტომინის გამოყენების შესახებ არ არის ან შეზღუდულია. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა რეპროდუქციული ტოქსიკურობა. სამკურნალო საშუალება კვაანადექსი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, თუ ქალის კლინიკური მდგომარეობა არ მოითხოვს დექსმედეტომიდინით მკურნალობას.

ძუძუთი კვების პერიოდი

დექსმედეტომიდინი გადადის დედის რძეში, თუმცა მისი დონე არის გამოვლენის ზღვარს ქვემოთ სამკურნალო საშუალების შეყვანის შეწყვეტიდან 24 საათის შემდეგ. ბავშვისთვის რისკი არ შეიძლება იყოს გამორიცხული. გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვეტის ან დექსმედეტომიდინით თერაპიის შეწყვეტის შესახებ უნდა იქნას მიღებული ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებელისა და დედისთვის დექსმედეტომიდინით თერაპიის სარგებლობის გათვალისწინებით.

ფერტილობა

ფერტილობის კვლევებმა ვირთხებში დექსმედეტომიდინი არ ახდენდა გავლენას მამრებისა და მდედრების რეპროდუქციულ ფუნქციაზე. მონაცემები ადამიანის რეპროდუქციულ ფუნქციაზე გავლენის შესახებ არ გაგვაჩნია.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პაციენტებს ეძლევათ რეკომენდაცია თავი შეიკავონ სატრანსპორტო საშუალებების მართვისა ან სხვა სახიფათო ამოცანების შესრულებისაგან პროცედურული სედაციისთვის სამკურნალო საშუალების შეყვანიდან გარკვეული დროის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები

ითგ-ში მყოფი ზრდასრული პაციენტების სედაცია

ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში დექსმედეტომიდინის გამოყენების დროს ყველაზე ხშირად მოხსენებული გვერდით რეაქციებს წარმოადგენენ ჰიპოტენზია, ჰიპერტენზია და ბრადიკარდია, რომლებიც უვითარდება პაციენტების დაახლოებით 25%, 15%-სა და 13%-ს შესაბამისად.

ჰიპოტენზია და ბრადიკარდია ასევე წარმოადგენდნენ ყველაზე ხშირ სერიოზულ გვერდით რეაქციებს, რომლებიც დაკავშირებულია დექსმედეტომიდინის გამოყენებასთან, რომლებიც უვითარდებოდა ითგ-ს რანდომიზებული პაციენტების 1,7% და 0,9%-ში, შესაბამისად.

პროცედურული სედაცია /სედაცია გონზე მყოფობის დროს

შემოსული შეტყობინებები ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები შესახებ პროცედურულ სედაციის დროს დექსმედეტომიდინის გამოყენებისას ჩამოთვლილია ქვემოთ (ფაზის III კვლევის პროტოკოლები შეიცავდა არტერიული წნევის, სუნთქვის სიხშირისა და გულის კუმშვადობის სიხშირის ცვლილებების ზღვრულ დონეებს, რომლებიც იყო წინასწარ განსაზღვრული და რომლებიც დაკავშირებულია გვერდით ეფექტებთან):

  • ჰიპოტენზია (55% დექსმედეტომიდინის ჯგუფში პლაცებოს ჯგუფში 30%-თან შედარებით, რომლებიც დამაატებით ღებულობდნენ მიდაზოლამსა და ფენტანილს);
  • სუნთქვის დათრგუნვა (38% დექსმედეტომიდინის ჯგუფში 35%-თან შედარებით პლაცებოს ჯგუფში, რომლებიც დამატებით ღებულობდნენ მიდაზოლამსა და ფენტანილს);
  • ბრადიკარდია (14% დექსმედეტომიდინის ჯგუფში 4%-თან შედარებით პლაცებოს ჯგუფში, რომელიც დამატებით ღებულობდნენ მიდაზოლამსა და ფენტანილს).

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციები მიღებულია ითგ-ს პაციენტების მონაწილეობით ჩატარებულ კლინიკური კვლევების გაერთიანებული შედეგების მიხედვით.

გვერდითი რეაქციები დაჯგუფებულია სიხშირის მიხედვით შემდეგი გრადაციის შესაბამისად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, < 1/10-მდე); არახშირად (≥ 1/1000, < 1/100-მდე); იშვიათად (≥ 1/10000, < 1/1000-მდე); ძალიან იშვიათად (< 1/10000), სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემების საფუძველზე).

ენდოკრინული დარღვევები

სიხშირე უცნობია: უშაქრო დიაბეტი.

ნივთიერებათა ცვლის, მეტაბოლიზმის დარღვევა ხშირად: ჰიპერგლიკემია, ჰიპოგლიკემია. არახშირად: მეტაბოლური აციდოზი, ჰიპოალბუმინემია.

ფსიქიკური დარღვევები ხშირად: აჟიტაცია. არახშირად: ჰალუცინაციები.

დარღვევები გულის მხრივ ძალიან ხშირად: ბრადიკარდია 1,2. ხშირად : იშემია ან მიოკარდიუმის ინფარქტი, ტაქიკარდია. არახშირად: ატრიოვენტრიკულური ბლოკადა1, გულის განდევნის დაქვეითება, გულის გაჩერება1.

სისხლძარღვოვანი დარღვევები

ძალიან ხშირად: ჰიპოტენზია 1,2, ჰიპერტენზია 1,2.

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ

ძალიან ხშირად: სუნთქვის დათრგუნვა 2,3.

არახშირად: ქოშინი, აპნოე.

კუჭ-ნაწლავიური დარღვევები

ხშირად : გულისრევა 2, ღებინება, პირის სიმშრალე 2.

არახშირად: მუცლის შებერილობა.

ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილზე

ხშირად : მოხსნის სინდრომი, ჰიპერთერმია.

არახშირად : სამკურნალო საშუალების არაეფექტურობა, წყურვილი.

1 იხ. ქვევით ცალკეული გვერდითი რეაქციების აღწერა.

2 გვერდითი რეაქცია ასევე აღინიშნებოდა პროცედურული სედაციის კვლევებში.

3 სიხშირე "ხშირად" ითგ-ში ჩატარებულ სედაციის კვლევებში.

ცალკეული გვერდითი რეაქციების აღწერა

კლინიკურად მნიშვნელოვანი ჰიპოტენზია და ბრადიკარდია უნდა იქნას კუპირებული ისე, როგორც მითითებულია "გამოყენების თავისებურებები"-ს განყოფილებაში.

შედარებით ჯანმრთელ მოხალისეებში, რომლებიც არ იყვნენ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, დექსმედეტომიდინის გამოყენების დროს ბრადიკარდია ზოგჯერ იწვევდა სინუსური კვანძის ან სინუსური პაუზის აქტივობის შეწყვეტას. სიმპტომების კუპირება ხდებოდა ფეხების აწევისას და ანტიქოლინერგული პრეპარატების შეყვანის შემდეგ, ისეთების, როგორიცაა ატროპინი ან გლიკოპიროლატი. ცალკეულ შემთხვევებში ბრადიკარდია პროგრესირებდა ასისტოლის ეპიზოდებით პაციენტებში, რომლებიც ადრე ბრადიკარდიით იყვნენ დაავადებულნი.

ასევე შემოდიოდა შეტყობინებები გულის გაჩერების შემთხვევების შესახებ, ხშირად მანამდე არსებული ბრადიკარდიით ან ატრიოვენტრიკულური ბლოკადით.

ჰიპერტენზია შეიძლება იყო დაკავშირებული დატვირთვის დოზის შეყვანასთან. ეს რეაქცია შეიძლება შემცირდეს ასეთი დოზის შეყვანის თავიდან აცილებით ან ინფუზიის სიჩქარის შემცირებით, ან დატვირთვის დოზის მოცულობის შემცირებით.

პედიატრიული პოპულაცია

შეყვანის 24 საათამდე ხანგრძლივობის დროს 1 თვეზე მეტი ასაკის პაციენტებში, უპირატესად პოსტოპერაციულებში, რომლებიც იმყოფებოდნენ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, პრეპარატი აჩვენებდა უსაფრთხოების პროფილს, რომელიც იყო ზრდასრულების უსაფრთხოების პროფილის მსგავსი. ახალშობილებში (გესტსციის 28-44 კვირის ვადაში დაბადებულები) მონაცემები ასევე შეზღუდულია, კერძოდ შემანარჩუნებელი დოზის ≤ 0,2 მკგ/კგ/სთ ფარგლებით. ლიტერატურაში აღწერილია ახალშობილში ჰიპოთერმული ბრადიკარდიის ერთი შემთხვევა.

ჭარბი დოზა

სიმპტომები.

კლინიკურ და პოსტმარკეტინგულ კვლევებში იყო მოწოდებული შეტყობინებები დექსმედეტომიდინის დოზის გადაჭარბების რამდენიმე შემთხვევის შესახებ. არსებული მონაცენების თანახმად შეყვანის სიჩქარე ამ შემთხვევებში აღწევდა 60 მკგ/კგ/სთ 36 წუთის განმავლობაში და 30 მკგ/კგ/სთ 15 წუთის განმავლობაში 20 თვის ასაკის ბავშვთან და ზრდასრულთან, შესაბამისად. დოზის გადაჭარბების შედეგად განვითარებული ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები მოიცავდა ბრადიკარდიას, ჰიპოტენზიას, ჰიპერტენზიას, გადაჭარბებულ სედაციას, სუნთქვის დათრგუნვასა და გულის გაჩერებას.

მკურნალობა.

კლინიკური სიმპტომების მქონე დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დექსმედეტომიდინის შეყვანა უნდა შემცირდეს ან შეწყდეს. მოსალოდნელ ეფექტებს, უპირატესად წარმოადგენენ გულ-სისხლძარღვთა ეფექტები, რომლებიც უნდა იქნას კუპირებული კლინიკური ჩვენებების მიხედვით (იხ. განყოფილება „გამოყენების თავისებურებები“). მაღალი კონცენტრაციის დროს ჰიპერტენზია შეიძლება იყოს უფრო გამოხატული, ვიდრე ჰიპოტენზია. კლინიკურ კვლევებში სინუსური კვანძის გაჩერების შემთხვევები იყო ტრანზიტორული ან ექვემდებარეობდა ატროპინით ან გლიკოპიროლატით მკურნალობას. დოზის მძიმე გადჭარბების ცალკეულ შემთხვევებში, რომელიც იწვევდა გულის გაჩერებას, საჭირო იყო სარეანიმაციო ღონისძიებების ჩატარება.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: დექსმედეტომიდინი;

ხსნარის 1 მლ შეიცავს დექსმედეტომიდინის ჰიდროქლორიდის 118 მკგ, რაც 100 მკგ დექსმედეტომიდინის ექვივალენტურია.

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.

სამკურნალო ფორმა: საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატი. ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე, უფერო სითხე.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე ორიგინალ შეფუთვაში. შეინახეთ ამპულები მუყაოს შეფუთვაში სინათლისგან დასაცავად.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფსიქოლეფსურები. სხვა საძილე და სედაციური საშუალებები.

ათქ კოდი: N05CM18

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა.

დექსმედეტომიდინი წარმოადგენს α2-ადრენორეცეპტორის სელექტიურ ანტაგონისტს ფარმაკოლოგიური თვისებების ფართო სპექტრით. გააჩნია სიმპატოლიზური ეფექტი სიმპატიკური ნერვების დაბოლოებებიდან ნორადრენალინის გამოთავისუფლების შემცირების წყალობით. სედაციური ეფექტები განპირობებულია ცისფერი ლაქის აღგზნების შემცირებით, რომელიც წარმოადგენს ტვინის ღეროში არსებულ ძირითად ნორადრენერგულ ბირთვს. დექსმედეტომიდინი ახდენს მაანალგეზირებელ და მაანესთეზირებელ/მაანალგეზირებელ მოქმედებას. ზეგავლენა გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე დამოკიდებულია დოზაზე; ინფუზიის უფრო დაბალი სიჩქარეების დროს დომინირებს ცენტრალური მოქმედება, რაც იწვევს გულის შეკუმშვის სიხშირისა და არტერიული წნევის შემცირებას. უფრო მაღალი დოზების დროს ჭარბობს პერიფერიული ვაზოკონსტრიქცია, რაც იწვევს საერთო სისხლძარღვოვანი წინააღმდეგობის, არტერიული წნევის მატებას და ბრადიკარდიის შემდგომ გაძლიერებას. დექსმედეტომიდინი პრაქტიკულად არ ახდენს დამთრგუნველ მოქმედებას სასუნთქ სისტემაზე ჯანმრთელ პაციენტებში მონოთერაპიის სახით გამოყენების დროს.

სედაცია ზრდასრულ პაციენტებში ინტენსიური თერაპიის განყოფილების პირობებში (ითგ)

პლაცებო-კონტროლირებად კვლევებში პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ინტენსიური თერაპიის პოსტოპერაციულ განყოფილებაში, არიან რა წინდაწინ ინტუბირებულნი და მიდაზოლამით ან პროპოფოლით სედაციის ქვეშ, დექსმედეტომიდინი მნიშვნელოვნად ამცირებდა დამატებითი სედაციის მოთხოვნილებას (მიდაზოლამისა ან პროპოფოლის), ასევე ოპოიდების გამოყენებაზე 24 საათის განმავლობაში. პაციენტების უმეტესობა, რომლებიც იღებდნენ დექსმედეტომიდინს, არ საჭიროებდნენ დამატებით სედაციას. პაციენტები შეიძლება იყვნენ წარმატებით ექსტუბირებულნი დექსმედეტომიდინის ინფუზიის შეწყვეტის გარეშე. კვლევებმა, რომლებიც ჩატარებული იყო ინტენსიური თერაპიის განყოფილების ფარგლებს გარეთ, დაადასტურეს, რომ დექსმედეტომიდინი შეიძლება უსაფრთხოდ იქნას შეყვანილი პაციენტებისათვის ტრაქეის ინტუბაციის გარეშე ადეკვატური მონიტორინგის პირობის არსებობისას.

დექსმედეტომიდინი შედარებადი იყო მიდაზოლამსა (რისკების შეფარდება 1,07 ; 95% ნი 0,971, 1,176) და პროპოფოლთან (რისკების შეფარდება 1,00; 95% სი 0,922, 1, 075) სედაციის მიზნობრივ დიაპაზონში ყოფნის პერიოდით უპირატესად ინტენსიური თერაპიის განყოფილების თერაპიულ პაციენტებში, რომლებიც საჭიროებდნენ ხანგრძლივ სედაციას მსუბუქი ინტენსივობიდან ზომიერ ინტენსივობამდე (RASS 0-3-მდე) 14 დღის განმავლობაში; ამცირებდა ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის (ფხვ) ხანგრძლივობას მიდაზოლამთან შედარებით და ამცირებდა დროს ექსტუბაციამდე მიდაზოლამთან და პროპოფოლთან შედარებით.

პროპოფოლთან და მიდაზოლამთან შედარებით, პაციენტები, რომლებიც ღებულობდნენ დექსმედეტომიდინს, უფრო იოლად იღვიძებდნენ, უკეთესად თანამშრომლობდნენ პერსონალთან და უკეთესად შეეძლოთ ინფორმაციის მოწოდება ტკივილის ინტენსივობის შესახებ. პაციენტებს, რომლებიც ღებულობდნენ დექსმედეტომიდინს, უფრო ხშირად აღენიშნებოდათ ჰიპოტენზია და ბრადიკარდია, მაგრამ ნაკლებად- ტაქიკარდია იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც ღებულობდნენ მიდაზოლამს, და უფრო ხშირად უვითარდებოდათ ტაქიკარდია, მაგრამ ჰიპოტენზიის განვითარების სიხშირე იყო მსგავსი, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც ღებულობდნენ პროპოფოლს. გონების აღრევის შეფასების მეთოდის მიხედვით ჩატარებულმა შეფასებამ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ( CAM - ICU ) აჩვენა, რომ დელირიუმის განვითარების სიხშირე პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ დექსმედეტომიდინს, იყო უფრო დაბალი მიდაზოლამთან შედარებით, ხოლო დელირიუმთან დაკავშირებული არასასურველი მოვლენები ვითარდებოდნენ უფრო იშვიათად დექსმედეტომიდინის ჯგუფში პროპოფოლთან შედარებით. ის პაციენტები, რომლებსაც შეუწყდათ სედაცია მისი არასაკმარისი დონის გამო, იქნენ გადაყვანილნი პროპოფოლზე ან მიდაზოლამზე. სედაციის არასასკმარისი დონის რისკი უფრო მაღალი იყო იმ პაციენტებში, რომლების სტანდარტული მეთოდებით შეყვანა სედაციის მდგომარეობაში იყო რთული უშუალოდ სხვა მეთოდზე გადასვლის წინ.

პედიატრიულ ჯგუფში ეფექტურობის მტკიცებულებები იყო მიღებული დოზა- კონტროლირებად კვლევაში, რომელიც ჩატერდა ითგ-ში 1 თვიდან ≤17 წლამდე ასაკის პოსტოპერაციული პაციენტების დიდ ჯგუფში. პაციენტების დაახლოებით 50%, რომლებიც ღებულობდნენ დექსმედეტომიდინს, არ საჭიროებდნენ მიდაზოლამით დამატებით სედაციას მკურნალობის დროს, რაც გრძელდებოდა საშუალოდ 20,3 საათს და არ აღემატებოდა 24 საათს. სამკურნალო საშუალებით 24 საათზე მეტი ხანგრძლივობის მკურნალობის მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი. მონაცემები ახალშობილებზე (გესტაციის 28-44 კვირა) ლიმიტირებულია და ეხება მხოლოდ დაბალ დოზებს (≤ 0,2 მკგ/კგ/სთ) (იხ. განყოფილებები "ფარმაკოკინეტიკა", "გამოყენების თავისებურებები"). ახალშობილები შეიძლება იყვნენ განსაკუთრებით მგრძნობიარენი დექსმედეტომიდინის ბრადიკარდიული ეფექტების მიმართ ჰიპოთერმიის არსებობის შემთხვევაში და იმ პირობებში, როდესაც გულის რითმი დამოკიდებულია გულის განდევნაზე.

ორმაგ ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად კვლევებში, რომლებიც ჩატარდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში, კორტიზოლის სუპრესიის სიხშირე პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ დექსმედეტომიდინს ( n = 778) შეადგინა 0,5%-ს იმ 0% თან შედარებით პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ მიდაზოლამს ( n = 338) ან პროპოფოლს (n=275). ეს არასასურველი მოვლენა აღინიშნა როგორც მსუბუქი 1 შემთხვევაში და საუალო სიმძიმის - 3 შემთხვევაში.

პროცედურული სედაცია/ სედაცია გონებაზე ყოფნის დროს

დექსმედეტომიდინის უსაფრთხოება და ეფექტურობა იმ პაციენტების სედაციისთვის, რომლებსაც არ უტარდებოდათ ინტუბაცია, ქირურგიული და დიაგნოსტიკური პროცედურების წინ და/ან მისი ჩატარების დროს შეფასებული იყო ორ რანდომიზებულ ორმაგად ბრმა პლაცებო- კონტროლირებად მულტიცენტრულ კლინიკურ კვლევაში.

კვლევა 1-ში რანდომიზებულნი იყვნენ პაციენტები, რომლებსაც უტარდებოდათ გეგმიური ქირურგიული ოპერაციები/პროცედურები კონტროლირებადი ანესთეზიის და ლოკალური/რეგიონული ანესთეზიის ქვეშ დექსმედეტომიდინის დატვირთვის ინფუზიის მისაღებად 1 მკგ/კგ (n = 129) ან 0.5 მკგ/კგ ( n = 134 ) ან პლაცებო ( ფიზიოლოგიური ხსნარი n = 63) 10 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც ატარებდნენ შემანარჩუნებელ ინფუზიას 0,6 მკგ/კგ/სთ სიჩქარით.

საკვლევი სამკურნალო საშუალების შემანარჩუნებელი ინფუზიის სიჩქარე იყო ტიტრირებული 0.2 მკგ/კგ/სთ-დან 1 მკგ/კგ/სთ-მდე. პაციენტების წილი, რომლებმაც მიაღწიეს სედაციის სამიზნე დონეს (≤4 ფხიზლად ყოფნისა და სედაციის შეფასების შკალით) მიდაზოლამის დამატებითი დოზის შეყვანის საჭიროების გარეშე, შეადგინა 54% პაციენტებისა იმ ჯგუფში, რომლებიც ღებულობდნენ 1 მკგ/კგ დექსმედეტომიდინს და 40% იმ ჯგუფში, რომელიც ღებულობდნენ 0,5 მკგ/კგ დექსმედეტომიდინს პლაცებოს ჯგუფის 3% პაციენტებთან შედარებით.

რისკების სხვაობამ იმ პაციენტთა რაოდენობაში, რომლებიც რანდომიზირებულნი იყვნენ დექსმედეტომიდინის 1 მკგ/კგ გამოყენების ჯგუფში და 0,5 მკგ/კგ გამოყენების ჯგუფში და რომლებსაც არ ესაჭიროებოდათ მიდაზოლამის დამატებითი შეყვანა, შეადგინა 48% (95% ნი: 37%-57%) და 40% (95% ნი: 28%-48%) შესაბამისად, პლაცებოსთან შედარებით. მიდაზოლამის საშუალო დამატებითი დოზა შეადგენდა 1.5 (0.5-7.0) მგ-ს დექსმედეტომიდინის ჯგუფში, 1 მკგ/კგ, 2(0.5-8.0) მგ-ს დექსმედეტომიდინის ჯგუფში 0.5 მკგ / კგ და 4 (0.5-14.0) მგ პლაცებოს ჯგუფში. მიდაზოლამის საშუალო მაჩვენებლების დამატებითი შეყვანის განსხვავება 1 მკგ/კგ-ს დექსმედეტომიდინის ჯგუფებში 0 .5 მკგ/კგ პლაცებოსთან შედარებით იყო -3.1 მგ (95% ნი : 3.8 - -2.5) და 2.7 მგ (95% ნი: -3.3 - -2.1) შესაბამისად დექსმედეტომიდინის სასარგებლოდ. საშუალო დრო პირველი დამატებითი დოზის შეყვანამდე შეადგენდა 114 წუთს 1.0 მკგ/კგ დექსმედეტომიდინის ჯგუფში, 40 წუთს 0.5 მკგ/კგ დექსმედეტომიდინის ჯგუფში და 20 წუთს პლაცებოს ჯგუფში.

კვლევა 2-ში რანდომიზირებულნი იყვნენ ის პაციენტები, რომლებსაც უტარებდნენ ტრაქეის ფიბროოპტიკურ ინტუბაციას გონზე მყოფობის დროს ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ დექსმედეტომიდინის 1 მკგ/ კგ დოზით ინფუზიის მისაღებად (n =55) ან პლაცებოსი (ფიზიოლოგიური ხსნარი) ( n =50) 10 წუთის განმავლობაში შემდგომი ფიქსირებული შემანარჩუნებელი ინფუზიით 0,7 მკგ/კგ/სთ დოზით. რამსის სედაციის შკალაზე ≥ 2 დონის შესანარჩუნებლად პაციენტთა 53%-ს, რომლებსაც აძლევდნენ დექსმედეტომიდინს, არ დასჭირდათ მიდაზოლამის დამატებითი შეყვანა პლაცებო ჯგუფში პაციენტების 14%-თან შედარებით. რისკების განსხვავება იმ პაციენტთა რაოდენობაში, რომლებიც იყვნენ რანდომიზირებულნი დექსმედეტომიდინის ჯგუფში და რომლებსაც არ ესაჭიროებოდათ მიდაზოლამის დამატებითი შეყვანა, შეადგენდა 43% (95% ნი: 23%-57%) პლაცებოსთან შედარებით. მიდაზოლამის საშუალო დამატებითი დოზა შეადგენდა 1.1 მგ-ს დექსმედეტომიდინის ჯგუფში და 2.8 მგ-ს პლაცებოს ჯგუფში. განსხვავება დამატებითი შეყვანის მიდაზოლამის დოზის საშუალო მაჩვენებლებში შეადგენდა -1,8 მგ (95% ნი: -2,7-დან - -0,86-მდე) დექსმედეტომიდინის სასარგებლოდ.

ფარმაკოკინეტიკა.

დექსმედეტომიდინის ფარმაკოკინეტიკა შეფასებული იყო ჯანმრთელ მოხალისეებში დექსმედეტომიდინის მოკლევადიანი ინტრავენური გამოყენების შემდეგ და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფ პაციენტებში ხანგრძლივი ინფუზიის შემდეგ. გადანაწილება

დექსმედეტომიდინი გვიჩვენებს განაწილების ორკომპონენტიან მოდელს. ჯანმრთელ მოხალისეებში აღინიშნება განაწილების სწრაფი ფაზა 6 წუთის ტოლ ნახევარგადანაწილების საშუალო პერიოდით (t1/2α). ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი ტერმინალურ ფაზაში (t1/2) შეადგენს დაახლოებით 1,9–2,5 საათს (მინიმუმ 1,35 საათს, მაქსიმუმი 3,68 საათს), ხოლო განაწილების საშუალო წონასწორული მოცულობა ( Vss ) - დაახლოებით 1,16–2,16 ლ/კგ (90-დან 151 ლიტრამდე). საშუალო პლაზმური კლირენსი (Cl ) შეადგენდა დაახლოებით 0.46-0.73 ლ/სთ/კგ (35.7-51.1 ლ/სთ). პაციენტების სხეულის საშუალო მასა, რომლის საფუძველზეც იყო გათვლილი Vss და Cl შეადგენდა 69 კგ. დექსმედეტომიდინის პლაზმური ფარმაკოკინეტიკა ითგ-ს პაციენტებში ინფუზიიდან > 24 საათის შემდეგ შედარებადია. გათვლითი ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები შემდეგია: t1/2 - დაახლოებით უდრის 1,5 საათს, Vss - დაახლოებით 93 ლიტრია და Cl - დაახლოებით 43 ლ / სთ. დექსმედეტომიდინის ფარმაკოკინეტიკა წრფივია 0,2–1,4 მკგ/კგ/სთ დოზების დიაპაზონში, ის არ კუმულირდება მკურნალობის დროს 14 დღემდე პერიოდის განმავლობაში. დექსმედეტომიდინი 94%-ით უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს. სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირება უცვლელია 0,85-85 ნგ/მლ კონცენტრაციის დიაპაზონში. დექსმედეტომიდინი უკავშირდება ადამიანის შრატისმიერ ალბუმინს და α1-მჟავა გლიკოპროტეინს, შრატისმიერი ალბუმინი წარმოადგენს სისხლის პლაზმასთან დექსმედეტომიდინის შემაკავშირებელ მთავარ ცილას.

მეტაბოლიზმი და გამოყოფა

დექსმედეტომიდინი ფართოდ მეტაბოლიზდება ღვიძლში. არსებობს საწყისი მეტაბოლური რეაქციების სამი ტიპი: პირდაპირი N- გლუკურონიდაცია, პირდაპირი N- მეთილირება და ციტოქრომ P 450 -ით განპირობებული დაჟანგვა. დექსმედეტომიდინის მეტაბოლიტებს, რომლებიც სისხლშია მეტი რაოდენობით, წარმოადგენს ორი იზომერული N- გლუკურონიდი. მეტაბოლიტი H -1 ( N-მეთილ-3-ჰიდროქსიმეთილდექსმედეტომიდინის O-გლუკურონიდი) ასევე წარმოადგენს დექსმედეტომიდინის ბიოტრანსფორმაციის ერთერთ ძირითად პროდუქტს. ციტოქრომ P450 აკატალიზებს ორ მეორეხარისხოვან მოცირკულირე მეტაბოლიტის წარმოქმნას: 3-ჰიდროქსიმეთილდექსმედეტომიდინი - წარმოიქმნება დექსმედეტომიდინის 3-მეთილის ჯგუფის ჰიდროქსილირების გზით და H-3 - წარმოიქმნება იმიდაზოლის რგოლის დაჟანგვის ხარჯზე. არსებული მონაცემები მოწმობენ, რომ დაჟანგული მეტაბოლიტების წარმოქმნა განპირობებულია ციტოქრომ 450-ის რამოდენიმე იზოფორმით (CYP2A6, CYP1A2, CYP2E1, CYP2D6 და CYP2C19). ამ მეტაბოლიტებს არ გააჩნიათ მნიშვნელოვანი ფარმაკოლოგიური აქტივობა.

რადიოაქტიურად მარკირებული დექსმედეტომიდინის ინტრავენური შეყვანიდან 9 დღის შემდეგ რადიოაქტიურობის საშუალოდ 95% აღმოჩენილი იქნა შარდში, 4% - განავალში. შარდიში ძირითადი მეტაბოლიტებია ორი იზომერული N- გლუკურონიდი, რომლებიც ერთად შეადგენენ შეყვანილი დოზის დაახლოებით 34%-ს, და N-მეთილ-3-ჰიდროქსიმეთილდექსმედეტომიდინ O-გლუკურონიდი, რომელიც შეადგენს დოზის 14,51%-ს. კარბოლის მჟავას მეორეხარისხოვანი მეტაბოლიტები, 3-ჰიდროქსი და 0-გლუკურონიდური მეტაბოლიტები, ცალკე შეადგენენ დოზის 1,11-7,66%-ს. უცვლელი მოქმედი ნივთიერების 1%-ზე ნაკლები აღმოჩნდა შარდში. შარდში ნაპოვნი მეტაბოლიტების დაახლოებით 28% წარმოადგენენ არაიდენტიფიცირებულ მეორეხარისხოვან მეტაბოლიტებს.

პოპულაციის განსაკუთრებული ჯგუფები

განსხვავებული ასაკის და სქესის პაციენტებში არ ყოფილა აღნიშნული მნიშველოვანი განსხვავებები დექსმედეტომიდინის ფარმაკოკინეტიკაში.

დექსმედეტომიდინის შეკავშირება სისხლის პლაზმის ცილებთან შემცირებულია ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პირებში ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით. სისხლის პლაზმაში არაშეკავშირებული დექსმედეტომიდინის საშუალო პროცენტი შეადგენდა 8.5%-დან ჯანმრთელ მოხალისეებში 17.9%-მდე პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევით. პაციენტებს ღვიძლის ფუნქციის დარღვევის სხვადასხვა ხარისხით ( A , B , ან C კლასი ჩაილდ-პიუს (Child-Pugh) სკალით) ჰქონდათ დაქვეითებული დექსმედეტომიდინის ღვიძლისმერი კლირენსი და სისხლის პლაზმიდან ნახევარგამოყოფის (t1/2) გახანგრძლივებული პერიოდი. შეუკავშირებელი დექსმედეტომიდინის პლაზმური კლირენსის საშუალო სიდიდე მსუბუქი, ზომიერი და მძიმე ხარისხის ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში შეადგენდა ჯანმრთელი მოხალისეების ასეთივე კლირენსის 59%, 51% და 32%, შესაბამისად. საშუალო t 1/2 პაციენტებში ღვიძლის მსუბუქი, ზომიერი და მძიმე ხარისხის უკმარისობით გრძელდებოდა 3.9, 5.4 და 7.4 საათამდე შესაბამისად. თუმცა დექსმედეტომიდინის დოზა განისაზღვრება სედაციური ეფექტის დონით, უნდა იქნას განხილული სამკურნალო საშუალების საწყისი ან შემანარჩუნებელი დოზის შემცირების მიზანშეწონილობა ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დარღვევის ხარისხიდან და კლინიკურ პასუხიდან გამომდინარე.

დექსმედეტომიდინის ფარმაკოკინეტიკა პაციენტებში თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევებით (კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ) არ განსხვავდება თირკმლის ფუნქციის დარღვევების არმქონე პირების ფარმაკოკინეტიკისგან.

მონაცემები ახალშობილებისა (რომლებიც დაიბადნენ გესტაციის 28-დან 44 კვირის ვადაში) და 17 წლის ასაკამდე ბავშვების შესახებ შეზღუდულია. დექსმედეტომიდინის ნახევარგამოყოფის პერიოდი ბავშვებში (1 თვიდან 17 წლამდე) შეესაბამება ზრდასრულებში დაფიქსირებულს, მაგრამ ახალშობილებში (1 თვემდე ასაკის) სავარაუდოდ უფრო ხანგრძლივია. 1 თვიდან 6 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებში პლაზმური კლირენსი, რომელიც დაკორექტირებულია სხეულის მასის მიხედვით, იყო უფრო მაღალი, მაგრამ მცირდებოდა უფროსი ასაკის ბავშვებში. ახალშობილებში (1 თვემდე ასაკის) მოუმწიფებლობის გამო სხეულის მასის მიხედვით დაკორექტირებული კლირენსი იყო უფრო დაბალი (0,9 ლ/სთ/კგ), ვიდრე უფროს ასაკობრივ ჯგუფებში.

არსებული მონაცემები წარმოდგენილია შემდეგ ცხრილში:

ასაკი

N

საშუალო მნიშვნელობა ( 95% ნი)

Cl (ლ/სთ/კგ)

t ½ (საათი)

1 თვემდე

28

0,93

(0,76, 1,14)

4,47

(3,81, 5,25)

1-დან 6 თვემდე

14

1,21

(0,99. 1,48)

2,05

(1,59, 2,65)

6-დან 12 თვემდე

15

1,11

(0,94, 1,31)

2,01

(1,81, 2,22)

12-დან 24 თვემდე

13

1,06

(0,87, 1,29)

1,97

(1,62, 2,39)

2-დან 6 წლამდე

26

1,11

(1,00, 1,23)

1,75

(1,57, 1,96)

6-დან 17 წლამდე

28

0,80

(0,69, 0,92)

2,03

(1,78, 2,31)

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სამკურნალო საშუალების გამოყენების ინტრუქცია

კვანადექსი

შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება: დექსმედეტომიდინი;

ხსნარის 1 მლ შეიცავს დექსმედეტომიდინის ჰიდროქლორიდის 118 მკგ, რაც 100 მკგ დექსმედეტომიდინის ექვივალენტურია.

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.

სამკურნალო ფორმა: საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატი. ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე, უფერო სითხე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ფსიქოლეფსურები. სხვა საძილე და სედაციური საშუალებები.

პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

არაკლინიკურმა მონაცემებმა, რომლებიც დაფუძნებულია ფარმაკოლოგიური უსაფრთხოების, ერთჯერადი და მრავალჯერადი მიღებისას ტოქსიკურობისა და გენოტოქსიურობის ტრადიციულ კვლევებზე, არ გამოავლინა განსაკუთრებული საშიშროება ადამიანისთვის. რეპროდუქციული ტოქსიურობის კვლევებში დესმედეტომიდინი არ ახდენდა გავლენას მამრისა და მდედრის ფერტილობაზე ვირთხებში და არ ყოფილა გამოვლენილი ტერატოგენული ეფექტები ვირთხებში და ბოცვერებში. ბოცვერებზე ჩატარებულ კვლევებში მაქსიმალური დოზის 96 მკგ/კგ/დღეში ინტრავენურმა შეყვანამ გამოიწვია ისეთი ზემოქმედებები, რომლებიც კლინიკურად აღნიშნული ზემოქმედებების ანალოგიურია. ვირთხებში კანქვეშ შეყვანილი მაქსიმალური დოზა 200 მკგ/ /კგ/დღეში იწვევდა ნაყოფის ემბრიონალური სიკვდილიანობის მატებას და ნაყოფის მასის შემცირებას.ეს ეფექტები დაკავშირებულია დედის აშკარა ტოქსიკურობასთან. ნაყოფის სხეულის მასის კლება იყო ასევე აღნიშნული ვირთხების ფერტილურობის კვლევებში დოზის 18 მკგ/კგ/დღეში შეყვანისას და თან ახლდა ოსიფიკაციის შეფერხება დღეში 54 მკგ/კგ/ დოზის შემთხვევაში. ვირთხებზე ზემოქმედების აღნიშნული დონეები კლინიკური ზემოქმედების დიაპაზონზე უფრო ნაკლებია.

კლინიკური მახასიათებლები.

გამოყენების ჩვენებები.

ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში (ითგ) იმ ზრდასრული პაციენტების სედაციისთვის, რომლებიც საჭიროებენ სედაციის ისეთი სიღრმის დონეს, როდესაც ხმოვან სტიმულაციას მოჰყვეს გაღვიძება (შეესაბამება რიჩმონდის აგზნება-სედაციის სკალის 0-დან -3 ქულამდე დიაპაზონს (RASS -ის სკალა)).

არაინტუბირებული პაციენტების სედაციისთვის სადიაგნოსტიკო ან ქირურგიული პროცედურების წინ/ან მათი ჩატარების დროს, რომლებიც საჭიროებენ სედაციას, ანუ პროცედურულ სედაციას/ სედაციას გონზე მყოფობის დროს.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა დექსმედეტომიდინის ან სამკურნალო საშუალების ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

II - III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა (რითმის ხელოვნური მატარებლის არარსებობის შემთხვევაში).

არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპოტენზია.

მწვავე ცერებროვასკულური პათოლოგია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების კვლევა ჩატარდა მხოლოდ ზრდასრულ პაციენტებში.

დექსმედეტომიდინის ერთდროულმა გამოყენებამ ანესთეტიკებთან, სედატიურ, საძილე საშუალებებთან და ოპიოიდებთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს მათი ეფექტების პოტენცირება, სედატიური, საანესთეზიო და კარდიორესპირატორული ეფექტების ჩათვლით. მიზნობრივმა კვლევებმა დაადასტურა ეფექტების გაძლიერება იზოფლურანთან, პროპოფოლთან, ალფენტანილთან და მიდაზოლამთან ერთად გამოყენებისას.

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებები დექსმედეტომიდინსა და იზოფლურანს, პროპოფოლს, ალფენტანილსა და მიდაზოლამს შორის არ გამოვლენილა. თუმცა შესაძლო ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედების გამო, როდესაც ასეთი საშუალებები გამოიყენება დექსმედეტომიდინთან კომბინაციაში, შეიძლება დექსმედეტომიდინის ან თანმხლები საანესთეზიო, სედატიური, საძილე საშუალებისა ან ოპიოიდის დოზის შემცირება.

ინკუბაციისას ადამიანის ღვიძლის მიკროსომებით ჩატარებულ კვლევებში შესწავლილი იყო CYP ფერმენტების, მათ შორის CYP2B6-ის ინჰიბირება დექსმედეტომიდინის მეშვეობით. In vitro კვლევების თანახმად არსებობს პოტენციური in vivo ურთიერთქმედების შესაძლებლობა დექსმედეტომიდინისა და სუბსტრატების შორის, CYP2 B6-ის დომინირებული მეტაბოლიზმით.

In vitro კვლევების შედეგების მიხედვით დექსმედეტომიდინს შეუძლია CYP1A2, CYP2B6, CYP2C8, CYP2C9 და CYP3A4 იზოფერმენტების ინდუცირება, ასეთი შესაძლებლობა in vivo კვლევებში გამორიცხული არ არის. კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.

უნდა იქნას გათვალისწინებული ჰიპოტენზიური და ბრადიკარდიული ეფექტების გაძლიერების შესაძლებლობა ისეთი სხვა სამკურნალო საშუალებების მიმღებ პაციენტებში, რომლებიც იწვევენ ასეთ ეფექტებს, მაგალითად β-ადრენობლოკატორები (თუმცა ესმოლოლის გამოყენებით ჩატარებულ ურთიერთქმედების კვლევაში დამატებითი ეფექტები იყო ზომიერი).

გამოყენების თავისებურებები

მონიტორინგი

კვანადექსი განკუთვნილია ინტენსიური თერაპიის პირობებში, საოპერაციოებში და სადიაგნოსტიკო პროცედურების ჩატარების დროს გამოყენებისათვის. მისი გამოყენება სხვა პირობებში არ არის რეკომენდებული.

სამკურნალო საშუალების ინფუზიის დროს უნდა ხორციელდებოდეს გულის მოქმედების მუდმივი მონიტორინგი. არაინტუბირებულ პაციენტებთან უნდა ხორციელდებოდეს სუნთქვის მონიტორინგი, სუნთქვის დათრგუნვის და, ზოგიერთ შემთხვევაში, აპნოეს განვითარების რისკის გამო (იხ. ნაწილი "გვერდითი რეაქციები").

შემოდიოდა ინფორმაცია, რომ დექსმედეტომიდინის გამოყენების შემდეგ აღდგენის დრო შეადგენს დაახლოებით 1 საათს. ამბულატორიულ პირობებში გამოყენებისას აუცილებელია გაგრძელდეს გულდასმითი მონიტორინგი მინიმუმ 1 საათის განმავლობაში (ან უფრო მეტხანს, პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე), სამედიცინო დაკვირვება უნდა გაგრძელდეს კიდევ ერთი დამატებითი საათის განმავლობაში, რათა დავრწმუნდეთ პაციენტის უსაფრთხოებაში.

ზოგადი გაფრთხილებები

კვანადექსი არ უნდა იქნას შეყვანილის ბოლუსურად, ხოლო ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში დატვირთვის დოზის გამოყენება არ არის რეკომენდებული. ამიტომ, სამედიცინო პერსონალი მზად უნდა იყოს ალტერნატიული სედატიური საშუალებების გამოიყენებისთვის, განსაკუთრებულად მწვავე აგზნების მკურნალობის პირველ საათებში ან სამედიცინო პროცედურების ჩატარების დროს. პროცედურული სედაციის დროს შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა სედატიური საშუალების ბოლუსური ინექციის მცირე დოზა სედაციის სასურველი დონის სწრაფად მიღწევის მიზნით.

ზოგიერთ პაციენტს, რომლებიც იღებენ დექსმედეტომიდინს, აღენიშნებოდა იოლი გამოღვიძების უნარი და სტიმულაციის შემთხვევაში ისინი რეაგირებდნენ გარე გამაღიზიანებლებზე. სხვა კლინიკური სიმპტომების არარსებობისას მოცემული სიმპტომი თავისთავად არ უნდა განიხილებოდეს როგორც სამკურნალო საშუალების არაეფექტურობის გამოვლინება.

ჩვეულებრივ, დექსმედეტომიდინი არ იწვევს ღრმა სედაციას, ამიტომ პაციენტების გაღვიძება ადვილად ხდება. მაშასადამე, დექსმედეტომიდინი მოქმედების ასეთი პროფილით არ არის შესაფერისი პაციენტებისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ მუდმივი ღრმა სედაცია.

კვანადექსი არ უნდა იქნას გამოყენებული ზოგადი საანესთეზიო საშუალების სახით ინტუბაციისას ან სედაციური ეფექტის უზრუნველსაყოფად მიორელაქსანტების გამოყენების დროს.

დექსმედეტომიდინს არ გააჩნია კრუნჩხვის საწინააღმდეგო მოქმედება, რომელიც ახასიათებს სხვა სედატიური საშუალებებს, ამიტომ ის არ თრგუნავს ძირითად კრუნჩხვით აქტივობას.

უნდა იქნას დაცული სიფრთხილე დექსმედეტომიდინის ერთდროული გამოყენებისას ისეთ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებსაც აქვთ სედატიური ეფექტი ან ახდენენ გავლენას გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე შესაძლო ადიტიური ეფექტის გამო.

კვანადექსის გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტის მიერ კონტროლირებადი სედაციისთვის. შესაბამისი მონაცემები არ გაგვაჩნია.

ამბულატორიულ პირობებში სამკურნალო საშუალება კვანადექსის გამოიყენებისას შეიძლება პაციენტის გაწერა მესამე მხარის მეთვალყურეობის ქვეშ. პაციენტებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია თავი შეიკავონ ავტოტრანსპორტის მართვისგან და საქმიანობის სხვა პოტენციურად სახიფათო სახეობების შესრულებისაგან. თუ ეს შესაძლებელია, აუცილებელია სხვა სედატიური საშუალებების (მაგალითად, ბენზოდიაზეპინების, ოპიოიდების, ალკოჰოლის) გამოყენების თავიდან აცილება დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში, დექსმედეტომიდინის გამოვლენილი ეფექტის, პროცედურის, თანმხლები სამკურნალო საშუალებების, პაციენტის ასაკისა და მდგომარეობიდან გამომდინარე.

აუცილებელია სიფრთხილის დაცვა დექსმედეტომიდინის გამოყენებისას ხანდაზმული ასაკის პაციენტებში. 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტები შეიძლება იყვნენ უფრო მიდრეკილნი ჰიპოტენზიის განვითარების მიმართ დექსმედეტომიდინის გამოყენების დროს, მათ შორის, პროცედურების ჩასატარებლად დატვირთვის დოზების შეყვანის შემთხვევაში. აუცილებელია იქნას განხილული დოზის შემცირების შესაძლებლობა (იხ. ნაწილი "გამოყენების წესი და დოზები").

სიკვდილიანობა 65 წელზე ≤ ასაკის პაციენტებში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში (ითგ)

SPICE III-ის პრაგმატულ რანდომიზირებულ კონტროლირებად კვლევაში ითგ-ის 3904 ზრდასრული პაციენტის მონაწილეობით და კრიტიკული მდგომარეობით არ დაფიქსირებულა საერთო განსხვავება 90-დღიან სიკვდილიანობაში დექსმედეტომიდინის მიმღებ ჯგუფსა და სტანდარტული თერაპიის მიმღებ ჯგუფს შორის (სიკვდილიანობა 29,1 % ორივე ჯგუფში). თუმცა აღინიშნებოდა ასაკის არაერთგვაროვანი გავლენა სიკვდილიანობაზე. დექსმედეტომიდინის გამოყენება ასოცირებულია სიკვდილიანობის ზრდასთან ასაკობრივ ჯგუფში ≤ 65 წელზე (შანსების თანაფარდობა 1,26; 95% ნი: 1,02-1,56) ალტერნატიულ სედატიურ საშუალებებთან შედარებით. იმისდამიუხედავად, რომ ამ მოვლენის მექანიზმი უცნობია, სიკვდილიანობაზე ასაკის გავლენის ეს არაერთგვაროვნება ყველაზე შესამჩნევი იყო დექსმედეტომიდინის მაღალი დოზების ადრეული გამოყენებისას ღრმა სედაციის მიღწევის მიზნით პაციენტებში, რომლებიც ჰოსპიტალიზირებულნი იყვნენ პოსტოპერაციული მოვლისგან განსხვავებული მიზეზებით, და მატულობდა APACHE II-ს სკალაზე ქულების მომატებასთან და პაციენტების ასაკის კლებასთან ერთად. სიკვდილიანობაზე გავლენა არ ყოფილა აღნიშნული, როდესაც დექსმედეტომინი გამოიყენებოდა მსუბუქი სედაციისთვის. ეს დასკვნები უნდა იქნას შედარებული დექსმედეტომინის მოსალოდნელ კლინიკურ სარგებელთან ალტერნატიულ სედატიურ საშუალებებით უფრო ნაკლები ასაკის პაციენტებში.

გავლენა გულსა და სისხლძარღვებზე და სიფრთხილის ზომები

დექსმედეტომიდინი ამცირებს გულის შეკუმშვის სიხშირეს და არტერიულ წნევას ცენტრალური სიმპათოლიზური მოქმედების ხარჯზე, მაგრამ უფრო მაღალი კონცენტრაციების დროს იწვევს პერიფერიულ ვაზოკონსტრიქცია, რის გამოც ვითარდება ჰიპერტენზია(იხ. განყოფილება „ფარმაკოდინამიკა“). ამიტომ კვანადექსი არ არის შესაფერისი გულ-სისხლძარღვთა მძიმე დაავადების მქონე პაციენტებისთვის.

დექსმედეტომიდინის შეყვანისას პაციენტებისათვის თანმხლები ბრადიკარდიით უნდა იქნას დაცული სიფრთხილე. მონაცემები სამკურნალო საშუალების ზემოქმედების შესახებ პაციენტებზე <60 გულის შეკუმშვის სიხშირით შეზღუდულია, და ასეთ პაციენტებთან უნდა იქნას დაცული განსაკუთრებული სიფრთხილე. ბრადიკარდია, როგორც წესი, არ საჭიროებს მკურნალობას, აუცილებლობის შემთხვევაში ექვემდებარება მკურნალობას ანტიქოლინერგული პრეპარატებით ან სამკურნალო საშუალების დოზის შემცირებით. პაციენტები მაღალი ფიზიკური მიმზადებით და რომლებსაც აქვთ გულის შეკუმშვის დაბალი სიხშირე სიმშვიდის მდგომარეობაში, შეიძლება იყვნენ განსაკუთრებით მგრძნობიარენი α2 ადრენორეცეპტორების აგონისტების უარყოფითი ქრონოტროპული ეფექტის მიმართ; აღწერილია სინუსური კვანძის გაჩერების შემთხვევები. ასევე შემოვიდა შეტყობინებები გულის გაჩერების შემთხვევების შესახებ, რომლებსაც ხშირად წინ უძღოდა ბრადიკარდია ან ანტრიოვენტრიკული ბლოკადა (იხ. განყოფილება "გვერდითი რეაქციები").

პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თანმხლები არტერიული ჰიპოტენზია (განსაკუთრებით ვაზოპრესორების მიმართ რეფრაქტერული), მათ შორის ქრონიკული, ჰიპოვოლემიით ან დაქვეითებული ფუნქციური რეზერვით, მაგალითად მძიმე პარკუჭოვანი დისფუნქციის მქონე პაციენტები და ხანდაზმული ასაკის პაციენტები, სამკურნალო საშუალება კვანადექსის ჰიპოტენზიური ეფექტი შეიძლება იყოს უფრო გამოხატული, და ასეთ შემთხვევებში საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა(იხილეთ პინქტი „უკუჩვენებები“). ჰიპოტენზია, როგორც წესი, არ საჭიროებს განსაკუთრებული ზომების მითებას, მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში მზად უნდა იყოთ დოზის შესამცირებისათვის, მოცირკულირე სისხლის მოცულობის შესავსები საშუალებების და/ან ვაზოკონსტრიქტორების შეყვანისთვის.

პაციენტებში პერიფერიული ვეგეტატიური ნერვული სისტემის დაზიანებით (მაგალითად, ზურგის ტვინის ტრავმის შედეგად) ჰემოდინამიკური ეფექტები სამკურნალო საშუალების შეყვანის შემდეგ შეიძლება იყოს უფრო გამოხატული და მოითხოვდეს პაციენტზე განსაკუთრებულ ზრუნვას.

დექსმედეტომიდინის დატვირთვის დოზის შეყვანისას აღინიშნა არტერიული წნევის ტრანზიტორული მატება პერიფერიული სისხლძარღვების შემავიწროებელ ეფექტთან დაკავშირებით, ამიტომ ითგ-ში სედაციისთვის დატვირთვითი დოზის შეყვანა არ არის რეკომენდებული. მაღალი არტერიული წნევის მკურნალობა, როგორც წესი, არ არის საჭირო, მაგრამ უნდა იქნას განხილული სამკურნალო საშუალების შეყვანის სიჩქარის შემცირება.

ადგილობრივი ვაზოკონსტრიქცია მომატებული კონცენტრაციების დროს შეიძლება იყოს უფრო მნიშვნელოვანი პაციენტებში გულის იშემიური დაავადებით ან მძიმე ცერებროვასკულური დაავადებებით, ასეთი პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ გულდასმითი მეთვალყურეობის ქვეშ. მიოკარდიუმის ან თავის ტვინის იშემიის ნიშნების გამოვლენისას უნდა შემცირდეს სამკურნალო საშუალების დოზია ან შეწყდეს მისი შეყვანა.

უნდა იქნას დაცული სიფრთხილე დექსმედეტომიდინის გამოყენებისას სპინალურ და ეპიდურულ ანესთეზიასთან ერთდროულად ჰიპოტენზიისა და ბრადიკარდიის შესაძლო გაზრდილი რისკის გამო.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

ღვიძლის მძიმე უკმარისიბის მქონე პაციენტებში უნდა იქნას დაცული სიფრთხილე, ვინაიდან სამკურნალო საშუალების დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციებისა და ჭარბი სედაციის და ეფექტების პროლონგაციის რისკის ზრდა დექსმედეტომიდინის შემცირებული კლირენსის შედეგად .

ნევროლოგიური დარღვევების მქონე პაციენტები

დექსმედეტომიდინის გამოყენების გამოცდილება ისეთი მძიმე ნევროლოგიური მდგომარეობების დროს, როგორიცაა ქალა-ტვინის ტრავმა, მდგომარეობა ნეიროქირურგიული ოპერაციების შემდეგ შეზღუდულია, ამიტომ სამკურნალო საშუალება კვანადექსი ასეთი მდგომარეობების დროს სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული, განსაკუთრებით ღრმა სედაციის საჭიროების შემთხვევაში. თერაპიის არჩევისას უნდა იქნას გათვალისწინებული, რომ დექსმედეტომიდინს შეუძლია შეამციროს ცერებრალური სისხლის მიმოქცევის ოდენობა და ქალასშიდა წნევა.

სხვა გაფრთხილებები α2- რეცეპტორების აგონისტების უეცარი მოხსნა მათი ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ იშვიათ შემთხვევებში იწვევდა მოხსნის სინდრომს. ამ მდგომარეობის წარმოქმნის შესაძლებლობა უნდა იქნას გათვალისწინებული, თუ პაციენტს დექსმედეტომიდინის მოხსნის შემდეგ მალევე განუვითარდა აჟიტაცია და ჰიპერტენზია.

დექსმედეტომიდინმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერთერმია, რომელიც შეიძლება იყოს მდგრადი გაგრილების ტრადიციული მეთოდების მიმართ. გაურკვეველი ეთიოლოგიის მქონე მდგრადი ციებ-ცხელების განვითარების შემთხვევაში დექსმედეტომიდინის გამოყენება უნდა შეწყდეს. დექსმედეტომიდინი არ არის რეკომენდებული ავთვისებიანი ჰიპერთერმიისკენ მიდრეკილ პაციენტებში გამოსაყენებლად.

შემოდიოდა ინფორმაცია უშაქრო დიაბეტის განვითარების შესახებ დექსმედეტომიდინით მკურნალობასთან დაკავშირებით. პოლიურიის წარმოიქმნის შემთხვევაში რეკომენდებულია დექსმედეტომიდინის მიღების შეწყვეტა და სისხლის შრატში ნატრიუმის დონისა და შარდის ოსმოლალობის შემოწმება.

ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) 1მლ-ში, ესე იგი პრაქტიკულად თავისუფალია ნატრიუმისგან.

გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.

ორსულობა

მონაცემები ორსულ ქალებში დექსმედეტომინის გამოყენების შესახებ არ არის ან შეზღუდულია. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა რეპროდუქციული ტოქსიკურობა. სამკურნალო საშუალება კვაანადექსი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, თუ ქალის კლინიკური მდგომარეობა არ მოითხოვს დექსმედეტომიდინით მკურნალობას.

ძუძუთი კვების პერიოდი

დექსმედეტომიდინი გადადის დედის რძეში, თუმცა მისი დონე არის გამოვლენის ზღვარს ქვემოთ სამკურნალო საშუალების შეყვანის შეწყვეტიდან 24 საათის შემდეგ. ბავშვისთვის რისკი არ შეიძლება იყოს გამორიცხული. გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვეტის ან დექსმედეტომიდინით თერაპიის შეწყვეტის შესახებ უნდა იქნას მიღებული ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებელისა და დედისთვის დექსმედეტომიდინით თერაპიის სარგებლობის გათვალისწინებით.

ფერტილობა

ფერტილობის კვლევებმა ვირთხებში დექსმედეტომიდინი არ ახდენდა გავლენას მამრებისა და მდედრების რეპროდუქციულ ფუნქციაზე. მონაცემები ადამიანის რეპროდუქციულ ფუნქციაზე გავლენის შესახებ არ გაგვაჩნია.

რეაქციის სიჩქარეზე ზემოქმედების უნარი ავტოტრანსპორტისა ან სხვა მექანიზმების მართვის დროს.

პაციენტებს ეძლევათ რეკომენდაცია თავი შეიკავონ სატრანსპორტო საშუალებების მართვისა ან სხვა სახიფათო ამოცანების შესრულებისაგან პროცედურული სედაციისთვის სამკურნალო საშუალების შეყვანიდან გარკვეული დროის განმავლობაში.

გამოყენების წესი და დოზები.

ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში (ითგ) იმ ზრდასრული პაციენტების სედაციისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ სედაციის სიღრმის ისეთი დონე, როდესაც ხმოვან სტიმულაციას საპასუხოდ მოსდევს გაღვიძება (შეესაბამება დიაპაზონს 0-დან -3 ქულამდე რიჩმონდის აღგზნება-სედაციის სკალის მიხედვით) (RASS-ის სკალა) ).

მხოლოდ ჰოსპიტალური გამოყენებისათვის. სამკურნალო საშუალება კვანადექსი უნდა იქნას გამოყენებული იმ სპეციალისტების მიერ, რომლებსაც გააჩნიათ ინტენსიური თერაპიის პირობებში პაციენტების მკურნალობის გამოცდილება.

დოზირება

პაციენტები, რომლებსაც უტარდებათ ხელოვნური ვენტილაცია და სედაცია, შეიძლება გადაყვანილნი იქნან სამკურნალო საშუალება კვანადექსზე ინფუზიის საწყისი სიჩქარით 0,7 მკგ/კგ/სთ დოზის შემდგომი კორექციით 0,2-1,4 მკგ/კგ/სთ დიაპაზონში სედაციის სასურველი დონის მისაღწევად, სამკურნალო საშუალებაზე პაციენტის რეაქციიდან გამომდინარე. დასუსტებული პაციენტებისთვის უნდა იქნას განხილული ინფუზიის უფრო დაბალი საწყისი სიჩქარის გამოყენების მიზანშეწონილობა. დექსმედეტომიდინი წარმოადგენს ძლიერ საშუალებას, ამიტომ მისი შეყვანის სიჩქარე მითითებულია ერთ საათზე გადათვლით. დოზის კორექციის შემდეგ სედაციის საჭირო დონის მიღწევას შეიძლება დასჭირდეს 1 საათამდე დროის მონაკვეთი. მაქსიმალური დოზა.

არ შეიძება მაქსიმალური დოზის 1,4 მკგ/კგ/სთ გადაჭარბება. პაციენტები, რომლებიც ვერ აღწევენ სედაციის შესაფერის დონეს მაქსიმალური დოზის გამოყენებისას, უნდა გადავიდნენ ალტერნატიულ სედატიურ პრეპარატზე.

დექსმედეტომიდინის დამტვირთავი დოზის გამოყენება სედაციისათვის ითგ-ში არ არის რეკომენდებული და დაკავშირებულია გვერდითი ეფექტების ზრდასთან. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება პროპოფოლისა ან მიდაზოლამის გამოყენება დექსმედეტომიდინის კლინიკური ეფექტის მიღწევამდე.

გამოყენების ხანგრძლივობა.

სამკურნალო საშუალება კვანადექსის გამოყენების გამოცდილება 14 დღეზე მეტი პერიოდის განმავლობაში არ არსებობს. 14 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში სამკურნალო საშუალების გამოყენება მოითხოვს პაციენტის მდგომარეობის რეგულარულ შეფასებას.

არაინტუბირებული პაციენტების სედაციისთვის დიაგნოსტიკური ან ქირურგიული პროცედურების წინ/ან მათი ჩატარების დროს, რომლებისათვისაც საჭიროა სედაცია, ესე იგი პროცედურულ სედაცია/სედაცია გონზე მყოფობის დროს

კვანადექსი უნდა იქნას გამოყენებული იმ სპეციალისტების მიერ, რომლებსაც აქვთ პროცედურული სედაციის ჩატარების გამოცდილება პაციენტებში ოპერაციული ან დიაგნოსტიკური პროცედურების დროს.

სამკურნალო საშუალება კვანადექსის გამოყენებისას სედაციისთვის გონზე მყოფობის დროს პაციენტები მუდმივად უნდა იმყოფებოდნენ იმ პირების კონტროლის ქვეშ, რომლებიც არ არიან ჩართულნი დიაგნოსტიკური ან ქირურგიული პროცედურის ჩატარებაში. აუცილებელია პაციენტების მუდმივი ზედამხედველობის განხორციელება ჰიპოტენზიის, ჰიპერტენზიის, ბრადიკარდიის, სუნთქვის დათრგუნვის, სასუნთქი გზების ობსტრუქციის, სუნთქვის გაჩერების, ქოშინის და/ან ჟანგბადის დესატურაციის ადრეული ნიშნების გამოსავლენად (იხ. პუნქტი"გვერდითირეაქციები"). აუცილებელია ოქსიგენოთერაპიის უზრუნველყოფა, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული ჩვენებების არსებობის შემთხვევაში. სისხლის ჟანგბადით გაჯერების შემოწმება უნდა ხდებოდეს პულსოქსიმეტრიის მეთოდით.

სამკურნალო საშუალება კვანადექსის შეყვანა იწყება დამტვირთავი დოზით, რომელსაც მოჰყვება შემანარჩუნებელი ინფუზია. ჩარევის ტიპიდან გამომდინარე, სასურველი კლინიკური ეფექტის მისაღწევად შეიძლება საჭირო გახდეს თანმხლები ადგილობრივი ანესთეზია ან ანალგეზია. რეკომენდებულია დამატებითი ანალგეზიის ან სედაციური საშუალებების გამოყენება (მაგალითად, ოპიოიდები, მიდაზოლამი, პროპოფოლი) მტკივნეული პროცედურების ჩატარების დროს ან თუ აუცილებელია სედაციის გაძლიერება. დექსმეტომიდინის ფარმაკოკინეტიკური ნახევარგანაწილების პერიოდი შეადგენს დაახლოებით 6 წუთს. ეს პარამეტრი უნდა იქნას გათვალისწინებული სხვა დანიშნული სამკურნალო საშუალებების ეფექტებთან ერთად იმ დროის შესაფასებლად, რომელიც საჭიროა სამკურნალო საშუალება კვანადექსის სასურველი კლინიკური ეფექტის ტიტრირებისთვის.

პროცედურული სედაციის ინიცირება

დამტვირთავი ინფუზია 1 მკგ/კგ 10 წუთის განმავლობაში. ნაკლებად ინვაზიური პროცედურების შემთხვევაში, ისეთების, როგორიცაა ოფთალმოლოგიური ოპერაციები, შეიძლება გამოყენებულ იქნას დამტვირთავი დოზა 0,5 მკგ/კგ 10 წუთის განმავლობაში.

პროცედურული სედაციის შენარჩუნება

შემანარჩუნებელი ინფუზია ჩვეულებრივ უნდა დაიწყოს 0,6–0,7 მკგ/კგ/სთ დოზით და იქნას ტიტრირებული სასურველი კლინიკური ეფექტის მისაღწევად დოზის დიაპაზონში 0,2-დან–1-მდე მკგ/კგ/სთ. აუცილებელია შემანარჩუნებელი ინფუზიის სიჩქარის კორექტირება მოხდეს სედაციის შესაბამისი დონის მიღწევამდე.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები.

ხანდაზმული ასაკის პაციენტებისთვის დოზის კორექცია ჩვეულებრივ არ არის საჭირო (იხ.განყოფილება „ფარმაკოკინეტიკა“). ხანდაზმული ასაკის პაციენტებს შეიძლებ ჰქონდეთ ჰიპოტენზიის განვითარების გაზრდილი რისკი (იხ. განყოფილება "გამოყენების თავისებურებები"), თუმცა პროცედურული სედაციის არსებული შეზღუდული მონაცემები არ მიუთითებს დოზაზე მკაფიო დამოკიდებულებას.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა.

თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებს ჩვეულებრივ არ სჭირდებათ დოზის კორექცია.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.

კვანადექსი მეტაბოლიზდება ღვიძლში, ამიტომ ის სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. უნდა იქნას განხილული შემცირებული შემანარჩუნებელი დოზის გამოყენების მიზანშეწონილობა (იხ. განყოფილებები "გამოყენების თავისებურებები", "ფარმაკოკინეტიკა").

გამოყენების წესი

სამკურნალო საშუალება კვანადექსი უნდა იქნას შეყვანილი მხოლოდ განზავების შემდეგ ინტრავენური ინფუზიის სახით კონტროლირებადი საინფუზიო მოწყობილობის გამოყენებით. ამპულები განკუთვნილია მხოლოდ ერთი პაციენტის მიერ ინდივიდუალური გამოყენებისთვის. ხსნარის მომზადება

გამოყენების წინ კვანადექსი შეიძლება განზავდეს გლუკოზის 5% ხსნარში, რინგერის ხსნარში, მანიტოლში ან ნატრიუმის ქლორიდის 0,9% ხსნარში სასურველი კონცენტრაციის მისაღწევად ან 4 მკგ/მლ ან 8 მკგ/მლ. ქვემოთ მოცემულია მოცულობები, რომლებიც საჭიროა შესაბამისი კონცენტრაციის საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად.

4 მკგ/მლ კონცენტრაციის მისაღწევად:

კვანადექსის მოცულობა, კონცენტრატის, რომელიც საჭიროა საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელად, მლ

გამხსნელის მოცულობა, მლ

ინფუზიის საერთო

მოცულობა, მლ

2

48

50

4

96

100

10

240

250

20

480

500

8 მკგ/მლ კონცენტრაციის მისაღწევად:

კვანადექსის მოცულობა, კონცენტრატის, რომელიც სჭიროა საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად , მლ

გამხსნელის მოცულობა, მლ

ინფუზიის საერთო

მოცულობა, მლ

4

46

50

8

92

100

20

230

250

40

460

500

განზავების შემდეგ ხსნარი ფრთხილად შეანჯღრიეთ, რომ უზრუნველყოფილი იქნას ერთგვაროვნად გადანაწილება.

გამოყენების წინ სამკურნალო საშუალება კვანადექსი ვიზუალურად უნდა შემოწმდეს უცხო ნაწილაკების არსებობაზე და ფერის შეცვლის საკითხზე.

კვანადექსი თავსებადია შემდეგ ინტრავენურ ხსნარებთან და პრეპარატებთან: რინგერის ლაქტატის ხსნარი, გლუკოზის 5% ხსნარი, ნატრიუმის ქლორიდის 0,9% ხსნარი, 20% მანიტოლი, ატროპინის სულფატი, დოპამინი, ნორადრენალინი, დობუტამინი, მიდაზოლამი, მორფინის სულფატი, ფენტანილის ციტრატი და პლაზმის შემცვლელი.

სამკურნალო საშუალების ნებისმიერი ნარჩენი ან გამოყენებული მასალა უნდა განადგურდეს მოქმედი მოთხოვნების შესაბამისად.

ბავშვები

სამკურნალო საშუალება კვანადექსის უსაფრთხოება და ეფექტურობა 0-დან 18 წლამდე ასაკის პირებში დადგენილი არ არის. ამჟამად არსებული მონაცემები მოცემულია განყოფილებებში "ფარმაკოდინამიკა" და "გვერდითი რეაქციები", მაგრამ დოზირების რეკომენდაციების მოწოდება არ არის შესაძლებელი.

დოზის გადაჭარბება.

სიმპტომები.

კლინიკურ და პოსტმარკეტინგულ კვლევებში იყო მოწოდებული შეტყობინებები დექსმედეტომიდინის დოზის გადაჭარბების რამდენიმე შემთხვევის შესახებ. არსებული მონაცენების თანახმად შეყვანის სიჩქარე ამ შემთხვევებში აღწევდა 60 მკგ/კგ/სთ 36 წუთის განმავლობაში და 30 მკგ/კგ/სთ 15 წუთის განმავლობაში 20 თვის ასაკის ბავშვთან და ზრდასრულთან, შესაბამისად. დოზის გადაჭარბების შედეგად განვითარებული ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები მოიცავდა ბრადიკარდიას, ჰიპოტენზიას, ჰიპერტენზიას, გადაჭარბებულ სედაციას, სუნთქვის დათრგუნვასა და გულის გაჩერებას.

მკურნალობა.

კლინიკური სიმპტომების მქონე დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დექსმედეტომიდინის შეყვანა უნდა შემცირდეს ან შეწყდეს. მოსალოდნელ ეფექტებს, უპირატესად წარმოადგენენ გულ-სისხლძარღვთა ეფექტები, რომლებიც უნდა იქნას კუპირებული კლინიკური ჩვენებების მიხედვით (იხ. განყოფილება „გამოყენების თავისებურებები“). მაღალი კონცენტრაციის დროს ჰიპერტენზია შეიძლება იყოს უფრო გამოხატული, ვიდრე ჰიპოტენზია. კლინიკურ კვლევებში სინუსური კვანძის გაჩერების შემთხვევები იყო ტრანზიტორული ან ექვემდებარეობდა ატროპინით ან გლიკოპიროლატით მკურნალობას. დოზის მძიმე გადჭარბების ცალკეულ შემთხვევებში, რომელიც იწვევდა გულის გაჩერებას, საჭირო იყო სარეანიმაციო ღონისძიებების ჩატარება.

გვერდითი რეაქციები

ითგ-ში მყოფი ზრდასრული პაციენტების სედაცია

ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში დექსმედეტომიდინის გამოყენების დროს ყველაზე ხშირად მოხსენებული გვერდით რეაქციებს წარმოადგენენ ჰიპოტენზია, ჰიპერტენზია და ბრადიკარდია, რომლებიც უვითარდება პაციენტების დაახლოებით 25%, 15%-სა და 13%-ს შესაბამისად.

ჰიპოტენზია და ბრადიკარდია ასევე წარმოადგენდნენ ყველაზე ხშირ სერიოზულ გვერდით რეაქციებს, რომლებიც დაკავშირებულია დექსმედეტომიდინის გამოყენებასთან, რომლებიც უვითარდებოდა ითგ-ს რანდომიზებული პაციენტების 1,7% და 0,9%-ში, შესაბამისად.

პროცედურული სედაცია /სედაცია გონზე მყოფობის დროს

შემოსული შეტყობინებები ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები შესახებ პროცედურულ სედაციის დროს დექსმედეტომიდინის გამოყენებისას ჩამოთვლილია ქვემოთ (ფაზის III კვლევის პროტოკოლები შეიცავდა არტერიული წნევის, სუნთქვის სიხშირისა და გულის კუმშვადობის სიხშირის ცვლილებების ზღვრულ დონეებს, რომლებიც იყო წინასწარ განსაზღვრული და რომლებიც დაკავშირებულია გვერდით ეფექტებთან):

  • ჰიპოტენზია (55% დექსმედეტომიდინის ჯგუფში პლაცებოს ჯგუფში 30%-თან შედარებით, რომლებიც დამაატებით ღებულობდნენ მიდაზოლამსა და ფენტანილს);
  • სუნთქვის დათრგუნვა (38% დექსმედეტომიდინის ჯგუფში 35%-თან შედარებით პლაცებოს ჯგუფში, რომლებიც დამატებით ღებულობდნენ მიდაზოლამსა და ფენტანილს);
  • ბრადიკარდია (14% დექსმედეტომიდინის ჯგუფში 4%-თან შედარებით პლაცებოს ჯგუფში, რომელიც დამატებით ღებულობდნენ მიდაზოლამსა და ფენტანილს).

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციები მიღებულია ითგ-ს პაციენტების მონაწილეობით ჩატარებულ კლინიკური კვლევების გაერთიანებული შედეგების მიხედვით.

გვერდითი რეაქციები დაჯგუფებულია სიხშირის მიხედვით შემდეგი გრადაციის შესაბამისად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, < 1/10-მდე); არახშირად (≥ 1/1000, < 1/100-მდე); იშვიათად (≥ 1/10000, < 1/1000-მდე); ძალიან იშვიათად (< 1/10000), სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემების საფუძველზე).

ენდოკრინული დარღვევები

სიხშირე უცნობია: უშაქრო დიაბეტი.

ნივთიერებათა ცვლის, მეტაბოლიზმის დარღვევა ხშირად: ჰიპერგლიკემია, ჰიპოგლიკემია. არახშირად: მეტაბოლური აციდოზი, ჰიპოალბუმინემია.

ფსიქიკური დარღვევები ხშირად: აჟიტაცია. არახშირად: ჰალუცინაციები.

დარღვევები გულის მხრივ ძალიან ხშირად: ბრადიკარდია 1,2. ხშირად : იშემია ან მიოკარდიუმის ინფარქტი, ტაქიკარდია. არახშირად: ატრიოვენტრიკულური ბლოკადა1, გულის განდევნის დაქვეითება, გულის გაჩერება1.

სისხლძარღვოვანი დარღვევები

ძალიან ხშირად: ჰიპოტენზია 1,2, ჰიპერტენზია 1,2.

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ

ძალიან ხშირად: სუნთქვის დათრგუნვა 2,3.

არახშირად: ქოშინი, აპნოე.

კუჭ-ნაწლავიური დარღვევები

ხშირად : გულისრევა 2, ღებინება, პირის სიმშრალე 2.

არახშირად: მუცლის შებერილობა.

ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილზე

ხშირად : მოხსნის სინდრომი, ჰიპერთერმია.

არახშირად : სამკურნალო საშუალების არაეფექტურობა, წყურვილი.

1 იხ. ქვევით ცალკეული გვერდითი რეაქციების აღწერა.

2 გვერდითი რეაქცია ასევე აღინიშნებოდა პროცედურული სედაციის კვლევებში.

3 სიხშირე "ხშირად" ითგ-ში ჩატარებულ სედაციის კვლევებში.

ცალკეული გვერდითი რეაქციების აღწერა

კლინიკურად მნიშვნელოვანი ჰიპოტენზია და ბრადიკარდია უნდა იქნას კუპირებული ისე, როგორც მითითებულია "გამოყენების თავისებურებები"-ს განყოფილებაში.

შედარებით ჯანმრთელ მოხალისეებში, რომლებიც არ იყვნენ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, დექსმედეტომიდინის გამოყენების დროს ბრადიკარდია ზოგჯერ იწვევდა სინუსური კვანძის ან სინუსური პაუზის აქტივობის შეწყვეტას. სიმპტომების კუპირება ხდებოდა ფეხების აწევისას და ანტიქოლინერგული პრეპარატების შეყვანის შემდეგ, ისეთების, როგორიცაა ატროპინი ან გლიკოპიროლატი. ცალკეულ შემთხვევებში ბრადიკარდია პროგრესირებდა ასისტოლის ეპიზოდებით პაციენტებში, რომლებიც ადრე ბრადიკარდიით იყვნენ დაავადებულნი.

ასევე შემოდიოდა შეტყობინებები გულის გაჩერების შემთხვევების შესახებ, ხშირად მანამდე არსებული ბრადიკარდიით ან ატრიოვენტრიკულური ბლოკადით.

ჰიპერტენზია შეიძლება იყო დაკავშირებული დატვირთვის დოზის შეყვანასთან. ეს რეაქცია შეიძლება შემცირდეს ასეთი დოზის შეყვანის თავიდან აცილებით ან ინფუზიის სიჩქარის შემცირებით, ან დატვირთვის დოზის მოცულობის შემცირებით.

პედიატრიული პოპულაცია

შეყვანის 24 საათამდე ხანგრძლივობის დროს 1 თვეზე მეტი ასაკის პაციენტებში, უპირატესად პოსტოპერაციულებში, რომლებიც იმყოფებოდნენ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, პრეპარატი აჩვენებდა უსაფრთხოების პროფილს, რომელიც იყო ზრდასრულების უსაფრთხოების პროფილის მსგავსი. ახალშობილებში (გესტსციის 28-44 კვირის ვადაში დაბადებულები) მონაცემები ასევე შეზღუდულია, კერძოდ შემანარჩუნებელი დოზის ≤ 0,2 მკგ/კგ/სთ ფარგლებით. ლიტერატურაში აღწერილია ახალშობილში ჰიპოთერმული ბრადიკარდიის ერთი შემთხვევა.

ვარგისობის ვადა 2 წელი.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე ორიგინალ შეფუთვაში. შეინახეთ ამპულები მუყაოს შეფუთვაში სინათლისგან დასაცავად.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

შეუთავსებლობა.

სამკურნალო საშუალება კვანადექსი არ უნდა იქნას შერეული სხვა სამკურნალო საშუალებებთან, იმ პრეპარატების გარდა, რომლებიც მითითებულია განყოფილებაში „გამოყენების წესი და დოზები“.

თავსებადობის კვლევებმა აჩვენეს დექსმედეტომიდინის ადსორბციის პოტენციალი ნატურალური კაუჩუკის ზოგიერთი სახეობის მიერ. იმისდამიუხედავად, რომ დექსმედეტიმიდინი მოქმედებს დოზირებულად, მიზანშეწონილია გამოყენებულ იქნას სინთეთიკური კომპონენტები ან ნატურალური კაუჩუკის საფარის მქონე საფენი.

შეფუთვა 2 მლ ამპულაში; 5 ამპულა კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში; 1 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა მუყაოს კოლოფში.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი შპს "იურია-ფარმი"

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი უკრაინა, 18030, ჩერკასის ოლქი, ქალ. ჩერკასი, კობზარსკაიას ქუჩა, 108. ტელ.: +38 (044) -281-01-01.

ბოლო გადახედვის თარიღი.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა