ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები

დაპაგლიფლოზინი

Dapagliflozin

რეცეპტით10მგინსტრუქცია ქართულადსლოვენია
რისთვის გამოიყენება

დაპაგლიფლოზინი გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: მე-2 ტიპის დიაბეტი მოზრდილებსა და 10 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში. თუ მე-2 ტიპის დიაბეტის კონტროლი დიეტითა და ვარჯიშით შეუძლებელია. დაპაგლიფლოზინის გამოყენება შესაძლებელია როგორც დამოუკიდებლად, ასევე სხვა პრეპარატებთან ერთად დიაბეტის სამკურნალოდ. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დაპაგლიფლოზინი (dapagliflozin)
ფორმა და შეფუთვა
10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
მწარმოებელი
KRKA, d.d., Novo mesto, სლოვენია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, ნატრიუმ - გლუკოზის კო-ტრანსპორტერ 2-ის (SGLT 2) ინჰიბიტორები
ATC კოდი
A10BK01
რეგისტრაციის ნომერი
რ-045469
რეგისტრირებულია
18 მაისი 2026, მოქმედებს 3 ოქტომბერი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „პსპ ფარმა“
ურთიერთქმედების შემოწმებადაპაგლიფლოზინი და სხვა წამალი ერთად

დაპაგლიფლოზინი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

დაპაგლიფლოზინი გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

მე-2 ტიპის დიაბეტი

მოზრდილებსა და 10 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში.

თუ მე-2 ტიპის დიაბეტის კონტროლი დიეტითა და ვარჯიშით შეუძლებელია.

დაპაგლიფლოზინის გამოყენება შესაძლებელია როგორც დამოუკიდებლად, ასევე სხვა პრეპარატებთან ერთად დიაბეტის სამკურნალოდ.

მნიშვნელოვანია, რომ გააგრძელოთ ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის მიერ მოცემული დიეტისა და ვარჯიშის შესახებ რეკომენდაციების დაცვა.

გულის უკმარისობა

მოზრდილებში (18 წლის და უფროსი ასაკის), როდესაც გული საკმარის სისხლს აღარ ტუმბავს.

რა არის მე-2 ტიპის დიაბეტი და როგორ გვეხმარება დაპაგლიფლოზინი?

მე-2 ტიპის დიაბეტის დროს ორგანიზმი ან არ გამოიმუშავებს საკმარის ინსულინს, ან ვერ იყენებს მის მიერ გამომუშავებულ ინსულინს სათანადოდ. ეს იწვევს სისხლში შაქრის მაღალ დონეს. ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული პრობლემები, როგორიცაა გულის ან თირკმლის დაავადება, სიბრმავე და სისხლის მიმოქცევის პრობლემები ხელებსა და ფეხებში.

დაპაგლიფლოზინი ამცირებს სისხლში შაქრის დონეს ჭარბი შაქრის დაშლის ხარჯზე. მას ასევე შეუძლია ხელი შეუწყოს გულის დაავადებების პრევენციას.

რა არის გულის უკმარისობა და როგორ გვეხმარება დაპაგლიფლოზინი?

გულის უკმარისობის ეს ფორმა ვითარდება მაშინ, როდესაც გული ვეღარ აწვდის საკმარის სისხლს ფილტვებსა და სხეულის დანარჩენ ნაწილს. ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები და საჭირო გახდეს ჰოსპიტალიზაცია.

გულის უკმარისობის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია ქოშინი, მუდმივი ან ძლიერი დაღლილობა და კოჭის შეშუპება.

დაპაგლიფლოზინი იცავს თქვენს გულს გაუარესებისგან და ამსუბუქებს სიმპტომებს. მას შეუძლია შეამციროს საავადმყოფოში ყოფნის საჭიროება და ხელი შეუწყოს ზოგიერთ პაციენტის სიცოცხლის გახანგრძლივებას.

  • ინფორმაცია დაპაგლიფლოზინის გამოყენებამდე

მიღების წესი და დოზირება

  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
  • დაპაგლიფლოზინის შენახვის პირობები
  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები
  • რას წარმოადგენს დაპაგლიფლოზინი და რისთვის გამოიყენება?

რას წარმოადგენს დაპაგლიფლოზინი

დაპაგლიფლოზინი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას დაპაგლიფლოზინს. ის მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდებათ ,,ნატრიუმ-გლუკოზის კოტრანსპორტერ 2-ის (SGLT2) ინჰიბიტორები“. ისინი მოქმედებენ თირკმელში SGLT2 ცილის ბლოკირებით. ამ ცილის ბლოკირების შედეგად შარდთან ერთად ორგანიზმიდან გამოიყოფა სისხლში შაქარი (გლუკოზა), მარილი (ნატრიუმი) და წყალი.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია დაპაგლიფლოზინის ან ამ პრეპარატის რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია ნაწილში 6).

სიფრთხილის ზომები

შემდეგი მდგომარეობებისას დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს კლინიკას:

დიაბეტური კეტოაციდოზი:

თუ გაქვთ დიაბეტი და განიცდით დისკომფორტს ან ღებინებას, კუჭის ტკივილს, ძლიერ წყურვილს, სწრაფ და ღრმა სუნთქვას, დაბნეულობას, უჩვეულო ძილიანობას ან დაღლილობას, სუნთქვაში მოტკბო სუნს, პირში ტკბილ ან მეტალის გემოს, შარდის ან ოფლის სუნის შეცვლას ან წონის სწრაფ კლებას, უნდა მიმართოთ ექიმს.

ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები შეიძლება იყოს „დიაბეტური კეტოაციდოზის“ ნიშანი - ეს არის დიაბეტის იშვიათი, მაგრამ სერიოზული, ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიში გართულება, რომელიც გამოწვეულია შარდში ან სისხლში კეტონის სხეულების მომატებული კონცენტრაციით, რაც ანალიზებით ვლინდება.

დიაბეტური კეტოაციდოზის განვითარების რისკი შეიძლება გაიზარდოს ხანგრძლივი შიმშილის, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების, დეჰიდრატაციის, ინსულინის დოზის უეცარი შემცირების ან ინსულინის მომატებული საჭიროების შემთხვევაში, რაც გამოწვეულია ფართო ქირურგიული ჩარევის ან სერიოზული დაავადების გამო.

დაპაგლიფლოზინით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს დიაბეტური კეტოაციდოზი, მაშინაც კი, თუ თქვენი სისხლში შაქრის დონე ნორმალურია.

თუ ეჭვი გაქვთ დიაბეტურ კეტოაციდოზზე, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს და არ მიიღოთ ეს მედიკამენტი.

შორისის ნეკროზული ფასციიტი:

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ განგივითარდებათ სასქესო ორგანოების ან სასქესო ორგანოებსა და ანუსს შორის არსებული არეს ტკივილის, მგრძნობელობის, სიწითლის ან შეშუპების კომბინაცია, რომელსაც თან ახლავს ცხელება ან ზოგადი სისუსტე. ეს სიმპტომები შეიძლება იყოს იშვიათი, მაგრამ სერიოზული ან თუნდაც სიცოცხლისთვის საშიში ინფექციის ნიშანი, რომელსაც შორისის ნეკროზული ფასციიტი ანუ ფურნიეს განგრენა ეწოდება და რომელიც აზიანებს კანის ქვეშ არსებულ ქსოვილს. ფურნიეს განგრენა საჭიროებს დაუყოვნებლივ მკურნალობას.

დაპაგლიფლოზინის მიღებამდე მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს:

თუ გაქვთ „ტიპი 1 დიაბეტი“ - ტიპი, რომელიც ჩვეულებრივ ახალგაზრდობაში იწყება და თქვენი ორგანიზმი ინსულინს საერთოდ არ გამოიმუშავებს. დაპაგლიფლოზინი არ უნდა იქნას გამოყენებული ამ მდგომარეობის სამკურნალოდ.

თუ გაქვთ დიაბეტი და თირკმლის პრობლემა - ექიმმა შეიძლება მოგთხოვოთ დამატებითი ან სხვა მედიკამენტის მიღება სისხლში შაქრის დონის საკონტროლებლად.

თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემა - ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ უფრო დაბალი დოზა.

თუ იღებთ არტერიული წნევის დამწევ მედიკამენტებს (ანტიჰიპერტენზიულებს) და გაქვთ დაბალი არტერიული წნევის (ჰიპოტენზიის) ისტორია. დამატებითი ინფორმაცია მოცემულია ქვემოთ, ნაწილში „სხვა მედიკამენტები და დაპაგლიფლოზინი“.

თუ სისხლში შაქრის ძალიან მაღალი დონე გაქვთ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გაუწყლოება (ორგანიზმის მიერ ჭარბი სითხის დაკარგვა). გაუწყლოების შესაძლო ნიშნები ჩამოთვლილია ნაწილში 4. დაპაგლიფლოზინის მიღების დაწყებამდე აცნობეთ ექიმს, თუ სახეზეა რომელიმე ეს ნიშანი.

თუ გაქვთ ან განვითარდება გულისრევა (ცუდად ყოფნის შეგრძნება), ღებინება ან სიცხე, ან თუ არ შეგიძლიათ ჭამა და დალევა. ამ მდგომარეობებმა შეიძლება გამოიწვიოს გაუწყლოება. დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად ექიმმა შეიძლება გთხოვოთ დაპაგლიფლოზინის მიღების შეწყვეტა გამოჯანმრთელებამდე.

თუ ხშირად გაქვთ საშარდე გზების ინფექციები.

თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე თქვენ გეხებათ (ან არ ხართ დარწმუნებული), დაპაგლიფლოზინის მიღებამდე მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

დიაბეტი და ტერფის მოვლა

თუ დიაბეტი გაქვთ, მნიშვნელოვანია რეგულარულად შეამოწმოთ ტერფები და დაიცვათ თქვენი ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ ტერფის მოვლასთან დაკავშირებით მოცემული ნებისმიერი სხვა რჩევა.

შარდის გლუკოზა

დაპაგლიფლოზინის მოქმედების წესის გამო, ამ მედიკამენტის მიღების დროს თქვენი შარდის ანალიზი შაქარზე დადებითად აისახება.

ბავშვები და მოზარდები

დაპაგლიფლოზინის გამოყენება შესაძლებელია 10 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში მე-2 ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ. 10 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების მონაცემები არ არსებობს.

დაპაგლიფლოზინი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის გულის უკმარისობის სამკურნალოდ, რადგან ამ პრეპარატის გამოყენება ამ პაციენტებში არ არის შესწავლილი.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპარატები.

განსაკუთრებით აცნობეთ ექიმს:

თუ იღებთ დიურეზულ პრეპარატს (შარდმდენი საშუალება).

თუ იღებთ სხვა პრეპარატებს, რომლებიც ამცირებენ სისხლში შაქრის დონეს, როგორიცაა ინსულინი ან „სულფონილშარდოვანას“ პრეპარატი. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ამ სხვა პრეპარატების დოზა, სისხლში შაქრის დონის დაქვეითების (ჰიპოგლიკემიის) თავიდან ასაცილებლად.

თუ იღებთ ლითიუმს, რადგან დაპაგლიფლოზინს შეუძლია შეამციროს სისხლში ლითიუმის რაოდენობა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ეჭვი გაქვთ ორსულობაზე ან გეგმავთ დაორსულებას, ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

დაორსულების შემთხვევაში უნდა შეწყვიტოთ ამ მედიკამენტის მიღება, რადგან ის არ არის რეკომენდებული ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში. ორსულობის დროს სისხლში შაქრის კონტროლის საუკეთესო მეთოდის შესახებ რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.

ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს, თუ გსურთ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს. არ გამოიყენოთ დაპაგლიფლოზინი, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს. უცნობია, გადადის თუ არა ეს მედიკამენტი ადამიანის დედის რძეში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

დაპაგლიფლოზინს არ ახდენს ან უმნიშვნელო გავლენას ახდენს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვაზე.

ამ პრეპარატის სხვა პრეპარატებთან, სულფონილშარდოვანას წარმოებულებთან ან ინსულინთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის ძალიან მაღალი მატება (ჰიპოგლიკემია), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა კანკალი, ოფლიანობა და მხედველობის შეცვლა და შესაძლოა გავლენა მოახდინოს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვაზე.

თუ დაპაგლიფლოზინის მიღებისას თავბრუსხვევას გრძნობთ, არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ რაიმე ხელსაწყოები ან მექანიზმები.

დაპაგლიფლოზინი შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს

თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო საშუალების მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტში, ანუ არსებითად ,,უნატრიემოა“.

გვერდითი მოვლენები

თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ შეატყობინოთ Yellow Card Scheme-ის მეშვეობით ვებ-გვერდზე: [email protected] ან მოიძიეთ „MHRA Yellow Card“ Google Play Store-ში ან Apple App Store-ში.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით, თქვენ ხელს უწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

  • დაპაგლიფლოზინის შენახვის პირობები

ეს მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე წარწერით „ვარგისიანობის ვადა“. ვარგისიანობის ვადა ეხება მოცემული თვის ბოლო დღეს.

ეს სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ გადააგდოთ მედიკამენტები გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ არასაჭირო მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა დაპაგლიფლოზინი.

თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ დაპაგლიფლოზინს.

დამხმარე ნივთიერებებია მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, კროსპოვიდონი და ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი ტაბლეტის ბირთვში და პოლი(ვინილის ალკოჰოლი), მაკროგოლი, ტიტანის დიოქსიდი E171, ტალკი და ყვითელი რკინის ოქსიდი E172 ტაბლეტის გარსში. იხილეთ ნაწილი 2 ,,დაპაგლიფლოზინი შეიავს ლაქტოზას და ნატრიუმს“.

დაპაგლიფლოზინის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა

ღია მოყავისფერო ყვითელი, ოვალური, ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეს გამყოფი ზოლით. გამყოფი ხაზის ერთ მხარეს აღნიშნულია მარკირება „1“, ხოლო მეორე მხარეს „0“. ტაბლეტის გაყოფა შესაძლებელია თანაბარ დოზებად. ტაბლეტის ზომა: დაახლოებით 13 x 6.5 მმ.

დაპაგლიფლოზინი ხელმისაწვდომია შეფუთვაში, რომელიც შეიცავს:

14, 28, 30, 56, 60, 90, 98 ან 100 შემოგარსულ ტაბლეტს, არაპერფორირებულ ბლისტერში.

14 x 1, 28 x 1, 30 x 1, 56 x 1, 60 x 1, 90 x 1, 98 x 1 ან 100 x 1 შემოგარსულ ტაბლეტს, პერფორირებულ ერთჯერადი დოზის ბლისტერში.

შესაძლოა, ყველა შეფუთვის ზომა არ იყოს ბაზარზე.

სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი

კრკა, დ.დ., ნოვო მესტო, სმარჟესკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია.

ამ ინსტრუქციის ტექსტის ბოლო გადახედვის თარიღია 2025 წლის აგვისტო.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

დანართი ფურცელი: ინფორმაცია პაციენტისთვის

დაპაგლიფლოზინი 10 მგ აპკიანი გარსით შემოგარსული ტაბლეტები

დაპაგლიფლოზინი

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა, ხელახლა დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

თუ გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს მედიკამენტი მხოლოდ თქვენთვისაა დანიშნული. არ გადასცეთ ის სხვებს. შესაძლოა, ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენის მსგავსია.

თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს

  • რას წარმოადგენს დაპაგლიფლოზინი და რისთვის გამოიყენება
  • ინფორმაცია დაპაგლიფლოზინის გამოყენებამდე
  • დაპაგლიფლოზინის გამოყენების წესი
  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
  • დაპაგლიფლოზინის შენახვის პირობები
  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები
  • რას წარმოადგენს დაპაგლიფლოზინი და რისთვის გამოიყენება?

რას წარმოადგენს დაპაგლიფლოზინი

დაპაგლიფლოზინი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას დაპაგლიფლოზინს. ის მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდებათ ,,ნატრიუმ-გლუკოზის კოტრანსპორტერ 2-ის (SGLT2) ინჰიბიტორები“. ისინი მოქმედებენ თირკმელში SGLT2 ცილის ბლოკირებით. ამ ცილის ბლოკირების შედეგად შარდთან ერთად ორგანიზმიდან გამოიყოფა სისხლში შაქარი (გლუკოზა), მარილი (ნატრიუმი) და წყალი.

რისთვის გამოიყენება დაპაგლიფლოზინი

დაპაგლიფლოზინი გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

მე-2 ტიპის დიაბეტი

მოზრდილებსა და 10 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში.

თუ მე-2 ტიპის დიაბეტის კონტროლი დიეტითა და ვარჯიშით შეუძლებელია.

დაპაგლიფლოზინის გამოყენება შესაძლებელია როგორც დამოუკიდებლად, ასევე სხვა პრეპარატებთან ერთად დიაბეტის სამკურნალოდ.

მნიშვნელოვანია, რომ გააგრძელოთ ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის მიერ მოცემული დიეტისა და ვარჯიშის შესახებ რეკომენდაციების დაცვა.

გულის უკმარისობა

მოზრდილებში (18 წლის და უფროსი ასაკის), როდესაც გული საკმარის სისხლს აღარ ტუმბავს.

რა არის მე-2 ტიპის დიაბეტი და როგორ გვეხმარება დაპაგლიფლოზინი?

მე-2 ტიპის დიაბეტის დროს ორგანიზმი ან არ გამოიმუშავებს საკმარის ინსულინს, ან ვერ იყენებს მის მიერ გამომუშავებულ ინსულინს სათანადოდ. ეს იწვევს სისხლში შაქრის მაღალ დონეს. ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული პრობლემები, როგორიცაა გულის ან თირკმლის დაავადება, სიბრმავე და სისხლის მიმოქცევის პრობლემები ხელებსა და ფეხებში.

დაპაგლიფლოზინი ამცირებს სისხლში შაქრის დონეს ჭარბი შაქრის დაშლის ხარჯზე. მას ასევე შეუძლია ხელი შეუწყოს გულის დაავადებების პრევენციას.

რა არის გულის უკმარისობა და როგორ გვეხმარება დაპაგლიფლოზინი?

გულის უკმარისობის ეს ფორმა ვითარდება მაშინ, როდესაც გული ვეღარ აწვდის საკმარის სისხლს ფილტვებსა და სხეულის დანარჩენ ნაწილს. ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები და საჭირო გახდეს ჰოსპიტალიზაცია.

გულის უკმარისობის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია ქოშინი, მუდმივი ან ძლიერი დაღლილობა და კოჭის შეშუპება.

დაპაგლიფლოზინი იცავს თქვენს გულს გაუარესებისგან და ამსუბუქებს სიმპტომებს. მას შეუძლია შეამციროს საავადმყოფოში ყოფნის საჭიროება და ხელი შეუწყოს ზოგიერთ პაციენტის სიცოცხლის გახანგრძლივებას.

  • ინფორმაცია დაპაგლიფლოზინის გამოყენებამდე

არ მიიღოთ დაპაგლიფლოზინი

თუ გაქვთ ალერგია დაპაგლიფლოზინის ან ამ პრეპარატის რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია ნაწილში 6).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

შემდეგი მდგომარეობებისას დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს კლინიკას:

დიაბეტური კეტოაციდოზი:

თუ გაქვთ დიაბეტი და განიცდით დისკომფორტს ან ღებინებას, კუჭის ტკივილს, ძლიერ წყურვილს, სწრაფ და ღრმა სუნთქვას, დაბნეულობას, უჩვეულო ძილიანობას ან დაღლილობას, სუნთქვაში მოტკბო სუნს, პირში ტკბილ ან მეტალის გემოს, შარდის ან ოფლის სუნის შეცვლას ან წონის სწრაფ კლებას, უნდა მიმართოთ ექიმს.

ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები შეიძლება იყოს „დიაბეტური კეტოაციდოზის“ ნიშანი - ეს არის დიაბეტის იშვიათი, მაგრამ სერიოზული, ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიში გართულება, რომელიც გამოწვეულია შარდში ან სისხლში კეტონის სხეულების მომატებული კონცენტრაციით, რაც ანალიზებით ვლინდება.

დიაბეტური კეტოაციდოზის განვითარების რისკი შეიძლება გაიზარდოს ხანგრძლივი შიმშილის, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების, დეჰიდრატაციის, ინსულინის დოზის უეცარი შემცირების ან ინსულინის მომატებული საჭიროების შემთხვევაში, რაც გამოწვეულია ფართო ქირურგიული ჩარევის ან სერიოზული დაავადების გამო.

დაპაგლიფლოზინით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს დიაბეტური კეტოაციდოზი, მაშინაც კი, თუ თქვენი სისხლში შაქრის დონე ნორმალურია.

თუ ეჭვი გაქვთ დიაბეტურ კეტოაციდოზზე, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს და არ მიიღოთ ეს მედიკამენტი.

შორისის ნეკროზული ფასციიტი:

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ განგივითარდებათ სასქესო ორგანოების ან სასქესო ორგანოებსა და ანუსს შორის არსებული არეს ტკივილის, მგრძნობელობის, სიწითლის ან შეშუპების კომბინაცია, რომელსაც თან ახლავს ცხელება ან ზოგადი სისუსტე. ეს სიმპტომები შეიძლება იყოს იშვიათი, მაგრამ სერიოზული ან თუნდაც სიცოცხლისთვის საშიში ინფექციის ნიშანი, რომელსაც შორისის ნეკროზული ფასციიტი ანუ ფურნიეს განგრენა ეწოდება და რომელიც აზიანებს კანის ქვეშ არსებულ ქსოვილს. ფურნიეს განგრენა საჭიროებს დაუყოვნებლივ მკურნალობას.

დაპაგლიფლოზინის მიღებამდე მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს:

თუ გაქვთ „ტიპი 1 დიაბეტი“ - ტიპი, რომელიც ჩვეულებრივ ახალგაზრდობაში იწყება და თქვენი ორგანიზმი ინსულინს საერთოდ არ გამოიმუშავებს. დაპაგლიფლოზინი არ უნდა იქნას გამოყენებული ამ მდგომარეობის სამკურნალოდ.

თუ გაქვთ დიაბეტი და თირკმლის პრობლემა - ექიმმა შეიძლება მოგთხოვოთ დამატებითი ან სხვა მედიკამენტის მიღება სისხლში შაქრის დონის საკონტროლებლად.

თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემა - ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ უფრო დაბალი დოზა.

თუ იღებთ არტერიული წნევის დამწევ მედიკამენტებს (ანტიჰიპერტენზიულებს) და გაქვთ დაბალი არტერიული წნევის (ჰიპოტენზიის) ისტორია. დამატებითი ინფორმაცია მოცემულია ქვემოთ, ნაწილში „სხვა მედიკამენტები და დაპაგლიფლოზინი“.

თუ სისხლში შაქრის ძალიან მაღალი დონე გაქვთ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გაუწყლოება (ორგანიზმის მიერ ჭარბი სითხის დაკარგვა). გაუწყლოების შესაძლო ნიშნები ჩამოთვლილია ნაწილში 4. დაპაგლიფლოზინის მიღების დაწყებამდე აცნობეთ ექიმს, თუ სახეზეა რომელიმე ეს ნიშანი.

თუ გაქვთ ან განვითარდება გულისრევა (ცუდად ყოფნის შეგრძნება), ღებინება ან სიცხე, ან თუ არ შეგიძლიათ ჭამა და დალევა. ამ მდგომარეობებმა შეიძლება გამოიწვიოს გაუწყლოება. დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად ექიმმა შეიძლება გთხოვოთ დაპაგლიფლოზინის მიღების შეწყვეტა გამოჯანმრთელებამდე.

თუ ხშირად გაქვთ საშარდე გზების ინფექციები.

თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე თქვენ გეხებათ (ან არ ხართ დარწმუნებული), დაპაგლიფლოზინის მიღებამდე მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

დიაბეტი და ტერფის მოვლა

თუ დიაბეტი გაქვთ, მნიშვნელოვანია რეგულარულად შეამოწმოთ ტერფები და დაიცვათ თქვენი ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ ტერფის მოვლასთან დაკავშირებით მოცემული ნებისმიერი სხვა რჩევა.

შარდის გლუკოზა

დაპაგლიფლოზინის მოქმედების წესის გამო, ამ მედიკამენტის მიღების დროს თქვენი შარდის ანალიზი შაქარზე დადებითად აისახება.

ბავშვები და მოზარდები

დაპაგლიფლოზინის გამოყენება შესაძლებელია 10 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში მე-2 ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ. 10 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების მონაცემები არ არსებობს.

დაპაგლიფლოზინი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის გულის უკმარისობის სამკურნალოდ, რადგან ამ პრეპარატის გამოყენება ამ პაციენტებში არ არის შესწავლილი.

სხვა მედიკამენტები და დაპაგლიფლოზინი

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპარატები.

განსაკუთრებით აცნობეთ ექიმს:

თუ იღებთ დიურეზულ პრეპარატს (შარდმდენი საშუალება).

თუ იღებთ სხვა პრეპარატებს, რომლებიც ამცირებენ სისხლში შაქრის დონეს, როგორიცაა ინსულინი ან „სულფონილშარდოვანას“ პრეპარატი. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ამ სხვა პრეპარატების დოზა, სისხლში შაქრის დონის დაქვეითების (ჰიპოგლიკემიის) თავიდან ასაცილებლად.

თუ იღებთ ლითიუმს, რადგან დაპაგლიფლოზინს შეუძლია შეამციროს სისხლში ლითიუმის რაოდენობა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ეჭვი გაქვთ ორსულობაზე ან გეგმავთ დაორსულებას, ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

დაორსულების შემთხვევაში უნდა შეწყვიტოთ ამ მედიკამენტის მიღება, რადგან ის არ არის რეკომენდებული ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში. ორსულობის დროს სისხლში შაქრის კონტროლის საუკეთესო მეთოდის შესახებ რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.

ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს, თუ გსურთ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს. არ გამოიყენოთ დაპაგლიფლოზინი, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს. უცნობია, გადადის თუ არა ეს მედიკამენტი ადამიანის დედის რძეში.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

დაპაგლიფლოზინს არ ახდენს ან უმნიშვნელო გავლენას ახდენს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვაზე.

ამ პრეპარატის სხვა პრეპარატებთან, სულფონილშარდოვანას წარმოებულებთან ან ინსულინთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის ძალიან მაღალი მატება (ჰიპოგლიკემია), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა კანკალი, ოფლიანობა და მხედველობის შეცვლა და შესაძლოა გავლენა მოახდინოს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვაზე.

თუ დაპაგლიფლოზინის მიღებისას თავბრუსხვევას გრძნობთ, არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ რაიმე ხელსაწყოები ან მექანიზმები.

დაპაგლიფლოზინი შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს

თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო საშუალების მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტში, ანუ არსებითად ,,უნატრიემოა“.

  • დაპაგლიფლოზინის მიღების წესი

ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული.

რა დოზით მივიღოთ?

რეკომენდებული დოზაა ერთი 10 მგ ტაბლეტი დღეში.

თუ ღვიძლის პრობლემა გაქვთ, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ 5 მგ დოზა.

ექიმი დაგინიშნავთ თქვენთვის შესაფერის დოზას.

როგორ მივიღოთ მედიკამენტი

ტაბლეტი გადაყლაპეთ ნახევარ ჭიქა წყალთან ერთად. 10 მგ ტაბლეტის გაყოფა შესაძლებელია რამდენიმე თანაბარ დოზად, რათა უფრო ადვილი იყოს გადაყლაპვა.

ტაბლეტის მიღება შეგიძლიათ საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

ტაბლეტის მიღება შეგიძლიათ დღის ნებისმიერ დროს. თუმცა, ეცადეთ, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს მიიღოთ. ეს დაგეხმარებათ დაიმახსოვროთ მისი მიღება.

ექიმმა შეიძლება დაპაგლიფლოზინი სხვა მედიკამენტებთან ერთად დაგინიშნოთ. გახსოვდეთ, რომ ეს სხვა მედიკამენტებიც უნდა მიიღოთ ექიმის დანიშნულებისამებრ. ეს დაგეხმარებათ თქვენი ჯანმრთელობისთვის საუკეთესო შედეგების მიღწევაში.

დიეტა და ვარჯიში დაგეხმარებათ თქვენს ორგანიზმში სისხლში შაქრის უკეთ ათვისებაში. თუ დიაბეტი გაქვთ, დაპაგლიფლოზინის მიღებისას მნიშვნელოვანია დაიცვათ ექიმის მიერ რეკომენდებული ნებისმიერი დიეტა და ვარჯიშის პროგრამა.

თუ მიიღეთ დაპაგლიფლოზინის საჭიროზე მეტი დოზა

თუ მიიღეთ დაპაგლიფლოზინის ტაბლეტების საჭიროზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს. თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა.

თუ დაგავიწყდათ დაპაგლიფლოზინის მიღება

თუ რა უნდა მოიმოქმედოთ ტაბლეტის გამოტოვების შემთხვევაში დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი დრო დარჩა შემდეგი დოზის მიღებამდე.

თუ შემდეგ დოზამდე 12 საათი ან მეტი დრო რჩება, მიიღეთ დაპაგლიფლოზინის დოზა, როგორც კი გაგახსენდებათ. შემდეგ მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულ დროს.

თუ შემდეგ დოზამდე 12 საათზე ნაკლები დრო რჩება, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა. შემდეგ მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულ დროს.

არ მიიღოთ დაპაგლიფლოზინის ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ შეწყვეტთ დაპაგლიფლოზინის მიღებას

არ შეწყვიტოთ დაპაგლიფლოზინის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. თუ გაქვთ დიაბეტი, ამ პრეპარატის გარეშე შესაძლოა სისხლში შაქრის დონე გაიზარდოს.

თუ ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, თუ შენიშნავთ რომელიმე შემდეგ გვერდით მოვლენას:

ანგიონევროზული შეშუპება, რომელიც ძალიან იშვიათად გვხვდება (შეიძლება აღენიშნებოდეს 10,000-დან 1-მდე ადამიანს).

ანგიონევროზული შეშუპების ნიშნებია:

სახის, ენის ან ყელის შეშუპება

ყლაპვის გაძნელება

ჭინჭრის ციება და სუნთქვის პრობლემები

დიაბეტური კეტოაციდოზი - იშვიათია მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში (შეიძლება აღენიშნებოდეს 1,000-დან 1-მდე ადამიანს).

დიაბეტური კეტოაციდოზის ნიშნებია (იხილეთ აგრეთვე მე-2 ნაწილი, გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები):

„კეტონური სხეულების“ მომატებული დონე შარდში ან სისხლში

გულისრევის შეგრძნება ან ღებინება

კუჭის ტკივილი

ჭარბი წყურვილი

ხშირი და ღრმა სუნთქვა

გონების დაბინდვა

უჩვეულო ძილიანობა ან დაღლილობა

ტკბილი სუნი სუნთქვაში, ტკბილი ან მეტალის გემო პირში ან შარდის ან ოფლის განსხვავებული სუნი

სწრაფი წონის დაკლება

ეს შეიძლება მოხდეს სისხლში შაქრის დონის მიუხედავად. ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს დაპაგლიფლოზინით მკურნალობის დროებით ან სამუდამოდ შეწყვეტა.

შორისის ნეკროზული ფასციიტი ან ფურნიეს განგრენა, სასქესო ორგანოების ან სასქესო ორგანოებსა და ანუსს შორის არსებული არეს სერიოზული რბილი ქსოვილების ინფექცია, რომელიც ძალიან იშვიათად გვხვდება.

შეწყვიტეთ დაპაგლიფლოზინის მიღება და რაც შეიძლება მალე მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ შემდეგ სერიოზულ გვერდით მოვლენებს:

საშარდე გზების ინფექცია, რომელიც ხშირად გვხვდება (შეიძლება აღენიშნებოდეს10-დან 1-მდე ადამიანს).

ეს არის საშარდე გზების მძიმე ინფექციის ნიშნები:

ცხელება და/ან შემცივნება

წვის შეგრძნება შარდვის დროს

ტკივილი ზურგში ან გვერდზე

მიუხედავად იმისა, რომ იშვიათია, თუ შარდში სისხლს შეამჩნევთ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.

რაც შეიძლება მალე დაუკავშირდით ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ გვერდით მოვლენას:

სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია), რომელიც ძალიან ხშირად გვხვდება (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს) დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ამ პრეპარატს სულფონილშარდოვანასთან ან ინსულინთან ერთად. სისხლში შაქრის დაბალი დონის ნიშნებია:

კანკალი, ოფლიანობა, ძლიერი შფოთვა, გახშირებული გულისცემა

შიმშილის გრძნობა, თავის ტკივილი, მხედველობის ცვლილება

განწყობის ცვლილება ან დაბნეულობის შეგრძნება

ექიმი გეტყვით, თუ როგორ უმკურნალოთ სისხლში შაქრის დაბალ დონეს და რა უნდა გააკეთოთ, თუ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სიმპტომი შენიშნეთ.

დაპაგლიფლოზინის მიღების სხვა გვერდითი მოვლენები:

ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-მდე ადამიანს)

პენისის ან საშოს გენიტალური ინფექცია (კანდიდოზი) (ნიშნები შეიძლება მოიცავდეს გაღიზიანებას, ქავილს, უჩვეულო გამონადენს ან სუნს)

ზურგის ტკივილი

ჩვეულებრივზე მეტი სითხის (შარდის) გამოყოფა ან შარდვის ხშირი აუცილებლობა

სისხლში ქოლესტერინის ან ცხიმების რაოდენობის ცვლილებები (ნაჩვენებია ანალიზებში);

სისხლში სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის ზრდა (ნაჩვენებია ანალიზებში);

მკურნალობის დასაწყისში კრეატინინის თირკმლის კლირენსის შემცირება (ნაჩვენებია ანალიზებში);

თავბრუსხვევა;

გამონაყარი.

არახშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1-მდე ადამიანს)

ორგანიზმიდან ჭარბი სითხის დაკარგვა (დეჰიდრატაცია, სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს პირის ღრუს სიმშრალეს ან წებოვანობას, მცირე რაოდენობით შარდის გამოყოფას ან შარდის არარსებობას ან გულისცემის აჩქარებას)

წყურვილი

ყაბზობა

ღამით ძილიდან გამოღვიძება შარდის გამოსაყოფად

პირის სიმშრალე

წონის შემცირება

კრეატინინის მომატება (ნაჩვენებია ლაბორატორიული სისხლის ანალიზებში) მკურნალობის დასაწყისში

შარდოვანას მომატება (ნაჩვენებია ლაბორატორიული სისხლის ანალიზებში)

ძალიან იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10,000-დან 1-მდე ადამიანს)

თირკმლების ანთება (ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი)

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ შეატყობინოთ Yellow Card Scheme-ის მეშვეობით ვებ-გვერდზე: [email protected] ან მოიძიეთ „MHRA Yellow Card“ Google Play Store-ში ან Apple App Store-ში.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით, თქვენ ხელს უწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

  • დაპაგლიფლოზინის შენახვის პირობები

ეს მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე წარწერით „ვარგისიანობის ვადა“. ვარგისიანობის ვადა ეხება მოცემული თვის ბოლო დღეს.

ეს სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ გადააგდოთ მედიკამენტები გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ არასაჭირო მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები

რას შეიცავს დაპაგლიფლოზინი

აქტიური ნივთიერებაა დაპაგლიფლოზინი.

თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ დაპაგლიფლოზინს.

დამხმარე ნივთიერებებია მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, კროსპოვიდონი და ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი ტაბლეტის ბირთვში და პოლი(ვინილის ალკოჰოლი), მაკროგოლი, ტიტანის დიოქსიდი E171, ტალკი და ყვითელი რკინის ოქსიდი E172 ტაბლეტის გარსში. იხილეთ ნაწილი 2 ,,დაპაგლიფლოზინი შეიავს ლაქტოზას და ნატრიუმს“.

დაპაგლიფლოზინის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა

ღია მოყავისფერო ყვითელი, ოვალური, ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეს გამყოფი ზოლით. გამყოფი ხაზის ერთ მხარეს აღნიშნულია მარკირება „1“, ხოლო მეორე მხარეს „0“. ტაბლეტის გაყოფა შესაძლებელია თანაბარ დოზებად. ტაბლეტის ზომა: დაახლოებით 13 x 6.5 მმ.

დაპაგლიფლოზინი ხელმისაწვდომია შეფუთვაში, რომელიც შეიცავს:

14, 28, 30, 56, 60, 90, 98 ან 100 შემოგარსულ ტაბლეტს, არაპერფორირებულ ბლისტერში.

14 x 1, 28 x 1, 30 x 1, 56 x 1, 60 x 1, 90 x 1, 98 x 1 ან 100 x 1 შემოგარსულ ტაბლეტს, პერფორირებულ ერთჯერადი დოზის ბლისტერში.

შესაძლოა, ყველა შეფუთვის ზომა არ იყოს ბაზარზე.

სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი

კრკა, დ.დ., ნოვო მესტო, სმარჟესკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია.

ამ ინსტრუქციის ტექსტის ბოლო გადახედვის თარიღია 2025 წლის აგვისტო.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა