გლიცეროლი სელლა
Glicerolo Sella
შემთხვევითი შეკრულობის ხანმოკლე მკურნალობა
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- გლიცეროლი (glycerol)
- ფორმა და შეფუთვა
- 2250მგ/2500მგ 2500მგ რექტალური სუპოზიტორია მოზრდილთათვის №18
- მწარმოებელი
- Laboratorio Chimico Farmaceutico A. Sella S.r.l., იტალია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ყაბზობის სამკურნალო პრეპარატები, ყაბზობის სამკურნალო სხვა პრეპარატები
- ATC კოდი
- A06AX01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-038372
- რეგისტრირებულია
- 16 ივნისი 2023, მოქმედებს 16 ივნისი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „მედიტალია“
- GMP
- -
გლიცეროლი სელლა — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
შემთხვევითი შეკრულობის ხანმოკლე მკურნალობა
მიღების წესი და დოზირება
სწორი დოზირებაა მინიმალური რაოდენობა ნაწლავის იოლი მოქმედების გამოსაწვევად. სასურველია მინიმალიური საწყისი დოზის გამოყენება, რომლითაც გამოიწვევა ევაკუაცია.
მოზრდილები და მოზარდები (12-18 წელი):
1 სანთელი მოზრდილებში, საჭიროების შემთხვევაში, მაქსიმუმ 1-2-ჯერ დღეში.
2-11 წლის ასაკის ბავშვები:
1 საბავშვო სანთელი, საჭიროების შემთხვევაში, მაქსიმუმ 1-2-ჯერ დღეში.
გამოყენების ინსტრუქცია
ამოიღეთ სანთელი კონტეინერიდან, დაატენიანეთ საჭიროების შემთხვევაში სწორ ნაწლავში შეყვანის გამარტივებისთვის.
თუ სანთელი ძალიან რბილია, კონტეინერი ცივ წყალში შეინახეთ გახსნამდე.
12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
საფაღარათო საშუალებები უნდა გამოიყენოთ რაც შეიძლება იშვიათად, არაუმეტეს 7 დღის განმავლობაში (იხ. უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას). პრეპარატის ეფექტიანობას აძლიერებს სითხით მდიდარი დიეტა.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ,
მუცლის ტკივილი, მწავე ან უცნობი წარმომავლობის,
გულისრევა ან ღებინება,
ნაწლავური გაუვალობა ან ნაწლავის სტენოზი,
უცნობი წარმომავლობის რექტალური სისხლდენა,
მწვავე ჰემოროიდული კრიზი ტკივილით და სისხლდენით,
მძიმე დეჰიდრატაცია.
სიფრთხილის ზომები
საფაღარათო საშუალებები უნდა გამოიყენონ რაც შეიძლება იშვიათად, არაუმეტეს 7 დღეზე დიდხანს. უფრო ხანგრძლივი გამოყენებისთვის საჭიროა ექიმის რეცეპტი, ინდივიდუალური შემთხვევის სათანადო შეფასების შემდეგ.
ქრონიკული ან მორეციდივე შეკრულობის მკურნალობა, დიაგნოზის, მედიკამენტების დანიშვნის და მკურნალობის პერიოდში ზედამხედველობის მიზნით, ყოველთვის უნდა განხორციელდეს ექიმის მიერ.
საფაღარათო საშუალებების ბოროტად გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს პერსისტენტული დიარეა, რაც გამოიწვევს წყლის, მინერალური მარილების (განსაკუთრებით კალიუმის) და სხვა ძირითადი კვებითი ფაქტორების დაკარგვას. უფრო მძიმე შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს დეჰიდრატაცია ან ჰიპოკალიემია, რასაც შეიძლება მოყვეს გულის და ნერვკუნთოვანი დისფუნქცია, განსაკუთრებით იმ პირებში, რომლებიც მკურნალობენ საგულე გლიკოზიდებით, დიურეზულებით ან კორტიკოსტეროიდებით.
საფაღარათო საშუალებების, განსაკუთრებით კონტაქტური საფაღარათო საშუალებების (საფაღარათო სტიმულატორები), ბოროტად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება (რამაც შეიძლება გამოიწვიოს დოზირების თანდათანობით ზრდის საჭიროება), ქრონიკული შეკრულობა და ნაწლავის ნორმალური ფუნქციის დარღვევა (ნაწლავის ატონია).
შეკრულობის ეპიზოდების პერიოდში, პირველ რიგში, საჭიროა კვების ხასიათის შეცვლა, დღიური რაციონი საკმარისი რაოდენობით უნდა შეიცავდეს უჯრედისს და წყალს.
საფაღარათო საშუალებების გამოყენებისას, დალიეთ მინიმუმ 6-8 ჭიქა წყალი ან სხვა სითხე დღის განმავლობაში განავლის დარბილებისთვის.
ურთიერთქმედება აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ახლახანს იღებდით ნებისმიერ სხვა პრეპარატს, მათ შორის ისეთებს, რომლებიც გაიცემა ურეცეპტოდ.
ურთიერთქმედების სპეციალური კვლევა არ ჩატარებულა.
უსაფრთხობის სპეციალური ზომები
კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, როდესაც საფაღარათო საშუალებების გამოყენება საჭიროა ნაწლავის მოქმედების უეცარი ცვლილების დროს (სიხშირე და ნაწლავის მოძრაობის ცვლილება), რომელიც გრძელდება 2 კვირაზე დიდხანს, ან როდესაც საფაღარათო საშუალებების გამოყენებას არ აქვს ეფექტი.
12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ თქვენს ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე. ასევე, ამ პრეპარატის მიღებამდე ექიმთან კონსულტაცია მიზანშეწონილია ხანდაზმულებისთვის ან სუსტი ჯანმრთელობის მქონე პირებისთვის.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობის და ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით ადეკვატური და კარგად კონტროლირებული კვლევები არ არის ჩატარებული.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების ზუსტი უკუჩვენება არ არის, მისი მიღება რეკომენდებულია მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში სამედიცინო დაკვირვების ქვეშ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
მოცემული პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე. თუმცა, მკურნალობის პერიოდში შეიძლება თავი იჩინოს გარკვეულმა არასასურველმა მოვლენებმა.
ამიტომ, რეკომენდებულია პრეპარატზე რეაქციის შემოწმება სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმების გამოყენების დაწყებამდე.
ზოგადი ინფორმაცია ჯანმრთელობაზე
პირველ რიგში გასათვალისწინებელია, რომ უმრავლეს შემთხვევაში დაბალანსებული დიეტა დიდი რაოდენობით წყლით და უჯრედისით (ქატო,ბოსტნეული და ხილი) ხანგრძლივი დროით აუმჯობესებს შეკრულობის პრობლემას. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ თუ ნაწლავის მოქმედება არ ხდება ყოველდღე, მათ აწუხებთ შეკრულობა. ეს მცდარი შეხედულებაა, რადგან ბევრი ინდივიდისთვის ეს მდგომარეობა ნორმალურია.
ამის ნაცვლად ჩათვალეთ, რომ შეკრულობას ადგილი აქვს, როდესაც ევაკუაცია მცირდება ჩვეულებრივ სიხშირესთან შედარებით და გამოწვეულია მყარი განავლით.
შეკრულობის რეციდივის შემთხვევაში საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა პრეპარატმა, გლიცეროლმაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ ვლინდება ყველა ადამიანში.
რეგისტრირებულია გლიცეროლის ქვემოთ მითითებული არასასურველი ეფექტები. არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია ცალკეული ჩამოთვლილი ეფექტების სიხშირის შესაფასებლად.
კუჭ-ნაწლავის დაავადებები
იზოლირებული კრამპები ან აბდომინური კოლიკა და დიარეა, სითხის და ელექტროლიტების დაკარგვით, უფრო ხშირად მწვავე შეკრულობისას, ასევე რექტალური ზონის გაღიზიანება.
ამ შეფუთვის ჩანართში მოცემული ინსტრუქციების დაცვა შეამცირებს არასასურველი ეფექტების რისკს.
თუ რომელიმე არასასურველი ეფექტი მწვავდება, ან შენიშნავთ რომელიმე მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ჩანართში, აცნობეთ თქვენს ექიმს და ფარმაცევტს.
ჭარბი დოზა
ჭარბი დოზირების შემთხვევები რეგისტრირებული არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში, ჭარბი დოზირება (საფაღარათო საშუალებების ბოროტად გამოყენება-გადაჭარბებული დოზების ხშირი ან გახანგრძლივებული გამოყენება) შეიძლება იწვევდეს მუცლის ტკივილს, პერსისტირებულ დიარეას, რაც შემდგომში იწვევს სითხის, მინერალური მარილების (განსაკუთრებით კალიუმის) და სხვა მნიშვნელოვანი ნუტრიციული ფაქტორების დაკარგვას. საჭიროა ორგანიზმის მიერ დაკარგული სითხის და ელექტროლიტების შევსება.
ელექტროლიტების დისბალანსი ხასიათდება შემდეგი სიმპტომებით: წყურვილი, ღებინება, სისუსტე, შეშუპება, ძვლების ტკივილი (ოსტეომალაცია) და ჰიპოალბუმინემია.
უფრო სერიოზულ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს დეჰიდრატაცია ან ჰიპოკალიემია, რაც შემდგომში შეიძლება იწვევდეს გულის ან ნერვკუნთოვან დისფუნქციას, განსაკუთრებით საგულე გლიკოზიდებით, დიურეზულებით ან კორტიკოსტეროიდებით თანმხლები მკურნალობის შემთხვევაში.
საფაღარათო საშუალებების, განსაკუთრებით კონტაქტური საფაღარათო საშუალებების (საფაღარათო სტიმულატორები), ბოროტად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება (რამაც შეიძლება გამოიწვიოს დოზირების თანდათანობით ზრდის საჭიროება), ქრონიკული შეკრულობა და ნაწლავის ნორმალური ფუნქციის დარღვევა (ნაწლავის ატონია).
გლიცეროლის გადაჭარბებული დოზის სწორი ნაწლავიდან მიღების/შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან დაუკავშირდით უახლოეს საავადმყოფოს.
გლიცეროლი სელლა სუპოზიტორიების გამოყენების შესახებ ნებისმიერი ეჭვის არსებობის შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შემადგენლობა
ერთი სუპოზიტორია ბავშვებისთვის შეიცავს
მოქმედ ნივთიერებას: გლიცეროლი 1375მგ
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის სტეარატი, ნატრიუმის ბიკარბონატი.
გლიცეროლი სელლა მოზრდილები 2250მგ სუპოზიტორიები
ერთი სუპოზიტორია მოზრდილთათვის შეიცავს
მოქმედ ნივთიერებას: გლიცეროლი 2250მგ

შენახვის პირობები
შეამოწმეთ ვარგისობის ვადა, რომელიც მითითებულია პროდუქტზე. ვარგისობის ვადა ეხება პროდუქტს დაუზიანებელ შეფუთვაში, შენახული შესაბამისი პირობებით.
სიფრთხილე: პრეპარატი არ გამოიყენოთ პროდუქტზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები
პრეპარატი შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, რათა მოხდეს პრეპარატის დაცვა ნესტისგან, ასევე შორს სითბოს პირდაპირი წყაროდან.
მედიკამენტები არ უნდა გადაიყაროს ნარჩენ წყალთან ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. არასაჭირო პრეპარატების უტილიზაციის საკითხზე მიმართეთ ფარმაცევტს.
ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
სხვა საფაღარათო საშუალებები
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
თარგმანი იტალიური ენიდან
გლიცეროლი სელლა ბავშვები 1375 მგ სუპოზიტორიები
გლიცეროლი სელლა მოზრდილები 2250 მგ სუპოზიტორიები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სხვა საფაღარათო საშუალებები
თერაპიული ჩვენება
შემთხვევითი შეკრულობის ხანმოკლე მკურნალობა
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ,
მუცლის ტკივილი, მწავე ან უცნობი წარმომავლობის,
გულისრევა ან ღებინება,
ნაწლავური გაუვალობა ან ნაწლავის სტენოზი,
უცნობი წარმომავლობის რექტალური სისხლდენა,
მწვავე ჰემოროიდული კრიზი ტკივილით და სისხლდენით,
მძიმე დეჰიდრატაცია.
უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას
საფაღარათო საშუალებები უნდა გამოიყენონ რაც შეიძლება იშვიათად, არაუმეტეს 7 დღეზე დიდხანს. უფრო ხანგრძლივი გამოყენებისთვის საჭიროა ექიმის რეცეპტი, ინდივიდუალური შემთხვევის სათანადო შეფასების შემდეგ.
ქრონიკული ან მორეციდივე შეკრულობის მკურნალობა, დიაგნოზის, მედიკამენტების დანიშვნის და მკურნალობის პერიოდში ზედამხედველობის მიზნით, ყოველთვის უნდა განხორციელდეს ექიმის მიერ.
საფაღარათო საშუალებების ბოროტად გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს პერსისტენტული დიარეა, რაც გამოიწვევს წყლის, მინერალური მარილების (განსაკუთრებით კალიუმის) და სხვა ძირითადი კვებითი ფაქტორების დაკარგვას. უფრო მძიმე შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს დეჰიდრატაცია ან ჰიპოკალიემია, რასაც შეიძლება მოყვეს გულის და ნერვკუნთოვანი დისფუნქცია, განსაკუთრებით იმ პირებში, რომლებიც მკურნალობენ საგულე გლიკოზიდებით, დიურეზულებით ან კორტიკოსტეროიდებით.
საფაღარათო საშუალებების, განსაკუთრებით კონტაქტური საფაღარათო საშუალებების (საფაღარათო სტიმულატორები), ბოროტად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება (რამაც შეიძლება გამოიწვიოს დოზირების თანდათანობით ზრდის საჭიროება), ქრონიკული შეკრულობა და ნაწლავის ნორმალური ფუნქციის დარღვევა (ნაწლავის ატონია).
შეკრულობის ეპიზოდების პერიოდში, პირველ რიგში, საჭიროა კვების ხასიათის შეცვლა, დღიური რაციონი საკმარისი რაოდენობით უნდა შეიცავდეს უჯრედისს და წყალს.
საფაღარათო საშუალებების გამოყენებისას, დალიეთ მინიმუმ 6-8 ჭიქა წყალი ან სხვა სითხე დღის განმავლობაში განავლის დარბილებისთვის.
ურთიერთქმედება აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ახლახანს იღებდით ნებისმიერ სხვა პრეპარატს, მათ შორის ისეთებს, რომლებიც გაიცემა ურეცეპტოდ.
ურთიერთქმედების სპეციალური კვლევა არ ჩატარებულა.
უსაფრთხობის სპეციალური ზომები
კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, როდესაც საფაღარათო საშუალებების გამოყენება საჭიროა ნაწლავის მოქმედების უეცარი ცვლილების დროს (სიხშირე და ნაწლავის მოძრაობის ცვლილება), რომელიც გრძელდება 2 კვირაზე დიდხანს, ან როდესაც საფაღარათო საშუალებების გამოყენებას არ აქვს ეფექტი.
12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ თქვენს ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე. ასევე, ამ პრეპარატის მიღებამდე ექიმთან კონსულტაცია მიზანშეწონილია ხანდაზმულებისთვის ან სუსტი ჯანმრთელობის მქონე პირებისთვის.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობის და ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით ადეკვატური და კარგად კონტროლირებული კვლევები არ არის ჩატარებული.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების ზუსტი უკუჩვენება არ არის, მისი მიღება რეკომენდებულია მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში სამედიცინო დაკვირვების ქვეშ.
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე
მოცემული პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე. თუმცა, მკურნალობის პერიოდში შეიძლება თავი იჩინოს გარკვეულმა არასასურველმა მოვლენებმა.
ამიტომ, რეკომენდებულია პრეპარატზე რეაქციის შემოწმება სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმების გამოყენების დაწყებამდე.
ზოგადი ინფორმაცია ჯანმრთელობაზე
პირველ რიგში გასათვალისწინებელია, რომ უმრავლეს შემთხვევაში დაბალანსებული დიეტა დიდი რაოდენობით წყლით და უჯრედისით (ქატო,ბოსტნეული და ხილი) ხანგრძლივი დროით აუმჯობესებს შეკრულობის პრობლემას. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ თუ ნაწლავის მოქმედება არ ხდება ყოველდღე, მათ აწუხებთ შეკრულობა. ეს მცდარი შეხედულებაა, რადგან ბევრი ინდივიდისთვის ეს მდგომარეობა ნორმალურია.
ამის ნაცვლად ჩათვალეთ, რომ შეკრულობას ადგილი აქვს, როდესაც ევაკუაცია მცირდება ჩვეულებრივ სიხშირესთან შედარებით და გამოწვეულია მყარი განავლით.
შეკრულობის რეციდივის შემთხვევაში საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
დოზირება, მიღების წესი და დრო
სწორი დოზირებაა მინიმალური რაოდენობა ნაწლავის იოლი მოქმედების გამოსაწვევად. სასურველია მინიმალიური საწყისი დოზის გამოყენება, რომლითაც გამოიწვევა ევაკუაცია.
მოზრდილები და მოზარდები (12-18 წელი):
1 სანთელი მოზრდილებში, საჭიროების შემთხვევაში, მაქსიმუმ 1-2-ჯერ დღეში.
2-11 წლის ასაკის ბავშვები:
1 საბავშვო სანთელი, საჭიროების შემთხვევაში, მაქსიმუმ 1-2-ჯერ დღეში.
გამოყენების ინსტრუქცია
ამოიღეთ სანთელი კონტეინერიდან, დაატენიანეთ საჭიროების შემთხვევაში სწორ ნაწლავში შეყვანის გამარტივებისთვის.
თუ სანთელი ძალიან რბილია, კონტეინერი ცივ წყალში შეინახეთ გახსნამდე.
12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
საფაღარათო საშუალებები უნდა გამოიყენოთ რაც შეიძლება იშვიათად, არაუმეტეს 7 დღის განმავლობაში (იხ. უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას). პრეპარატის ეფექტიანობას აძლიერებს სითხით მდიდარი დიეტა.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შემთხვევები რეგისტრირებული არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში, ჭარბი დოზირება (საფაღარათო საშუალებების ბოროტად გამოყენება-გადაჭარბებული დოზების ხშირი ან გახანგრძლივებული გამოყენება) შეიძლება იწვევდეს მუცლის ტკივილს, პერსისტირებულ დიარეას, რაც შემდგომში იწვევს სითხის, მინერალური მარილების (განსაკუთრებით კალიუმის) და სხვა მნიშვნელოვანი ნუტრიციული ფაქტორების დაკარგვას. საჭიროა ორგანიზმის მიერ დაკარგული სითხის და ელექტროლიტების შევსება.
ელექტროლიტების დისბალანსი ხასიათდება შემდეგი სიმპტომებით: წყურვილი, ღებინება, სისუსტე, შეშუპება, ძვლების ტკივილი (ოსტეომალაცია) და ჰიპოალბუმინემია.
უფრო სერიოზულ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს დეჰიდრატაცია ან ჰიპოკალიემია, რაც შემდგომში შეიძლება იწვევდეს გულის ან ნერვკუნთოვან დისფუნქციას, განსაკუთრებით საგულე გლიკოზიდებით, დიურეზულებით ან კორტიკოსტეროიდებით თანმხლები მკურნალობის შემთხვევაში.
საფაღარათო საშუალებების, განსაკუთრებით კონტაქტური საფაღარათო საშუალებების (საფაღარათო სტიმულატორები), ბოროტად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება (რამაც შეიძლება გამოიწვიოს დოზირების თანდათანობით ზრდის საჭიროება), ქრონიკული შეკრულობა და ნაწლავის ნორმალური ფუნქციის დარღვევა (ნაწლავის ატონია).
გლიცეროლის გადაჭარბებული დოზის სწორი ნაწლავიდან მიღების/შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან დაუკავშირდით უახლოეს საავადმყოფოს.
გლიცეროლი სელლა სუპოზიტორიების გამოყენების შესახებ ნებისმიერი ეჭვის არსებობის შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არასასურველი ეფექტები
როგორც ყველა პრეპარატმა, გლიცეროლმაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ ვლინდება ყველა ადამიანში.
რეგისტრირებულია გლიცეროლის ქვემოთ მითითებული არასასურველი ეფექტები. არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია ცალკეული ჩამოთვლილი ეფექტების სიხშირის შესაფასებლად.
კუჭ-ნაწლავის დაავადებები
იზოლირებული კრამპები ან აბდომინური კოლიკა და დიარეა, სითხის და ელექტროლიტების დაკარგვით, უფრო ხშირად მწვავე შეკრულობისას, ასევე რექტალური ზონის გაღიზიანება.
ამ შეფუთვის ჩანართში მოცემული ინსტრუქციების დაცვა შეამცირებს არასასურველი ეფექტების რისკს.
თუ რომელიმე არასასურველი ეფექტი მწვავდება, ან შენიშნავთ რომელიმე მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ჩანართში, აცნობეთ თქვენს ექიმს და ფარმაცევტს.
ვარგისობის ვადა და შენახვა
ვარგისობის ვადა: შეამოწმეთ ვარგისობის ვადა, რომელიც მითითებულია პროდუქტზე. ვარგისობის ვადა ეხება პროდუქტს დაუზიანებელ შეფუთვაში, შენახული შესაბამისი პირობებით.
სიფრთხილე: პრეპარატი არ გამოიყენოთ პროდუქტზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები
პრეპარატი შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, რათა მოხდეს პრეპარატის დაცვა ნესტისგან, ასევე შორს სითბოს პირდაპირი წყაროდან.
მედიკამენტები არ უნდა გადაიყაროს ნარჩენ წყალთან ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. არასაჭირო პრეპარატების უტილიზაციის საკითხზე მიმართეთ ფარმაცევტს.
ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შემადგენლობა გლიცეროლი სელლა ბავშვები 1375მგ სუპოზიტორიები
ერთი სუპოზიტორია ბავშვებისთვის შეიცავს
მოქმედ ნივთიერებას: გლიცეროლი 1375მგ
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის სტეარატი, ნატრიუმის ბიკარბონატი.
გლიცეროლი სელლა მოზრდილები 2250მგ სუპოზიტორიები
ერთი სუპოზიტორია მოზრდილთათვის შეიცავს
მოქმედ ნივთიერებას: გლიცეროლი 2250მგ
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის სტეარატი, ნატრიუმის ბიკარბონატი.
ფარმაცევტული ფორმა და შემცველობა
სუპოზიტორიები - შეფუთვა 18 ან 50 სუპოზიტორიით
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
ლაბორატორიო ჩიმიკო ფარმაცეუტიკო ა. სელლა ს.რ.ლ. (Laboratorio Chimico Farmaceutico A. Sella S.r.l.), ვიჩენცას ქუჩა, 67 - 36015 სკიო (ვიჩენცა)
მწარმოებლები
ინდუსტრია ფარმაცეუტიკა ნოვა არგენტინა ს.პ.ა. (Industria Farmaceutica Nova Argentina S.p.A.), გორგონძოლა (მილანი)
ლაბორატორიო ჩიმიკო ფარმაცეუტიკო ა. სელლა ს.რ.ლ. (Laboratorio Chimico Farmaceutico A. Sella S.r.l.), ვიჩენცას ქუჩა, 67 - 36015 სკიო (ვიჩენცა)
სერიის გამოშვებაზე პასუხისმგებელი მწარმოებელი
ლაბორატორიო ჩიმიკო ფარმაცეუტიკო ა. სელლა ს.რ.ლ. (Laboratorio Chimico Farmaceutico A. Sella S.r.l.), ვიჩენცას ქუჩა, 67 - 36015 სკიო (ვიჩენცა)
შეფუთვის ჩანართის ბოლო გადახედვის თარიღი იტალიის წამლის სააგენტოს მიერ: იტალიის წამლის სააგენტოს განმარტება 2011 წლის 1 დეკემბერი.
- 05.2023 წ., ხელმოწერილია, ბეჭედდასმულია
თარგმანი იტალიურიდან ქართულ ენაზე სწორია
მთარგმნელი:
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.