პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტითრომბოზული საშუალებები

დაბიფიბი 75

DABIFIB 75

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადინდოეთი
რისთვის გამოიყენება

დაბიფიბი შეიცავს აქტიურ ნივთიერება დაბიგატრანის ეტექსილატს და მიეკუთვნება ანტიკოაგულანტების ჯგუფის პრეპარატებს. პრეპარატი მოქმედებს იმ ნივთიერების ბლოკირებით ორგანიზმში, რომელიც მონაწილეობს თრომბების წარმოქმნაში. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
dabigatran etexilate
ფორმა და შეფუთვა
75მგ მყარი კაფსულა №30 (3X10)
მწარმოებელი
MSN Laboratories Private Limited, ინდოეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტითრომბოზული საშუალებები, თრომბინის პირდაპირი ინჰიბიტორები
ATC კოდი
B01AE07
რეგისტრაციის ნომერი
რ-042910
რეგისტრირებულია
6 მარტი 2025, მოქმედებს 6 მარტი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
MSN Laboratories Private Limited (ინდოეთი)
განმცხადებელი
შპს „იმპექსფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებადაბიფიბი 75 და სხვა წამალი ერთად

დაბიფიბი 75 — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

დაბიფიბი შეიცავს აქტიურ ნივთიერება დაბიგატრანის ეტექსილატს და მიეკუთვნება ანტიკოაგულანტების ჯგუფის პრეპარატებს. პრეპარატი მოქმედებს იმ ნივთიერების ბლოკირებით ორგანიზმში, რომელიც მონაწილეობს თრომბების წარმოქმნაში.

დაბიფიბი გამოიყენება მოზრდილებში:

  • ვენებში თრომბების წარმოქმნის პრევენციისთვის მუხლის ან მენჯ-ბარძაყის სახსრის ჩანაცვლების ოპერაციის შემდეგ.

დაბიფიბი გამოიყენება ბავშვებში:

  • თრომბების სამკურნალოდ და თრომბების განმეორებითი წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის.

მიღების წესი და დოზირება

დაბიფიბი კაფსულების გამოყენება შეიძლება მოზრდილებში და 8 წლიდან ასაკის ბავშვებში, რომლებსაც შეუძლიათ კაფსულების მიღება მთლიანად.

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად მკურნალი ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს.

მიიღეთ დაბიფიბი შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ გაცემული რეკომენდაციის მიხედვით:

თრომბების წარმოქმნის პროფილაქტიკა მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრის ჩანაცვლების ოპერაციის შემდეგ.

რეკომენდებული დოზა არის 220 მგ ერთხელ დღეში (მიიღება 110 მგ-იანი 2 კაფსულის სახით).

თუ თირკმლის ფუნქცია დაქვეითებულია ნახევარზე მეტად ან თუ ხართ 75 წელზე მეტი ასაკის, რეკომენდებული დოზაა 150 მგ ერთხელ დღეში (მიიღება 75 მგ-იანი 2 კაფსულის სახით).

თუ იღებთ ამიოდარონის, ქინიდინის ან ვერაპამილის შემცველ მედიკამენტებს, რეკომენდებული დოზაა 150 მგ ერთხელ დღეში (მიიღება 75 მგ-იანი 2 კაფსულის სახით).

თუ იღებთ ვერაპამილის შემცველ მედიკამენტებს და თირკმელების ფუნქცია დაქვეითებულია ნახევარზე მეტად, უნდა მიიღოთ დაბიფიბი 75 მგ შემცირებული დოზით, რადგან შეიძლება გაიზარდოს სისხლდენის რისკი.

ორივე ტიპის ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში მკურნალობა არ უნდა დაიწყოს, თუ ადგილი აქვს ოპერაციის ადგილიდან სისხლდენას. თუ მკურნალობის დაწყება შეუძლებელია ოპერაციიდან მეორე დღემდე, მიღება უნდა დაიწყოს 2 კაფსულით დღეში ერთხელ.

მუხლის სახსრის შეცვლის ოპერაციის შემდეგ

დაბიფიბით მკურნალობა უნდა დაიწყოთ ოპერაციის დასრულებიდან 1-4 საათის განმავლობაში, ერთი კაფსულის მიღებით. ამის შემდეგ ორი კაფსულა დღეში ერთხელ, მიიღება სულ 10 დღის განმავლობაში.

მენჯ-ბარძაყის სახსრის შეცვლის ოპერაციის შემდეგ

დაბიფიბით მკურნალობა უნდა დაიწყოთ ოპერაციის დასრულებიდან 1-4 საათის განმავლობაში, ერთი კაფსულის მიღებით. ამის შემდეგ ორი კაფსულა დღეში ერთხელ, მიიღება სულ 28-35 დღის განმავლობაში.

თრომბების მკურნალობა და თრომბების განმეორების პროფილაქტიკა ბავშვებში

დაბიფიბი მიიღება ორჯერ დღეში, ერთი დოზა დილით და ერთი დოზა საღამოს, დაახლოებით ერთსადაიმავე დროს ყოველ დღე. დოზირების ინტერვალი უნდა იყოს მაქსიმალურად მიახლოვებული 12 საათს.

რეკომენდებული დოზა დამოკიდებულია წონასა და ასაკზე. მკურნალი ექიმი განსაზღვრავს ზუსტ დოზას. მკურნალ ექიმს შეუძლია დაარეგულიროს დოზა მკურნალობის პროგრესირებიდან გამომდინარე. გააგრძელეთ ყველა სხვა მედიკამენტის გამოყენება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ექიმი გეტყვით, რომ შეწყვიტოთ რომელიმე პრეპარატის გამოყენება.

ცხრილი 1-ში მითითებულია დაბიფიბის ერთჯერადი და მთლიანი დღიური დოზები მილიგრამებში (მგ). დოზები დამოკიდებულია პაციენტის წონაზე კილოგრამების (კგ) და ასაკზე წლების მიხედვით.

ცხრილი 1: დაბიფიბი კაფსულების დოზირების ცხრილი

წონა/ასაკის კომბინაცია

ერთჯერადი დოზა მგ-ში

მთლიანი დღიური დოზა მგ-ში

წონა კგ-ში

ასაკი წლების მიხედვით

11-დან 13 კგ-მდე

8-დან 9 წლამდე

75

150

13-დან 16 კგ-მდე

8-დან 11 წლამდე

110

220

16-დან 21 კგ-მდე

8-დან 14 წლამდე

110

220

21-დან 26 კგ-მდე

8-დან 16 წლამდე

150

300

26-დან 31 კგ-მდე

8-დან 18 წლამდე

150

300

31-დან 41 კგ-მდე

8-დან 18 წლამდე

185

370

41-დან 51 კგ-მდე

8-დან 18 წლამდე

220

440

51-დან 61 კგ-მდე

8-დან 18 წლამდე

260

520

61-დან 71 კგ-მდე

8-დან 18 წლამდე

300

600

71-დან 81 კგ-მდე

8-დან 18 წლამდე

300

600

81 კგ ან მეტი

10-დან 18 წლამდე

300

600

ერთჯერადი დოზები, რომლებიც საჭიროებენ ერთზე მეტი კაფსულის კომბინაციებს:

300 მგ: ორი 150 მგ კაფსულა ან ოთხი 75 მგ კაფსულა.

260 მგ: ერთი 110 მგ პლუს ერთი 150 მგ კაფსულა ან ერთი 110 მგ პლუს ორი 75 მგ კაფსულა.

220 მგ: ორი 110 მგ კაფსულის სახით.

185 მგ: ერთი 75 მგ პლუს ერთი 110 მგ კაფსულა.

150 მგ: ერთი 150 მგ კაფსულა ან ორი 75 მგ კაფსულა.

დაბიფიბის მიღების წესი

დაბიფიბი შეიძლება მიღებულ იქნას საკვებთან ერთად ან მის გარეშე. კუჭში მოხვედრის უზრუნველყოფის მიზნით კაფსულა მიღებულ უნდა იქნას მთლიანად ჭიქა წყალთან ერთად. არ გატეხოთ, დაღეჭოთ ან ამოიღოთ მარცვლები კაფსულიდან, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს სისხლდენის რისკი.

ბლისტერების გახსნის ინსტრუქციები

ქვემოთ მითითებული პიქტოგრამა ასახავს, ​​თუ როგორ უნდა იქნას ამოღებული დაბიფიბი კაფსულები ბლისტერიდან.

1

მოახიეთ ერთი ინდივიდუალური ბლისტერი ბლისტერის ბარათიდან პერფორირებული ხაზის გასწვრივ.

2

მოაცილეთ უკანა ფოლგა და ამოიღეთ კაფსულა.

არ დააწვეთ კაფსულას ბლისტერის ფოლგაში.

არ მოხსნათ ბლისტერის ფოლგა მანამ, სანამ კაფსულის ამოღება არ იქნება საჭირო.

ანტიკოაგულანტული მკურნალობის შეცვლა.

ექიმის კონკრეტული მითითების გარეშე არ შეცვალოთ ანტიკოაგულანტული მკურნალობა.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი დაბიფიბი

ამ პრეპარატის ძალიან დიდი რაოდენობით მიღება ზრდის სისხლდენის რისკს. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ მიიღეთ ჭარბი რაოდენობის კაფსულა. არსებობს მკურნალობის კონკრეტული ვარიანტები.

თუ დაგავიწყდათ დაბიფიბის მიღება

თრომბების პროფილაქტიკა მუხლის და მენ-ბარძაყის სახსრის შეცვლის ოპერაციის შემდეგ

გააგრძელეთ დაბიფიბის დარჩენილი დღიური დოზების მიღება მეორე დღიდან იმავე დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თრომბების მკურნალობა და თრომბების განმეორებით წარმოშობის პრევენცია ბავშვებში

დავიწყებული დოზის მიღება შესაძლებელია მომდევნო დოზის მიღებამდე 6 საათით ადრე. გამოტოვებული დოზა არ მიიღოთ თუ დარჩენილი დრო 6 საათზე ნაკლებია მომდევნო დოზის მიღებამდე. არ გააორმაგოთ დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ შეწყვიტეთ დაბიფიბის მიღება

მიიღეთ დაბიფიბი ზუსტად დანიშნულების მიხედვით. არ შეწყვიტოთ დაბიფიბის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე, რადგან მკურნალობის ძალიან ადრე დასრულების შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს თრომბების წარმოქმნის რისკი. მიმართეთ ექიმს, თუ დაბიფიბის მიღების შემდეგ აღგენიშნათ საჭმლის მონელების დარღვევა.

მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

  • გაქვთ ალერგია დაბიგატრანის ეტექსილატის ან ამ პრეპარატში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ (ჩამონათვალი წარმოდგენილია მე-6 პუნქტში);
  • გაქვთ თირკმელების ფუნქციის მკვეთრი დაქვეითება.
  • გაქვთ აქტიური სისხლდენა;
  • გაქვთ რომელიმე ორგანოს დაავადება, რომელიც ზრდის ძლიერი სისხლდენის განვითარების რისკს (მაგალითად კუჭის წყლული, თავის ტვინის დაზიანება ან სისხლჩაქცევა ტვინში, ბოლო პერიოდში გაკეთებული ოპერაცია თავის ტვინზე ან თვალებზე);
  • თუ გაქვთ სისხლდენის მომატებული რისკი. ეს შეიძლება იყოს თანდაყოლილი, უცნობი მიზეზით ან სხვა მედიკამენტების მიღებით გამოწვეული.
  • თუ იღებთ სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატებს (მაგ. ვარფარინი, რივაროქსაბანი, აპიქსაბანი ან ჰეპარინი), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხდება ანტიკოაგულანტული მკურნალობის შეცვლა, თუ გაქვთ ვენური ან არტერიული სისტემა და ამ სისტემით შეიყვანება ჰეპარინი მისი ღიად შენარჩუნების მიზნით ან გულისცემის დარეგულირების მიზნით კათეტერული აბლაციის პროცედურებით, წინაგულების ფიბრილაციის სამკურნალოდ.
  • თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება ან ღვიძლის დაავადება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ლეტალობა.
  • თუ იღებთ პერორალურ, სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პრეპარატებს კეტოკონაზოლს ან იტრაკონაზოლს.
  • თუ იღებთ პერორალურ ციკლოსპორინს, პრეპარატი რომელიც ხელს უშლის ორგანოების უარყოფას ტრანსპლანტაციის შემდეგ.
  • თუ იღებთ დრონედარონს, პრეპარატი რომელიც გამოიყენება არარეგულარული გულის რითმის სამკურნალოდ.
  • თუ იღებთ გლეკაპრევირისა და პიბრენტასვირის კომბინირებულ პროდუქტს, ანტივირუსულ პრეპარატი, რომელიც გამოიყენება C ჰეპატიტის სამკურნალოდ.
  • თუ გაქვთ გულის ხელოვნური სარქველი, რომელიც საჭიროებს სისხლის მუდმივ გათხელებას.

სიფრთხილის ზომები

დაბიფიბის მიღებადე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს. ამ პრეპარატით მკურნალობისას ასევე შესაძლოა საჭირო იყოს ექიმთან კონსულტაცია, თუ გაქვთ სიმპტომები ან გჭირდებათ ქირურგიული ჩარევა.

აცნობეთ ექიმს

თუ გაქვთ ან გქონდათ ჯანმრთელობის პრობლემა ან დაავადება, განსაკუთრებით შემდეგიდან რომელიმე:

  • თუ გაქვთ სისხლდენის გაზრდილი რისკი, მაგალითად:

ბოლო პერიოდში გქონდათ სისხლდენა.

თუ გასულ თვეს გაკეთებული გაქვთ ქსოვილის ქირურგიული ამოღება (ბიოფსია).

თუ გადაიტანეთ სერიოზული დაზიანება (მაგ. ძვლის მოტეხილობა, თავის ტრავმა ან რაიმე დაზიანება, რომელიც საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას).

თუ გაწუხებთ საყლაპავის ან კუჭის ანთება.

თუ გაქვთ საყლაპავში კუჭის წვენის ამოსვლის (რეფლუქსის) პრობლემა.

თუ იღებთ მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ სისხლდენის რისკი, იხილეთ „სხვა მედიკამენტები და დაბიფიბი“ ქვემოთ.

თუ იღებთ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, როგორიცაა დიკლოფენაკი, იბუპროფენი, პიროქსიკამი.

თუ გაწუხებთ გულის ინფექცია (ბაქტერიული ენდოკარდიტი).

თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ თირკმელების ფუნქციის დაქვეითება, ან გაწუხებთ დეჰიდრატაცია (სიმპტომები მოიცავს წყურვილის შეგრძნებას და მუქი ფერის (კონცენტრირებული)/ქაფიანი შარდის შემცირებული რაოდენობით გამოყოფას).

თუ ხართ 75 წელზე უფროსი ასაკის.

თუ ხართ ზრდასრული პაციენტი და იწონით 50 კგ ან ნაკლებს.

მხოლოდ ბავშვებში გამოყენების შემთხვევაში: თუ ბავშვს აქვს ინფექცია თავის ტვინში ან გარშემო.

  • თუ გქონდათ გულის შეტევა ან დაგიდგინდათ დაავადება, რომლებიც ზრდის გულის შეტევის რისკს.
  • თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება, რომელიც დაკავშირებულია ცვლილებებთან სისხლის ანალიზში. ამ შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული ყურადღება დაბიფიბის გამოყენებისას

  • თუ საჭიროებთ ოპერაციის გაკეთებას:

ამ შემთხვევაში დაგჭირდებათ დაბიფიბის დროებით შეწყვეტა, ოპერაციის დროს და დამთავრების შემდეგ უახლოეს მომავალში სისხლდენის რისკის გამო. ძალზე მნიშვნელოვანია დაბიფიბის მიღება ოპერაციამდე და მის შემდეგ ზუსტად იმ დროს, როგორც დაადგენს ექიმი.

  • თუ ოპერაცია მოითხოვს კათეტერიზაციას ან ინექციას ხერხემალში (მაგ. ეპიდურული ან სპინალური ანესთეზიისთვის ან ტკივილის შესამცირებლად):

ძალზე მნიშვნელოვანია დაბიფიბის მიღება ოპერაციამდე და მის შემდეგ ზუსტად ექიმის მიერ განსაზღვრულ დროს.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ აღგენიშნათ ფეხების დაბუჟება ან სისუსტე ან ნაწლავის ან შარდის ბუშტის პრობლემები ანესთეზიის დასრულების შემდეგ, რადგან საჭიროა სასწრაფო სამედიცინო ჩარევა.

  • თუ მკურნალობის დროს დაეცით ან მიიღეთ დაზიანება, განსაკუთრებით თუ დაარტყით თავი. საჭიროა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. შეიძლება საჭირო გახდეს ექიმის მიერ შემოწმება, რადგან შესაძლოა აღმოჩნდეთ სისხლდენის გაზრდილი რისკის ქვეშ.
  • თუ იცით, რომ გაქვთ დაავადება, სახელწოდებით ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი (იმუნური სისტემის დარღვევა, რომელიც იწვევს სისხლის შედედების მომატებულ რისკს), აცნობეთ ექიმს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას საჭიროა თუ არა მკურნალობის შეცვლა.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, უახლოეს წარსულში იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი. კერძოდ, უნდა აცნობოთ ექიმს დაბიფიბის მიღებამდე, თუ იღებთ ქვემოთ მითითებულ რომელიმე პრეპარატს:

  • სისხლის შედედების შესამცირებელი პრეპარატები (მაგ. ვარფარინი, ფენპროკუმონი, აცენოკუმაროლი, ჰეპარინი, კლოპიდოგრელი, პრასუგრელი, ტიკაგრელორი, რივაროქსაბანი, აცეტილსალიცილის მჟავა);
  • სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი გამოიყენება მხოლოდ კანზე.
  • მედიკამენტები გულისცემის დარღვეული რითმის სამკურნალოდ (მაგ. ამიოდარონი, დრონედარონი, ქინიდინი, ვერაპამილი). თუ თქვენ იღებთ ამიოდარონის, ქინიდინის ან ვერაპამილის შემცველ მედიკამენტებს, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ გამოიყენოთ დაბიფიბის შემცირებული დოზა იმ დაავადების მიხედვით რისთვისაც პრეპარატი გაქვთ დანიშნული. იხილეთ აგრეთვე პარაგრაფი 3.
  • ტრანსპლანტაციის შემდეგ ორგანოთა უარყოფის პრევენციის სამკურნალო პრეპარატები (მაგ. ტაკროლიმუსი, ციკლოსპორინი).
  • გლეკაპრევირის და პიბრენტასვირის კომბინირებული პროდუქტი (ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება C ჰეპატიტის სამკურნალოდ)
  • ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები (მაგ. აცეტილსალიცილის მჟავა, იბუპროფენი, დიკლოფენაკი).
  • St. John’s wort (კრაზანა), მცენარეული პრეპარატი დეპრესიის სამკურნალოდ.
  • ანტიდეპრესანტები, სახელწოდებით სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები ან სეროტონინ-ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები.
  • რიფამპიცინი ან კლარითრომიცინი (ორი ანტიბიოტიკი).
  • შიდსის საწინააღმდეგო ვირუსული მედიკამენტები (მაგ. რიტონავირი)
  • ზოგიერთი მედიკამენტი ეპილეფსიის სამკურნალოდ (მაგ. კარბამაზეპინი, ფენიტოინი);

ორსულობა და ძუძუთი კვება

დაბიფიბის ზემოქმედება ორსულობაზე და არ დაბადებულ ბავშვზე ცნობილი არ არის. არ მიიღოთ ეს პრეპარატი ორსულობის პერიოდში გარდა იმ შემთხვევისა, თუ ექიმმა გითხრათ რომ ის უსაფრთხოა თქვენთვის. თუ ხართ რეპროდუქციული ასაკის ქალი, უნდა მოერიდოთ დაორსულებას დაბიფიბის მიღებისას.

დაბიფიბის მიღებისას არ კვებოთ ბავშვი ძუძუთი.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ არის ცნობილი ახდენს თუ არა დაბიფიბი გავლენას ავტოტრანსპორტის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში. დაბიფიბი გავლენას ახდენს სისხლის შედედებაზე, ამიტომ გვერდითი მოვლენების უმეტესობა დაკავშირებულია ისეთ ნიშნებთან, როგორიცაა სისხლჩაქცევები ან სისხლდენა. შეიძლება განვითარდეს დიდი ან ძლიერი სისხლდენა, ეს არის ყველაზე სერიოზული გვერდითი მოვლენები და, განურჩევლად იმისა თუ რა ადგილას ვითარდება, შეიძლება გამოიწვიოს ინვალიდობა, იყოს სიცოცხლისთვის საშიში ან იყოს ლეტალური. ზოგიერთ შემთხვევაში ეს სისხლდენა შეიძლება არ იყოს შესამჩნევი.

თუ განვითარდა სისხლდენა, რომელიც თავისით არ ჩერდება, ან თუ გაქვთ ძლიერი სისხლდენის ნიშნები (განსაკუთრებული სისუსტე, დაღლილობა, სიფერმკრთალე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი ან აუხსნელი შეშუპება) დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. მკურნალმა ექიმმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება თქვენი დაკვირვების ქვეშ ყოფნის ან წამლის შეცვლის შესახებ.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ გაწუხებთ სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას ან თავბრუსხვევას.

ქვემოთ მითითებული შესაძლო გვერდითი ეფექტები, დაჯგუფებულია იმის მიხედვით, თუ რამდენად სავარაუდოა მათი განვითარება.

თრომბების წარმოქმნის პროფილაქტიკა მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრის შეცვლის ოპერაციის შემდეგ.

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-მდე ადამიანს);

სისხლში ჰემოგლობინის (სისხლის წითელ უჯრედებში არსებული ნივთიერება) დაქვეითება;

ღვიძლის ფუნქციის ლაბორატორიული ანალიზის უჩვეულო შედეგები.

არახშირი გვერდითი მოვლენა (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1-მდე ადამიანს)

სისხლდენა შეიძლება განვითარდეს ცხვირიდან, კუჭიდან ან ნაწლავიდან, პენისიდან/საშოდან ან საშარდე გზებიდან (მათ შორის შეიძლება აღინიშნოს სისხლი შარდში, რომელიც იწვევს შარდის შეფერილობას ვარდისფრად ან წითლად), ჰემოროიდული კვანძიდან, სწორი ნაწლავიდან, კანქვეშ, სახსარში, ტრავმის ან ოპერაციის შემდეგ;

ჰემატომის წარმოქმნა ან სისხლჩაქცევები, რომლებიც ვითარდება ოპერაციის შემდეგ;

ლაბორატორიული ანალიზით გამოვლენილი სისხლი განავალში;

სისხლში წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება;

სისხლის უჯრედების თანაფარდობის შემცირება;

ალერგიული რეაქცია;

ღებინება;

ხშირი თავისუფალი ან თხევადი ნაწლავების მოქმედება;

ავად ყოფნა;

ჭრილობიდან სეკრეცია (ქირურგიული ჭრილობიდან გამონადენი);

ღვიძლის ფერმენტების ზრდა;

კანის ან სკალების გაყვითლება, გამოწვეული ღვიძლის ან სისხლის პრობლემებით;

იშვიათი გვერდითი მოვლენა (შეიძლება აღენიშნოს 1000-დან 1-მდე ადამიანს)

  • სისხლდენა;
  • სისხლდენა შეიძლება განვითარდეს თავის ტვინში ქირურგიული ჭრილიდან, ინექციის ადგილიდან ან კათეტერის ვენაში შეყვანის ადგილიდან;
  • სისხლიანი გამონადენი კათეტერის ვენაში შეყვანის ადგილიდან;
  • სისხლის ამოხველება ან სისხლიანი ნახველი;
  • სისხლში თრომბოციტების შემცირება;
  • ოპერაციის შემდეგ სისხლში წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება;
  • სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას ან თავბრუსხვევას;
  • სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სახის ან ყელის შეშუპებას;
  • კანზე გამონაყარი, რომელიც ხასიათდება ალერგიული რეაქციით გამოწვეული მუქი წითელი, ამობურცული შესიებებით ქავილის თანხლებით;
  • კანის უეცარი ცვლილება, რაც გავლენას ახდენს მის ფერსა და გარეგნობაზე;
  • ქავილი;
  • კუჭის ან ნაწლავის წყლული (მათ შორის საყლაპავი მილის წყლული);
  • საყლაპავი მილის და კუჭის ანთება;
  • კუჭის წვენის რეფლუქსი საყლაპავ მილში;
  • მუცლის ტკივილი ან კუჭის ტკივილი;
  • საჭმლის მონელების დარღვევა;
  • ყლაპვის გაძნელება;
  • სითხის დენა ჭრილობიდან;
  • სითხის გამოსვლა ჭრილობიდან ოპერაციის შემდეგ;

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია)

  • სუნთქვის გაძნელება ან ხიხინი;
  • სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება ან ნაკლებობა (რაც ხელს უწყობს ინფექციებთან ბრძოლას)
  • თმის ცვენა

თრომბების მკურნალობა და თრომბების ხელახალი გაჩენის პროფილაქტიკა ბავშვებში (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1 ადამიანს)

  • სისხლში წითელი უჯრედების შემცირება;
  • სისხლში თრომბოციტების შემცირება;
  • კანზე გამონაყარი რომელიც ხასიათდება ალერგიული რეაქციით გამოწვეული მუქი წითელი, ამობურცული, მუწუკებით ქავილის თანხლებით;
  • კანის უეცარი ცვლილება, რაც გავლენას ახდენს მის ფერსა და გარეგნობაზე;
  • ჰემატომის გაჩენა;
  • ცხვირიდან სისხლდენა;
  • კუჭის წვენის რეფლუქსი სააყლაპავ მილში;
  • ღებინება;
  • ავადმყოფობა;
  • ხშირი თავისუფალი ან თხევადი ნაწლავის მოქმედება;
  • საჭმლის მონელების დარღვევა;
  • თმის ცვენა;
  • ღვიძლის ფერმენტების ზრდა;

არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1-მდე ადამიანს).

ლიკოციტების შემცირება (რაც ხელს უწყობს ინფექციებთან ბრძოლას);

სისხლდენა შეიძლება განვითარდეს კუჭიდან ან ნაწლავიდან, ტვინიდან, სწორი ნაწლავიდან, პენისიდან/საშოდან ან საშარდე გზებიდან (მათ შორის შეიძლება აღინიშნოს სისხლი შარდში, რომელიც შარდს აძლევს შეფერილობას ვარდისფრად ან წითლად), ან კანქვეშ;

სისხლში ჰემოგლობინის დაქვეითება (სისხლის წითელი უჯრედების ნივთიერება);

სისხლის უჯრედების თანაფარდობის დაქვეითება;

ქავილი

სისხლის ამოხველება ან სისხლიანი ნახველი;

მუცლის ტკივილი ან კუჭის ტკივილი;

საყლაპავი მილის და კუჭის ანთება;

ალერგიული რეაქცია;

ყლაპვის გაძნელება;

კანის ან სკალების სიყვითლე, გამოწვეული ღვიძლის ან სისხლის პრობლემებით;

უცნობი (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით):

  • სისხლის თეთრი უჯრედების ნაკლებობა (რაც ხელს უწყობს ინფექციებთან ბრძოლას);
  • სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას ან თავბრუსხვევას;
  • სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სახის ან ყელის შეშუპებას;
  • სუნთქვის გაძნელება ან ხიხინი;
  • სისხლდენა;
  • სისხლდენა შეიძლება განვითარდეს სახსარიდან ან ტრავმისგან, ქირურგიული ჭრილობისგან, ინექციის შეყვანის ადგილიდან ან კათეტერის ვენაში ჩადგმის ადგილიდან.
  • სისხლდენა შეიძლება განვითარდეს ჰემოროიდული კვანძიდან;
  • კუჭის ან ნაწლავის წყლული (მათ შორის საყლაპავი მილის წყლული);
  • უჩვეულო ლაბორატორიული ანალიზის შედეგები ღვიძლის ფუნქციაზე;

ანგარიში გვერდითი ეფექტების შესახებ

თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. იმ შესაძლო გვერდით მოვლენების ჩათვლით რაც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში.

ჭარბი დოზა

დაბიფიბის რეკომენდებულზე მეტ დოზებზე პაციენტს ემუქრება სისხლდენის რისკი. დოზის გადაჭარბებაზე ეჭვის შემთხვევაში, კოაგულაციის ტესტები დაგეხმარებათ სისხლდენის რისკის დადგენაში (იხილეთ პუნქტები 4.4 და 5.1). კალიბრირებული რაოდენობრივი dTT ტესტი ან განმეორებითი dTT შეფასებები იძლევა იმ დროის პროგნოზირების საშუალებას, თუ როდის იქნება მიღწეული დაბიგატრანის გარკვეული დონეები (იხ. პუნქტი 5.1), ასევე დამატებითი ზომების დაწყების, მაგ. დიალიზის შემთხვევაში.

გადაჭარბებულმა ანტიკოაგულაციამ შეიძლება მოითხოვოს დაბიგატრანის ეტექსილატით მკურნალობის შეწყვეტა. რადგანაც დაბიგატრანი გამოიყოფა უპირატესად თირკმელების გზით, უნდა შენარჩუნდეს ადექვატური დიურეზი. იმის გამო, რომ ცილებთან შეკავშირება დაბალია, შესაძლებელია დაბიგატრანის დიალიზება; კლინიკურ კვლევებში შეზღუდულია კლინიკური გამოცდილება ამ მიდგომის სარგებლობის დემონსტრირებისთვის (იხ. პუნქტი 5.2).

სისხლდენით გართულებების მართვა

ჰემორაგიული გართულებების შემთხვევაში, დაბიფიბით მკურნალობა უნდა შეწყდეს და გამოკვლეული იქნას სისხლდენის წყარო. კლინიკური სიტუაციის მიხედვით შესაბამისი დამხმარე მკურნალობა, როგორიცაა ქირურგიული ჰემოსტაზი და სისხლის მოცულობის შევსება, უნდა ჩატარდეს მკურნალობის დამნიშნავი ექიმის შეხედულებისამებრ.

მოზრდილი პაციენტებისთვის იმ სიტუაციებში, როდესაც საჭიროა დაბიგატრანის ანტიკოაგულანტული ეფექტის სწრაფი უკუქცევა, არსებობს დაბიგატრანის ფარმაკოდინამიკური ეფექტის საწინააღმდეგო სპეციფიკური ეფეტის უკუშემაქცეველი საშუალება (იდარუციზუმაბი). იდარუციზუმაბის ეფექტურობა და უსაფრთხოება პედიატრიულ პაციენტებში დადგენილი არ არის (იხ. პუნქტი 4.4).

კოაგულაციური ფაქტორის კონცენტრატები (გააქტიურებული ან არააქტივირებული) ან რეკომბინანტული VIIa ფაქტორი შეიძლება იყოს გათვალისწინებული. არსებობს გარკვეული ექსპერიმენტული მტკიცებულება, რომელიც მხარს უჭერს ამ სამკურნალო პროდუქტების როლს დაბიგატრანის ანტიკოაგულანტული ეფექტის უკუქცევაში, მაგრამ მონაცემები მათი სარგებლიანობის შესახებ კლინიკურ სიტუაციებში და ასევე რიკოშეტული თრომბოემბოლიის შესაძლო რისკის შესახებ ძლიერ შეზღუდულია. კოაგულაციის ტესტები შეიძლება გახდეს არასანდო კოაგულაციის ფაქტორის შემოთავაზებული კონცენტრატების გამოყენების შემდეგ. საჭიროა სიფრთხილე ამ ტესტების ინტერპრეტაციისას. ასევე გასათვალისწინებელია თრომბოციტების კონცენტრატების გამოყენება იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს თრომბოციტოპენია ან გამოყენებული იქნა ხანგრძლივი მოქმედების ანტითრომბოციტული სამკურნალო პროდუქტები. ყველა სიმპტომური მკურნალობა უნდა ჩატარდეს ექიმის შეხედულებისამებრ.

ადგილობრივი ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე, სერიოზული სისხლდენის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს კოაგულაციის ექსპერტის კონსულტაცია.

შემადგენლობა

ა) რას შეიცავს დაბიფიბი

აქტიური ნივთიერება არის დაბიგატრანი.

ერთი კაფსულა შეიცავს 75 მგ დაბიგატრანის ეტექსილატის ექვივალენტურ დაბიგატრანი ეტექსილატის მეზილატს.

სხვა ინგრედიენტები არის შემდეგი:

ჰიდროქსი პროპილ ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, იზოპროპილის სპირტი, მაგნიუმის სტეარატი

ჰერმეტული გარსი

ღვინის მჟავას გრანულები, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, იზოპროპილის სპირტი, მეთილენ ქლორიდი, ტალკი

კაფსულის ზომა

75 მგ-ისთვის

"2" ზომის კაფსულა თეთრი გაუმჭვირვალე თავსახურით, რომელზეც აღბეჭდილია "MD" და თეთრი გაუმჭვირვალე კორპუსით, რომელზეც აღბეჭდილია "75" შავი მელნით.

ბ) დაბიფიბის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

დაბიფიბი 75

თეთრიდან ღია ყვითლამდე ფერის დაპრესილი მარცვლოვანი ფხვნილის ნარევი, გრანულებით შევსებულია „2“ ზომის კაფსულა თეთრი გაუმჭვირვალე თავსახურით, რომელზეც აღბეჭდილია "MD" და თეთრი გაუმჭვირვალე კორპუსით, რომელზეც აღბეჭდილია "75" შავი მელნით.

შეფუთვის შიგთავსი - 10 დეზიფლექსის ბლისტერული შეფუთვა. 3 ბლისტერი პაციენტისთვის განკუთვნილი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებული მუყაოს კოლოფში.

გ) მარკეტინგის ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი:

მარკეტინგის ნებართვის მფლობელი

შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 250 C-ზე.

მოცემული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფსა და ბლისტერზე ან ბოთლზე წარწერა “ვარგისია”-ს შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ბლისტერი: ინახება ორიგინალ შეფუთვაში ტენისგან დაცვის მიზნით.

არ გადააგდოთ პრეპარატები საკანალიზაციო მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. რჩევისთვის მიმართეთ ფარმაცევტს უსარგებლო პრეპარატების უტილიზაციასთან დაკავშირებით. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტითრომბოზული საშუალებები, თრომბინის პირდაპირი ინჰიბიტორები.

ათქ კოდი: B01AE07.

მოქმედების მექანიზმი

დაბიგატრანის ეტექსილატი არის მცირე მოლეკულური პრო-წამალი, რომელიც არ ავლენს რაიმე ფარმაკოლოგიურ აქტივობას. პერორალურად მიღების შემდეგ, დაბიგატრანის ეტექსილატი სწრაფად აბსორბირდება და გარდაიქმნება დაბიგატრანად პლაზმაში და ღვიძლში ესტერაზათი კატალიზირებული ჰიდროლიზის შედეგად. დაბიგატრანი არის ძლიერი, კონკურენტული, შექცევადი პირდაპირი თრომბინის ინჰიბიტორი და წარმოადგენს მთავარ აქტიურ პრინციპს პლაზმაში.

რადგანაც თრომბინი (სერინის პროტეაზა) იძლევა ფიბრინოგენის ფიბრინად გარდაქმნის საშუალებას კოაგულაციის კასკადის დროს, მისი ინჰიბირება ხელს უშლის თრომბის განვითარებას. დაბიგატრანი აინჰიბირებს თავისუფალ თრომბინს, ფიბრინთან დაკავშირებულ თრომბინს და თრომბინით ინდუცირებულ თრომბოციტების აგრეგაციას.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ცხოველებზე in vivo და ex vivo კვლევებმა აჩვენა დაბიგატრანის ანტითრომბოზული ეფექტურობა და ანტიკოაგულანტული აქტივობა ინტრავენურად შეყვანის შემდეგ და დაბიფიბის პერორალურად მიღების შემდეგ თრომბოზის სხვადასხვა ცხოველების მოდელებში.

არსებობს აშკარა კორელაცია პლაზმაში დაბიგატრანის კონცენტრაციასა და ანტიკოაგულანტული ეფექტის ხარისხს შორის II ფაზის კვლევებზე დაყრდნობით. დაბიგატრანი ახანგრძლივებს თრომბინის დროს (TT), ECT და aPTT-ს.

კალიბრირებული რაოდენობრივი განზავებული TT (dTT) ტესტი იძლევა დაბიგატრანის პლაზმური კონცენტრაციის შეფასებას, რომელიც შეიძლება შედარდეს დაბიგატრანის მოსალოდნელ კპლაზმურ ონცენტრაციებს. როდესაც კალიბრირებული dTT ანალიზი იძლევა დაბიგატრანის პლაზმური კონცენტრაციის შედეგს რაოდენობრივ ზღვარზე ან მასზე დაბლა, მიზანშეწონილია კოაგულაციის დამატებითი ანალიზები, როგორიცაა TT, ECT ან aPTT.

ECT-ს შეუძლია უზრუნველყოს პირდაპირი თრომბინის ინჰიბიტორების აქტივობის პირდაპირი შეფასება.

aPTT ტესტი ფართოდ ხელმისაწვდომია და იძლევა დაბიგატრანის ანტიკოაგულაციის ინტენსივობის დაახლოებით მაჩვენებელს. თუმცა, aPTT აქვს შეზღუდული მგრძნობიარობა და არ არის შესაფერისი ანტიკოაგულაციური ეფექტის ზუსტი რაოდენობრივი განსაზღვრისთვის, განსაკუთრებით დაბიგატრანის მაღალი პლაზმური კონცენტრაციების დროს. მიუხედავად იმისა, რომ მაღალი aPTT მნიშვნელობები უნდა იქნას ინტერპრეტირებული სიფრთხილით, მაღალი aPTT მნიშვნელობა მიუთითებს, რომ პაციენტი ანტიკოაგულირებულია.

ზოგადად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ანტიკოაგულანტული მოქმედების ეს შეფასებები შეიძლება ასახავდეს დაბიგატრანის დონეს და შეიძლება მოგვაწოდოს სახელმძღვანელო მითითებები სისხლდენის რისკის შესაფასებლად, მაგ., დაბიგატრანის დაბალი დონის 90-ე პროცენტულის გადაჭარბება ან კოაგულაციის ანალიზი, როგორიცაა aPTT, გაზომილი უმაღლეს დონეზე (aPTT-ს ზღურბლები იხილეთ 4.4 პუნქტში, მე-6 ცხრილში) ითვლება დაკავშირებულად სისხლდენის გაზრდილ რისკთან.

VTE-ის პირველადი პრევენცია ორთოპედიულ ქირურგიაში

დაბიგატრანის სტაბილურ მდგომარეობის (მე-3 დღის შემდეგ) საშუალო გეომეტრიული პიკური კონცენტრაცია პლაზმაში, გაზომილი დაახლოებით 2 საათის შემდეგ 220 მგ დაბიფიბის გამოყენებიდან, იყო 70.8 ნგ/მლ, დიაპაზონით 35,2-162 ნგ/მლ (25-ე 75-ე პროცენტული დიაპაზონი). დაბიგატრანის საშუალო გეომეტრიული ნარჩენი კონცენტრაცია, რომელიც იზომება დოზირების ინტერვალის ბოლოს (ანუ 220 მგ დაბიგატრანის დოზიდან 24 საათის შემდეგ), იყო საშუალოდ 22.0 ნგ/მლ, დიაპაზონით 13.0-35.7 ნგ/მლ (25-ე 75-ე პროცენტული დიაპაზონი).

სპეციალურ კვლევაში ექსკლუზიურად თირკმელების ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი, CrCL 30-50 მლ/წთ), რომლებსაც მკურნალობდნენ დაბიფიბით 150 მგ დღეში, დაბიგატრანის საშუალო გეომეტრიული კონცენტრაცია, გაზომილი დოზირების ინტერვალის ბოლოს, იყო საშუალოდ 47.5 ნგ/მლ, დიაპაზონით 29,6 - 72,2 ნგ/მლ (25-ე -75-ე პროცენტული დიაპაზონი).

პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ VTE-ს პრევენციისათვის ბარძაყის ან მუხლის სახსრის ჩანაცვლების ოპერაციის შემდეგ 220 მგ დაბიგატრანის ეტექსილატით დღეში ერთჯერ,

დაბიგატრანის პლაზმური კონცენტრაციის 90-ე პროცენტი იყო 67 ნგ/მლ, გაზომილი მინიმალურ დონეზე (წინა დოზის მიღებიდან 20-28 საათის შემდეგ) (იხ. პუნქტი 4.4 და 4.9),

aPTT-ს 90-ე პროცენტი მინიმალურ დონეზე (წინა დოზის მიღებიდან 20-28 საათის შემდეგ) იყო 51 წამი, რაც ნორმის ზედა ზღვარზე 1.3-ჯერ მეტია.

ECT არ ყოფილა გაზომილი პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ VTE-ების პრევენციის მიზნით ბარძაყის ან მუხლის ჩანაცვლების ოპერაციის შემდეგ 220 მგ დაბიგატრანის ეტექსილატით დღეში ერთხელ.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

ეთნიკური წარმომავლობა

კლინიკურად მნიშვნელოვანი ეთნიკური განსხვავებები კავკასიელ, აფროამერიკელ, ესპანელ, იაპონელ ან ჩინელ პაციენტებს შორის არ დაფიქსირდა.

სახსრის ჩანაცვლების მასშტაბური ოპერაციის შემდეგომი VTE პროფილაქტიკის კლინიკური კვლევები

2 ფართომასშტაბიან, რანდომიზირებულ, პარალელურ- ჯგუფიან, ორმაგად ბრმა, დოზის დამადასტურებელ კვლევაში, პაციენტებმა, რომლებსაც უტარდებოდათ ელექტიური მასშტაბური ორთოპედიული ოპერაცია (ერთი კვლევა მუხლის ჩანაცვლების ოპერაციებზე და ერთი-ბარძაყის ჩანაცვლების ოპერაციებზე) მიიღეს 75 მგ ან 110 მგ დაბიგატრანის ეტექსილატი ოპერაციიდან 1-4 საათის განმავლობაში, რასაც შემდეგომ მოჰყვებოდა 150 მგ ან 220 მგ ერთხელ დღეში, სადაც უზრუნველყოფილი იქნა ჰემოსტაზი, ან ენოქსაპარინი 40 მგ ოპერაციის წინა დღეს და შემდგომ ყოველდღიურად.

RE-MODEL კვლევაში (მუხლის ჩანაცვლება) მკურნალობა ჩატარდა 6-10 დღის განმავლობაში, და RENOVATE კვლევაში (ბარძაყის ჩანაცვლება) დღის განმავლობაში. სულ უმკურნალეს შესაბამისად 2,076 პაციენტს (მუხლი) და 3,494 პაციენტს (ბარძაყი).

საერთო VTE-ის (ფილტვის არტერიის ემბოლიის (PE) ჩათვლით), პროქსიმალური და დისტალური ღრმა ვენების თრომბოზი (DVT), სიმპტომატური თუ ასიმპტომური, გამოვლენილი რუტინული ვენოგრაფიით) და ყველა მიზეზის გამო სიკვდილიანობის ერთობლიობა წარმოადგენდა პირველად საბოლოო წერტილს ორივე კვლევისთვის. სერიოზული VTE (მათ შორის PE და პროქსიმალური DVT, სიმპტომატური თუ ასიმპტომური, გამოვლენილი რუტინული ვენოგრაფიით) და VTE-თან დაკავშირებული სიკვდილიანობის ერთობლიობა წარმოადგენდა მეორად საბოლოო წერტილს და ითვლება უკეთეს კლინიკურ მნიშვნელობად.

ორივე კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ 220 მგ და 150 მგ დაბიფიბის ანტითრომბოზული ეფექტი სტატისტიკურად არ ჩამოუვარდებოდა ენოქსაპარინს საერთო VTE-ს და ყველა მიზეზით სიკვდილიანობის მხრივ. სერიოზული VTE და VTE-თან დაკავშირებული სიკვდილიანობის ინციდენტობა 150 მგ დოზაზე იყო ოდნავ უარესი ენოქსაპარინთან შედარებით (მე- 19 ცხრილი). უკეთესი შედეგები დაფიქსირდა 220 მგ დოზაზე, სადაც სერიოზული VTE-ის წერტილის შეფასება ოდნავ უკეთესი იყო ენოქსაპარინთან შედარებით (მე- 19 ცხრილი).

კლინიკური კვლევები ჩატარდა 65 წელზე მეტი საშუალო ასაკის პაციენტებში. არ აღინიშნა განსხვავებები მე-3 ფაზის კლინიკურ კვლევებში ეფექტურობისა და უსაფრთხოების მონაცემების მხრივ მამაკაცებსა და ქალებს შორის. RE-MODEL-ისა და RE-NOVATE-ის პაციენტების შესწავლილ პოპულაციაში (ემკურნალა 5,539 პაციენტს), 51%-ს აღენიშნებოდა თანმხლები ჰიპერტენზია, 9%-ს თანმხლები დიაბეტი, 9%-ს თანმხლები კორონარული დაავადება და 20%-ს ჰქონდა ვენური უკმარისობა ანამნეზში. არცერთი ამ დაავადების შემთხვევაში არ გამოვლინდა გავლენა დაბიგატრანის ეფექტებზე VTE-ს პრევენციაზე ან სისხლდენის სიხშირეზე.

სერიოზული VTE და VTE -თან დაკავშირებული სიკვდილიანობის საბოლოო წერტილის მონაცემები იყო ერთგვარი პირველადი ეფექტურობის საბოლოო წერტილის მხრივ და მოცემულია მე-13 ცხრილში.

საერთო VTE-სა და ყველა მიზეზით სიკვდილიანობის საბოლოო წერტილის მონაცემები მოცემულია მე-14 ცხრილში.

სერიოზული სისხლდენის საბოლოო წერტილების მონაცემები მოცემულია ქვემოთ 15-ე ცხრილში.

ცხრილი 13: სერიოზული VTE და VTE -თან დაკავშირებული სიკვდილიანობის ანალიზი მკურნალობის პერიოდში RE-MODEL და RE-NOVATE ორთოპედიული ქირურგიის კვლევებში

კვლევა

დაბიფიბი 220 მგ

დაბიფიბი 150 მგ

ენოქსაპარინი 40 მგ

RE-NOVATE (ბარძაყი)

#

909

888

917

ინციდენტობები (%)

28 (3.1)

38 (4.3)

36 (3.9)

რისკის თანაფარდობა ენოქსაპარინის მიმართ

  • 78
  • 09

95 % Cl

  • 48, 1.27
  • 70, 1.70

RE-MODEL (მუხლი)

#

506

527

511

ინციდენტობები (%)

13 (2.6)

20 (3.8)

18 (3.5)

რისკის თანაფარდობა ენოქსაპარინის მიმართ

  • 73
  • 08

95 % Cl

  • 36, 1.47
  • 58, 2.01

ცხრილი 14: საერთო VTE-ის და ყველა მიზეზით სიკვდილისანობის ანალიზი მკურნალობის პერიოდში RE-NOVATE და RE-MODEL ორთოპედიული ქირურგიის კვლევებში

კვლევა

დაბიფიბი 220 მგ

დაბიფიბი 150 მგ

ენოქსაპარინი 40 მგ

RE-NOVATE (ბარძაყი)

#

880

874

897

ინციდენტობები (%)

53 (6.0)

75 (8.6)

60 (6.7)

რისკის თანაფარდობა ენოქსაპარინის მიმართ

  • 9
  • 28

95 % Cl

(0.63, 1.29)

(0.93, 1.78)

RE-MODEL (მუხლი)

#

503

526

512

ინციდენტობები (%)

183 (36.4)

213 (40.5)

193 (37.7)

რისკის თანაფარდობა ენოქსაპარინის მიმართ

  • 97
  • 07

95 % Cl

(0.82, 1.13)

(0.92, 1.25)

ცხრილი 15: სერიოზული სისხლდენის მოვლენები (MBE) მკურნალობის მიხედვით ცალკეულ RE-MODEL-ში და RE-NOVATE კვლევებში

კვლევა

დაბიფიბი 220 მგ

დაბიფიბი 150 მგ

ენოქსაპარინი 40 მგ

RE-NOVATE (ბარძაყი)

ნამკურნალევი პაციენტების #

1,146

1,163

1,154

MBE -ს რაოდენობა N(%)

23 (2.0)

15 (1.3)

18 (1.6)

RE-MODEL (მუხლი)

ნამკურნალევი პაციენტების #

679

703

694

MBE -ს რაოდენობა N(%)

10 (1.5)

9 (1.3)

9 (1.3)

კლინიკური კვლევები თრომბოემბოლიის პრევენციისათვის გულის სარქველების პროთეზის მქონე პაციენტებში.

II ფაზის კვლევამ შეისწავლა დაბიგატრანის ეტექსილატი და ვარფარინი სულ 252 პაციენტში, რომლებსაც ბოლო დროს ჩაუტარდათ მექანიკური სარქვლით ჩანაცვლების ოპერაცია (ანუ იმ დროისათვის იმყოფებოდნენ საავადმყოფოში) და პაციენტებში, რომლებსაც ბოლო დროს ჩაუტარდათ მექანიკური სარქვლით ჩანაცვლების ოპერაცია სამ თვეზე მეტი ხნის წინ. უფრო მეტი თრომბოემბოლიური მოვლენა (ძირითადად ინსულტი და სიმპტომური/ასიმპტომური სარქვლის პროთეზის თრომბოზი) და მეტი სისხლდენის მოვლენები დაფიქსირდა დაბიგატრანის ეტექსილატზე ვარფარინთან შედარებით. ადრეულ პოსტოპერაციულ პაციენტებში სერიოზული სისხლდენა გამოვლინდა უპირატესად ჰემორაგიული პერიკარდიული სითხის სახით, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებმაც დაიწყეს დაბიგატრანის ეტექსილატი ადრეულად (ანუ მე-3 დღეს) გულის სარქვლის ჩანაცვლების ოპერაციის შემდეგ (იხ. პუნქტი 4.3).

პედიატრიული პოპულაცია

კლინიკური კვლევები VTE პროფილაქტიკაში მასშტაბური მუხლის ჩანაცვლების ოპერაციის შემდეგ

ევროპის მედიკამენტების სააგენტომ უარი თქვა დაბიგატრანის ეტექსილატის კვლევების შედეგების წარდგენის ვალდებულებაზე თრომბოემბოლიური მოვლენების პრევენციის მიზნით პედიატრიულ პოპულაციაში VTE-ს პირველადი პრევენციის ჩვენებით პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ ბარძაყის ტოტალური ჩანაცვლების ელექტიური ოპერაცია ან მუხლის ტოტალური ჩანაცვლების ოპერაცია (იხ. პუნქტი 4.2 პედიატრიული გამოყენების შესახებ ინფორმაციისთვის).

VTE-ს მკურნალობა და მორეციდივე VTE-ის პრევენცია პედიატრიულ პაციენტებში DIVERSITY კვლევა ჩატარდა დაბიგატრანის ეტექსილატის ეფექტურობისა და უსაფრთხოების დემონსტრირებისთვის, სტანდარტულ მკურნალობასთან (SOC) შედარებით VTE-ის სამკურნალოდ დაბადებიდან 18 წლამდე ასაკამდე პედიატრიულ პაციენტებში. კვლევა შემუშავებული იყო, როგორც ღია, რანდომიზირებული, პარალელურ-ჯგუფური, არანაკლები ეფექტურობის კვლევა. ჩარიცხული პაციენტები რანდომიზირებული იყვნენ 2:1 სქემის მიხედვით დაბიგატრანის ეტექსილატის ასაკის შესაბამისი ფორმულაციების მიმართ (კაფსულები, გარსიანი გრანულები ან პერორალური ხსნარი) (დოზები კორექტირებულია ასაკისა და წონის მიხედვით) ან SOC-ის მიმართ, რომელიც შედგებოდა დაბალმოლეკულური წონიანი ჰეპარინებისგან (LMWH) ან K ვიტამინის ანტაგონისტების მიმართ (VKA) ან ფონდაპარინუქსის მიმართ (1 პაციენტი 12 წლის ასაკით). პირველადი საბოლოო წერტილი იყო პაციენტების ერთობლივი საბოლოო წერტილი თრომბის სრული ალაგებით, მორეციდივე VTE-ს გარეშე და VTE-თან დაკავშირებული სიკვდილიანობის გარეშე. გამორიცხვის კრიტერიუმები მოიცავდა აქტიურ მენინგიტს, ენცეფალიტს და ინტრაკრანიალურ აბსცესს.

სულ რანდომიზირებული იყო 267 პაციენტი. მათგან 176 პაციენტს მკურნალობდნენ დაბიფიბით და 90 პაციენტი SOC-ის მიხედვით (1 რანდომიზებული პაციენტი არ იყო ნამკურნალები). 168 პაციენტი იყო 12-დან 18 წლამდე ასაკის, 64 პაციენტი 2-დან 12 წლამდე ასაკის, ხოლო 35 პაციენტი 2 წლამდე ასაკის.

267 რანდომიზებული პაციენტიდან, 81 პაციენტი (45.8%) დაბიგატრანის ეტექსილატის ჯგუფში და 38 პაციენტი (42.2%) SOC-ის ჯგუფში აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს ერთობლივი პირველადი საბოლოო წერტილისთვის. (თრომბის სრული ალაგება, მორეციდივე VTE-ის გარეშე და სიკვდილიანობასთან დაკავშირებული VTE-ის გარეშე). შესაბამისი მაჩვენებლის სხვაობამ აჩვენა დაბიგატრანის ეტექსილატის არანაკლები ეფექტურობა SOC-ის მიმართ. თანმიმდევრული შედეგები ასევე დაფიქსირდა ზოგადად ქვეჯგუფებში: არ აღინიშნა მნიშვნელოვანი განსხვავებები მკურნალობის ეფექტის მხრივ ქვეჯგუფებში ასაკის, სქესის, რეგიონის და გარკვეული რისკ-ფაქტორების არსებობის მიხედვით. სამ სხვადასხვა ასაკობრივ ფენაში პაციენტების პროპორციები, რომლებიც აკმაყოფილებდნენ პირველადი ეფექტურობის საბოლოო წერტილს დაბიგატრანის ეტექსილატისა და SOC-ის ჯგუფებში, შესაბამისად, იყო 13/22 (59.1%) და 7/13 (53.8%) დაბადებიდან <2 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის, 21/43 (48.8%) და 12/21 (57.1%) 2-დან <12 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის და 47/112 (42.0%) და 19/56 (33.9%) 12-დან <18 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის.

დადგენილი სერიოზული სისხლდენა დაფიქსირდა 4 პაციენტში (2.3%) დაბიგატრანის ეტექსილატის ჯგუფში და 2 პაციენტში (2.2%) SOC ჯგუფში. არ აღინიშნა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება პირველ სერიოზულ სისხლდენის მოვლენამდე დროის მხრივ. ოცდათვრამეტ პაციენტს (21.6%) დაბიგატრანის ეტექსილატის ჯგუფში და 22 პაციენტს (24.4%) SOC-ის ჯგუფში ჰქონდათ ნებისმიერი დადგენილი სისხლდენის მოვლენა, მათი უმეტესობა კატეგორიზირებული იყო როგორც მცირე. დადგენილი სერიოზული სისხლდენის მოვლენის (MBE) ან კლინიკურად რელევანტური არა-სერიოზული (CRNM) სისხლდენის კომბინირებული საბოლოო წერტილი (მკურნალობის პერიოდში) აღინიშნა 6 (3.4%) პაციენტში დაბიგატრანის ეტექსილატის ჯგუფში და 3 (3.3%) პაციენტში SOC-ის ჯგუფში.

ღია, ერთ-მკლავიანი უსაფრთხოების პერსპექტიული კოჰორტული, მრავალცენტრიანი, III ფაზის კვლევა (1160.108) ჩატარდა დაბიგატრანის ეტექსილატის უსაფრთხოების შესაფასებლად მორეციდივე VTE-ის პრევენციისათვის დაბადებიდან 18 წლამდე ასაკის პედიატრიულ პაციენტებში. პაციენტებს, რომლებსაც ესაჭიროებოდათ შემდგომი ანტიკოაგულაცია კლინიკური რისკ-ფაქტორის არსებობის გამო დადასტურებული VTE-ის საწყისი მკურნალობის დასრულების შემდეგ (მინიმუმ 3 თვის განმავლობაში) ან DIVERSITY კვლევის დასრულების შემდეგ, მიეცათ კვლევაში ჩართვის ნება. დაშვებული პაციენტები იღებდნენ ასაკისა და წონის მიხედვით კორექტირებულ დოზებს დაბიგატრანის ეტექსილატის ასაკის შესაბამისი ფორმულაციებით (კაფსულები, შემოგარსული გრანულები ან პერორალური ხსნარი) კლინიკური რისკ-ფაქტორების გაქრობამდე, ან მაქსიმუმ 12 თვემდე. კვლევის პირველადი საბოლოო წერტილები მოიცავდა VTE-ის რეციდივს, სერიოზული და მცირე სისხლდენის მოვლენებს და სიკვდილიანობას (საერთო და დაკავშირებული თრომბოზულ ან თრომბოემბოლიურ მოვლენებთან) 6 და 12 თვეში. შედეგების მოვლენები განიხილებოდა დამოუკიდებელი ბრმა განმხილველი კომიტეტის მიერ.

საერთო ჯამში, კვლევაში შევიდა 214 პაციენტი; მათ შორის 162 პაციენტი 1-ელ ასაკობრივ ფენაში (12-დან 18 წლამდე ასაკის), 43 პაციენტი მე-2 ფენაში (2-დან 12 წლამდე ასაკის) და 9 პაციენტი მე-3 ფენაში (დაბადებიდან 2 წლამდე ასაკის). მკურნალობის პერიოდის განმავლობაში, 3 პაციენტს (1.4%) აღენიშნებოდა შეფასებული და დადასტურებული მორეციდივე VTE მკურნალობის დაწყებიდან პირველი 12 თვის განმავლობაში. მკურნალობის პერიოდში შეფასებული და დადასტურებული სისხლდენის მოვლენები დაფიქსირდა 48 პაციენტში (22.5%) პირველი 12 თვის განმავლობაში. სისხლდენის შემთხვევების უმეტესობა იყო მცირე. 3 პაციენტში (1.4%) შეფასებული და დადასტურებული კლინიკურად რელევანტური არა-სერიოზული (CRNM) სისხლდენის მოვლენა აღინიშნა პირველი 12 თვის განმავლობაში. მკურნალობის პერიოდში სიკვდილი არ დაფიქსირებულა. მკურნალობის პერიოდში 3 პაციენტს (1.4%) განუვითარდა პოსტ-თრომბოზული სინდრომი (PTS) ან აღენიშნათ PTS-ის გაუარესება პირველი 12 თვის განმავლობაში.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

პერორალურად მიღების შემდეგ დაბიფიბი სწრაფად და მთლიანად გარდაიქმნება დაბიგატრანად, რომელიც წარმოადგენს აქტიურ ფორმას პლაზმაში. პრო-წამლის დაბიგატრანის ეტექსილატის დაშლა ესტერაზით კატალიზებული ჰიდროლიზითს გზით აქტიურ ძირითად დაბიგატრანამდე წარმოადგენს უპირატეს მეტაბოლურ რეაქციას. დაბიგატრანის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დაბიფიბის პერორალურად მიღების შემდეგ იყო დაახლოებით 6.5 %.

ჯანმრთელ მოხალისეებში დაბიფიბის პერორალურად მიღების შემდეგ, დაბიგატრანის ფარმაკოკინეტიკური პროფილი პლაზმაში ხასიათდება პლაზმური კონცენტრაციების სწრაფი ზრდით, სადაც Cmax მიიღწევა მიღებიდან 0,5 და 2,0 საათის განმავლობაში. აბსორბცია

კვლევამ, რომელმაც შეაფასა დაბიფიბის პოსტ-ოპერაციული აბსორბცია ოპერაციიდან 1-3 საათის შემდეგ, აჩვენა შედარებით ნელი აბსორბცია ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით, რაც აჩვენებს გლუვ პლაზმურ კონცენტრაცია- დროის პროფილს პლაზმაში მაღალი პიკური კონცენტრაციების გარეშე. პლაზმური კონცენტრაციის პიკი მიიღწევა მიღებიდან 6 საათის შემდეგ პოსტოპერაციულ პერიოდში ხელშემწყობი ფაქტორების გამო, როგორიცაა ანესთეზია, კუჭ-ნაწლავის პარეზი და ქირურგიული ეფექტები, რომლებიც არ არის დამოკიდებული პერორალური სამკურნალო პროდუქტის ფორმულაციაზე. შემდგომმა კვლევამ აჩვენა, რომ ნელი და დაყოვნებული აბსორბცია როგორც წესი, აღინიშნება მხოლოდ ოპერაციის დღეს. მომდევნო დღეებში დაბიგატრანის აბსორბცია სწრაფია და პლაზმური კონცენტრაციის პიკი მიიღწევა სამკურნალო პროდუქტის მიღებიდან 2 საათში.

საკვები არ ახდენს გავლენას დაბიფიბის ბიოშეღწევადობაზე, მაგრამ 2 საათით აყოვნებს დროს მაქსიმალურ პლაზმურ კონცენტრაციამდე.

Cmax და AUC იყო დოზის პროპორციული.

პერორალური ბიოშეღწევადობა შეიძლება გაიზარდოს 75%-ით ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ და 37%-ით სტაბილურ მდგომარეობაში ეტალონური კაფსულის ფორმულაციასთან შედარებით, როდესაც პელეტები მიიღება ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზის (HPMC) კაფსულის გარსის გარეშე. აქედან გამომდინარე, HPMC კაფსულების მთლიანობა ყოველთვის უნდა იყოს შენარჩუნებული კლინიკური გამოყენებისას, რათა თავიდან იქნას აცილებული დაბიფიბის უნებლიედ გაზრდილი ბიოშეღწევადობა (იხ. პუნქტი 4.2).

განაწილება

დაფიქსირდა დაბიგატრანის დაბალი (34-35 %) კონცენტრაცია, რომელიც არ არის დამოკიდებული დაბიგატრანის ადამიანის პლაზმის ცილებთან კავშირზე. დაბიგატრანის განაწილების მოცულობა 60-70 ლ აღემატებოდა სხეულში წყლის მთლიან მოცულობას, რაც მიუთითებს დაბიგატრანის ზომიერ დისტრიბუციაზე ქსოვილებში.

ბიოტრანსფორმაცია

დაბიგატრანის მეტაბოლიზმი და ექსკრეცია შესწავლილი იყო რადიოიზოტოპით მონიშნული დაბიგატრანის ერთჯერადი ინტრავენური დოზის შემდეგ ჯანმრთელ მამაკაც სუბიექტებში. დოზის ინტრავენურად შეყვანის შემდეგ, დაბიგატრანიდან წარმოქმნილი რადიოაქტიურობა გამოიყოფოდა ძირითადად შარდით (85%). ფეკალიებით გამოიყოფოდა შეყვანილი დოზის 6%-ს. მთლიანი რადიოაქტიურობის გამოყოფა ხდებოდა შეყვანილი დოზის 88-94%-ის დიაპაზონში დოზის შეყვანიდან 168 საათის შემდეგ.

დაბიგატრანი ექვემდებარება კონიუგაციას, რითაც წარმოქმნის ფარმაკოლოგიურად აქტიურ აცილგლუკურონიდებს. არსებობს ოთხი პოზიციური იზომერი, 1-O, 2- O, 3- O, და 4-O -აცილგლუკურონიდები, რომელთაგან თითოეულზე მოდის პლაზმაში მთლიანი დაბიგატრანის 10%-ზე ნაკლები. სხვა მეტაბოლიტების კვალი აღმოჩენადი იყო მხოლოდ ძალიან მგრძნობიარე ანალიტიკური მეთოდებით. დაბიგატრანი გამოიყოფა ძირითადად უცვლელი სახით შარდით, დაახლოებით 100 მლ/წთ სიჩქარით, რაც შეესაბამება გლომერულური ფილტრაციის სიჩქარეს.

ელიმინაცია

დაბიგატრანის პლაზმური კონცენტრაცია აჩვენებდა ბიექსპონენციალურ დაქვეითებას, საშუალო ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდით 11 სთ ჯანმრთელ ხანდაზმულ სუბიექტებში. მრავალჯერადი დოზის მიღების შემდეგ დაფიქსირდა ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 12-14 საათი. ნახევარგამოყოფის პერიოდი არ იყო დოზაზე დამოკიდებული. თირკმელების ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება, როგორც ეს ნაჩვენებია 16-ე ცხრილში. სპეციალური პოპულაციები

თირკმლის უკმარისობა

I ფაზის კვლევებში დაბიგატრანის ექსპოზიცია (AUC) დაბიგატრნატის ეტექსილატის პერორალურად მიღების შემდეგ დაახლოებით 2,7-ჯერ მეტია თირკმლის ზომიერი უკმარისობის მქონე (CrCL შორის 30 და 50 მლ/წთ-ს შორის) მოზრდილ მოხალისეებში, ვიდრე სუბუექტებში თირკმლის უკმარისობის გარეშე.

თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე (CrCL 10-30 მლ/წთ) მოზრდილი მოხალისეების მცირე რაოდენობაში დაბიგატრანის ექსპოზიცია (AUC) იყო დაახლოებით 6-ჯერ მეტი, ,ხოლო ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 2-ჯერ მეტი, ვიდრე ეს დაფიქსირდა თირკმლის უკმარისობის გარეშე პოპულაციაში (იხ. პუნქტები 4.2, 4.3. და 4.4).

ცხრილი 16: მთლიანი დაბიგატრანის ნახევარგამოყოფის პერიოდი ჯანმრთელ სუბიექტებში და თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე სუბიექტებში.

გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე

(CrCL,) [მლ/წთ]

საშუალო g (gCV%; დიაპაზონი)

ნახევარგამოყოფის პერიოდი [სთ]

> 80

  • .4 (25.7%; 11.0-21.6)

≥50-<80

  • 3 (42.7%; 11.7-34.1)

≥30-<50

  • 4 (18.5%; 13.3-23.0)

<30

  • 2 (15.3 %; 21.6-35.0)

გარდა ამისა, დაბიგატრანის ექსპოზიცია (მინიმალური და პიკური) შეფასებული იყო პერსპექტიულ ღია რანდომიზებულ ფარმაკოკინეტიკურ კვლევაში NVAF პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით (განისაზღვრება როგორც კრეატინინის კლირენსი [CrCl] 15-30 მლ/წთ), რომლებიც იღებდნენ დაბიგატრანის ეტექსილატს 75 მგ ორჯერ დღეში.

ამ რეჟიმმა გამოიწვია გეომეტრიული საშუალო ნარჩენი კონცენტრაცია 155 ნგ/მლ (g CV -76,9 %), რომელიც შეფასდა უშუალოდ მომდევნო დოზის მიღებამდე, და გეომეტრიული საშუალო პიკური კონცენტრაცია 202 ნგ/მლ (g CV -70,6 %), რომელიც შეფასდა ბოლო დოზის მიღებიდან ორი საათის შემდეგ.

დაბიგატრანის ჰემოდიალიზით კლირენსი გამოკვლეული …

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

დაბიფიბი 75, კაფსულები 75 მგ, დაბიგატრანის ეტექსილატი

მედიკამენტის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ გამოყენების ინსტრუქცია, შესაძლოა კვლავ წარმოიშვას მისი გაცნობის საჭიროება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი დაგენიშნათ თქვენ ინდივიდუალურად. ნუ გადასცემთ მას მესამე პირს. პრეპარატმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს მათ იმისდამიუხედავათ თუ თქვენი სიმპტომები მსგავსია.

თუ აღგენიშნათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. იმ გვერდითი მოვლენების ჩათვლით რომელიც არ არის მითითებული ამ გამოყენების ინსტრუქციაში. იხლიეთ პარაგრაფი 4.

რას შეიცავს წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია: 1. რა არის დაბიფიბი და რისთვის გამოიყენება ის. 2. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება დაბიფიბის გამოყენებამდე. 3. როგორ მიიღება დაბიფიბი. 4. მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები 5. როგორ შევინახოთ დაბიფიბი.

  • შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.
  • რა არის დაბიფიბი და რისთვის გამოიყენება ის

დაბიფიბი შეიცავს აქტიურ ნივთიერება დაბიგატრანის ეტექსილატს და მიეკუთვნება ანტიკოაგულანტების ჯგუფის პრეპარატებს. პრეპარატი მოქმედებს იმ ნივთიერების ბლოკირებით ორგანიზმში, რომელიც მონაწილეობს თრომბების წარმოქმნაში.

დაბიფიბი გამოიყენება მოზრდილებში:

  • ვენებში თრომბების წარმოქმნის პრევენციისთვის მუხლის ან მენჯ-ბარძაყის სახსრის ჩანაცვლების ოპერაციის შემდეგ.

დაბიფიბი გამოიყენება ბავშვებში:

  • თრომბების სამკურნალოდ და თრომბების განმეორებითი წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის.
  • რა უნდა იცოდეთ დაბიფიბის მიღებამდე

არ მიიღოთ დაბიფიბი თუ:

  • გაქვთ ალერგია დაბიგატრანის ეტექსილატის ან ამ პრეპარატში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ (ჩამონათვალი წარმოდგენილია მე-6 პუნქტში);
  • გაქვთ თირკმელების ფუნქციის მკვეთრი დაქვეითება.
  • გაქვთ აქტიური სისხლდენა;
  • გაქვთ რომელიმე ორგანოს დაავადება, რომელიც ზრდის ძლიერი სისხლდენის განვითარების რისკს (მაგალითად კუჭის წყლული, თავის ტვინის დაზიანება ან სისხლჩაქცევა ტვინში, ბოლო პერიოდში გაკეთებული ოპერაცია თავის ტვინზე ან თვალებზე);
  • თუ გაქვთ სისხლდენის მომატებული რისკი. ეს შეიძლება იყოს თანდაყოლილი, უცნობი მიზეზით ან სხვა მედიკამენტების მიღებით გამოწვეული.
  • თუ იღებთ სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატებს (მაგ. ვარფარინი, რივაროქსაბანი, აპიქსაბანი ან ჰეპარინი), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხდება ანტიკოაგულანტული მკურნალობის შეცვლა, თუ გაქვთ ვენური ან არტერიული სისტემა და ამ სისტემით შეიყვანება ჰეპარინი მისი ღიად შენარჩუნების მიზნით ან გულისცემის დარეგულირების მიზნით კათეტერული აბლაციის პროცედურებით, წინაგულების ფიბრილაციის სამკურნალოდ.
  • თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება ან ღვიძლის დაავადება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ლეტალობა.
  • თუ იღებთ პერორალურ, სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პრეპარატებს კეტოკონაზოლს ან იტრაკონაზოლს.
  • თუ იღებთ პერორალურ ციკლოსპორინს, პრეპარატი რომელიც ხელს უშლის ორგანოების უარყოფას ტრანსპლანტაციის შემდეგ.
  • თუ იღებთ დრონედარონს, პრეპარატი რომელიც გამოიყენება არარეგულარული გულის რითმის სამკურნალოდ.
  • თუ იღებთ გლეკაპრევირისა და პიბრენტასვირის კომბინირებულ პროდუქტს, ანტივირუსულ პრეპარატი, რომელიც გამოიყენება C ჰეპატიტის სამკურნალოდ.
  • თუ გაქვთ გულის ხელოვნური სარქველი, რომელიც საჭიროებს სისხლის მუდმივ გათხელებას.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები:

დაბიფიბის მიღებადე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს. ამ პრეპარატით მკურნალობისას ასევე შესაძლოა საჭირო იყოს ექიმთან კონსულტაცია, თუ გაქვთ სიმპტომები ან გჭირდებათ ქირურგიული ჩარევა.

აცნობეთ ექიმს

თუ გაქვთ ან გქონდათ ჯანმრთელობის პრობლემა ან დაავადება, განსაკუთრებით შემდეგიდან რომელიმე:

  • თუ გაქვთ სისხლდენის გაზრდილი რისკი, მაგალითად:

ბოლო პერიოდში გქონდათ სისხლდენა.

თუ გასულ თვეს გაკეთებული გაქვთ ქსოვილის ქირურგიული ამოღება (ბიოფსია).

თუ გადაიტანეთ სერიოზული დაზიანება (მაგ. ძვლის მოტეხილობა, თავის ტრავმა ან რაიმე დაზიანება, რომელიც საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას).

თუ გაწუხებთ საყლაპავის ან კუჭის ანთება.

თუ გაქვთ საყლაპავში კუჭის წვენის ამოსვლის (რეფლუქსის) პრობლემა.

თუ იღებთ მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ სისხლდენის რისკი, იხილეთ „სხვა მედიკამენტები და დაბიფიბი“ ქვემოთ.

თუ იღებთ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, როგორიცაა დიკლოფენაკი, იბუპროფენი, პიროქსიკამი.

თუ გაწუხებთ გულის ინფექცია (ბაქტერიული ენდოკარდიტი).

თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ თირკმელების ფუნქციის დაქვეითება, ან გაწუხებთ დეჰიდრატაცია (სიმპტომები მოიცავს წყურვილის შეგრძნებას და მუქი ფერის (კონცენტრირებული)/ქაფიანი შარდის შემცირებული რაოდენობით გამოყოფას).

თუ ხართ 75 წელზე უფროსი ასაკის.

თუ ხართ ზრდასრული პაციენტი და იწონით 50 კგ ან ნაკლებს.

მხოლოდ ბავშვებში გამოყენების შემთხვევაში: თუ ბავშვს აქვს ინფექცია თავის ტვინში ან გარშემო.

  • თუ გქონდათ გულის შეტევა ან დაგიდგინდათ დაავადება, რომლებიც ზრდის გულის შეტევის რისკს.
  • თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება, რომელიც დაკავშირებულია ცვლილებებთან სისხლის ანალიზში. ამ შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული ყურადღება დაბიფიბის გამოყენებისას

  • თუ საჭიროებთ ოპერაციის გაკეთებას:

ამ შემთხვევაში დაგჭირდებათ დაბიფიბის დროებით შეწყვეტა, ოპერაციის დროს და დამთავრების შემდეგ უახლოეს მომავალში სისხლდენის რისკის გამო. ძალზე მნიშვნელოვანია დაბიფიბის მიღება ოპერაციამდე და მის შემდეგ ზუსტად იმ დროს, როგორც დაადგენს ექიმი.

  • თუ ოპერაცია მოითხოვს კათეტერიზაციას ან ინექციას ხერხემალში (მაგ. ეპიდურული ან სპინალური ანესთეზიისთვის ან ტკივილის შესამცირებლად):

ძალზე მნიშვნელოვანია დაბიფიბის მიღება ოპერაციამდე და მის შემდეგ ზუსტად ექიმის მიერ განსაზღვრულ დროს.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ აღგენიშნათ ფეხების დაბუჟება ან სისუსტე ან ნაწლავის ან შარდის ბუშტის პრობლემები ანესთეზიის დასრულების შემდეგ, რადგან საჭიროა სასწრაფო სამედიცინო ჩარევა.

  • თუ მკურნალობის დროს დაეცით ან მიიღეთ დაზიანება, განსაკუთრებით თუ დაარტყით თავი. საჭიროა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. შეიძლება საჭირო გახდეს ექიმის მიერ შემოწმება, რადგან შესაძლოა აღმოჩნდეთ სისხლდენის გაზრდილი რისკის ქვეშ.
  • თუ იცით, რომ გაქვთ დაავადება, სახელწოდებით ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი (იმუნური სისტემის დარღვევა, რომელიც იწვევს სისხლის შედედების მომატებულ რისკს), აცნობეთ ექიმს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას საჭიროა თუ არა მკურნალობის შეცვლა.

სხვა პრეპარატები და დაბიფიბი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, უახლოეს წარსულში იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი. კერძოდ, უნდა აცნობოთ ექიმს დაბიფიბის მიღებამდე, თუ იღებთ ქვემოთ მითითებულ რომელიმე პრეპარატს:

  • სისხლის შედედების შესამცირებელი პრეპარატები (მაგ. ვარფარინი, ფენპროკუმონი, აცენოკუმაროლი, ჰეპარინი, კლოპიდოგრელი, პრასუგრელი, ტიკაგრელორი, რივაროქსაბანი, აცეტილსალიცილის მჟავა);
  • სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი გამოიყენება მხოლოდ კანზე.
  • მედიკამენტები გულისცემის დარღვეული რითმის სამკურნალოდ (მაგ. ამიოდარონი, დრონედარონი, ქინიდინი, ვერაპამილი). თუ თქვენ იღებთ ამიოდარონის, ქინიდინის ან ვერაპამილის შემცველ მედიკამენტებს, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ გამოიყენოთ დაბიფიბის შემცირებული დოზა იმ დაავადების მიხედვით რისთვისაც პრეპარატი გაქვთ დანიშნული. იხილეთ აგრეთვე პარაგრაფი 3.
  • ტრანსპლანტაციის შემდეგ ორგანოთა უარყოფის პრევენციის სამკურნალო პრეპარატები (მაგ. ტაკროლიმუსი, ციკლოსპორინი).
  • გლეკაპრევირის და პიბრენტასვირის კომბინირებული პროდუქტი (ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება C ჰეპატიტის სამკურნალოდ)
  • ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები (მაგ. აცეტილსალიცილის მჟავა, იბუპროფენი, დიკლოფენაკი).
  • St. John’s wort (კრაზანა), მცენარეული პრეპარატი დეპრესიის სამკურნალოდ.
  • ანტიდეპრესანტები, სახელწოდებით სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები ან სეროტონინ-ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები.
  • რიფამპიცინი ან კლარითრომიცინი (ორი ანტიბიოტიკი).
  • შიდსის საწინააღმდეგო ვირუსული მედიკამენტები (მაგ. რიტონავირი)
  • ზოგიერთი მედიკამენტი ეპილეფსიის სამკურნალოდ (მაგ. კარბამაზეპინი, ფენიტოინი);

ორსულობა და ძუძუთი კვება

დაბიფიბის ზემოქმედება ორსულობაზე და არ დაბადებულ ბავშვზე ცნობილი არ არის. არ მიიღოთ ეს პრეპარატი ორსულობის პერიოდში გარდა იმ შემთხვევისა, თუ ექიმმა გითხრათ რომ ის უსაფრთხოა თქვენთვის. თუ ხართ რეპროდუქციული ასაკის ქალი, უნდა მოერიდოთ დაორსულებას დაბიფიბის მიღებისას.

დაბიფიბის მიღებისას არ კვებოთ ბავშვი ძუძუთი.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

არ არის ცნობილი ახდენს თუ არა დაბიფიბი გავლენას ავტოტრანსპორტის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

  • როგორ მიიღება დაბიფიბი

დაბიფიბი კაფსულების გამოყენება შეიძლება მოზრდილებში და 8 წლიდან ასაკის ბავშვებში, რომლებსაც შეუძლიათ კაფსულების მიღება მთლიანად.

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად მკურნალი ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს.

მიიღეთ დაბიფიბი შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ გაცემული რეკომენდაციის მიხედვით:

თრომბების წარმოქმნის პროფილაქტიკა მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრის ჩანაცვლების ოპერაციის შემდეგ.

რეკომენდებული დოზა არის 220 მგ ერთხელ დღეში (მიიღება 110 მგ-იანი 2 კაფსულის სახით).

თუ თირკმლის ფუნქცია დაქვეითებულია ნახევარზე მეტად ან თუ ხართ 75 წელზე მეტი ასაკის, რეკომენდებული დოზაა 150 მგ ერთხელ დღეში (მიიღება 75 მგ-იანი 2 კაფსულის სახით).

თუ იღებთ ამიოდარონის, ქინიდინის ან ვერაპამილის შემცველ მედიკამენტებს, რეკომენდებული დოზაა 150 მგ ერთხელ დღეში (მიიღება 75 მგ-იანი 2 კაფსულის სახით).

თუ იღებთ ვერაპამილის შემცველ მედიკამენტებს და თირკმელების ფუნქცია დაქვეითებულია ნახევარზე მეტად, უნდა მიიღოთ დაბიფიბი 75 მგ შემცირებული დოზით, რადგან შეიძლება გაიზარდოს სისხლდენის რისკი.

ორივე ტიპის ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში მკურნალობა არ უნდა დაიწყოს, თუ ადგილი აქვს ოპერაციის ადგილიდან სისხლდენას. თუ მკურნალობის დაწყება შეუძლებელია ოპერაციიდან მეორე დღემდე, მიღება უნდა დაიწყოს 2 კაფსულით დღეში ერთხელ.

მუხლის სახსრის შეცვლის ოპერაციის შემდეგ

დაბიფიბით მკურნალობა უნდა დაიწყოთ ოპერაციის დასრულებიდან 1-4 საათის განმავლობაში, ერთი კაფსულის მიღებით. ამის შემდეგ ორი კაფსულა დღეში ერთხელ, მიიღება სულ 10 დღის განმავლობაში.

მენჯ-ბარძაყის სახსრის შეცვლის ოპერაციის შემდეგ

დაბიფიბით მკურნალობა უნდა დაიწყოთ ოპერაციის დასრულებიდან 1-4 საათის განმავლობაში, ერთი კაფსულის მიღებით. ამის შემდეგ ორი კაფსულა დღეში ერთხელ, მიიღება სულ 28-35 დღის განმავლობაში.

თრომბების მკურნალობა და თრომბების განმეორების პროფილაქტიკა ბავშვებში

დაბიფიბი მიიღება ორჯერ დღეში, ერთი დოზა დილით და ერთი დოზა საღამოს, დაახლოებით ერთსადაიმავე დროს ყოველ დღე. დოზირების ინტერვალი უნდა იყოს მაქსიმალურად მიახლოვებული 12 საათს.

რეკომენდებული დოზა დამოკიდებულია წონასა და ასაკზე. მკურნალი ექიმი განსაზღვრავს ზუსტ დოზას. მკურნალ ექიმს შეუძლია დაარეგულიროს დოზა მკურნალობის პროგრესირებიდან გამომდინარე. გააგრძელეთ ყველა სხვა მედიკამენტის გამოყენება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ექიმი გეტყვით, რომ შეწყვიტოთ რომელიმე პრეპარატის გამოყენება.

ცხრილი 1-ში მითითებულია დაბიფიბის ერთჯერადი და მთლიანი დღიური დოზები მილიგრამებში (მგ). დოზები დამოკიდებულია პაციენტის წონაზე კილოგრამების (კგ) და ასაკზე წლების მიხედვით.

ცხრილი 1: დაბიფიბი კაფსულების დოზირების ცხრილი

წონა/ასაკის კომბინაცია

ერთჯერადი დოზა მგ-ში

მთლიანი დღიური დოზა მგ-ში

წონა კგ-ში

ასაკი წლების მიხედვით

11-დან 13 კგ-მდე

8-დან 9 წლამდე

75

150

13-დან 16 კგ-მდე

8-დან 11 წლამდე

110

220

16-დან 21 კგ-მდე

8-დან 14 წლამდე

110

220

21-დან 26 კგ-მდე

8-დან 16 წლამდე

150

300

26-დან 31 კგ-მდე

8-დან 18 წლამდე

150

300

31-დან 41 კგ-მდე

8-დან 18 წლამდე

185

370

41-დან 51 კგ-მდე

8-დან 18 წლამდე

220

440

51-დან 61 კგ-მდე

8-დან 18 წლამდე

260

520

61-დან 71 კგ-მდე

8-დან 18 წლამდე

300

600

71-დან 81 კგ-მდე

8-დან 18 წლამდე

300

600

81 კგ ან მეტი

10-დან 18 წლამდე

300

600

ერთჯერადი დოზები, რომლებიც საჭიროებენ ერთზე მეტი კაფსულის კომბინაციებს:

300 მგ: ორი 150 მგ კაფსულა ან ოთხი 75 მგ კაფსულა.

260 მგ: ერთი 110 მგ პლუს ერთი 150 მგ კაფსულა ან ერთი 110 მგ პლუს ორი 75 მგ კაფსულა.

220 მგ: ორი 110 მგ კაფსულის სახით.

185 მგ: ერთი 75 მგ პლუს ერთი 110 მგ კაფსულა.

150 მგ: ერთი 150 მგ კაფსულა ან ორი 75 მგ კაფსულა.

დაბიფიბის მიღების წესი

დაბიფიბი შეიძლება მიღებულ იქნას საკვებთან ერთად ან მის გარეშე. კუჭში მოხვედრის უზრუნველყოფის მიზნით კაფსულა მიღებულ უნდა იქნას მთლიანად ჭიქა წყალთან ერთად. არ გატეხოთ, დაღეჭოთ ან ამოიღოთ მარცვლები კაფსულიდან, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს სისხლდენის რისკი.

ბლისტერების გახსნის ინსტრუქციები

ქვემოთ მითითებული პიქტოგრამა ასახავს, ​​თუ როგორ უნდა იქნას ამოღებული დაბიფიბი კაფსულები ბლისტერიდან.

1

მოახიეთ ერთი ინდივიდუალური ბლისტერი ბლისტერის ბარათიდან პერფორირებული ხაზის გასწვრივ.

2

მოაცილეთ უკანა ფოლგა და ამოიღეთ კაფსულა.

არ დააწვეთ კაფსულას ბლისტერის ფოლგაში.

არ მოხსნათ ბლისტერის ფოლგა მანამ, სანამ კაფსულის ამოღება არ იქნება საჭირო.

ანტიკოაგულანტული მკურნალობის შეცვლა.

ექიმის კონკრეტული მითითების გარეშე არ შეცვალოთ ანტიკოაგულანტული მკურნალობა.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი დაბიფიბი

ამ პრეპარატის ძალიან დიდი რაოდენობით მიღება ზრდის სისხლდენის რისკს. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ მიიღეთ ჭარბი რაოდენობის კაფსულა. არსებობს მკურნალობის კონკრეტული ვარიანტები.

თუ დაგავიწყდათ დაბიფიბის მიღება

თრომბების პროფილაქტიკა მუხლის და მენ-ბარძაყის სახსრის შეცვლის ოპერაციის შემდეგ

გააგრძელეთ დაბიფიბის დარჩენილი დღიური დოზების მიღება მეორე დღიდან იმავე დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თრომბების მკურნალობა და თრომბების განმეორებით წარმოშობის პრევენცია ბავშვებში

დავიწყებული დოზის მიღება შესაძლებელია მომდევნო დოზის მიღებამდე 6 საათით ადრე. გამოტოვებული დოზა არ მიიღოთ თუ დარჩენილი დრო 6 საათზე ნაკლებია მომდევნო დოზის მიღებამდე. არ გააორმაგოთ დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ შეწყვიტეთ დაბიფიბის მიღება

მიიღეთ დაბიფიბი ზუსტად დანიშნულების მიხედვით. არ შეწყვიტოთ დაბიფიბის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე, რადგან მკურნალობის ძალიან ადრე დასრულების შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს თრომბების წარმოქმნის რისკი. მიმართეთ ექიმს, თუ დაბიფიბის მიღების შემდეგ აღგენიშნათ საჭმლის მონელების დარღვევა.

მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები

ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში. დაბიფიბი გავლენას ახდენს სისხლის შედედებაზე, ამიტომ გვერდითი მოვლენების უმეტესობა დაკავშირებულია ისეთ ნიშნებთან, როგორიცაა სისხლჩაქცევები ან სისხლდენა. შეიძლება განვითარდეს დიდი ან ძლიერი სისხლდენა, ეს არის ყველაზე სერიოზული გვერდითი მოვლენები და, განურჩევლად იმისა თუ რა ადგილას ვითარდება, შეიძლება გამოიწვიოს ინვალიდობა, იყოს სიცოცხლისთვის საშიში ან იყოს ლეტალური. ზოგიერთ შემთხვევაში ეს სისხლდენა შეიძლება არ იყოს შესამჩნევი.

თუ განვითარდა სისხლდენა, რომელიც თავისით არ ჩერდება, ან თუ გაქვთ ძლიერი სისხლდენის ნიშნები (განსაკუთრებული სისუსტე, დაღლილობა, სიფერმკრთალე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი ან აუხსნელი შეშუპება) დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. მკურნალმა ექიმმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება თქვენი დაკვირვების ქვეშ ყოფნის ან წამლის შეცვლის შესახებ.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ გაწუხებთ სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას ან თავბრუსხვევას.

ქვემოთ მითითებული შესაძლო გვერდითი ეფექტები, დაჯგუფებულია იმის მიხედვით, თუ რამდენად სავარაუდოა მათი განვითარება.

თრომბების წარმოქმნის პროფილაქტიკა მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრის შეცვლის ოპერაციის შემდეგ.

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-მდე ადამიანს);

სისხლში ჰემოგლობინის (სისხლის წითელ უჯრედებში არსებული ნივთიერება) დაქვეითება;

ღვიძლის ფუნქციის ლაბორატორიული ანალიზის უჩვეულო შედეგები.

არახშირი გვერდითი მოვლენა (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1-მდე ადამიანს)

სისხლდენა შეიძლება განვითარდეს ცხვირიდან, კუჭიდან ან ნაწლავიდან, პენისიდან/საშოდან ან საშარდე გზებიდან (მათ შორის შეიძლება აღინიშნოს სისხლი შარდში, რომელიც იწვევს შარდის შეფერილობას ვარდისფრად ან წითლად), ჰემოროიდული კვანძიდან, სწორი ნაწლავიდან, კანქვეშ, სახსარში, ტრავმის ან ოპერაციის შემდეგ;

ჰემატომის წარმოქმნა ან სისხლჩაქცევები, რომლებიც ვითარდება ოპერაციის შემდეგ;

ლაბორატორიული ანალიზით გამოვლენილი სისხლი განავალში;

სისხლში წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება;

სისხლის უჯრედების თანაფარდობის შემცირება;

ალერგიული რეაქცია;

ღებინება;

ხშირი თავისუფალი ან თხევადი ნაწლავების მოქმედება;

ავად ყოფნა;

ჭრილობიდან სეკრეცია (ქირურგიული ჭრილობიდან გამონადენი);

ღვიძლის ფერმენტების ზრდა;

კანის ან სკალების გაყვითლება, გამოწვეული ღვიძლის ან სისხლის პრობლემებით;

იშვიათი გვერდითი მოვლენა (შეიძლება აღენიშნოს 1000-დან 1-მდე ადამიანს)

  • სისხლდენა;
  • სისხლდენა შეიძლება განვითარდეს თავის ტვინში ქირურგიული ჭრილიდან, ინექციის ადგილიდან ან კათეტერის ვენაში შეყვანის ადგილიდან;
  • სისხლიანი გამონადენი კათეტერის ვენაში შეყვანის ადგილიდან;
  • სისხლის ამოხველება ან სისხლიანი ნახველი;
  • სისხლში თრომბოციტების შემცირება;
  • ოპერაციის შემდეგ სისხლში წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება;
  • სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას ან თავბრუსხვევას;
  • სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სახის ან ყელის შეშუპებას;
  • კანზე გამონაყარი, რომელიც ხასიათდება ალერგიული რეაქციით გამოწვეული მუქი წითელი, ამობურცული შესიებებით ქავილის თანხლებით;
  • კანის უეცარი ცვლილება, რაც გავლენას ახდენს მის ფერსა და გარეგნობაზე;
  • ქავილი;
  • კუჭის ან ნაწლავის წყლული (მათ შორის საყლაპავი მილის წყლული);
  • საყლაპავი მილის და კუჭის ანთება;
  • კუჭის წვენის რეფლუქსი საყლაპავ მილში;
  • მუცლის ტკივილი ან კუჭის ტკივილი;
  • საჭმლის მონელების დარღვევა;
  • ყლაპვის გაძნელება;
  • სითხის დენა ჭრილობიდან;
  • სითხის გამოსვლა ჭრილობიდან ოპერაციის შემდეგ;

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია)

  • სუნთქვის გაძნელება ან ხიხინი;
  • სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება ან ნაკლებობა (რაც ხელს უწყობს ინფექციებთან ბრძოლას)
  • თმის ცვენა

თრომბების მკურნალობა და თრომბების ხელახალი გაჩენის პროფილაქტიკა ბავშვებში (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1 ადამიანს)

  • სისხლში წითელი უჯრედების შემცირება;
  • სისხლში თრომბოციტების შემცირება;
  • კანზე გამონაყარი რომელიც ხასიათდება ალერგიული რეაქციით გამოწვეული მუქი წითელი, ამობურცული, მუწუკებით ქავილის თანხლებით;
  • კანის უეცარი ცვლილება, რაც გავლენას ახდენს მის ფერსა და გარეგნობაზე;
  • ჰემატომის გაჩენა;
  • ცხვირიდან სისხლდენა;
  • კუჭის წვენის რეფლუქსი სააყლაპავ მილში;
  • ღებინება;
  • ავადმყოფობა;
  • ხშირი თავისუფალი ან თხევადი ნაწლავის მოქმედება;
  • საჭმლის მონელების დარღვევა;
  • თმის ცვენა;
  • ღვიძლის ფერმენტების ზრდა;

არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1-მდე ადამიანს).

ლიკოციტების შემცირება (რაც ხელს უწყობს ინფექციებთან ბრძოლას);

სისხლდენა შეიძლება განვითარდეს კუჭიდან ან ნაწლავიდან, ტვინიდან, სწორი ნაწლავიდან, პენისიდან/საშოდან ან საშარდე გზებიდან (მათ შორის შეიძლება აღინიშნოს სისხლი შარდში, რომელიც შარდს აძლევს შეფერილობას ვარდისფრად ან წითლად), ან კანქვეშ;

სისხლში ჰემოგლობინის დაქვეითება (სისხლის წითელი უჯრედების ნივთიერება);

სისხლის უჯრედების თანაფარდობის დაქვეითება;

ქავილი

სისხლის ამოხველება ან სისხლიანი ნახველი;

მუცლის ტკივილი ან კუჭის ტკივილი;

საყლაპავი მილის და კუჭის ანთება;

ალერგიული რეაქცია;

ყლაპვის გაძნელება;

კანის ან სკალების სიყვითლე, გამოწვეული ღვიძლის ან სისხლის პრობლემებით;

უცნობი (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით):

  • სისხლის თეთრი უჯრედების ნაკლებობა (რაც ხელს უწყობს ინფექციებთან ბრძოლას);
  • სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას ან თავბრუსხვევას;
  • სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სახის ან ყელის შეშუპებას;
  • სუნთქვის გაძნელება ან ხიხინი;
  • სისხლდენა;
  • სისხლდენა შეიძლება განვითარდეს სახსარიდან ან ტრავმისგან, ქირურგიული ჭრილობისგან, ინექციის შეყვანის ადგილიდან ან კათეტერის ვენაში ჩადგმის ადგილიდან.
  • სისხლდენა შეიძლება განვითარდეს ჰემოროიდული კვანძიდან;
  • კუჭის ან ნაწლავის წყლული (მათ შორის საყლაპავი მილის წყლული);
  • უჩვეულო ლაბორატორიული ანალიზის შედეგები ღვიძლის ფუნქციაზე;

ანგარიში გვერდითი ეფექტების შესახებ

თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. იმ შესაძლო გვერდით მოვლენების ჩათვლით რაც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში.

  • დაბიფიბის შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 250 C-ზე.

მოცემული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფსა და ბლისტერზე ან ბოთლზე წარწერა “ვარგისია”-ს შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ბლისტერი: ინახება ორიგინალ შეფუთვაში ტენისგან დაცვის მიზნით.

არ გადააგდოთ პრეპარატები საკანალიზაციო მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. რჩევისთვის მიმართეთ ფარმაცევტს უსარგებლო პრეპარატების უტილიზაციასთან დაკავშირებით. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

ა) რას შეიცავს დაბიფიბი

აქტიური ნივთიერება არის დაბიგატრანი.

ერთი კაფსულა შეიცავს 75 მგ დაბიგატრანის ეტექსილატის ექვივალენტურ დაბიგატრანი ეტექსილატის მეზილატს.

სხვა ინგრედიენტები არის შემდეგი:

ჰიდროქსი პროპილ ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, იზოპროპილის სპირტი, მაგნიუმის სტეარატი

ჰერმეტული გარსი

ღვინის მჟავას გრანულები, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, იზოპროპილის სპირტი, მეთილენ ქლორიდი, ტალკი

კაფსულის ზომა

75 მგ-ისთვის

"2" ზომის კაფსულა თეთრი გაუმჭვირვალე თავსახურით, რომელზეც აღბეჭდილია "MD" და თეთრი გაუმჭვირვალე კორპუსით, რომელზეც აღბეჭდილია "75" შავი მელნით.

ბ) დაბიფიბის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

დაბიფიბი 75

თეთრიდან ღია ყვითლამდე ფერის დაპრესილი მარცვლოვანი ფხვნილის ნარევი, გრანულებით შევსებულია „2“ ზომის კაფსულა თეთრი გაუმჭვირვალე თავსახურით, რომელზეც აღბეჭდილია "MD" და თეთრი გაუმჭვირვალე კორპუსით, რომელზეც აღბეჭდილია "75" შავი მელნით.

შეფუთვის შიგთავსი - 10 დეზიფლექსის ბლისტერული შეფუთვა. 3 ბლისტერი პაციენტისთვის განკუთვნილი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებული მუყაოს კოლოფში.

გ) მარკეტინგის ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი:

მარკეტინგის ნებართვის მფლობელი

მწარმოებელი

“MSN Laboratories Private Limited”

MSN House, Plot # C-24,

სანათნაგარ ინდუსტრიალ ისთეით, სანათნაგარ,

ჰაიდერაბადი - 500 018, ინდოეთი

„MSN Laboratories Private Limited”

Formulation Division, Unit- II,

Sy. No. 1277, 1319 to 1324,

ნანდიგამა (სოფელი & მანდალი),

რანგარედის რაიონი, ტელანგანა, ინდოეთი

დ) ეს გამოყენების ინსტრუქცია ბოლოს შესწორდა

2024 წლის ივლისში

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა