პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოლეფსური საშუალებები

დექსმედეტომიდინი ფარმიდეა

Dexmedetomidine Pharmidea

რეცეპტით100მკგ/მლინსტრუქცია ქართულადლატვია
მოქმედი ნივთიერება
დექსმედეტომიდინი (dexmedetomidine)
ფორმა და შეფუთვა
100მკგ/მლ (200მკგ/2მლ) 2მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №25
მწარმოებელი
SIA Pharmidea, ლატვია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოლეფსური საშუალებები, საძილე და სედაციური სხვა საშუალებები
ATC კოდი
N05CM18
რეგისტრაციის ნომერი
რ-043082
რეგისტრირებულია
4 აპრილი 2025, მოქმედებს 4 აპრილი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ნიუფარმ ჯორჯია“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებადექსმედეტომიდინი ფარმიდეა და სხვა წამალი ერთად

დექსმედეტომიდინი ფარმიდეა — ინსტრუქცია ქართულად

მიღების წესი და დოზირება

საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილება

თქვენთვის დექსმედეტომიდინი ფარმიდეას შეყვანას უზრუნველყოფს ექიმი ან ექთანი საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.

პროცედურული სედაცია / სედაცია გონებაზე ყოფნით

თქვენ მიერ დექსმედეტომიდინი ფარმიდეას მიღებას უზრუნველყოფს ექიმი ან ექთანი ისეთი სადიაგნოსტიკო ან ქირურგიული პროცედურების ჩატარებამდე და/ან მათ განმავლობაში, რომლებიც საჭიროებს სედაციას, ანუ პროცედურულ / გონებაზე ყოფნით სედაციას.

თქვენი ექიმი განსაზღვრავს თქვენთვის მიზანშეწონილ დოზას. დექსმედეტომიდინი ფარმიდეას ოდენობა დამოკიდებულია თქვენს ასაკზე, ზომაზე, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე, სედაციის საჭირო დონეზე და პრეპარატის მიმართ თქვენს რეაქციაზე. თქვენს ექიმს შეუძლია შეცვალოს თქვენი დოზა, საჭიროების შემთხვევაში, და დააკვირდეს თქვენს გულისცემას და არტერიულ წნევას მკურნალობის განმავლობაში.

დექსმედეტომიდინი ფარმიდეა უნდა განზავდეს და შეყვანილი იქნას ვენაში ინფუზიის (წვეთოვანი გადასხმის) სახით.

სედაციის / გაღვიძების შემდეგ

სედაციის შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში იქნებით ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რათა დარწმუნდეს, რომ კარგად გრძნობთ თავს.

სახლში არ უნდა წახვიდეთ თანხმლები პირის გარეშე.

დექსმედეტომიდინი ფარმიდეას მიღებიდან გარკვეული დროის განმავლობაში არაა მიზანშეწონილი ისეთი პრეპარატების მიღება, რომლებიც გეხმარებათ დაძინებაში, იწვევს სედაციას, ასევე ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიღება. მოცემული პრეპარატის გამოყენებასა და ალკოჰოლის მიღებასთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

დექსმედეტომიდინი ფარმიდეას საჭიროზე მეტი დოზით გამოყენება

დექსმედეტომიდინი ფარმიდეას ძალიან დიდი დოზით გამოყენების შემთხვევაში, თქვენი არტერიული წნევა შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს, თქვენი გულისცემის სიხშირე შესაძლოა შემცირდეს, სუნთქვა შენელდეს და თავი იგრძნოთ უფრო მოდუნებულად. თქვენს ექიმს ეცოდინება, თუ როგორ გიმკურნალოთ თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე.

მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

სიფრთხილის ზომები

დექსმედეტომიდინი ფარმიდეას გამოყენება არ შეიძლება

თუ ხართ ალერგიული დექსმედეტომიდინის ან მოცემულ პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა ნივთიერების მიმართ (მითითებულია მე-6 პარაგრაფში).

თუ გაქვთ გულის რიტმის დარღვევები (გულის მე-2 ან მე-3 ხარისხის ბლოკადა).

თუ გაქვთ ძალიან დაბალი არტერიული წნევა, რაც არ ექვემდებარება მკურნალობას.

თუ ახლახანს გადაიტანეთ ინსულტი ან სხვა ისეთი სერიოზული მდგომარეობა, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა ტვინში სისხლის მიწოდებაზე.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

მოცემული პრეპარატის მიღებამდე, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ექთანს, თუ აღენიშნებათ შემდეგი მდგომარეობიდან რომელიმე, ვინაიდან დექსმედეტომიდინი ფარმიდეას გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილის სათანადო ზომების დაცვით:

თუ გაქვთ უჩვეულოდ შენელებული გულისცემა (ავადმყოფობის ან მაღალი ფიზიკური დატვირთვის მიზეზით), ვინაიდან აღნიშნულმა შესაძლოა გაზარდოს გულის გაჩერების რისკი

თუ აღენიშნებათ დაბალი არტერიული წნევა

თუ გაქვთ სისხლის დაბალი მოცულობა, მაგალითად, სისხლდენის შემდეგ

თუ გაქვთ გულის გარკვეული დარღვევები

თუ ხართ ხანდაზმული

თუ აღენიშნებათ ნევროლოგიური აშლილობა (მაგალითად, თავის ან ზურგის ტვინის დაზიანება ან ინსულტი)

თუ გაქვთ ღვიძლთან დაკავშირებული მძიმე დარღვევები

თუ გარკვეული პრეპარატების, განსაკუთრებით საანესთეზიო საშუალებების მიღების შემდეგ, ოდესმე განგივითარდათ მაღალი სიცხე.

მოცემული პრეპარატი შეიძლება იწვევდეს გამოყოფილი შარდის დიდ მოცულობას და ძლიერ წყურვილს. ამ გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში დაუკავშირდით ექიმს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პარაგრაფი 4.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ექთანს, თუ იღებთ, ახლახანს იღებდით სხვა პრეპარატებს ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.

შემდეგ პრეპარატებს შეუძლია გაზარდოს დექსმედეტომიდინი ფარმიდეას ეფექტი:

პრეპარატები, რომლებიც გეხმარებათ დაძინებაში ან იწვევს სედაციას (მაგალითად, მიდაზოლამი, პროპოფოლი)

ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები (მაგალითად, ოპიოიდები, როგორიცაა მორფინი, კოდეინი)

საანესთეზიო პრეპარატები (მაგალითად, სევოფლურანი, იზოფლურანი)

თუ იყენებთ არტერიული წნევის და გულისცემის სიხშირის დამაქვეითებელ პრეპარატებს, დექსმედეტომიდინი ფარმიდეასთან ერთად მათ მიღებამ შესაძლოა გაზარდოს ეს ეფექტი. დექსმედეტომიდინი ფარმიდეას გამოყენება არ შეიძლება იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც იწვევს დროებით დამბლას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

დექსმედეტომიდინი ფარმიდეას მიღება არ შეიძლება ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, თუ არ იქნება აღნიშნულის აშკარა საჭიროება.

ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

დექსმედეტომიდინი ფარმიდეა მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ავტომობილის მართვის და მანქანა-დანადგარების გამოყენების უნარზე. დექსმედეტომიდინი ფარმიდეას მიღების შემდეგ დაუშვებელია ავტომობილის მართვა, მანქანა-დანადგარების გამოყენება ან სახიფათო სიტუაციებში მუშაობა, სანამ ეფექტები სრულად არ ალაგდება. მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ როდის შეგიძლიათ კვლავ შეასრულოთ აღნიშნული აქტივობები და როდის შეძლებთ ამ ტიპის სამუშაოსთან დაბრუნებას.

დამხმარე ნივთიერებები

დექსმედეტომიდინი ფარმიდეას 1 მლ შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ანუ არსებითად „ნატრიუმის გარეშეა“.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სხვა პრეპარატს, მოცემულმა პრეპარატმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველა პაციენტში არ ვლინდება.

ძალიან ხშირი (აღინიშნება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)

შენელებული გულისცემა

დაბალი ან მაღალი არტერიული წნევა

ცვლილება სუნთქვის მხრივ ან სუნთქვის შეჩერება.

ხშირი (აღინიშნება 100-დან 1-10 პაციენტში)

ტკივილი გულ-მკერდის არეში ან ინფარქტი

სწრაფი გულისცემა

სისხლში შაქრის დაბალი ან მაღალი დონე

გულისრევა, პირღებინება ან პირის სიმშრალე

მოუსვენრობა

მაღალი ტემპერატურა

სიმპტომები პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.

არახშირი (აღინიშნება 1,000-დან 1-10 პაციენტში)

გულის დაქვეითებული ფუნქცია, გულის გაჩერება

მუცლის შებერილობა

წყურვილი

მდგომარეობა, როდესაც სხეულში მჟავის შემცველობა ძალიან მომატებულია

სისხლში ალბუმინის დაბალი დონე

ქოშინი

ჰალუცინაციები

პრეპარატი არაა საკმარისად ეფექტიანი.

უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია)

გამოყოფილი შარდის დიდი მოცულობა და ძლიერი წყურვილი - შეიძლება იყოს ისეთი ჰორმონალური დარღვევის სიმპტომები, რომლებსაც ეწოდება არაშაქრიანი დიაბეტი. მათი გამოვლენის შემთხვევაში დაუკავშირდით ექიმს.

გვერდითი მოქმედების ანგარიშგება

ნებისმიერი გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ექთანს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე ჩანართში. აგრეთვე, შეგიძლიათ მოახდინოთ გვერდითი მოქმედების ანგარიშგება ეროვნული ანგარიშგების სისტემის მეშვეობით პირდაპირ სახელმწიფო წამლის სააგენტოს მიმართ, მისამართზე: LV1003, რიგა, იერსიკასის ქუჩა 15, ვებ-გვერდზე: www.zva.gov.lv. გვერდითი ეფექტების ანგარიშგებით შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ დამატებითი ინფორმაციის უზრუნველყოფას მოცემული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის დექსმედეტომიდინი. კონცენტრატის თითოეული მლ შეიცავს დექსმედეტომიდინის ჰიდროქლორიდს, რაც 100 მიკროგრამი დექსმედეტომიდინის ეკვივალენტურია.

სხვა ნივთიერებებია: ნატრიუმის ქლორიდი და საინექციო წყალი.

ყოველი 2 მლ ფლაკონი შეიცავს 200 მიკროგრამ დექსმედეტომიდინს (ჰიდოქლორიდის სახით).

განზავების შემდეგ, საბოლოო ხსნარის კონცენტრაცია უნდა იყოს 4 მიკროგრამი/მლ.

დექსმედეტომიდინი ფარმიდეას აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი

კონცენტრატი საინფუზიო ხსნარისთვის (სტერილური კონცენტრატი).

კონცენტრატი არის გამჭვირვალე, უფერო ხსნარი, 4.5-7.0 pH დონით.

კონტეინერები

2 მლ (2 მლ არის შევსების მოცულობა) უფერო მინის ფლაკონები (კლასი I), დალუქული ფტორპოლიმერის ნაცრისფერი ბრომბუთილის რეზინის საცობებით (კლასი I) ალუმინის მოსახსნელ თავსახურთან ერთად, აღჭურვილი თეთრი პლასტმასის დისკოთი.

ან

2 მლ (2 მლ არის შევსების მოცულობა) უფერო მინის ფლაკონები (კლასი I), დალუქული ტეფლონით შემოგარსული ნაცრისფერი ქლორბუთილის რეზინის საცობებით (კლასი I) ალუმინის მოსახსნელ თავსახურთან ერთად, აღჭურვილი თეთრი პლასტმასის დისკოთი.

შეფუთვის ზომები:

25 x 2 მლ ფლაკონები

ან

4 x 2 მლ ფლაკონები

ან

5 x 2 მლ ფლაკონები

შეიძლება, გაყიდვაში ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.

შენახვის პირობები

ქიმიური და ფიზიკური საექსპლუატაციო სტაბილურობა ნაჩვენები იქნა 24 საათის განმავლობაში 25˚C ტემპერატურაზე.

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქტის გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. თუ არ მოხდება მისი დაუყოვნებლივ გამოყენება, გამოყენებამდე საექსპლუატაციო შენახვის დროები და პირობები წარმოადგენს მომხმარებლის პასუხისმგებლობას გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განზავება ხდება კონტროლირებულ და დამტკიცებულ ასეპტიკურ პირობებში.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

შეფუთვის ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

დექსმედეტომიდინი ფარმიდეა 100 მიკროგრამი / მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარისთვის

დექსმედეტომიდინი

ამ პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით წინამდებარე შეფუთვის ჩანართს, ვინაიდან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთ ეს ჩანართი. შესაძლებელია დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
  • ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ექთანს.
  • რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე ჩანართში. იხილეთ პარაგრაფი 4.

რას შეიცავს შეფუთვის ჩანართი

  • რას არის დექსმედეტომიდინი ფარმიდეა და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ დექსმედეტომიდინი ფარმიდეას გამოყენებამდე
  • დექსმედეტომიდინი ფარმიდეას გამოყენების წესი
  • შესაძლო გვერდითი მოქმედება
  • დექსმედეტომიდინი ფარმიდეას შენახვის წესი
  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

დექსმედეტომიდინი ფარმიდეა შეიცავს დექსმედეტომიდინის სახელწოდებით ცნობილ აქტიურ ნივთიერებას, რომელიც მიეკუთვნება იმ პრეპარატების ჯგუფს, რომლებსაც უწოდებენ სედაციურ საშუალებებს. ის გამოიყენება სედაციური ეფექტის მისაღებად (დამშვიდებული მდგომარეობა, ძილიანობა ან ძილი) მოზრდილი პაციენტებისთვის საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ან სედაციისთვის გონებაზე ყოფნით სხვადასხვა სადიაგნოსტიკო ან ქირურგიული პროცედურების დროს.

  • რა უნდა იცოდეთ დექსმედეტომიდინი ფარმიდეას გამოყენებამდე

დექსმედეტომიდინი ფარმიდეას გამოყენება არ შეიძლება

თუ ხართ ალერგიული დექსმედეტომიდინის ან მოცემულ პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა ნივთიერების მიმართ (მითითებულია მე-6 პარაგრაფში).

თუ გაქვთ გულის რიტმის დარღვევები (გულის მე-2 ან მე-3 ხარისხის ბლოკადა).

თუ გაქვთ ძალიან დაბალი არტერიული წნევა, რაც არ ექვემდებარება მკურნალობას.

თუ ახლახანს გადაიტანეთ ინსულტი ან სხვა ისეთი სერიოზული მდგომარეობა, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა ტვინში სისხლის მიწოდებაზე.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

მოცემული პრეპარატის მიღებამდე, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ექთანს, თუ აღენიშნებათ შემდეგი მდგომარეობიდან რომელიმე, ვინაიდან დექსმედეტომიდინი ფარმიდეას გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილის სათანადო ზომების დაცვით:

თუ გაქვთ უჩვეულოდ შენელებული გულისცემა (ავადმყოფობის ან მაღალი ფიზიკური დატვირთვის მიზეზით), ვინაიდან აღნიშნულმა შესაძლოა გაზარდოს გულის გაჩერების რისკი

თუ აღენიშნებათ დაბალი არტერიული წნევა

თუ გაქვთ სისხლის დაბალი მოცულობა, მაგალითად, სისხლდენის შემდეგ

თუ გაქვთ გულის გარკვეული დარღვევები

თუ ხართ ხანდაზმული

თუ აღენიშნებათ ნევროლოგიური აშლილობა (მაგალითად, თავის ან ზურგის ტვინის დაზიანება ან ინსულტი)

თუ გაქვთ ღვიძლთან დაკავშირებული მძიმე დარღვევები

თუ გარკვეული პრეპარატების, განსაკუთრებით საანესთეზიო საშუალებების მიღების შემდეგ, ოდესმე განგივითარდათ მაღალი სიცხე.

მოცემული პრეპარატი შეიძლება იწვევდეს გამოყოფილი შარდის დიდ მოცულობას და ძლიერ წყურვილს. ამ გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში დაუკავშირდით ექიმს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პარაგრაფი 4.

სხვა პრეპარატები და დექსმედეტომიდინი ფარმიდეა

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ექთანს, თუ იღებთ, ახლახანს იღებდით სხვა პრეპარატებს ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.

შემდეგ პრეპარატებს შეუძლია გაზარდოს დექსმედეტომიდინი ფარმიდეას ეფექტი:

პრეპარატები, რომლებიც გეხმარებათ დაძინებაში ან იწვევს სედაციას (მაგალითად, მიდაზოლამი, პროპოფოლი)

ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები (მაგალითად, ოპიოიდები, როგორიცაა მორფინი, კოდეინი)

საანესთეზიო პრეპარატები (მაგალითად, სევოფლურანი, იზოფლურანი)

თუ იყენებთ არტერიული წნევის და გულისცემის სიხშირის დამაქვეითებელ პრეპარატებს, დექსმედეტომიდინი ფარმიდეასთან ერთად მათ მიღებამ შესაძლოა გაზარდოს ეს ეფექტი. დექსმედეტომიდინი ფარმიდეას გამოყენება არ შეიძლება იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც იწვევს დროებით დამბლას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

დექსმედეტომიდინი ფარმიდეას მიღება არ შეიძლება ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, თუ არ იქნება აღნიშნულის აშკარა საჭიროება.

ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

ავტომობილების მართვა და მანქანა-დანადგარების გამოყენება

დექსმედეტომიდინი ფარმიდეა მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ავტომობილის მართვის და მანქანა-დანადგარების გამოყენების უნარზე. დექსმედეტომიდინი ფარმიდეას მიღების შემდეგ დაუშვებელია ავტომობილის მართვა, მანქანა-დანადგარების გამოყენება ან სახიფათო სიტუაციებში მუშაობა, სანამ ეფექტები სრულად არ ალაგდება. მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ როდის შეგიძლიათ კვლავ შეასრულოთ აღნიშნული აქტივობები და როდის შეძლებთ ამ ტიპის სამუშაოსთან დაბრუნებას.

დამხმარე ნივთიერებები

დექსმედეტომიდინი ფარმიდეას 1 მლ შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ანუ არსებითად „ნატრიუმის გარეშეა“.

  • დექსმედეტომიდინი ფარმიდეას გამოყენების წესი

საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილება

თქვენთვის დექსმედეტომიდინი ფარმიდეას შეყვანას უზრუნველყოფს ექიმი ან ექთანი საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.

პროცედურული სედაცია / სედაცია გონებაზე ყოფნით

თქვენ მიერ დექსმედეტომიდინი ფარმიდეას მიღებას უზრუნველყოფს ექიმი ან ექთანი ისეთი სადიაგნოსტიკო ან ქირურგიული პროცედურების ჩატარებამდე და/ან მათ განმავლობაში, რომლებიც საჭიროებს სედაციას, ანუ პროცედურულ / გონებაზე ყოფნით სედაციას.

თქვენი ექიმი განსაზღვრავს თქვენთვის მიზანშეწონილ დოზას. დექსმედეტომიდინი ფარმიდეას ოდენობა დამოკიდებულია თქვენს ასაკზე, ზომაზე, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე, სედაციის საჭირო დონეზე და პრეპარატის მიმართ თქვენს რეაქციაზე. თქვენს ექიმს შეუძლია შეცვალოს თქვენი დოზა, საჭიროების შემთხვევაში, და დააკვირდეს თქვენს გულისცემას და არტერიულ წნევას მკურნალობის განმავლობაში.

დექსმედეტომიდინი ფარმიდეა უნდა განზავდეს და შეყვანილი იქნას ვენაში ინფუზიის (წვეთოვანი გადასხმის) სახით.

სედაციის / გაღვიძების შემდეგ

სედაციის შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში იქნებით ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რათა დარწმუნდეს, რომ კარგად გრძნობთ თავს.

სახლში არ უნდა წახვიდეთ თანხმლები პირის გარეშე.

დექსმედეტომიდინი ფარმიდეას მიღებიდან გარკვეული დროის განმავლობაში არაა მიზანშეწონილი ისეთი პრეპარატების მიღება, რომლებიც გეხმარებათ დაძინებაში, იწვევს სედაციას, ასევე ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიღება. მოცემული პრეპარატის გამოყენებასა და ალკოჰოლის მიღებასთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

დექსმედეტომიდინი ფარმიდეას საჭიროზე მეტი დოზით გამოყენება

დექსმედეტომიდინი ფარმიდეას ძალიან დიდი დოზით გამოყენების შემთხვევაში, თქვენი არტერიული წნევა შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს, თქვენი გულისცემის სიხშირე შესაძლოა შემცირდეს, სუნთქვა შენელდეს და თავი იგრძნოთ უფრო მოდუნებულად. თქვენს ექიმს ეცოდინება, თუ როგორ გიმკურნალოთ თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე.

მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

  • შესაძლო გვერდითი მოქმედება

როგორც ყველა სხვა პრეპარატს, მოცემულმა პრეპარატმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველა პაციენტში არ ვლინდება.

ძალიან ხშირი (აღინიშნება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)

შენელებული გულისცემა

დაბალი ან მაღალი არტერიული წნევა

ცვლილება სუნთქვის მხრივ ან სუნთქვის შეჩერება.

ხშირი (აღინიშნება 100-დან 1-10 პაციენტში)

ტკივილი გულ-მკერდის არეში ან ინფარქტი

სწრაფი გულისცემა

სისხლში შაქრის დაბალი ან მაღალი დონე

გულისრევა, პირღებინება ან პირის სიმშრალე

მოუსვენრობა

მაღალი ტემპერატურა

სიმპტომები პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.

არახშირი (აღინიშნება 1,000-დან 1-10 პაციენტში)

გულის დაქვეითებული ფუნქცია, გულის გაჩერება

მუცლის შებერილობა

წყურვილი

მდგომარეობა, როდესაც სხეულში მჟავის შემცველობა ძალიან მომატებულია

სისხლში ალბუმინის დაბალი დონე

ქოშინი

ჰალუცინაციები

პრეპარატი არაა საკმარისად ეფექტიანი.

უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია)

გამოყოფილი შარდის დიდი მოცულობა და ძლიერი წყურვილი - შეიძლება იყოს ისეთი ჰორმონალური დარღვევის სიმპტომები, რომლებსაც ეწოდება არაშაქრიანი დიაბეტი. მათი გამოვლენის შემთხვევაში დაუკავშირდით ექიმს.

გვერდითი მოქმედების ანგარიშგება

ნებისმიერი გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ექთანს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე ჩანართში. აგრეთვე, შეგიძლიათ მოახდინოთ გვერდითი მოქმედების ანგარიშგება ეროვნული ანგარიშგების სისტემის მეშვეობით პირდაპირ სახელმწიფო წამლის სააგენტოს მიმართ, მისამართზე: LV1003, რიგა, იერსიკასის ქუჩა 15, ვებ-გვერდზე: www.zva.gov.lv. გვერდითი ეფექტების ანგარიშგებით შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ დამატებითი ინფორმაციის უზრუნველყოფას მოცემული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

  • დექსმედეტომიდინი ფარმიდეას შენახვის წესი

პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ეტიკეტსა და მუყაოს კოლოფზე EXP-ის შემდეგ მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის თარიღის შემდეგ.

ეს პრეპარატი არ საჭიროებს სპეციალურ ტემპერატურულ პირობებს შენახვისთვის. დაუშვებელია ნებისმიერი პრეპარატის გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. არასაჭირო პრეპარატის გაუვნებელყოფასთან დაკავშირებით, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს დექსმედეტომიდინი ფარმიდეა

აქტიური ნივთიერება არის დექსმედეტომიდინი. კონცენტრატის თითოეული მლ შეიცავს დექსმედეტომიდინის ჰიდროქლორიდს, რაც 100 მიკროგრამი დექსმედეტომიდინის ეკვივალენტურია.

სხვა ნივთიერებებია: ნატრიუმის ქლორიდი და საინექციო წყალი.

ყოველი 2 მლ ფლაკონი შეიცავს 200 მიკროგრამ დექსმედეტომიდინს (ჰიდოქლორიდის სახით).

განზავების შემდეგ, საბოლოო ხსნარის კონცენტრაცია უნდა იყოს 4 მიკროგრამი/მლ.

დექსმედეტომიდინი ფარმიდეას აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი

კონცენტრატი საინფუზიო ხსნარისთვის (სტერილური კონცენტრატი).

კონცენტრატი არის გამჭვირვალე, უფერო ხსნარი, 4.5-7.0 pH დონით.

კონტეინერები

2 მლ (2 მლ არის შევსების მოცულობა) უფერო მინის ფლაკონები (კლასი I), დალუქული ფტორპოლიმერის ნაცრისფერი ბრომბუთილის რეზინის საცობებით (კლასი I) ალუმინის მოსახსნელ თავსახურთან ერთად, აღჭურვილი თეთრი პლასტმასის დისკოთი.

ან

2 მლ (2 მლ არის შევსების მოცულობა) უფერო მინის ფლაკონები (კლასი I), დალუქული ტეფლონით შემოგარსული ნაცრისფერი ქლორბუთილის რეზინის საცობებით (კლასი I) ალუმინის მოსახსნელ თავსახურთან ერთად, აღჭურვილი თეთრი პლასტმასის დისკოთი.

შეფუთვის ზომები:

25 x 2 მლ ფლაკონები

ან

4 x 2 მლ ფლაკონები

ან

5 x 2 მლ ფლაკონები

შეიძლება, გაყიდვაში ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

შპს „ფარმიდეა“ (SIA PHARMIDEA)

რუპნიკუს ქუჩა 4

ოლეინი, , LV-2114

ლატვია

წინამდებარე ჩანართის ბოლო რედაქტორების თარიღია: 2022 წლის იანვარი

  • ------------------------------------------------------------------------------------------------------------შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის:

დექსმედეტომიდინი ფარმიდეა 100 მიკროგრამი/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარისთვის

გამოყენების მეთოდი

დექსმედეტომიდინის გამოყენებას უზრუნველყოფენ ჯანდაცვის სპეციალისტები იმ პაციენტების სამართავად, რომლებიც საჭიროებენ ინტენსიურ თერაპიას ან პაციენტების საანესთეზიო მართვის მიზნით საოპერაციო ოთახში. მისი შეყვანა ხდება მხოლოდ განზავებული ინტრავენური ინფუზიის სახით კონტროლირებული საინფუზიო მოწყობილობის გამოყენებით.

ხსნარის მომზადება

დექსმედეტომიდინის განზავება შესაძლებელია გლუკოზას 50 მგ/მლ (5%), რინგერის, მანიტოლის ან ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინექციო ხსნარში 4 მიკროგრამი / მლ საჭირო კონცენტრაციის მისაღებად პრეპარატის გამოყენებამდე. გთხოვთ, ქვემოთ იხილოთ ტაბულირებულ ფორმაში ინფუზიის მოსამზადებლად საჭირო მოცულობები.

იმ შემთხვევაში, თუ საჭირო კონცენტრაცია არის 4 მიკროგრამი/მლ:

დექსმედეტომიდინი 100 მიკროგრამი / მლ-ის კონცენტრატი საინფუზიო ხსნარისთვის მოცულობა

გამზავებლის მოცულობა

ინფუზიის მთლიანი მოცულობა

2 მლ

48 მლ

50 მლ

4 მლ

96 მლ

100 მლ

10 მლ

240 მლ

250 მლ

20 მლ

480 მლ

500 მლ

ხსნარის შენჯღრევა უნდა მოხდეს ფრთხილად, კარგად შერევის მიზნით.

დექსმედეტომიდინი უნდა შემოწმდეს ვიზუალურად ნაწილაკების არსებობასა და ფერის შეცვლაზე მის გამოყენებამდე.

დექსმედეტომიდინი აღმოჩნდა თავსებადი შემდეგ ინტრავენურ სითხეებსა და სამედიცინო პროდუქტებთან ერთად შეყვანისას:

ლაქტატირებული რინგერი, გლუკოზას 5%-იანი ხსნარი, ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინექციო ხსნარი, მანიტოლი 200 მგ/მლ (20%), ნატრიუმის თიოპენტალი, ეთომიდატი, ვეკურონიუმის ბრომიდი, პანკურონიუმის ბრომიდი, სუქცინილქოლინი, ატრაკურიუმის ბესილატი, მივაკურიუმის ქლორიდი, როკურონიუმის ბრომიდი, გლიკოპიროლატის ბრომიდი, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი, ატროპინის სულფატი, დოპამინი, ნორადრენალინი, დობუტამინი, მიდაზოლამი, მორფინის სულფატი, ფენტანილის ციტრატი და პლაზმის შემცვლელი.

თავსებადობის კვლევებით ნაჩვენები იქნა დექსმედეტომიდინის ადსორბციის პოტენციალი გარკვეული ტიპის ბუნებრივ რეზინში. მიუხედავად იმისა, რომ დექსმედეტომიდინი დოზირებულია მოქმედების მიზნით, რეკომენდებულია კომპონენტების გამოყენება სინთეტიკური ან შემოგარსული ბუნებრივი რეზინის შუასადებებით.

ვარგისობის ვადა

ქიმიური და ფიზიკური საექსპლუატაციო სტაბილურობა ნაჩვენები იქნა 24 საათის განმავლობაში 25˚C ტემპერატურაზე.

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქტის გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. თუ არ მოხდება მისი დაუყოვნებლივ გამოყენება, გამოყენებამდე საექსპლუატაციო შენახვის დროები და პირობები წარმოადგენს მომხმარებლის პასუხისმგებლობას გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განზავება ხდება კონტროლირებულ და დამტკიცებულ ასეპტიკურ პირობებში.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა