ეზორი პერორალური წვეთები ხსნარი
EZOR® GOTAS ORALES EN SOLUCIÓN
- მოქმედი ნივთიერება
- პიკოზულფატი (picosulfate)
- ფორმა და შეფუთვა
- 7,5მგ/მლ 25მლ პერორალური წვეთები, ხსნარი პოლიეთილენის ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- LAINCO, S.A., ესპანეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ყაბზობის საწინააღმდეგო საშუალებები, კონტაქტური საფაღარათო საშუალებები
- ATC კოდი
- A06AB08
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-021218
- რეგისტრირებულია
- 4 იანვარი 2017, მოქმედებს 4 იანვარი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ეი-ბი-სი ფარმაცია“
- GMP
- -
ეზორი პერორალური წვეთები ხსნარი — ინსტრუქცია ქართულად
მიღების წესი და დოზირება
თუ არ არის მკურნალი ექიმის სხვა მითითება, საჭიროა ამ ინსტრუქციის დაცვა.
თუ პაციენტს მიაჩნია რომ ეზორი შიგნით მისაღები წვეთების, ხსნარის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შიგნით მიიღება.
მოზრდილები: 10-დან 20 წვეთამდე (3-6მგ) დღეში, მიიღება ერთხელ.
6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 3-10 წვეთი (1-3მგ) დღეში, მიიღება ერთხელ.
საჭიროა დოზის ინდივიდუალურად განსაზღვრა მინიმალურ დოზამდე, რომელიც აუცილებელია დეფეკაციისთვის.
ეზორი შიგნით მისაღები წვეთები, ხსნარი მიიღება საღამოს, რათა დეფეკაცია გამოიწვიოს დილას.
წვეთები მიიღება ცალკე ან გახსნილი სახით ნებისმიერი სახის სასმელში (წყალი, რძე, ხილის წვენი) ან საკვებში (პიურე, ბავშვთა კვება, ა.შ.).
ექიმთან კონსულტაციის გარეშე დაუშვებელია 6 დღეზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიღება.
ეზორი შიგნით მისაღები წვეთების, ხსნარის დოზის გადაჭარბება:
სიფრთხილის ზომები
ეზორი შიგნით მისაღები წვეთები, ხსნარი არ მიიღება შემდეგ შემთხვევებში
მომატებული მგრძნობელობა ამ პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
ნაწლავის ანთებითი დაავადება
ტკივილი მუცლის არეში ან ეჭვი ნაწლავის ობსტრუქციაზე
აპენდიციტი
ნაწლავების გაუვალობა
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების დაცვა ეზორი შიგნით მისაღები წვეთების, ხსნარის გამოყენების დროს შემდეგ შემთხვევებში:
პაციენტმა უნდა შეწყვიტოს მკურნალობა და მიმართოს ექიმს თუ:
თუ მკურნალობის დაწყებიდან 72 საათის გასვლის შემდეგ პაციენტს არ აღენიშნება დეფეკაცია
მკურნალობის გახანგრძლივების გამო, თუ სიმპტომები მძიმდება ან ნარჩუნდება 6 დღეზე მეტი დროის მანძილზე, აღნიშნულმა შეიძლება გამოიწევიოს ტოლერანტობა და დეფეკაციის მისაღწევად საფაღარათე საშუალებების მიმართ დამოკიდებულების განვითარება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის მიღებამდე პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შენიშვნა ქალებისათვის
თუ პაციენტი ორსულია ან ეჭვობს ორსულობას, ამ პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
ორსულობის დროს პრეპარატის მიღება შეიძლება სახიფათო იყოს ემბრიონისთვის ან ნაყოფისთვის და საჭირო არის მონიტორინგი მკურნალი ექიმის მიერ.
ლაქტაცია
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოყენება ბავშვებში
ექიმთან კონსულტაციის გარეშე დაუშვებელია ექვს წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება.
ზემოქმედება მანქანისა და მექანიზმების მართვის უნარზე
არ აღწერილა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ეზორი შიგნით მისაღები წვეთების, ხსნარის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ:
შეიცავს გლიცერინს და შეიძლება საზიანო იყოს დიდი დოზებით გამოყენების დროს. მან შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, ტკივილი მუცლის არეში და ფაღარათი.
სხვა პრეპარატების მიღება:
პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობს ან უახლოეს წარსულში ღებულობდა ნებისმიერ სხვა პრეპარატს ურეცეპტოდ გასაცემი სამკურნალო საშუალებების ჩათვლით.
ანტიბიოტიკებთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს პრეპარატის საფაღარათო ეფექტი.
დოზის გადაჭარბების ან ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში სისხლში შეიძლება გამოვლინდეს კალიუმის რაოდენობის შემცირება, შედეგად პაციენტმა თავიდან უნდა აიცილოს მისი გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ მსგავსი ცვლილებების განვითარება. სისხლში კალიუმის შემცირებულმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს სათითურას გლიკოზიდების ტოქსიურობის შემცირება.
ზემოქმედება დიაგნოზის დასმაზე:
თუ პაციენტი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ღებულობს საფაღარათო საშუალებებს, მან შეიძლება გამოიწვიოს სისხლში გლუკოზის კონცენტარციის მომატება.
თუ პაციენტი ღებულობს საფაღარათო საშუალებებს, მან შეიძლება გამოიწვიოს შტარში კალიუმის კონცენტრაციის შემცირება.
პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს თუ გეგმავს სისხლის ანალიზის ჩატარებას.
გვერდითი მოვლენები
სხვა ყველა პრეპარატის მსგავსად ეზორი შიგნით მისაღებმა წვეთებმა, ხსნარმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენების განვითარება.
ნატრიუმის პიკოსულფატის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ყაბზობის გაუარესება.
ზოგიერთ შემთხვევაში, ან შემთხვევით მიღებისას (25 წვეთზე მეტი) შეიძლება განვითარდეს: გამონაყარი კანზე, გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში, ზომიერი ხარისხის სპაზმები, სპაზმები მუცელში, სისუსტე, ნახევრად თხევადი განავალი, სითხის, კალიუმის და სხვა ელექტროლიტების კარგვის ზრდა, რაც იწვევს გულისა და კუნთების დაზიანებას.
თუ პაციენტი შენიშნავს ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენების განვითარებას, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ჭარბი დოზა
ტკივილი მუცლის არეში, ფაღარათი, მალაბსორბცია, წონის კლება, ელექტროლიტების დარღვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ღებინება და კუნთების სისუსტე; იშვიათად ოსტეომალაცია, მეორადი ჰიპერალდოსტერონიზმი და ტეტანია.
ეზორი შიგნით მისაღები წვეთების, ხსნარის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, ან დარეკოს ტოქსიკოლოგიურ ცენტრში ნომერზე 915620420 და მიუთითოს პრეპარატი და მიღებული რაოდენობა.
ეზორი შინით მისაღები წვეთების, ხსნარის დოზის გამოტოვება:
დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ. ჩვეულებრივი დოზა მიიღება ჩვეულებრივ დროს.
შენახვის პირობები
ეზორი შიგნით მისაღები წვეთები, ხსნარი
ყოველი მლ აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 7,5მგ ნატრიუმის პიკოსულფატს. (1მლ 25 წვეთის ექვივალენტურია)
დამხმარე ნივთიერება არის გლიცერინი.
წარმოების ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
LAINCO, S.A.
Av. Bizet, 8-12
08191 Rubi (BARCELONA)
SPAIN
ლაინკო, ს.ა.
ავ. ბიზე, 8-12
08191 რუბი (ბარსელონა)
ესპანეთი
რა არის ეზორი შიგნით მისაღები წვეთები, ხსნარი და მისი გამოყენება
ეს არის შიგნით მისაღები წვეთები, ხსნარი, რომელიც გამოდის საწვეთურიან ბოთლებში 25მლ მოცულობით. აგრეთვე ხელმისაწვდომია 25 მლ-იანი 100 ფლაკონიანი კლინიკური შეფუთვა.
ის მოქმედებს როგორც საფაღარათო საშუალება უშუალოდ ნაწლავების სტიმულირების გზით, რაც შედეგად აადვილებს ნაწლავთა პერისტალტიკას.
პრეპარატი განკუთვნლია პერიოდულად განვითარებული ყაბზობის სიმპტომური შემსუბუქებისთვის, განსაკუთრებით, პაციენტებში ბუასილით ან ანალური ხვრელის და სწორი ნაწლავის სხვა მტკივნეული დაზიანებების დროს გამოსაყენებლად.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
გამოყენების ინსტრუქცია
საჭიროა ამ ინსტუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას პაციენტისათვის.
ეს პრეპარატი ხელმისაწვდომია ურეცეპტოდ, ექიმის ჩარევის გარეშე უმნიშვნელო დაავადებების სამკურნალოდ. თუმცა, საუკეთესო შედეგის მისაღწევად საჭიროა ეზორი შიგნით მისაღები წვეთების, ხსნარის სიფრთხილით მიღება.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შეიძლება წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი ინფორმაციის ან რჩევისთვის უნდა მიემართოს ფარმაცევტს.
თუ 72 საათიანი მკურნალობის შემდეგ ნაწლავის პერისტალტიკა არ ხდება, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და უნდა მიემართოს ექიმს.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რა არის ეზორი შიგნით მისაღები წვეთები, ხსნარი და მისი გამოყენება
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ეზორი შიგნით მისაღები წვეთების, ხსნარის მიღებამდე
ეზორი შიგნით მისაღები წვეთების, ხსნარის მიღების წესი
შესაძლო გევრდითი მოვლენები
ეზორი შიგნით მისაღები წვეთების, ხსნარის შენახვის წესი
ეზორი შიგნით მისაღები წვეთები, ხსნარი
ყოველი მლ აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 7,5მგ ნატრიუმის პიკოსულფატს. (1მლ 25 წვეთის ექვივალენტურია)
დამხმარე ნივთიერება არის გლიცერინი.
წარმოების ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
LAINCO, S.A.
Av. Bizet, 8-12
08191 Rubi (BARCELONA)
SPAIN
ლაინკო, ს.ა.
ავ. ბიზე, 8-12
08191 რუბი (ბარსელონა)
ესპანეთი
რა არის ეზორი შიგნით მისაღები წვეთები, ხსნარი და მისი გამოყენება
ეს არის შიგნით მისაღები წვეთები, ხსნარი, რომელიც გამოდის საწვეთურიან ბოთლებში 25მლ მოცულობით. აგრეთვე ხელმისაწვდომია 25 მლ-იანი 100 ფლაკონიანი კლინიკური შეფუთვა.
ის მოქმედებს როგორც საფაღარათო საშუალება უშუალოდ ნაწლავების სტიმულირების გზით, რაც შედეგად აადვილებს ნაწლავთა პერისტალტიკას.
პრეპარატი განკუთვნლია პერიოდულად განვითარებული ყაბზობის სიმპტომური შემსუბუქებისთვის, განსაკუთრებით, პაციენტებში ბუასილით ან ანალური ხვრელის და სწორი ნაწლავის სხვა მტკივნეული დაზიანებების დროს გამოსაყენებლად.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ეზორი შიგნით მისაღები წვეთების, ხსნარის მიღებამდე
ეზორი შიგნით მისაღები წვეთები, ხსნარი არ მიიღება შემდეგ შემთხვევებში
მომატებული მგრძნობელობა ამ პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
ნაწლავის ანთებითი დაავადება
ტკივილი მუცლის არეში ან ეჭვი ნაწლავის ობსტრუქციაზე
აპენდიციტი
ნაწლავების გაუვალობა
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების დაცვა ეზორი შიგნით მისაღები წვეთების, ხსნარის გამოყენების დროს შემდეგ შემთხვევებში:
პაციენტმა უნდა შეწყვიტოს მკურნალობა და მიმართოს ექიმს თუ:
თუ მკურნალობის დაწყებიდან 72 საათის გასვლის შემდეგ პაციენტს არ აღენიშნება დეფეკაცია
მკურნალობის გახანგრძლივების გამო, თუ სიმპტომები მძიმდება ან ნარჩუნდება 6 დღეზე მეტი დროის მანძილზე, აღნიშნულმა შეიძლება გამოიწევიოს ტოლერანტობა და დეფეკაციის მისაღწევად საფაღარათე საშუალებების მიმართ დამოკიდებულების განვითარება.
ორსულობა
ამ პრეპარატის მიღებამდე პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შენიშვნა ქალებისათვის
თუ პაციენტი ორსულია ან ეჭვობს ორსულობას, ამ პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
ორსულობის დროს პრეპარატის მიღება შეიძლება სახიფათო იყოს ემბრიონისთვის ან ნაყოფისთვის და საჭირო არის მონიტორინგი მკურნალი ექიმის მიერ.
ლაქტაცია
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოყენება ბავშვებში
ექიმთან კონსულტაციის გარეშე დაუშვებელია ექვს წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება.
ზემოქმედება მანქანისა და მექანიზმების მართვის უნარზე
არ აღწერილა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ეზორი შიგნით მისაღები წვეთების, ხსნარის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ:
შეიცავს გლიცერინს და შეიძლება საზიანო იყოს დიდი დოზებით გამოყენების დროს. მან შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, ტკივილი მუცლის არეში და ფაღარათი.
სხვა პრეპარატების მიღება:
პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობს ან უახლოეს წარსულში ღებულობდა ნებისმიერ სხვა პრეპარატს ურეცეპტოდ გასაცემი სამკურნალო საშუალებების ჩათვლით.
ანტიბიოტიკებთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს პრეპარატის საფაღარათო ეფექტი.
დოზის გადაჭარბების ან ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში სისხლში შეიძლება გამოვლინდეს კალიუმის რაოდენობის შემცირება, შედეგად პაციენტმა თავიდან უნდა აიცილოს მისი გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ მსგავსი ცვლილებების განვითარება. სისხლში კალიუმის შემცირებულმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს სათითურას გლიკოზიდების ტოქსიურობის შემცირება.
ზემოქმედება დიაგნოზის დასმაზე:
თუ პაციენტი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ღებულობს საფაღარათო საშუალებებს, მან შეიძლება გამოიწვიოს სისხლში გლუკოზის კონცენტარციის მომატება.
თუ პაციენტი ღებულობს საფაღარათო საშუალებებს, მან შეიძლება გამოიწვიოს შტარში კალიუმის კონცენტრაციის შემცირება.
პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს თუ გეგმავს სისხლის ანალიზის ჩატარებას.
ეზორი შიგნით მისაღები წვეთების, ხსნარის მიღების წესი
თუ არ არის მკურნალი ექიმის სხვა მითითება, საჭიროა ამ ინსტრუქციის დაცვა.
თუ პაციენტს მიაჩნია რომ ეზორი შიგნით მისაღები წვეთების, ხსნარის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შიგნით მიიღება.
მოზრდილები: 10-დან 20 წვეთამდე (3-6მგ) დღეში, მიიღება ერთხელ.
6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 3-10 წვეთი (1-3მგ) დღეში, მიიღება ერთხელ.
საჭიროა დოზის ინდივიდუალურად განსაზღვრა მინიმალურ დოზამდე, რომელიც აუცილებელია დეფეკაციისთვის.
ეზორი შიგნით მისაღები წვეთები, ხსნარი მიიღება საღამოს, რათა დეფეკაცია გამოიწვიოს დილას.
წვეთები მიიღება ცალკე ან გახსნილი სახით ნებისმიერი სახის სასმელში (წყალი, რძე, ხილის წვენი) ან საკვებში (პიურე, ბავშვთა კვება, ა.შ.).
ექიმთან კონსულტაციის გარეშე დაუშვებელია 6 დღეზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიღება.
ეზორი შიგნით მისაღები წვეთების, ხსნარის დოზის გადაჭარბება:
დოზის გადაჭარბების ან შემთხვევით მიღების შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს: ტკივილი მუცლის არეში, ფაღარათი, მალაბსორბცია, წონის კლება, ელექტროლიტების დარღვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ღებინება და კუნთების სისუსტე; იშვიათად ოსტეომალაცია, მეორადი ჰიპერალდოსტერონიზმი და ტეტანია.
ეზორი შიგნით მისაღები წვეთების, ხსნარის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, ან დარეკოს ტოქსიკოლოგიურ ცენტრში ნომერზე 915620420 და მიუთითოს პრეპარატი და მიღებული რაოდენობა.
ეზორი შინით მისაღები წვეთების, ხსნარის დოზის გამოტოვება:
დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ. ჩვეულებრივი დოზა მიიღება ჩვეულებრივ დროს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა ყველა პრეპარატის მსგავსად ეზორი შიგნით მისაღებმა წვეთებმა, ხსნარმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენების განვითარება.
ნატრიუმის პიკოსულფატის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ყაბზობის გაუარესება.
ზოგიერთ შემთხვევაში, ან შემთხვევით მიღებისას (25 წვეთზე მეტი) შეიძლება განვითარდეს: გამონაყარი კანზე, გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში, ზომიერი ხარისხის სპაზმები, სპაზმები მუცელში, სისუსტე, ნახევრად თხევადი განავალი, სითხის, კალიუმის და სხვა ელექტროლიტების კარგვის ზრდა, რაც იწვევს გულისა და კუნთების დაზიანებას.
თუ პაციენტი შენიშნავს ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენების განვითარებას, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეზორი შიგნით მისაღები წვეთების, ხსნარის შენახვის წესი
ეზორი შიგნით მისაღები წვეთები, ხსნარი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებული პირობების დაცვას.
ვარგისიანობის ვადა:
ეს პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე დაბეჭდილი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ეს ინსტრუქცია დამტკიცდა: 2001 წლის ოქტომბერი.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


