ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
უროლოგიური საშუალებები

დეგრა

DEGRA®

ურეცეპტოდ100მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
მოქმედი ნივთიერება
სილდენაფილი (sildenafil)
ფორმა და შეფუთვა
100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №4
მწარმოებელი
Deva Holding A.Ş, თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
უროლოგიური საშუალებები, ერექციული დისფუნქციის სამკურნალო პრეპარატები
ATC კოდი
G04BE03
რეგისტრაციის ნომერი
რ-045428
რეგისტრირებულია
13 მაისი 2026, მოქმედებს 13 მაისი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ნიუ ჯორჯია - 555“
ურთიერთქმედების შემოწმებადეგრა და სხვა წამალი ერთად

დეგრა — ინსტრუქცია ქართულად

მიღების წესი და დოზირება

სწორი გამოყენებისა და დოზის/მიღების სიხშირის ინსტრუქცია:

ყოველთვის მიიღეთ დეგრა ზუსტად ისე, როგორც ექიმმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. სტანდარტული დოზაა 50 მგ.

არ უნდა მიიღოთ დეგრა დღეში ერთზე მეტჯერ.

მიღების გზა და მეთოდი

დეგრა უნდა მიიღოთ სქესობრივი აქტის დაგეგმვამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე. ტაბლეტი მთლიანად გადაყლაპეთ ერთ ჭიქა წყლის დაყოლებით.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები

გამოყენება ბავშვებში

დეგრას მიღება არ შეიძლება ბავშვებისა და 18 წლამდე ასაკის პირებისათვის.

გამოყენება ხანდაზმულებში

ხანდაზმულ პაციენტებში დოზის სპეციალური კორექტირება საჭირო არ არის.

გამოყენება განსაკუთრებულ შემთხვევებში

თირკმლის უკმარისობა

თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია სილდენაფილის 25 მგ დოზა.

ღვიძლის უკმარისობა

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის (მაგალითად, ქრონიკული ღვიძლის დაავადება, როგორიცაა ციროზი) რეკომენდებულია სილდენაფილის 25 მგ-იანი დოზა.

თუ ფიქრობთ, რომ დეგრას ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ დეგრა საჭიროზე მეტი რაოდენობით

თუ მიიღეთ დეგრა საჭიროზე მეტი რაოდენობით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

100 მგ-ზე მეტი დოზები არ ზრდის პრეპარატის ეფექტურობას. თუმცა, მაღალმა დოზებმა შეიძლება გააძლიეროს პრეპარატის არასასურველი ეფექტები (გვერდითი მოვლენები) და მათი სიმძიმე.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) სილდენაფილის, დეგრას აქტიური ნივთიერების ან ამ პრეპარატის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;

არ მიიღოთ დეგრა, თუ იყენებთ აზოტის ოქსიდის დონორებად ცნობილ რომელიმე მედიკამენტს, როგორიცაა ამილ ნიტრიტი ან ბუტილ ნიტრიტი, ან ნიტრატის შემცველს (ნიტროგლიცერინი, იზოსორბიდის მონონიტრატი, იზოსორბიდის ნიტრატი, პენტაერითრიტოლ ტეტრანიტრატი, ერითრიტოლ ტეტრანიტრატი, იზოსორბიდის დინიტრატი/ფენობარბიტალი). ეს მედიკამენტები ხშირად გამოიყენება გულის დაავადების (სტენოკარდიის) სამკურნალოდ, რომელიც ვლინდება გულმკერდის ტკივილით. დეგრამ შეიძლება გამოიწვიოს ამ მედიკამენტების ეფექტის სერიოზული გაძლიერება. თუ იღებთ ამ პრეპარატებიდან ერთ-ერთს, აცნობეთ ექიმს. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ იღებთ რიოციგუატს. ეს პრეპარატი გამოიყენება ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის (ანუ ფილტვებში მაღალი არტერიული წნევა) და ქრონიკული თრომბოემბოლიური ფილტვის ჰიპერტენზიის (ანუ ფილტვებში სისხლის შედედების შედეგად გამოწვეული მაღალი არტერიული წნევა) სამკურნალოდ. PDE5 ინჰიბიტორები, როგორიცაა დეგრა, აძლიერებენ ამ პრეპარატის ჰიპოტენზიურ ეფექტს. თუ იღებთ რიოციგუატს ან არ ხართ დარწმუნებული, აცნობეთ ექიმს.

თუ გაქვთ სიბრმავე ან გაქვთ მხედველობის დარღვევა არაარტერიული წინა იშემიური მხედველობის ნერვის ნეიროპათიით (NAION).

თუ გულის პრობლემები გაქვთ, ექიმმა ყურადღებით უნდა შეამოწმოს, შეუძლია თუ არა თქვენს გულს სექსუალური აქტივობის დამატებითი დატვირთვის ატანა.

თუ გაქვთ გულის ან ღვიძლის სერიოზული პრობლემა

თუ ცოტა ხნის წინ გადაიტანეთ ინსულტი ან გულის შეტევა ან გაქვთ დაბალი არტერიული წნევა

თუ გაქვთ თვალის იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებები, როგორიცაა რეტინიტი პიგმენტოზა.

განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ დეგრას გამოყენებისას

დეგრას შეიძლება ჰქონდეს დროებითი ჰიპოტენზიური ეფექტი. ადამიანების უმეტესობაში ამას მცირე ან საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, განსაკუთრებით სექსუალურ აქტივობასთან შერწყმისას, ეს ეფექტები უნდა შეფასდეს ექიმის მიერ არტერიული წნევის დაქვეითების მიმართ მგრძნობიარე ადამიანებში, ასევე იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ იშვიათი მდგომარეობები, რომლებიც ხასიათდება გულის სისხლძარღვების ობსტრუქციით ან არტერიული წნევის კონტროლის მძიმე დარღვევით.

თუ გაქვთ ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია (სისხლის წითელი უჯრედების დარღვევა), ლეიკემია (სისხლის უჯრედების კიბო), მრავლობითი მიელომა (ძვლის ტვინის კიბო) ან პენისის ნებისმიერი დაავადება ან დეფორმაცია. ამ მდგომარეობებმა შეიძლება განსაკუთრებული სიფრთხილე მოითხოვოს ერექციული დისფუნქციის სამკურნალო პრეპარატების მიღებისას.

თუ ამჟამად გაქვთ კუჭის წყლული ან სისხლდენის პრობლემები (მაგალითად, ჰემოფილია).

თუ მხედველობის უეცარი დაქვეითება ან დაკარგვა შენიშნეთ, შეწყვიტეთ დეგრას მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ბადურის ვენის ოკლუზიის რისკი განსაკუთრებით იზრდება ხანდაზმულ პაციენტებში.

თუ სმენის უეცარი დაქვეითება ან დაკარგვა შენიშნეთ, შეწყვიტეთ დეგრას მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

დეგრას რიტონავირთან (გამოიყენება შიდსის (აივ) სამკურნალოდ) ერთად მიღება რეკომენდებული არ არის (იხილეთ თავი „სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება“).

გთხოვთ, მიმართოთ ექიმს, მაშინაც კი, თუ ეს გაფრთხილებები წარსულში თქვენზე ვრცელდებოდა.

არ უნდა გამოიყენოთ დეგრა ერექციული დისფუნქციის სამკურნალო სხვა მედიკამენტებთან ერთად.

არ უნდა გამოიყენოთ დეგრა ფილტვების სისხლძარღვებში მაღალი არტერიული წნევის (ფილტვის არტერიული ჰიპერტენზია - PAH) სამკურნალო მედიკამენტებთან ერთად, მათ შორის სილდენაფილთან ან სხვა PDE5 ინჰიბიტორებთან.

არ უნდა მიიღოთ დეგრა, თუ არ გაქვთ ერექციული დისფუნქცია.

თუ ქალი ხართ, დეგრა არ უნდა მიიღოთ.

თუ თირკმლის ან ღვიძლის პრობლემები გაქვთ, უნდა აცნობოთ ექიმს. ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს თქვენთვის უფრო დაბალი დოზის დანიშვნა.

დეგრას გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

საკვებთან და სასმელთან ერთად მიღების შემთხვევაში, დეგრას მოქმედების დაწყებას შესაძლოა უფრო მეტი დრო დასჭირდეს.

ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღებამ შეიძლება დროებით შეაფერხოს ერექციის უნარი. მედიკამენტის მაქსიმალური სარგებლის მისაღებად, გთხოვთ, არ მიიღოთ ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობა სექსუალური აქტივობის წინ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

დეგრა არ არის განკუთვნილი ქალებსი გამოსაყენებლად.

ძუძუთი კვება

გავლენა ავტომობილის მართვაზე

დეგრამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და დროებით იმოქმედოს მხედველობაზე. ამიტომ, სიფრთხილე გმართებთ მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის დროს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დეგრას ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის, მაგალითად ლაქტოზას, აუტანლობა, დეგრას მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

დეგრამ შეიძლება გამოიწვიოს ნიტრატების, როგორიცაა ნიტროგლიცერინი, იზოსორბიდის მონონიტრატი, იზოსორბიდის ნიტრატი, პენტაერითრიტოლის ტეტრანიტრატი, ერითრიტოლის ტეტრანიტრატი, იზოსორბიდის დინიტრატი/ფენობარბიტალი ან აზოტის ოქსიდის დონორები, როგორიცაა ამილ ნიტრიტი ან ბუტილ ნიტრიტი, ეფექტის სერიოზული გაძლიერება. ეს მედიკამენტები ხშირად გამოიყენება გულის დაავადების (სტენოკარდიის) სამკურნალოდ, რომელიც ვლინდება გულმკერდის ტკივილით. თუ თქვენ იღებთ რომელიმე ამ პრეპარატს, არ უნდა გამოიყენოთ დეგრა.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ უკვე იღებთ რიოციგუატს.

დეგრას რიტონავირთან (გამოიყენება შიდსის (აივ) სამკურნალოდ) ერთად მიღება რეკომენდებული არ არის.

ზოგიერთ პაციენტს, რომელიც ჰიპერტენზიის (მაღალი არტერიული წნევა) ან პროსტატის პრობლემების სამკურნალოდ ალფა-ბლოკატორებით თერაპიას იღებს, ადგომისას შეიძლება თავბრუსხვევა განუვითარდეს. ეს არის პოსტურალური ჰიპოტენზიის ნიშნები, რომლებიც განისაზღვრება, როგორც ჰიპოტენზია (დაბალი არტერიული წნევა) სწრაფად ჯდომის ან ადგომის დროს. ზოგიერთ პაციენტს ეს სიმპტომები განუვითარდა დეგრას ალფა-ბლოკატორებთან ერთად მიღებისას. ეს, სავარაუდოდ, დეგრას მიღებიდან 4 საათის განმავლობაში მოხდება. ამ სიმპტომების გამოვლენის ალბათობის შესამცირებლად, დეგრას დაწყებამდე უნდა მიიღოთ ალფა-ბლოკატორის რეგულარული დღიური დოზა. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სილდენაფილის 25 მგ დოზა.

დეგრა ორგანიზმიდან ძირითადად ღვიძლის მეშვეობით გამოიყოფა სპეციფიკური ფერმენტების მეშვეობით. ამიტომ, როდესაც დეგრა მიიღება ზოგიერთ პრეპარატთან (ერითრომიცინი, მაკროლიდური ანტიბიოტიკი; საქვინავირი, შიდსის (აივ) სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი; კეტოკონაზოლი და იტრაკონაზოლი, სოკოვანი დაავადებების სამკურნალო პრეპარატები; ციმეტიდინი, კუჭის წყლულის სამკურნალო პრეპარატი; რიფამპიცინი, ტუბერკულოზის სამკურნალოდ გამოყენებული ანტიბიოტიკი; ბოსენტანი, ფილტვების სპეციფიკური დაავადებების სამკურნალო პრეპარატი), რომლებიც გამოიყოფა იმავე გზებით და გრეიფრუტის წვენით, მათ შეიძლება შეაფერხონ დეგრას ორგანიზმიდან გამოდევნა. ამ პრეპარატებიდან რომელიმეს მიმღებ პაციენტებში სილდენაფილის ერთდროული მიღებისას უნდა იქნას გამოყენებული 25 მგ-ის დაბალი საწყისი დოზა, რადგან დეგრას ეფექტი და გვერდითი მოვლენები ძლიერდება.

გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ბოლო დროს მიიღეთ სხვა პრეპარატები, მათ შორის რეცეპტის გარეშე გასაცემი მედიკამენტები.

გვერდითი მოვლენები

  • როგორ შევინახოთ დეგრა

რა არის დეგრა და რისთვის გამოიყენება იგი

დეგრას აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები წარმოდგენილია 100მგ სილენაფილის შემცველი 4 ტაბლეტიანი შეფუთვით, ტაბლეტები არის ლურჯი ფერის, ექვსკუთხა ფორმის, ერთ მხარეს ამოტვიფრულია წარწერა „100“, ხოლო მეორე მხარეს „DGR“. დეგრა შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს (მიღებული რძისგან).

დეგრა მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ფოსფოდიესთერაზას ტიპი 5 (PDE5) ინჰიბიტორები ეწოდება. ის მოქმედებს პენისში სისხლძარღვების მოდუნებით, რაც სისხლს საშუალებას აძლევს, სექსუალური აღგზნების დროს მიედინებოდეს პენისისკენ.

დეგრა ერექციის მიღწევაში მხოლოდ სექსუალური სტიმულაციის შემთხვევაში დაგეხმარებათ. დეგრა არ უნდა მიიღოთ, თუ არ გაქვთ ერექციული დისფუნქცია. ერექციული დისფუნქცია არის ის, როდესაც მამაკაცს არ შეუძლია სექსუალური აქტივობისთვის შესაფერისი მყარი, ერექციის მქონე პენისის მიღწევა ან შენარჩუნება. დეგრა არ არის განკუთვნილი ქალებისთვის.

რა უნდა იცოდეთ დეგრას გამოყენებამდე

ერექციული დისფუნქციის, პოტენციური გამომწვევი მიზეზებისა და შესაბამისი მკურნალობის დასადგენად, ექიმმა უნდა იცოდეს თქვენს მიერ მიღებული ყველა მედიკამენტის და თქვენი ნებისმიერი სამედიცინო მდგომარეობის შესახებ.

სექსუალურ აქტივობასთან დაკავშირებულია გულის მხრივ გარკვეული რისკი. ამიტომ, ერექციული დისფუნქციის მკურნალობის დაწყებამდე ექიმმა უნდა შეამოწმოს თქვენი გულ-სისხლძარღვთა მდგომარეობა.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

შეფუთვის ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

დეგრა 100 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

პერორალურად მისაღები

აქტიური ნივთიერება: თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 140.45 მგ სილდენაფილის ციტრატს, რაც 100 მგ სილდენაფილის ექვივალენტურია.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ჰიდროგენ ფოსფატი (უწყლო), ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, ინდიგო კარმინი, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი (ძროხის რძისგან), ტიტანის დიოქსიდი (E171), ტრიაცეტინი და რკინის ყვითელი ოქსიდი (E172).

ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით გაეცანით შეფუთვის ჩანართს, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა, ხელახლა დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს მედიკამენტი თქვენთვისაა დანიშნული. არ გადასცეთ ის სხვებს.

ამ მედიკამენტის მიღებისას, ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას აცნობეთ თქვენს ექიმს მისი გამოყენების შესახებ.

ზუსტად დაიცავით ამ ფურცელ-ჩანართში მითითებული ინსტრუქციები. არ მიიღოთ მედიკამენტი რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზით.

ფურცელ-ჩანართის შინაარსი:

  • რა არის დეგრა და რისთვის გამოიყენება იგი
  • რა უნდა იცოდეთ დეგრას გამოყენებამდე
  • დეგრას მიღების წესი
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • როგორ შევინახოთ დეგრა

რა არის დეგრა და რისთვის გამოიყენება იგი

დეგრას აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები წარმოდგენილია 100მგ სილენაფილის შემცველი 4 ტაბლეტიანი შეფუთვით, ტაბლეტები არის ლურჯი ფერის, ექვსკუთხა ფორმის, ერთ მხარეს ამოტვიფრულია წარწერა „100“, ხოლო მეორე მხარეს „DGR“. დეგრა შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს (მიღებული რძისგან).

დეგრა მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ფოსფოდიესთერაზას ტიპი 5 (PDE5) ინჰიბიტორები ეწოდება. ის მოქმედებს პენისში სისხლძარღვების მოდუნებით, რაც სისხლს საშუალებას აძლევს, სექსუალური აღგზნების დროს მიედინებოდეს პენისისკენ.

დეგრა ერექციის მიღწევაში მხოლოდ სექსუალური სტიმულაციის შემთხვევაში დაგეხმარებათ. დეგრა არ უნდა მიიღოთ, თუ არ გაქვთ ერექციული დისფუნქცია. ერექციული დისფუნქცია არის ის, როდესაც მამაკაცს არ შეუძლია სექსუალური აქტივობისთვის შესაფერისი მყარი, ერექციის მქონე პენისის მიღწევა ან შენარჩუნება. დეგრა არ არის განკუთვნილი ქალებისთვის.

რა უნდა იცოდეთ დეგრას გამოყენებამდე

ერექციული დისფუნქციის, პოტენციური გამომწვევი მიზეზებისა და შესაბამისი მკურნალობის დასადგენად, ექიმმა უნდა იცოდეს თქვენს მიერ მიღებული ყველა მედიკამენტის და თქვენი ნებისმიერი სამედიცინო მდგომარეობის შესახებ.

სექსუალურ აქტივობასთან დაკავშირებულია გულის მხრივ გარკვეული რისკი. ამიტომ, ერექციული დისფუნქციის მკურნალობის დაწყებამდე ექიმმა უნდა შეამოწმოს თქვენი გულ-სისხლძარღვთა მდგომარეობა.

არ მიიღოთ დეგრა

თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) სილდენაფილის, დეგრას აქტიური ნივთიერების ან ამ პრეპარატის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;

არ მიიღოთ დეგრა, თუ იყენებთ აზოტის ოქსიდის დონორებად ცნობილ რომელიმე მედიკამენტს, როგორიცაა ამილ ნიტრიტი ან ბუტილ ნიტრიტი, ან ნიტრატის შემცველს (ნიტროგლიცერინი, იზოსორბიდის მონონიტრატი, იზოსორბიდის ნიტრატი, პენტაერითრიტოლ ტეტრანიტრატი, ერითრიტოლ ტეტრანიტრატი, იზოსორბიდის დინიტრატი/ფენობარბიტალი). ეს მედიკამენტები ხშირად გამოიყენება გულის დაავადების (სტენოკარდიის) სამკურნალოდ, რომელიც ვლინდება გულმკერდის ტკივილით. დეგრამ შეიძლება გამოიწვიოს ამ მედიკამენტების ეფექტის სერიოზული გაძლიერება. თუ იღებთ ამ პრეპარატებიდან ერთ-ერთს, აცნობეთ ექიმს. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ იღებთ რიოციგუატს. ეს პრეპარატი გამოიყენება ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის (ანუ ფილტვებში მაღალი არტერიული წნევა) და ქრონიკული თრომბოემბოლიური ფილტვის ჰიპერტენზიის (ანუ ფილტვებში სისხლის შედედების შედეგად გამოწვეული მაღალი არტერიული წნევა) სამკურნალოდ. PDE5 ინჰიბიტორები, როგორიცაა დეგრა, აძლიერებენ ამ პრეპარატის ჰიპოტენზიურ ეფექტს. თუ იღებთ რიოციგუატს ან არ ხართ დარწმუნებული, აცნობეთ ექიმს.

თუ გაქვთ სიბრმავე ან გაქვთ მხედველობის დარღვევა არაარტერიული წინა იშემიური მხედველობის ნერვის ნეიროპათიით (NAION).

თუ გულის პრობლემები გაქვთ, ექიმმა ყურადღებით უნდა შეამოწმოს, შეუძლია თუ არა თქვენს გულს სექსუალური აქტივობის დამატებითი დატვირთვის ატანა.

თუ გაქვთ გულის ან ღვიძლის სერიოზული პრობლემა

თუ ცოტა ხნის წინ გადაიტანეთ ინსულტი ან გულის შეტევა ან გაქვთ დაბალი არტერიული წნევა

თუ გაქვთ თვალის იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებები, როგორიცაა რეტინიტი პიგმენტოზა.

განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ დეგრას გამოყენებისას

დეგრას შეიძლება ჰქონდეს დროებითი ჰიპოტენზიური ეფექტი. ადამიანების უმეტესობაში ამას მცირე ან საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, განსაკუთრებით სექსუალურ აქტივობასთან შერწყმისას, ეს ეფექტები უნდა შეფასდეს ექიმის მიერ არტერიული წნევის დაქვეითების მიმართ მგრძნობიარე ადამიანებში, ასევე იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ იშვიათი მდგომარეობები, რომლებიც ხასიათდება გულის სისხლძარღვების ობსტრუქციით ან არტერიული წნევის კონტროლის მძიმე დარღვევით.

თუ გაქვთ ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია (სისხლის წითელი უჯრედების დარღვევა), ლეიკემია (სისხლის უჯრედების კიბო), მრავლობითი მიელომა (ძვლის ტვინის კიბო) ან პენისის ნებისმიერი დაავადება ან დეფორმაცია. ამ მდგომარეობებმა შეიძლება განსაკუთრებული სიფრთხილე მოითხოვოს ერექციული დისფუნქციის სამკურნალო პრეპარატების მიღებისას.

თუ ამჟამად გაქვთ კუჭის წყლული ან სისხლდენის პრობლემები (მაგალითად, ჰემოფილია).

თუ მხედველობის უეცარი დაქვეითება ან დაკარგვა შენიშნეთ, შეწყვიტეთ დეგრას მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ბადურის ვენის ოკლუზიის რისკი განსაკუთრებით იზრდება ხანდაზმულ პაციენტებში.

თუ სმენის უეცარი დაქვეითება ან დაკარგვა შენიშნეთ, შეწყვიტეთ დეგრას მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

დეგრას რიტონავირთან (გამოიყენება შიდსის (აივ) სამკურნალოდ) ერთად მიღება რეკომენდებული არ არის (იხილეთ თავი „სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება“).

გთხოვთ, მიმართოთ ექიმს, მაშინაც კი, თუ ეს გაფრთხილებები წარსულში თქვენზე ვრცელდებოდა.

არ უნდა გამოიყენოთ დეგრა ერექციული დისფუნქციის სამკურნალო სხვა მედიკამენტებთან ერთად.

არ უნდა გამოიყენოთ დეგრა ფილტვების სისხლძარღვებში მაღალი არტერიული წნევის (ფილტვის არტერიული ჰიპერტენზია - PAH) სამკურნალო მედიკამენტებთან ერთად, მათ შორის სილდენაფილთან ან სხვა PDE5 ინჰიბიტორებთან.

არ უნდა მიიღოთ დეგრა, თუ არ გაქვთ ერექციული დისფუნქცია.

თუ ქალი ხართ, დეგრა არ უნდა მიიღოთ.

თუ თირკმლის ან ღვიძლის პრობლემები გაქვთ, უნდა აცნობოთ ექიმს. ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს თქვენთვის უფრო დაბალი დოზის დანიშვნა.

დეგრას გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

საკვებთან და სასმელთან ერთად მიღების შემთხვევაში, დეგრას მოქმედების დაწყებას შესაძლოა უფრო მეტი დრო დასჭირდეს.

ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღებამ შეიძლება დროებით შეაფერხოს ერექციის უნარი. მედიკამენტის მაქსიმალური სარგებლის მისაღებად, გთხოვთ, არ მიიღოთ ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობა სექსუალური აქტივობის წინ.

ორსულობა

დეგრა არ არის განკუთვნილი ქალებსი გამოსაყენებლად.

ძუძუთი კვება

დეგრა არ არის განკუთვნილი ქალებსი გამოსაყენებლად.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება

დეგრამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და დროებით იმოქმედოს მხედველობაზე. ამიტომ, სიფრთხილე გმართებთ მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის დროს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დეგრას ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის, მაგალითად ლაქტოზას, აუტანლობა, დეგრას მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

დეგრამ შეიძლება გამოიწვიოს ნიტრატების, როგორიცაა ნიტროგლიცერინი, იზოსორბიდის მონონიტრატი, იზოსორბიდის ნიტრატი, პენტაერითრიტოლის ტეტრანიტრატი, ერითრიტოლის ტეტრანიტრატი, იზოსორბიდის დინიტრატი/ფენობარბიტალი ან აზოტის ოქსიდის დონორები, როგორიცაა ამილ ნიტრიტი ან ბუტილ ნიტრიტი, ეფექტის სერიოზული გაძლიერება. ეს მედიკამენტები ხშირად გამოიყენება გულის დაავადების (სტენოკარდიის) სამკურნალოდ, რომელიც ვლინდება გულმკერდის ტკივილით. თუ თქვენ იღებთ რომელიმე ამ პრეპარატს, არ უნდა გამოიყენოთ დეგრა.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ უკვე იღებთ რიოციგუატს.

დეგრას რიტონავირთან (გამოიყენება შიდსის (აივ) სამკურნალოდ) ერთად მიღება რეკომენდებული არ არის.

ზოგიერთ პაციენტს, რომელიც ჰიპერტენზიის (მაღალი არტერიული წნევა) ან პროსტატის პრობლემების სამკურნალოდ ალფა-ბლოკატორებით თერაპიას იღებს, ადგომისას შეიძლება თავბრუსხვევა განუვითარდეს. ეს არის პოსტურალური ჰიპოტენზიის ნიშნები, რომლებიც განისაზღვრება, როგორც ჰიპოტენზია (დაბალი არტერიული წნევა) სწრაფად ჯდომის ან ადგომის დროს. ზოგიერთ პაციენტს ეს სიმპტომები განუვითარდა დეგრას ალფა-ბლოკატორებთან ერთად მიღებისას. ეს, სავარაუდოდ, დეგრას მიღებიდან 4 საათის განმავლობაში მოხდება. ამ სიმპტომების გამოვლენის ალბათობის შესამცირებლად, დეგრას დაწყებამდე უნდა მიიღოთ ალფა-ბლოკატორის რეგულარული დღიური დოზა. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სილდენაფილის 25 მგ დოზა.

დეგრა ორგანიზმიდან ძირითადად ღვიძლის მეშვეობით გამოიყოფა სპეციფიკური ფერმენტების მეშვეობით. ამიტომ, როდესაც დეგრა მიიღება ზოგიერთ პრეპარატთან (ერითრომიცინი, მაკროლიდური ანტიბიოტიკი; საქვინავირი, შიდსის (აივ) სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი; კეტოკონაზოლი და იტრაკონაზოლი, სოკოვანი დაავადებების სამკურნალო პრეპარატები; ციმეტიდინი, კუჭის წყლულის სამკურნალო პრეპარატი; რიფამპიცინი, ტუბერკულოზის სამკურნალოდ გამოყენებული ანტიბიოტიკი; ბოსენტანი, ფილტვების სპეციფიკური დაავადებების სამკურნალო პრეპარატი), რომლებიც გამოიყოფა იმავე გზებით და გრეიფრუტის წვენით, მათ შეიძლება შეაფერხონ დეგრას ორგანიზმიდან გამოდევნა. ამ პრეპარატებიდან რომელიმეს მიმღებ პაციენტებში სილდენაფილის ერთდროული მიღებისას უნდა იქნას გამოყენებული 25 მგ-ის დაბალი საწყისი დოზა, რადგან დეგრას ეფექტი და გვერდითი მოვლენები ძლიერდება.

გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ბოლო დროს მიიღეთ სხვა პრეპარატები, მათ შორის რეცეპტის გარეშე გასაცემი მედიკამენტები.

  • დეგრას მიღების წესი

სწორი გამოყენებისა და დოზის/მიღების სიხშირის ინსტრუქცია:

ყოველთვის მიიღეთ დეგრა ზუსტად ისე, როგორც ექიმმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. სტანდარტული დოზაა 50 მგ.

არ უნდა მიიღოთ დეგრა დღეში ერთზე მეტჯერ.

მიღების გზა და მეთოდი

დეგრა უნდა მიიღოთ სქესობრივი აქტის დაგეგმვამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე. ტაბლეტი მთლიანად გადაყლაპეთ ერთ ჭიქა წყლის დაყოლებით.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები

გამოყენება ბავშვებში

დეგრას მიღება არ შეიძლება ბავშვებისა და 18 წლამდე ასაკის პირებისათვის.

გამოყენება ხანდაზმულებში

ხანდაზმულ პაციენტებში დოზის სპეციალური კორექტირება საჭირო არ არის.

გამოყენება განსაკუთრებულ შემთხვევებში

თირკმლის უკმარისობა

თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია სილდენაფილის 25 მგ დოზა.

ღვიძლის უკმარისობა

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის (მაგალითად, ქრონიკული ღვიძლის დაავადება, როგორიცაა ციროზი) რეკომენდებულია სილდენაფილის 25 მგ-იანი დოზა.

თუ ფიქრობთ, რომ დეგრას ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ დეგრა საჭიროზე მეტი რაოდენობით

თუ მიიღეთ დეგრა საჭიროზე მეტი რაოდენობით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

100 მგ-ზე მეტი დოზები არ ზრდის პრეპარატის ეფექტურობას. თუმცა, მაღალმა დოზებმა შეიძლება გააძლიეროს პრეპარატის არასასურველი ეფექტები (გვერდითი მოვლენები) და მათი სიმძიმე.

არ მიიღოთ ექიმის მიერ დანიშნულზე მეტი ტაბლეტი.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, დეგრამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა მისი ინგრედიენტების მიმართ. გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, გარდამავალი ან ზომიერია. რეკომენდებული დოზების მიღებისას დაფიქსირებულია შემდეგი გვერდითი მოვლენები.

გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია შემდეგი სიხშირით:

ძალიან ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან სულ მცირე 1-ში

ხშირი: შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1-დან 10 პაციენტს

არც ისე ხშირი: შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან 1-დან 10 პაციენტს

იშვიათი: შეიძლება აღენიშნებოდეს 10.000-დან 1-დან 10 პაციენტს

ძალიან იშვიათი: შეიძლება აღენიშნებოდეს 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს

უცნობი: არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია.

თუ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე გამოვლინდა, შეწყვიტეთ დეგრას მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.

არც ისე ხშირი

ალერგიული რეაქცია. სიმპტომები მოიცავს უეცარ ხიხინს, სუნთქვის გაძნელებას, ქუთუთოების, სახის, ტუჩების ან ყელის შეშუპებას.

ტკივილი გულმკერდის არეში. თუ ეს სქესობრივი აქტის დროს განვითარდა, მიიღეთ ნახევრად მჯდომარე პოზიცია და შეეცადეთ მოდუნდეთ. გულმკერდის ტკივილის შესამსუბუქებლად არ უნდა გამოიყენოთ ნიტრატებად კლასიფიცირებული მედიკამენტები.

იშვიათი

გახანგრძლივებული და ზოგჯერ მტკივნეული ერექცია. თუ გაქვთ ერექცია, რომელიც 4 საათზე მეტხანს გრძელდება, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

მხედველობის უეცარი დაქვეითება ან დაკარგვა

კანის სერიოზული რეაქციები. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს კანის ძლიერ აქერცვლას და შეშუპებას, ტუჩის, სასქესო ორგანოების და თვალების ირგვლივ ბუშტუკების გაჩენას, ცხელებას.

კრუნჩხვები ან კონვულსიები

სხვა გვერდითი მოვლენები:

ძალიან ხშირი

თავის ტკივილი

ხშირი

გულისრევა

სახის გაწითლება

ალები (სიმპტომები მოიცავს სხეულის ზედა ნაწილში უეცარ სიცხის შეგრძნებას)

საჭმლის მონელების დარღვევა

მხედველობას ფერის შეცვლა

მხედველობის დაბინდვა

მხედველობის დარღვევა

ცხვირის გაჭედვა

თავბრუსხვევა

არც ისე ხშირი

ღებინება

კანის გამონაყარი

თვალის გაღიზიანება

თვალების სისხლჩაქცევა/თვალების სიწითლე

თვალის ტკივილი

სინათლის ციმციმების დანახვა

მხედველობის სიკაშკაშე

სინათლის მიმართ მგრძნობელობა

ცრემლიანი თვალები

გულისცემის აჩქარება

სწრაფი გულისცემა

მაღალი არტერიული წნევა

დაბალი არტერიული წნევა

კუნთების ტკივილი

ძილიანობა

შეხების შეგრძნების დაქვეითება

თავბრუსხვევა

ყურებში შუილი

პირის სიმშრალე

სინუსების (სახის ძვლებში ჰაერით სავსე სივრცეები) დახშობა ან გაჭედვა

ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება (სიმპტომებია სურდო, ცემინება და ცხვირის გაჭედვა)

მუცლის ზედა ნაწილის ტკივილი

გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება ვითარდება, როდესაც კუჭის მჟავის შიგთავსი ისევ საყლაპავში ამოდის (სიმპტომებში შედის გულძმარვა).

შარდში სისხლის არსებობა

ტკივილი ხელებში ან ფეხებში

სისხლდენა ცხვირიდან

სიცხის და დაღლილობის შეგრძნება

იშვიათი

სისუსტის შეგრძნება, გულის წასვლა

ინსულტი

გულის შეტევა

არარეგულარული გულისცემა

ტვინის სხვადასხვა ნაწილში სისხლის მიმოქცევის დროებითი შემცირება

ყელის დაჭიმულობის შეგრძნება

პირის ღრუს დაბუჟება

სისხლდენა თვალის უკანა ნაწილში

გაორებული მხედველობა

მხედველობის სიმკვეთრის შემცირება

თვალის არანორმალური შეგრძნება

თვალის ან ქუთუთოს შეშუპება

მხედველობაში მცირე ნაწილაკები ან ლაქები

სინათლის გარშემო ჰალოების დანახვა

თვალის გუგის გაფართოება

თვალის ცილის ფერის შეცვლა

პენისიდან სისხლდენა

სისხლის არსებობა სპერმაში

ცხვირის სიმშრალე

ცხვირის შიდა ნაწილის შეშუპება

გაღიზიანების შეგრძნება

სმენის უეცარი დაქვეითება ან დაკარგვა

მხედველობის ნერვთან დაკავშირებული მხედველობის დაკარგვა თვალის დაავადების გამო, რომელსაც ეწოდება არაარტერიული წინა იშემიური მხედველობის ნეიროპათია (NAION)

ბადურას (თვალის ყველაზე შიდა შრე) ვენის ოკლუზია

ბადურას (თვალის ყველაზე შიდა შრე) დარღვევა, რომელიც გამოწვეულია ბადურას არტერიების გამაგრებით

თვალში წნევის მომატება (გლაუკომა)

შორს მხედველობის დაბინდვა (მიოპია)

თვალის სისუსტე ან დაღლილობა (ასთენოპია)

თვალის ფერად ნაწილთან (ირისი) დაკავშირებული დარღვევა

უცნობი

პოსტმარკეტონგული გამოცდილებიდან აღინიშნა არასტაბილური სტენოკარდიის (გულის დაავადება) და უეცარი სიკვდილის შემთხვევები.

აღსანიშნავია, რომ მამაკაცების უმეტესობას, მაგრამ არა ყველას, ვისაც ეს გვერდითი მოვლენები განუვითარდა, ამ მედიკამენტის მიღებამდე გულის პრობლემები ჰქონდა. შეუძლებელია იმის დადგენა, პირდაპირ კავშირში იყო თუ არა ეს მოვლენები სილდენაფილთან.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ თქვენ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ისინი ჩამოთვლილი გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ასევე, შეგიძლიათ შეატყობინოთ ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შესახებ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM) ვებგვერდზე www.titck.gov.tr-ზე „წამლის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების“ ხატულაზე დაწკაპუნებით ან გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების ცხელ ხაზზე დარეკვით ნომერზე 0800 314 00 08. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ თქვენს მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას.

თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • როგორ შევინახოთ დეგრა

შეინახეთ დეგრა ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და ორიგინალ შეფუთვაში.

შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ ეს წამალი ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ დეგრა შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ შეიძინოთ კოლოფები, რომლებზეც არ არის დატანილი ლოგო ან ჰოლოგრამა.

არ გამოიყენოთ დეგრა, თუ შეამჩნევთ რაიმე დეფექტს პროდუქტზე და/ან მის შეფუთვაზე.

არ გადააგდოთ მედიკამენტები ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გადაყაროთ გამოუყენებელი მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

შპს დევა ჰოლდინგი

კუჩუქჩეკმეჯე - სტამბული

ტელ: 0212 692 92 92

ფაქსი: 0212 697 00 24

ელ.ფოსტა: [email protected]

წარმოების ადგილი:

შპს დევა ჰოლდინგი

კაპაკლი - თექირდაგი

ამ ფურცელ-ჩანართის ბოლო გადახედვის თარიღია: 18.01.2022.

თარგმანი შეესაბამება ორიგინალს. მთარგმნელი:

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა