პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კორტიკოსტეროიდები

კლოვეიტი

CLOVATE®

ურეცეპტოდ0.05%ინსტრუქცია ქართულადპოლონეთი
რისთვის გამოიყენება

კლობეტაზოლი ძალიან ძლიერი გლუკოკორტიკოსტეროიდია და გამოიყენება ხანმოკლე მკურნალობისას ანთების სიმპტომებისა და კანის ქავილის სამკურნალოდ გლუკოკორტიკოსტეროიდებით თერაპიისადმი მგრძნობიარე დერმატოზებისა და ნაკლები სიძლიერის მქონე გლუკოკორტიკოსტეროიდების არაეფექტურობის დროს (მოზრდილებში, ხანდაზმულ პირებსა და ბავშვებში 1 …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
კლობეტაზოლი (clobetasol)
ფორმა და შეფუთვა
0.05% (0.5მგ/გ) 25გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1
მწარმოებელი
Pharmaceutical Works Jelfa S.A., პოლონეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კორტიკოსტეროიდები, დერმატოლოგიური პრეპარატები, კორტიკოსტეროიდები ძალიან მაღალი აქტივობით (ჯგუფი IV)
ATC კოდი
D07AD01
რეგისტრაციის ნომერი
რ-042567
რეგისტრირებულია
24 დეკემბერი 2024, მოქმედებს 24 დეკემბერი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Bausch Pharma Kazakhstan LLP (ყაზახეთი)
განმცხადებელი
შპს „გეა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაკლოვეიტი და სხვა წამალი ერთად

კლოვეიტი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

კლობეტაზოლი ძალიან ძლიერი გლუკოკორტიკოსტეროიდია და გამოიყენება ხანმოკლე მკურნალობისას ანთების სიმპტომებისა და კანის ქავილის სამკურნალოდ გლუკოკორტიკოსტეროიდებით თერაპიისადმი მგრძნობიარე დერმატოზებისა და ნაკლები სიძლიერის მქონე გლუკოკორტიკოსტეროიდების არაეფექტურობის დროს (მოზრდილებში, ხანდაზმულ პირებსა და ბავშვებში 1 წლის ასაკიდან):

ფსორიაზი (გარდა გენერალიზებული პუსტულოზური ფსორიაზისა);

დერმატოზები, რომლებიც რთულად ემორჩილება მკურნალობას;

წითელი, ბრტყელი ლიქენი;

დისკოიდური წითელი მგლურა;

კანის სხვა დაავადებები, რომლებიც მდგრადია ნაკლებად ძლიერი გლუკოკორტიკოსტეროიდებისადმი.

მიღების წესი და დოზირება

გარეგანი გამოყენება

კრემის გამოყენება რეკომენდებულია კანის ისეთი დაზიანებების დროს, რომლებსაც თან ახლავს სისველე.

მოზრდილები, ხანდაზმული პირები და ბავშვები 1 წლის ასაკიდან

პრეპარატის დატანა ხდება თხელი ფენის სახით, ფრთხილად შეზელვით, მინიმალური ოდენობით, რაც საკმარისია დაზიანებული ზედაპირის სრულად დასაფარად, დღეში ერთხელ ან 2-ჯერ, მდგომარეობის გაუმჯობესებამდე. შემდეგ საჭიროა დატანის სიხშირის შემცირება ან მისი ჩანაცვლება ნაკლები სიძლიერის მედიკამენტით. პრეპარატის ყოველი გამოყენების შემდეგ დამარბილებელი საშუალების გადასმამდე, საჭიროა კლოვეიტის® დატოვება კანში სრულ შეწოვამდე.

კანის დაავადებების გამწვავებათა პროფილაქტიკის მიზნით, ტარდება კლოვეიტით® მკურნალობის ხანმოკლე (წყვეტილი) კურსები.

უფრო მდგრადი დაზიანებების დროს, განსაკუთრებით ჰიპერკერატოზის არსებობისას, გარეგანი გამოყენების კლოვეიტის® კრემის მოქმედება, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება გაძლიერდეს პოლიეთილენის ფირფიტის ოკლუზიური ნახვევით დაზიანებულ ადგილზე. ჩვეულებრივ, დამაკმაყოფილებელი შედეგის მისაღებად საჭიროა ოკლუზიური ნახვევის დადება ღამით. შემდგომი გაუმჯობესება, ჩვეულებრივ, შესაძლებელია პრეპარატის დატანით ნახვევის გარეშე.

თუ 2 კვირის განმავლობაში მდგომარეობა უარესდება ან არ უმჯობესდება, საჭიროა დიაგნოზის გადამოწმება და ხელახლა მკურნალობა.

მკურნალობის გახანგრძლივების საჭიროების შემთხვევაში, იყენებენ ნაკლები სიძლიერის პრეპარატს.

მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 50 გ კრემს კვირაში.

კლოვეიტის® მოხსნა უნდა მოხდეს თანდათან, დაავადებაზე კონტროლის მიღწევის ფაზაში, ხოლო დამარბილებელი საშუალების გამოყენება უნდა გაგრძელდეს შემანარჩუნებელი თერაპიის სახით.

კლოვეიტის® უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება ადრე არსებული დერმატოზების რეციდივი გამოიწვიოს.

რთულად სამკურნალო დერმატოზები: დაავადების ხშირი რეციდივების მქონე პაციენტები

მწვავე დაავადების შემთხვევაში, კლოვეიტით® უწყვეტი თერაპიის ფონზე ეფექტის მიღწევისთანავე, დასაშვებია პრეპარატის წყვეტილი რეჟიმით გამოყენების შესაძლებლობის განხილვა (დღეში ერთხელ, კვირაში ორჯერ, ოკლუზიური ნახვევის გარეშე). დამტკიცებულია, რომ ამგვარი მკურნალობა ეფექტურად ამცირებს რეციდივების განვითარების სიხშირეს.

პრეპარატის დატანა უნდა გაგრძელდეს კანის ყველა ადრე დაზიანებულ უბანზე ან გამწვავების სავარაუდო უბნებზე. ამგვარი გამოყენების სქემა უნდა შეერწყას დამარბილებელი საშუალებების რუტინულ, ყოველდღიურ გამოყენებას. საჭიროა პაციენტის მდგომარეობის მუდმივი, ასევე მკურნალობის გაგრძელების შედეგიანობისა და რისკის შეფასება.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

ბავშვები

პრეპარატი კლოვეიტი®, გარეგანი გამოყენების კრემი, უკუნაჩვენებია 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ბავშვებში უფრო დიდია ადგილობრივი და სისტემური გვერდითი ეფექტების განვითარების ალბათობა გარეგანი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდებით მკურნალობის დროს, ამიტომ, როგორც წესი, მოზრდილებისგან განსხვავებით, საჭიროა უფრო ხანმოკლე მკურნალობის კურსების ჩატარება ნაკლებად აქტიური საშუალებებით.

კლოვეიტის® გამოყენების დროს ბავშვებში სიფრთხილეა საჭირო, რათა უზრუნველყოფილ იქნას პრეპარატის თერაპიული ეფექტის მქონე მინიმალური ოდენობის დატანა.

ბავშვებში მკურნალობის კურსი, შეძლებისდაგვარად, 5 დღემდე უნდა შეიზღუდოს. საჭიროა ექიმის დაკვირვება არანაკლებ ერთხელ კვირაში. დაუშვებელია ოკლუზიური ნახვევების გამოყენება.

ხანდაზმული პაციენტები

კლინიკური კვლევებით არ გამოვლენილა განსხვავება ასაკოვან და ახალგაზრდა პაციენტებში პრეპარატის ეფექტურობის თვალსაზრისით. ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციების დაქვეითების მაღალი ალბათობის გამო შესაძლოა ხანდაზმულ პაციენტებში გახანგრძლივდეს პრეპარატის გამოყოფა, მისი სისტემური აბსორბციის შემთხვევაში. შედეგად, საჭიროა მედიკამენტის მინიმალური დოზების გამოყენება, შეძლებისდაგვარად მოკლე პერიოდის განმავლობაში, საჭირო კლინიკური ეფექტის მიღწევამდე.

თირკმლის და/ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

პრეპარატის სისტემური აბსორბციის შემთხვევაში (კანის ფართო ზედაპირზე ხანგრძლივად დატანისას), მისი მეტაბოლიზმი და გამოყოფა შეიძლება შენელდეს, რაც იწვევს სისტემური გვერდითი ეფექტების განვითარების რისკის მატებას. შესაბამისად, საჭიროა მედიკამენტის მინიმალური დოზების გამოყენება, შეძლებისდაგვარად მოკლე პერიოდის განმავლობაში, საჭირო კლინიკური ეფექტის მიღწევამდე.

გამოყენება სახის არეში

სახის არეში გამოყენება არ არის სასურველი, რადგან ეს მიდამო უფრო მიდრეკილია ატროფიული ცვლილებებისადმი.

შესაძლებლობის შემთხვევაში, მკურნალობის კურსი უნდა შემცირდე 5 დღემდე.

დაუშვებელია ოკლუზიური ნახვევის გამოყენება სახეზე.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა კლობეტაზოლის (ან ნებისმიერი სხვა გლუკოკორტიკოსტეროიდებისადმი) ან მედიკამენტის შემადგენელი ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ;

კანის არანამკურნალები ინფექციები;

როზაცეა;

აკნე;

პერიორალური დერმატიტი;

კანის ქავილი ანთებითი ცვლილებების გარეშე;

პერიანალური და გენიტალური ქავილი;

1 წლამდე ბავშვთა ასაკი;

ლაქტაციის პერიოდი.

სიფრთხილეა საჭირო:

მომატებული ადგილობრივი მგრძნობელობის შემთხვევაში გლუკოკორტიკოსტეროიდების ან მედიკამენტის შემადგენელი ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ;

ფსორიაზის დროს;

1-დან 18 წლამდე ბავშვთა ასაკში გამოყენებისას.

სიფრთხილის ზომები

მომატებული მგრძნობელობის ადგილობრივი რეაქციები (იხ. გვერდითი ეფექტები) შეიძლება მიმდინარე დაავადების სიმპტომების მსგავსი იყოს.

ზოგ პაციენტს გარეგანი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდების მომატებული სისტემური აბსორბციის შედეგად შეიძლება ჰიპერკორტიციზმის მოვლენები (იცენკო-კუშინგის სინდრომი) და ჰიპოთალამო-ჰიპოფიზ-თირკმელზედას სისტემის შექცევადი დათრგუნვა განუვითარდეს, რაც განაპირობებს გლუკოკორტიკოსტეროიდული უკმარისობის განვითარებას. ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი დარღვევის განვითარების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მოხსნა, დატანის სიხშირის თანდათან შემცირებით ან მისი ნაკლებად აქტიური გლუკოკორტიკოსტეროიდით ჩანაცვლებით. მკურნალობის უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გლუკოკორტიკოსტეროიდული უკმარისობა გამოიწვიოს.

პრეპარატით მკურნალობის დროს აუცილებელია თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის პერიოდული კონტროლი კორტიზოლის დონის განსაზღვრის გზით სისხლსა და შარდში, თირკმელზედა ჯირკვლის ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონით(აკტჰ) სტიმულაციის შემდეგ.

სისტემური ეფექტების გამაძლიერებელ რისკ-ფაქტორებს განეკუთვნება: გლუკოკორტიკოსტეროიდის აქტივობა და გარეგანი გამოყენების მედიკამენტის შემადგენლობა, კურსის ხანგრძლივობა, მედიკამენტის დატანა კანის დიდ ფართობზე, კანის დახურულ ადგილებში დატანა (მაგ.: გამოყელვის ადგილას ან ოკლუზიური ნახვევის ქვეშ (საფენები ჩვილებში შეიძლება ოკლუზიური საფენის როლში მოგვევლინოს)), რქოვანი შრის ძლიერი დატენიანება, თხელ კანზე დატანა, როგორიცაა სახეზე, დაზიანებულ კანზე დატანა ან სხვა მდგომარეობები, რომლებსაც შეიძლება თან სდევდეს კანის საფარველის დაზიანება.

გამოყენება ბავშვებში

კლოვეიტის® კრემის გამოყენება ბავშვებში სიფრთხილეს საჭიროებს, განსაკუთრებით, ხანგრძლივი თერაპიის პირობებში, ბავშვებში 1 წლის ასაკიდან, რადგან პაციენტების ამ ჯგუფში, სხეულის ზედაპირის ფართობის თანაფარდობა სხეულის მასასთან გაცილებით მაღალია მოზრდილებთან შედარებით და პროპორციულად მეტი გლუკოკორტიკოსტეროიდის შეწოვა არის შესაძლებელი, შედეგად უფრო სწრაფად ირღვევა ჰიპოთალამო-ჰიპოფიზ-თირკმელზედა სისტემის ფუნქცია და ვითარდება გლუკოკორტიკოსტეროიდებისთვის დამახასიათებელი სისტემური გვერდითი ეფექტები, ზრდისა და განვითარების შეფერხების ჩათვლით.

საჭიროა, შეძლებისდაგვარად, მოვერიდოთ გარეგანი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდების ხანგრძლივ გამოყენებას 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან მათი ხანგრძლივი გამოყენება იწვევს თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვას.

ბავშვებში, მოზრდილებთან შედარებით, გაცილებით ხშირად აღინიშნება კანის ატროფიული ცვლილებები გლუკოკორტიკოსტეროიდების გარეგანი გამოყენების დროს. ბავშვებში კლობეტაზოლის დანიშვნის დროს - მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 5 დღით უნდა შემოიფარგლოს. ასევე საჭიროა ექიმის დაკვირვება კვირაში მინიმუმ ერთხელ. დაუშვებელია ოკლუზიური საფენების გამოყენება.

გამოყენება ფსორიაზის დროს

სიფრთხილეა საჭირო კლოვეიტის® გამოყენების დროს ფორიაზის მქონე პაციენტებში, ტოლერანტობით განპირობებული დაავადების რეციდივის განვითარების რისკის, გენერალიზებული პუსტულოზური ფსორიაზისა და კანის ბარიერული ფუნქციის დარღვევით განპირობებული ადგილობრივი ან სისტემური ტოქსიკური რეაქციების განვითარების რისკის გამო.

ფსორიაზის მქონე პაციენტები, კლოვეიტით® მკურნალობის დროს, უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

თანმხლები ინფექცია

მეორადი ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექციის განვითარების შემთხვევაში საჭიროა გარეგანი გამოყენების ანტიბაქტერიული ან ანტიმიკოზური საშუალების გამოყენება. ინფექციის სიმპტომების გავრცელების შემთხვევაში საჭიროა კლოვეიტის® მოხსნა ინფექციის განკურნებამდე.

ინფექციის განვითარების რისკი ოკლუზიის დროს

კანის ჩახურება, მომატებული ტენიანობა ნაოჭებში, ასევე ოკლუზიური ნახვევის დადების შედეგად შექმნილი პირობები ხელს უწყობენ ბაქტერიული ინფექციის განვითარებას. ოკლუზიური ნახვევის გამოყენების დროს საჭიროა ახალი ნახვევის დადებამდე კანის გასუფთავება.

წვივების ქრონიკული წყლული

გარეგანი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდები რიგ შემთხვევებში გამოიყენება წვივების ქრონიკული წყლულის გარშემო განვითარებული დერმატიტის სამკურნალოდ. თუმცა ამგვარ გამოყენებას შეიძლება თან ახლდეს ჰიპერმგრძნობელობის ადგილობრივი რეაქციები და ადგილობრივი ინფექციების განვითარების რისკის მატება.

სახისა და ქუთუთოების კანზე გამოყენება

რადგან სახის კანი უფრო მიდრეკილია ატროფიული ცვლილებებისადმი, კლოვეიტის® გამოყენება აღნიშნულ მიდამოში არ არის სასურველი. დანიშვნის შემთხვევაში, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს არაუმეტეს 5 დღისა.

კლოვეიტი® სიფრთხილით დაიტანება თვალების ან ქუთუთოების ირგვლივ, გლაუკომისა და კატარაქტის განვითარების რისკის გამო, ასევე პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ზემოთ მითითებული დაავადებები და მედიკამენტის გამოყენების ფონზე, შეიძლება აღენიშნოთ დაავადების გამწვავება.

არ მოიხვედროთ კლოვეიტის® კრემი თვალსა და ლორწოვან გარსებზე. შემთხვევითი მოხვედრის შემთხვევაში, საჭიროა თვალების ჭარბი რაოდენობის წყლით გამორეცხვა.

ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათიის განვითარების რისკი

თუ პაციენტს უვითარდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მხედველობის სიმახვილის დაქვეითება ან მხედველობის სხვა დარღვევები, საჭიროა მისი ოფთალმოლოგთან გაგზავნა დარღვევის შესაძლო მიზეზების დასადგენად, რომელთა რიცხვს შეიძლება განეკუთვნებოდეს კატარაქტა, გლაუკომა ან ისეთი იშვიათი დაავადებები, როგორიცაა ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია.

გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში

სიფრთხილეა საჭირო უკვე განლეული კანქვეშა უჯრედისის მქონე, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, პრეპარატის გამოყენებისას.

პრეპარატი კლოვეიტი® გარე გამოყენების კრემის სახით შეიცავს პარაფინს ან პარაფინის შემცველ დამხმარე ნივთიერებებს. აალების შემთხვევაში მძიმე დამწვრობის მიღების რისკის გამო, პაციენტი გაფრთხილებული უნდა იყოს მოწევისა და ღია ცეცხლის მახლობლად ყოფნის საშიშროების შესახებ. ქსოვილი (ტანსაცმელი, თეთრეული, გადასახვევი მასალა), რომელიც პრეპარატთან კონტაქტშია, ბევრად უფრო ადვილად იწვის და წარმოადგენს ხანძრის საშიშროებას. ტანსაცმლისა და თეთრეულის რეცხვამ შეიძლება შეამციროს წამლის შემცველობა, მაგრამ არ აშორებს მას მთლიანად.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

დადგენილია, რომ CYP3A4 იზოფერმენტების ინჰიბიტორების (მაგ.: რიტონავირი და იტრაკონაზოლი) ერთდროული გამოყენება თრგუნავს გლუკოკორტიკოსტეროიდების მეტაბოლიზმს და ზრდის მათ სისტემურ ექსპოზიციას. ამგვარი ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობის ხარისხი დამოკიდებულია გლუკოკორტიკოსტეროიდების დოზაზე, შეყვანის გზასა და CYP3A4 იზოფერმენტების ინჰიბიტორების აქტივობაზე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ფერტილობა

არ არსებობს მონაცემები გარეგანი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდების ფერტილობაზე გავლენის შესახებ.

ვირთაგვებში კლობეტაზოლის კანქვეშა შეყვანის ფონზე არ აღინიშნა გავლენა შეჯვარების უნარზე, თუმცა მისი მაქსიმალური დოზით გამოყენებისას გამოვლინდა ფერტილობის დაქვეითება.

ორსულობა

ორსულებში კლობეტაზოლის გამოყენების მონაცემები შეზღუდულია.

ცხოველებში გარეგანი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდების მოხმარებას შეუძლია გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების დარღვევა. აღნიშნული მონაცემების მნიშვნელობა ადამიანებში დადგენილი არ არის.

კლობეტაზოლის გამოყენება ორსულობის პერიოდში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის მნიშვნელოვნად აღემატება რისკს ნაყოფისთვის.

ორსულობის პერიოდში პრეპარატის დანიშვნის შემთხვევაში საჭიროა კრემის მინიმალური რაოდენობის გამოყენება მინიმალური პერიოდის განმავლობაში.

ლაქტაციის პერიოდი

პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

კლობეტაზოლის სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექნიზმებთან მუშაობის უნარზე

ზეგავლენის შესწავლის კვლევა არ ჩატარებულა. გარეგანი გამოყენების კლობეტაზოლის გვერდითი რეაქციების პროფილიდან გამომდინარე, რაიმე სახის არასასურველი ზეგავლენა ასეთი სახის მოქმდებებზე არ არის მოსალოდნელი.

გვერდითი მოვლენები

გვერდითი ეფექტების სიხშირის კლასიფიკაცია ხდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად. გვერდითი ეფექტები კლასიფიცირებულია სიხშირის მიხედვით:

ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100, <1/10), არახშირი (≥1/1 000, < 1/100), იშვიათი (≥1/10 000, <1/1 000), ძალიან იშვიათი (<1/10 000 ერთეული შემთხვევების ჩათვლით), სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე დადგენა შეუძლებელია).

ინფექციური და პარაზიტული დაავადებები

ძალიან იშვიათი: ოპორტუნისტული ინფექციები.

იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები

ძალიან იშვიათი: მომატებული ჰიპერმგრძნობელობა, გენერალიზებული გამონაყარი.

ენდოკრინული სისტემის მხრივ დარღვევები

ძალიან იშვიათი: ჰიპოთალამო-ჰიპოფიზ-თირკმელზედას სისტემის დათრგუნვა, იცენკო-კუშინგის სინდრომი (ჰიპერკორტიციზმი) (მაგ. მთვარისებრი სახე, ცენტრალური ტიპის გაცხიმოვნება), სხეულის მასის მატების შეფერხება და/ან ბავშვებში ზრდის ჩამორჩენა, ოსტეოპოროზი, გლაუკომა, ჰიპერგლიკემია და/ან გლუკოზურია, კატარაქტა, არტერიული წნევის მატება, სხეულის მასის მატება ან გაცხიმოვნება, ენდოგენური კორტიზოლის კონცენტრაციის დაქვეითება, ალოპეცია, თმის მტვრევადობა.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ დარღვევევბი

ხშირი: ქავილი, წვის შეგრძნება და/ან მტკივნეულობა.

არახშირი: კანის ადგილობრივი ატროფია*, სტრიები*, ტელეანგიექტაზიები*.

ძალიან იშვიათი: კანის გათხელება*, კანის დანაოჭება*, კანის სიმშრალე*, პიგმენტაციის შეცვლა*, ჰიპერტრიქოზი, დაავადების სიმპტომების დამძიმება, ალერგიული კონტაქტური დერმატიტი და/ან დერმატიტი, პუსტულოზური ფსორიაზი, ერითემა, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, აკნე.

მხედველობის ორგანოს მხრივ დარღვევები

უცნობი სიხშირის: მხედველობის სიმახვილის დაქვეითება.

თვალის ქუთუთოებზე პრეპარატის გამოყენების დროს ზოგჯერ შეიძლება გლაუკომა ან კატარაქტა განვითარდეს, იშვიათ შემთხვევებში, კი - ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია(ცსქ).

ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები

ძალიან იშვიათი: კრემის დატანის ადგილის გაღიზიანება და/ან მტკივნეულობა.

  • კანისმიერი გამოვლინებები მეორადია, ჰიპოთალამო-ჰიპოფიზ-თირკმელზედა სისტემის დათრგუნვის ადგილობრივ და/ან სისტემურ ეფექტებთან მიმართებაში.

კლობეტაზოლის პროპიონატის რეკომენდირებულზე მეტი დოზის ხანგრძლივად გამოყენებისას იყო შეტყობინებები ოსტეონეკროზის სერიოზული ინფეციების, ნეკროზული ფასციიტის და სისტემური იმუნოსუპრესიის შემთხვევებზე, რომელსაც მივყავდით კაპოშის სარკომის განვითარებასთან (ხანდახან შექცევადია).ზოგიერთ შემთხვევებში პაციენტები ერთდროულად იღებდნენ სხვა ძლიერმოქმედ შინაგანად/ ადგილობრივად გამოსაყენებელ გლუკოკორტიკოსტეროიდებს ან იმუნოდეპრესანტებს (მაგალითად, მეტოტრექსატი, მიკოფენოლის მოფეტილი).

ჭარბი დოზა

სიმპტომები: პრეპარატი კლოვეიტი® გარეგანი გამოყენების დროს შეიძლება აბსორბირდეს დოზებით, რომელიც საკმარისია სისტემური ეფექტების განსავითარებლად. მწვავე ჰიპერდოზირების განვითარება ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა, ქრონიკული ჰიპერდოზირების ან პრეპარატის არასწორი გამოყენების შემთხვევაში შეიძლება ჰიპერკორტიციზმის სიმპტომების განვითარება.

მკურნალობა: ჰიპერდოზირების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის თანდათან მოხსნა, სიხშირის შემცირებით ან მისი, ნაკლებად აქტიური გლუკოკორტიკოსტეროიდით ჩანაცვლებით, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის განვითარების რისკის გამო.

შემდგომი მკურნალობა საჭიროა კლინიკური სიტუაციის შესაბამისად.

შემადგენლობა

1გ კრემი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: კლობეტაზოლის პროპიონატი 0,5 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, დინატრიუმის ედეტატი, ქლოროკრეზოლი, თხევადი პარაფინი, თეთრი ვაზელინი, გლიცერილ მონოსტეარატი 40-55, ცეტოსტეარილის სპირტი, პოლისორბატი 40, საშუალოჯაჭვიანი ტრიგლიცერიდები, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი უწყლო, ნარტიუმის ციტრატი, ლიმონმჟავა მონოჰიდრატი, გასუფთავებული წყალი.

აღწერა:

თეთრი, ერთგვაროვანი მასა სუსტი დამახასიათებელი სუნით.

შენახვის პირობები

3 წელი.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისობის ვადა პირველად გახსნის შემდეგ: 3 თვე

შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ფარმაკოლოგიური თვისებები

კორტიკოსტეროიდები, დერმატოლოგიური პრეპარატები. მარტივი კორტიკოსტეროიდები. კორტიკოსტეროიდები მნიშვნელოვნად გამოხატული აქტივობით(IV ჯგუფი). კლობეტაზოლი

ათქ კოდი: D07AD01

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

კლობეტაზოლი წარმოადგენს გლუკოკორტიკოსტეროიდს გარგანი გამოყენებისათვის, რომელსაც გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ქავილის საწინააღმდეგო და სისხლძარღვების შემავიწროვებელი მოქმედება.

ანთების საწინააღმდეგო მოქმედება განპირობებულია ალერგიული რეაქციის დაგვიანებული ფაზის ინჰიბირების რამდენიმე მექანიზმით, მათ შორისაა ღრუბლისებრი უჯრედების სიმკვრივის შემცირება, ქემოტაქსისის შემცირება და ეოზინოფილების აქტივაცია, ციტოკინების პროდუქციის შემცირება ლიმფოციტებით, მონოციტებით, ღრუბლისებული უჯრედებით და ეოზინოფილებით, ასევე არაქიდონის მჟავას მეტაბოლიზმის დათრგუნვა.

ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია

გარეგანი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდები შეიძლება დაექვემდებაროს სისტემურ აბსორბციას ინტაქტური ჯანმრთელი კანიდან.

გლუკოკორტიკოსტეროიდების კანიდან აბსორბციის დონე გარეგანი გამოყენებისათვის განისაზრღვრება მთელი რიგი ფაქტორებით, სამკურნალო საშუალების ფუძისა და ეპიდერმისის ბარიერის მთლიანობის ჩათვლით.

კლობეტაზოლის მაქსიმალური კონცენტრაციის (Cmax) საშუალო მაჩვენებელი სისხლის პლაზმაში 0,63 ნგ/მლ მიიღწევა ჯანმრთელ კანზე 30 გ 0,05% კლობეტაზოლის მალამოს სახით გამოყენებისას პირველად წასმიდან 13 საათის შემდეგ და 8 საათის შემდეგ - განმეორებითი წასმიდან. 0,05% კლობეტაზონის კრემის სახით მეორე დოზის (30გ) წასმიდან 10 საათის შემდეგ მისი Cmax უმნიშვნელოდ აღემატებოდა მალამოსას. 25გ 0,05% კლობეტაზონის მალამოს ერთჯერადი წასმიდან 3 საათის შემდეგ ფსორიაზისა და ეგზემის მქონე პაციენტებში Cmax შეადგენს 2,3 ნგ/მლ-ს და 4,6 ნგ/მლ-ს შესაბამისად.

ოკლუზია, ანთება და/ან კანის სხვა პათოლოგიური პროცესი ზრდის პრეპარატის აბსორბციას კანიდან.

მეტაბოლიზმი

კანიდან აბსორბციის შემდეგ გარეგანი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდები სისტემური გლუკოკორტიკოსტეროიდების მსგავსი ფარმაკოკინეტიკური გზით მეტაბოლიზდება.

გლუკოკორტიკოსტეროიდები ძირითადად ღვიძლში მეტაბოლიზდება.

გამოყოფა

გარეგანი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდები თირკმელებით გამოიყოფა. გარდა ამისა, ზოგი გლუკოკორტიკოსტეროიდი და მისი მეტაბოლიტები ნაღველით გამოიყოფა.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

კლოვეიტი®

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: კლოვეიტი®

საერთაშორისო არა-პატენტირებული დასახელება: კლობეტაზოლი.

სამკურნალწამლო ფორმა: კრემი გარეგანი გამოყენებისათვის.

შემადგენლობა:

1გ კრემი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: კლობეტაზოლის პროპიონატი 0,5 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, დინატრიუმის ედეტატი, ქლოროკრეზოლი, თხევადი პარაფინი, თეთრი ვაზელინი, გლიცერილ მონოსტეარატი 40-55, ცეტოსტეარილის სპირტი, პოლისორბატი 40, საშუალოჯაჭვიანი ტრიგლიცერიდები, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი უწყლო, ნარტიუმის ციტრატი, ლიმონმჟავა მონოჰიდრატი, გასუფთავებული წყალი.

აღწერა:

თეთრი, ერთგვაროვანი მასა სუსტი დამახასიათებელი სუნით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: კორტიკოსტეროიდები, დერმატოლოგიური პრეპარატები. მარტივი კორტიკოსტეროიდები. კორტიკოსტეროიდები მნიშვნელოვნად გამოხატული აქტივობით(IV ჯგუფი). კლობეტაზოლი

ათქ კოდი: D07AD01

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

კლობეტაზოლი წარმოადგენს გლუკოკორტიკოსტეროიდს გარგანი გამოყენებისათვის, რომელსაც გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ქავილის საწინააღმდეგო და სისხლძარღვების შემავიწროვებელი მოქმედება.

ანთების საწინააღმდეგო მოქმედება განპირობებულია ალერგიული რეაქციის დაგვიანებული ფაზის ინჰიბირების რამდენიმე მექანიზმით, მათ შორისაა ღრუბლისებრი უჯრედების სიმკვრივის შემცირება, ქემოტაქსისის შემცირება და ეოზინოფილების აქტივაცია, ციტოკინების პროდუქციის შემცირება ლიმფოციტებით, მონოციტებით, ღრუბლისებული უჯრედებით და ეოზინოფილებით, ასევე არაქიდონის მჟავას მეტაბოლიზმის დათრგუნვა.

ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია

გარეგანი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდები შეიძლება დაექვემდებაროს სისტემურ აბსორბციას ინტაქტური ჯანმრთელი კანიდან.

გლუკოკორტიკოსტეროიდების კანიდან აბსორბციის დონე გარეგანი გამოყენებისათვის განისაზრღვრება მთელი რიგი ფაქტორებით, სამკურნალო საშუალების ფუძისა და ეპიდერმისის ბარიერის მთლიანობის ჩათვლით.

კლობეტაზოლის მაქსიმალური კონცენტრაციის (Cmax) საშუალო მაჩვენებელი სისხლის პლაზმაში 0,63 ნგ/მლ მიიღწევა ჯანმრთელ კანზე 30 გ 0,05% კლობეტაზოლის მალამოს სახით გამოყენებისას პირველად წასმიდან 13 საათის შემდეგ და 8 საათის შემდეგ - განმეორებითი წასმიდან. 0,05% კლობეტაზონის კრემის სახით მეორე დოზის (30გ) წასმიდან 10 საათის შემდეგ მისი Cmax უმნიშვნელოდ აღემატებოდა მალამოსას. 25გ 0,05% კლობეტაზონის მალამოს ერთჯერადი წასმიდან 3 საათის შემდეგ ფსორიაზისა და ეგზემის მქონე პაციენტებში Cmax შეადგენს 2,3 ნგ/მლ-ს და 4,6 ნგ/მლ-ს შესაბამისად.

ოკლუზია, ანთება და/ან კანის სხვა პათოლოგიური პროცესი ზრდის პრეპარატის აბსორბციას კანიდან.

მეტაბოლიზმი

კანიდან აბსორბციის შემდეგ გარეგანი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდები სისტემური გლუკოკორტიკოსტეროიდების მსგავსი ფარმაკოკინეტიკური გზით მეტაბოლიზდება.

გლუკოკორტიკოსტეროიდები ძირითადად ღვიძლში მეტაბოლიზდება.

გამოყოფა

გარეგანი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდები თირკმელებით გამოიყოფა. გარდა ამისა, ზოგი გლუკოკორტიკოსტეროიდი და მისი მეტაბოლიტები ნაღველით გამოიყოფა.

გამოყენების ჩვენებები

კლობეტაზოლი ძალიან ძლიერი გლუკოკორტიკოსტეროიდია და გამოიყენება ხანმოკლე მკურნალობისას ანთების სიმპტომებისა და კანის ქავილის სამკურნალოდ გლუკოკორტიკოსტეროიდებით თერაპიისადმი მგრძნობიარე დერმატოზებისა და ნაკლები სიძლიერის მქონე გლუკოკორტიკოსტეროიდების არაეფექტურობის დროს (მოზრდილებში, ხანდაზმულ პირებსა და ბავშვებში 1 წლის ასაკიდან):

ფსორიაზი (გარდა გენერალიზებული პუსტულოზური ფსორიაზისა);

დერმატოზები, რომლებიც რთულად ემორჩილება მკურნალობას;

წითელი, ბრტყელი ლიქენი;

დისკოიდური წითელი მგლურა;

კანის სხვა დაავადებები, რომლებიც მდგრადია ნაკლებად ძლიერი გლუკოკორტიკოსტეროიდებისადმი.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა კლობეტაზოლის (ან ნებისმიერი სხვა გლუკოკორტიკოსტეროიდებისადმი) ან მედიკამენტის შემადგენელი ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ;

კანის არანამკურნალები ინფექციები;

როზაცეა;

აკნე;

პერიორალური დერმატიტი;

კანის ქავილი ანთებითი ცვლილებების გარეშე;

პერიანალური და გენიტალური ქავილი;

1 წლამდე ბავშვთა ასაკი;

ლაქტაციის პერიოდი.

სიფრთხილეა საჭირო:

მომატებული ადგილობრივი მგრძნობელობის შემთხვევაში გლუკოკორტიკოსტეროიდების ან მედიკამენტის შემადგენელი ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ;

ფსორიაზის დროს;

1-დან 18 წლამდე ბავშვთა ასაკში გამოყენებისას.

გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში

ფერტილობა

არ არსებობს მონაცემები გარეგანი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდების ფერტილობაზე გავლენის შესახებ.

ვირთაგვებში კლობეტაზოლის კანქვეშა შეყვანის ფონზე არ აღინიშნა გავლენა შეჯვარების უნარზე, თუმცა მისი მაქსიმალური დოზით გამოყენებისას გამოვლინდა ფერტილობის დაქვეითება.

ორსულობა

ორსულებში კლობეტაზოლის გამოყენების მონაცემები შეზღუდულია.

ცხოველებში გარეგანი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდების მოხმარებას შეუძლია გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების დარღვევა. აღნიშნული მონაცემების მნიშვნელობა ადამიანებში დადგენილი არ არის.

კლობეტაზოლის გამოყენება ორსულობის პერიოდში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის მნიშვნელოვნად აღემატება რისკს ნაყოფისთვის.

ორსულობის პერიოდში პრეპარატის დანიშვნის შემთხვევაში საჭიროა კრემის მინიმალური რაოდენობის გამოყენება მინიმალური პერიოდის განმავლობაში.

ლაქტაციის პერიოდი

პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია.

გამოყენების წესი და დოზირება

გარეგანი გამოყენება

კრემის გამოყენება რეკომენდებულია კანის ისეთი დაზიანებების დროს, რომლებსაც თან ახლავს სისველე.

მოზრდილები, ხანდაზმული პირები და ბავშვები 1 წლის ასაკიდან

პრეპარატის დატანა ხდება თხელი ფენის სახით, ფრთხილად შეზელვით, მინიმალური ოდენობით, რაც საკმარისია დაზიანებული ზედაპირის სრულად დასაფარად, დღეში ერთხელ ან 2-ჯერ, მდგომარეობის გაუმჯობესებამდე. შემდეგ საჭიროა დატანის სიხშირის შემცირება ან მისი ჩანაცვლება ნაკლები სიძლიერის მედიკამენტით. პრეპარატის ყოველი გამოყენების შემდეგ დამარბილებელი საშუალების გადასმამდე, საჭიროა კლოვეიტის® დატოვება კანში სრულ შეწოვამდე.

კანის დაავადებების გამწვავებათა პროფილაქტიკის მიზნით, ტარდება კლოვეიტით® მკურნალობის ხანმოკლე (წყვეტილი) კურსები.

უფრო მდგრადი დაზიანებების დროს, განსაკუთრებით ჰიპერკერატოზის არსებობისას, გარეგანი გამოყენების კლოვეიტის® კრემის მოქმედება, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება გაძლიერდეს პოლიეთილენის ფირფიტის ოკლუზიური ნახვევით დაზიანებულ ადგილზე. ჩვეულებრივ, დამაკმაყოფილებელი შედეგის მისაღებად საჭიროა ოკლუზიური ნახვევის დადება ღამით. შემდგომი გაუმჯობესება, ჩვეულებრივ, შესაძლებელია პრეპარატის დატანით ნახვევის გარეშე.

თუ 2 კვირის განმავლობაში მდგომარეობა უარესდება ან არ უმჯობესდება, საჭიროა დიაგნოზის გადამოწმება და ხელახლა მკურნალობა.

მკურნალობის გახანგრძლივების საჭიროების შემთხვევაში, იყენებენ ნაკლები სიძლიერის პრეპარატს.

მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 50 გ კრემს კვირაში.

კლოვეიტის® მოხსნა უნდა მოხდეს თანდათან, დაავადებაზე კონტროლის მიღწევის ფაზაში, ხოლო დამარბილებელი საშუალების გამოყენება უნდა გაგრძელდეს შემანარჩუნებელი თერაპიის სახით.

კლოვეიტის® უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება ადრე არსებული დერმატოზების რეციდივი გამოიწვიოს.

რთულად სამკურნალო დერმატოზები: დაავადების ხშირი რეციდივების მქონე პაციენტები

მწვავე დაავადების შემთხვევაში, კლოვეიტით® უწყვეტი თერაპიის ფონზე ეფექტის მიღწევისთანავე, დასაშვებია პრეპარატის წყვეტილი რეჟიმით გამოყენების შესაძლებლობის განხილვა (დღეში ერთხელ, კვირაში ორჯერ, ოკლუზიური ნახვევის გარეშე). დამტკიცებულია, რომ ამგვარი მკურნალობა ეფექტურად ამცირებს რეციდივების განვითარების სიხშირეს.

პრეპარატის დატანა უნდა გაგრძელდეს კანის ყველა ადრე დაზიანებულ უბანზე ან გამწვავების სავარაუდო უბნებზე. ამგვარი გამოყენების სქემა უნდა შეერწყას დამარბილებელი საშუალებების რუტინულ, ყოველდღიურ გამოყენებას. საჭიროა პაციენტის მდგომარეობის მუდმივი, ასევე მკურნალობის გაგრძელების შედეგიანობისა და რისკის შეფასება.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

ბავშვები

პრეპარატი კლოვეიტი®, გარეგანი გამოყენების კრემი, უკუნაჩვენებია 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ბავშვებში უფრო დიდია ადგილობრივი და სისტემური გვერდითი ეფექტების განვითარების ალბათობა გარეგანი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდებით მკურნალობის დროს, ამიტომ, როგორც წესი, მოზრდილებისგან განსხვავებით, საჭიროა უფრო ხანმოკლე მკურნალობის კურსების ჩატარება ნაკლებად აქტიური საშუალებებით.

კლოვეიტის® გამოყენების დროს ბავშვებში სიფრთხილეა საჭირო, რათა უზრუნველყოფილ იქნას პრეპარატის თერაპიული ეფექტის მქონე მინიმალური ოდენობის დატანა.

ბავშვებში მკურნალობის კურსი, შეძლებისდაგვარად, 5 დღემდე უნდა შეიზღუდოს. საჭიროა ექიმის დაკვირვება არანაკლებ ერთხელ კვირაში. დაუშვებელია ოკლუზიური ნახვევების გამოყენება.

ხანდაზმული პაციენტები

კლინიკური კვლევებით არ გამოვლენილა განსხვავება ასაკოვან და ახალგაზრდა პაციენტებში პრეპარატის ეფექტურობის თვალსაზრისით. ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციების დაქვეითების მაღალი ალბათობის გამო შესაძლოა ხანდაზმულ პაციენტებში გახანგრძლივდეს პრეპარატის გამოყოფა, მისი სისტემური აბსორბციის შემთხვევაში. შედეგად, საჭიროა მედიკამენტის მინიმალური დოზების გამოყენება, შეძლებისდაგვარად მოკლე პერიოდის განმავლობაში, საჭირო კლინიკური ეფექტის მიღწევამდე.

თირკმლის და/ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

პრეპარატის სისტემური აბსორბციის შემთხვევაში (კანის ფართო ზედაპირზე ხანგრძლივად დატანისას), მისი მეტაბოლიზმი და გამოყოფა შეიძლება შენელდეს, რაც იწვევს სისტემური გვერდითი ეფექტების განვითარების რისკის მატებას. შესაბამისად, საჭიროა მედიკამენტის მინიმალური დოზების გამოყენება, შეძლებისდაგვარად მოკლე პერიოდის განმავლობაში, საჭირო კლინიკური ეფექტის მიღწევამდე.

გამოყენება სახის არეში

სახის არეში გამოყენება არ არის სასურველი, რადგან ეს მიდამო უფრო მიდრეკილია ატროფიული ცვლილებებისადმი.

შესაძლებლობის შემთხვევაში, მკურნალობის კურსი უნდა შემცირდე 5 დღემდე.

დაუშვებელია ოკლუზიური ნახვევის გამოყენება სახეზე.

გვერდითი ეფექტები

გვერდითი ეფექტების სიხშირის კლასიფიკაცია ხდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად. გვერდითი ეფექტები კლასიფიცირებულია სიხშირის მიხედვით:

ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100, <1/10), არახშირი (≥1/1 000, < 1/100), იშვიათი (≥1/10 000, <1/1 000), ძალიან იშვიათი (<1/10 000 ერთეული შემთხვევების ჩათვლით), სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე დადგენა შეუძლებელია).

ინფექციური და პარაზიტული დაავადებები

ძალიან იშვიათი: ოპორტუნისტული ინფექციები.

იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები

ძალიან იშვიათი: მომატებული ჰიპერმგრძნობელობა, გენერალიზებული გამონაყარი.

ენდოკრინული სისტემის მხრივ დარღვევები

ძალიან იშვიათი: ჰიპოთალამო-ჰიპოფიზ-თირკმელზედას სისტემის დათრგუნვა, იცენკო-კუშინგის სინდრომი (ჰიპერკორტიციზმი) (მაგ. მთვარისებრი სახე, ცენტრალური ტიპის გაცხიმოვნება), სხეულის მასის მატების შეფერხება და/ან ბავშვებში ზრდის ჩამორჩენა, ოსტეოპოროზი, გლაუკომა, ჰიპერგლიკემია და/ან გლუკოზურია, კატარაქტა, არტერიული წნევის მატება, სხეულის მასის მატება ან გაცხიმოვნება, ენდოგენური კორტიზოლის კონცენტრაციის დაქვეითება, ალოპეცია, თმის მტვრევადობა.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ დარღვევევბი

ხშირი: ქავილი, წვის შეგრძნება და/ან მტკივნეულობა.

არახშირი: კანის ადგილობრივი ატროფია*, სტრიები*, ტელეანგიექტაზიები*.

ძალიან იშვიათი: კანის გათხელება*, კანის დანაოჭება*, კანის სიმშრალე*, პიგმენტაციის შეცვლა*, ჰიპერტრიქოზი, დაავადების სიმპტომების დამძიმება, ალერგიული კონტაქტური დერმატიტი და/ან დერმატიტი, პუსტულოზური ფსორიაზი, ერითემა, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, აკნე.

მხედველობის ორგანოს მხრივ დარღვევები

უცნობი სიხშირის: მხედველობის სიმახვილის დაქვეითება.

თვალის ქუთუთოებზე პრეპარატის გამოყენების დროს ზოგჯერ შეიძლება გლაუკომა ან კატარაქტა განვითარდეს, იშვიათ შემთხვევებში, კი - ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია(ცსქ).

ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები

ძალიან იშვიათი: კრემის დატანის ადგილის გაღიზიანება და/ან მტკივნეულობა.

  • კანისმიერი გამოვლინებები მეორადია, ჰიპოთალამო-ჰიპოფიზ-თირკმელზედა სისტემის დათრგუნვის ადგილობრივ და/ან სისტემურ ეფექტებთან მიმართებაში.

კლობეტაზოლის პროპიონატის რეკომენდირებულზე მეტი დოზის ხანგრძლივად გამოყენებისას იყო შეტყობინებები ოსტეონეკროზის სერიოზული ინფეციების, ნეკროზული ფასციიტის და სისტემური იმუნოსუპრესიის შემთხვევებზე, რომელსაც მივყავდით კაპოშის სარკომის განვითარებასთან (ხანდახან შექცევადია).ზოგიერთ შემთხვევებში პაციენტები ერთდროულად იღებდნენ სხვა ძლიერმოქმედ შინაგანად/ ადგილობრივად გამოსაყენებელ გლუკოკორტიკოსტეროიდებს ან იმუნოდეპრესანტებს (მაგალითად, მეტოტრექსატი, მიკოფენოლის მოფეტილი).

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: პრეპარატი კლოვეიტი® გარეგანი გამოყენების დროს შეიძლება აბსორბირდეს დოზებით, რომელიც საკმარისია სისტემური ეფექტების განსავითარებლად. მწვავე ჰიპერდოზირების განვითარება ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა, ქრონიკული ჰიპერდოზირების ან პრეპარატის არასწორი გამოყენების შემთხვევაში შეიძლება ჰიპერკორტიციზმის სიმპტომების განვითარება.

მკურნალობა: ჰიპერდოზირების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის თანდათან მოხსნა, სიხშირის შემცირებით ან მისი, ნაკლებად აქტიური გლუკოკორტიკოსტეროიდით ჩანაცვლებით, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის განვითარების რისკის გამო.

შემდგომი მკურნალობა საჭიროა კლინიკური სიტუაციის შესაბამისად.

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

დადგენილია, რომ CYP3A4 იზოფერმენტების ინჰიბიტორების (მაგ.: რიტონავირი და იტრაკონაზოლი) ერთდროული გამოყენება თრგუნავს გლუკოკორტიკოსტეროიდების მეტაბოლიზმს და ზრდის მათ სისტემურ ექსპოზიციას. ამგვარი ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობის ხარისხი დამოკიდებულია გლუკოკორტიკოსტეროიდების დოზაზე, შეყვანის გზასა და CYP3A4 იზოფერმენტების ინჰიბიტორების აქტივობაზე.

განსაკუთრებული მითითებები

მომატებული მგრძნობელობის ადგილობრივი რეაქციები (იხ. გვერდითი ეფექტები) შეიძლება მიმდინარე დაავადების სიმპტომების მსგავსი იყოს.

ზოგ პაციენტს გარეგანი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდების მომატებული სისტემური აბსორბციის შედეგად შეიძლება ჰიპერკორტიციზმის მოვლენები (იცენკო-კუშინგის სინდრომი) და ჰიპოთალამო-ჰიპოფიზ-თირკმელზედას სისტემის შექცევადი დათრგუნვა განუვითარდეს, რაც განაპირობებს გლუკოკორტიკოსტეროიდული უკმარისობის განვითარებას. ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი დარღვევის განვითარების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მოხსნა, დატანის სიხშირის თანდათან შემცირებით ან მისი ნაკლებად აქტიური გლუკოკორტიკოსტეროიდით ჩანაცვლებით. მკურნალობის უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გლუკოკორტიკოსტეროიდული უკმარისობა გამოიწვიოს.

პრეპარატით მკურნალობის დროს აუცილებელია თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის პერიოდული კონტროლი კორტიზოლის დონის განსაზღვრის გზით სისხლსა და შარდში, თირკმელზედა ჯირკვლის ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონით(აკტჰ) სტიმულაციის შემდეგ.

სისტემური ეფექტების გამაძლიერებელ რისკ-ფაქტორებს განეკუთვნება: გლუკოკორტიკოსტეროიდის აქტივობა და გარეგანი გამოყენების მედიკამენტის შემადგენლობა, კურსის ხანგრძლივობა, მედიკამენტის დატანა კანის დიდ ფართობზე, კანის დახურულ ადგილებში დატანა (მაგ.: გამოყელვის ადგილას ან ოკლუზიური ნახვევის ქვეშ (საფენები ჩვილებში შეიძლება ოკლუზიური საფენის როლში მოგვევლინოს)), რქოვანი შრის ძლიერი დატენიანება, თხელ კანზე დატანა, როგორიცაა სახეზე, დაზიანებულ კანზე დატანა ან სხვა მდგომარეობები, რომლებსაც შეიძლება თან სდევდეს კანის საფარველის დაზიანება.

გამოყენება ბავშვებში

კლოვეიტის® კრემის გამოყენება ბავშვებში სიფრთხილეს საჭიროებს, განსაკუთრებით, ხანგრძლივი თერაპიის პირობებში, ბავშვებში 1 წლის ასაკიდან, რადგან პაციენტების ამ ჯგუფში, სხეულის ზედაპირის ფართობის თანაფარდობა სხეულის მასასთან გაცილებით მაღალია მოზრდილებთან შედარებით და პროპორციულად მეტი გლუკოკორტიკოსტეროიდის შეწოვა არის შესაძლებელი, შედეგად უფრო სწრაფად ირღვევა ჰიპოთალამო-ჰიპოფიზ-თირკმელზედა სისტემის ფუნქცია და ვითარდება გლუკოკორტიკოსტეროიდებისთვის დამახასიათებელი სისტემური გვერდითი ეფექტები, ზრდისა და განვითარების შეფერხების ჩათვლით.

საჭიროა, შეძლებისდაგვარად, მოვერიდოთ გარეგანი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდების ხანგრძლივ გამოყენებას 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან მათი ხანგრძლივი გამოყენება იწვევს თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვას.

ბავშვებში, მოზრდილებთან შედარებით, გაცილებით ხშირად აღინიშნება კანის ატროფიული ცვლილებები გლუკოკორტიკოსტეროიდების გარეგანი გამოყენების დროს. ბავშვებში კლობეტაზოლის დანიშვნის დროს - მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 5 დღით უნდა შემოიფარგლოს. ასევე საჭიროა ექიმის დაკვირვება კვირაში მინიმუმ ერთხელ. დაუშვებელია ოკლუზიური საფენების გამოყენება.

გამოყენება ფსორიაზის დროს

სიფრთხილეა საჭირო კლოვეიტის® გამოყენების დროს ფორიაზის მქონე პაციენტებში, ტოლერანტობით განპირობებული დაავადების რეციდივის განვითარების რისკის, გენერალიზებული პუსტულოზური ფსორიაზისა და კანის ბარიერული ფუნქციის დარღვევით განპირობებული ადგილობრივი ან სისტემური ტოქსიკური რეაქციების განვითარების რისკის გამო.

ფსორიაზის მქონე პაციენტები, კლოვეიტით® მკურნალობის დროს, უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

თანმხლები ინფექცია

მეორადი ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექციის განვითარების შემთხვევაში საჭიროა გარეგანი გამოყენების ანტიბაქტერიული ან ანტიმიკოზური საშუალების გამოყენება. ინფექციის სიმპტომების გავრცელების შემთხვევაში საჭიროა კლოვეიტის® მოხსნა ინფექციის განკურნებამდე.

ინფექციის განვითარების რისკი ოკლუზიის დროს

კანის ჩახურება, მომატებული ტენიანობა ნაოჭებში, ასევე ოკლუზიური ნახვევის დადების შედეგად შექმნილი პირობები ხელს უწყობენ ბაქტერიული ინფექციის განვითარებას. ოკლუზიური ნახვევის გამოყენების დროს საჭიროა ახალი ნახვევის დადებამდე კანის გასუფთავება.

წვივების ქრონიკული წყლული

გარეგანი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდები რიგ შემთხვევებში გამოიყენება წვივების ქრონიკული წყლულის გარშემო განვითარებული დერმატიტის სამკურნალოდ. თუმცა ამგვარ გამოყენებას შეიძლება თან ახლდეს ჰიპერმგრძნობელობის ადგილობრივი რეაქციები და ადგილობრივი ინფექციების განვითარების რისკის მატება.

სახისა და ქუთუთოების კანზე გამოყენება

რადგან სახის კანი უფრო მიდრეკილია ატროფიული ცვლილებებისადმი, კლოვეიტის® გამოყენება აღნიშნულ მიდამოში არ არის სასურველი. დანიშვნის შემთხვევაში, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს არაუმეტეს 5 დღისა.

კლოვეიტი® სიფრთხილით დაიტანება თვალების ან ქუთუთოების ირგვლივ, გლაუკომისა და კატარაქტის განვითარების რისკის გამო, ასევე პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ზემოთ მითითებული დაავადებები და მედიკამენტის გამოყენების ფონზე, შეიძლება აღენიშნოთ დაავადების გამწვავება.

არ მოიხვედროთ კლოვეიტის® კრემი თვალსა და ლორწოვან გარსებზე. შემთხვევითი მოხვედრის შემთხვევაში, საჭიროა თვალების ჭარბი რაოდენობის წყლით გამორეცხვა.

ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათიის განვითარების რისკი

თუ პაციენტს უვითარდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მხედველობის სიმახვილის დაქვეითება ან მხედველობის სხვა დარღვევები, საჭიროა მისი ოფთალმოლოგთან გაგზავნა დარღვევის შესაძლო მიზეზების დასადგენად, რომელთა რიცხვს შეიძლება განეკუთვნებოდეს კატარაქტა, გლაუკომა ან ისეთი იშვიათი დაავადებები, როგორიცაა ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია.

გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში

სიფრთხილეა საჭირო უკვე განლეული კანქვეშა უჯრედისის მქონე, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, პრეპარატის გამოყენებისას.

პრეპარატი კლოვეიტი® გარე გამოყენების კრემის სახით შეიცავს პარაფინს ან პარაფინის შემცველ დამხმარე ნივთიერებებს. აალების შემთხვევაში მძიმე დამწვრობის მიღების რისკის გამო, პაციენტი გაფრთხილებული უნდა იყოს მოწევისა და ღია ცეცხლის მახლობლად ყოფნის საშიშროების შესახებ. ქსოვილი (ტანსაცმელი, თეთრეული, გადასახვევი მასალა), რომელიც პრეპარატთან კონტაქტშია, ბევრად უფრო ადვილად იწვის და წარმოადგენს ხანძრის საშიშროებას. ტანსაცმლისა და თეთრეულის რეცხვამ შეიძლება შეამციროს წამლის შემცველობა, მაგრამ არ აშორებს მას მთლიანად.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექნიზმებთან მუშაობის უნარზე

კლობეტაზოლის სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექნიზმებთან მუშაობის უნარზე

ზეგავლენის შესწავლის კვლევა არ ჩატარებულა. გარეგანი გამოყენების კლობეტაზოლის გვერდითი რეაქციების პროფილიდან გამომდინარე, რაიმე სახის არასასურველი ზეგავლენა ასეთი სახის მოქმდებებზე არ არის მოსალოდნელი.

გამოშვების ფორმა

კრემი გარეგანი გამოყენებისათვის 0,05%.

25 გ კრემი ლითოგრაფირებულ ალუმინის ტუბებში ლაკირებული შიდა ზედაპირით. ტუბი მოთავსებულია ლითოგრაფირებულ მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

ვარგისობის ვადა

3 წელი.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისობის ვადა პირველად გახსნის შემდეგ: 3 თვე

შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი:

ბაუშ ჰელს ირლანდია ლიმიტედ

3013 ლეიკ დრაივი, სითივესთ ბიზნეს კაპუს, დუბლინი 24, ირლანდია D24 PPT3

Email: quality. [email protected]

მწარმოებელი:

სს ფარმქარხანა ელფა

58-500 ელენია გურა, ვ. პოლის ქ. 21, პოლონეთი

მომხმარებლების პრეტენზიების მიმღები ორგანიზაცია:

ბაუშ ჰელს ირლანდია ლიმიტედ

3013 ლეიკ დრაივი, სითივესთ ბიზნეს კაპუს, დუბლინი 24, ირლანდია D24 PPT3

Email: quality. [email protected]

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა