პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტითრომბოზული საშუალებები

დაბიფიბი 110

DABIFIB 110

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადინდოეთი
რისთვის გამოიყენება

დაბიფიბი შეიცავს აქტიურ ნივთიერება დაბიგატრანის ეტექსილატს და მიეკუთვნება ანტიკოაგულანტების სახელწოდებით ცნობილი ჯგუფის პრეპარატებს. პრეპარატი ბლოკავს იმ ნივთიერებას ორგანიზმში, რომელიც მონაწილეობს თრომბების წარმოქმნაში. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
dabigatran etexilate
ფორმა და შეფუთვა
110მგ მყარი კაფსულა №30 (3X10)
მწარმოებელი
MSN Laboratories Private Limited, ინდოეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტითრომბოზული საშუალებები, თრომბინის პირდაპირი ინჰიბიტორები
ATC კოდი
B01AE07
რეგისტრაციის ნომერი
რ-042911
რეგისტრირებულია
6 მარტი 2025, მოქმედებს 6 მარტი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
MSN Laboratories Private Limited (ინდოეთი)
განმცხადებელი
შპს „იმპექსფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებადაბიფიბი 110 და სხვა წამალი ერთად

დაბიფიბი 110 — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

დაბიფიბი შეიცავს აქტიურ ნივთიერება დაბიგატრანის ეტექსილატს და მიეკუთვნება ანტიკოაგულანტების სახელწოდებით ცნობილი ჯგუფის პრეპარატებს. პრეპარატი ბლოკავს იმ ნივთიერებას ორგანიზმში, რომელიც მონაწილეობს თრომბების წარმოქმნაში.

დაბიფიბი გამოიყენება მოზრდილებში:

  • ვენებში თრომბების წარმოქმნის პრევენციისთვის მუხლის ან მენჯ-ბარძაყის სახსრის ჩანაცვლების ოპერაციის შემდეგ.
  • თრომბების პრევენციისთვის თავის ტვინში (ინსულტი) და ორგანიზმის სხვა სისხლძარღვებში, თუ გაქვთ არარეგულარული გულის რითმი სახელწოდებით წინაგულების არასარქვლოვანი ფიბრილაცია და მინიმუმ ერთი დამატებითი რისკ- ფაქტორი.
  • ფეხების და ფილტვების ვენებში თრომბების სამკურნალოდ და თრომბების რეციდივის პროფილაქტიკისთვის ფეხების და ფილტვების ვენებში.

დაბიფიბი გამოიყენება ბავშვებში:

  • თრომბების სამკურნალოდ და თრომბების რეციდივის პროფილაქტიკისთვის.

მიღების წესი და დოზირება

დაბიფიბი კაფსულების გამოყენება შეიძლება მოზრდილებში და 8 წლიდან ასაკის ბავშვებში, რომლებსაც შეუძლიათ კაფსულების გადაყლაპვა მთლიანად.

ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ზუსტად მკურნალი ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს.

დაბიფიბის მიღება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ უნდა მოხდეს გაცემული რეკომენდაციის მიხედვით:

თრომბების პროფილაქტიკა მუხლის ან მენჯ-ბარძაყის სახსრის ჩანაცვლების ოპერაციის შემდეგ.

რეკომენდებული დოზა არის 220 მგ ერთხელ დღეში (მიიღება 110 მგ-იანი 2 კაფსულის სახით).

თუ თირკმლის ფუნქცია დაქვეითებულია ნახევარზე მეტად ან თუ ხართ 75 წელზე მეტი ასაკის, რეკომენდებული დოზაა 150 მგ ერთხელ დღეში (მიიღება 75 მგ-იანი 2 კაფსულის სახით).

თუ იღებთ ამიოდარონის, ქინიდინის ან ვერაპამილის შემცველ მედიკამენტებს, რეკომენდებული დოზაა 150 მგ ერთხელ დღეში (მიიღება 75 მგ-იანი 2 კაფსულის სახით).

თუ იღებთ ვერაპამილის შემცველ მედიკამენტებს და თირკმელების ფუნქცია დაქვეითებულია ნახევარზე მეტად, უნდა მიიღოთ დაბიფიბი 75 მგ შემცირებული დოზით, რადგან შეიძლება გაიზარდოს სისხლდენის რისკი.

ორივე ტიპის ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში მკურნალობა არ უნდა დაიწყოს, თუ ადგილი აქვს ოპერაციის ადგილიდან სისხლდენას. თუ მკურნალობის დაწყება შეუძლებელია ოპერაციიდან არა უადრეს მეორე დღისა, მიღება უნდა დაიწყოს 2 კაფსულით დღეში ერთხელ.

მუხლის სახსრის შეცვლის ოპერაციის შემდეგ

დაბიფიბით მკურნალობა უნდა დაიწყოთ ოპერაციის დასრულებიდან 1-4 საათის განმავლობაში, ერთი კაფსულის მიღებით. ამის შემდეგ ორი კაფსულა დღეში ერთხელ, მიიღება სულ 10 დღის განმავლობაში.

მენჯ-ბარძაყის სახსრის შეცვლის ოპერაციის შემდეგ

დაბიფიბით მკურნალობა უნდა დაიწყოთ ოპერაციის დასრულებიდან 1-4 საათის განმავლობაში, ერთი კაფსულის მიღებით. ამის შემდეგ ორი კაფსულა დღეში ერთხელ, მიიღება სულ 28-35 დღის განმავლობაში.

თრომბის წარმოქმით თავის ტვინის ან ორგანიზმის სხვა სისხლძარღვების ობსტრუქციის პროფილაქტიკა, რომელიც ვითარდება პათოლოგიური გულისცემის შემდეგ და თრომბების მკურნალობა ფეხების და ფილტვების ვენებში მათ შორის თრომბის რეციდივის პრევენცია ფეხების და ფილტვების ვენებში.

რეკომენდებული დოზა შეადგენს 300 მგ-ს, რომელიც მიიღება 150 მგ კაფსულის სახით დღეში ორჯერ.

თუ ხართ 80 წელზე უფროსი ასაკის, რეკომენდებული დოზა შეადგენს 220 მგ-ს, რომელიც მიიღება 110 მგ კაფსულის სახით დღეში ორჯერ.

თუ იღებთ ვერაპამილის შემცველ მედიკამენტებს, საჭიროა დაბიფიბის შემცირებული დოზით 220 მგ-ით მკურნალობა, რომელიც მიღებულ უნდა იქნას 110 მგ კაფსულის სახით დღეში ორჯერ, რადგან შეიძლება გაიზარდოს სისხლდენის რისკი.

თუ გაქვთ სისხლდენის პოტენციურად მაღალი რისკი, ექიმმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება 220 მგ დოზის მიღებაზე ერთი 110 მგ კაფსულის სახით დღეში ორჯერ.

ამ პრეპარატის მიღება შეგიძლიათ გააგრძელოთ, თუ გესაჭიროებათ გულის რიტმის დარეგულირება კარდიოვერსიის პროცედურის ან კათეტერული აბლაციის პროცედურის საშუალებით წინაგულების ფიბრილაციისთვის. მიიღეთ დაბიფიბი ექიმის დანიშნულების მიხედვით.

თუ სისხლძარღვში ჩადგმული გაქვთ სამედიცინო მოწყობილობა (სტენტი), მისი ღიად შენარჩუნების მიზნით პერკუტანული კორონარული ჩარევის პროცედურაში სტენტირებით, დაბიფიბით მკურნალობა შესაძლებელია მას შემდეგ, რაც ექიმი ჩათვლის, რომ სისხლის კოაგულაციის ნორმალური კონტროლი მიღწეულია. მიიღეთ დაბიფიბი ექიმის დანიშნულების მიხედვით.

თრომბების მკურნალობა და თრომბების რეციდივის პროფილაქტიკა ბავშვებში

დაბიფიბი მიიღება ორჯერ დღეში, ერთი დოზა დილით და ერთი დოზა საღამოს, დაახლოებით ერთსადაიმავე დროს ყოველ დღე. დოზირების ინტერვალი უნდა იყოს მაქსიმალურად მიახლოვებული 12 საათს.

რეკომენდებული დოზა დამოკიდებულია წონასა და ასაკზე. მკურნალი ექიმი განსაზღვრავს ზუსტ დოზას. მკურნალ ექიმს შეუძლია დაარეგულიროს დოზა მკურნალობის პროგრესირებიდან გამომდინარე. გააგრძელეთ ყველა სხვა მედიკამენტის გამოყენება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ექიმი გეტყვით, რომ შეწყვიტოთ რომელიმე პრეპარატის გამოყენება.

ცხრილი 1-ში მითითებულია დაბიფიბის ერთჯერადი და მთლიანი დღიური დოზები მილიგრამებში (მგ). დოზები დამოკიდებულია პაციენტის წონაზე კილოგრამებში (კგ) და ასაკზე წლების მიხედვით.

ცხრილი 1: დაბიფიბი კაფსულების დოზირების ცხრილი

წონა/ასაკის კომბინაცია

ერთჯერადი დოზა მგ-ში

მთლიანი დღიური დოზა მგ-ში

წონა კგ-ში

ასაკი წლების მიხედვით

11-დან 13 კგ-მდე

8-დან 9 წლამდე

75

150

13-დან 16 კგ-მდე

8-დან 11 წლამდე

110

220

16-დან 21 კგ-მდე

8-დან 14 წლამდე

110

220

21-დან 26 კგ-მდე

8-დან 16 წლამდე

150

300

26-დან 31 კგ-მდე

8-დან 18 წლამდე

150

300

31-დან 41 კგ-მდე

8-დან 18 წლამდე

185

370

41-დან 51 კგ-მდე

8-დან 18 წლამდე

220

440

51-დან 61 კგ-მდე

8-დან 18 წლამდე

260

520

61-დან 71 კგ-მდე

8-დან 18 წლამდე

300

600

71-დან 81 კგ-მდე

8-დან 18 წლამდე

300

600

81 კგ ან მეტი

10-დან 18 წლამდე

300

600

ერთჯერადი დოზები, რომლებიც საჭიროებენ ერთზე მეტი კაფსულის კომბინაციებს:

300 მგ: ორი 150 მგ კაფსულა ან ოთხი 75 მგ კაფსულა.

260 მგ: ერთი 110 მგ პლუს ერთი 150 მგ კაფსულა ან ერთი 110 მგ პლუს ორი 75 მგ კაფსულა.

220 მგ: ორი 110 მგ კაფსულა.

185 მგ: ერთი 75 მგ პლუს ერთი 110 მგ კაფსულა.

150 მგ: ერთი 150 მგ კაფსულა ან ორი 75 მგ კაფსულა.

დაბიფიბის მიღების წესი

დაბიფიბი შეიძლება მიღებულ იქნას საკვებთან ერთად ან მის გარეშე. კუჭში მოხვედრის უზრუნველყოფის მიზნით კაფსულა მიღებულ უნდა იქნას მთლიანად ჭიქა წყალთან ერთად. არ გატეხოთ, დაღეჭოთ ან ამოიღოთ მარცვლები კაფსულიდან, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს სისხლდენის რისკი.

ბლისტერების გახსნის ინსტრუქციები

ქვემოთ მითითებული პიქტოგრამა ასახავს, ​​თუ როგორ უნდა იქნას ამოღებული დაბიფიბი კაფსულები ბლისტერიდან.

1

მოახიეთ ერთი ინდივიდუალური ბლისტერი ბლისტერის ბარათიდან პერფორირებული ხაზის გასწვრივ.

2

მოაცილეთ უკანა ფოლგა და ამოიღეთ კაფსულა.

არ დააწვეთ კაფსულას, ბლისტერის ფოლგაში.

არ ააძროთ ბლისტერის ფოლგა მანამ, სანამ კაფსულის ამოღება არ იქნება საჭირო.

ანტიკოაგულანტული მკურნალობის შეცვლა.

ექიმის კონკრეტული მითითების გარეშე არ შეცვალოთ ანტიკოაგულანტული მკურნალობა.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი დაბიფიბი

ამ პრეპარატის ძალიან დიდი რაოდენობით მიღება ზრდის სისხლდენის რისკს. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ მიიღეთ ჭარბი რაოდენობის კაფსულა. არსებობს მკურნალობის კონკრეტული ვარიანტები.

თუ დაგავიწყდათ დაბიფიბის მიღება

თრომბების პროფილაქტიკა მუხლის და მენჯ-ბარძაყის სახსრის შეცვლის ოპერაციის შემდეგ

გააგრძელეთ დაბიფიბის დარჩენილი დღიური დოზების მიღება მეორე დღიდან იმავე დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

გამოყენება მოზრდილებში: თრომბის წარმოქმნით თავის ტვინის ან ორგანიზმის სხვა სისხლძარღვების ობსტრუქციის პროფილაქტიკა, რომელიც ვითარდება პათოლოგიური გულისცემის შემდეგ და თრომბების მკურნალობა ფეხების და ფილტვების ვენებში მათ შორის თრომბის რეციდივის პრევენცია ფეხების და ფილტვების ვენებში.

გამოყენება ბავშვებში: თრომბების მკურნალობა და თრომბების რეციდივის პრევენცია ბავშვებში

დავიწყებული დოზის მიღება შესაძლებელია მომდევნო დოზის მიღებამდე 6 საათით ადრე. გამოტოვებული დოზა არ მიიღოთ თუ დარჩენილი დრო 6 საათზე ნაკლებია მომდევნო დოზის მიღებამდე. არ გააორმაგოთ დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ შეწყვიტეთ დაბიფიბის მიღება

მიიღეთ დაბიფიბი ზუსტად დანიშნულების მიხედვით. არ შეწყვიტოთ დაბიფიბის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე, რადგან მკურნალობის ძალიან ადრე დასრულების შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს თრომბების წარმოქმნის რისკი. მიმართეთ ექიმს, თუ დაბიფიბის მიღების შემდეგ აღგენიშნათ საჭმლის მონელების დარღვევა.

მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

  • გაქვთ ალერგია დაბიგატრანის ეტექსილატის ან ამ პრეპარატში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ (ჩამონათვალი მე-6 პუნქტში);
  • გაქვთ თირკმელების ფუნქციის მკვეთრი დაქვეითება;
  • გაქვთ ძლიერი სისხლდენა;
  • გაქვთ რომელიმე ორგანოს დაავადება, რომელიც ზრდის ძლიერი სისხლდენის განვითარების რისკს (მაგალითად კუჭის წყლული, თავის ტვინის დაზიანება ან სისხლდენა ტვინში, ბოლო პერიოდში გაკეთებული ოპერაცია თავის ტვინზე ან თვალებზე);
  • თუ გაქვთ სისხლდენის მომატებული რისკი. ეს შეიძლება იყოს თანდაყოლილი, უცნობი მიზეზით ან სხვა მედიკამენტების მიღებით გამოწვეული.
  • თუ იღებთ თრომბის პრევენციის პრეპარატებს (მაგ. ვარფარინი, რივაროქსაბანი, აპიქსაბანი ან ჰეპარინი), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხდება ანტიკოაგულანტური მკურნალობის შეცვლა, თუ ვენური ან არტერიული სისტემით ხდება ჰეპარინის შეყვანა მისი ღიად შენარჩუნების მიზნით ან არარეგულარული გულისცემის დარეგულირების მიზნით კათეტერული აბლაციის პროცედურებით, წინაგულების ფიბრილაციის სამკურნალოდ.
  • თუ გაქვთ მკვეთრად დაქვეითებული ღვიძლის ფუნქცია ან ღვიძლის დაავადება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ლეტალობა.
  • თუ იღებთ, სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პერორალურ პრეპარატებს კეტოკონაზოლს ან იტრაკონაზოლს.
  • თუ იღებთ პერორალურ ციკლოსპორინს, პრეპარატი რომელიც ხელს უშლის ორგანოების უარყოფას ტრანსპლანტაციის შემდეგ.
  • თუ იღებთ დრონედარონს, პრეპარატი რომელიც გამოიყენება არარეგულარული გულის რითმის სამკურნალოდ.
  • თუ იღებთ გლეკაპრევირისა და პიბრენტასვირის კომბინირებულ პროდუქტს, ანტივირუსულ პრეპარატი, რომელიც გამოიყენება C ჰეპატიტის სამკურნალოდ.
  • თუ გაქვთ გულის ხელოვნური სარქველი, რომელიც საჭიროებს სისხლის მუდმივ გათხელებას.

სიფრთხილის ზომები

დაბიფიბის მიღებადე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს. ამ პრეპარატით მკურნალობისას ასევე შესაძლოა საჭირო იყოს ექიმთან კონსულტაცია, თუ გაქვთ სიმპტომები ან გჭირდებათ ქირურგიული ჩარევა.

აცნობეთ ექიმს

თუ გაქვთ ან გქონდათ ჯანმრთელობის პრობლემა ან დაავადება, განსაკუთრებით შემდეგიდან რომელიმე:

  • თუ გაქვთ სისხლდენის გაზრდილი რისკი, მაგალითად:

თუ ბოლო პერიოდში გქონდათ სისხლდენა;

თუ გასულ თვეს გაკეთებული გაქვთ ქსოვილის ქირურგიული ამოღება (ბიოფსია);

თუ გადაიტანეთ სერიოზული დაზიანება (მაგ. ძვლის მოტეხილობა, თავის ტრავმა ან რაიმე დაზიანება, რომელიც საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას);

თუ გაწუხებთ საყლაპავის ან კუჭის ანთება;

თუ გაქვთ საყლაპავში კუჭის წვენის ამოსვლის (რეფლუქსის) პრობლემა;

თუ იღებთ მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ სისხლდენის რისკი, იხილეთ „სხვა მედიკამენტები და დაბიფიბი“ ქვემოთ.

თუ იღებთ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, როგორიცაა დიკლოფენაკი, იბუპროფენი, პიროქსიკამი.

თუ გაწუხებთ გულის ინფექცია (ბაქტერიული ენდოკარდიტი);

თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ თირკმელების ფუნქციის დაქვეითება, ან გაწუხებთ დეჰიდრატაცია (სიმპტომები მოიცავს წყურვილის შეგრძნებას და მუქი ფერის (კონცენტრირებული)/ქაფიანი შარდის შემცირებული რაოდენობით გამოყოფას);

თუ ხართ 75 წელზე უფროსი ასაკის;

თუ ხართ ზრდასრული პაციენტი და იწონით 50 კგ ან ნაკლებს;

მხოლოდ ბავშვებში გამოყენების შემთხვევაში: თუ ბავშვს აქვს ინფექცია თავის ტვინში ან მიმდებარედ;

თუ გადატანილი გაქვთ ინფარქტი ან დაგიდგინდათ დაავადება, რომლებიც ზრდის გულის შეტევის რისკს;

თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება, რომელიც დაკავშირებულია ცვლილებებთან სისხლის ანალიზში. ამ შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული ყურადღება დაბიფიბის გამოყენებისას

  • თუ საჭიროებთ ქირურგიულ ჩარევას:

ამ შემთხვევაში დაგჭირდებათ დაბიფიბის დროებით შეწყვეტა, ოპერაციის დროს და დასრულების შემდეგ უახლოეს პერიოდში სისხლდენის რისკის გამო. ძალზე მნიშვნელოვანია დაბიფიბის მიღება ოპერაციამდე და მის შემდეგ ზუსტად ექიმის მიერ დადგენილ დროს.

  • თუ ოპერაცია მოითხოვს კათეტერიზაციას ან ინექციას ხერხემალში (მაგ. ეპიდურული ან სპინალური ანესთეზიისთვის ან ტკივილის შესამცირებლად):

ძალზე მნიშვნელოვანია დაბიფიბის მიღება ოპერაციამდე და მის შემდეგ ზუსტად ექიმის მიერ განსაზღვრულ დროს.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ აღგენიშნათ ფეხების დაბუჟება ან სისუსტე ან ნაწლავის ან შარდის ბუშტის პრობლემები ანესთეზიის დასრულების შემდეგ, რადგან საჭიროა სასწრაფო სამედიცინო ჩარევა.

თუ მკურნალობის დროს დაეცით ან მიიღეთ დაზიანება, განსაკუთრებით თუ დაარტყით თავი. საჭიროა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. შეიძლება საჭირო გახდეს ექიმის მიერ შემოწმება, რადგან შესაძლოა აღმოჩნდეთ სისხლდენის გაზრდილი რისკის ქვეშ.

  • თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი (იმუნური სისტემის დარღვევა, რომელიც იწვევს სისხლის შედედების მომატებულ რისკს), აცნობეთ ექიმს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას საჭიროა თუ არა მკურნალობის შეცვლა.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, უახლოეს წარსულში იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი. კერძოდ, უნდა აცნობოთ ექიმს დაბიფიბის მიღებამდე, თუ იღებთ ქვემოთ მითითებულ რომელიმე პრეპარატს:

  • სისხლის შედედების შესამცირებელი პრეპარატები (მაგ. ვარფარინი, ფენპროკუმონი, აცენოკუმაროლი, ჰეპარინი, კლოპიდოგრელი, პრასუგრელი, ტიკაგრელორი, რივაროქსაბანი, აცეტილსალიცილის მჟავა);
  • სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი გამოიყენება მხოლოდ კანზე.
  • პრეპარატები არარეგულარული გულისცემის სამკურნალოდ (მაგ. ამიოდარონი, დრონედარონი, ქინიდინი, ვერაპამილი). თუ თქვენ იღებთ ამიოდარონის, ქინიდინის ან ვერაპამილის შემცველ მედიკამენტებს, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დაბიფიბის შემცირებული დოზის გამოყენება იმ დაავადების მიხედვით რისთვისაც პრეპარატი გაქვთ დანიშნული. იხილეთ აგრეთვე პარაგრაფი 3.
  • ტრანსპლანტაციის შემდეგ ორგანოთა უარყოფის პრევენციის სამკურნალო პრეპარატები (მაგ. ტაკროლიმუსი, ციკლოსპორინი).
  • გლეკაპრევირის და პიბრენტასვირის კომბინირებული პროდუქტი (ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება C ჰეპატიტის სამკურნალოდ).
  • ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები (მაგ. აცეტილსალიცილის მჟავა, იბუპროფენი, დიკლოფენაკი).
  • St. John’s wort, წმინდა იოანეს ვორტი (კრაზანა), მცენარეული პრეპარატი დეპრესიის სამკურნალოდ.
  • ანტიდეპრესანტები, სახელწოდებით სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები ან სეროტონინ-ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები.
  • რიფამპიცინი ან კლარითრომიცინი (ორი ანტიბიოტიკი).
  • შიდსის საწინააღმდეგო ვირუსული მედიკამენტები (მაგ. რიტონავირი).
  • ზოგიერთი მედიკამენტი ეპილეფსიის სამკურნალოდ (მაგ. კარბამაზეპინი, ფენიტოინი);

ორსულობა და ძუძუთი კვება

დაბიფიბის ზემოქმედება ორსულობაზე და ნაყოფზე ცნობილი არ არის. არ მიიღოთ ეს პრეპარატი ორსულობის პერიოდში გარდა იმ შემთხვევისა, თუ ექიმის რეკომენდაციით ის უსაფრთხოა თქვენთვის. თუ ხართ რეპროდუქციული ასაკის ქალი, დაბიფიბის მიღებისას მოერიდეთ დაორსულებას.

დაბიფიბის მიღებისას არ კვებოთ ბავშვი ძუძუთი.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ არის ცნობილი ახდენს თუ არა დაბიფიბი გავლენას ავტოტრანსპორტის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში. დაბიფიბი გავლენას ახდენს სისხლის შედედებაზე, ამიტომ გვერდითი მოვლენების უმეტესობა დაკავშირებულია ისეთ ნიშნებთან, როგორიცაა სისხლჩაქცევები ან სისხლდენა. შეიძლება განვითარდეს სერიოზული ან ძლიერი სისხლდენა, ეს არის ყველაზე სერიოზული გვერდითი მოვლენები და, განურჩევლად იმისა თუ რა ადგილას ვითარდება, შეიძლება გამოიწვიოს ინვალიდობა, იყოს სიცოცხლისთვის საშიში ან იყოს ლეტალური. ზოგიერთ შემთხვევაში ეს სისხლდენა შეიძლება არ იყოს შესამჩნევი.

თუ განვითარდა სისხლდენა, რომელიც თავისით არ ჩერდება, ან თუ გაქვთ ძლიერი სისხლდენის ნიშნები (განსაკუთრებული სისუსტე, დაღლილობა, სიფერმკრთალე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი ან აუხსნელი შეშუპება) დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. მკურნალმა ექიმმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება თქვენი დაკვირვების ქვეშ ყოფნის ან პრეპარატის შეცვლის შესახებ.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ გაწუხებთ სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას ან თავბრუსხვევას.

ქვემოთ მითითებული შესაძლო გვერდითი ეფექტები, დაჯგუფებულია იმის მიხედვით, თუ რამდენად სავარაუდოა მათი განვითარება.

თრომბის წარმოქმნის პროფილაქტიკა მუხლის ან მენჯ-ბარძაყის სახსრის შეცვლის ოპერაციის შემდეგ.

ხშირი (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-მდე ადამიანს);

სისხლში ჰემოგლობინის დონის (სისხლის წითელ უჯრედებში არსებული ნივთიერება) დაქვეითება;

ღვიძლის ფუნქციის ლაბორატორიული ანალიზის პათოლოგიური შედეგები.

არახშირი (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1-მდე ადამიანს):

სისხლდენა შეიძლება განვითარდეს ცხვირიდან, კუჭიდან ან ნაწლავიდან, პენისიდან/საშოდან ან საშარდე გზებიდან (მათ შორის შეიძლება აღინიშნოს სისხლი შარდში, რომელიც იწვევს შარდის შეფერილობას ვარდისფრად ან წითლად), ჰემოროიდული კვანძიდან, სწორი ნაწლავიდან, კანქვეშ, სახსარში, ტრავმის ან ოპერაციის შემდეგ;

ჰემატომა ან სისხლჩაქცევები, რომლებიც ვითარდება ოპერაციის შემდეგ;

ლაბორატორიული ანალიზით გამოვლენილი სისხლი განავალში;

სისხლში წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება;

სისხლის უჯრედების პროპორციის შემცირება;

ალერგიული რეაქცია;

ღებინება;

ხშირი თავისუფალი ან თხიერი ნაწლავების მოქმედება;

შეუძლოდ ყოფნა;

ჭრილობიდან სეკრეცია (ქირურგიული ჭრილობიდან გამონადენი);

ღვიძლის ფერმენტების ზრდა;

კანის ან სკლერების გაყვითლება, გამოწვეული ღვიძლის ან სისხლის პრობლემებით;

იშვიათი (შეიძლება აღენიშნოს 1000-დან 1-მდე ადამიანს)

  • სისხლდენა;
  • სისხლდენა შეიძლება განვითარდეს თავის ტვინში ქირურგიული ჭრილიდან, ინექციის ადგილიდან ან კათეტერის ვენაში შეყვანის ადგილიდან;
  • სისხლიანი გამონადენი კათეტერის ვენაში შეყვანის ადგილიდან;
  • სისხლის ამოხველება ან სისხლიანი ნახველი;
  • სისხლში თრომბოციტების შემცირება;
  • ოპერაციის შემდეგ სისხლში წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება;
  • სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას ან თავბრუსხვევას;
  • სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სახის ან ყელის შეშუპებას;
  • კანზე გამონაყარი, რომელიც ხასიათდება ალერგიული რეაქციით გამოწვეული მუქი წითელი, ამობურცული შესიებებით ქავილის თანხლებით;
  • კანის უეცარი ცვლილება, რაც გავლენას ახდენს მის ფერსა და გარეგნობაზე;
  • ქავილი;
  • კუჭის ან ნაწლავის წყლული (მათ შორის საყლაპავი მილის წყლული);
  • საყლაპავი მილის და კუჭის ანთება;
  • კუჭის წვენის რეფლუქსი საყლაპავ მილში;
  • მუცლის ტკივილი ან კუჭის ტკივილი;
  • საჭმლის მონელების დარღვევა;
  • ყლაპვის გაძნელება;
  • სითხის დენა ჭრილობიდან;
  • სითხის გამოსვლა ჭრილობიდან ოპერაციის შემდეგ;

უცნობი (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია)

  • სუნთქვის გაძნელება ან ხიხინი;
  • სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება ან ნაკლებობა (რაც ხელს უწყობს ინფექციებთან ბრძოლას)
  • თმის ცვენა.

თრომბის წარმოქმნით ტვინის ან სისხლძარღვების ობსტრუქციის პრევენცია, რომელიც ვითარდება პათოლოგიური გულისცემის შემდეგ

ხშირი (შეიძლება განუვითარდეს 10-დან 1-მდე ადამიანს):

  • შეიძლება განვითარდეს სისხლდენა ცხვირიდან, კუჭში ან ნაწლავში, პენისიდან/საშოდან ან საშარდე გზებიდან (მათ შორის სისხლი შარდში, რომელიც შარდს აძლევს ვარდისფერ ან წითელ შეფერილობას) ან კანქვეშ.
  • სისხლში წითელი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება.
  • მუცლის ან კუჭის ტკივილი.
  • საჭმლის მონელების დარღვევა.
  • ხშირი თავისუფალი ან თხიერი ნაწლავების მოქმედება
  • შეუძლოდ ყოფნა.

  • სისხლდენა
  • სისხლდენა შეიძლება განვითარდეს ჰემოროიდული კვანძიდან, სწორი ნაწლავიდან ან თავის ტვინში;
  • ჰემატომა;
  • სისხლის ამოხველება ან სისხლი ნახველში;
  • სისხლში თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება;
  • სისხლში ჰემოგლობინის დონის (ნივთიერება სისხლის წითელ უჯრედებში) დაქვეითება.
  • ალერგიული რეაქცია
  • კანის უეცარი ცვლილება, რომელიც გავლენას ახდენს მის ფერსა და გარეგნობაზე
  • ქავილი
  • კუჭის ან ნაწლავის წყლული (მათ შორის საყლაპავი მილის წყლული)
  • საყლაპავი მილის და კუჭის ანთება
  • კუჭის წვენის რეფლუქსი საყლაპავ მილში.
  • ღებინება
  • ყლაპვის გაძნელება
  • ღვიძლის ფუნქციის ლაბორატორიული ანალიზის პათოლოგიური შედეგები.

იშვიათი (შეიძლება აღენიშნოს 1000-დან 1-მდე ადამიანს):

  • სისხლდენა შეიძლება განვითარდეს ქირურგიული ჭრილობიდან, ინექციის ადგილიდან ან კათეტერის ვენაში შეყვანის ადგილიდან.
  • სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას ან თავბრუსხვევას.
  • სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სახის ან ყელის შეშუპებას.
  • კანზე გამონაყარი, რომელიც ხასიათდება ალერგიული რეაქციით გამოწვეული მუქი წითელი, ამობურცული შესიებებით ქავილის თანხლებით;.
  • სისხლის უჯრედების პროპორციის შემცირება;
  • ღვიძლის ფერმენტების მომატება.
  • ღვიძლის ან სისხლის პრობლემებით გამოწვეული კანის ან სკლერების გაყვითლება,

უცნობი (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემებით):

  • სუნთქვის გაძნელება ან ხიხინი;
  • სისხლში ჰემოგლობინის დონის (ნივთიერება სისხლის წითელ უჯრედებში) დაქვეითება ან ნაკლებობა.
  • თმის ცვენა.

კლინიკურ კვლევაში გულის შეტევების სიხშირე დაბიგატრანის ეტექსილატით რიცხობრივად უფრო მაღალი იყო ვიდრე ვარფარინის დროს. საერთო შემთხვევები იყო დაბალი.

ფეხების და ფილტვების ვენებში თრომბების მკურნალობა, თრომბების რეციდივის პროფილაქტიკის ჩათვლით ფეხების და/ან ფილტვების ვენებში.

ხშირი (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-მდე ადამიანს):

  • შეიძლება განვითარდეს სისხლდენა ცხვირიდან, კუჭში ან ნაწლავში, სწორი ნაწლავიდან, პენისიდან/საშოდან ან საშარდე გზებიდან (მათ შორის სისხლი შარდში, რომელიც შარდს აძლევს ვარდისფერ ან წითელ შეფერილობას) ან კანქვეშ.

  • სისხლდენა სახსარში ან ტრავმის შედეგად;
  • სისხლდენა ჰემოროიდული კვანძდან;
  • სისხლში წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება;

  • ალერგიული რეაქცია;
  • კანის უეცარი ცვლილება, რომელიც გავლენას ახდენს მის ფერსა და გარეგნობაზე;

  • შეუძლოდ ყოფნა;
  • ღებინება;
  • მუცლის ან კუჭის ტკივილი;
  • ხშირი თავისუფალი ან თხიერი ნაწლავების მოქმედება;
  • ღვიძლის ფუნქციის ლაბორატორიული ანალიზის არა-სტანდარტული შედეგები;
  • ღვიძლის ფერმენტების მომატება;

  • სისხლდენა შეიძლება განვითარდეს ქირურგიული ჭრილობიდან, ინექციის ადგილიდან ან კათეტერის ვენაში შეყვანის ადგილიდან ან თავის ტვინიდან.
  • სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება.

  • კანზე გამონაყარი, რომელიც ხასიათდება ალერგიული რეაქციით გამოწვეული მუქი წითელი, ამობურცული შესიებებით ქავილის თანხლებით.
  • ყლაპვის გაძნელება.

  • სისხლის თეთრი უჯრედების (რაც ხელს უწყობს ინფექციებთან ბრძოლას) რაოდენობის შემცირება ან ნაკლებობა.
  • კანის ან თვალების სკლერის სიყვითლე, გამოწვეული ღვიძლის ან სისხლის პრობლემებით;
  • თმის ცვენა.

კვლევის პროგრამაში გულის შეტევების სიხშირე დაბიგატრანის ეტექსილატით მკურნალობის დროს იყო უფრო მაღალი ვიდრე ვარფარინის დროს. საერთო შემთხვევები იყო დაბალი. არ დაფიქსირდა დისბალანსი გულის შეტევების სიხშირის მხრივ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ დაბიგატრანით იმ პაციენტებთან შედარებით რომლებიც მკურნალობდნენ პლაცებოთი.

თრომბების მკურნალობა და თრომბების რეციდივის პროფილაქტიკა ბავშვებში

ხშირი (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-მდე ადამიანს)

  • სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება;
  • კანზე გამონაყარი რომელიც ხასიათდება ალერგიული რეაქციით გამოწვეული მუქი წითელი, ამობურცული, მუწუკებით ქავილის თანხლებით;

  • ცხვირიდან სისხლდენა;
  • კუჭის წვენის რეფლუქსი სააყლაპავ მილში;

  • თმის ცვენა;
  • ღვიძლის ფერმენტების მომატება;

არახშირი (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1-მდე ადამიანს).

ლეიკოციტების (რაც ხელს უწყობს ინფექციებთან ბრძოლას) რაოდენობის შემცირება;

სისხლდენა შეიძლება განვითარდეს კუჭიდან ან ნაწლავიდან, თავის ტვინიდან, სწორი ნაწლავიდან, პენისიდან/საშოდან ან საშარდე გზებიდან (მათ შორის შეიძლება აღინიშნოს სისხლი შარდში, რომელიც შარდს აძლევს შეფერილობას ვარდისფრად ან წითლად), ან კანქვეშ;

სისხლში ჰემოგლობინის (ნივთიერება სისხლის წითელ უჯრედებში) დაქვეითება;

სისხლის უჯრედების პროპორციის შემცირება;

სისხლის ამოხველება ან სისხლიანი ნახველი;

მუცლის ტკივილი ან კუჭის ტკივილი;

საყლაპავი მილის და კუჭის ანთება;

ალერგიული რეაქცია;

ყლაპვის გაძნელება;

უცნობი (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით):

  • ლეიკოციტების (რაც ხელს უწყობს ინფექციებთან ბრძოლას) ნაკლებობა;

  • სისხლდენა შეიძლება განვითარდეს სახსარიდან ან ტრავმის შედეგად, ქირურგიული ჭრილობიდან, ინექციის ადგილიდან ან კათეტერის ვენაში ჩადგმის ადგილიდან.
  • სისხლდენა შეიძლება განვითარდეს ჰემოროიდული კვანძიდან;

  • ღვიძლის ფუნქციაზე ლაბორატორიული ანალიზის პათოლოგიური შედეგები;

ანგარიში გვერდითი ეფექტების შესახებ

თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. იმ შესაძლო გვერდით მოვლენების ჩათვლით რაც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში.

ჭარბი დოზა

დაბიფიბის რეკომენდებულზე მეტ დოზებზე პაციენტს ემუქრება სისხლდენის რისკი. დოზის გადაჭარბებაზე ეჭვის შემთხვევაში, კოაგულაციის ტესტები დაგეხმარებათ სისხლდენის რისკის დადგენაში (იხილეთ პუნქტები 4.4 და 5.1). კალიბრირებული რაოდენობრივი dTT ტესტი ან განმეორებითი dTT შეფასებები იძლევა იმ დროის პროგნოზირების საშუალებას, თუ როდის იქნება მიღწეული დაბიგატრანის გარკვეული დონეები (იხ. პუნქტი 5.1), ასევე დამატებითი ზომების დაწყების, მაგ. დიალიზის შემთხვევაში.

გადაჭარბებულმა ანტიკოაგულაციამ შეიძლება მოითხოვოს დაბიგატრანის ეტექსილატით მკურნალობის შეწყვეტა. რადგანაც დაბიგატრანი გამოიყოფა უპირატესად თირკმელების გზით, უნდა შენარჩუნდეს ადექვატური დიურეზი. იმის გამო, რომ ცილებთან შეკავშირება დაბალია, შესაძლებელია დაბიგატრანის დიალიზება; კლინიკურ კვლევებში შეზღუდულია კლინიკური გამოცდილება ამ მიდგომის სარგებლობის დემონსტრირებისთვის (იხ. პუნქტი 5.2).

სისხლდენით გართულებების მართვა

ჰემორაგიული გართულებების შემთხვევაში, დაბიფიბით მკურნალობა უნდა შეწყდეს და გამოკვლეული იქნას სისხლდენის წყარო. კლინიკური სიტუაციის მიხედვით შესაბამისი დამხმარე მკურნალობა, როგორიცაა ქირურგიული ჰემოსტაზი და სისხლის მოცულობის შევსება, უნდა ჩატარდეს მკურნალობის დამნიშნავი ექიმის შეხედულებისამებრ.

მოზრდილი პაციენტებისთვის იმ სიტუაციებში, როდესაც საჭიროა დაბიგატრანის ანტიკოაგულანტული ეფექტის სწრაფი უკუქცევა, არსებობს დაბიგატრანის ფარმაკოდინამიკური ეფექტის საწინააღმდეგო სპეციფიკური ეფეტის უკუშემაქცეველი საშუალება (იდარუციზუმაბი). იდარუციზუმაბის ეფექტურობა და უსაფრთხოება პედიატრიულ პაციენტებში დადგენილი არ არის (იხ. პუნქტი 4.4).

კოაგულაციური ფაქტორის კონცენტრატები (გააქტიურებული ან არააქტივირებული) ან რეკომბინანტული VIIa ფაქტორი შეიძლება იყოს გათვალისწინებული. არსებობს გარკვეული ექსპერიმენტული მტკიცებულება, რომელიც მხარს უჭერს ამ სამკურნალო პროდუქტების როლს დაბიგატრანის ანტიკოაგულანტული ეფექტის უკუქცევაში, მაგრამ მონაცემები მათი სარგებლიანობის შესახებ კლინიკურ სიტუაციებში და ასევე რიკოშეტული თრომბოემბოლიის შესაძლო რისკის შესახებ ძლიერ შეზღუდულია. კოაგულაციის ტესტები შეიძლება გახდეს არასანდო კოაგულაციის ფაქტორის შემოთავაზებული კონცენტრატების გამოყენების შემდეგ. საჭიროა სიფრთხილე ამ ტესტების ინტერპრეტაციისას. ასევე გასათვალისწინებელია თრომბოციტების კონცენტრატების გამოყენება იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს თრომბოციტოპენია ან გამოყენებული იქნა ხანგრძლივი მოქმედების ანტითრომბოციტული სამკურნალო პროდუქტები. ყველა სიმპტომური მკურნალობა უნდა ჩატარდეს ექიმის შეხედულებისამებრ.

ადგილობრივი ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე, სერიოზული სისხლდენის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს კოაგულაციის ექსპერტის კონსულტაცია.

შემადგენლობა

ა) რას შეიცავს დაბიფიბი

აქტიური ნივთიერება არის დაბიგატრანი.

ერთი კაფსულა შეიცავს 110 მგ დაბიგატრანის ეტექსილატის ექვივალენტურ დაბიგატრანის ეტექსილატის მეზილატს.

სხვა ინგრედიენტები არის შემდეგი:

ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, იზოპროპილის სპირტი, მაგნიუმის სტეარატი

ჰერმეტული გარსი

ღვინის მჟავას გრანულები, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, იზოპროპილის სპირტი, მეთილენ ქლორიდი, ტალკი

კაფსულის ზომა

110 მგ-ისთვის

"1" ზომის კაფსულა თეთრი გაუმჭვირვალე თავსახურით, რომელზეც აღბეჭდილია "MD" და თეთრი გაუმჭვირვალე კორპუსით, რომელზეც აღბეჭდილია "110" შავი მელნით.

ბ) დაბიფიბის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

დაბიფიბი 110

თეთრიდან ღია ყვითლამდე ფერის დაპრესილი მარცვლოვანი ფხვნილის ნარევი, გრანულებით შევსებულია „1“ ზომის კაფსულა თეთრი გაუმჭვირვალე თავსახურით, რომელზეც აღბეჭდილია "MD" და თეთრი გაუმჭვირვალე კორპუსით, რომელზეც აღბეჭდილია "110" შავი მელნით.

შეფუთვის შიგთავსი - 10 დეზიფლექსის ბლისტერული შეფუთვა. 3 ბლისტერი პაციენტის გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებული მუყაოს კოლოფში.

გ) მარკეტინგის ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი:

მარკეტინგის ნებართვის მფლობელი

შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 250 C-ზე.

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფსა და ბლისტერზე ან ბოთლზე წარწერა “ვარგისია”-ს შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ბლისტერი: ინახება ორიგინალ შეფუთვაში ტენისგან დაცვის მიზნით.

არ გადააგდოთ პრეპარატები საკანალიზაციო მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. რჩევისთვის მიმართეთ ფარმაცევტს უსარგებლო პრეპარატების უტილიზაციასთან დაკავშირებით. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტითრომბოზული საშუალებები, თრომბინის პირდაპირი ინჰიბიტორები.

ათქ კოდი: B01AE07.

მოქმედების მექანიზმი

დაბიგატრანის ეტექსილატი არის მცირე მოლეკულური პრო-წამალი, რომელიც არ ავლენს რაიმე ფარმაკოლოგიურ აქტივობას. პერორალურად მიღების შემდეგ, დაბიგატრანის ეტექსილატი სწრაფად აბსორბირდება და გარდაიქმნება დაბიგატრანად პლაზმაში და ღვიძლში ესტერაზათი კატალიზირებული ჰიდროლიზის შედეგად. დაბიგატრანი არის ძლიერი, კონკურენტული, შექცევადი პირდაპირი თრომბინის ინჰიბიტორი და წარმოადგენს მთავარ აქტიურ პრინციპს პლაზმაში. რადგანაც თრომბინი (სერინის პროტეაზა) იძლევა ფიბრინოგენის ფიბრინად გარდაქმნის საშუალებას კოაგულაციის კასკადის დროს, მისი ინჰიბირება ხელს უშლის თრომბის განვითარებას. დაბიგატრანი აინჰიბირებს თავისუფალ თრომბინს, ფიბრინთან დაკავშირებულ თრომბინს და თრომბინით ინდუცირებულ თრომბოციტების აგრეგაციას.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ცხოველებზე in vivo და ex vivo კვლევებმა აჩვენა დაბიგატრანის ანტითრომბოზული ეფექტურობა და ანტიკოაგულანტული აქტივობა ინტრავენურად შეყვანის შემდეგ და დაბიფიბის პერორალურად მიღების შემდეგ სხვადასხვა ცხოველების მოდელებში.

