კლობეტაზოლი არის მაღალაქტიური გკს ადგილობრივი გამოყენებისათვის, რომელიც ნაჩვენებია 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში, მოზდრილებსა და ხანდაზმულებში ანთებისა და ქავილის პერსისტირებადი სიმპტომების მოკლევადიანი მკურნალობისთვის, ნაკლებად აქტიური გკს-ების არაეფექტურობის შემთხვევაში, გკს-ებით თერაპიისადმი მგრძნობიარე …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- კლობეტაზოლი (clobetasol)
- ფორმა და შეფუთვა
- 0.5მგ/გ (0.05%) 50გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1
- მწარმოებელი
- WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.S. (Tekirdag), თურქეთი; World Medicine Ilac San. ve Tic. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კორტიკოსტეროიდები, დერმატოლოგიური პრეპარატები, კორტიკოსტეროიდები ძალიან მაღალი აქტივობით (ჯგუფი IV)
- ATC კოდი
- D07AD01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-038978
- რეგისტრირებულია
- 5 სექტემბერი 2023, მოქმედებს 5 სექტემბერი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „გლობალფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
დერილაიფი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
კლობეტაზოლი არის მაღალაქტიური გკს ადგილობრივი გამოყენებისათვის, რომელიც ნაჩვენებია 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში, მოზდრილებსა და ხანდაზმულებში ანთებისა და ქავილის პერსისტირებადი სიმპტომების მოკლევადიანი მკურნალობისთვის, ნაკლებად აქტიური გკს-ების არაეფექტურობის შემთხვევაში, გკს-ებით თერაპიისადმი მგრძნობიარე დერმატოზების დროს:
- ფსორიაზი (გენერალიზებული ბალთოვანი ფსორიაზის გარდა);
- წითელი ბრტყელი ლიქენი;
- დისკოიდური წითელი მგლურა;
- დერმატოზები, რომლებიც მკურნალობას არ ექვემდებარება;
- კანის სხვა დაავადებები, როდესაც ნაკლებად აქტიური გკს-ის გამოყენებისას სათანადო ეფექტი არ შეინიშნება.
მიღების წესი და დოზირება
კლობეტაზოლის პროპიონატი მიეკუთვნება ადგილობრივი გამოყენების ყველაზე აქტიური კორტიკოსტეროიდების კლასს (IV ჯგუფი), მისმა ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე არასასურველი რეაქციების განვითარება. იმ შემთხვევებში, როდესაც ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტეროიდებით თერაპია 4 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში კლინიკური თვალსაზრისით გამართლებულია, უნდა იქნას განხილული ნაკლებად აქტიური კორტიკოსტეროიდებით მკურნალობაზე გადასვლის საკითხი. დაავადების რეციდივის თავიდან ასაცილებლად შეიძლება ჩატარდეს კლობეტაზოლის პროპიონატით თერაპიის განმეორებითი მოკლევადიანი კურსები (იხ. ქვემოთ).
დოზირება
1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები, მოზრდილები და ხანდაზმული პაციენტები
კრემი უნდა დაიტანოს კანზე თხელ ფენად მხოლოდ იმ რაოდენობით, რამდენიც საჭიროა მთელი დაზიანებული ზედაპირის დასაფარად, დღე-ღამეში 1-2-ჯერ და ფრთხილად შეიზილოს.
სასურველი თერაპიული ეფექტის მიღწევისას (ხელსაყრელ პირობებში გაუმჯობესება შეიძლება შეინიშნოს რამდენიმე დღეში) უნდა შემცირდეს პრეპარატის გამოყენების სიხშირე ან უნდა იქნას გამოყენებული ნაკლებად აქტიური სამკურნალო საშუალებები. დამარბილებელი საშუალების დატანებამდე, ყოველი აპლიკაციის შემდეგ უნდა დაელოდოთ გარკვეული დროის განმავლობაში, რომელიც აუცილებელია კრემის შეწოვისათვის.
დაავადების გამწვავების თავიდან აცილების მიზნით შეიძლება ჩატარდეს კლობეტაზოლის პროპიონატით თერაპიის განმეორებითი მოკლევადიანი კურსები.
იმ შემთხვევებში, როდესაც აღინიშნება დაავადების სიმპტომების უფრო მაღალი რეზისტენტობა თერაპიის მიმართ, განსაკუთრებით ჰიპერკერატოზის არსებობისას, პრეპარატის მოქმედება შეიძლება გავაძლიეროთ პოლიეთილენის ფირისგან დამზადებული ოკლუზიური ნახვევის გამოყენებით. როგორც წესი, ოკლუზიური ნახვევის გამოყენება ღამით საკმარისია სასურველი ეფექტის მისაღებად. შემდგომში უმეტეს შემთხვევაში, ეს ეფექტი შეიძლება შენარჩუნდეს ოკლუზიური ნახვევის გამოყენების გარეშე.
იმ შემთხვევებში, როდესაც მდგომარეობა უარესდება ან გაუმჯობესება არ აღინიშნება პრეპარატის გამოყენების 2-4-კვირის განმავლობაში, აუცილებელია მკურნალობის ხელახალი შეფასება და დიაგნოზის გადახედვა.
პრეპარატით თერაპიის კურსის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 კვირას; იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობა, უნდა იქნას გამოყენებული ნაკლებად აქტიური სამკურნალო საშუალებები.
კრემის მაქსიმალური ყოველკვირეული დოზა არ უნდა აღემატებოდეს 50 გ-ს.
სიმპტომების კონტროლის მიღწევისას აუცილებელია კლობეტაზოლით თერაპიის თანდათანობით შეწყვეტა და შემანარჩუნებელი მკურნალობის ჩატარება დამარბილებელი საშუალებით.
კლობეტაზოლით თერაპიის უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს დაავადების რეციდივი.
პაციენტები, რომლებსაც ხშირად უვითარდებათ დაავადების რეციდივები (დერმატოზები,
რომლებიც არ ექვემდებარება მკურნალობას)
იმ შემთხვევებში, როდესაც დაავადების მწვავე ეპიზოდისას მიიღწევა სათანადო ეფექტი ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტეროიდებით თერაპიის უწყვეტი კურსის მეშვეობით, შეიძლება იქნას განხილული პრეპარატის წყვეტილი გამოყენების საკითხი (დღე-ღამეში ერთხელ, კვირაში 2-ჯერ, ოკლუზიური ნახვევის გამოყენების გარეშე). დადგენილი იქნა, რომ ამგვარი მკურნალობის შემთხვევაში მცირდება დაავადების რეციდივების განვითარების სიხშირე.
აუცილებელია, გაგრძელდეს პრეპარატის გამოყენება კანის ყველა მანამდე დაზიანებულ ადგილზე ან კანის იმ ადგილებზე, რომლებიც, როგორც ცნობილია, პოტენციურად დაზიანდება დაავადების გამწვავების დროს. პრეპარატის ასეთი მეთოდით გამოყენებისას ასევე აუცილებელია დამარბილებელი საშუალების მოხმარება ყოველდღიურად. აუცილებელია, რეგულარულად მოხდეს პაციენტის მდგომარეობის, აგრეთვე იმ უპირატესობების და რისკების შეფასება, რომლებიც დაკავშირებულია მკურნალობის გაგრძელებასთან.
ბავშვები
1 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.
ბავშვებში, რომლებიც იღებენ ადგილობრივი გამოყენების გკს-ებით თერაპიას, უფრო მაღალია ადგილობრივი და სისტემური არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი და, როგორც წესი, მათ ესაჭიროებათ მკურნალობის უფრო მოკლე კურსების ჩატარება ნაკლებად აქტიური სამკურნალო საშუალებების გამოყენებით, ზრდასრულებთან შედარებით.
ბავშვებში კლობეტაზოლის პროპიონატის გამოყენების დროს უნდა იქნას დაცული სიფრთხილე; აუცილებელია, გამოიყენოთ სამკურნალო საშუალების მინიმალური რაოდენობა, რომელიც უზრუნველყოფს სათანადო თერაპიული ეფექტის განვითარებას.
თერაპიის ხანგრძლივობა ბავშვებში, მათ შორის მცირეწლოვნებში
ბავშვებში პრეპარატით თერაპიის კურსის ხანგრძლივობა, თუ ეს შესაძლებელია, არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს, საჭიროა მკურნალობის ყოველკვირეული განმეორებითი შეფასების ჩატარება; არ უნდა იქნას გამოყენებული ოკლუზიური ნახვევები.
გამოყენება სახის არეში
სახის არეში პრეპარატის გამოყენებისას თერაპიის კურსის ხანგრძლივობა, შეძლებისდაგვარად, არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს; არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ოკლუზიური ნახვევები.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
კლინიკურ კვლევებში განსხვავებები პრეპარატით თერაპიაზე პასუხის მხრივ ხანდაზმული ასაკის პაციენტებსა და ახალგაზრდა პაციენტებს შორის არ იქნა აღმოჩენილი. იმ შემთხვევებში, როდესაც პრეპარატი აღწევს სისხლის სისტემურ მიმოქცევაში, ხანდაზმული ასაკის პაციენტებში მისი გამოყოფა ორგანიზმიდან შეიძლება შემცირდეს (ასეთ პაციენტებში უფრო ხშირად აღინიშნება ღვიძლისა ან თირკმლის ფუნქციის დაქვეითება). ამიტომ ხანდაზმული ასაკის პაციენტებში პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული მინიმალური რაოდენობით დროის იმ უმოკლეს პერიოდში, რომელიც აუცილებელია სათანადო კლინიკური ეფექტის მისაღწევად.
პაციენტები თირკმელების/ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით
იმ შემთხვევებში, როდესაც პრეპარატი აღწევს სისხლის სისტემურ მიმოქცევაში (გამოყენება კანის ზედაპირის დიდ ფართობზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში), პაციენტებში თირკმელების/ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით მისი მეტაბოლიზმის და ორგანიზმიდან გამოყოფის სიჩქარე შეიძლება შემცირდეს, რის შედეგადაც შეიძლება გაიზარდოს სისტემური ტოქსიკური ეფექტების განვითარების რისკი. ამიტომ ზემოაღნიშნულ პაციენტებში პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული მინიმალური რაოდენობით იმ უმოკლესი დროის პერიოდში, რომელიც აუცილებელია სათანადო კლინიკური ეფექტის მისაღწევად.
გამოყენების წესი
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ კანზე წასასმელად.
კრემი განსაკუთრებით მიესადაგება კანის ტენიან ან სველ ზედაპირებს.
პაციენტებისთვის რეკომენდებულია ხელების დაბანა პრეპარატის გამოყენების შემდეგ (გარდა
იმ შემთხვევებისა, როდესაც კრემი გამოიყენება ხელის კანზე როგორც დაზიანებულ ზედაპირზე).
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- კანისმიერი ინფექციები (სათანადო მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში);
- როზაცეა;
- იუვენილური ფერიმჭამელები (acne vulgaris);
- ქავილი (ანთების ნიშნების არარსებობის შემთხვევაში);
- ქავილი პერიანალურ მიდამოსა და გენიტალიების არეში;
- პერიორალური დერმატიტი.
პრეპარატის გამოყენება დერმატოზების სამკურნალოდ, მათ შორის დერმატიტისა და საფენისმიერი დერმატიტის, 1 წლამდე ასაკის ბავშვებში უკუნაჩვენებია.
სიფრთხილის ზომები
კლობეტაზოლის პროპიონატის ხანგრძლივად გამოყენების დროს, როდესაც დოზები აღემატება რეკომენდებულს, იყო მოწოდებული ინფორმაცია მძიმე ინფექციების განვითარების შესახებ, რომლებსაც თან სდევდა ოსტეონეკროზული დაზიანება (ნეკროზული ფასციიტის ჩათვლით) და სისტემური იმუნოსუპრესია (იშვიათად კაპოშის სარკომის განვითარებით; ეს დაზიანებები შექცევადი ხასიათისა იყო). ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტები ამავდროულად იღებდნენ მაღალი აქტივობის სხვა პერორალურ/ადგილობრივ კორტიკოსტეროიდებს ან იმუნოსუპრესანტებს (მაგალითად, მეთოტრექსატი, მიკოფენოლატის მოფეტილი). იმ შემთხვევებში, როდესაც ადგილობრივი კორტიკოსტეროიდებით თერაპია 4-კვირაზე მეტი ხანგრძლივობით კლინიკური თვალსაზრისით გამართლებულია, უნდა განიხილებოდეს ნაკლებად აქტიური კორტიკოსტეროიდებით მკურნალობაზე გადასვლის საკითხი.
დერილაიფი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებოდათ ჰიპერმგრძნობელობის ადგილობრივი რეაქციები გკს-ების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერებების მიმართ. ჰიპერმგრძნობელობის ადგილობრივი რეაქციები შეიძლება იყოს ძირითადი დაავადების სიმპტომების მსგავსი.
ზოგიერთ პაციენტში, ადგილობრივი გამოყენების გკს-ს სისტემური შეწოვის გაძლიერების გამო შეიძლება აღენიშნოს ჰიპერკორტიციზმის (კუშინგის სინდრომი) და ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა სისტემის ფუნქციის დათრგუნვის ნიშნები (შექცევადი), რომლებსაც თან ახლავს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის განვითარება. იმ შემთხვევებში, როდესაც ვითარდება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი დარღვევა, კლობეტაზოლის გამოყენება უნდა შეწყდეს, სამკურნალო საშუალების გამოყენების სიხშირის თანდათან შემცირების გზით, ან უნდა მოხდეს პაციენტის გადაყვანა ნაკლებად აქტიური გკს-ით თერაპიაზე. პრეპარატის გამოყენების მკვეთრმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობა.
რისკის ფაქტორები, რომლებიც დაკავშირებულია ადგილობრივი გამოყენების გკს-ების მოხმარების დროს სისტემური ეფექტების განვითარებასთან:
- პრეპარატის აქტივობა და შემადგენლობა;
- მოხმარების ხანგრძლივობა;
- კანის დიდ ზედაპირზე გამოყენება;
- კანის დახურულ უბნებზე მოხმარებისას (მაგალითად, ინტერტრიგინულ ზონებში ან
ოკლუზიური ნახვევების ქვეშ (ახალშობილებში საფენს შეუძლია ოკლუზიური ნახვევის
როლი შეასრულოს));
- რქოვანა შრის ჰიდრატაციის ხარისხის გაზრდა;
- გამოყენება კანის თხელი საფარის მქონე უბნებზე, როგორიცაა სახის მიდამო;
- გამოყენება კანის დაზიანებულ უბნებზე ან იმ შემთხვევებში, როდესაც კანის ბარიერის მთლიანობა დარღვეულია.
ბავშვებში, მათ შორის მცირეწლოვნებში, უფროსებთან შედარებით, შეიძლება ადგილი ჰქონდეს არასასურველი რეაქციების განვითარების უფრო მაღალ რისკს გკს-ების ადგილობრივი გამოყენების შემთხვევაში იმის გამო, რომ პროპორციულად უფრო მეტი რაოდენობის პრეპარატს შეუძლია შეაღწიოს სისხლის სისტემურ მიმოქცევაში (ეს განპირობებულია იმით, რომ ბავშვებში კანის ბარიერი უმწიფარია და, ზრდასრულებთან შედარებით, კანის ზედაპირის სხეულის წონასთან შეფარდების მაჩვენებელი უფრო დიდია).
ბავშვები
12 წლამდე ასაკის ბავშვებში, თუკი შესაძლებელია, ადგილობრივი გამოყენების გკს-ებით ხანგრძლივი უწყვეტი მკურნალობის ჩატარება საჭირო არ არის, რადგან ეს დაკავშირებულია თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის განვითარების რისკთან.
ბავშვები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი ადგილობრივი გამოყენების გკს-ების მოხმარებისას ატროფიული ცვლილებების განვითარებისაკენ.
თერაპიის ხანგრძლივობა ბავშვებში, მათ შორის მცირეწლოვნებში
ბავშვებში პრეპარატით თერაპიის კურსის ხანგრძლივობა, თუკი შესაძლებელია, არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს, აუცილებელია ყოველკვირეულად ჩატარდეს მკურნალობის განმეორებითი შეფასება; არ უნდა იქნას გამოყენებული ოკლუზიური ნახვევები.
ინფექციის განვითარების რისკი ოკლუზიური ნახვევების გამოყენებისას
ბაქტერიული ინფექციების განვითარების რისკი იზრდება თბილ და ნოტიო პირობებში, რომლებიც ჩნდება კანის ნაოჭებში ან ოკლუზიური ნახვევების ქვეშ; ოკლუზიური ნახვევის გამოყენებამდე კანის ზედაპირი სათანადოდ უნდა გასუფთავდეს.
გამოყენება ფსორიაზის მქონე პაციენტებში
ფსორიაზის მქონე პაციენტებში ადგილობრივი მოქმედების გკს-ების გამოყენებისას აუცილებელია სიფრთხილის დაცვა, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში დაფიქსირდა დაავადების რეციდივი, ტოლერანტობის განვითარება, გენერალიზებული პუსტულური ფსორიაზისა და იმ სიმპტომების განვითარების რისკი, რომლებიც დაკავშირებულია ადგილობრივ ან სისტემურ ტოქსიკურობასთან, რაც განპირობებულია კანის ბარიერული ფუნქციის დარღვევით. მსგავს სიტუაციებში პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ გულმოდგინე სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.
თანმდევი ინფექციები
კანის ანთებითი დაზიანებების ინფიცირების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს შესაბამისი ანტიბაქტერიული თერაპია. ინფექციის გავრცელებისას აუცილებელია, შეწყდეს ადგილობრივი გამოყენების გკს-ების მოხმარება და განხორციელდეს სათანადო მკურნალობა ანტიბაქტერიული საშუალებებით.
ქვედა კიდურების ქრონიკული წყლულები
ზოგიერთ შემთხვევაში ადგილობრივი მოხმარების გკს გამოიყენება იმ დერმატიტების სამკურნალოდ, რომელიც ვითარდება ქვედა კიდურების ქრონიკული წყლულების გარშემო; თუმცა, ასეთი მკურნალობა შეიძლება დაკავშირებული იყოს ადგილობრივი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების სიხშირის და ადგილობრივი ინფექციების განვითარების რისკის ზრდასთან.
გამოყენება სახის მიდამოში
არასასურველია კრემის წასმა სახის მიდამოზე, ვინაიდან კანი სახის მიდამოში მეტადაა მიდრეკილი ატროფიული ცვლილებების განვითარებისადმი. პრეპარატის გამოყენებისას სახის არეში თერაპიის კურსის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს.
გამოყენება ქუთუთოების მიდამოში
ქუთუთოების მიდამოში კრემის გამოყენებისას უნდა დაიცვათ სიფრთხილე, რათა თავიდან
აიცილოთ პრეპარატის თვალში მოხვედრა, რადგან მრავალჯერადი გამოყენების დროს არსებობს
კატარაქტისა და გლაუკომის განვითარების რისკი. კრემის თვალებში მოხვედრისას, ჩამოიბანეთ
თვალები დიდი რაოდენობის წყლით.
მხედველობის დარღვევები
არსებობს ცნობები, რომ გკს-ების ადგილობრივი და სისტემური გამოყენებისას ვითარდება მხედველობის დარღვევები. იმ შემთხვევებში, როდესაც პაციენტს აქვს მხედველობის სიმახვილის დარღვევა ან უვითარდება მხედველობის სხვა დარღვევები, მან აუცილებლად უნდა მიმართოს ოფთალმოლოგს კონსულტაციისათვის, რათა დადგინდეს მათი შესაძლო მიზეზები, კატარაქტის, გლაუკომის ან იშვიათი დაავადებების ჩათვლით, როგორიცაა ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია (CSCR), რომელთა განვითარების შესახებ მოწოდებულია ცნობები გკს-ების სისტემური და ადგილობრივი გამოყენებისას.
ტოპიკური სტეროიდების მოხსნის სინდრომი
ტოპიკური სტეროიდების ხანგრძლივმა უწყვეტმა ან არასწორმა გამოყენებამ მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ შეიძლება მიგვიყვანოს რიკოშეტული ანთებითი ჰიპერემიის განვითარებამდე (ტოპიკური სტეროიდების მოხსნის სინდრომი). შეიძლება ადგილი ჰქონდეს რიკოშეტული ანთებითი ჰიპერემიის მძიმე ფორმას დერმატიტის სახით გამოხატული სიწითლით, ჩხვლეტითა და წვით, რომელიც შეიძლება გავრცელდეს მკურნალობის საწყისი არეალის მიღმა. მისი განვითარება უფრო სავარაუდოა კანის ნაზი უბნების მკურნალობისას, როგორიცაა სახე და სახრელი ზედაპირები. წარმატებული მკურნალობის შემდეგ რამდენიმე დღის ან კვირის მერე დაავადების განმეორების შემთხვევაში, ეჭვი უნდა მივიტანოთ მოხსნის რეაქციაზე.
ხელახალი გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით, და ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია
სპეციალისტთან კონსულტაცია ან მკურნალობის სხვა ვარიანტების განხილვა.
დამხმარე ნივთიერებები
პროდუქტი შეიცავს პროპილენგლიკოლს (463,5 მგ/გ), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება. არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება ღია ჭრილობებზე და დაზიანებული კანის დიდ უბნებზე (მაგალითად, დამწვრობა) ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის გარეშე .
პრეპარატი შეიცავს ცეტოსტეარილის სპირტს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი კანისმიერი რეაქციები (მაგ., კონტაქტური დერმატიტი).
პრეპარატი შეიცავს მაკროგოლგლიცერინის ჰიდროქსისტეარატს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს
კანისმიერი რეაქციები.
პრეპარატი შეიცავს ქლოროკრეზოლს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
პრეპარატი შეიცავს ცვილს. პაციენტებს უნდა მიეცეთ ინსტრუქცია, არ მოწიონ ან არ მიუახლოვდნენ ღია ცეცხლის წყაროებს მძიმე დამწვრობის მიღების რისკის გამო.
ქსოვილი (ტანსაცმელი, ლოგინი, სახვევები და ა.შ.), რომელთანაც შეხებაში იყო ეს პრეპარატი უფრო იოლად აალებადია და წარმოშობს ხანძრის საფრთხეს. ტანსაცმლისა და თეთრეულის რეცხვამ შეიძლება შეამციროს პროდუქტის დაგროვება, მაგრამ არ შეუძლია მთლიანად მოაშოროს იგი.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
დადგენილია, რომ იმ სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას, რომლებსაც შეუძლიათ დათრგუნონ CYP3A4 (მაგალითად, რიტონავირი ან იტრაკონაზოლი), გკს-ების მეტაბოლიზმის სიჩქარე დაქვეითებულია, რასაც თან ახლავს მათი სისტემური ზეგავლენის მატება. მსგავსი წამლისმიერი ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობის ხარისხი დამოკიდებულია გკს-ების შეყვანის მეთოდსა და დოზაზე, აგრეთვე CYP3A4 ინჰიბიტორის აქტივობაზე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის დროს ქალებში კლობეტაზოლის გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია.
გესტაციის პერიოდში ცხოველებში გკს-ების ადგილობრივი გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს
ნაყოფის განვითარების დარღვევები.
ზემოაღნიშნული მონაცემების კლინიკური მნიშვნელობა ადამიანებისთვის დადგენილი არ არის.
დერილაიფი ორსულობის დროს ქალებში უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევებში,
როდესაც ქალისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს,
ამასთან ერთად პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული მინიმალური რაოდენობით დროის უმოკლეს მონაკვეთში.
ძუძუთი კვება
ადგილობრივი გამოყენების გკს-ების მოხმარების უსაფრთხოება ქალებში ძუძუთი კვების დროს არ არის დადგენილი. უცნობია, შესაძლებელია თუ არა გკს-ების ადგილობრივი გამოყენებისას ისეთი სისტემური ზემოქმედების მიღწევა, როდესაც სამკურნალო საშუალება დედის რძეში მიაღწევს რაოდენობრივად განსაზღვრად კონცენტრაციას. დერილაიფი ქალებში ძუძუთი კვების პერიოდში უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი ქალისათვის აღემატება ბავშვისათვის პოტენციურ რისკს.
ძუძუთი კვების პერიოდში ქალებში მოხმარების შემთხვევაში კრემი არ უნდა იქნას გამოყენებული
სარძევე ჯირკვლების მიდამოზე ბავშვის მიერ მისი შემთხვევითი გადაყლაპვის თავიდან ასაცილებლად.
ფერტილობა
მონაცემები ადგილობრივი გამოყენების გკს-ების გავლენის შესახებ ადამიანის ფერტილობაზე არ
არსებობს.
ვირთაგვებზე ჩატარებულ კვლევებში, კანქვეშ შეყვანისას კლობეტაზოლს არანაირი ზემოქმედება არ მოუხდენია შეჯვარების უნარზე; თუმცა, გამოყენებულებიდან უმაღლესი დოზის შეყვანისას
აღინიშნა ნაყოფიერების დაქვეითება.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
კლობეტაზოლის ზემოქმედების შესწავლა სატრანსპორტო საშუალებების ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე არ ჩატარებულა. არასასურველი რეაქციების პროფილის გათვალისწინებით არ არის მოსალოდნელი, რომ კლობეტაზოლი ადგილობრივი გამოყენებისას მოახდენს მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ზემოაღნიშნული საქმიანობების განხორციელების უნარზე.
ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
გვერდითი მოვლენები
არასასურველი რეაქციები, რომელთა შესახებ ინფორმაცია მოპოვებულია პოსტმარკეტინგულ პერიოდში, ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA-ის სისტემურ-ორგანული კლასების მიხედვით.
არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100 მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000); სიხშირე უცნობია (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემების მიხედვით).
ინფექციური და პარაზიტული დაავადებები: ძალიან იშვიათად - ოპორტუნისტული ინფექციები.
იმუნური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, გენერალიზებული გამონაყარი.
ენდოკრინული სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა სისტემის ფუნქციის დათრგუნვა: კუშინგოიდური ნიშნები (მაგალითად, მთვარისებრი სახე, ცენტრალური ტიპის სიმსუქნე), სხეულის მასის მატების შეფერხება/ზრდის შეფერხება ბავშვებში, ოსტეოპოროზი, ჰიპერგლიკემია/გლუკოზურია, არტერიული ჰიპერტენზია, სხეულის მასის მომატება/სიმსუქნე, ენდოგენური კორტიზოლის დონის დაქვეითება სისხლში, ალოპეცია, მტვრევადი თმა.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ხშირად - ქავილი, წვის/ტკივილის ლოკალიზებული
შეგრძნება; არახშირად - კანის ატროფია *, სტრიები *, ტელეანგიექტაზიები *; ძალიან იშვიათად - კანის გათხელება*, კანის დანაოჭებისადმი მიდრეკილება*, კანის სიმშრალე*, კანის პიგმენტაციის ცვლილებები*, ჰიპერტრიქოზი, დაავადების ძირითადი სიმპტომების გამწვავება, ალერგიული კონტაქტური დერმატიტი/დერმატიტი, პუსტულური ფსორიაზი, ერითემა, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, აკნე; სიხშირე უცნობია - მოხსნის რეაქციები (კანის სიწითლე, რომელიც შეიძლება გასცდეს თავდაპირველად დაზიანებული უბნის საზღვრებს, წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება, ქავილი, კანის აქერცვლა, სველი პუსტულები).
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე: ძალიან იშვიათად - გაღიზიანება/ტკივილი წასმის ადგილზე.
მხედველობის ორგანოს მხრივ: ძალიან იშვიათად - კატარაქტა, ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია (CSCR), გლაუკომა; სიხშირე უცნობია - მხედველობის სიმკვეთრის დარღვევა.
- არასასურველი რეაქცია კანის მხრივ, რომელიც მეორადია ადგილობრივ და/ან სისტემურ მოქმედებასთან მიმართებაში, რომელიც, თავის მხრივ, დაკავშირებულია ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა სისტემის ფუნქციის დათრგუნვასთან.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ნაწილში, გთხოვთ, მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზა
სიმპტომები
ადგილობრივი გამოყენებისას კლობეტაზოლს შეუძლია შეაღწიოს სისხლის სისტემურ მიმოქცევაში იმ რაოდენობით, რომელიც საკმარისია სისტემური ეფექტების გამოსავლენად. ნაკლებად სავარაუდოა, რომ სამკურნალო საშუალების ადგილობრივი გამოყენებისას ადგილი ექნება დოზის მწვავე გადაჭარბებას, მიუხედავად ამისა, დოზის ქრონიკული გადაჭარბების ან არასათანადო გამოყენების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ჰიპერკორტიციზმის ნიშნები.
მკურნალობა
კლობეტაზოლის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის განვითარების რისკის გამო, აუცილებელია სამკურნალო საშუალების მოხმარების სიხშირის თანდათანობით შემცირება ან პაციენტის გადაყვანა ნაკლებად აქტიური გკს-ით თერაპიაზე.
შემდგომში მკურნალობა უნდა ტარდებოდეს კლინიკური ჩვენებების ან ტოქსიკოლოგიური რეგიონული ცენტრის (მისი არსებობის შემთხვევაში) რეკომენდაციების შესაბამისად.
შემადგენლობა
კრემის 1 გ შეიცავს
აქტიური ნივთიერება: კლობეტაზოლის პროპიონატი 0,5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ფუტკრის ცვილი, პროპილენგლიკოლი, ქლოროკრეზოლი, მაკროგოლის
ცეტოსტეარილის ეთერი, მაკროგოლგლიცერინის ჰიდროქსისტეარატი, მაკროგოლი 15, ჰიდროქსისტეარატი, ცეტოსტეარილის სპირტი, გასუფთავებული წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი D07AD01
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისობის ვადა
3 წელი წარმოების დღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქებიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი
(ჩოსბ გ.ო. პაშა მაჰ. 6. ჯად. No. 30 ჩერკეზკეი/ტეკირდაგ )
“ WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TIC. A.Ş.”, TURKEY
(ÇOSB GO Paşa Mah. 6. Cad . No: 30 Cerkezköy / Tekirdaĝ).
ფარმაკოლოგიური თვისებები
კორტიკოსტეროიდები, დერმატოლოგიური პრეპარატები, კორტიკოსტეროიდები ძალიან მაღალი აქტივობით (ჯგუფი IV).
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მოქმედების მექანიზმი
ადგილობრივი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდები (გკს) ახდენენ ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას, რომელიც დაკავშირებულია ალერგიული რეაქციების განვითარების გვიანი ფაზის ინჰიბირების სხვადასხვა მექანიზმთან: პოხიერი უჯრედების რაოდენობის შემცირება, ეოზინოფილების აქტივაციის დაქვეითება და ქემოტაქსისის ინჰიბირება, ლიმფოციტებში, პოხიერ უჯრედებში, მონოციტებში და ეოზინოფილებში ციტოკინების წარმოქმნის დაქვეითება და არაქიდონის მჟავას მეტაბოლიზმის დათრგუნვა.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
ადგილობრივი გამოყენების გკს-ებს აქვთ ანთების საწინააღმდეგო, ქავილის საწინააღმდეგო და
სისხლძარღვთა შემავიწროებელი თვისებები.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
ადგილობრივი გამოყენებისას კორტიკოსტეროიდებს შეუძლიათ შეაღწიონ სისხლის სისტემურ მიმოქცევაში დაუზიანებელი ჯანმრთელი კანის მეშვეობით. კანზე დატანებისას, გკს-ის შეწოვის ხარისხი დამოკიდებულია რიგ ფაქტორებზე, მათ შორის პრეპარატის შემადგენლობაზე და კანის ბარიერის მთლიანობაზე; ოკლუზიური ნახვევების გამოყენებისას, ანთების და/ან კანის მხრივ სხვა დარღვევების არსებობისას, შეწოვის ხარისხი შეიძლება გაიზარდოს.
კლინიკური კვლევის მონაცემების მიხედვით, კლობეტაზოლის პროპიონატის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში (Cmax) ჯანმრთელ მოხალისეებში მიიღწეოდა 8 საათის შემდეგ განმეორებითი მოხმარებიდან (პირველი აპლიკაციიდან 13 საათის შემდეგ), 30 გ კლობეტაზოლის პროპიონატის 0,05% მალამოს სახით ჯანმრთელ კანზე გამოყენებისას, და საშუალოდ შეადგენდა 0,63 ნგ/მლ; 30 გ კლობეტაზოლის პროპიონატის 0,05% კრემის სახით განმეორებითი მოხმარებისას, Cmax მიღწეოდა10 საათის შემდეგ და მისი მნიშვნელობა ოდნავ აღემატებოდა ანალოგიურ მონაცემს მალამოს გამოყენების შემთხვევაში.
ცალკეულ კლინიკურ კვლევაში ფსორიაზის და ეგზემის მქონე პაციენტებში 25 გ კლობეტაზოლის პროპიონატის 0,05% მალამოს სახით ერთჯერადი გამოყენებიდან 3 საათის შემდეგ Cmax-ის მნიშვნელობები შეადგენდა საშუალოდ 2,3 ნგ/მლ და 4,6 ნგ/მლ, შესაბამისად.
განაწილება
ადგილობრივი გამოყენების გკს-ების სისტემური ზემოქმედების შესაფასებლად საჭიროა გამოიყენებოდეს ფარმაკოდინამიკური საბოლოო წერტილები იმის გამო, რომ სისხლში მოცირკულირე სამკურნალო საშუალების კონცენტრაცია რაოდენობრივი განსაზღვრის ზღურბლზე მნიშვნელოვნად დაბალია.
მეტაბოლიზმი
კანის გავლით სისტემურ სისხლის მიმოქცევაში შეღწევის შემდეგ, ადგილობრივი გამოყენების გკს-ები
განიცდიან მეტაბოლიზმს, რომელიც დამახასიათებელია სისტემური გამოყენების გკს-ებისთვის.
ადგილობრივი გამოყენების გკს-ები მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლში.
გამოყოფა
ადგილობრივი გამოყენების გკს-ები გამოიყოფა ორგანიზმიდან თირკმელებით. ზოგიერთი გკს და მათი მეტაბოლიტები გამოიყოფა ორგანიზმიდან ასევე ნაღველით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
დერილაიფი
სავაჭრო დასახელება
დერილაიფი, Derylife
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
კლობეტაზოლი, Clobetasol
წამლის ფორმა
გარეგანი გამოყენების კრემი 0,05%.
აღწერილობა: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ერთგვაროვანი კრემი.
შემადგენლობა
კრემის 1 გ შეიცავს
აქტიური ნივთიერება: კლობეტაზოლის პროპიონატი 0,5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ფუტკრის ცვილი, პროპილენგლიკოლი, ქლოროკრეზოლი, მაკროგოლის
ცეტოსტეარილის ეთერი, მაკროგოლგლიცერინის ჰიდროქსისტეარატი, მაკროგოლი 15, ჰიდროქსისტეარატი, ცეტოსტეარილის სპირტი, გასუფთავებული წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი D07AD01
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კორტიკოსტეროიდები, დერმატოლოგიური პრეპარატები, კორტიკოსტეროიდები ძალიან მაღალი აქტივობით (ჯგუფი IV).
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მოქმედების მექანიზმი
ადგილობრივი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდები (გკს) ახდენენ ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას, რომელიც დაკავშირებულია ალერგიული რეაქციების განვითარების გვიანი ფაზის ინჰიბირების სხვადასხვა მექანიზმთან: პოხიერი უჯრედების რაოდენობის შემცირება, ეოზინოფილების აქტივაციის დაქვეითება და ქემოტაქსისის ინჰიბირება, ლიმფოციტებში, პოხიერ უჯრედებში, მონოციტებში და ეოზინოფილებში ციტოკინების წარმოქმნის დაქვეითება და არაქიდონის მჟავას მეტაბოლიზმის დათრგუნვა.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
ადგილობრივი გამოყენების გკს-ებს აქვთ ანთების საწინააღმდეგო, ქავილის საწინააღმდეგო და
სისხლძარღვთა შემავიწროებელი თვისებები.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
ადგილობრივი გამოყენებისას კორტიკოსტეროიდებს შეუძლიათ შეაღწიონ სისხლის სისტემურ მიმოქცევაში დაუზიანებელი ჯანმრთელი კანის მეშვეობით. კანზე დატანებისას, გკს-ის შეწოვის ხარისხი დამოკიდებულია რიგ ფაქტორებზე, მათ შორის პრეპარატის შემადგენლობაზე და კანის ბარიერის მთლიანობაზე; ოკლუზიური ნახვევების გამოყენებისას, ანთების და/ან კანის მხრივ სხვა დარღვევების არსებობისას, შეწოვის ხარისხი შეიძლება გაიზარდოს.
კლინიკური კვლევის მონაცემების მიხედვით, კლობეტაზოლის პროპიონატის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში (Cmax) ჯანმრთელ მოხალისეებში მიიღწეოდა 8 საათის შემდეგ განმეორებითი მოხმარებიდან (პირველი აპლიკაციიდან 13 საათის შემდეგ), 30 გ კლობეტაზოლის პროპიონატის 0,05% მალამოს სახით ჯანმრთელ კანზე გამოყენებისას, და საშუალოდ შეადგენდა 0,63 ნგ/მლ; 30 გ კლობეტაზოლის პროპიონატის 0,05% კრემის სახით განმეორებითი მოხმარებისას, Cmax მიღწეოდა10 საათის შემდეგ და მისი მნიშვნელობა ოდნავ აღემატებოდა ანალოგიურ მონაცემს მალამოს გამოყენების შემთხვევაში.
ცალკეულ კლინიკურ კვლევაში ფსორიაზის და ეგზემის მქონე პაციენტებში 25 გ კლობეტაზოლის პროპიონატის 0,05% მალამოს სახით ერთჯერადი გამოყენებიდან 3 საათის შემდეგ Cmax-ის მნიშვნელობები შეადგენდა საშუალოდ 2,3 ნგ/მლ და 4,6 ნგ/მლ, შესაბამისად.
განაწილება
ადგილობრივი გამოყენების გკს-ების სისტემური ზემოქმედების შესაფასებლად საჭიროა გამოიყენებოდეს ფარმაკოდინამიკური საბოლოო წერტილები იმის გამო, რომ სისხლში მოცირკულირე სამკურნალო საშუალების კონცენტრაცია რაოდენობრივი განსაზღვრის ზღურბლზე მნიშვნელოვნად დაბალია.
მეტაბოლიზმი
კანის გავლით სისტემურ სისხლის მიმოქცევაში შეღწევის შემდეგ, ადგილობრივი გამოყენების გკს-ები
განიცდიან მეტაბოლიზმს, რომელიც დამახასიათებელია სისტემური გამოყენების გკს-ებისთვის.
ადგილობრივი გამოყენების გკს-ები მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლში.
გამოყოფა
ადგილობრივი გამოყენების გკს-ები გამოიყოფა ორგანიზმიდან თირკმელებით. ზოგიერთი გკს და მათი მეტაბოლიტები გამოიყოფა ორგანიზმიდან ასევე ნაღველით.
გამოყენების ჩვენებები
კლობეტაზოლი არის მაღალაქტიური გკს ადგილობრივი გამოყენებისათვის, რომელიც ნაჩვენებია 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში, მოზდრილებსა და ხანდაზმულებში ანთებისა და ქავილის პერსისტირებადი სიმპტომების მოკლევადიანი მკურნალობისთვის, ნაკლებად აქტიური გკს-ების არაეფექტურობის შემთხვევაში, გკს-ებით თერაპიისადმი მგრძნობიარე დერმატოზების დროს:
- ფსორიაზი (გენერალიზებული ბალთოვანი ფსორიაზის გარდა);
- წითელი ბრტყელი ლიქენი;
- დისკოიდური წითელი მგლურა;
- დერმატოზები, რომლებიც მკურნალობას არ ექვემდებარება;
- კანის სხვა დაავადებები, როდესაც ნაკლებად აქტიური გკს-ის გამოყენებისას სათანადო ეფექტი არ შეინიშნება.
გამოყენების წესი და დოზები
კლობეტაზოლის პროპიონატი მიეკუთვნება ადგილობრივი გამოყენების ყველაზე აქტიური კორტიკოსტეროიდების კლასს (IV ჯგუფი), მისმა ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე არასასურველი რეაქციების განვითარება. იმ შემთხვევებში, როდესაც ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტეროიდებით თერაპია 4 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში კლინიკური თვალსაზრისით გამართლებულია, უნდა იქნას განხილული ნაკლებად აქტიური კორტიკოსტეროიდებით მკურნალობაზე გადასვლის საკითხი. დაავადების რეციდივის თავიდან ასაცილებლად შეიძლება ჩატარდეს კლობეტაზოლის პროპიონატით თერაპიის განმეორებითი მოკლევადიანი კურსები (იხ. ქვემოთ).
დოზირება
1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები, მოზრდილები და ხანდაზმული პაციენტები
კრემი უნდა დაიტანოს კანზე თხელ ფენად მხოლოდ იმ რაოდენობით, რამდენიც საჭიროა მთელი დაზიანებული ზედაპირის დასაფარად, დღე-ღამეში 1-2-ჯერ და ფრთხილად შეიზილოს.
სასურველი თერაპიული ეფექტის მიღწევისას (ხელსაყრელ პირობებში გაუმჯობესება შეიძლება შეინიშნოს რამდენიმე დღეში) უნდა შემცირდეს პრეპარატის გამოყენების სიხშირე ან უნდა იქნას გამოყენებული ნაკლებად აქტიური სამკურნალო საშუალებები. დამარბილებელი საშუალების დატანებამდე, ყოველი აპლიკაციის შემდეგ უნდა დაელოდოთ გარკვეული დროის განმავლობაში, რომელიც აუცილებელია კრემის შეწოვისათვის.
დაავადების გამწვავების თავიდან აცილების მიზნით შეიძლება ჩატარდეს კლობეტაზოლის პროპიონატით თერაპიის განმეორებითი მოკლევადიანი კურსები.
იმ შემთხვევებში, როდესაც აღინიშნება დაავადების სიმპტომების უფრო მაღალი რეზისტენტობა თერაპიის მიმართ, განსაკუთრებით ჰიპერკერატოზის არსებობისას, პრეპარატის მოქმედება შეიძლება გავაძლიეროთ პოლიეთილენის ფირისგან დამზადებული ოკლუზიური ნახვევის გამოყენებით. როგორც წესი, ოკლუზიური ნახვევის გამოყენება ღამით საკმარისია სასურველი ეფექტის მისაღებად. შემდგომში უმეტეს შემთხვევაში, ეს ეფექტი შეიძლება შენარჩუნდეს ოკლუზიური ნახვევის გამოყენების გარეშე.
იმ შემთხვევებში, როდესაც მდგომარეობა უარესდება ან გაუმჯობესება არ აღინიშნება პრეპარატის გამოყენების 2-4-კვირის განმავლობაში, აუცილებელია მკურნალობის ხელახალი შეფასება და დიაგნოზის გადახედვა.
პრეპარატით თერაპიის კურსის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 კვირას; იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობა, უნდა იქნას გამოყენებული ნაკლებად აქტიური სამკურნალო საშუალებები.
კრემის მაქსიმალური ყოველკვირეული დოზა არ უნდა აღემატებოდეს 50 გ-ს.
სიმპტომების კონტროლის მიღწევისას აუცილებელია კლობეტაზოლით თერაპიის თანდათანობით შეწყვეტა და შემანარჩუნებელი მკურნალობის ჩატარება დამარბილებელი საშუალებით.
კლობეტაზოლით თერაპიის უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს დაავადების რეციდივი.
პაციენტები, რომლებსაც ხშირად უვითარდებათ დაავადების რეციდივები (დერმატოზები,
რომლებიც არ ექვემდებარება მკურნალობას)
იმ შემთხვევებში, როდესაც დაავადების მწვავე ეპიზოდისას მიიღწევა სათანადო ეფექტი ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტეროიდებით თერაპიის უწყვეტი კურსის მეშვეობით, შეიძლება იქნას განხილული პრეპარატის წყვეტილი გამოყენების საკითხი (დღე-ღამეში ერთხელ, კვირაში 2-ჯერ, ოკლუზიური ნახვევის გამოყენების გარეშე). დადგენილი იქნა, რომ ამგვარი მკურნალობის შემთხვევაში მცირდება დაავადების რეციდივების განვითარების სიხშირე.
აუცილებელია, გაგრძელდეს პრეპარატის გამოყენება კანის ყველა მანამდე დაზიანებულ ადგილზე ან კანის იმ ადგილებზე, რომლებიც, როგორც ცნობილია, პოტენციურად დაზიანდება დაავადების გამწვავების დროს. პრეპარატის ასეთი მეთოდით გამოყენებისას ასევე აუცილებელია დამარბილებელი საშუალების მოხმარება ყოველდღიურად. აუცილებელია, რეგულარულად მოხდეს პაციენტის მდგომარეობის, აგრეთვე იმ უპირატესობების და რისკების შეფასება, რომლებიც დაკავშირებულია მკურნალობის გაგრძელებასთან.
ბავშვები
1 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.
ბავშვებში, რომლებიც იღებენ ადგილობრივი გამოყენების გკს-ებით თერაპიას, უფრო მაღალია ადგილობრივი და სისტემური არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი და, როგორც წესი, მათ ესაჭიროებათ მკურნალობის უფრო მოკლე კურსების ჩატარება ნაკლებად აქტიური სამკურნალო საშუალებების გამოყენებით, ზრდასრულებთან შედარებით.
ბავშვებში კლობეტაზოლის პროპიონატის გამოყენების დროს უნდა იქნას დაცული სიფრთხილე; აუცილებელია, გამოიყენოთ სამკურნალო საშუალების მინიმალური რაოდენობა, რომელიც უზრუნველყოფს სათანადო თერაპიული ეფექტის განვითარებას.
თერაპიის ხანგრძლივობა ბავშვებში, მათ შორის მცირეწლოვნებში
ბავშვებში პრეპარატით თერაპიის კურსის ხანგრძლივობა, თუ ეს შესაძლებელია, არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს, საჭიროა მკურნალობის ყოველკვირეული განმეორებითი შეფასების ჩატარება; არ უნდა იქნას გამოყენებული ოკლუზიური ნახვევები.
გამოყენება სახის არეში
სახის არეში პრეპარატის გამოყენებისას თერაპიის კურსის ხანგრძლივობა, შეძლებისდაგვარად, არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს; არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ოკლუზიური ნახვევები.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
კლინიკურ კვლევებში განსხვავებები პრეპარატით თერაპიაზე პასუხის მხრივ ხანდაზმული ასაკის პაციენტებსა და ახალგაზრდა პაციენტებს შორის არ იქნა აღმოჩენილი. იმ შემთხვევებში, როდესაც პრეპარატი აღწევს სისხლის სისტემურ მიმოქცევაში, ხანდაზმული ასაკის პაციენტებში მისი გამოყოფა ორგანიზმიდან შეიძლება შემცირდეს (ასეთ პაციენტებში უფრო ხშირად აღინიშნება ღვიძლისა ან თირკმლის ფუნქციის დაქვეითება). ამიტომ ხანდაზმული ასაკის პაციენტებში პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული მინიმალური რაოდენობით დროის იმ უმოკლეს პერიოდში, რომელიც აუცილებელია სათანადო კლინიკური ეფექტის მისაღწევად.
პაციენტები თირკმელების/ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით
იმ შემთხვევებში, როდესაც პრეპარატი აღწევს სისხლის სისტემურ მიმოქცევაში (გამოყენება კანის ზედაპირის დიდ ფართობზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში), პაციენტებში თირკმელების/ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით მისი მეტაბოლიზმის და ორგანიზმიდან გამოყოფის სიჩქარე შეიძლება შემცირდეს, რის შედეგადაც შეიძლება გაიზარდოს სისტემური ტოქსიკური ეფექტების განვითარების რისკი. ამიტომ ზემოაღნიშნულ პაციენტებში პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული მინიმალური რაოდენობით იმ უმოკლესი დროის პერიოდში, რომელიც აუცილებელია სათანადო კლინიკური ეფექტის მისაღწევად.
გამოყენების წესი
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ კანზე წასასმელად.
კრემი განსაკუთრებით მიესადაგება კანის ტენიან ან სველ ზედაპირებს.
პაციენტებისთვის რეკომენდებულია ხელების დაბანა პრეპარატის გამოყენების შემდეგ (გარდა
იმ შემთხვევებისა, როდესაც კრემი გამოიყენება ხელის კანზე როგორც დაზიანებულ ზედაპირზე).
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- კანისმიერი ინფექციები (სათანადო მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში);
- როზაცეა;
- იუვენილური ფერიმჭამელები (acne vulgaris);
- ქავილი (ანთების ნიშნების არარსებობის შემთხვევაში);
- ქავილი პერიანალურ მიდამოსა და გენიტალიების არეში;
- პერიორალური დერმატიტი.
პრეპარატის გამოყენება დერმატოზების სამკურნალოდ, მათ შორის დერმატიტისა და საფენისმიერი დერმატიტის, 1 წლამდე ასაკის ბავშვებში უკუნაჩვენებია.
არასასურველი რეაქციები
არასასურველი რეაქციები, რომელთა შესახებ ინფორმაცია მოპოვებულია პოსტმარკეტინგულ პერიოდში, ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA-ის სისტემურ-ორგანული კლასების მიხედვით.
არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100 მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000); სიხშირე უცნობია (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემების მიხედვით).
ინფექციური და პარაზიტული დაავადებები: ძალიან იშვიათად - ოპორტუნისტული ინფექციები.
იმუნური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, გენერალიზებული გამონაყარი.
ენდოკრინული სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა სისტემის ფუნქციის დათრგუნვა: კუშინგოიდური ნიშნები (მაგალითად, მთვარისებრი სახე, ცენტრალური ტიპის სიმსუქნე), სხეულის მასის მატების შეფერხება/ზრდის შეფერხება ბავშვებში, ოსტეოპოროზი, ჰიპერგლიკემია/გლუკოზურია, არტერიული ჰიპერტენზია, სხეულის მასის მომატება/სიმსუქნე, ენდოგენური კორტიზოლის დონის დაქვეითება სისხლში, ალოპეცია, მტვრევადი თმა.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ხშირად - ქავილი, წვის/ტკივილის ლოკალიზებული
შეგრძნება; არახშირად - კანის ატროფია *, სტრიები *, ტელეანგიექტაზიები *; ძალიან იშვიათად - კანის გათხელება*, კანის დანაოჭებისადმი მიდრეკილება*, კანის სიმშრალე*, კანის პიგმენტაციის ცვლილებები*, ჰიპერტრიქოზი, დაავადების ძირითადი სიმპტომების გამწვავება, ალერგიული კონტაქტური დერმატიტი/დერმატიტი, პუსტულური ფსორიაზი, ერითემა, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, აკნე; სიხშირე უცნობია - მოხსნის რეაქციები (კანის სიწითლე, რომელიც შეიძლება გასცდეს თავდაპირველად დაზიანებული უბნის საზღვრებს, წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება, ქავილი, კანის აქერცვლა, სველი პუსტულები).
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე: ძალიან იშვიათად - გაღიზიანება/ტკივილი წასმის ადგილზე.
მხედველობის ორგანოს მხრივ: ძალიან იშვიათად - კატარაქტა, ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია (CSCR), გლაუკომა; სიხშირე უცნობია - მხედველობის სიმკვეთრის დარღვევა.
- არასასურველი რეაქცია კანის მხრივ, რომელიც მეორადია ადგილობრივ და/ან სისტემურ მოქმედებასთან მიმართებაში, რომელიც, თავის მხრივ, დაკავშირებულია ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა სისტემის ფუნქციის დათრგუნვასთან.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ნაწილში, გთხოვთ, მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
განსაკუთრებული მითითებები
კლობეტაზოლის პროპიონატის ხანგრძლივად გამოყენების დროს, როდესაც დოზები აღემატება რეკომენდებულს, იყო მოწოდებული ინფორმაცია მძიმე ინფექციების განვითარების შესახებ, რომლებსაც თან სდევდა ოსტეონეკროზული დაზიანება (ნეკროზული ფასციიტის ჩათვლით) და სისტემური იმუნოსუპრესია (იშვიათად კაპოშის სარკომის განვითარებით; ეს დაზიანებები შექცევადი ხასიათისა იყო). ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტები ამავდროულად იღებდნენ მაღალი აქტივობის სხვა პერორალურ/ადგილობრივ კორტიკოსტეროიდებს ან იმუნოსუპრესანტებს (მაგალითად, მეთოტრექსატი, მიკოფენოლატის მოფეტილი). იმ შემთხვევებში, როდესაც ადგილობრივი კორტიკოსტეროიდებით თერაპია 4-კვირაზე მეტი ხანგრძლივობით კლინიკური თვალსაზრისით გამართლებულია, უნდა განიხილებოდეს ნაკლებად აქტიური კორტიკოსტეროიდებით მკურნალობაზე გადასვლის საკითხი.
დერილაიფი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებოდათ ჰიპერმგრძნობელობის ადგილობრივი რეაქციები გკს-ების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერებების მიმართ. ჰიპერმგრძნობელობის ადგილობრივი რეაქციები შეიძლება იყოს ძირითადი დაავადების სიმპტომების მსგავსი.
ზოგიერთ პაციენტში, ადგილობრივი გამოყენების გკს-ს სისტემური შეწოვის გაძლიერების გამო შეიძლება აღენიშნოს ჰიპერკორტიციზმის (კუშინგის სინდრომი) და ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა სისტემის ფუნქციის დათრგუნვის ნიშნები (შექცევადი), რომლებსაც თან ახლავს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის განვითარება. იმ შემთხვევებში, როდესაც ვითარდება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი დარღვევა, კლობეტაზოლის გამოყენება უნდა შეწყდეს, სამკურნალო საშუალების გამოყენების სიხშირის თანდათან შემცირების გზით, ან უნდა მოხდეს პაციენტის გადაყვანა ნაკლებად აქტიური გკს-ით თერაპიაზე. პრეპარატის გამოყენების მკვეთრმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობა.
რისკის ფაქტორები, რომლებიც დაკავშირებულია ადგილობრივი გამოყენების გკს-ების მოხმარების დროს სისტემური ეფექტების განვითარებასთან:
- პრეპარატის აქტივობა და შემადგენლობა;
- მოხმარების ხანგრძლივობა;
- კანის დიდ ზედაპირზე გამოყენება;
- კანის დახურულ უბნებზე მოხმარებისას (მაგალითად, ინტერტრიგინულ ზონებში ან
ოკლუზიური ნახვევების ქვეშ (ახალშობილებში საფენს შეუძლია ოკლუზიური ნახვევის
როლი შეასრულოს));
- რქოვანა შრის ჰიდრატაციის ხარისხის გაზრდა;
- გამოყენება კანის თხელი საფარის მქონე უბნებზე, როგორიცაა სახის მიდამო;
- გამოყენება კანის დაზიანებულ უბნებზე ან იმ შემთხვევებში, როდესაც კანის ბარიერის მთლიანობა დარღვეულია.
ბავშვებში, მათ შორის მცირეწლოვნებში, უფროსებთან შედარებით, შეიძლება ადგილი ჰქონდეს არასასურველი რეაქციების განვითარების უფრო მაღალ რისკს გკს-ების ადგილობრივი გამოყენების შემთხვევაში იმის გამო, რომ პროპორციულად უფრო მეტი რაოდენობის პრეპარატს შეუძლია შეაღწიოს სისხლის სისტემურ მიმოქცევაში (ეს განპირობებულია იმით, რომ ბავშვებში კანის ბარიერი უმწიფარია და, ზრდასრულებთან შედარებით, კანის ზედაპირის სხეულის წონასთან შეფარდების მაჩვენებელი უფრო დიდია).
ბავშვები
12 წლამდე ასაკის ბავშვებში, თუკი შესაძლებელია, ადგილობრივი გამოყენების გკს-ებით ხანგრძლივი უწყვეტი მკურნალობის ჩატარება საჭირო არ არის, რადგან ეს დაკავშირებულია თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის განვითარების რისკთან.
ბავშვები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი ადგილობრივი გამოყენების გკს-ების მოხმარებისას ატროფიული ცვლილებების განვითარებისაკენ.
თერაპიის ხანგრძლივობა ბავშვებში, მათ შორის მცირეწლოვნებში
ბავშვებში პრეპარატით თერაპიის კურსის ხანგრძლივობა, თუკი შესაძლებელია, არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს, აუცილებელია ყოველკვირეულად ჩატარდეს მკურნალობის განმეორებითი შეფასება; არ უნდა იქნას გამოყენებული ოკლუზიური ნახვევები.
ინფექციის განვითარების რისკი ოკლუზიური ნახვევების გამოყენებისას
ბაქტერიული ინფექციების განვითარების რისკი იზრდება თბილ და ნოტიო პირობებში, რომლებიც ჩნდება კანის ნაოჭებში ან ოკლუზიური ნახვევების ქვეშ; ოკლუზიური ნახვევის გამოყენებამდე კანის ზედაპირი სათანადოდ უნდა გასუფთავდეს.
გამოყენება ფსორიაზის მქონე პაციენტებში
ფსორიაზის მქონე პაციენტებში ადგილობრივი მოქმედების გკს-ების გამოყენებისას აუცილებელია სიფრთხილის დაცვა, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში დაფიქსირდა დაავადების რეციდივი, ტოლერანტობის განვითარება, გენერალიზებული პუსტულური ფსორიაზისა და იმ სიმპტომების განვითარების რისკი, რომლებიც დაკავშირებულია ადგილობრივ ან სისტემურ ტოქსიკურობასთან, რაც განპირობებულია კანის ბარიერული ფუნქციის დარღვევით. მსგავს სიტუაციებში პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ გულმოდგინე სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.
თანმდევი ინფექციები
კანის ანთებითი დაზიანებების ინფიცირების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს შესაბამისი ანტიბაქტერიული თერაპია. ინფექციის გავრცელებისას აუცილებელია, შეწყდეს ადგილობრივი გამოყენების გკს-ების მოხმარება და განხორციელდეს სათანადო მკურნალობა ანტიბაქტერიული საშუალებებით.
ქვედა კიდურების ქრონიკული წყლულები
ზოგიერთ შემთხვევაში ადგილობრივი მოხმარების გკს გამოიყენება იმ დერმატიტების სამკურნალოდ, რომელიც ვითარდება ქვედა კიდურების ქრონიკული წყლულების გარშემო; თუმცა, ასეთი მკურნალობა შეიძლება დაკავშირებული იყოს ადგილობრივი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების სიხშირის და ადგილობრივი ინფექციების განვითარების რისკის ზრდასთან.
გამოყენება სახის მიდამოში
არასასურველია კრემის წასმა სახის მიდამოზე, ვინაიდან კანი სახის მიდამოში მეტადაა მიდრეკილი ატროფიული ცვლილებების განვითარებისადმი. პრეპარატის გამოყენებისას სახის არეში თერაპიის კურსის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს.
გამოყენება ქუთუთოების მიდამოში
ქუთუთოების მიდამოში კრემის გამოყენებისას უნდა დაიცვათ სიფრთხილე, რათა თავიდან
აიცილოთ პრეპარატის თვალში მოხვედრა, რადგან მრავალჯერადი გამოყენების დროს არსებობს
კატარაქტისა და გლაუკომის განვითარების რისკი. კრემის თვალებში მოხვედრისას, ჩამოიბანეთ
თვალები დიდი რაოდენობის წყლით.
მხედველობის დარღვევები
არსებობს ცნობები, რომ გკს-ების ადგილობრივი და სისტემური გამოყენებისას ვითარდება მხედველობის დარღვევები. იმ შემთხვევებში, როდესაც პაციენტს აქვს მხედველობის სიმახვილის დარღვევა ან უვითარდება მხედველობის სხვა დარღვევები, მან აუცილებლად უნდა მიმართოს ოფთალმოლოგს კონსულტაციისათვის, რათა დადგინდეს მათი შესაძლო მიზეზები, კატარაქტის, გლაუკომის ან იშვიათი დაავადებების ჩათვლით, როგორიცაა ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია (CSCR), რომელთა განვითარების შესახებ მოწოდებულია ცნობები გკს-ების სისტემური და ადგილობრივი გამოყენებისას.
ტოპიკური სტეროიდების მოხსნის სინდრომი
ტოპიკური სტეროიდების ხანგრძლივმა უწყვეტმა ან არასწორმა გამოყენებამ მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ შეიძლება მიგვიყვანოს რიკოშეტული ანთებითი ჰიპერემიის განვითარებამდე (ტოპიკური სტეროიდების მოხსნის სინდრომი). შეიძლება ადგილი ჰქონდეს რიკოშეტული ანთებითი ჰიპერემიის მძიმე ფორმას დერმატიტის სახით გამოხატული სიწითლით, ჩხვლეტითა და წვით, რომელიც შეიძლება გავრცელდეს მკურნალობის საწყისი არეალის მიღმა. მისი განვითარება უფრო სავარაუდოა კანის ნაზი უბნების მკურნალობისას, როგორიცაა სახე და სახრელი ზედაპირები. წარმატებული მკურნალობის შემდეგ რამდენიმე დღის ან კვირის მერე დაავადების განმეორების შემთხვევაში, ეჭვი უნდა მივიტანოთ მოხსნის რეაქციაზე.
ხელახალი გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით, და ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია
სპეციალისტთან კონსულტაცია ან მკურნალობის სხვა ვარიანტების განხილვა.
დამხმარე ნივთიერებები
პროდუქტი შეიცავს პროპილენგლიკოლს (463,5 მგ/გ), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება. არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება ღია ჭრილობებზე და დაზიანებული კანის დიდ უბნებზე (მაგალითად, დამწვრობა) ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის გარეშე .
პრეპარატი შეიცავს ცეტოსტეარილის სპირტს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი კანისმიერი რეაქციები (მაგ., კონტაქტური დერმატიტი).
პრეპარატი შეიცავს მაკროგოლგლიცერინის ჰიდროქსისტეარატს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს
კანისმიერი რეაქციები.
პრეპარატი შეიცავს ქლოროკრეზოლს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
პრეპარატი შეიცავს ცვილს. პაციენტებს უნდა მიეცეთ ინსტრუქცია, არ მოწიონ ან არ მიუახლოვდნენ ღია ცეცხლის წყაროებს მძიმე დამწვრობის მიღების რისკის გამო.
ქსოვილი (ტანსაცმელი, ლოგინი, სახვევები და ა.შ.), რომელთანაც შეხებაში იყო ეს პრეპარატი უფრო იოლად აალებადია და წარმოშობს ხანძრის საფრთხეს. ტანსაცმლისა და თეთრეულის რეცხვამ შეიძლება შეამციროს პროდუქტის დაგროვება, მაგრამ არ შეუძლია მთლიანად მოაშოროს იგი.
შეუთავსებლობა
პრეპარატის შეუთავსებლობა სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ დაფიქსირებულა.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე
კლობეტაზოლის ზემოქმედების შესწავლა სატრანსპორტო საშუალებების ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე არ ჩატარებულა. არასასურველი რეაქციების პროფილის გათვალისწინებით არ არის მოსალოდნელი, რომ კლობეტაზოლი ადგილობრივი გამოყენებისას მოახდენს მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ზემოაღნიშნული საქმიანობების განხორციელების უნარზე.
ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობა
ორსულობის დროს ქალებში კლობეტაზოლის გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია.
გესტაციის პერიოდში ცხოველებში გკს-ების ადგილობრივი გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს
ნაყოფის განვითარების დარღვევები.
ზემოაღნიშნული მონაცემების კლინიკური მნიშვნელობა ადამიანებისთვის დადგენილი არ არის.
დერილაიფი ორსულობის დროს ქალებში უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევებში,
როდესაც ქალისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს,
ამასთან ერთად პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული მინიმალური რაოდენობით დროის უმოკლეს მონაკვეთში.
ძუძუთი კვება
ადგილობრივი გამოყენების გკს-ების მოხმარების უსაფრთხოება ქალებში ძუძუთი კვების დროს არ არის დადგენილი. უცნობია, შესაძლებელია თუ არა გკს-ების ადგილობრივი გამოყენებისას ისეთი სისტემური ზემოქმედების მიღწევა, როდესაც სამკურნალო საშუალება დედის რძეში მიაღწევს რაოდენობრივად განსაზღვრად კონცენტრაციას. დერილაიფი ქალებში ძუძუთი კვების პერიოდში უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი ქალისათვის აღემატება ბავშვისათვის პოტენციურ რისკს.
ძუძუთი კვების პერიოდში ქალებში მოხმარების შემთხვევაში კრემი არ უნდა იქნას გამოყენებული
სარძევე ჯირკვლების მიდამოზე ბავშვის მიერ მისი შემთხვევითი გადაყლაპვის თავიდან ასაცილებლად.
ფერტილობა
მონაცემები ადგილობრივი გამოყენების გკს-ების გავლენის შესახებ ადამიანის ფერტილობაზე არ
არსებობს.
ვირთაგვებზე ჩატარებულ კვლევებში, კანქვეშ შეყვანისას კლობეტაზოლს არანაირი ზემოქმედება არ მოუხდენია შეჯვარების უნარზე; თუმცა, გამოყენებულებიდან უმაღლესი დოზის შეყვანისას
აღინიშნა ნაყოფიერების დაქვეითება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
დადგენილია, რომ იმ სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას, რომლებსაც შეუძლიათ დათრგუნონ CYP3A4 (მაგალითად, რიტონავირი ან იტრაკონაზოლი), გკს-ების მეტაბოლიზმის სიჩქარე დაქვეითებულია, რასაც თან ახლავს მათი სისტემური ზეგავლენის მატება. მსგავსი წამლისმიერი ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობის ხარისხი დამოკიდებულია გკს-ების შეყვანის მეთოდსა და დოზაზე, აგრეთვე CYP3A4 ინჰიბიტორის აქტივობაზე.
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები
ადგილობრივი გამოყენებისას კლობეტაზოლს შეუძლია შეაღწიოს სისხლის სისტემურ მიმოქცევაში იმ რაოდენობით, რომელიც საკმარისია სისტემური ეფექტების გამოსავლენად. ნაკლებად სავარაუდოა, რომ სამკურნალო საშუალების ადგილობრივი გამოყენებისას ადგილი ექნება დოზის მწვავე გადაჭარბებას, მიუხედავად ამისა, დოზის ქრონიკული გადაჭარბების ან არასათანადო გამოყენების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ჰიპერკორტიციზმის ნიშნები.
მკურნალობა
კლობეტაზოლის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის განვითარების რისკის გამო, აუცილებელია სამკურნალო საშუალების მოხმარების სიხშირის თანდათანობით შემცირება ან პაციენტის გადაყვანა ნაკლებად აქტიური გკს-ით თერაპიაზე.
შემდგომში მკურნალობა უნდა ტარდებოდეს კლინიკური ჩვენებების ან ტოქსიკოლოგიური რეგიონული ცენტრის (მისი არსებობის შემთხვევაში) რეკომენდაციების შესაბამისად.
გამოშვების ფორმა
გარეგანი გამოყენების კრემი 50 გ ალუმინის ტუბში.
1 ტუბი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისობის ვადა
3 წელი წარმოების დღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქებიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი
(ჩოსბ გ.ო. პაშა მაჰ. 6. ჯად. No. 30 ჩერკეზკეი/ტეკირდაგ )
“ WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TIC. A.Ş.”, TURKEY
(ÇOSB GO Paşa Mah. 6. Cad . No: 30 Cerkezköy / Tekirdaĝ).
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


