პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ვიტამინები

დეკოლეროლი 5000

DECOLEROL 5000

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

დეკოლეროლი არის გამჭვირვალე, თითქმის ღია-ყვითელი ფერის ოვალური რბილი ჟელატინის კაფსულა. თითოეულ მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 28 რბილი ჟელატინის კაფსულა. დეკოლეროლი შეიცავს ქოლეკალციფეროლს (მიღებულია ცხვრის მატყლისგან) მოქმედი ნივთიერების სახით (ქოლეკალციფეროლი, ასევე ცნობილია, როგორც ვიტამინი D3). …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
კოლეკალციფეროლი (colecalciferol)
ფორმა და შეფუთვა
5000 ს.ე. (125მკგ) რბილი კაფსულა №28 (4X7)
მწარმოებელი
Vefa İlaç San.ve Tic. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ვიტამინები, D ვიტამინი და ანალოგები
ATC კოდი
A11CC05
რეგისტრაციის ნომერი
რ-041318
რეგისტრირებულია
17 ივნისი 2024, მოქმედებს 25 აპრილი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Vefa İlaç San.ve Tic. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „Europharma Georgia ევროფარმა ჯორჯია“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებადეკოლეროლი 5000 და სხვა წამალი ერთად

დეკოლეროლი 5000 — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

დეკოლეროლი არის გამჭვირვალე, თითქმის ღია-ყვითელი ფერის ოვალური რბილი ჟელატინის კაფსულა. თითოეულ მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 28 რბილი ჟელატინის კაფსულა.

დეკოლეროლი შეიცავს ქოლეკალციფეროლს (მიღებულია ცხვრის მატყლისგან) მოქმედი ნივთიერების სახით (ქოლეკალციფეროლი, ასევე ცნობილია, როგორც ვიტამინი D3). დამხმარე ნივთიერების სახით პრეპარატი შეიცავს საკვებად გამოსაყენებელ ჟელატინს (ხარის ჟელატინს),

დეკოლეროლი შეიცავს ვიტამინ D3-ს, რომელიც არეგულირებს კალციუმის ათვისებას და ნივთიერებათა ცვლას, ასევე ხელს უწყობს კალციუმის ჩართვას ძვლის ქსოვილში.

პრეპარატი გამოიყენება D ვიტამინის დეფიციტის სამკურნალოდ, D ვიტამინის დეფიციტის მკურნალობის გასაგრძელებლად (შენარჩუნებისთვის) და დეფიციტის პროფილაქტიკისთვის.

მიღების წესი და დოზირება

მითითებები სწორად გამოყენებასთან და დოზირებასთან/მიღების სიხშირესთან დაკავშირებით:

თითოეული რბილი ჟელატინის კაფსულა შეიცავს 5000 სე (125 მიკროგრამ) ვიტამინ D3-ს.

დეკოლეროლი ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თქვენი ექიმი მოგცემთ დანიშნულებას პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით. გამოიყენეთ ექიმის დანიშნულებით.

ასაკობრივი ჯგუფი

რეკომენდებული პროფილაქტიკური/ შემანარჩუნებელი დოზა

D ვიტამინის დეფიციტის სამკურნალო დოზა

მაქსიმალური ასატანი დოზა შემანარჩუნებელი თერაპიისთვის და პროფილაქტიკისთვის რისკის ჯგუფებში

ყოველდღიური მკურნალობა**

ყოველკვირეული გამოყენება

ახალშობილები

400 სე/დღე-ღამეში

(10 მკგ/დღეში)

1000 სე/დღე-ღამეში

(25 მკგ/დღეში)

-

1000 სე/დღე-ღამეში

(25 მკგ/დღეში)

1 თვე - 1 წელი

400 სე/დღე-ღამეში

(10 მკგ/დღეში)

2000-3000 სე/დღე-ღამეში

(50-75 მკგ/დღეში)

-

1500 სე/დღე-ღამეში

(37.5 მკგ/დღეში)

1-10 წელი

400-800* სე/დღე-ღამეში

(10-20 მკგ/დღეში)

3000-5000 სე/დღე-ღამეში

(75-125 მკგ/დღეში)

-

2000 სე/დღე-ღამეში

(50 მკგ/დღეში)

11-18 წელი

400-800* სე/დღე-ღამეში

(10-20 მკგ/დღეში)

3000-5000 სე/დღე-ღამეში

(75-125 მკგ/დღეში)

-

4000 სე/დღე-ღამეში

(100 მკგ/დღეში)

18 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილები

600-1500 სე/დღე-ღამეში

(15-37.5 მკგ/დღეში)

7000-10000 სე/დღე-ღამეში

(175-250 მკგ/დღეში)

50000 სე/კვირაში

(1250 მკგ/კვირაში)***

4000 სე/დღე-ღამეში

(100 მკგ/დღეში)

  • თუ საჭიროა, 1000 სე-მდე
  • * შეიძლება 6-8 კვირამდე გამოყენება.
  • ** თუ საჭიროა კვირის დოზა, შეიძლება გამოყენებული იქნას დღიური დოზა 50000 სე, როგორც კვირის დოზა, 6-8 კვირამდე ვადით. რეკომენდებული არ არის ერთიანად 50000 სე-ზე მეტი D ვიტამინის გამოყენება.

მიუხედავად იმისა, რომ ორსულობის პერიოდში D ვიტამინის შემცველი პრეპარატების რეგულარული გამოყენება არ არის რეკომენდებული, საჭიროების შემთხვევაში ისინი გამოიყენება ექიმის მეთვალყურეობით.

ორსულობის პერიოდში პროფილაქტიკის მიზნით D ვიტამინის შემცველი პრეპარატების გამოყენებისას არ გადააჭარბოთ მაქსიმალურ დოზას 1000 სე-ს დღე-ღამეში.

მიღების წესი:

დეკოლეროლი მიიღება პერორალურად. კაფსულები მიიღება მთლიანად ჭიქა წყლის მიყოლებით. პრეპარატის მიღება შეიძლება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები

გამოყენება ბავშვებში:

პრეპარატი გამოიყენება პარაგრაფში “მითითებები სწორად გამოყენებასთან და დოზირებასთან/მიღების სიხშირესთან დაკავშირებით“ მოცემული რეკომენდაციების შესაბამისად.

დეკოლეროლი 5000 სე რბილი კაფსულები არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

დეკოლეროლის სხვა ფორმები შეიძლება უფრო შესაფერისი იყოს ბავშვებისთვის. ამ საკითხზე კონსულტაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოყენება ხანდაზმულებში

გამოიყენება მოზრდილებისთვის განსაზღვრული მითითებების შესაბამისად.

განსაკუთრებული მდგომარეობები:

თირკმელების/ღვიძლის უკმარისობა:

დეკოლეროლი არ გამოიყენება თირკმელების მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექტირება საჭირო არ არის.

თუ ფიქრობთ, რომ დეკოლეროლის მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გამოიყენეთ დეკოლეროლის საჭიროზე მეტი დოზა

თუ შემთხვევით გამოიყენეთ დანიშნულზე მეტი დოზა ან ბავშვმა შეცდომით მიიღო ეს პრეპარატი, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან სასწრაფო სამედიცინო დახმარებას რისკების შეფასების და რეკომენდაციების მიღების მიზნით.

ლაბორატორიული ანალიზების შესაბამისად; დოზის გადაჭარბების ყველაზე ხშირი სიმპტომებია: გულისრევა, ღებინება, ძლიერი წყურვილი, ხშირი შარდვა 24 საათის განმავლობაში, შეკრულობა და გაუწყლოება, სისხლში კალციუმის მაღალი დონე (ჰიპერკალციემია) და შარდში კალციუმის მაღალი დონე (ჰიპერკალციურია).

საჭიროზე მეტი დეკოლეროლის მიღების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ დეკოლეროლის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს დეკოლეროლით მკურნალობის შეწყვეტის დროს

მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ქოლეკალციფეროლის (ვიტამინი D3) ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ,

თუ გაქვთ ჰიპერკალციემია (სისხლში კალციუმის მაღალი შემცველობა) ან ჰიპერკალციურია (შარდში კალციუმის მაღალი შემცველობა)

თუ გაქვთ D ჰიპერვიტამინოზი (სისხლში D ვიტამინის მაღალი შემცველობა),

თუ გაქვთ კენჭები თირკმელებში (ნეფროლითიაზი)

თუ ნებისმიერი ზემოთ მითითებული მდგომარეობა გეხებათ, დეკოლეროლის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

დაიცავით სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები დეკოლეროლის მიღებისას

თუ გაქვთ სარკოიდოზი (შემაერთებელი ქსოვილის განსაზღვრული დაავადება, რომელმაც შეიძლება დააზიანოს ფილტვები, კანი და სახსრები),

თუ იყენებთ D ვიტამინის შემცველ პრეპარატებს,

თუ გაქვთ თირკმელების დაავადებები ან კენჭები თირკმელებში.

რისკის ჯგუფებში ხანგრძლივი და პროფილაქტიკური მკურნალობისთვის მაქსიმალური ასატანი დოზა შეადგენს 4000 სე/დღე-ღამეში (100 მკგ/დღე-ღამეში) მოზრდილებში და 11 წლიდან ასაკის ბავშვებში.

თუ სიფრთხილის მითითებული ზომები თქვენ გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში, დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

ბავშვები

დეკოლეროლი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

პრეპარატის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

კაფსულები გადაყლაპეთ მთლიანად ჭიქა წყლის მიყოლებით. მათი მიღება შეიძლება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.

სიფრთხილის ზომები

დეკოლეროლი სიფრთხილის ზომების დაცვით უნდა დაინიშნოს სარკოიდოზის მქონე პაციენტებში, რომელიც წარმოადგენს იმუნური სისტემის პათოლოგიური ფუნქციონირებით გამოწვეულ დაავადებას, ვინაიდან D ვიტამინის აქტიურ ფორმაში გადასვლა შეიძლება რისკის შემცველი იყოს გაძლიერებული მეტაბოლიზმის გამო. ამ ჯგუფის პაციენტებში საჭიროა შრატსა და შარდში კალციუმის შემცველობის მონიტორინგი.

ხანგრძლივი მკურნალობის განმავლობაში საჭიროა შრატში კალციუმის დონისა და თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი შრატის კრეატინინის გაზომვით. შემდგომი დაკვირვება მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში საგულე გლიკოზიდებით ან დიურეზულებით თანმხლები თერაპიის შემთხვევაში (იხ. პარაგრაფი 4.5), ასევე პაციენტებში თირკმელებში კენჭების წარმოქმნის მიმართ მიდრეკილების მაღალი რისკით. ჰიპერკალციურიის შემთხვევაში (300 მგ-ზე მეტი (7.5 მმოლი)/24 საათი) ან თირკმელების დაზიანებული ფუნქციის ნიშნების არსებობისას საჭიროა დოზის შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა.

დეკოლეროლის რბილი კაფსულა სიფრთხილის ზომების დაცვით გამოიყენება პაციენტებში თირკმელების ზომიერი ან მსუბუქი უკმარისობის მქონე პაციენტებში, ასევე საჭიროა კალციუმისა და ფოსფატის დონეზე მისი ეფექტის მონიტორინგი. გასათვალისწინებელია რბილი ქსოვილების კალციფიკაციის რისკი. თირკმელების მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში D ვიტამინი ქოლეკალციფეროლის ფორმით ჩვეულებრივ არ მეტაბოლიზდება. შესაბამისად, უნდა იქნას გამოყენებული D ვიტამინის სხვა ფორმები.

დეკოლეროლში (5000 სე) D ვიტამინის შემცველობა უნდა იქნას გათვალისწინებული D ვიტამინის შემცველი სხვა სამკურნალო საშუალებების დანიშვნისას. D ვიტამინის დამატებითი დოზები საჭიროებს მკაცრ სამედიცინო დაკვირვებას. ამ შემთხვევაში, საჭიროა შრატში კალციუმის დონის და შარდში კალციუმის ექსკრეციის ხშირი მონიტორინგი.

რისკის ჯგუფებში შემანარჩუნებელი და პროფილაქტიკური მკურნალობისთვის მაქსიმალური ასატანი დოზა შეადგენს 4000 სე/დღე-ღამეში (100 მკგ/დღე-ღამეში) მოზრდილებში და 11 წლიდან ასაკის ბავშვებში.

მიუხედავად იმისა, რომ ორსულობის პერიოდში D ვიტამინის შემცველი პრეპარატების რეგულარული გამოყენება არ არის რეკომენდებული, საჭიროების შემთხვევაში ისინი გამოიყენება ექიმის მეთვალყურეობით.

ორსულობის პერიოდში პროფილაქტიკის მიზნით D ვიტამინის შემცველი პრეპარატების გამოყენებისას არ გადააჭარბოთ მაქსიმალურ დოზას 1000 სე-ს დღე-ღამეში.

პრეპარატში სორბიტოლის შემცველობის გამო ის არ უნდა მიიღონ პაციენტებმა ფრუქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემებით.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

თიაზიდური დიურეზულები ამცირებს შარდში კალციუმის გამოყოფას. თიაზიდურ დიურეზულებთან ერთდროულად გამოყენება ზრდის ჰიპერკალციემიის რისკს. შესაბამისად, თიაზიდურ დიურეზულებთან ერთდროულად გამოყენების პერიოდში შრატში კალციუმის დონე უნდა შემოწმდეს რეგულარულად.

ფენიტოინისა და ბარბიტურატების ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება შეამციროს D ვიტამინის ეფექტი, რადგან ის ზრდის მეტაბოლიზმის სიჩქარეს.

D ვიტამინის დოზის გადაჭარბება ფუტკარას პრეპარატებთან ან სხვა სახულე გლიკოზიდებთან ერთად შეიძლება იწვევდეს ჰიპერკალციემიას მისი ინოტროპული მოქმედების გამო, რამაც შეიძლება გაზარდოს ფუტკარას პრეპარატების ტოქსიკურობისა და მძიმე არითმიის რისკი. საჭიროა ელექტროკარდიოგრაფიის (ეკგ) და შრატში კალციუმის დონის გულდასმით მონიტორინგი.

გლუკოკორტიკოიდულ სტეროიდებს შეუძლია გაზარდოს D ვიტამინის მეტაბოლიზმისა და გამოყოფის სიჩქარე. გლუკოკორტიკოიდული სტეროიდების ერთდროულად გამოყენების პერიოდში შეიძლება საჭირო იყოს დეკოლეროლის კაფსულების დოზის გაზრდა.

ქოლესტირამინთან, იონმიმოცვლით ფისებთან, როგორიცაა კოლესტიპოლი, ან საფაღარათო საშუალებებთან, როგორიცაა პარაფინის ზეთი, ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება დააქვეითოს D ვიტამინის შეწოვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ორლისტატმა შეიძლება პოტენციურად გავლენა მოახდინოს ქოლეკალციფეროლის შეწოვაზე, რადგან ის იწვევს ცხიმების შეწოვის დარღვევას.

ციტოტოქსიკური საშუალება აქტინომიცინი და სოკოს საწინააღმდეგო საშუალება იმიდაზოლი გავლენას ახდენს D ვიტამინის მოქმედებაზე 25-ჰიდროქსივიტამინ D-ს თირკმლის ფერმენტის 25-ჰიდროქსივიტამინ D-1-ჰიდროქსილაზას საშუალებით 1.25-დიჰიდროვიტამინ D-ში გარდაქმნის ინჰიბირების გზით.

დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებულ ჯგუფებთან დაკავშირებით

ურთიერთქმედების კვლევები არ არის ჩატარებული.

პედიატრიული პოპულაცია:

ურთიერთქმედების კვლევები არ არის ჩატარებული.

ორსულობა და ძუძუთი კვება

მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ხართ ორსულად, შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, მოცემული პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

მიუხედავად იმისა, რომ ორსულობის პერიოდში D ვიტამინის შემცველი პრეპარატების რეგულარული გამოყენება არ არის რეკომენდებული, საჭიროების შემთხვევაში ისინი გამოიყენება ექიმის მეთვალყურეობით.

ორსულობის პრევენციისთვის D ვიტამინის შემცველი პრეპარატების გამოყენებისას არ გადააჭარბოთ მაქსიმალურ დოზას 1000 სე-ს დღე-ღამეში.

თუ მკურნალობის პერიოდში დაადგენთ, რომ ხართ ორსულად, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება:

მოცემული პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

დეკოლეროლის გამოყენება შეიძლება ძუძუთი კვების პერიოდში. ვიტამინი D3 გამოიყოფა დედის რძეში. ამ შემთხვევაში განიხილება ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვის მიერ D ვიტამინის დამატებით მიღების საკითხი. თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ, მოცემული პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ცნობილი არ არის დეკოლეროლის ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დეკოლეროლის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

მოცემული პრეპარატი შეიცავს სორბიტოლს (E 420). თუ თქვენთვის ექიმისგან ცნობილია გარკვეული შაქრების მიმართ აუტანლობის შესახებ, მოცემული სამკურნალო საშუალების მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება

მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, განსაკუთრებით თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან იყენებთ ქვემოთ მითითებულ ნებისმიერ პრეპარატს.

ქოლესტირამინი (გამოიყენება ქოლესტერინის მაღალი შემცველობის სამკურნალოდ)

ფენიტოინი ან ბარბიტურატები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის დროს)

ლაქტაციდები (საფაღარათო საშუალებები), რომლებიც შეიცავს პარაფინის ზეთს

თიაზიდური დიურეზულები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ)

გლუკოკორტიკოსტეროიდები (გამოიყენება ანთების სამკურნალოდ)

საგულე გლიკოზიდები (გულის რიტმის საკონტროლო პრეპარატები), მაგალითად დიგოქსინი

აკტინომიცინი (გამოიყენება ქიმიოთერაპიის დროს)

იმიდაზოლი (გამოიყენება სოკოს სამკურნალოდ)

ორლისტატი (გამოიყენება წონის დასაკლებად)

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით ნებისმიერ რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ პრეპარატს.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა მედიკამენტს, დეკოლეროლსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება პაციენტებში ცნობილი ჰიპერმგრძნობელობით ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

შეწყვიტეთ დეკოლეროლის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო განყოფილებას, თუ აღგენიშნებათ ნებისმიერი ქვემოთ მითითებული მდგომარეობა:

სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება

ყლაპვის გაძნელება

ჭინჭრის ციება და დისპნოე

ეს არის ძალიან მძიმე გვერდითი მოქმედება. ნებისმიერი მათგანის გამოვლენა ნიშნავს, რომ გაქვთ სერიოზული ალერგია დეკოლეროლის მიმართ. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დაკვირვება ან ჰოსპიტალიზაცია.

გვერდითი მოქმედება ჩამოთვლილია შემდეგი კატეგორიების შესაბამისად:

ძალიან ხშირი: 10-დან სულ მცირე 1 პაციენტი.

ხშირი: 10-დან 1-ზე ნაკლები პაციენტი, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტი პაციენტი.

არც ისე ხშირი: 100-დან 1-ზე ნაკლები პაციენტი, მაგრამ 1000-დან 1 ან მეტი პაციენტი.

იშვიათად: 1000-დან 1-ზე ნაკლები პაციენტი, მაგრამ 10000-დან 1 ან მეტი პაციენტი.

ძალიან იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.

უცნობია: არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია.

დეკოლეროლით გამოწვეული გვერდითი მოქმედება შეიძლება იყოს:

არც ისე ხშირი:

ჰიპერკალციემია (სისხლში კალციუმის დონის მომატება)

ჰიპერკალციურია (შარდში კალციუმის დონის მომატება)

იშვიათი

ქავილი

გამონაყარი (ქავილი)/ჭინჭრის ციება (ალერგიული გამონაყარი))

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ აღგენიშნებათ ნებისმიერი გვერდითი მოქმედება, რომელიც არ არის მითითებული ამ ჩანართში.

ჭარბი დოზა

დოზის გადაჭარბება შეიძლება იწვევდეს D ჰიპერვიტამინოზს. D ვიტამინის სიჭარბე იწვევს სისხლში კალციუმის პათოლოგიურად მაღალ დონეს, რაც საბოლოოდ შეიძლება იწვევდეს რბილი ქსოვილებისა და თირკმელების მძიმე დაზიანებას. ვიტამინი D3-ის (ქოლეკალციფეროლის) ყველაზე მაღალი ასატანი დოზა შეადგენს 4000 სე-ს დღე-ღამეში (100 მკგ). ვიტამინი D3 არ უნდა აგერიოთ მის აქტიურ მეტაბოლიტებში.

ჰიპერკალციემიის სიმპტომები (შრატსა და შარდში კალციუმის მომატებული კონცენტრაციები) მოიცავს უმადობას, წყურვილს, გულისრევას, ღებინებას, შეკრულობას, ტკივილს მუცლის არეში, კუნთების სისუსტეს, დაღლილობას, ფსიქიკურ დარღვევებს, პოლიდიფსიას, პოლიურიას, ძვლების ტკივილს, ნეფროკალცინოზს, მძიმე შემთხვევებში კენჭებს თირკმელებში, არითმიას. ძლიერი ჰიპერკალციემია შეიძლება იწვევდეს კომას და სიკვდილს.

სისხლში კალციუმის მაღალი დონე შეიძლება იწვევდეს თირკმელების შეუქცევად დაზიანებას და რბილი ქსოვილის კალციფიკაციას.

დოზის გადაჭარბების მკურნალობა

ჰიპერკალციემიის მკურნალობა: D ვიტამინით მკურნალობა უნდა შეწყდეს. ამასთანავე, უნდა შეწყდეს მკურნალობა თიაზიდური დიურეზულებით, ლითიუმით, A ვიტამინით და საგულე გლიკოზიდებით. რეჰიდრატაციისა და სიმძიმის ხარისხის მიხედვით განიხილება მონოთერაპია ან კომბინირებული მკურნალობა მარყუჟოვანი დიურეზულებით, ბიფოსფონატებით, კალციტონინით ან კორტიკოსტეროიდებით. ასევე, საჭიროა შრატში ელექტროლიტების, თირკმელების ფუნქციის და დიურეზის მონიტორინგი. მძიმე შემთხვევებში საჭიროა ეკგ და ცენტრალური ვენური წნევის მონიტორინგი.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებები: თითოეული რბილი კაფსულა შეიცავს 5000 სე ქოლეკალციფეროლს (125 მკგ ვიტამინ D3-ს) (მიღებულია ცხვრიის მატყლისგან).

დამხმარე ნივთიერებები:

თითოეული რბილი კაფსულა შეიცავს 7,65 მგ სორბიტოლს

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხ. პარაგრაფში 6.1.

შენახვის პირობები

შეინახეთ დეკოლეროლი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე, საკუთარ შეფუთვაში.

პრეპარატი შეინახეთ 25˚C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე, საკუთარ შეფუთვაში.

მოცემული პრეპარატი არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ

არ გამოიყენოთ დეკოლეროლი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.

არ გამოიყენოთ დეკოლეროლი, თუ შენიშნავთ პროდუქტის ან/და შეფუთვის რაიმე დაზიანებას.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ფარმაკოლოგიური თვისებები

D ვიტამინი და მისი ანალოგები

ათქ კოდი: A11CC05

D ვიტამინი ზრდის კალციუმისა და ფოსფატის შეწოვას ნაწლავში.

ვიტამინ D3-ის მიღება ხელს უშლის ბავშვებში რაქიტისა და მოზრდილებში ოსტეომალაციის განვითარებას. ასევე, ხელს უშლის კალციუმის უკმარისობით გამოწვეულ პარათირეოიდული ჰორმონის დონის გაზრდას, რაც იწვევს ძვლის ქსოვილის რეზორბციის გაზრდას.

ძვლებისა და ნაწლავის ლორწოვანი ქსოვილის გარდა ბევრ სხვა ქსოვილს აქვს D ვიტამინის რეცეპტორები, რომლებსაც უკავშირდება კალციტრიოლი, D ვიტამინის აქტიური ჰორმონალური ფორმა.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ზოგადი სპეციფიკაცია

D ვიტამინი

ზემოქმედება მზის სინათლის მიმართ: ულტრაიისფერი გამოსხივება გარდაქმნის 7-დეჰიდროქოლესტერინს კანში ქოლეკალციფეროლად.

შეწოვა

D ვიტამინი სწრაფად შეიწოვება წვრილ ნაწლავში მილის საშუალებით. D ვიტამინის მიღება საკვებთან ერთად პოტენციურად ზრდის მის აბსორბციას.

განაწილება:

ქოლეკალციფეროლი და მისი მეტაბოლიტები ცირკულირებს სისხლში სპეციფიკურ გლობულინთან შეკავშირებული სახით.

ბიოტრანსფორმაცია:

ქოლეკალციფეროლი მეტაბოლიზდება ღვიძლში 25-ჰიდროქსიქოლეკალციფეროლად (25(OH)D3), კალციდიოლად ჰიდროქსილირების გზით. შემდეგ ის გარდაიქმნება 1.25-დიჰიდროქსიქოლეკალციფეროლად თირკმელებში. 1.25-დიჰიდროქსიქოლეკალციფეროლი წარმოადგენს აქტიურ მეტაბოლიტს, რომელიც პასუხს აგებს კალციუმის შეწოვის გაძლიერებაზე. არამეტაბოლიზებული D ვიტამინი გროვდება ცხიმებსა და კუნთოვან ქსოვილში.

გამოყოფა

ქოლეკალციფეროლის ერთჯერადი დოზის პერორალური მიღების შემდეგ შრატში პირველადი დეპო-ფორმის მაქსიმალური კონცენტრაციები მიიღწევა დაახლოებით 7 დღეში. 25(OH)D3 ნელა გამოიყოფა შრატში ნახევარგამოყოფის მნიშვნელოვანი პერიოდით, რომელიც შეადგენს 50 დღეს. ქოლეკალციფეროლი და D ვიტამინის სხვა ფორმები ძირითადად გამოიყოფა ნაღველსა და განავალში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

პაციენტის საინფორმაციო ჩანართი

დეკოლეროლი 5000

მიიღება პერორალურად.

მოქმედი ნივთიერება: თითოეული რბილი კაფსულა შეიცავს 5000 სე ქოლეკალციფეროლს (125 მკგ ვიტამინ D3-ს) (მიღებულია ცხვრის მატყლისგან).

დამხმარე ნივთიერებები: მზესუმზირის ზეთი, ვიტამინი E, ხარის საკვებად გამოსაყენებელი ჟელატინი, გაწმენდილი წყალი, გლიცერინი, სორბიტოლი.

მოცემული პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ მოცემული ჩანართი. შესაძლოა, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.

დამატებითი ინფორმაციის ან რჩევის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მოცემული პრეპარატი გამოწერილია თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვა პაციენტებს.

მოცემული პრეპარატის გამოყენების პერიოდში ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტის შემთხვევაში აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ იყენებთ ამ პრეპარატს.

ზუსტად დაიცავით ამ ჩანართის მითითებები. არ მიიღოთ თქვენთვის რეკომენდებულზე უფრო მაღალი ან დაბალი დოზა.

მოცემული ჩანართის შინაარსი:

  • რას წარმოადგენს დეკოლეროლი და რისთვის გამოიყენება?
  • რა უნდა იცოდეთ დეკოლეროლის მიღებამდე?
  • როგორ უნდა მიიღოთ დეკოლეროლი?
  • შესაძლო გვერდითი მოქმედება
  • დეკოლეროლის შენახვის პირობები
  • რას წარმოადგენს დეკოლეროლი და რისთვის გამოიყენება?

დეკოლეროლი არის გამჭვირვალე, თითქმის ღია-ყვითელი ფერის ოვალური რბილი ჟელატინის კაფსულა. თითოეულ მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 28 რბილი ჟელატინის კაფსულა.

დეკოლეროლი შეიცავს ქოლეკალციფეროლს (მიღებულია ცხვრის მატყლისგან) მოქმედი ნივთიერების სახით (ქოლეკალციფეროლი, ასევე ცნობილია, როგორც ვიტამინი D3). დამხმარე ნივთიერების სახით პრეპარატი შეიცავს საკვებად გამოსაყენებელ ჟელატინს (ხარის ჟელატინს),

დეკოლეროლი შეიცავს ვიტამინ D3-ს, რომელიც არეგულირებს კალციუმის ათვისებას და ნივთიერებათა ცვლას, ასევე ხელს უწყობს კალციუმის ჩართვას ძვლის ქსოვილში.

პრეპარატი გამოიყენება D ვიტამინის დეფიციტის სამკურნალოდ, D ვიტამინის დეფიციტის მკურნალობის გასაგრძელებლად (შენარჩუნებისთვის) და დეფიციტის პროფილაქტიკისთვის.

  • რა უნდა იცოდეთ დეკოლეროლის მიღებამდე?

არ მიიღოთ დეკოლეროლი

თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ქოლეკალციფეროლის (ვიტამინი D3) ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ,

თუ გაქვთ ჰიპერკალციემია (სისხლში კალციუმის მაღალი შემცველობა) ან ჰიპერკალციურია (შარდში კალციუმის მაღალი შემცველობა)

თუ გაქვთ D ჰიპერვიტამინოზი (სისხლში D ვიტამინის მაღალი შემცველობა),

თუ გაქვთ კენჭები თირკმელებში (ნეფროლითიაზი)

თუ ნებისმიერი ზემოთ მითითებული მდგომარეობა გეხებათ, დეკოლეროლის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

დაიცავით სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები დეკოლეროლის მიღებისას

თუ გაქვთ სარკოიდოზი (შემაერთებელი ქსოვილის განსაზღვრული დაავადება, რომელმაც შეიძლება დააზიანოს ფილტვები, კანი და სახსრები),

თუ იყენებთ D ვიტამინის შემცველ პრეპარატებს,

თუ გაქვთ თირკმელების დაავადებები ან კენჭები თირკმელებში.

რისკის ჯგუფებში ხანგრძლივი და პროფილაქტიკური მკურნალობისთვის მაქსიმალური ასატანი დოზა შეადგენს 4000 სე/დღე-ღამეში (100 მკგ/დღე-ღამეში) მოზრდილებში და 11 წლიდან ასაკის ბავშვებში.

მიუხედავად იმისა, რომ ორსულობის პერიოდში D ვიტამინის შემცველი პრეპარატების რეგულარული გამოყენება არ არის რეკომენდებული, საჭიროების შემთხვევაში ისინი გამოიყენება ექიმის მეთვალყურეობით.

ორსულობის პერიოდში პროფილაქტიკის მიზნით D ვიტამინის შემცველი პრეპარატების გამოყენებისას არ გადააჭარბოთ მაქსიმალურ დოზას 1000 სე-ს დღე-ღამეში.

თუ სიფრთხილის მითითებული ზომები თქვენ გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში, დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

ბავშვები

დეკოლეროლი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

პრეპარატის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

კაფსულები გადაყლაპეთ მთლიანად ჭიქა წყლის მიყოლებით. მათი მიღება შეიძლება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.

ორსულობა:

მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ხართ ორსულად, შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, მოცემული პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

მიუხედავად იმისა, რომ ორსულობის პერიოდში D ვიტამინის შემცველი პრეპარატების რეგულარული გამოყენება არ არის რეკომენდებული, საჭიროების შემთხვევაში ისინი გამოიყენება ექიმის მეთვალყურეობით.

ორსულობის პრევენციისთვის D ვიტამინის შემცველი პრეპარატების გამოყენებისას არ გადააჭარბოთ მაქსიმალურ დოზას 1000 სე-ს დღე-ღამეში.

თუ მკურნალობის პერიოდში დაადგენთ, რომ ხართ ორსულად, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება:

მოცემული პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

დეკოლეროლის გამოყენება შეიძლება ძუძუთი კვების პერიოდში. ვიტამინი D3 გამოიყოფა დედის რძეში. ამ შემთხვევაში განიხილება ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვის მიერ D ვიტამინის დამატებით მიღების საკითხი. თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ, მოცემული პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა:

ცნობილი არ არის დეკოლეროლის ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დეკოლეროლის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

მოცემული პრეპარატი შეიცავს სორბიტოლს (E 420). თუ თქვენთვის ექიმისგან ცნობილია გარკვეული შაქრების მიმართ აუტანლობის შესახებ, მოცემული სამკურნალო საშუალების მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება

მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, განსაკუთრებით თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან იყენებთ ქვემოთ მითითებულ ნებისმიერ პრეპარატს.

ქოლესტირამინი (გამოიყენება ქოლესტერინის მაღალი შემცველობის სამკურნალოდ)

ფენიტოინი ან ბარბიტურატები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის დროს)

ლაქტაციდები (საფაღარათო საშუალებები), რომლებიც შეიცავს პარაფინის ზეთს

თიაზიდური დიურეზულები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ)

გლუკოკორტიკოსტეროიდები (გამოიყენება ანთების სამკურნალოდ)

საგულე გლიკოზიდები (გულის რიტმის საკონტროლო პრეპარატები), მაგალითად დიგოქსინი

აკტინომიცინი (გამოიყენება ქიმიოთერაპიის დროს)

იმიდაზოლი (გამოიყენება სოკოს სამკურნალოდ)

ორლისტატი (გამოიყენება წონის დასაკლებად)

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით ნებისმიერ რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ პრეპარატს.

  • როგორ უნდა მიიღოთ დეკოლეროლი?

მითითებები სწორად გამოყენებასთან და დოზირებასთან/მიღების სიხშირესთან დაკავშირებით:

თითოეული რბილი ჟელატინის კაფსულა შეიცავს 5000 სე (125 მიკროგრამ) ვიტამინ D3-ს.

დეკოლეროლი ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თქვენი ექიმი მოგცემთ დანიშნულებას პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით. გამოიყენეთ ექიმის დანიშნულებით.

ასაკობრივი ჯგუფი

რეკომენდებული პროფილაქტიკური/ შემანარჩუნებელი დოზა

D ვიტამინის დეფიციტის სამკურნალო დოზა

მაქსიმალური ასატანი დოზა შემანარჩუნებელი თერაპიისთვის და პროფილაქტიკისთვის რისკის ჯგუფებში

ყოველდღიური მკურნალობა**

ყოველკვირეული გამოყენება

ახალშობილები

400 სე/დღე-ღამეში

(10 მკგ/დღეში)

1000 სე/დღე-ღამეში

(25 მკგ/დღეში)

-

1000 სე/დღე-ღამეში

(25 მკგ/დღეში)

1 თვე - 1 წელი

400 სე/დღე-ღამეში

(10 მკგ/დღეში)

2000-3000 სე/დღე-ღამეში

(50-75 მკგ/დღეში)

-

1500 სე/დღე-ღამეში

(37.5 მკგ/დღეში)

1-10 წელი

400-800* სე/დღე-ღამეში

(10-20 მკგ/დღეში)

3000-5000 სე/დღე-ღამეში

(75-125 მკგ/დღეში)

-

2000 სე/დღე-ღამეში

(50 მკგ/დღეში)

11-18 წელი

400-800* სე/დღე-ღამეში

(10-20 მკგ/დღეში)

3000-5000 სე/დღე-ღამეში

(75-125 მკგ/დღეში)

-

4000 სე/დღე-ღამეში

(100 მკგ/დღეში)

18 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილები

600-1500 სე/დღე-ღამეში

(15-37.5 მკგ/დღეში)

7000-10000 სე/დღე-ღამეში

(175-250 მკგ/დღეში)

50000 სე/კვირაში

(1250 მკგ/კვირაში)***

4000 სე/დღე-ღამეში

(100 მკგ/დღეში)

  • თუ საჭიროა, 1000 სე-მდე
  • * შეიძლება 6-8 კვირამდე გამოყენება.
  • ** თუ საჭიროა კვირის დოზა, შეიძლება გამოყენებული იქნას დღიური დოზა 50000 სე, როგორც კვირის დოზა, 6-8 კვირამდე ვადით. რეკომენდებული არ არის ერთიანად 50000 სე-ზე მეტი D ვიტამინის გამოყენება.

მიუხედავად იმისა, რომ ორსულობის პერიოდში D ვიტამინის შემცველი პრეპარატების რეგულარული გამოყენება არ არის რეკომენდებული, საჭიროების შემთხვევაში ისინი გამოიყენება ექიმის მეთვალყურეობით.

ორსულობის პერიოდში პროფილაქტიკის მიზნით D ვიტამინის შემცველი პრეპარატების გამოყენებისას არ გადააჭარბოთ მაქსიმალურ დოზას 1000 სე-ს დღე-ღამეში.

მიღების წესი:

დეკოლეროლი მიიღება პერორალურად. კაფსულები მიიღება მთლიანად ჭიქა წყლის მიყოლებით. პრეპარატის მიღება შეიძლება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები

გამოყენება ბავშვებში:

პრეპარატი გამოიყენება პარაგრაფში “მითითებები სწორად გამოყენებასთან და დოზირებასთან/მიღების სიხშირესთან დაკავშირებით“ მოცემული რეკომენდაციების შესაბამისად.

დეკოლეროლი 5000 სე რბილი კაფსულები არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

დეკოლეროლის სხვა ფორმები შეიძლება უფრო შესაფერისი იყოს ბავშვებისთვის. ამ საკითხზე კონსულტაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოყენება ხანდაზმულებში

გამოიყენება მოზრდილებისთვის განსაზღვრული მითითებების შესაბამისად.

განსაკუთრებული მდგომარეობები:

თირკმელების/ღვიძლის უკმარისობა:

დეკოლეროლი არ გამოიყენება თირკმელების მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექტირება საჭირო არ არის.

თუ ფიქრობთ, რომ დეკოლეროლის მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გამოიყენეთ დეკოლეროლის საჭიროზე მეტი დოზა

თუ შემთხვევით გამოიყენეთ დანიშნულზე მეტი დოზა ან ბავშვმა შეცდომით მიიღო ეს პრეპარატი, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან სასწრაფო სამედიცინო დახმარებას რისკების შეფასების და რეკომენდაციების მიღების მიზნით.

ლაბორატორიული ანალიზების შესაბამისად; დოზის გადაჭარბების ყველაზე ხშირი სიმპტომებია: გულისრევა, ღებინება, ძლიერი წყურვილი, ხშირი შარდვა 24 საათის განმავლობაში, შეკრულობა და გაუწყლოება, სისხლში კალციუმის მაღალი დონე (ჰიპერკალციემია) და შარდში კალციუმის მაღალი დონე (ჰიპერკალციურია).

საჭიროზე მეტი დეკოლეროლის მიღების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ დეკოლეროლის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს დეკოლეროლით მკურნალობის შეწყვეტის დროს

მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოქმედება

როგორც ყველა მედიკამენტს, დეკოლეროლსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება პაციენტებში ცნობილი ჰიპერმგრძნობელობით ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

შეწყვიტეთ დეკოლეროლის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო განყოფილებას, თუ აღგენიშნებათ ნებისმიერი ქვემოთ მითითებული მდგომარეობა:

სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება

ყლაპვის გაძნელება

ჭინჭრის ციება და დისპნოე

ეს არის ძალიან მძიმე გვერდითი მოქმედება. ნებისმიერი მათგანის გამოვლენა ნიშნავს, რომ გაქვთ სერიოზული ალერგია დეკოლეროლის მიმართ. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დაკვირვება ან ჰოსპიტალიზაცია.

გვერდითი მოქმედება ჩამოთვლილია შემდეგი კატეგორიების შესაბამისად:

ძალიან ხშირი: 10-დან სულ მცირე 1 პაციენტი.

ხშირი: 10-დან 1-ზე ნაკლები პაციენტი, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტი პაციენტი.

არც ისე ხშირი: 100-დან 1-ზე ნაკლები პაციენტი, მაგრამ 1000-დან 1 ან მეტი პაციენტი.

იშვიათად: 1000-დან 1-ზე ნაკლები პაციენტი, მაგრამ 10000-დან 1 ან მეტი პაციენტი.

ძალიან იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.

უცნობია: არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია.

დეკოლეროლით გამოწვეული გვერდითი მოქმედება შეიძლება იყოს:

არც ისე ხშირი:

ჰიპერკალციემია (სისხლში კალციუმის დონის მომატება)

ჰიპერკალციურია (შარდში კალციუმის დონის მომატება)

იშვიათი

ქავილი

გამონაყარი (ქავილი)/ჭინჭრის ციება (ალერგიული გამონაყარი))

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ აღგენიშნებათ ნებისმიერი გვერდითი მოქმედება, რომელიც არ არის მითითებული ამ ჩანართში.

  • დეკოლეროლის შენახვის პირობები

შეინახეთ დეკოლეროლი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე, საკუთარ შეფუთვაში.

პრეპარატი შეინახეთ 25˚C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე, საკუთარ შეფუთვაში.

მოცემული პრეპარატი არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ

არ გამოიყენოთ დეკოლეროლი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.

არ გამოიყენოთ დეკოლეროლი, თუ შენიშნავთ პროდუქტის ან/და შეფუთვის რაიმე დაზიანებას.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

Vefa İlaç San. ve Tic. A.Ş.

Beylikdüzü OSB Mah. 2. Cadde No.3/2

ბეილიკდუზუ/სტამბოლი/თურქეთი

ტელეფონი: (0212) 438 70 85

ფაქსი: (0212) 438 70 87

მწარმოებელი:

Vefa İlaç San. ve Tic. A.Ş.

ბეილიკდუზუ/სტამბოლი/თურქეთი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა