დეფალი 30 მგ ტაბლეტები EFG
Defal 30 mg comprimidos EFG
დეფალი არის კორტიკოსტეროიდების ჯგუფის პრეპარატი, რომელსაც გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ანტიალერგიული თვისებები. ეს პრეპარატი შეიძლება გამოყენებული იქნას პათოლოგიების სამკურნალოდ, რომელთა სიმძიმე საჭიროებს გლუკოკორტიკოიდებით დაუყოვნებლივ სისტემურ მკურნალობას. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- დეფლაზაკორტი (deflazacort)
- ფორმა და შეფუთვა
- 30მგ ტაბლეტი №10
- მწარმოებელი
- Faes Farma, S.A., ესპანეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კორტიკოსტეროიდები სისტემური გამოყენებისთვის, გლუკოკორტიკოიდები
- ATC კოდი
- H02AB13
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046568
- რეგისტრირებულია
- 28 ოქტომბერი 2026, მოქმედებს 28 ოქტომბერი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ოქსიგენი“
დეფალი 30 მგ ტაბლეტები EFG — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
დეფალი არის კორტიკოსტეროიდების ჯგუფის პრეპარატი, რომელსაც გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ანტიალერგიული თვისებები.
ეს პრეპარატი შეიძლება გამოყენებული იქნას პათოლოგიების სამკურნალოდ, რომელთა სიმძიმე საჭიროებს გლუკოკორტიკოიდებით დაუყოვნებლივ სისტემურ მკურნალობას. ეს მოიცავს შემდეგს:
რევმატული და კოლაგენური დაავადებები: რევმატოიდული ართრიტის და ფსორიაზული ართრიტის მკურნალობა, როდესაც კონსერვატიული მკურნალობა არაეფექტური აღმოჩნდება; რევმატული პოლიმიალგია; მწვავე რევმატული ცხელება; სისტემური წითელი მგლურა; მძიმე დერმატომიოზიტი; კვანძოვანი პერიარტერიიტი; კრანიალური არტერიიტი და ვეგენერის გრანულომატოზი.
კანის დაავადებები: პემფიგუსი, ბულოზური პემფიგოიდი, გენერალიზებული ექსფოლიაციური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა, კვანძოვანი ერითემა და მძიმე ფსორიაზი.
ალერგიული დაავადებები: ბრონქული ასთმა, რომელიც რეფრაქტერულია სტანდარტული თერაპიის მიმართ.
ფილტვების დაავადებები: სარკოიდოზი ფილტვის დაზიანებით, გარეგანი ალერგიული ალვეოლიტი (ორგანული მტვრით გამოწვეული პნევმოკონიოზი), დესქვამაციური ინტერსტიციული პნევმონია ( ფილტვის იდიოპათიური ფიბროზი).
თვალის ანთებითი დაავადებები: ქოროიდიტი, ქორიორეტინიტი, ირიტი და ირიდოციკლიტი.
ჰემატოლოგიური დაავადებები: იდიოპათიური თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია და ლეიკემიისა და ლიმფომის პალიატიური მკურნალობა.
საჭმლის მომნელებელი სისტემისა და ღვიძლის დაავადებები: წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება და ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი.
თირკმლის დაავადებები: ნეფროზული სინდრომი.
მიღების წესი და დოზირება
ეს პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის ინსტრუქციების შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული პრეპარატის მიღების სისწორეში, მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატი მიიღება პერორალურად. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად.
დოზა უნდა იყოს ინდივიდუალური. ამიტომ, ტაბლეტების რაოდენობასა და მიღების სიხშირეს განსაზღვრავს თქვენი ექიმი თქვენი მდგომარეობის ტიპისა და სიმძიმის, ასევე მკურნალობაზე თქვენი პასუხის მიხედვით.
ტაბლეტის გაყოფა შესაძლებელია თანაბარ დოზებად.
მოზრდილებში დოზა შეიძლება იყოს 6-დან 90 მგ-მდე დღეში, ხოლო ბავშვებში 0.25-დან 1.5 მგ/კგ-მდე. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სრულად გაიგოთ თქვენი ექიმის ინსტრუქციები პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით და ეჭვის შემთხვევაში, უყოყმანოდ მიმართეთ მას კონსულტაციისთვის.
განსაკუთრებულ სიტუაციებში (სტრესი, მძიმე ინფექციები, სერიოზული ტრავმა ან ოპერაცია) შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია. მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს, თუ რა უნდა გააკეთოთ ასეთ შემთხვევებში.
თქვენი ექიმი გეტყვით, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება თქვენი მკურნალობა. არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება ნაადრევად ნებართვის გარეშე და არასოდეს შეწყვიტოთ მისი მიღება უეცრად.
ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, ეს პრეპარატი არასდროს უნდა შეწყდეს უეცრად. თქვენი ექიმი გეტყვით, თუ როგორ შეამციროთ დოზა თანდათანობით. ასევე მნიშვნელოვანია მკურნალობის დასრულების შემდეგ ექიმთან კონტაქტის შენარჩუნება, რათა მან შეძლოს ზომების მიღება სიმპტომების ხელახლა გაჩენის შემთხვევაში.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი დეფალი
დოზის გადაჭარბების ან პრეპარატის შემთხვევით მიღებისას დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურს, მიაწოდეთ ინფორმაცია პრეპარატის დასახელების და მიღებული რაოდენობის შესახებ და სათანადო მკურნალობისთვის დაუყოვნებლივ მიმართეთ საავადმყოფოს.
თუ დაგავიწყდათ დეფალის მიღება
არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა დავიწყებული დოზის შევსების მიზნით.
თუ შეწყვეტთ დეფალის მიღებას
თუ ხანგრძლივი მკურნალობა უეცრად შეწყდება, ამან შესაძლოა გამოიწვიოს ცხელება, დისკომფორტი და კუნთებისა და სახსრების ტკივილი.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) დეფლაზაკორტის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (იხ. პუნქტი 6).
თუ იკეთებთ ცოცხალი ვირუსის ვაქცინებს.
თუ გაქვთ გენერალიზებული ინფექცია სპეციფიკური მკურნალობის გარეშე.
თუ გაწუხებთ კუჭის წყლული.
თუ გაწუხებთ ბაქტერიული (აქტიური ტუბერკულოზი) ან ვირუსული ინფექციები (თვალის მარტივი ჰერპესი, ჰერპეს ზოსტერი, ჩუტყვავილა) ან გენერალიზებული სოკოვანი ინფექციები.
თუ აპირებთ ან ცოტა ხნის წინ ჩაიტარეთ ვაქცინაცია.
სიფრთხილის ზომები
ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის.
მნიშვნელოვანია, რომ თქვენმა ექიმმა იცოდეს ყველა იმ დაავადების შესახებ, რომელიც ახლა გაქვთ ან ადრე გქონიათ, სანამ მოგცემთ რჩევას ამ მკურნალობის შესახებ. კერძოდ, საჭიროა აცნობოთ ექიმს ნებისმიერი გულ-სისხლძარღვთა დაავადების (გულის უკმარისობა, მაღალი არტერიული წნევა), სისხლის კოლტებით გამოწვეული დაავადებების (თრომბოზი, ემბოლია), საჭმლის მომნელებელი სისტემის ან ნაწლავების დაავადებების (კუჭის წყლული, ნაწლავის ანთება, ქრონიკული დიარეა), ღვიძლის ან თირკმლის მნიშვნელოვანი დაავადების, დიაბეტის, ოსტეოპოროზის, ქცევითი დარღვევების (განწყობის ცვალებადობა, უძილობა), ეპილეფსიის, გლაუკომის, ფარისებრი ჯირკვლის უკმარისობის, კუნთების სისუსტის და გარკვეული მწვავე ან ქრონიკული ინფექციების შესახებ. თქვენში ან თქვენს პირველი რიგის ნათესავებში სერიოზული აფექტური დარღვევების (დეპრესიული ან მანიაკალური დარღვევები და ფსიქოზი) არსებობა ანამნეზში წარსულში ან ამჟამად.
კორტიკოსტეროიდების გამოყენება ხანმოკლე ჩანაცვლებით ან გადაუდებელ მკურნალობაზე ხანგრძლივი ვადით უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში: პეპტიკური წყლული, ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები, როგორიცაა აქტიური ტუბერკულოზი, თვალის მარტივი ჰერპესი, ჰერპეს ზოსტერი (ვირემიული ფაზა), ასევე სისტემური სოკოვანი ინფექციები და ვაქცინაციამდელი და ვაქცინაციის შემდგომი პერიოდი.
გახანგრძლივებულმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს თვალის მხრივი დარღვევები, ამიტომ თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ პერიოდულად ოფთალმოლოგთან ვიზიტი.
დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ განიცდით მხედველობის დაბინდვას ან მხედველობის სხვა დარღვევებს.
განსაკუთრებულ სიტუაციებში (ქირურგიული ოპერაცია, ინფექციები და სხვა) შეიძლება საჭირო გახდეს კორტიკოსტეროიდების დოზის კორექცია. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ დეფალით მკურნალობის დროს განიცდით რომელიმე ამ მდგომარეობას.
დეფლაზაკორტით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს არარეგულარული მენსტრუაცია და ლეიკოციტოზი.
განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ წითელასა და ჩუტყვავილასთან კონტაქტის თავიდან ასაცილებლად; კონტაქტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.
ბავშვებში ამ პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება შეაფერხოს ზრდა და განვითარება.
მიმართეთ თქვენს ექიმს კონსულტაციისთვის, თუ განგივითარდებათ შემაშფოთებელი ფსიქოლოგიური სიმპტომები, განსაკუთრებით თუ ეჭვი გაქვთ დეპრესიულ განწყობაზე ან სუიციდურ აზრებზე. ყურადღება უნდა მიაქციოთ შესაძლო ფსიქიატრიულ დარღვევებს, რომლებიც შეიძლება განვითარდეს პრეპარატის დოზის შემცირების/მოხსნის დროს ან დაუყოვნებლივ მას შემდეგ, თუმცა ასეთი რეაქციები იშვიათადაა დაფიქსირებული.
დეფალით ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, მისი მიღება თანდათან უნდა შეწყდეს. არ შეწყვიტოთ ამ პრეპარატის მიღება თქვენს ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.
გამოყენება სპორტსმენებში
პაციენტებს უნდა მიეცეთ გაფრთხილება, რომ აღნიშნული პრეპარატი შეიცავს დეფლაზაკორტს და ანტიდოპინგის ტესტმა შესაძლოა აჩვენოს დადებითი შედეგი.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ბოლო პერიოდში მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატები.
ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება გააძლიეროს დეფალი 30 მგ ტაბლეტების ეფექტი, ამიტომ თქვენი ექიმი განახორციელებს ყურადღებით მონიტორინგს, თუ იღებთ ამ პრეპარატებს (აივ-ინფექციის სამკურნალო ზოგიერთ პრეპარატს: რიტონავირს, კობიცისტატს).
განსაკუთრებით აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს, რადგანაც შესაძლოა აღინიშნოს მათი დეფალთან ურთიერთქმედება.
ტკივილგამაყუჩებელი ან ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები.
დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები: შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შეცვლა
ანტიჰიპერტენზიული და შარდმდენი პრეპარატები: შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შეცვლა.
ანტიბიოტიკები (რიფამპიცინი): მათ შეიძლება შეამცირონ დეფალის ეფექტი.
ესტროგენები ან პერორალური კონტრაცეპტივები: შესაძლოა გააძლიერონ დეფალის ეფექტი.
პრეპარატები, რომლებიც იწვევენ კუნთების მოდუნებას: შესაძლოა გახანგრძლივდეს რელაქსაციური ეფექტი.
ანტიქოლინესტერაზული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მიასთენია გრავის დროს.
გულის უკმარისობის ან კოაგულაციის დარღვევევის სამკურნალო პრეპარატები. ვაქცინები და ტოქსოიდები, რადგანაც კორტიკოსტეროიდები ამცირებენ იმუნურ პასუხს.
პრეპარატები, რომელთაც იყენებენ ეპილეფსიის და ფსიქიატრიული დაავადებების სამკურნალოდ (კარბამაზეპინი, ფენიტოინი, ფენობარბიტალი): რადგანაც შესაძლოა შეამცირონ დეფალის ეფექტი.
ანტიკოაგულანტი პრეპარატები: რადგანაც კორტიკოსტეროიდებს შეუძლიათ მათი ეფექტის გაძლიერება ან შემცირება.
ანტაციდური პრეპარატები: რადგანაც მათ შეიძლება შეამცირონ მისი ბიოშეღწევადობა.
არ მიიღოთ ეს პრეპარატები დეფალთან ერთად თქვენი ექიმის ინფორმირების გარეშე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ რჩევისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ორსულობის დროს მედიკამენტების მიღება შეიძლება საშიში იყოს ემბრიონის ან ნაყოფისთვის და უნდა იმყოფებოდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
ადამიანებში გამოცდილება შეზღუდულია, ამიტომ დეფლაზაკორტი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც რისკის/სარგებლის შეფასება მიუთითებს მიის გამოყენების მიზანშეწონილობაზე.
დეფალი გამოიყოფა დედის რძეში, ამიტომ მისი გამოყენება ძუძუთი კვების დროს რეკომენდებული არ არის. დეფლაზაკორტის გამოყენება მოითხოვს ძუძუთი კვების სარგებლისა და შესაძლო რისკების შეფასებას.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
მართალია ინფორმაცია არ მოიპოვება, მაგრამ მკურნალობაზე დამაკმაყოფილებელი პასუხის მიღწევამდე არ არის რეკომენდებული ისეთი საქმიანობების შესრულება, რაც საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას, მაგ: სატრანსპორტო საშუალებების მართვა, პოტენციურად სახიფათო მექანიზმების გამოყენება და სხვა.
დეფალი 30 მგ ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას.
ეს პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმისგან ინფორმირებული ხართ, რომ გაქვთ შაქრის გარკვეულ ტიპების აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, დეფალმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ხანმოკლე მკურნალობის დროს ეს პრეპარატი კარგად აიტანება და გვერდითი ეფექტები იშვიათია. თუმცა, ხანგრძლივი მკურნალობის დროს დაფიქსირებულია შემდეგი გვერდითი ეფექტები:
ხშირი: შეიძლება განუვითარდეს 10-დან 1-მდე ადამიანს
წონის მომატება
არახშირი: შეიძლება განუვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანს
ალერგია ან ჰიპერმგრძნობელობა დეფლაზაკორტის მიმართ.
ტკივილი ან დისკომფორტი მუცლის არეში, კუჭის წყლული, სისხლდენა, გულისრევა, საჭმლის მოუნელებლობა.
თავის ტკივილი, ვერტიგო.
დეპრესიული და არასტაბილური განწყობა.
ქცევითი ცვლილებები, განწყობის ცვალებადობა (დეპრესია, ეიფორია).
ჰირსუტიზმი (ქალებში თმის ჭარბი ზრდა), სტრიები და აკნე.
ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის ღერძის დათრგუნვა (შეიძლება გამოიწვიოს სტრესზე რეაქციის დარღვევა და ინფექციებისგან არაადექვატური დაცვა), კუშინგოიდური სახე (მთვარისებრი სახე).
სისხლში გლუკოზის მომატება (დიაბეტის დაწყება ან გაუარესება), ნატრიუმისა და წყლის შეკავება (მომატებული არტერიული წნევით), შარდში კალიუმის დაკარგვა ბეტა-აგონისტებთან და ქსანტინის ტიპის პრეპარატებთან (სალბუტამოლი, იზოპრენალინი, ფლუტიკაზონი, თეოფილინი) ერთად გამოყენებისას.
ინფექციებისადმი მომატებული მგრძნობიარობა იმუნური სისტემის ფუნქციის დაქვეითების გამო.
ოსტეოპოროზი, ხერხემლის მოტეხილობები და გრძელი ძვლების მოტეხილობები.
შეშუპება (შეშუპება, გამოწვეული ორგანიზმის ქსოვილებში სითხის დაგროვებით).
იშვიათი: შეიძლება განუვითარდეს 1000-დან 1-მდე ადამიანს.
სისხლჩაქცევები.
კუნთოვანი მასის დაკარგვა.
სიხშირე უცნობია (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე):
ლეიკოციტოზი (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის ზრდა).
თრომბის წარმოქმნა, განსაკუთრებით პაციენტებში მანამდე არსებული მდგომარეობებით, რომლებიც განაპირობებენ სისხლის თრომბის წარმოქმნისადმი მომატებულ მიდრეკილებას.
გასტროდუოდენალური პეპტიკური წყლულის პერფორაცია, მწვავე პანკრეატიტი (განსაკუთრებით ბავშვებში), კანდიდოზი (კანისა და ლორწოვანი გარსების სოკოთი გამოწვეული ინფექციური დაავადება).
მოუსვენრობა, ქალასშიდა წნევის მომატება ბავშვებში (ჩვეულებრივ, მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ), ეპილეფსიის გაუარესება.
გაღიზიანებადობა, ეიფორია, სუიციდური აზრები.
მანია, ბოდვები, ჰალუცინაციები, შიზოფრენიის გაუარესება.
შფოთვა, ძილის დარღვევები და კოგნიტური დისფუნქცია (თავის ტვინის უმაღლესი ფუნქციების დარღვევა, როგორიცაა მეტყველების, ორიენტაციის, მეხსიერების, რეალობის ინტერპრეტაციის ან სოციალური ქცევის დარღვევები).
მხედველობის დაბინდვა, თვალშიდა წნევის მომატება, გლაუკომა, მხედველობის ნერვის დისკის შეშუპება, კატარაქტა (განსაკუთრებით ბავშვებში), ქორიორეტინოპათია (ბადურის დაავადება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის პრობლემები), რქოვანას გათხელება, თვალის ვირუსული ან სოკოვანი ინფექციების გაუარესება.
კანის გათხელება, კანზე წვრილი სისხლძარღვების (ობობასებრი ვენების) გაჩენა.
გულის უკმარისობა, ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია დღენაკლულ ახალშობილებში.
ზრდის შეფერხება ბავშვებში.
ცილისა და კალციუმის გაზრდილი დაკარგვა, მადის მომატება.
ძვლის ავასკულარული ნეკროზი (ძვლის დაშლა სისხლის არასაკმარისი მიწოდების გამო), ტენდინიტი და მყესების გაწყვეტა ქინოლონურ ანტიბიოტიკებთან (ციპროფლოქსაცინი, ოფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი) ერთად მიღებისას, კუნთების მხრივი დარღვევები ან სისუსტე.
არარეგულარული მენსტრუალური ციკლი.
ჭრილობების შეხორცების შეფერხება.
ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ამ პრეპარატის დოზის ძალიან სწრაფად შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე უკმარისობა (სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, რომელიც ვითარდება კორტიზოლის არასაკმარისი რაოდენობით გამოყოფის შემთხვევაში), ჰიპოტენზია და სიკვდილი.
დეფალის გამოყენებამ კუნთების რელაქსაციის გამომწვევ სხვა პრეპარატებთან ერთად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მაღალი დოზები მიიღება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, შეიძლება გამოიწვიოს კუნთების მხრივი მძიმე დარღვევები.
ამ პრეპარატით მკურნალობის დროს შეიძლება გაიზარდოს ინფექციების მიმართ თქვენი მგრძნობიარობა, ამიტომ თუ შეამჩნევთ დაავადების რაიმე სიმპტომს, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს მის მიღებასთან, უნდა დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს.
შეტყობინება არასასურველი ეფექტების შესახებ
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით ეფექტებს, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ გამოყენების ინსტრუქციაში. ასევე შეგიძლიათ პირდაპირ შეატყობინოთ მათ შესახებ „ესპანეთის ადამიანის გამოყენებისთვის განკუთვნილი მედიკამენტების ფარმაკოზედამხედველობის სისტემის“ საშუალებით: https://www.notificaram.es/. გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინების საშუალებით თქვენ ხელს შეუწყობთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა დეფლაზაკორტი. თითო ტაბლეტი შეიცავს 30 მგ დეფლაზაკორტს.
სხვა ინგრედიენტებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა და მაგნიუმის სტეარატი.
როგორია დეფალი 30 მგ ტაბლეტები ვიზუალურად და რა შედის შეფუთვაში:
მრგვალი, თეთრი, შემოუგარსავი ტაბლეტები, ერთ მხარეს გამყოფი ხაზით და მეორე მხარეს ციფრით „30“.
დეფალი 30 მგ ტაბლეტები მოთავსებულია პვქ-ალუმინის ბლისტერზე და შეფუთვაში არის 10 ან 500 ტაბლეტი.
გამოშვების სხვა ფორმები
დეფალი 6 მგ ტაბლეტები: შეფუთვაში მოთავსებულია 20 ან 500 ტაბლეტი.
გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი
ფაეს ფარმა, ს.ა. (FAES FARMA, S.A)
ავტონომია ეტორბიდეა, 10
48940 ლეხონა(ბიზკაია)
ესპანეთი
შენახვის პირობები
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის ფარულ და მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის სპეციალური პირობები საჭირო არ არის.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე წარწერა „EXP“-ის შემდეგ მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადაში იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე.
არ გადაყაროთ არანაირი მედიკამენტები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. კონტეინერი და პრეპარატები, რომლებიც აღარ გჭირდებათ, მოათავსეთ აფთიაქში განთავსებულ „SIGRE“ (შეფუთვის მართვისა და შეგროვების ინტეგრირებული სისტემა) პუნქტში. თუ რაიმეში არა ხართ დარწმუნებული, ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადაიყაროს შეფუთვები და მედიკამენტები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
დეფალი 30 მგ ტაბლეტები EFG
დეფლაზაკორტი
პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით მთლიანად ამ გამოყენების ინსტრუქციას, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს გამოყენების ინსტრუქცია. შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
თუ გექნებათ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს სამკურნალო პროდუქტი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინიაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენის ანალოგიურია.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ გვერდით ეფექტებსაც, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ გამოყენების ინსტრუქციაში. იხილეთ პუნქტი 4.
რა არის მოცემული ამ გამოყენების ინსტრუქციაში:
- რა არის და რისთვის გამოიყენება დეფალი.
- რა უნდა იცოდეთ დეფალის მიღებამდე.
- როგორ მიიღება დეფალი.
- შესაძლო გვერდითი ეფექტები.
- როგორ ინახება დეფალი.
- შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.
- რა არის და რისთვის გამოიყენება დეფალი
დეფალი არის კორტიკოსტეროიდების ჯგუფის პრეპარატი, რომელსაც გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ანტიალერგიული თვისებები.
ეს პრეპარატი შეიძლება გამოყენებული იქნას პათოლოგიების სამკურნალოდ, რომელთა სიმძიმე საჭიროებს გლუკოკორტიკოიდებით დაუყოვნებლივ სისტემურ მკურნალობას. ეს მოიცავს შემდეგს:
რევმატული და კოლაგენური დაავადებები: რევმატოიდული ართრიტის და ფსორიაზული ართრიტის მკურნალობა, როდესაც კონსერვატიული მკურნალობა არაეფექტური აღმოჩნდება; რევმატული პოლიმიალგია; მწვავე რევმატული ცხელება; სისტემური წითელი მგლურა; მძიმე დერმატომიოზიტი; კვანძოვანი პერიარტერიიტი; კრანიალური არტერიიტი და ვეგენერის გრანულომატოზი.
კანის დაავადებები: პემფიგუსი, ბულოზური პემფიგოიდი, გენერალიზებული ექსფოლიაციური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა, კვანძოვანი ერითემა და მძიმე ფსორიაზი.
ალერგიული დაავადებები: ბრონქული ასთმა, რომელიც რეფრაქტერულია სტანდარტული თერაპიის მიმართ.
ფილტვების დაავადებები: სარკოიდოზი ფილტვის დაზიანებით, გარეგანი ალერგიული ალვეოლიტი (ორგანული მტვრით გამოწვეული პნევმოკონიოზი), დესქვამაციური ინტერსტიციული პნევმონია ( ფილტვის იდიოპათიური ფიბროზი).
თვალის ანთებითი დაავადებები: ქოროიდიტი, ქორიორეტინიტი, ირიტი და ირიდოციკლიტი.
ჰემატოლოგიური დაავადებები: იდიოპათიური თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია და ლეიკემიისა და ლიმფომის პალიატიური მკურნალობა.
საჭმლის მომნელებელი სისტემისა და ღვიძლის დაავადებები: წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება და ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი.
თირკმლის დაავადებები: ნეფროზული სინდრომი.
- რა უნდა იცოდეთ დეფალის მიღებამდე
არ მიიღოთ დეფალი
თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) დეფლაზაკორტის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (იხ. პუნქტი 6).
თუ იკეთებთ ცოცხალი ვირუსის ვაქცინებს.
თუ გაქვთ გენერალიზებული ინფექცია სპეციფიკური მკურნალობის გარეშე.
თუ გაწუხებთ კუჭის წყლული.
თუ გაწუხებთ ბაქტერიული (აქტიური ტუბერკულოზი) ან ვირუსული ინფექციები (თვალის მარტივი ჰერპესი, ჰერპეს ზოსტერი, ჩუტყვავილა) ან გენერალიზებული სოკოვანი ინფექციები.
თუ აპირებთ ან ცოტა ხნის წინ ჩაიტარეთ ვაქცინაცია.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის.
მნიშვნელოვანია, რომ თქვენმა ექიმმა იცოდეს ყველა იმ დაავადების შესახებ, რომელიც ახლა გაქვთ ან ადრე გქონიათ, სანამ მოგცემთ რჩევას ამ მკურნალობის შესახებ. კერძოდ, საჭიროა აცნობოთ ექიმს ნებისმიერი გულ-სისხლძარღვთა დაავადების (გულის უკმარისობა, მაღალი არტერიული წნევა), სისხლის კოლტებით გამოწვეული დაავადებების (თრომბოზი, ემბოლია), საჭმლის მომნელებელი სისტემის ან ნაწლავების დაავადებების (კუჭის წყლული, ნაწლავის ანთება, ქრონიკული დიარეა), ღვიძლის ან თირკმლის მნიშვნელოვანი დაავადების, დიაბეტის, ოსტეოპოროზის, ქცევითი დარღვევების (განწყობის ცვალებადობა, უძილობა), ეპილეფსიის, გლაუკომის, ფარისებრი ჯირკვლის უკმარისობის, კუნთების სისუსტის და გარკვეული მწვავე ან ქრონიკული ინფექციების შესახებ. თქვენში ან თქვენს პირველი რიგის ნათესავებში სერიოზული აფექტური დარღვევების (დეპრესიული ან მანიაკალური დარღვევები და ფსიქოზი) არსებობა ანამნეზში წარსულში ან ამჟამად.
კორტიკოსტეროიდების გამოყენება ხანმოკლე ჩანაცვლებით ან გადაუდებელ მკურნალობაზე ხანგრძლივი ვადით უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში: პეპტიკური წყლული, ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები, როგორიცაა აქტიური ტუბერკულოზი, თვალის მარტივი ჰერპესი, ჰერპეს ზოსტერი (ვირემიული ფაზა), ასევე სისტემური სოკოვანი ინფექციები და ვაქცინაციამდელი და ვაქცინაციის შემდგომი პერიოდი.
გახანგრძლივებულმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს თვალის მხრივი დარღვევები, ამიტომ თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ პერიოდულად ოფთალმოლოგთან ვიზიტი.
დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ განიცდით მხედველობის დაბინდვას ან მხედველობის სხვა დარღვევებს.
განსაკუთრებულ სიტუაციებში (ქირურგიული ოპერაცია, ინფექციები და სხვა) შეიძლება საჭირო გახდეს კორტიკოსტეროიდების დოზის კორექცია. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ დეფალით მკურნალობის დროს განიცდით რომელიმე ამ მდგომარეობას.
დეფლაზაკორტით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს არარეგულარული მენსტრუაცია და ლეიკოციტოზი.
განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ წითელასა და ჩუტყვავილასთან კონტაქტის თავიდან ასაცილებლად; კონტაქტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.
ბავშვებში ამ პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება შეაფერხოს ზრდა და განვითარება.
მიმართეთ თქვენს ექიმს კონსულტაციისთვის, თუ განგივითარდებათ შემაშფოთებელი ფსიქოლოგიური სიმპტომები, განსაკუთრებით თუ ეჭვი გაქვთ დეპრესიულ განწყობაზე ან სუიციდურ აზრებზე. ყურადღება უნდა მიაქციოთ შესაძლო ფსიქიატრიულ დარღვევებს, რომლებიც შეიძლება განვითარდეს პრეპარატის დოზის შემცირების/მოხსნის დროს ან დაუყოვნებლივ მას შემდეგ, თუმცა ასეთი რეაქციები იშვიათადაა დაფიქსირებული.
დეფალით ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, მისი მიღება თანდათან უნდა შეწყდეს. არ შეწყვიტოთ ამ პრეპარატის მიღება თქვენს ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.
გამოყენება სპორტსმენებში
პაციენტებს უნდა მიეცეთ გაფრთხილება, რომ აღნიშნული პრეპარატი შეიცავს დეფლაზაკორტს და ანტიდოპინგის ტესტმა შესაძლოა აჩვენოს დადებითი შედეგი.
სხვა პრეპარატები და დეფალი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ბოლო პერიოდში მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატები.
ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება გააძლიეროს დეფალი 30 მგ ტაბლეტების ეფექტი, ამიტომ თქვენი ექიმი განახორციელებს ყურადღებით მონიტორინგს, თუ იღებთ ამ პრეპარატებს (აივ-ინფექციის სამკურნალო ზოგიერთ პრეპარატს: რიტონავირს, კობიცისტატს).
განსაკუთრებით აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს, რადგანაც შესაძლოა აღინიშნოს მათი დეფალთან ურთიერთქმედება.
ტკივილგამაყუჩებელი ან ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები.
დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები: შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შეცვლა
ანტიჰიპერტენზიული და შარდმდენი პრეპარატები: შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შეცვლა.
ანტიბიოტიკები (რიფამპიცინი): მათ შეიძლება შეამცირონ დეფალის ეფექტი.
ესტროგენები ან პერორალური კონტრაცეპტივები: შესაძლოა გააძლიერონ დეფალის ეფექტი.
პრეპარატები, რომლებიც იწვევენ კუნთების მოდუნებას: შესაძლოა გახანგრძლივდეს რელაქსაციური ეფექტი.
ანტიქოლინესტერაზული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მიასთენია გრავის დროს.
გულის უკმარისობის ან კოაგულაციის დარღვევევის სამკურნალო პრეპარატები. ვაქცინები და ტოქსოიდები, რადგანაც კორტიკოსტეროიდები ამცირებენ იმუნურ პასუხს.
პრეპარატები, რომელთაც იყენებენ ეპილეფსიის და ფსიქიატრიული დაავადებების სამკურნალოდ (კარბამაზეპინი, ფენიტოინი, ფენობარბიტალი): რადგანაც შესაძლოა შეამცირონ დეფალის ეფექტი.
ანტიკოაგულანტი პრეპარატები: რადგანაც კორტიკოსტეროიდებს შეუძლიათ მათი ეფექტის გაძლიერება ან შემცირება.
ანტაციდური პრეპარატები: რადგანაც მათ შეიძლება შეამცირონ მისი ბიოშეღწევადობა.
არ მიიღოთ ეს პრეპარატები დეფალთან ერთად თქვენი ექიმის ინფორმირების გარეშე.
ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ რჩევისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ორსულობის დროს მედიკამენტების მიღება შეიძლება საშიში იყოს ემბრიონის ან ნაყოფისთვის და უნდა იმყოფებოდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
ადამიანებში გამოცდილება შეზღუდულია, ამიტომ დეფლაზაკორტი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც რისკის/სარგებლის შეფასება მიუთითებს მიის გამოყენების მიზანშეწონილობაზე.
დეფალი გამოიყოფა დედის რძეში, ამიტომ მისი გამოყენება ძუძუთი კვების დროს რეკომენდებული არ არის. დეფლაზაკორტის გამოყენება მოითხოვს ძუძუთი კვების სარგებლისა და შესაძლო რისკების შეფასებას.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
მართალია ინფორმაცია არ მოიპოვება, მაგრამ მკურნალობაზე დამაკმაყოფილებელი პასუხის მიღწევამდე არ არის რეკომენდებული ისეთი საქმიანობების შესრულება, რაც საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას, მაგ: სატრანსპორტო საშუალებების მართვა, პოტენციურად სახიფათო მექანიზმების გამოყენება და სხვა.
დეფალი 30 მგ ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას.
ეს პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმისგან ინფორმირებული ხართ, რომ გაქვთ შაქრის გარკვეულ ტიპების აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
- როგორ მიიღება დეფალი
ეს პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის ინსტრუქციების შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული პრეპარატის მიღების სისწორეში, მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატი მიიღება პერორალურად. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად.
დოზა უნდა იყოს ინდივიდუალური. ამიტომ, ტაბლეტების რაოდენობასა და მიღების სიხშირეს განსაზღვრავს თქვენი ექიმი თქვენი მდგომარეობის ტიპისა და სიმძიმის, ასევე მკურნალობაზე თქვენი პასუხის მიხედვით.
ტაბლეტის გაყოფა შესაძლებელია თანაბარ დოზებად.
მოზრდილებში დოზა შეიძლება იყოს 6-დან 90 მგ-მდე დღეში, ხოლო ბავშვებში 0.25-დან 1.5 მგ/კგ-მდე. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სრულად გაიგოთ თქვენი ექიმის ინსტრუქციები პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით და ეჭვის შემთხვევაში, უყოყმანოდ მიმართეთ მას კონსულტაციისთვის.
განსაკუთრებულ სიტუაციებში (სტრესი, მძიმე ინფექციები, სერიოზული ტრავმა ან ოპერაცია) შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია. მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს, თუ რა უნდა გააკეთოთ ასეთ შემთხვევებში.
თქვენი ექიმი გეტყვით, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება თქვენი მკურნალობა. არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება ნაადრევად ნებართვის გარეშე და არასოდეს შეწყვიტოთ მისი მიღება უეცრად.
ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, ეს პრეპარატი არასდროს უნდა შეწყდეს უეცრად. თქვენი ექიმი გეტყვით, თუ როგორ შეამციროთ დოზა თანდათანობით. ასევე მნიშვნელოვანია მკურნალობის დასრულების შემდეგ ექიმთან კონტაქტის შენარჩუნება, რათა მან შეძლოს ზომების მიღება სიმპტომების ხელახლა გაჩენის შემთხვევაში.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი დეფალი
დოზის გადაჭარბების ან პრეპარატის შემთხვევით მიღებისას დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურს, მიაწოდეთ ინფორმაცია პრეპარატის დასახელების და მიღებული რაოდენობის შესახებ და სათანადო მკურნალობისთვის დაუყოვნებლივ მიმართეთ საავადმყოფოს.
თუ დაგავიწყდათ დეფალის მიღება
არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა დავიწყებული დოზის შევსების მიზნით.
თუ შეწყვეტთ დეფალის მიღებას
თუ ხანგრძლივი მკურნალობა უეცრად შეწყდება, ამან შესაძლოა გამოიწვიოს ცხელება, დისკომფორტი და კუნთებისა და სახსრების ტკივილი.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
სხვა პრეპარატების მსგავსად, დეფალმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ხანმოკლე მკურნალობის დროს ეს პრეპარატი კარგად აიტანება და გვერდითი ეფექტები იშვიათია. თუმცა, ხანგრძლივი მკურნალობის დროს დაფიქსირებულია შემდეგი გვერდითი ეფექტები:
ხშირი: შეიძლება განუვითარდეს 10-დან 1-მდე ადამიანს
წონის მომატება
არახშირი: შეიძლება განუვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანს
ალერგია ან ჰიპერმგრძნობელობა დეფლაზაკორტის მიმართ.
ტკივილი ან დისკომფორტი მუცლის არეში, კუჭის წყლული, სისხლდენა, გულისრევა, საჭმლის მოუნელებლობა.
თავის ტკივილი, ვერტიგო.
დეპრესიული და არასტაბილური განწყობა.
ქცევითი ცვლილებები, განწყობის ცვალებადობა (დეპრესია, ეიფორია).
ჰირსუტიზმი (ქალებში თმის ჭარბი ზრდა), სტრიები და აკნე.
ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის ღერძის დათრგუნვა (შეიძლება გამოიწვიოს სტრესზე რეაქციის დარღვევა და ინფექციებისგან არაადექვატური დაცვა), კუშინგოიდური სახე (მთვარისებრი სახე).
სისხლში გლუკოზის მომატება (დიაბეტის დაწყება ან გაუარესება), ნატრიუმისა და წყლის შეკავება (მომატებული არტერიული წნევით), შარდში კალიუმის დაკარგვა ბეტა-აგონისტებთან და ქსანტინის ტიპის პრეპარატებთან (სალბუტამოლი, იზოპრენალინი, ფლუტიკაზონი, თეოფილინი) ერთად გამოყენებისას.
ინფექციებისადმი მომატებული მგრძნობიარობა იმუნური სისტემის ფუნქციის დაქვეითების გამო.
ოსტეოპოროზი, ხერხემლის მოტეხილობები და გრძელი ძვლების მოტეხილობები.
შეშუპება (შეშუპება, გამოწვეული ორგანიზმის ქსოვილებში სითხის დაგროვებით).
იშვიათი: შეიძლება განუვითარდეს 1000-დან 1-მდე ადამიანს.
სისხლჩაქცევები.
კუნთოვანი მასის დაკარგვა.
სიხშირე უცნობია (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე):
ლეიკოციტოზი (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის ზრდა).
თრომბის წარმოქმნა, განსაკუთრებით პაციენტებში მანამდე არსებული მდგომარეობებით, რომლებიც განაპირობებენ სისხლის თრომბის წარმოქმნისადმი მომატებულ მიდრეკილებას.
გასტროდუოდენალური პეპტიკური წყლულის პერფორაცია, მწვავე პანკრეატიტი (განსაკუთრებით ბავშვებში), კანდიდოზი (კანისა და ლორწოვანი გარსების სოკოთი გამოწვეული ინფექციური დაავადება).
მოუსვენრობა, ქალასშიდა წნევის მომატება ბავშვებში (ჩვეულებრივ, მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ), ეპილეფსიის გაუარესება.
გაღიზიანებადობა, ეიფორია, სუიციდური აზრები.
მანია, ბოდვები, ჰალუცინაციები, შიზოფრენიის გაუარესება.
შფოთვა, ძილის დარღვევები და კოგნიტური დისფუნქცია (თავის ტვინის უმაღლესი ფუნქციების დარღვევა, როგორიცაა მეტყველების, ორიენტაციის, მეხსიერების, რეალობის ინტერპრეტაციის ან სოციალური ქცევის დარღვევები).
მხედველობის დაბინდვა, თვალშიდა წნევის მომატება, გლაუკომა, მხედველობის ნერვის დისკის შეშუპება, კატარაქტა (განსაკუთრებით ბავშვებში), ქორიორეტინოპათია (ბადურის დაავადება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის პრობლემები), რქოვანას გათხელება, თვალის ვირუსული ან სოკოვანი ინფექციების გაუარესება.
კანის გათხელება, კანზე წვრილი სისხლძარღვების (ობობასებრი ვენების) გაჩენა.
გულის უკმარისობა, ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია დღენაკლულ ახალშობილებში.
ზრდის შეფერხება ბავშვებში.
ცილისა და კალციუმის გაზრდილი დაკარგვა, მადის მომატება.
ძვლის ავასკულარული ნეკროზი (ძვლის დაშლა სისხლის არასაკმარისი მიწოდების გამო), ტენდინიტი და მყესების გაწყვეტა ქინოლონურ ანტიბიოტიკებთან (ციპროფლოქსაცინი, ოფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი) ერთად მიღებისას, კუნთების მხრივი დარღვევები ან სისუსტე.
არარეგულარული მენსტრუალური ციკლი.
ჭრილობების შეხორცების შეფერხება.
ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ამ პრეპარატის დოზის ძალიან სწრაფად შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე უკმარისობა (სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, რომელიც ვითარდება კორტიზოლის არასაკმარისი რაოდენობით გამოყოფის შემთხვევაში), ჰიპოტენზია და სიკვდილი.
დეფალის გამოყენებამ კუნთების რელაქსაციის გამომწვევ სხვა პრეპარატებთან ერთად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მაღალი დოზები მიიღება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, შეიძლება გამოიწვიოს კუნთების მხრივი მძიმე დარღვევები.
ამ პრეპარატით მკურნალობის დროს შეიძლება გაიზარდოს ინფექციების მიმართ თქვენი მგრძნობიარობა, ამიტომ თუ შეამჩნევთ დაავადების რაიმე სიმპტომს, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს მის მიღებასთან, უნდა დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს.
შეტყობინება არასასურველი ეფექტების შესახებ
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით ეფექტებს, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ გამოყენების ინსტრუქციაში. ასევე შეგიძლიათ პირდაპირ შეატყობინოთ მათ შესახებ „ესპანეთის ადამიანის გამოყენებისთვის განკუთვნილი მედიკამენტების ფარმაკოზედამხედველობის სისტემის“ საშუალებით: https://www.notificaram.es/. გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინების საშუალებით თქვენ ხელს შეუწყობთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
- როგორ ინახება დეფალი
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის ფარულ და მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის სპეციალური პირობები საჭირო არ არის.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე წარწერა „EXP“-ის შემდეგ მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადაში იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე.
არ გადაყაროთ არანაირი მედიკამენტები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. კონტეინერი და პრეპარატები, რომლებიც აღარ გჭირდებათ, მოათავსეთ აფთიაქში განთავსებულ „SIGRE“ (შეფუთვის მართვისა და შეგროვების ინტეგრირებული სისტემა) პუნქტში. თუ რაიმეში არა ხართ დარწმუნებული, ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადაიყაროს შეფუთვები და მედიკამენტები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს დეფალი 30 მგ ტაბლეტები
აქტიური ნივთიერებაა დეფლაზაკორტი. თითო ტაბლეტი შეიცავს 30 მგ დეფლაზაკორტს.
სხვა ინგრედიენტებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა და მაგნიუმის სტეარატი.
როგორია დეფალი 30 მგ ტაბლეტები ვიზუალურად და რა შედის შეფუთვაში:
მრგვალი, თეთრი, შემოუგარსავი ტაბლეტები, ერთ მხარეს გამყოფი ხაზით და მეორე მხარეს ციფრით „30“.
დეფალი 30 მგ ტაბლეტები მოთავსებულია პვქ-ალუმინის ბლისტერზე და შეფუთვაში არის 10 ან 500 ტაბლეტი.
გამოშვების სხვა ფორმები
დეფალი 6 მგ ტაბლეტები: შეფუთვაში მოთავსებულია 20 ან 500 ტაბლეტი.
გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი
ფაეს ფარმა, ს.ა. (FAES FARMA, S.A)
ავტონომია ეტორბიდეა, 10
48940 ლეხონა(ბიზკაია)
ესპანეთი
მწარმოებელი
ფაეს ფარმა, ს.ა. (FAES FARMA, S.A)
მაქსიმო აგირე კალეა, 14
48940 ლეხონა (ბიზკაია)
ესპანეთი
ან
ფაეს ფარმა, ს.ა. (FAES FARMA, S.A)
ბიზკაიას სამეცნიერო და ტექნოლოგიური პარკი
იბაიზაბალ ბიდეა, კორპუსი 901
48160 დერიო (ბიზკაია)
ესპანეთი
ამ გამოყენების ინსტრუქცვიის ბოლო გადახედვის თარიღი: 2025 წლის აპრილი
ამ პრეპარატის შესახებ დეტალური და განახლებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია „ესპანეთის მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების პროდუქტების სააგენტოს“ (AEMPS) ვებსაიტზე: http://www.aemps.gob.es/
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


