პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ნერვული სისტემის სამკურნალო სხვა პრეპარატები

მედოტილინი

MEDOTILIN

რეცეპტით400მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

თავის ტვინის დეგენერაციულ-ინვოლუციური ფსიქოორგანული სინდრომები ან მეორადი ცერებროვასკულური უკმარისობის შედეგები, როგორიც არის პირველადი ან მეორადი კოგნიტური დარღვევები ხანდაზმული ასაკის პირებში, რომლებსაც ახასიათებს მეხსიერების დარღვევები, ცნობიერების არევა და დეზორიენტაცია, მოტივაციის და ინიციატივის, ასევე ყურადღების …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
choline alfoscerate
ფორმა და შეფუთვა
400მგ რბილი კაფსულა №28 (2X14)
მწარმოებელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ნერვული სისტემის სამკურნალო სხვა პრეპარატები, პარასიმპათომიმეტური სხვა საშუალებები
ATC კოდი
N07AX02
რეგისტრაციის ნომერი
რ-041034
რეგისტრირებულია
21 მაისი 2024, მოქმედებს 21 მაისი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „გლობალფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებამედოტილინი და სხვა წამალი ერთად

მედოტილინი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

თავის ტვინის დეგენერაციულ-ინვოლუციური ფსიქოორგანული სინდრომები ან მეორადი ცერებროვასკულური უკმარისობის შედეგები, როგორიც არის პირველადი ან მეორადი კოგნიტური დარღვევები ხანდაზმული ასაკის პირებში, რომლებსაც ახასიათებს მეხსიერების დარღვევები, ცნობიერების არევა და დეზორიენტაცია, მოტივაციის და ინიციატივის, ასევე ყურადღების კონცენტრაციის უნარის დაქვეითება.

ემოციური და ქცევითი სფეროს ცვლილებები ხანდაზმული ასაკის პირებში: ემოციური არასტაბილურობა, გაღიზიანებადობა, გარემოს მიმართ ინტერესის დაქვეითება. მოხუცებულთა ფსევდომელანქოლია.

მიღების წესი და დოზირება

მედოტილინი მიიღება შიგნით 1 კაფსულა 2-3-ჯერ დღე-ღამეში.

სადღეღამისო დოზა შეიძლება გაიზაროდის ექიმის შეხედულების მიხედვით.

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების, მსგავსი ქიმიური სტრუქტურის ნაერთების ან ნებისმიერი დამხმარე კომპონენტის მიმართ;
  • ორსულობა.

სიფრთხილის ზომები

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დამხმარე ნივთიერებები

პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ანუ პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.

პრეპარატი ერთ კაფსულაზე გადაანგარიშებით შეიცავს 45,565 მგ თხევად არაკრისტალურ სორბიტოლს. მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ადიტიური ეფექტი სორბიტოლის (ან ფრუქტოზას) შემცველი პროდუქტების ერთდროული გამოყენებისას ან საკვებით სორბიტოლის (ან ფრუქტოზას) გამოყენებისას.

სორბიტოლმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სხვა ერთდროულად გამოყენებადი შეგნით მისაღები პრეპარატების ბიოშეღწევადობაზე.

პრეპარატი შეიცავს ნატრიუმის ეთილპარაჰიდროქსიბენზოატს და ნატრიუმის პროპილპარაჰიდროქსიბენზოატს, რომელთაგან თითოეულმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (მათ შორის დაყოვნებული ტიპის).

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის დროს. თუმცა, სპეციალურმა კვლევებმა მიუთითეს ტერატოგენული და ემბრიოტოქსიური ეფექტების არარსებობაზე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

მედოტილინი არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვის და პოტენციურად სახიფათო სამუშაოების შესრულების უნარზე.

გვერდითი მოვლენები

ქოლინის ალფოსცერატი, როგორც ბიოლოგიური კომპონენტების წინამორბედი, ჩვეულებრივ, არ იწვევს ამტანობის მხრივ პრობლემებს, ხანგრძლივი გამოყენების

შემთხვევაშიც კი.

შესაძლებელია გულისრევის განვითარება (რაც, სავარაუდოდ, ხდება მეორადი დოფამინერგული აქტივაციის ფონზე), რის გამოც შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ნაწილში, გთხოვთ, მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზა

ჭარბ დოზირებაზე ეწვის არსებობისას პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს.

შემადგენლობა

კაფსულა შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ქოლინის ალფოსცერატი (L-ალფა-გლიცეროფოსფორილქოლინის ფორმით (85% ზეთოვანი ხსნარი)) 400 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: გლიცერინი, გასუფთავებული წყალი;

კაფსულა: ჟელატინი, თხევადი სორბიტოლი არაკრისტალური, გლიცერინი, ტიტანის დიოქსიდი, ნატრიუმის ეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, რკინის ყვითელი ოქსიდი.

წამლის ფორმა

კაფსულები.

აღწერილობა: რბილი ჟელატინის კაფსულები, ოვალური ფორმის, გაუმჭვირვალე, მოყავისფრო-მოყვითალო ფერის, ბლანტი უფერო გამჭვირვალე სითხის შემცველობით.

შენახვის პირობები

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები შენახვისას

ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

შეფუთვის ტიპი და შიგთავსი

კაფსულები.

14 კაფსულა ბლისტერში.

1 ან 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უტილიზაციისას და სხვა სამუშაოების შესრულებისას

არ არის განსაკუთრებული მოთხოვნები.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან ვე ტიჯ ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი

(15 თემუზ მახ. ჯამი იოლუ ჯად. #50 გიუნეშლი, ბაგჯილარ/სტამბოლი

“World Medicine İlaç San. ve Tic. А.Ş.”, Turkey

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No:50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

ფარმაკოლოგიური თვისებები

ნერვულ სისტემაზე მოქმედი სხვა საშუალებები, გარდა სიმპათომიმეტურებისა. ათქ კოდი N07AX02.

ქოლინის ალფოსცერატი არის ქოლინის ტრასპორტერი და ფოსფატიდილქოლინის პრეკურსორი. გააჩნია პროფილაქტიკური და აღმდგენი მოქმედების უნარი ინვოლუციური ფსიქოორგანული სინდრომის მნიშვნელოვან პათოგენეზურ ფაქტორებად მიჩნეულ ბიოქიმიურ დაზიანებებზე, კერძოდ, ქოლინერგული აქტივობის შემცირებაზე და ნეირომემბრანების ფოსფოლიპიდური შემადგენლობის ცვლილებაზე.

ქოლინის ალფოსცერატის ქიმიური სტრუქტურა (შეიცავს 40,5% ქოლინს) და მასთან დაკავშირებული ქიმიურ-ფიზიკური თვისებები უზრუნველყოფს აქტიური ნივთიერების მნიშვნელოვან მარაგს და ტვინის ქსოვილის მეტაბოლურ დაცვას.

პრეკლინიკური ფარმაკოლოგიის ექსპერიმენტული კვლევების და კლინიკური კვლევების მონაცემების ანალიზმა დაადასტურა ქოლინის ალფოსცერატის სასარგებლო გავლენა კოგნიტურ ფუნქციებზე, მეხსიერების ფუნქციაზე, ასევე ემოციური მდგომარეობისა და ქცევის მაჩვენებლებზე, რომელთა გაუარესება გამოწვეული იყო ტვინის ინვოლუციური პათოლოგიის განვითარებით.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

მონიშნული ნაერთის შეყვანისას განსაზღვრული ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები არ განსხვავდება სახეობებს შორის (ვირთაგვები, ძაღლი, მაიმუნი) და შეესაბამება ქვემოთ მითითებულს.

პრეპარატი სწრაფად და მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. სწრაფად გროვდება და ნაწილდება სხვადასხვა ორგანოებსა და ქსოვილებში, მათ შორის თავის ტვინში. თირკმელებით ექსკრეცია შეადგენს 96 საათში დაახლოებით 10% რადიოაქტიურად მონიშნული შეყვანილი დოზისა. ტრიტიუმით მონიშნულ ქოლინთან შედარებით, პრეპარატის კონცენტრაცია თავის ტვინში უფრო მაღალია.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო პრეპარატის

სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

მედოტილინი

სავაჭრო დასახელება

მედოტილინი, Medotilin

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

ქოლინის ალფოსცერატი, Choline alfoscerate

შემადგენლობა

კაფსულა შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ქოლინის ალფოსცერატი (L-ალფა-გლიცეროფოსფორილქოლინის ფორმით (85% ზეთოვანი ხსნარი)) 400 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: გლიცერინი, გასუფთავებული წყალი;

კაფსულა: ჟელატინი, თხევადი სორბიტოლი არაკრისტალური, გლიცერინი, ტიტანის დიოქსიდი, ნატრიუმის ეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, რკინის ყვითელი ოქსიდი.

წამლის ფორმა

კაფსულები.

აღწერილობა: რბილი ჟელატინის კაფსულები, ოვალური ფორმის, გაუმჭვირვალე, მოყავისფრო-მოყვითალო ფერის, ბლანტი უფერო გამჭვირვალე სითხის შემცველობით.

გამოყენების ჩვენებები

თავის ტვინის დეგენერაციულ-ინვოლუციური ფსიქოორგანული სინდრომები ან მეორადი ცერებროვასკულური უკმარისობის შედეგები, როგორიც არის პირველადი ან მეორადი კოგნიტური დარღვევები ხანდაზმული ასაკის პირებში, რომლებსაც ახასიათებს მეხსიერების დარღვევები, ცნობიერების არევა და დეზორიენტაცია, მოტივაციის და ინიციატივის, ასევე ყურადღების კონცენტრაციის უნარის დაქვეითება.

ემოციური და ქცევითი სფეროს ცვლილებები ხანდაზმული ასაკის პირებში: ემოციური არასტაბილურობა, გაღიზიანებადობა, გარემოს მიმართ ინტერესის დაქვეითება. მოხუცებულთა ფსევდომელანქოლია.

გამოყენების წესი და დოზები

დოზირება

მედოტილინი მიიღება შიგნით 1 კაფსულა 2-3-ჯერ დღე-ღამეში.

სადღეღამისო დოზა შეიძლება გაიზაროდის ექიმის შეხედულების მიხედვით.

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების, მსგავსი ქიმიური სტრუქტურის ნაერთების ან ნებისმიერი დამხმარე კომპონენტის მიმართ;
  • ორსულობა.

განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დამხმარე ნივთიერებები

პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ანუ პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.

პრეპარატი ერთ კაფსულაზე გადაანგარიშებით შეიცავს 45,565 მგ თხევად არაკრისტალურ სორბიტოლს. მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ადიტიური ეფექტი სორბიტოლის (ან ფრუქტოზას) შემცველი პროდუქტების ერთდროული გამოყენებისას ან საკვებით სორბიტოლის (ან ფრუქტოზას) გამოყენებისას.

სორბიტოლმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სხვა ერთდროულად გამოყენებადი შეგნით მისაღები პრეპარატების ბიოშეღწევადობაზე.

პრეპარატი შეიცავს ნატრიუმის ეთილპარაჰიდროქსიბენზოატს და ნატრიუმის პროპილპარაჰიდროქსიბენზოატს, რომელთაგან თითოეულმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (მათ შორის დაყოვნებული ტიპის).

შეუთავსებლობა

არ გამოიყენება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

ორსულობა და ლაქტაცია

პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის დროს. თუმცა, სპეციალურმა კვლევებმა მიუთითეს ტერატოგენული და ემბრიოტოქსიური ეფექტების არარსებობაზე.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე

მედოტილინი არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვის და პოტენციურად სახიფათო სამუშაოების შესრულების უნარზე.

არასასურველი რეაქციები

ქოლინის ალფოსცერატი, როგორც ბიოლოგიური კომპონენტების წინამორბედი, ჩვეულებრივ, არ იწვევს ამტანობის მხრივ პრობლემებს, ხანგრძლივი გამოყენების

შემთხვევაშიც კი.

შესაძლებელია გულისრევის განვითარება (რაც, სავარაუდოდ, ხდება მეორადი დოფამინერგული აქტივაციის ფონზე), რის გამოც შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ნაწილში, გთხოვთ, მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირების სიმპტომები მსგავსია არასასურველი რეაქციებისა. ჭარბ დოზირებაზე ეწვის არსებობისას პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ნერვულ სისტემაზე მოქმედი სხვა საშუალებები, გარდა სიმპათომიმეტურებისა. ათქ კოდი N07AX02.

ქოლინის ალფოსცერატი არის ქოლინის ტრასპორტერი და ფოსფატიდილქოლინის პრეკურსორი. გააჩნია პროფილაქტიკური და აღმდგენი მოქმედების უნარი ინვოლუციური ფსიქოორგანული სინდრომის მნიშვნელოვან პათოგენეზურ ფაქტორებად მიჩნეულ ბიოქიმიურ დაზიანებებზე, კერძოდ, ქოლინერგული აქტივობის შემცირებაზე და ნეირომემბრანების ფოსფოლიპიდური შემადგენლობის ცვლილებაზე.

ქოლინის ალფოსცერატის ქიმიური სტრუქტურა (შეიცავს 40,5% ქოლინს) და მასთან დაკავშირებული ქიმიურ-ფიზიკური თვისებები უზრუნველყოფს აქტიური ნივთიერების მნიშვნელოვან მარაგს და ტვინის ქსოვილის მეტაბოლურ დაცვას.

პრეკლინიკური ფარმაკოლოგიის ექსპერიმენტული კვლევების და კლინიკური კვლევების მონაცემების ანალიზმა დაადასტურა ქოლინის ალფოსცერატის სასარგებლო გავლენა კოგნიტურ ფუნქციებზე, მეხსიერების ფუნქციაზე, ასევე ემოციური მდგომარეობისა და ქცევის მაჩვენებლებზე, რომელთა გაუარესება გამოწვეული იყო ტვინის ინვოლუციური პათოლოგიის განვითარებით.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

მონიშნული ნაერთის შეყვანისას განსაზღვრული ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები არ განსხვავდება სახეობებს შორის (ვირთაგვები, ძაღლი, მაიმუნი) და შეესაბამება ქვემოთ მითითებულს.

პრეპარატი სწრაფად და მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. სწრაფად გროვდება და ნაწილდება სხვადასხვა ორგანოებსა და ქსოვილებში, მათ შორის თავის ტვინში. თირკმელებით ექსკრეცია შეადგენს 96 საათში დაახლოებით 10% რადიოაქტიურად მონიშნული შეყვანილი დოზისა. ტრიტიუმით მონიშნულ ქოლინთან შედარებით, პრეპარატის კონცენტრაცია თავის ტვინში უფრო მაღალია.

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები შენახვისას

ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

შეფუთვის ტიპი და შიგთავსი

კაფსულები.

14 კაფსულა ბლისტერში.

1 ან 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უტილიზაციისას და სხვა სამუშაოების შესრულებისას

არ არის განსაკუთრებული მოთხოვნები.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან ვე ტიჯ ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი

(15 თემუზ მახ. ჯამი იოლუ ჯად. #50 გიუნეშლი, ბაგჯილარ/სტამბოლი

“World Medicine İlaç San. ve Tic. А.Ş.”, Turkey

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No:50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა