გლიცერაქს პიკო
GLICERAX® Pico
გლიცერაქს პიკო არის ლოკალური (ადგილობრივი) საფაღარათო საშუალება, რომელიც ასტიმულირებს ნაწლავის პერისტალტიკას და არბილებს განავალს. როგორც საფაღარათო საშუალება, რომელიც ავლენს თავის თერაპიულ მოქმედებას მსხვილ ნაწლავზე, გლიცერაქს პიკო სპეციფიკურად ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქვედა ნაწილის დაცლის ბუნებრივ პროცესს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- პიკოზულფატი (picosulfate)
- ფორმა და შეფუთვა
- 7,5მგ/მლ 15მლ პერორალური წვეთები, ხსნარი ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- Sopharma AD, ბულგარეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ყაბზობის სამკურნალო პრეპარატები, კონტაქტური საფაღარათო საშუალებები
- ATC კოდი
- A06AB08
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043372
- რეგისტრირებულია
- 9 ივნისი 2025, მოქმედებს 10 მარტი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს "სოფარმა"-ს წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- -
გლიცერაქს პიკო — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
გლიცერაქს პიკო არის ლოკალური (ადგილობრივი) საფაღარათო საშუალება, რომელიც ასტიმულირებს ნაწლავის პერისტალტიკას და არბილებს განავალს.
როგორც საფაღარათო საშუალება, რომელიც ავლენს თავის თერაპიულ მოქმედებას მსხვილ ნაწლავზე, გლიცერაქს პიკო სპეციფიკურად ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქვედა ნაწილის დაცლის ბუნებრივ პროცესს. ამიტომ, გლიცერაქს პიკო არ მოქმედებს საჭმლის მონელებაზე და არც იწვევს წვრილ ნაწლავში კალორიების ან სხვა საკვები ნივთიერებების დაგროვებას.
გლიცერაქს პიკო გამოიყენება:
პაციენტებში ყაბზობით (გაძნელებული დეფეკაცია);
მდგომარეობები, რომლის დროსაც საჭიროა დეფეკაციის ხელშეწყობა.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის მიიღეთ გლიცერაქს პიკო ზუსტად ისე, როგორც ეს აღწერილია ამ ინსტრუქციაში ან როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გირჩიათ. თუ რამეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ბავშვები და მოზარდები
რეკომენდებული დოზა:
მოზრდილები - 10-20 წვეთი (5-10 მგ) დღეში.
დაიწყეთ 10 წვეთით. დოზის გაზრდა შესაძლებელია მაქსიმუმ 20 წვეთამდე. არ გადააჭარბოთ მაქსიმალურ დღიურ დოზას, რომელიც 20 წვეთის ტოლია.
10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები - 10-20 წვეთი (5-10 მგ) დღეში. დაიწყეთ 10 წვეთით. დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმუმ 20 წვეთამდე. არ გადააჭარბოთ მაქსიმალურ დღიურ დოზას 20 წვეთი.
4-10 წლის ბავშვები - 5-10 წვეთი (2,5-5 მგ) დღეში. დაიწყეთ 5 წვეთით. დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმუმ 10 წვეთამდე. არ გადააჭარბოთ მაქსიმალურ დღიურ დოზას 10 წვეთი.
4 წლამდე ასაკის ბავშვები - 2 კილოგრამზე სხეულის წონაზე - დღიური დოზაა 1 წვეთი .
გამოყენების მეთოდი.
გლიცერაქს პიკო უნდა მიიღოთ საღამოს, რათა გამოიწვიოთ დეფეკაცია შემდეგ დილას. ეფექტი ჩვეულებრივ ვლინდება მიღებიდან 6-12 საათის შემდეგ.
თუ თქვენ მიიღეთ ან გამოიყენეთ გლიცერაქსი პიკოს
საჭიროზე მეტ დოზას.
თუ თქვენ მიიღეთ გლიცერაქს პიკო მეტი, ვიდრე საჭიროა, მიმართეთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს.
მაღალი დოზების მიღების შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს წყლიანი განავალი (დიარეა), მუცლის კრუნჩხვები და სითხის, კალიუმის და სხვა ელექტროლიტების დაკარგვა.
გარდა ამისა, დაფიქსირებულია მსხვილი ნაწლავის შიდა გარსის დაზიანების შემთხვევები (მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის იშემია), როდესაც გლიცერაქს პიკოს მიღებულ იქნა მნიშვნელოვნად მაღალი დოზებით, ვიდრე რეკომენდებულია ყაბზობის სამკურნალოდ.
ქრონიკულად დოზის გადაჭარბება გლიცერაქს პიკოსით, როგორც ყველა საფაღარათო საშუალებებით შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული დიარეა,
მუცლის ტკივილი, სისხლში კალიუმის დაბალი შემცველობა, მეორადი ჰიპერალდოსტერონიზმი (ჰორმონ ალდოსტერონის გაზრდილი გამომუშავება, რომელიც აკონტროლებს სისხლში ნატრიუმის და კალიუმის დონეს) და თირკმელების კენჭოვანი დაავადება. საფაღარათო
საშუალებების ქრონიკული ბოროტად გამოყენების შედეგად შეიძლება გამოვლინდეს თირკმლის მილაკების დაზიანების შემთხვევები (თირკმელების ფუნქციის დარღვევის ტიპი), მეტაბოლური ალკალოზი (მჟავა-ტუტოვანი დისბალანსი) და კუნთების სისუსტე სისხლში კალიუმის დაბალი დონის გამო.
თუ დაგავიწყდათ გლიცერაქს პიკოს მიღება
თუ დაგავიწყდათ გლიცერაქს პიკოს მიღება, მიიღეთ იგი როგორც კი გაგიხსენდებათ, მაგრამ არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვეტთ გლიცერაქს პიკოს მიღებას
გლიცერაქს პიკო უნდა იქნას მიღებული მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში და მიღება უნდა შეწყდეს საჭიროების შემთხვევაში.
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ სამედიცინო პრეპარატის გამოყენების შესახებ, გთხოვთ, ჰკითხოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტი.
უკუჩვენებები
- თუ გაქვთ ალერგია ნატრიუმის პიკოსულფატის ან მისი რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში.
- თუ გაქვთ მუცლის ძლიერი ტკივილი, რომელსაც თან ახლავს მაღალი ტემპერატურა (მაგ. აპენდიციტი), პოტენციურად დაკავშირებული გულისრევასთან და ღებინებასთან;
- -თუ გაქვთ ნაწლავის მწვავე ანთებითი დაავადება;
თუ თქვენ ხართ მძიმედ დეჰიდრატირებული;
- თუ გაქვთ იშვიათი თანდაყოლილი დაავადებები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შეუთავსებლობა სამკურნალო პროდუქტის ზოგიერთ დამხმარე კომპონენტთან (იხილეთ ნაწილი „გლიცერაქსი პიკო შეიცავს სორბიტოლს“).
სიფრთხილის ზომები
გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს გლიცერაქს პიკოს მიღებამდე .
- თუ გესაჭიროებათ საფაღარათო საშუალებების ყოველდღიური ან ხანგრძლივი მიღება - უნდა მიმართოთ ექიმს ყაბზობის მიზეზის დასადგენად, რადგან მაღალი დოზების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს წყლისა და ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა და სისხლში კალიუმის დონის დაქვეითება (ჰიპოკალიემია).
არსებობს შეტყობინებები თავბრუსხვევისა და გულისრევის შესახებ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ გლიცერაქს პიკოს. ეს მოვლენები შესაძლოა დაკავშირებული იყოს ყაბზობასთან (სპაზმები დეფეკაციის დროს, მუცლის ტკივილი), მაგრამ არა აუცილებლად ამ მედიკამენტის გამოყენებასთან.
ბავშვებმა არ უნდა მიიღონ გლიცერაქს პიკო ექიმის კონსულტაციის გარეშე.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
გლიცერაქს პიკოს მაღალი დოზების მიღებისას დიურეტიკების (დეჰიდრატაციის საშუალებები) ან სტეროიდების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ელექტროლიტური დისბალანსის რისკი. ელექტროლიტების დისბალანსმა შეიძლება გამოიწვიოს გულის გლიკოზიდების მიმართ მგრძნობელობის გაზრდა (მედიკამენტების ჯგუფი, რომელიც გამოიყენება გულის უკმარისობისა და გულის რითმის დარღვევის დროს, მაგ., დიგოქსინი).
ანტიბიოტიკებთან (ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო მედიკამენტები) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს გლიცერაქს პიკოს საფაღარათო მოქმედება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ძუძუთი, ამ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, დაეკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამ წამლის გამოყენებამდე.
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, გლიცერაქს პიკო ორსულობის დროს უნდა იქნას მიღებული მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
გლიცერაქს პიკოს გამოყენება შესაძლებელია ძუძუთი კვების დროს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ ჩატარებულა კვლევები გლიცერაქს პიკოს ეფექტის შესახებ მანქანისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
თუმცა, პაციენტებს უნდა აცნობონ, რომ ავტონომიური ნერვული სისტემის რეაქციის გამო (მაგალითად, მუცლის სპაზმი), მათ შეიძლება განიცადონ თავბრუსხვევა ან გულისრევა.თუ პაციენტებს აღენიშნებათ მუცლის კრუნჩხვები, მათ უნდა მოერიდონ პოტენციურად სახიფათო აქტივობებს, როგორიცაა ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა.
გლიცერაქს პიკო შეიცავს სორბიტოლს.
წვეთების 1 მლ შეიცავს 642,86 მგ სორბიტოლს, რაც შეესაბამება 857,3 მგ სორბიტოლს მაქსიმალურ რეკომენდებულ დღიურ დოზაში მოზრდილებისა და 10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვების სამკურნალოდ.
ერთი წვეთი შეიცავს 43 მგ სორბიტოლს.
სორბიტოლი ფრუქტოზის წყაროა. თუ ექიმმა გითხრათ, რომ თქვენ ან თქვენს შვილს გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ან დაგიდგინდათ მემკვიდრეობითი ფრუქტოზას აუტანლობა, იშვიათი გენეტიკური დაავადება, რომლის დროსაც ადამიანებს არ შეუძლიათ ფრუქტოზის დაშლა, გაესაუბრეთ ექიმს, სანამ თქვენ ან თქვენს შვილს მიიღებთ ამ მედიკამენტს.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა პრეპარატს, ასევე ამ პრეპარატსაც შესაძლოა გააჩნდეს არასასურველი რეაქციები, მიუხედავად იმისა, რომ ის არ აღენიშნება ყველა პაციენტს.
ძალიან ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტს)
- დიარეა.
ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1 პაციენტს)
- მუცლის კრუნჩხვები;
- მუცლის ტკივილი;
- კუჭის აშლილობა.
არახშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1 პაციენტს)
- ღებინება;
- გულისრევა;
- თავბრუსხვევა.
უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემებით შეფასება ვერ ხერხდება):
კანის რეაქციები, როგორიცაა:
კანის ან ლორწოვანი გარსის სწრაფი შეშუპება, რაც შეიძლება
გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება (ანგიოედემა);
წამლისმიერი გამონაყარი (გამონაყარი ან კანის რეაქცია გამოწვეული
მედიკამენტის მიღებით);
გამონაყარი;
ქავილი;
კრუნჩხვები
თავბრუსხვევა და სისუსტე წარმოიქმნება ნატრიუმის პიკოსულფატის მიღების შემდეგ და შესაძლოა გამოწვეული იყოს ყაბზობით (ტკივილი დეფეკაციის დროს,
მუცლის ტკივილი).
შეტყობინება არასასურველი რეაქციების შემთხვევაში:
თუ თქვენ შეამჩნევთ რომელიმე არასასურველ რეაქციას, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ეხება ყველა იმ არასასურველ რეაქციას, რომელიც ამ ინსტრუქციაში არ არის აღწერილი. ასევე შეგიძლიათ გვაცნობოთ ამ რეაქციების შესახებ პირდაპირ სამედიცინო პრეპარატების აღმასრულებელ სააგენტოში:
ბულგარეთი, ქ. სოფია, 1303, „დამიან გრუევ“ - ის ქ.8, ტელ: +35 928903417
ვებ-გვერდი: www.bda.bg
როდესაც თქვენ აცნობებთ არასასურველი რეაქციის შესახებ, თქვენ შეგაქვთ თქვენი წვლილი ამ პრეპარატის გამოსაყენებლად უსაფრთხოებისთვის მეტი ინფორმაციის მისაღებად.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა: 7,5 მგ ნატრიუმის პიკოსულფატი 1 მლ ხსნარზე (= 15 წვეთი).
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ბენზოატი (E211); სორბიტოლი , თხევადი
(არაკრისტალიზებული) (E420), ნატრიუმის ციტრატი, ლიმონმჟავა მონოჰიდრატი, გაწმენდილი წყალი.
როგორ გამოიყურება გლიცერაქს პიკო და შეფუთვის შიგთავსი
მუქი შუშის ბოთლები 15 მლ ტევადობით საწვეთური აპლიკატორით და თავსახურით.
1 (ერთი) ბოთლი სამედიცინო პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.მოთავსებულია ცალი მხრინდათ პიგმენტერიბეულ მუყაოს ყუთში.
ლიცენზიის მფლობელი
სს სოფარმა
„ილიენსკოე შოსე“-ს ქუჩა 16, ქ. სოფია1220, ბულგარეთი
მწარმოებლები

სს სოფარმა, ინდუსტრიული ზონა, 2800, სანდანსკი, ბულგარეთი
შენახვის პირობები
შეინახეთ ეს სამედიცინო პრეპარატი 30 C დაბალ ტემპერატურაზე
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა ბოთლის გახსნის შემდეგ - 6 თვე.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი მუყაოს ყუთზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან სახლის ნაგვის კონტეინერში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ წამალი, რომელსაც თქვენ უკვე არ იყენებთ. ეს ზომები დაგეხმარებათ გარემოს დაცვაში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
/თარგმნა ბულგარული ენიდან/
ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებელთათვის
გლიცერაქს ® პიკო 7,5 მგ/მლ
პერორალური წვეთები, ხსნარი
Glicerax ® Piсo 7,5 mg/ml
oral drops, solution
ნატრიუმის პიკოსულფატი (sodium picosulfate)
ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია ამ პრეპარატის მიღებამდე, რადგანაც მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
ყოველთვის გამოიყენეთ ეს სამედიცინო პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ამ ინსტრუქციაში, ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებით.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება თქვენ ისევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
თუ თქვენ გაგიჩნდათ დამატებითი შეკითხვები მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ თქვენ გაგიჩნდათ არასასურველი რეაქცია ამ პრეპარატის მიღების შემდეგ, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმსან ფარმაცევტს. ეს ეხება ყველა იმ არასასურველ რეაქციებსაც, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. იხ.პუნქტი 4.
თუ თავს უკეთ არ გრძნობთ ან თქვენი მდგომარეობა გაუარესდება, თქვენ უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებას.
რას მოიცავს ეს ინსტრუქცია.
რას წარმოადგენს გლიცერაქს პიკო და რისთვის გამოიყენება ის
რა უნდა იცოდეთ გლიცერაქს პიკო ს მიღებამდე
როგორ მიიღოთ გლიცერაქს პიკო
შესაძლო არასასურველი რეაქციები
გლიცერაქს პიკო ს შენახვა.
შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია
- რა არის გლიცერაქს პიკო და რისთვის გამოიყენება ის.
გლიცერაქს პიკო არის ლოკალური (ადგილობრივი) საფაღარათო საშუალება, რომელიც ასტიმულირებს ნაწლავის პერისტალტიკას და არბილებს განავალს.
როგორც საფაღარათო საშუალება, რომელიც ავლენს თავის თერაპიულ მოქმედებას მსხვილ ნაწლავზე, გლიცერაქს პიკო სპეციფიკურად ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქვედა ნაწილის დაცლის ბუნებრივ პროცესს. ამიტომ, გლიცერაქს პიკო არ მოქმედებს საჭმლის მონელებაზე და არც იწვევს წვრილ ნაწლავში კალორიების ან სხვა საკვები ნივთიერებების დაგროვებას.
გლიცერაქს პიკო გამოიყენება:
პაციენტებში ყაბზობით (გაძნელებული დეფეკაცია);
მდგომარეობები, რომლის დროსაც საჭიროა დეფეკაციის ხელშეწყობა.
- რა უნდა იცოდეთ გლიცერაქს პიკოს მიღებამდე
არ მიიღოთ გლიცერაქს პიკო:
- თუ გაქვთ ალერგია ნატრიუმის პიკოსულფატის ან მისი რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში.
- თუ გაქვთ მუცლის ძლიერი ტკივილი, რომელსაც თან ახლავს მაღალი ტემპერატურა (მაგ. აპენდიციტი), პოტენციურად დაკავშირებული გულისრევასთან და ღებინებასთან;
- -თუ გაქვთ ნაწლავის მწვავე ანთებითი დაავადება;
თუ თქვენ ხართ მძიმედ დეჰიდრატირებული;
- თუ გაქვთ იშვიათი თანდაყოლილი დაავადებები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შეუთავსებლობა სამკურნალო პროდუქტის ზოგიერთ დამხმარე კომპონენტთან (იხილეთ ნაწილი „გლიცერაქსი პიკო შეიცავს სორბიტოლს“).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს გლიცერაქს პიკოს მიღებამდე .
- თუ გესაჭიროებათ საფაღარათო საშუალებების ყოველდღიური ან ხანგრძლივი მიღება - უნდა მიმართოთ ექიმს ყაბზობის მიზეზის დასადგენად, რადგან მაღალი დოზების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს წყლისა და ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა და სისხლში კალიუმის დონის დაქვეითება (ჰიპოკალიემია).
არსებობს შეტყობინებები თავბრუსხვევისა და გულისრევის შესახებ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ გლიცერაქს პიკოს. ეს მოვლენები შესაძლოა დაკავშირებული იყოს ყაბზობასთან (სპაზმები დეფეკაციის დროს, მუცლის ტკივილი), მაგრამ არა აუცილებლად ამ მედიკამენტის გამოყენებასთან.
ბავშვებმა არ უნდა მიიღონ გლიცერაქს პიკო ექიმის კონსულტაციის გარეშე.
სხვა მედიკამენტები და გლიცერაქსი პიკო
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
გლიცერაქს პიკოს მაღალი დოზების მიღებისას დიურეტიკების (დეჰიდრატაციის საშუალებები) ან სტეროიდების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ელექტროლიტური დისბალანსის რისკი. ელექტროლიტების დისბალანსმა შეიძლება გამოიწვიოს გულის გლიკოზიდების მიმართ მგრძნობელობის გაზრდა (მედიკამენტების ჯგუფი, რომელიც გამოიყენება გულის უკმარისობისა და გულის რითმის დარღვევის დროს, მაგ., დიგოქსინი).
ანტიბიოტიკებთან (ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო მედიკამენტები) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს გლიცერაქს პიკოს საფაღარათო მოქმედება.
ორსულობა, /ძუძუთი კვება და ფერტილურობა
თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ძუძუთი, ამ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, დაეკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამ წამლის გამოყენებამდე.
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, გლიცერაქს პიკო ორსულობის დროს უნდა იქნას მიღებული მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
გლიცერაქს პიკოს გამოყენება შესაძლებელია ძუძუთი კვების დროს.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების მართვა
არ ჩატარებულა კვლევები გლიცერაქს პიკოს ეფექტის შესახებ მანქანისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
თუმცა, პაციენტებს უნდა აცნობონ, რომ ავტონომიური ნერვული სისტემის რეაქციის გამო (მაგალითად, მუცლის სპაზმი), მათ შეიძლება განიცადონ თავბრუსხვევა ან გულისრევა.თუ პაციენტებს აღენიშნებათ მუცლის კრუნჩხვები, მათ უნდა მოერიდონ პოტენციურად სახიფათო აქტივობებს, როგორიცაა ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა.
გლიცერაქს პიკო შეიცავს სორბიტოლს.
წვეთების 1 მლ შეიცავს 642,86 მგ სორბიტოლს, რაც შეესაბამება 857,3 მგ სორბიტოლს მაქსიმალურ რეკომენდებულ დღიურ დოზაში მოზრდილებისა და 10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვების სამკურნალოდ.
ერთი წვეთი შეიცავს 43 მგ სორბიტოლს.
სორბიტოლი ფრუქტოზის წყაროა. თუ ექიმმა გითხრათ, რომ თქვენ ან თქვენს შვილს გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ან დაგიდგინდათ მემკვიდრეობითი ფრუქტოზას აუტანლობა, იშვიათი გენეტიკური დაავადება, რომლის დროსაც ადამიანებს არ შეუძლიათ ფრუქტოზის დაშლა, გაესაუბრეთ ექიმს, სანამ თქვენ ან თქვენს შვილს მიიღებთ ამ მედიკამენტს.
- როგორ მივიღოთ გლიცერაქს პიკო
ყოველთვის მიიღეთ გლიცერაქს პიკო ზუსტად ისე, როგორც ეს აღწერილია ამ ინსტრუქციაში ან როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გირჩიათ. თუ რამეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ბავშვები და მოზარდები
რეკომენდებული დოზა:
მოზრდილები - 10-20 წვეთი (5-10 მგ) დღეში.
დაიწყეთ 10 წვეთით. დოზის გაზრდა შესაძლებელია მაქსიმუმ 20 წვეთამდე. არ გადააჭარბოთ მაქსიმალურ დღიურ დოზას, რომელიც 20 წვეთის ტოლია.
10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები - 10-20 წვეთი (5-10 მგ) დღეში. დაიწყეთ 10 წვეთით. დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმუმ 20 წვეთამდე. არ გადააჭარბოთ მაქსიმალურ დღიურ დოზას 20 წვეთი.
4-10 წლის ბავშვები - 5-10 წვეთი (2,5-5 მგ) დღეში. დაიწყეთ 5 წვეთით. დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმუმ 10 წვეთამდე. არ გადააჭარბოთ მაქსიმალურ დღიურ დოზას 10 წვეთი.
4 წლამდე ასაკის ბავშვები - 2 კილოგრამზე სხეულის წონაზე - დღიური დოზაა 1 წვეთი .
გამოყენების მეთოდი.
გლიცერაქს პიკო უნდა მიიღოთ საღამოს, რათა გამოიწვიოთ დეფეკაცია შემდეგ დილას. ეფექტი ჩვეულებრივ ვლინდება მიღებიდან 6-12 საათის შემდეგ.
თუ თქვენ მიიღეთ ან გამოიყენეთ გლიცერაქსი პიკოს
საჭიროზე მეტ დოზას.
თუ თქვენ მიიღეთ გლიცერაქს პიკო მეტი, ვიდრე საჭიროა, მიმართეთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს.
მაღალი დოზების მიღების შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს წყლიანი განავალი (დიარეა), მუცლის კრუნჩხვები და სითხის, კალიუმის და სხვა ელექტროლიტების დაკარგვა.
გარდა ამისა, დაფიქსირებულია მსხვილი ნაწლავის შიდა გარსის დაზიანების შემთხვევები (მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის იშემია), როდესაც გლიცერაქს პიკოს მიღებულ იქნა მნიშვნელოვნად მაღალი დოზებით, ვიდრე რეკომენდებულია ყაბზობის სამკურნალოდ.
ქრონიკულად დოზის გადაჭარბება გლიცერაქს პიკოსით, როგორც ყველა საფაღარათო საშუალებებით შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული დიარეა,
მუცლის ტკივილი, სისხლში კალიუმის დაბალი შემცველობა, მეორადი ჰიპერალდოსტერონიზმი (ჰორმონ ალდოსტერონის გაზრდილი გამომუშავება, რომელიც აკონტროლებს სისხლში ნატრიუმის და კალიუმის დონეს) და თირკმელების კენჭოვანი დაავადება. საფაღარათო
საშუალებების ქრონიკული ბოროტად გამოყენების შედეგად შეიძლება გამოვლინდეს თირკმლის მილაკების დაზიანების შემთხვევები (თირკმელების ფუნქციის დარღვევის ტიპი), მეტაბოლური ალკალოზი (მჟავა-ტუტოვანი დისბალანსი) და კუნთების სისუსტე სისხლში კალიუმის დაბალი დონის გამო.
თუ დაგავიწყდათ გლიცერაქს პიკოს მიღება
თუ დაგავიწყდათ გლიცერაქს პიკოს მიღება, მიიღეთ იგი როგორც კი გაგიხსენდებათ, მაგრამ არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვეტთ გლიცერაქს პიკოს მიღებას
გლიცერაქს პიკო უნდა იქნას მიღებული მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში და მიღება უნდა შეწყდეს საჭიროების შემთხვევაში.
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ სამედიცინო პრეპარატის გამოყენების შესახებ, გთხოვთ, ჰკითხოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტი.
- შესაძლო არასასურველი რეაქციები.
როგორც ყველა პრეპარატს, ასევე ამ პრეპარატსაც შესაძლოა გააჩნდეს არასასურველი რეაქციები, მიუხედავად იმისა, რომ ის არ აღენიშნება ყველა პაციენტს.
ძალიან ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტს)
- დიარეა.
ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1 პაციენტს)
- მუცლის კრუნჩხვები;
- მუცლის ტკივილი;
- კუჭის აშლილობა.
არახშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1 პაციენტს)
- ღებინება;
- გულისრევა;
- თავბრუსხვევა.
უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემებით შეფასება ვერ ხერხდება):
კანის რეაქციები, როგორიცაა:
კანის ან ლორწოვანი გარსის სწრაფი შეშუპება, რაც შეიძლება
გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება (ანგიოედემა);
წამლისმიერი გამონაყარი (გამონაყარი ან კანის რეაქცია გამოწვეული
მედიკამენტის მიღებით);
გამონაყარი;
ქავილი;
კრუნჩხვები
თავბრუსხვევა და სისუსტე წარმოიქმნება ნატრიუმის პიკოსულფატის მიღების შემდეგ და შესაძლოა გამოწვეული იყოს ყაბზობით (ტკივილი დეფეკაციის დროს,
მუცლის ტკივილი).
შეტყობინება არასასურველი რეაქციების შემთხვევაში:
თუ თქვენ შეამჩნევთ რომელიმე არასასურველ რეაქციას, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ეხება ყველა იმ არასასურველ რეაქციას, რომელიც ამ ინსტრუქციაში არ არის აღწერილი. ასევე შეგიძლიათ გვაცნობოთ ამ რეაქციების შესახებ პირდაპირ სამედიცინო პრეპარატების აღმასრულებელ სააგენტოში:
ბულგარეთი, ქ. სოფია, 1303, „დამიან გრუევ“ - ის ქ.8, ტელ: +35 928903417
ვებ-გვერდი: www.bda.bg
როდესაც თქვენ აცნობებთ არასასურველი რეაქციის შესახებ, თქვენ შეგაქვთ თქვენი წვლილი ამ პრეპარატის გამოსაყენებლად უსაფრთხოებისთვის მეტი ინფორმაციის მისაღებად.
- როგორ შევინახოთ გლიცერაქს პიკო
შეინახეთ ეს სამედიცინო პრეპარატი 30 C დაბალ ტემპერატურაზე
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა ბოთლის გახსნის შემდეგ - 6 თვე.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი მუყაოს ყუთზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან სახლის ნაგვის კონტეინერში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ წამალი, რომელსაც თქვენ უკვე არ იყენებთ. ეს ზომები დაგეხმარებათ გარემოს დაცვაში.
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს გლიცერაქს პიკო
აქტიური ნივთიერებაა: 7,5 მგ ნატრიუმის პიკოსულფატი 1 მლ ხსნარზე (= 15 წვეთი).
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ბენზოატი (E211); სორბიტოლი , თხევადი
(არაკრისტალიზებული) (E420), ნატრიუმის ციტრატი, ლიმონმჟავა მონოჰიდრატი, გაწმენდილი წყალი.
როგორ გამოიყურება გლიცერაქს პიკო და შეფუთვის შიგთავსი
მუქი შუშის ბოთლები 15 მლ ტევადობით საწვეთური აპლიკატორით და თავსახურით.
1 (ერთი) ბოთლი სამედიცინო პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.მოთავსებულია ცალი მხრინდათ პიგმენტერიბეულ მუყაოს ყუთში.
ლიცენზიის მფლობელი
სს სოფარმა
„ილიენსკოე შოსე“-ს ქუჩა 16, ქ. სოფია1220, ბულგარეთი
მწარმოებლები
სს სოფარმა
„ილიენსკოე შოსე“-ს ქუჩა 16, ქ. სოფია1220, ბულგარეთი
სს სოფარმა, ინდუსტრიული ზონა, 2800, სანდანსკი, ბულგარეთი
ინსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღი: 2023 წლის იანვარი.
_____________________________________________________________________________
ქვემოთ მოყვანილი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო
სპეციალისტებისთვის:
მკურნალობა დოზის გადაჭარბების შემთხვევაში:
გლიცერაქს პიკოს პერორალური ფორმების მიღების შემდეგ მისი შეწოვა შეიძლება შემცირდეს ან თავიდან იქნას აცილებული ღებინების გამოწვევით ან კუჭის ამორეცხვით.
შესაძლოა საჭირო გახდეს სითხის მიღება და ელექტროლიტების დისბალანსის კორექცია, ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ხანდაზმულ პაციენტებში და მოზარდებში.
ანტისპაზმური საშუალების მიღებამ შეიძლება შეამსუბუქოს მდგომარეობა.
_____________________________________________________________________
თარგმნის სინამდვილეს და სისწორეს ვადასტურებ
თარჯიმანი: /გუკას ნერსესოვი/
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.