არსებობს აშკარა კორელაცია პლაზმაში დაბიგატრანის კონცენტრაციასა და ანტიკოაგულანტული ეფექტის ხარისხს შორის II ფაზის კვლევებზე დაყრდნობით. დაბიგატრანი ახანგრძლივებს თრომბინის დროს (TT), ECT და aPTT-ს.

კალიბრირებული რაოდენობრივი განზავებული TT (dTT) ტესტი იძლევა დაბიგატრანის პლაზმური კონცენტრაციის შეფასებას, რომელიც შეიძლება შედარდეს დაბიგატრანის მოსალოდნელ კპლაზმურ ონცენტრაციებს. როდესაც კალიბრირებული dTT ანალიზი იძლევა დაბიგატრანის პლაზმური კონცენტრაციის შედეგს რაოდენობრივ ზღვარზე ან მასზე დაბლა, მიზანშეწონილია კოაგულაციის დამატებითი ანალიზები, როგორიცაა TT, ECT ან aPTT.

ECT-ს შეუძლია უზრუნველყოს პირდაპირი თრომბინის ინჰიბიტორების აქტივობის პირდაპირი შეფასება.

aPTT ტესტი ფართოდ ხელმისაწვდომია და იძლევა დაბიგატრანის ანტიკოაგულაციის ინტენსივობის დაახლოებით მაჩვენებელს. თუმცა, aPTT აქვს შეზღუდული მგრძნობიარობა და არ არის შესაფერისი ანტიკოაგულაციური ეფექტის ზუსტი რაოდენობრივი განსაზღვრისთვის, განსაკუთრებით დაბიგატრანის მაღალი პლაზმური კონცენტრაციების დროს. მიუხედავად იმისა, რომ მაღალი aPTT მნიშვნელობები უნდა იქნას ინტერპრეტირებული სიფრთხილით, მაღალი aPTT მნიშვნელობა მიუთითებს, რომ პაციენტი ანტიკოაგულირებულია.

ზოგადად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ანტიკოაგულანტული მოქმედების ეს შეფასებები შეიძლება ასახავდეს დაბიგატრანის დონეს და შეიძლება მოგვაწოდოს სახელმძღვანელო მითითებები სისხლდენის რისკის შესაფასებლად, მაგ., დაბიგატრანის მინიმალური ნარჩენი კონცენტრაციები ან კოაგულაციის ანალიზი, როგორიცაა aPTT მინიმალური კონცენტრაციის გაზომვა (aPTT-ს ზღურბლები იხილეთ 4.4 პუნქტში, მე-6 ცხრილში) ითვლება დაკავშირებულად სისხლდენის გაზრდილ რისკთან.

VTE-ის პირველადი პრევენცია ორთოპედიულ ქირურგიაში

დაბიგატრანის სტაბილურ მდგომარეობის (მე-3 დღის შემდეგ) საშუალო გეომეტრიული პიკური კონცენტრაცია პლაზმაში, გაზომილი დაახლოებით 2 საათის შემდეგ 220 მგ დაბიფიბის გამოყენებიდან, იყო 70.8 ნგ/მლ, დიაპაზონით 35,2-162 ნგ/მლ (25-ე 75-ე პროცენტული დიაპაზონი). დაბიგატრანის საშუალო გეომეტრიული ნარჩენი კონცენტრაცია, რომელიც იზომება დოზირების ინტერვალის ბოლოს (ანუ 220 მგ დაბიგატრანის დოზიდან 24 საათის შემდეგ), იყო საშუალოდ 22.0 ნგ/მლ, დიაპაზონით 13.0-35.7 ნგ/მლ (25-ე 75-ე პროცენტული დიაპაზონი).

სპეციალურ კვლევაში ექსკლუზიურად თირკმელების ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი, CrCL 30-50 მლ/წთ), რომლებსაც მკურნალობდნენ დაბიფიბით 150 მგ დღეში, დაბიგატრანის საშუალო გეომეტრიული კონცენტრაცია, გაზომილი დოზირების ინტერვალის ბოლოს, იყო საშუალოდ 47.5 ნგ/მლ, დიაპაზონით 29,6 - 72,2 ნგ/მლ (25-ე -75-ე პროცენტული დიაპაზონი).

პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ VTE-ს პრევენციისათვის ბარძაყის ან მუხლის სახსრის ჩანაცვლების ოპერაციის შემდეგ 220 მგ დაბიგატრანის ეტექსილატით დღეში ერთჯერ,

დაბიგატრანის პლაზმური კონცენტრაციის 90-ე პროცენტი იყო 67 ნგ/მლ, გაზომილი მინიმალურ დონეზე (წინა დოზის მიღებიდან 20-28 საათის შემდეგ) (იხ. პუნქტი 4.4 და 4.9),

aPTT-ს 90-ე პროცენტი მინიმალურ დონეზე (წინა დოზის მიღებიდან 20-28 საათის შემდეგ) იყო 51 წამი, რაც ნორმის ზედა ზღვარზე 1.3-ჯერ მეტია.

ECT არ ყოფილა გაზომილი პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ VTE-ების პრევენციის მიზნით ბარძაყის ან მუხლის ჩანაცვლების ოპერაციის შემდეგ 220 მგ დაბიგატრანის ეტექსილატით დღეში ერთხელ.

ინსულტის და სისტემური ემბოლიის პრევენცია არასარქვლოვანი მოციმციმე არითმიით (NVAF) ზრდასრულ პაციენტებში ერთი ან მეტი რისკ-ფაქტორით (SPAF).

დაბიგატრანის მდგრადი მდგომარეობის გეომეტრიული საშუალო პიკური კონცენტრაცია პლაზმაში, გაზომილი 150 მგ დაბიგატრანის ეტექსილატის ორჯერ დღეში მიღებიდან დაახლოებით 2 საათის შემდეგ, იყო 175 ნგ/მლ, 117-275 ნგ/მლ (25-75 პროცენტული დიაპაზონი) დიაპაზონით. დაბიგატრანის გეომეტრიული საშუალო კონცენტრაცია, გაზომილი დილით, დოზირების ინტერვალის ბოლოს (ანუ 150 მგ დაბიგატრანის საღამოს დოზიდან 12 საათის შემდეგ), იყო საშუალოდ 91,0 ნგ/მლ, 61,0-143 ნგ. /მლ (25-75 პროცენტული დიაპაზონი) დიაპაზონით.

NVAF-ის მქონე პაციენტებისთვის, რომლებიც მკურნალობენ ინსულტის და სისტემური ემბოლიის პროფილაქტიკაზე 150 მგ დაბიგატრან ეტექსილატით დღეში ორჯერ,

დაბიგატრანის პლაზმური კონცენტრაციის 90-ე პროცენტი, რომელიც გაზომილი იყო მინიმალურ დონეზე (წინა დოზის მიღებიდან 10-16 საათის შემდეგ) იყო დაახლოებით 200 ნგ/მლ,

ECT უმაღლეს დონეზე (წინა დოზის მიღებიდან 10-16 საათის შემდეგ), ნორმის დაახლოებით 3-ჯერ ამაღლებული ზედა ზღვარი ეხება ECT-ის გახანგრძლივების დაკვირვებულ 90 პროცენტულს 103 წამით,

aPTT კოეფიციენტი, რომელიც 2-ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს (aPTT გახანგრძლივება დაახლოებით 80 წამი), მიდამოში (წინა დოზის მიღებიდან 10-16 საათის შემდეგ) ასახავს დაკვირვების 90-ე პროცენტულს.

ღრმა ვენების თრომბოზის (DVT) და ფილტვის ემბოლიის (PE) მკურნალობა და მორეციდივე ღრმა ვენების თრომბოზის (DVT) და ფილტვის ემბოლიის (PE) პრევენცია მოზრდილებში (DVT/PE).

პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ DVT-ზე და PE-ზე 150 მგ დაბიგატრანის ეთექსილატით დღეში ორჯერ, დაბიგატრანის საშუალო გეომეტრიული კონცენტრაცია, გაზომილი დოზის მიღებიდან 10-16 საათში, დოზირების ინტერვალის ბოლოს (ანუ 150 მგ დაბიგატრანის საღამოს დოზიდან 12 საათის შემდეგ) იყო 59,7 ნგ/მლ, 38,6 - 94,5 ნგ/მლ (25-75 პროცენტული დიაპაზონი) დიაპაზონით. DVT და PE-ს 150 მგ ორჯერ დღეში დაბიგატრანის ეტექსილატით სამკურნალოდ ,

დაბიგატრანის პლაზმური კონცენტრაციების 90-ე პროცენტი, რომელიც გაზომილი იყო მინიმალურ დონეზე (წინა დოზის მიღებიდან 10-16 საათის შემდეგ) იყო დაახლოებით 146 ნგ/მლ,

ECT მინიმალურ დონეზე (წინა დოზის მიღებიდან 10-16 საათის შემდეგ), გაზრდილი დაახლოვებით 2.3-ჯერ საწყისთან შედარებით, ეხება ECT-ის გახანგრძლივების დაკვირვებულ 90-ე პროცენტულს 74 წამით,

aPTT-ის 90-ე პროცენტი მინიმალურ დონეზე (წინა დოზის მიღებიდან 10-16 საათის შემდეგ) იყო 62 წამი, რაც იქნება 1.8-ჯერ მეტი საწყისთან შედარებით.

პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ მორეციდივე DVT-ისა და PE-ს პროფილაქტიკისთვის 150 მგ დაბიგატრანის ეტექსილატით დღეში ორჯერ, ფარმაკოკინეტიკური მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

ეთნიკური წარმომავლობა

კლინიკურად მნიშვნელოვანი ეთნიკური განსხვავებები კავკასიელ, აფროამერიკელ, ესპანელ, იაპონელ ან ჩინელ პაციენტებს შორის არ დაფიქსირდა.

სახსრის ჩანაცვლების მასშტაბური ოპერაციის შემდეგომი VTE პროფილაქტიკის კლინიკური კვლევები

2 ფართომასშტაბიან, რანდომიზირებულ, პარალელურ- ჯგუფიან, ორმაგად ბრმა, დოზის დამადასტურებელ კვლევაში, პაციენტებმა, რომლებსაც უტარდებოდათ ელექტიური მასშტაბური ორთოპედიული ოპერაცია (ერთი კვლევა მუხლის ჩანაცვლების ოპერაციებზე და ერთი-ბარძაყის ჩანაცვლების ოპერაციებზე) მიიღეს 75 მგ ან 110 მგ დაბიგატრანის ეტექსილატი ოპერაციიდან 1-4 საათის განმავლობაში, რასაც შემდეგომ მოჰყვებოდა 150 მგ ან 220 მგ ერთხელ დღეში, სადაც უზრუნველყოფილი იქნა ჰემოსტაზი, ან ენოქსაპარინი 40 მგ ოპერაციის წინა დღეს და შემდგომ ყოველდღიურად.

RE-MODEL კვლევაში (მუხლის ჩანაცვლება) მკურნალობა ჩატარდა 6-10 დღის განმავლობაში, და RENOVATE კვლევაში (ბარძაყის ჩანაცვლება) დღის განმავლობაში. სულ უმკურნალეს შესაბამისად 2,076 პაციენტს (მუხლი) და 3,494 პაციენტს (ბარძაყი).

საერთო VTE-ის (ფილტვის არტერიის ემბოლიის (PE) ჩათვლით), პროქსიმალური და დისტალური ღრმა ვენების თრომბოზი (DVT), სიმპტომატური თუ ასიმპტომური, გამოვლენილი რუტინული ვენოგრაფიით) და ყველა მიზეზის გამო სიკვდილიანობის ერთობლიობა წარმოადგენდა პირველად საბოლოო წერტილს ორივე კვლევისთვის. სერიოზული VTE (მათ შორის PE და პროქსიმალური DVT, სიმპტომატური თუ ასიმპტომური, გამოვლენილი რუტინული ვენოგრაფიით) და VTE-თან დაკავშირებული სიკვდილიანობის ერთობლიობა წარმოადგენდა მეორად საბოლოო წერტილს და ითვლება უკეთეს კლინიკურ მნიშვნელობად.

ორივე კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ 220 მგ და 150 მგ დაბიფიბის ანტითრომბოზული ეფექტი სტატისტიკურად არ ჩამოუვარდებოდა ენოქსაპარინს საერთო VTE-ს და ყველა მიზეზით სიკვდილიანობის მხრივ. სერიოზული VTE და VTE-თან დაკავშირებული სიკვდილიანობის ინციდენტობა 150 მგ დოზაზე იყო ოდნავ უარესი ენოქსაპარინთან შედარებით (მე- 19 ცხრილი). უკეთესი შედეგები დაფიქსირდა 220 მგ დოზაზე, სადაც სერიოზული VTE-ის წერტილის შეფასება ოდნავ უკეთესი იყო ენოქსაპარინთან შედარებით (მე- 19 ცხრილი).

კლინიკური კვლევები ჩატარდა 65 წელზე მეტი საშუალო ასაკის პაციენტებში. არ აღინიშნა განსხვავებები მე-3 ფაზის კლინიკურ კვლევებში ეფექტურობისა და უსაფრთხოების მონაცემების მხრივ მამაკაცებსა და ქალებს შორის. RE-MODEL-ისა და RE-NOVATE-ის პაციენტების შესწავლილ პოპულაციაში (ემკურნალა 5,539 პაციენტს), 51%-ს აღენიშნებოდა თანმხლები ჰიპერტენზია, 9%-ს თანმხლები დიაბეტი, 9%-ს თანმხლები კორონარული დაავადება და 20%-ს ჰქონდა ვენური უკმარისობა ანამნეზში. არცერთი ამ დაავადების შემთხვევაში არ გამოვლინდა გავლენა დაბიგატრანის ეფექტებზე VTE-ს პრევენციაზე ან სისხლდენის სიხშირეზე.

სერიოზული VTE და VTE -თან დაკავშირებული სიკვდილიანობის საბოლოო წერტილის მონაცემები იყო ერთგვარი პირველადი ეფექტურობის საბოლოო წერტილის მხრივ და მოცემულია მე-19 ცხრილში.

საერთო VTE-სა და ყველა მიზეზით სიკვდილიანობის საბოლოო წერტილის მონაცემები მოცემულია მე-20 ცხრილში.

სერიოზული სისხლდენის საბოლოო წერტილების მონაცემები მოცემულია ქვემოთ 21-ე ცხრილში.

ცხრილი 19: სერიოზული VTE და VTE -თან დაკავშირებული სიკვდილიანობის ანალიზი მკურნალობის პერიოდში RE-MODEL და RE-NOVATE ორთოპედიული ქირურგიის კვლევებში

კვლევა

დაბიფიბი 220 მგ ერთხელ დღეში

დაბიფიბი 150 მგ ერთხელ დღეში

ენოქსაპარინი 40 მგ

RE-NOVATE (ბარძაყი)

#

909

888

917

ინციდენტობები (%)

28 (3.1)

38 (4.3)

36 (3.9)

რისკის თანაფარდობა ენოქსაპარინის მიმართ

  • 78
  • 09

95 % Cl

  • 48, 1.27
  • 70, 1.70

RE-MODEL (მუხლი)

#

506

527

511

ინციდენტობები (%)

13 (2.6)

20 (3.8)

18 (3.5)

რისკის თანაფარდობა ენოქსაპარინის მიმართ

  • 73
  • 08

95 % Cl

  • 36, 1.47
  • 58, 2.01

ცხრილი 20: საერთო VTE-ის და ყველა მიზეზით სიკვდილისანობის ანალიზი მკურნალობის პერიოდში RE-NOVATE და RE-MODEL ორთოპედიული ქირურგიის კვლევებში

კვლევა

დაბიფიბი 220 მგ ერთხელ დღეში

დაბიფიბი 150 მგ ერთხელ დღეში

ენოქსაპარინი 40 მგ

RE-NOVATE (ბარძაყი)

#

880

874

897

ინციდენტობები (%)

53 (6.0)

75 (8.6)

60 (6.7)

რისკის თანაფარდობა ენოქსაპარინის მიმართ

  • 9
  • 28

95 % Cl

(0.63, 1.29)

(0.93, 1.78)

RE-MODEL (მუხლი)

#

503

526

512

ინციდენტობები (%)

183 (36.4)

213 (40.5)

193 (37.7)

რისკის თანაფარდობა ენოქსაპარინის მიმართ

  • 97
  • 07

95 % Cl

(0.82, 1.13)

(0.92, 1.25)

ცხრილი 21: სერიოზული სისხლდენის მოვლენები (MBE) მკურნალობის მიხედვით ცალკეულ RE-MODEL-ში და RE-NOVATE კვლევებში

კვლევა

დაბიფიბი 220 მგ ერთხელ დღეში

დაბიფიბი 150 მგ ერთხელ დღეში

ენოქსაპარინი 40 მგ

RE-NOVATE (ბარძაყი)

ნამკურნალევი პაციენტების #

1,146

1,163

1,154

MBE -ს რაოდენობა N(%)

23 (2.0)

15 (1.3)

18 (1.6)

RE-MODEL (მუხლი)

ნამკურნალევი პაციენტების #

679

703

694

MBE -ს რაოდენობა N(%)

10 (1.5)

9 (1.3)

9 (1.3)

ინსულტის და სისტემური ემბოლიის პროფილაქტიკა NVAF-ის მქონე ზრდასრულ პაციენტებში ერთი ან მეტი რისკფაქტორით.

დაბიგატრანის ეტექსილატის ეფექტურობის კლინიკური მტკიცებულება მიღებულია RE-LY კვლევიდან (გრძელვადიანი ანტიკოაგულანტული თერაპიის რანდომიზებული შეფასება) დაბიგატრანის ეტექსილატის ორი ბრმა დოზის (110 მგ და 150 მგ ორჯერ დღეში) მრავალცენტრული, მრავალეროვნული, რანდომიზებული პარალელური ჯგუფის კვლევა ღია ეტიკეტირების ვარფარინთან შედარებით წინაგულების ფიბრილაციის მქონე პაციენტებში ინსულტის და სისტემური ემბოლიის საშუალო და მაღალი რისკით. ამ კვლევის პირველადი მიზანი იყო იმის დადგენა, ჩამოუვარდებოდა თუ არა დაბიგატრანის ეტექსილატი ვარფარინს კომპოზიტური საბოლოო წერტილს ინსულტის და სისტემური ემბოლიის შემთხვევის შემცირებაში. ასევე გაანალიზდა სტატისტიკური უპირატესობა.

RE-LY კვლევაში რანდომიზირებული იქნა სულ 18 113 პაციენტი, რომელთა საშუალო ასაკი იყო 71.5 წელი და საშუალო CHADS2 ქულა 2.1. პაციენტების პოპულაცია იყო 64% მამაკაცი, 70% კავკასიელი და 16% აზიელი. ვარფარინზე რანდომიზებული პაციენტებისთვის, დროის საშუალო პროცენტი თერაპიულ დიაპაზონში (TTR) (INR 2-3) იყო 64.4 % (საშუალო TTR 67 %).

RE-LY კვლევამ აჩვენა, რომ დაბიგატრანის ეტექსილატი 110 მგ დოზით ორჯერ დღეში, არ ჩამოუვარდება ვარფარინს ინსულტის და სისტემური ემბოლიის პროფილაქტიკაში წინაგულების ფიბრილაციის მქონე სუბიექტებში, ICH-ის, ტოტალური სისხლდენის და ძლიერი სისხლდენის შემცირებული რისკებით. 150 მგ დოზა ორჯერ დღეში მნიშვნელოვნად ამცირებს იშემიური და ჰემორაგიული ინსულტის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ICH-ის და მთლიანი სისხლდენის რისკს ვარფარინთან შედარებით. ძლიერი სისხლდენის სიხშირე ამ დოზით შედარებული იყო ვარფარინთან. მიოკარდიუმის ინფარქტის სიხშირე ოდნავ გაიზარდა დაბიგატრანის ეტექსილატის 110 მგ ორჯერ დღეში და 150 მგ ორჯერ დღეში ვარფარინთან შედარებით (საფრთხის თანაფარდობა 1.29; p = 0.0929 და რისკის თანაფარდობა 1.27; p = 0.1240, შესაბამისად). INR-ის მონიტორინგის გაუმჯობესებით, დაბიგატრანის ეტექსილატის დაკვირვებული სარგებელი ვარფარინთან შედარებით მცირდება.

ცხრილები 22-24 აჩვენებს ძირითადი შედეგების დეტალებს მთლიან პოპულაციაში:

ცხრილი 22: ინსულტის ან სისტემური ემბოლიის პირველი შემთხვევის ანალიზი (პირველადი საბოლოო წერტილი) RE-LY კვლევის პერიოდში.

დაბიფიბი

110 მგ ორჯერ დღეში

დაბიფიბი

150 მგ ორჯერ დღეში

ვარფარინი

რანდომიზებული სუბიექტები

6 015

6 076

6 022

ინსულტი და/ან სისტემური ემბოლია

შემთხვევები (%)

183 (1.54)

135 (1.12)

203 (1.72)

რისკის თნაფარდობა ვარფარინის მიმართ (95 % CI)

  • 89 (0.73, 1.09)
  • 65 (0.52, 0.81)

p სიდიდის უპირატესობა

p = 0.2721

p = 0.0001

% ეხება მოვლენების წლიურ მაჩვენებელს

ცხრილი 23: იშემიური ან ჰემორაგიული ინსულტის პირველი შემთხვევის ანალიზი RE-LY კვლევის პერიოდში.

დაბიგატრანის ეტექსილატი

110 მგ ორჯერ დღეში

დაბიგატრანის ეტექსილატი

150 მგ ორჯერ დღეში

ვარფარინი

რანდომიზებილი სუბიექტები

6 015

6 076

6 022

ინსულტი

ინციდენტურობა (%)

171 (1.44)

123 (1.02)

187 (1.59)

რისკის თანაფარდობა ვარფარინის მიმართ (95 % CI)

  • 91 (0.74, 1.12)
  • 64 (0.51, 0.81)

p-სიდიდე

  • 3553
  • 0001

სისტემური ემბოლია

ინციდენტურობა (%)

15 (0.13)

13 (0.11)

21 (0.18)

რისკის თნაფარდობა ვარფარინის მიმართ (95 % CI)

  • 71 (0.37, 1.38)
  • 61 (0.30, 1.21)

p-სიდიდე

  • 3099
  • 1582

იშემიური ინსულტი

ინციდენტურობა (%)

152 (1.28)

104 (0.86)

134 (1.14)

რისკის თანაფარდობა ვარფარინის მიმართ (95 % CI)

  • 13 (0.89, 1.42)
  • 76 (0.59, 0.98)

p-სიდიდე

  • 3138
  • 0351

ჰემორაგიული ინსულტი

ინციდენტურობა (%)

14 (0.12)

12 (0.10)

45 (0.38)

რისკის თანაფარდობა ვარფარინის მიმართ (95 % CI)

  • 31 (0.17, 0.56)
  • 26 (0.14, 0.49)

p-სიდიდე

  • 0001

< 0.0001

% ეხება მოვლენების წლიურ მაჩვენებელს

ცხრილი 24: ყველა მიზეზით და გულსისხლძარღვთა დაავადებებით გადარჩენის ანალიზი RE-LY კვლევის პერიოდში.

დაბიგატრანის ეტექსილატი

110 მგ ორჯერ დღეში

დაბიგატრანის ეტექსილატი

150 მგ ორჯერ დღეში

ვარფარინი

რანდომიზებული სუბიექტები

6 015

6 076

6 022

ყველა მიზეზით

სიკვდილიანობა

ინციდენტურობა (%)

446 (3.75)

438 (3.64)

487 (4.13)

რისკის თანაფარდობა ვარფარინის მიმართ (95 % CI)

  • 91 (0.80, 1.03)
  • 88 (0.77, 1.00)

p-სიდიდე

  • 1308
  • 0517

გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით სიკვდილიანობა

ინციდენტურობა (%)

289 (2.43)

274 (2.28)

317 (2.69)

რისკის თნაფარდობა ვარფარინის მიმართ (95 % CI)

  • 90 (0.77, 1.06)
  • 85 (0.72, 0.99)

p-სიდიდე

  • 2081
  • 0430

% ეხება მოვლენათა წლიურ მაჩვენებელს

ცხრილები 25-26 აჩვენებს პირველადი ეფექტურობის შედეგებს და უსაფრთხოების საბოლოო წერტილს შესაბამის ქვე-პოპულაციებში:

პირველადი ზღვრული მნიშვნელობისთვის, ინსულტისა და სისტემური ემბოლიისთვის, არც ერთი ქვეჯგუფი (ანუ ასაკი, წონა, სქესი, თირკმელების ფუნქცია, ეთნიკური წარმომავლობა და ა.შ.) არ იყო გამოვლენილი სხვადასხვა რისკის თანაფარდობით ვარფარინთან შედარებით.

ცხრილი 25: ინსულტის/სისტემური ემბოლიის რისკის თანაფარდობა და 95 % ნდობის ინტერვალი (CI) ქვეჯგუფების მიხედვით.

საბოლოო წერტილი

დაბიფიბი

110 მგ ორჯერ დღეში ვარფარინის წინააღმდეგ

დაბიფიბი

150 მგ ორჯერ დღეში ვარფარინის წინააღმდეგ

ასაკი (წლები)

< 65

  • 10 (0.64, 1.87)
  • 51 (0.26, 0.98)

65 ≤ და < 75

  • 86 (0.62, 1.19)
  • 67 (0.47, 0.95)

≥ 75

  • 88 (0.66, 1.17)
  • 68 (0.50, 0.92)

≥ 80

  • 68 (0.44, 1.05)
  • 67 (0.44, 1.02)

CrCL(მლ/წთ)

30 ≤ და < 50

  • 89 (0.61, 1.31)
  • 48 (0.31, 0.76)

50 ≤ და < 80

  • 91 (0.68, 1.20)
  • 65 (0.47, 0.88)

≥ 80

  • 81 (0.51, 1.28)
  • 69 (0.43, 1.12)

სერიოზული სისხლდენის პირველადი რისკის საბოლოო წერტილისთვის იყო მკურნალობის ეფექტისა და ასაკის ურთიერთქმედება. დაბიგატრანთან შედარებით ვარფარინთან სისხლდენის ფარდობითი რისკი გაიზარდა ასაკთან ერთად. ფარდობითი რისკი ყველაზე მაღალი იყო ≥ 75 წლის პაციენტებში. ანტითრომბოციტების ASA-ს ან კლოპიდოგრელის ერთდროული გამოყენება დაახლოებით აორმაგებს MBE-ს სიხშირეს დაბიგატრანის ეტექსილატთან და ვარფარინთან ერთად. არ იყო მკურნალობის ეფექტის მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება თირკმლის ფუნქციის ქვეჯგუფებთან და CHADS2 ქულასთან.

ცხრილი 26: სერიოზული სისხლდენების რისკის თანაფარდობა და 95 % ნდობის ინტერვალი (CI) ქვეჯგუფების მიხედვით

საბოლოო წერტილი

დაბიფიბი

110 მგ ორჯერ დღეში ვარფარინის წინააღმდეგ

დაბიფიბი

150 მგ ორჯერ დღეში ვარფარინის წინააღმდეგ

ასაკი (წლები)

< 65

  • 32 (0.18, 0.57)
  • 35 (0.20, 0.61)

65 ≤ და < 75

  • 71 (0.56, 0.89)
  • 82 (0.66, 1.03)

≥ 75

  • 01 (0.84, 1.23)
  • 19 (0.99, 1.43)

≥ 80

  • 14 (0.86, 1.51)
  • 35 (1.03, 1.76)

CrCL(mL/min)

30 ≤ და < 50

  • 02 (0.79, 1.32)
  • 94 (0.73, 1.22)

50 ≤ და < 80

  • 75 (0.61, 0.92)
  • 90 (0.74, 1.09)

≥ 80

  • 59 (0.43, 0.82)
  • 87 (0.65, 1.17)

ასა-ს გამოყენება

  • 84 (0.69, 1.03)
  • 97 (0.79, 1.18)

კლოპიდოგერლის გამოყენება

  • 89 (0.55, 1.45)
  • 92 (0.57, 1.48)

RELY-ABLE (დაბიგატრანით მკურნალობის გრძელვადიანი მულტი-ცენტრული გახანგრძლივებული კვლევა წინაგულების ფიბრილაციის მქონე პაციენტებში, რომლებმაც დაასრულეს RE-LY კვლევა).

RE-LY გახანგრძლივებულმა კვლევამ (RELY-ABLE) მოგვაწოდა რისკის შესახებ დამატებითი ინფორმაცია პაციენტთა ჯგუფისთვის, რომლებმაც განაგრძეს დაბიგატრანის ეტექსილატის იგივე დოზის მიღება, რომელიც დანიშნული იყო RE-LY კვლევაში. RELY-ABLE კვლევაზე დაშვებული იყვნენ პაციენტები რომლებსაც მუდმივად არ ჰქონდათ შეწყვეტილი საკვლევი მედიკამენტი მათი RE-LY კვლევის ბოლო ვიზიტის დროს. ჩარიცხული პაციენტები აგრძელებდნენ იმავე ორმაგად ბრმა დაბიგატრანის ეტექსილატის დოზის მიღებას, რანდომულად განკუთვნილი RE-LY-თვის, RE-LY-ის შემდეგ 43 თვემდე შემდგომი დაკვირვებით (საშუალო შემდგომი დაკვირვება RE-LY + RELY-ABLE, 4.5 წელი). კვლევაში მიღებული იყო 5 897 პაციენტი, რაც შეადგენს იმ პაციენტთა 49%-ს, რომლებიც თავდაპირველად რანდომიზებული იყვნენ დაბიგატრანის ეტექსილატზე RE-LY-ში და შესაბამისი პაციენტების 86%-ს RELY-ABLE-თვის.

RELY-ABLE-ში მკურნალობის დამატებითი 2,5 წლის განმავლობაში, 6 წელზე მეტი მაქსიმალური ექსპოზიციით (მთლიანი ექსპოზიცია RELY + RELY-ABLE-ში), დაბიგატრანის ეტექსილატის გრძელვადიანი უსაფრთხოების პროფილი დადასტურებული იყო ორივე 110 მგ დღეში ერთხელ და 150 მგ დღეში ერთხელ სატესტო დოზისთვის. უსაფრთხოების ახალი შედეგები არ დაფიქსირებულა.

შედეგების მოვლენების სიხშირე, მათ შორის სერიოზული სისხლდენა და სხვა სისხლდენის შემთხვევები, შეესაბამებოდა RE-LY-ში გამოვლენილს.

მონაცემები არაინტერვენციული კვლევებიდან

არაინტერვენციულ კვლევაში (GLORIA-AF) პერსპექტიულად არის შეგროვებული (მის მეორე ფაზაში) უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მონაცემები ახლად დიაგნოზირებულ NVAF პაციენტებში დაბიგატრანის ეტექსილატზე რეალურ პირობებში. კვლევა მოიცავდა 4 859 პაციენტს, რომლებიც იღებდნენ დაბიგატრანის ეტექსილატს (55% მკურნალობდა 150 მგ ორჯერ დღეში, 43% მკურნალობდა 110 მგ-ით დღეში, 2% მკურნალობდა 75 მგ-ით ორჯერ დღეში). პაციენტები მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ 2 წლის განმავლობაში. საშუალო CHADS2 და HAS-BLED ქულები იყო 1.9 და 1.2, შესაბამისად. თერაპიის შემდგომი დაკვირვების საშუალო დრო იყო 18.3 თვე. სერიოზული სისხლდენა აღინიშნებოდა 0.97-ში 100 პაციენტზე წელიწადში. სიცოცხლისათვის საშიში სისხლდენა დაფიქსირდა 0,46-ში 100 პაციენტზე წელიწადში, ინტრაკრანიალური სისხლდენა 0,17-ში 100 პაციენტზე წელიწადში და კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა 0,60-ში 100 პაციენტზე წელიწადში. ინსულტი დაფიქსირდა 0,65-ში 100 პაციენტზე წელიწადში.

გარდა ამისა, არაინტერვენციულ კვლევაში [Graham DJ et al., Circulation. 2015; 131:157-164], NVAF-ის მქონე 134 000-ზე მეტ ხანდაზმულ პაციენტში შეერთებულ შტატებში (რომელშიც მონაწილეობდა 37 500 პაციენტზე მეტი ერთი წლის განმავლობაში თერაპიის შემდგომი პერიოდის განმავლობაში) დაბიგატრანის ეტექსილატი (პაციენტების 84% იღებდა 150 მგ-ს 2-ჯერ დღეში, პაციენტების 16% - 75მგ-ს 2-ჯერ დღეში) ასოცირდებოდა იშემიური ინსულტის შემცირებულ რისკთან (რისკის თანაფარდობა …

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

დაბიფიბი 110, კაფსულები 110 მგ, დაბიგატრანის ეტექსილატი

მედიკამენტის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ გამოყენების ინსტრუქცია, შესაძლოა კვლავ წარმოიშვას მისი გაცნობის საჭიროება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი დაგენიშნათ თქვენ ინდივიდუალურად. ნუ გადასცემთ მას მესამე პირს. პრეპარატმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს მათ იმისდამიუხედავათ თუ თქვენი სიმპტომები მსგავსია.

თუ აღგენიშნათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. იმ გვერდითი მოვლენების ჩათვლით რომელიც არ არის მითითებული ამ გამოყენების ინსტრუქციაში. იხლიეთ პარაგრაფი 4.

რას შეიცავს წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია: 1. რა არის დაბიფიბი და რისთვის გამოიყენება ის. 2. რა უნდა იცოდეთ დაბიფიბის გამოყენებამდე. 3. როგორ მიიღება დაბიფიბი. 4. მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები 5. დაბიფიბის შენახვის წესი.

  • შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.
  • რა არის დაბიფიბი და რისთვის გამოიყენება ის

დაბიფიბი შეიცავს აქტიურ ნივთიერება დაბიგატრანის ეტექსილატს და მიეკუთვნება ანტიკოაგულანტების სახელწოდებით ცნობილი ჯგუფის პრეპარატებს. პრეპარატი ბლოკავს იმ ნივთიერებას ორგანიზმში, რომელიც მონაწილეობს თრომბების წარმოქმნაში.

დაბიფიბი გამოიყენება მოზრდილებში:

  • ვენებში თრომბების წარმოქმნის პრევენციისთვის მუხლის ან მენჯ-ბარძაყის სახსრის ჩანაცვლების ოპერაციის შემდეგ.
  • თრომბების პრევენციისთვის თავის ტვინში (ინსულტი) და ორგანიზმის სხვა სისხლძარღვებში, თუ გაქვთ არარეგულარული გულის რითმი სახელწოდებით წინაგულების არასარქვლოვანი ფიბრილაცია და მინიმუმ ერთი დამატებითი რისკ- ფაქტორი.
  • ფეხების და ფილტვების ვენებში თრომბების სამკურნალოდ და თრომბების რეციდივის პროფილაქტიკისთვის ფეხების და ფილტვების ვენებში.

დაბიფიბი გამოიყენება ბავშვებში:

  • თრომბების სამკურნალოდ და თრომბების რეციდივის პროფილაქტიკისთვის.
  • რა უნდა იცოდეთ დაბიფიბის მიღებამდე

არ მიიღოთ დაბიფიბი თუ:

  • გაქვთ ალერგია დაბიგატრანის ეტექსილატის ან ამ პრეპარატში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ (ჩამონათვალი მე-6 პუნქტში);
  • გაქვთ თირკმელების ფუნქციის მკვეთრი დაქვეითება;
  • გაქვთ ძლიერი სისხლდენა;
  • გაქვთ რომელიმე ორგანოს დაავადება, რომელიც ზრდის ძლიერი სისხლდენის განვითარების რისკს (მაგალითად კუჭის წყლული, თავის ტვინის დაზიანება ან სისხლდენა ტვინში, ბოლო პერიოდში გაკეთებული ოპერაცია თავის ტვინზე ან თვალებზე);
  • თუ გაქვთ სისხლდენის მომატებული რისკი. ეს შეიძლება იყოს თანდაყოლილი, უცნობი მიზეზით ან სხვა მედიკამენტების მიღებით გამოწვეული.
  • თუ იღებთ თრომბის პრევენციის პრეპარატებს (მაგ. ვარფარინი, რივაროქსაბანი, აპიქსაბანი ან ჰეპარინი), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხდება ანტიკოაგულანტური მკურნალობის შეცვლა, თუ ვენური ან არტერიული სისტემით ხდება ჰეპარინის შეყვანა მისი ღიად შენარჩუნების მიზნით ან არარეგულარული გულისცემის დარეგულირების მიზნით კათეტერული აბლაციის პროცედურებით, წინაგულების ფიბრილაციის სამკურნალოდ.
  • თუ გაქვთ მკვეთრად დაქვეითებული ღვიძლის ფუნქცია ან ღვიძლის დაავადება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ლეტალობა.
  • თუ იღებთ, სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პერორალურ პრეპარატებს კეტოკონაზოლს ან იტრაკონაზოლს.
  • თუ იღებთ პერორალურ ციკლოსპორინს, პრეპარატი რომელიც ხელს უშლის ორგანოების უარყოფას ტრანსპლანტაციის შემდეგ.
  • თუ იღებთ დრონედარონს, პრეპარატი რომელიც გამოიყენება არარეგულარული გულის რითმის სამკურნალოდ.
  • თუ იღებთ გლეკაპრევირისა და პიბრენტასვირის კომბინირებულ პროდუქტს, ანტივირუსულ პრეპარატი, რომელიც გამოიყენება C ჰეპატიტის სამკურნალოდ.
  • თუ გაქვთ გულის ხელოვნური სარქველი, რომელიც საჭიროებს სისხლის მუდმივ გათხელებას.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები:

დაბიფიბის მიღებადე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს. ამ პრეპარატით მკურნალობისას ასევე შესაძლოა საჭირო იყოს ექიმთან კონსულტაცია, თუ გაქვთ სიმპტომები ან გჭირდებათ ქირურგიული ჩარევა.

აცნობეთ ექიმს

თუ გაქვთ ან გქონდათ ჯანმრთელობის პრობლემა ან დაავადება, განსაკუთრებით შემდეგიდან რომელიმე:

  • თუ გაქვთ სისხლდენის გაზრდილი რისკი, მაგალითად:

თუ ბოლო პერიოდში გქონდათ სისხლდენა;

თუ გასულ თვეს გაკეთებული გაქვთ ქსოვილის ქირურგიული ამოღება (ბიოფსია);

თუ გადაიტანეთ სერიოზული დაზიანება (მაგ. ძვლის მოტეხილობა, თავის ტრავმა ან რაიმე დაზიანება, რომელიც საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას);

თუ გაწუხებთ საყლაპავის ან კუჭის ანთება;

თუ გაქვთ საყლაპავში კუჭის წვენის ამოსვლის (რეფლუქსის) პრობლემა;

თუ იღებთ მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ სისხლდენის რისკი, იხილეთ „სხვა მედიკამენტები და დაბიფიბი“ ქვემოთ.

თუ იღებთ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, როგორიცაა დიკლოფენაკი, იბუპროფენი, პიროქსიკამი.

თუ გაწუხებთ გულის ინფექცია (ბაქტერიული ენდოკარდიტი);

თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ თირკმელების ფუნქციის დაქვეითება, ან გაწუხებთ დეჰიდრატაცია (სიმპტომები მოიცავს წყურვილის შეგრძნებას და მუქი ფერის (კონცენტრირებული)/ქაფიანი შარდის შემცირებული რაოდენობით გამოყოფას);

თუ ხართ 75 წელზე უფროსი ასაკის;

თუ ხართ ზრდასრული პაციენტი და იწონით 50 კგ ან ნაკლებს;

მხოლოდ ბავშვებში გამოყენების შემთხვევაში: თუ ბავშვს აქვს ინფექცია თავის ტვინში ან მიმდებარედ;

თუ გადატანილი გაქვთ ინფარქტი ან დაგიდგინდათ დაავადება, რომლებიც ზრდის გულის შეტევის რისკს;

თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება, რომელიც დაკავშირებულია ცვლილებებთან სისხლის ანალიზში. ამ შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული ყურადღება დაბიფიბის გამოყენებისას

  • თუ საჭიროებთ ქირურგიულ ჩარევას:

ამ შემთხვევაში დაგჭირდებათ დაბიფიბის დროებით შეწყვეტა, ოპერაციის დროს და დასრულების შემდეგ უახლოეს პერიოდში სისხლდენის რისკის გამო. ძალზე მნიშვნელოვანია დაბიფიბის მიღება ოპერაციამდე და მის შემდეგ ზუსტად ექიმის მიერ დადგენილ დროს.

  • თუ ოპერაცია მოითხოვს კათეტერიზაციას ან ინექციას ხერხემალში (მაგ. ეპიდურული ან სპინალური ანესთეზიისთვის ან ტკივილის შესამცირებლად):

ძალზე მნიშვნელოვანია დაბიფიბის მიღება ოპერაციამდე და მის შემდეგ ზუსტად ექიმის მიერ განსაზღვრულ დროს.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ აღგენიშნათ ფეხების დაბუჟება ან სისუსტე ან ნაწლავის ან შარდის ბუშტის პრობლემები ანესთეზიის დასრულების შემდეგ, რადგან საჭიროა სასწრაფო სამედიცინო ჩარევა.

თუ მკურნალობის დროს დაეცით ან მიიღეთ დაზიანება, განსაკუთრებით თუ დაარტყით თავი. საჭიროა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. შეიძლება საჭირო გახდეს ექიმის მიერ შემოწმება, რადგან შესაძლოა აღმოჩნდეთ სისხლდენის გაზრდილი რისკის ქვეშ.

  • თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი (იმუნური სისტემის დარღვევა, რომელიც იწვევს სისხლის შედედების მომატებულ რისკს), აცნობეთ ექიმს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას საჭიროა თუ არა მკურნალობის შეცვლა.

სხვა პრეპარატები და დაბიფიბი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, უახლოეს წარსულში იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი. კერძოდ, უნდა აცნობოთ ექიმს დაბიფიბის მიღებამდე, თუ იღებთ ქვემოთ მითითებულ რომელიმე პრეპარატს:

  • სისხლის შედედების შესამცირებელი პრეპარატები (მაგ. ვარფარინი, ფენპროკუმონი, აცენოკუმაროლი, ჰეპარინი, კლოპიდოგრელი, პრასუგრელი, ტიკაგრელორი, რივაროქსაბანი, აცეტილსალიცილის მჟავა);
  • სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი გამოიყენება მხოლოდ კანზე.
  • პრეპარატები არარეგულარული გულისცემის სამკურნალოდ (მაგ. ამიოდარონი, დრონედარონი, ქინიდინი, ვერაპამილი). თუ თქვენ იღებთ ამიოდარონის, ქინიდინის ან ვერაპამილის შემცველ მედიკამენტებს, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დაბიფიბის შემცირებული დოზის გამოყენება იმ დაავადების მიხედვით რისთვისაც პრეპარატი გაქვთ დანიშნული. იხილეთ აგრეთვე პარაგრაფი 3.
  • ტრანსპლანტაციის შემდეგ ორგანოთა უარყოფის პრევენციის სამკურნალო პრეპარატები (მაგ. ტაკროლიმუსი, ციკლოსპორინი).
  • გლეკაპრევირის და პიბრენტასვირის კომბინირებული პროდუქტი (ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება C ჰეპატიტის სამკურნალოდ).
  • ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები (მაგ. აცეტილსალიცილის მჟავა, იბუპროფენი, დიკლოფენაკი).
  • St. John’s wort, წმინდა იოანეს ვორტი (კრაზანა), მცენარეული პრეპარატი დეპრესიის სამკურნალოდ.
  • ანტიდეპრესანტები, სახელწოდებით სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები ან სეროტონინ-ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები.
  • რიფამპიცინი ან კლარითრომიცინი (ორი ანტიბიოტიკი).
  • შიდსის საწინააღმდეგო ვირუსული მედიკამენტები (მაგ. რიტონავირი).
  • ზოგიერთი მედიკამენტი ეპილეფსიის სამკურნალოდ (მაგ. კარბამაზეპინი, ფენიტოინი);

ორსულობა და ძუძუთი კვება

დაბიფიბის ზემოქმედება ორსულობაზე და ნაყოფზე ცნობილი არ არის. არ მიიღოთ ეს პრეპარატი ორსულობის პერიოდში გარდა იმ შემთხვევისა, თუ ექიმის რეკომენდაციით ის უსაფრთხოა თქვენთვის. თუ ხართ რეპროდუქციული ასაკის ქალი, დაბიფიბის მიღებისას მოერიდეთ დაორსულებას.

დაბიფიბის მიღებისას არ კვებოთ ბავშვი ძუძუთი.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

არ არის ცნობილი ახდენს თუ არა დაბიფიბი გავლენას ავტოტრანსპორტის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

  • დაბიფიბის მიღების წესი

დაბიფიბი კაფსულების გამოყენება შეიძლება მოზრდილებში და 8 წლიდან ასაკის ბავშვებში, რომლებსაც შეუძლიათ კაფსულების გადაყლაპვა მთლიანად.

ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ზუსტად მკურნალი ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს.

დაბიფიბის მიღება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ უნდა მოხდეს გაცემული რეკომენდაციის მიხედვით:

თრომბების პროფილაქტიკა მუხლის ან მენჯ-ბარძაყის სახსრის ჩანაცვლების ოპერაციის შემდეგ.

რეკომენდებული დოზა არის 220 მგ ერთხელ დღეში (მიიღება 110 მგ-იანი 2 კაფსულის სახით).

თუ თირკმლის ფუნქცია დაქვეითებულია ნახევარზე მეტად ან თუ ხართ 75 წელზე მეტი ასაკის, რეკომენდებული დოზაა 150 მგ ერთხელ დღეში (მიიღება 75 მგ-იანი 2 კაფსულის სახით).

თუ იღებთ ამიოდარონის, ქინიდინის ან ვერაპამილის შემცველ მედიკამენტებს, რეკომენდებული დოზაა 150 მგ ერთხელ დღეში (მიიღება 75 მგ-იანი 2 კაფსულის სახით).

თუ იღებთ ვერაპამილის შემცველ მედიკამენტებს და თირკმელების ფუნქცია დაქვეითებულია ნახევარზე მეტად, უნდა მიიღოთ დაბიფიბი 75 მგ შემცირებული დოზით, რადგან შეიძლება გაიზარდოს სისხლდენის რისკი.

ორივე ტიპის ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში მკურნალობა არ უნდა დაიწყოს, თუ ადგილი აქვს ოპერაციის ადგილიდან სისხლდენას. თუ მკურნალობის დაწყება შეუძლებელია ოპერაციიდან არა უადრეს მეორე დღისა, მიღება უნდა დაიწყოს 2 კაფსულით დღეში ერთხელ.

მუხლის სახსრის შეცვლის ოპერაციის შემდეგ

დაბიფიბით მკურნალობა უნდა დაიწყოთ ოპერაციის დასრულებიდან 1-4 საათის განმავლობაში, ერთი კაფსულის მიღებით. ამის შემდეგ ორი კაფსულა დღეში ერთხელ, მიიღება სულ 10 დღის განმავლობაში.

მენჯ-ბარძაყის სახსრის შეცვლის ოპერაციის შემდეგ

დაბიფიბით მკურნალობა უნდა დაიწყოთ ოპერაციის დასრულებიდან 1-4 საათის განმავლობაში, ერთი კაფსულის მიღებით. ამის შემდეგ ორი კაფსულა დღეში ერთხელ, მიიღება სულ 28-35 დღის განმავლობაში.

თრომბის წარმოქმით თავის ტვინის ან ორგანიზმის სხვა სისხლძარღვების ობსტრუქციის პროფილაქტიკა, რომელიც ვითარდება პათოლოგიური გულისცემის შემდეგ და თრომბების მკურნალობა ფეხების და ფილტვების ვენებში მათ შორის თრომბის რეციდივის პრევენცია ფეხების და ფილტვების ვენებში.

რეკომენდებული დოზა შეადგენს 300 მგ-ს, რომელიც მიიღება 150 მგ კაფსულის სახით დღეში ორჯერ.

თუ ხართ 80 წელზე უფროსი ასაკის, რეკომენდებული დოზა შეადგენს 220 მგ-ს, რომელიც მიიღება 110 მგ კაფსულის სახით დღეში ორჯერ.

თუ იღებთ ვერაპამილის შემცველ მედიკამენტებს, საჭიროა დაბიფიბის შემცირებული დოზით 220 მგ-ით მკურნალობა, რომელიც მიღებულ უნდა იქნას 110 მგ კაფსულის სახით დღეში ორჯერ, რადგან შეიძლება გაიზარდოს სისხლდენის რისკი.

თუ გაქვთ სისხლდენის პოტენციურად მაღალი რისკი, ექიმმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება 220 მგ დოზის მიღებაზე ერთი 110 მგ კაფსულის სახით დღეში ორჯერ.

ამ პრეპარატის მიღება შეგიძლიათ გააგრძელოთ, თუ გესაჭიროებათ გულის რიტმის დარეგულირება კარდიოვერსიის პროცედურის ან კათეტერული აბლაციის პროცედურის საშუალებით წინაგულების ფიბრილაციისთვის. მიიღეთ დაბიფიბი ექიმის დანიშნულების მიხედვით.

თუ სისხლძარღვში ჩადგმული გაქვთ სამედიცინო მოწყობილობა (სტენტი), მისი ღიად შენარჩუნების მიზნით პერკუტანული კორონარული ჩარევის პროცედურაში სტენტირებით, დაბიფიბით მკურნალობა შესაძლებელია მას შემდეგ, რაც ექიმი ჩათვლის, რომ სისხლის კოაგულაციის ნორმალური კონტროლი მიღწეულია. მიიღეთ დაბიფიბი ექიმის დანიშნულების მიხედვით.

თრომბების მკურნალობა და თრომბების რეციდივის პროფილაქტიკა ბავშვებში

დაბიფიბი მიიღება ორჯერ დღეში, ერთი დოზა დილით და ერთი დოზა საღამოს, დაახლოებით ერთსადაიმავე დროს ყოველ დღე. დოზირების ინტერვალი უნდა იყოს მაქსიმალურად მიახლოვებული 12 საათს.

რეკომენდებული დოზა დამოკიდებულია წონასა და ასაკზე. მკურნალი ექიმი განსაზღვრავს ზუსტ დოზას. მკურნალ ექიმს შეუძლია დაარეგულიროს დოზა მკურნალობის პროგრესირებიდან გამომდინარე. გააგრძელეთ ყველა სხვა მედიკამენტის გამოყენება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ექიმი გეტყვით, რომ შეწყვიტოთ რომელიმე პრეპარატის გამოყენება.

ცხრილი 1-ში მითითებულია დაბიფიბის ერთჯერადი და მთლიანი დღიური დოზები მილიგრამებში (მგ). დოზები დამოკიდებულია პაციენტის წონაზე კილოგრამებში (კგ) და ასაკზე წლების მიხედვით.

ცხრილი 1: დაბიფიბი კაფსულების დოზირების ცხრილი

წონა/ასაკის კომბინაცია

ერთჯერადი დოზა მგ-ში

მთლიანი დღიური დოზა მგ-ში

წონა კგ-ში

ასაკი წლების მიხედვით

11-დან 13 კგ-მდე

8-დან 9 წლამდე

75

150

13-დან 16 კგ-მდე

8-დან 11 წლამდე

110

220

16-დან 21 კგ-მდე

8-დან 14 წლამდე

110

220

21-დან 26 კგ-მდე

8-დან 16 წლამდე

150

300

26-დან 31 კგ-მდე

8-დან 18 წლამდე

150

300

31-დან 41 კგ-მდე

8-დან 18 წლამდე

185

370

41-დან 51 კგ-მდე

8-დან 18 წლამდე

220

440

51-დან 61 კგ-მდე

8-დან 18 წლამდე

260

520

61-დან 71 კგ-მდე

8-დან 18 წლამდე

300

600

71-დან 81 კგ-მდე

8-დან 18 წლამდე

300

600

81 კგ ან მეტი

10-დან 18 წლამდე

300

600

ერთჯერადი დოზები, რომლებიც საჭიროებენ ერთზე მეტი კაფსულის კომბინაციებს:

300 მგ: ორი 150 მგ კაფსულა ან ოთხი 75 მგ კაფსულა.

260 მგ: ერთი 110 მგ პლუს ერთი 150 მგ კაფსულა ან ერთი 110 მგ პლუს ორი 75 მგ კაფსულა.

220 მგ: ორი 110 მგ კაფსულა.

185 მგ: ერთი 75 მგ პლუს ერთი 110 მგ კაფსულა.

150 მგ: ერთი 150 მგ კაფსულა ან ორი 75 მგ კაფსულა.

დაბიფიბის მიღების წესი

დაბიფიბი შეიძლება მიღებულ იქნას საკვებთან ერთად ან მის გარეშე. კუჭში მოხვედრის უზრუნველყოფის მიზნით კაფსულა მიღებულ უნდა იქნას მთლიანად ჭიქა წყალთან ერთად. არ გატეხოთ, დაღეჭოთ ან ამოიღოთ მარცვლები კაფსულიდან, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს სისხლდენის რისკი.

ბლისტერების გახსნის ინსტრუქციები

ქვემოთ მითითებული პიქტოგრამა ასახავს, ​​თუ როგორ უნდა იქნას ამოღებული დაბიფიბი კაფსულები ბლისტერიდან.

1

მოახიეთ ერთი ინდივიდუალური ბლისტერი ბლისტერის ბარათიდან პერფორირებული ხაზის გასწვრივ.

2

მოაცილეთ უკანა ფოლგა და ამოიღეთ კაფსულა.

არ დააწვეთ კაფსულას, ბლისტერის ფოლგაში.

არ ააძროთ ბლისტერის ფოლგა მანამ, სანამ კაფსულის ამოღება არ იქნება საჭირო.

ანტიკოაგულანტული მკურნალობის შეცვლა.

ექიმის კონკრეტული მითითების გარეშე არ შეცვალოთ ანტიკოაგულანტული მკურნალობა.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი დაბიფიბი

ამ პრეპარატის ძალიან დიდი რაოდენობით მიღება ზრდის სისხლდენის რისკს. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ მიიღეთ ჭარბი რაოდენობის კაფსულა. არსებობს მკურნალობის კონკრეტული ვარიანტები.

თუ დაგავიწყდათ დაბიფიბის მიღება

თრომბების პროფილაქტიკა მუხლის და მენჯ-ბარძაყის სახსრის შეცვლის ოპერაციის შემდეგ

გააგრძელეთ დაბიფიბის დარჩენილი დღიური დოზების მიღება მეორე დღიდან იმავე დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

გამოყენება მოზრდილებში: თრომბის წარმოქმნით თავის ტვინის ან ორგანიზმის სხვა სისხლძარღვების ობსტრუქციის პროფილაქტიკა, რომელიც ვითარდება პათოლოგიური გულისცემის შემდეგ და თრომბების მკურნალობა ფეხების და ფილტვების ვენებში მათ შორის თრომბის რეციდივის პრევენცია ფეხების და ფილტვების ვენებში.

გამოყენება ბავშვებში: თრომბების მკურნალობა და თრომბების რეციდივის პრევენცია ბავშვებში

დავიწყებული დოზის მიღება შესაძლებელია მომდევნო დოზის მიღებამდე 6 საათით ადრე. გამოტოვებული დოზა არ მიიღოთ თუ დარჩენილი დრო 6 საათზე ნაკლებია მომდევნო დოზის მიღებამდე. არ გააორმაგოთ დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ შეწყვიტეთ დაბიფიბის მიღება

მიიღეთ დაბიფიბი ზუსტად დანიშნულების მიხედვით. არ შეწყვიტოთ დაბიფიბის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე, რადგან მკურნალობის ძალიან ადრე დასრულების შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს თრომბების წარმოქმნის რისკი. მიმართეთ ექიმს, თუ დაბიფიბის მიღების შემდეგ აღგენიშნათ საჭმლის მონელების დარღვევა.

მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები

ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში. დაბიფიბი გავლენას ახდენს სისხლის შედედებაზე, ამიტომ გვერდითი მოვლენების უმეტესობა დაკავშირებულია ისეთ ნიშნებთან, როგორიცაა სისხლჩაქცევები ან სისხლდენა. შეიძლება განვითარდეს სერიოზული ან ძლიერი სისხლდენა, ეს არის ყველაზე სერიოზული გვერდითი მოვლენები და, განურჩევლად იმისა თუ რა ადგილას ვითარდება, შეიძლება გამოიწვიოს ინვალიდობა, იყოს სიცოცხლისთვის საშიში ან იყოს ლეტალური. ზოგიერთ შემთხვევაში ეს სისხლდენა შეიძლება არ იყოს შესამჩნევი.

თუ განვითარდა სისხლდენა, რომელიც თავისით არ ჩერდება, ან თუ გაქვთ ძლიერი სისხლდენის ნიშნები (განსაკუთრებული სისუსტე, დაღლილობა, სიფერმკრთალე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი ან აუხსნელი შეშუპება) დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. მკურნალმა ექიმმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება თქვენი დაკვირვების ქვეშ ყოფნის ან პრეპარატის შეცვლის შესახებ.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ გაწუხებთ სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას ან თავბრუსხვევას.

ქვემოთ მითითებული შესაძლო გვერდითი ეფექტები, დაჯგუფებულია იმის მიხედვით, თუ რამდენად სავარაუდოა მათი განვითარება.

თრომბის წარმოქმნის პროფილაქტიკა მუხლის ან მენჯ-ბარძაყის სახსრის შეცვლის ოპერაციის შემდეგ.

ხშირი (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-მდე ადამიანს);

სისხლში ჰემოგლობინის დონის (სისხლის წითელ უჯრედებში არსებული ნივთიერება) დაქვეითება;

ღვიძლის ფუნქციის ლაბორატორიული ანალიზის პათოლოგიური შედეგები.

არახშირი (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1-მდე ადამიანს):

სისხლდენა შეიძლება განვითარდეს ცხვირიდან, კუჭიდან ან ნაწლავიდან, პენისიდან/საშოდან ან საშარდე გზებიდან (მათ შორის შეიძლება აღინიშნოს სისხლი შარდში, რომელიც იწვევს შარდის შეფერილობას ვარდისფრად ან წითლად), ჰემოროიდული კვანძიდან, სწორი ნაწლავიდან, კანქვეშ, სახსარში, ტრავმის ან ოპერაციის შემდეგ;

ჰემატომა ან სისხლჩაქცევები, რომლებიც ვითარდება ოპერაციის შემდეგ;

ლაბორატორიული ანალიზით გამოვლენილი სისხლი განავალში;

სისხლში წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება;

სისხლის უჯრედების პროპორციის შემცირება;

ალერგიული რეაქცია;

ღებინება;

ხშირი თავისუფალი ან თხიერი ნაწლავების მოქმედება;

შეუძლოდ ყოფნა;

ჭრილობიდან სეკრეცია (ქირურგიული ჭრილობიდან გამონადენი);

ღვიძლის ფერმენტების ზრდა;

კანის ან სკლერების გაყვითლება, გამოწვეული ღვიძლის ან სისხლის პრობლემებით;

იშვიათი (შეიძლება აღენიშნოს 1000-დან 1-მდე ადამიანს)

  • სისხლდენა;
  • სისხლდენა შეიძლება განვითარდეს თავის ტვინში ქირურგიული ჭრილიდან, ინექციის ადგილიდან ან კათეტერის ვენაში შეყვანის ადგილიდან;
  • სისხლიანი გამონადენი კათეტერის ვენაში შეყვანის ადგილიდან;
  • სისხლის ამოხველება ან სისხლიანი ნახველი;
  • სისხლში თრომბოციტების შემცირება;
  • ოპერაციის შემდეგ სისხლში წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება;
  • სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას ან თავბრუსხვევას;
  • სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სახის ან ყელის შეშუპებას;
  • კანზე გამონაყარი, რომელიც ხასიათდება ალერგიული რეაქციით გამოწვეული მუქი წითელი, ამობურცული შესიებებით ქავილის თანხლებით;
  • კანის უეცარი ცვლილება, რაც გავლენას ახდენს მის ფერსა და გარეგნობაზე;
  • ქავილი;
  • კუჭის ან ნაწლავის წყლული (მათ შორის საყლაპავი მილის წყლული);
  • საყლაპავი მილის და კუჭის ანთება;
  • კუჭის წვენის რეფლუქსი საყლაპავ მილში;
  • მუცლის ტკივილი ან კუჭის ტკივილი;
  • საჭმლის მონელების დარღვევა;
  • ყლაპვის გაძნელება;
  • სითხის დენა ჭრილობიდან;
  • სითხის გამოსვლა ჭრილობიდან ოპერაციის შემდეგ;

უცნობი (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია)

  • სუნთქვის გაძნელება ან ხიხინი;
  • სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება ან ნაკლებობა (რაც ხელს უწყობს ინფექციებთან ბრძოლას)
  • თმის ცვენა.

თრომბის წარმოქმნით ტვინის ან სისხლძარღვების ობსტრუქციის პრევენცია, რომელიც ვითარდება პათოლოგიური გულისცემის შემდეგ

ხშირი (შეიძლება განუვითარდეს 10-დან 1-მდე ადამიანს):

  • შეიძლება განვითარდეს სისხლდენა ცხვირიდან, კუჭში ან ნაწლავში, პენისიდან/საშოდან ან საშარდე გზებიდან (მათ შორის სისხლი შარდში, რომელიც შარდს აძლევს ვარდისფერ ან წითელ შეფერილობას) ან კანქვეშ.
  • სისხლში წითელი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება.
  • მუცლის ან კუჭის ტკივილი.
  • საჭმლის მონელების დარღვევა.
  • ხშირი თავისუფალი ან თხიერი ნაწლავების მოქმედება
  • შეუძლოდ ყოფნა.

არახშირი (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1-მდე ადამიანს):

  • სისხლდენა
  • სისხლდენა შეიძლება განვითარდეს ჰემოროიდული კვანძიდან, სწორი ნაწლავიდან ან თავის ტვინში;
  • ჰემატომა;
  • სისხლის ამოხველება ან სისხლი ნახველში;
  • სისხლში თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება;
  • სისხლში ჰემოგლობინის დონის (ნივთიერება სისხლის წითელ უჯრედებში) დაქვეითება.
  • ალერგიული რეაქცია
  • კანის უეცარი ცვლილება, რომელიც გავლენას ახდენს მის ფერსა და გარეგნობაზე
  • ქავილი
  • კუჭის ან ნაწლავის წყლული (მათ შორის საყლაპავი მილის წყლული)
  • საყლაპავი მილის და კუჭის ანთება
  • კუჭის წვენის რეფლუქსი საყლაპავ მილში.
  • ღებინება
  • ყლაპვის გაძნელება
  • ღვიძლის ფუნქციის ლაბორატორიული ანალიზის პათოლოგიური შედეგები.

იშვიათი (შეიძლება აღენიშნოს 1000-დან 1-მდე ადამიანს):

  • სისხლდენა შეიძლება განვითარდეს ქირურგიული ჭრილობიდან, ინექციის ადგილიდან ან კათეტერის ვენაში შეყვანის ადგილიდან.
  • სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას ან თავბრუსხვევას.
  • სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სახის ან ყელის შეშუპებას.
  • კანზე გამონაყარი, რომელიც ხასიათდება ალერგიული რეაქციით გამოწვეული მუქი წითელი, ამობურცული შესიებებით ქავილის თანხლებით;.
  • სისხლის უჯრედების პროპორციის შემცირება;
  • ღვიძლის ფერმენტების მომატება.
  • ღვიძლის ან სისხლის პრობლემებით გამოწვეული კანის ან სკლერების გაყვითლება,

უცნობი (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემებით):

  • სუნთქვის გაძნელება ან ხიხინი;
  • სისხლში ჰემოგლობინის დონის (ნივთიერება სისხლის წითელ უჯრედებში) დაქვეითება ან ნაკლებობა.
  • თმის ცვენა.

კლინიკურ კვლევაში გულის შეტევების სიხშირე დაბიგატრანის ეტექსილატით რიცხობრივად უფრო მაღალი იყო ვიდრე ვარფარინის დროს. საერთო შემთხვევები იყო დაბალი.

ფეხების და ფილტვების ვენებში თრომბების მკურნალობა, თრომბების რეციდივის პროფილაქტიკის ჩათვლით ფეხების და/ან ფილტვების ვენებში.

ხშირი (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-მდე ადამიანს):

  • შეიძლება განვითარდეს სისხლდენა ცხვირიდან, კუჭში ან ნაწლავში, სწორი ნაწლავიდან, პენისიდან/საშოდან ან საშარდე გზებიდან (მათ შორის სისხლი შარდში, რომელიც შარდს აძლევს ვარდისფერ ან წითელ შეფერილობას) ან კანქვეშ.
  • საჭმლის მონელების დარღვევა.

არახშირი (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1-მდე ადამიანს):

  • სისხლდენა;
  • სისხლდენა სახსარში ან ტრავმის შედეგად;
  • სისხლდენა ჰემოროიდული კვანძდან;
  • სისხლში წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება;
  • ჰემატომა;
  • სისხლის ამოხველება ან სისხლი ნახველში;
  • ალერგიული რეაქცია;
  • კანის უეცარი ცვლილება, რომელიც გავლენას ახდენს მის ფერსა და გარეგნობაზე;
  • ქავილი;
  • კუჭის ან ნაწლავის წყლული (მათ შორის საყლაპავი მილის წყლული);
  • საყლაპავი მილის და კუჭის ანთება;
  • კუჭის წვენის რეფლუქსი საყლაპავ მილში;
  • შეუძლოდ ყოფნა;
  • ღებინება;
  • მუცლის ან კუჭის ტკივილი;
  • ხშირი თავისუფალი ან თხიერი ნაწლავების მოქმედება;
  • ღვიძლის ფუნქციის ლაბორატორიული ანალიზის არა-სტანდარტული შედეგები;
  • ღვიძლის ფერმენტების მომატება;

იშვიათი (შეიძლება აღენიშნოს 1000-დან 1-მდე ადამიანს):

  • სისხლდენა შეიძლება განვითარდეს ქირურგიული ჭრილობიდან, ინექციის ადგილიდან ან კათეტერის ვენაში შეყვანის ადგილიდან ან თავის ტვინიდან.
  • სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება.
  • სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას ან თავბრუსხვევას.
  • სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სახის ან ყელის შეშუპებას.
  • კანზე გამონაყარი, რომელიც ხასიათდება ალერგიული რეაქციით გამოწვეული მუქი წითელი, ამობურცული შესიებებით ქავილის თანხლებით.
  • ყლაპვის გაძნელება.

უცნობი (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემებით):

  • სუნთქვის გაძნელება ან ხიხინი;
  • სისხლში ჰემოგლობინის დონის (ნივთიერება სისხლის წითელ უჯრედებში) დაქვეითება.
  • სისხლის უჯრედების პროპორციის შემცირება;
  • სისხლის თეთრი უჯრედების (რაც ხელს უწყობს ინფექციებთან ბრძოლას) რაოდენობის შემცირება ან ნაკლებობა.
  • კანის ან თვალების სკლერის სიყვითლე, გამოწვეული ღვიძლის ან სისხლის პრობლემებით;
  • თმის ცვენა.

კვლევის პროგრამაში გულის შეტევების სიხშირე დაბიგატრანის ეტექსილატით მკურნალობის დროს იყო უფრო მაღალი ვიდრე ვარფარინის დროს. საერთო შემთხვევები იყო დაბალი. არ დაფიქსირდა დისბალანსი გულის შეტევების სიხშირის მხრივ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ დაბიგატრანით იმ პაციენტებთან შედარებით რომლებიც მკურნალობდნენ პლაცებოთი.

თრომბების მკურნალობა და თრომბების რეციდივის პროფილაქტიკა ბავშვებში

ხშირი (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-მდე ადამიანს)

  • სისხლში წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება;
  • სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება;
  • კანზე გამონაყარი რომელიც ხასიათდება ალერგიული რეაქციით გამოწვეული მუქი წითელი, ამობურცული, მუწუკებით ქავილის თანხლებით;
  • კანის უეცარი ცვლილება, რაც გავლენას ახდენს მის ფერსა და გარეგნობაზე;
  • ჰემატომა;
  • ცხვირიდან სისხლდენა;
  • კუჭის წვენის რეფლუქსი სააყლაპავ მილში;
  • ღებინება;
  • შეუძლოდ ყოფნა;
  • ხშირი თავისუფალი ან თხიერი ნაწლავების მოქმედება;
  • საჭმლის მონელების დარღვევა;
  • თმის ცვენა;
  • ღვიძლის ფერმენტების მომატება;

არახშირი (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1-მდე ადამიანს).

ლეიკოციტების (რაც ხელს უწყობს ინფექციებთან ბრძოლას) რაოდენობის შემცირება;

სისხლდენა შეიძლება განვითარდეს კუჭიდან ან ნაწლავიდან, თავის ტვინიდან, სწორი ნაწლავიდან, პენისიდან/საშოდან ან საშარდე გზებიდან (მათ შორის შეიძლება აღინიშნოს სისხლი შარდში, რომელიც შარდს აძლევს შეფერილობას ვარდისფრად ან წითლად), ან კანქვეშ;

სისხლში ჰემოგლობინის (ნივთიერება სისხლის წითელ უჯრედებში) დაქვეითება;

სისხლის უჯრედების პროპორციის შემცირება;

სისხლის ამოხველება ან სისხლიანი ნახველი;

მუცლის ტკივილი ან კუჭის ტკივილი;

საყლაპავი მილის და კუჭის ანთება;

ალერგიული რეაქცია;

ყლაპვის გაძნელება;

კანის ან სკლერების გაყვითლება, გამოწვეული ღვიძლის ან სისხლის პრობლემებით;

უცნობი (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით):

  • ლეიკოციტების (რაც ხელს უწყობს ინფექციებთან ბრძოლას) ნაკლებობა;
  • სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას ან თავბრუსხვევას;
  • სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სახის ან ყელის შეშუპებას;
  • სუნთქვის გაძნელება ან ხიხინი;
  • სისხლდენა;
  • სისხლდენა შეიძლება განვითარდეს სახსარიდან ან ტრავმის შედეგად, ქირურგიული ჭრილობიდან, ინექციის ადგილიდან ან კათეტერის ვენაში ჩადგმის ადგილიდან.
  • სისხლდენა შეიძლება განვითარდეს ჰემოროიდული კვანძიდან;
  • კუჭის ან ნაწლავის წყლული (მათ შორის საყლაპავი მილის წყლული);
  • ღვიძლის ფუნქციაზე ლაბორატორიული ანალიზის პათოლოგიური შედეგები;

ანგარიში გვერდითი ეფექტების შესახებ

თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. იმ შესაძლო გვერდით მოვლენების ჩათვლით რაც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში.

  • დაბიფიბის შენახვის წესი

შეინახეთ არაუმეტეს 250 C-ზე.

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფსა და ბლისტერზე ან ბოთლზე წარწერა “ვარგისია”-ს შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ბლისტერი: ინახება ორიგინალ შეფუთვაში ტენისგან დაცვის მიზნით.

არ გადააგდოთ პრეპარატები საკანალიზაციო მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. რჩევისთვის მიმართეთ ფარმაცევტს უსარგებლო პრეპარატების უტილიზაციასთან დაკავშირებით. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

ა) რას შეიცავს დაბიფიბი

აქტიური ნივთიერება არის დაბიგატრანი.

ერთი კაფსულა შეიცავს 110 მგ დაბიგატრანის ეტექსილატის ექვივალენტურ დაბიგატრანის ეტექსილატის მეზილატს.

სხვა ინგრედიენტები არის შემდეგი:

ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, იზოპროპილის სპირტი, მაგნიუმის სტეარატი

ჰერმეტული გარსი

ღვინის მჟავას გრანულები, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, იზოპროპილის სპირტი, მეთილენ ქლორიდი, ტალკი

კაფსულის ზომა

110 მგ-ისთვის

"1" ზომის კაფსულა თეთრი გაუმჭვირვალე თავსახურით, რომელზეც აღბეჭდილია "MD" და თეთრი გაუმჭვირვალე კორპუსით, რომელზეც აღბეჭდილია "110" შავი მელნით.

ბ) დაბიფიბის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

დაბიფიბი 110

თეთრიდან ღია ყვითლამდე ფერის დაპრესილი მარცვლოვანი ფხვნილის ნარევი, გრანულებით შევსებულია „1“ ზომის კაფსულა თეთრი გაუმჭვირვალე თავსახურით, რომელზეც აღბეჭდილია "MD" და თეთრი გაუმჭვირვალე კორპუსით, რომელზეც აღბეჭდილია "110" შავი მელნით.

შეფუთვის შიგთავსი - 10 დეზიფლექსის ბლისტერული შეფუთვა. 3 ბლისტერი პაციენტის გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებული მუყაოს კოლოფში.

გ) მარკეტინგის ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი:

მარკეტინგის ნებართვის მფლობელი

მწარმოებელი

“MSN Laboratories Private Limited”

MSN House, Plot # C-24,

სანათნაგარ ინდუსტრიალ ისთეით, სანათნაგარი,

ჰაიდერაბადი - 500 018, ინდოეთი

„MSN Laboratories Private Limited”

Formulation Division, Unit- II,

Sy. No. 1277, 1319 to 1324,

ნანდიგამა (სოფელი), ნანდიგამა (მანდალი),

რანგარედის რაიონი, ტელანგანა, ინდოეთი

დ) გამოყენების ინსტრუქცია ბოლოს შესწორდა

2024 წლის ივლისი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა