პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ყაბზობის სამკურნალო პრეპარატები

გლიცეროლო ნოვა არგენტია

GLICEROLO NOVA ARGENTIA

ურეცეპტოდ2,25გინსტრუქცია ქართულადიტალია
რისთვის გამოიყენება

გლიცეროლო ნოვა არგენტია შეიცავს მოქმედ ნივთიერებას გლიცერინს, რომელიც მიეკუთვნება საფაღარათო საშუალებების ჯგუფს. საფაღარათო საშუალება არის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ნაწლავების დაცლის გასაადვილებლად. ეს სამკურნალო საშუალება ნაჩვენებია პერიოდული ყაბზობის ხანმოკლე მკურნალობისთვის. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
გლიცეროლი (glycerol)
ფორმა და შეფუთვა
2,25გ რექტალური ხსნარი ბავშვებისათვის ერთდოზიანი კონტეინერი №6
მწარმოებელი
AEFFE FARMACEUTICI S.r.l., იტალია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ყაბზობის სამკურნალო პრეპარატები, ოყნები
ATC კოდი
A06AG04
რეგისტრაციის ნომერი
რ-043436
რეგისტრირებულია
23 ივნისი 2025, მოქმედებს 23 ივნისი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „პსპ ფარმა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაგლიცეროლო ნოვა არგენტია და სხვა წამალი ერთად

გლიცეროლო ნოვა არგენტია — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

გლიცეროლო ნოვა არგენტია შეიცავს მოქმედ ნივთიერებას გლიცერინს, რომელიც მიეკუთვნება საფაღარათო საშუალებების ჯგუფს. საფაღარათო საშუალება არის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ნაწლავების დაცლის გასაადვილებლად. ეს სამკურნალო საშუალება ნაჩვენებია პერიოდული ყაბზობის ხანმოკლე მკურნალობისთვის.

თუ თქვენი სიმპტომები არ გაუმჯობესდება ან გაუარესდება, მიმართეთ თქვენს ექიმს.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც მოცემულია ამ ფურცელ-ჩანართში ან როგორც დაგინიშნათ თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სწორი დოზა არის მინიმალური დოზა, რომელიც საკმარისია ნაწლავის მარტივი მოქმედების უზრუნველსაყოფად. დაიწყეთ მინიმალური რეკომენდებული დოზების გამოყენებით.

რეკომენდებული დოზა მოზრდილებისა და მოზარდებისთვის არის ერთი 6.75 გ ერთდოზიანი კონტეინერი მოზრდილებისთვის საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 1 ან 2 გამოყენება დღეში.

2-11 წლის ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებული დოზაა ერთი 2.25 გ ერთდოზიანი კონტეინერი მცირეწლოვანი ბავშვებისთვის საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 1 ან 2 გამოყენება დღეში.

საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენეთ წამლის ერთი წვეთი წვერის დასასველებლად (შეზეთვისთვის), სანამ სწორ ნაწლავში მოათავსებთ და დააჭერთ დგუშს.

წვერის გამოღებისას განაგრძეთ დგუშზე დაჭერა.

გამოიყენეთ კონტეინერი მხოლოდ ერთი გამოყენებისთვის: გადააგდეთ დარჩენილი წამალი.

გამოიყენეთ საფაღარათო საშუალებები რაც შეიძლება ნაკლებად და არა უმეტეს შვიდი დღის განმავლობაშ (იხ. გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები).

დიდი რაოდენობით სითხის მიღება აძლიერებს ამ პრეპარატის ეფექტს.

თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი გლიცეროლო ნოვა არგენტია

თუ ამ სამკურნალო საშუალებას ძალიან ხშირად, ძალიან დიდხანს ან ჭარბი რაოდენობით იყენებთ, შეიძლება აღგენიშნოთ მუცლის ტკივილი და მუდმივი დიარეა, რაც იწვევს წყლის, მინერალური მარილების (განსაკუთრებით კალიუმის) და სხვა აუცილებელი საკვები ნივთიერებების დაკარგვას, რომლებიც საჭიროებენ შევსებას (იხ. გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები).

ორგანიზმში მარილების დისბალანსის (ელექტროლიტური დისბალანსი) სიმპტომებია წყურვილი, ღებინება, სისუსტე, შეშუპება (ედემა), ძვლების პრობლემები (ოსტეომალაცია, ასევე ცნობილი როგორც რბილი ძვლები) და სისხლში არსებული ცილის, ალბუმინის დონის დაქვეითება (ჰიპოალბუმინემია).

გლიცეროლო ნოვა არგენტიას შემთხვევით ჭარბი დოზით გამოყენების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს.

თუ ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით გაქვთ რაიმე ეჭვი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია გლიცერინის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში);

თუ გაწუხებთ მწვავე ან უცნობი წარმოშობის მუცლის ტკივილი;

თუ გაწუხებთ გულისრევა ან ღებინება;

თუ გაწუხებთ ნაწლავური გაუვალობა ან შევიწროება (სტენოზი);

თუ გაწუხებთ უცნობი წარმოშობის სისხლდენა სწორი ნაწლავიდან;

თუ გაწუხებთ სისხლძარღვების შეშუპება ანუსის მიდამოში (მწვავე ჰემოროიდული კრიზი) ტკივილითა და სისხლდენით;

თუ გაწუხებთ მძიმე დეჰიდრატაცია.

სიფრთხილის ზომები

გლიცეროლო ნოვა არგენტიას გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ხართ ხანდაზმული ასაკის და/ან გაქვთ ჯანმრთელობის პრობლემები, ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.

გამოიყენეთ ნაწლავების მოქმედების მასტიმულირებელი სამკურნალო საშუალებები (საფაღარათო საშუალებები) რაც შეიძლება ნაკლებად და ნებისმიერ შემთხვევაში არა უმეტეს 7 დღისა. საფაღარათო საშუალებების უფრო ხანგრძლივი გამოყენებისთვის საჭიროა ექიმის დანიშნულება, პაციენტის მდგომარეობის შესაბამისი შეფასების შემდეგ.

თუ გაწუხებთ მუდმივი (ქრონიკული) ან მორეციდივე ყაბზობა, ყოველთვის მიმართეთ ექიმს დიაგნოზის დასასმელად, მედიკამენტების დანიშვნისა და მკურნალობის მიმდინარეობის მონიტორინგისთვის.

საფაღარათო საშუალებების გამოყენებისას განავლის დარბილების მიზნით, ყოველდღიურად დალიეთ სულ მცირე 6-8 ჭიქა წყალი ან სხვა სითხე.

საფაღარათო საშუალებების ჭარბმა, ხშირმა ან არასწორმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მუდმივი დიარეა, რასაც მოჰყვება წყლის, მინერალური მარილების (განსაკუთრებით კალიუმის) და სხვა აუცილებელი საკვები ნივთიერებების დაკარგვა. არასწორად გამოყენების ყველაზე მძიმე შემთხვევებში, შესაძლოა აღინიშნოს წყლის ჭარბი დაკარგვა (დეჰიდრატაცია) ან სისხლში კალიუმის დონის დაქვეითება (ჰიპოკალიემია). ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს გულის ან კუნთების აქტივობაზე, განსაკუთრებით თუ ამ სამკურნალო საშუალებით მკურნალობის დროს იღებთ საგულე გლიკოზიდებს, დიურეზულ საშუალებებს ან კორტიკოსტეროიდებს.

საფაღარათო საშუალებების, განსაკუთრებით კონტაქტური (მასტიმულირებელი) საფაღარათო საშუალებების არასწორად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება (მუდმივად მზარდი დოზების საჭიროება), ქრონიკული ყაბზობა და ნაწლავების ნორმალური ფუნქციის დარღვევა (ნაწლავის ატონია).

თუ გაწუხებთ ყაბზობა, პირველ რიგში უნდა დააკორექტიროთ თქვენი კვებითი რაციონი, ყოველდღიურად უზრუნველყოთ საკვები ბოჭკოებისა და წყლის ადეკვატური მიღება.

ბავშვები

12 წლამდე ასაკის ბავშვებში გლიცეროლო ნოვა არგენტიას გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან აპირებთ მიიღოთ სხვა ნებისმიერი მედიკამენტი.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს ეს პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში და ყოველთვის ექიმის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ეს პრეპარატი გავლენას არ ახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, დააკვირდით თქვენს რეაქციას პრეპარატზე, რადგან შეიძლება განვითარდეს გვერდითი მოვლენები, რომლებიც გავლენას მოახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა მედიკამენტმა, ამ სამკურნალო საშუალებასაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, მაგრამ ისინი არ აღინიშნება ყველა პაციენტში.

შესაძლოა განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

უცნობი სიხშირე (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით):

ტკივილი იზოლირებული სპაზმების ან მუცლის კოლიკის და დიარეის სახით, სითხისა და მინერალური მარილების (ელექტროლიტების) დაკარგვით, უფრო ხშირია მძიმე ყაბზობის შემთხვევებში.

სწორი ნაწლავის გაღიზიანება.

შეტყობინებები გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ აღგენიშნებათ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, მათ შორის გვერდით მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებრე ჩანართ-ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ასევე, გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ პირდაპირ შეატყობინოთ ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით, შემდეგ მისამართზე: www.agenziafarmaco.gov.it/it/segnalazioni-reazioni-avverse.

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ დაგვეხმარებით უზრუნველვყოთ მეტი ინფორმაცია წამლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

შემადგენლობა

გლიცეროლო ნოვა არგენტია 2.25 გ რექტალური ხსნარი მცირეწლოვანი ბავშვებისთვის

მოქმედი ნივთიერებაა გლიცერინი. თითოეული ერთდოზიანი კონტეინერი შეიცავს 2.25 გ გლიცერინს.

სხვა ინგრედიენტებია: გვირილის თხევადი ექსტრაქტი, ჭინჭრის თხევადი ექსტრაქტი, კარტოფილის სახამებელი, გასუფთავებული წყალი.

გლიცეროლო ნოვა არგენტია 6.75 გ რექტალური ხსნარი მოზრდილებისთვის

მოქმედი ნივთიერებაა გლიცერინი. თითოეული ერთდოზიანი კონტეინერი შეიცავს 6.75 გ გლიცერინს.

გლიცეროლო ნოვა არგენტიას გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

რექტალური ხსნარის 6 ერთდოზიანი კონტეინერის შეფუთვა.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შენახვის პირობები

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე „EXP“-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მოცემული თვის ბოლო დღეს.

შეინახეთ ორიგინალ, მჭიდროდ თავდახურულ შეფუთვაში, რათა დაიცვათ პრეპარატი ნესტისგან და მოარიდეთ სითბოს პირდაპირ წყაროებს.

არ გადაასხათ სამკურნალო საშუალებები და არ გადაყაროთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია

შეფუთვის ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

გლიცეროლო ნოვა არგენტია 2.25 გ რექტალური ხსნარი მცირეწლოვანი ბავშვებისთვის

გლიცეროლო ნოვა არგენტია 6.75 გ რექტალური ხსნარი მოზრდილებისთვის

გლიცერინი

ამ პრეპარატის გამოყენებამდე, სრულად და ყურადღებით გაეცანით წინამდებარე ფურცელ-ჩანართს, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც მოცემულია ამ ფურცელ-ჩანართში ან ექიმის ან ფარმაცევტის მიერ დანიშნული რეცეპტის შესაბამისად.

შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შესაძლებელია დაგჭირდეთ მისი ხელახალი წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში ან რჩვევის მისაღებად, მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც მოცემული არ არის წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.

თუ თქვენი სიმპტომები არ გაუმჯობესდება ან გაუარესდება, მიმართეთ თქვენს ექიმს.

მოცემული ფურცელ-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

რას წარმოადგენს გლიცეროლო ნოვა არგენტია და რისთვის გამოიყენება

რა უნდა იცოდეთ გლიცეროლო ნოვა არგენტიას გამოყენებამდე

როგორ გამოიყენება გლიცეროლო ნოვა არგენტია

შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორ ინახება გლიცეროლო ნოვა არგენტია

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას წარმოადგენს გლიცეროლო ნოვა არგენტია და რისთვის გამოიყენება

გლიცეროლო ნოვა არგენტია შეიცავს მოქმედ ნივთიერებას გლიცერინს, რომელიც მიეკუთვნება საფაღარათო საშუალებების ჯგუფს. საფაღარათო საშუალება არის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ნაწლავების დაცლის გასაადვილებლად. ეს სამკურნალო საშუალება ნაჩვენებია პერიოდული ყაბზობის ხანმოკლე მკურნალობისთვის.

თუ თქვენი სიმპტომები არ გაუმჯობესდება ან გაუარესდება, მიმართეთ თქვენს ექიმს.

რა უნდა იცოდეთ იცოდეთ გლიცეროლო ნოვა არგენტიას გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ გლიცეროლო ნოვა არგენტია:

თუ გაქვთ ალერგია გლიცერინის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში);

თუ გაწუხებთ მწვავე ან უცნობი წარმოშობის მუცლის ტკივილი;

თუ გაწუხებთ გულისრევა ან ღებინება;

თუ გაწუხებთ ნაწლავური გაუვალობა ან შევიწროება (სტენოზი);

თუ გაწუხებთ უცნობი წარმოშობის სისხლდენა სწორი ნაწლავიდან;

თუ გაწუხებთ სისხლძარღვების შეშუპება ანუსის მიდამოში (მწვავე ჰემოროიდული კრიზი) ტკივილითა და სისხლდენით;

თუ გაწუხებთ მძიმე დეჰიდრატაცია.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

გლიცეროლო ნოვა არგენტიას გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ხართ ხანდაზმული ასაკის და/ან გაქვთ ჯანმრთელობის პრობლემები, ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.

გამოიყენეთ ნაწლავების მოქმედების მასტიმულირებელი სამკურნალო საშუალებები (საფაღარათო საშუალებები) რაც შეიძლება ნაკლებად და ნებისმიერ შემთხვევაში არა უმეტეს 7 დღისა. საფაღარათო საშუალებების უფრო ხანგრძლივი გამოყენებისთვის საჭიროა ექიმის დანიშნულება, პაციენტის მდგომარეობის შესაბამისი შეფასების შემდეგ.

თუ გაწუხებთ მუდმივი (ქრონიკული) ან მორეციდივე ყაბზობა, ყოველთვის მიმართეთ ექიმს დიაგნოზის დასასმელად, მედიკამენტების დანიშვნისა და მკურნალობის მიმდინარეობის მონიტორინგისთვის.

საფაღარათო საშუალებების გამოყენებისას განავლის დარბილების მიზნით, ყოველდღიურად დალიეთ სულ მცირე 6-8 ჭიქა წყალი ან სხვა სითხე.

საფაღარათო საშუალებების ჭარბმა, ხშირმა ან არასწორმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მუდმივი დიარეა, რასაც მოჰყვება წყლის, მინერალური მარილების (განსაკუთრებით კალიუმის) და სხვა აუცილებელი საკვები ნივთიერებების დაკარგვა. არასწორად გამოყენების ყველაზე მძიმე შემთხვევებში, შესაძლოა აღინიშნოს წყლის ჭარბი დაკარგვა (დეჰიდრატაცია) ან სისხლში კალიუმის დონის დაქვეითება (ჰიპოკალიემია). ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს გულის ან კუნთების აქტივობაზე, განსაკუთრებით თუ ამ სამკურნალო საშუალებით მკურნალობის დროს იღებთ საგულე გლიკოზიდებს, დიურეზულ საშუალებებს ან კორტიკოსტეროიდებს.

საფაღარათო საშუალებების, განსაკუთრებით კონტაქტური (მასტიმულირებელი) საფაღარათო საშუალებების არასწორად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება (მუდმივად მზარდი დოზების საჭიროება), ქრონიკული ყაბზობა და ნაწლავების ნორმალური ფუნქციის დარღვევა (ნაწლავის ატონია).

თუ გაწუხებთ ყაბზობა, პირველ რიგში უნდა დააკორექტიროთ თქვენი კვებითი რაციონი, ყოველდღიურად უზრუნველყოთ საკვები ბოჭკოებისა და წყლის ადეკვატური მიღება.

ბავშვები

12 წლამდე ასაკის ბავშვებში გლიცეროლო ნოვა არგენტიას გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.

სხვა სამკურნალო საშუალებები და გლიცეროლო ნოვა არგენტია

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან აპირებთ მიიღოთ სხვა ნებისმიერი მედიკამენტი.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს ეს პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში და ყოველთვის ექიმის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება

ეს პრეპარატი გავლენას არ ახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, დააკვირდით თქვენს რეაქციას პრეპარატზე, რადგან შეიძლება განვითარდეს გვერდითი მოვლენები, რომლებიც გავლენას მოახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

როგორ გამოიყენება გლიცეროლო ნოვა არგენტია

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც მოცემულია ამ ფურცელ-ჩანართში ან როგორც დაგინიშნათ თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სწორი დოზა არის მინიმალური დოზა, რომელიც საკმარისია ნაწლავის მარტივი მოქმედების უზრუნველსაყოფად. დაიწყეთ მინიმალური რეკომენდებული დოზების გამოყენებით.

რეკომენდებული დოზა მოზრდილებისა და მოზარდებისთვის არის ერთი 6.75 გ ერთდოზიანი კონტეინერი მოზრდილებისთვის საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 1 ან 2 გამოყენება დღეში.

2-11 წლის ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებული დოზაა ერთი 2.25 გ ერთდოზიანი კონტეინერი მცირეწლოვანი ბავშვებისთვის საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 1 ან 2 გამოყენება დღეში.

საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენეთ წამლის ერთი წვეთი წვერის დასასველებლად (შეზეთვისთვის), სანამ სწორ ნაწლავში მოათავსებთ და დააჭერთ დგუშს.

წვერის გამოღებისას განაგრძეთ დგუშზე დაჭერა.

გამოიყენეთ კონტეინერი მხოლოდ ერთი გამოყენებისთვის: გადააგდეთ დარჩენილი წამალი.

გამოიყენეთ საფაღარათო საშუალებები რაც შეიძლება ნაკლებად და არა უმეტეს შვიდი დღის განმავლობაშ (იხ. გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები).

დიდი რაოდენობით სითხის მიღება აძლიერებს ამ პრეპარატის ეფექტს.

თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი გლიცეროლო ნოვა არგენტია

თუ ამ სამკურნალო საშუალებას ძალიან ხშირად, ძალიან დიდხანს ან ჭარბი რაოდენობით იყენებთ, შეიძლება აღგენიშნოთ მუცლის ტკივილი და მუდმივი დიარეა, რაც იწვევს წყლის, მინერალური მარილების (განსაკუთრებით კალიუმის) და სხვა აუცილებელი საკვები ნივთიერებების დაკარგვას, რომლებიც საჭიროებენ შევსებას (იხ. გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები).

ორგანიზმში მარილების დისბალანსის (ელექტროლიტური დისბალანსი) სიმპტომებია წყურვილი, ღებინება, სისუსტე, შეშუპება (ედემა), ძვლების პრობლემები (ოსტეომალაცია, ასევე ცნობილი როგორც რბილი ძვლები) და სისხლში არსებული ცილის, ალბუმინის დონის დაქვეითება (ჰიპოალბუმინემია).

გლიცეროლო ნოვა არგენტიას შემთხვევით ჭარბი დოზით გამოყენების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს.

თუ ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით გაქვთ რაიმე ეჭვი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა მედიკამენტმა, ამ სამკურნალო საშუალებასაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, მაგრამ ისინი არ აღინიშნება ყველა პაციენტში.

შესაძლოა განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

უცნობი სიხშირე (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით):

ტკივილი იზოლირებული სპაზმების ან მუცლის კოლიკის და დიარეის სახით, სითხისა და მინერალური მარილების (ელექტროლიტების) დაკარგვით, უფრო ხშირია მძიმე ყაბზობის შემთხვევებში.

სწორი ნაწლავის გაღიზიანება.

შეტყობინებები გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ აღგენიშნებათ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, მათ შორის გვერდით მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებრე ჩანართ-ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ასევე, გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ პირდაპირ შეატყობინოთ ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით, შემდეგ მისამართზე: www.agenziafarmaco.gov.it/it/segnalazioni-reazioni-avverse.

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ დაგვეხმარებით უზრუნველვყოთ მეტი ინფორმაცია წამლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

როგორ ინახება გლიცეროლო ნოვა არგენტია

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე „EXP“-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მოცემული თვის ბოლო დღეს.

შეინახეთ ორიგინალ, მჭიდროდ თავდახურულ შეფუთვაში, რათა დაიცვათ პრეპარატი ნესტისგან და მოარიდეთ სითბოს პირდაპირ წყაროებს.

არ გადაასხათ სამკურნალო საშუალებები და არ გადაყაროთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს გლიცეროლო ნოვა არგენტია

გლიცეროლო ნოვა არგენტია 2.25 გ რექტალური ხსნარი მცირეწლოვანი ბავშვებისთვის

მოქმედი ნივთიერებაა გლიცერინი. თითოეული ერთდოზიანი კონტეინერი შეიცავს 2.25 გ გლიცერინს.

სხვა ინგრედიენტებია: გვირილის თხევადი ექსტრაქტი, ჭინჭრის თხევადი ექსტრაქტი, კარტოფილის სახამებელი, გასუფთავებული წყალი.

გლიცეროლო ნოვა არგენტია 6.75 გ რექტალური ხსნარი მოზრდილებისთვის

მოქმედი ნივთიერებაა გლიცერინი. თითოეული ერთდოზიანი კონტეინერი შეიცავს 6.75 გ გლიცერინს.

სხვა ინგრედიენტებია: გვირილის თხევადი ექსტრაქტი, ჭინჭრის თხევადი ექსტრაქტი, კარტოფილის სახამებელი, გასუფთავებული წყალი.

გლიცეროლო ნოვა არგენტიას გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

რექტალური ხსნარის 6 ერთდოზიანი კონტეინერის შეფუთვა.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

Industria Farmaceutica NOVA ARGENTIA S.r.l. (ფარმაცევტული ინდუსტრია ნოვა არგენტია ს.რ.ლ.) - ვია კარლო პორტა, 49 - გორგონზოლა (MI).

მწარმოებლები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან პარტიის გამოშვებაზე

Industria Farmaceutica NOVA ARGENTIA S.r.l. (ფარმაცევტული ინდუსტრია ნოვა არგენტია ს.რ.ლ.) - ვია გ. პასკოლი, 1 - გორგონზოლა (MI)

AEFFE FARMACEUTICI S.r.l. (აეფე ფარმაცეუტიკი სრლ) – ვია ტორინო, 448 – ბრანდიცო (TO)

ამ ფურცელი-ჩანართი ბოლოს გადახედვის თარიღი: 2023 წლის ნოემბერი

საგანმანათლებლო შენიშვნები ჯანმრთელობის შესახებ

უმეტეს შემთხვევაში, დაბალანსებულმა რაციონმა, რომელიც შეიცავს წყალს და ბოჭკოებს (ქატო, ხილი და ბოსტნეული), შეიძლება გამოიწვიოს ყაბზობის ხანგრძლივი შემსუბუქება. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ აწუხებთ ყაბზობა, რადგან არ აქვთ ყოველდღიურად ნაწლავთა მოქმედება. ეს შეხედულება მცდარია, რადგან ეს მდგომარეობა აბსოლუტურად ნორმალურია ადამიანების უმრავლესობისთვის. ნამდვილი ყაბზობაა, როდესაც ნაწლავთა მოქმედება უფრო ნაკლებია, ვიდრე ჩვეულებრივ გაქვთ და განავალი მაგარია. თუ გაქვთ ყაბზობის განმეორებითი ეპიზოდები, მიმართეთ თქვენს ექიმს.

Industria Farmaceutica NOVA ARGENTIA S.r.l. (ფარმაცევტული ინდუსტრია ნოვა არგენტია სრლ) - გორგონზოლა - მილანი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა