დეფლაზაკორტი ნორმონი 6მგ ტაბლეტები EFG
Deflazacort NORMON 6mg comprimidos EFG
დეფლაზაკორტი ნორმონი 6 მგ ტაბლეტები მიეკუთვნება მედიკამენტების გუფს, ე.წ. კორტიკოსტეროიდებს, რომლებსაც ანტიანთებითი და ანტიალერგიული თვისებები აქვთ. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- დეფლაზაკორტი (deflazacort)
- ფორმა და შეფუთვა
- 6მგ ტაბლეტი №20
- მწარმოებელი
- LABORATORIOS NORMON S.A., ესპანეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კორტიკოსტეროიდები სისტემური გამოყენებისთვის, გლუკოკორტიკოიდები
- ATC კოდი
- H02AB13
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-041408
- რეგისტრირებულია
- 24 ივნისი 2024, მოქმედებს 24 ივნისი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
დეფლაზაკორტი ნორმონი 6მგ ტაბლეტები EFG — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
დეფლაზაკორტი ნორმონი 6 მგ ტაბლეტები მიეკუთვნება მედიკამენტების გუფს, ე.წ. კორტიკოსტეროიდებს, რომლებსაც ანტიანთებითი და ანტიალერგიული თვისებები აქვთ.
დეფლაზაკორტი ნორმონი 6 მგ ნაჩვენებია შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:
რევმატული და კოლაგენური დაავადებები, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი, ფსორიაზული ართრიტი და სისტემური წითელი მგლურა;
კანის დაავადებები, როგორიცაა პემფიგუსი, გენერალიზებული ექსფოლიაციური დერმატიტი და მძიმე ფსორიაზი;
ალერგიული დაავადებები: ბრონქული ასთმა, რომელიც არ ემორჩილება ტრადიციულ თერაპიას;
ფილტვების დაავადებები: სარკოიდოზი, ორგანული მტვრით გამოწვეული “შავი ფილტვი”, ფილტვების იდიოპათიური ფიბროზი;
თვალის დაავადებები: ქოროიდიტი, ქორიორეტინიტი, ირიტი და ირიდოციკლიტი;
სისხლის დაავადებები: იდიოპათიური თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია და პალიატიური თერაპია ლეიკემიის და ლიმფომების დროს;
კუჭ-ნაწლავის და ღვიძლის დაავადებები: წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება და აქტიური ქრონიკული ჰეპატიტი;
თირკმლის დაავადებები: ნეფროზული სინდრომი.
მიღების წესი და დოზირება
დეფლაზაკორტი ნორმონი 6 მგ ტაბლეტების მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.
მედიკამენტი განკუთვნილია შიგნით მისაღებად. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, დაღეჭვის გარეშე, მცირეოდენი სითხის მიყოლებით. დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად. ამიტომ, მისაღები ტაბლეტების რაოდენობასა და სიხშირეს განსაზღვრავს ექიმი დაავადების ტიპისა და სიმძიმის მიხედვით, ასევე მკურნალობის მიმართ პასუხის მიხედვით.
მოზრდილებში დოზა შეიძლება იყოს 6-90 მგ დღეში, ბავშვებში - 0.25-1.15 მგ/კგ. მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა დაიცვას ექიმის მიერ მიცემული ინსტრუქციები წამლის მიღების შესახებ. დაეჭვების შემთხვევაში საჭიროა მაშინათვე ექიმთან მიმართვა.
მკურნალი ექიმი განსაზღვრავს მკურნალობის ხანგრძლივობას. მედიკამენტის მიღება არ უნდა შეწყდეს ნაადრევად ან ექიმთან კონსულტაციის გარეშე და არასოდეს უნდა შეწყდეს უცბად.
განსაკუთრებულ შემთხვევებში (სტრესი, დიდი ინფექციები, მძიმე ტრვმა ან ოპერაცია) შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ შემთხვევებში.
ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ მედიკამენტის მიღება არასოდეს უნდა შეწყდეს უეცრად. ექიმი პაციენტს აუხსნის, როგორ უნდა მოხდეს დოზის თანდათანობით შემცირება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პაციენტი კონტაქტში იყოს ექიმთან მკურნალობის დასრულებისას, რათა მიღებულ იქნას ზომები სიმპტომების რეციდივის შემთხვევაში.
დეფლაზაკორტი ნორმონი 6 მგ ტაბლეტებიხ დოზის გადაჭარბებისას
დეფლაზაკორტის დოზის გადაჭარბებისას საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართვა ექიმთან ან ფარმაცევტთან, ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა, ტელ.: +34 91 562 04 20, მიღებული მედიკამენტისა და რაოდენობის მითითებით.
დეფლაზაკორტი ნორმონი 6 მგ ტაბლეტების მიღების დავიწყებისას
დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.
დეფლაზაკორტი ნორმონი 6 მგ ტაბლეტების მიღების შეწყვეტისას
ხანგრძლივი მკურნალობის სწრაფად შეწყვეტისას შეიძლება განვითარდეს ცხელება, უღონობა და კუნთებისა და სახსრების ტკივილი.
მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კიღხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) დეფლაზაკორტის ან მედიკამენტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;
თუ პაციენტს კუჭის წყლული აქვს;
თუ პაციენტს აღენიშნება ბაქტერიული (აქტიური ტუბერკულოზი) და ვირუსული ინფექციები (თვალის მარტივი ჰერპესი, ჰერპეს ზოსტერი, ჩუტყვავილა) ან სოკოთი გამოწვეული ინფექციები, რომლებიც გავლენას ახდენენ მთელ ორგანიზმზე;
თუ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს ან ახლახან ჩაუტარდა ვაქცინაცია/
განსაკუთრებული სიფრთხილეს საჭირო დეფლაზაკორტი ნორმონი 6 მგ ტაბლეტების მიღებისას
ამ მედიკამენტით მკურნალობის დანიშვნამდე მნიშვნელოვანია, მკურნალ ექიმს ეცნობოს ყველა დაავადების შესახებ, რომელიც პაციენტს აქვს ან ჰქონდა. განსაკუთრებით, უნდა ეცნობოს გულის დაავადებების (გულის უკმარისობა, მაღალი არტერიული წნევა), რომლებიც გამოწვეული სისხლის თრომბებით (თრომბოზი, ემბოლია), საჭმლის მომნელებელი ან ნაწლავების დაავადებების (კუჭის წყლული, ნაწლავების ანთება, ქრონიკული ფაღარათი), ღვიძლის ან თირკმლის დავადებების, დიაბეტის, ოსტეოპოროზის, ქცევითი დარღვევების (გუნება-განწყობის ცვლილებები, უძილობა), ეპილეფსიის, გლაუკომის, ფარისებრი ჯირკვლის უკმარისობის, კუნთების სისუსტის და გარკვეული მწვავე ან ქრონიკული ინფექციების შესახებ.
არ შეიძლება აცრა ამ მედიკამენტის მიღების დროს. მკურნალი ექიმი პაციენტს მისცემს ინსტრუქციას, როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში. ასევე, ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი უკანასკნელ პერიოდში იმყოფებოდა ტროპიკულ ქვეყნებში.
ხანგრძლივმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს თვალის დარღვევები, მკურნალმა ექიმმა შეიძლეა პაციენტს რეკომენდაცია მისცეს ოფთალმოლოგთან რეგულარული ვიზიტის შესახებ.
შეიძლება საჭირო გახდეს დოზის გაზრდა გარკვეულ შემთხვევებში (ოპერაცია, ინფექციები და ა.შ.). ამიტომ, ექიმმა უნდა იცოდეს, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ეს მდგომარეობა;
ბავშვებში მედიკამენტის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება შეაჩეროს ზრდა და განვითარება.
ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ დეფლაზაკორტი ნორმონი 6 მგ ტაბლეტები უნდა მოიხსნას თანდათანობით. მედიკამენტის მიღების შეწყვეტა არ უნდა მოხდეს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
სპორტსმენებში გამოყენება
პაციენტები გაფრთხილებულები უნდა იყვნენ, რომ ეს მედიკამენტი შეიცავს დეფლაზაკორტს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დოპინგის კონტროლის ტესტის დადებითი შედეგი.
სიფრთხილის ზომები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
- სხვა სპეციალური გაფრთხილებები, საჭიროების შმთხვევაში
იხ. გამოყენების ინსტრუქცია დამატებითი ინფორმაციისათვის.
ჰოსპიტალური შეფუთვა, მისი საცალო გაყიდვა აკრძალულია.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.
განსაკუთრებით, მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, რადგან დეფლაზაკორტი ნორმონმა შეიძლება გავლენა იქონიოს მათზე:
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის ან ანთების სამკურნალოდ;
დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები;
დიურეტიკები;
ანტიინფექციური საშუალებები;
ესტროგენები ან პერორალური კონტრაცეპტივები;
მედიკამენტები, რომლებიც იწვევენ კუნთების მოდუნებას;
ანტიქოლინესთერაზული მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება მიასთენის დროს;
გულის უკმარისობის ან კოაგულაციის დარღვევების სამკურნალო მედიკამენტები;
ვაქცინები და ტოქსოიდები;
ეპილეფსიის და ფსიქიკური დაავადებების სამკურნალო (ფენიტოინი, ფენობარბიტალი) მედიკამენტები.
ამ მედიკამენტების მიღება არ უნდა მოხდეს დეფლაზაკორტი ნორმონი 6 მგ ტაბლეტებთან ერთად, ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ადამიანებში გამოცდილება შეზღუდულია. ამიტომ, დეფლაზაკორტი ნორმონი 6 მგ ტაბლეტები გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს ამ მედიკამენტს გამოყენების რისკებს.
დეფლაზაკორტი ნორმონი 6 მგ ტაბლეტები გამოიყოფა დედის რძეში, ამიტომ მისი გამოყენება ძუძუთი კვების დროს არ არის რეკომენდებული.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ არის აღწერილი რაიმე ეფექტი ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
მხედველობის დაბინდვის ან მხედველობის სხვა დარღვევის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან მიმართვა.
დეფლაზაკორტი ნორმონი 6 მგ ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას
ეს მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას. პრეპარატის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს აღენიშნება აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ.
გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, დეფლაზაკორტი ნორმონი 6 მგ ტაბლეტებმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში. ხანმოკლე მკურნალობისას მედიკამენტი კარგად გადაიტანება და გვერდითი მოვლენები არ არის ხშირი. თუმცა, ხანგრძლივი მკურნალობისას შეიძლება აღინიშნოს შემდეგი:
კუჭ-ნაწლავის დარღვევები: კუჭის წყლული, სისხლდენა, დისპეფსია, მწვავე პანკრეატიტი (პანკრეასის ანთება) (განსაკუთრებით ბავშვებში).
ნერვული სისტემის დარღვევები: თავის ტკივილი, ვერტიგო, მოუსვენრობა, უძილობა, გუნება-განწყობის ცვლილებები (დეპრესია, ეიფორია) და ინტრაკრანიალური წნევის გაზრდა.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები: კანის გათხელება, სტრიები და აკნე.
გულ-სისხლძარღვთა დარღვევები: სისხლის წნევის გაზრდა, სითხის შეკავება ქსოვილებში (შეშუპება), გულის უკმარისობა, სისხლის თრომბებით გამოწვეული გართულებები (თრომბოემბოლია), კალიუმის დაქვეითება და მარილების შეკავება.
ენდოკრინული დარღვევები: თირკმელზედა ირკვლის უკმარისობა, წონის მატება და მთვარისებრი სახე, დიაბეტის გაუარესება, მენსტრუაციის არარსებობა და ბავშვებში ზრდაში ჩამორჩენა.
ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები: კუნთების დარღვევები ან სისუსტე, ოსტეოპოროზი.
თვალის დარღვევები: თვალის პრობლემები (კატარაქტა, თვალშიდა წნევის გაზრდა), მხედველობის დაბინდვა აღწერილ იქნა უცნობი სიხშირით (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე).
ლაბორატორიული ანალიზების შედეგები: კალიუმის დაქვეითება და მარილის შეკავება.
ამ მედიკამენტით მკურნალობის განმავლობაში პაციენტი უფრო მიდრეკილია ინფექციებისადმი. თუ აღინიშნება დაავადების რაიმე ნიშნები, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს წამლის მიღებასთან, საჭიროა ექიმთან მიმართვა.
ასევე, თუ ვითარდება ზემოთ აღწერილი რომელიმე გვერდითი რეაქცია ან ისეთი რეაქცია, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
შემადგენლობა
დეფლაზაკორტი ნორმონი 6 მგ ტაბლეტები შეიცავს
აქტიური ნივთიერებაა დეფლაზაკორტი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 6 მგ დეფლაზაკორტს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა და მაგნიუმის სტეარატი.
დეფლაზაკორტი ნორმონი 6 მგ ტაბლეტების ფორმა და შეფუთვა
დეფლაზაკორტი ნორმონი 6 მგ მოწოდებულია ტაბლეტების სახით. ტაბლეტები არის მოთეთრი ფერის, მრგვალი და ბრტყელი, ორმაგი გამყოფი ხაზით ცალ მხარეს. თითოეული შეფუთვა შეიცავს 20 ტაბლეტს.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A.
Ronda de Valdecarrizo, 6-28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)
ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.
რონდა დე ვალდეკარიზო, 6-28760 ტრეს კანტოს - მადრიდი (ესპანეთი)
გამოშვების სხვა ფორმები:
დეფლაზაკორტი ნორმონი 30 მგ ტაბლეტები
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2011 წლის აპრილი.
ინფორმაცია მეორეულ შეფუთვაზე
მუყაოს კოლოფი
- სამკურნალო პროდუქტის სახელწოდება
დეფლაზაკორტი ნორმონი 6 მგ ტაბლეტები
- აქტიური ნივთიერება
შემადგენლობა:
თითოეული ტაბლეტი შეიცავს:
დეფლაზაკორტი, 6 მგ
- დამხმარე ნივთიერებები
ლაქტოზა და სხვა დამხმარე ნივთიერებები. დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. გამოყენების ინსტრუქცია.
შენახვის პირობები
- სპეციალური სიფრთხილის ზომები გამოუყენებლი სამკურნალო პროდუქტების ან ამ პროდუქტის ნარჩენი ნივთიერებების განადგურების შესახებ საჭიროების შემთხვევაში
- ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელის სახელწოდება და მისამართი
LABORATORIOS NORMON, S.A.
Ronda de Valdecarrizo, 6
28760 TRES CANTOS - MADRID (SPAIN)
ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.
რონდა დე ვალდეკარიზო, 6
28760 ტრეს კანტოსი - მადრიდი (ესპანეთი)
- ვაჭრობის ლიცენზიის ნომერი
რეგ. AEMPS # 00000
- სერიის ნომერი
სერია:
- გაცემის წესი
სამკურნალო პროდუქტი გაიცემა ექიმის რეცეპტის საფუძველზე
- გამოყენების ინსტრუქცია
არ არის მოწოდებული
- ინფორმაცია ბრაილის შრიფტით
დეფლაზაკორტი ნორმონი 6 მგ ტაბლეტები
- უნიკალური იდენტიფიკატორი – 2D შტრიხ-კოდი
შეიცავს 2D შტრიხ-კოდს, რომელიც წარმოადგენს უნიკალურ იდენტიფიკატორს
- უნიკალური იდენტიფიკატორი – ადამიანის მიერ წაკითხვადი მონაცემები
PC [პროდუქტის კოდი] {ნომერი (GTIN)}
SN [სერიული ნომერი]{ნომერი}
- სხვა
ეროვნული კოდი
დოზირების კოლოფი
ექიმის რეცეპტის სიმბოლო
სიგრე სიმბოლო
მფლობელის ლოგო
ინფორმაცია პირველად შეფუთვაზე
პვქ/ალუმინის ბლისტერები
- სამკურნალო პროდუქტის სახელწოდება
დეფლაზაკორტი ნორმონი 6 მგ ტაბლეტები
- ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელის სახელწოდება
NORMON, S.A.
ნორმონ, ს.ა.
- შენახის ვადა
შენახვის ვადა:
- სერიის ნომერი
სერია:
- სხვა
შიგნით მისაღებად
ინფორმაცია მეორეულ შეფუთვაზე
ჰოსპიტალური შეფუთვის ეტიკეტი

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
დეფლაზაკორტი ნორმონი 6 მგ ტაბლეტები
დეფლაზაკორტი
პრეპარატის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა, შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა;
დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა;
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის. არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, ის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს მათთვის;
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა მიიღებს სერიოზულ ხასიათს ან განვითარება ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
ინსტრუქციაში მოცემულია:
- რას წარმოადგენს დეფლაზაკორტი ნორმონი 6 მგ ტაბლეტები და მათი გამოყენება
- რა უნდა იცოდეს პაციენტმა დეფლაზაკორტი ნორმონი 6 მგ ტაბლეტების მიღებამდე
- დეფლაზაკორტი ნორმონი 6 მგ ტაბლეტების მიღების წესი
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
- დეფლაზაკორტი ნორმონი 6 მგ ტაბლეტების შენახვის წესი
- შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას წარმოადგენს დეფლაზაკორტი ნორმონი 6 მგ ტაბლეტები და მათი გამოყენება
დეფლაზაკორტი ნორმონი 6 მგ ტაბლეტები მიეკუთვნება მედიკამენტების გუფს, ე.წ. კორტიკოსტეროიდებს, რომლებსაც ანტიანთებითი და ანტიალერგიული თვისებები აქვთ.
დეფლაზაკორტი ნორმონი 6 მგ ნაჩვენებია შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:
რევმატული და კოლაგენური დაავადებები, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი, ფსორიაზული ართრიტი და სისტემური წითელი მგლურა;
კანის დაავადებები, როგორიცაა პემფიგუსი, გენერალიზებული ექსფოლიაციური დერმატიტი და მძიმე ფსორიაზი;
ალერგიული დაავადებები: ბრონქული ასთმა, რომელიც არ ემორჩილება ტრადიციულ თერაპიას;
ფილტვების დაავადებები: სარკოიდოზი, ორგანული მტვრით გამოწვეული “შავი ფილტვი”, ფილტვების იდიოპათიური ფიბროზი;
თვალის დაავადებები: ქოროიდიტი, ქორიორეტინიტი, ირიტი და ირიდოციკლიტი;
სისხლის დაავადებები: იდიოპათიური თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია და პალიატიური თერაპია ლეიკემიის და ლიმფომების დროს;
კუჭ-ნაწლავის და ღვიძლის დაავადებები: წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება და აქტიური ქრონიკული ჰეპატიტი;
თირკმლის დაავადებები: ნეფროზული სინდრომი.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა დეფლაზაკორტი ნორმონი 6 მგ ტაბლეტების მიღებამდე
დაუშვებელია დეფლაზაკორტი ნორმონი 6 მგ ტაბლეტების მიღება:
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) დეფლაზაკორტის ან მედიკამენტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;
თუ პაციენტს კუჭის წყლული აქვს;
თუ პაციენტს აღენიშნება ბაქტერიული (აქტიური ტუბერკულოზი) და ვირუსული ინფექციები (თვალის მარტივი ჰერპესი, ჰერპეს ზოსტერი, ჩუტყვავილა) ან სოკოთი გამოწვეული ინფექციები, რომლებიც გავლენას ახდენენ მთელ ორგანიზმზე;
თუ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს ან ახლახან ჩაუტარდა ვაქცინაცია/
განსაკუთრებული სიფრთხილეს საჭირო დეფლაზაკორტი ნორმონი 6 მგ ტაბლეტების მიღებისას
ამ მედიკამენტით მკურნალობის დანიშვნამდე მნიშვნელოვანია, მკურნალ ექიმს ეცნობოს ყველა დაავადების შესახებ, რომელიც პაციენტს აქვს ან ჰქონდა. განსაკუთრებით, უნდა ეცნობოს გულის დაავადებების (გულის უკმარისობა, მაღალი არტერიული წნევა), რომლებიც გამოწვეული სისხლის თრომბებით (თრომბოზი, ემბოლია), საჭმლის მომნელებელი ან ნაწლავების დაავადებების (კუჭის წყლული, ნაწლავების ანთება, ქრონიკული ფაღარათი), ღვიძლის ან თირკმლის დავადებების, დიაბეტის, ოსტეოპოროზის, ქცევითი დარღვევების (გუნება-განწყობის ცვლილებები, უძილობა), ეპილეფსიის, გლაუკომის, ფარისებრი ჯირკვლის უკმარისობის, კუნთების სისუსტის და გარკვეული მწვავე ან ქრონიკული ინფექციების შესახებ.
არ შეიძლება აცრა ამ მედიკამენტის მიღების დროს. მკურნალი ექიმი პაციენტს მისცემს ინსტრუქციას, როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში. ასევე, ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი უკანასკნელ პერიოდში იმყოფებოდა ტროპიკულ ქვეყნებში.
ხანგრძლივმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს თვალის დარღვევები, მკურნალმა ექიმმა შეიძლეა პაციენტს რეკომენდაცია მისცეს ოფთალმოლოგთან რეგულარული ვიზიტის შესახებ.
შეიძლება საჭირო გახდეს დოზის გაზრდა გარკვეულ შემთხვევებში (ოპერაცია, ინფექციები და ა.შ.). ამიტომ, ექიმმა უნდა იცოდეს, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ეს მდგომარეობა;
ბავშვებში მედიკამენტის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება შეაჩეროს ზრდა და განვითარება.
ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ დეფლაზაკორტი ნორმონი 6 მგ ტაბლეტები უნდა მოიხსნას თანდათანობით. მედიკამენტის მიღების შეწყვეტა არ უნდა მოხდეს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
სპორტსმენებში გამოყენება
პაციენტები გაფრთხილებულები უნდა იყვნენ, რომ ეს მედიკამენტი შეიცავს დეფლაზაკორტს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დოპინგის კონტროლის ტესტის დადებითი შედეგი.
სხვა მედიკამენტები და დეფლაზაკორტი
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.
განსაკუთრებით, მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, რადგან დეფლაზაკორტი ნორმონმა შეიძლება გავლენა იქონიოს მათზე:
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის ან ანთების სამკურნალოდ;
დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები;
დიურეტიკები;
ანტიინფექციური საშუალებები;
ესტროგენები ან პერორალური კონტრაცეპტივები;
მედიკამენტები, რომლებიც იწვევენ კუნთების მოდუნებას;
ანტიქოლინესთერაზული მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება მიასთენის დროს;
გულის უკმარისობის ან კოაგულაციის დარღვევების სამკურნალო მედიკამენტები;
ვაქცინები და ტოქსოიდები;
ეპილეფსიის და ფსიქიკური დაავადებების სამკურნალო (ფენიტოინი, ფენობარბიტალი) მედიკამენტები.
ამ მედიკამენტების მიღება არ უნდა მოხდეს დეფლაზაკორტი ნორმონი 6 მგ ტაბლეტებთან ერთად, ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ადამიანებში გამოცდილება შეზღუდულია. ამიტომ, დეფლაზაკორტი ნორმონი 6 მგ ტაბლეტები გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს ამ მედიკამენტს გამოყენების რისკებს.
დეფლაზაკორტი ნორმონი 6 მგ ტაბლეტები გამოიყოფა დედის რძეში, ამიტომ მისი გამოყენება ძუძუთი კვების დროს არ არის რეკომენდებული.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
არ არის აღწერილი რაიმე ეფექტი ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
მხედველობის დაბინდვის ან მხედველობის სხვა დარღვევის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან მიმართვა.
დეფლაზაკორტი ნორმონი 6 მგ ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას
ეს მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას. პრეპარატის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს აღენიშნება აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ.
დეფლაზაკორტი ნორმონი 6 მგ ტაბლეტების მიღების წესი
დეფლაზაკორტი ნორმონი 6 მგ ტაბლეტების მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.
მედიკამენტი განკუთვნილია შიგნით მისაღებად. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, დაღეჭვის გარეშე, მცირეოდენი სითხის მიყოლებით. დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად. ამიტომ, მისაღები ტაბლეტების რაოდენობასა და სიხშირეს განსაზღვრავს ექიმი დაავადების ტიპისა და სიმძიმის მიხედვით, ასევე მკურნალობის მიმართ პასუხის მიხედვით.
მოზრდილებში დოზა შეიძლება იყოს 6-90 მგ დღეში, ბავშვებში - 0.25-1.15 მგ/კგ. მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა დაიცვას ექიმის მიერ მიცემული ინსტრუქციები წამლის მიღების შესახებ. დაეჭვების შემთხვევაში საჭიროა მაშინათვე ექიმთან მიმართვა.
მკურნალი ექიმი განსაზღვრავს მკურნალობის ხანგრძლივობას. მედიკამენტის მიღება არ უნდა შეწყდეს ნაადრევად ან ექიმთან კონსულტაციის გარეშე და არასოდეს უნდა შეწყდეს უცბად.
განსაკუთრებულ შემთხვევებში (სტრესი, დიდი ინფექციები, მძიმე ტრვმა ან ოპერაცია) შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ შემთხვევებში.
ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ მედიკამენტის მიღება არასოდეს უნდა შეწყდეს უეცრად. ექიმი პაციენტს აუხსნის, როგორ უნდა მოხდეს დოზის თანდათანობით შემცირება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პაციენტი კონტაქტში იყოს ექიმთან მკურნალობის დასრულებისას, რათა მიღებულ იქნას ზომები სიმპტომების რეციდივის შემთხვევაში.
დეფლაზაკორტი ნორმონი 6 მგ ტაბლეტებიხ დოზის გადაჭარბებისას
დეფლაზაკორტის დოზის გადაჭარბებისას საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართვა ექიმთან ან ფარმაცევტთან, ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა, ტელ.: +34 91 562 04 20, მიღებული მედიკამენტისა და რაოდენობის მითითებით.
დეფლაზაკორტი ნორმონი 6 მგ ტაბლეტების მიღების დავიწყებისას
დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.
დეფლაზაკორტი ნორმონი 6 მგ ტაბლეტების მიღების შეწყვეტისას
ხანგრძლივი მკურნალობის სწრაფად შეწყვეტისას შეიძლება განვითარდეს ცხელება, უღონობა და კუნთებისა და სახსრების ტკივილი.
მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კიღხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, დეფლაზაკორტი ნორმონი 6 მგ ტაბლეტებმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში. ხანმოკლე მკურნალობისას მედიკამენტი კარგად გადაიტანება და გვერდითი მოვლენები არ არის ხშირი. თუმცა, ხანგრძლივი მკურნალობისას შეიძლება აღინიშნოს შემდეგი:
კუჭ-ნაწლავის დარღვევები: კუჭის წყლული, სისხლდენა, დისპეფსია, მწვავე პანკრეატიტი (პანკრეასის ანთება) (განსაკუთრებით ბავშვებში).
ნერვული სისტემის დარღვევები: თავის ტკივილი, ვერტიგო, მოუსვენრობა, უძილობა, გუნება-განწყობის ცვლილებები (დეპრესია, ეიფორია) და ინტრაკრანიალური წნევის გაზრდა.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები: კანის გათხელება, სტრიები და აკნე.
გულ-სისხლძარღვთა დარღვევები: სისხლის წნევის გაზრდა, სითხის შეკავება ქსოვილებში (შეშუპება), გულის უკმარისობა, სისხლის თრომბებით გამოწვეული გართულებები (თრომბოემბოლია), კალიუმის დაქვეითება და მარილების შეკავება.
ენდოკრინული დარღვევები: თირკმელზედა ირკვლის უკმარისობა, წონის მატება და მთვარისებრი სახე, დიაბეტის გაუარესება, მენსტრუაციის არარსებობა და ბავშვებში ზრდაში ჩამორჩენა.
ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები: კუნთების დარღვევები ან სისუსტე, ოსტეოპოროზი.
თვალის დარღვევები: თვალის პრობლემები (კატარაქტა, თვალშიდა წნევის გაზრდა), მხედველობის დაბინდვა აღწერილ იქნა უცნობი სიხშირით (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე).
ლაბორატორიული ანალიზების შედეგები: კალიუმის დაქვეითება და მარილის შეკავება.
ამ მედიკამენტით მკურნალობის განმავლობაში პაციენტი უფრო მიდრეკილია ინფექციებისადმი. თუ აღინიშნება დაავადების რაიმე ნიშნები, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს წამლის მიღებასთან, საჭიროა ექიმთან მიმართვა.
ასევე, თუ ვითარდება ზემოთ აღწერილი რომელიმე გვერდითი რეაქცია ან ისეთი რეაქცია, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
დეფლაზაკორტი ნორმონი 6 მგ ტაბლეტების შენახვის წესი
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ საჭიროებს შენახვის რაიმე სპეციალურ პირობებს.
შენახვის ვადა: დაუშვებელია დეფლაზაკორტი ნორმონი 6 მგ ტაბლეტების გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
დეფლაზაკორტი ნორმონი 6 მგ ტაბლეტები შეიცავს
აქტიური ნივთიერებაა დეფლაზაკორტი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 6 მგ დეფლაზაკორტს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა და მაგნიუმის სტეარატი.
დეფლაზაკორტი ნორმონი 6 მგ ტაბლეტების ფორმა და შეფუთვა
დეფლაზაკორტი ნორმონი 6 მგ მოწოდებულია ტაბლეტების სახით. ტაბლეტები არის მოთეთრი ფერის, მრგვალი და ბრტყელი, ორმაგი გამყოფი ხაზით ცალ მხარეს. თითოეული შეფუთვა შეიცავს 20 ტაბლეტს.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A.
Ronda de Valdecarrizo, 6-28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)
ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.
რონდა დე ვალდეკარიზო, 6-28760 ტრეს კანტოს - მადრიდი (ესპანეთი)
გამოშვების სხვა ფორმები:
დეფლაზაკორტი ნორმონი 30 მგ ტაბლეტები
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2011 წლის აპრილი.
ინფორმაცია მეორეულ შეფუთვაზე
მუყაოს კოლოფი
- სამკურნალო პროდუქტის სახელწოდება
დეფლაზაკორტი ნორმონი 6 მგ ტაბლეტები
- აქტიური ნივთიერება
შემადგენლობა:
თითოეული ტაბლეტი შეიცავს:
დეფლაზაკორტი, 6 მგ
- დამხმარე ნივთიერებები
ლაქტოზა და სხვა დამხმარე ნივთიერებები. დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. გამოყენების ინსტრუქცია.
- ფარმაცევტული ფორმა და შემადგენლობა
ტაბლეტები
20 ტაბლეტი
- მიღების მეთოდი და გზა
პრეპარატის მიღებამდე იხ. გამოყენების ინსტრუქცია.
შიგნით მისაღებად
- განსაკუთრებული მითითება, რომ პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
- სხვა სპეციალური გაფრთხილებები, საჭიროების შმთხვევაში
იხ. გამოყენების ინსტრუქცია დამატებითი ინფორმაციისათვის.
- შენახვის ვადა
შენახვის ვადა:
- შენახვის განსაკუთრებული პირობები
- სპეციალური სიფრთხილის ზომები გამოუყენებლი სამკურნალო პროდუქტების ან ამ პროდუქტის ნარჩენი ნივთიერებების განადგურების შესახებ საჭიროების შემთხვევაში
- ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელის სახელწოდება და მისამართი
LABORATORIOS NORMON, S.A.
Ronda de Valdecarrizo, 6
28760 TRES CANTOS - MADRID (SPAIN)
ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.
რონდა დე ვალდეკარიზო, 6
28760 ტრეს კანტოსი - მადრიდი (ესპანეთი)
- ვაჭრობის ლიცენზიის ნომერი
რეგ. AEMPS # 00000
- სერიის ნომერი
სერია:
- გაცემის წესი
სამკურნალო პროდუქტი გაიცემა ექიმის რეცეპტის საფუძველზე
- გამოყენების ინსტრუქცია
არ არის მოწოდებული
- ინფორმაცია ბრაილის შრიფტით
დეფლაზაკორტი ნორმონი 6 მგ ტაბლეტები
- უნიკალური იდენტიფიკატორი – 2D შტრიხ-კოდი
შეიცავს 2D შტრიხ-კოდს, რომელიც წარმოადგენს უნიკალურ იდენტიფიკატორს
- უნიკალური იდენტიფიკატორი – ადამიანის მიერ წაკითხვადი მონაცემები
PC [პროდუქტის კოდი] {ნომერი (GTIN)}
SN [სერიული ნომერი]{ნომერი}
- სხვა
ეროვნული კოდი
დოზირების კოლოფი
ექიმის რეცეპტის სიმბოლო
სიგრე სიმბოლო
მფლობელის ლოგო
ინფორმაცია პირველად შეფუთვაზე
პვქ/ალუმინის ბლისტერები
- სამკურნალო პროდუქტის სახელწოდება
დეფლაზაკორტი ნორმონი 6 მგ ტაბლეტები
- ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელის სახელწოდება
NORMON, S.A.
ნორმონ, ს.ა.
- შენახის ვადა
შენახვის ვადა:
- სერიის ნომერი
სერია:
- სხვა
შიგნით მისაღებად
ინფორმაცია მეორეულ შეფუთვაზე
ჰოსპიტალური შეფუთვის ეტიკეტი
- სამკურნალო პროდუქტის სახელწოდება
დეფლაზაკორტი ნორმონი 6 მგ ტაბლეტები
- აქტიური ნივთიერება
თითოეული ტაბლეტი შეიცავს:
დეფლაზაკორტი, 6 მგ
- დამხმარე ნივთიერებები
ლაქტოზა და სხვა დამხმარე ნივთიერებები. დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. გამოყენების ინსტრუქცია.
- ფარმაცევტული ფორმა და შემადგენლობა
ტაბლეტები
500 ტაბლეტი
- მიღების მეთოდი და გზა
პრეპარატის მიღებამდე იხ. გამოყენების ინსტრუქცია.
შიგნით მისაღებად
- განსაკუთრებული მითითება, რომ პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
- სხვა სპეციალური გაფრთხილებები, საჭიროების შმთხვევაში
იხ. გამოყენების ინსტრუქცია დამატებითი ინფორმაციისათვის.
ჰოსპიტალური შეფუთვა, მისი საცალო გაყიდვა აკრძალულია.
- შენახვის ვადა
შენახვის ვადა:
- შენახვის განსაკუთრებული პირობები
არ არის მოწოდებული.
- სპეციალური სიფრთხილის ზომები გამოუყენებლი სამკურნალო პროდუქტების ან ამ პროდუქტის ნარჩენი ნივთიერებების განადგურების შესახებ საჭიროების შემთხვევაში
არ არის მოწოდებული.
- ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელის სახელწოდება და მისამართი
LABORATORIOS NORMON, S.A.
Ronda de Valdecarrizo, 6
28760 TRES CANTOS - MADRID (SPAIN)
ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.
რონდა დე ვალდეკარიზო, 6
28760 ტრეს კანტოსი - მადრიდი (ესპანეთი)
- ვაჭრობის ლიცენზიის ნომერი
რეგ. AEMPS # 00000
- სერიის ნომერი
სერია:
- გაცემის წესი
სამკურნალო პროდუქტი გაიცემა ექიმის რეცეპტის საფუძველზე
- გამოყენების ინსტრუქცია
არ არის მოწოდებული
- ინფორმაცია ბრაილის შრიფტით
არ არის მოწოდებული.
- უნიკალური იდენტიფიკატორი – 2D შტრიხ-კოდი
შეიცავს 2D შტრიხ-კოდს, რომელიც წარმოადგენს უნიკალურ იდენტიფიკატორს
- უნიკალური იდენტიფიკატორი – ადამიანის მიერ წაკითხვადი მონაცემები
PC [პროდუქტის კოდი] {ნომერი (GTIN)}
SN [სერიული ნომერი]{ნომერი}
ინფორმაცია პირველად შეფუთვაზე
პვქ/ალუმინის ბლისტერები
- სამკურნალო პროდუქტის სახელწოდება
დეფლაზაკორტი ნორმონი 6 მგ ტაბლეტები
- ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელის სახელწოდება
NORMON, S.A.
ნორმონ, ს.ა.
- შენახის ვადა
შენახვის ვადა:
- სერიის ნომერი
სერია:
- სხვა
შიგნით მისაღებად
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.