გლიატილინი
Gliatilin®
დეგენერაციული და ინვოლუციური ფსიქოორგანული სინდრომები და ცერებროვასკულარული უკმარისობის შედეგები, როგორიც არის მნესტიკური ფუნქციების პირველადი და მეორადი დარღვევები, რომელთათვის დამახასიათებელია მეხსიერების დაქვეითება, ცნობიერების მოშლა, დეზორიენტაცია, მოტივაციის, ინიციატივის და ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება; …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- choline alfoscerate
- ფორმა და შეფუთვა
- 1000მგ/4მლ (250მგ/მლ) 4მლ ი.ვ. საინფუზიო და ი.მ. საინექციო ხსნარი მინის ამპულა №3 (1X3)
- მწარმოებელი
- Italfarmaco S.p.A., იტალია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალო სხვა პრეპარატები, პარასიმპათომიმეტური სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- N07AX02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-039693
- რეგისტრირებულია
- 6 დეკემბერი 2023, მოქმედებს 6 დეკემბერი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Italfarmaco S.p.A. (იტალია)
- განმცხადებელი
- სიტაკო თრეიდინგ დიემსისის წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
გლიატილინი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
დეგენერაციული და ინვოლუციური ფსიქოორგანული სინდრომები და ცერებროვასკულარული უკმარისობის შედეგები, როგორიც არის მნესტიკური ფუნქციების პირველადი და მეორადი დარღვევები, რომელთათვის დამახასიათებელია მეხსიერების დაქვეითება, ცნობიერების მოშლა, დეზორიენტაცია, მოტივაციის, ინიციატივის და ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება;
ემოციური მდგომარეობის და ქცევის ცვლილებები: ემოციური ლაბილობა, მომატებული გაღიზიანებადობა, ინტერესის დაქვეითება, ფსევდოდეპრესია ხანდაზმულებში.
მიღების წესი და დოზირება
ინექცია კეთდება ვენაში (წვეთოვანი ინფუზიით) ან კუნთში.
მოზრდილები:
მწვავე მდგომარეობების დროს: კუნთში 1000 მგ დოზით (1 ამპულა) დღეში ან ვენაში 1000 მგ-დან 3000 მგ-მდე დღეში. ვენაში შეყვანისას ერთი ამპულის შემადგენლობა (4 მლ) ზავდება 50 მლ ფიზიოლოგიურ ხსნარში; ინფუზიის სიჩქარე არის 60-80 წვეთი წუთში. მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ შეადგენს 10 დღეს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის გაგრძელება დადებითი დინამიკის გამოვლენამდე და როცა შესაძლებელი იქნება პერორალურად მისაღებ კაფსულებზე გადასვლა.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების მიმართ;
ორსულობის პერიოდი;
ძუძუთი კვების პერიოდი;
18 წლამდე ბავშვები და მოზარდები.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ამ პრეპარატის სხვა პრეპარატებთან კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები არ არის დადგენილი.
ზეგავლენა ტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე
მკურნალობის პერიოდში სიფრთხილეა საჭირო ტრანსპორტის მართვის და სხვა პოტენციურად სახიფათო აქტივობების დროს, რომლებიც საჭიროებენ კონცენტრაციას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
გლიატილინის® გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში. გლიატილინით® მკურნალობის პერიოდში უნდა შეწყვიტოთ ძუძუთი კვება.
გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა (რაც ძირითადად მეორადი დოფამინერგული აქტივაციის შედეგია), მუცლის ტკივილი.
ნერვული სისტემის მხრივ: ხანმოკლე ცნობიერების მოშლა (ასეთ შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის დოზის შემცირება).
პრეპარატი კარგად აიტანება ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაშიც კი.
გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირება
ნებისმიერი გვერდითი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციაში. გვერდითი რეაქციების შეტყობინებით შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
გვერდითი რეაქციების შესახებ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ პირდაპირ SNPO-ს „პრეპარატებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის ცენტრს“ შემდეგ საკონტაქტო მონაცემებზე:
მისამართი: სომხეთი, 0051, ერევანი, კომიტას ქ. 49/4
ცხელი ხაზი: +(374 10) 200505, +(374 96) 220505
ელ-ფოსტა: [email protected]
გვერდითი რეაქციების შესახებ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ პირდაპირ ვებგვერდის www.pharm.am საშუალებით
ჭარბი დოზა
სიმპტომები: გულისრევა
დოზაზე დამოკიდებული გვერდითი ეფექტების სიმწვავე შეიძლება გაიზარდოს.
მკურნალობა: სიმპტომური თერაპია. დიალიზის ეფექტურობა არ არის დადგენილი.
შემადგენლობა
თითო ამპულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ქოლინის ალფოსცერატი - 1000 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი.
აღწერილობა
გამჭვირვალე, უფერო, უსუნო ხსნარი
შენახვის პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!
ვარგისობის ვადა
5 წელი.
არ გამოიყენოთ მითითებული ვარგისობის ვადის გავლის შემდეგ.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ფარმაკოლოგიური თვისებები
ნერვულ სისტემაზე მოქმედი საშუალებები. პარასიმპათომიმეტიკები. ქოლინის ალფოსცერატი.
ათქ კოდი: N07AX02
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
გლიატილინი® - ქოლინის ალფოსცერატი წარმოადგენს ცენტრალური მოქმედების ქოლინომიმეტიკს, რომელიც უპირატესად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
პრეპარატის შემადგენლობაში შედის 40.5% ქოლინი, რომელიც თავის ტვინში გამოთავისუფლდება; ქოლინი მონაწილეობს აცეტილქოლინის (ერთ-ერთი მთავარი ნეირომედიატორი) ბიოსინთეზში. ალფოსცერატი ბიორტრანსფორმირდება გლიცეროფოსფატად, რომელიც წარმოადგენს ფოსფოლიპიდების წინამორბედს.
აცეტილქოლინი დადებითად მოქმედებს ნერვული იმპულსების გადაცემაზე, ხოლო გლიცეროფოსფატი მონაწილეობს ფოსფატიდილქოლინის (მემბრანული ფოსფოლიპიდის) სინთეზში, შედეგად უმჯობესდება მემბრანების ელასტიურობა და რეცეპტორების ფუნქცია.
გლიატილინი® ზრდის ცერებრალურ სისხლის ნაკადს, აძლიერებს თავის ტვინში მეტაბოლურ პროცესებს და ახდენს ტვინის რეტიკულური ფორმაციის სტრუქტურების აქტივაციას, ასევე აღადგენს ცნობიერებას თავის ტვინის ტრავმული დაზიანებისას.
გააჩნია პროფილაქტიკური და მაკორექტირებელი მოქმედება უნებლიე ფსიქოორგანული სინდრომის ფაქტორებზე, როგორიც არის ნეირონული მემბრანების ფოსფოლიპიდური შემადგენლობის ცვლილება და ქოლინერგული აქტივობის შემცირება.
ამგვარად, ფარმაკოდინამიკურმა კვლევებმა აჩვენეს, რომ გლიატილინი® მოქმედებს ნერვული იმპულსის სინაფსურ, მათ შორის ქოლინერგულ გადაცემაზე (ნეიროტრანსმისიაზე), ნეირონული მემბრანის ელასტიურობაზე, რეცეპტორების ფუნქციაზე.
ფარმაკოკინეტიკა
მიღების შემდეგ შეწოვა შეადგენს 88%-ს; ადვილად აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში, აკუმულირდება ძირითადად ტვინში (ტვინში კონცენტრაცია სისხლის დონის 45%–ს აღწევს), ფილტვებსა და ღვიძლში; 85% გამოიყოფა ფილტვებით ნახშირბადის დიოქსიდის სახით, ხოლო დანარჩენი რაოდენობა (15%) გამოიყოფა თირკმელებით და ნაწლავებით.
არ ახდენს გავლენას რეპროდუქციულ ციკლზე, არ აქვს ტერატოგენური და მუტაგენური მოქმედება.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამკურნალო საშუალების სამედიცინო
გამოყენების ინსტრუქცია
გლიატილინი®
სამკურნალო საშუალების სავაჭრო დასახელება: გლიატილინი®
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ქოლინის ალფოსცერატი
ფარმაცევტული ფორმა:
საინექციო ხსნარი
შემადგენლობა
თითო ამპულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ქოლინის ალფოსცერატი - 1000 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი.
აღწერილობა
გამჭვირვალე, უფერო, უსუნო ხსნარი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ნერვულ სისტემაზე მოქმედი საშუალებები. პარასიმპათომიმეტიკები. ქოლინის ალფოსცერატი.
ათქ კოდი: N07AX02
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
გლიატილინი® - ქოლინის ალფოსცერატი წარმოადგენს ცენტრალური მოქმედების ქოლინომიმეტიკს, რომელიც უპირატესად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
პრეპარატის შემადგენლობაში შედის 40.5% ქოლინი, რომელიც თავის ტვინში გამოთავისუფლდება; ქოლინი მონაწილეობს აცეტილქოლინის (ერთ-ერთი მთავარი ნეირომედიატორი) ბიოსინთეზში. ალფოსცერატი ბიორტრანსფორმირდება გლიცეროფოსფატად, რომელიც წარმოადგენს ფოსფოლიპიდების წინამორბედს.
აცეტილქოლინი დადებითად მოქმედებს ნერვული იმპულსების გადაცემაზე, ხოლო გლიცეროფოსფატი მონაწილეობს ფოსფატიდილქოლინის (მემბრანული ფოსფოლიპიდის) სინთეზში, შედეგად უმჯობესდება მემბრანების ელასტიურობა და რეცეპტორების ფუნქცია.
გლიატილინი® ზრდის ცერებრალურ სისხლის ნაკადს, აძლიერებს თავის ტვინში მეტაბოლურ პროცესებს და ახდენს ტვინის რეტიკულური ფორმაციის სტრუქტურების აქტივაციას, ასევე აღადგენს ცნობიერებას თავის ტვინის ტრავმული დაზიანებისას.
გააჩნია პროფილაქტიკური და მაკორექტირებელი მოქმედება უნებლიე ფსიქოორგანული სინდრომის ფაქტორებზე, როგორიც არის ნეირონული მემბრანების ფოსფოლიპიდური შემადგენლობის ცვლილება და ქოლინერგული აქტივობის შემცირება.
ამგვარად, ფარმაკოდინამიკურმა კვლევებმა აჩვენეს, რომ გლიატილინი® მოქმედებს ნერვული იმპულსის სინაფსურ, მათ შორის ქოლინერგულ გადაცემაზე (ნეიროტრანსმისიაზე), ნეირონული მემბრანის ელასტიურობაზე, რეცეპტორების ფუნქციაზე.
ფარმაკოკინეტიკა
მიღების შემდეგ შეწოვა შეადგენს 88%-ს; ადვილად აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში, აკუმულირდება ძირითადად ტვინში (ტვინში კონცენტრაცია სისხლის დონის 45%–ს აღწევს), ფილტვებსა და ღვიძლში; 85% გამოიყოფა ფილტვებით ნახშირბადის დიოქსიდის სახით, ხოლო დანარჩენი რაოდენობა (15%) გამოიყოფა თირკმელებით და ნაწლავებით.
არ ახდენს გავლენას რეპროდუქციულ ციკლზე, არ აქვს ტერატოგენური და მუტაგენური მოქმედება.
თერაპიული ჩვენებები
დეგენერაციული და ინვოლუციური ფსიქოორგანული სინდრომები და ცერებროვასკულარული უკმარისობის შედეგები, როგორიც არის მნესტიკური ფუნქციების პირველადი და მეორადი დარღვევები, რომელთათვის დამახასიათებელია მეხსიერების დაქვეითება, ცნობიერების მოშლა, დეზორიენტაცია, მოტივაციის, ინიციატივის და ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება;
ემოციური მდგომარეობის და ქცევის ცვლილებები: ემოციური ლაბილობა, მომატებული გაღიზიანებადობა, ინტერესის დაქვეითება, ფსევდოდეპრესია ხანდაზმულებში.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების მიმართ;
ორსულობის პერიოდი;
ძუძუთი კვების პერიოდი;
18 წლამდე ბავშვები და მოზარდები.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს
გლიატილინის® გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში. გლიატილინით® მკურნალობის პერიოდში უნდა შეწყვიტოთ ძუძუთი კვება.
დოზირება და მიღების წესები
ინექცია კეთდება ვენაში (წვეთოვანი ინფუზიით) ან კუნთში.
მოზრდილები:
მწვავე მდგომარეობების დროს: კუნთში 1000 მგ დოზით (1 ამპულა) დღეში ან ვენაში 1000 მგ-დან 3000 მგ-მდე დღეში. ვენაში შეყვანისას ერთი ამპულის შემადგენლობა (4 მლ) ზავდება 50 მლ ფიზიოლოგიურ ხსნარში; ინფუზიის სიჩქარე არის 60-80 წვეთი წუთში. მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ შეადგენს 10 დღეს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის გაგრძელება დადებითი დინამიკის გამოვლენამდე და როცა შესაძლებელი იქნება პერორალურად მისაღებ კაფსულებზე გადასვლა.
გვერდითი ეფექტები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა (რაც ძირითადად მეორადი დოფამინერგული აქტივაციის შედეგია), მუცლის ტკივილი.
ნერვული სისტემის მხრივ: ხანმოკლე ცნობიერების მოშლა (ასეთ შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის დოზის შემცირება).
პრეპარატი კარგად აიტანება ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაშიც კი.
გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირება
ნებისმიერი გვერდითი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციაში. გვერდითი რეაქციების შეტყობინებით შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
გვერდითი რეაქციების შესახებ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ პირდაპირ SNPO-ს „პრეპარატებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის ცენტრს“ შემდეგ საკონტაქტო მონაცემებზე:
მისამართი: სომხეთი, 0051, ერევანი, კომიტას ქ. 49/4
ცხელი ხაზი: +(374 10) 200505, +(374 96) 220505
ელ-ფოსტა: [email protected]
გვერდითი რეაქციების შესახებ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ პირდაპირ ვებგვერდის www.pharm.am საშუალებით
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები: გულისრევა
დოზაზე დამოკიდებული გვერდითი ეფექტების სიმწვავე შეიძლება გაიზარდოს.
მკურნალობა: სიმპტომური თერაპია. დიალიზის ეფექტურობა არ არის დადგენილი.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
ამ პრეპარატის სხვა პრეპარატებთან კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები არ არის დადგენილი.
ზეგავლენა ტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე
მკურნალობის პერიოდში სიფრთხილეა საჭირო ტრანსპორტის მართვის და სხვა პოტენციურად სახიფათო აქტივობების დროს, რომლებიც საჭიროებენ კონცენტრაციას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.
გამოშვების ფორმა
1000 მგ/4 მლ უფერო ნეიტრალური შუშის ამპულებში;
მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 3 ამპულა ბლისტერში და გამოყენების ინსტრუქცია.
შენახვის პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!
ვარგისობის ვადა
5 წელი.
არ გამოიყენოთ მითითებული ვარგისობის ვადის გავლის შემდეგ.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი: იტალფარმაკო ს.პ.ა (Italfarmaco S.p.A.)
მისამართი: ვიალე ფულვიო ტესტი, 330 - 20126 მილანი, იტალია
მწარმოებელი: იტალფარმაკო ს.პ.ა (Italfarmaco S.p.A.)
მისამართი: ვიალე ფულვიო ტესტი, 330 - 20126 მილანი, იტალია
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


