ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ოფთალმოლოგიური საშუალებები

დეპ-1

DEP-1

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

რქოვანასა და კონიუნქტივას სიმშრალის სიმპტომური მკურნალობა ცრემლის სეკრეციის დაქვეითების გამო, რომელიც განპირობებულია ადგილობრივი ან სისტემური დაავადებებით, ასევე ქუთუთოების არასრული დახურვით; თვალის ზედაპირის დატენიანება მყარი კონტაქტური ლინზების ტარებისას.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
dexpanthenol + polyvinyl alcohol
ფორმა და შეფუთვა
(30მგ + 14მგ)/მლ 10მლ თვალის წვეთები, ხსნარი დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1
მწარმოებელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ოფთალმოლოგიური საშუალებები, ოფთალმოლოგიური სხვა საშუალებები
ATC კოდი
S01XA20
რეგისტრაციის ნომერი
რ-044982
რეგისტრირებულია
5 მარტი 2026, მოქმედებს 5 მარტი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „გლობალფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებადეპ-1 და სხვა წამალი ერთად

დეპ-1 — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

რქოვანასა და კონიუნქტივას სიმშრალის სიმპტომური მკურნალობა ცრემლის სეკრეციის დაქვეითების გამო, რომელიც განპირობებულია ადგილობრივი ან სისტემური დაავადებებით, ასევე ქუთუთოების არასრული დახურვით;

თვალის ზედაპირის დატენიანება მყარი კონტაქტური ლინზების ტარებისას.

მიღების წესი და დოზირება

მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში.

მოზრდილებში დეპ-1-ს აწვეთებენ თითო წვეთს 6-ჯერ დღე-ღამეში კონიუნქტივალურ პარკში. მძიმე შემთხვევებში თვალის წვეთების გამოყენება შესაძლებელია ყოველ 1 საათში ერთხელ.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლინიკურ სურათზე და ინდივიდუალურად დგინდება. ჩვეულებრივ, ხელოვნური ცრემლის პრეპარატების გამოყენება შესაძლებელია მთელი ცხოვრების განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შესაბამისი სიმპტომები დროებითია და დაკავშირებულია ძირითად დაავადებასთან ან მედიკამენტურ მკურნალობაზე რეაქციასთან.

ყოველი გამოყენების შემდეგ ფლაკონს დაახურეთ სახურავი. არ არის რეკომენდებული საწვეთურის წვერით თვალებთან ან სხვა ზედაპირთან შეხება.

რამდენიმე ოფთალმოლოგიური პრეპარატის ერთდროული გამოყენებისას აუცილებელია ინსტილაციებს შორის 15 წუთიანი ინტერვალის დაცვა, თვალის მალამოები გამოიყენება ბოლოს.

პედიატრიული პოპულაცია

პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებსა და მოზარდებში დადგენილი არ არის. შესაბამისი კვლევები არ ჩატარებულა.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე კომპონენტის მიმართ.

სიფრთხილის ზომები

დეპ-1 შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება და რბილი (ჰიდროფილური) კონტაქტური ლინზების ფერის შეცვლა. თავი აარდიეთ პრეპარატის შეხებას რბილ კონტაქტურ ლინზებთან. კონტაქტური ლინზების გამოყენებისას ამოიღეთ ისინი თვალის წვეთების გამოყენებამდე და გაიკეთეთ ინსტილაციიდან 15 წუთის შემდეგ.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

პრეპარატის წამლისმიერი ურთიერთქმედებების სპეციალური კვლევები არ ჩატარებულა.

პოლივინილის სპირტმა შეიძლება კომპლექსები წარმოქმნას ადრენალინთან, ოქსიტეტრაციკლინთან, სკოპოლამინთან.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულ/მეძუძურ ქალებში დექსპანთენოლის და პოლივინილის სპირტის გამოყენების შესახებ კლინიკური მონაცემები არ არსებობს.

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში არ გამოვლენილა პირდაპირი ან არაპირდაპირი მავნე ზემოქმედება ორსულობაზე, ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე, მშობიარობაზე ან პოსტნატალურ განვითარებაზე.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე

დეპ-1 თვალის წვეთების ინსტილაციისთანავე შესაძლებელია მხედველობის ხანმოკლე გაუარესება, რაც უმნიშვნელო გავლენას ახდენს ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥1/100, მაგრამ <1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ <1/100); იშვიათად (≥1/10000, მაგრამ <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000); სიხშირე უცნობია (ვერ შეფასდება არსებული მონაცემების მიხედვით).

მხედველობის ორგანოს მხრივ: იშვიათად - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის წვა, ტკივილი თვალებში, მომატებული ცრემლდენა.

პაციენტებში რქოვანას გამოხატული დეფექტებით, ფოსფატის შემცველი თვალის წვეთებით მკურნალობის დროს, ძალიან იშვიათად დაფიქსირდა რქოვანას კალციფიკაციის შემთხვევები.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციის შესახებ

შეტყობინებები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული გვერდითი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი გვერდითი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც აღწერილი არ არის ამ ნაწილში, გთხოვთ მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

შემადგენლობა

პრეპარატის 1 მლ შეიცავს

აქტიური ნივთიერებები: დექსპანთენოლი 30 მგ, პოლივინილის სპირტი 14 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: კალიუმის დიჰიდროფოსფატი, დიკალიუმის ფოსფატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.

სამკურნალო ფორმა

თვალის წვეთები.

აღწერილობა: გამჭვირვალე, უფერო ხსნარი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ოფთალმოლოგიაში გამოსაყენებელი საშუალებები. სხვა ოფთალმოლოგიური საშუალებები. ცრემლის ხელოვნური შემცვლელები და სხვა ნეიტრალური პრეპარატები.

ათქ კოდი: S01XA20.

დექსპანთენოლი (პანთენოლი) არის პანთოტენის მჟავას (ვიტამინი B5) წინამორბედი. დექსპანთენოლი ორგანიზმში მეტაბოლიზდება პანთოტენის მჟავად. პანთოტენის მჟავა წარმოადგენს კოენზიმ A-ს კომპონენტს, რომელიც აცეტილ-კოენზიმ A-ს სახით შეუცვლელია ცხიმების, ნახშირწყლებისა და სხვადასხვა ამინომჟავების მეტაბოლიზმში. ყველა ორგანოში, რომელშიც ხდება ინტენსიური მეტაბოლიზმი, კოენზიმ A-ს კონცენტრაცია მაღალია; მისი მაქსიმალური კონცენტრაცია აღმოჩენილია კანში. ვინაიდან ეპითელიუმის და ღრმა ქსოვილების დაზიანებისას აღინიშნება კოენზიმ A-ს ლოკალური დეფიციტი, დექსპანთენოლის ადგილობრივი გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია მისი კარგი შეღწევადობის გამო. დექსპანთენოლი გრანულაციის მასტიმულირებელი, ანთების საწინააღმდეგო, რეეპითელიზაციის, ქავილის საწინააღმდეგო მოქმედების გამო, უზრუნველყოფს თვალის არაბაქტერიული ანთების სწრაფ აღმოფხვრას.

პოლივინილის სპირტს გააჩნია ადჰეზიის თვისება რქოვანასთან მიმართებაში და ზრდის თვალის წვეთების სიბლანტეს, რის შედეგადაც იზრდება თვალის ზედაპირზე ზემოქმედების დრო.

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატის აქტიური ნივთიერებები ახდენენ მოქმედებას უშუალოდ რქოვანის ზედაპირზე, ამიტომ ფარმაკოკინეტიკური თვისებების დადგენა შეუძლებელია.

ვარგისობის ვადა

5 წელი წარმოების თარიღიდან.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო პრეპარატის სამედიცინო

გამოყენების ინსტრუქცია

DEPდეპ-1

სამკურნალო პრეპარატის დასახელება

დეპ-1, Dep-1

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

შემადგენლობა

პრეპარატის 1 მლ შეიცავს

აქტიური ნივთიერებები: დექსპანთენოლი 30 მგ, პოლივინილის სპირტი 14 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: კალიუმის დიჰიდროფოსფატი, დიკალიუმის ფოსფატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.

სამკურნალო ფორმა

თვალის წვეთები.

აღწერილობა: გამჭვირვალე, უფერო ხსნარი.

გამოყენების ჩვენებები

რქოვანასა და კონიუნქტივას სიმშრალის სიმპტომური მკურნალობა ცრემლის სეკრეციის დაქვეითების გამო, რომელიც განპირობებულია ადგილობრივი ან სისტემური დაავადებებით, ასევე ქუთუთოების არასრული დახურვით;

თვალის ზედაპირის დატენიანება მყარი კონტაქტური ლინზების ტარებისას.

გამოყენების წესი და დოზირება

მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში.

მოზრდილებში დეპ-1-ს აწვეთებენ თითო წვეთს 6-ჯერ დღე-ღამეში კონიუნქტივალურ პარკში. მძიმე შემთხვევებში თვალის წვეთების გამოყენება შესაძლებელია ყოველ 1 საათში ერთხელ.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლინიკურ სურათზე და ინდივიდუალურად დგინდება. ჩვეულებრივ, ხელოვნური ცრემლის პრეპარატების გამოყენება შესაძლებელია მთელი ცხოვრების განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შესაბამისი სიმპტომები დროებითია და დაკავშირებულია ძირითად დაავადებასთან ან მედიკამენტურ მკურნალობაზე რეაქციასთან.

ყოველი გამოყენების შემდეგ ფლაკონს დაახურეთ სახურავი. არ არის რეკომენდებული საწვეთურის წვერით თვალებთან ან სხვა ზედაპირთან შეხება.

რამდენიმე ოფთალმოლოგიური პრეპარატის ერთდროული გამოყენებისას აუცილებელია ინსტილაციებს შორის 15 წუთიანი ინტერვალის დაცვა, თვალის მალამოები გამოიყენება ბოლოს.

პედიატრიული პოპულაცია

პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებსა და მოზარდებში დადგენილი არ არის. შესაბამისი კვლევები არ ჩატარებულა.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე კომპონენტის მიმართ.

განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

დეპ-1 შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება და რბილი (ჰიდროფილური) კონტაქტური ლინზების ფერის შეცვლა. თავი აარდიეთ პრეპარატის შეხებას რბილ კონტაქტურ ლინზებთან. კონტაქტური ლინზების გამოყენებისას ამოიღეთ ისინი თვალის წვეთების გამოყენებამდე და გაიკეთეთ ინსტილაციიდან 15 წუთის შემდეგ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

პრეპარატის წამლისმიერი ურთიერთქმედებების სპეციალური კვლევები არ ჩატარებულა.

პოლივინილის სპირტმა შეიძლება კომპლექსები წარმოქმნას ადრენალინთან, ოქსიტეტრაციკლინთან, სკოპოლამინთან.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულ/მეძუძურ ქალებში დექსპანთენოლის და პოლივინილის სპირტის გამოყენების შესახებ კლინიკური მონაცემები არ არსებობს.

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში არ გამოვლენილა პირდაპირი ან არაპირდაპირი მავნე ზემოქმედება ორსულობაზე, ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე, მშობიარობაზე ან პოსტნატალურ განვითარებაზე.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე

დეპ-1 თვალის წვეთების ინსტილაციისთანავე შესაძლებელია მხედველობის ხანმოკლე გაუარესება, რაც უმნიშვნელო გავლენას ახდენს ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე.

არასასურველი რეაქციები

არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥1/100, მაგრამ <1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ <1/100); იშვიათად (≥1/10000, მაგრამ <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000); სიხშირე უცნობია (ვერ შეფასდება არსებული მონაცემების მიხედვით).

მხედველობის ორგანოს მხრივ: იშვიათად - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის წვა, ტკივილი თვალებში, მომატებული ცრემლდენა.

პაციენტებში რქოვანას გამოხატული დეფექტებით, ფოსფატის შემცველი თვალის წვეთებით მკურნალობის დროს, ძალიან იშვიათად დაფიქსირდა რქოვანას კალციფიკაციის შემთხვევები.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციის შესახებ

შეტყობინებები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული გვერდითი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი გვერდითი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც აღწერილი არ არის ამ ნაწილში, გთხოვთ მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირების შემთხვევები არ დარეგისტრირებულა.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ოფთალმოლოგიაში გამოსაყენებელი საშუალებები. სხვა ოფთალმოლოგიური საშუალებები. ცრემლის ხელოვნური შემცვლელები და სხვა ნეიტრალური პრეპარატები.

ათქ კოდი: S01XA20.

დექსპანთენოლი (პანთენოლი) არის პანთოტენის მჟავას (ვიტამინი B5) წინამორბედი. დექსპანთენოლი ორგანიზმში მეტაბოლიზდება პანთოტენის მჟავად. პანთოტენის მჟავა წარმოადგენს კოენზიმ A-ს კომპონენტს, რომელიც აცეტილ-კოენზიმ A-ს სახით შეუცვლელია ცხიმების, ნახშირწყლებისა და სხვადასხვა ამინომჟავების მეტაბოლიზმში. ყველა ორგანოში, რომელშიც ხდება ინტენსიური მეტაბოლიზმი, კოენზიმ A-ს კონცენტრაცია მაღალია; მისი მაქსიმალური კონცენტრაცია აღმოჩენილია კანში. ვინაიდან ეპითელიუმის და ღრმა ქსოვილების დაზიანებისას აღინიშნება კოენზიმ A-ს ლოკალური დეფიციტი, დექსპანთენოლის ადგილობრივი გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია მისი კარგი შეღწევადობის გამო. დექსპანთენოლი გრანულაციის მასტიმულირებელი, ანთების საწინააღმდეგო, რეეპითელიზაციის, ქავილის საწინააღმდეგო მოქმედების გამო, უზრუნველყოფს თვალის არაბაქტერიული ანთების სწრაფ აღმოფხვრას.

პოლივინილის სპირტს გააჩნია ადჰეზიის თვისება რქოვანასთან მიმართებაში და ზრდის თვალის წვეთების სიბლანტეს, რის შედეგადაც იზრდება თვალის ზედაპირზე ზემოქმედების დრო.

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატის აქტიური ნივთიერებები ახდენენ მოქმედებას უშუალოდ რქოვანის ზედაპირზე, ამიტომ ფარმაკოკინეტიკური თვისებების დადგენა შეუძლებელია.

ვარგისობის ვადა

5 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები შენახვისას

ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატის გამოყენება შეიძლება 6 კვირის განმავლობაში.

შეფუთვის ტიპი და შიგთავსი

თვალის წვეთები, 10 მლ-იან პლასტმასის ფლაკონში საწვეთური-საცობით და ხრახნიანი დამცავი თავსახურით, რომელიც აღჭურვილია დამცავი რგოლით.

1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები უტილიზაციისა და სხვა სამუშაოების შესრულებისას

ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატი ან ნარჩენი უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წარმოებულია “ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.-ს მიერ”, თურქეთი

(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. #50 გიუნეშლი ბაგჯილარი/სტამბოლი)

“WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TIC. A.Ş.", TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა