გლიცერინის სუპოზიტორიები
Supozitoare cu glicerină
გლიცერინის სუპოზიტორები საფაღარათო საშუალებაა და გამოიყენება ყაბზობის სამკურნალოდ, ქირურგიული ჩარევის შემდეგ ან რექტოსკოპიამდე დეფეკაციის გასაადვილებლად. გლიცერინის სუპოზიტორები ასტიმულირებენ სწორი ნაწლავის ლორწოვანის სეკრეციას და ამავდროულად აინდუცირებენ დეფეკაციის მექანიზმს. 2. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- გლიცეროლი (glycerol)
- ფორმა და შეფუთვა
- 2100მგ რექტალური სუპოზიტორია მოზრდილებისთვის №12
- მწარმოებელი
- Antibiotice SA, რუმინეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ყაბზობის სამკურნალო პრეპარატები, ყაბზობის სამკურნალო სხვა პრეპარატები
- ATC კოდი
- A06AX01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-037627
- რეგისტრირებულია
- 22 მარტი 2023, მოქმედებს 22 მარტი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-ფარმა“
- GMP
- -
გლიცერინის სუპოზიტორიები — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
გლიცერინის სუპოზიტორები საფაღარათო საშუალებაა და გამოიყენება ყაბზობის სამკურნალოდ, ქირურგიული ჩარევის შემდეგ ან რექტოსკოპიამდე დეფეკაციის გასაადვილებლად. გლიცერინის სუპოზიტორები ასტიმულირებენ სწორი ნაწლავის ლორწოვანის სეკრეციას და ამავდროულად აინდუცირებენ დეფეკაციის მექანიზმს.
- მოზრდილებისთვის განკუთვნილი გლიცერინის სუპოზიტორების გამოყენებამდე
მიღების წესი და დოზირება
გლიცერინის სუპოზიტორები მოზრდილებისთვის ინიშნება რექტალურად. საჭიროების შემთხვევაში ჩვეულებრივი დოზაა ერთი სუპოზიტორი.
სწორი ნაწლავის ენდოსკოპიური გამოკვლევისთვის მომზადებისას:
- ერთი სუპოზიტორი, ჩარევამდე 5-30 წუთით ადრე.
ყაბზობის მკურნალობა არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს.
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი გლიცერინის სუპოზიტორები მოზრდილებისთვის
გლიცერინის სუპოზიტორებით დოზის გადაჭარბება არ დაფიქსირებულა.
თუ დაგავიწყდათ მოზრდილებისთვის განკუთვნილი გლიცერინის სუპოზიტორების გამოყენება
არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ინდივიდუალური დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვეტთ მოზრდილებისთვის განკუთვნილი გლიცერინის სუპოზიტორების გამოყენებას
მკურნალობის ნაადრევი შეწყვეტა არ იმოქმედებს თქვენზე.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პროდუქტთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) გლიცერინის ან მოზრდილებისთვის განკუთვნილი გლიცერინის სუპოზიტორების რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მოზრდილებისთვის განკუთვნილი გლიცერინის სუპოზიტორების გამოყენებისას:
თუ გაქვთ ნაწლავის ან სწორი ნაწლავის სხვადასხვა მდგომარეობი (ჰემოროიდული კრიზისი, ანალური ნაპრალები, ჰემორაგიული რექტოკოლიტი). ნებისმერი შეკითხვის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გლიცერინის სუპოზიტორები მოზრდილებისთვის არის მხოლოდ ჰიგიენო-დიეტური მკურნალობის დამხმარე საშუალება. განავლის მოსაწესრიგებლად, შეავსეთ თქვენი რაციონი ბოჭკოებითა და სითხეებით და შეასრულეთ ფიზიკური აქტივობები. მოერიდეთ მოზრდილებისთვის განკუთვნილი გლიცერინის სუპოზიტორების ხანგრძლივ გამოყენებას. ყაბზობის მკურნალობა არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს. თუ დროის ამ ინტერვალში თქვენი სიმპტომები არ გაუმჯობესდება ან გაუარესდება, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოყენების გასაადვილებლად, სუპოზიტორები დაასველეთ ცივი წყლით.
სხვა პრეპარატების გამოყენება
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ ან ახლახანს იყენებდით სხვა პრეპარატებს, თუნდაც ურეცეპტოდ გასაცემ საშუალებებს.
არ არის ცნობილი ურთიერთქმედება მოზრდილებისთვის განკუთვნილ გლიცერინის სუპოზიტორებსა და სხვა სამკურნალო საშუალებებს შორის.
მოზრდილებისთვის განკუთვნილი გლიცერინის სუპოზიტორების გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
არ გამოვლენილა ცნობილი ურთიერთქმედება მოზრდილებისთვის განკუთვნილ გლიცერინის სუპოზიტორებსა და საკვებს ან სასმელს შორის.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ ჩატარებულა კონტროლირებადი კვლევები ორსულ ქალებში.
გლიცერინის სუპოზიტორების გამოყენება ორსულების და ლაქტაციის დროს შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აბსოლუტურად აუცილებელია.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
გლიცერინის სუპოზიტორები მოზრდილებისთვის არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, მოზრდილებისთვის განკუთვნილმა გლიცერინის სუპოზიტორებმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველას.
გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია მათი სიხშირის მიხედვით შემდეგი კონვენციის გამოყენებით:
- ძალიან ხშირი (გავლენას ახდენს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანზე);
- ხშირი (გავლენას ახდენს 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანზე);
- არახშირი (გავლენას ახდენს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანზე);
- იშვიათი (გავლენას ახდენს 1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანზე);
- ძალიან იშვიათი (გავლენას ახდენს 10000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანზე);
- უცნობია (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).
გვერდითი მოვლენები ვლინდება ძალიან იშვიათად და უმეტესად ლოკალურია, გამოწვეული სუპოზიტორების ხანგრძლივი გამოყენებით: ანალური წვის შეგრძნება და სწორი ნაწლავის განსაკუთრებით შეგუბებითი ანთებები.
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა ხდება სერიოზული, ან თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერებაა გლიცერინი. თითოეული სუპოზიტორი შეიცავს 2100 მგ გლიცერინს.
სხვა ინგრედიენტებია: ნატრიუმის სტეარატი, გაწმენდილი წყალი.
მოზრდილებისთვის განკუთვნილი გლიცერინის სუპოზიტორების გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
უფერო ან გამჭვირვალე ტორპედოს ფორმის სუპოზიტორი, ცხიმიანი გლუვი ზედაპირით, გამოყენებული ფუძისთვის დამახასიათებელი სუსტი სუნით.
პრეპარატი წარმოდგენილია ყუთებში 2 ალ/პე თერმოფორმირებული ფოლგით 3 ან 6 სუპოზიტორით.
მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
Antibiotice SA (ანტიბიოტიკ სა)
1 ვალეა ლუპულუის ქუჩა, 707410, იასი, რუმინეთი, ევროკავშირი
წინამდებარე ფურცელი-ჩანართი უკანასკნელად დამტკიცდა 2010 წლის თებერვალში.
/ყველა გვერდზე დასმულია, ანტიბიოტიკ სა-ის ბეჭედი/
შენახვის პირობები
არ გამოიყენოთ გლიცერინის სუპოზიტორები მოზრდილებისთვის, EXP-ის გვერდით შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე ორიგინალ შეფუთვაში.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გადაყაროთ სამკურნალო საშუალებები საყოფაცხოვრებო ნაგავში ან გამდინარე წყლებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებას.
- დამატებითი ინფორმაცია
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
შეფუთვის ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
გლიცერინის სუპოზიტორები მოზრდილებისთვის, 2100 მგ
გლიცერინი
ყურადღებით და სრულად წაიკითხეთ ეს ფურცელი-ჩანართი, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
ეს პრეპარატი ხელმოსაწვდომია რეცეპტის გარეშე. მიუხედავას ამისა, თქვენ მაინც სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ გლიცერინის სუპოზიტორები მოზრდილებისთვის, რათა მიიღოთ საუკეთესო შედეგი გამოყენების შემდეგ.
შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.
დამატებითი კითხვების ან რჩევის საჭიროების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს.
მიმართეთ ექიმს თუ თქვენი სიმპტომები გაუარესდება ან არ გაუმჯობესდება 10 დღის შემდეგ.
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა ხდება სერიოზული, ან თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მოცემული ამ ფურცელ-ჩანართში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მოცემული ფურცელ-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
- რას წარმოადგენს გლიცერინის სუპოზიტორები მოზრდილებისთვის და რისთვის გამოიყენება
- მოზრდილებისთვის განკუთვნილი გლიცერინის სუპოზიტორების გამოყენებამდე
- როგორ გამოიყენება გლიცერინის სუპოზიტორები მოზრდილებისთვის
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
- როგორ ინახება გლიცერინის სუპოზიტორები მოზრდილებისთვის
- დამატებითი ინფორმაცია
- რას წარმოადგენს გლიცერინის სუპოზიტორები მოზრდილებისთვის და რისთვის გამოიყენება
გლიცერინის სუპოზიტორები საფაღარათო საშუალებაა და გამოიყენება ყაბზობის სამკურნალოდ, ქირურგიული ჩარევის შემდეგ ან რექტოსკოპიამდე დეფეკაციის გასაადვილებლად. გლიცერინის სუპოზიტორები ასტიმულირებენ სწორი ნაწლავის ლორწოვანის სეკრეციას და ამავდროულად აინდუცირებენ დეფეკაციის მექანიზმს.
- მოზრდილებისთვის განკუთვნილი გლიცერინის სუპოზიტორების გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ გლიცერინის სუპოზიტორები მოზრდილებისთვის
თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) გლიცერინის ან მოზრდილებისთვის განკუთვნილი გლიცერინის სუპოზიტორების რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მოზრდილებისთვის განკუთვნილი გლიცერინის სუპოზიტორების გამოყენებისას:
თუ გაქვთ ნაწლავის ან სწორი ნაწლავის სხვადასხვა მდგომარეობი (ჰემოროიდული კრიზისი, ანალური ნაპრალები, ჰემორაგიული რექტოკოლიტი). ნებისმერი შეკითხვის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გლიცერინის სუპოზიტორები მოზრდილებისთვის არის მხოლოდ ჰიგიენო-დიეტური მკურნალობის დამხმარე საშუალება. განავლის მოსაწესრიგებლად, შეავსეთ თქვენი რაციონი ბოჭკოებითა და სითხეებით და შეასრულეთ ფიზიკური აქტივობები. მოერიდეთ მოზრდილებისთვის განკუთვნილი გლიცერინის სუპოზიტორების ხანგრძლივ გამოყენებას. ყაბზობის მკურნალობა არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს. თუ დროის ამ ინტერვალში თქვენი სიმპტომები არ გაუმჯობესდება ან გაუარესდება, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოყენების გასაადვილებლად, სუპოზიტორები დაასველეთ ცივი წყლით.
სხვა პრეპარატების გამოყენება
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ ან ახლახანს იყენებდით სხვა პრეპარატებს, თუნდაც ურეცეპტოდ გასაცემ საშუალებებს.
არ არის ცნობილი ურთიერთქმედება მოზრდილებისთვის განკუთვნილ გლიცერინის სუპოზიტორებსა და სხვა სამკურნალო საშუალებებს შორის.
მოზრდილებისთვის განკუთვნილი გლიცერინის სუპოზიტორების გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
არ გამოვლენილა ცნობილი ურთიერთქმედება მოზრდილებისთვის განკუთვნილ გლიცერინის სუპოზიტორებსა და საკვებს ან სასმელს შორის.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ ჩატარებულა კონტროლირებადი კვლევები ორსულ ქალებში.
გლიცერინის სუპოზიტორების გამოყენება ორსულების და ლაქტაციის დროს შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აბსოლუტურად აუცილებელია.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება
გლიცერინის სუპოზიტორები მოზრდილებისთვის არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
- როგორ გამოიყენება გლიცერინის სუპოზიტორები მოზრდილებისთვის
გლიცერინის სუპოზიტორები მოზრდილებისთვის ინიშნება რექტალურად. საჭიროების შემთხვევაში ჩვეულებრივი დოზაა ერთი სუპოზიტორი.
სწორი ნაწლავის ენდოსკოპიური გამოკვლევისთვის მომზადებისას:
- ერთი სუპოზიტორი, ჩარევამდე 5-30 წუთით ადრე.
ყაბზობის მკურნალობა არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს.
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი გლიცერინის სუპოზიტორები მოზრდილებისთვის
გლიცერინის სუპოზიტორებით დოზის გადაჭარბება არ დაფიქსირებულა.
თუ დაგავიწყდათ მოზრდილებისთვის განკუთვნილი გლიცერინის სუპოზიტორების გამოყენება
არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ინდივიდუალური დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვეტთ მოზრდილებისთვის განკუთვნილი გლიცერინის სუპოზიტორების გამოყენებას
მკურნალობის ნაადრევი შეწყვეტა არ იმოქმედებს თქვენზე.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პროდუქტთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, მოზრდილებისთვის განკუთვნილმა გლიცერინის სუპოზიტორებმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველას.
გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია მათი სიხშირის მიხედვით შემდეგი კონვენციის გამოყენებით:
- ძალიან ხშირი (გავლენას ახდენს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანზე);
- ხშირი (გავლენას ახდენს 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანზე);
- არახშირი (გავლენას ახდენს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანზე);
- იშვიათი (გავლენას ახდენს 1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანზე);
- ძალიან იშვიათი (გავლენას ახდენს 10000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანზე);
- უცნობია (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).
გვერდითი მოვლენები ვლინდება ძალიან იშვიათად და უმეტესად ლოკალურია, გამოწვეული სუპოზიტორების ხანგრძლივი გამოყენებით: ანალური წვის შეგრძნება და სწორი ნაწლავის განსაკუთრებით შეგუბებითი ანთებები.
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა ხდება სერიოზული, ან თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- როგორ ინახება გლიცერინის სუპოზიტორები მოზრდილებისთვის
არ გამოიყენოთ გლიცერინის სუპოზიტორები მოზრდილებისთვის, EXP-ის გვერდით შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე ორიგინალ შეფუთვაში.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გადაყაროთ სამკურნალო საშუალებები საყოფაცხოვრებო ნაგავში ან გამდინარე წყლებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებას.
- დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს გლიცერინის სუპოზიტორები მოზრდილებისთვის
მოქმედი ნივთიერებაა გლიცერინი. თითოეული სუპოზიტორი შეიცავს 2100 მგ გლიცერინს.
სხვა ინგრედიენტებია: ნატრიუმის სტეარატი, გაწმენდილი წყალი.
მოზრდილებისთვის განკუთვნილი გლიცერინის სუპოზიტორების გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
უფერო ან გამჭვირვალე ტორპედოს ფორმის სუპოზიტორი, ცხიმიანი გლუვი ზედაპირით, გამოყენებული ფუძისთვის დამახასიათებელი სუსტი სუნით.
პრეპარატი წარმოდგენილია ყუთებში 2 ალ/პე თერმოფორმირებული ფოლგით 3 ან 6 სუპოზიტორით.
მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
Antibiotice SA (ანტიბიოტიკ სა)
1 ვალეა ლუპულუის ქუჩა, 707410, იასი, რუმინეთი, ევროკავშირი
წინამდებარე ფურცელი-ჩანართი უკანასკნელად დამტკიცდა 2010 წლის თებერვალში.
/ყველა გვერდზე დასმულია, ანტიბიოტიკ სა-ის ბეჭედი/
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


