პრეპარატი გუტალაქსი® შეიცავს მოქმედ ნივთიერებას: ნატრიუმის პიკოსულფატს. ეს პრეპარატი მიეკუთვნება კონტაქტურ (მასტიმულირებელ) საფაღარათო საშუალებებს. პრეპარატი გუტალაქსი® მოქმედებს მსხვილი ნაწლავის დონეზე და ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქვედა ნაწილებიდან შიგთავსის გამოდევნის ბუნებრივ პროცესს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- პიკოზულფატი (picosulfate)
- ფორმა და შეფუთვა
- 7.5მგ/მლ 15მლ შიგნით მისაღები წვეთები, ხსნარი პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- Istituto De Angeli S.r.L., იტალია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ყაბზობის სამკურნალო პრეპარატები, კონტაქტური საფაღარათო საშუალებები
- ATC კოდი
- A06AB08
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042699
- რეგისტრირებულია
- 29 იანვარი 2025, მოქმედებს 12 იანვარი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- A. Nattermann & Cie. GmbH (გერმანია)
- განმცხადებელი
- შპს „შტადა ჯორჯია“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
გუტალაქსი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პრეპარატი გუტალაქსი® შეიცავს მოქმედ ნივთიერებას: ნატრიუმის პიკოსულფატს. ეს პრეპარატი მიეკუთვნება კონტაქტურ (მასტიმულირებელ) საფაღარათო საშუალებებს. პრეპარატი გუტალაქსი® მოქმედებს მსხვილი ნაწლავის დონეზე და ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქვედა ნაწილებიდან შიგთავსის გამოდევნის ბუნებრივ პროცესს.
ნატრიუმის პიკოსულფატი, მსხვილ ნაწლავში ბაქტერიების მიერ პრეპარატის აქტიურ ფორმამდე დაშლის შემდეგ, ასტიმულირებს მსხვილი ნაწლავის ლორწოვან გარსს, აძლიერებს შეკუმშვას და ხელს უწყობს წყლისა და მარილების დაგროვებას მსხვილ ნაწლავში. ეს იწვევს სტიმულაციას და ნაწლავების დაცლის დროის შემცირებას, ასევე განავლის დარბილებას.
გამოყენების ჩვენებები
პრეპარატი გუტალაქსი® გამოიყენება მოზრდილებსა და 0 წლიდან ასაკის ბავშვებში, როგორც საფაღარათო საშუალება შემდეგ შემთხვევებში:
მსხვილი ნაწლავის ატონიითა და ჰიპოტონიით გამოწვეული ყაბზობა (მათ შორის ხანდაზმულ ასაკში, მწოლიარე პაციენტებში, ოპერაციების შემდეგ, მშობიარობის შემდეგ და ლაქტაციის პერიოდში);
სამკურნალო საშუალებების მიღებით გამოწვეული ყაბზობა;
ბუასილის, პროქტიტის, ანალური ნაპრალების დროს კუჭის მოქმედების რეგულირებისთვის (განავლის კონსისტენციის დასარბილებლად);
ნაღვლის ბუშტის დაავადება,
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ყაბზობის სიჭარბით;
ნაწლავების დისბაქტერიოზით, დიეტის დარღვევებით გამოწვეული ყაბზობა.
თუ გაუმჯობესება არ დადგა ან თავს უარესად გრძნობთ, უნდა მიმართოთ ექიმს.
მიღების წესი და დოზირება
რეკომენდებულია ყველაზე დაბალი დოზით დაწყება. კუჭის რეგულარული მოქმედების მისაღწევად, დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზამდე. არ შეიძლება მაქსიმალური რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება. ვინაიდან პრეპარატი დამოკიდებულებას არ იწვევს, დოზა ინდივიდუალურად შეიძლება დაკორექტირდეს პაციენტის მიერ: დოზა შეიძლება შემცირდეს ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით ან პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ერთჯერადად, საჭიროებისამებრ.
ასაკი
დოზირება
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა
მოზრდილები
10-20 წვეთი
(5-10 მგ) დღეში
10 მგ (20 წვეთი)
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
ასაკი
დოზირება
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა
10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები
10-20 წვეთი
(5-10 მგ) დღეში
10 მგ (20 წვეთი)
4-10 წლის ბავშვები
5-10 წვეთი (2,5-5 მგ)
დღეში
5 მგ (10 წვეთი)
0-4 წლის ბავშვები
1 წვეთი (ნატრიუმის პიკოსულფატის 0,5 მგ) სხეულის წონის 2 კგ-ზე დღეში
4 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებული დოზა შეადგენს 0.25 მგ-ს სხეულის წონის 1კგ-ზე დღეში.
მიღების გზა და (ან) წესი
პერორალური მიღებისთვის
დილის საათებში საფაღარათო ეფექტის მისაღებად, პრეპარატი უნდა მიიღოთ წინა ღამით.11199491207661171510814821 პრეპარატის საფაღარათო ეფექტი ვითარდება მიღებიდან 6-12 საათში (საშუალოდ 10 საათში).
პრეპარატის სითხეში გახსნა საჭირო არ არის. მას გემო არ აქვს, ამიტომ შესაძლებელია მისი დამატება ბავშვის საკვებში.
დეფეკაციის ბუნებრივი რიტმის აღსადგენად, საფაღარათო პრეპარატის მიღებასთან ერთად, რეკომენდებულია ფიზიკური აქტივობის გაზრდა, რაციონში საკმარისი რაოდენობით საკვები ბოჭკოების 1172063164721მიღება (20-25 გ დღეში), საკმარისი რაოდენობით სითხის მიღება (მინიმუმ 2 ლიტრი).
მკურნალობის ხანგრძლივობა
ყაბზობის მქონე ბევრ ადამიანს არ სჭირდება ყოველდღიურად მაქსიმალური დოზის მიღება, რეგულარულად გამოყენებადი დოზა შეიძლება შემცირდეს თქვენი ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით ან პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ერთჯერადად, საჭიროებისამებრ.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ყოველდღიურად 10 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ექიმთან კონსულტაციის გარეშე. პრეპარატის მაღალი დოზების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სითხის დაკარგვა, წყალ-მარილოვანი ბალანსის დარღვევა და სისხლში კალიუმის დონის შემცირება.
თუ მიიღეთ პრეპარატ გუტალაქსის® საჭიროზე მეტი დოზა
თუ თქვენ მიიღეთ ან ბავშვს მიეცით პრეპარატ გუტალაქსის® საჭიროზე მეტი დოზა, ან თუ ბავშვებმა შემთხვევით მიიღეს პრეპარატი, აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს შემდგომი ქმედებების შესახებ რეკომენდაციების მისაღებად.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) ნატრიუმის პიკოსულფატის ან პრეპარატის სხვა რომელიმე კომპონენტის (რომლებიც ჩამოთვლილია ჩანართის მე-6 ნაწილში) მიმართ;
თუ გაქვთ ნაწლავთა გაუვალობა ან ნაწლავების ობსტრუქციული დაავადება;
თუ გაქვთ მუცლის ღრუს ორგანოების მწვავე დაავადებები ან მუცლის ძლიერი ტკივილი, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს გულისრევა, ღებინება, სხეულის ტემპერატურის მატება, აპენდიციტის ჩათვლით;
თუ გაქვთ ნაწლავების მწვავე ანთებითი დაავადებები;
თუ გაქვთ ძლიერი გაუწყლოება (დეჰიდრატაცია);
თუ დაგისვეს ფრუქტოზის აუტანლობის დიაგნოზი;
ორსულობის პირველ ტრიმესტრში.
სიფრთხილის ზომები
პრეპარატი გუტალაქსის® გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ:
ხართ ორსულობის II და III ტრიმესტრში, რადგან პრეპარატის მიღება (ისევე როგორც სხვა საფაღარათო საშუალებებისა) შესაძლებელია სიფრთხილით, მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
გეგმავთ პრეპარატის ბავშვისთვის მიცემას, რადგან ბავშვებს შეუძლიათ მიიღონ პრეპარატი მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
ყაბზობის მქონე ბევრ პაციენტს არ სჭირდება ყოველდღიურად მაქსიმალური დოზის მიღება, რეგულარულად გამოყენებადი დოზა შეიძლება შემცირდეს თქვენი ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით ან პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ერთჯერადად, საჭიროებისამებრ.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ყოველდღიურად 10 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ექიმთან კონსულტაციის გარეშე. პრეპარატის მაღალი დოზების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სითხის დაკარგვა, წყალ-მარილოვანი ბალანსის დარღვევა და სისხლში კალიუმის დონის შემცირება (ჰიპოკალიემია). მასტიმულირებელი საფაღარათო საშუალებები, მათ შორის Guttalax®, არ უწყობს ხელს წონის დაკლებას.
პაციენტებში, რომლებიც იყენებდნენ პრეპარატ გუტალაქსს®, აღინიშნებოდა თავბრუსხვევა და გულის წასვლა. ანალიზმა აჩვენა, რომ ეს შემთხვევები დაკავშირებული იყო დეფეკაციის დროს გულის წასვლასთან (ან დეფეკაციის დროს დაძაბვით გამოწვეულ გულის წასვლასთან) ან მუცლის ტკივილზე რეფლექსურ რეაქციასთან, რომელიც შეიძლება განპირობებული იყოს ყაბზობით და არ იყო აუცილებლად დაკავშირებული პრეპარატის მიღებასთან.
ბავშვები და მოზარდები
ბავშვებმა პრეპარატი უნდა მიიღონ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ბავშვებში 0 წლიდან.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ბოლო დროს იყენებდით ან შესაძლებელია დაიწყოთ რომელიმე სხვა სამკურნალო პრეპარატის გამოყენება.
კერძოდ, აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ იყენებთ:
დიურეტიკებს ან გლუკოკორტიკოსტეროიდებს. ეს პრეპარატები ზრდიან წყალ-მარილოვანი ბალანსის დარღვევების რისკს პრეპარატ გუტალაქსის® მაღალი დოზების მიღებისას. წყალ-მარილოვანი ბალანსის დარღვევამ, თავის მხრივ, შეიძლება გაზარდოს მგრძნობელობა საგულე გლიკოზიდების მიმართ.
ანტიბიოტიკებს. ანტიბიოტიკების პრეპარატ გუტალაქსთან® ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს პრეპარატის საფაღარათო ეფექტი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
ორსულობა
ორსულებში პრეპარატის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს. გამოყენების ხანგრძლივმა გამოცდილებამ არ გამოავლინა პრეპარატის რაიმე უარყოფითი გავლენა ორსულობაზე. ორსულობის I ტრიმესტრში პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია. ორსულობის II და III ტრიმესტრში (ისევე როგორც სხვა საფაღარათო საშუალებების გამოყენებისას), პრეპარატის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
ძუძუთი კვება
ნატრიუმის პიკოსულფატი და მისი წარმოებულები არ გამოიყოფა დედის რძეში. ამგვარად, პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ძუძუთი კვების პერიოდში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ რეფლექსური რეაქციის შედეგად (ანუ ნაწლავების სპაზმის დროს) შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა და/ან გონების დაკარგვა. თუ ნაწლავების სპაზმებს განიცდით, თავი უნდა შეიკავოთ სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობისგან.
პრეპარატი გუტალაქსი® შეიცავს სორბიტოლს
წვეთების 1 მლ შეიცავს 0.45 გ სორბიტოლს. მოზრდილებისა და 4-10 წლის ბავშვების მკურნალობისთვის რეკომენდებული მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეიცავს შესაბამისად 0.6 გ და 0.3 გ სორბიტოლს.
თუ მკურნალმა ექიმმა გითხრათ, რომ თქვენ ან თქვენს ბავშვს გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, მიმართეთ ექიმს, სანამ თქვენ ან თქვენი ბავშვი დაიწყებთ პრეპარატ გუტალაქსის® მიღებას.
- პრეპარატ გუტალაქსის® გამოყენება
მოცემული პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ჩანართის ან მკურნალი ექიმის რეკომენდაციების სრული დაცვით. ეჭვის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატმა, გუტალაქსმაც® შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი არ ვლინდება ყველა პაციენტში.
შეწყვიტეთ პრეპარატ გუტალაქსის® მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ გამოგივლინდათ რომელიმე ნიშანი ალერგიული რეაქციებისა, რომლებიც ვლინდებოდა უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემებით წარმოქმნის სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია):
მომატებული მგრძნობელობის რეაქციები - იმუნური სისტემის მხრიდან;
კანის რეაქციები, მაგალითად კანზე გამონაყარი, კანის ქავილი და ანგიონევროზული შეშუპება, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპების სახით.
სხვა შესაძლო არასასურველი რეაქციები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს პრეპარატ გუტალაქსის® მიღებისას:
ძალიან ხშირად (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს):
დიარეა
ხშირად (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1 ადამინში):
სპაზმები და ტკივილი მუცლის არეში, დისკომფორტი მუცელში;
იშვიათად (შეიძლება აღენიშნებოდეს 100 - დან არა უმეტეს 1 დამიანში):
თავბრუსხვევა*;
ღებინება, გულისრევა;
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით წარმოქმნის სიხშირის განსაზღვრა
გულის წასვლა (გულის წასვლის მდგომარეობა)*.
- ნატრიუმის პიკოსულფატის მიღების შემდეგ თავბრუსხვევისა და გულის წასვლის შემთხვევები, როგორც ჩანს, რეფლექსურ რეაქციას უკავშირდება (მაგ., დაძაბვას დეფეკაციის დროს, სპაზმებს მუცლის არეში).
შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ
რომელიმე არასასურველი რეაქციის განვითარების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს რეკომენდაცია ეხება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ჩანართში. ასევე არასასურველი რეაქციების შესახებ პირდაპირ შეგიძლიათ შეატყობინება (იხ. ქვემოთ). არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინების გაგზავნით ეხმარებით პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
სომხეთის რესპუბლიკა
„აკადემიკოს ე. გაბრიელიანის სახელობის სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის სამეცნიერო ცენტრი“ დახურული ტიპის სააქციო საზოგადოება
0051, ქ. ერევანი, კომიტასის გამზ., 49/4
ტელ.: +374 10 200505, +374 96 220505
ფაქსი: +374 10 23 21 18
ელ. ფოსტა: [email protected] ინტერნეტ-საიტი: http://pharm.am
ბელარუსის რესპუბლიკა
უნიტარული საწარმო „ჯანდაცვაში ექსპერტიზებისა და გამოცდების ცენტრი“
220037, ქ. მინსკი, ტოვარიშჩესკის შესახ., 2ა
ტელ.: + 375 17 242 00 29
ფაქსი: +375 17 252 53 58
ელ. ფოსტა: [email protected]
ინტერნეტ-საიტი: http://www.rceth.by
ყაზახეთის რესპუბლიკა
ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის
რესპუბლიკური სახელმწიფო საწარმო სამეურნეო მართვის უფლებით
„სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო ნაწარმის ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი“
010000, ქ. ასტანა, ბაიკონირის რაიონი, ა.იმანოვის ქ., სახ. 13
ტელ.: +7 7172 235 135
ელ.ფოსტა: [email protected]
ინტერნეტ-საიტი: http://www.ndda.kz
ყირგიზეთის რესპუბლიკა
ყირგიზეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო ნაწარმის დეპარტამენტი
720044, ქ.ბიშკეკი, 3-ლინიას ქ., სახ. 25
ტელ.: 0800 800 26 26; +996 312 21 92 78
ფაქსი: +996 312 21 05 08
ელ. ფოსტა: [email protected] ინტერნეტ საიტი: http://pharm.kg
რუსეთის ფედერაცია
ჯანდაცვის სფეროში ზედამხედველობის ფედერალური სამსახური
109012, ქ. მოსკოვი, სლავიანსკაიას მოედანი, 4, შენ. 1
ტელ.: +7 800 550 99 03
ელ. ფოსტა: [email protected] ინტერნეტ-საიტი: https://roszdravnadzor.gov.ru
- პრეპარატ გუტალაქსის® შენახვა
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ფლაკონის ეტიკეტსა და მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, „ვარგისია _ მდე“.
ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი წარმოადგენს მითითებული თვის ბოლო დღეს.
პრეპარატი შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, არ გაყინოთ.
პრეპარატის ვარგისიანობის ვადა ფლაკონის პირველი გახსნის შემდეგ 12 თვეა.
არ გადაღვაროთ პრეპარატები კანალიზაციაში (წყალსადენში). არასაჭირო პრეპარატების უტილიზაციის საკითხზე მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ჭარბი დოზა
მაღალი დოზის მიღებისას შესაძლებელია: დიარეა, გაუწყლოება, არტერიული წნევის დაქვეითება, წყალ-მარილოვანი ბალანსის დარღვევა, სისხლში კალიუმის დონის შემცირება (ჰიპოკალიემია), კრუნჩხვები.
გარდა ამისა, არსებობს ცნობები მსხვილი ნაწლავის კუნთების სისხლმომარაგების დარღვევის (იშემიის) შემთხვევების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია გუტალაქსის® იმ დოზების გამოყენებასთან, რომლებიც მნიშვნელოვნად აღემატება ყაბზობის ჩვეულებრივი მკურნალობისთვის რეკომენდებულ დოზებს.
გუტალაქსმა®, ისევე, როგორც სხვა საფაღარათო საშუალებებმა, დოზის ქრონიკული გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული დიარეა, მუცლის ტკივილი, სისხლში კალიუმის დონის დაქვეითება, ჰორმონ ალდოსტერონის გამომუშავები მეორადი მატება (ჰიპერალდოსტერონიზმი) და შარდკენჭოვანი დაავადება. საფაღარათო საშუალებების დოზის ქრონიკულ გადაჭარბებასთან დაკავშირებით შეიძლება განვითარდეს თირკმლის მილაკების დაზიანება, სისხლში ბიკარბონატების დონის მომატება (მეტაბოლური ალკალოზი) და კუნთების სისუსტე, რაც სისხლში კალიუმის დონის შემცირებასთან არის დაკავშირებული.
მკურნალობა
პერორალური მიღების შემდეგ პრეპარატის აბსორბციის შესამცირებლად შეიძლება ღებინების გამოწვევა ან კუჭის ამორეცხვა. შესაძლოა საჭირო გახდეს სითხის დანაკარგის შევსება და წყალ-მარილოვანი ბალანსის კორექცია, ასევე სპაზმოლიზური პრეპარატების დანიშვნა.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატ გუტალაქსის® მიღება
თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვები პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
არ მიიღოთ/არ მისცეთ ბავშვს ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირებისთვის.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით რაიმე შეკითხვების არსებობისას, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერებაა ნატრიუმის პიკოსულფატი.
პერორალური ხსნარის 100 მლ შეიცავს 0.75გ ნატრიუმის პიკოსულფატის მონოჰიდრატს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია:
- ნატრიუმის ბენზოატი
- ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი
- თხევადი სორბიტოლი (არაკრისტალიზებადი)
- ლიმონმჟავას მონოჰიდრატი
- გასუფთავებული წყალი.
პრეპარატ გუტალაქსის® გარეგანი აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი
პრეპარატი გუტალაქსი®, პერორალურად მისაღები წვეთები, წარმოადგენს გამჭვირვალე, უფეროდან მოყვითალომდე ან ოდნავ მოყვითალო-ყავისფერი ფერის, ოდნავ ბლანტ ხსნარს.
15 ან 30 მლ-იანი პლასტმასის ფლაკონი დახუფულია საცობი-საწვეთურით და ხრახნიანი თავსახურით. ფლაკონი ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში. შესაძლოა, ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გასაყიდად ხელმისაწვდომი.
შენახვის პირობები
3 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. პრეპარატისვარგისობის ვადა ფლაკონის პირველად გახსნის შემდეგ: 12 თვე.
- 4. შენახვისას სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები
შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.
- 5. პირველადი შეფუთვის სახე და შიგთავსი
15 ან 30 მლ-იანი პლასტმასის ფლაკონი დახუფულია საცობი-საწვეთურით და ხრახნიანი თავსახურით. ფლაკონი ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში. შესაძლოა, ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გასაყიდად ხელმისაწვდომი.
- 6. სპეციალური სიფრთხილის ზომები გამოყენებული სამკურნალო პრეპარატის ან სამკურნალო პრეპარატის გამოყენების შემდეგ ან მასთან მუშაობის დროს მიღებული ნარჩენების განადგურებისას
უტილიზაციის სპეციალური მოთხოვნები არ არსებობს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
საფაღარათო საშუალება
АТХ კოდი: A06AB08
მოქმედების მექანიზმი
ნატრიუმის პიკოსულფატი, როგორც საფაღარათო საშუალება, რომელიც მოქმედებს მსხვილი ნაწლავის დონეზე, ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქვედა ნაწილებიდან შიგთავსის ევაკუაციის ბუნებრივ პროცესს. ამგვარად, ნატრიუმის პიკოსულფატი გავლენას არ ახდენს კალორიული საკვების ან შეუცვლელი საკვები ნივთიერებების მონელებაზე ან შეწოვაზე წვრილ ნაწლავში.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
მოქმედი ნივთიერება - ნატრიუმის პიკოსულფატი წარმოადგენს ტრიარილმეთანის ჯგუფის საფაღარათო საშუალებას. ადგილობრივი საფაღარათო საშუალების სახით, ნატრიუმის პიკოსულფატი, მსხვილ ნაწლავში ბაქტერიული გახლეჩის შემდეგ, ახდენს მასტიმულირებელ გავლენას მსხვილი ნაწლავის ლორწოვან გარსზე, აძლიერებს პერისტალტიკას და ხელს უწყობს წყლისა და ელექტროლიტების დაგროვებას მსხვილ ნაწლავში. ეს იწვევს დეფეკაციის აქტის სტიმულირებას, ევაკუაციის დროის შემცირებას და განავლის დარბილებას.
რანდომიზებული, ორმაგი, ბრმა კვლევის ფარგლებში, პარალელურ ჯგუფებში, რომელშიც მონაწილეობდა ქრონიკული ყაბზობის მქონე 367 პაციენტი, გამოკვლეულ იქნა პრეპარატ გუტალაქსის გავლენა. კვლევის შედეგებმა აჩვენა ნაწლავების პერისტალტიკის მნიშვნელოვანი ზრდა ერთი კვირის განმავლობაში პლაცებოსთან შედარებით, თერაპიის ოთხივე კვირის განმავლობაში (p<0.0001). კვლევის ბოლოს შრატში კალიუმის კონცენტრაციის დონე უცვლელი იყო (4.4 მმოლ/ლ) და შეესაბამებოდა ფიზიოლოგიურ ნორმას (3.6-5.3 მმოლ/ლ).
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
პერორალურად მიღების შემდეგ ნატრიუმის პიკოსულფატი ხვდება მსხვილ ნაწლავში მნიშვნელოვანი აბსორბციის გარეშე.
განაწილება
პრეპარატის ენტეროჰეპატური ცირკულაცია გამორიცხულია.
ბიოტრანსფორმაცია
მსხვილი ნაწლავის დისტალურ ნაწილში ხდება ნატრიუმის პიკოსულფატის ბაქტერიული გახლეჩა აქტიური მეტაბოლიტის – ბის-(პ-ჰიდროქსიფენილ)-პირიდილ-2-მეთანის (ბგპმ) წარმოქმნით, რომელსაც აქვს საფაღარათო ეფექტი.
ელიმინაცია
გახლეჩის შემდეგ, ხდება ბგპმ-ის მცირე რაოდენობის აბსორბირება და შემდეგ თითქმის მთლიანად მეტაბოლიზდება ნაწლავის კედელსა და ღვიძლში არააქტიური გლუკურონიდის წარმოქმნით. ნატრიუმის პიკოსულფატის 10 მგ დოზით პერორალური მიღების შემდეგ (საერთო დოზის დაახლოებით 10.4%), პრეპარატი გამოიყოფა შარდში ბგპმ-გლუკურონიდის სახით 48 საათში. ნატრიუმის პიკოსულფატის მაღალი დოზებით გამოყენებისას, თირკმელებით მისი გამოყოფა მცირდება.
წრფივობა/არაწრფივობა
პრეპარატის საფაღარათო ეფექტის განვითარების დრო განისაზღვრება აქტიური მეტაბოლიტის (ბგპმ) გამოთავისუფლების სიჩქარით და შეადგენს მიღებიდან 6-12 საათს (საშუალოდ 10 საათს).
პრეპარატის მხოლოდ მცირე ნაწილი ხვდება სისტემურ სისხლის მიმოქცევაში. აქტიური მეტაბოლიტის საფაღარათო ეფექტსა და სისხლის შრატში მისი კონცენტრაციას შორის ურთიერთკავშირი არ არსებობს.
- 3. პრეკლინიკური მონაცემები უსაფრთხოების შესახებ
In vitro და in vivo კვლევების შედეგად ნატრიუმის პიკოსულფატის გენოტოქსიური პოტენციალი არ გამოვლენილა.
ნატრიუმის პიკოსულფატის კანცეროგენული პოტენციალის ექსპერიმენტული კვლევები არ ჩატარებულა.
ვირთაგვებსა და ბოცვრებში ჩატარებული ემბრიოტოქსიკურობის კვლევებში 100 მგ-მდე/კგ/დღეში დოზების ტერატოგენულობის ნიშნები არ გამოვლინდა. ამ დოზის შეყვანისას ემბრიოტოქსიკური ეფექტები განვითარდა როგორც ვირთაგვებში, ასევე ბოცვრებში. 10 მგ/კგ და უფრო მაღალმა სადღეღამისო დოზებმა ნაყოფის განვითარებისა და ლაქტაციის პერიოდში შეამცირა სხეულის წონის მატება და გაზარდა სიკვდილიანობის რისკი შთამომავლობაში. მამალი და დედალი ვირთაგვების ფერტილობის დარღვევა 100 მგ-მდე/კგ/დღეში დოზების შეყვანის შემთხვევაში არ აღინიშნა.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ჩანართი – ინფორმაცია პაციენტისათვის
გუტალაქსი®,7.5 მგ/მლ პერორალური წვეთები
მოქმედი ნივთიერება: ნატრიუმის პიკოსულფატი
პრეპარატის გამოყენების წინ სრულად წაიკითხეთ ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
ყოველთვის მიიღეთ ან მიეცით თქვენს ბავშვს ეს პრეპარატი წინამდებარე ჩანართში მითითებბული ან მკურნალი ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად.
შეინახეთ ჩანართი. შეიძლება, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
დამატებითი ინფორმაციის ან რეკომენდაციების საჭიროების შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
რაიმე არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. მოცმული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის ისეთებზე, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ჩანართის მე-4 ნაწილში.
თუ თქვენი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან გაუარესდა, უნდა მიმართოთ ექიმს.
ჩანართის შინაარსი
რას წარმოადგენს პრეპარატი გუტალაქსი® და რისთვის გამოიყენება.
რა უნდა იცოდეთ პრეპარატ გუტალაქსის® გამოყენებამდე.
პრეპარატ გუტალაქსის® გამოყენება.
შესაძლო არასასურველი რეაქციები.
პრეპარატ გუტალაქსის® შენახვა.
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია.
რას წარმოადგენს პრეპარატი გუტალაქსი® და რისთვის გამოიყენება.
პრეპარატი გუტალაქსი® შეიცავს მოქმედ ნივთიერებას: ნატრიუმის პიკოსულფატს. ეს პრეპარატი მიეკუთვნება კონტაქტურ (მასტიმულირებელ) საფაღარათო საშუალებებს. პრეპარატი გუტალაქსი® მოქმედებს მსხვილი ნაწლავის დონეზე და ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქვედა ნაწილებიდან შიგთავსის გამოდევნის ბუნებრივ პროცესს.
ნატრიუმის პიკოსულფატი, მსხვილ ნაწლავში ბაქტერიების მიერ პრეპარატის აქტიურ ფორმამდე დაშლის შემდეგ, ასტიმულირებს მსხვილი ნაწლავის ლორწოვან გარსს, აძლიერებს შეკუმშვას და ხელს უწყობს წყლისა და მარილების დაგროვებას მსხვილ ნაწლავში. ეს იწვევს სტიმულაციას და ნაწლავების დაცლის დროის შემცირებას, ასევე განავლის დარბილებას.
გამოყენების ჩვენებები
პრეპარატი გუტალაქსი® გამოიყენება მოზრდილებსა და 0 წლიდან ასაკის ბავშვებში, როგორც საფაღარათო საშუალება შემდეგ შემთხვევებში:
მსხვილი ნაწლავის ატონიითა და ჰიპოტონიით გამოწვეული ყაბზობა (მათ შორის ხანდაზმულ ასაკში, მწოლიარე პაციენტებში, ოპერაციების შემდეგ, მშობიარობის შემდეგ და ლაქტაციის პერიოდში);
სამკურნალო საშუალებების მიღებით გამოწვეული ყაბზობა;
ბუასილის, პროქტიტის, ანალური ნაპრალების დროს კუჭის მოქმედების რეგულირებისთვის (განავლის კონსისტენციის დასარბილებლად);
ნაღვლის ბუშტის დაავადება,
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ყაბზობის სიჭარბით;
ნაწლავების დისბაქტერიოზით, დიეტის დარღვევებით გამოწვეული ყაბზობა.
თუ გაუმჯობესება არ დადგა ან თავს უარესად გრძნობთ, უნდა მიმართოთ ექიმს.
- რა უნდა იცოდეთ პრეპარატ გუტალაქსის® გამოყენებამდე
უკუჩვენება
არ მიიღოთ პრეპარატი გუტალაქსი®:
თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) ნატრიუმის პიკოსულფატის ან პრეპარატის სხვა რომელიმე კომპონენტის (რომლებიც ჩამოთვლილია ჩანართის მე-6 ნაწილში) მიმართ;
თუ გაქვთ ნაწლავთა გაუვალობა ან ნაწლავების ობსტრუქციული დაავადება;
თუ გაქვთ მუცლის ღრუს ორგანოების მწვავე დაავადებები ან მუცლის ძლიერი ტკივილი, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს გულისრევა, ღებინება, სხეულის ტემპერატურის მატება, აპენდიციტის ჩათვლით;
თუ გაქვთ ნაწლავების მწვავე ანთებითი დაავადებები;
თუ გაქვთ ძლიერი გაუწყლოება (დეჰიდრატაცია);
თუ დაგისვეს ფრუქტოზის აუტანლობის დიაგნოზი;
ორსულობის პირველ ტრიმესტრში.
განსაკუთრებული მითითება და უსაფრთხოების ზომები
პრეპარატი გუტალაქსის® გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ:
ხართ ორსულობის II და III ტრიმესტრში, რადგან პრეპარატის მიღება (ისევე როგორც სხვა საფაღარათო საშუალებებისა) შესაძლებელია სიფრთხილით, მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
გეგმავთ პრეპარატის ბავშვისთვის მიცემას, რადგან ბავშვებს შეუძლიათ მიიღონ პრეპარატი მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
ყაბზობის მქონე ბევრ პაციენტს არ სჭირდება ყოველდღიურად მაქსიმალური დოზის მიღება, რეგულარულად გამოყენებადი დოზა შეიძლება შემცირდეს თქვენი ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით ან პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ერთჯერადად, საჭიროებისამებრ.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ყოველდღიურად 10 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ექიმთან კონსულტაციის გარეშე. პრეპარატის მაღალი დოზების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სითხის დაკარგვა, წყალ-მარილოვანი ბალანსის დარღვევა და სისხლში კალიუმის დონის შემცირება (ჰიპოკალიემია). მასტიმულირებელი საფაღარათო საშუალებები, მათ შორის Guttalax®, არ უწყობს ხელს წონის დაკლებას.
პაციენტებში, რომლებიც იყენებდნენ პრეპარატ გუტალაქსს®, აღინიშნებოდა თავბრუსხვევა და გულის წასვლა. ანალიზმა აჩვენა, რომ ეს შემთხვევები დაკავშირებული იყო დეფეკაციის დროს გულის წასვლასთან (ან დეფეკაციის დროს დაძაბვით გამოწვეულ გულის წასვლასთან) ან მუცლის ტკივილზე რეფლექსურ რეაქციასთან, რომელიც შეიძლება განპირობებული იყოს ყაბზობით და არ იყო აუცილებლად დაკავშირებული პრეპარატის მიღებასთან.
ბავშვები და მოზარდები
ბავშვებმა პრეპარატი უნდა მიიღონ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ბავშვებში 0 წლიდან.
სხვა პრეპარატები და პრეპარატი გუტალაქსი®
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ბოლო დროს იყენებდით ან შესაძლებელია დაიწყოთ რომელიმე სხვა სამკურნალო პრეპარატის გამოყენება.
კერძოდ, აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ იყენებთ:
დიურეტიკებს ან გლუკოკორტიკოსტეროიდებს. ეს პრეპარატები ზრდიან წყალ-მარილოვანი ბალანსის დარღვევების რისკს პრეპარატ გუტალაქსის® მაღალი დოზების მიღებისას. წყალ-მარილოვანი ბალანსის დარღვევამ, თავის მხრივ, შეიძლება გაზარდოს მგრძნობელობა საგულე გლიკოზიდების მიმართ.
ანტიბიოტიკებს. ანტიბიოტიკების პრეპარატ გუტალაქსთან® ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს პრეპარატის საფაღარათო ეფექტი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
ორსულობა
ორსულებში პრეპარატის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს. გამოყენების ხანგრძლივმა გამოცდილებამ არ გამოავლინა პრეპარატის რაიმე უარყოფითი გავლენა ორსულობაზე. ორსულობის I ტრიმესტრში პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია. ორსულობის II და III ტრიმესტრში (ისევე როგორც სხვა საფაღარათო საშუალებების გამოყენებისას), პრეპარატის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
ძუძუთი კვება
ნატრიუმის პიკოსულფატი და მისი წარმოებულები არ გამოიყოფა დედის რძეში. ამგვარად, პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ძუძუთი კვების პერიოდში.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ რეფლექსური რეაქციის შედეგად (ანუ ნაწლავების სპაზმის დროს) შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა და/ან გონების დაკარგვა. თუ ნაწლავების სპაზმებს განიცდით, თავი უნდა შეიკავოთ სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობისგან.
პრეპარატი გუტალაქსი® შეიცავს სორბიტოლს
წვეთების 1 მლ შეიცავს 0.45 გ სორბიტოლს. მოზრდილებისა და 4-10 წლის ბავშვების მკურნალობისთვის რეკომენდებული მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეიცავს შესაბამისად 0.6 გ და 0.3 გ სორბიტოლს.
თუ მკურნალმა ექიმმა გითხრათ, რომ თქვენ ან თქვენს ბავშვს გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, მიმართეთ ექიმს, სანამ თქვენ ან თქვენი ბავშვი დაიწყებთ პრეპარატ გუტალაქსის® მიღებას.
- პრეპარატ გუტალაქსის® გამოყენება
მოცემული პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ჩანართის ან მკურნალი ექიმის რეკომენდაციების სრული დაცვით. ეჭვის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზა
რეკომენდებულია ყველაზე დაბალი დოზით დაწყება. კუჭის რეგულარული მოქმედების მისაღწევად, დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზამდე. არ შეიძლება მაქსიმალური რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება. ვინაიდან პრეპარატი დამოკიდებულებას არ იწვევს, დოზა ინდივიდუალურად შეიძლება დაკორექტირდეს პაციენტის მიერ: დოზა შეიძლება შემცირდეს ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით ან პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ერთჯერადად, საჭიროებისამებრ.
ასაკი
დოზირება
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა
მოზრდილები
10-20 წვეთი
(5-10 მგ) დღეში
10 მგ (20 წვეთი)
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
ასაკი
დოზირება
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა
10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები
10-20 წვეთი
(5-10 მგ) დღეში
10 მგ (20 წვეთი)
4-10 წლის ბავშვები
5-10 წვეთი (2,5-5 მგ)
დღეში
5 მგ (10 წვეთი)
0-4 წლის ბავშვები
1 წვეთი (ნატრიუმის პიკოსულფატის 0,5 მგ) სხეულის წონის 2 კგ-ზე დღეში
4 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებული დოზა შეადგენს 0.25 მგ-ს სხეულის წონის 1კგ-ზე დღეში.
მიღების გზა და (ან) წესი
პერორალური მიღებისთვის
დილის საათებში საფაღარათო ეფექტის მისაღებად, პრეპარატი უნდა მიიღოთ წინა ღამით.11199491207661171510814821 პრეპარატის საფაღარათო ეფექტი ვითარდება მიღებიდან 6-12 საათში (საშუალოდ 10 საათში).
პრეპარატის სითხეში გახსნა საჭირო არ არის. მას გემო არ აქვს, ამიტომ შესაძლებელია მისი დამატება ბავშვის საკვებში.
დეფეკაციის ბუნებრივი რიტმის აღსადგენად, საფაღარათო პრეპარატის მიღებასთან ერთად, რეკომენდებულია ფიზიკური აქტივობის გაზრდა, რაციონში საკმარისი რაოდენობით საკვები ბოჭკოების 1172063164721მიღება (20-25 გ დღეში), საკმარისი რაოდენობით სითხის მიღება (მინიმუმ 2 ლიტრი).
მკურნალობის ხანგრძლივობა
ყაბზობის მქონე ბევრ ადამიანს არ სჭირდება ყოველდღიურად მაქსიმალური დოზის მიღება, რეგულარულად გამოყენებადი დოზა შეიძლება შემცირდეს თქვენი ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით ან პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ერთჯერადად, საჭიროებისამებრ.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ყოველდღიურად 10 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ექიმთან კონსულტაციის გარეშე. პრეპარატის მაღალი დოზების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სითხის დაკარგვა, წყალ-მარილოვანი ბალანსის დარღვევა და სისხლში კალიუმის დონის შემცირება.
თუ მიიღეთ პრეპარატ გუტალაქსის® საჭიროზე მეტი დოზა
თუ თქვენ მიიღეთ ან ბავშვს მიეცით პრეპარატ გუტალაქსის® საჭიროზე მეტი დოზა, ან თუ ბავშვებმა შემთხვევით მიიღეს პრეპარატი, აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს შემდგომი ქმედებების შესახებ რეკომენდაციების მისაღებად.
დოზის გადაჭარბების სიმპტომები
მაღალი დოზის მიღებისას შესაძლებელია: დიარეა, გაუწყლოება, არტერიული წნევის დაქვეითება, წყალ-მარილოვანი ბალანსის დარღვევა, სისხლში კალიუმის დონის შემცირება (ჰიპოკალიემია), კრუნჩხვები.
გარდა ამისა, არსებობს ცნობები მსხვილი ნაწლავის კუნთების სისხლმომარაგების დარღვევის (იშემიის) შემთხვევების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია გუტალაქსის® იმ დოზების გამოყენებასთან, რომლებიც მნიშვნელოვნად აღემატება ყაბზობის ჩვეულებრივი მკურნალობისთვის რეკომენდებულ დოზებს.
გუტალაქსმა®, ისევე, როგორც სხვა საფაღარათო საშუალებებმა, დოზის ქრონიკული გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული დიარეა, მუცლის ტკივილი, სისხლში კალიუმის დონის დაქვეითება, ჰორმონ ალდოსტერონის გამომუშავები მეორადი მატება (ჰიპერალდოსტერონიზმი) და შარდკენჭოვანი დაავადება. საფაღარათო საშუალებების დოზის ქრონიკულ გადაჭარბებასთან დაკავშირებით შეიძლება განვითარდეს თირკმლის მილაკების დაზიანება, სისხლში ბიკარბონატების დონის მომატება (მეტაბოლური ალკალოზი) და კუნთების სისუსტე, რაც სისხლში კალიუმის დონის შემცირებასთან არის დაკავშირებული.
მკურნალობა
პერორალური მიღების შემდეგ პრეპარატის აბსორბციის შესამცირებლად შეიძლება ღებინების გამოწვევა ან კუჭის ამორეცხვა. შესაძლოა საჭირო გახდეს სითხის დანაკარგის შევსება და წყალ-მარილოვანი ბალანსის კორექცია, ასევე სპაზმოლიზური პრეპარატების დანიშვნა.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატ გუტალაქსის® მიღება
თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვები პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
არ მიიღოთ/არ მისცეთ ბავშვს ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირებისთვის.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით რაიმე შეკითხვების არსებობისას, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო არასასურველი რეაქციები
როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატმა, გუტალაქსმაც® შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი არ ვლინდება ყველა პაციენტში.
შეწყვიტეთ პრეპარატ გუტალაქსის® მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ გამოგივლინდათ რომელიმე ნიშანი ალერგიული რეაქციებისა, რომლებიც ვლინდებოდა უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემებით წარმოქმნის სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია):
მომატებული მგრძნობელობის რეაქციები - იმუნური სისტემის მხრიდან;
კანის რეაქციები, მაგალითად კანზე გამონაყარი, კანის ქავილი და ანგიონევროზული შეშუპება, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპების სახით.
სხვა შესაძლო არასასურველი რეაქციები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს პრეპარატ გუტალაქსის® მიღებისას:
ძალიან ხშირად (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს):
დიარეა
ხშირად (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1 ადამინში):
სპაზმები და ტკივილი მუცლის არეში, დისკომფორტი მუცელში;
იშვიათად (შეიძლება აღენიშნებოდეს 100 - დან არა უმეტეს 1 დამიანში):
თავბრუსხვევა*;
ღებინება, გულისრევა;
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით წარმოქმნის სიხშირის განსაზღვრა
გულის წასვლა (გულის წასვლის მდგომარეობა)*.
- ნატრიუმის პიკოსულფატის მიღების შემდეგ თავბრუსხვევისა და გულის წასვლის შემთხვევები, როგორც ჩანს, რეფლექსურ რეაქციას უკავშირდება (მაგ., დაძაბვას დეფეკაციის დროს, სპაზმებს მუცლის არეში).
შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ
რომელიმე არასასურველი რეაქციის განვითარების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს რეკომენდაცია ეხება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ჩანართში. ასევე არასასურველი რეაქციების შესახებ პირდაპირ შეგიძლიათ შეატყობინება (იხ. ქვემოთ). არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინების გაგზავნით ეხმარებით პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
სომხეთის რესპუბლიკა
„აკადემიკოს ე. გაბრიელიანის სახელობის სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის სამეცნიერო ცენტრი“ დახურული ტიპის სააქციო საზოგადოება
0051, ქ. ერევანი, კომიტასის გამზ., 49/4
ტელ.: +374 10 200505, +374 96 220505
ფაქსი: +374 10 23 21 18
ელ. ფოსტა: [email protected] ინტერნეტ-საიტი: http://pharm.am
ბელარუსის რესპუბლიკა
უნიტარული საწარმო „ჯანდაცვაში ექსპერტიზებისა და გამოცდების ცენტრი“
220037, ქ. მინსკი, ტოვარიშჩესკის შესახ., 2ა
ტელ.: + 375 17 242 00 29
ფაქსი: +375 17 252 53 58
ელ. ფოსტა: [email protected]
ინტერნეტ-საიტი: http://www.rceth.by
ყაზახეთის რესპუბლიკა
ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის
რესპუბლიკური სახელმწიფო საწარმო სამეურნეო მართვის უფლებით
„სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო ნაწარმის ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი“
010000, ქ. ასტანა, ბაიკონირის რაიონი, ა.იმანოვის ქ., სახ. 13
ტელ.: +7 7172 235 135
ელ.ფოსტა: [email protected]
ინტერნეტ-საიტი: http://www.ndda.kz
ყირგიზეთის რესპუბლიკა
ყირგიზეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო ნაწარმის დეპარტამენტი
720044, ქ.ბიშკეკი, 3-ლინიას ქ., სახ. 25
ტელ.: 0800 800 26 26; +996 312 21 92 78
ფაქსი: +996 312 21 05 08
ელ. ფოსტა: [email protected] ინტერნეტ საიტი: http://pharm.kg
რუსეთის ფედერაცია
ჯანდაცვის სფეროში ზედამხედველობის ფედერალური სამსახური
109012, ქ. მოსკოვი, სლავიანსკაიას მოედანი, 4, შენ. 1
ტელ.: +7 800 550 99 03
ელ. ფოსტა: [email protected] ინტერნეტ-საიტი: https://roszdravnadzor.gov.ru
- პრეპარატ გუტალაქსის® შენახვა
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ფლაკონის ეტიკეტსა და მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, „ვარგისია _ მდე“.
ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი წარმოადგენს მითითებული თვის ბოლო დღეს.
პრეპარატი შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, არ გაყინოთ.
პრეპარატის ვარგისიანობის ვადა ფლაკონის პირველი გახსნის შემდეგ 12 თვეა.
არ გადაღვაროთ პრეპარატები კანალიზაციაში (წყალსადენში). არასაჭირო პრეპარატების უტილიზაციის საკითხზე მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა მონაცემები
მოქმედი ნივთიერებაა ნატრიუმის პიკოსულფატი.
პერორალური ხსნარის 100 მლ შეიცავს 0.75გ ნატრიუმის პიკოსულფატის მონოჰიდრატს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია:
- ნატრიუმის ბენზოატი
- ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი
- თხევადი სორბიტოლი (არაკრისტალიზებადი)
- ლიმონმჟავას მონოჰიდრატი
- გასუფთავებული წყალი.
პრეპარატ გუტალაქსის® გარეგანი აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი
პრეპარატი გუტალაქსი®, პერორალურად მისაღები წვეთები, წარმოადგენს გამჭვირვალე, უფეროდან მოყვითალომდე ან ოდნავ მოყვითალო-ყავისფერი ფერის, ოდნავ ბლანტ ხსნარს.
15 ან 30 მლ-იანი პლასტმასის ფლაკონი დახუფულია საცობი-საწვეთურით და ხრახნიანი თავსახურით. ფლაკონი ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში. შესაძლოა, ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გასაყიდად ხელმისაწვდომი.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
ა.ნატერმან ენდ სიე. გმბჰ/ A. Nattermann & Cie. GmbH
Brueningstrasse 50, 65929 Frankfurt am Main, Germany
მწარმოებელი
დე ანჯელის ინსტიტუტი ს.რ.ლ./ Istituto de Angeli, s.r.l.
ლაკალიტა პრული №103/С, 50066 რეჯელო (ფლორენცია), იტალია/ Localita Prulli № 103/С, 50066 – Reggello (Florence), Italy
პრეპარატთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად, ასევე პრეტენზოების წარმოქმნის შემთხვევაში, მიმართეთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის წარმომადგენელს:
რუსეთის ფედერაცია
შპს „ოპელლა ჰელსქეა“
რუსეთის ფედერაცია, 125375, ქ. მოსკოვი, ტვერსკაიას ქ., 22
ტელ.: +7 495 721-14-00
ბელარუსის რესპუბლიკა
სს „ნიჟნი ნოვგოროდის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა“;-ს (რფ) წარმომადგენლობა
ბელარუსის რესპუბლიკაში
ბელარუსის რესპუბლიკა, 220113, მინსკი, იაკუბ კოლასის ქ. 73/3, სართული 4, ოფისი 6
ტელ./ფაქსი: +375 17 358 06 61
ელექტრონული ფოსტა: [email protected]
ყირგიზეთის რესპუბლიკა:
შსა "STADA Kazakhstan"
ყირგიზეთის რესპუბლიკა, 050011, ქ. ალმათი, სუინბაის გამზ., სახ. 258 ვ
ტელ.: +7 727 2222 100
ელექტრონული ფოსტა: [email protected]
სომხეთის რესპუბლიკა:
შპს „შტადა სომხეთი“
სომხეთის რესპუბლიკა, 0009, ქ. ერევანი, ტერიანის ქ. 105/1, ბიზნეს ცენტრი
„ციტადელი“, მე-7 სართული, ოფისი №707
ტელ.: +374 10 514 885
ელექტრონული ფასტა: [email protected]
ყირგიზეთის რესპუბლიკა:
შპს „შტადა ყირგიზეთი“
მისამართი: ყირგიზეთის რესპუბლიკა, 720005, ქ. ბიშკეკი, იგემბერდიევის ქ.1ა,
ბიზნეს ცენტრი „ავრორა“, ოფისი 604
ტელ.: +996 770 330031
ელექტრონული ფოსტა: [email protected]
ეს ჩანართი გადახედილია
ინფორმაციის სხვა წყაროები
ამ პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია კავშირის ვებ-გვერდზე https://eec.eaeunion.org.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


