პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კორტიკოსტეროიდები სისტემური გამოყენებისთვის

დეფლაკორტინი

DEFLACORTIN®

რეცეპტით6მგინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

დეფლაკორტინი® ნაჩვენებია შემდეგისათვის: • რევმატული და კოლაგენური დაავადებები • დერმატოლოგიური დაავადებები - პემფიგუსი; ბულოზური პემფიგოიდი; გენერალიზებული ექსფოლიაციური დერმატიტი; მძიმე მულტიფორმული ერითემა; კვანძოვანი ერითემა და მძიმე ფსორიაზი. • ალერგიული დაავადებები. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დეფლაზაკორტი (deflazacort)
ფორმა და შეფუთვა
6მგ ტაბლეტი №20 (2X10)
მწარმოებელი
LACER S.A., ესპანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კორტიკოსტეროიდები სისტემური გამოყენებისთვის, გლუკოკორტიკოიდები
ATC კოდი
H02AB13
რეგისტრაციის ნომერი
რ-042251
რეგისტრირებულია
22 ოქტომბერი 2024, მოქმედებს 22 ოქტომბერი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Eurodrug Laboratories S.A. (ბელგია)
განმცხადებელი
ევროდრაგ ლაბორატორის ჯორჯია
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებადეფლაკორტინი და სხვა წამალი ერთად

დეფლაკორტინი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

დეფლაკორტინი® ნაჩვენებია შემდეგისათვის:

  • რევმატული და კოლაგენური დაავადებები
  • დერმატოლოგიური დაავადებები - პემფიგუსი; ბულოზური პემფიგოიდი; გენერალიზებული ექსფოლიაციური დერმატიტი; მძიმე მულტიფორმული ერითემა; კვანძოვანი ერითემა და მძიმე ფსორიაზი.
  • ალერგიული დაავადებები. - ბრონქული ასთმა, რომელიც რეფრაქტორულია სტანდარტული თერაპიის მიმართ.
  • ფილტვების დაავადებები. - სარკოიდოზი ფილტვის დაზიანებით; ეგზოგენური ალერგიული ალვეოლიტი (პნევმოკონიოზი, გამოწვეული ორგანული ფხვნილით); შედინგ-ინტერსტიციული პნევმონია (ფილტვის იდიოპათიური ფიბროზი). • თვალის პათოლოგია - ქორიოიდიტი; ქორიოიდორეტინიტი; ირიტი და ირიდოციკლიტი. • ჰემატოლოგიური დაავადებები - იდიოპათიური თრომბოციტოპენია; ჰემოლიზური ანემია და ლეიკემიებისა და ლიმფომების პალიატიური მკურნალობა. • ღვიძლისა და კუჭ-ნაწლავის პათოლოგია - წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება და ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი.
  • თირკმელების დაავადებები - ნეფროზული სინდრომი.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატის დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად, პაციენტის დაავადებისა და მდგომარეობის მიხედვით. უფრო მძიმე და სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობებისას შეიძლება დაინიშნოს დეფლაზაკორტის უფრო მაღალი დოზები.

საწყისი დოზა შეიძლება ცვალებადობდეს 6-90 მგ/დღეში ინტერვალში მოზრდილებისათვის, და 0.25-1.5 მგ/კგ ბავშვებში, დაავადების სიმძიმის და მიმდინარეოიბის შესაბამისად.

ყოველთვის მიიღეთ დეფლაკორტინი® ზუსტად თქვენი მკურნალი ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად, თუ გაგიჩნდათ რაიმე კითხვები, მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოყენების მეთოდი:

მიიღეთ ტაბლეტი ჭიქა წყლის დაყოლებით.

მკურნალობის ხანგრძლივობა: დაიცავით თქვენი მკურნალი ექიმის რეკომენდაციები.

თუ თქვენ მიიღებთ დეფლაკორტინი®-ს ჩვეულებრივზე დიდ დოზას, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს და მიჰყევით მის მითითებებს.

თუ დაგავიწყდათ დეფლაკორტინი®-ს მიღება.

თუ თქვენ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება, დაელოდეთ მომდევნო დოზის მიღების დროს და მიიღეთ მხოლოდ ერთი დოზა, შემდეგ გააგრძელეთ მკურნალობა შეფუთვაზე მითითებების შესაბამისად. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის შესავსებად. თუ თქვენ გამოტოვებთ რამდენიმე დოზას, აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. მათ შეიძლება გირჩიონ პრეპარატ დეფლაკორტინი®-თ მკურნალობის ახალი კურსის დაწყება.

თუ თქვენ შეწყვიტეთ დეფლაკორტინი®-ს მიღება

პრეპარატ დეფლაკორტინი®-თ მკურნალობის კურსის თვითნებური შეწყვეტა რეკომენდებული არ არის. თუ თქვენ გაგიჩნდებათ რაიმე დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

ეს პროდუქტი უკუნაჩვენებია იმ პირებში, რომლებსაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა მისი კომპონენტების მიმართ. ის ასევე უკუნაჩვენებია: - პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ცოცხალი ვირუსით იმუნიზაცია. - სისტემური ინფექციის დროს, თუ არ ტარდება სპეციფიკური ინფექციის საწინააღმდეგო თერაპია.

  • კორტიკოიდების გამოყენება იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც აღემატება ჩამანაცვლებელი მკურნალობის პერიოდს, ან გადაუდებელი მკურნალობის პერიოდს უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში: პეპტიური წყლულები, ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები, როგორიცაა აქტიური ტუბერკულოზი, თვალის მარტივი ჰერპესი, ჰერპეს ზოსტერი (ვირემიის ფაზა), ჩუტყვავილა, ასევე სისტემური სოკოვანი ინფექციებისა და პრე- და პოსტ-ვაქცინაციის პერიოდებში.

სიფრთხილის ზომები

აღსანიშნავია, რომ კორტიკოსტეროიდებზე მოთხოვნილება ცვალებადია და, შესაბამისად, დოზირება ინდივიდუალურად უნდა იყოს ტიტრირებული პათოლოგიისა და მკურნალობაზე პაციენტის პასუხის მიხედვით.

არასასურველი ეფექტები შეიძლება მინიმუმამდე შემცირდეს მინიმალური პერიოდის განმავლობაში ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის გამოყენებით, და ყოველდღიური მოთხოვნილების ერთჯერადი დილის დოზით მიღებით, ან როდესაც კი შესაძლებელია ერთჯერადი დილის დოზით მიღებით ალტერნატიულ დღეებში. პაციენტის ხშირი შემოწმება საჭიროა დაავადების აქტივობის წინააღმდეგ დოზის სათანადო ტიტრირების მიზნით. შემდეგი კლინიკური მდგომარეობები საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს და აუცილებელია პაციენტის ხშირი მონიტორინგი:

  • გულის დაავადება ან გულის შეგუბებითი უკმარისობა (აქტიური რევმატიული კარდიტის გარდა), ჰიპერტენზია, თრომბოემბოლიური დარღვევები. გლუკოკორტიკოიდებმა შეიძლება გამოიწვიონ მარილისა და წყლის შეკავება და კალიუმის გაზრდილი ექსკრეცია. საკვები მარილის შეზღუდვა და კალიუმის დამატება შეიძლება გახდეს საჭირო.
  • გასტრიტი ან ეზოფაგიტი, დივერტიკულიტი, წყლულოვანი კოლიტი, თუ არსებობს მოსალოდნელი პერფორაციის ალბათობა, აბსცესი ან პიოგენური ინფექციები, ნაწლავის ახალი ანასტომოზი, აქტიური ან ლატენტური პეპტიური წყლული. • შაქრიანი დიაბეტი ან ოჯახურ ანამნეზში, ოსტეოპოროზი, მიასთენია გრავის, თირკმლის უკმარისობა.
  • ემოციური არასტაბილურობა ან ფსიქოზური ტენდენცია, ეპილეფსია.
  • ადრინდელი კორტიკოსტეროიდით გამოწვეული მიოპათია.
  • ღვიძლის უკმარისობა.
  • ჰიპოთირეოზი და ციროზი, რამაც შეიძლება გაზარდოს გლუკოკორტიკოიდის ეფექტი. • თვალის მარტივი ჰერპესი რქოვანას შესაძლო პერფორაციის გამო.

პაციენტები და / ან მომვლელები უნდა გააფრთხილოთ, რომ პოტენციურად მძიმე ფსიქიატრიული გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს სისტემური სტეროიდების მიღებისას. სიმპტომები, როგორც წესი, ვითარდება მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ან კვირაში. რისკები შეიძლება უფრო მაღალი იყოს მაღალი დოზების / სისტემური ექსპოზიციის დროს, თუმცა დოზირების დონე არ იძლევა რეაქციების დაწყების, ტიპის, სიმძიმის ან ხანგრძლივობის პროგნოზირების საშუალებას. რეაქციების უმეტესობა უკუგანვითარდება პრეპარატის დოზის შემცირების ამ მოხსნის შემდეგ, თუმცა შეიძლება საჭირო გახდეს სპეციფიკური მკურნალობა. პაციენტებს / მომვლელებს უნდა ვურჩიოთ, რომ მიმართონ სამედიცინო კონსულტაციას, თუ განუვითარდებათ შემაშფოთებელი ფსიქოლოგიური სიმპტომები, განსაკუთრებით თუ საეჭვოა დეპრესიული განწყობა ან სუიციდური იდეები. პაციენტები / მომვლელები ასევე ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგანაც ფსიქიატრიული დარღვევები შესაძლოა განვითარდეს სისტემური სტეროიდების დოზის დაუყოვნებლივ შემცირების / მოხსნის დროს ან შემდეგ, თუმცა ასეთი შემთხვევები არ არის ხშირად დაფიქსირებული. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, როდესაც ვვარაუდობთ სისტემური კორტკოსტეროიდების გამოყენებაზე პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ახლა ან ანამნეზში აქვთ მძიმე აფექტური დარღვევები თავად ან მათი პირველი რიგის ნათესავებს. ეს მოიცავს დეპრესიულ ან მანიაკალურ-დეპრესიულ დაავადებას და ადრე გადატანილ სტეროიდულ ფსიქოზს.

ცნობილია, რომ გლუკოკორტიკოიდები იწვევენ არარეგულარულ მენსტრუაციასა და ლეიკოციტოზს. დეფლაზაკორტის მიღებისას საჭიროა სიფრთხლე.

პედიატრიული პოპულაცია:

კორტიკოსტეროიდები იწვევენ დოზაზე დამოკიდებულ ზრდის შეფერხებას ჩვილობის, ბავშვთა და მოზარდ ასაკში, რომელიც შეიძლება შეუქცევადი იყოს.

გამოყენება ხანდაზმულებში:

სისტემური კორტიკოსტეროიდების საერთო გვერდითი ეფექტები შეიძლება ასოცირდებოდეს ხანდაზმულებში უფრო სერიოზულ შედეგებთან, როგორიცაა, განსაკუთრებით ოსტეოპოროზი, ჰიპერტენზია, ჰიპოკალემია, შაქრიანი დიაბეტი, მგრძნობიარობა ინფექციის მიმართ და კანის გათხელება. საჭიროა ყურადღებით კლინიკური დაკვირვება სიცოცხლისათვის საშიში რეაქციების პრევენციის მიზნით. რადგანაც გლუკოკორტიკოიდური თერაპიის გართულებები დამოკიდებულია დოზაზე და თერაპიის ხანგრძლივობაზე, უნდა დანიშნული იქნას ყველაზე დაბალი შესაძლო დოზა და რისკის / სარგებლის შეფასების შემდეგ მიღებული იქნას გადაწყვეტილება წყვეტილი თერაპიის მიზანშეწონილობის შესახებ.

ლაქტოზა: დეფლაზაკორტი 6 მგ და 30 მგ ტაბლეტები შეიცავენ ლაქტოზას. პაციენტებმა გალაქტოზას მემკვიდრეობითი აუტანლობით, ლაპპ-ლაქტაზის დეფიციტით (დარღვევა, რომელიც აღინიშნება ლაპლანდიის გარკვეულ პოპულაციებში) ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციით არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი. გამოყენება სპორტსმენებში:

სპორტსმენებს უნდა ვაცნობოთ, რომ ეს პრეპარატი შეიცავს დეფლაზაკოტს, რომელსაც შეუძლია მოგვცეს დოპინგის ანალიზის დადებითი შედეგი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი პრეპარატის დაწყებამდე გაესაუბრეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობის პერიოდში ამ პრეპარატის მიღების უსაფრთხოების შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მონაცემები დეფლაზაკორტის შესახებ, ცნობილია, რომ დეფლაკორტინი® გამოიყოფა ორგანიზმიდან დედის რძით.

დეფლაკორტინი® ორსულობისა და ძუძუთოი კვების პერიოდში მიღებული უნდა იქნას მხოლოდ აშკარა ჩვენებებისა და ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

დეფლაკორტინი®-ს მიღებისას ავტომობილის მართვა შეზღუდული არ არის.

გვერდითი მოვლენები

ისევე, როგორც ყველა მედიკამენტი, დეფლაკორტინი® იწვევს გვერდით რეაქციებს, თუმცა ყველა პაციენტს არ განუვითარდება ისინი.

დეფლაზაკორტის მიღებისას, შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი რეაქციები: გულისრევა, ღებინება, ხველა, დიარეა, ცხელება, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, ფარინგიტი, ჰიპოპროტეინემია, არითმია.

გვერდითი ეფექტების გაძლიერების შემთხვევაში, ან თუ განვითარდება რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღწერილი ამ გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ჭარბი დოზა

დეფლაზაკორტით ინტოქსიკაციის შემთხვევები აღწერილი არ არის. თუმცა, ეს თუ მოხდება, უნდა იქნეს მიღებული სიმპტომური ზომები.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ მკურნალობა საჭიროა დოზის მწვავე გადაჭარბების დროს. პერორალური დოზის LD50 შეადგენს 4000 მგ/კგ-ს ლაბორატორიულ ცხოველებში. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზების პერორალურმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-ადრენალური სისტემის დათრგუნვა.

შემადგენლობა

დეფლაკორტინი მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს დეფლაზაკორტს, რომელიც განეკუთვნება სტეროიდების ჯგუფს.

დეფლაკორტინი® განკუთვნილია შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

  • რევმატიული და კოლაგენური დაავადებები
  • დერმატოლოგიური დაავადებები: პემფიგუსი; ბულოზური პემფიგოიდი; გენერალიზებული ექსფოლიაციური დერმატიტი; მულტიფორმული ერითემა; კვანძოვანი ერითემა და მძიმე ფსორიაზი.
  • ალერგიული დაავადებები: ბრონქული ასთმა, რომელიც რეზისტენტულია ტრადიციული თერაპიის მიმართ.
  • ფილტვების დაავადებები: სარკოიდოზის ფილტვისმიერი ფორმა; ეგზოგენური ალერგიული ალვეოლიტი (ორგანული ფხვნილით გამოწვეული პნევმოკონიოზი); ინტერსტიციული პნევმონია (ფილტვის იდიოპათიური ფიბროზი).
  • თვალის პათოლოგიები: ქორიოიდიტი; ქორიორეტინიტი; ირიტი და ირიდოციკლიტი.
  • ჰემატოლოგიური დაავადებები: იდიოპათიური თრომბოციტოპენია; ჰემოლიზური ანემია და ლეიკემიისა და ლიმფომების პალიატიური თერაპია.
  • ღვიძლისა და კუჭ-ნაწლავის პათოლოგიები: არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი; კრონის დაავადება და ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი.
  • თირკმელების დაავადებები: ნეფროზული სინდრომი.
  • რისი ცოდნაა საჭირო დეფლაკორტინი®-ის მიღების დაწყებამდე

დეფლაკორტინის მიღება რეკომენდებული არ არის შემდეგ შემთხვევებში:

  • თუ პაციენტს აქვს ალერგია ან ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატ დეფლაკორტინი®-ს აქტიური ნივთიერების ან რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ.
  • პაციენტს უტარდება იმუნიზაცია ცოცხალი ვირუსული ვაქცინებით.
  • სისტემური ინფექციის არსებობისას, თუ არ გამოიყენება სპეციფიკური ანტიბაქტერიული თერაპია.
  • კორტიკოსტეროიდების გამოყენება ჩანაცვლებითი ან გადაუდებელი თერაპიის ხანგრძლივობაზე მეტი დროის განმავლობაში, უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში: პაციენტს აქვს პეპტიკური წყლულები, ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები, როგორიცაა აქტიური ტუბერკულოზი, თვალის ჰერპესი, ჰერპეს ზოსტერი (ვირემიის ფაზაში), ჩუტყვავილა და სისტემური სოკოვანი ინფექციები, ასევე ვაქცინაციამდე და მის შემდეგ პერიოდებში.

სხვა პრეპარატების მიღება

უნდა აცნობოთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ ან ბოლო დროს ღებულობდით რაიმე სხვა პრეპარატებს, ურეცეპტოების ჩათვლით და შემდეგ დაიცავით მათი რეკომენდაციები.

დეფლაკორტინი®-ს მიღება საკვებთან და სასმელებთან ერთად

დეფლაკორტინი®-ს საკვებთან და სასმელებთან ერთად მიღებასთან დაკავშირებით სპეციალური მითითებები არ არსებობს.

შენახვის პირობები

შეინახეთ პრეპარატი მშრალ ადგილას 250C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე!

არ გამოიყენოთ პრეპარატი დეფლაკორტინი® მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა განისაზღვრება მითითებული თვის ბოლო დღით.

მედიკამენტების უტილიზაციისას თავიდან უნდა იქნას აცილებული მათი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში მოხვედრა. მიმართეთ კონსულტაციისთვის ფარმაცევტს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს პრეპარატი დეფლაკორტინი®-ის უტილიზაცია, როცა ის აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • დამატებითი ინფორმაცია

პრეპარატი დეფლაკორტინი® შეიცავს:

  • აქტიური ნივთიერება: დეფლაზაკორტი
  • დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი და მაგნიუმის სტეარატი.

დეფლაკორტინი®-ს ტაბლეტების აღწერა და შეფუთვის ფორმა

დეფლაკორტინი® არის გლუვი, მრგვალი, სპილოსძვლისფერი ტაბლეტები.

პრეპარატი გამოდის კოლოფებში, რომელიც შეიცავს 20 ტაბლეტს და გამოყენების ინსტრუქციის ფურცელს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის

დეფლაკორტინი®

დეფლაზაკორტი 6 მგ ტაბლეტები

გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ამ გამოყენების ინსტრუქციის შინაარსი, სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის მიღებას.

  • შეინახეთ ეს გამოყენების ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ეს პრეპარატი დანიშნულია პირადად თქვენთვის. ის არ უნდა მისცეთ სხვა ადამიანებს, რადგანაც ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ ჯანმრთელობას, მაშინაც კი, თუ მათი სიმპტომები თქვენის მსგავსია.
  • გვერდითი ეფექტების გაძლიერებისას, და ასევე გვერდითი ეფექტების განვითარებისას, რომლებიც არ არიან აღწერილი ამ გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოყენების ინსტრუქციის შემცველობა:

  • რას შეიცავს და რისთვის გამოიყენება დეფლაკორტინი®
  • რისი ცოდნაა საჭირო დეფლაკორტინი®-ს მიღების დაწყებამდე
  • როგორ მიიღება დეფლაკორტინი®
  • შესაძლო გვერდითი რეაქციები
  • როგორ ინახებოა დეფლაკორტინი®
  • დამატებითი ინფორმაცია
  • რას შეიცავს და რისთვის გამოიყენება დეფლაკორტინი®

დეფლაკორტინი მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს დეფლაზაკორტს, რომელიც განეკუთვნება სტეროიდების ჯგუფს.

დეფლაკორტინი® განკუთვნილია შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

  • რევმატიული და კოლაგენური დაავადებები
  • დერმატოლოგიური დაავადებები: პემფიგუსი; ბულოზური პემფიგოიდი; გენერალიზებული ექსფოლიაციური დერმატიტი; მულტიფორმული ერითემა; კვანძოვანი ერითემა და მძიმე ფსორიაზი.
  • ალერგიული დაავადებები: ბრონქული ასთმა, რომელიც რეზისტენტულია ტრადიციული თერაპიის მიმართ.
  • ფილტვების დაავადებები: სარკოიდოზის ფილტვისმიერი ფორმა; ეგზოგენური ალერგიული ალვეოლიტი (ორგანული ფხვნილით გამოწვეული პნევმოკონიოზი); ინტერსტიციული პნევმონია (ფილტვის იდიოპათიური ფიბროზი).
  • თვალის პათოლოგიები: ქორიოიდიტი; ქორიორეტინიტი; ირიტი და ირიდოციკლიტი.
  • ჰემატოლოგიური დაავადებები: იდიოპათიური თრომბოციტოპენია; ჰემოლიზური ანემია და ლეიკემიისა და ლიმფომების პალიატიური თერაპია.
  • ღვიძლისა და კუჭ-ნაწლავის პათოლოგიები: არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი; კრონის დაავადება და ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი.
  • თირკმელების დაავადებები: ნეფროზული სინდრომი.
  • რისი ცოდნაა საჭირო დეფლაკორტინი®-ის მიღების დაწყებამდე

დეფლაკორტინის მიღება რეკომენდებული არ არის შემდეგ შემთხვევებში:

  • თუ პაციენტს აქვს ალერგია ან ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატ დეფლაკორტინი®-ს აქტიური ნივთიერების ან რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ.
  • პაციენტს უტარდება იმუნიზაცია ცოცხალი ვირუსული ვაქცინებით.
  • სისტემური ინფექციის არსებობისას, თუ არ გამოიყენება სპეციფიკური ანტიბაქტერიული თერაპია.
  • კორტიკოსტეროიდების გამოყენება ჩანაცვლებითი ან გადაუდებელი თერაპიის ხანგრძლივობაზე მეტი დროის განმავლობაში, უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში: პაციენტს აქვს პეპტიკური წყლულები, ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები, როგორიცაა აქტიური ტუბერკულოზი, თვალის ჰერპესი, ჰერპეს ზოსტერი (ვირემიის ფაზაში), ჩუტყვავილა და სისტემური სოკოვანი ინფექციები, ასევე ვაქცინაციამდე და მის შემდეგ პერიოდებში.

სხვა პრეპარატების მიღება

უნდა აცნობოთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ ან ბოლო დროს ღებულობდით რაიმე სხვა პრეპარატებს, ურეცეპტოების ჩათვლით და შემდეგ დაიცავით მათი რეკომენდაციები.

დეფლაკორტინი®-ს მიღება საკვებთან და სასმელებთან ერთად

დეფლაკორტინი®-ს საკვებთან და სასმელებთან ერთად მიღებასთან დაკავშირებით სპეციალური მითითებები არ არსებობს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი პრეპარატის დაწყებამდე გაესაუბრეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობის პერიოდში ამ პრეპარატის მიღების უსაფრთხოების შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მონაცემები დეფლაზაკორტის შესახებ, ცნობილია, რომ დეფლაკორტინი® გამოიყოფა ორგანიზმიდან დედის რძით.

დეფლაკორტინი® ორსულობისა და ძუძუთოი კვების პერიოდში მიღებული უნდა იქნას მხოლოდ აშკარა ჩვენებებისა და ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.

ავტომობილის მართვა

დეფლაკორტინი®-ს მიღებისას ავტომობილის მართვა შეზღუდული არ არის.

  • როგორ მიიღება დეფლაკორტინი®

პრეპარატის დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად, პაციენტის დაავადებისა და მდგომარეობის მიხედვით. უფრო მძიმე და სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობებისას შეიძლება დაინიშნოს დეფლაზაკორტის უფრო მაღალი დოზები.

საწყისი დოზა შეიძლება ცვალებადობდეს 6-90 მგ/დღეში ინტერვალში მოზრდილებისათვის, და 0.25-1.5 მგ/კგ ბავშვებში, დაავადების სიმძიმის და მიმდინარეოიბის შესაბამისად.

ყოველთვის მიიღეთ დეფლაკორტინი® ზუსტად თქვენი მკურნალი ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად, თუ გაგიჩნდათ რაიმე კითხვები, მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოყენების მეთოდი:

მიიღეთ ტაბლეტი ჭიქა წყლის დაყოლებით.

მკურნალობის ხანგრძლივობა: დაიცავით თქვენი მკურნალი ექიმის რეკომენდაციები.

თუ თქვენ მიიღებთ დეფლაკორტინი®-ს ჩვეულებრივზე დიდ დოზას, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს და მიჰყევით მის მითითებებს.

თუ დაგავიწყდათ დეფლაკორტინი®-ს მიღება.

თუ თქვენ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება, დაელოდეთ მომდევნო დოზის მიღების დროს და მიიღეთ მხოლოდ ერთი დოზა, შემდეგ გააგრძელეთ მკურნალობა შეფუთვაზე მითითებების შესაბამისად. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის შესავსებად. თუ თქვენ გამოტოვებთ რამდენიმე დოზას, აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. მათ შეიძლება გირჩიონ პრეპარატ დეფლაკორტინი®-თ მკურნალობის ახალი კურსის დაწყება.

თუ თქვენ შეწყვიტეთ დეფლაკორტინი®-ს მიღება

პრეპარატ დეფლაკორტინი®-თ მკურნალობის კურსის თვითნებური შეწყვეტა რეკომენდებული არ არის. თუ თქვენ გაგიჩნდებათ რაიმე დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი რეაქციები

ისევე, როგორც ყველა მედიკამენტი, დეფლაკორტინი® იწვევს გვერდით რეაქციებს, თუმცა ყველა პაციენტს არ განუვითარდება ისინი.

დეფლაზაკორტის მიღებისას, შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი რეაქციები: გულისრევა, ღებინება, ხველა, დიარეა, ცხელება, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, ფარინგიტი, ჰიპოპროტეინემია, არითმია.

გვერდითი ეფექტების გაძლიერების შემთხვევაში, ან თუ განვითარდება რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღწერილი ამ გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • როგორ ინახება დეფლაკორტინი®

შეინახეთ პრეპარატი მშრალ ადგილას 250C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე!

არ გამოიყენოთ პრეპარატი დეფლაკორტინი® მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა განისაზღვრება მითითებული თვის ბოლო დღით.

მედიკამენტების უტილიზაციისას თავიდან უნდა იქნას აცილებული მათი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში მოხვედრა. მიმართეთ კონსულტაციისთვის ფარმაცევტს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს პრეპარატი დეფლაკორტინი®-ის უტილიზაცია, როცა ის აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • დამატებითი ინფორმაცია

პრეპარატი დეფლაკორტინი® შეიცავს:

  • აქტიური ნივთიერება: დეფლაზაკორტი
  • დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი და მაგნიუმის სტეარატი.

დეფლაკორტინი®-ს ტაბლეტების აღწერა და შეფუთვის ფორმა

დეფლაკორტინი® არის გლუვი, მრგვალი, სპილოსძვლისფერი ტაბლეტები.

პრეპარატი გამოდის კოლოფებში, რომელიც შეიცავს 20 ტაბლეტს და გამოყენების ინსტრუქციის ფურცელს.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებლი

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

„ევროდრაგ ლაბორატორიზ ს.ა.“ (Eurodrug Laboratories S.A.)

კორტრიჟკსესტეენვეგი 214

9830 სინტ-მარტენს-ლატემი,

ბელგია.

მწარმოებელი:

„ლასერ ს.ა.“ (LACER S.A.)

ბარსელონა, ესპანეთი

ეს გამოყენების ინსტრუქცია ბოლოს დამტკიცდა 2019 წლის ივლისში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა