პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კორტიკოსტეროიდები

დერმოვეიტი

DERMOVATE

ურეცეპტოდ0,05%ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

დერმოვეიტი ადგილობრივი სტეროიდების ჯგუფს მიეკუთვნება და გამოიყენება კანზე წასასმელად.ადგილობრივი სტეროიდები ამცირებს ქავილს და სიწითლეს კანის გარკვეული პრობლემების დროს. დერმოვეიტი ხელმისაწვდომია მალამოს სახით 25გ და 50გრ ტუბებში. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
კლობეტაზოლი (clobetasol)
ფორმა და შეფუთვა
0,05% 50გ მალამო ტუბი №1
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კორტიკოსტეროიდები, დერმატოლოგიური პრეპარატები, კორტიკოსტეროიდები ძალიან მაღალი აქტივობით (ჯგუფი IV)
ATC კოდი
D07AD01
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0435
რეგისტრირებულია
30 დეკემბერი 2022, მოქმედებს 30 დეკემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
ურთიერთქმედების შემოწმებადერმოვეიტი და სხვა წამალი ერთად

დერმოვეიტი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

დერმოვეიტი ადგილობრივი სტეროიდების ჯგუფს მიეკუთვნება და გამოიყენება კანზე წასასმელად.ადგილობრივი სტეროიდები ამცირებს ქავილს და სიწითლეს კანის გარკვეული პრობლემების დროს.

დერმოვეიტი ხელმისაწვდომია მალამოს სახით 25გ და 50გრ ტუბებში.

დერმოვეიტი გამოიყენება კანის პრობლემებისთვის, როგორიცაა დისკოიდური წითელი მგლურა( ლაქები როგორც წესი სახეზე - კანის ერთგვარი დაავადება) ბრტყელი ლიქენი (კანის კეთილთვისებიანი დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს კანზე, კანის დანამატებსა და ლორწოვან გარსებზე), ფსორიაზი და რთულად სამკურნალო დერმატოზები (კანის დაავადებები), გამოიყენება ანთების შესამცირებლად.

  • რა უნდა გაითვალისწინოთ დერმოვეიტის გამოყენებამდე

მიღების წესი და დოზირება

სათანადო გამოყენების ინსტრუქცია და დოზა/შეყვანის სიხშირე:

თუ არის რაიმე,რაც არ გესმით ან გაგიჭირდათ გაგება მიმართეთე ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოიყენება თხელ ფენად, იმ რაოდენობით, რომ დაზიანებული ადგილი რბილად დაიფაროს, დღეში ერთხელ ან ორჯერ, 4 კვირის განმავლობაში გაუმჯობესების მიღწევამდე.შემდეგ გამოყენების სიხშირე მცირდება ან მკურნალობა იცვლება ნაკლებად ძლიერ პრეპარატით. აბსორბციისთვის ადექვატური დრო უნდა დარჩეს ყოველ გამოყენების მერე.

თუ მდგომარეობა გაუარესდება ან 2-4 კვირაში გაუმჯობესება არ არის მკურნალობა და დიაგნოზი თავიდან უნდა დაისვას.

თუ ექიმი არ გეტყვით.

  • არ გამოიყენოთ ზემოთ აღნიშნულზე მეტი
  • არ გამოიყენოთ სხეულის დიდ ზედაპირზე დიდი ხნის განმავლობაში (მაგალითად,კვირების და თვეების განმავლობაში ყოველდღე)
  • სახეზე გამოყენებისას არ უნდა იქნეს გამოყენებული 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.

გამოიყენეთ როგორც ექიმმა გითხრათ, გამოყენების ინსტრუქცია გეტყვით თუ როგორ და რამდენად ხშირად უნდა გამოიყენოთ მედიკამენტი.თუ არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოყენების წესი და მეთოდი:

დერმოვეიტი გამოიყენება მხოლოდ კანზე.კლობეტაზოლის პროპიონატის გამოყენების შემდეგ ხელები უნდა დაიბანოთ, თუ ხელებით არის დამუშავებული ადგილი.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:

გამოყენება ბავშვებში: არ უნდა იქნეს გამოყენებული ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში. არ უნდა იქნეს გამოყენებული ბავშვებში 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში და გამოყენების შემდეგ კანი არ უნდა დაიხუროს.ის უნდა დაინიშნოს ყველაზე მცირე რაოდენობით , რაც სასარგებლო იქნება ბავშვებში.

გამოყენება ხანდაზმულებში:

სასურველი კლინიკური ეფექტის მისაღწევად ის უნდა იქნას გამოყენებული მინიმალური რაოდენობით და უმოკლეს დროში.

სპეციალური გამოყენების შემთხვევები:

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:

სასურველი კლინიკური ეფექტის მისაღწევად ის უნდა იქნეს გამოყენებული მინიმალური რაოდენობით და უმოკლეს დროში.

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ დერმოვეიტის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ გამოიყენეთ იმაზე მეტი დერმოვეიტი ვიდრე საჭიროა:

მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მაღალი დოზები გამოიყენებოდეს მოკლე დროში, ჰიპერკორტიზოლიზმის სიმპტომები (თირკმელზედა ჯირკვლიდან სტეროიდული ჰორმონის გადაჭარბებული სეკრეცია) შეიძლება მოხდეს ხანგრძლივი მაღალი დოზების ან ბოროტად გამოყენების შედეგად და ამ შემთხვევაში დერმოვეიტით მკურნალობა უნდა შემცირდეს და შეწყდეს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის რისკის გამო (თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა).

თუ თქვენ გამოიყენეთ მეტი დერმოვეიტი ვიდრე უნდა გამოგეყენებინათ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ დერმოვეიტის გამოყენება

თუ დაგავიწყდათ მალამოს წასმა , გამოყენეთ ჩვეულებრივი დოზა როდესაც გაგახსენდებათ ან დაელოდეთ თუ ახლოსაა შემდეგი გამოყენების დრო.არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

დერმოვეიტით მკურნალობის შეწყვეტისას მოსალოდნელი ეფექტები

დერმოვეიტით მკურნალობის შეწყვეტისას გვერდითი ეფექტები მოსალოდნელი არ არის.თუმცა, არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

  • რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?

ყველა მედიკამენტის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს დერმოვეიტის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მოხდა, შეწყვიტეთ დერმოვეიტის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

  • ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.

ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია.

თუ თქვენ გაქვთ რომელიმე მათგანი, თქვენ ალერგიული ხართ დერმოვეიტზე შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

უკუჩვენებები

თუ;

  • თქვენ გაქვთ არანამკურნალები კანის ინფექცია
  • გაქვთ მდგომარეობა, სახელწოდებით აკნე ან როზაცეა (ძლიერი სიწითლე კანზე და ცხვირზე), ან პერორალური დერმატიტი (წითელი გამონაყარი პირის გარშემო)
  • თქვენ ალერგიული ხართ კლობეტაზოლის პროპიონატზე ან დერმოვეიტის რომელი კომპონენტზე
  • თუ გაქვთ ქავილი ანთების გარეშე
  • ლაქტაციის პერიოდში ხართ
  • ორსულად ხართ ან გეგმავთ დაორსულებას
  • თუ დაზიანებული ადგილი საფენით ან ბინტით უნდა დაიფაროს
  • სასქესო ორგანოების და ანუსის ქავილის შემთხვევაში
  • კანის ვირუსული ინფექციების დროს (როგორიცაა ჰერპესი, ჩუტყვავილა)
  • კანის დაზიანებები გამოწვეული სოკოთი ან სხვა მიკრობებით
  • 1 წლამდე ბავშვები

გამოიყენეთ დერმოვეიტი ფრთხილად შემდეგ სიტუაციებში

  • არ წაისვათ სახეზე, რომლის კანიც ადვილად თხელდება,თუ ამას ექიმი არ გირჩევთ
  • მოერიდეთ თვალებთან კონტაქტს. თვალებთან კონტაქტის შემთხვევაში ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობით წყლით.
  • ვინაიდან მიჩნეულია, რომ განმეორებითმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კატარაქტა და გლაუკომა, ფრთხილად უნდა იყოთ რომ ის არ მოხვდეს თვალში.
  • არ გამოიყენოთ დიდი ხნის განმავლობაში, თუ გაუმჯობესება არ არის ოთხი კვირის შემდეგ მიმართეთ ექიმს
  • ადგილობრივი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებმა შეიძლება გამოავლინოს დიაგნოზირებული დაავადების მსგავსი სიმპტომები.
  • ბავშვებზე და სახეზე გამოყენებისას მკურნალობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს და უნდა შეწყდეს გამოყენება.
  • თავიდან უნდა იყოს აცილებული დიდი ფართობზე, მაღალი დოზების ხანგრძლივი მიღება, განსაკუთრებით ახალშობილებში და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, თირკმელზედა ჯირკვლის სუპრესიის გამო.
  • ვინაიდან ბავშვები უფრო მგრძნობიარენი არიან ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების კანის გამათხელებელი ეფექტების მიმართ,ბავშვებში დერმოვეიტის გამოყენება უნდა შემოიფარგლებოდეს ხუთი დღით და რეკომენდირებულია მისი გადახედვა ყოველ კვირას.
  • ფსორიაზის მკურნალობას სჭირდება მჭიდრო მონიტორინგი
  • თუ თქვენ ფეხის წყლულის გარშემო დერმატიტის (კანის ანთებითი დაავადების სახეობა) სამკურნალოდ იყენებთ, კორტიკოსტეროიდების გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ალერგიული რეაქცია ან ანთება წყლულის ირგვლივ.
  • ინფიცირებული ანთებითი დაზიანების სამკურნალოდ უნდა იქნას გამოყენებული შესაბამისი ანტიმიკრობული თერაპია.თუ შეინიშნება გაფართოება, დერმოვეიტით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და აუცილებლობის შემთხვევაში დაიწყოს სისტემური ანტიმიკრობული თერაპია.
  • სტეროიდების გახანგრძლივებული ან გადაჭარბებული გამოყენება, თირკმელზედა ჯირკვლის დათრგუნვა და ზოგიერთი ჰორმონალური ცვლილება კუშინგის სინდრომის შედეგია (წონის მატება, მაღალი წნევა (ჰიპერტენზია), მთვარის სახე, ცხიმის დაგროვება კისრის არეში,კანის გამონაყარი, სახის შეწითლება, ქალებში სახესა და სხეულზე თმის ზრდა,სისხლში შაქრის მომატება, კუნთებისა და ძვლების დასუსტება (ოსტეოპოროზი), თირკმელებში კენჭები, ჰორმონალური დაავადება ისეთი სიმპტომებით როგორიცაა დეპრესია და ძილის დარღვევები.როდესაც შეინიშნება ეს მდგომარეობა, ამ პრეპარატის მიღება წყდება თანდათან გამოყენების ციკლის შემცირებით, ან ნაკლებად ძლიერი კორტიკოსტეროიდების გამოყენება.პრეპარატის უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს კორტიკოსტეროიდების დეფიციტი.
  • ექიმის რეკომენდაციის შემთხვევაში დაფარეთ მალამოთი დაფარული ადგილი ჰაერგამტარი ქსოვილით.ქსოვილის დაფარებამდე დარწმუნდით რომ კანის ზედაპირი გაწმენდილია კარგად ინფექციის თავიდან ასაცილებლად.
  • პროპილენგლიკოლის შემცველობის გამო შესაძლოა გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.

გთხოვთ მიმართოთ ექიმს თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ თქვენ თუნდაც წარსულში ნებისმიერ დროს

დერმოვეიტის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი

სიფრთხილის ზომები

კლობეტაზოლი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ადგილობრივი ჰიპერმგრძნობელობა კორტიკოსტეროიდების ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ. ადგილობრივი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებმა შეიძლება გამოავლინოს დიაგნოზირებული დაავადების მსგავსი სიმპტომები (იხ. პუნქტი 4.8).

ჰიპერკორტიზოლიზმმა (კუშინგის სინდრომი), რომელიც იწვევს გლუკოკორტიკოსტეროიდების დეფიციტს და ჰიპოთალამუს ჰიპოფიზის თირკმელზედა ჯირკვლის (HPA) ღერძის შექცევად დათრგუნვას, შესაძლოა ზოგიერთ ადამიანში გამოიწვიოს ადგილობრივი სტეროიდების სისტემური აბსორბციის გაზრდა. მსგავსი სიტუაციის გამოვლენისას მცირდება პრეპარატის მიღების სიხშირე და თანდათან წყდება პრეპარატის მიღება, ან ხდება ნაკლებად ძლიერი კორტიკოსტეროიდის შეყვანა. პრეპარატის უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს გლუკოკორტიკოსტეროიდების დეფიციტი.

რისკის ფაქტორები, რომლებიც ზრდის სისტემურ ეფექტებს:

ადგილობრივი სტეროიდების ფორმირება და ზეგავლენა

გამოყენების დრო

ფართო ზედაპირზე გამოყენება

ოკლუზიური უბნები მაგ. მოხრის ადგილებში, ან დახურულ ადგილებში, სადაც გამოიყენება საფენები.

რქოვანას შრის მომატებული დატენიანება

გამოყენება კანის თხელ ადგილებში მაგ. სახეზე

გამოყენება ისეთ ადგილებში, სადაც კანის საფარი დაზიანებულია ნაპრალების ან სხვა მიზეზების გამო.

უფროსებთან შედარებით, ბავშვები და ჩვილები უფრო მგრძნობიარენი არიან სისტემური ეფექტების მიმართ უფრო მაღალი შეწოვის გამო. ეს გამოწვეულია იმით, რომ ბავშვთა კანის საფარი ბოლომდე არ არის მომწიფებული და მათ უფრო დიდი კანის ზედაპირი აქვთ მოზრდილებთან შედარებით.

სიფრთხილეა საჭირო, რომ პრეპარატი არ მოხვდეს თვალებთან კონტაქტში. თვალებთან კონტაქტის შემთხვევაში უნდა დაიბანოთ ჭარბი რაოდენობით წყლით.

გრძელვადიანი ადგილობრივი კორტიკოსტეროიდული თერაპია თავიდან უნდა იქნას აცილებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებსა და ჩვილებში, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლის დათრგუნვა.

ბავშვები უფრო მგრძნობიარენი არიან ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების ატროფიული ეფექტების მიმართ. თუ დემოვეიტი უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებში, რეკომენდებულია მკურნალობა შემოიფარგლოს რამდენიმე დღით და გადაიხედოს ყოველ კვირას.

ბავშვებში და სახეზე გამოყენებისას მკურნალობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს და ოკლუზია არ უნდა იქნას გამოყენებული. ვინაიდან პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გლაუკომა და კატარაქტა, ფრთხილად უნდა იყოთ, რომ თვალებში არ მოხვდეს ქუთუთოებზე გამოყენებისას. თუ ის მოხვდება თვალებში, დაზარალებული თვალი უნდა დაიბანოთ ჭარბი რაოდენობით წყლით. სახეზე წასმა არასასურველია, რადგან ეს ზონა უფრო მგრძნობიარეა ატროფიული ცვლილებების მიმართ. სახეზე წასმის შემთხვევაში მკურნალობა უნდა შემოიფარგლოს 5 დღით. ბაქტერიული ინფექციები ვითარდება სითბოს, კანის ფენებს შორის ტენიანი გარემოს ან დახურული ტანსაცმლის გამო. დახურული ტანსაცმლის გამოყენების შემდეგ კანი უნდა გაიწმინდოს ახალი ტანსაცმლის გამოყენების წინ.

ლოკალური სტეროიდები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ფსორიაზის დროს. ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნა ადგილობრივი და სისტემური ტოქსიკურობა რეციდივის შემთხვევების, ტოლერანტობის განვითარების, ფართოდ გავრცელებული პუსტულური ფსორიაზის რისკისა და კანის ბარიერული ფუნქციის დაქვეითების გამო. ფსორიაზის დროს ადგილობრივი სტეროიდების გამოყენებისას მნიშვნელოვანია პაციენტების მჭიდრო მონიტორინგი. ადგილობრივი კორტიკოსტეროიდები ზოგჯერ გამოიყენება დერმატიტის სამკურნალოდ ფეხის ქრონიკული წყლულების გარშემო. თუმცა, ეს გამოყენება შეიძლება დაკავშირებული იყოს ადგილობრივი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების უფრო მაღალ რისკთან და ადგილობრივი ინფექციის გაზრდილ რისკთან.

ინფიცირებული ანთებითი დაზიანებების ადგილობრივი კორტიკოსტეროიდებით მკურნალობისას უნდა იქნას გამოყენებული შესაბამისი ანტიმიკრობული თერაპია. თუ ინფექციის რაიმე გავრცელება შეინიშნება, კორტიკოსტეროიდული თერაპია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და უნდა დაინიშნოს სისტემური ანტიმიკრობული საშუალებები. ოკლუზიური სახვევის მიერ შექმნილ თბილ და ტენიან გარემოს შეუძლია დააჩქაროს ბაქტერიული ინფექცია, ამიტომ ახალი ოკლუზიური სახვევის წასმამდე კანი უნდა გაიწმინდოს. მასში შემავალმა პროპილენ გლიკოლმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

CYP3A4 ინჰიბიტორებთან (მაგ. რიტონავირი, იტრაკონაზოლი) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება დათრგუნოს კორტიკოსტეროიდების მეტაბოლიზმი. ნაჩვენებია, რომ იწვევს სისტემური ექსპოზიციის ზრდას. ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა დამოკიდებულია შეყვანილი კორტიკოსტეროიდის დოზაზე და შეყვანის გზაზე და CYP3A4 ინჰიბიტორის სიმძლავრეზე.

დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციების შესახებ

არ არის მოხსენებული.

პედიატრიული პოპულაცია

არ არის მოხსენებული.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, დერმოვეიტი უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს მინიმალური რაოდენობით და უმოკლეს დროში.

თუ მკურნალობის დროს მიხვდებით რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უცნობია გადადის თუ არა დერმოვეიტის დედის რძეში, ვინაიდან მრავალი პრეპარატი გადადის დედის რძეში, დერმოვეიტი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული მეძუძურ დედებში.ძუძუთი კვების დროს არ უნდა წაისვათ მკერდზე, რათა ბავშვმა არ გადაყლაპოს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ არის მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

დერმოვეიტის შემადგენლობაში შემავალი დამხმარე ნივთიერებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია

მას შეუძლია კანის გაღიზიანება მასში შემავალი პროპილენგლიკოლის გამო

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

აცნობეთ ექიმს თუ იღებთ რიტონავირს (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ) იტრაკონაზოლს (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ).

თუ ამჟამად იყენებთ ან ცოტა ხნის წინ იყენებდით რაიმე რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე გასაცემ მედიკამენტს, გთხოვთ აცნობოთ მათ შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირი: შეიძლება მოხდეს 10-დან 1 პაციენტში მაინც.

ხშირი: 1-ზე ნაკლები 10 პაციენტიდან, მაგრამ 1-ზე მეტი 100 პაციენტში.

არახშირი: 1-ზე ნაკლები 100 პაციენტში, მაგრამ 1-ზე მეტი 1000 პაციენტში.

იშვიათი: 1-ზე ნაკლები 1000-დან, მაგრამ 1-ზე მეტი 10000 პაციენტში

ხილული.

ძალიან იშვიათი: 1-ზე ნაკლები 10000 პაციენტიდან.

უცნობია: არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით.

ხშირი გვერდითი მოვლენები

  • სიწითლე, გამონაყარი ,ქავილი, წვა, კონტაქტური ალერგიული რეაქცია წასმის ადგილზე

არც ისე ხშირი გვერდითი მოვლენები

  • კანის გათხელება, ზოლები
  • კანის ზედაპირზე გამოკვეთილი ვენა

იშვიათი გვერდითი მოვლენები

  • წონაში მომატება
  • მთვარის სახე/დამრგვალება
  • სიმსუქნე
  • კანის გათხელება
  • კანის ნაოჭი
  • მშრალი კანი
  • კანის ზედაპირის ქვეშ სისხლძარღვების გამოჩენა
  • კანის ფერის შეცვლა
  • სხეულზე თმის მომატება
  • თმის ცვენა/ზრდის შეფერხება/გათხელება
  • ალერგიული რეაქცია წასმის ადგილას
  • კანის მდგომარეობის გაუარესება
  • წასმის ადგილის გაღიზიანება
  • სიწითლე
  • გამონაყარი , ქავილი
  • აკნე
  • ანთებითი გამონაყარი თუ გაქვთ ფსორიაზი
  • კანის ინფექცია
  • წონის მომატება/ნელი ზრდა ბავშვებში
  • სისხლში კორტიზოლის ჰორმონის დაქვეითება
  • სისხლში შაქრის დონის მომატება და შარდი შაქრის არსებობა
  • არტერიული წნევის მომატება
  • დაბინდვა თვალის ლინზაში (კატარაქტა)
  • გაზრდილი ინტრაოკულარული წნევა (კატარაქტა)
  • სისუსტე ძვლებში მინერალების დაკარგვის გამო (ოსტეოპოროზი)

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტების მოხსენება:

დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას ნებისმიერი გვერდითი ეფექტების შემთხვევაში, რომელიც შედის ან არ არის გამოყენების ინსტრუქციაში. ასევე, შეატყობინეთ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM) გვერდითი ეფექტების შესახებ, დააწკაპუნეთ ხატულაზე „მედიკამენტების გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება“ www.titck.gov.tr–ზე ან დარეკეთ გვერდითი ეფექტების მოხსენების ხაზზე 0 800 314 00. 08. წარმოქმნილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ წვლილი შეიტანთ მეტი ინფორმაციის მიღებაში იმ წამლის უსაფრთხოების შესახებ, რომელსაც იყენებთ.

  • დერმოვეიტის შენახვა

შეინახეთ დერმოვეიტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და შეფუთვაში.

ინახება 300C-ზე დაბლა, ოთახის ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადების შესაბამისად.

არ გამოიყენოთ დერმოვეიტი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანმიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ საკოლექციო სისტემას.

ლიცენზიის მფლობელი:

GlaxoSmithKline İlaçları San. ve Tic. A.Ş.

  • Levent Plaza Büyükdere Cad. No: 173 B Blok 34394 1. Levent/İSTANBUL

წარმოების ადგილი: Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş., Esenyurt,İstanbul

გამოყენების ეს ინსტრუქცია დამტკიცდა 07/07/2021

© 2021, GSK ჯგუფის კომპანიები

დერმოვეიტი 0,05% მალამო

0,05% a/a კლობეტაზოლ 17-პროპიონატი

გამოიყენება კანზე

50გრამი

GSK

  • არ შეიძინოთ შეფუთვები დაზიანებული ტუბის მემბრანით.

მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს 0,05% a/a კლობეტაზოლ 17-პროპიონატს.

დამხმარე ნივთიერების სახით პროპილენ გლიკოლს, თეთრ რბილ პარაფინს და არლასელ 83 (სორბიტანის სესქვიოლეატი) შეიცავს.დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ გამოყენების ინსტრუქცია.

გამოყენებამდე წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია.

მოულოდნელი ეფექტის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და შეფუთვაში.

გაიცემა რეცეპტით.

შეინახეთ 300C-ზე დაბლა ოთახის ტემპერატურაზე.

გარეგანი გამოყენებისთვის.

დაჭრილი ან გახსნილი შეფუთვა არ შეიძინოთ.

ლიცენზიის მფლობელი: GlaxoSmithKline İlaçları San. ve Tic. A.Ş.,

Levent/ İstanbul.

წარმოების ადგილი: Abdi İbrahim İlaç Sanayi ve Ticaret A.Ş.,

Esenyurt,İstanbul

ლიცენზიის ნომერი:20.2.1986-138/22

GlaxoSmithKline კომპანიების ჯგუფის რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი.

დერმოვეიტი 0,05% მალამო

სერია:

ვადა:

(01)

(21)

2D კოდი

ლიცენზიის მფლობელი: GlaxoSmithKline İlaçları San. ve Tic. A.Ş.

A10001748-02

ჭარბი დოზა

ადგილობრივად გამოყენებული კლობეტაზოლი საკმარისად შეიწოვება სისტემური ეფექტის მისაღებად. მწვავე ჭარბი დოზირება ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ჰიპერკორტიზოლიზმის სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს ქრონიკული ზედოზირების ან არასწორი გამოყენების შედეგად. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში კლობეტაზოლის მიღება უნდა შეწყდეს შეყვანის სიხშირის შემცირებით ან ნაკლებად ძლიერი კორტიკოსტეროიდით ჩანაცვლებით გლუკოკორტიკოსტეროიდების უკმარისობის რისკის გამო.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: შეიცავს 0.05% კლობეტაზოლ 17-პროპიონატს.

დამხმარე ნივთიერებები

პროპილენ გლიკოლი 5%

სხვა დამხმარე ნივთიერებებისთვის იხილეთ 6.1

შენახვის პირობები

24 თვე

  • 4. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

ინახება არაუმეტეს 30°C ოთახის ტემპერატურაზე.

  • 5. შეფუთვის ფორმა და შემცველობა

25გრ და 50გრ ტუბები მოთავსებულია მუყაოს კოლოფებში

  • 6. ადამიანის გამოყენების სამკურნალო პროდუქტის ნარჩენების უტილიზაცია და სხვა სპეციალური ღონისძიებები

გამოუყენებელი პროდუქტები ან ნარჩენები უნდა განადგურდეს "სამედიცინო ნარჩენების კონტროლის რეგულაციების" და "შეფუთვისა და შეფუთვის ნარჩენების კონტროლის შესახებ დებულების“ შესაბამისად.

  • ლიცენზიის მფლობელი

GlaxoSmithKline Services Unlimited-ის ლიცენზიით

GlaxoSmithKline İlaçları Sanayi ve Tic. Inc. ლევენტი/სტამბოლი

ტელ: 212 339 44 00

ფაქსი: 212 339 45 00

  • ლიცენზიის ნომერი

138/22

  • პირველი ლიცენზიის თარიღი/ლიცენზიის განახლების თარიღი

პირველი ლიცენზიის თარიღი: 20.02.1986

ლიცენზიის განახლების თარიღი:

  • პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციის განახლების თარიღი
  • 05.2017

თარგმანი სწორია:

ფარმაკოლოგიური თვისებები

ძალიან ძლიერი კორტიკოსტეროიდები (ადგილობრივი დერმატოლოგიური) (IV ჯგუფი)

ათქ კოდი: D07AD01

ადგილობრივი კორტიკოსტეროიდები წარმოადგენენ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, რომლებიც თრგუნავენ გვიანი სტადიის ალერგიულ რეაქციებს სხვადასხვა მექანიზმით, მათ შორის მასტი უჯრედების სიმკვრივის შემცირების, ქიმიოტაქსის და ეოზინოფილების აქტივაციის შემცირების გზით, ლიმფოციტების, მონოციტების, მასტოციტების და ეოზინოფილების მეშვეობით ციტოინდუქციის შემცირების გზით და არაქიდონის მჟავას მჟავიანობის-ნივთიერებათა ცვლის დათრგუნვის გზით. ადგილობრივ კორტიკოსტეროიდებს აქვთ ანთების საწინააღმდეგო, ქავილის საწინააღმდეგო და ვაზოკონსტრიქტორული თვისებები.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია

ადგილობრივი სტეროიდები სისტემურად შეიწოვებიან დაუზიანებელი კანიდან. ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების დერმული აბსორბციის ხარისხი დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, როგორიცაა გამოყენებული მეთოდი და ეპიდერმული ბარიერის მთლიანობა. ოკლუზიურმა გამოყენებამ, ანთებამ და/ან კანის სხვა დაავადებებმა შეიძლება ასევე გაზარდოს შეწოვის ხარისხი.

განაწილება

ერთ კვლევაში, 30 გ კლობეტაზოლის პროპიონატის 0.05% მალამოს მეორე მიღებიდან 8 საათის შემდეგ ჯანმრთელი კანის მქონე სუბიექტებში (პირველი გამოყენებიდან 13 საათის შემდეგ), კლობეტაზოლის პროპიონატის საშუალო პიკური პლაზმური კონცენტრაცია შეადგენდა 0.63 ნგ/მლ.

30 გ კლობეტაზოლის პროპიონატის 0.05% კრემის მეორე დოზის მიღების შემდეგ, პლაზმაში საშუალო პიკური კონცენტრაცია ოდნავ მაღალი იყო მალამოსთან შედარებით და დაფიქსირდა გამოყენების შემდეგ 10 საათის შემდეგ. ცალკეულ კვლევაში, საშუალო პიკური პლაზმური კონცენტრაცია დაახლოებით 2,3 ნგ/მლ და 4,6 ნგ/მლ დაფიქსირდა 25 გ კლობეტაზოლის პროპიონატის 0,05% მალამოს ერთჯერადი გამოყენებიდან 3 საათის შემდეგ ფსორიაზით და ეგზემით დაავადებულ პაციენტებში, შესაბამისად. საჭიროა სპეციალური ფარმაკოდინამიკური გაზომვები ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების სისტემური ზემოქმედების შეფასებისას, რადგან ცირკულირების დონე არის გამოვლენის ზღვარს ქვემოთ.

ბიოტრანსფორმაცია

მას შემდეგ, რაც ადგილობრივი კორტიკოსტეროიდები შეიწოვება კანში, ისინი გადიან იგივე მეტაბოლურ გზებს, როგორც სისტემური კორტიკოსტეროიდები. მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლში და გამოიყოფა თირკმელებით.

ელიმინაცია

ადგილობრივი კორტიკოსტეროიდები გამოიყოფა თირკმელებით. გარდა ამისა, ზოგიერთი მეტაბოლიტი გამოიყოფა ნაღველთან ერთად.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

დერმოვეიტი % 0,05 მალამო

გამოიყენება კანზე

მოქმედი ნივთიერება: შეიცავს 0,05% a/a კლობეტაზოლ 17-პროპიონატს.

დამხმარე ნივთიერებები: პროპილენ გლიკოლი,თეთრი რბილი პარაფინი, არლასელი 83 (სორბიტანის სესქვიოლეატი)

ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია,

რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

o შეინახეთ ეს გამოყენების ინსტრუქცია.შესაძლოა დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.

o თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

o ეს წამალი გამოწერილია პირადად თქვენთვის, არ მისცეთ ის სხვებს.

o ამ მედიკამენტის გამოყენებისას, როდესაც მიდიხართ ექიმთან ან საავადმყოფოში, აცნობეთ თქვენს ექიმს რომ იყენებთ ამ წამალს.

o ზუსტად დაიცავით რაც წერია ამ ინსტრუქციაში. პრეპარატის თქვენთვის რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზა არ გამოიყენოთ.

ამ გამოყენების ინსტრუქციაში:

  • რა არის დერმოვეიტი და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა გაითვალისწინოთ დერმოვეიტის გამოყენებამდე
  • როგორ გამოვიყენოთ დერმოვეიტი?
  • რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?
  • დერმოვეიტის შენახვა

სათაურებში შედის

  • რა არის დერმოვეიტი და რისთვის გამოიყენება

დერმოვეიტი ადგილობრივი სტეროიდების ჯგუფს მიეკუთვნება და გამოიყენება კანზე წასასმელად.ადგილობრივი სტეროიდები ამცირებს ქავილს და სიწითლეს კანის გარკვეული პრობლემების დროს.

დერმოვეიტი ხელმისაწვდომია მალამოს სახით 25გ და 50გრ ტუბებში.

დერმოვეიტი გამოიყენება კანის პრობლემებისთვის, როგორიცაა დისკოიდური წითელი მგლურა( ლაქები როგორც წესი სახეზე - კანის ერთგვარი დაავადება) ბრტყელი ლიქენი (კანის კეთილთვისებიანი დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს კანზე, კანის დანამატებსა და ლორწოვან გარსებზე), ფსორიაზი და რთულად სამკურნალო დერმატოზები (კანის დაავადებები), გამოიყენება ანთების შესამცირებლად.

  • რა უნდა გაითვალისწინოთ დერმოვეიტის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ დერმოვეიტი შემდეგ პირობებში

თუ;

  • თქვენ გაქვთ არანამკურნალები კანის ინფექცია
  • გაქვთ მდგომარეობა, სახელწოდებით აკნე ან როზაცეა (ძლიერი სიწითლე კანზე და ცხვირზე), ან პერორალური დერმატიტი (წითელი გამონაყარი პირის გარშემო)
  • თქვენ ალერგიული ხართ კლობეტაზოლის პროპიონატზე ან დერმოვეიტის რომელი კომპონენტზე
  • თუ გაქვთ ქავილი ანთების გარეშე
  • ლაქტაციის პერიოდში ხართ
  • ორსულად ხართ ან გეგმავთ დაორსულებას
  • თუ დაზიანებული ადგილი საფენით ან ბინტით უნდა დაიფაროს
  • სასქესო ორგანოების და ანუსის ქავილის შემთხვევაში
  • კანის ვირუსული ინფექციების დროს (როგორიცაა ჰერპესი, ჩუტყვავილა)
  • კანის დაზიანებები გამოწვეული სოკოთი ან სხვა მიკრობებით
  • 1 წლამდე ბავშვები

გამოიყენეთ დერმოვეიტი ფრთხილად შემდეგ სიტუაციებში

  • არ წაისვათ სახეზე, რომლის კანიც ადვილად თხელდება,თუ ამას ექიმი არ გირჩევთ
  • მოერიდეთ თვალებთან კონტაქტს. თვალებთან კონტაქტის შემთხვევაში ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობით წყლით.
  • ვინაიდან მიჩნეულია, რომ განმეორებითმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კატარაქტა და გლაუკომა, ფრთხილად უნდა იყოთ რომ ის არ მოხვდეს თვალში.
  • არ გამოიყენოთ დიდი ხნის განმავლობაში, თუ გაუმჯობესება არ არის ოთხი კვირის შემდეგ მიმართეთ ექიმს
  • ადგილობრივი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებმა შეიძლება გამოავლინოს დიაგნოზირებული დაავადების მსგავსი სიმპტომები.
  • ბავშვებზე და სახეზე გამოყენებისას მკურნალობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს და უნდა შეწყდეს გამოყენება.
  • თავიდან უნდა იყოს აცილებული დიდი ფართობზე, მაღალი დოზების ხანგრძლივი მიღება, განსაკუთრებით ახალშობილებში და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, თირკმელზედა ჯირკვლის სუპრესიის გამო.
  • ვინაიდან ბავშვები უფრო მგრძნობიარენი არიან ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების კანის გამათხელებელი ეფექტების მიმართ,ბავშვებში დერმოვეიტის გამოყენება უნდა შემოიფარგლებოდეს ხუთი დღით და რეკომენდირებულია მისი გადახედვა ყოველ კვირას.
  • ფსორიაზის მკურნალობას სჭირდება მჭიდრო მონიტორინგი
  • თუ თქვენ ფეხის წყლულის გარშემო დერმატიტის (კანის ანთებითი დაავადების სახეობა) სამკურნალოდ იყენებთ, კორტიკოსტეროიდების გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ალერგიული რეაქცია ან ანთება წყლულის ირგვლივ.
  • ინფიცირებული ანთებითი დაზიანების სამკურნალოდ უნდა იქნას გამოყენებული შესაბამისი ანტიმიკრობული თერაპია.თუ შეინიშნება გაფართოება, დერმოვეიტით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და აუცილებლობის შემთხვევაში დაიწყოს სისტემური ანტიმიკრობული თერაპია.
  • სტეროიდების გახანგრძლივებული ან გადაჭარბებული გამოყენება, თირკმელზედა ჯირკვლის დათრგუნვა და ზოგიერთი ჰორმონალური ცვლილება კუშინგის სინდრომის შედეგია (წონის მატება, მაღალი წნევა (ჰიპერტენზია), მთვარის სახე, ცხიმის დაგროვება კისრის არეში,კანის გამონაყარი, სახის შეწითლება, ქალებში სახესა და სხეულზე თმის ზრდა,სისხლში შაქრის მომატება, კუნთებისა და ძვლების დასუსტება (ოსტეოპოროზი), თირკმელებში კენჭები, ჰორმონალური დაავადება ისეთი სიმპტომებით როგორიცაა დეპრესია და ძილის დარღვევები.როდესაც შეინიშნება ეს მდგომარეობა, ამ პრეპარატის მიღება წყდება თანდათან გამოყენების ციკლის შემცირებით, ან ნაკლებად ძლიერი კორტიკოსტეროიდების გამოყენება.პრეპარატის უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს კორტიკოსტეროიდების დეფიციტი.
  • ექიმის რეკომენდაციის შემთხვევაში დაფარეთ მალამოთი დაფარული ადგილი ჰაერგამტარი ქსოვილით.ქსოვილის დაფარებამდე დარწმუნდით რომ კანის ზედაპირი გაწმენდილია კარგად ინფექციის თავიდან ასაცილებლად.
  • პროპილენგლიკოლის შემცველობის გამო შესაძლოა გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.

გთხოვთ მიმართოთ ექიმს თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ თქვენ თუნდაც წარსულში ნებისმიერ დროს

დერმოვეიტის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი

ორსულობა

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, დერმოვეიტი უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს მინიმალური რაოდენობით და უმოკლეს დროში.

თუ მკურნალობის დროს მიხვდებით რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უცნობია გადადის თუ არა დერმოვეიტის დედის რძეში, ვინაიდან მრავალი პრეპარატი გადადის დედის რძეში, დერმოვეიტი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული მეძუძურ დედებში.ძუძუთი კვების დროს არ უნდა წაისვათ მკერდზე, რათა ბავშვმა არ გადაყლაპოს.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვა

არ არის მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

დერმოვეიტის შემადგენლობაში შემავალი დამხმარე ნივთიერებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია

მას შეუძლია კანის გაღიზიანება მასში შემავალი პროპილენგლიკოლის გამო

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

აცნობეთ ექიმს თუ იღებთ რიტონავირს (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ) იტრაკონაზოლს (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ).

თუ ამჟამად იყენებთ ან ცოტა ხნის წინ იყენებდით რაიმე რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე გასაცემ მედიკამენტს, გთხოვთ აცნობოთ მათ შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • როგორ გამოვიყენოთ დერმოვეიტი?

სათანადო გამოყენების ინსტრუქცია და დოზა/შეყვანის სიხშირე:

თუ არის რაიმე,რაც არ გესმით ან გაგიჭირდათ გაგება მიმართეთე ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოიყენება თხელ ფენად, იმ რაოდენობით, რომ დაზიანებული ადგილი რბილად დაიფაროს, დღეში ერთხელ ან ორჯერ, 4 კვირის განმავლობაში გაუმჯობესების მიღწევამდე.შემდეგ გამოყენების სიხშირე მცირდება ან მკურნალობა იცვლება ნაკლებად ძლიერ პრეპარატით. აბსორბციისთვის ადექვატური დრო უნდა დარჩეს ყოველ გამოყენების მერე.

თუ მდგომარეობა გაუარესდება ან 2-4 კვირაში გაუმჯობესება არ არის მკურნალობა და დიაგნოზი თავიდან უნდა დაისვას.

თუ ექიმი არ გეტყვით.

  • არ გამოიყენოთ ზემოთ აღნიშნულზე მეტი
  • არ გამოიყენოთ სხეულის დიდ ზედაპირზე დიდი ხნის განმავლობაში (მაგალითად,კვირების და თვეების განმავლობაში ყოველდღე)
  • სახეზე გამოყენებისას არ უნდა იქნეს გამოყენებული 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.

გამოიყენეთ როგორც ექიმმა გითხრათ, გამოყენების ინსტრუქცია გეტყვით თუ როგორ და რამდენად ხშირად უნდა გამოიყენოთ მედიკამენტი.თუ არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოყენების წესი და მეთოდი:

დერმოვეიტი გამოიყენება მხოლოდ კანზე.კლობეტაზოლის პროპიონატის გამოყენების შემდეგ ხელები უნდა დაიბანოთ, თუ ხელებით არის დამუშავებული ადგილი.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:

გამოყენება ბავშვებში: არ უნდა იქნეს გამოყენებული ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში. არ უნდა იქნეს გამოყენებული ბავშვებში 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში და გამოყენების შემდეგ კანი არ უნდა დაიხუროს.ის უნდა დაინიშნოს ყველაზე მცირე რაოდენობით , რაც სასარგებლო იქნება ბავშვებში.

გამოყენება ხანდაზმულებში:

სასურველი კლინიკური ეფექტის მისაღწევად ის უნდა იქნას გამოყენებული მინიმალური რაოდენობით და უმოკლეს დროში.

სპეციალური გამოყენების შემთხვევები:

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:

სასურველი კლინიკური ეფექტის მისაღწევად ის უნდა იქნეს გამოყენებული მინიმალური რაოდენობით და უმოკლეს დროში.

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ დერმოვეიტის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ გამოიყენეთ იმაზე მეტი დერმოვეიტი ვიდრე საჭიროა:

მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მაღალი დოზები გამოიყენებოდეს მოკლე დროში, ჰიპერკორტიზოლიზმის სიმპტომები (თირკმელზედა ჯირკვლიდან სტეროიდული ჰორმონის გადაჭარბებული სეკრეცია) შეიძლება მოხდეს ხანგრძლივი მაღალი დოზების ან ბოროტად გამოყენების შედეგად და ამ შემთხვევაში დერმოვეიტით მკურნალობა უნდა შემცირდეს და შეწყდეს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის რისკის გამო (თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა).

თუ თქვენ გამოიყენეთ მეტი დერმოვეიტი ვიდრე უნდა გამოგეყენებინათ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ დერმოვეიტის გამოყენება

თუ დაგავიწყდათ მალამოს წასმა , გამოყენეთ ჩვეულებრივი დოზა როდესაც გაგახსენდებათ ან დაელოდეთ თუ ახლოსაა შემდეგი გამოყენების დრო.არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

დერმოვეიტით მკურნალობის შეწყვეტისას მოსალოდნელი ეფექტები

დერმოვეიტით მკურნალობის შეწყვეტისას გვერდითი ეფექტები მოსალოდნელი არ არის.თუმცა, არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

  • რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?

ყველა მედიკამენტის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს დერმოვეიტის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მოხდა, შეწყვიტეთ დერმოვეიტის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

  • ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.

ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია.

თუ თქვენ გაქვთ რომელიმე მათგანი, თქვენ ალერგიული ხართ დერმოვეიტზე შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია შემდეგ კატეგორიებში:

ძალიან ხშირი: შეიძლება მოხდეს 10-დან 1 პაციენტში მაინც.

ხშირი: 1-ზე ნაკლები 10 პაციენტიდან, მაგრამ 1-ზე მეტი 100 პაციენტში.

არახშირი: 1-ზე ნაკლები 100 პაციენტში, მაგრამ 1-ზე მეტი 1000 პაციენტში.

იშვიათი: 1-ზე ნაკლები 1000-დან, მაგრამ 1-ზე მეტი 10000 პაციენტში

ხილული.

ძალიან იშვიათი: 1-ზე ნაკლები 10000 პაციენტიდან.

უცნობია: არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით.

ხშირი გვერდითი მოვლენები

  • სიწითლე, გამონაყარი ,ქავილი, წვა, კონტაქტური ალერგიული რეაქცია წასმის ადგილზე

არც ისე ხშირი გვერდითი მოვლენები

  • კანის გათხელება, ზოლები
  • კანის ზედაპირზე გამოკვეთილი ვენა

იშვიათი გვერდითი მოვლენები

  • წონაში მომატება
  • მთვარის სახე/დამრგვალება
  • სიმსუქნე
  • კანის გათხელება
  • კანის ნაოჭი
  • მშრალი კანი
  • კანის ზედაპირის ქვეშ სისხლძარღვების გამოჩენა
  • კანის ფერის შეცვლა
  • სხეულზე თმის მომატება
  • თმის ცვენა/ზრდის შეფერხება/გათხელება
  • ალერგიული რეაქცია წასმის ადგილას
  • კანის მდგომარეობის გაუარესება
  • წასმის ადგილის გაღიზიანება
  • სიწითლე
  • გამონაყარი , ქავილი
  • აკნე
  • ანთებითი გამონაყარი თუ გაქვთ ფსორიაზი
  • კანის ინფექცია
  • წონის მომატება/ნელი ზრდა ბავშვებში
  • სისხლში კორტიზოლის ჰორმონის დაქვეითება
  • სისხლში შაქრის დონის მომატება და შარდი შაქრის არსებობა
  • არტერიული წნევის მომატება
  • დაბინდვა თვალის ლინზაში (კატარაქტა)
  • გაზრდილი ინტრაოკულარული წნევა (კატარაქტა)
  • სისუსტე ძვლებში მინერალების დაკარგვის გამო (ოსტეოპოროზი)

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტების მოხსენება:

დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას ნებისმიერი გვერდითი ეფექტების შემთხვევაში, რომელიც შედის ან არ არის გამოყენების ინსტრუქციაში. ასევე, შეატყობინეთ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM) გვერდითი ეფექტების შესახებ, დააწკაპუნეთ ხატულაზე „მედიკამენტების გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება“ www.titck.gov.tr–ზე ან დარეკეთ გვერდითი ეფექტების მოხსენების ხაზზე 0 800 314 00. 08. წარმოქმნილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ წვლილი შეიტანთ მეტი ინფორმაციის მიღებაში იმ წამლის უსაფრთხოების შესახებ, რომელსაც იყენებთ.

  • დერმოვეიტის შენახვა

შეინახეთ დერმოვეიტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და შეფუთვაში.

ინახება 300C-ზე დაბლა, ოთახის ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადების შესაბამისად.

არ გამოიყენოთ დერმოვეიტი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანმიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ საკოლექციო სისტემას.

ლიცენზიის მფლობელი:

GlaxoSmithKline İlaçları San. ve Tic. A.Ş.

  • Levent Plaza Büyükdere Cad. No: 173 B Blok 34394 1. Levent/İSTANBUL

წარმოების ადგილი: Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş., Esenyurt,İstanbul

გამოყენების ეს ინსტრუქცია დამტკიცდა 07/07/2021

© 2021, GSK ჯგუფის კომპანიები

დერმოვეიტი 0,05% მალამო

0,05% a/a კლობეტაზოლ 17-პროპიონატი

გამოიყენება კანზე

50გრამი

GSK

  • არ შეიძინოთ შეფუთვები დაზიანებული ტუბის მემბრანით.

მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს 0,05% a/a კლობეტაზოლ 17-პროპიონატს.

დამხმარე ნივთიერების სახით პროპილენ გლიკოლს, თეთრ რბილ პარაფინს და არლასელ 83 (სორბიტანის სესქვიოლეატი) შეიცავს.დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ გამოყენების ინსტრუქცია.

გამოყენებამდე წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია.

მოულოდნელი ეფექტის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და შეფუთვაში.

გაიცემა რეცეპტით.

შეინახეთ 300C-ზე დაბლა ოთახის ტემპერატურაზე.

გარეგანი გამოყენებისთვის.

დაჭრილი ან გახსნილი შეფუთვა არ შეიძინოთ.

დერმოვეიტი 0,05% მალამო

0,05% a/a კლობეტაზოლ 17-პროპიონატი

გამოიყენება კანზე

50გრამი

GSK

  • არ შეიძინოთ შეფუთვები დაზიანებული ტუბის მემბრანით.

ლიცენზიის მფლობელი: GlaxoSmithKline İlaçları San. ve Tic. A.Ş.,

Levent/ İstanbul.

წარმოების ადგილი: Abdi İbrahim İlaç Sanayi ve Ticaret A.Ş.,

Esenyurt,İstanbul

ლიცენზიის ნომერი:20.2.1986-138/22

GlaxoSmithKline კომპანიების ჯგუფის რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი.

დერმოვეიტი 0,05% მალამო

სერია:

ვადა:

(01)

(21)

2D კოდი

დერმოვეიტი 0,05% მალამო

0,05% a/a კლობეტაზოლ 17-პროპიონატი

გამოიყენება კანზე

50გრამი

GSK

  • არ შეიძინოთ შეფუთვები დაზიანებული ტუბის მემბრანით.

სერია:

მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს 0,05% a/a კლობეტაზოლ 17-პროპიონატს.

დამხმარე ნივთიერების სახით პროპილენ გლიკოლს, თეთრ რბილ პარაფინს და არლასელ 83 (სორბიტანის სესქვიოლეატი) შეიცავს.დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ გამოყენების ინსტრუქცია.

გამოყენებამდე წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია.

გარეგანი გამოყენებისთვის.

შეინახეთ 300C-ზე დაბლა ოთახის ტემპერატურაზე.

ლიცენზიის მფლობელი: GlaxoSmithKline İlaçları San. ve Tic. A.Ş.

Levent/ İstanbul.

წარმოების ადგილი: Abdi İbrahim İlaç Sanayi ve Ticaret A.Ş.,

Esenyurt,İstanbul

ლიცენზიის ნომერი:20.2.1986-138/22

GlaxoSmithKline კომპანიების ჯგუფის რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი.

ვადა:

A10001748-02

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა