პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები

გლიფლომედი

GLIFLOMED

რეცეპტით25მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი გლიფლომედი ნაჩვენებია არასაკმარისად კონტროლირებადი 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ მოზრდილებში დიეტის და ფიზიკური დატვირთვის დამატებად: მონოთერაპიის სახით, როდესაც მეტფორმინის მიღება არამიზანშწონილად ითვლება აუტანლობის გამო; დიაბეტის სამკურნალო სხვა სამკურნალო საშუალებების დამატებად. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ემპაგლიფლოზინი (empagliflozin)
ფორმა და შეფუთვა
25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
მწარმოებელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, ნატრიუმ - გლუკოზის კო-ტრანსპორტერ 2-ის (SGLT 2) ინჰიბიტორები
ATC კოდი
A10BK03
რეგისტრაციის ნომერი
რ-043428
რეგისტრირებულია
19 ივნისი 2025, მოქმედებს 19 ივნისი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „გლობალფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაგლიფლომედი და სხვა წამალი ერთად

გლიფლომედი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი

გლიფლომედი ნაჩვენებია არასაკმარისად კონტროლირებადი 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ მოზრდილებში დიეტის და ფიზიკური დატვირთვის დამატებად:

მონოთერაპიის სახით, როდესაც მეტფორმინის მიღება არამიზანშწონილად ითვლება აუტანლობის გამო;

დიაბეტის სამკურნალო სხვა სამკურნალო საშუალებების დამატებად.

კომბინირებული თერაპიის გამოყენების, გლიკემიის კონტროლზე, გულ-სისხლძარღვთა და თირკმელების დაავადებებზე ეფექტების კვლევების შედეგები, ასევე საკვლევი პოპულაციები იხ. თავებში "განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას" და "ურთიერთქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეობები".

გულის უკმარისობა

გლიფლომედი ნაჩვენებია გულის სიმპტომური ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ მოზრდილებში.

თირკმელების ქრონიკული დაავადება

გლიფლომედი ნაჩვენებია თირკმელების ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ მოზრდილებში.

მიღების წესი და დოზირება

2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი

რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ ემპლაგლიფლოზინს დღეში ერთხელ მონოთერაპიისთვის და დიაბეტის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან კომბინირებული თერაპისთვის. პაციენტებში, რომლებიც კარგად იტანენ ემპაგლიფლოზინს დოზით 10 მგ დღეში ერთხელ, გორგლისებრი ფილტრაციის გაანგარიშებადი სიჩქარით (გფგს) ≥ 60 მლ/წთ/1,73 მ2, და რომლებიც საჭიროებენ გლიკემიის კონტროლის გაძლიერებას, დოზის გაზრდა შეიძლება 25 მგ-მდე დღეში ერთხელ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 25 მგ (ინფორმაცია იხ. ქვევით და თავი "განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას").

გულის უკმარისობა

რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ ემპაგლიფლოზინს დღეში ერთხელ.

თირკმელების ქრონიკული დაავადება

რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ ემპაგლიფლოზინს დღეში ერთხელ.

ყველა ჩვენება

სულფონილშარდოვანას პრეპარატებთან ან ინსულინთან ემპაგლიფლოზინის კომბინაციის გამოყენებისას განიხილული უნდა იქნას სულფონილშარდოვანას პრეპარატების ან ინსულინის დოზის შემცირების შესაძლებლობა ჰიპოგლიკემიის რისკის შემცირების მიზნით.

დოზის გამოტოვების შემთვევაში პაციენტმა იგი გახსენებისთანავე უნდა მიიღოს, თუმცა ერთ დღეს ორმაგი დოზის მიღება არ შეიძლება.

განსაკუთრებული პოპულაციები

თირკმლის უკმარისობა

პაციენტებში გფგს-ით ˂ 20 მლ/წთ/1,73 მ2 მკურნალობის დაწყება არ არის რეკომენდებული გამოყენების შეზღუდული გამოცდილების გამო.

პაციენტებში გფგს-ით ˂ 60 მლ/წთ/1,73 მ2 ემპაგლიფლოზინის სადღეღამისო დოზა 10 მგ შეადგენს.

2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს ემპაგლიფლოზინის ეფექტურობა გლუკოზის დოზის შესამცირებლად მცირდება პაციენტებში გფგს-ით ˂ 45 მლ/წთ/1,73 მ2, და, სავარაუდოდ, არ აქვთ პაციენტებს გფგს-ით ˂ 30 მლ/წთ/1,73 მ2. ამიტომ გფგს-ის 45 მლ/წთ/1,73 მ2-ზე მეტად შემცირებისას განხილული უნდა იქნას დამატებითი თერაპიის შესაძლებლობა გლუკოზის დონის შესამცირებლად.

ღვიძლის უკმარისობა

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექტირება საჭირო არ არის. ემპაგლიფლოზინის ექსპოზიცია იზრდება პაციენტებში ღვიძლის მძიმე ხარისხის უკმარისობით. ღვიძლის მძიმე ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის გამოყენების შეზღუდული გამოცდილების გამო.

ხანდაზმული პაციენტები

ასაკის მიხედვით დოზის კორექტირება საჭირო არ არის. 75 წლის და უფროსი ასაკის პაციენტენტებში გასათვალისწინებელია უჯრედგარე სითხის მოცულობის შემცირების მაღალი რისკი.

პედიატრიული პოპულაცია

ემპაგლიფლოზინის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებსა და მოზარდებში დადგენილი არ არის. მონაცემები არ არსებობს.

გამოყენების წესი

ტაბლეტების მიღება შეიძლება საკვების მიღების მიუხედავად, მთლიანად ჩაყლაპვით და წყლის მიყოლებით.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

სიფრთხილის ზომები

კეტოაციდოზი

არის შეტყობინებები კეტოაციდოზის შემთხვევების შესახებ, სიცოცხლისათვის საშიში და ლეტალური შემთხვევების ჩათვლით, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტების მიერ ნატრიუმი-გლუკოზის კო-ტრანსპორტერი 2-ის ინჰიბიტორების (SGLT2), მათ შორის ემპაგლიფლოზინის მიღებისას. რიგ შემთვევებში მდგომარეობის გამოვლინებები იყო ატიპიური სისხლში გლუკოზის დონის ზომიერად გაზრდით, 14 მმოლ/ლ-ზე ნაკლები (250 მგ/დლ). უცნობია, მოქმედებს თუ არა ემპაგლიფლოზინის დოზის გაზრდა კეტოაციდოზის წარმოქმნის ალბათობაზე. მიუხედავად იმისა, რომ კეტოაციდოზი უფრო იშვიათად გვხვდება პაციენტებში შაქრიანი დიაბეტის გარეშე, დაავადების შემთხვევები ასევე დარეგისტრირდა ასეთ პაციენტებშიც.

გასათვალისწინებელია კეტოაციდოზის რისკი ისეთი არასპეციფიკური სიმპტომების გამოვლინების შემთხვევაში, როგორიც არის ღებინება, გულისრევა, უმადობა, ტკივილი მუცელში, ძლიერი წყურვილი, სუნთქვის გაძნელება, გონების დაბინდვა, უჩვეულო დაღლილობა ან ძილიანობა. ამ სიმპტომების გამოვლინებისას აუცილებელია პაციენტების დაუყოვნებლივ გამოკვლევა კეტოაციდოზზე სისხლში გლუკოზის დონის მიუხედავად.

თუ არის ეჭვი ან დიაგნოსტირებულია კეტოაციდოზი, ემპაგლიფლოზინით თერაპია სასწრაფოდ უნდა შეწყდეს.

მკურნალობა უნდა შეუწყდეთ პაციენტებს, რომლებიც ჰოსპიტალიზებული არიან ფართო ქირურგიული ჩარევების ჩასატარებლად, ან მძიმე მწვავე დაავადებების გამო. ასეთი პაციენტებისთვის რეკომენდებულია კეტონების შემცველობის კონტროლი. სისხლში კეტონების დონის განსაზღვრა უპირატესია ვიდრე კეტონების დონის განსაზღვრა შარდში. ემპაგლიფლოზინით მკურნალობის განახლება შეიძლება კეტონების შემცველობის მნიშვნელობის ნორმალიზების და პაციენტის მდგომარების სტაბილიზების შემდეგ.

ემპაგლიფლოზინის გამოყენების დაწყებამდე უნდა დადგინდეს პაციენტის ანამნეზში ისეთი ფაქტორების არსებობა, რომლებიც შეიძლება მოწმობდნენ მიდრეკილებას კეტოაციდოზისკენ.

პაციენტებს, რომლებიც შეიძლება იყვნენ კეტოაციდოზის განვითარების უფრო მაღალი რისკის ქვეშ, მიეკუთვნებიან პაციენტები β-უჯრედების ფუქნციის დაბალი რეზერვით (მაგალითად, პაციენტები 2 ტიპის დიაბეტით С-პეპტიდის დაბალი დონით ან მოზრდილების ლატენტური აუტოიმუნური დიაბეტით, ან პაციენტები პანკრეატიტით ანამნეზში), პაციენტები მდგომარეობებით, რომლებიც იწვევს საკვების მიღების შეზღუდვას ან დეჰიდრატაციას, პაციენტები, რომლებსაც უტარდებათ ინსულინის დოზის შემცირება, და პაციენტები ინსულინის მაღალი საჭიროებით მწვავე დაავადების, ქირურგიული ჩარევის ან ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების გამო. ამ პაციენტებში SGLT2 ინჰიბიტორები გამოიყენება სიფრთხილით.

SGLT2 ინჰიბიტორის ხელახლა დანიშვნა რეკომენდებული არ არის პაციენტებში წინარე კეტოაციდოზით SGLT2 ინჰიბიტორით მკურნალობის ფონზე, იმ შემთხვევების გარდა, ზუსტად არის გამოვლენილი და აღმოფხვრილი სხვა მაპროვოცირებელი ფაქტორი.

გლიფლომედის გამოყენება არ შეიძლება 1 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში. 1 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში კლინიკური კვლევების პროგრამის მიმდინარეობისას მიღებული მონაცემები აჩვენებს კეტოაციდოზის შემთვევების მატებას ერთნაირი სიხშირით პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ 10 მგ ან 25 მგ ემპაგლიფლოზინს ინსულინთან დამატების სახით, პლაცებოსთან შედარებით.

თირკმლის უკმარისობა

რეკომენდებული არ არის მკურნალობის დაწყება პრეპარატით პაციენტებში გფგს-ით ˂ 20 მლ/წთ/1,73 მ2 გამოყენების შეზღუდული გამოცდილების გამო.

პაციენტებში გფგს-ით ˂ 60 მლ/წთ/1,73 მ2 ემპაგლიფლოზინის სადღეღამისო დოზა 10 მგ შეადგენს.

ემპაგლიფლოზინის ეფექტურობა გლუკოზის დონის შესამცირებლად დამოკიდებულია თირკმელების ფუნქციაზე და უმცირდებათ პაციენტებს პაციენტებში გფგს-ით ˂ 45 მლ/წთ/1,73 მ2 და, სავარაუდოდ, არ გააჩნიათ პაციენტებს პაციენტებში გფგს-ით ˂ 30 მლ/წთ/1,73 მ2.

თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი

თირკმელების ფუნქციის შეფასების ჩატარება რეკომენდებულია შემდეგნაირად:

ემპაგლიფლოზინის დანიშვნამდე და პერიოდულად მკურნალობის დროს, ე.ი. არანაკლებ 1-ჯერ წელიწადში;

ნებისმიერი თანხმლები სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე, რომლემაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თირკმელების ფუნქციაზე.

უჯრედგარე სითხის მოცულობის შემცირების რისკი

SGLT2 ინჰიბიტორების მოქმედების მექანიზმზე დაყრდნობით, გლუკოზურიის თანხმლებმა ოსმოზურმა დიურეზმა შეიძლება გამოიწვიოს ზრტერიული წნევის ზომიერად დაწევა. ამიტომ საჭიროა სიფრთხილე პაციენტებში, რომლებისთვისაც ემპაგლიფლოზინის მიღების ფონზე არტერიული წნევის დაწევა შეიძლება წარმოადგენდეს რისკს, მაგალითად პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ანტიჰიპერტენზიული თერაპია (ანამნეზში ჰიპოტენზიის შემთხვევებით), ან 75 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში.

მდგომარეობების შემთხვევაში, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ სითხის დაკარგვა (მაგალითად, კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს), კარგად უნდა გაკონტროლდეს გაუწყლოების ხარისხი (მაგალითად, ფიზიკალური გასინჯვა, არტერიული წნევის გაზომვა, ლაბორატორიული ანალიზები, ჰემატოკრიტის დონის ჩათვლით) და ელექტროლიტები პაციენტებში, რომლებიც იღებენ ემპაგლიფლოზინს. უნდა განიხილოს ემპაგლიფლოზინით მკურნალობის დროებით შეწყვეტის შესაძლებლობა მანამ, სანამ სითხის დანაკარგი არ კომპენსირდება.

ხანდაზმული პაციენტები

ემპაგლიფლოზინის ეფექტი შარდთან ერთად გლუკოზის სეკრეციაზე დაკავშირებულია ოზმოზურ დიურეზთან, რამაც შეიძლება იმოქმედოს ჰიდრატაციის მდგომარეობაზე. 75 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში შეიძლება გაიზარდოს უჯრედგარე სითხის მოცულობის შემცირების რისკი. უმეტეს ასეთ პაციენტს, რომლებიც იღებდნენ ემპაგლიფლოზინს, აღენიშნებოდათ გვერდითი რეაქციები, დაკავშირებული უჯრედგარე სითხის მოცულობის შემცირებასთან, პლაცებოს მიღებასთან შედარებით. ამასთან დაკავშირებით სამკურნალო საშუალებებთან ერთად მიღების შემთხვევაში, რომლებსაც შეუძლიათ უჯრედგარე სითხის მოცულობის შემცირება (მაგალითად, დიურეზულები, ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები), ყურადღება უნდა იქნას მიქცეული ასეთი პაციენტების მიერ სითხის მიღებას.

საშარდე გზების გართულებული ინფექციები

იყო შეტყობინებები საშარდე გზების გართულებული ინფექციების შესახებ, პიელონეფრიტის და უროსეფსის ჩათვლით, პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ემპაგლიფლოზინს. საშარდე გზების გართულებული ინფექციების მქონე პაციენტებში განხილული უნდა იქნას ემპაგლიფლოზინის გამოყენების დროებით შეწყვეტის შესაძლებლობა.

შორისის ნეკროზირებადი ფასციიტი (ფურნიეს განგრენა)

იყო შეტყობინებები შორისის ნეკროზირებადი ფასციიტის შესახებ (ასევე ცნობილი როგორც ფურნიეს განგრენა) მდედრობითი და მამრობითი სქესის პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით, რომლებიც იღებდნენ SGLT2 ინჰიბიტორებს. ეს არის იშვიათი ,ამგარმ სერიოზული და სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში მოვლენა, რომელიც საჭიროებს სასწრაფო ქირურგიულ ჩარევას და ანტიბაქტერიულ თერაპიას.

პაციენტებს უნდა გაეწიოთ რეკომენდაცია მიმართონ ექიმს, თუ მათ აღენიშნებათ სიმპტომების კომბინაცია: ტკივილი, მგრძნობელობა ან შესიება სასქესო ორგანოების ან შორისის მიდამოებში ცხელების ან შეუძლოდ ყოფნის ფონზე. საჭიროა გათვალისწინება, რომ ნეკროზირებად ფასციიტს შეიძლება წინ უძღოდეს უროგენიტალური ინფექცია ან შორისის აბსცესი. ფურნიეს განგრენაზე ეჭვის დროს პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და სასწრაფოდ დაიწყოს მკურნალობა (ანტიბაქტერიული თერაპიის და ქირურგიული მკურნალობის ჩათვლით).

ქვედა კიდურების ამპუტაციები

SGLT2 სხვა ინჰიბიტორის გრძელვადიან კლინიკურ კვლევებში აღინიშნა ქვედა კიდურების ამპუტაციის შემთხვევების მატება (ძირითადად ფეხის თითის). უცნობია არის თუ არა ეს პრეპარატების მთელი კლასისთვის დამახასიათებელი ეფექტი. როგორც დიაბეტის მქონე ყველა პაციენტს, აუცილებელია პაციენტებისთვის ფეხების რეგულარული პროფილაქტიკური მოვლის საჭიროების შეხსენება.

ღვიძლის დაზიანება

კლინიკური კვლევების მიმდინარეობისას იყო შეტყობინებები ღვიძლის დაზიანებების შესახებ ემპაგლიფლოზინის გამოყენების დროს. მიზეზობრივი კავშირი ემპაგფლოზინის გამოყენებასა და ღვიძლის დაზიანებას შორის დადგენილი არ არის.

მაღალი ჰემატოკრიტი

ემპაგლიფლოზინის გამოყენებისას გამოვლინდა ჰემატოკრიტის მომატება.

თირკმელების ქრონიკული დაავადება

ემპაგლიფლოზინით მკურნალობა შეიძლება უფრო ეფექტური იყოს პაციენტებში ალბუმინურიით.

ინფილტრაციული დაავადება ან ტაკოცუბოს კარდიომიოპათია

პაციენტები ინფილტრაციული დაავადებით ან ტაკოცუბოს კარდიომიოპათიით სპეციალურად არ გამოკვლეულან. ამგვარად, ამ პაციენტებში ეფექტურობა დადგენილი არ არის.

შარდის ლაბორატორიული კვლევები

პრეპარატის მოქმედების მექანიზმთან დაკავშირებით პაციენტებში, რომლებიც იღებენ გლიფლომედს, შარდში გლუკოზის განსაზღვრის ტესტი დადებითი იქნება.

ზეგავლენა 1,5-ანჰიდროგლუციტოლზე ტესტის შედეგებზე

გლიკემიის კონტროლის მონიტორინგი 1,5-ანჰიდროგლუციტოლის ტესტის მეშვეობით რეკომენდებულია იმის გამო, რომ 1,5-ანჰიდროგლუციტოლის განსაზღვრა არ არის სარწმუნო გლიკემიის კონტროლის შესაფასებლად პაციენტებში, რომლებიც იღებენ SGLT2 ინჰიბიტორებს. რეკომენდებულია გლიკემიის კონტროლის მონიტორინგის ალტერნატიული მეთოდების გამოყენება.

დამხმარე ნივთიერებები

გლიფლომედი შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა იშვიათი მემკვიდრული დაავადებებით, რომლესაც ახასიათებს გალაქტოზის აუტანლობა, ლაქტაზის უკმარისობა ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია, ეს პრეპარატი არ უნდა მიიღონ.

გლიფლომედი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, ე.ი. პრაქტიკულად "არ შეიცავს ნატრიუმს".

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულ ქალებში ემპაგლიფლოზინის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ემპაგლიფლოზინის აღწევს პლაცენტაში ორსულობის გვიან ვადებში ძალიან უმნიშვნელო რაოდენობით, მაგრამ არ ახდენს პირდაპირ ან ირიბ უარყოფით მოქმედებას ამბრიონის ადრეულ განვითარებაზე. მაგრამ ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს, უარყოფითი ზემოაქმედება პოსტნატალურ განვითარებაზე. სიფრთხილის ზომის სახით უკეთესია ორსულობის დროს მოერიდოთ პრეპარატის გლიფლომედი გამოყენებას.

ლაქტაცია

ადამიანის დედის რძეში ემპაგლიფლოზინის ექსკრეციის შესახებ მონაცემები არ არსებობს. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში მიღებული ტოქსიკოლოგიური მონაცემები მოწმობს ემპაგლიფლოზინის რძეში ექსკრეციას. ახალშობილისთვის/ჩვილისთვის რისკის გამორიცხვა არ შეიძლება. გლიფლომედის მიღება ლაქტაციის პერიოდში არ შეიძლება.

ფერტილობა

ადამიანის ფერტილობაზე ემპაგლიფლოზინის ზეგავლენის კვლევები არ ჩატარებულა. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ მიუთითებს პირდაპირ ან ირიბ უარყოფით ზეგავლენას ფერტილობაზე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ემპაგლიფლოზინი უმნიშვნელოდ მოქმედებს ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე. პაციენტებს უნდა გაეწიოთ რეკომენდაცია მიიღონ უსაფრთხოების ზომები ჰიპოგლიკემიის პრევენციისთვის ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის დროს, განსაკუთრებით პრეპარატის კომბინირებისას სულფონილშარდოვანას წარმოებულებთან და/ან ინსულინთან.

გვერდითი მოვლენები

უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი

ემპაგლიფლოზინის უსაფრთხოების შეფასების კლინიკურ კვლევებში სულ ჩართული იყო 15582 პაციენტი 2 ტიპის დიაბეტით, მათგან 10004 პაციენტი იღებდა ემპაგლიფლოზინს ან მონოთერაპიის სახით, ან კომბინაციაში მეტფორმინთან, სულფონილშარდოვანას პრეპარატთან, პიოგლიტაზონთან, DPP-4 ინჰიბიტორებთან ან ინსულინთან.

18-24-კვირიანი ხანგრძლივობის 6 პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში ჩართული იყო 3534 პაციენტი, მათგან 1183 პაციენტი იღებდა პლაცებოს, ხოლო 2351 - ემპაგლიფლოზინს. არასასურველი მოვლენების საერთო სიხშირე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ემპაგლიფლოზინს, პლაცებოს ანალოგიური იყო. ყველაზე ხშირად შეტყობინებადი არასასურველი რეაქცია იყო ჰიპოგლიკემია სულფონილშარდოვანას პრეპარატთან ან ინსულინთან ერთად მიღებისას (იხ. ცალკეული არასასურველი რეაქციების აღწერილობა).

გულის უკმარისობა

EMPEROR კვლევებში ჩართული იყვნენ პაციენტები გულის უკმარისობით და ან წუთმოცულობის დაბალი ფრაქციით (N = 3726), ან შენარჩუნებული წუთმოცულობის ფრაქციით (N = 5985), რომლებიც იღებდნენ 10 მგ ემპაგლიფლოცინს ან პლაცებოს. პაციენტთან დაახლოებით ნახევარს ჰქონდა 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი. EMPEROR-Reduced და EMPEROR-Preserved გაერთიანებულ კვლევებში ყველაზე ხშირი არასასურველი რეაქცია იყო უჯრედგარე სითხის მოცულობის შემცირება (10 მგ ემპაგლიფლოზინი: 11,4%, პლაცებო: 9,7%).

თირკმელების ქრონიკული დაავადება

EMPA-KIDNEY კვლევაში ჩართული იყვნენ თირკმელების ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები (N = 6609), რომლებიც იღებდნენ 10 მგ ემპაგლიფლოზინს ან პლაცებოს. პაციენტთა დაახლოებით 44%-ს ჰქონდა 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი. EMPA-KIDNEY კვლევაში ყველაზე ხშირი არასასურველი რეაქციები იყო პოდაგრა (ემპაგლიფლოზინი: 7,0%, პლაცებო: 8,0%) და თირკმელების მწვავე დაზიანება (ემპაგლიფლოზინი: 2,8%, პლაცებო: 3,5%), რომლებზეც ადრე შეტყობინებები იყო პაციენტებზე, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს.

ემპაგლიფლოზინის უსაფრთხოების ზოგადი პროფილი მთლიანობაში ერთნაირი იყო ყველა შესწავლილი ჩვენებისთვის.

სისტემურ-ორგანული კლასების და MedDRA-ს უპირატესი ტერმინების მიხედვით კლასიფიცირებული არასასურველი რეაქციები, დარეგისტრირებული პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ემპაგლიფლოზინს პლაცებო-კონტროლირებად კვლევებში, წარმოდგენილია ქვევით.

არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია აბსოლუტური სიხშირის მიხედვით. სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥1/10); ხშირად (≥1/100, მაგრამ <1/10); არახშირად (≥1/1000, მაგრამ <1/100); იშვიათად (≥1/10000, მაგრამ <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000), სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).

ინფექციები და ინვაზიები: ხშირად - ვაგინალური მონილიაზი, ვულვოვაგინიტი, ბალანიტი და სხვა გენიტალური ინფექციებიа, საშარდე გზების ინფექციები (პიელონეფრიტის და უროსეფსისის ჩათვლით)а, იშვიათდ - შორისის ნეკროზირებადი ფასციიტი (ფურნიეს განგრენა)*.

მეტაბოლიზმისა და კვების მხრივ: ძალიან ხშირად - ჰიპოგლიკემია (სულფონილშარდოვანას პრეპარატებთან ან ინსულინთან ერთად მიღებისას)а; ხშირად - წყურვილი; არახშირად - კეტოაციდოზი*.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - ყაბზობა.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: ხშირად - ქავილი (გენერალიზებული), გამონაყარი; არახშირად - ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება.

სისხლძარღვების მხრივ: ძალიან ხშირად - უჯრედგარე სითხის მოცულობის შემცირებაа.

თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ: ხშირად - ხშირი შარდვაа; არახშირად - დიზურია; ძალიან იშვიათად - ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი.

ლაბორატორიული მაჩვენებლები: ხშირად - შრატში ლიპიდების მომატებული დონეа; არახშირად - სისხლში კრეატინინის მაღალი დონე/გორგლისებრი ფილტრაციის დაბალი სიჩქარეа, მაღალი ჰემატოკრიტიа.

а იხ. ქვეთავები ქვევით დამატებითი ინფორმაციისთვის.

  • იხ. თავი "განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას".

ცალკეული არასასურველი რეაქციების აღწერილობა

ჰიპოგლიკემია

ჰიპოგლიკემიის სიხშირე დამოკიდებული იყო ფონურ თერაპიაზე შესაბამის კვლევებში და იყო პაციენტების მსგავსი, რომლებიც იღებდნენ ემპაგლიფლოზინს და პლაცებოს მონოთერაპიის, მეტფორმინთან დამატებითი თერაპიის, პიოგლიტაზონთან დამატებითი თერაპიის ან მეფორმინის გარეშე, ლინაგლიპტინთან და მეტფორმინთან დამატებითი თერაპიის, სტანდარტულ მკურნალობასთან და ემპაგლიფლოზინისა და მეტფორმინის კომბინაციასთან დამატების სახით პაციენტებში, რომლებსაც ადრე არ მიუღიათ ეს კომბინაცია, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც ემპაგლიფლოზინს და მეტფორმინს ცალ-ცალკე იღებდნენ. ჰიპოგლიკემიის განვითარების სიხშირე უფრო მაღალი იყო ემპაგლიფლოზინის მეტფორმინთან და სულფონილშარდოვანას პრეპარატთან კომბინაციაში დანიშვნისას (10 მგ ემპაგლიფლოზინი: 16,1%, 25 მგ ემპაგლიფლოზინი: 11,5%, პლაცებო: 8,4%), ასევე მეტფორმინით ან მის გარეშე და სულფონილშარდოვანას პრეპარატთან ან მის გარეშე მიღებისას ბაზალურ ინსულინთან დამატებითი თერაპიის სახით (10 მგ ემპაგლიფლოზინი: 19,5%, 25 მგ ემპაგლიფლოზინი: 28,4%, პლაცებო: 20,6% მკურნალობის პირველი 18 კვირის განმავლობაში დოზის რეგულირების გარეშე ინსულინთან ერთად მიღების ფონზე; ემპაგლიფლოზინი 10 მგ და 25 მგ: 36,1%, პლაცებო: 35,3% 78-კვირიანი ხანგრძლივობის კვლევის განმავლობაში), და დამატებით თერაპიაში ინსულინთან ყოველდღიური მრავალჯერადი ინექციების შეყვანის რეჟიმში მეტფორმითან ერთად ან მის გარეშე (10 მგ ემპაგლიფლოზინი: 39,8%, 25 მგ ემპაგლიფლოზინი: 41,3%, პლაცებო: 37,2% პირველი 18 კვირის განმავლობაში დოზის რეგულირების გარეშე ინსულინთან ერთად მიღების ფონზე; 10 მგ ემპაგლიფლოზინი: 51,1%, 25 მგ ემპაგლიფლოზინი: 57,7%, პლაცებო: 58% 52-კვირიანი ხანგრძლივობის კვლევის განმავლობაში).

EMPEROR კვლევებში პაციენტებში გულის უკმარისობით აღინიშნა ჰიპოგლიკემიის მსგავსი სიხშირე სულფონილშარდოვანას პრეპარატით ან ინსულინით დამატებითი თერაპიის დროს (10 მგ ემპაგლიფლოზინი: 6,5%, პლაცებო: 6,7%).

მძიმე ჰიპოგლიკემია (შემთხვევები, რომლებიც საჭიროებენ სამედიცინო დახმარებას)

მძიმე ჰიპოგლიკემიის განვითარების შემთხვევები არ აღინიშნებოდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ემპაგლიფლოზინს, პაციენტებთან შედარებით, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს მონოთერაპიის, მეტფორმითან დამატებითი თერაპიის, მეტფორმინთან და სულფონილშარდოვანას პრეპარატთან დამატებითი თერაპიის, მეტფორმინთან ერთად ან მის გარეშე პიოგლიტაზონთან დამატებითი თერაპიის, ლინაგლიპტინთან და მეტფორმინთან დამატებითი თერაპიის, სტანდარტულ მკურნალობასთან და ემპაგლიფლოზინისა და მეტფორმინის კომბინაციასთან დამატებითი თერაპიის სახით პაციენტებში, რომლებსაც ადრე არ მიუღიათ ეს კომბინაცია, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც ემპაგლიფლოზინს და მეტფორმინს ცალ-ცალკე იღებდნენ. მძიმე ჰიპოგლიკემიის სიხშირე უფრო მაღალი იყო მეტფორმინით ან მის გარეშე და სულფონილშარდოვანას პრეპარატთან ან მის გარეშე ბაზალურ ინსულინთან დამატებითი თერაპიის სახით მიღებისას (10 მგ ემპაგლიფლოზინი: 0%, 25 მგ ემპაგლიფლოზინი: 1,3%, პლაცებო: 0% მკურნალობის პირველი 18 კვირის განმავლობაში დოზის რეგულირების გარეშე ინსულინთან ერთად მიღების ფონზე; 10 მგ ემპაგლიფლოზინი: 0%, ემპაგლიფლოზინი 25 მგ: 1,3%%, პლაცებო: 0% 78-კვირიანი ხანგრძლივობის კვლევის განმავლობაში), და დამატებითი თერაპიის სახით ინსულინთან ყოველდღიური მრავალჯერადი ინექციების შეყვანის რეჟიმში მეტფორმითან ერთად ან მის გარეშე (10 მგ ემპაგლიფლოზინი: 0,5%, 25 მგ ემპაგლიფლოზინი: 0,5%, პლაცებო: 0,5% პირველი 18 კვირის განმავლობაში დოზის რეგულირების გარეშე ინსულინთან ერთად მიღების ფონზე; 10 მგ ემპაგლიფლოზინი: 1,6%, 25 მგ ემპაგლიფლოზინი: 0,5%, პლაცებო: 1,6% 52-კვირიანი ხანგრძლივობის კვლევის განმავლობაში).

EMPEROR კვლევებში პაციენტებში გულის უკმარისობით მძიმე ჰიპოგლიკემია მსგავსი სიხშირით აღინიშნა შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ემპაგლიფლოზინს და პლაცებოს სულფონილშარდოვანას პრეპარატთან ან ინსულინთან დამატებითი თერაპიის სახით (10 მგ ემპაგლიფლოზინი: 2,2%, პლაცებო: 1,9%).

ვაგინალური მონილიაზი, ვულვოვაგინიტი, ბალანიტი და სხვა გენიტალური ინფექციები

ვაგინალური მონილიაზი, ვულვოვაგინიტი, ბალანიტი და სხვა გენიტალური ინფექციები უფრო ხშირად უვითარდებოდათ პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ ემპაგლიფლოზინს (10 მგ ემპაგლიფლოზინი: 4,0%, 25 მგ ემპაგლიფლოზინი: 3,9%), პლაცებოსთან (1,0%) შედარებით. ინფექციები უფრო ხშირად უვლინდებოდათ ქალებს, რომლებიც იღებდნენ ემპაგლიფლოზინს პლაცებოსთან შედარებით, მამაკაცებში წარმოქმნის სიხშირეში სხვაობა ნაკლებად გამოხატული იყო. გენიტალური ინფექციები მსუბუქი ან ზომიერი სიმძიმის ხარისხის იყო.

EMPEROR კვლევებში გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში ემპაგლიფლოზინით მკურნალობისას პლაცებოსთან შედარებით ამ ინფექციების სიხშირე უფრო გამოხატული იყო შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში (10 მგ ემპაგლიფლოზინი: 2,3%, პლაცებო: 0,8%), ვიდრე პაციენტებში შაქრიანი დიაბეტის გარეშე (10 მგ ემპაგლიფლოზინი: 1,7%, პლაცებო: 0,7%).

ხშირი შარდვა

ხშირი შარდვა (წინასწარ დადგენილი ტერმინების - პოლიკურია, პოლიურია, ნიქტურია - ჩათვლით) უფრო ხშირად აღინიშნებოდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ემპაგლიფლოზინს (10 მგ ემპაგლიფლოზინი: 3,5%, 25 მგ ემპაგლიფლოზინი: 3,3%), პლაცებოსთან (1,4%) შედარებით. ხშირი შარდვის ინტენსივობა ძირითადად მსუბუქი ან ზომიერი იყო. ნიქტურიის შემთხვევების სიხშირე პლაცებოს და ემპაგლიფლოზინის მსგავსი იყო (<1%).

EMPEROR კვლევებში გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში ხშირი შარდვა აღინიშნებოდა მსგავსი სიხშირით პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ემპაგლიფლოზინს და პლაცებოს (10 მგ ემპაგლიფლოზინი: 0,9%, პლაცებო: 0,5%)

საშარდე გზების ინფექციები

საშარდე გზების ინფექციების ზოგადი სიხშირე, რომლებზეც შეტყობინებები იყო როგორც არასასურველი მოვლენების შესახებ, იყო პაციენტთა მსგავსი, რომლებიც იღებდნენ 25 მგ ემპაგლიფლოზინს და პლაცებოს (7,0% და 7,2%), და უფრო მაღალი 10 მგ ემპაგლიფლოზინის მიღებისას (8,8%). პლაცებოს გამოყენების შემთხვევის მსგავსად, საშარდე გზების ინფექციები უფრო ხშირად წარმოიქმნებოდა ემპაგლიფლოზინის გამოყენებისას პაციენტებში საშარდე გზების ქრონიკული ან რეციდივირებადი ინფექციების დროს ანამნეზში. საშარდე გზების ინფექციების ინტენსივობა (მსუბუქი, ზომიერი, მძიმე) იყო ისეთივე, როგორიც ემპაგლიფლოზინის და პლაცებოს მიმღებ პაციენტებში. საშარდე გზების ინფექციები უფრო ხშირად ემართებოდათ ქალებს, რომლებიც იღებდნენ ემპაგლიფლოზინს, პლაცებოს მიღებასთან შედარებით; მამაკაცებში განსხვავება არ ყოფილა.

უჯრედგარე სითხის მოცულობის შემცირება

უჯრედგარე სითხის მოცულობის შემცირების ზოგადი სიხშირე (წინასწარ დადგენილი ტერმინების ჩათვლით - არტერიული წნევის დაწევა (ამბულატორიულად), სისტოლიური არტერიული წნევის დაწევა, დეჰიდრატაცია, ჰიპოტენზია, ჰიპოვოლემია, ორთოსტაზული ჰიპოტენზია და გულყრა) იყო პაციენტების მსგავსი, რომლებიც იღებდნენ ემპაგლიფლოზინს (10 მგ ემპაგლიფლოზინი: 0,6%, 25 მგ ემპაგლიფლოზინი: 0,4%) და პლაცებოს (0,3%). უჯრედგარე სითხის მოცულობის შემცირების შემთხვევების სიხშირე გაიზარდა 75 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ 10 მგ ემპაგლიფლოზინს (2,3%) ან 25 მგ ემპაგლიფლოზინს (4,3%), პლაცებოსთან შედარებით (2,1%).

სისხლში კრეატინინის მაღალი დონე/გორგლისებრი ფილტრაციის დაბალი სიჩქარე

სისხლში კრეატინინის მაღალი დონის და გორგლისებრი ფილტრაციის დაბალი სიჩქარის მქონე პაციენტების ზოგადი სიხშირე მსგავსი იყო ემპაგლიფლოზინის და პლაცებოს მიღებისას (სისხლში კრეატინინის დონის გაზრდა: 0,6% 10 მგ ემპაგლიფლოზინის მიღებისას, 0,1% 25 მგ ემპაგლიფლოზინის მიღებისას, 0,5% პლაცებოს მიღებისას; გორგლისებრი ფილტრაციის სიჩქარის შემცირება: 0,1% 10 მგ ემპაგლიფლოზინის მიღებისას, 0% 25 მგ ემპაგლიფლოზინის მიღებისას, 0,3% პლაცებოს მიღებისას).

კრეატინინის პირველადი მომატება და გფგს-ის პირველადი შემცირება პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ემპაგლიფლოზინს, როგორც წესი იყო გავლადი ხანგრძლივი მკურნალობისას ან შექცევადი პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტისას. შესაბამისად, EMPA-REG OUTCOME კვლევაში პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ემპაგლიფლოზინს, აღინიშნებოდა გფგს-ის პირველადი შემცირება (საშუალო: 3 მლ/წთ/1,73 მ2). ამის შემდეგ გფგს ნარჩუნდებოდა მკურნალობის გაგრძელების დროს. გფგს-ის საშუალო მნიშვნელობა საწყისს უბრუნდებოდა მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, რაც იძლევა ვარაუდის საშუალებას, რომ მწვავე ჰემოდინამიკურ ცვლილებებს შეუძლიათ როლის შესრულება თირკმელების ფუნქციის ამ ცვლილებებში. ეს მოვლენა ასევე აღინიშნა EMPEROR გულის უკმარისობის კვლევებში და EMPA-KIDNEY კვლევაში.

შრატში ლიპიდების მაღალი დონე

საწყისი დონიდან მომატების საშუალო პროცენტმა 10 მგ და 25 მგ ემპაგლიფლოზინისთვის პლაცებოსთან შედარებით შესაბამისად შეადგინა: საერთო ქოლესტერინი 4,9% და 5,7% 3,5%-თან შედარებით; მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინი 3,3% და 3,6% 0,4%-თან შედარებით; დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინი 9,5% და 10,0% 7,5%-თან შედარებით; ტრიგლიცერიდები 9,2% და 9,9% 10,5%-თან შედარებით.

მაღალი ჰემატოკრიტი

ჰემატოკრიტის საშუალო ცვლილებებმა საწყის დონესთან შედარებით შეადგინა 3,4% და 3,6% 10 მგ და 25 მგ დოზით ემპაგლიფლოზინისთვის შესაბამისად პლაცებოს 0,1%-თან შედარებით. EMPA-REG OUTCOME კვლევაში ჰემატოკრიტის მნიშვნელობები საწყის მნიშვნელობებს დაუბრუნდნენ 30 დღეში მკურნალობის შეწყვეტიდან.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ მნიშვნელოვანია. პაციენტში სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასასურველი რეაქციის გამოვლენისას ან ახალი არასასურველი რეაქციის გამოვლენისას, რომელიც არ არის აღწერილი ამ თავში, გთხოვთ გვაცნობოთ ფარმაკოუსაფრთხოების ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზა

სიმპტომები

კონტროლირებადი კლინიკური კვლევების მიმდინარეობისას ემპაგლიფლოზინის 800 მგ-მდე ერთჯერად დოზებს ჯანმრთელ მოხალისეებში და ემპაგლიფლოზინის 100 მგ-მდე რამდენიმე ყოველდღიურ დოზას პაციენტებში 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტით რაიმე ტოქსიკურობა არ გამოუწვევიათ. ემპაგლიფლოზინი აძლიერებდა გლუკოზის გამოყოფას შარდით, რაც იწვევდა შარდის მოცულობის გაზრდას. შარდის მოცულობის გამოვლენილი გაზრდა დამოკიდებული არ იყო დოზაზე და კლინიკურად მნიშვნელოვანი არ არის. ადამიანებში 800 მგ-ზე მეტი დოზების გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.

მკურნალობა

ჭარბი დოზის შემთხვევაში მკურნალობა ტარდება პაციენტის კლინიკური მდგომარეობის შესაბამისად. ჰემოდიალიზის დროს ემპაგლიფლოზინის გამოყოფა შესწავლილი არ არის.

შემადგენლობა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ემპაგლიფლოზინი 10 მგ ან 25 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კაჟბადის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

გარსის შემადგენლობა: ოპადრი® ყვითელი 02F22025 (ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, რკინის ყვითელი ოქსიდი, ტალკი).

წამლის ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

აღწერილობა:

გლიფლომედი 10 მგ: მრგვალი ორმხრივამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ღია-ყვითელიდან ყვითელამდე ფერის.

გლიფლომედი 25 მგ: მოგრძო ორმხრივამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ღია-ყვითელიდან ყვითელამდე ფერის.

შენახვის პირობები

3 წელი წარმოების თარიღიდან.

ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ არ გამოიყენოთ.

განსაკუთრებული მითითებები შენახვის შესახებ

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

შეფუთვის აღწერილობა და შიგთავსი

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

10 ტაბლეტი ბლისტერში. 3 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

უტილიზების და სხვა სამუშაოების უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები

ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პრეპარატის ან ნარჩენების უტილიზება უნდა მოხდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წარმოებულია

"ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.", თურქეთი

(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. #50 გიუნეშლი ბაღჯილარ / სტამბული)

“WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.”, TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტიდიაბეტური პრეპარატები. ნატრიუმი-გლუკოზის კო-ტრანსპორტერი 2-ის ინჰიბიტორები. ათქ კოდი: A10BK03

მოქმედების მექანიზმი

ემპაგლიფლოზინი SGLT2-ის შექცევადი მაღალაქტიური (IC50 1,3 ნმოლი) სელექციური და კონკურენტული ინჰიბიტორია. ემპაგლიფლოზინი არ აინჰიბირებს გლუკოზის სხვა გადამტანებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ პერიფერიულ ქსოვილებთან გლუკოზის მიწოდებაშ; მისი სელექციურობა SGLT2-ის მიმართ 5000-ჯერ მეტია SGLT1-თან, ძირითად გადამტანთან შედარებით, რომელიც პასუხისმგებელია ნაწლავში გლუკოზის აბსორბციაზე. SGLT2 მაღალი ხარისხით ექსპრესირდება თირკმელებში, მაშინ, როდესაც მისი ექსპრესია სხვა ქსოვილებში არ ხდება ან ძალიან დაბალია. როგორც ძირითადი ტრანსპორტერი, იგი პასუხს აგებს გორგლისებრი ფილტრატიდან გლუკოზის რეაბსორბციაზე უკან სისხლდინებაში. პაციენტებში 2 ტიპის დიაბეტით და ჰიპერგლიკემიით იფილტრება და რეაბსორბირდება დიდი რაოდენობით გლუკოზა.

ემპაგლიფლოზინი აუმჯობესებს გლიკემიის კონტროლს პაციენტებში 2 ტიპის დიაბეტით გლუკოზის თირკმლისმიერი რეაბსორბციის გზით. ამ გლუკურეზული მექანიზმის მეშვეობით თირკმელებით მოშორებული გლუკოზის რაოდენობა დამოკიდებულია სისხლში გლუკოზის კონცენტრაციაზე და გორგლისებრი ფილტრაციის სიჩქარეზე. SGLT2 ინჰიბირება პაციენტებში 2 ტიპის დიაბეტით და ჰიპერგლიკემიით იწვევს გლუკოზის ჭარბ ექსკრეციას შარდთან ერთად. გარდა ამისა, ემპაგლიფლოზინის გამოყენების დაწყება ზრდის ნატრიუმის გამოდევნას, რაც იწვევს ოსმოზურ დიურეზს და სახსარშიდა მოცულობის შემცირებას.

პაციენტებში 2 ტიპის დიაბეტით გლუკოზის ექსკრეცაია შარდით იზრდება ემპაგლიფლოზინის პირველი დოზის მიღებისთანავე და შენარჩუნდება დოზირების 24-საათიანი ინტერვალის განმავლობაში. თირკმელებით გლუკოზის გამოყოფის ზრდა ნარჩუნდებოდა მკურნალობის 4-კვირიანი პერიოდის ბოლომდე, რაც საშუალოდ 78 გ/დღე-ს შეადგენს. პაციენტებში 2 ტიპის დიაბეტით თირკმელებით გლუკოზის გამოყოფის გაზრდა იწვევდა პლაზმაში გლუკოზის დონის მყისიერ დაწევას.

ემპაგლიფლოზინი გლუკოზის დონეებს სისხლში აუმჯობესებს როგორც უზმოზე, ასევე საკვების მიღების შემდეგ. ემპაგლიფლოზინის მოქმედების მექანიზმი არ არის დამოკიდებული β-უჯრედების ფუნქციაზე და ინსულინის გზებზე, რაც ხელს უწყობს ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკის შემცირებას. აღნიშნულია დადებითი ეფექტი β-უჯრედების ფუნქციის მარკერებთან, მათ შორის β-უჯრედების ფუნქციის შეფასების ჰომეოსტაზურ მოდელთან (HOMA-β) მიმართებაში. გარდა ამისა, თირკმელებით გლუკოზის გამოყოფა იწვევს კალორიების დაკარგვას, რასაც ახლავს ცხიმოვანი ქსოვილის მოცულობის და სხეულის წონის შემცირება. ემპაგლიფლოზინის გამოყენების დროს გამოვლინებად გლუკოზურიას ახლავს დიურეზი, რასაც შეუძლია ხელი შეუწყოს არტერიული წნევის მდგრად და ზომიერ დაწევას.

ემპაგლიფლოზინი ასევე ამცირებს ნატრიუმის რეაბსორბციას და ზრდის ნატრიუმის მიწოდებას დისტალურ არხებში. ამან შეიძლება იმოქმედოს რამდენიმე ფიზიოლოგიურ ფუნქციაზე, შემდეგის ჩათვლით და არა შეზღუდვით: ტუბულო-გლომერულური უკუკავშირის გაძლიერება და გორგალშიდა წნევის დაწევა, გულზე როგორც წინადატვირთვის, ასევე პოსტდატვირთვის შემცირება, სიმპატიკური აქტივობის დათრგუნვა და მარცხენა პარკუჭის კედლის დაჭიმულობის შემცირება, რაზედაც მოწმობენ NT-proBNP უფრო დაბალი მნიშვნელობები, რომლებსაც შეუძლიათ დადებითად იმოქმედონ გულის რემოდელირებაზე, შევსების წნევაზე და დიასტოლურ ფუნქციაზე, ასევე თირკმელების სტრუქტურისა და ფუნქციის შენარჩუნებაზე. სხვა ეფექტებს, როგორებიც არის ჰემატოკრიტის მომატება, სხეულის წონის და არტერიული წნევის დაკლება, შეუძლიათ დამატებით შეუწყონ ხელი გულსა და თირკმელებზე დადებით ზემოქმედებას.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია

ემპაგლიფლოზინის ფარმაკოკინეტიკა დეტალურად არის შესწავლილი ჯანმრთელ მოხალისეებში და მაციენტებში 2 ტიპის დიაბეტით. პერორალური მიღების შემდეგ ემპაგლიფლოზინი სწრაფად შეიწოვებოდა, პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევა ხდებოდა მედიანური tmax (მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო) 1,5 საათში დოზის მიღებიდან. ამის შემდეგ კონცენტრაციები პლაზმაში მცირდებოდა ორ ფაზად სწრაფი განაწილების ფაზით და შედარებით ნელი ტერმინალური ფაზით. წონასწორული კონცენტრაციის პერიოდში AUC და Сmах პლაზმაში შეადგენდნენ 1870 ნმოლი.სთ/ლ და 259 მოლი.სთ/ლ 10 მგ ემპაგლიფლოზინისთვის და 4740 მოლი.სთ/ლ და 687 მოლი.სთ/ლ 25 მგ ემპაგლიფლოზინისთვის დღეში ერთხელ მიღებისას. ემპაგლიფლოზინის სისტემური ექსპოზიცია დოზის პროპორციულად იზრდებოდა. ემპაგლიფლოზინის ფარმაკოკინეტიკური მონაცემები ერთჯერადი მიღებისას და წონასწორულ მდგომარეობაში მსგავსი იყო, რაც იძლევა ვარაუდის საშუალებას, რომ დროსთან მიმართებაში ფარმაკოკინეტიკა ხაზოვანია. კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები ემპაგლიფლოზინის ფარმაკოკინეტიკაში ჯანმრთელ მოხალისეებსა და 2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში არ გამოვლენილა.

25 მგ ემპაგლიფლოზინის მიღებამ დიდი რაოდენობით ცხიმის შემცველი მაღალკალორიული საკვების მიღების შემდეგ გამოიწვია ექსპოზიციის უმნიშვნელოდ შემცირება; უზმოზე მიღებასთან შედარებით AUC შემცირდა დაახლოებით 16%-ით, ხოლო Сmах დაახლოებით 37%-ით. ემპაგლიფლოზინის ფარმაკოკინეტიკაზე საკვების ზეგავლენის გამოვლენილი ეფექტი არ ითვლება კლინიკურად მნიშვნელოვნად, ემპაგლიფლოზინის მიღება შეიძლება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.

განაწილება

წონასწორული კონცენტრაციის პერიოდში განაწილების აშკარა მოცულობა შეადგენდა 73,8 ლ პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზის საფუძველზე. ჯანმრთელი მოხალისეების მიერ [14C]-ემპაგლიფლოზინის ხსნარის პერორალურად მიღების შემდეგ ერითროციტებს შორის განაწილება შეადგენდა დაახლოებით 37%, ხოლო პლაზმის ცილებთან შეერთება შეადგენდა 86%.

ბიოტრანსფორმირება

ადამიანის პლაზმაში არ არის აღმოჩენილი ემპაგლიფლოზინის ძირითადი მეტაბოლიტები, ხოლო უველაზე გავრცელებული მეტაბოლიტები იყო სამი გლუკურონიდული კონიუგატი (2-, 3- და 6-О-გლუკურონიდი). თითეოული მეტაბოლიტის სისტემური ექსპოზიცია შეადგენდა პრეპარატ-დაკავშირებული მასალის საერთო რაოდენობის 10%-ზე ნაკლებს. in vitro კვლევებმა აჩვენეს, რომ ადამიანში ემპაგლიფლოზინის მეტაბოლიზმის ძირითად გზას წარმოადგენს გლუკურონიდაცია UGT2B7, UGT1A3, UGT1A8 და UGT1A9 ურიდინ-5'-დიფოსფო-გლუკურონოზილტრანსფერაზების მეშვეობით.

გამოყოფა

პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზის საფუძველზე ემპაგლიფლოზინის ნახევარგამოყოფის აშკარა საბოლოო პერიოდმა შეადგინა 12,4 საათი, ხოლო აშკარა პერორალურმა კლირენსმა შეადგინა 10,6 ლ/საათი. ემპაგლიფლოზინის პერორალური კლირენსის სუბიექტთაშორისმა და ნაშთმა ვარიაბელობამ შეადგინა 39,1% და 35,8% შესაბამისად. დღეში ერთხელ მიღებისას პლაზმაში ემპაგლიფლოზინის წონასწორული კონცენტრაცია მიიღწეოდა მეხუთე დოზის მიღებისას. ნახევარგამოყოფის პერიოდის შესაბამისად წონასწორულ მდგომარეობაში აღინიშნებოდა 22%-მდე დაგროვება პლაზმაში AUC-თან მიმართებაში. ჯანმრთელი მოხალისეების მიერ [14C]-ემპაგლიფლოზინის ხსნარის პერორალურად მიღების შემდეგ, პრეპარატთან დაკავშირებული დაახლოებით 96% რადიოაქტივობა გამოიყოფოდა განავლით (41%) ან შარდით (54%). პრეპარატთან დაკავშირებული განავლით გამოყოფილი რადიოაქტივობის უმეტესი ნაწილი, და პრეპარატთან დაკავშირებული შარდით გამოყოფილი რადიოაქტივობის დაახლოებით ნახევარი, უცვლელ საწყის პრეპარატს წარმოადგენდა.

განსაკუთრებული პოპულაციები

თირკმლის უკმარისობა

პაციენტებში თირკმლის მსუბუქი, საშუალო ან მძიმე ხარისხის უკმარისობით (გფგს <30 - <90 მლ/წთ/1,73მ2) და პაციენტებში თირკმლის უკმარისობით/თირკმელების დაავადების ტერმინალური სტადიით ემპაგლიფლოზინის AUC მნიშვნელობები იზრდებოდა დაახლოებით 18%, 20%, 66% და 48%-ით შესაბამისად თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე სუბიექტებთან შედარებით.

პლაზმაში ემპაგლიფლოზინის მაქსიმალური დონეები ერთნაირი ჰქონდათ პაციენტებს თირკმელების ფუნქციის ზომიერი დარღვევით და თირკმლის უკმარისობით/თირკმელების დაავადების ტერმინალური სტადიით და პაციენტებში თირკმელების ნორმალური ფუნქციით. პლაზმაში ემპაგლიფლოზინის მაქსიმალური დონეები დაახლოებით 20%-ით მაღალი ჰქონდათ სუბიექტებს თირკმელების მსუბუქი და მძიმე ხარისხის სიმძიმის უკმარისობით თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე სუბიექტებთან შედარებით.

პოპულაციურმა ფარმაკოკინეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ემპაგლიფლოზინის აშკარა პერორალური კლირენსი მცირდებოდა გფგს-ის შემცირებასთან ერთად, რაც პრეპარატის ექსპოზიციის გაზრდას იწვევდა.

ღვიძლის უკმარისობა

სუბიექტებში ღვიძლის მსუბუქი, ზომიერი და მძიმე ხარისხის უკმარისობით ჩაილდ-პიუს კლასიფიცირების თანახმად, ემპაგლიფლოზინის AUC მნიშვნელობები იზრდებოდა დაახლოებით 23%, 47% და 75%-თ, ხოლო Cmax დაახლოებით 4%, 23% და 48%-ით შესაბამისად ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე სუბიექტებთან შედარებით.

სხეულის წონის ინდექსი

პოპულაციურმა ფარმაკოკინეტიკურმა ანალიზმა არ გამოავლინა სხეულის წონის ინდექსის მნიშვნელოვანი ზეგავლენა ემპაგლიფლოზინის ფარმაკოკინეტიკაზე. ამ ანალიზში AUC გაანგარიშებული მნიშვნელობა 5,82%, 10,4% და 17,3%-ით უფრო დაბალი იყო პაციენტებში სხეულის წონის ინდექსით 30, 35 და 45 კგ/მ2 შესაბამისად 25 კგ/მ2 სხეულის წონის ინდექსის მქონე პაციენტებთან შედარებით.

სქესი

პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზის მონაცემებით სქესი არ ახდენდა კლინიკურად მნიშვნელოვან ზეგავლენას ემპაგლიფლოზინის ფარმაკოკინეტიკაზე.

რასა

პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზის ჩატარებისას AUC დაანგარიშებული მნიშვნელობა 13,5%-ით მაღალი ჰქონდათ აზიური წარმოშობის პაციენტებს სხეულის წონის ინდექსით 25 კგ/მ2, 25 კგ/მ2 სხეულის წონის ინდექსის მქონე არააზიური წარმოშობის პაციენტებთან შედარებით.

ხანდაზმული პაციენტები

პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზის მონაცემებით ასაკი არ ახდენდა კლინიკურად მნიშვნელოვან ზეგავლენას ემპაგლიფლოზინის ფარმაკოკინეტიკაზე.

პედიატრიული პოპულაცია

I ფაზის პედიატრიულ კვლევაში შეისწავლებოდა ემპაგლიფლოზინის (5 მგ, 10 მგ და 25 მგ) ფარმაკოკინეტიკა და ფარმაკოდინამიკა ბავშვებსა და ≥ 10 და ˂ 18 წლის ასაკის მოზარდებში 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტით. მიღებული ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური შედეგები შეესაბამებოდა მოზრდილი სუბიექტების მონაცემებს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

გლიფლომედი

სამკურნალო პრეპარატის დასახელება

გლიფლომედი, Gliflomed

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

ემპაგლიფლოზინი, Empagliflozin

შემადგენლობა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ემპაგლიფლოზინი 10 მგ ან 25 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კაჟბადის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

გარსის შემადგენლობა: ოპადრი® ყვითელი 02F22025 (ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, რკინის ყვითელი ოქსიდი, ტალკი).

წამლის ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

აღწერილობა:

გლიფლომედი 10 მგ: მრგვალი ორმხრივამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ღია-ყვითელიდან ყვითელამდე ფერის.

გლიფლომედი 25 მგ: მოგრძო ორმხრივამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ღია-ყვითელიდან ყვითელამდე ფერის.

გამოყენების ჩვენებები

2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი

გლიფლომედი ნაჩვენებია არასაკმარისად კონტროლირებადი 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ მოზრდილებში დიეტის და ფიზიკური დატვირთვის დამატებად:

მონოთერაპიის სახით, როდესაც მეტფორმინის მიღება არამიზანშწონილად ითვლება აუტანლობის გამო;

დიაბეტის სამკურნალო სხვა სამკურნალო საშუალებების დამატებად.

კომბინირებული თერაპიის გამოყენების, გლიკემიის კონტროლზე, გულ-სისხლძარღვთა და თირკმელების დაავადებებზე ეფექტების კვლევების შედეგები, ასევე საკვლევი პოპულაციები იხ. თავებში "განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას" და "ურთიერთქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეობები".

გულის უკმარისობა

გლიფლომედი ნაჩვენებია გულის სიმპტომური ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ მოზრდილებში.

თირკმელების ქრონიკული დაავადება

გლიფლომედი ნაჩვენებია თირკმელების ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ მოზრდილებში.

გამოყენების წესი და დოზები

დოზირება

2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი

რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ ემპლაგლიფლოზინს დღეში ერთხელ მონოთერაპიისთვის და დიაბეტის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან კომბინირებული თერაპისთვის. პაციენტებში, რომლებიც კარგად იტანენ ემპაგლიფლოზინს დოზით 10 მგ დღეში ერთხელ, გორგლისებრი ფილტრაციის გაანგარიშებადი სიჩქარით (გფგს) ≥ 60 მლ/წთ/1,73 მ2, და რომლებიც საჭიროებენ გლიკემიის კონტროლის გაძლიერებას, დოზის გაზრდა შეიძლება 25 მგ-მდე დღეში ერთხელ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 25 მგ (ინფორმაცია იხ. ქვევით და თავი "განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას").

გულის უკმარისობა

რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ ემპაგლიფლოზინს დღეში ერთხელ.

თირკმელების ქრონიკული დაავადება

რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ ემპაგლიფლოზინს დღეში ერთხელ.

ყველა ჩვენება

სულფონილშარდოვანას პრეპარატებთან ან ინსულინთან ემპაგლიფლოზინის კომბინაციის გამოყენებისას განიხილული უნდა იქნას სულფონილშარდოვანას პრეპარატების ან ინსულინის დოზის შემცირების შესაძლებლობა ჰიპოგლიკემიის რისკის შემცირების მიზნით.

დოზის გამოტოვების შემთვევაში პაციენტმა იგი გახსენებისთანავე უნდა მიიღოს, თუმცა ერთ დღეს ორმაგი დოზის მიღება არ შეიძლება.

განსაკუთრებული პოპულაციები

თირკმლის უკმარისობა

პაციენტებში გფგს-ით ˂ 20 მლ/წთ/1,73 მ2 მკურნალობის დაწყება არ არის რეკომენდებული გამოყენების შეზღუდული გამოცდილების გამო.

პაციენტებში გფგს-ით ˂ 60 მლ/წთ/1,73 მ2 ემპაგლიფლოზინის სადღეღამისო დოზა 10 მგ შეადგენს.

2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს ემპაგლიფლოზინის ეფექტურობა გლუკოზის დოზის შესამცირებლად მცირდება პაციენტებში გფგს-ით ˂ 45 მლ/წთ/1,73 მ2, და, სავარაუდოდ, არ აქვთ პაციენტებს გფგს-ით ˂ 30 მლ/წთ/1,73 მ2. ამიტომ გფგს-ის 45 მლ/წთ/1,73 მ2-ზე მეტად შემცირებისას განხილული უნდა იქნას დამატებითი თერაპიის შესაძლებლობა გლუკოზის დონის შესამცირებლად.

ღვიძლის უკმარისობა

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექტირება საჭირო არ არის. ემპაგლიფლოზინის ექსპოზიცია იზრდება პაციენტებში ღვიძლის მძიმე ხარისხის უკმარისობით. ღვიძლის მძიმე ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის გამოყენების შეზღუდული გამოცდილების გამო.

ხანდაზმული პაციენტები

ასაკის მიხედვით დოზის კორექტირება საჭირო არ არის. 75 წლის და უფროსი ასაკის პაციენტენტებში გასათვალისწინებელია უჯრედგარე სითხის მოცულობის შემცირების მაღალი რისკი.

პედიატრიული პოპულაცია

ემპაგლიფლოზინის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებსა და მოზარდებში დადგენილი არ არის. მონაცემები არ არსებობს.

გამოყენების წესი

ტაბლეტების მიღება შეიძლება საკვების მიღების მიუხედავად, მთლიანად ჩაყლაპვით და წყლის მიყოლებით.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

კეტოაციდოზი

არის შეტყობინებები კეტოაციდოზის შემთხვევების შესახებ, სიცოცხლისათვის საშიში და ლეტალური შემთხვევების ჩათვლით, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტების მიერ ნატრიუმი-გლუკოზის კო-ტრანსპორტერი 2-ის ინჰიბიტორების (SGLT2), მათ შორის ემპაგლიფლოზინის მიღებისას. რიგ შემთვევებში მდგომარეობის გამოვლინებები იყო ატიპიური სისხლში გლუკოზის დონის ზომიერად გაზრდით, 14 მმოლ/ლ-ზე ნაკლები (250 მგ/დლ). უცნობია, მოქმედებს თუ არა ემპაგლიფლოზინის დოზის გაზრდა კეტოაციდოზის წარმოქმნის ალბათობაზე. მიუხედავად იმისა, რომ კეტოაციდოზი უფრო იშვიათად გვხვდება პაციენტებში შაქრიანი დიაბეტის გარეშე, დაავადების შემთხვევები ასევე დარეგისტრირდა ასეთ პაციენტებშიც.

გასათვალისწინებელია კეტოაციდოზის რისკი ისეთი არასპეციფიკური სიმპტომების გამოვლინების შემთხვევაში, როგორიც არის ღებინება, გულისრევა, უმადობა, ტკივილი მუცელში, ძლიერი წყურვილი, სუნთქვის გაძნელება, გონების დაბინდვა, უჩვეულო დაღლილობა ან ძილიანობა. ამ სიმპტომების გამოვლინებისას აუცილებელია პაციენტების დაუყოვნებლივ გამოკვლევა კეტოაციდოზზე სისხლში გლუკოზის დონის მიუხედავად.

თუ არის ეჭვი ან დიაგნოსტირებულია კეტოაციდოზი, ემპაგლიფლოზინით თერაპია სასწრაფოდ უნდა შეწყდეს.

მკურნალობა უნდა შეუწყდეთ პაციენტებს, რომლებიც ჰოსპიტალიზებული არიან ფართო ქირურგიული ჩარევების ჩასატარებლად, ან მძიმე მწვავე დაავადებების გამო. ასეთი პაციენტებისთვის რეკომენდებულია კეტონების შემცველობის კონტროლი. სისხლში კეტონების დონის განსაზღვრა უპირატესია ვიდრე კეტონების დონის განსაზღვრა შარდში. ემპაგლიფლოზინით მკურნალობის განახლება შეიძლება კეტონების შემცველობის მნიშვნელობის ნორმალიზების და პაციენტის მდგომარების სტაბილიზების შემდეგ.

ემპაგლიფლოზინის გამოყენების დაწყებამდე უნდა დადგინდეს პაციენტის ანამნეზში ისეთი ფაქტორების არსებობა, რომლებიც შეიძლება მოწმობდნენ მიდრეკილებას კეტოაციდოზისკენ.

პაციენტებს, რომლებიც შეიძლება იყვნენ კეტოაციდოზის განვითარების უფრო მაღალი რისკის ქვეშ, მიეკუთვნებიან პაციენტები β-უჯრედების ფუქნციის დაბალი რეზერვით (მაგალითად, პაციენტები 2 ტიპის დიაბეტით С-პეპტიდის დაბალი დონით ან მოზრდილების ლატენტური აუტოიმუნური დიაბეტით, ან პაციენტები პანკრეატიტით ანამნეზში), პაციენტები მდგომარეობებით, რომლებიც იწვევს საკვების მიღების შეზღუდვას ან დეჰიდრატაციას, პაციენტები, რომლებსაც უტარდებათ ინსულინის დოზის შემცირება, და პაციენტები ინსულინის მაღალი საჭიროებით მწვავე დაავადების, ქირურგიული ჩარევის ან ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების გამო. ამ პაციენტებში SGLT2 ინჰიბიტორები გამოიყენება სიფრთხილით.

SGLT2 ინჰიბიტორის ხელახლა დანიშვნა რეკომენდებული არ არის პაციენტებში წინარე კეტოაციდოზით SGLT2 ინჰიბიტორით მკურნალობის ფონზე, იმ შემთხვევების გარდა, ზუსტად არის გამოვლენილი და აღმოფხვრილი სხვა მაპროვოცირებელი ფაქტორი.

გლიფლომედის გამოყენება არ შეიძლება 1 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში. 1 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში კლინიკური კვლევების პროგრამის მიმდინარეობისას მიღებული მონაცემები აჩვენებს კეტოაციდოზის შემთვევების მატებას ერთნაირი სიხშირით პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ 10 მგ ან 25 მგ ემპაგლიფლოზინს ინსულინთან დამატების სახით, პლაცებოსთან შედარებით.

თირკმლის უკმარისობა

რეკომენდებული არ არის მკურნალობის დაწყება პრეპარატით პაციენტებში გფგს-ით ˂ 20 მლ/წთ/1,73 მ2 გამოყენების შეზღუდული გამოცდილების გამო.

პაციენტებში გფგს-ით ˂ 60 მლ/წთ/1,73 მ2 ემპაგლიფლოზინის სადღეღამისო დოზა 10 მგ შეადგენს.

ემპაგლიფლოზინის ეფექტურობა გლუკოზის დონის შესამცირებლად დამოკიდებულია თირკმელების ფუნქციაზე და უმცირდებათ პაციენტებს პაციენტებში გფგს-ით ˂ 45 მლ/წთ/1,73 მ2 და, სავარაუდოდ, არ გააჩნიათ პაციენტებს პაციენტებში გფგს-ით ˂ 30 მლ/წთ/1,73 მ2.

თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი

თირკმელების ფუნქციის შეფასების ჩატარება რეკომენდებულია შემდეგნაირად:

ემპაგლიფლოზინის დანიშვნამდე და პერიოდულად მკურნალობის დროს, ე.ი. არანაკლებ 1-ჯერ წელიწადში;

ნებისმიერი თანხმლები სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე, რომლემაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თირკმელების ფუნქციაზე.

უჯრედგარე სითხის მოცულობის შემცირების რისკი

SGLT2 ინჰიბიტორების მოქმედების მექანიზმზე დაყრდნობით, გლუკოზურიის თანხმლებმა ოსმოზურმა დიურეზმა შეიძლება გამოიწვიოს ზრტერიული წნევის ზომიერად დაწევა. ამიტომ საჭიროა სიფრთხილე პაციენტებში, რომლებისთვისაც ემპაგლიფლოზინის მიღების ფონზე არტერიული წნევის დაწევა შეიძლება წარმოადგენდეს რისკს, მაგალითად პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ანტიჰიპერტენზიული თერაპია (ანამნეზში ჰიპოტენზიის შემთხვევებით), ან 75 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში.

მდგომარეობების შემთხვევაში, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ სითხის დაკარგვა (მაგალითად, კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს), კარგად უნდა გაკონტროლდეს გაუწყლოების ხარისხი (მაგალითად, ფიზიკალური გასინჯვა, არტერიული წნევის გაზომვა, ლაბორატორიული ანალიზები, ჰემატოკრიტის დონის ჩათვლით) და ელექტროლიტები პაციენტებში, რომლებიც იღებენ ემპაგლიფლოზინს. უნდა განიხილოს ემპაგლიფლოზინით მკურნალობის დროებით შეწყვეტის შესაძლებლობა მანამ, სანამ სითხის დანაკარგი არ კომპენსირდება.

ხანდაზმული პაციენტები

ემპაგლიფლოზინის ეფექტი შარდთან ერთად გლუკოზის სეკრეციაზე დაკავშირებულია ოზმოზურ დიურეზთან, რამაც შეიძლება იმოქმედოს ჰიდრატაციის მდგომარეობაზე. 75 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში შეიძლება გაიზარდოს უჯრედგარე სითხის მოცულობის შემცირების რისკი. უმეტეს ასეთ პაციენტს, რომლებიც იღებდნენ ემპაგლიფლოზინს, აღენიშნებოდათ გვერდითი რეაქციები, დაკავშირებული უჯრედგარე სითხის მოცულობის შემცირებასთან, პლაცებოს მიღებასთან შედარებით. ამასთან დაკავშირებით სამკურნალო საშუალებებთან ერთად მიღების შემთხვევაში, რომლებსაც შეუძლიათ უჯრედგარე სითხის მოცულობის შემცირება (მაგალითად, დიურეზულები, ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები), ყურადღება უნდა იქნას მიქცეული ასეთი პაციენტების მიერ სითხის მიღებას.

საშარდე გზების გართულებული ინფექციები

იყო შეტყობინებები საშარდე გზების გართულებული ინფექციების შესახებ, პიელონეფრიტის და უროსეფსის ჩათვლით, პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ემპაგლიფლოზინს. საშარდე გზების გართულებული ინფექციების მქონე პაციენტებში განხილული უნდა იქნას ემპაგლიფლოზინის გამოყენების დროებით შეწყვეტის შესაძლებლობა.

შორისის ნეკროზირებადი ფასციიტი (ფურნიეს განგრენა)

იყო შეტყობინებები შორისის ნეკროზირებადი ფასციიტის შესახებ (ასევე ცნობილი როგორც ფურნიეს განგრენა) მდედრობითი და მამრობითი სქესის პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით, რომლებიც იღებდნენ SGLT2 ინჰიბიტორებს. ეს არის იშვიათი ,ამგარმ სერიოზული და სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში მოვლენა, რომელიც საჭიროებს სასწრაფო ქირურგიულ ჩარევას და ანტიბაქტერიულ თერაპიას.

პაციენტებს უნდა გაეწიოთ რეკომენდაცია მიმართონ ექიმს, თუ მათ აღენიშნებათ სიმპტომების კომბინაცია: ტკივილი, მგრძნობელობა ან შესიება სასქესო ორგანოების ან შორისის მიდამოებში ცხელების ან შეუძლოდ ყოფნის ფონზე. საჭიროა გათვალისწინება, რომ ნეკროზირებად ფასციიტს შეიძლება წინ უძღოდეს უროგენიტალური ინფექცია ან შორისის აბსცესი. ფურნიეს განგრენაზე ეჭვის დროს პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და სასწრაფოდ დაიწყოს მკურნალობა (ანტიბაქტერიული თერაპიის და ქირურგიული მკურნალობის ჩათვლით).

ქვედა კიდურების ამპუტაციები

SGLT2 სხვა ინჰიბიტორის გრძელვადიან კლინიკურ კვლევებში აღინიშნა ქვედა კიდურების ამპუტაციის შემთხვევების მატება (ძირითადად ფეხის თითის). უცნობია არის თუ არა ეს პრეპარატების მთელი კლასისთვის დამახასიათებელი ეფექტი. როგორც დიაბეტის მქონე ყველა პაციენტს, აუცილებელია პაციენტებისთვის ფეხების რეგულარული პროფილაქტიკური მოვლის საჭიროების შეხსენება.

ღვიძლის დაზიანება

კლინიკური კვლევების მიმდინარეობისას იყო შეტყობინებები ღვიძლის დაზიანებების შესახებ ემპაგლიფლოზინის გამოყენების დროს. მიზეზობრივი კავშირი ემპაგფლოზინის გამოყენებასა და ღვიძლის დაზიანებას შორის დადგენილი არ არის.

მაღალი ჰემატოკრიტი

ემპაგლიფლოზინის გამოყენებისას გამოვლინდა ჰემატოკრიტის მომატება.

თირკმელების ქრონიკული დაავადება

ემპაგლიფლოზინით მკურნალობა შეიძლება უფრო ეფექტური იყოს პაციენტებში ალბუმინურიით.

ინფილტრაციული დაავადება ან ტაკოცუბოს კარდიომიოპათია

პაციენტები ინფილტრაციული დაავადებით ან ტაკოცუბოს კარდიომიოპათიით სპეციალურად არ გამოკვლეულან. ამგვარად, ამ პაციენტებში ეფექტურობა დადგენილი არ არის.

შარდის ლაბორატორიული კვლევები

პრეპარატის მოქმედების მექანიზმთან დაკავშირებით პაციენტებში, რომლებიც იღებენ გლიფლომედს, შარდში გლუკოზის განსაზღვრის ტესტი დადებითი იქნება.

ზეგავლენა 1,5-ანჰიდროგლუციტოლზე ტესტის შედეგებზე

გლიკემიის კონტროლის მონიტორინგი 1,5-ანჰიდროგლუციტოლის ტესტის მეშვეობით რეკომენდებულია იმის გამო, რომ 1,5-ანჰიდროგლუციტოლის განსაზღვრა არ არის სარწმუნო გლიკემიის კონტროლის შესაფასებლად პაციენტებში, რომლებიც იღებენ SGLT2 ინჰიბიტორებს. რეკომენდებულია გლიკემიის კონტროლის მონიტორინგის ალტერნატიული მეთოდების გამოყენება.

დამხმარე ნივთიერებები

გლიფლომედი შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა იშვიათი მემკვიდრული დაავადებებით, რომლესაც ახასიათებს გალაქტოზის აუტანლობა, ლაქტაზის უკმარისობა ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია, ეს პრეპარატი არ უნდა მიიღონ.

გლიფლომედი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, ე.ი. პრაქტიკულად "არ შეიცავს ნატრიუმს".

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედებები

დიურეზულები

ემპაგლიფლოზინს შეუძლია თიაზიდური და მარყუჟული დიურეზულების დიურეზული ეფექტის გაძლიერება და დეჰიდრატაციის და ჰიპოტენზიის რისკის გაზრდა.

ინსულინი და ინსულინის სეკრეციის მასტიმულირებლები

ინსულინს და ინსულინის სეკრეციის მასტიმულირებლებს, როგორებიც არის სულფონილშარდოვანას პრეპარატები, შეუძლიათ ჰიპოგლიკემიის რისკის გაზრდა. ჰიპოგლიკემიის რისკის შესამცირებლად შეიძლება რეკომენდებული იყოს ინსულინის და ინსულინის სეკრეციის მასტიმულირებლების დოზის შემცირება ემპაგლიფლოზინთან კომბინაციაში გამოყენებისას.

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებები

სხვა სამკურნალო საშალებების ზეგავლენა ემპაგლიფლოზინზე

іn vitro მონაცემები მიუთითებს, რომ ემპაგლიფლოზინის მეტაბოლზიმის ძირითად გზას ადამიანში წარმოადგენს გლუკურონიდაცია UGT1A3, UGT1A8, UGT1A9 და UGT2B7 ურიდინ-5'-დიფოსფოგლუკურონოსილტრანსფერაზების მონაწილეობით.

ემპაგლიფლოზინი წარმოადგენს მშთანთქავი ტრანსპორტერების OAT3, OATP1B1 და OATP1B3 სუბსტრატს ადამიანში, მაგრამ არა OAT1 და OCT2. ემპაგლიფლოზინი არის Р-გლიკოპროტეინის (P-gp) და სარძევე ჯირკვლის კიბოს რეზისტენტობის ცილის (BCRP) სუბსტრატი.

ემპაგლიფლოზინის პრობენეციდთან, UGT და OAT3 ფერმენტების ინჰიბიტორთან ერთად გამოყენებამ გამოიწვია ემპაგლიფლოზინის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის (Cmax) 26%-ით და კონცენტრაცია-დროის მრუდის (AUC) ქვეშ ფართის 53%-ით გაზრდა. ეს ცვლილებები კლინიკურად მნიშვნელოვნად არ ჩაითვალა.

UGT ინდუქციის (მაგალითად, რიფამპიცინით ან ფენიტოინით ინდუქციის) ზეგავლენა ემპაგლიფლოცინზე შესწავლილი არ არის. UGT ფერმენტების ინდუქტორებთან კომბინირება რეკომენდებული არ არის ეფექტურობის პოტენციურ დაქვეითებასთან დაკავშირებით. UGT ამ ფერმენტების ინდუქტორებთან ერთად გამოყენების აუცილებლობისას უნდა ჩატარდეს გლიკემიის კონტროლის მონიტორინგი გლიფლომედზე რეაქციის შესაფასებლად.

გემბიფროზილთან, ОАТЗ და ОАТР1В1/1ВЗ ტრანსპორტერების ინჰიბიტორთან ურთიერთქმედების in vitro გამოკვლევამ გამოავლინა ემპაგლიფლოზინის Сmax გაზრდა 15%-ით და AUC გაზრდა 59%-ით ერთად გამოყენების შემდეგ. ეს ცვლილებები კლინიკურად მნიშვნელოვნად არ ჩაითვალა.

რიფამპიცინთან ერთად გამოყენების მეშვეობით ОАТР1В1/1ВЗ ტრანსპორტერების ინჰიბირებამ გამოიწვია ემპაგლიფლოზინის Сmax გაზრდა 75%-ით და AUC გაზრდა 35%-ით. ეს ცვლილებები კლინიკურად მნიშვნელოვნად არ ჩაითვალა.

ემპაგლიფლოზინის ექსპოზიცია ერთნაირი იყო ვერაპამილთან, P-gp ინჰიბიტორთან ერთად გამოყენებისას, და მის გარეშე, რაც ადასტურებს ემპაგლიფლოზინზე P-gp ინჰიბირების კლინიკურად მნიშვნელოვანი ზეგავლენის არარსებობას.

ურთიერთქმედების კვლევები მიუთითებს იმაზე, რომ ემპაგლიფლოზინის ფარმაკოკინეტიკაზე არ მოქმედებს მეტფორმინთან, გლიმეპირიდთან, პიოგლიტაზონთან, სიტაგლიპტინთან, ლინაგლიპტინთან, ვარფარინთან, ვერაპამილთან, რამიპრილთან, სიმვასტატინთან, ტორასემიდთან და ჰიდროქლორთიაზიდთან კომბინირება.

ემპაგლიფლოზინის ზეგავლენა სხვა სამკურნალო საშუალებებზე

ემპაგლიფლოზინს შეუძლია თირკმელებით ლითიუმის გამოყოფის გაზრდა, ხოლო ლითიუმის დონე სისხლში შეიძლება შემცირდეს. ემპაგლიფლოზინით მკურნალობის დაწყების და მისი დოზის შემცვლის შემდეგ საჭიროა შრატში ლითიუმის დონის კონცენტრაციის ხშირი კონტროლი. გთხოვთ, გაუშვით პაციენტი ექიმთან, რომელმაც დანიშნა ლითიუმი, შრატში ლითიუმის კონცენტრაციის კონტროლისთვის.

in vitro კვლევებზე დაყრდნობით ემპაგლიფლოზინი არ იწვევს CYP450 იზოფორმების ინჰიბირებას, ინაქტივირებას ან ინდუქციას. ემპაგლიფლოზინი არ აინჰიბირებს UGT1A1, UGT1A3, UGT1A8, UGT1A9 ან UGT2B7. ამიტომ წამლების ურთიერთქმედებები CYP450 და UGT ძირითადი იზოფორმების მონაწილეობით ემპაგლიფლოზინთნ და ერთად მიღებულ ამ ფერმენტების სუბსტრატებთან ნაკლებად სავარაუდოდ ითვლება.

თერაპიული დოზებით ემპაგლიფლოზინი არ აინჰიბირებს P-gp. in vitro კვლევებზე დაყრდნობით ემპაგლიფლოზინის ურთიერთქმედება აქტიურ ნივთიერებებთან, რომლებიც P-gp სუბსტრატები არიან, ნაკლებად სავარაუდოდ ითვლება. ემპაგლიფლოზინის დიგოქსინთან, P-gp სუბსტრატთან კომბინირებამ გამოიწვია დიგოქსინის Cmax გაზრდა 14%-ით და AUC გაზრდა 6%-ით. ეს ცვლილებები კლინიკურად მნიშვნელოვნად არ ჩაითვალა.

ემპაგლიფლოზინი არ აინჰიბირებს ადამიანის მშთანთქავ ტრანსპორტერებს ОАТЗ, ОАТР1В1 და ОАТР1ВЗ in vitro კლინიკურად მნიშვნელოვან კონცენტრაციებში პლაზმაში, ამგვარად წამლების ურთიერთქმედებები ამ ტრანსპორტერების სუბსტრატებთან ნაკლებად სავარაუდოდ ითვლება.

ჯანმრთელ მოხალისეებზე ჩატარებული ურთიერთქმედებების კვლევები შესაძლებელს ხდის ვარაუდს, რომ ემპაგლიფლოზინი არ ახდენს კლინიკურად მნიშვნელოვან ზეგავლენას მეტფორმინის, გლიმეპირიდის, პიოგლიტაზონის, სიტაგლიპტინის, ლინაგლიპტინის, სიმვასტატინის, ვარფარინის, რამიპრილის, დიგოქსინის, დიურეზულების და ორალური კონტრაცეფტივების ფარმაკოკინეტიკაზე.

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

ორსულ ქალებში ემპაგლიფლოზინის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ემპაგლიფლოზინის აღწევს პლაცენტაში ორსულობის გვიან ვადებში ძალიან უმნიშვნელო რაოდენობით, მაგრამ არ ახდენს პირდაპირ ან ირიბ უარყოფით მოქმედებას ამბრიონის ადრეულ განვითარებაზე. მაგრამ ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს, უარყოფითი ზემოაქმედება პოსტნატალურ განვითარებაზე. სიფრთხილის ზომის სახით უკეთესია ორსულობის დროს მოერიდოთ პრეპარატის გლიფლომედი გამოყენებას.

ლაქტაცია

ადამიანის დედის რძეში ემპაგლიფლოზინის ექსკრეციის შესახებ მონაცემები არ არსებობს. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში მიღებული ტოქსიკოლოგიური მონაცემები მოწმობს ემპაგლიფლოზინის რძეში ექსკრეციას. ახალშობილისთვის/ჩვილისთვის რისკის გამორიცხვა არ შეიძლება. გლიფლომედის მიღება ლაქტაციის პერიოდში არ შეიძლება.

ფერტილობა

ადამიანის ფერტილობაზე ემპაგლიფლოზინის ზეგავლენის კვლევები არ ჩატარებულა. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ მიუთითებს პირდაპირ ან ირიბ უარყოფით ზეგავლენას ფერტილობაზე.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე

ემპაგლიფლოზინი უმნიშვნელოდ მოქმედებს ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე. პაციენტებს უნდა გაეწიოთ რეკომენდაცია მიიღონ უსაფრთხოების ზომები ჰიპოგლიკემიის პრევენციისთვის ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის დროს, განსაკუთრებით პრეპარატის კომბინირებისას სულფონილშარდოვანას წარმოებულებთან და/ან ინსულინთან.

არასასურველი რეაქციები

უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი

ემპაგლიფლოზინის უსაფრთხოების შეფასების კლინიკურ კვლევებში სულ ჩართული იყო 15582 პაციენტი 2 ტიპის დიაბეტით, მათგან 10004 პაციენტი იღებდა ემპაგლიფლოზინს ან მონოთერაპიის სახით, ან კომბინაციაში მეტფორმინთან, სულფონილშარდოვანას პრეპარატთან, პიოგლიტაზონთან, DPP-4 ინჰიბიტორებთან ან ინსულინთან.

18-24-კვირიანი ხანგრძლივობის 6 პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში ჩართული იყო 3534 პაციენტი, მათგან 1183 პაციენტი იღებდა პლაცებოს, ხოლო 2351 - ემპაგლიფლოზინს. არასასურველი მოვლენების საერთო სიხშირე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ემპაგლიფლოზინს, პლაცებოს ანალოგიური იყო. ყველაზე ხშირად შეტყობინებადი არასასურველი რეაქცია იყო ჰიპოგლიკემია სულფონილშარდოვანას პრეპარატთან ან ინსულინთან ერთად მიღებისას (იხ. ცალკეული არასასურველი რეაქციების აღწერილობა).

გულის უკმარისობა

EMPEROR კვლევებში ჩართული იყვნენ პაციენტები გულის უკმარისობით და ან წუთმოცულობის დაბალი ფრაქციით (N = 3726), ან შენარჩუნებული წუთმოცულობის ფრაქციით (N = 5985), რომლებიც იღებდნენ 10 მგ ემპაგლიფლოცინს ან პლაცებოს. პაციენტთან დაახლოებით ნახევარს ჰქონდა 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი. EMPEROR-Reduced და EMPEROR-Preserved გაერთიანებულ კვლევებში ყველაზე ხშირი არასასურველი რეაქცია იყო უჯრედგარე სითხის მოცულობის შემცირება (10 მგ ემპაგლიფლოზინი: 11,4%, პლაცებო: 9,7%).

თირკმელების ქრონიკული დაავადება

EMPA-KIDNEY კვლევაში ჩართული იყვნენ თირკმელების ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები (N = 6609), რომლებიც იღებდნენ 10 მგ ემპაგლიფლოზინს ან პლაცებოს. პაციენტთა დაახლოებით 44%-ს ჰქონდა 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი. EMPA-KIDNEY კვლევაში ყველაზე ხშირი არასასურველი რეაქციები იყო პოდაგრა (ემპაგლიფლოზინი: 7,0%, პლაცებო: 8,0%) და თირკმელების მწვავე დაზიანება (ემპაგლიფლოზინი: 2,8%, პლაცებო: 3,5%), რომლებზეც ადრე შეტყობინებები იყო პაციენტებზე, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს.

ემპაგლიფლოზინის უსაფრთხოების ზოგადი პროფილი მთლიანობაში ერთნაირი იყო ყველა შესწავლილი ჩვენებისთვის.

სისტემურ-ორგანული კლასების და MedDRA-ს უპირატესი ტერმინების მიხედვით კლასიფიცირებული არასასურველი რეაქციები, დარეგისტრირებული პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ემპაგლიფლოზინს პლაცებო-კონტროლირებად კვლევებში, წარმოდგენილია ქვევით.

არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია აბსოლუტური სიხშირის მიხედვით. სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥1/10); ხშირად (≥1/100, მაგრამ <1/10); არახშირად (≥1/1000, მაგრამ <1/100); იშვიათად (≥1/10000, მაგრამ <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000), სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).

ინფექციები და ინვაზიები: ხშირად - ვაგინალური მონილიაზი, ვულვოვაგინიტი, ბალანიტი და სხვა გენიტალური ინფექციებიа, საშარდე გზების ინფექციები (პიელონეფრიტის და უროსეფსისის ჩათვლით)а, იშვიათდ - შორისის ნეკროზირებადი ფასციიტი (ფურნიეს განგრენა)*.

მეტაბოლიზმისა და კვების მხრივ: ძალიან ხშირად - ჰიპოგლიკემია (სულფონილშარდოვანას პრეპარატებთან ან ინსულინთან ერთად მიღებისას)а; ხშირად - წყურვილი; არახშირად - კეტოაციდოზი*.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - ყაბზობა.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: ხშირად - ქავილი (გენერალიზებული), გამონაყარი; არახშირად - ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება.

სისხლძარღვების მხრივ: ძალიან ხშირად - უჯრედგარე სითხის მოცულობის შემცირებაа.

თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ: ხშირად - ხშირი შარდვაа; არახშირად - დიზურია; ძალიან იშვიათად - ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი.

ლაბორატორიული მაჩვენებლები: ხშირად - შრატში ლიპიდების მომატებული დონეа; არახშირად - სისხლში კრეატინინის მაღალი დონე/გორგლისებრი ფილტრაციის დაბალი სიჩქარეа, მაღალი ჰემატოკრიტიа.

а იხ. ქვეთავები ქვევით დამატებითი ინფორმაციისთვის.

  • იხ. თავი "განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას".

ცალკეული არასასურველი რეაქციების აღწერილობა

ჰიპოგლიკემია

ჰიპოგლიკემიის სიხშირე დამოკიდებული იყო ფონურ თერაპიაზე შესაბამის კვლევებში და იყო პაციენტების მსგავსი, რომლებიც იღებდნენ ემპაგლიფლოზინს და პლაცებოს მონოთერაპიის, მეტფორმინთან დამატებითი თერაპიის, პიოგლიტაზონთან დამატებითი თერაპიის ან მეფორმინის გარეშე, ლინაგლიპტინთან და მეტფორმინთან დამატებითი თერაპიის, სტანდარტულ მკურნალობასთან და ემპაგლიფლოზინისა და მეტფორმინის კომბინაციასთან დამატების სახით პაციენტებში, რომლებსაც ადრე არ მიუღიათ ეს კომბინაცია, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც ემპაგლიფლოზინს და მეტფორმინს ცალ-ცალკე იღებდნენ. ჰიპოგლიკემიის განვითარების სიხშირე უფრო მაღალი იყო ემპაგლიფლოზინის მეტფორმინთან და სულფონილშარდოვანას პრეპარატთან კომბინაციაში დანიშვნისას (10 მგ ემპაგლიფლოზინი: 16,1%, 25 მგ ემპაგლიფლოზინი: 11,5%, პლაცებო: 8,4%), ასევე მეტფორმინით ან მის გარეშე და სულფონილშარდოვანას პრეპარატთან ან მის გარეშე მიღებისას ბაზალურ ინსულინთან დამატებითი თერაპიის სახით (10 მგ ემპაგლიფლოზინი: 19,5%, 25 მგ ემპაგლიფლოზინი: 28,4%, პლაცებო: 20,6% მკურნალობის პირველი 18 კვირის განმავლობაში დოზის რეგულირების გარეშე ინსულინთან ერთად მიღების ფონზე; ემპაგლიფლოზინი 10 მგ და 25 მგ: 36,1%, პლაცებო: 35,3% 78-კვირიანი ხანგრძლივობის კვლევის განმავლობაში), და დამატებით თერაპიაში ინსულინთან ყოველდღიური მრავალჯერადი ინექციების შეყვანის რეჟიმში მეტფორმითან ერთად ან მის გარეშე (10 მგ ემპაგლიფლოზინი: 39,8%, 25 მგ ემპაგლიფლოზინი: 41,3%, პლაცებო: 37,2% პირველი 18 კვირის განმავლობაში დოზის რეგულირების გარეშე ინსულინთან ერთად მიღების ფონზე; 10 მგ ემპაგლიფლოზინი: 51,1%, 25 მგ ემპაგლიფლოზინი: 57,7%, პლაცებო: 58% 52-კვირიანი ხანგრძლივობის კვლევის განმავლობაში).

EMPEROR კვლევებში პაციენტებში გულის უკმარისობით აღინიშნა ჰიპოგლიკემიის მსგავსი სიხშირე სულფონილშარდოვანას პრეპარატით ან ინსულინით დამატებითი თერაპიის დროს (10 მგ ემპაგლიფლოზინი: 6,5%, პლაცებო: 6,7%).

მძიმე ჰიპოგლიკემია (შემთხვევები, რომლებიც საჭიროებენ სამედიცინო დახმარებას)

მძიმე ჰიპოგლიკემიის განვითარების შემთხვევები არ აღინიშნებოდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ემპაგლიფლოზინს, პაციენტებთან შედარებით, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს მონოთერაპიის, მეტფორმითან დამატებითი თერაპიის, მეტფორმინთან და სულფონილშარდოვანას პრეპარატთან დამატებითი თერაპიის, მეტფორმინთან ერთად ან მის გარეშე პიოგლიტაზონთან დამატებითი თერაპიის, ლინაგლიპტინთან და მეტფორმინთან დამატებითი თერაპიის, სტანდარტულ მკურნალობასთან და ემპაგლიფლოზინისა და მეტფორმინის კომბინაციასთან დამატებითი თერაპიის სახით პაციენტებში, რომლებსაც ადრე არ მიუღიათ ეს კომბინაცია, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც ემპაგლიფლოზინს და მეტფორმინს ცალ-ცალკე იღებდნენ. მძიმე ჰიპოგლიკემიის სიხშირე უფრო მაღალი იყო მეტფორმინით ან მის გარეშე და სულფონილშარდოვანას პრეპარატთან ან მის გარეშე ბაზალურ ინსულინთან დამატებითი თერაპიის სახით მიღებისას (10 მგ ემპაგლიფლოზინი: 0%, 25 მგ ემპაგლიფლოზინი: 1,3%, პლაცებო: 0% მკურნალობის პირველი 18 კვირის განმავლობაში დოზის რეგულირების გარეშე ინსულინთან ერთად მიღების ფონზე; 10 მგ ემპაგლიფლოზინი: 0%, ემპაგლიფლოზინი 25 მგ: 1,3%%, პლაცებო: 0% 78-კვირიანი ხანგრძლივობის კვლევის განმავლობაში), და დამატებითი თერაპიის სახით ინსულინთან ყოველდღიური მრავალჯერადი ინექციების შეყვანის რეჟიმში მეტფორმითან ერთად ან მის გარეშე (10 მგ ემპაგლიფლოზინი: 0,5%, 25 მგ ემპაგლიფლოზინი: 0,5%, პლაცებო: 0,5% პირველი 18 კვირის განმავლობაში დოზის რეგულირების გარეშე ინსულინთან ერთად მიღების ფონზე; 10 მგ ემპაგლიფლოზინი: 1,6%, 25 მგ ემპაგლიფლოზინი: 0,5%, პლაცებო: 1,6% 52-კვირიანი ხანგრძლივობის კვლევის განმავლობაში).

EMPEROR კვლევებში პაციენტებში გულის უკმარისობით მძიმე ჰიპოგლიკემია მსგავსი სიხშირით აღინიშნა შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ემპაგლიფლოზინს და პლაცებოს სულფონილშარდოვანას პრეპარატთან ან ინსულინთან დამატებითი თერაპიის სახით (10 მგ ემპაგლიფლოზინი: 2,2%, პლაცებო: 1,9%).

ვაგინალური მონილიაზი, ვულვოვაგინიტი, ბალანიტი და სხვა გენიტალური ინფექციები

ვაგინალური მონილიაზი, ვულვოვაგინიტი, ბალანიტი და სხვა გენიტალური ინფექციები უფრო ხშირად უვითარდებოდათ პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ ემპაგლიფლოზინს (10 მგ ემპაგლიფლოზინი: 4,0%, 25 მგ ემპაგლიფლოზინი: 3,9%), პლაცებოსთან (1,0%) შედარებით. ინფექციები უფრო ხშირად უვლინდებოდათ ქალებს, რომლებიც იღებდნენ ემპაგლიფლოზინს პლაცებოსთან შედარებით, მამაკაცებში წარმოქმნის სიხშირეში სხვაობა ნაკლებად გამოხატული იყო. გენიტალური ინფექციები მსუბუქი ან ზომიერი სიმძიმის ხარისხის იყო.

EMPEROR კვლევებში გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში ემპაგლიფლოზინით მკურნალობისას პლაცებოსთან შედარებით ამ ინფექციების სიხშირე უფრო გამოხატული იყო შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში (10 მგ ემპაგლიფლოზინი: 2,3%, პლაცებო: 0,8%), ვიდრე პაციენტებში შაქრიანი დიაბეტის გარეშე (10 მგ ემპაგლიფლოზინი: 1,7%, პლაცებო: 0,7%).

ხშირი შარდვა

ხშირი შარდვა (წინასწარ დადგენილი ტერმინების - პოლიკურია, პოლიურია, ნიქტურია - ჩათვლით) უფრო ხშირად აღინიშნებოდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ემპაგლიფლოზინს (10 მგ ემპაგლიფლოზინი: 3,5%, 25 მგ ემპაგლიფლოზინი: 3,3%), პლაცებოსთან (1,4%) შედარებით. ხშირი შარდვის ინტენსივობა ძირითადად მსუბუქი ან ზომიერი იყო. ნიქტურიის შემთხვევების სიხშირე პლაცებოს და ემპაგლიფლოზინის მსგავსი იყო (<1%).

EMPEROR კვლევებში გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში ხშირი შარდვა აღინიშნებოდა მსგავსი სიხშირით პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ემპაგლიფლოზინს და პლაცებოს (10 მგ ემპაგლიფლოზინი: 0,9%, პლაცებო: 0,5%)

საშარდე გზების ინფექციები

საშარდე გზების ინფექციების ზოგადი სიხშირე, რომლებზეც შეტყობინებები იყო როგორც არასასურველი მოვლენების შესახებ, იყო პაციენტთა მსგავსი, რომლებიც იღებდნენ 25 მგ ემპაგლიფლოზინს და პლაცებოს (7,0% და 7,2%), და უფრო მაღალი 10 მგ ემპაგლიფლოზინის მიღებისას (8,8%). პლაცებოს გამოყენების შემთხვევის მსგავსად, საშარდე გზების ინფექციები უფრო ხშირად წარმოიქმნებოდა ემპაგლიფლოზინის გამოყენებისას პაციენტებში საშარდე გზების ქრონიკული ან რეციდივირებადი ინფექციების დროს ანამნეზში. საშარდე გზების ინფექციების ინტენსივობა (მსუბუქი, ზომიერი, მძიმე) იყო ისეთივე, როგორიც ემპაგლიფლოზინის და პლაცებოს მიმღებ პაციენტებში. საშარდე გზების ინფექციები უფრო ხშირად ემართებოდათ ქალებს, რომლებიც იღებდნენ ემპაგლიფლოზინს, პლაცებოს მიღებასთან შედარებით; მამაკაცებში განსხვავება არ ყოფილა.

უჯრედგარე სითხის მოცულობის შემცირება

უჯრედგარე სითხის მოცულობის შემცირების ზოგადი სიხშირე (წინასწარ დადგენილი ტერმინების ჩათვლით - არტერიული წნევის დაწევა (ამბულატორიულად), სისტოლიური არტერიული წნევის დაწევა, დეჰიდრატაცია, ჰიპოტენზია, ჰიპოვოლემია, ორთოსტაზული ჰიპოტენზია და გულყრა) იყო პაციენტების მსგავსი, რომლებიც იღებდნენ ემპაგლიფლოზინს (10 მგ ემპაგლიფლოზინი: 0,6%, 25 მგ ემპაგლიფლოზინი: 0,4%) და პლაცებოს (0,3%). უჯრედგარე სითხის მოცულობის შემცირების შემთხვევების სიხშირე გაიზარდა 75 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ 10 მგ ემპაგლიფლოზინს (2,3%) ან 25 მგ ემპაგლიფლოზინს (4,3%), პლაცებოსთან შედარებით (2,1%).

სისხლში კრეატინინის მაღალი დონე/გორგლისებრი ფილტრაციის დაბალი სიჩქარე

სისხლში კრეატინინის მაღალი დონის და გორგლისებრი ფილტრაციის დაბალი სიჩქარის მქონე პაციენტების ზოგადი სიხშირე მსგავსი იყო ემპაგლიფლოზინის და პლაცებოს მიღებისას (სისხლში კრეატინინის დონის გაზრდა: 0,6% 10 მგ ემპაგლიფლოზინის მიღებისას, 0,1% 25 მგ ემპაგლიფლოზინის მიღებისას, 0,5% პლაცებოს მიღებისას; გორგლისებრი ფილტრაციის სიჩქარის შემცირება: 0,1% 10 მგ ემპაგლიფლოზინის მიღებისას, 0% 25 მგ ემპაგლიფლოზინის მიღებისას, 0,3% პლაცებოს მიღებისას).

კრეატინინის პირველადი მომატება და გფგს-ის პირველადი შემცირება პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ემპაგლიფლოზინს, როგორც წესი იყო გავლადი ხანგრძლივი მკურნალობისას ან შექცევადი პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტისას. შესაბამისად, EMPA-REG OUTCOME კვლევაში პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ემპაგლიფლოზინს, აღინიშნებოდა გფგს-ის პირველადი შემცირება (საშუალო: 3 მლ/წთ/1,73 მ2). ამის შემდეგ გფგს ნარჩუნდებოდა მკურნალობის გაგრძელების დროს. გფგს-ის საშუალო მნიშვნელობა საწყისს უბრუნდებოდა მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, რაც იძლევა ვარაუდის საშუალებას, რომ მწვავე ჰემოდინამიკურ ცვლილებებს შეუძლიათ როლის შესრულება თირკმელების ფუნქციის ამ ცვლილებებში. ეს მოვლენა ასევე აღინიშნა EMPEROR გულის უკმარისობის კვლევებში და EMPA-KIDNEY კვლევაში.

შრატში ლიპიდების მაღალი დონე

საწყისი დონიდან მომატების საშუალო პროცენტმა 10 მგ და 25 მგ ემპაგლიფლოზინისთვის პლაცებოსთან შედარებით შესაბამისად შეადგინა: საერთო ქოლესტერინი 4,9% და 5,7% 3,5%-თან შედარებით; მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინი 3,3% და 3,6% 0,4%-თან შედარებით; დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინი 9,5% და 10,0% 7,5%-თან შედარებით; ტრიგლიცერიდები 9,2% და 9,9% 10,5%-თან შედარებით.

მაღალი ჰემატოკრიტი

ჰემატოკრიტის საშუალო ცვლილებებმა საწყის დონესთან შედარებით შეადგინა 3,4% და 3,6% 10 მგ და 25 მგ დოზით ემპაგლიფლოზინისთვის შესაბამისად პლაცებოს 0,1%-თან შედარებით. EMPA-REG OUTCOME კვლევაში ჰემატოკრიტის მნიშვნელობები საწყის მნიშვნელობებს დაუბრუნდნენ 30 დღეში მკურნალობის შეწყვეტიდან.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ მნიშვნელოვანია. პაციენტში სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასასურველი რეაქციის გამოვლენისას ან ახალი არასასურველი რეაქციის გამოვლენისას, რომელიც არ არის აღწერილი ამ თავში, გთხოვთ გვაცნობოთ ფარმაკოუსაფრთხოების ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზა

სიმპტომები

კონტროლირებადი კლინიკური კვლევების მიმდინარეობისას ემპაგლიფლოზინის 800 მგ-მდე ერთჯერად დოზებს ჯანმრთელ მოხალისეებში და ემპაგლიფლოზინის 100 მგ-მდე რამდენიმე ყოველდღიურ დოზას პაციენტებში 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტით რაიმე ტოქსიკურობა არ გამოუწვევიათ. ემპაგლიფლოზინი აძლიერებდა გლუკოზის გამოყოფას შარდით, რაც იწვევდა შარდის მოცულობის გაზრდას. შარდის მოცულობის გამოვლენილი გაზრდა დამოკიდებული არ იყო დოზაზე და კლინიკურად მნიშვნელოვანი არ არის. ადამიანებში 800 მგ-ზე მეტი დოზების გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.

მკურნალობა

ჭარბი დოზის შემთხვევაში მკურნალობა ტარდება პაციენტის კლინიკური მდგომარეობის შესაბამისად. ჰემოდიალიზის დროს ემპაგლიფლოზინის გამოყოფა შესწავლილი არ არის.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიდიაბეტური პრეპარატები. ნატრიუმი-გლუკოზის კო-ტრანსპორტერი 2-ის ინჰიბიტორები. ათქ კოდი: A10BK03

მოქმედების მექანიზმი

ემპაგლიფლოზინი SGLT2-ის შექცევადი მაღალაქტიური (IC50 1,3 ნმოლი) სელექციური და კონკურენტული ინჰიბიტორია. ემპაგლიფლოზინი არ აინჰიბირებს გლუკოზის სხვა გადამტანებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ პერიფერიულ ქსოვილებთან გლუკოზის მიწოდებაშ; მისი სელექციურობა SGLT2-ის მიმართ 5000-ჯერ მეტია SGLT1-თან, ძირითად გადამტანთან შედარებით, რომელიც პასუხისმგებელია ნაწლავში გლუკოზის აბსორბციაზე. SGLT2 მაღალი ხარისხით ექსპრესირდება თირკმელებში, მაშინ, როდესაც მისი ექსპრესია სხვა ქსოვილებში არ ხდება ან ძალიან დაბალია. როგორც ძირითადი ტრანსპორტერი, იგი პასუხს აგებს გორგლისებრი ფილტრატიდან გლუკოზის რეაბსორბციაზე უკან სისხლდინებაში. პაციენტებში 2 ტიპის დიაბეტით და ჰიპერგლიკემიით იფილტრება და რეაბსორბირდება დიდი რაოდენობით გლუკოზა.

ემპაგლიფლოზინი აუმჯობესებს გლიკემიის კონტროლს პაციენტებში 2 ტიპის დიაბეტით გლუკოზის თირკმლისმიერი რეაბსორბციის გზით. ამ გლუკურეზული მექანიზმის მეშვეობით თირკმელებით მოშორებული გლუკოზის რაოდენობა დამოკიდებულია სისხლში გლუკოზის კონცენტრაციაზე და გორგლისებრი ფილტრაციის სიჩქარეზე. SGLT2 ინჰიბირება პაციენტებში 2 ტიპის დიაბეტით და ჰიპერგლიკემიით იწვევს გლუკოზის ჭარბ ექსკრეციას შარდთან ერთად. გარდა ამისა, ემპაგლიფლოზინის გამოყენების დაწყება ზრდის ნატრიუმის გამოდევნას, რაც იწვევს ოსმოზურ დიურეზს და სახსარშიდა მოცულობის შემცირებას.

პაციენტებში 2 ტიპის დიაბეტით გლუკოზის ექსკრეცაია შარდით იზრდება ემპაგლიფლოზინის პირველი დოზის მიღებისთანავე და შენარჩუნდება დოზირების 24-საათიანი ინტერვალის განმავლობაში. თირკმელებით გლუკოზის გამოყოფის ზრდა ნარჩუნდებოდა მკურნალობის 4-კვირიანი პერიოდის ბოლომდე, რაც საშუალოდ 78 გ/დღე-ს შეადგენს. პაციენტებში 2 ტიპის დიაბეტით თირკმელებით გლუკოზის გამოყოფის გაზრდა იწვევდა პლაზმაში გლუკოზის დონის მყისიერ დაწევას.

ემპაგლიფლოზინი გლუკოზის დონეებს სისხლში აუმჯობესებს როგორც უზმოზე, ასევე საკვების მიღების შემდეგ. ემპაგლიფლოზინის მოქმედების მექანიზმი არ არის დამოკიდებული β-უჯრედების ფუნქციაზე და ინსულინის გზებზე, რაც ხელს უწყობს ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკის შემცირებას. აღნიშნულია დადებითი ეფექტი β-უჯრედების ფუნქციის მარკერებთან, მათ შორის β-უჯრედების ფუნქციის შეფასების ჰომეოსტაზურ მოდელთან (HOMA-β) მიმართებაში. გარდა ამისა, თირკმელებით გლუკოზის გამოყოფა იწვევს კალორიების დაკარგვას, რასაც ახლავს ცხიმოვანი ქსოვილის მოცულობის და სხეულის წონის შემცირება. ემპაგლიფლოზინის გამოყენების დროს გამოვლინებად გლუკოზურიას ახლავს დიურეზი, რასაც შეუძლია ხელი შეუწყოს არტერიული წნევის მდგრად და ზომიერ დაწევას.

ემპაგლიფლოზინი ასევე ამცირებს ნატრიუმის რეაბსორბციას და ზრდის ნატრიუმის მიწოდებას დისტალურ არხებში. ამან შეიძლება იმოქმედოს რამდენიმე ფიზიოლოგიურ ფუნქციაზე, შემდეგის ჩათვლით და არა შეზღუდვით: ტუბულო-გლომერულური უკუკავშირის გაძლიერება და გორგალშიდა წნევის დაწევა, გულზე როგორც წინადატვირთვის, ასევე პოსტდატვირთვის შემცირება, სიმპატიკური აქტივობის დათრგუნვა და მარცხენა პარკუჭის კედლის დაჭიმულობის შემცირება, რაზედაც მოწმობენ NT-proBNP უფრო დაბალი მნიშვნელობები, რომლებსაც შეუძლიათ დადებითად იმოქმედონ გულის რემოდელირებაზე, შევსების წნევაზე და დიასტოლურ ფუნქციაზე, ასევე თირკმელების სტრუქტურისა და ფუნქციის შენარჩუნებაზე. სხვა ეფექტებს, როგორებიც არის ჰემატოკრიტის მომატება, სხეულის წონის და არტერიული წნევის დაკლება, შეუძლიათ დამატებით შეუწყონ ხელი გულსა და თირკმელებზე დადებით ზემოქმედებას.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია

ემპაგლიფლოზინის ფარმაკოკინეტიკა დეტალურად არის შესწავლილი ჯანმრთელ მოხალისეებში და მაციენტებში 2 ტიპის დიაბეტით. პერორალური მიღების შემდეგ ემპაგლიფლოზინი სწრაფად შეიწოვებოდა, პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევა ხდებოდა მედიანური tmax (მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო) 1,5 საათში დოზის მიღებიდან. ამის შემდეგ კონცენტრაციები პლაზმაში მცირდებოდა ორ ფაზად სწრაფი განაწილების ფაზით და შედარებით ნელი ტერმინალური ფაზით. წონასწორული კონცენტრაციის პერიოდში AUC და Сmах პლაზმაში შეადგენდნენ 1870 ნმოლი.სთ/ლ და 259 მოლი.სთ/ლ 10 მგ ემპაგლიფლოზინისთვის და 4740 მოლი.სთ/ლ და 687 მოლი.სთ/ლ 25 მგ ემპაგლიფლოზინისთვის დღეში ერთხელ მიღებისას. ემპაგლიფლოზინის სისტემური ექსპოზიცია დოზის პროპორციულად იზრდებოდა. ემპაგლიფლოზინის ფარმაკოკინეტიკური მონაცემები ერთჯერადი მიღებისას და წონასწორულ მდგომარეობაში მსგავსი იყო, რაც იძლევა ვარაუდის საშუალებას, რომ დროსთან მიმართებაში ფარმაკოკინეტიკა ხაზოვანია. კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები ემპაგლიფლოზინის ფარმაკოკინეტიკაში ჯანმრთელ მოხალისეებსა და 2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში არ გამოვლენილა.

25 მგ ემპაგლიფლოზინის მიღებამ დიდი რაოდენობით ცხიმის შემცველი მაღალკალორიული საკვების მიღების შემდეგ გამოიწვია ექსპოზიციის უმნიშვნელოდ შემცირება; უზმოზე მიღებასთან შედარებით AUC შემცირდა დაახლოებით 16%-ით, ხოლო Сmах დაახლოებით 37%-ით. ემპაგლიფლოზინის ფარმაკოკინეტიკაზე საკვების ზეგავლენის გამოვლენილი ეფექტი არ ითვლება კლინიკურად მნიშვნელოვნად, ემპაგლიფლოზინის მიღება შეიძლება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.

განაწილება

წონასწორული კონცენტრაციის პერიოდში განაწილების აშკარა მოცულობა შეადგენდა 73,8 ლ პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზის საფუძველზე. ჯანმრთელი მოხალისეების მიერ [14C]-ემპაგლიფლოზინის ხსნარის პერორალურად მიღების შემდეგ ერითროციტებს შორის განაწილება შეადგენდა დაახლოებით 37%, ხოლო პლაზმის ცილებთან შეერთება შეადგენდა 86%.

ბიოტრანსფორმირება

ადამიანის პლაზმაში არ არის აღმოჩენილი ემპაგლიფლოზინის ძირითადი მეტაბოლიტები, ხოლო უველაზე გავრცელებული მეტაბოლიტები იყო სამი გლუკურონიდული კონიუგატი (2-, 3- და 6-О-გლუკურონიდი). თითეოული მეტაბოლიტის სისტემური ექსპოზიცია შეადგენდა პრეპარატ-დაკავშირებული მასალის საერთო რაოდენობის 10%-ზე ნაკლებს. in vitro კვლევებმა აჩვენეს, რომ ადამიანში ემპაგლიფლოზინის მეტაბოლიზმის ძირითად გზას წარმოადგენს გლუკურონიდაცია UGT2B7, UGT1A3, UGT1A8 და UGT1A9 ურიდინ-5'-დიფოსფო-გლუკურონოზილტრანსფერაზების მეშვეობით.

გამოყოფა

პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზის საფუძველზე ემპაგლიფლოზინის ნახევარგამოყოფის აშკარა საბოლოო პერიოდმა შეადგინა 12,4 საათი, ხოლო აშკარა პერორალურმა კლირენსმა შეადგინა 10,6 ლ/საათი. ემპაგლიფლოზინის პერორალური კლირენსის სუბიექტთაშორისმა და ნაშთმა ვარიაბელობამ შეადგინა 39,1% და 35,8% შესაბამისად. დღეში ერთხელ მიღებისას პლაზმაში ემპაგლიფლოზინის წონასწორული კონცენტრაცია მიიღწეოდა მეხუთე დოზის მიღებისას. ნახევარგამოყოფის პერიოდის შესაბამისად წონასწორულ მდგომარეობაში აღინიშნებოდა 22%-მდე დაგროვება პლაზმაში AUC-თან მიმართებაში. ჯანმრთელი მოხალისეების მიერ [14C]-ემპაგლიფლოზინის ხსნარის პერორალურად მიღების შემდეგ, პრეპარატთან დაკავშირებული დაახლოებით 96% რადიოაქტივობა გამოიყოფოდა განავლით (41%) ან შარდით (54%). პრეპარატთან დაკავშირებული განავლით გამოყოფილი რადიოაქტივობის უმეტესი ნაწილი, და პრეპარატთან დაკავშირებული შარდით გამოყოფილი რადიოაქტივობის დაახლოებით ნახევარი, უცვლელ საწყის პრეპარატს წარმოადგენდა.

განსაკუთრებული პოპულაციები

თირკმლის უკმარისობა

პაციენტებში თირკმლის მსუბუქი, საშუალო ან მძიმე ხარისხის უკმარისობით (გფგს <30 - <90 მლ/წთ/1,73მ2) და პაციენტებში თირკმლის უკმარისობით/თირკმელების დაავადების ტერმინალური სტადიით ემპაგლიფლოზინის AUC მნიშვნელობები იზრდებოდა დაახლოებით 18%, 20%, 66% და 48%-ით შესაბამისად თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე სუბიექტებთან შედარებით.

პლაზმაში ემპაგლიფლოზინის მაქსიმალური დონეები ერთნაირი ჰქონდათ პაციენტებს თირკმელების ფუნქციის ზომიერი დარღვევით და თირკმლის უკმარისობით/თირკმელების დაავადების ტერმინალური სტადიით და პაციენტებში თირკმელების ნორმალური ფუნქციით. პლაზმაში ემპაგლიფლოზინის მაქსიმალური დონეები დაახლოებით 20%-ით მაღალი ჰქონდათ სუბიექტებს თირკმელების მსუბუქი და მძიმე ხარისხის სიმძიმის უკმარისობით თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე სუბიექტებთან შედარებით.

პოპულაციურმა ფარმაკოკინეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ემპაგლიფლოზინის აშკარა პერორალური კლირენსი მცირდებოდა გფგს-ის შემცირებასთან ერთად, რაც პრეპარატის ექსპოზიციის გაზრდას იწვევდა.

ღვიძლის უკმარისობა

სუბიექტებში ღვიძლის მსუბუქი, ზომიერი და მძიმე ხარისხის უკმარისობით ჩაილდ-პიუს კლასიფიცირების თანახმად, ემპაგლიფლოზინის AUC მნიშვნელობები იზრდებოდა დაახლოებით 23%, 47% და 75%-თ, ხოლო Cmax დაახლოებით 4%, 23% და 48%-ით შესაბამისად ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე სუბიექტებთან შედარებით.

სხეულის წონის ინდექსი

პოპულაციურმა ფარმაკოკინეტიკურმა ანალიზმა არ გამოავლინა სხეულის წონის ინდექსის მნიშვნელოვანი ზეგავლენა ემპაგლიფლოზინის ფარმაკოკინეტიკაზე. ამ ანალიზში AUC გაანგარიშებული მნიშვნელობა 5,82%, 10,4% და 17,3%-ით უფრო დაბალი იყო პაციენტებში სხეულის წონის ინდექსით 30, 35 და 45 კგ/მ2 შესაბამისად 25 კგ/მ2 სხეულის წონის ინდექსის მქონე პაციენტებთან შედარებით.

სქესი

პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზის მონაცემებით სქესი არ ახდენდა კლინიკურად მნიშვნელოვან ზეგავლენას ემპაგლიფლოზინის ფარმაკოკინეტიკაზე.

რასა

პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზის ჩატარებისას AUC დაანგარიშებული მნიშვნელობა 13,5%-ით მაღალი ჰქონდათ აზიური წარმოშობის პაციენტებს სხეულის წონის ინდექსით 25 კგ/მ2, 25 კგ/მ2 სხეულის წონის ინდექსის მქონე არააზიური წარმოშობის პაციენტებთან შედარებით.

ხანდაზმული პაციენტები

პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზის მონაცემებით ასაკი არ ახდენდა კლინიკურად მნიშვნელოვან ზეგავლენას ემპაგლიფლოზინის ფარმაკოკინეტიკაზე.

პედიატრიული პოპულაცია

I ფაზის პედიატრიულ კვლევაში შეისწავლებოდა ემპაგლიფლოზინის (5 მგ, 10 მგ და 25 მგ) ფარმაკოკინეტიკა და ფარმაკოდინამიკა ბავშვებსა და ≥ 10 და ˂ 18 წლის ასაკის მოზარდებში 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტით. მიღებული ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური შედეგები შეესაბამებოდა მოზრდილი სუბიექტების მონაცემებს.

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ არ გამოიყენოთ.

განსაკუთრებული მითითებები შენახვის შესახებ

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

შეფუთვის აღწერილობა და შიგთავსი

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

10 ტაბლეტი ბლისტერში. 3 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

უტილიზების და სხვა სამუშაოების უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები

ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პრეპარატის ან ნარჩენების უტილიზება უნდა მოხდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წარმოებულია

"ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.", თურქეთი

(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. #50 გიუნეშლი ბაღჯილარ / სტამბული)

“WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.”, TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა